newsletter

Page 1

პრორუსული

და ანტიდასავლური

დეზინფორმაციის წლიური ანგარიში დეზინფომეტრი 2020

www.grass.org.ge


1

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS“ არის მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი, რომელიც დაარსდა 2012 წლის ოქტომბერში. GRASS-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს საქართველოს საგარეო, უსაფრთხოების, საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროების კვლევასა და მათ სიღრმისეულ ანალიზს.

GRASS-მა 2020 წლიდან ორთვიანი ანგარიშების სერიის, „დეზინფომეტრის“ გამოცემა დაიწყო. ანგარიშების მიზანს საქართველოში კრემლის ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილების გაანალიზება და მათში არსებული ტენდენციების გამოკვეთა წარმოადგენს. 2020 წლის ფარგლებში 5 ორთვიანი ანგარიში გამოიცა. „დეზინფომეტრის“ წლიური ანგარიში აღნიშნულ ანგარიშებს ეყრდნობა და წლის განმავლობაში არსებულ ტენდენციებს გამოკვეთს.

https://grass.org.ge/uploads/other/2020-07-23/ 724.pdf

https://grass.org.ge/uploads/other/2020-10-27/ 791.pdf

https://grass.org.ge/uploads/other/2020-07-23/ 725.pdf

https://grass.org.ge/uploads/other/2021-02-02/ 832.pdf

https://grass.org.ge/uploads/other/2021-01-06/ 825.pdf


2

წლიური ანგარიშის მონიტორინგის ფარგლებში მოხვდა:

13 ონლაინ მედია სააგენტო , 5 ტელევიზია , 22 Facebook გვერდი , 7 Facebook ჯგუფი , პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილები აქვთ.

საერთო ჯამში, სულ დამონიტორინგდა 3751 მასალა, საიდანაც ანგარიშში შესულია 1006 მედია პროდუქტი. ესენია ის მასალები, რომლებშიც ყველაზე მეტად გამოიკვეთა პრორუსული და ანტიდასავლური მედიის გზავნილები და რომლებიც კამპანიურად ვრცელდებოდა.

ტოპ 10 დეზინფორმატორი წყარო მათ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის რაოდენობა

საქართველო და მსოფლიო - 348 ნიუსფრონტი - 160 თვალსაზრისი - 135 სტალინი - 86 საქინფორმი - 69 სპუტნიკი - 32 პოლიტიკანო - 27 კარდჰუ - 17 ალტ-ინფო - 11 დედაქალაქი - 9

რა სახის

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდა 8 ძირითად თემას ეხება

პროპაგანდა ვრცელდება დღეს?

ნატოს წინააღმდეგ

ანტითურქული

რუსეთის მხარდამჭერი ევროკავშირის წინააღმდეგ

აშშ-ს წინააღმდეგ

ქვეყნის შიდა პროცესები კორონავირუსთან დაკავშირებული საერთაშორისო მოვლენები


3

კრემლისთვის დეზინფორმაციასა და პროპაგანდას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რითიც ის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მისთვის სასურველი პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. მედიისა თუ ინტერესთა ჯგუფების გამოყენებით, რუსეთი განსაკუთრებულ აქცენტს საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობისა და დასავლური ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებაზე აკეთებს. აღნიშნულით კი, საქართველოში ღიად პრორუსული (ან მინიმუმ ნაკლებად ანტირუსული) პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლასა და ქვეყნის რუსული გავლენის სფეროში დაბრუნებას ისახავს მიზნად.

antidasavluri propagandis miznebi saqarTvelos evro-atlantikuri kursis Sesusteba saqarTveloSi demokratiuli ganviTarebis Seferxeba qveyanaSi rusuli gavlenebis gaZliereba prorusuli Zalebis saqarTvelos xelisuflebaSi mosvla saqarTvelosa da dasavleTs Soris arsebuli partnioruli urTierTobis Sesusteba

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. შესაბამისად, საქართველოში რუსული პროპაგანდის სამიზნეს ევროკავშირი და დასავლეთი წარმოადგენს. 2020 წელსაც რუსული პროპაგანდის ამოცანა მოსახლეობაში ევროკავშირისადმი უარყოფითი დამოკიდებულებების გაღვივება იყო. ყველაზე ხშირად, რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია აქცენტს ქართულ და ევროპულ ფასეულობათა შეუთავსებლობაზე აკეთებს და ცდილობს ევროკავშირი საქართველოს ისტორიისთვის, ტრადიციისა და კულტურისათვის შეუსაბამოდ დაგვანახოს. ამით კრემლის საბოლოო მიზანი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილება და ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმაა.

