რუსეთ-საქართველოს ომის რამდენიმე ასპექტისა და არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზებისათვის

Page 1

პროფ. ტარიელ ფუტკარაძე რუსეთ-საქართველოს ომის რამდენიმე ასპექტისა და არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზებისათვის1 ქალბატონებო და ბატონებო! თანამედროვე ისტორიოგრაფია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია თუ ლინგვისტიკა იმ პერიოდში ყალიბდებოდა, როდესაც საქართველოს ცხოვრებას რუსეთის იმპერია გეგმავდა. შესაბამისად, რუსეთის ინსტიტუტების გავლენით, ელიტურ საერთაშორისო ფორუმებზეც კი, დღემდე ქართველი ერის ძველი, ახალი თუ უახლესი ისტორია მეტწილად არასწორი რაკურსით არის წარმოდგენილი... საქართველო დღეს უმძიმესს კრიზისშია: -

ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქე არის ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში; საქართველოს დაკარგული აქვს ცივილიზებული მსოფლიოს მიერ აღიარებული საკუთარი ტერიტორიის 20 %-ზე მეტი; მოსახლეობის ნახევარი სიღატაკის ზღვარზეა; პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი ურეიტინგოა საეჭვო წარსულის გამო...

ბუნებრივია, ყველა ეძებს კრიზისის მიზეზს; ზოგს ჰგონია, რომ კრიზისი გამოიწვია პროვოცირებული "რევოლუციის ტალღით" მოსული ხელისუფლების არადემოკრატიულობამ და შეცდომებმა; ზოგი თვლის, რომ კრიზისი გამოიწვია კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილმა გეოპოლიტიკურმა ინტერესმა; სხვები ფიქრობენ, რომ საქართველოს კრიზისში მთავარი დამნაშავეა იმპერიული რუსეთი, რომლის საუკუნოვანი მიზანია ამიერკავკასიის სტრატეგიული სიმძლავრეების კონტროლი; მავანთა აზრით, კი საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა და სხვ. შესაბამისად, კრიზისიდან გამოსასვლელად სხვადასხვა გზები სახელდება. არსებითი ისტორიული ფაქტების კომენტარების ფონზე ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩემეულ ხედვას. კავკასია თავისი სტრატეგიული ღირებულების გამო ოდითგანვე დიდი იმპერიების დაპირისპირების ობიექტი იყო; კავკასიონისა თუ ამიერკავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ იხ., მაგ. პლინიუსის 20 საუკუნის წინანდელი შეფასება: "კავკასიის კარი სამყაროს ორ ნაწილად ჰყოფს"2. ჯერ კიდევ ძვ.წ. II-I ათასწლეულებში კოლხური კულტურის შემქმნელ ქართველთა წარმატებით შემდგარ სახელმწიფოს ფუნქციად იქცა კავკასიონის სტრატეგიული გადასასვლელებისა და ამიერკავკასიაზე გამავალი ევროპა-აზიის დამაკავშირებელი გზების კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ არაიშვიათად, საქართველო ექცეოდა რომელიმე იმპერიის გავლენის ველში, მე-19 საუკუნის დასაწყისამდე ქართველთა სახელმწიფო აკონტროლებდა კავკასიონის ძირითად უღელტეხილებსა და ამიერკავკასიის ძირითად პუნქტებს. მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთმა შეძლო იარაღის ძალით მიეერთებინა პატარა "საქართველოებად" (სამეფო-სამთავროებად) დაქუცმაცებული ქართული მიწა-წყალის დიდი ნაწილი და დაიწყო ავტოქტონი მოსახლეობის გენოციდი თუ ეროვნული იდენტობის შეცვლა; 1864 წელს გააუქმა აფხაზეთის სამთავროც, სადაც ასევე ავტოქთონი

1

საქართველოს პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატით გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე (26.03.09) წაკითხული მოხსენება. 2 Plin., n.h. 6, 30


მოსახლეობის დიდი უმრავლესობა იყო ქართველი3; 1866 წლის აჯანყების გამო რუსეთის იმპერიამ აფხაზეთის მოსახლეობა დამნაშავე ხალხად გამოაცხადა4. რუსეთს საქართველოს დაპყრობა გაუადვილდა იმიტომ, რომ შუა საუკუნეების მუსლიმანურ სახელმწიფოებთან გაუთავებელი ბრძოლებით დაღლილი ქართველი ხალხი თუ სამეფო დინასტია თავდაპირველად რუსეთში ხედავდა ქრისტიან მოკავშირეს და არა ახალ იმპერიას5. ერეკლე მეორის დროს რუსეთთან გაფორმდა (1783 წ.) პირველი ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულება - "გეორგიევსკის ტრაქტატი", რომლის სრული იგნორირებით 1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სახელმწიფო; "მოყვრად მოსული" იმპერია ასევე მოექცა სხვა ქართულ სამეფო-სამთავროებსაც. შედარებისთვის: აგრესიულ მუსლიმანურ სახელმწიფოთა ალყაში მყოფმა საქართველომ 11 საუკუნის მანძილზე შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა და მე-12 საუკუნეში დიდი მასშტაბის კულტურაც შექმნა. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველო სრულად განადგურდა რუსეთის იმპერიის მიერ; კერძოდ: კავკასიაში რუსეთის დამკვიდრების შემდეგ იმპერიის ხელისუფლებამ: გააუქმა ქართველთა სახელმწიფო და ფიზიკურად გაანადგურა სამეფო დინასტიის თითქმის ყველა შტო; - გააუქმა საქართველოს თავისთავადობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის - ავტოკეფალია; - ისტორიული სამწიგნობრო თუ სახელმწიფო ფუნქცია წაართვა ქართველთა დედაენას - ქართულ ენას6; - ე.წ. მუჰაჯირობითა და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომებით რუსეთმა მოახდინა აფხაზთა და ქართველთა გენოციდი აფხაზეთში და ქართველთა გენოციდი ცხინვალის მხარეში7... სხვა იმპერიებთან (საბერძნეთი, სპარსეთი, ბიზანტია, არაბეთი, მონღოლეთი...) საუკუნოვან ჭიდილში გამობრძმედილი ქართველობა მე-19 საუკუნიდანვე აქტიურად იბრძოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და ცდილობდა აღედგინა საქართველოს დამოუკიდებლობა8. 1918 წლის 26 მაისის "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის"9 3

ნიშანდობლივია: მოსკოვში გადასახლებულ აფხაზეთის მთავარს - მიხეილ შერვაშიძეს გადასახლებაში მხოლოდ ეთნიკური ქართველები ახლდნენ; შდრ.: დღეს მხოლოდ აფხაზთა საცხოვრისად გამოცხადებულ ლიხნში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში 130 გვარი ცხოვრობდა; ამათგან ქართველი - 85, აფხაზი - 35, სხვა ეროვნება - 13 (თ.სახოკია, მოგზაურობა, ბათუმი, 1958 , გვ. 389). სხვა მონაცემებისათვის იხ.: ვ.ყოლბაია, რ.გელანტია, დ.ლაცუზბაია, თ.ჭახრაკია, აფხაზეთის ლაბირნითი, თბ., 1999, გვ. 12-21. 4 1867 წელს რუსეთმა აფხაზეთიდან გაასახლა 19 342 ადამიანი (65 000-დან). 5 ქართული სამეფო-სამთავროები, ერთი მხრივ, მოკავშირეს ეძებდნენ რუსეთში, მეორე მხრივ ცდილობდნენ ერთიანი სახელმწიფოს აღორძინებას; მაგ., 1790 წლის "იბერიელთა ერთობის ტრაქტატის" შესახებ იხ., ტ.ფუტკარაძე, ქართველები, ქუთაისი, 2005, გვ. 53. 6 ქართული სამწიგნობრო კულტურა თვისობრივად ერთნაირად იქმნებოდა აფხაზეთშიც, ცხინვალის მხარეშიც, ტაოკლარჯეთშიც და საქართველოს ყველა სხვა კუთხეში; ვრცლად იხ.: ტ. ფუტკარაძე, "ღვთისმსახურების ენა "ყოველთა ქართველთა" ერთიანობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი (სამწიგნობრო ენისა და დიალექტთა მიმართების საკითხისათვის)", ქართველური მემკვიდრეობა, V, ქუთაისი, 2001; http://www.scribd.com/doc/8727375/TPutkaradze-Kartvelta-Dedaena-Da-Dialeqtebi-2008. 7 ბ. ხორავა, აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა, თბ., 2004; რ. თოფჩიშვილი, საქართველოში ოსთა ჩამოსახლების და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები, თბ., 1997; რ. თოფჩიშვილი, ოსთა წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი, თბ., 2008; აფხაზეთი (ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან), თბ., 2007, გვ. 343-367. 8 1918 წლის საქართველოს მოსახლეობის განწყობის შესახებ გერმანიის არმიის გენერალი ბარონი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი (რომელიც ხელმძღვანელობდა გერმანიის სამხედრო-დიპლომატიურ მისიას საქართველოში) წერს: „მოსახლეობა იტანჯებოდა რუსული ადმინისტრაციის კორუფციის უღელქვეშ. საქართველოს მსგავსი ამბები ხდებოდა კავკასიის სხვა ქვეყნებშიც; თანდათანობით დაგროვდა ისეთი ძლიერი ზიზღი და დიდი სიძულვილი რუსების მიმართ და ისეთი ნატვრა რუსული უღლისგან განთავისუფლებისა, რომ რუსეთის იმპერიის კრახისთანავე , კავკასიელები ჩამოშორდნენ რუსებს და თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს“ (ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი, “ჩემი მისია

