საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის მუშაობის შედეგები ქ. თბილისი 21 დეკემბერი 2013 წ.
ბიუჯეტის ეფექტიანობის ზრდა, მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ფინანსების მართვა:
•
სახელმწიფო ბიუჯეტის სწორი გადანაწილების, მათ შორის, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად, გასული წლებისგან განსხვავებით, რადიკალურად შეიცვალა და სოციალურად ორიენტირებული გახდა 2013 წლის ბიუჯეტი.
•
საბიუჯეტო სახსრები მთლიანად მიიმართა კოალიაცია „ქართული ოცნების“ პროგრამაში გაწერილი და ახალი ხელისუფლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტების დასაფინანსებლად.
•
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პირველად გამჭვირვალე გახდა ე.წ. „სხვა ხარჯების“ მუხლი, რომელიც გასულ პერიოდში მილიარდ ლარს აჭარბებდა.
•
ახალმა ხელისუფლებამ პირველად წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი ინფორმაცია მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების მოცულობებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ. ასევე, დეტალურად იყო აღწერილი თითოეული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები.
•
ბიუჯეტის სტრუქტურული გაუმჯობესების მიზნით გრძელდება მუშაობა პროგრამული ბიუჯეტის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. მათ შორის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო დონორები.
2
•
ამჟამად ევროკავშირთან და GIZ-თან ერთად მიმდინარეობს მუშაობა პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიისა და შერჩეული სამინისტროების (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; განათლებისა და მეცნიერების; სოფლის მეურნეობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები) პროგრამული ბიუჯეტის ფორმატისა და შინაარსის გაუმჯობესების მიმართულებით.
•
მომდევნო წლების მანძილზე მსგავსი სამუშაოები განხორციელდება ყველა სამინისტროსთან მიმართებაში. გაგრძელდება მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო პროცესში პროგრამული ბიუჯეტირების გაუმჯობესების მიმართულებით.
•
შევიმუშავეთ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან აქტიური მუშაობის შედეგად განვსაზღვრეთ 2014 წლის საბოლოო ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები.
•
2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად, რაც გამოიხატება შესაბამისი დაფინანსების მოცულობებში, კვლავ რჩება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროები. 2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ამ დარგებისთვის, აღებული ვალდებულებებისა და რეფორმებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია ასიგნებების მნიშვნელოვანი ზრდა;
•
2013 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა 86 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა და დაამტკიცა "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონი.
3
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები (2009-2014 წლები)
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების
40.0%
37.6% 8,748.5
9,000.0 33.6%
მლნ ლარი
8,000.0
7,000.0
6,754.1
6,972.3
9,080.0
38.0%
36.0%
7,806.8
7,459.3
34.0%
30.6%
32.0%
32.4%
6,000.0
30.9%
% მშპ
10,000.0
% მშპ
30.0% 28.0%
29.8%
26.0%
5,000.0
24.0%
4,000.0 22.0%
3,000.0
20.0% 2009 ფაქტი
2010 ფაქტი
2011 ფაქტი
2012 ფაქტი
2013 გეგმა
2014 პროექტი
4
მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები (2011-2014)
8.0%
7.2%
26.1
მლნ ლარი
30.0 24.3
25.0
29.3
27.0
6.1%
7.0% 6.0% 5.0% 5.0%