evrokavSiri eklesiasa da tradiciul Rirebulebebs ebrZvis

ar

saqarTvelos evrokavSirSi gawevrianeba migrantebis masiur Semosvlas gamoiwvevs

ar

evrokavSiri saqarTvelos ruseTTan urTierTobis dalagebaSi xels uSlis

ar

dasavluri ganaTlebis sistema bavSvebs ryvnis

ar


4

NATO-ს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია ანტიდასავლური და პრორუსული დეზინფორმაციის მორიგი ძირითადი ამოცანა NATO-ში გაწევრიანების და ზოგადად, ევრო-ატლანტიკური კურსის კრიტიკა და რუსეთთან თანამშრომლობის უპირატესობის წარმოჩენაა. რუსეთის მიზანია, შეასუსტოს საქართველოს მოქალაქეებში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა და მხარდაჭერა. 2020 წლის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა NATO-ს წინააღმდეგ მიმართული, ხშირად განმეორებადი, დეზინფორმაციულ-პროპაგანდისტული გზავნილები, რომლებიც 4 ძირითად კატეგორიაში ნაწილდება: ოკუპირებული ტერიტორიების, როგორც ეროვნული ტრავმის NATO-ს წინააღმდეგ გამოყენება; ყალბი ნეიტრალიტეტის პროპაგანდა - NATO-ში გაწევრიანების იდეა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება; NATO-სთან თანამშრომლობის, როგორც რუსეთთან გარდაუვალი სამხედრო დაპირისპირების წარმოჩენა; მტკიცება, რომ NATO სუსტი და უფუნქციო ორგანიზაციაა.

NATO-Si wevroba saqarTvelos teritoriebze uaris Tqmas ar niSnavs NATO-Si gawevrianeba ruseTTan oms ar niSnavs NATO daSlis piras myofi ufunqcio organizacia

ar aris

NATO-sTan TanamSromloba saqarTvelos ar aRaribebs აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია რუსეთი დეზინფორმაციის სხვადასხვა ტექნიკით ცდილობს უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ თუ სხვა სფეროებში. ამისათვის 2020 წელს მრავლად გავრცელდა აშშ-ის მადისკრედიტირებელი ნარატივები სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც საუბრობდა, როგორც თავად ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე („არჩევნები გაყალბდა“, „აშშ დასუსტდა“), ასევე აშშ-ს „არაფრისმომცემ“ თუ „საფრთხის შემცველ“ ურთიერთობაზე საქართველოსთან.

ar aris aSS saqarTvelos ruseTis winaaRmdeg ar aqezebs saqarTvelo amerikis kolonia

aSS afxazeTis problemis mogvarebaSi negatiur rols ar TamaSobs aSS lugaris centrSi biologiur iaraRs ar amzadebs


5

რუსეთის მხარდამჭერი პროპაგანდა კრემლისთვის დეზინფორმაციასა და პროპაგანდას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რითიც ის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მისთვის სასურველი პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. მედიისა თუ ინტერესთა ჯგუფების გამოყენებით, რუსეთი განსაკუთრებულ აქცენტს საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობისა და დასავლური ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებაზე აკეთებს. აღნიშნულით კი, საქართველოში ღიად პრორუსული (ან მინიმუმ ნაკლებად ანტირუსული) პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლასა და ქვეყნის რუსული გავლენის სფეროში დაბრუნებას ისახავს მიზნად.

ruseTi erovnuli da tradiciuli Rirebulebebis realuri damcveli ar aris neitralitetis gamocxadeba ruseTis mxridan teritoriebis dabrunebas ar niSnavs ruseTTan omi saqarTvelos

ar dauwyia

saqarTvelos sasicocxlo arteria ruseTze

ar gadis

ანტითურქული დეზინფორმაცია და პროპაგანდა საქართველოში რუსეთის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს რუსული ოკუპაციის გაუბრალოება წარმოადგენს. აღნიშნულის მისაღწევად კრემლის პროპაგანდა, წლებია, აქტიურად იყენებს საქართველოს ისტორიული ტაო-კლარჯეთის საკითხს და თურქეთს ოკუპანტ ქვეყანად წარმოაჩენს. ანტითურქული მესიჯების გავრცელება სწორედ რუსული ოკუპაციისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანას ემსახურება. 2020 წლის განმავლობაში ანტითურქული პროპაგანდის გავრცელებაში პრორუსული და ანტიდასავლური მედიების, ჯგუფებისა თუ წყაროების გარდა, პოლიტიკური პარტიებიც იყვნენ ჩართულნი - „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული იდეა“.

