კაპრალი
ნიკოლოზ ფორჩხიძე მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
1984 - 2008
ერთმეტ აგვისტოს შინდისში, მტრის ალყაში მოქცეული ნიკოლოზ ფორჩხიძე, გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა მისი ბატალიონი რუსულ არმიას. ქართველი გმირები მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ. შინდისი დღეს მათ ხსოვნას ინახავს. ნონა ფორჩხიძე, დედა: `პირველად 7 აგვისტოს დაგვირეკა, დაგვამშვიდა, გვითხრა ყველაფერი კარგად არისო. არადა ამ დროს თურმე ჯარისკაცები ცხელ ხაზზე გადაჰყავდათ და ზესტაფონი-თბილისის გზაზე გადადიოდნენ. ჩემი მული ამ დროს თბილისში მიდიოდა. მან არაფერი იცოდა ომის დაწყების შესახებ. ჯარისკაცები, რომ დაუნახავს გაჰკვირვებია, რა ხდებაო. ამ დროს ნუკრის დაურეკავს მასთან და სრულიად შემთხვევით გაუგიათ, რომ ერთ გზაზე იყვნენ. ნუკრის ასე უთქვამს მამიდასთვის, ომში მივდივარ და დედიკოს არაფერი უთხრა, მოკვდებაო. თუმცა ჩემმა მულმა მაინც მითხრა. 7, 8, 9 აგვისტო გათიშული ვიყავი თურმე, როგორც მითხრეს, მხოლოდ წყალზე ვიყავი. მე არაფერი მახსოვს. ამ პერიოდში გვიკავშირდებოდა და ისევ გვაიმედებდა. 10 აგვისტოს მამამისს დაურეკა, მალე ჩამოვალო. ამ დროს კი ცხინვალში იდგნენ. ამის მერე ვეღარ დავუკავშირდით. ჩვენ მთელი დღეები ველოდით, მაგრამ ამაოდ... ჩემთვის ეს საშინელი დღეები იყო. ნუკრი 18 აგვისტოს ჩამოასვენეს და როგორც იყო მითხრეს. უფრო სწორად, მე მივხვდი იმდენი ხალხი იყო ჩვენთან მოსული... ჩემს ნუკრის უკანასკნელი ღამე სახლში გავატარებინე. 19 აგვისტოს კი წესის აგებით დავასაფლავეთ. სულით მებრძოლი იყო ჩემი შვილი. 2006 წელს სამხედრო სავალდებულო ჯარიდან რანდენიმე თვეში ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სენაკის სამხედრო ბაზაზე 22-ე ბატალიონის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი იყო. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ერთხელ სავალდებულოდან იყო სახლში ჩამოსული და გვითხრა: ,,დედა, იცი, ჩვენთან რჩეული ბიჭები უნდათ ჯარში, კონტრაქტს აწერენ ხელს და მე უარი როგორ უნდა ვუთხრა ქვეყნის სამსახურში ყოფნას?!~ ნუკრი მაღალი და
მხარბეჭიანი ბიჭი იყო. ამის მერე როგორ უნდა დაგვეშალა. მას ეს მთელი გულით უნდოდა. შვებულებიდან რომ მოდიოდა ხოლმე, სულ იქით უწევდა გული. სულ იქითკენ მიიჩქაროდა. ნიკოლოზ ფორჩხიძე 1984 წლის 7 თებერვალს, ქალაქ ტყიბულში დაიბადა. დედა იხსენებს: `დიდთოვლობა იყო. სამშობიაროში, რომ მიმიყვანეს საშინელი ქარი ქროდა, იძროდა ყველაფერი. ნუკრი რომ დაიბადა, შემოვიდა ექიმი და მეუბნება: ,,თქვენი შვილი გმირი იქნებაო~. მე გამიკვირდა, ვერ მივხვდი რატომ მითხრა მან ეს. გაკვირვებულმა ვკითხე, რატომ მეუბნებით მაგას-მეთქი. ,,აქ რომ მოგიყვანეს კედლები იძროდა ქარისგან, თქვენი შვილის დაბადებისთანავე ყველაფერი ჩაწყნარდაო~ - ასე მითხრა. მართალი გითხრათ, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ვერ მივხვდი ეს რას ნიშნავდა, ან საერთოდ ნიშნავდა კი რამეს? ახლა მენიშნება იმ ექიმის სიტყვები. საოცარი ბავშვი იყო. თბილი და მოსიყვარულე. ყველას მიმართ ყურადღებიანი. დამთმობი და დინჯი, ამით იყო გამორჩეული. საოცრად კარგი ძმა იყო დისთვის. ნუკრიმ ტყიბულის მეოთხე საშუალო სკოლის 10 კლასი დაამთავრა. მერე მოეწყო თბილისში ნოდარ დუმბაძის სახელობის ინსტიტუტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ასევე სპორტს მიჰყვებოდა. დიდი სამეგობრო ჰყავდა. ადვილად შედიოდა ადამიანთან კონტაქტში. შეყვარებული ჰყავდა ბათუმელი - დიანა. ის მისი დიდი სიყვარული იყო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. აგვისტოში უნდა მოვიყვანო ცოლი და დიდი ქორწილი გადავიხადოო, ამბობდა, მაგრამ ვერ მოასწრო. დიანამ, რომ გაიგო ნუკრის დაღუპვის ამბავი, ნერვიული სტრესი მიიღო და წელს ქვევით მოწყდა. დაახლოებით ნახევარი წელი ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან. ამის გამო ვერ მოახერხა დიანამ ნუკრის გასვენებაზე ჩამოსვლა. თქვენ არ იცით, მე როგორი შვილი დავკარგე, მაგრამ ამაყი დედა ვარ, გმირი გავზარდე, ქვეყნისთვის სასახელო.~ ნიკოლოზის მშობლიური ქუჩა დღეს მის სახელს ატარებს.
599
კაპრალი
შმაგი ნოზაძე ითვლება უგზო–უკვლოდ დაკარგულად
1984 - 2008
ხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. პირველ და ბომბვას გადაურჩა. ყველას გამოუღწევია იქაურობიდან. მასაც, მაგრამ მერე ისევ შებრუნებულა. ყველა ამბობდა თურმე, ეგ თუ ისევ იქ შებრუნდა, გიჟი ყოფილაო. გიჟი კი არა, გმირი იყო... გმირი, რომელსაც სნაიპერმა მოუსწრაფა სოცოცხლე... შმაგი ნოზაძე 1984 წელს, სოფელ ნინიგორში დაიბადა. წლის და 2 თვის იყო შმაგი, მამა რომ ავტოავარიაში დაეღუპა. პედაგოგი დედა ორ ობოლს ზრდიდა. რუსუდან ჩუთლაშვილი, დედა: `შმაგი ბავშვობიდან ძალიან მშრომელი იყო. პატარა იყო, როცა თბილისში ჩამოდიოდა და ფიზიკურად მუშაობდა. ტანსაცმელსაც თავისით ყიდულობდა... ბავშვობაში ცეკვაზე და კარატეზე დადიოდა. ცეკვიდან გასტროლებზეც იყო უკრაინაში. მღეროდა კიდეც... გარეგნულად ტომ კრუზს ჰგავდა და ყველა ტომ კრუზს ეძახდა. თვითონ ვან დამზე და შვარცნეგერზე აბოდებდა, სულ მათი სურათები ეკრა კედელზე, უნდოდა მსახიობი გამოსულიყო და მათნაირი როლები ეთამაშა. ბავშვობიდან სულ იარაღით თამაშობდა ომობანას. თავის სახელს ამართლებდა, მართლა შმაგი და ძლიერი, ძალიან ხიფათიანი ბავშვი იყო~. ჯარისკენ გული ჯერ კიდევ სკოლის დამთავრების შემდეგ უწევდა. დედა: `ძალიან მომწონდა ჯარისკაცები, მაგრამ იმ
პერიოდში არ მინდოდა რომ წასულიყო. სანამ ცოტა არ ჩაწყნარდებოდა სიტუაცია საქართველოში. თელავში, სამხედრო ფიზკულტურაზე ჩააბარა უნივერსიტეტში. სწავლისას სულ საჩუქრებს მიკეთებდა, ხან რას მიყიდდა, ხან რას. ყვავილებსაც მიგზავნიდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს, ლაგოდეხში მსახურობდა სასაზღვრო ჯარში. სავალდებულო რომ მოიხადა, დარჩენა უნდოდა სასაზღვრო ჯარში, მაგრამ სამჯერ `დაბრაკეს~. მერე საკონტრაქტო ჯარში შესვლა გადაწყვიტა, იქ არავის დაუწუნია. 9 თვე მსახურობდა... თავიდან კაპრალი იყო. მერე სერჟანტის წოდება მიიღო. სახლში იშვიათად მოდიოდა... ლაგოდეხის რაიონში ვინც კი გოგო იყო, ყველა უყვარდა. ბოლოსაც ჰყავდა შეყვარებული. გორელი იყო, ძალიან უყვარდა. უსაჩუქროდ მასთან არასდროს ჩადიოდა... ომი რომ დაიწყო, ჩვენი სოფლელი ბიჭისთვის მესიჯი მოუწერია, ომში მივდივარ და დედაჩემს არ უთხრათო... წასვლისას, შეყვარებულისთვისაც დაურეკავს, გორში დამხვდიო, მაგრამ სხვა გზით წავიდნენ და ვეღარ ნახა... მე მატყუებდა გორში ვარო, მაგრამ ცხინვალის მისადგომებთან იყვნენ. 8 აგვისტოს ერთხელ გადარჩენილა დაბომბვისას, ყველანი გამოსულან, ესეც გამოსულა, მაგრამ მერე შებრუნებულა. ყველა ამბობდა თურმე, ეგ თუ ისევ იქ შებრუნდა, გიჟი ყოფილაო. ვერ გამოიყვანეს. სნაიპერმა ესროლა. მკვდარი რომ არ მინახავს, მაინც ვერ ვიჯერებ, მე დღესაც ველოდები მის ზარს. არ მინდა დავიჯერო რომ აღარაა.... იმედს არ ვკარგავ...~
603
კაპრალი
ტარიელ ქამაშიძე მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
1988 - 2008
აგვისტოს როკის გვირაბთან დაეწია ტარიელ ქამაშიძეს სნაიპერის ტყვია. სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცა კიდევ ერთი ქართველი, რომელიც სულ რაღაც 20 წლის ასაკში, უკვე გმირი გახდა. ზეინაბ ქამაშიძე, დედა: `მწარედ მახსენდება, ბოლოს სახლიდან რომ გადიოდა, როგორც ყოველთვის, ყველას გამოემშვიდობა. ქუჩიდან გამოიხედა და სახლს შეავლო თვალი... 20 წლის დაიღუპა... ვერ ვპოულობდით... ბოლოს ჩემმა მეუღლემ დეენემის ანალიზი ჩააბარა და სამი თვის შემდეგ, საზარელი პასუხი მოვიდა... ძმათა სასაფლაოდან, ოქტომბერში გადმოვასვენეთ... როგორც ჩემი შვილის მეგობრები ყვებიან, სამ ჯგუფად გაუნაწილებიათ. სნაიპერს უსვრია ტარიელისთვის. მაგრამ კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დაიღუპა ჩემი შვილი, მარტო ღმერთმა იცის... გადმოცემით ვიცით, ეს რომ როკის გვირაბთან, 9 აგვისტოს მოხდა. ძნელია მის გარეშე ცხოვრება, ძალიან გვიჭირს...~ სამხედრო კარიერა მისი არჩევანი იყო. მოსწონდა ეს საქმე
და არც მკაცრი რეჟიმი აშინებდა. ერაყში წასასვლელად ემზადებოდა, როცა სამშობლოს დასჭირდა. წამით არ შეყოვნებულა, ეს გმირებს არ ახასიათებთ... ზეინაბ ქამაშიძე, დედა: `მოსწონდა ჯარის მკაცრი ცხოვრება... ომამდე ერთი კვირით სახლში იყო, შვებულება ჰქონდა აღებული. ამ პერიოდში სახლში იშვიათად იყო. საზღვარგარეთის პასპორტს აკეთებდა და თან მთელი სანათესაო შემოიარა... ალბათ, გული რაღაცას უგრძნობდა... ან იცოდა, რომ რაღაცა საშინელება უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამაზე საერთოდ არაფერს ამბობდა. არ უყვარდა სამსახურზე სახლში ლაპარაკი. შეყვარებული იყო. ხარაგაულელი გოგო უყვარდა... ერთმანეთს ტელეფონით იცნობდნენ და მომავალ შაბათს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ომი დაიწყო... ამბობდა, ერაყიდან რომ ჩამოვალ, ცოლს მერე მოვიყვანო... იქიდან ჩამოვიდა, პასპორტი აიღო, წავიდა და წავიდა... იმის მერე აღარც გვინახავს...~ ტარიელ ქამაშიძე 1988 წლის 20 აპრილს, ასპინძის რაიონის სოფელ მირაშხანში დაიბადა... დღეს ის გმირია, სამშობლოსთვის თავგანწირული, უკვდავყოფილი.
607
კაპრალი
გოგიტა ქარჩავა მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
1987 - 2008
ტრის ალყაში იყვნენ, გოგიტას უკან ასაფეთქებელი მოწყობილობა რომ დავარდნილა. როგორც თანამებრძოლები გაიხსენებენ – რაღაც მობილურის მსგავსი. უყვირიათ `ქარჩავა დაწექი~!.. მას მხოლოდ გახედვა მოუსწრია და... აფეთქებას შეუზანზარებია კიდეც უკვე მერამდენედ იქაურობა... 10 აგვისტოს ოჯახს დაურეკეს, დაჭრილი გორის ჰოსპიტალშია, სისხლი სჭირდება, ოჯახის რომელიმე წევრმა ჩამოაკითხეთო. უფროსი ძმა გადარეული გავარდა, მაგრამ... ცოცხალს ვერ ჩაუსწრო... საკუთარი ხელით წაასვენა 20 წლის ძმის ცხედარი... მანამდე იყო სოფელში გატარებული ბავშვობა. დაიბადა 1987 წლის 23 დეკემბერს. ხობში, დაამთავრა სოფელ ქვემო ქვალონის სკოლა. ოჯახში მეორე ბიჭი იყო, მის შემდეგ კიდევ 2 ბიჭი შეეძინათ. ოთხი ძმა იზრდებოდა ერთად და როგორც დედა იტყვის, მათი წაკინკლავებაც არ ახსოვს. დედა: `საოცრად მშვიდი ბავშვი იყო. გაბრაზებული არავის გვინახავს. მასწავლებლებს ძალიან უყვარდათ. ერთხელ, მე და ბებიამისს კანფეტები მოგვიტანა სკოლიდან, მასწავლებელს ბავშვები გაუშვია კლასიდან და გოგიტასთვის ბღუჯა კანფეტები მიუცია... ხელმარჯვე ოსტატივით იყო, ყველაფერი ეხერხებოდა. სკოლა სახლიდან ძალიან შორს, დაახლოებით 2 კილომეტრში იყო, მეზობლად მისი თანაკლასელი გოგონა ცხოვრობს, სულ მასთან ერთად დადიოდა სკოლაში. წვიმიან ამინდში გზები საშინლად ტალახდებოდა, აუარებელი გუბეები დგებოდა. ეს გოგონა გუბეებს ვერ ახტებოდა, გოგიტა იმ გოგონას ზურგზე მოიკიდებდა და გადაჰყავდა, ფეხი არ დაგისველდესო... სკოლამდე ასამდე გუბე მაინც ხვდებოდათ და არ ეზარებოდა... მერე, რომ წამოიზარდნენ, სულ ახსენებდა, ზურგით გათრევდიო... ყველასთვის სიკეთე უნდოდა...~ გოგიტამ, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სენაკის აგრარულ-ეკონომიკურ კოლეჯში განაგრძო. მერე სავალდებულო ჯარში გაიწვიეს და წავიდა. 1 თვის თავზე კონტრაქტი გააფორმა, მსახურობდა ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში. მეტყვიამფრქვევე იყო. მტერმა სულ ერთი წელი აცალა სამშობლოს სამსახური... კახა ქარჩავა, უფროსი ძმა: `კონტრაქტი თავისი სურვილით დადო, ამბობდა, სამშობლოს უნდა ვემსახუროო, ჩემი ძმაკაცები ყველა მიდის და მეც უნდა წავიდეო...~ დედა: `არ მინდოდა კონტრაქტი რომ დაედო, მაგრამ მე ვინ დამიჯერა... ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო და
ამბობდა, ჩემისთანებმა უნდა დაიცვან სამშობლოო. ახლა მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ვეუბნებოდი, სხვები დაიცავენ-მეთქი. მკაცრად გამომხედავდა და მეტყოდა, დედა ეს მეორეჯერ არ გაიმეოროო... ეტყობა წინათგრძნობა მქონდა და შვილის დაკარგვა არ მინდოდა... ჯარში რომ წავიდა, ქების სიგელი გამომიგზავნეს, რომელსაც პრეზიდენტი აწერდა ხელს, მადლობას მიხდიდა პატრიოტი შვილის აღზრდისთვის...~ კახა ქარჩავა, უფროსი ძმა: `აგვისტოს მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა სოფელში, ერაყში გვიპირებენ წაყვანას და ათდღიანი შვებულება მომცეს, ცოტა ხნით გამომიშვესო. ჩვეულებრივ იქცეოდა. როგორც ყოველთვის - ვხალისობდით, ფეხბურთს ვთამაშობდით... ფეხბურთი ძალიან უყვარდა... ცოტა ჩაფიქრებული კი იყო, მაგრამ მეგონა ერაყში რომ მიდიოდა, იმიტომ იყო ჩაფიქრებული... სახლიდან 31 ივლისს გავიდა. ცუდ ხასიათზე იყო. მთხოვა, მატარებლამდე მიმაცილეო, მერე სენაკამდე გაყოლა მთხოვა, წამოდი, ერაყში წაგვიყვანენ და ვინ იცის, მერე როდის გნახავო... ბევრი ვილაპარაკეთ, ამბობდა, სამხედრო სამსახურს გავყვები და სერჟანტი გავხდებიო. იქაურობა მოსწონდა, როგორც სახლში ისე ვგრძნობ თავსო, ძალიან ბევრი მეგობარი მყავსო... ბოლოს 7 აგვისტოს დამირეკა, განგაშია გამოცხადებული, გორისკენ მივყავართ და სახლში არ თქვაო, მთხოვა. მერე აღარ შეგვხმიანებია... 10 აგვისტოს დაგვირეკეს, რომ მძიმედ დაჭრილი გორის ჰოსპიტალში იწვა. რომელიმე ოჯახის წევრი ჩამოვიდეს, სისხლი სჭირდებაო, მე სასწრაფოდ გავქანდი, მაგრამ ცოცხალს ვერ მივუსწარი, ჩემი ხელით გადმოვასვენე, სულ რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა კისრის არეში... ალყაში ყოფილან მოქცეულები, მის უკან მობილურის მსგავსი ასაფეთქებელი დავარდნილა. დაუყვირიათ დაწექიო, დაწოლაც ვერ მოუსწრია ისე აფეთქებულა... არ ვიცით სიცოცხლის ბოლო წუთებში რას ლაპარაკობდა, არავის არაფერი მოუყოლია, ერთმა მისმა თანამებრძოლმა კი მითხრა, ოჯახზე წუხდაო. რამდენიმე დღეა არ დამირეკია და ინერვიულებენო... შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ ვინ იყო არ ვიცით, სულ ასაიდუმლოებდა... ძალიან უნდოდა სენაკში, მამიდაჩემის გვერდით ეყიდა სახლი და იქ დასახლებულიყო...~ დედა: `ძალიან მიმძიმს მის გარეშე ცხოვრება, მაკლია მისი სითბო, სიყვარული... ირგვლივ რომ გავიხედავ, ყველაფერი მის თავს მახსენებს... ძალიან მენატრება...~
611
კაპრალი
შალვა ტრაპაიძე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
1978 - 2008
აგვისტოს ცხინვალში მტრის ალყაში მოექცა შალვა ტრაპაიძე. ქართველი მეომრები სისხლის ბოლო წვეთამდე ეწინააღმდეგებოდნენ მტრის შემოტევას. შალვა ჯერ ფეხში დაჭრილა, შემდეგ კი... დღეს ის გმირია, საყვარელ მეუღლეს საპატიო წოდება დაუტოვა სახსოვრად. სულ რაღაც თვენახევრის დაქორწინებული იყო... შვილზე ოცნება იმქვეყნად წაიღო. მაია ტრაპაიძე, და: `მისი სურვილი იყო ღირსეული ჯარისკაცი ყოფილიყო. ახლადდაოჯახებულს სურდა დიდი ოჯახი ჰყოლოდა. ბევრ შვილზე ოცნებობდა. ყველა ძალიან უყვარდა. მეგობრული და სანდო ადამიანი იყო. მისი დაღუპვა, საშინელება იყო ყველასთვის, მშობლები ძალიან უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებული მისთვის მეუღლე იყო. მაია იხსენებს ხოლმე `ჩემო სიხარულოს მეძახდაო~. უამრავი გეგმები ჰქონდათ, როგორც გავიგეთ, სიცოცხლის ბოლო წუთებში საყვარელ მეუღლეზე ფიქ რობდა და ასე უთქვამს: `სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ თვენახევრის მოყვანილი ცოლის გამწარება არ მინდაო~. ვერ წარმოიდგენთ ისე უყვარდათ ამ ორ ადამიანს ერთმანეთი. შაკო ისეთი მეუღლე იყო მაიკოსთვის. ჩემი რძალი ამბობს: `მადლობა ღმერთს, შაკოს რომ შემახვედრა და