2


მიღებითა და რუსეთთან 1920 წლის 7 მაისის "სამშვიდობო ხელშეკრულების" გაფორმებით საქართველომ მე-20 საუკუნეში პირველად სცადა თავისი სახელმწიფოებრიობის აღორძინება. 1918-20 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობა10 ცნო ცივილიზებულმა მსოფლიომ. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის ჯარმა უხეშად დაარღვია "სამშვიდობო ხელშეკრულება" და მოახდინა საქართველოს ხელახალი ოკუპაცია. საქართველოში შეარაღებული წინააღმდეგობა რამდენიმე წელი გრძელდებოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, გეოპოლიტიკური ველების გადანაწილების პროცესში რუსეთის მარიონეტი ე.წ. “საქართველოს რევოლუციური კომიტეტის“ სახელით11 საბჭოთა იმპერიის მიერ სისხლში იქნა ჩახშობილი საქართველოს სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ. შედეგად, საქართველოს ტერიტორიის ძირითადი ნაწილის ანექსია საბჭოთა რუსეთმა მოახდინა, საქართველოს სამხრეთი ნაწილი კი შეიყვანეს საბჭოთა რუსეთის მოკავშირე თურქეთის ახალი რესპუბლიკის შემადგენლობაში12. მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში კვლავ გაძლიერდა საქართველოს სწრაფვა დამოუკიდებლობისთვის. საპასუხოდ, საბჭოთა იმპერიამ 1989 წლის 9 აპრილს სისხლიანი ანგარიშსწორება მოაწყო დამოუკიდებლობის მომთხოვნი მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მოშიმშილეების წინააღმდეგ. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში შევიდა როგორც ქართველთა ზნეობრივი ბრძოლა და გმირული თავგანწირვა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში და არა, როგორც ქართველთა ტრაგედიის დღე; 9 აპრილი ტრაგედიაა რუსეთის იმპერიისთვის. 9 აპრილს ქართველთა გმირობამ დააჩქარა საბჭოთა იმპერიის რღვევა: საქართველოში უფრო გაძლიერდნენ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პოლიტიკური გაერთიანებები. მათგან ყველაზე ავტორიტეტულმა (ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით შექმნილმა პოლიტიკურმა კოალიციამ - "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო") გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საყოველთაო, დემოკრატიულ, მრავალპარტიულ და ლეგიტიმურად ჩატარებულ არჩევნებში. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო შეუქცევადი რღვევა ამერიკასთან “ცივ ომში“ დაუძლურებულმა საბჭოთა იმპერიამ; კერძოდ, საბჭოთა იმპერიის ოფიციალური და კანონზომიერი დაშლა დაიწყო საქართველოში 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით; საქართველოს მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ (ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად!) - 98,9 %-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას13. დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ 31

კავკასიაში“, ქუთაისი, 2002, გვ. 76; გერმანულიდან თარგმნა, ისტორიული ნარკვევი და კომენტარები დაურთო პროფ. ნოდარ მუშკუდიანმა). 9 http://www.rrc.ge/law/Akti_1918_05_26_q.htm?lawid=18&lng_3=ge (აქ და ქვემოთაც დოკუმენტებს ვიმოწმებთ რეგიონალური კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული კრებულიდან "რეგიონალური კონფლიქტები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი) დოკუმენტებში", 1917-2006, შემდგენელი და მთავარი რედაქტორი თამაზ დიასამიძე; ვებპორტალის შექმნა დააფინანსა ევროკომისიის დელეგაციამ საქართველოსა და სომხეთში, თბ., 2007). 10 ამ პერიოდის საქართველოს ტერიტორიის შესახებ იხ.: “საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონსტიტუცია“, თბ., 1921. 1918 წლის 28 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო გერმანიამ - დოკუმენტებისათვის იხ.: გ. ფიფია, გერმანიის პოლიტიკა ამიერკავკასიაში 1918 წელს, დოკუმენტების კრებული (რუსულად) თბ., 1971, გვ. 34-41; დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრების შესახებ დოკუმენტური მასალისათვის იხ, აგრეთვე: Bihl W. Die Kaukasus-Politik der Mittelmächte. Teil II. Die Ziet der virsuchten Kaukasischen Staatlichkeit (1917-1918), Wien, Köln, Weimar, 1992. S 49. 11 იხ., საქართველოს სსრ რევოლუციური კომიტეტის ბრძანება მთელი ძალაუფლების ხელში აღების შესახებ: http://www.rrc.ge/law/brz_1921_02_26_ge.htm?lawid=109&lng_3=ge. 12 ვრცლად იხ.; http://www.scribd.com/doc/3809567/batumi-geostrategia 13 რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის 90,3 %-მა - 3 302 572 კაცმა. მათ შორის: აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 347 175 ამომრჩეველმა (მოსახლეობის 61,27%);

3


მარტის რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს - იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ პატრიოტთა გმირული თავგანწირვის დღეს - გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა14. მთელმა მსოფლიომ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის საზღვრებით (რომელშიც არ შედის მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების მიერ “გაჩუქებული“ ისტორიული ქართული ტერიტორიები). 1991 წელს არსებული საზღვრების გათვალისწინებით, საქართველომ კეთილმეზობლური ურთიერთობა შესთავაზა ყველა მომიჯნავე სახელმწიფოს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 21 თებერვლის № 174 განკარგულების15 საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურორის - ზურაბ ადეიშვილის ბრძანებით შექმნილი "ერთობლივი კომისიის" საგამოძიებო ჯგუფის დადგენილებაში ვკითხულობთ: "საქართვლოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებისა და ასევე ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის პირველი დღეებიდანვე ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას წინააღმდეგ დაიგეგმა და მეთოდური იერიში განხორციელდა ოპოზიციურ ძალებს მიტმასნილი და მისი სახელით მოქმედი პირებისა და იმპერიული ძალების მიერ. სსრ კავშირის პრეზიდენტი მ.გორბაჩოვი და სხვა ოფიციალური პირები ღიად აფრთხილებდნენ ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს, რომ მათ მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე გადადგმული ნაბიჯები სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა სამხრეთ ოსეთის ოლქთან და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ურთიერთობაში. იმპერიული ძალების ქმედების გასანეიტრალებლად საჭირო იყო შესაბამისი პრაქტიკული ზომები ქართული სახელმწიფოს მხრიდან. აღნიშნული მიზნით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის - რუსეთის იმპერიის - შეარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი" 16.