20.0
4.0% 15.0
3.0% 2.5%
10.0
2.0%
5.0
1.0%
0.0
0.0%
2011
2012
2013
ნომინალური მშპ
პროცენტული ზრდა
35.0
2014 რეალური ზრდა
რეალური ეკონომიკური ზრდა თვეების მიხედვით 10.0 8.0 6.0
3.6
4.0
4.6
2.0
2.9
0.0
0.3
1.0
-2.0 I
II
III
IV
V 2011
0.9 -0.6 VI VII 2012
1.3
VIII 2013
3.9
1.6
IX
X
XI
XII
5
ინფლაციის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის თვესთან
20.0 15.0 10.0 5.0 0.0
-5.0 I
II III IV V VI VII VIII IX X XI XII I
II III IV V VI VII VIII IX X XI XII I
2011
II III IV V VI VII VIII IX X
2012
2013
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 400.0 300.0
250.0
343
317
350.0 261 226
210
248
218 232
199
239
234
200.0 150.0 100.0 50.0 0.0 I
II 2011
III 2012
2013
IV
400.0 350.0 300.0 250.0 200.0 150.0 100.0 50.0 0.0 I
II 2011
III 2012
შენიშვნა: 2013 წლის IV კვარტალში და შემდგომ პერიოდში მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა
IV 2013
6
ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად აღებული კრედიტები და სახელმწიფო ვალების მომსახურება
1,200.0
500.0% 458.6%
1,000.0
450.0% 963.8
934.1
815.0 800.0
869.0 836.0
709.5
350.0% 300.0%
268.8%
600.0
318.1
250.0%
428.4
223.0% 400.0
400.0%
200.0%
378.5
358.5
150.0% 218.0
203.7
154.9
200.0
100.0% 96.2%
157.0 36.2%
41.5%
50.0% 26.7%
0.0
0.0% 2008ფ
2009ფ
სახელმწიფო ვალის აღება
2010ფ
2011ფ
2012ფ
2013გ
სახელმწიფო ვალების მომსახურება და დაფარვა
2014პ
%-ული თანაფარდობა
• წარმოდგენილ გრაფიკში გათვალისწინებული არ არის საინვესტიციო კრედიტები, რომლებიც კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად არის გამოყოფილი; • 2014 წელს დაგეგმილი ვალის აღება არ აჭარბებს სახელმწიფო ვალების მომსახურების თანხას, 2008 წელს იყო 4,5-ჯერ, ხოლო 2009-2010 წლებში 2,5-ჯერ მეტი; 7
სახელმწიფო ვალის დინამიკა მშპ-თან მიმართებაში
სახელმწიფო ვალი %-ად ნომინალურ მშპ-თან
სახელმწიფო საგარეო ვალი %-ად ნომინალურ მშპ-თან
80%
63.2% 60% 50.5% 41.0%
40.0%
40%
44.9%
32.0%
31.2%
36.5%
34.9%
34.7%
35.5%
28.8%
27.6%
27.2%
26.7%
2011
2012
2013პ
2014პ
25.5%
34.5%
31.7% 26.8%
20%
42.4%
33.6%
23.5%
21.1% 16.8% 0%
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
სახელმწიფო ვალი ინარჩუნებს მდგრადობას: 2012 წ. სახელმწიფო ვალმა ნომინალურ მშპ-თან მიმართებაში 34.9% შეადგინა, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალმა 27.6%; 2013 წ. სახელმწიფო ვალი ნომინალურ მშპ-თან მიმართებაში დაახლოებით 34.7%, ხოლო საგარეო ვალი 27.2% იქნება.
8
სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურება (ძირითადი თანხა + დარიცხული პროცენტი)
%-ად ბიუჯეტის შემოსავლებთან 10%
9.1%
9.1%
8.7% 7.8% 8%
7.1%
7.2%
6% 3.4% 4.4%
4.3%
4% 4.3%
2.0%
3.0%
2%
0%
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
2010
2011
2012
2013პ
2014პ
9
ურთიერთობები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან
•
2008 წელს საქართველოს მთავრობამ განახორციელა 5-წლიანი ევროობლიგაციის სადებიუტო ემისია 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით (წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.5%), რომელსაც დაფარვა უწევდა 2013 წლის 15 აპრილს.
•
2011 წელს განხორციელდა მეორე, ამჯერად 10-წლიანი ევროობლიგაციის გამოშვება 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით (წლიური კუპონის განაკვეთი 6.875%), რომლის ფარგლებშიც განხორციელდა 2008 წელს გამოშვებული ევროობლიგაციის ძირითადი თანხის 87%-ის გამოსყიდვა (435.25 მილიონი აშშ დოლარი).