სიყვარული მასწავლაო~. ძალიან რთული გადასატანი იყო ეს ყველაფერი, ერთი თვის დაოჯახებული მაიასთვის...~ შალვა ტრაპაიძე 1978 წლის 31 აგვისტოს დაიბადა. ვანის რაიონის სოფელ სალხინოში დაამთავრა სოფლის საშუალო სკოლა. შემდეგ ქუთაისში სტომატოლოგიურ ტექნიკუმში ჩაირიცხა. `კარგი ძმა და შვილი იყო მშობლებისთვის. კეთილი, ხალისიანი და იუმორით სავსე“ - იხსენებს შალვას და. მაია ტრაპაიძე, და: `ჩემი ძმა ნამდვილი პატრიოტი იყო. ბოლოს, 7 აგვისტოს, თავის მეუღლეს ესაუბრა, მოიკითხა და დაგვამშვიდა. სხვისი ტელეფონით დაგვიკავშირდა. ჩემი ტელეფონი დამჯდარი მაქვსო. თავიდანვე ცხინვალში იყვნენ. ჩემი ძმა ალყაში ყოფნის დროს დაჭრილა - ფეხში. ჩემს მეუღლეს შეატყობინეს 8 აგვისტოს შაკოს დაღუპვის შესახებ. 9 აგვისტოს ჩამოვასვენეთ... გარდაცვალების შემდეგ მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი. მისი დაღუპვა ჩვენთვის საშინელი გადასატანია, მას ხომ ძალიან, ძალიან უნდოდა სიცოცხლე... ბევრი გეგმები ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა.~
615
ლეიტენანტი
შოთა ხურციძე უმწიკვლო სამსახურისთვის III ხარისხის მედალი, 2008 წ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
1980 - 2008
აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან იყვნენ განლაგებულნი. ტანკი აუფეთქდა და ეკიპაჟიანად ამოვარდა კონტუზირებული. საავიაციო დაბომბვა გაგრძელდა და ბრძოლის ველიდან ვეღარ გამოაღწია. წინა დღეებში მეგობრებისთვის უთქვამს: ,,რუსები ვერ მოგვერევიან თუ საავიაციო არ გამოიყენესო~ – საბედისწერო მისთვის სწორედ მტრის საავიაციო იერიში გახდა. თამთა ხურციძე, და: `შოთა ქუთაისში 1980 წლის 19 მარტს დაიბადა. 1997 წელს დაამთავრა ვანის რაიონის სოფელ საპრასიის სკოლა. სხათა შორის, შოთა, მშობლებს ქორწინებიდან 5 წლის მერე შეძენიათ. ჩვენ სამნი ვიყავით. ორი ძმა და ერთი და. მე ყველაზე უმცროსი ვარ. აქედან გამომდინარე, მისი ბავშვობის შესახებ მშობლების გადმოცემით ვიცი. სკოლაში კარგად სწავლობდა. კარგად იხსენებენ მასწავლებლები. ძალიან კეთილი და სხარტი ბავშვი ყოფილა. ყველა სფეროში ერთნაირად ნიჭიერი. გაწონასწორებული და მშვიდი. პატარა, რომ ვიყავი, სადმე თუ წავიდოდა კანფეტები მოჰქონდა-ხოლმე. მე მისთვის პატარა, საყვარელი დაიკო ვიყავი. სკოლიდან რომ მოვიდოდი მშობელივით მეკითხებოდა: - აბა, რა ხდებოდა სკოლაშიო. ის ჩემთვის ძმაც იყო, მეგობარიც და მშობელიც. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ჩემს სამეგობროსთანაც ერთობოდა-ხოლმე. ჩემს მეგობრებს ძალიან უყვარდათ. მხიარული, ხალისიანი ადამიანი იყო. მოწყენილი შოთა არავის ახსენდება. ჯარის ამბებს სულ ვეკითხებოდი, აბა, რა ხდება-მეთქი? თათუშ, ნახე მალე ჩემი ტანკი მეყოლებაო – მპასუხობდა. ჩვენ ძალიან, ძალიან კარგი და-ძმობა გვქონდა. ძმებსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 1998 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 2000 წელს, სწავლის პარალელურად, საქარ
თველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მას პატ რიოტული სულისკვეთება ჰქონდა. მამისგან გამოჰყვა ეს სულისკვეთება. მამა 1993 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. შოთა ბოლოს სოფელში 2008 წლის 30 ივნისს იყო. მაშინ სურათი გადავუღე. თურმე ეს მისი ბოლო ფოტო ყოფილა. ჩამოსული რომ იყო მაშინ გვითხრა, 10 აგვისტოს ისრაელში მივდივარო სამხედრო სწავლებაზე. მთელი თავისი ნივთები ჩაალაგა და წაიღო. მერე შეიძლება ვეღარც მოვახერხო ჩამოსვლაო. ომი რომ დაიწყო გვეკონტაქტებოდა და გვაიმედებდა, კარგად ვარო. სხვათა შორის ჩემი მეორე ძმაც ჯარში იყო, მაშინაც და ახლაც მსახურობს. ერთმანეთს ვერ ეკონტაქტებოდნენ. არადა ორივე ცხინვალში იყო, მაგრამ სხვადასხვა პოზიციებზე. 7 აგვისტოს მამას ესაუბრა ტექნიკის მოწყობაზე. წინა ხაზზე ვართ და დედას არაფერი უთხრაო. იცოდა, მამა ვაჟკაცურად გაუგებდა. მე კიდევ ამაოდ ველოდი მის ზარს... 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან მოხდა ეს ყველაფერი, საავიაციო დაბომბვისას. 19 აგვისტოს კი სოფლის სასაფლაოზე დავასაფლავეთ... ჩემი ძმისგან არაფერი დაგვრჩა ოჯახს, გარდა აკადემიის ფორმისა და მისი მობილური ტელეფონისა. ბოლოს რომ იყო ჩამოსული ტელეფონები გავცვალეთ. ჩემთვის განძია ეს ტელეფონი. კიდევ არ მჯერა მისი დაღუპვა, ასე მგონია წასულია და მალე მოვა... დედამ ვაჟკაცურად გადაიტანა მისი დაღუპვა. ერთხელ დედას უთხრა, როცა შოთას გარდაცვლილ ნათლულს, გიორგი მარგიევს ტიროდა: `დედა, გმირებს არ ტირიანო~. დედა არა მარტო შოთას დასტირის, არამედ ამ ომში დაღუპულ ყველა ვაჟკაცს. ხშირად ამბობს: ,,საქართველოში უცნობი ჯარისკაცები არ არსებობენო~. მართლაც, რომ ასეა... ~
619
კაპრალი
გიორგი ტატუაშვილი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
1987 - 2008
ს იყო მზვერავი, მეტყვიამფრქვევე და ერთერთი პირველი დაიჭრა ომში... 21 წლის გიორგი ტატუაშვილის ასეულმა 7 აგვისტოს, ღამით აიღო გეზი - ის ტანკზე ზევიდან ჩამომჯდარა... სნაიპერმა თავში ესროლა... სასწრაფოდ გორში გადაიყვანეს, მაგრამ ვეღარ უშველეს. გიორგი ტატუაშვილი 1987 წლის 27 მაისს მარნეულის რაიონ - დაბა თამარისში დაიბადა. ოჯახში მეორე შვილი იყო, თამთა სულ ერთი წლით უფროსი იყო მასზე. ათი წლის რომ იყო გიორგი - პატარა ძმა - რომიკოც გაჩნდა. დედა: `9 წლიდან მკლავჭიდში ვარჯიშობდა. ქუთაისში და წყალტუბოში პირველი თანრიგი აიღო. ბოლომდე ვარჯიშობდა... ძალიან ბევრი ნათლულები ჰყავდა. ყველა მაგას ანათლინებდა ბავშვს... დედა: `ერთხელ მოვიდა და მითხრა, საკონტრაქტო ჯარში მინდა წასვლაო. სოფელში 15 ბიჭი შეიკრიბა, ვისაც საკონტრაქტო ჯარში უნდოდა წასვლა. გიორგის ბავშვობის მერე შრამი ჰქონდა და შეიძლებოდა უარი ეთქვათ. მეგობრები ეუბნებოდნენ, შენ თუ `დაგბრაკეს~ არც ჩვენ წავალთო. გვიან ღამით მოვიდა და მითხრა, დე, მარტო შენი ბიჭი მოეწონათო. 15 ბიჭიდან მარტო გიორგი არ `დაბრაკეს~. ერთი კვირის მერე წავიდა. ჯერ ახალციხეში წაიყვანეს, მერე ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში გადაიყვანეს. მზვერავი - მეტყვიამფრქვევე იყო. წოდებით კაპრალი... ყველას უყვარდა, ჯარისკაცებსაც, მეთაურებსაც, ყველაფერში გიორგის იმედი ჰქონდათ. მეთაური `ცოცხალ პრაქტიკას~ ეძახდა...~ დედა ქუთაისში ჩავიდა, როცა მისი ვაჟი ფიცს დებდა სამშობლოს წინაშე. დედა: `სადაც დავჭირდები ჩემს სამშობლოს, იქ ვიბრძოლებო, უკან არ დავიხევო~ - ისეთი თვალები ჰქონდა, ამას რომ ამბობდა, რომ სულ ის თვალები მახსოვდა და მზარავდა... ჯარში ყოფნისას ინგლისური ენა ისწავლა, პირველადი დახმარების წიგნიც დაბეჭდა ინგლისურად, ჩამომიტანა და გაუფრთხილდიო მითხრა... ძროხა მიყიდა, ხბორების ყიდვას აპირებდა... ყიფშიძეზე ბინასაც იშენებდა... სულ 3 წელიწადი და 6 თვე იმსახურა
ჯარში, ექვსთვენახევარი იყო ერაყში, ბოლოს ორი კვირით გერმანიაში ჰყავდათ გაგზავნილი სადაზვერვო სკოლაში, `რკინის კაცის~ სერტიფიკატი ჩამოიტანა, ასეულიდან მხოლოდ ორმა დასძლია ეს ნორმატივები. ერთი თანატოლიც არ დაუტოვებია, რომ მათთვის საჩუქრები არ ჩამოეტანა... ომამდე ათი დღით ადრე მითხრა, პოლონეთში მგზავნიანო... ომში რომ მიდიოდა, დას დაურეკა, ომში მივდივარ, მაგრამ დედას უთხარი, რომ პოლონეთში წავედიო... სიტუაცია რომ დაიძაბა, 8 აგვისტოს ეკლესიაში მივედი... ხალხმა უკვე იცოდა, რომ ჩემი შვილი დაჭრილი იყო... მე შვილი პოლონეთში მეგონა და ღმერთს ვევედრებოდი, ყველა ბიჭი კარგად დაახვედრე, რომ ჩამოვა-მეთქი....~ გიორგის დამ ტელევიზორი გააფუჭა, დედას რომ არაფერი გაეგო. შინ დაბრუნებულ დედას გაეცალა, მეგობართან მივდივარო... თამთა 9 აგვისტოს დილაადრიან ჩავიდა გორში, მაგრამ ჰოსპიტალში ვეღარ მიუსწრო _ უკვე საცხედრეში იყო მისი ძმა გადასვენებული... დედას, ომამდე ერთი თვით ადრე, ფილტვების ანთება დამართნია. ახლობელ ექიმს გიორგისთვის დაურეკავს, წამლები სჭირდება დედაშენსო. დედა გაიხსენებს, რაც სთხოვა გიორგიმ ექიმს _ რამე დამამშვიდებლებიც გამოუწერეთო, დედას გაუკვირდა, რატომ ამბობდა მისი შვილი ასეთ რამეს... გიორგიმ მაინც გამოაწერინა ძვირადღირებული დამაწყნარებლები... დედა: `გიორგის გარდაცვალება რომ გავიგე, სწორედ ეს დამაწყნარებლები გამიკეთეს... სამი დღე გათიშული ვიყავი... ალბათ, გული უგრძნობდა და მამზადებდა ამისთვის... მივხვდი რატომაც გამოაწერინა... კარგი დედა მაშინ ვიქნებოდი, გული რომ გამსკდომოდა და მეც მოვმკვდარიყავი. მოძღვარმა გამომიყვანა მდგომარეობიდან...~ გიორგი ტატუაშვილი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს... დედა: `სოფლის ბავშვებს გიორგი ახლა იდეალად ჰყავთ და უნდათ გიორგისნაირები გამოვიდნენ, წავიდნენ ჯარში და მას დაემსგავსონ...~
623
სერჟანტი
კახაბერ თავგორაშვილი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
1976 - 2008
აგვისტოს, შანხაის დასახლებაში, რამდენიმე წვევამდელი ბიჭი უმეთაუროდ იყო დარჩენილი... სპეცრაზმელები დაინახეს და მათ გაყვნენ... სპეცრაზმელ კახა თავგორაშვილს ბიჭებისთვის უთქვამს, სადმე ჩაწექით და მერე მოგხედავთო... წვევამდელებს შეშინებიათ, მაინც გამოდევნებიან... ის მოუბრუნდა, ნუ მოგვდევთო, ხელი ზემოთ აუწევია და... მტრის სნაიპერის ტყვიაც მოხვდა... კახაბერ თავგორაშვილი 1976 წელს დაიბადა რუსთავში. დედისერთა იყო და ანებივრებდნენ. ჯერ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ლიცეუმში გადავიდა. დღეს ის ლიცეუმი მის სახელს ატარებს... ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, რუსთავშივე ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე. როგორც დედისერთას, ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა, მაინც წავიდა და თავისი ნებით მოიხადა სამხედრო ვალი. ვალის მოხდის მერეც გააგრძელა სამხედრო სამსახური, მუხროვანში, სპეცდანიშნულების რაზმში მუშაობდა. ჯერ შავნაბადის სპეცდანიშნულების სამსახურში იყო, ბოლოს ვაშლიჯვრის სპეცდანიშნულების ბატალიონში. სტაჟირებაც გაიარა ამერიკაში. სპეციალობით ამფეთქებელი იყო. წოდებით – სერჟანტი. ინსტრუქტორების სკოლა რომ შეიქმნა, დირექტორის მოადგილე იყო... 20 წლის კახა ჯერ კიდევ შავნაბადაზე მსახურობდა, თავისზე 9 წლით უფროსი, ირმა დარბაისელი რომ გაიცნო და შეუყვარდა... ირმა დარბაისელი, მეუღლე: `შევარდნაძეზე ტერაქტის დროს, უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი. კახა მაშინ შავნაბადაზე მუშაობდა, მორიგე იყო და იქ გავიცანით... ვმეგობრობდით, 5 წლის შემდეგ დავოჯახდით. მერე, ერთ მშვენიერ დღეს, მოვიდა და ამიხსნა სიყვარული. 9 წლით უფროსი ვიყავი მასზე, მე 34 წლის ვიყავი, კახა – 25-ის. ძალიან რომანტიკული ადამიანი იყო... ერთ-ერთ ჩემს დაბადების დღეზე ვერ ახერხებდა ჩამოსვლას, დამირეკა დაიძინეო და შუა ღამისას ჩემხელა ვარდებით მომადგა
სახლში...~ კახას და ირმას მალე დემეტრე შეეძინათ... ირმა დარბაისელი: `დიდი სურვილი ჰქონდა, რომ დემეტრე მებრძოლი გამოსულიყო, როცა საშუალება ჰქონდა დაჰყავდა თავის სამსახურში. დემეტრეს ხშირად პოლიგონზეც უსროლია. სულ დემეტრე ეკერა პირზე. დემეტრე თუ ტიროდა, მხოლოდ მამას ტიროდა და სულ მამა უნდოდა, კახა, თუ დრო ჰქონდა, სულ მასთან იყო...~ აგვისტოში, ომის დაწყებამდე დემეტრეს გლანდების ოპერაცია გაუკეთეს, მშობლები მუშაობდნენ და დემეტრე ბებია-ბაბუასთან იყო რუსთავში. კახა ყოველღამე ჩადიოდა – დემეტრე მის გარეშე არ იძინებდა. ასე მომხდარა 6 აგვისტოსაც. ირმა დარბაისელი: `რუსთავში რომ მიდიოდა, დამიჩოქა და მითხრა, ძალიან მიყვარხარ და თუკი რამე მიწყენინებია შენთვის, მაპატიეო...~ მერე დიდხანს იდგა კარში. კახა ომში წავიდა, ირმას ავი წინათგრძნობა დაეუფლა. ირმა დარბაისელი: `კახას კოდორიც მოვლილი ჰქონდა, ცხინვალშიც იყო წინა შესვლაზე, მაგრამ ასეთი წინათგრძნობა არასოდეს მქონია. რომ არ რეკავდა, უფრო და უფრო ვნერვიულობდი. არადა, ძალიან ყურადღებიანი იყო, დღეში 15-ჯერ რეკავდა... მე რომ ვრეკავდი, არ მიმხელდნენ რომ დაღუპული იყო... მერე თანამშრომელს დავარეკინე და მასაც არ უთხრეს. საბოლოოდ, კახას დაჭრილი მეგობარი ჩამოვიდა, მან შეატყობინა მშობლებს. მაშინვე დაღუპულა... იმდენად უცებ მომხდარა ყველაფერი, ვერაფრის თქმა ვერ მოუსწრია... 10 აგვისტოს ჩამოვასვენეთ... დემეტრეს, როცა მამა მოენატრება, გამოიღებს სურ ათებს დაათვალიერებს და ისევ ინახავს... იარაღებიც უყვარდა, ფიზიკურადაც ძლიერი იყო. სულით იყო მეომარი, სულ იმას ამბობდა, თუ სიკვდილი მიწერია, ნეტა ბრძოლის ველზე მოვკვდეო. ღმერთმა ეს თხოვნა შეუსრულა....~
627
კაპრალი
რუსლან წულაძე მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
1983 - 2008
ვილი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე _ რუსლან წულაძე გააფთრებული ებრძოდა, შინდისში ვერაგულად ჩასაფრებულ მტერს... იმ დღეს დედამ არ იცოდა, რომ შვილი უკვე აღარ ჰყავდა... დილით, შინიდან გამოვიდა – ეკლესიაში მიდიოდა. დედა: `მეზობლები სხვანაირად მიყურებდნენ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, თურმე ყველამ იცოდა ჩემი შვილის გარდაცვალების ამბავი...~ დედა ავტობუსში ავიდა, მის უკან ზურგით მეზობლის გოგონა იჯდა და თანასოფლელს უყვებოდა, სამი ძმანი რომ არიან, იმათგან ერთი მოუკლავთო. დედა: `შევცბი... იმ გოგოს ვკითხე, ვისზე ლაპარაკობმეთქი, გაოგნებული მიყურებდა... მერეღა მითხრა, თქვენ არ იცნობთ, ოზურგეთში ცხოვრობსო... თურმე ჩემი შვილის სიკვდილის ამბავს უყვებოდა...~ დედა ტაძარში შევიდა. ყველა მას უყურებდა და ტიროდნენ... დედა: `გამიკვირდა... ვიფიქრე, ქვეყანაში ომია და ყველა დაძაბულია-მეთქი... მეც ავტირდი... თურმე ჩემს შვილს დასტიროდა ხალხი ტაძარში...~ ტაძრიდან გამოსულმა დედამ მეუღლეს მიაკითხა სამსახურში. მეუღლე სამსახურში არ დახვდა... დედა: `გამიკვირდა... ცუდად ვიგრძენი თავი... იქვე მეზობლის ბიჭი ვნახე და ვთხოვე ქვიანში, ჩვენს სოფელში ავეყვანე...~ დედა შინ დაბრუნდა და... მიხვდა რა უბედურებაც ტრიალებდა მის თავს... რუსლან წულაძე 1983 წლის 30 აგვისტოს დაიბადა, ლანჩხუთში. ლიდია ინშუნა და ვალერი წულაძე სამ ვაჟკაცს ზრდიდნენ... დედა: `რუსლანი ძალიან განსხვავდებოდა ძმებისგან... საოცრად მოსიყვარულე იყო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი სიკეთე და ძალა ყველას ეყოფოდა. მშვიდი და გაწონასწორებული იყო, უყვარდა ბუნება, სილამაზის აღქმა შეეძლო. ხატავდა, ხისგან ულამაზეს ფიგურებს აკეთებდა, პატარა ზომის ქანდაკებებს ასხამდა... უსაქმოდ არასდროს იჯდა, ყოველთვის რაღაცით იყო დაკავებული. საქართველოს ისტორია უყვარდა უზომოდ. ოცნებობდა საქართველოს ყველა კუთხე შემოევლო... სამხედრო საქმისადმი მიდრეკილება პატარაობიდანვე ჰქონდა, 8 წლის იყო, რომ მოვიდა მითხრა, მეზობლის კაცი სამხედრო ფორმას ყიდისო. ფული არ გვქონდა... წავიდა და სთხოვა სიმინდში გაგვიცვალეო... სიმინდში გავუცვალეთ იმ კაცს ფორმა... იმ ფორმით დადიოდა მე-10 კლასამდე, რომ გაიხდიდა დაკეცავდა და კოხტად დადებდა... რომ ჰკითხავდნენ ფორმა რატომ გაცვია, ჯარისკაცი ხომ არა ხარო, იცინოდა და `კიო~ პასუხობდა... კითხულობდა წიგნებს იარაღზე,