საქართველოს კანონიერმა ხელისუფლებამ 1991 წლის 15 სექტემბერს საბჭოთა იმპერიის ჯარს მიანიჭა ოკუპანტის სტატუსი17, ხოლო იმავე წლის 21 დეკემბერს საბოლოოდ თქვა უარი რუსეთის ახალ იმპერიაში ნებაყოფილობით შესვლაზე (ე.წ. დსთს წევრობაზე). ამრიგად, 1991 წელს რუსეთმა იურიდიულად დაკარგა საქართველოს ტერიტორიის კონტროლის უფლება. ეს ფაქტი აღიზიანებდა არა მხოლოდ რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებას; მაგ., ცნობილი რუსი სამართალდამცავ ბ-ნი სახაროვის - მეუღლე ქ-ნი ბონერიც კი აღშფოთებული აცხადებდა: "გამსახურდიას სურს, რუსეთმა დაკარგოს კავკასია".18 ამათგან დამოუკიდებლობას ხმა მისცა 97,73 %-მა (მსჯელობისათვის იხ., აფხაზეთი, 2007, გვ. 345); ცხინვალის რაიონში: 99,68 %-მა (მონაცემებისათვის იხ.: ხმა ერისა, 1995, გვ. 94-98, 470-475). 14 http://www.rrc.ge/law/aqti_1991_04_09_Q.htm?lawid=1525&lng_3=ge. 15 "1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ". 16 "დადგენილება პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ" (15 ივნისი, 2004 წ.), გვ. 46; დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი პროკურორი რევაზ ზარანდია; 2004 წლის 18 ივნისს დადგენილება დაამტკიცა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა. 17 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბერის დადგენილება (№ 657; 16.09.1991): "საქართველოს რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების შესახებ", რომელშიც ნათქვამია: “1. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სსრკ-ს შეიარაღებული ძალები გამოცხადდეს საოკუპაციო სამხედრო ძალად; 2. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დაიწყოს მოლაპარაკება სსრკ-ს შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე; 3. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან სსრკ-ს შეიარაღებული ძალების სრულ გაყვანამდე სსრკ-ს წინაშე დაისვას საკითხი აფხაზეთის ასსრ და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებიდან საბჭოთა არმიის ნაწილების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ, რადგან მათი ყოფნა და მოქმედება ხელს უშლის მდგომარეობის სტაბილიზაციას ამ რეგიონში”. 18 თემის შესახებ ვრცლად იხ., ტ. ფუტკარაძე, "რაცა ღმერთსა არა სწადდეს" ანუ მიმდინარე პროცესების შესახებ, გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 28 სექტემბერი, 1991; იხ. აგრეთვე: "აფსირტედან გამსახურდიამდე ანუ აწმყოს უდაბნოში", თბ., 1999 , გვ. 61-69.

4


საქართველოს კანონიერი ხელისუფლება ელოდა რა რუსეთის ახალ აგრესიას, დახმარებისათვის მიმართავდა ფართო საზოგადოებასა19 და დასავლეთის 20 სახელმწიფოების ხელისუფლებებს . მრავალგზის მიმართვის მიუხედავად, ევროპის ისტორიის იმ ეტაპზე ცივილიზებული დასავლეთისთვის არსებითი იყო აღმოსავლეთ ევროპის (ე.წ. "საბჭოთა რესპუბლიკების") გამოხსნა რუსული იმპერიული ველიდან; ამიტომაც, დასავლეთის წაყრუების ფონზე, რევანშისტული განწყობის პოლიტიკური ძალებისა და ქართველი კრიმინალების გამოყენებით 1992-93 წლებში რუსეთმა დაამხო მის მიერ "ნაციონალისტურად" მონათლული საქართველოს კანონიერი და დემოკრატიული ხელისუფლება (პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები). საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ფიზიკური განადგურება, დევნა და შევიწროება მრავალი წლის მანძილზე გრძელდებოდა. 1921 წლის მსგავსად, 1992 წელსაც რუსეთის იმპერიამ საქართველოში ძალაუფლება გადასცა ჯერ სამხედრო ხუნტას21, შემდეგ კი ერთმმართველი გახდა რუსეთის მოქალაქე ე.შევარდნაძე, რომლის რეჟიმმა რუსეთი "მეგობარი ქვეყნის" სტატუსით აღჭურვა და საქართველო შეიყვანა ე.წ. დსთ-ში - რუსეთის ახლადაღორძინებად იმპერიაში22; პარალელურად, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის საოკუპაციო ჯარს სამშვიდობო მისია დაეკისრა23. რუსეთის იმპერიის მხრიდან ეს იყო პოლიტიკური ცინიზმი.

მაგ., 1991 წლის 13 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედმა კომისიამ (ზაურ ქობალია, ამირან კალაძე, ავთანდილ იმნაძე, ავთანდილ რცხილაძე, ზურაბ კანდელაკი, ვახტანგ ჭითავა, ზურაბ სანიკიძე, ვახტანგ ცაგარეიშვილი, ალეკო მელაძე, ვალტერ შურღაია, ტარიელ ფუტკარაძე) მიმართა საქართველოს მოსახლეობას, სადაც ვკითხულობთ: "1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა და 1991 წლის 26 მაისის პრეზიდენტის არჩევნებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ საქართველოს მოსახლეობას სურს საკუთარი სახელმწიფოს აღდგენა. იმპერიული ცენტრი, ცდილობს რა შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყოველ ღონეს ხმარობს საქართველოში ვითარების გასამწვავებლად, დესტაბილიზაციის პერიოდში ის მსოფლიოს დაარწმუნებს, თითქოს კავკასიაში ქაოსისა და დაპირისპირების აღკვეთა მხოლოდ მას შეუძლია..." სრულად იხ.: ტ. ფუტკარაძე, "აფსირტედან გამსახურდიამდე ანუ აწმყოს უდაბნოში",თბ., 1999 , გვ. 70-71. (კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიება). 20 იხ., მაგ., 1991 წლის 10 დეკემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი კომისიის მიმართვის ერთი მონაკვეთი: "მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველომ უარი თქვა სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე (იმპერიულ ცენტრთან რამენაირი კავშირის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუ გორბაჩოვისა და ელცინის ხელისუფლება ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას და აღარ ჩაერევა საქართველოს საქმეებში)... იმპერიულმა ცენტრმა ვერ შეძლო, საქართველოს წინააღმდეგ აემხედრებინა არაქართული მოსახლეობა (როგორც ბატიისპირეთში), ვერ გაამარჯვებინა კომუნისტურ პარტიას (როგორც შუა აზიის რესპუბლიკებში), მაგრამ კარგად იყენებს არჩევნებში დამარცხებულ ძალაუფლებისმოყვარე ქართველთა პარტიულ ამბიციებს, განსაკუთრებით კი დამარცხებული და კანონგარეშე გამოცხადებული კომპარტიის ლიდერთა იმ ჯგუფს, მოსკოვიდან რომ განაგრძობს ბრძოლას ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ... სრულად იხ.: ტ. ფუტკარაძე, "აფსირტედან გამსახურდიამდე ანუ აწმყოს უდაბნოში",თბ., 1999 , გვ. 77-79. 21 რომელმაც რუსეთის შეარაღებული ძალების დახმარებით აიღო სახელისუფლებო შენობები და 1992 წლის 2 იანვარის უკანონო "სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით" უფლებამოსილება შეუჩერა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს (მსჯელობისა და დოკუმენტური მასალისათვის იხ.: ტ. ფუტკარაძე, "აფსირტედან გამსახურდიამდე ანუ აწმყოს უდაბნოში", გვ. 277-288 ("უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის უფლება მხოლოდ და მხოლოდ უზენაეს საბჭოს აქვს") თბ., 1999. 22 ვფიქრობ, 90-იან წლებში დასავლეთის პოლიტიკოსებმა გაუმართლებელად დათმეს საქართველო დასუსტებული რუსეთის წინაშე. 23 1992 წლის 24 ივნისს შევარდნაძის საოკუპაციო ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა რუსეთის ხელისუფლებასთან და რუსულ ჯარს მისცა "სამშვიდობო ჯარის' სტატუსი. 1993 წლის 18 სექტემბრის მიმართვაში ("ჩემი სამშობლოს ყველა მეგობარს"), ე. შევარდნაძე გულუბრყვილოს ნიღბით წერს: "უკვე მერამდენედ, ვენდეთ რა რუსეთის სამშვიდობო მისიას, მის, როგორც გარანტისა და შუამავლის როლს, დავდეთ 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმება და პასუხად კვლავ ღალატი მივიღეთ..." ("საქართველოს რესპუბლიკა", 1993, 21 სექტემბერი; ვ.ყოლბაია, რ.გელანტია, დ.ლაცუზბაია, თ.ჭახრაკია, აფხაზეთის ლაბირნითი, თბ., 1999, გვ. 158 . 19

