თემატური მოკვლევის შესახებ სკოლამდელი

Page 1

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი

თემატური მოკვლევის შესახებ მოკვლევის თემა

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები

ხარისხიან სკოლამდელ განათლებიაზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობა მთავარი მომხსენებელი: გენადი მარგველაშვილი ჯგუფის წევრი: გუგული მაღრაძე ჯგუფის წევრი: ეკა ბესელია ჯგუფის წევრი: რუსლან გაჯიევი თემატური მოკვლევის მიზანია: 

თემატური მოკვლევის მიზანი

 

ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში არსებული გამოწვევების გამოვლენა; „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება; მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დოკუმენტურად დასაბუთებული დასკვნის მომზადება გამოვლენილი გამოწვევების საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, შესაბამისი უწყებებისათვის რეკომენდაციის გაცემა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2020 წლის სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა ხარისხიანი სკოლამდელი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კომიტეტი იყენებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ ინსტრუმენტს - თემატურ მოკვლევას.

საკითხის შესახებ

თემატური მოკვლევა არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებაში ეხმარება. თემატურ მოკვლევას კომიტეტი იყენებს აქტუალური საკითხის შესწავლისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დოკუმენტის შემუშავების მიზნით. მოკვლევის შედეგად მოხდება:  

სკოლამდელი განათლების ხელმისაწდომობის კუთხით არსებული გამოწვევების გამოვლენა; სკოლამდელი განათლების სისტემის მართვისას სახელმწიფო უწყებების კოორდინაციის ეფექტიანობის შეფასება;


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.
თემატური მოკვლევის შესახებ სკოლამდელი by mia robakidze - Issuu