სამხედრო ტექნიკაზე, ყველაფრის ცოდნა უნდოდა...~ ნიგოეთის სკოლა დაამთავრა, შემდეგ სამხედრო ვალი მოიხადა სენაკის ბაზაზე. შემდეგ კვლავ სოფელში დაბრუნდა. სამი თვის შემდეგ კი პოლკოვნიკი გია ჭელიძე ნახა შემთხვევით. დედა: `შინ რომ მოვიდა მითხრა, გადავწყვიტე კონტრაქტი დავდო და ჯარში დავბრუნდეო. მეორე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონში მსახურობდა, გამნაღმველი იყო, სერჟანტი... ძალიან კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით, ერთხელ მითხრა, - მე ამ ყველაფერს სამშობლოს სიყვარულის გამო ვაკეთებო. რუსლანს უსაზღვროდ უყვარდა საქართველო... როცა ვკითხავდი, სიბერემდე ჯარში დარჩენას ხომ არ აპირებ - მეთქი, გაიცინებდა და მეტყოდა, სანამ საჭირო იქნება იქ დავრჩებიო... ცოლის მოყვანა უნდოდა. შეყვარებული ჰყავდა, მაკა ერქვა. ხშირად ამბობდა ბევრი შვილი მინდა მყავდესო... მაკა დღესაც მეხმიანება, მკითხულობს... მასაც ჩემს შვილად მივიჩნევ. 21 ნოემბერს აპირებდა ქორწილის გადახდას, არ დასცალდა...~ დედა გაიხსენებს რომ 20 ივნისს, შინ ათდღიანი შვებულებით ჩასული შვილი, გაუთავებლად ქორწილზე და... ომზე ლაპარაკობდა. დედა: `გავბრაზდი, სულ ომს რატომ ახსენებ-მეთქი... გაეცინა, პასუხი არ მოუცია... მოგვიანებით კი მითხრა, დე, ომი რომ დაიწყოს, შენ ისეთი ხარ, იქ ჩამომაკითხავ და ძებნას დამიწყებ, იქაურობას აიკლებ, `რუსლანჩიკ, შვილო სად ხარო~... ძმები იცინოდნენ, მე ხმა არ ამომიღია, არ მომეწონა ეს ხუმრობა.... შინიდან რომ გადიოდა, ვურჩიე, ლამაზი შავი ზედატანი რომ გაქვს, ის ჩაიცვი-მეთქი. გახედა, გამოხედა ამ ზედატანს და მე გამომიწოდა, ეს შენ გქონდეს, გამოგადგებაო... არ მომწონდა მისი საქციელი... სახლიდან გასვლის წინ, ვერცხლის ჯვარი მაჩუქა და დამიბარა ეს შენ ატარეო.... ჩვევად მქონდა, ჯარში რომ მიდიოდა დავლოცავდი ხოლმე და პირჯვარს გადავსახავდი, იმ დღეს მისი საქციელით ნაწყენი ვიყავი და უგულოდ გადავსახე პირჯვარი. გამომხედა ნაღვლიანი თვალებით... არასოდეს დამავიწყდება ის თვალები... 5 აგვისტოს დამირეკა, პოლიგონზე მივყავართ სავარჯიშოდ და ტელეფონი გამორთული რომ მქონდეს, არ შეგეშინდესო. მე ეჭვი არ შემპარვია, არ მეგონა ასეთი დაძაბული სიტუაცია თუ იყო... ომი რომ დაიწყო შიშმა ამიტანა... 9 აგვისტოს დამირეკა, ოსიაურში ვარ, ომში არ მივყავართ, ნუ გეშინია, ტირილს მორჩიო, მკაცრი ხმით მითხრა. უცებ აფეთქების ხმა გავიგე, ისევ მომატყუა, წვრთნებს გავდივართ, ნუ გეშინიაო... მას შემდეგ სულ გამორთული ჰქონდა ტელეფონი.... არ მეგონა თუ რამე მოუვიდოდა.... ~ რუსლან წულაძის გამოსვენება 17 აგვისტოს მოხერხდა უწმინდესის ძალისხმევით... დედამ არ ისურვა შვილის ცხედრის ნახვა... უნდოდა ისეთი ხსომებოდა, როგორიც 631
იყო – სიცოცხლით სავსე... დედა: `შინდისში, იქ სადაც ჩემი შვილი დაიღუპა, წელიწადში ორჯერ მივდივარ. პირველად რომ ჩავედი ომი ახალი დამთავრებული იყო, მიწას სისხლის კვალი ეტყობოდა, ირგვლივ ქაოსი სუფევდა, ჩემი შვილის დაღუპვის ადგილიდან მიწა წამოვიღე, როცა მოვკვდები მინდა, რომ გულზე დამაყარონ... მეორედ რომ ჩავედი, სისხლიანი მინდორი უკვე მწვანედ იყო აბიბინებული, იმ ადგილას სადაც ჩემი შვილი და მისი მეგობრები დაიღუპნენ ჯვარი იყო აღმართული, გული გამინათდა... სანამ ცოცხალი ვარ, შინდისში სულ წავალ იმ ადგილს არასდროს მივატოვებ, რადგან იქ დაიღვარა ჩემი შვილის სისხლი, ის ხომ მხოლოდ
632
24 წლის იყო... სული მტკივა ჩემი შვილის არყოფნის გამო... ადრე სიცოცხლე არ მინდოდა, ახლა პირიქით, მინდა ვიცოცხლო დიდხანს და ბევრი რამე გავაკეთო მისთვის... ჩვენი სოფლის ცენტრში, მემორიალი დაუდგეს ჩემს შვილს. მინდა პატარა სამლოცველო ავაშენო რუსლანის სახელზე, სადაც ყველა დაღუპული გმირის მოგონებას შეძლებს ხალხი. ყველა დაღუპულ ჯარისკაცს მინდა მოვეფერო. ისინი ღმერთთან არიან. მინდა ყველა შვილმკვდარ დედას ვუთხრა, რომ გამაგრდნენ, ჩვენი შვილები სამშობლოსთვის დაიღუპნენ და მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში...~
კაპრალი
კობა წურწუმია მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
1984 - 2008
ობა წურწუმია 9 აგვისტოს, ცხინვალის მისა დგომებთან, დაჭრილი თანამებრძოლების გამო ყვანისას დაიჭრა სასიკვდილოდ. სამშობლოსთვის თავგანწირვით იბრძოდა პირველ ხაზზე. კობა რუსეთის მორიგი საავიაციო დაბომბვის დროს დაიღუპა. ბესო წურწუმია, კობას ძმა: `იმ დღესაც ჩვეულებრივ გავიდა სახლიდან. ტელეფონზე თითქმის ყოველდღე ველაპარაკებოდით. ბოლოს 9 აგვისტოს გვითხრა, ნუ ინერვიულებთ ყველაფერი კარგად იქნებაო. ცხინვალში ყოფილა... 15 წუთში დამირეკეო და გამითიშა ტელეფონი. დავიწყე რეკვა, მაგრამ ზარი გადიოდა და ტელეფონს აღარავინ პასუხობდა... ომის დაწყების პირველივე წამიდან, ბრძოლის ქარცეცხლში წინა ხაზზე ტრიალებდა. უამრავი დაჭრილი გამოუყვანია ბრძოლის ველიდან. თვითონ კი ცხინვალის მისადგომებთან 9 აგვისტოს მძიმედ დაიჭრა. საჰაერო დაბომბვის დროს ანასხლეტი მოხვედრია. 14 აგვისტოს დაგვირეკეს და გვითხრეს, კობა წურწუმია გარდაცვლილია და წაიყვანეთო... 14 აგვისტოს გადავასვენეთ სოფელში, 21 აგვისტოს კი დავკრძალეთ. 24 წლის გარდაიცვალა...~ კობა წურწუმია 1984 წლის 23 აპრილს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლეწურწუმეში დაიბადა. მეოთხე შვილი ოყო ოჯახისთვის. მშვიდი და წყნარი იყო. 12 წლისას მამა გარდაეცვალა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩხოროწყუს
რაიონის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში ჩააბარა. ტექნიკუმის დამთავრებისთანავე ჯარში გამოიძახეს. ორი წელი მსახურობდა ფოთში. ბესო წურწუმია, ძმა: `ჯარიდან, რომ დაბრუნდა საბუთების შეგროვება დაიწყო და გვითხრა, კონტრაქტზე უნდა შევიდეო. ისეთი მონდომებული იყო, რომ წი ნააღმდეგობა აღარავის გაგვიწევია. კონტრაქტს 2007 წელს მოაწერა ხელი. წოდებით კაპრალი იყო. ვა ზ იანში მსახურობდა. IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუ ბუქ ქვეით ბატალიონში, ათეულის მეთაური იყო. ყუმ ბარმტყორცნელი... იმდენად მოსწონდა იქ ყოფნა, რომ ამბობდა ხოლმე, 4 წელს რომ მოვრჩები, კიდევ უნდა გავაგრძელო კონტრაქტიო. სექტემბერში ერაყში უნდა წასულიყო. პირველი ხელფასით დისშვილებს საჩუქრები უყიდა. ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ბიძა იყო. ვიღაც გოგო ჰყვარებია, მაგრამ ამ თემაზე ოჯახში ნაკლებს საუბრობდა. სენაკელი გოგო იყო და რამდენჯერმე ჩაუკითხებია.~ ომამდე 20 დღით ადრე შვებულება ჰქონდა აღებული. სოფელში ჩააკითხა ოჯახს. ყველა ნათესავი მოინახულა და ისე წავიდა საბრძოლველად. უკან უკვდავი სახელით დაბრუნდა, კობა სამშობლოსთვის დაცემული ქართველი გმირია.
635
კაპრალი
შმაგი ხაიკაშვილი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
1989 - 2008
აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან კაპრალი ხაიკაშვილი, თანამებრძოლთან ერთად, მტრის გამოჩენას ელოდებოდა... უცებ გასროლის ხმა გაისმა. 19 წლის შმაგი ხაიკაშვილს სნაიპერის ტყვია მოხვდა... ხაიკაშვილი ანასტასია, დედა: `1989 წლის 28 თებერვალს დაიბადა. ერთადერთი შვილი მყავდა... მოძრავი და მოუსვენარი ბავშვი იყო. სულ რაღაცას ჩხირკედელაობდა. მერე თბილისში ჩამოვედით საცხოვრებლად, აქ გაიზარდა. ერთადერთი შვილი დედას ჯარის მკაცრი ცხოვრებისთვის არ ემეტებოდა, მაგრამ ვერაფრით გადაიბირეს. ბავშვობის ოცნება - გავიზრდები და ჯარისკაცი გავხდებიო, შმაგიმ 18 წლის ასაკში აისრულა. დედა: `სანამ კონტრაქტზე წავიდოდა, რამდენიმე თვით ადრე, მთაწმინდაზე ჯარისკაცები გაუცვნია. ჯიბეში რაღაც კაპიკები ჰქონია და მათთვის მიუცია... იცოდა რა იყო ჯარისკაცური ცხოვრება და ძალიან უნდოდა... დედისერთა იყო და სავალდებულოს მოხდა არ შეხებია... არ ეკუთვნოდა სავალდებულოს მოხდა, მაგრამ ვერ შევაკავეთ. პირდაპირ კონტრაქტზე შევიდა. საბუთები რომ შეჰქონდა მეხვეწებოდა, ხელი მომიწერეო, უარზე ვიყავი... მერე ჩემი დისთვის უთხოვია, მაგრამ მასაც უარი უთქვამს... ბოლოს მაინც შევიდა კონტრაქტზე. რვა თვის განმავლობაში არასდროს დაუწუწუნია, დავიღალეო. პირიქით, რასაც აკეთებდა გულით და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. კონტრაქტის მოწერიდან 9 თვე იყო გასული... ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში მეტყვიამფრქვევე იყო...
ძალიან მოსიყვარულე ბიჭი, ყველას ზედ ჰყვებოდა... თუმცა მისი სიყვარული ცალმხრივი იყო. თავისზე რამდენიმე წლით უმცროსი გოგო უყვარდა~. სახლში ბოლოს 2 აგვისტოს მივიდა. რაღაც საბუთი სჭირდებოდა. დეიდაშვილისთვის დაურეკავს და უთქვამს, მომიძებნე და მალე მოვალო. იმ დღეს, როცა შმაგი სახლში უკანასკნელად იყო მისული, დედამ ვერ ნახა... დედა: `ბოლოს, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ვნახე... ჩაფიქრებული იყო... ყოველთვის მომღიმარი შმაგი, იმ დღეს სხვანაირი იყო... როცა სამსახურიდან მოვიდოდა მთელი დღე მეგობრებთან ატარებდა. გვიან მოდიოდა. 24 საათში სამი საათი ძილი, მისთვის საკმარისი იყო. დილაადრიან გაიღვიძებდა, სამსახურში არ დამაგვიანდესო და გარბოდა... ძალიან მოწესრიგებული და პასუხისმგებლობის მქონე იყო. ბოლოს 4 აგვისტოს ველაპარაკე. არაფერი უთქვამს ისეთი, მომიკითხა... მისი ნაწილი ვაზიანიდან 7 აგვისტოს გაიყვანეს, ყველას ტელეფონი ადგილზე დაატოვებინეს და იმის მერე ვერაფრით ვეღარ ვუკავშირდებოდი... სად იყო და როგორ იყო ჩემი შვილი, არაფერი ვიცოდი. ყველგან ვეძებდით. 10 თვის შემდეგ დეენემის ანალიზის პასუხი მივიღეთ... დედამ ერთადერთი შვილი დავკარგე... მაგრამ მაინც ამაყი და ბედნიერი ვარ იმით, რომ გმირი გავზარდე~. შმაგი ხაიკაშვილი თანამებრძოლებთან ერთად ძმათა სასაფლაოზე განისვენებს.
639
კაპრალი
კობა ხარჩილავა მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
1987 - 2008
აპრალი კობა ხარჩილავა ცხინვალის მისადგომებთან 11 აგვისტოს საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა. ჭურვის ანასხლეტი მოხვდა, ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. დარეჯან ჩაჩიბაია, დედა: `ომამდე ერთი კვირით ადრე შვებულება ჰქონდა აღებული. ის ერთი კვირა, ძალიან დაღონებული იყო, ჩემთან არაფერს ამბობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დარდობდა. სახლიდან რომ გავიდა, ეკლესიასთან გაჩერებულა, მუხლებზე დაჩოქილა და ლოცულობდა. ეს ყველაფერი მერე ბავშვებმა გვითხრეს... დედის გულიც გრძნობდა ამ ყველაფერს, მაგრამ ვერ წარმომედგინა თუ ომი დაიწყებოდა... 7 აგვისტოს, როცა პირველი იერიში მოიტანეს ჩვენზე, ძალიან ცუდად გავხდი. დღე ერთი იყო და მასთან დარეკვა ასი. სულ ტელეფონზე ვეკიდე. ბოლოს, რომ ველაპარაკე, მითხრა, ქუთაისში ვარო... არადა ამ დროს ცხინვალში, მტერს ეომებოდა... ბოლოს 10 აგვისტოს ველაპარაკე, სად და როგორ ვარ, ამის თქმის უფლება არ მაქვსო. არ ვიცი რუსი თუ ოსი ჯარისკაცი, ტყვედ აუყვანია და უფროსისთვის ჩაუბარებია... დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან... საკუთარი სიცოცხლის ფასად ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა... ბიჭები ამბობდნენ, ისე იქცეოდა, თითქოს იცოდა, რომ უნდა დაღუპულიყოო... სანამ დაიღუპებოდა, ჩვენი მეზობელი ბიჭისთვის უთქვამს, როგორ ფიქრობ, აქედან ცოცხლები გავალთო? მერე ისიც დაუყოლებია, მგონი მე აქედან გასვლა არ მიწერიაო... 11 აგვისტოს, დილაადრიან, ცხინვალის მისადგომებთან, ჭურვის ჩამოგდების შემდეგ ანასხლეტი მოხვედრია ხერხემალში. ფეხი ჰქონდა მოტეხილი. როგორც კი წაქ ცეულა, ვერაფრის თქმა ვეღარ მოუსწრია, გაუღიმია და სულიც დაულევია... ორი დღის მერე გავიგე, რომ აღარ მყავდა, ჩემი გაჭირვებით გაზრდილი შვილი... ყველას სცოდნია ჩვენს გარდა და თქმას ვერ გვიბედავდნენ... ბებიის და ბაბუის გვერდით დავკრძალეთ...~ კობა ხარჩილავა 1987 წლის 14 ივნისს დაიბადა წალენჯიხაში. ოჯახში მეორე ბიჭი იყო. უმცროსი და ჰყავდა, სამი თვის ორსული იყო და, როცა კობა ომში წავიდა. ოცნებობდა დისშვილზე, ბიძა ვხდებიო, ამაყობდა თურმე, მაგრამ ვერც ბიძობას მოესწრო და ვერც საკუთარ ოჯახს,
არადა საკონტრაქტოს დასრულების შემდეგ დაქორწინებას აპირებდა, შეყვარებული ჰყოლია, ტელეფონით გაცნობილი გოგო. დარეჯან ჩაჩიბაია, დედა: `ჩემი გოგო სამი თვის ორსული იყო, როცა კობა დაიღუპა. ოცნებობდა, ნეტა ბიძა როდის გავხდებიო... არც მამობა ეღირსა და არც ბიძობა... დაოჯახება ვერ მოასწრო... მარტვილელი გოგო ჰყვარებია. ტელეფონით გაუცნიათ ერთმანეთი. იმ გოგოს ქუთაისში, ჯარშიც მიუკითხებია. ერთი წელი ტელეფონით ჰქონდათ ურთიერთობა. სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს... დაოჯახება გადაწყვეტილი ჰქონდათ, ამბობდა, სანამ კონტრაქტს არ მოვრჩები, იქამდე ცოლს არ მოვიყვანო. არ ვიცი გული მიგრძნობდა რამეს თუ არა, მაგრამ სულ იმას ვეხვეწებოდი, დედა შენს თანატოლებს უკვე დიდი შვილები ჰყავთ და შენც მოიყვანე, ბავშვს ჩვენ გაგიზრდით-მეთქი. არა დედა, სანამ კონტრაქტს არ მოვრჩები, მანამდე არ დავოჯახდებიო, ხომ ხედავ ჩემს თანატოლებს ცოლ-შვილი ჰყავთ, მაგრამ სულ ჯარში არიან და ენატრებათო... ~ კობა ხარჩილავამ სოფელ ჯგალის საშუალო სკო ლა დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ სავალ დებულოში გაიწვიეს. 6 თვის შემდეგ, კობამ და მისმა ორმა თანასოფლელმა, კონტრაქტზე შესვლა გადაწყვიტეს. ქუთაისში, 31-ე ბრიგადაში, III ბატალიონში გაანაწილეს. წოდებით კაპრალი, ყუმბარმტყორცნელი იყო. დარეჯან ჩაჩიბაია, დედა: `ძალიან არ მინდოდა კონტრაქტზე რომ შედიოდა, ვეუბნებოდი კიდეც, დედა არ გინდა დამიჯერე-მეთქი, მაგრამ ვერ გადავაფიქრებინე... ბოლოს, ისე მოაწერა კონტრაქტს ხელი, რომ არავინ არ ვიცოდით. 2005 წელს შევიდა კონტრაქტზე, 2 წელი და 6 თვე იყო გასული... მანამდე ერაყშიც იყო ნამყოფი სამშვიდობო მისიით. გამორჩეული ბატალიონიაო და 6 თვის ნაცვლად 10 თვე დატოვეს... ძალიან მოსწონდა ჯარის მკაცრი ცხოვრება. ორი წლის განმავლობაში ერთი შენიშვნა არ დაუმსახურებია. ამბობდა, ამ კონტრაქტს რომ მოვრჩები, კიდევ უნდა გავაგრძელოო...~ კონტრაქტი გაგრძელდა, სამუდამოდ... 21 წლის კობა ხარჩილავამ სამშობლოს წინაშე დადებული ფიცი პირნათლად შეასრულა და ისტორიაში კიდევ ერთი თავდადებული ქართველი გმირის სახელით შევიდა.