5


სისხლიანი და საქართველოს მოსახლეობის გამანადგურებელი პუტჩით, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ბოლო სამყოფელის - სამეგრელოს - საგანგებო დასჯით, აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში განხორციელებული ქართველთა გენოციდითა და საქართველოს მხარდამჭერ აფხაზთა თუ ოსთა გამოძევებით24 რუსეთმა სრულად აღადგინა გეოპოლიტიკური კონტროლი ამიერკავკასიაზე25. ამიერკავკასიაზე ხანგრძლივი კონტროლის შენარჩუნების მიზნით, რუსეთის იმპერიამ შემდეგაც შრომატევადი სამუშაოები ჩაატარა; კერძოდ, სამხედროპოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების ხელში ჩაგდების გარდა, რუსეთმა მოიგო საინფორმაციო ომი და კავკასიაში მიმდინარე მოვლენების არაადეკვატური ტერმინოლოგიური შეფასებით ცივილიზებული მსოფლიოს თვალში გააყალბა საქართველოში განხორციელებული აგრესიის არსი. სამწუხაროდ, ტერმონოლოგიური ქაოსი დღემდე გრძელდება. წარმოდგენილი მოხსენების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ამ პრობლემის ანალიზია. 1992-93 წლების პუტჩისა და აფხაზეთსა თუ ყოფილ სამხრეთ ოსეთში პროვოცირებული ომების მოგების შემდეგ26 რუსეთი საქართველოში იწყებს ექსპანსიის ახალ ეტაპს: სისხლისღვრის გზით საქართველოზე სამხედრო კონტროლის აღდგენის შემდეგ ცდილობს, დიდი კაპიტალი დააბანდოს საქართველოს სტრატეგიულ სიმძლავრეებში. არადა, დასავლეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ბათუმის არსებული თუ პერსპექტიული მაგისტრალები: ამერიკისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის აღმოსავლეთ ევროპა უფრო ღირსებისა და უსაფრთხოების საკითხი იყო, შუა აზიის რესურსები და ამიერკავკასიის ენერგომატარებლები კი ევროპისა თუ თურქეთისათვის უდიდესი მნიშვნელობისაა: მხოლოდ ამიერკავკასიიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაში იქნება ევროპა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი27; მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეეძლება თურქეთს, უშუალო კავშირი იქონიოს სხვა თურქულენოვან სახელმწიფოებთან კავკასიასა თუ შუა აზიაში. სწორედ ამ და სხვა ფაქტორების გამო 21-ე საუკუნის დასაწყისში დღის წესრიგში აქტიურად დადგა ამიერკავკასიაში გეოპოლიტიკური ბალანსის კორექტირების აუცილებლობა; 1992-93 წლების პუტჩის შემდეგ არსებითი გეოპოლიტიკური ცვლილების პერსპექტივა გაჩნდა 2003 წლის "ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" მხარდაჭერით დასავლეთმა შესამჩნევად გააძლიერა საქართველო, როგორც რეგიონის გეოპოლიტიკური მოთამაშე. შედეგად, ამიერკავკასიაში განლაგებულმა რუსეთის სამხედრო შენაერთებმა დაკარგეს უშუალო კოორდინაციის საშუალება; კერძოდ, იზოლირებული აღმოჩნდა სომხეთში განლაგებული სამხედრო შენაერთები.

საქართველოს გენერალური პროკურორის - ზურაბ ადეიშვილის - ბრძანებით შექმნილი "ერთობლივი კომისიის"24 საგამოძიებო ჯგუფის დადგენილებაში (გვ. 87) ვკითხულობთ: "რუსეთის შუამავლობით ქართული მხარის მიერ აფხაზ სეპარატისტებთან დადებულ ყველა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის, მძიმე ტექნიკისა და არტილერიის სოხუმიდან გაყვანის შესახებ და სხვ., დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია განიხილავდა როგორც კაპიტულანტურს, რასაც მისი შეფასებით, მოჰყვებოდა მთელი აფხაზეთის ჩაბარება, ქართველი მოსახლეობის გენოციდი და დეპორტაცია". 25 მსჯელობისათვის იხ., აგრეთვე: ტ. ფუტკარაძე, "აფსირტედან გამსახურდიამდე ანუ აწმყოს უდაბნოში", თბ., 1999, გვ. 61-69. 259-268. 26 საკითხის ისტორიისა და იურიდიულ-სამართლებრივი შეფასებისათვის იხ., იქვე, გვ. 42-49. 27 ძირითადად ამ ფაქტორებმა შეუწყო ხელი საქართველოში ვარდების რევოლუციის მომზადებას და ამჟამინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის შექმნას. 24

6


2008 წლის აგვისტოში რუსეთი შეეცადა, დაესაჯა რეფერენდუმის საფუძვლით "ნატოსკენ" მსწრაფავი საქართველო28 და თავისი კონტროლი აღედგინა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე - კიდევ ერთხელ გაენადგურებინა საქართველოს დამოუკიდებლობა. შესაბამისად, კითხვა: "ვინ დაიწყო კავკასიის ომი აგვისტოში?", იმავე რანგის დემაგოგიური რიტორიკაა, როგორიც ისმოდა 1992-93 წლებში: "ვინ ისროლა პირველად 1991 წლის 22 დეკემბერს?" ომის დაწყების საბაბს აგრესიული მხარე მუდამ პოულობს: 1921 წლის თებერვალშიც, 1991 წლის 22 დეკემბერსაც და 2008 წლის 7 აგვისტოსაც კრიმინალთა თუ რევანშისტთა, აგრეთვე, ქართველთა, აფხაზთა და ოსთა ერთი (გულუბრყვილო?) ნაწილის გამოყენებით, რუსეთის იმპერიამ მორიგი შეტევა განახორციელა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ29. შდრ.: რუსეთის პირველი ამგვარი ქმედება თარიღდება 1801 წლით. დღეს ამიერკავკასიაში რუსეთი არალეგიტიმურად აკონტროლებს: აზერბაიჯანის ერთ ნაწილს - მთიან ყარაბახს და საქართველოს სტრატეგიულ ანკლავებს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკას, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქს (ცხინვალის მხარეს), ახალგორსა და პერევს. კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ 208 წელია ამიერკავკასიაზე რუსეთის გეოპოლიტიკური კონტროლი უკანონოდაა დამყარებული; 208 წელია საქართველო მეტ-ნაკლები წარმატებით იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. საქართველო არასოდეს შეეგუება თავისი სასიცოცხლო ინტერესების შელახვას. ეს რუსეთმაც იცის, ამიტომაც, კავკასიაში მიმდინარე მოვლენების არაადეკვატური ტერმინოლოგიური შეფასებითა და კავკასიის დემოგრაფიული სიტუაციის ხელოვნური შეცვლით ცდილობს სამუდამოდ დათრგუნოს ქართველი ერის თავისუფალი ნება და დამკვიდრდეს ამიერკავკასიაში; კერძოდ: კავკასიის სტრატეგიულ უბნებზე თავისი სასარგებლო დემოგრაფიული სურათის შესაქმნელად, რუსეთმა მოახდინა ქართველთა და ანტირუსულად განწყობილ აფხაზთა, ოსთა, ბერძენთა... გენოციდი საქართველოს ისტორიულ კუთხეებში: აფხაზეთსა და შიდა ქართლში (ცხინვალის მხარე). ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქის ამ რეგიონებიდან გამოდევნის შემდეგ, რუსეთი დღეს აქტიურად ესწრაფვის ე.წ. აფხაზურსომხური და ოსური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ფორმირებას. გარდა ამისა, ქართველი ერის, ქართველთა ეროვნული ენის, ზოგადად, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგოდ, კრემლის მიერ მართული სამეცნიერო (პოლიტიზებული!) ცენტრების საშუალებით რუსეთის იმპერია 200 წელია ცდილობს, ქართველთა ნაწილს (მეგრელებს, აჭარლებს, ლაზებს, სვანებს, მესხებს...) შეუცვალოს ეროვნულ-ეთნიკური იდენტობა30. 28