•
შესაბამისად 2013 წლის 15 აპრილს დაიფარა 2008 წელს გამოშვებული ევროობლიგაციის დარჩენილი ნაწილი 64.75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციის დაფარვა მოხდება 2021 წლის 12 აპრილს.
•
2008 და 2011 წლებში გამოშვებული 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების დასაფარად, მხოლოდ პროცენტის სახით, ქვეყანა გადაიხდის 496,7 მლნ აშშ დოლარს.
10
ურთიერთობები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან
.
(გაგრძელება)
• გრძელდება თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე SBA-SCF პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე პროგრამა 2014 წლის მარტში მთავრდება, რის შემდეგაც იგეგმება ახალ პროგრამაზე შეთანხმება; • 2014 წლის აპრილში აზიის განვითარების ბანკთან ერთად იგეგმება ერთობლივი „სახელმწიფო ვალის მართვის რეგიონალური ფორუმის“ ჩატარება საქართველოში, რაზედაც მიღებულია ოფიციალური თანხმობა ADB-დან. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ADB-ს წევრი ქვეყნების უმეტესობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და იმ კომპანიის წარმომადგენლები, ვისაც გამოცდილება აქვს ამ სფეროში. • დღეის მდგომარეობით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების/განვითარების პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით შეღავათიანი სესხების და გრანტების სახით მიმდინარეობს დაახლოებით 40 პროექტი. აღნიშნული პროექტების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ლარს და განკუთვნილია საგზაო, ურბანული და მუნიციპალური, წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა პროექტებისთვის;
11
საკანონმდებლო ინიციატივები ლიბერალიზაციის მიმართულებით
•
შემოვიღეთ დაუბაგრავი მინიმუმის ცნება და მოქალაქეებს მომავალი წლიდან შეეძლებთ დაიბრუნონ საარსებო მინიმუმის ოდენობის ხელფასზე დამქირაველბლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 360 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა: • საგადასახადო დავალიანების იძულებითი გადახდევინება დაიწყება მხოლოდ დასრულების შემდეგ;
საგადასახადო დავის
•
შემსუბუქდა საგადასახადო სანქციები, მათ შორის გადასახადის დადგენილი საურავის ოდენობა 0,07%-იდან შემცირდა 0,06%-მდე;
დაგვიანებით
გადახდისათვის
•
სასოფლო-სამეურნეო ან სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი პირი გათავისუფლდა მოგების გადასახადისგან, თუ იგი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში მაინც განახორციელებს აღნიშნული მოგების რეინვესტირებას და ამ შეღავათის გამოყენებისთვის არ იქნება სავალდებულო რეინვესტირების ერთ წელიწადში განხორციელება.
•
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება, ნაცვლად ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებისა, განთავისუფლდა დღგ-სგან ჩათვლის უფლებით.
•
2017 წლის 1 იანვრამდე საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლდა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს.
12
საკანონმდებლო ინიციატივები ლიბერალიზაციის მიმართულებით (გაგრძელება)
•
2014 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე, ნაცვლად დღეს არსებული 3000 ლარისა.
განხორციელდა ცვლილებები მომსახურების საფასურების შემცირების მიმართულებით:
•
3000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების საფასური 150 ლარიდან შემცირდა 100 ლარამდე;
•
საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული 3000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების საფასური 100 ლარიდან 20 ლარამდე შემცირდა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ, რომლის თანახმად:
წარდგენილია
კანონპროექტი
•
საქართველოს ფინანსთა მინისტრს აღარ ექნება უფლება განმარტოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული ნორმები და აღნიშნული თავისი შეხედულებისამებრ შეუთანხმოს საქართველოს მთავრობას.
•
ეტაპობრივად განხორციელდება საგადასახადო შემოწმების, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის და სანქციის დარიცხვის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირება. 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე ხანდაზმულობის ვადა შემცირდება- 5 წლამდე, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე - 4 წლამდე, 2017 წლიდან - 3 წლამდე.