643
კაპრალი
კახაბერ ხუბულური ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
1988 - 2008
ედამ არ იცის, სად და რა ვითარებაში მოუკლა პირსისხლიანმა მტერმა შვილი... მტერს გააფ თრებული ებრძოდა, ტყვედ რომ ჩავარდა თან ამებრძოლებთან ერთად... `ტელევიზორში უჩვენებიათ კადრები. ჩემს ნაცემ, და დასისხლიანებულ კახას, ერთი დაჭრილი ბიჭი ჰყავდა აკიდებული... თანამებრძოლებთან ერთად მტერს მიყავდა...~ დედა ამაოდ ელოდა თავის ერთადერთ შვილს... კახა ხუბულური 20 წლის იყო... დედისერთა იყო, მშობლებს ცა უნათდებოდათ მის დანახვაზე, მაგრამ არ ათამამებდნენ. არც თავად იყო თავნება და მოთავისე. წყნარი და მშვიდი ბავშვი ყოფილა. სწავლობდა გორის მეთერთმეტე სკოლაში. ჯერ კიდევ პატარა ბიჭუნა იყო თავისუფალ ჭიდაობაზე რომ შეუყვანიათ. წარმატებებიც ჰქონია. 18 წელი შეუსრულდა თუ არა, ჯარში გამოიძახეს. დედამ ელვის სისწრაფით აიღო ცნობა, რომ მისი ვაჟი დედისერთა იყო, მაგრამ ვაჟმა ეს ცნობა დედის თვალწინ დახია და ჯარში წავიდა. იზოლდა ხუბულური, კახას დედა: `მითხრა, დედა, წავალ სავალდებულოს მოვიხდი და მერე სადმე დავიწყებ მუშაობასო... 10 თვე მსახურობდა ბათუმში. სავალდებულო რომ მოიხადა, დაგვირეკა და გვითხრა, კონტრაქტზე მინდა გადასვლაო. არ მინდოდა, რომ წასულიყო, ეგ ერთი მყავდა და არ მემეტებოდა... არაფერი მითქვამს, წინააღმდეგობაც არ გამიწევია. რადგან თვითონ ძალიან მოწადინებული და მონდომებული იყო, აღარ დავუშალეთ....~ კახა ხუბულური მეოთხე ბრიგადაში გაანაწილეს. პირველი ხელფასი ოჯახს მოახმარა. დედა: `იცოდა რომ ძალიან ბევრს ვშრომობდი და ყველანაირად გვერდში მედგა. 6 თვით ნიქოზში იყო სამშვიდობო მისიით. მანამდე წვრთნებზე სენაკში, სულ 7-8 თვე იმსახურა, შინ იშვიათად მოდიოდა, მეტყოდა ხოლმე, დედა, შენი დარდი მაქვს, თორემ სახლში საერთოდ აღარ მოვიდოდიო. ჯარის მკაცრ ცხოვრებას გმირულად და მამაცურად იტანდა... არასოდეს დაუწუწუნია. შემოდგომით ერაყში უნდა წასულიყო. დიდი გეგმები ჰქონდა. სახლის მეორე სართული გასამართი გვაქვს, იმის გამართვას და დაოჯახებას აპირებდა, მეზობლებისთვის საიდუმლოდ უთქვამს. ჩვენთან ამ თემაზე არ საუბრობდა. ტელეფონზე ვიღაცას ხშირად
ელაპარაკებოდა და ვხვდებოდი, რომ ვიღაც უყვარდა... ერთხელ ტელეფონზე საუბარს, რომ მორჩა, ვუთხარი, თუ გიყვარს დედა, ადექი და მოიყვანე-მეთქი. გაიცინა... კახას, ღიმილის ბიჭს ეძახდნენ... გეგმები ბევრი ჰქონდა, მაგრამ...~ მაგრამ დაიწყო ომი და მოუსწრაფა სიცოცხლე... დედა: `ბოლოს სახლში 2 აგვისტოს მოვიდა. შაბათი დღე იყო, კარგად მახსოვს... ღამის 12 საათი იყო და ფანჯარაზე მომიკაკუნა. როცა სახლში მოდიოდა ფანჯარაზე მომი კაკუნებდა და ვხვდებოდი, რომ ის იყო, დედა მოუკვდეს... ცოტა ნასვამი იყო. ოთახის კარებთან ჩაიცუცქა და მითხრა, ძმაკაცი აღარ მოგვეშვა და საქეიფოდ წავედითო. მთხოვა, დედი, იქნებ ფორმა გამირეცხო, ხვალ დილისთვის გაშრებაო... შუაღამისას გავურეცხე ტანსაცმელი. თურმე ბოლო თხოვნა იყო, დედა მოუკვდეს.... რა ვიცოდი, რომ ჩემს შვილს საბოლოოდ ვურეცხავდი ტანსაცმელს... სახლიდან რომ გავიდა, რაღაც დაღონებული მეჩვენა. ვუთხარი კიდეც, კახა, ნეტა საერთოდ არ წასულიყავი ჯარში-მეთქი. ლოყაზე თითი ჩამომისვა, მომეფერა და წავიდა. უკან აღარც მოუხედია... როგორც კი სახლიდან გავიდა, გულმა რეჩხი მიყო, ეს სიტყვები ამოვიჩემე, ვაიმე კახა, დედა მოგიკვდეს-მეთქი... მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, ცოცხალ შვილს როგორ დავტირივარ-მეთქი... ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა...~ 7 აგვისტოს გზად მიმავალმა დედამ, ტანკების კოლონას რომ თვალი მოჰკრა, თავზარდაცემულმა მაშინვე შვილს დაურეკა: `7 საათი იყო. როგორ ხარ დედა, ფრთხილად იყავი-მეთქი... ნახევარი საათის შემდეგ უკვე აღარ გადიოდა ზარი. გათიშული ჰქონდა ტელეფონი....~ ამ დროს კახა, თანამებრძოლებთან ერთად უკვე ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა... 8 აგვისტოს ტყვედ ჩავარდა... დედა: `არავის უნახავს სად და როგორ მოკლეს ჩემი შვილი. არც იმ გადარჩენილ ტყვეებს... მჯეროდა, რომ ცოცხალი იქნებოდა და მალე დამიბრუნდებოდა, მაგრამ დეენემის ანალიზით ამოიცნეს. უკვე მუხათგვერდში იყო დაკრძალული... 27 ნოემბერს დაგვირეკეს... ამ დღეს დასრულდა ჩემი ცხოვრებაც...~ 20 წლის კახა ხუბულური დღეს აგვისტოს ომის გმირია, სამშობლოსთვის თავგანწირული, რომლის სახელიც ისტო რიამ უკვდავყო.
647
კაპიტანი
ალბერტ ბალხამიშვილი მედალი – სამშობლოსათვის თავდადებული, 2009 წ. (გარდაცვალების შემდეგ) მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
1958 - 2008
აგვისტოს მარნეულის აეროპორტის დაბომბვისას დაიღუპა მაიორი ბალხამიშვილი, პროფესიონალი მფრინავი, რომელმაც ცხოვრების 25 წელი სამო ქალაქო ავიაციაში გაატარა, ბოლო 8 წელი კი – სამხედრო ავიაციაში. ალბერტ ბალხამიშვილი, ეკიპაჟის წევრებთან ერთად, კოპიტნარში გაფრენის ბრძანებას ელოდა, როცა მტერმა მარნეულს დაარტყა. უშანგი ბალხამიშვილი, შვილი: „1958 წლის 15 სექტე მბერს დაიბადა, ვაზიანის დასახლებაში. ოჯახში მეორე შვილი იყო. სულ სამი ძმანი იყვნენ. ბავშვობიდან სპორტით იყო დაკავებული. სკოლის შემდეგ, მოსკოვში წავიდა სასწავლებლად და საფრენოსნო დაამთავრა. ხუთი წელი ისწავლა და უკან დაბრუნდა. მფრინავი იყო. სავალდებულო ჯარიც რუსეთში გაიარა. დედა სოფელ აღაიანში ცხოვრობდა, მამაჩემის მამიდაც ამ სოფელში ცხოვრობს. ერთმანეთი იმ სოფელში გაიცნეს და გაცნობიდან 6 თვეში იქორწინეს. პირველი შვილი მე გავჩნდი. ძალიან ბედნიერი ყოფილა. უნდოდა, რომ მფრინავი გამოვსულიყავი. ჩემი ძმა წელიწადნახევრის შემდეგ დაიბადა. მოსკოვიდან რომ ჩამოვიდა, სამოქალაქო ავიაციაში დაიწყო მუშაობა. 25 წელი იმუშავა... ამის შემდეგ გადავიდა ბოლნისში სამხედრო მფრინავად. „იაკ 40“-ზე იჯდა... 7-8 წელი იმუშავა... დედამ და მამამ ერთად 28 წელი იცხოვრეს. მე და ჩემი ძმა დასაოჯახებლები ვართ და სულ იმას
გვეუბნებოდა, მალე დაინიშნეთ, შვილიშვილები მინდაო... ბოლოს სახლიდან 5 აგვისტოს გავიდა. თითქმის ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ველაპარაკებოდით. ბოლოს დაღუპვამდე 2 საათით ადრე დარეკა. გვამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობთო... მე და ჩემს ძმასაც გვინდოდა ომში რეზერვისტებად წასვლა... ბოლნისში მსახურობდა, მაგრამ ბოლნისიდან თვითმ ფრინავი დავალებით მარნეულში გაფრინდა... იქიდან კოპიტნარში აპირებდნენ გადაფრენას. კოპიტნარში მათ გაფრენამდე დაიბომბა მარნეულის აეროპორტი... 8 აგვისტოს დაიღუპა... თვითმფრინავის გვერდით იდგა ეკიპაჟი. სულ სამნი იყვნენ... იმ დღესვე გავიგეთ. ბიძაჩემმა შეგვატყობინა... იმ ღამესვე ჩამოვასვენეთ. მასთან ერთად ეკიპაჟის სამი წევრი იყო. ერთი გადარჩა, სამი დაიღუპა. 12 აგვისტოს დავკრძალეთ კასპის რაიონში, სოფელ ბოჟამში... ახლა ორი ძმა, თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, ავიაციაში ვმუშაობთ... ჩემს ძმას გადაწყვეტილი აქვს, მფრინავი გამოვიდეს. სადაც მამაჩემი მუშაობდა, ჩემი ძმა იქ მსახურობს. მე მახათას მთაზე ვარ... მთელი ჩვე ნი საგვარეულო, ასე ვთქვათ, ავიაციასთან არის დაკავშირებული... აფხაზეთის ომის დროსაც მამაჩემი სამოქალაქო თვითმფრინავზე იჯდა და ხალხი გადმოჰყავდა...“
651
კაპიტან–ლეიტენანტი
თეიმურაზ ჭიტაძე მედალი – ქაქუცა ჩოლოყაშვილი, 2008 წ. (გარდაცვალების შემდეგ) მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
1979 - 2008
ეიმურაზ ჭიტაძე წოდებით კაპიტანი იყო. ფოთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე მსახურობდა. ფო თის პორტის დაბომბვისას კასეტურმა ბომბმა იმ სხვერპლა მისი სიცოცხლე. ომში რომ წავიდა, 29 წლის იყო. მაკა დარბაიძე, მეუღლე: „პირველი შვილი იყო. 1979 წლის 30 მაისს, სოფელ გურიანთაში დაიბადა. ორი ძმა ჰყავს. საშუალო სკოლაც გურიანთაში დაამთავრა. ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბიძამ უკრაინაში წაიყვანა. სწავლობდა სამხედრო აკადემიაში და პარალელურად მუშაობდა. უკრაინიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ გავიცანი. ერთმანეთს დეიდაჩემთან შევხვდით. ჩემი დეიდაშვილის ქორწილში ამიხსნა სიყვარული. მაშინ 22 წლის ვიყავი, თეიმურაზი 5 წლით იყო უფროსი... სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ბოლოს გავიპარეთ და დავოჯახდით. წლისთავზე გოგონა შეგვეძინა, რომელსაც თემურის დედის სახელი – ნადია დავარქვით... ერთად წელიწადი და რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ... ბავშვი 10 თვის იყო, ომში რომ წავიდა... ფოთში მსახურობდა. წოდებით კაპიტანი იყო. ძირითადად კომპიუტერთან უწევდა მუშაობა და ამის გამო თითქმის სულ ნაწილში იყო. ომამდე რამდენიმე დღით ადრე საჩხერეში უნდა წავსულიყავით. დილით მითხრა, რაღაც საშინელი სიზმარი ვნახე და არ ვიცი, როგორ ვიქნებიო. ვუთხარი, ცრურწმენებს არ ავყვეთ-მეთქი. იმ დღეს ჩვეულებრივ წავედით საჩხერეში. სამი დღის შემდეგ დაურეკეს, განგაშია
და სასწრაფოდ უნდა გამოცხადდე სამსახურშიო... ბოლოს სახლიდან 5 აგვისტოს გავიდა. ჩქარობდა. ჩვეულებრივ დაგვემშვიდობა, მე, ალბათ, აქ ვეღარ ჩამოვალ და იქნებ შენმა ძმებმა ჩამოგიყვანონ ფოთშიო. იმის მერე აღარც მინახავს... მარნეულის ბაზა რომ დაბომბეს, მეც და ბავშვიც ჩემს მშობლებთან, მარნეულში ვიყავით. მირეკავდა და მამშვიდებდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო... ბოლოს, 9 აგვისტო რომ თენდებოდა, მაშინ ველაპარაკე. მაწყნარებდა, არ ინერვიულო და ბავშვს მიხედეო... ამის მერე ვეღარ ვუკავშირდებოდი – ტელეფონის ხაზები უკვე გადატვირთული იყო. ვფიქრობდი, ამდენი ხანი როგორ არ დამირეკა-მეთქი. ბოლო წუთამდე ფოთში, სამხედრო საზღვაო ბაზაზე იყო. თავის ოთახში კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. როდესაც ფოთის პორტი დაბომბეს, ისევ ოთახში მჯდარა. თვითმფრინავს რომ გადაუფრენია, წამომხტარა და ფანჯარაში გაუხედავს. ეზოში თანამშრომლებისთვის გადაუძახია, ყველანი დაწექითო... ამ დროს ჩამოუგდიათ ჭურვი და კასეტურის ანასხლეტი მოხვედრია თავში... რამდენიმე წუთი უცოცხლია... იმ საღამოს დამირეკა მისმა თანამშრომელმა, დაჭრილია და იქნებ ჩამოხვიდეო... უკვე გურიანთაში იყო გადასვენებული. პირდაპირ იქ ჩავედი. სოფელში, სახლს რომ მივუახლოვდი, ბევრი ხალხი იყო და მივხვდი, რომ კარგად არ იყო საქმე... ბავშვი ახლა მამას ფოტოებით იცნობს.... ახლა მარნეულში ვარ, თავდაცვის სამინისტრომ მარნეულის სამხედრო ბაზაზე დამასაქმა...“
655
კაპრალი
ემზარ წილოსანი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
1978 - 2008
აპრალი ემზარ წილოსანი ცხინვალთან ახლოს სოფელ შინდისში, ტრაგიკულად დაიღუპა. ემზარი 29 წლის იყო, როცა მტერთან უთანასწორო ბრძოლაში სამშობლოსთვის გმირულად დაეცა. თეონა წილოსანი, მეუღლე: „1978 წლის 7 ოქტომბერს, ქალაქ ლანჩხუთში დაიბადა. პირველი შვილი იყო. ერთი და ჰყავს... სკოლაში კარგად სწავლობდა... სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სავალდებულო სამხედრო სამსახური ლანჩხუთის ბაზაზე მოიხადა. ერთმანეთი 2006 წელს გავიცანით. თავიდან მობილურით ვკონტაქტობდით, მერე ერთმანეთს შევხვდით, ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და ბოლოს დავქორწინდით... ორი წელი და ერთი თვე ვიცხოვრეთ ერთად. პირველი ბიჭი შეგვეძინა, მეორე – გოგო... მეორე ბავშვი ომამდე ერთი თვით ადრე გაჩნდა. შვებულება ჰქონდა აღებული და ერთი თვე ჩვენთან გაატარა. ძალიან ბედნიერი იყო, სამომავლოდ ბევრი გეგმა ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა... მოსწონდა ჯარისკაცური ცხოვრება და კიდევ აპირებდა
კონტრაქტის გაგრძელებას... სენაკში მსახურობდა, წოდებით კაპრალი იყო... მძღოლად მუშაობდა. 6 აგვისტოს დაურეკეს. ტელეფონზე საუბარს რომ მორჩა, მითხრა: გამომიძახეს და სასწრაფოდ უნდა წავიდე სენაკშიო. სახლიდან რომ გადიოდა, ცოტა აღელვებული იყო. არ მინდოდა იმ დღეს წასულიყო და ვთხოვდი, ხვალ დილით წადი-მეთქი. არ გაჩერდა, დღესვე უნდა გამოვცხადდეო... სენაკში რომ ჩასულა, პირდაპირ ცხელ ხაზზე წაუყვანიათ. მე არაფერს მეუბნებოდა, მერე გავიგე, რომ ცხინვალში იყო. 11 აგვისტოს შინდისში, სადგურთან დაღუპულა. ბოლოს, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, შუადღის 4 საათზე ველაპარაკე. მითხრა: ახლა არ მცალია და ცოტა ხანში დაგირეკავო... 2 ოქტომბერს დეენემის ანალიზით ამოვიცანით... ახლა ბავშვებს მამობაც მე უნდა გავუწიო. შუქრი და მარიამი ახლა 3 წლის და 2 წლის არიან. ხშირად კითხულობენ მამას. ბავშვები მამას ფოტოებით იცნობენ. შუქრი იძახის, დიდი რომ გავიზრდები, ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო...“
659
მაიორი
შალვა დოლიძე უმწიკვლო სამსახურის III ხარისხის მედალი, 2008წ. მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის, 2003წ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
1977 - 2008
აიორი დოლიძე ცხინვალში მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. 9 აგვისტოს, როდესაც რუსი აგრე სორები მასიურად ბომბავდნენ სამაჩაბლოს, მისი ბატალიონი ცხინვალში იყო შესული, რათა მიმდებარე ქართული სოფლებიდან გამოეყვანათ და გადაერჩინათ მოსახლეობა. შალვა დოლიძე გმირულად დაეცა სამშობლოს მი წაზე. ბატალიონის მეთაური ბრძოლის ველიდან თან ამებრძოლებმა გამოიყვანეს. ისინი დღესაც სიყვარულით და პატივისცემით იხსენებენ მეთაურს, მის თავდადებაზე და პრინციპულობაზე საუბრობენ. შალვა დოლიძე 1977 წლის 21 სექტემბერს, ქ. ჩიტაში დაიბადა, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. მამა, ზაურ დოლიძე, იმ პერიოდში, სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი იყო. 6 წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, რის გამოც მამა, სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად, თბილისში გადმოიყვანეს. შალვამ 67-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და 1995 წელს სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა. აკადემიის დამთავრების შემდეგ თავდაცვის სამინი
სტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა. იყო ოცმეთაური, ასმეთ აური, რამდენიმე წელი მუშაობდა გაერთიანებულ შტაბში. 2008 წლის 15 აპრილს, შალვა დოლიძე, ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. სამხედრო სამსახურის პერიოდში კვა ლიფიკაციის ასამაღლებლად რამდენჯერმე იყო თურქეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ერაყში. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები: მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის და III ხარისხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის. მისი გმირობა და სიმამაცე სამაგალითო იყო ყველა ქართველი მეომრისთვის. მაიორ დოლიძეს მეუღლე და 4 წლის ვაჟი, ლუკა დარჩა, რომელიც მუდამ იამაყებს მამის საგმირო საქმეებით. თბილისის ერთ-ერთ ქუჩასა და სკვერს მისი სახელი ეწოდა, ხოლო სახლზე, სადაც შალვა დოლიძე ცხოვრობდა, დღეს მისი მემორიალური დაფაა. შალვა დოლიძე ყოველთვის იქნება სამშობლოს ერთ გულებისა და სიყვარულის მაგალითი.
663
კაპრალი
დავით დვალიშვილი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
1980 - 2008
ავით დვალიშვილი 11 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა. სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. სხვა ინფორმაცია მის ოჯახს არა აქვს. დათომ მათ მხოლოდ იმედი დაუტოვა: „ყველაფერი კარგად იქნება“, – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. დავით დვალიშვილი წოდებით კაპრალი იყო, 42-ე ბატალიონში მსახურობდა. ზაირა დვალიშვილი, დედა: „დათო 1980 წლის 15 აგვისტოს, ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში დაიბადა. ქუთაისში ნიკოლაძის სახელობის სპორტული სკოლა და ამთავრა. სკოლის შემდეგ სწავლა ქუთაისის უნივერსიტეტში განაგრძო. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქუთაისში დაცვაში მუშაობდა, პირადი მცველიც იყო, შემდეგ ჯარში წავიდა. 2006 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა. ერთი წლის შემდეგ კონტრაქტით ვაზიანში მსახურობდა, 42-ე ბატალიონში, წოდებით კაპრალი იყო. კონტრაქტიდან ერთი წელი იყო გასული, რომ დაიღუპა.
სახლში ბოლოს 3 აგვისტოს მოვიდა... როცა ომი დაიწყო და საინფორმაციო გამოშვებები ყოველ 5 წუთში ერთხელ გადიოდა, ძალიან დავიძაბე, საშინლად ვნერვიულობდი. მაგრამ ჩემი შვილი ისეთი ადამიანი იყო, ზედმეტს არავის ეტყოდა, რომ არ გვენერვიულა. ჩემი ძმისთვის დაურეკავს და უთქვამს: ნუ გეშინიათ, არაფერი არ მოხდებაო. გვატყუებდა, მე არ ვარ ცხელ წერტილშიო... ბოლოს 9 აგვისტოს გველაპარაკა: ნუ ნერვიულობ, დედა, ყველაფერი კარგად იქნებაო... 7 აგვისტოს ვაზიანის ბრიგადა ცხინვალში შეიყვანეს. ერთი შვილი დარჩა. ბოლოს მისთვისაც დაურეკავს და უთქვამს: მამი, მე თუ რამე მომივიდა, შენ ჩემით იამაყეო... 11 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა. როგორც ვიცით, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. იმ დღესვე მოასვენეს სახლში. მის გარეშე ცხოვრება საშინელებაა, მაგრამ გმირის დედა მქვია... როგორღაც ვცოცხლობ, მისი საფლავი დამრჩა ერთადერთ ნუგეშად“.