რუსეთისგან წართმეული აფხაზეთისა და ცხინვალის მხარის დაბრუნებისს პროცესში ამერიკის (დასავლეთის) მოიმედე თანამედროვე საქართველომ 2008 წლის 5 იანვრის რეფერენდუმით მეორე ისტორიული არჩევანი გააკეთა; პირველი: 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის “დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე. 29 საქართველოს გენერალური პროკურორის - ზურაბ ადეიშვილის - ბრძანებით შექმნილი "ერთობლივი კომისიის" საგამოძიებო ჯგუფის დადგენილებაში (გვ. 79-82) კარგადაა აღწერილი 1991 წლის 22 დეკემბრის ამბები; მოწმეთა ჩვენების საფუძველზე დამაჯერებლადაა გარკვეული, რომ მთავრობის სახლთან ხელისუფლების მხარდამჭერ უიარაღო ხალხსა და გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა რუსეთის იმპერიის სამხედრო შტაბში მყოფი თ. კიტოვანის არაკანონიერმა შეარაღებულმა ფორმირებამ (ნიშანდობლივია: დღემდე თ. კიტოვანი თავს აფარებს რუსეთს). ასევე, დადასტურებულია, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ რუსეთის ოპიციალური სამხედრო შენაერთებიც. 30 საკითხის ვრცელი ანალიზისათვის იხ., ტ.ფუტკარაძე, ქართველები, ნაწილი I, ქრისტიანობამდელი ეპოქა, ქუთაისი, 2005; მ.ტაბიძე, ენობრივი სიტუაცია საქართველოში და ქართული ენის ფუნქციონირების საკითხები, თბ., 2005; თ.

7


დღესაც, რუსეთის ხელისუფლებას დაქვემდებარებული პოლიტიზებული სამეცნიერო ცენტრები ცდილობენ, დაარწმუნონ მთელი მსოფლიო, რომ ქართველები არ არიან სამეგრელოს, აჭარის, ლაზეთის, სვანეთის... მკვიდრნი31; შესაბამისად, ამ მიწებსაც ქართლელებისგან/ქართველებისგან დაპყრობილად აცხადებენ; რუსული ინტერესების შესაბამისად პოლიტიზებული “ქართველოლოგიური“ კვალიფიკაციები გავრცელებულია საერთაშორისო ქსელშიც32; მაგ: მსოფლიოს ვირტუალური ისტორიისა და ევროპის ეროვნულ უმცირესობათა ენების გვერდზე33 მიბმული მასალის მიხედვით, საქართველოში უმცირესობების ენებია: 1. ჩეჩნური; 2. წოვა-თუშური; 3. ბეჟიტური (Bezhta), ჰუნზიბური (Hunzib); 4. უდიური; 5. აზერბაიჯანული; 6. სომხური; 7. ლაზური ანუ ჭანური; 8. მეგრული; 9. აფხაზური; 10. სვანური; 11. ოსური34. შდრ., ასევე: არტურ ცუციევის კვალიფიკაციების მიხედვით, მეგრელები, აჭარლები, სვანები... არაქართული ეთნიკური ჯგუფებია.35 ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლებისაგან მართული (თუ დაფინანსებული) მასმედია ცდილობს, აფხაზეთში, ცხინვალის მხარეში, სამეგრელოში, აჭარაში და საქართველოს სხვა კუთხებში აგრესორად გამოაცხადოს საქართველოს

გვანცელაძე, ენისა და დიალექტის საკითხი ქართველოლოგიაში, თბ., 2006; რ. გუჯეჯიანი, მამა ბესარიონი (ნიჟარაძე), მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის გაზეთი, 4 ივნისი, 2007 და სხვ. იხ., აგრეთვე: http://www.scribd.com/doc/8727375/T-Putkaradze-Kartvelta-Dedaena-Da-Dialeqtebi-2008. 31 ამ ქართველთ არაქართველებად - გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფ ნაციებად - აცხადებენ კრემლისგან მართულ ქართველთა ნაწილიც; მაგ., 2009 მარტს გამოცემულ გაზეთ „ილორის“ (ეძღვნება „სახალხო მოძრაობა სამეგრელოს“ დაარსების 10 წლისთავს) საიუბილეო მისალოც ტექსტში ვკითხულობთ; „სწორედ სახალხო მოძრაობა „სამეგრელომ“ განაცხადა ხმამაღლა პირველად, რომ არსებობს მეგრული ენა, მეგრული კულტურა, მეგრული ეროვნული თვითმყოფადობა და ყველაფერი ეს მოითხოვს ფართო აღიარებას, მხარდაჭერას, პატივისცემას და შენარჩუნებაგანვითარებას“; იქვეა მუქარა ერთიანი ქართული სახელმწიფოს მიმართ. ქართული კულტურის, ეთნოსისა და სახელმწიფოს დანაწევრებას ისახავს მიზნად ე.წ. “მეგრული ვიკიპედია“ და ზოგი სხვა ინტერნეტგვერდი თუ ფორუმი. 32 სამწუხაროდ, უცხოელი ქართველოლოგებიც კი დღემდე ეყრდნობიან საბჭოურ პოლიტიზებულ ქართველოლოგიურ სქემებს. დეპოლიტიზებული ქართველოლოგიის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა არც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ; საერთოდ, ბოლო წლების საქართველოს ხელისუფლების საშინაო პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, აღბეჭდილი იყო ეროვნულ-სარწმუნოებრივი ნიჰილიზმით, რამაც დიდად ავნო ქართველთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ცნობიერებას; მეტიც, საბჭოთა პერიოდის ინერციით თუ სხვა მიზეზით, ქართველოლოგიის სფეროში 2004-2008 წლების საქართველოს სახელმწიფო საგრანტო და საკადრო პოლიტიკა რუსეთის პოლიტიზებული მეცნიერების ინტერესებს უფრო ემსახურება; კერძოდ, ამ პერიოდში ძირითადად დაფინანსდა ისეთი პროექტები, რომლებიც ქართველებს ენობრივ-ეთნიკურად დანაწევრებულად აცხადებს (მაგ., ბოლო 3 წელში ათამდე პროექტი დაფინანსდა სვანური „ენის“ შესახებ), მაშინ როცა არალეგიტიმური საბაბებით დაუფინანსებელი დარჩა ისეთი კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქართველური ენობრივი სამყაროს ერთიანობის აკადემიურ კვლევას; სამწუხაროდ, დღემდე არაადეკვატურად მცირე ყურადღება ექცევა გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ქართველთა სხვა დიალექტების (იმერხეული, რაჭული, ინგილოური, ფერეიდნული, გურული, მთიულური, ჯავახური, და სხვ.) შესწავლას და საქართველოს სახელმწიფო ენის - ქართული ენის - ფუნქციის დაკნინებას (მსჯელობისთვის ვრცლად იხ.: ტ. ფუტკარაძე, "ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ" და საქართველოში ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვის საკითხი, თბ., 2009). (http://www.scribd.com/doc/12621676/T-Putkaradze-European-Charter-for-Regional-or-Minority-Languages-and-An-Issue-ofPlannig-Linguistic-Policy-in-Georgia). 33 http://www.armazi.com/georgian/unicode/the_kartvelian_languages.htm და http://www.smo.uhi.ac.uk/saoghal/mion-chanain/en/. 34 ამ კვალიფიკაციის ავტორია ფ. ჰილერი (P.J. Hillery), რომელმაც ამგვარი დასკვნების მიღებას ცხრა წელი მოანდომა (1996-2004). ასევე წლობით აქვს საქართველოში ნაღვაწი საქართველოს ვებგვერდის ავტორს, ბ-ნ ადრიან ბრისკუს (იხ. http://vlib.iue.it/history/asia/georgia.html). 35 "კავკასიის ეთნოპოლიტიკური ისტორიის ატლასი" (1774-2004); კრიტიკისათვის იხ.: რ.თოფჩიშვილი, ქ.ხუციშვილი, რ.გუჯეჯიანი, "თეორიული ეთნოლოგია", თბ., 2009; სხვა მასალისა და მსჯელობისთვის ვრცლად იხ.: ტ. ფუტკარაძე, ქართველთა დედაენა და დიალექტები, ქუთაისი, 2008; ტ. ფუტკარაძე, "ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ" და საქართველოში ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვის საკითხი, თბ., 2009.