13
საკანონმდებლო ინიციატივები ლიბერალიზაციის მიმართულებით (გაგრძელება)
•
საერთაშორისო ფინასური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, აგრეთვე ასეთი ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი გათავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან;
•
ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში არსებული სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.
•
საგადასახადო დავალიანების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გარდა, უქმდება ყველა სხვა სახის საგადასახადო შეთანხმება. ამასთან, ამ კანონის ამოქმედებამდე საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელებს შორის გაფორმებული საგადასახადო შეთანხმებები ინარჩუნებს იურიდიული ძალას.
ასევე, •
აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი „საბაჟო კოდექსის“ პროექტზე.
•
დაგეგმილია არსებული პროცედურული სახელმძღვანელოების (საავტომობილო და საჰაერო) განახლება და ახალი პროცედურული სახელმძღვანელოების (საზღვაო, საფოსტო და სარკინიგზო) შექმნა.
•
იგეგმება მინიმალური ფასების (მედიანის) ნაცვლად შესაბამისი რისკის პროფილების ამოქმედება და ფასების მონაცემთა სისტემის დამტკიცების თაობაზე ბრძანების ეტაპობრივი გაუქმება, რის შემდეგაც მიღწეულ იქნება WTO-ს მოთხოვნებთან სრული ჰარმონიზაცია.
14
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ 2013 წელს დასრულებული საქმისწარმოების ანალიზი (868 საჩივარი)
455 500
დაკმაყოფილდა (სრულად, ნაწილობრივ)
450
400 350
არ დაკმაყოფილდა
261
300 250
162
განუხილველად დარჩა
200 150 100 50 0 15
ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვები (2013 წ.)
90,000
80,435
80,000 70,000 60,000 50,000 40,000
30,000
16,778
12,330
20,000 73 %
10,000 -
სულ საკონტროლო შესყიდვები
გამოვლენილი სამართალდარღვევა
შეფარდებული გაფრთხილება
27 %
4,448
შეფარდებული ჯარიმა
1,112,600 ლარი 16
ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟოზე გამოვლენილი სამართალდარღვევები
10,000
9,317
9,000 8,000
7,000 6,000
4,996
5,000
2012 2013
4,000 3,000 2,000 1,000
250
855
-
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
საგადასახადო სამართალდარღვევა
17
ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ პერიოდში საბაჟოზე გამოვლენილი სამართალდარღვევები
250 220
200
150
2012
126
2013
100
50
35
23
7
0
კონტრაფაქციული საქონელი
24
18 1
არადეკლარირებული ძვირფასი ლითონები და ქვები
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები
იარაღი 18
ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟოზე განხორციელებული ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლი და დანერგილი სიახლეები •
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას საკარანტინო მავნე ორგანიზმების აღმოჩენის გამო კარტოფილის 80 სასაქონლო პარტია (სულ 2098 ტონა) დაექვემდებარა უკან დაბრუნებას, ხოლო 1 სასაქონლო პარტია (25 ტონა) - განადგურდა;
•
გარდა ამისა სხვადასხვა სახის მცენარეული წარმოშობის პროდუქტების 34 სასაქონლო პარტია დაექვემდებარა ფუმიგაციას, განადგურებას ან უკან გაბრუნებას.
•
ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას გაყინული კამეჩის ხორცის 4 სასაქონლო პარტია (სულ 112 ტონა) მიკრობიოლოგიური დაბინძურების აღმოჩენის გამო (სულ 112 ტონა) დაექვემდებარა უკან დაბრუნებას, ხოლო 8 სასაქონლო პარტია (224 ტონა) - გადამუშავდა;
•
სხვადასხვა სახის ცხოველური წარმოშობის პროდუქტების 35 სასაქონლო პარტია დაექვემდებარა უკან გაბრუნებას ან განადგურებას, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში გამოვლენილი იყო 3 შემთხვევა.
