The Parks of Tbilisi

Page 1

ISSN 2298-0385

2018.01

The Parks of Tbilisi This publication presents an urban development vision for several locations in Tbilisi. Our creative team did not aim to conduct an academic research or express a critical approach. The discussed six spots are locations after dismantling architectural complexes. Instead of implementing massive construction projects at these sites, our idea is to keep existing historical and natural layers, and by minimal intervention and simple spatial planning transform them into recreational parks of the city. The majority of Tbilisi’s green zones on the maps from 2005 are turned into construction sites today. The given tendency of renewing or creating recreational zones consists of complex construction of spaces by using various materials, revetment covering of natural soil, fragmenting and overloading space with small architectural forms and urban equipment, destroying natural face of landscape. Spongelike rubber surfaces are placed at children’s playgrounds, which are not durable and can be replaced by sawdust or other natural materials. Stepping on green grass is mostly prohibited. Walking is only allowed on cemented surfaces. When areas become wild, often their scenery gets so unexpected and individual that only cleaning is enough to make recreational zones. Their infrastructure can be organized by using existing natural materials. The discussed six locations are also interesting in this regard. If there is a will, Tbilisi will gain unique recreational parks with minimal costs and efforts.

თბილისის პარკები გამოცემაში წარმოდგენილია თბილისის რამდენიმე ლოკაციის ურბანული განვითარების ხედვა. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის მიზანი არ იყო აკადემიური კვლევის განხორციელება, ან კრიტიკული პოზიციის გამოხატვა. განხილული ექვსი პუნქტი არქიტექტურული კომპლექსის დემონტაჟის შემდგომი ლოკაციებია. ჩვენი იდეაა ამ ადგილებზე მასიური სამშენებლო პროექტების განხორციელების ნაცვლად, შენარჩუნდეს არსებული ისტორიული და ბუნებრივი შრეები და მაქსიმალურად მცირე ჩარევით, მარტივი სივრცის დაგეგმარებით გადაკეთდეს ქალაქის დასასვენებელ პარკებად. 2005 წლის რუკებზე თბილისის გამწვანებული ზონების დიდი ნაწილი დღეს სამშენებლო ბაზებადაა ქცეული. სარეკრეაციო ზონების განახლების ან შექმნის არსებული ტენდენციაა: სხვადასხვა მასალის გამოყენებით სივრცის რთული კონსტრუირება, ბუნებრივი გრუნტის დაფარვა-მოპირკეთება, სივრცის დანაწევრება და მცირე არქიტექტურული ფორმებითა და ურბანული აღჭურვილობით ზედმეტად გადატვირთვა, ლანდშაფტის ბუნებრივი სახის განადგურება. ბავშვების სათამაშო უჯრედებზე იგება ღრუბლისებური რეზინის ზედაპირი, რომელიც არ გამოირჩევა გამძლეობით და შეიძლება შეიცვალოს ხის ნახერხით ან სხვა ბუნებრივი მასალით. გამწვანებულ ბალახზე, მეტწილად, ფეხით გადასვლა აკრძალულია. სიარული მხოლოდ ჩაცემენტებულ ზედაპირზეა დაშვებული. ტერიტორიის გაველურების შედეგად, ხშირად, ლანდშაფტი ისეთ მოულოდნელ და ინდივიდუალურ სახეს იღებს, რომ მხოლოდ მისი გაწმენდაა საკმარისი რეკრეაციული ზონის შესაქმნელად. ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაც ადგილზე არსებული ბუნებრივი მასალებით არის შესაძლებელი. განხილული ექვსი ლოკაცია ამ მხრივაც საინტერესოა. სურვილის შემთხვევაში, მინიმალური დანახარჯებითა და ძალისხმევით თბილისს შეემატება განუმეორებელი დასასვენებელი პარკები.