8


ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც 200 წელზე მეტია რუსეთის იმპერიისგან იცავს თავის მიწა-წყალსა და ტერიტორიულ მთლიანობას36. რაც შეეხება კავკასიაში მიმდინარე მოვლენების არაადეკვატურ ტერმინოლოგიურ შეფასებას: შეგნებულად გაყალბებული ტერმინოლოგიური შეფასება არსებითად განსხვავდება მცდარი ტერმინოლოგიური შეფასებისგან. შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის. ცნობილია, რომ იმპერიები ქმნიან ყალბ ისტორიოგრაფიას, მაგრამ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრისთვის - დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული დეპუტატისთვის, მოულოდნელი იყო ჩემს თვალწინ მიმდინარე პროცესების ტოტალური ტერმინოლოგიური გაყალბება და რუსეთის აშკარა აგრესიაზე ცივილიზებული დასავლეთის წაყრუება; კერძოდ: 1. რუსეთის სამხედრო შენაერთების მიერ აფხაზეთიდან ანტიიმპერიულად განწყობილ ქართველთა, აფხაზთა, ბერძენთა, რუსთა, უკრაინელთა და სხვ. საქართველოს მოქალაქეთა გამოდევნასა და გენოციდს დაერქვა ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტი37; ეს არაადეკვატური სახელი დღემდე ფიგურირებს საერთაშორისო დოკუმენტებსა თუ ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვებშიც38. შდრ.: აფხაზები დღემდე მშვიდად ცხოვრობენ საქართველოს სხვა რეგიონებში (აჭარაში, იმერეთში, თბილისში...); ხოლო რუსეთის მიერ კონტროლირებად აფხაზეთში დარჩა აფხაზთა, სომეხთა, ქართველთა, რუსთა ის ნაწილი, რომელიც კრემლის სამსახურში იდგა, ან ის, ვინც ვერ მოასწრო გამოქცევა (ასეთი მოსახლეობის დიდი ნაწილი მარადიორთა მსხვერპლი გახდა)39. 2. მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ცხინვალში მხოლოდ რამდენიმე ოსი ცხოვრობდა40, საბჭოთა იმპერიამ უკანონოდ შექმნილი ე.წ. "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის" დედაქალაქად მაინც ეს ქალაქი გამოაცხადა. 1990 წელს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან (კრემლის დავალებით ეს ოლქი გააუქმა ოსთა იმ ნაწილმა, რომლებმაც კრემლის დავალებით საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს41)

რუსეთის მიერ ქართველთა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ეთნიკურ ოსთა გენოციდი და გამოდევნა მოინათლა ქართულ-ოსურ ეთნოკონფლიქტად42; ეს მოვლენა ტერმინოლოგიურად ასე ფასდება დღემდე43. მაგ.: ა. დუგინის "თვითშემოქმედების" ჩარჩოებში კრემლის სამეცნიერო-იდეოლოგიური დივერსიის ერთ-ერთ ბოლო "მეცნიერულ" ტრაქტატად წარმოჩნდა რუსტემ ვახიტოვის სტატია "ხალხის გაყოფა", რომელიც დაიბეჭდა 2008 წლის 611 ნოემბრის "ლიტერატურნაია გაზეტაში" ("საქართველოს რესპუბლიკა", 27, 28, 29 იანვარი, 2009). 37 აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით შეიქმნა მხოლოდ ერთი სამხედრო გაერთიანება: სომხური "კრუნქი"; ამ და რუსეთის სამხედრო შენაერთების შესახებ მსჯელობისა და დოკუმენტებისათვის იხ., აფხაზეთი, 2007, გვ. 345-256; 160-364. 38 მაგ., ლონდონური ორგანიზაციის: "შერიგების რესურსების" შესახებ იხ.: http://www.scribd.com/doc/6505547. 39 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ აფხაზთა უფლებების დაცვის შესახებ იხ. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000013/. 40 საკითხის ისტორიისათვის იხ.: რ. თოფჩიშვილი, საქართველოში ოსთა ჩამოსახლების და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები, თბ., 1997 41 იხ.: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიის (10 ნოემბერი, 1989 წელი) გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლების შესახებ (http://www.rrc.ge/law/dadg_1989_11_10_q.htm?lawid=217&lng_3=ge) და 1990 წლის 20 სექტემბრის "დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ" http://www.rrc.ge/law/dekl_1990_09_20_q.htm?lawid=1194&lng_3=ge. 42 შეფასებისათვის იხ., საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის მიმართვის ფრაგმენტი: "უკვე რამდენიმე თვეა, რაც შიდა ქართლის, ყოფილი ეგრეთ წოდებული "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის" ტერიტორიაზე, _ ანუ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრს, ქართველი ხალხის ისტორიულ სამშობლოს, სულიერი და მატერიალური კულტურის აკვანს წარმოადგენს, _ მიმდინარე პროცესებს სსრკ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და საზღვარგარეთის მთელი რიგი სააგენტოები აშუქებენ, როგორც ეთნოკონფლიქტს, 36

9


შდრ.: რუსეთის მიზანი იმთავითვე ნათლად იყო გააზრებული საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მიერ; იხ., მაგ., საქართველოს უზენაესი საბჭოს მიმართვა გაეროს: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიმართვა გაეროს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო დიდ ყურადღებას უთმობს 1921 წლის საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შედეგად შიდა ქართლის მთიან ნაწილში შექმნილ რთულ ვითარებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ამ ძირძველ მიწაწყალზე მიმდინარე პროცესები ინსპირირებულია სსრ კავშირის ტერიტორიაზე ახალი ზესახელმწიფოს გაჩენის მოსურნე ძალების მიერ და წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას საქართველოს რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე. ამდენად, ე.წ. ოსურ-ქართულ კონფლიქტს აქვს პოლიტიკური საფუძველი. იგივეს ადასტურებს სსრკ, რსფსრ და საქართველოს რესპუბლიკის ერთობლივი კომისიის მიერ 1991 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ოქმი. უკანასკნელ ხანებში ექსტრემისტული ძალების მოქმედების შედეგად მდგომარეობა ამ რეგიონში განსაკუთრებით დაიძაბა. დღეს უკვე სრულიად ცხადია იმპერიის მიზანი _ მიაღწიოს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილის ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ფაქტობრივად რუსეთისათვის გადაცემას, რაც ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ საერთაშორისო ნორმებს. საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება, პრეზიდენტი და უზენაესი საბჭო ყოველთვის ისწრაფოდა და ამჟამადაც ისწრაფის შექმნილი ვითარების მშვიდობიანი, პოლიტიკური საშუალებებით გადაჭრისაკენ ყველასთან ერთად, ვინც კეთილი ნებისა და სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ძალადობის შეწყვეტას, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. აქედან გამომდინარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მოგმართავთ თხოვნით შექმნილი ვითარების შესასწავლად მოავლინოთ თქვენი წარმომადგენლები. თბილისი, 1991 წლის 3 დეკემბერი

((საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, # 12, 1991, გვ. 38-39)44.