667
სარჩევი რომან ზოიძე..................................................................................................................................... 1 ალექსანდრე ონიანი.......................................................................................................................... 5 სერგეი გოროზია.............................................................................................................................. 9 თეიმურაზ ბერიძე........................................................................................................................... 15 გოგა აბრამიშვილი.......................................................................................................................... 19 ერეკლე ყულოშვილი ...................................................................................................................... 23 გიორგი კირაკოზაშვილი................................................................................................................. 27 დათო ელიზბარაშვილი................................................................................................................... 31 გია და გელა რომელაშვილები....................................................................................................... 35 უშანგი (შმაგი) სოფრომაძე............................................................................................................. 39 გელა ჭედია..................................................................................................................................... 43 სერგო მელია................................................................................................................................... 47 რეზო მამისაშვილი......................................................................................................................... 51 ლევან ჭოჭუა................................................................................................................................... 55 ელგუჯა ინაური.............................................................................................................................. 59 ალექსანდრე თანდაშვილი.............................................................................................................. 63 გიორგი ჯავახიშვილი..................................................................................................................... 67 ლევან იოსებიძე.............................................................................................................................. 71 გიორგი ანწუხელიძე....................................................................................................................... 75 კახა კოშაძე..................................................................................................................................... 79 ნიკა ყალაბეგაშვილი....................................................................................................................... 83 გიორგი ბერიკაშვილი..................................................................................................................... 87 ილია ბაბუციძე................................................................................................................................ 91 ვახტანგ გზირიშვილი..................................................................................................................... 95 გელა მებაღიშვილი......................................................................................................................... 99 ზურაბ ბეგიაშვილი....................................................................................................................... 103 668
ლერი ლაგურაშვილი..................................................................................................................... 107 გიორგი ნადარეიშვილი................................................................................................................. 113 სოსო ღვინიაშვილი....................................................................................................................... 117 ზურაბ აბრამაშვილი..................................................................................................................... 121 გიორგი მურადაშვილი.................................................................................................................. 125 გოგიტა მაკრახიძე........................................................................................................................ 129 ივანე ელიკაშვილი........................................................................................................................ 133 ლევან დევდარიანი....................................................................................................................... 137 გიორგი მამუკაშვილი................................................................................................................... 141 ლევან მანძულაშვილი................................................................................................................... 145 ზაზა ახალკაცი............................................................................................................................. 149 ონისე დოიჯაშვილი...................................................................................................................... 153 გიორგი ბადრიაშვილი................................................................................................................... 157 ლევან მიდელაშვილი.................................................................................................................... 161 იოსებ ბეჟუაშვილი........................................................................................................................ 165 რეზო ახალკაცი............................................................................................................................ 169 მამუკა ბეკურაშვილი.................................................................................................................... 173 ჯიმშერ კურდღელაშვილი............................................................................................................ 177 მიხეილ დვალიშვილი.................................................................................................................... 181 ასლან შაინიძე............................................................................................................................... 185 დავით ბლიაძე............................................................................................................................... 189 ვასილ განჯელაშვილი.................................................................................................................. 193 მზეჭაბუკ მიჩიტაშვილი................................................................................................................ 197 ზურაბ ურიგაშვილი...................................................................................................................... 201 რამაზ ერაშვილი........................................................................................................................... 205 ჯიმშერ ტოროშელიძე................................................................................................................... 209 ივანე კვალიაშვილი....................................................................................................................... 213 ზაზა დოთიაშვილი........................................................................................................................ 217 669
მიხეილ ცერცვაძე......................................................................................................................... 221 ოთარ სუხიტაშვილი...................................................................................................................... 225 ვიტალი თაყაძე............................................................................................................................. 229 ოთარ ქარელი............................................................................................................................... 233 იოსებ მეხატურიშვილი................................................................................................................. 237 ოლეგ ჭონაშვილი.......................................................................................................................... 241 ამირან რაზმაძე............................................................................................................................. 245 შალვა გაბუნია.............................................................................................................................. 249 რაულ მჟავანაძე............................................................................................................................ 253 ვალერი გოგნაძე........................................................................................................................... 257 გოგა ბერაია.................................................................................................................................. 261 დიმიტრი ჯაილოვა....................................................................................................................... 265 გიორგი ღვინჯილია...................................................................................................................... 269 ირაკლი ჯანელიძე......................................................................................................................... 273 ოთარ კიკალეიშვილი.................................................................................................................... 277 მამია ფანცულაია......................................................................................................................... 281 ზაურ მახარაშვილი....................................................................................................................... 285 ვაჟა შაინიძე.................................................................................................................................. 289 თემურ ბოკუჩავა........................................................................................................................... 293 თემურ ფიჩხაია............................................................................................................................. 297 გელა თიგიშვილი.......................................................................................................................... 301 ზვიად დათუაშვილი...................................................................................................................... 305 საბა დადვანი................................................................................................................................. 309 ზაზა ფერაძე................................................................................................................................. 313 გიორგი წიქარიშვილი................................................................................................................... 317 რეზო ალავერდაშვილი................................................................................................................. 321 ავთანდილ ქამაშიძე...................................................................................................................... 325 არტემ ბალახაშვილი..................................................................................................................... 329 670
ალია ბარდაველიძე....................................................................................................................... 333 არჩილ ბერიანიძე.......................................................................................................................... 337 ზაზა ბირთველიშვილი.................................................................................................................. 341 დევი ჩადუნელი............................................................................................................................. 345 თენგიზ ჭაღალიძე......................................................................................................................... 349 დათა ხურცილავა......................................................................................................................... 353 გიორგი ღვინიაშვილი................................................................................................................... 357 გიორგი ქათამაძე.......................................................................................................................... 361 ზვიად ბარბაქაძე........................................................................................................................... 365 ირაკლი მორბედაძე...................................................................................................................... 369 დავით ჯიქია................................................................................................................................. 373 გოგა ჭითანავა.............................................................................................................................. 377 ზვიად კაცაძე................................................................................................................................ 381 ზაქარია კვირიკაშვილი................................................................................................................. 385 ფილიპე მგალობლიშვილი............................................................................................................. 389 გიორგი რომელაშვილი................................................................................................................. 393 ამირან შაინიძე.............................................................................................................................. 397 ილია შეყლაშვილი......................................................................................................................... 401 ლევან თეფანია............................................................................................................................. 405 ზაურ თენიეშვილი........................................................................................................................ 409 ვეფხია ჯიშკარიანი....................................................................................................................... 413 გიზო წულაია................................................................................................................................ 417 ალექსანდრე ზაზაშვილი.............................................................................................................. 421 ვალერი ციცქიშვილი.................................................................................................................... 425 ამირან მამალაძე........................................................................................................................... 429 ზაზა გლუნჩაძე............................................................................................................................. 433 გიორგი ჯოჯუა............................................................................................................................. 437 კობა სერგია.................................................................................................................................. 441 671
მერაბ ჭელიძე................................................................................................................................ 445 ზურაბ ბალაშვილი........................................................................................................................ 449 ედნარ დიასამიძე.......................................................................................................................... 453 ფელიქს კაკაურიძე....................................................................................................................... 457 ფრიდონ თურმანიძე..................................................................................................................... 461 მამუკა სამაკაშვილი...................................................................................................................... 465 ზურაბ ნაჭყებია............................................................................................................................ 469 ანზორ გელდიაშვილი................................................................................................................... 473 პაატა კოპალიანი.......................................................................................................................... 477 ლევან კოხრეიძე............................................................................................................................ 481 მარლენ ბარამია............................................................................................................................ 485 ლევან მელქაძე.............................................................................................................................. 489 ზურაბ ტურაშვილი....................................................................................................................... 493 რომან უგრეხელიძე...................................................................................................................... 497 მიხეილ იოსავა.............................................................................................................................. 501 ზაზა ბოჭოიძე............................................................................................................................... 505 მალხაზ აბაშიძე............................................................................................................................. 509 ომარ ასლანიძე............................................................................................................................. 513 ბადრი ბასილაძე............................................................................................................................ 517 ბადრი ბერანძე.............................................................................................................................. 521 გოჩა დანელია............................................................................................................................... 525 ვლადიმერ დავითაშვილი.............................................................................................................. 529 ნოდარ დევნოზაშვილი.................................................................................................................. 533 ზურაბ ეფაძე................................................................................................................................. 537 ფრიდონ ბრეგაძე.......................................................................................................................... 541 ილია გაბუნია................................................................................................................................ 545 გიორგი შაინიძე............................................................................................................................. 549 გიგა გოგორიშვილი...................................................................................................................... 553 672
ირაკლი ბაზაძე.............................................................................................................................. 557 მურთაზ ირემაძე........................................................................................................................... 561 შმაგი კუპატაძე............................................................................................................................. 565 ავედიკ ლომიძე............................................................................................................................. 569 თამაზ მელიქიძე............................................................................................................................ 573 მერაბ ახობაძე............................................................................................................................... 577 მერაბ თუთისანი........................................................................................................................... 581 გიორგი ნანუაშვილი..................................................................................................................... 585 ალექსი ნატროშვილი.................................................................................................................... 589 თამაზ ნიკიტინი............................................................................................................................ 593 ნიკოლოზ ფორჩხიძე..................................................................................................................... 597 შმაგი ნოზაძე................................................................................................................................ 601 ტარიელ ქამაშიძე.......................................................................................................................... 605 გოგიტა ქარჩავა............................................................................................................................ 609 შალვა ტრაპაიძე............................................................................................................................ 613 შოთა ხურციძე.............................................................................................................................. 617 გიორგი ტატუაშვილი.................................................................................................................... 621 კახაბერ თავგორაშვილი............................................................................................................... 625 რუსლან წულაძე........................................................................................................................... 629 კობა წურწუმია............................................................................................................................. 633 შმაგი ხაიკაშვილი......................................................................................................................... 637 კობა ხარჩილავა............................................................................................................................ 641 კახაბერ ხუბულური...................................................................................................................... 645 ალბერტ ბალხამიშვილი................................................................................................................ 649 თეიმურაზ ჭიტაძე......................................................................................................................... 653 ემზარ წილოსანი........................................................................................................................... 657 შალვა დოლიძე.............................................................................................................................. 661 დავით დვალიშვილი...................................................................................................................... 665 673
შსს–ს თანამშრომლები
პოლიციის რიგითი
ზვიად ჩიჩუა
1988 - 2008
ვა აგვისტოს ზვიად ჩიჩუა ფოთის პორტს იცავდა. მხოლოდ 20 წლის იყო. ის თავის მხედრულ ვალს იხდიდა, სავალდებულო სამსახურის დამთავრებამდე სამი თვე იყო დარჩენილი, მერე კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა საქართველოსთან. ზვიად ჩიჩუა არც დედას გაჰყვა დაბომბვამდე ორი საათით ადრე და არც მეგობარს, დაბომბვამდე ნახევარი საათით ადრე. სამშობლოს ღალატად მიაჩნდა ამ დროს პოსტის მიტოვება... უღალატოდ გაწირა თავი. ზვიად ჩიჩუა ფოთში, 1988 წლის 13 მაისს დაიბადა. მშობლებისთვის პირველი შვილი იყო, შემდეგ კიდევ სამი ვაჟკაცი შეეძინათ... ნატო სალუქვაძე, დედა: `ძალიან წყნარი და გულჩათხრობილი ბავშვი იყო, არ შეგაწუხებდა... ვინმე რომ რამეს მიაწვდიდა, ჩუქნიდა, არაფრით არ ართმევდა, მე უნდა გამომერთმია და მიმეცა. სკოლაში ზრდილობით, კარგი ყოფაქცევით გამოირჩეოდა, სწავლით საშუალოდ სწავლობდა, უმაღლესი განათლების მიღება არ დასცალდა, არადა უნდოდა სამხედრო განათლება მიეღო...~ ზვიად ჩიჩუას 18 წელი რომ შეუსრულდა, გაიწვიეს, მსახურობდა შინაგან საქმეთა დაცვის პოლიციის დეპარ ტამენტში. ომის დაწყებისას სამი თვეღა ჰქონდა დარჩენილი. სავალდებულოს მოხდის შემდეგ, კონტრაქტის დადებას აპირებდა. ხელფასით სახლი უნდოდა აღედგინა. ძალიან ღარიბები ვიყავით და იცოდა რომ ჩვენ ვერ შევძლებდით. თურმე ყველას ამას ეუბნებოდა, მეორე სართული უნდა გავმართოო, უნდოდა რომ იქ თავისი ოთახი ჰქონოდა.... მისი გარდაცვალების შემდეგ ავუსრულე ეს სურვილი... ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მას უნდოდა... რამდენადაც ვიცი, შეყვარებული არ ჰყავდა, იქნებ მოსწონდა კიდეც ვინმე, მაგრამ არასოდეს უთქვამს...~ დათო ჩიჩუა, ძმა: `სულ ერთად ვიყავით, განსაკ უთრებულად ვუყვარდი, მეუბნებოდა: მე მგავხარო, ხშირად დავდიოდით სათევზაოდ, საბანაოდ, თავისუფალი დრო რომ გამოუჩნდებოდა სულ რაღაცებს მასწავლიდა, ერთხელ მითხრა: ერთი ბათუმელი გოგო მომწონს და მინდა დავოჯახდე, მაგრამ ჯერ სახლი უნდა გავმართოო. მერე რომ ვკითხე იმ გოგოზე, არაფერს ამბობდა... სამშობლო ძალიან უყვარდა, მეუბნებოდა კონტრაქტორი უნდა გავხდე და უნდა დავიცვა ჩემი სამშობლოო... სამშობლოს სიყვარულს შეეწირა კიდეც. ზვიადი ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი იყო და ასე დარჩება მუდამ~. ზვიად ჩიჩუამ ვერც კონტრაქტის გაფორმება მოასწრო, ვერც სახლის გამართვა, ომი დაიწყო... რუსმა ოკუპანტმა საქართველოს შემოუტია. იმ დღეს დედას მისი შინიდან გაშვება არ უნდოდა... დედა: `გული თითქოს ცუდს მიგრძნობდა, არ მინდოდა გაშვება... არ დამიჯერა, სახლიდან გასვლისას პირჯვარი
გადაიწერა და გავიდა. ვერ ვივიწყებ... სახლიდან რომ გადიოდა უკან იყურებოდა, გვემშვიდობებოდა თითქოს... გავიდა და აღარც დაბრუნებულა... შიშმა ამიტანა, ვერ ვისვენებდი, ფოთის დაბომბვამდე 2 საათით ადრე მივაკითხე, ვნახე. სახლში არ გამომყვა, ჩემი მეგობრები აქ არიან და ხომ არ მივატოვებო, ხვალ მოვალო... რომ მოვდიოდი, მითხრა: მე არაფერი მიჭირსო, ჩემი ძმისშვილი იმ დროს სენაკის ბაზაზე იყო და იმაზე ნერვიულობდა, არაფერი დაემართოს, მთხოვდა გაიგე, როგორააო. რომ წამოვედი, უნებლიედ ცრემლები წამსკდა, ვფიქრობდი რა მატირებს-მეთქი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი... ბოლო დროს სულ ჩაფიქრებული იყო, სულ რაღაცას განიცდიდა, ძალიან შეიცვალა, მიკვირდა ასე რატომ შეიცვალა-მეთქი...~ დედა გამოემშვიდობა შვილს, წამოვიდა და ერთ საათში დაიბომბა კიდეც ფოთის ნავსადგური... მაშინვე იგრძნო დედის გულმა, რომ მისი შვილი აღარ იყო ამქვეყნად... ყველა ამშვიდებდა, მაგრამ დედა ვერ მშვიდდებოდა... დედა: `მეზობლები მიმალავდნენ ამბავს... ჩემს მე უღ ლესთან ერთად პორტში გავვარდი, დაჭრილებში ვეძებდი, ვერ ვპოულობდი, მერე საავადმყოფოში გავქანდით, საშინელი სურათი დაგვხვდა, დაჭრილები, გარდაცვლილები.... გარდაცვლილებში დავიწყეთ ძებნა, მოგვიანებით ჩემმა მეუღლემ დამიძახა, მოდი, ჩვენი შვილი აქ არისო... შემდეგ აღარაფერი მახსოვს.... ჩემი შვილი დასახიჩრებული არ მინახავს, არ მინდოდა მენახა, დედაჩემმა ნახა, თავის და ფეხის არეში იყო დაჭრილი... მეზობლის ბიჭმა მითხრა: ერთად ვიყავით, მე მოვდიოდი და ვთხოვე წამოდი-მეთქი და არ გამომყვა, მე პოსტზე ვარ და ვერ მივატოვებ, სამშობლოს ვიცავო... იმ დილით მეგობრები გადაუკოცნია, ბიჭებს უკვირდათ რა ხდებაო, მეგობრებს დაემშვიდობა თითქოს... ვიცი, რომ ვაჟკაცურად დაიღუპა, ვიცი, რომ ვაჟკაცი გავზარდე და გმირია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მძიმეა უიმისოდ ცხოვრება, მოუშუშებელი იარაა. ძალიან ძნელია, როდესაც ყოველდღე დადიხარ იმ ადგილას, სადაც შენი შვილი დაიღუპა. პორტისკენ გახედვაც არ მინდა... საოცრად თბილი ადამიანი იყო, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ძმებთან, არასდროს ჩხუბობდნენ. რადგან უფროსი იყო, ცდილობდა ყველას დახმარებოდა, ძმებისთვის ტანსაცმელს ყიდულობდა, უნდოდა გაეხა რებინა... იმ ზაფხულს მისი მეგობარი ბიჭები რუსეთში წავიდნენ, მათ რომ დახმარებოდა, ტელეფონი დაუგირავებია და ფული მიუცია. გარდაცვალების შემდეგ იმ ბიჭებმა სურათი გაუკეთეს საფლავზე... ყველას ეხმარებოდა, როგორც შეეძლო, უთქმელად იცოდა ყველაფრის გაკეთება, არ შეგაწუხებდა, თავისებური და მორიდებული იყო... 5
მორწმუნე იყო, სულ ლოცულობდა, ღმერთს მშვიდობას სთხოვდა...~ ზინა ჩიჩუა, ბებია: `მე მგავდა და განსაკუთრებულად ვუყვარდი, ჩამეხუტებოდა, მომეფერებოდა და მერე მეტყოდა, მომე ხუთი მანეთიო... ერთ ოთახში გვეძინა, წნევა მაწუხებდა და თუ შეწუხებულს დამინახავდა, იმ წუთას მომვარდებოდა, რა იყო ბებია, წნევა ხომ არ გაწუხებსო. სულ თავს დამტრიალებდა, ძალიან თბილი ბიჭი იყო, სუფრასთან ისე არ დაჯდებოდა, სანამ მე არ მივიდოდი. ერთი წყენა არ მახსოვს მისგან... სახლიდან ისე არ გავიდოდა, რომ არ გადავეკოცნე, გასვლისას სანთელს ანთებდა და ისე მიდიოდა... მაისში 80 წელი მისრულდებოდა, მეუბნებოდა დაბადების დღე უნდა გადაგიხადო, ნახავ რას ვიქეიფებთო. მინდა იმქვეყნად მალე წავიდე, ჩემს საყვარელ შვილიშვილთან ვიქნები...~ ზურა ჩხეტია, ზვიადის მეგობარი: `მე და ზვიადი თანატოლები ვართ, ერთ უბანში ვიზრდებოდით, ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული... ძალიან მეგობრული ადამიანი იყო... ახლობლის გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა, სხვანაირი გულიანი ბიჭი იყო... ძალიან უყვარდა ოჯახი და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ კარგად ყოფილიყვნენ... ძალიან მოსწონდა სამსახური, ამბობდა: ჩემი ადგილი ვიპოვეო...