— 6,7 1 — 1,2 If you look at Tbilisi from Mount Mtatsminda at night, in the northwest of the densely populated city, illuminated alongside the Mtkvari River ravine, you will see a big darkened spot, lying like lava between Mount Makhata, Kukia and the Isani-Samgori district. Out of two tourist binoculars at Funicular Park, one of the eyepieces of the binoculars on the right is always on and works without using a card. It makes it easy to learn about the mentioned area in the daytime. The terrain of the mountain slope between two ravines creates terraces. Here we find thorn bushes, cypresses, wild mulberry and fig trees. There is a military base on the flat summit of the mountain. You can notice the traces of former factory “Megobroba.” Functioning block workshop is in the lower right side. In the general plan this area is a recreational zone. As a result of an engineering research conducted for development regulation, construction is permitted on the lower zonal area. 2 — 3,4,5 The former velodrome is located between 89 Uznadze Street and Aghmashenebeli Avenue. It has an entrance from Uznadze Street. The velodrome was officially opened in 1892 and it was one of the first sports buildings in the South Caucasus. There are no other squares or parks on Uznadze Street, hence, the velodrome additionally had a recreational function. The point provided in the velodrome’s pre-project conclusion, about keeping the wall on Uznadze Street and box offices on both sides of the entrance in case of demolishing the sports complex, was not considered. The entire façade of the initial entrance is demolished and there is a temporary metal fence from the side of Uznadze Street. The recommendation about the significance of the area with recreational function and the historical landscape of the street’s development, doubtfully, will not be considered in the future project. Only a concrete part of the cycling track, its right side remains after the demolition of the velodrome. Tiers have turned into terraces. Vegetation grown through cracked asphalt gradually dominates the terrain. Elegant and open rectangular space, bordered by densely built areas from three sides, effectively fits in the environment. The dynamics of remaining architectural elements can be kept and used for the future park. It only needs removing construction material and separating from the street by vegetation. 3 — 6,7 On the opposite side of Giga Lortkipanidze Park, there is an area extending far down in the corner where M. Javakhishvili Street and the Galaktion Tabidze Bridge meet. One can get there through Sakanela Street. On the embankment side, famous canteen with bar tables was closed few years ago. While constructing an overpass, a big part of the lane was destroyed and a large parking lot was built instead. Nowadays this area is storage of remaining construction material, granite tiles and pots of decorative flowers. However, part of trees and plants still remain. From Javakhishvili Street (former Elbakidze Descent), the chaotic structure of materials and different forms is perceived as an original architectonic composition. In this case, it is interesting to keep the existing dynamic and use on-site materials. This area is marked as a recreational zone in the updated version of the general plan of Tbilisi.

— 9,10 მზიური Mziuri


4 —

8 ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის გვერდით მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის კომპლექსიდან შენარჩუნებულია მხოლოდ ჭავჭავაძეზე გამავალი ფასადის კედელი, რომელიც დაკონსერვებულია და შეფუთული. ნგრევის შედეგად დარჩენილი სხვადასხვა სიღრმის საძირკვლები ინდივიდუალურ რელიეფს ქმნის სივრცის სწორ ზედაპირზე. სიღრმეში შემორჩენილია მრგვალი ფორმის აუზი. ნაკვეთის ბოლოში, ასფალტის საფარზე შეამჩნევთ უფორმო, მწვანე ფერის ქვას, ამოტვიფრული ტექსტით: “ამ ტერიტორიაზე 1959 წლის 17 მარტს ტრაგიკულად დაიღუპა გალაკტიონ ტაბიძე”. ამ ფაქტის გათვალისწინება აქტუალურს ხდის პარკისთვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭებას. დღესდღეობით შეთანხმებული პროექტის მიხედვით მთელი ფართობი ჩაბეტონდება და ფიჭვები მოექცევა ავტოსადგომის გადახურულ კონსტრუქციაში. ზემოდან დაშვებულ ბეტონისავე პლატფორმაში ოთხკუთხა ჭრილებში გამოჩრილი მასიური ხის კენწეროები შეუსაბამოდ გამოიყურება. „ლეჩკომბინატის” დასასვენებელ პარკად ქცევის შემთხვევაში, შესაძლებელია საფეხმავლო მარშრუტით მისი დაკავშირება მზიურის მდინარე ვერეს ხეობასთან.

5 —

9,10 მზიურის მდინარე ვერეს მიმდებარე ლოკაციაზე ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავებით, არა დემონტაჟის, არამედ წყალდიდობის შედეგად მოხდა ცვლილებები. მანამდე აქ ნეონის განათებებიანი პარკი იყო. სტიქიის შემდეგ, მაგისტრალის გაყოლებაზე კალაპოტს ბეტონის ღრმა, მასიური ჯებირი გაუკეთდა, ამით მდინარე ისეთი მიუსვლელი გახდა, რომ სასეირნოდ გამოყვანილ მონადირე ძაღლებსაც კი უჭირთ წყალთან ჩაღწევა. მიწა გადახრიოკებულია, ნაწილობრივ შენარჩუნდა მაღალი ალვის ხეების საფარი. თუ იგნორირებას გაუკეთებთ მაგისტრალს, გაშლილ სივრცეს მოუვლელობის ხარჯზე ლანდშაფტური ზონის სასიამოვნო განწყობა აქვს. ტერიტორია კერძოა. მშენებლობაზე უფლება ჯერჯერობით გაცემული არ არის.