•
საბაჟოზე კინოლოგიური სამსახური არ არსებობდა. ქ. თბილისში, ორხევის დასახლებაში განთავსებული სასწავლო ცენტრის ბაზაზე და ასევე საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარეობს ხსენებული სამსახურის ფორმირება და ძაღლების, ვოლიერების და ძაღლების გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, რომელიც 2014 წლის აპრილიდან დაიწყებს მოქმედებას.
•
სისტემატურად ხდება რისკის პროფილების დამუშავება და განახლება. მიმდინარეობს საბაჟო-გამშვები პუნქტებისათვის ლოკალური რისკის პროფილების შექმნა და აქტიური მუშაობა უცხო ქვეყნებთან ორმხრივი ინფორმაციის გაცვლაზე. ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნების ანალოგიური სამსახურის პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარება, რათა უფრო ძლიერი და მოქნილი გახდეს რისკების მართვის სისტემა და მასზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლი.
19
ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა
•
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამეწარმეო და ფისკალურ სფეროში ჩადენილ დანაშაულობათა გამოვლენა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა;
•
2013 წლის იანვარ-ნოემბერში გაწეული საქმიანობის შედეგად გამოვლენილია 740 სამართალდარღვევის ფაქტი, რაც დაახლოებით 7,4%-თ მეტია 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევათა საერთო რაოდენობაზე;
•
კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, გამოვლინდა 81 დანაშაულებრივი ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 103 პირის მიმართ;
20
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა
2013 წელს ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით 3 საპილოტე სამინისტროში (ფინანსთა, თავდაცვისა და იუსტიციის სამინსტროები) განხორციელდა ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის ზოგადი შეფასება. ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს არსებული კონტროლის სისტემა, თუმცა გამოყო რიგი საკითხებისა, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას.
ფინანსთა სამინისტრომ, როგორც უფლებამოსილმა ორგანომ, რომელიც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას 2013 წელს დონორების მხარდაჭერით მოახდინა სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების 98 შიდა აუდიტორის გადამზადება (ტრეინინგების თემატიკა: კურსი შიდა კონტროლის შესახებ, გაძლიერებული შიდა აუდიტის კურსი, კორუფციისა და თაღლითობის პრევენციის კურსი, საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის კურსი).
2013 წელს ასევე დონორების მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროსა და ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით 3 სამინისტროში (ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში) განხორციელდა რისკის შეფასების სამი საპილოტე პროექტი, რომელიც შიდა აუდიტის სუბიექტებს დაეხმარება განახორციელონ შიდა აუდიტორული შემოწმება რისკებზე ორიენტირებულად.
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის პოპულარიზაციის მიზნით 2013 წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კონფერენციისა თუ სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, რაც ევროკავშირის ექსპერტთა მხრიდან შეფასდა დადებითად. ამასთან, ევროკომისიის საბიუჯეტო დირექტორატი დადებითად აფასებს აღნიშნულ დარგში არსებულ პროგრესს და მხარდაჭერას აღუთქვავს რეფორმის განვითარებას.
ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით საქართველომ უმასპინძლა მსოფლიო ბანკის ინიციატივით მოქმედი პროგრამის „PEMPAL“-ის (შიდა აუდიტის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო პროფესიონალთა გაერთიანება) რიგით 23-ე პლენარულ შეხვედრას. შეხვედრას ესწრებოდა 22 წევრი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი და ოფიციალური პირები, რომლებიც ახორციელებენ შიდა აუდიტის რეფორმას აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
21
გადამხდელთა მომსახურება / სერვისების გამარტივება
•
ამოქმედდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი, რომლის მეშვეობით, გადამხდელს შესაძლებლობა ეძლევა ოპერატიულად მიიღოს ინფორმაცია როგორც საკანონმდებლო სიახლეებსა და პროცედურულ ღონისძიებებზე, ასევე, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებსა და პროცედურებზე, ზოგადად, შემოსავლების სამსახურის საქმიანობაზე; მომსახურების დეპარტამენტის სატელეფონო ცენტრი აგვისტოს თვიდან ახორციელებს ვიდეოაქტივაციას, რომლის მეშვეობითაც გადამხდელი საგადასახადო სერვის ცენტრში მისვლის გარეშე, ვიდეო ზარის მეშვეობით რეგისტრირდება ელექტრონული სერვისების გამოყენების მიზნით;
•
დამოუკიდებლად ფუნქციონირებს PRIVE სერვისცენტრი, სადაც კომფორტულად და ოპერატიულად იღებს მომსახურებას პროცედურულ საკითხებზე ამ სერვისით მოსარგებლე პირები და აგრეთვე აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მსხვილი გადამხდელის სტატუსით მოსარგებლე პირებსაც; დღეის მდგომარეობით აღნიშნული სერვისით სარგებლობს 300 ორგანიზაცია;
•
მოეწყო "ღია კარის" დღეები თბილისში, კახეთში, იმერეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში და შიდა ქართლში, რომლის ფარგლებშიც გადასახადის გადამხდელებისათვის გაიმართა პრეზენტაცია საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა გრძელდება;
•
მომსახურების დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას ახორციელებს 16 სერვისცენტრის საშუალებით და 2013 წელს მომსახურება გაეწია 201 188 გადამხდელს;
•
მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე პროცედურების ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელებაზე, რაც გულისხმობს ყველა სახის ნებართვების გაცემას და მიღებას საზღვარზე და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში. 22
განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
•
თანამედროვე საბაჟო და საგადასახადო ინფრასტრუქტურის მოწყობა ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გადამხდელთა სწრაფი, ეფექტური და კვალიფიციური მომსახურების დონის ამაღლების მიზნით მიმდინარე წელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები:
•
დასრულდა საბაჟო-გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ რეკონსტრუქცია;
•
დასრულდა ძაღლების ვოლიერების მშენებლობა შემდეგ ობიექტებზე: საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო“, საბაჟო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“, სსიპ შემოსავლების სამსახურის საწყობის ტერიტორია, გეზ „ადლია“.
ამჟამად დაწყებულია და 2014 წლის ბოლომდე დასრულდება:
• • • • • • • • •
საბაჟო-გამშვები პუნქტის „ნინოწმინდა“ მშენებლობა; საბაჟო-გამშვები პუნქტის „კარწახი“ რეკონსტრუქცია; საბაჟო-გამშვები პუნქტის „ლაგოდეხი“ რეკონსტრუქია; თბილისის გეზ -ის მშენებლობა; საბაჟო-გამშვებ პუნქტების: „ნინოწმინდა,“ „ლაგოდეხი“, „სადახლო“ ტერიტორიებზე სკანერების მონაჟი; გეზ „ფოთი“ სკანერის მონტაჟი; საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ს სატვირთო ავტომობილების დასათვალიერებელი რამპა; სსიპ შემოსავლების სამსახურის საწყობის მშენებლობა; ძაღლების ვოლიერების მშენებლობა: საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე „ყაზბეგი“ და „ლაგოდეხი“
23
საჯარო ფინანსების ინტეგრირებული სისტემის მართვა/ახალი ელექტრონული სერვისების ამოქმედება •
ფინანსთა სამინისტროს ძალისხმევით წელს საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვისა და მისი აღსრულების მთლიანი ციკლი ერთიან სისტემაში მოექცა. ეს კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პროცესს, მკვეთრად გააუმჯობესებს და გაადვილებს სახაზინო ორგანიზაციების მიერ ბიუჯეტის შედგენის რთულ პროცედურებს, გამორიცხავს შეცდომებს და მეტად ინტეგრირებულს გახდის საჯარო ფინანსების მართვას.