6
ახლა მეგობრები, რომ ვხვდებით ერთმანეთს, ვიხსენებთ, ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება დაგვრჩა... ბავშვობაში, ხშირად დავდიოდით ზღვაზე, კარგად ცურავდა... ძალიან უყვარდა ნადირობა, თევზაობა... ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან უნდოდა ყოფნა... ალბათ, გული უგრძნობდა რაღაცას... ბოლოს, სანამ რეზერვში წავიდოდა, ერთი დღით ადრე ვნახე. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა... რუსლან კვაშილავა, ზვიადის მეგობარი: `ჩვენ ყველა ერთად გავიზარდეთ, მეც მისი უბნელი ვიყავი... ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი, მაგრამ დაუსრულებლად შემიძილია ვილაპარაკო... ერთად ბევრი რამ გადაგვხდენია. მახსოვს, ერთხელ სათევზაოდ მივდიოდით, რიონზე ნავით უნდა გადაგვეცურა, წყალმა ზვიადს ნიჩაბი წაართვა და ნავი ამოტრიალებას ძლივს გადაურჩა. სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში. ძალიან შეშინებულები ვიყავით, როგორღაც ნაპირამდე გავედით... მერე ამ ყველაფერს სიცილით ვიხსენებდით... ხშირად ვსაუბრობდით ჩვენს მომავალზე, დაოჯახებას აპირებდა. შეყვარებული ჰყავდა... ჯერ სახლის გაკეთებას აპირებდა, ყველაფერს კარგად მოვაწყობ, ჩემს ცოლს კომფორტი რომ შევუქმნაო და ამის მერე აპირებდა ცოლის მოყვანას...~
პოლიციის მაიორი
გია რომელაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
1967 - 2008
ცდაოთხი წლის იყო სამაჩაბლოში რომ იბრძოდა, 25 წლის აფხაზეთის ომში წავიდა. აგვისტოს ომის დროსაც ცხინვალში იბრძოდა. გმირულად დაეცა რუსული სამხედრო ოკუპაციის დროს... თანამებრძოლები გადაარჩინა და მტერს მარტო შეაკვდა. თანამებრძოლებმა ბრძოლით გადმოასვენეს მისი ცხედარი. გია რომელაშვილი 41 წლის იყო. დაიბადა და გაიზარდა მცხეთის რაიონში, სოფელ წინამძღვრიანთკარში. ბავშვობიდან ძალიან მშრომელი ყოფილა. იარაღი, ჭიდაობა იტაცებდა. ვარჯიშობდა კიდეც ჭიდაობაში, ჯილდოებიც ჰქონდა, სპორტის ოსტატი იყო ქართულ ჭიდაობაში. ახლა კი, მის მშობლიურ სოფელში, უკვე მისი სახელობის ჯილდოა დაწესებული... 9 კლასი სოფელ გალავნის სკოლაში დაამთავრა, შემდეგ ტექნიკუმში გადასულა. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ფიზკულტურის ინსტიტუტი დაუმთავრებია, შემდეგ კი, უკვე დაუსწრებლად _ იურიდიული ფაკულტეტი. სწავლის დამთავრებამდე კი, 2 წელი ერევანში მსახურობდა ჯარში. ჯარმოვლილს სწავლა გაუგრძელებია და მუშაობა მცხეთის რაიონში, მილიციაში დაუწყია. მომავალი მეუღლე რომ გაიცნო, უკვე ლეიტენანტი იყო და მარნეულში, კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. ნანი მთვარელიძე, მეუღლე: `ერთმანეთი 1991 წელს გავიცანით მარნეულში. მე მარნეულიდან ვარ, მაშინ 22 წლის ვიყავი, გია – 24-ის. ლენინგრადში ვსწავლობდი, საქართველოში დროებით ჩამოვედი, მამა დაიღუპა და იძულებული გავხდი აქ დავრჩენილიყავი. სულ ერთი კვირის გაცნობილი მყავდა, რომ მომიტაცა. ძალიან თბილი შეყვარებული იყო, ყვავილებს მჩუქნიდა, მაგრამ მე უარზე ვიყავი, მამა ახალი დაღუპული იყო და არ მეცალა საამისოდ, უარი რომ ვუთხარი, მომკიდა ხელი და მომიტაცა. უფალს მადლობას ვწირავ, ასე რომ მოხდა, 18 წელი ვიცხოვრეთ ერთად და ეს 18 წელი ძალიან თბილი და სიყვარულით აღსავსე 18 წელი იყო. ასეთი გრძნობა შეიძლება არც მოიტანოს ხანგრძლივმა ურთიერთობამ და სიყვარულმა... სამი გოგონა შეგვეძინა, ძალიან ბედნიერი იყო, პირველი რომ გვეყოლა, ამბობდა, ბედნიერი ვარ, რომ გოგონას მამა გავხდიო. პირველ გოგონას გამზრდელი ბებიის სახელი დაარქვა – ქეთევანი, შემდეგ მარიამი და თამარი შეგვეძინა...~ ახალი დაოჯახებული იყო სამაჩაბლოში რომ იბრძოდა, შემდეგ აფხაზეთის ომში... მეუღლე: `ყველგან სამშობლოს სიყვარულით იბრძოდა, მე მამა სამხედრო მყავდა და მიჩვეული ვიყავი ამ რეჟიმში ცხოვრებას. გია სულით პატრიოტი კაცი იყო, მისთვის ბევრ მეგობარს უთქვამს, რა გინდა მანდ, დაანებე თავი, სხვა სამსახური ნახეო, მაგრამ ერთხელ, ჩვენი გოგონას ნათლიას ასეთი რამ უთხრა: მე თუ არა, სხვა ვინ გააკეთებსო... 19
წელი იმსახურა და არასოდეს დაუწუწუნია. როდესაც სპეცნაზში გადავიდა, თქვა, რომ ჩემი ადგილი ვიპოვეო. გია სამსახურის გარეშე _ ვერც წარმომიდგენია. მისი გარდაცვალების შემდეგ, მე დავიწყე მის სამსახურში მუშაობა და ახლაღა მივხვდი, რა მძიმე შრომა უწევდა...~ გია რომელაშვილი შინიდან ბოლოს 7 აგვისტოს, გამთენიისას გავიდა. მეუღლე: `რომ ვაცილებდი, მითხრა: ეს დღეები კაზარმულია და შეიძლება ვერ მოვიდეო. თვითონ არანაირი წინათგრძნობა არ ეტყობოდა, ვერც მე ვგრძნობდი რამეს, უბრალოდ, არ მიყვარს აგვისტო, მამაც, ბიძაც აგვისტოში დამეღუპა, თან ბიძაჩემი მყავდა ნანახი სიზმარში, თუ ეს წინათგრძნობად შეიძლება ჩაითვალოს... დილით ველაპარაკე, სად ხარ, რა ხდება-მეთქი, თბილისში ვარო, მითხრა, მაგრამ მივხვდი, რომ თბილისში აღარ იყო. ბოლოს 8 აგვისტოს დილის 9-ის 15 წუთზე დამირეკა და მითხრა, ნუღარ დამირეკავ, ძალიან ბევრი რეკავს და ტელეფონი უნდა გავთიშოო. ცხინვალი ჩვენიაო _ ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. არ მითხრა სად იყო, მამშვიდებდა, მე არაფერი არ მომივა, ნუ გეშინიაო~. 8 აგვისტოს მტერმა მარნეულის აეროპორტი დაბომბა, გია რომელაშვილის ოჯახი იმ დროს მარნეულში იყო... მეუღლე: `დედაჩემის სახლი მარნეულის აეროპორტთან ძალიან ახლოსაა, სახლი ზანზარებდა, ბავშვები სარდაფში ჩავიყვანე, ეს იყო საშინელება... გაბმულად ვრეკავდი გიასთან, 2 საათიდან 7 საათამდე ტელეფონი არ გამიშვია ხელიდან... საღამოს უკვე მეზობლის ბავშვი მოვიდა და მითხრა: გია მოჰყავთ დაჭრილი ჰოსპიტალშიო... ათი სრულდებოდა რომ გამაგებინეს, მშობლების სახლში დაასვენესო... გარდაცვლილს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, ასეთი სახე, ალბათ, ბავშვი რომ გაგვიჩნდა, მაშინ ჰქონდა მხოლოდ... 8 აგვისტო ქეთის, ჩვენი უფროსი გოგონას დაბადების დღეა, ქეთის დაბადების დღეს დაიღუპა გია... გია განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმარ თველოს მესამე ასეულის საცეცხლე მხარდაჭერის ოცეულის მეთაური იყო, როგორც გადმოცემით ვიცი, მთლიანად გადაარჩინა თავისი ეკიპაჟი, ალყაში იყვნენ, ყველა გაიყვანა და მარტო დარჩა, თავის მანქანასთან. ეკიპაჟმა არ დატოვა, სამი საათი იბრძოდნენ მის გამოსაყვანად, სამი კაცი დაიჭრა. გია მუხლში იყო დაჭრილი, ზურგიც სისხლიანი ჰქონია, მარცხენა მხარეს იყო დაჭრილი, ამბობენ, უკვე მკვდარს აქვს მოხვედრილი გულში ტყვია... როგორც შემდეგ ექიმებმა თქვეს, ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა... მადლობა მინდა გადავუხადო მეთაურს და იმ ბიჭებს, რომლებმაც ჩემი მეუღლე მკვდარი მაინც ჩამომიყვანეს... 12 აგვისტოს დავკრძალეთ, როცა ყველაზე საშინელი პანიკა იყო... დავკრძალეთ იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ძმის გვერდით... 9
ქეთევანი მეორე კურსის სტუდენტია, მარიამი ჩოგბურთზე დადის, ფონდმა `იავნანამ~ დაგვაფინანსა... გია რომ დაიღუპა, წლისთავზე გავიგე, რომ ფონდ `იავნანას~ წევრი ყოფილა, არც კი ვიცოდი, გაზეთიდან გავიგე, რომ თურმე რვაშვილიან ოჯახს ეხმარებოდა. საშინელებაა მის გარეშე ცხოვრება. სულ მგონია, რომ წასულია და აუცილებლად დაბრუნდება... ეამაყებოდა თავისი გოგონები, დღეს გოგონები ამაყობენ გმირი მამით...~ ქეთევან რომელაშვილი, გიას უფროსი ქალიშვილი: `ძალიან მოსიყვარულე და ჩვენზე ზედ გადამკვდარი მამა იყო. იყო ძალიან მკაცრი და თან ძალიან თბილი. ბიჭი არ ჰყავდა და ჩემთან სულ მანქანები და იარაღები მოჰქონდა... ბიჭური სათამაშოებით მზრდიდა. არასდროს გოგოს სათამაშო არ მქონდა, მზრდიდა როგორც ბიჭს... ჩოგბურთზე დავდიოდი. უნდოდა რომ ერთი შვილი სპორტს მაინც გაყოლოდა. თან მყვებოდა, არ მახსოვს რომ `სბორებზე~ არ გავეშვი, ყველანაირად ხელს მიწყობდა... ჩემს შუათანა დასთან, მარისთან ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა. რომ გვეჩხუბა და მტყუანი მარი ყოფილიყო, მაინც მარის იცავდა. მამა, როგორც კი სამსახურიდან სახლში მოვიდოდა, მარი კისერზე შეახტებოდა ხოლმე და არ ასვენებდა. სადაც წასვლას დააპირებდა ყველგან უნდოდა, რომ თან წაეყვანა, წამიყვანე, წამიყვანეოო.. ერთი დღე ვერ ძლებდა მის გარეშე... დასასვენებლად ხშირად დავყავდით, დავყავდით რაჭაში, მთა უყვარდა. თვითონ არასოდეს ეცალა, ჩვენთან ერთად რომ დაესვენა, მაგრამ მაიც ჩვენთან იყო ყოველთვის, სულ ტელეფონზე ეკიდა, გვეკითხებოდა ვის რა გვინდოდა, მერე მოულოდნელად დაგვადგებოდა თავზე და სიურპრიზებს გვიწყობდა. არ არსებობდა, რამე გვეთქვა, რამე გვეხსენებინა, მაშინვე ჩვენთან ჩნდებოდა...
10
არ გვაკლდა მისგან არაფერი. ჰქონდა თუ არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაინც გვიკეთებდა ყველაფერს.... იუმორით სავსე იყო, ხშირად გვახალისებდა, გვაცინებდა, გვართობდა, ხან პატარა ბავშვივით გვეთამაშებოდა... ბოლოს 6 აგვისტოს ვნახე. სოფელში ჩამოვიდა, ძალიან ჩაფიქრებული იყო, იმ დღეს სულ დადიოდა და რაღაცას ეძებდა. ბოსტანში გავიდა, ღობეს მიეყრდნო და ჩაფიქრდა, ბებიამ ჰკითხა, რა იყო გია, რა ხდება, რა გჭირს, რაზე ფიქრობო... არა, არაფერი, უეცრად ჩავფიქრდიო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები და მას მერე მამა აღარ მინახავს... იმ საღამოს დაურეკეს და წავიდა... სულ გვეუბნებოდა ხოლმე, სანამ სკოლას არ დაამთ ავრებთ და არ ჩააბარებთ, გათხოვება არ გაბედოთო. თვითონ დედა მოიტაცა და დედაჩემი ხუმრობით ეუბნებოდა ღირსი ხარ, როგორც შენ მომიტაცე ისე მოგტაცონ შვილიო. ეს დაუშვებელია არ არსებობს, ასეთ რაღაცას არ გამიკეთებენო. უნდოდა, რომ სულ მასთან ვყოფილიყავით, რომ ყველას, ჩვენ ჩვენს ოჯახებთან ერთად, დიდ სახლში გვეცხოვრა... მამა ჩემს დაბადების დღეზე დაიღუპა... 8 აგვისტოს 17 წლის გავხდი და ამ დღეს დაიღუპა მამა... ყოველთვის მიხაროდა ჩემი დაბადების დღე, აღარ მიხარია... ბედნიერი დღე ტრაგიკულ დღედ გადაიქცა. მეგონა საუკუნეები იცხოვრებდა ჩვენთან ერთად მამა, მაგრამ...~ გოგონებს აღარ ჰყავთ მამა, ხშირად საუბრობენ ერთმანეთთან, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება, რას იტყოდა, როგორ მოიქცეოდა მამა... გავა წლები და მათ საზღაპროდ ექნებათ მამის გმირობის ამბავი, თავის შვილებისთვის მოსაყოლად, მათ გასაზრდელად...
კაპრალი
იაგო მიქელაძე
1976 - 2008
ხინვალის შემოგარენი. 8 აგვისტო. რუსი ოკუპანტები კასეტურ ბომბებს უშენს ქართველ მეომრებს. ერთი მებრძოლი, მეორე დაჭრილ მებრძოლს საშველად მივარდება და ახალი ბომბის ნამსხვრევი ახლა მას დასჭრის სასიკვდილოდ თავსა და გულ-მკერდში... იაგო მიქელაძე 16 დღე ებრძოდა სიკვდილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 24 აგვისტოს გმირის გულისცემა შეწყდა. იაგო მიქელაძე 1976 წლის 24 ოქტომბერს, შუახევის რაიონის სოფელ ბუთურაულში დაიბადა. ეთერ მიქელაძე, იაგოს დედა: `ძალიან ტკბილი ბავშვი იყო. ყველას უყვარდა სოფელშიც და სკოლაშიც. იუმორით სავსე, ძალიან ხუმარა ბიჭი იყო, დედა მოუკვდეს... მეშვიდე კლასში იყო, ლიმონათით რომ მომეწამლა. 24 საათი კომაში იყო, 15 დღე საავადმყოფოში მეწვა, მას მერე არაფერი აღარ ასტკივებია, წამალი აღარ დაულევია... სულ სამი ბიჭი მყავდა, იაგო მეორე იყო. ხასიათებითაც განსხვავებული იყო, ძალიან თბილი, ტკბილი და ლმობიერი. ნორმალურად სწავლობდა. შეეძლო უფრო უკეთესად ესწავლა, მაგრამ ბოლო კლასებში თავს აღარ იწუხებდა~. გელა მიქელაძე, ძმა: `ცელქიც იყო, ხუმარაც, ხიფათიანიც, მოჩხუბარიც... მამაჩემი სამხედროს მასწავლებელი იყო სკოლაში, გაკვეთილები ხშირად სახლშიც გრძელდებოდა. იაგოს თავიდანვე უყვარდა ფორმა, მოსწონდა ჯარის ცხოვრება. სკოლაში ძირითადად ფიზკულტურა, სამხედრო, ისტორია და ქართული უყვარდა...~ შალვა მიქელაძე, მამა: `თავიდანვე სამხედროპატრიოტულად იზრდებოდა, თვითონ იყო მოწადინებული. სამხედრო სწავლებისა და ფიზკულტურის არც ერთ მეცადინეობას არ აცდენდა, ვარჯიშობდა, არც შრომაგარჯა ეზარებოდა. მეზობლებსაც ეხმარებოდა. მისი ცხოვრების მიზანი კარგი ოჯახის შექმნა და გენერლობა იყო...~ იაგო მიქელაძე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა სოფელ ხიჭაურის სამხედროსასაზღვრო რაზმში. 1998-2000 წლებში - ბათუმში აჭარის სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კონტრაქტი გააფორმა და კვლავ ხიჭაურის სასაზღვრო რაზმში მსახურობდა, შემდეგ ბათუმის 25-ე ბრიგადაში. 2006 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმში დაიწყო მუშაობა. დედა: `პირველი ხელფასი რომ აიღო, სახლში ისეთი დატვირთული მოვიდა, ვერ ვიცანით... იმ პერიოდში საკმაოდ გვიჭირდა. უფროსი ბიჭი დაოჯახებული იყო, პატარა კი უმუშევარი, ყველაფერი იაგო იყო... დედა მოუკვდეს,
სულ იმას ამბობდა, წელში ცოტა რო გავიმართები, ჩემს ძმას ოჯახს მოვუწყობ და მერე ჩემს თავსაც მივხედავო, ოცნება ბევრი ჰქონდა, მაგრამ ვეღარ განახორციელა, დედა მოუკვდეს... დასაოჯახებელი იყო. ჩვენ არაფერს გვეუბნებოდა, მაგრამ როგორც მისი მეგობრებისგან გავიგეთ, შეყვარებული ჰყოლია. ხუმრობით თუ გვეტყოდა რამეს, ხან ვისზე იძახდა მიყვარსო და ხან ვისზე... სერიოზულად მე მგონი არაფერზე ფიქრობდა...~ დედას თვალები სულ გზისკენ ეჭირა. იაგო იშვიათად ახერხებდა სოფელში ასვლას. დედა: `ორ თვეში ერთხელ თუ მოახერხებდა ხოლმე ამოსვლას. ისიც სამი ოთხი საათი გაჩერდებოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა. ბოლოს ერთი თვით ადრე იყო ამოსული, ომამდე. როგორც კი სახლში შემოვიდა, სამსახურიდან დაურეკეს და ორი საათიც არ გაჩერებულა. განსაკუთრებული მაშინ არაფერი შემიმჩნევია, ისეთი იყო, როგორც ყოველთვის – ლაღი. ორ დღეში თავს ეს უბედურება დაგვატყდა... ომამდე რამდენიმე დღით ადრე დამირეკა, დედიკო, რა გამოგიგზავნო, რა გინდაო. დედი, შენი კარგად ყოფნის მეტი არაფერი მინდა-მეთქი... ჩემი პატარა ბიჭი იყო ბათუმში და ვთხოვე, გელა გამომიგზავნე სოფელში-მეთქი. არ მოდის, ჩემთან ყოფნა უნდაო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი...~ გელა მიქელაძე, ძმა: `ომამდე ერთი კვირით ადრე, ახლობლის ქორწილში ვიყავით. არ მავიწყდება, როგორ დალია საქართველოს სადღეგრძელო, ჩვენი წინაპრები ხმლით ხელში იბრძოდნენ და ჩვენც მათსავით გმირულად უნდა ვიბრძოლოთ, თუ საქართველოს დავჭირდებით, უკან არავინ უნდა დავიხიოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთო...~ იაგო მიქელაძე მალევე დასჭირდა საქართველოს. ომი დაიწყო. გელა მიქელაძე, ძმა: `7 აგვისტოს გამოიძახეს და წაიყვანეს. მეც მივედი გასაცილებლად. იმდენად გამბედავი ადამიანი იყო, ერთ წუთს არ დაფიქრებულა საფრთხეზე. ჯართან ერთად ბევრ ბრძოლაში წასულა, მაგრამ შიში არასდროს ჰქონია. ოქროს ძეწკვი ჰქონდა ახალი ნაყიდი, დამიტოვა შენ გქონდეს ჩემგანო... 8 აგვისტოს დილით ველაპარაკე, მითხრა: ყველაფერი კარგად არისო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, ამ დროს ცხინვალის შესასვლელთან იყო... საღამოს უკვე ვეღარ ვუკავშირდებოდი, მერე ერთ ახლობელს დავურეკე და მან მითხრა, იაგო დაჭრილია და კარგად არისო... კასეტური ბომბის ნამსხვრევებით დაიჭრა თავსა და გულ-მკერდის არეში. როგორც მეგობრები ყვებიან, დაბომბვისას დაჭრილი მეგობრის დასახმარებლად მიბრუნდა და ამ დროს მოხვდა კასეტური ბომბის ნამსხვრევები. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. 13
16 დღე უგონო მდგომარეობაში იყო, სახელმწიფოსგან თანადგომა გვქონდა, საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანაზეც იყო საუბარი, მაგრამ აღარაფერი ეშველებოდა, 16 დღე აპარატზე იყო მიერთებული, იმდენად ძლიერი იყო ფიზიკურად, რომ ამდენი დღე გაძლო...~ შვილი სიკვდილს ებრძოდა, დედამ არაფერი იცოდა... დედა: `ეს საშინელება სოფელში ყველას სცოდნია... ჩემს ბიჭებს დაურეკეს ახლობლებმა, იაგო დაჭრილიაო. არც ბიჭები მეუბნებოდნენ თავიდან რამეს. ბოლოს დამალვას აზრი რომ აღარ ჰქონდა, ჩემმა უფროსმა ბიჭმა მითხრა, დედი გამაგრდი, იაგოა მძიმედ დაჭრილი და არაფერი არ არის საშიშიო... 16 დღე რეანიმაციაში იწვა, დედა მოუკვდეს. უკანასკნელად ჩემს შვილთან რეანიმაციაში გავატარე 6 დღე... უკვე რომ მისი საშველი არ იყო, დილით მოტყუებით გამომიყვანეს საავადმყოფოდან და სოფელში გამომაცილეს. საღამოს ჩემი შვილის ცხედარი მომისვენეს სახლში... ყოველდღე უფრო და უფრო მენატრება და მაკლია. ცხოვრება რთულია... ახლაც თვალწინ მიდგას მისი ღიმილიანი სახე, როგორ შემოდიოდა სახლში...~ გელა მიქელაძე, ძმა: `ძალიან მიჭირს ჩემს ძმაზე წარსულში საუბარი. ერთმანეთს კარგად ვუგებდით. ბათუმში რომ მუშაობდა 9 თვე მასთან ერთად ვცხოვრობდი. მერსედესის ყიდვა და ცოლის მოყვანა უნდოდა... გოგოს სილამაზეს ყურადღებას არ აქცევდა. სულიერად ლამაზი და ცოცხალი გოგო უნდა ყოფილიყო, რომ მოსწონებოდა... ჯარში
14
ყოფნის დროს ერთი გოგო მოსწონდა ქალაქში. ამაზე ბევრს არ საუბრობდა. ისეთი სამსახური ჰქონდა არ მესიჯობდა. არ უყვარდა მესიჯობა, გოგოს პირდაპირ ეუბნებოდა თუ მოსწონდა. სკოლის პერიოდში თავისი კლასელი უყვარდა... ბათუმში ყოფნისას ხშირად ენატრებოდა აჭარული კერძიბორანო, ხშირად ასულა სოფელში, დედის მომზადებული კერძი რომ მოენატრებოდა... ვისაც თავად განცდილი აქვს, უკეთესად გაიგებს ჩვენს ტკივილს...~ მამა: `იაგო ოჯახშიც, სკოლაშიც და სამსახურშიც კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. თვითონ მეოჯახე ბიჭი იყო და კარგი, მეოჯახე ცოლის მოყვანა უნდოდა. ჩვენთან ამ თემაზე ბევრს არაფერს ამბობდა, მაგრამ ეტყობოდა შეყვარებული იყო... ძალიან ყურადღებიანი იყო. სამსახურიდან ხშირად გვირეკავდა და ჩვენს ამბავს კითხულობდა. ომში რომ წავიდა, არაფრის შიში არ ჰქონია. ჩვენ გვაწყნარებდა, არ ინერვიულოთო... ჩემი ბიჭი ფიზიკურად ძლიერი იყო, თავიდანვე მიდრეკილი ჯარზე, იარაღზე, სამხედრო საქმის სიყვარულით ცხოვრობდა და სიცოცხლეც სამშობლოს შესწირა... ნამდვილად ტრაგედიაა იაგოს დაღუპვა ჩვენი ოჯახისთვის, მაგრამ ამავდროულად ამაყი მამა ვარ, ჩემი შვილი ქვეყანას გმირულად ემსახურა~. იაგო მიქელაძე გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. დაკრძალულია შუახევში, მშობლიურ სოფელში. მის საფლავზე ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს, იქვე კი, სოფელში იაგოს წყაროც მიედინება...