yarsis xelSekrulebas vada ar aqvs da aWaris aneqsiis safrTxes Seicavs

ar

TurqeTi saqarTvelos mimarT mtrulad ganwyobili saxelmwifo aris

ar

TurqeTi aWaris "islamizacias" da "Turqizacias" axdens

ar

saqarTvelos xelisuflebas teritoriebi TurqeTisTvis miuyidia

ar


6

საერთაშორისო მოვლენებზე გავრცელებული დეზინფორმაცია საქართველოში პრორუსული პროპაგანდა ინფორმაციას საერთაშორისო საკითხებზე ანტიდასავლური პრიზმით აშუქებს. მიზანი რუსეთის აგრესიული ქმედებების დადებით კონტექსტში წარმოჩენაა. 2020 წელს რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით ისტორიის საბჭოთა და თანამედროვე კრემლისტური ვერსიის პოპულარიზება იყო. წლის განმავლობაში კრემლმა საკუთარი დეზინფორმაციული მესიჯები გაავრცელა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა აშშ-ირანის დაპირისპირება, ბელარუსის არჩევნები, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები.

დეზინფორმაცია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ანტიდასავლური ძალები და ღიად პრორუსული მედია ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს საკუთარი მიზნების შესაბამის ინტერპრეტირებას უკეთებს. მათ სურთ მოსახლეობაში ნიჰილიზმის დანერგვა, საზოგადოების გახლეჩა და ინსტიტუტებისადმი ნდობის შემცირება, ასევე მათთვის ხელსაყრელი ჯგუფების გაძლიერება. 2020 წელს დეზინფორმაციულ-პროპაგანდისტული გზავნილები არაერთ შიდა პოლიტიკურ საკითხზე გავრცელდა, მათ შორის, ყველაზე მეტად - საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე, დავით გარეჯის საკითხსა და ოპოზიციის მიერ არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებზე. ამ კამპანიების მთავარ ამოცანას ოპოზიციის დისკრედიტაცია წარმოადგენდა.

daviT gareji azerbaijanisTvis miuyidiaT

ar

prodasavluri arasamTavrobo organizaciebi qarTveli eris winaaRmdeg moqmedeben

ar

proporciuli saarCevno sistema dasavleTis mier Tavsmoxveuli

ar aris

bavSvTa uflebebis kodeqsis mizani ojaxis institutis dangreva aris

ar


7

კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია კორონავირუსის პანდემიის პარალელურად მიმდინარეობს მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიები, რომელთაც გავრცელებისა და ზიანის მასშტაბების გამო „ინფოდემია“ უწოდეს. რუსეთი დასავლეთის დემოკრატიულ საზოგადოებებში, პანიკის დათესვისა და მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით, აქტიურად იყენებს დეზინფორმაციას. 2020 წლის განმავლობაში კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ვაქცინაცია აღმოჩნდა; ასევე აქტიურად ვრცელდებოდა ყალბი სამედიცინო რჩევები და შეთქმულების თეორიები. პრორუსული პროპაგანდა ცდილობდა კორონავირუსის კონტექსტში დასავლური პოლიტიკური სისტემის ნაკლოვანებებისა და სისუსტეების წარმოჩენას, ამის ფონზე კი რუსეთის პოზიტიურად ჩვენებას.

vaqcina dnm-s

ar cvlis

vaqcinebs saqarTveloze

ar testaven

koronavirusi laboratoriaSi Seqmnili biologiuri iaraRi ar aris vaqciniT

ar gvCipaven


არ დაუჯერო პროპაგანდას შეაჩერე გავრცელება ტელ: +(995 32) 2 222 913 მის: კოსტავას ქ. № 75გ ელ.ფოსტა: grass@grassgroup.org www.grass.org.ge


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.