6 —

11 მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნა ვერეს აუზის მოპირდაპირე მხარეს, ცირკის მთის ფერდობზე 28 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა დაიგეგმა. შედეგად აიღეს ამ ადგილას მდებარე რესტორანი არაგვი, ჩამოიჭრა მთის კალთა. მშენებლობა ერთ წელიწადში შეჩერდა. საძირკველი გრუნტის წყლებით აივსო და ტბად იქცა. ცირკის აღმართიდან კარგად ჩანს ჩამოჭრილი ბორცვის ფერდობის მთელ სიგრძეზე, მტკვრის სანაპიროს პარალელურად მოლივლივე ლერწმით დაფარული ტბა. ისმის გარეული იხვების და ყარყატების ხმა, წყალში დაცურავენ მაჩვები და თოლიები.

— 8 ყოფილი “ლეჩკომბინატი“ ჭავჭავიძის გამზირი “Lechkombinat” area, Chavchavadze Avenue

___ 1 —

12 პოსტერი. “არსენალის მთა“

— 11 ცირკის მთის ფერდობი Mountain, where the circus building is located


— 1

4 — 8 Next to the second building of Tbilisi State University, only a part of façade wall, facing Chavchavadze Avenue, remains from former “Lechkombinat” complex, which is conserved and packed. Foundations of different depth, left after the demolition, create an individual relief on the flat surface of the space. A round pool remains in its depth. Towards the end, on asphalt you will notice a formless green stone with inscription: “On March 17, 1959, Galaktion Tabidze tragically passed away here.” This fact conditions naming the park after Galaktion Tabidze. According to the current project, the entire area will be covered in concrete and pines will be inside a roofed construction of a parking lot. Massive treetops, stuck in square cutouts on the concrete platform above, look irrelevant. If “Lechkombinat” area is transformed into a park, it is possible to have connecting pathways to the Vere River ravine in Mziuri. 5 — 9,10 Unlike the abovementioned cases, the area of Mziuri around the Vere River was changed due to flood, not dismantling. There used to be a park with neon lights. After the flood, deep and massive barrage was made in the riverbed alongside the highway. This made the river so inaccessible that even hunting dogs, taken for a walk, have trouble reaching the water. The soil is dried out, but some of tall poplars remain there. If we ignore the highway, due to untidiness the open space has a pleasant sense of a natural zone. It is a private area. Permission for construction has not been granted yet. 6 — 11 On the right embankment of the Mtkvari River, opposite the Laguna Vere swimming pool, construction of a 28-storey hotel was planned on the mountain, where the circus building is located. As a result, the restaurant Aragvi was demolished and the mountain slope was removed. The construction was suspended in a year. The foundation has filled with groundwater and it became a lake. From uphill to the circus, one can see the lake covered with swaying reeds parallel to the Mtkvari River’s embankment, following the entire length of the removed slope. The sounds of wild ducks and storks are heard; badgers and seagulls swim in the water. ___ 1 —

12 Poster. Arsenali Mountain


1 —

1,2 მთაწმინდიდან ღამე თბილისს თუ გადმოხედავ, მდინარე მტკვრის ხეობის სიგრძეზე მჭიდროდ დასახლებული, გაჩირაღდნებული ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მახათას მთას, კუკიასა და ისან-სამგორის რაიონს შორის ლავასავით ჩამოწოლილი დიდი ჩაბნელებული ლაქა ჩანს. ფუნიკულიორის პარკში ტურისტებისთვის განკუთვნილი ორი ჭოგრიტიდან, მარჯვენა ჭოგრიტის ერთი თვალი ბარათის გასმის გარეშე ყოველთვის ჩართულია, რაც აადვილებს დღის სინათლეზე ამ ტერიტორიის შესწავლას. ორ ხევს შორის აზიდული “არსენალის მთის” დამრეცი კალთის რელიეფი ტერასებს ქმნის. მეჩხერად გვხვდება ეკლიანი ბუჩქნარი, კვიპაროსები, ველური თუთის და ლეღვის ხეები. მთის ბრტყელ თხემზე სამხედრო ბაზაა განლაგებული. შეინიშნება ყოფილი ქარხანა „მეგობრობის“ განაშენიანების კვალი. ქვედა მარჯვენა კუთხეში ბლოკის მოქმედი საამქრო დგას. ეს ტერიტორია გენერალურ გეგმაში შეტანილია სარეკრეაციო ზონად. განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის ჩატარებული საინჟინრო კვლევის შედეგად, ქვედა ზონალურ მონაკვეთზე გაცემულია მშენებლობის წარმოების თანხმობა.