პოლიციის რიგითი
ირაკლი აბრამაშვილი
1974 - 2008
ექვსმეტ აგვისტოს ცოლი უნდა მოეყვანა, სამსახურში განცხადებაც ჰქონდა დაწერილი რომ ამ დროისთვის გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ომი დაიწყო. ის ომში წავიდა. რუს ოკუპანტებს ებრძოდა, ცხინვალში, გამოჰყავდა დაჭრილები, არაერთხელ შებრუნდა სიკვდილის ზონაში, მაინც არ შორდებოდა იმედიანი ფიქრი სამშობლოს გამარჯვებაზე და საკუთარ ქორწილზე. მეგობარს, რომელიც ბოლოს ნახა, ცხინვალში შებრუნებისას, შეუძახა, არ დაიკარგო, ქორწილში გელ ოდებიო. თვითონ დაიკარგა. კარგა ხანს უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. გაურკვევლობას დეენემის პასუხმა დაუსვა წერტილი... ის დაიღუპა გმირულად. ირაკლი აბრამაშვილი 1974 წლის 4 ოქტომბერს, გორში დაიბადა. ოჯახში პირველი შვილი იყო. დედა გაიხსენებს, რომ ირაკლი ძალიან თბილი და მოწესრიგებული ბავშვი იყო... ლამარა აბრამაშვილი, დედა: `დედისერთა გვყავდა და ვათამამებდით, ორი ოჯახის პირველი შვილიშვილი იყო, ყველა მას შევნატროდით, შევხაროდით, მაგრამ არასოდეს ყოფილა ეგოისტი, ამპარტავანი, დედისერთებს რომ სჩვევიათ ხოლმე... მოკრძალებული. წყნარი, მშვიდი და დამჯერი ბავშვი იყო. ზედმეტად არავის აწუხებდა. მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვარ, სადაც ვასწავლიდი იმ სკოლაში მივიყვანე, სკოლაში საშუალოდ სწავლობდა, როგორც ბიჭების უმეტესობა... უყვარდა ისტორია და ინფორმატიკა... მახსოვს, მეშვიდე კლასში იყო, მისი კლასი შატალოზე წავიდა, ირაკლი არ წავიდა. სკოლის დირექტორმა მითხრა, როგორი ხათრიანი ბავშვია, ალბათ, შენთვის, რომ არაფერი მეთქვა შატალოზე იმიტომ არ წავიდაო... გახარებულმა ვუთხარი, შვილო კიდევ კარგი შენც არ წახვედი, დირექტორმა მითხრა: შენმა შვილმა ანგარიში გაგიწია არ წავიდა შატალოზეო. არა დედა, შენ კი არ გაგიწიე ანგარიში, უბრალოდ, მე არ მინდოდა იქ, სადაც ისინი უნდა წასულიყვნენ და იმიტომ არ წავედიო... თავისი შეხედულებები ჰქონდა ბავშვობიდან ყველაფერზე...~ ირაკლი აბრამაშვილმა სკოლის დამთავრების შემდეგ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა ინფორმაციისა და ეკონომიკური მართვის სისტემების ფაკულტეტზე. ბიძინა სამნიაშვილი, ირაკლის მეგობარი: `ირაკლიმ რომ უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, მე უკვე დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდა, ჩვენთან გაწევრიანდა ირაკლი, იმ პერიოდიდან დავმეგობრდით და მერე დავძმაკაცდით. მე მისი მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი, 16 აგვისტოს ქორწილისთვის ვემზადებოდით...
ძალიან უნდოდა, რომ ოჯახი შეექმნა, ოცნებობდა, მაგრამ არ დასცალდა... სიგიჟემდე იყო შეყვარებული. ჩემთვის ირაკლი უძვირფასესი ადამიანი იყო... ასეთი ალალი და წესიერი კაცი, ალბათ, ცოტა თუ მოიძებნება ჩვენს ქვეყანაში... მოწესრიგებული, ძალიან მეგობრული და მამაცი ბიჭი იყო. ყოველთვის ხალისიანად უყურებდა ამ ცხოვრებას, სიცოცხლე უყვარდა... ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებდა და ყოველთვის იმედი ჰქონდა, რომ ბედნიერი იქნებოდა... ბოლოს 28 ივლისს ვნახე. ზემო აფხაზეთში უპირებდნენ წაყვანას და მითხრა: ბიძინა, იქნებ ცხინვალის მხარეს წამოვიდეო... თუ მომცეს ამის შესაძლებლობა აქეთ წამოვალო... ცოტა დადარდიანებული მეჩვენა, მაგრამ არაფერი უთქვამს, საერთოდ არ უყვარდა თავის პრობლემებზე საუბარი, თავზე არ მოგახვევდა არასდროს თავის დარდს. თუ რამეს იტყოდა ისე, რომ შენ არ გეგრძნო...~ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამხედრო ვალის მოსახდელად წავიდა ჯარში, წავიდა მიუხედავად იმისა, რომ კუჭის წყლული ჰქონდა და შეეძლო არ წასულიყო. დედა იტყვის, რომ მის ვაჟს ერთი წამითაც არ უფიქრია ჯარისთვის თავის არიდება. მეტიც, ოქროყანაში სავალდებულოს მოხდის შემდეგ, გადაწყვიტა სპეცნაზში შესულიყო. გორში 6 თვე მსახურობდა, შემდეგ თბილისში გადავიდა. ბოლოს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში მსახურობდა, ქვეით მებრძოლად. ირაკლი აბრამაშვილს 22 ივნისს უნდა ჰქონოდა ნიშნობა, მაგრამ მის საცოლეს ბიძა გარდაეცვალა და ქორწილი ორმოცის გასვლამდე გადადეს. თვალცრემლიანი დედა იტყვის, 8 აგვისტოს გასვლას ველოდითო... საბედისწერო გამოდგა მათთვის 8 აგვისტო. ირაკლი შინიდან ბოლოს 6 აგვისტოს გავიდა, აღელვებული მამიდა დაამშვიდა. `მითხრა, ნუ გეშინია არაფერი არ იქნება, მშვიდად იყავიო~ – იტყვის მამიდა. `ისე ჩუმად ჩამოვიდა და რომ დავუძახე იკა, ვერ გაიგონა შარვალი გაისწორა და სახლიდან გავიდა~ – იტყვის დედა... ბონდო გავაშელიშვილი, ირაკლის მეგობარი: `ბოლოს ომის დაწყების წინ ვნახე, თუ არ ვცდები 6 აგვისტოს. ცოტა ჩაფიქრებული მეჩვენა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა. ისე ყოველთვის ხალისიანი და მხიარული იყო... შეიძლება ზოგჯერ სერიოზული პრობლემა ჰქონოდა, მაგრამ არასდროს გაგრძნობინებდა... დამშვიდობებისას ვუთხარი, ირაკლი თავს გაუფრთხილდი-მეთქი... კარგით რაა, ჩამოვალ და ერთი მაგრად ვიქეიფოთო... ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები... ქორწილისთვის ვემზადებოდით და მის უბედურებაზე შეგვკრიბა... ახლა ხშირად ვიხსენებთ ერთად გატარებულ დროს, საათებს წუთებს... ძალიან დაგვაკლდა... საშინელება მოხდა, დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის, მაგრამ ის ყოველთვის ჩვენს გულებშია~. 17
ირაკლი ომში წავიდა. იბრძოდა. დაჭრილები გამოჰყავდა ცხინვალიდან... ლადო დეკანოსიძე, ირაკლის მეგობარი: `ცხინვალში შებრუნების დროს შევხვდი. ბოლოს მე ვნახე ირაკლი, ცხინვალიდან გამოვდიოდი და ის უკან ბრუნდებოდა... ჩვეულებრივ ვისაუბრეთ, თავზე ბენდენა ჰქონდა წაკრ ული... ჩვეულებრივ გამოიყურებოდა... იქაც ქორწილზე მელაპარაკებოდა... მითხრა: ქორწილისთვის არსად დაიკ არგოო...~ ქეთევან აბრამაშვილი, მამიდა: სამჯერ იყვნენ შესულები ცხინვალში დაჭრილები გამოყავდათ, კობრას ჰყავდა თავისი ფეხოსანი რაზმი, ამ რაზმიდან ოცეული დარჩა ცხინვალში და ბოლოს მათ გამოსაყვანად შევიდნენ. როცა უკითხავთ, ვინ შევიდოდა მათ გამოსაყვანად, სხვა ბიჭებთან ირაკლიც გამოსულა. ცხინვალში მათ მანქანას ესროლეს, მანქანა გადაბრუნდა, ბიჭები ცოცხლები იყვნენ და შენობას შეაფარეს თავი.~ ეს ამბავი 8 აგვისტოს მოხდა. ირაკლის იმ დღეს დაურეკავს კიდეც მამიდასთან ამ საბედისწერო ინციდენტამდე. შემდეგ მამიდამ გადარეკა ირაკლისთან... მამიდა: `რომ დავრეკე ოსმა მიპასუხა და მითხრა, რომ ათიათასი უნდა გადაგვიხადო, მერე ხუთიათასიო. თავზარდაცემული ვკიოდი, ხელი არ ახლოთ და ფულს მოგიტანთ-მეთქი... მერე ჩემს ნათესავს დავურეკე,
18
რომელიც ოსურად ლაპარაკობს, მას ვთხოვე დაერეკა, შეკრთნენ, როცა ოსურად ელაპარაკებოდნენ... ამ გოგომ გვითხრა, ასე მითხრეს, ჩემი ნება არ არის აქ რა მოხდებაო... მერე ამბობდნენ, მოვკალით არაფერი საშველი არ არისო. ხან ამბობდა, ლიახვს გამოვატანეთ და დახვდითო, ხან ცოცხალს არ გაჩვენებთ და ვერ ნახავთო. ირაკლის ვერც მკვდარს მიაკვლიეს სადმე და ვერც ცოცხალს. ვერსიებს ვერსიები ენაცვლებოდა, ერთი თვითმხილველის ჩვენება მეორისას გამორიცხავდა, ტყუილი და მართალი ისე აირია, დღესაც კი შეუძლებელი ხდება რაიმე სურათის აღდგენა. დედა: `28 წლის იყო რომ გარდაიცვალა. 23 იანვარს გვითხრეს დნმ-ის პასუხი.... გორის სასაფლაოზე დავკრძალეთ. ყოველდღე დავდი ვართ მის საფლავზე... ოჯახზე ოცნებობდა და დაქორწინება უნდოდა, მაგრამ ქორწილი არ დასცალდა... პირველი ხელფასით მე მიყიდა სუნამო, ყველას უყიდა საჩუქრები. ყველას დახმარებას ცდილობდა. რომ მოვიდოდა მომეხვეოდა, ჩამეხუტებოდა, ძალიან თბილი ადამიანი იყო. ჩვენთვის ყოველდღეE ომია. ძალიან მძიმეა ჩვენთვის ცხოვრება მის გარეშე... მამამისს არ უნდა, რომ საფლავზე ქვა გააკეთოს, მაინც ელოდება... სამშობლო ძალიან უყვარდა, ჩვენ რომ წინააღმდეგობა გაგვეწია, მაინც წავიდოდა ომში...~
პოლიციის სერჟანტი
ბესიკ კაპანაძე
1980 - 2008
ვა აგვისტო. ცხინვალი. რუსი ოკუპანტები გამალებით უტევდნენ ქართულ პოზიციებს. უკვე დაჭრილების გამოჰყავთ. ერთი მებრძოლი, ერაყმოვლილი, გამოცდილი მებრძოლი, გამოუცდელს ეტყვის, შენ გამოუცდელი ხარ, მე შევალ. ამ დროს დავარდება კასეტური ბომბი. წამი. გამოცდილი მებრძოლი გამოუცდელს ხელს ჰკრავს და ამ ხელის კვრით სიცოცხლეს აჩუქებს. თვითონ ბომბის ნამსხვრევი დაჭრის ფერდში, თავში... გზაში დაიღუპება... მისი ძმაც ომშია. ისიც დაიჭრება, მაგრამ საავადმყოფოდან `დაბინტული~ ფეხით გამოიჭრება ძმის საპოვნელად... ძმას საცხედრეში იპოვის... ბესიკ კაპანაძე 1980 წლის 25 აგვისტოს დაიბადა, გორში. ოჯახში მესამე, ნაბოლარა შვილი იყო და ანებივრებდნენ. დედა: `ძალიან ცელქი, მოუსვენარი და ნიჭიერი ბავშვი იყო, 9 კლასი გორში დაამთავრა, მაგრამ შემდეგ, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, საცხოვრებლად სოფელ ძლევისჯვარში გადავედით. იქ გააგრძელა სწავლა. კარგი მოსწავლე იყო და საქართველოს ისტორია ძალიან უყვარდა...~ ისტორია უყვარდა და სკოლის დამთავრების შემდეგ ისტორიის ფაკულტეტზე, გორის უნივერსიტეტში ჩააბარა. მეხუთე კურსი რომ დახურა, სახელმწიფო გამოცდები გადაავადებინა და თავისი სურვილით წავიდა სამხედრო ვალის მოსახდელად. ერთი წელი მსახურობდა გომბორში. ჯარმოვლილმა სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა და კონტრაქტი გააფორმა საქართველოსთან. დედა: `ბესიკმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თელავში მსახურობდა, 7 თვით ერაყში იყო წასული, სამშვიდობო მისიით. კონტრაქტზე რომ შედიოდა, წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ჩემი სამივე ბიჭი ჯარში მსახურობდა, როცა რამეს ვეუბნებოდი, სულ იმას მპასუხობდნენ, ჩვენ თუ არ წავალთ, ვინ წავა ჯარშიო? ჩემს შვილებს ხელფასის გამო არასოდეს უმუშავიათ, ფულის და გაჭირვების გამო არ წასულან კონტრაქტზე. ამბობდნენ, კაცური საქმე ესაა, სხვა რა უნდა ვაკეთოთო. ბესიკი მსახურობდა და კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით... მეოჯახე იყო, ფულის უაზროდ დახარჯვა არ იცოდა... ყოველთვის, როდესაც სახლში მოდიოდა, ჩუმად, ისე რომ, არც მე და არც მამამისს არ შეგვემჩნია, ისე გვიდებდა ფულს ჯიბეში...~ დედას ახსოვს ბესოს მოწყობილი სიურპრიზები, ახსოვს კონტრაქტზე მუშაობის პირველ წელს, 8 მარტს ღამის 12 საათზე, როგორ გაჩერდა მის სახლთან ტაქსი და როგორ გადმოვიდა ქოთნის ყვავილებით ხელდამშვენებული ვაჟი, ჯარისკაცი... დედა: `ვუსაყვედურე, რატომ არ გამაგებინე რომ მოდიოდი-მეთქი. ეგ რაღა სიურპრიზი იქნებოდაო, მითხრა
და გადამეხვია. უზომოდ თბილი ადამიანი იყო. თელავიდან თბილისში ჩავიდა, საჩუქარი მიყიდა, მერე თბილისიდან ჩემთან ჩამოვიდა, 10 წუთი გაჩერდა და უკან გაბრუნდა. ბესიკი თელავის შემდეგ ქუთაისში მსახურობდა... შუათანა თელავის ბატალიონში მსახურობდა, შემდეგ თბილისში დაიწყო მუშაობა და მალევე შევიდა სპეცნაზში. უფროსმა მოგვიანებით გააფორმა კონტრაქტი, 2007 წელს ერთად იყვნენ წასულები ერაყში, ბესიკი და მისი უფროსი ძმა, 11 თვით. ამ დროს ბესიკს უკვე მეორედ ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი. ჩემი უფროსი ვაჟი იხსენებს, ერაყში ყოველ დილით ბესიკს ვეძებდით, თუკი სადმე რამე სარისკო იყო, ყველგან ეგ მიდიოდაო. ბესიკის მეგობრებმა დისკი მომიტანეს, ერაყის დისკი, სადაც ბაზაზე შემოვლა აქვთ და ახასიათებენ ჯგუფის ბიჭებს, ბესიკზე ამბობენ – კაცი ლეგენდა, ბესიკ კაპანაძეო... ბესიკი ძალიან უშიშარი ადამიანი იყო და არაფრის ეშინოდა, პირველი მირბოდა თუ რამე საქმე იყო გასაკეთებელი. უშიშარი ადამიანი იყო. ერაყში ყოფნის დროს უფროსი ვაჟის კობრაზე იჯდა და ააფეთქეს. გადმოისროლა მანქანიდან და ფერდი ჰქონდა დაზიანებული... ~ დედა გაიხსენებს, რომ მისი ვაჟი ერაყამდე ცხინვალში გადაურჩა სიკვდილს. 2004 წელს, ცხინვალში რომ სიტუაცია დაიძაბა, ბესიკ კაპანაძე თელავში მსახურობდა. დედა: `მაშინაც შეიყვანეს ცხინვალში, 18 ბიჭი დაიღუპა ბესიკის ოცეულიდან... ბესიკი ბეწვზეა გადარჩენილი. სამიოთხი დღე იყო გათიშული. სანგარში ჩავარდა და ყველას ეგონა, რომ დაიღუპა, რადგან ხმა არ ამოიღო. სოფელში ხმა დადიოდა ბესოს სიკვდილის შესახებ, მაგრამ ჩვენ არავინ არაფერს გვეუბნებოდა. ბესიკი ისევ იმ სანგარში ყოფილა და დილით უნახავთ ბიჭებს... მეგობრები ყვებოდნენ, გახარებულებმა სულ ზევით ვახტუნავეთ ბესიკიო...~ ბესიკ კაპანაძე 27 წლის იყო რომ დაოჯახდა. დედა: `ერაყში წასვლამდე გაიცნო მომავალი მეუღლე და ერაყიდან ჩამოსვლის შემდეგ, რამდენიმე თვეში დაოჯახდა. რუსთავიდანაა ჩემი რძალი, მაიკო სამხარაძე. რომ დაოჯახდნენ ბესიკი 27 წლის იყო, მაიკო 22-ის. ცოლი რომ შეირთო, ქუთაისიდან რუსთავში გადმოვიდა სამუშაოდ. ქორწინებიდან ერთ წელიწადში შვილი შეეძინათ. შვიდი თვის ორსული იყო მისი მეუღლე, თვითონ ერაყში რომ წავიდა. შვილის დაბადებისას აქ არ იყო. ვეხვეწებოდი ნუ წახვალ მეორედ ერაყში-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა, ნოემბერში წავიდა ერაყში და იანვარში გახდა მამა. გაჩნდა დაჩი კაპანაძე. ბესიკი რომ ჩამოვიდა, დაჩი უკვე რვა თვის იყო.... დაჩი ძალიან თბილი ბავშვია, როგორც მე ვტირი, ისე ტირის ჩემი შვილიშვილიც, მამა უნდა და ენატრება. როცა ვეკითხებით ვინ უნდა გამოხვიდეო, ამბობს: მამიკოსავით გმირი უნდა გამოვიდეო...~ 21
ბესიკ კაპანაძე ბოლოს 2 აგვისტოს გავიდა შინიდან. დედა: `წინათგრძნობა არ მქონია, თუმცა, რაღაც მოუსვენრობა მჭირდა, სულ მისი ნახვა მინდოდა, ვურეკავდი და ვეკითხებოდი სად იყო... 6 აგვისტოდან ტელევიზიით ვიცოდი უკვე რაღაცები, მაგრამ ბესიკს რომ ვეკითხებოდი რა ხდება მეთქი, არაფერს მეუბნებოდა. გორში 7 აგვისტოს ჩაიყვანეს. ჩემმა უფროსმა ბიჭმა და რძალმა ნახეს. ჩემი რძალი იხსენებს, საოცარი შემართებით იყოო... სულ ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული, 8 აგვისტოს მატყუებდა ტყვიავში ვარო. დილით, როდესაც ველაპარაკე, ტელეფონში მესმოდა საშინელი სროლების ხმა. ნუ გეშინიაო მეუბნებოდა და თან გაიცინა, ცდილობდა, რომ ამ სიცილით ვენუგეშებინე. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი.... ეს იყო მისი ბოლო სიცილი და ეს სიცილი ჩამრჩა ყურში... ერთი საათის შემდეგ რომ დავურეკე, უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი... მძიმედ დაიჭრა... დაჭრილები გამოჰყავდა ბესიკს, ერთი ბიჭიც გადაურჩენია, რამაზი ერქვა. ამ ბავშვმა მითხრა: ბესიკმა მე გადამარჩინა და თვითონ დაიღუპაო... დაჭრილები გამოჰყავდა ისევ, წვიმდა, უთქვამს, ყველა უნდა გამოვიყვანოო, მაგრამ ვეღარ მიაღწია დაჭრილამდე... ის რამაზი შედიოდა თურმე, ბესიკს უთქვამს, გამოუცდელი ხარ, მე შევალო, ამ დროს კასეტური ბომბი აფეთქებულა, ბესიკს ამ ბიჭისთვის ხელი უკრავს, გადაუგდია და ასე გადაურჩენია სიკვდილს. თვითონ ნამსხვრევები მარცხენა ფერდში და თავში მოხვედრია... სიკვდილის წინ კიდევ ჩვენ გვამხნევებდა, ნუ გეშინიათო და ასე დახუჭა თვალებიო... გვეუბნებოდა: წადით, მე ნუ მომაქცევთ ყურადღებასო... წამოუყვანიათ ჰოსპიტალში, მაგრამ გზაში დაღუპულა...~ ბესიკ კაპანაძის დაჭრის ამბავი შუათანა ძმას