3. რუსეთის სამხედრო შენაერთებისა და რუსეთისგან დაფინანსებული კრიმინალური ძალების მიერ დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი45 კანონიერი ხელისუფლების დამხობას (1992-93 წლები) დაერქვა სამოქალაქო ომი და მთავარ დამნაშავედ გამოცხადდა კანონიერი ხელისუფლება. ტერმინები: "სამოქალაქო ომი", "სამოქალაქო კონფლიქტი", "სამოქალაქო დაპირისპირება" ფიგურირებს საქართველოს პარლამენტის 2000 წლის აპრილის46 და 2004 წლის 11 მარტის47 დადგენილებებშიც. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 11 მარტის დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ლეგიტიმურ ორგანოდ მიჩნეულ იქნა თავისი არჩევის ვადით... საინტერესოა ის, რომ ამ დოკუმენტებში დაგმობილია "ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის ყოველგვარი მცდელობაც კი", მაგრამ 1991-93 წლების პუტჩის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა; მეტიც, ფაქტობრივად ამ დადგენილების გავლენით ფუქციონირება შეწყვიტა რომელშიც საქართველოს რესპუბლიკის ახალი მთავრობა ცდილობს ოს ხალხს ეროვნული ავტონომია წაართვას. ეს სიცრუე და მონაგონი, რომელსაც თან ახლავს ცენტრალური ტელევიზიის მიერ ფალციფირებული ვიდეოინფორმაცია, მიახლოებითაც კი ვერ ასახავს რეალობას. სინამდვილეში შიდა ქართლში მიმდინარეობს ცენტრის _ საკავშირო მთავრობის გამოუცხადებელი ომი რესპუბლიკასთან, რომელმაც უარი თქვა მონაწილეობა მიიღოს "განახლებული ფედერაციის" შექმნაში და ხელი მოაწეროს სამოკავშირეო ხელშეკრულებას..." (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია; თბილისი, 1991 წლის 28 თებერვალი); (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №2, 1991, გვ. 123-125); http://www.rrc.ge/law/mimart_1991_28_02_Q.htm?lawid=1769&lng_3=ge. 43 სამართლებრივი საკითხებისათვის ვრცლად იხ.: ბ. დადეშქელიანი-აფრასიძე, შიდა ქართლის ერთი ნაწილის (ცხინვალის მხარის) პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის შესახებ; კონრად ადენაუერისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბ., 2008. 44 http://www.rrc.ge/law/mimkrt_1991_03_12_Q.htm?lawid=1759&lng_3=ge 45 საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 11 ოქტომბრს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს უპირატესობა მიენიჭა საქართველოს კანონმდებლობასთან შედარებით. 46 იხ., გაზეთ "ახალი თაობის" 2000 წლის 21 აპრილის ნომერი, სადაც დოკუმენტთან ერთად დაბეჭდილია ედუარდ შევარდნაძის, ვალერი გელბახიანის (ბლოკი "აღორძინება"), გიორგი თარგამაძის (ბლოკი "აღორძინება"), კობა დავითაშვილის ("მოქალაქეთა კავშირი") და გიორგი ყარყარაშვილის კომენტარები ე.წ. "სამოქალაქო ომის" შესახებ. 47 რატომღაც ამ უკანასკნელში არ გამოიკვეთა რუსეთის როლი, რომელიც კარგად იყო წარმოჩინებული იმავე პერიოდის საქართველოს გენერალური პროკურატურის დადგენილებაში.

10


პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 21 თებერვლის № 174 განკარგულებით48 შექმნილმა კომისიამ49. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 21 თებერვლის № 174 განკარგულების50 საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურორის - ზურაბ ადეიშვილის - ბრძანებით შექმნილი "ერთობლივი კომისიის"51 საგამოძიებო ჯგუფის დადგენილებით52 გაცხადდა: პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების საქმიანობა იყო მართლზომიერი და მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მატარებელი; ასევე, გამოძიებით დოკუმენტურად წარმოჩნდა რუსეთის როლი 1992-93 წლებში საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობაში53. ყოველივე ამის მიუხედავად, დღემდე სამართლებრივად არ შეფასებულა პუტჩი და 1992 წელს არსებული ე.წ. 'სამხედრო საბჭოს", "სახელმწიფო საბჭოს" და 1992 წლის ნოემბერში შეკოწიწებული "იმედის პარლამენტის" დანაშაულებრივი საქმიანობა. მე, როგორც 1990 წელს კანონიერად არჩეული დეპუტატი, სხვა კოლეგებთან ერთად მივიჩნევ, რომ სანამ სასამართლოს მიერ არ შეფასდება 1991-1993 პუტჩი და ადეკვატური სახელი არ დაერქმევა ამ პერიოდში რუსეთის აგრესიას, მანამდე შეუძლებელი იქნება საქართველოს კრიზისიდან გამოსვლის სტაბილური გზების მოძებნა54. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში რუსეთის მიერ პროვოცირებული მოვლენების ობიექტური შეფასება სრულ სიცხადეს შეიტანს ამიერკავკასიის თანამედროვე კრიზისის არსის გარკვევასა და გამოსავლის პოვნაში. და ბოლოს: 2008 წლის 5 იანვარის რეფერენდუმით საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა "ნატოში" შესვლას; 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიით საქართველომ დიდი "1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ". 49 კომისიის საბოლოო შემადგენლობა: ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ანდრიაძე, ტარიელ ფუტკარაძე, მანანა ტაბიძე, მერაბ რაფავა. 50 "1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ". 51 ერთობლივი კომისიის წევრები იყვნენ: საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ჯანაშია, 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი ტარიელ ფუტკარაძე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გელა ბადრიაშვილი, საზოგადოების წარმომადგენლები: პროფსორი მანანა ტაბიძე, პროფესორი მერაბ რაფავა, საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი გიორგი ანდრიაძე. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ კომისიის შექმნამდე ანალოგიური მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, გენერალური პროკურორის მოადგილის, უზენაესი საბჭოს წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა შემადგენლობით კიდევ ორი კომისია შეიქმნა, რომელთაც იურიდიული დოკუმენტის შექმნა ვერ შეძლეს; კერძოდ: ნუგზარ გაბრიჭიძის 2003 წლის 29 დეკემბრის №50-მ ბრძანებით შეიქმნა "ერთობლივი კომისია" შემდეგი შემადგენლობით: გია ჯიქია, ვაჟა გელაშვილი, გია ბერძენაძე, მანანა არჩვაძე-გამსახურდია, ვიქტორ ფხალაძე, ბიმურზა აფრასიძე, ალექსანდრე ჟღენტი, ტარიელ ფუტკარაძე, გიორგი კერვალიშვილი. 2004 წლის 18 თებერვლის ირაკლი ოქრუაშვილის № 17-მ ბრძანებით კი შეიქმნა უფრო სიცოცხლისუნარიანი შემდეგი "ერთობლივი კომისია": კახა კობერიძე, ვარლამ გელაშვილი, ვაჟა ჯანყარაშვილი, ტარიელ ფუტკარაძე, მერაბ რაფავა, ჯონი ზარანდია. აღვნიშნავ იმასაც, რომ სამივე კომისია შეიქმნა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეუღლის - მანანა-არჩვაძე გამსახურდიას, დევნილი უზენაესი საბჭოსა და პოლიტიკური სუბიექტის - "მრგვალი მაგიდის" მოთხოვნების საფუძველზე. 52 "დადგენილება პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ" (15 ივნისი, 2004 წ.). დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი პროკურორი რევაზ ზარანდია; 2004 წლის 18 ივნისს დადგენილება დაამტკიცა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა. 53 დადგენილება გამოქვეყნდა პრესაშიც (გაგრძელებებით იბეჭდებოდა "საქართველოს რესპუბლიკის" 2004 წლის აგვისტოს ნომრებში). 54 ამ პრინციპული მოსაზრებიდან გამომდინარე, მე, როგორც 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, რომელიც უკანონო გზით განდევნეს ხელისუფლებიდან, დღემდე არ ვიღებ ე.წ. სადეპუტატო პენსიას; ამ პროტესტს გავაგრძელებ მანამ, სანამ სამართლებრივად არ შეფასდება 1992-93 წლებში რუსეთის მიერ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობის ფაქტი. 48