2 —

3,4,5 ყოფილი ველოდრომი უზნაძის 89 და დავით აღმაშენებლის გამზირს შორის მდებარეობს. შესასვლელი უზნაძის მხრიდან აქვს. ველოდრომის ოფიციალური გახსნის თარიღია 1892 წელი და ის ამიერკავკასიაში ერთ-ერთ პირველ სპორტულ ნაგებობას წარმოადგენს. უზნაძის ქუჩაზე სხვა სკვერი ან პარკი არ არის, შესაბამისად, ველოდრომს ჰქონდა რეკრეაციული დანიშნულებაც. ველოდრომის წინასაპროექტო კვლევის დასკვნაში მოცემული პუნქტი სპორტული კომპლექსის დემონტაჟის შემთხვევაში, შენარჩუნებულიყო უზნაძის ქუჩის კედელი და შესასვლელის ორივე მხარეს განლაგებული სალაროები, არ იქნა გათვალისწინებული. პირველადი შესასვლელის მთლიანი ფასადი დანგრეულია და უზნაძის მხრიდან შეღობილია დროებითი რკინის მესერით. საეჭვოა, რომ გათვალისწინებული იქნება რეკომენდაცია, მომავალ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს სარეკრეაციო ფუნქციის მქონე ნაკვეთმა და დაცული იქნეს ქუჩის განაშენიანების ისტორიული მასშტაბი. ველოდრომის დემონტაჟის შედეგად დარჩენილია მხოლოდ სარბოლი ბილიკის ბეტონის მონაკვეთი, მარჯვენა მხარე. ტრიბუნის იარუსები ტერასებადაა ქცეული. ასფალტის დამსკდარი ნაპრალებიდან ამოსული მცენარეული საფარი დღითიდღე იპყრობს მოედნის რელიეფს. სამივე მხრიდან მჭიდრო განაშენიანებაში მოქცეული მოხდენილი მართკუთხედის ტრიალი სივრცე ეფექტურად ეწერება გარემოში. დარჩენილი არქიტექტურული ელემენტების დინამიკა შეიძლება შენარჩუნებული და გამოყენებული იქნეს მომავალი პარკის სახედ. საჭიროა მხოლოდ ტერიტორიის სამშენებლო მასალისაგან გაწმენდა და ქუჩისგან მცენარეული საფარით გამიჯვნა.

— 3,4,5

3 —

— 2 არსენალის მთა arsenali motuntain

6,7 გიგა ლორთქიფანიძის პარკის საპირისპირო მხარეს, მ.ჯავახიშვილის ქუჩის დასაწყისის და გალაკტიონის ხიდის შესართავის კუთხეში ჩაღრმავებული ადგილია. აქ მოხვედრა საქანელას ქუჩით შეიძლება. სანაპიროს მხარეს რამდენიმე წლის წინ დაიხურა ცნობილი სასადილო ფეხზე დასადგომი მაგიდებით. ესტაკადის მშენებლობისას ხეივანის საკმაოდ დიდი ნაწილი განადგურდა, სადაც მოეწყო ვრცელი ავტოსადგომი. დღესდღეობით აქ ნარჩენი სამშენებლო მასალების, გრანიტის ფილებისა და დეკორატიული მცენარეების ქოთნების საწყობია, თუმცა, შენარჩუნებულია ხე-მცენარეების ნაწილი. ჯავახიშვილის ქუჩიდან (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი) ორიგინალურ არქიტექტონულ კომპოზიციად აღიქმება მასალებისა და სხვადასხვა ფორმების ქაოტური სტრუქტურა. ამ შემთხვევაში საინტერესოა დღესდღეობით არსებული დინამიკის შენარჩუნება და ადგილზე განთავსებული მასალების გამოყენება. თბილისის გენგეგმის განახლებულ ვერსიაში ეს ტერიტორია სარეკრეაციო ზონად არის მონიშნული.


თბილისის პარკები პროექტის ავტორები: ნინო სეხნიაშვილი, გიორგი ცაგარელი თარგმანი, რედაქტირება: დათა ჭიღოლაშვილი ანალოგური ფოტოგრაფია: ნინო სეხნიაშვილი

The Parks of Tbilisi Project by Nino Sekhniashvili, Giorgi Zagareli Translation, Editing: Data Chigholashvili Analogue photography Nino Sekhniashvili

d___e__s_i___g___ n_t___b i l i s i designtbilisi.ge gallerynectar.ge


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.