სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ – საგაკვეთილო გეგმები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მაღალი საფეხურისათვის
მოცემული სახელმძღვანელო განკუთვნილია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში მოღვაწე მასწავლებლებისთვის, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოების რედაქტორებისა და სასწავლო პროგრამების სპეციალისტებისთვის. სახელმძღვანელოში შესულია დაახლოებით ოთხ-ოთხი გაკვეთილისგან შემდგარი ცხრა თავი, რომელთაგან თითოეული ეძღვნება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ერთ ძირითად ცნებას. თითოეული გაკვეთილის გეგმა მოიცავს გაკვეთილის ჩატარების შესახებ დეტალურ რეკომენდაციებს, მასალას მოსწავლეებისთვის და საცნობარო ინფორმაციას მასწავლებლებისთვის. ამგვარად, სახელმძღვანელო წარმოადგენს დამხმარე საშუალებას დამწყები მასწავლებლებისთვის და ასევე იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც გადიან გადამზადებას დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში. გამოცდილ მასწავლებლებს მოცემული სახელმძღვანელო აძლევს საშუალებას, ისარგებლონ მასში მ