•
2013 წლის 1 იანვრიდან მწყობრში შევიდა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მართვის სრულიად ახალი სისტემა. მისი მეშვეობით 850-მდე საბიუჯეტო ორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქცეულია სახელმწიფო ხაზინასთან და ეროვნულ ბანკთან ერთიან კომპიუტერულ სივრცეში. მნიშვნელოვნად გაზრდილია სახაზინო და საბანკო ოპერაციების სისწრაფე, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის გამარტივდა საქმიანობა, გაუმჯობესდა ამ პროცესების ანალიზიც, მართვაც და მონიტორინგიც.
•
2013 წლის შემოდგომიდან, ქვეყნის საბიუჯეტო ციკლის ყველაზე აქტიური პერიოდიდან, ამოქმედდა სრულიად განახლებული ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა. ახალი სისტემა ბევრად ეფექტიანად აერთიანებს ქვეყნის სახაზინო დაწესებულებებს სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების ინტეგრაციის კუთხით, უზრუნველყოფს მათი საფინანსო გეგმების შედგენის ერთიან მეთოდურ მიდგომას, უკეთეს სინქრონიზაციასა და ზედამხედველობას.
•
წელსვე გაეშვა ელექტრონული აუქციონის სრულიად განახლებული ვერსია. აღნიშნული ელექტრონული რესურსის მეშვეობით ჩვენი მთავრობა ყიდის უძრავ და მოძრავ ქონებას სრულიად გამჭვირვალე რეჟიმში - ვებ-გვერდის მეშვეობით, სადაც უკვე დარეგისტრირებულია ათასობით მუდმივი მყიდველი სხვადასხვა ქვეყნიდან. მიმდინარე წელს, მხოლოდ ამ ელექტრონული რესურსის გამოყენებით რეალიზებული ქონების საწყის და საბოლოო ფასებს შორის სხვაობამ გადააჭარბა ორას მილიონ ლარს.
•
ფინანსთა სამინისტროში მუდმივად იქმნება ახალი ელექტრონული სერვისები ბიზნესისათვის, მოსახლეობისათვის და სახელმწიფო მოხელეთათვის. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიქმნა ახალი ვებ-პორტალი ჩვენი მთავრობის „ღია მმართველობის“ კურსის მხარდასაჭერად.
•
ფინანსთა სამინისტრო ასევე მუშაობს ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების კუთხითაც, რისთვისაც გაძლიერდა ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები, ამაღლდა ცოდნისა და კვალიფიკაციის დონე.
24
ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სავაჭრო ობიექტების ნავაჭრი თანხის დინამიკა (ლარი)
1,335,089 1,400,000 1,200,000 1,000,000
693,816
800,000
2012
2013
600,000 400,000 200,000
2013 წლიდან გაფართოვდა მომსახურების სააგენტოს სავაჭრო ობიექტების ქსელი და მაღაზიათა ქსელს შეემატა 3 მაღაზია (თბილისი, გორი და ფოთი); სავაჭრო ობიექტებში მომხმარებლებს სასურველი ნივთის შეძენა უკვე განვადებით შეუძლიათ;
25
ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო
2013 წელს დაინერგა ალტერნატიული გადახდის სისტემები:
eMoney-ის ელექტრონული საფულე განვადება სწრაფი ჩარიცხვის აპარატები აუქციონის პორტალს „ლიბერთი ბანკის“ გარდა 2013 წლიდან შემოუერთდა „თიბისი ბანკი“ და „ქართუ ბანკი“. ქონების შეძენა შესაძლებელი გახდა ონლაინ-განვადების მეშვეობით.
2013 წელს სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგებმა შეადგინა 5 217 151 ლარი •
მათ შორის ინტერნეტ აუქციონებიდან 3 882 062 ლარი სავაჭრო ობიექტებიდან 1 335 089 ლარი
2013 უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება შეადგენს 3 840 000 ლარზე მეტს 26
კონკურსი, სტაჟირება და პრაქტიკა ფინანსთა სამინისტროში
•
ფინანსთა სამინისტროს სისტემაში 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2013 წლის ოქტომბრის ბოლომდე კონკურსის წესით დაინიშნა 124 თანამშრომელი, ამჟამად გამოცხადებულია კონკურსი 448 თანამდებობაზე;
•
სსიპ-შემოსავლების სამსახურში სტაჟირება გაიარა 268 სტაჟიორმა, ხოლო ამჟამად საბაჟო მიმართულებით სტაჟირებას გადის 46 ახალგაზრდა. ასევე, სტაჟიორთა კონკურსი მიმდინარეობს საგამოძიებო სამსახურში;
•
სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკა გაიარა 185 სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა, ხოლო სსიპ-შემოსავლების სამსახურში 170 სტუდენტმა, ხოლო სსიპ-ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში 8 ახალგაზრდამ.