11


დანაკარგების ფონზე ორი დადებითი შედეგიც მიიღო: რუსეთის ჯარს აღუდგა ოკუპანტის სტატუსი55 და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგება დაიწყეს ევროკავშირის მონიტორებმა. დღეს, 2009 წლის 26 მარტს, საქართველოს გარშემო დაპირისპირება იმდენად მძაფრია, რომ საქართველო (კავკასია) პლანეტის ფეთქებადსაშიშ რეგიონს წარმოადგენს. ბუნდოვანი ჩრილოკავკასიური იმპულსებისის გარდა, კავკასიაში რამდენიმე გამოკვეთილი ინტერესია წარმოდგენილი: რუსეთის იმპერია ძალმომრეობით ცდილობს, სრული კონტროლი აღადგინოს საქართველოს იმ მონაკვეთზეც, რომელიც სომხეთში დისლოცირებული შენაერთებისგან აშორებს. შდრ., ამავე მონაკვეთზე გადის ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი. თურქეთიც და ირანიც ესწრაფვიან, გარკვეული გავლენა მაინც აღიდგინონ კავკასიაზე. ეს ისტორიული მეზობლები საქართველოს კონკრეტული დახმარების ხელსაც უწვდიან. ევრაზიის დერეფნის მიმართ გამოკვეთილი სტრატეგიული მიზნები აქვს ევროამერიკულ ალიანსს, რომელსაც ამავე დროს სურს, რეალურად დაეხმაროს საქართველოს... ამ ფონზე 1991 წლის საზღვრების გათვალისწინებითა და მეზობელ სახელმწიფოებთან მშვიდობიანი თანამშრომლობით საქართველოს სურს შეინარჩუნოს თავისი საარსებო სივრცე; დღეს რეალური საფრთხე ემუქრება როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ასევე, ქართველი და აფხაზი ხალხის იდენტობას56. არსებულ რეალობაში კავკასია ჯერჯერობით მსოფლიოს ყველაზე ფეთქებადსაშიში რეგიონია. კავკასიის კრიზისიდან გამოსავლის გზის ძიებისას, აუცილებელ პირველ ნაბიჯებად მიგვაჩნია: 1. საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში, უახლოეს პერიოდში, სასამართლოს წესით ობიექტურად შეფასდეს 1991-93 წლებში კანონიერი ხელისუფლების დამხობის 55

იხ.: "საქართველოს პარლამენტის დადგენილება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ": საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრემ – რუსეთის ფედერაციამ განაგრძო შეიარაღებული კონფლიქტების ინსპირირება საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე. რუსეთის ხელისუფლება პერმანენტულად აიარაღებდა სეპარატისტებს, უწევდა მათ სამხედრო, ფინანსურ, პოლიტიკურ მხარდაჭერას და ქვეყანა ჩაითრია შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელიც ფორმალურად საქართველოსა და სეპარატისტებს შორის მიმდინარეობდა, მაგრამ რეალურად ეს იყო რუსეთისა და საქართველოს სამხედრო დაპირისპირება... XX საუკუნის 90-იან წლებში რუსეთმა რეგულარული ჯარისა და დაქირავებული პირების მეშვეობით განახორციელა ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რაც დადასტურებულია ეუთოს ბუდაპეშტის 1994 წლის 5-6 დეკემბრის, ლისაბონის 1996 წლის 2-3 დეკემბრისა და სტამბულის 1999 წლის 18-19 ნოემბრის სამიტების დასკვნითი აქტებით და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წლის 15 მაისს მიღებული N62/249 რეზოლუციით. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაცია პერიოდულად აწყობდა სისხლიან პროვოკაციებს და ამწვავებდა კონფლიქტებს საკუთარი სურვილის შესაბამისად. ე. წ. სამშვიდობო ძალები, რომლებიც ამ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ განათავსა, რეალურად იყო საოკუპაციო ჯარი, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა არა კონფლიქტების მოგვარება, არამედ სუვერენული სახელმწიფოს – საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების მითვისება... ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალები, გამოცხადდეს საოკუპაციო საჯარისო შენაერთებად. 2. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა გამოცხადდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად... თბილისი, 2008 წლის 28 აგვისტო. http://www.rrc.ge/law/dadg_2008_28_08_Q.htm?lawid=1670&lng_3=ge. 56 აფხაზური ენისა და კულტურის გაქრობის რეალური საფრთხის შესახებ იხ., “ახალი თაობა“, 18 მარტი, 2009 წ. გვ. 8, სადაც გამოქვეყნებულია აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წევრის, ადა მარშანიას (ეთნიკური აფხაზის) არგუმენტირებული მსჯელობა.

12


ფაქტი. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ კავკასიის ცენტრალური სახელმწიფოს საქართველოს - ხელისუფლებაში კიდევ არ მოხვდნენ პირები, რომლებიც, ბოლო წლებში არაერთხელ იქცნენ რუსეთის იმპერიის ან სხვა გარეშე ძალების ნების აღმსრულებლებად; აუცილებელია ისიც, რომ ამ სამართლებრივი დასკვნის საფუძვლით ცივილიზებულმა მსოფლიომ ობიექტურად შეაფასოს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში კავკასიაში განხორციელებული რუსული აგრესია. 2. მომავალი საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის ანტიკრიზისული საბჭოს ფორმატით საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს), 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, არასაპარლამენტო ოპოზიციის და ამჟამინდელი პარლამენტის წარმომადგენლების57 მიერ შეფასდება 1992-2009 წლებში საქართველოს ხელისუფლების ძალადობით შეცვლისა და შეცვლის მცდელობების გარემოებები, ჩამოყალიბდება ლეგიტიმური, დემოკრატიული არჩევნების პრინციპები და შეიქმნება პირობები საყოველთაო, თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. პარალელურად, ამ სუბიექტთა ერთობლივი კომისიის მიერ მკაცრად უნდა განისაზღვროს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების უფლებამოსილება. მხოლოდ ლეგიტიმური და დემოკრატიული არჩევნებით მოსული ხელისუფლების პირობებში შეეძლება საქართველოს მოსახლეობას თავისი ნების თავისუფლად რეალიზება; 3. კანონიერი ხელისუფლების ძალადობით შეცვლისა თუ შეცვლის მცდელობების სამართლებრივ შეფასებამდე და მომავალ დემოკრატიულ არჩევნებამდე, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში მოსახლეობის დასაცავად, დასავლური ფინანსური კრედიტების ბაზაზე მთავრობამ უნდა შეიმუშაოს შეღავათების მექანიზმი საბანკო კრედიტებსა თუ გადასახადებთან დაკავშირებით და უმუშევართათვის უზრუნველყოს საარსებო მინიმუმი. და ბოლოს: 1992 წლიდან დღემდე მე და ჩემი კოლეგები ვითხოვთ 1992-93 წლების პუტჩის სამართლებრივ შეფასებას. ამ მოთხოვნის გამო არალეგიტიმურ ხელისუფლებაში მყოფი ზოგი პოლიტიკოსი ხატოვნად გვსაყვედურობდა: „მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...“ მე მათ დღესაც ვეუბნები: სანამ კანონიერი ხელისუფლების არალეგიტიმურად (ძალადობით) დამხობის ფაქტი ობიექტურად და სამართლებრივად არ შეფასდება, ჩვენი სახელმწიფო ვერ განვითარდება, მეტიც, უკუსვლა გაგრძელდება.

57

1990 წელს არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობა “არჩევის ვადით“ აღიარა 2004 წლის საქართველოს პარლამენტმაც; შესაბამისად, კომისიაში შეყვანილ არ უნდა იქნენ ის პირები, ვინც იყვნენ უკანონო ორგანოებში: "სამხედრო საბჭოში", ე.წ. სახელმწიფო საბჭოსა და 1992 წლის ნოემბერში შეკოწიწებულ "პარლამენტში".

13


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.