27
სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის საგანმანათლებლო პროექტები
•
ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიზანი სამინისტროს სისტემისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა და ტრეინინგები გაიარა 900-მდე საჯარო მოხელემ;
•
IMF- ის ინსტიტუტის სასწავლო კურსი საქართველოში - პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინსტიტუტის ეგიდით ტარდება. 2013 წლის განმავლობაში აკადემიაში განხორციელდა ორი რეგიონალური კურსი. სემინარში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, თურქეთის, ტაჯიკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ეროვნული ბანკისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები. მონაწილეები ასევე, გაეცნენ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს - პროგრამა დაასრულა 55 მსმენელმა;
28
აქტიურად ვთანამშრომლობთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან
•
გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ფინანსთა სამინისტრომ ვალდებულება აიღო ეკონომიკისა და ბიზნესის, აგრეთვე იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა გაიარონ სამინისტროში); •
ფინანსთა სამინისტრო საქართველოში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელია (ასევე დამფუძნებლები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გერმანიის ქ.შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი); •
გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტთან;
•
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნოდარ ხადურმა საჯარო ლექციათა კურსი ჩაატარა სამ უნივერსიტეტში.
29
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ღია და საჯარო მმართველობისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობის, მართვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის და მათთან მუდმივი დიალოგის უზრუნველსაყოფად: •
ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან;
(ბიზნეს-საზოგადოება უშუალოდ ჩვენი უწყების პირველი პირებისგან იღებს დეტალურ ინფორმაციას სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმების შესახებ და მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში) •
ფინანსთა მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და აქტიურად ფუნქციონირებს ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები, დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები;
(ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღება სამოქალაქო სექტორის უშუალო ჩართულობით) •
ყოველთვიურ რეჟიმში იმართება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან;
(ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური) •
დაწესდა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან მოქალაქეთა მიღების დღე; საჯარო დაწესებულებებთან სატელეფონო კომუნიკაციის რეიტინგში პირველ ადგილზე ვართ!!!
30
აქტიურად ვმონაწილეობთ სოციალურ პროექტებში
•
გავაფორმეთ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ „სისხლის ბანკთან“
•
სამინისტროს ყველა უწყების თანამშრომლები პერმანენტულად მონაწილეობენ სისხლის უანგარო დონაციის პროცესში;
•
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს: ონკო-ჰემატური დაავადებების კუთხით სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების გაზრდის მიმართულებით; საქართველოში ტრანსპლანტაციის ცენტრის დაფუძნების მიმართულებით
•
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით გადამხდელთა მომსახურების 16 სერვის-ცენტრიდან უმეტესობა (მხოლოდ 2 სერვის-ცენტრში არ არის) აღჭურვილია სპეციალური პანდუსებითა და ყველა საჭირო მოწყობილობით (მათ შორის ტუალეტები).
•
სსიპ შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში საერთო ჯამში 20 უნარშეზღუდული პირია დასაქმებული.
•
ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი საჯარო დაწესებულება, რომელიც გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ინიციატივას და მისი ლოცვა-კურთხევით სამინისტროს ეზოში, ასევე, დიღმის ტყე-პარკში კიპაროსის, ნაძვისა და ზეთისხილის ხეები დარგო;
•
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მივიღეთ წელს ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო პროექტში - „რთველი 2013“. 31
მადლობა ყურადღებისთვის! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 32