22
შეატყობინეს, შუათანა ძმამ უფროსს შეატყობინა _ ბესიკი დაჭრილია ჰოსპიტალში მიჰყავთო. ამასობაში ბესიკიც დაღუპულა და პირდაპირ საცხედრეში მიუყვანიათ. დედა: `უფროსმა რძალმა დამირეკა, ბესიკი მსუბუქად დაჭრილა და იქნებ ჩამოხვიდეთო. გიჟებივით გამოვცვივდით, ჩამოვედით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ... საცხედრეში არ გვი შვებდნენ. დაჭრილებში რომ ვერ ვნახეთ, მერე გვითხრეს, თბილისში იქნებაო. ახლა თბილისში ვეძებდით, ყველა საავადმყოფოში... ისევ დავბრუნდით გორში. 9 აგვისტოსაც ვერ ვიპოვეთ ბესიკი... ზვიადს რომ გაუგია ბესიკს ვერ პოულობენო, დაბინტული ამდგარა, გამაყუჩებლები გამიკეთეთ, უნდა წავიდეო. სამინისტროში დაურეკავთ ასეთი პაციენტი გვყავს არ ჩერდება, ამბობს უნდა წავიდე, ძმა მყავს მოსაძებნიო... იქიდან ნებართვა მიუღიათ და `დაბინტული~ წამოვიდა ჩემი შვილი ძმის საძებნელად. პირველი საათისთვის ჩამოვიდნენ, მაშინ 9 აგვისტოს, გორი იბომბებოდა... ჰოსპიტალში მივედით და ზვიადმა თქვა, რომ საცხედრეში უნდა მივიდეთ, სხვა გზა არ არისო... შევიდა და იქ იყო ბესიკი... სოფელში მივასვენეთ, მაგრამ 10 აგვისტოს მოვიდნენ და გვითხრეს, სასწრაფოდ დაკრძალეთ, რუსის ჯარი მოდისო.... თავი გავიგიჟე ერთი დღე მაინც არ მყავდეს შვილი სახლში-მეთქი... მაშინ სხვაგან გადაასვენეთო. გორი იბომბებოდა, გორში ვერ გადავასვენებდით, რუსთავში ცოლის სახლში წავასვენეთ, ძლივს მოვასწარით გამოსვენება, რომ სოფელში მართლაც შემოვიდნენ რუსის ტანკები... სულ თვალწინ მიდგას ჩემი ბესიკი... ჩემმა შვილმა ქვეყნის სიყვარულის გამო გაწირა თავი...~
კაპრალი
ნადიმ ართმელაძე
1983 - 2008
ემი შვილი ვეფხვივით იყო, ბომბი დაეცა, თორემ პირისპირ ვერაფერი მოერეოდა...~ - იტყვის შვი ლმკვდარი დედა. გმირის დედა. გმირის, რომელიც ცხინვალში ბრძოლის ველზე დაეცა, როდესაც რუსული საოკუპაციო ძალები მის სამშობლოს უტევდნენ. ნადიმ ართმელაძე 1983 წლის 18 ოქტომბერს, ხულოს რაიონში, სოფელ ბეღლეთში დაიბადა. თამარ ბოლქვაძე-ართმელაძე, დედა: `ძალიან წყნარი, ჭკვიანი და შრომისმოყვარე ბავშვი იყო. თბილი და ყურადღებიანი. სკოლაში წარჩინებით სწავლობდა, 11 კლასი ისე დაამთავრა, სულ ფრიადები ჰყავდა. მათემატიკა და ქართული უყვარდა განსაკუთრებით, ბევრს კითხულობდა, სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩეოდა, ნიჭით, სწავლით, სილამაზით... თამაში არ უყვარდა. კარტსაც არ ითამაშებდა, ფიზიკური მუშაობა უყვარდა ძალიან. ჯანმრთელი და ფიზიკურად ძლიერი იყო...~ ნადიმ ართმელაძემ სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ სამხედრო აკადემია დაამთავრა. შემდეგ მხედრული ვალი მოიხადა, არ გაუწვევიათ, თავისი ინიციატივით წავიდა. 2007 წლის ივნისში ბათუმში, კონსტიტუციური უსაფ რთხოების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმში დაიწყო მუშაობა. `პირველი ხელფასით ტელევიზორი გვიყიდა სახლში. ავეჯს, პროდუქტს ყიდულობდა... თავისთვის ვერ იმეტებდა, ძვირფასს არაფერს ყიდულობდა თავისთვის, და-ძმებს და მშობლებს გვაქცევდა სულ ყურადღებას. სახლში ყველაფერი მისი ნაყიდი, მის თავს მახსენებს. ბევრი გეგმები ჰქონდა, ბინის ყიდვა უნდოდა, მანქანის, ოჯახის შექმნას აპირებდა. დაუზარელი იყო, შრომა უყვარდა. დილიდან დაღამებამდე მუშაობდა, თავს არ ზოგავდა, მთაზე მიწა საკუთარი ხელით შემოღობა და ბოსტანი გააშენა. 3-4 ტონა კარტოფილი მოჰყავდა. ორმეტრიანი, ძლიერი კაცი იყო, წარბშეუხრელად ასწევდა ორ კაცს... შიშის გრძნობა არ ჰქონია, ვეფხვივით იყო... ბომბი დაეცა, თორემ ჩემს შვილს პირისპირ ვერაფერი მოერეოდა... თურმე ამბობდა, მე თუ მოვკვდები, ჩემი არავის არაფერი დარჩება, მტერს არაფერს დავუტოვებო. ჩემს უკან ჩემი ძმა არის და მაინც ჩემსას დარჩებაო. ბევრჯერ წასულა საბრძოლველად, მაგრამ გამარჯვებული ბრუნდებოდა...~ ნადიმ ართმელაძე 6 აგვისტოს წაიყვანეს ცხინვალის რაიონში. დედა: `6 აგვისტოს საღამოს დამირეკა, დედა, თბილისში ვარ, კურსებზე და ერთ თვეს ვერ ჩამოვალ, დამიგვიანდებაო. ომში ვარო არ უთქვამს, მეც მჯეროდა, რომ კურსებზე იყო... ტელევიზიით რომ გამოაცხადეს, სპეცნაზის ბიჭები შეიყვანესო, გულში გამიარა, ნადიმი გამბედავი და ძლიერია, აუცილებლად წავიდოდა-მეთქი. ოჯახის არც ერთი წევრისთვის არ უთქვამს, ომში რომ მიდიოდა, ბევრჯერ იყო
საბრძოლველად, გამარჯვებული ბრუნდებოდა და ეგონა ამჯერადაც გამარჯვებული დაბრუნდებოდა....~ ნადიმ ართმელაძე ვეღარ დაბრუნდა... ვერ დაუბრუნდა ვერც მშობელ დედას და ვერც შეყვარებულს... დედა: `ბათუმელი გოგო უყვარდა – შორენა. სამი წელი უყვარდათ ერთმანეთი, ჩემზე მეტად იმ გოგომ დაიტირა... შორენა ჯარში ყოფნისას გაიცნო, შორენას ბიძაშვილი მსახურობდა ნადიმთან ჯარში. იმ ბიჭისგან გაიცნო, აკითხავდა, საჩუქრებს ჩუქნიდა... იმ გოგოს თვალზე ცრემლი არ შეშრობია. მათი სიყვარულის ნიშნად საფლავზე სამი ყვავილი დავდეთ – თეთრი მათი პირველი შეხვედრის ნიშნად, წითელი – სიყვარულის ნიშნად და მოშავო ფერის, რომ დაჭკნა მათი სიყვარული, იმის ნიშნად... ჩემი ნაზიმე (ასე ვეძახდით შინაურობაში ნადიმს), 7 აგვისტოს შემდეგ აღარ დამლაპარაკებია. შორენა მამშვიდებდა, გადარჩება, სადმე დამალული იქნებაო. მე ვიცოდი, რომ ჩემი შვილი არსად არ დაიმალებოდა...~ გურამ ართმელაძე, მამა: `იტყვიან შვილი არ უნდა გამოარჩიოო, მაგრამ ნადიმი ოთხ შვილში გამორჩეული მყავდა. არ არსებობს ადამიანი, რომ მასზე ნაწყენი ყოფილიყო. დახმარება უყვარდა და ყველას უყვარდა ჩემი შვილიც. ბოლოს 4 საათზე ველაპარაკე 7 აგვისტოს, თბილისში ვარ, ჯერ ვერ ჩამოვალ, ჩემზე არ იდარდოთო. მას მერე კავშირი გაწყდა, სად არ ვრეკავდით, რომ მისი ამბავი გაგვეგო... მეორე დღეს გავიგეთ, რომ დაიღუპა და მოჰყავდათ სოფელში...~ ნადიმ ართმელაძე 8 აგვისტოს იმსხვერპლა კასეტურმა ბომბმა. დედა: `კასეტური ბომბი ზურგში მოხვედრია. წელში გადაუწყვეტია... პირადად ვნახე... მაგრამ სახეზე ისევ ისეთი ლამაზი იყო ჩემი ნაზიმე. მეგობრებს ჩემთვის იმ დღეს არაფერი უთქვამთ, არც მე მიკითხავს... ცხინვალში დაღუპულა, წარჩინებული მებრძოლი იყოო, დაჭრილებსაც დახმარებია. ღირსეულად და უშიშრად იდგა წინა ხაზზეო. სულ წინ, წინ მიდიოდა, არასდროს უკან არ იხევდაო... ჩემი ბიჭი მთაში გაზრდილი იყო. არც ტყეში ღამით სიარულის შეშინებია და არც მძიმე შრომისთვის აურიდებია თავი. ხან ნადირი წააწყდებოდათ ტყეში და ხან რა საფრთხე იყო, მაგრამ არასდროს შეშინებია. გამბედავი ბიჭი იყო პატარაობიდანვე....~ მაიკო, ართმელაძე, ნადიმის და: `ორი წლით ჩემზე უფროსი იყო... ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი... ხელფასს, რომ აიღებდა, ოჯახის თითოეულ წევრისთვის რაღაცას ყიდულობდა... ხელცარიელი არასდროს ბრუნდებოდა. მე სამი ძმის ერთი საფიცარი და ვარ. ნადიმი გამორჩეულად მე მათამამებდა. ყველა ოცნებას და სურვილს მისრულებდა... ერთ დღესაც სამსახურიდან სახლში მოსულმა, შეფუთული საჩუქარი დადო მაგიდაზე და მითხრა: მაიკო გახსენიო. 25
მე რომ მინდოდა ის მობილური ტელეფონი მაჩუქა... ხშირად ყიდულობდა სამკაულებს, ყოველთვის რაღაცით მახარებდა.... გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, ჩემს დაოჯახებულ ძმასთან ჩასულა ადიგენში და რძლისთვის ძვირფასი ყელსაბამი უყიდია. ერთხელ, სახლში მოსულმა დიდი პარკი მოიტანა, ვერ მივხვდი რა უნდა ყოფილიყო, ორი ჩოხა-ახალუხი ამოიღო და ჩემს ძმებს, მალხაზს და ზურას უთხრა: ეს თქვენთვის ვიყიდეო. არ მახსოვს სახლში ისე მოსულიყო რამე, რომ არ მოეტანოს... დაოჯახებას აპირებდა და ძირითადად ოჯახისთვის ყიდულობდა საჭირო ნივთებს. ამბობდა: ჩემს ცოლს ყველანაირი კომფორტი უნდა შევუქმნაო, მაგრამ არ დასცალდა.... როგორც ვიცი, შეყვარებული ბათუმში ყოფნისას გაიცნო. ნადიმი ამ დროს სულ სხვანაირი გახდა. სამსახურში რომ იყო, მირეკავდა და მთხოვდა, კარგი ლექსი გამომიგზავნე ესემესით, შორენას უნდა გავუგზავნოო... სამ თვეში ქორწილისთვის ვემზადებოდით, მაგრამ... ვერ მოასწრო,
26
შორენა ოჯახისთვის პირადად რომ გაეცნო... ბებია დაგვეღუპა, 10 აპრილს უნდა დაგვეკრძალა და გასვენებისთვის ძლივს მოახერხა სახლში მოსვლა. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. გასვენებას დაესწრო და მალევე გაბრუნდა სამსახურში. არ დავკვირვებივარ, როგორი იყო ბოლოს ჩემი ძმა... როგორც ყოველთვის, ჩვეულებრივ გამოგვემშვიდობა და წავიდა... 7 აგვისტოს არეულობა, რომ დაიწყო, ვერაფრით ვუკავშირდებოდით, საღამოს თვითონ დარეკა. მისი ხმა რომ გავიგე, ცოტა დავწყნარდი. საშინელებებს აცხადებენ და რა ხდება, სად ხარ, რამე ხომ არ გიჭირს-მეთქი. არ გვითხრა სად იყო... არაფერზე ინერვიულოთ, კარგად ვარ, დაწყნარდითო... მერე დედაჩემს ელაპარაკა, მასაც აწყნარებდა. რაც დრო გადის, უფრო საშინელებაა მის გარეშე ყოფნა...~ ნადიმ ართმელაძე 24 წლის იყო რომ დაიღუპა. დღეს, მისი მშობლიური სოფლის – ბეღლეთის სკოლა მის სახელს ატარებს...
პოლიციის რიგითი
მამუკა შუბითიძე
1984 - 2008
ვეითი იყო, პირველად ქვეითად შევიდა ცხინვალში დაჭრილი მებრძოლების გამოსაყვანად, მეორედ უკვე კობრით, ისევ დაჭრილების გამოსაყვანად. მესამედაც შევიდა ხუთ თანამებრძოლთან ერთად, ალყიდან რომ გამოეხსნათ 17 ბიჭი, მტერმა მათ კობრას დაუშინა, კობრას რომ ვერაფერი ავნო, საბურავებს ესროლეს, კობრას საბურავი მოსძვრა და ამოტრიალდა... ბიჭები გადმოვიდნენ, იქვე შენობას შეაფარეს თავი და მათი კვალიც დაიკარგა... დაჭრილები იხსნეს, და თავად ჩაცვივდნენ ოკუპანტების ხელში... მამუკა შუბითიძე 1984 წლის 26 აპრილს დაიბადა მარნეულის რაიონში, სოფელ ორჯონიკიძეში. ლილი შუბითიძე, მამუკას დედა: `ძალიან კარგი, წყნარი და მშვიდი ბავშვი იყო. ძალიან კეთილი, რამე რომ ჰქონდა უნდოდა სხვისთვისაც მიეცა... ბავშვობიდან იტაცებდა სპორტი, ფეხბურთზე დადიოდა და უნდოდა, რომ სერიოზულად გაეგრძელებინა ვარჯიში... მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გამო ბოლომდე ვერ მივაყოლეთ ხელი... სოფელში უბნებს შორის შეჯიბრი, რომ იმართებოდა, მამუკას ყველა ექაჩებოდა, მოდი ჩვენს გუნდში ითამაშეო. სადაც მამუკა თამაშობდა, ის გუნდი ყოველთვის იგებდა, მართლა ჰქონდა მონაცემები, რომ სერიზული წარმატებებისთვის მიეღწია, სპორტის ამ სახეობაში... პლაკატებს აგროვებდა და სპორტის ყველა სახეობა მოსწონდა, თითქმის ყველა სპორტსმენის პლაკატი ჰქონდა... ფინანსურად ცოტა გვიჭირდა და არაფერს თაკილობდა, გვერდში გვედგა ყველანაირად. მიწის დამუშავებაშიც გვეხმარებოდა და ფიზიკურადაც შრომობდა სხვაგან... სკოლაში თავიდან კარგად სწავლობდა, მაგრამ ბოლო კლასებში, როგორც ბიჭების უმრავლესობას სჩვევია, სწავლას მიანება თავი...~ ორჯონიკიძის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მამუკა შუბითიძე რამდენიმე თვე ფიზიკურად მუშაობდა და როგორც მამა ამბობს, – შრომას არ თაკილობდა. შემდეგ სურვილი შეისრულა. თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა. ავთანდილ შუბითიძე, მამა: ძალიან მოწადინებული იყო რომ ჩაებარებინა და სამხედრო ცხოვრებით ეცხოვრა. მკაცრ რეჟიმში უწევდა ყოფნა, მაგრამ ამის გამო ერთხელ არ დაუწუწუნია, ვარჯიშობდა, სპორტული ბიჭი იყო, ფეხბურთი უყვარდა ძალიან... სამი კურსი დახურა და დაიხურა კიდეც ეს აკადემია... აკადემია რომ დაიხურა ძალიან დაწყდა გული. დახურვის შემდეგ, 6-7 თვე გორში, სამხედრო პოლიციაში მუშაობდა, შემდეგ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში გადავიდა რიგითად. სპეცნაზში იყო ერთი წელი. ვუთხარი, თუ ვერ შეძლებ დაანებე თავი და წამოდი-მეთქი, მაგრამ არ წამოვიდა,
ყველა ჩემი მეგობარი იქ არის და იქ უნდა ვიმსახუროო. წინააღმდეგობას არ ვუწევდი. სულით და გულით იყო სამხედრო პიროვნება... ომის დაწყებამდე კოდორში იყვნენ, იქ ვარჯიშობდნენ, 6 აგვისტოს ჩამოიყვანეს კოდორიდან... ომში წასვლამდე, სამი-ოთხი დღით ყოფილა სახლში, მე მაშინ ბაქოში ვიყავი. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ჩვეულებრივ იყო, თქმით კი უთქვამს, რამე რომ მოხდეს პირველები ჩვენ უნდა წავიდეთო...~ მაია შუბითიძე, მამუკას და: `ძალიან მეგობრული, უშუალო და კონტაქტური იყო, ახლა გავიგეთ, თურმე იმდენ ადამიანს იცნობდა, რომ ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით... გინება არ უყვარდა, და ერთხელ არ გამიგია, რომ ცუდი სიტყვა ეთქვას. მკაცრი ძმა არ იყო, მაგრამ თუ გოგოს რამე საქციელი ან ჩაცმულობა არ მოსწონდა, მეც და ჩემს დასაც გვეუბნებოდა, მე ეს არ მომწონს და ეს არ გააკეთოთო. ძალიან კარგი დედმამიშვილობა გვქონდა... რატომღაც სულ ჩქარობდა, მიზანდასახული ადამიანი იყო და რასაც გადაწყვეტდა ყველაფერს თავისი შრომით აღწევდა. ამბობდა, ყველაფერს მივაღწევ ცხოვრებაშიო. გვაიმედებდა... ზედმეტად არ ოცნებობდა, არ უყვარდა უაზროდ კოშკების აგება. რეალისტი იყო და ცხოვრებას რეალისტურად უყურებდა. ხშირად უწევდა ფიზიკურად შრომა, ოჯახს რომ რამე არ მოჰკლებოდა...~ მამა: `ბოლოს გავიგეთ რომ შეყვარებული ჰყოლია, სადღაც ექვსი თვე ჰყვარებიათ ერთმანეთი. შემოდგომით აპირებდა თურმე ცოლის მოყვანას... ~ დედა: `ძალიან თბილი ადამიანი იყო, სხვანაირი დედაშვილობა გვქონდა. სახლში მოსვლა, რომ აგვიან დებოდა, გვირეკავდა, აქ ვარ და ცოტა ხანში მოვალო. არ დააგვიანებდა... არაფერს არ გვიმალავდა... ბოლოს გვითხრა, რომ შემოდგომაზე ცოლი უნდა მოვიყვანოო, მაგრამ... მის შეყვარებულს არ ვიცნობდით, ამ მხრივ ცოტა ჩაკეტილი იყო, არ უყვარდა ამაზე საუბარი. შეყვარებული მამუკა არ შეცვლილა, უყვარდა საჩუქრების კეთება, და სულ იმას ამბობდა, მე ვიცი რა უნდა ვაჩუქოო...~ ომში რომ მიდიოდა დედას არ უთხრა, მამას გააგებინა მხოლოდ... მამა: `6 აგვისტოს მე დამირეკა... დედამისისთვის არ უთქვამს, რომ არ ენერვიულა...~ დედა: `ბოლოს 7 აგვისტოს, საღამოს ველაპარაკე. იმ დღეს ჩამოვიდა კოდორიდან. ვკითხე მამუკა სახლში არ უნდა მოხვიდე-მეთქი? კი დედა, ჩვენ არ გამოგვიძახებენ და აუცილებლად ჩამოვალო... ის კი მითხრა, ტელეფონები შეიძლება გამოვრთოთ და არ ინერვიულოთო, მამშვიდებდა... ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი.~ მამუკა შუბითიძე იმ კობრაში იჯდა, რომელიც მტერმა ამოატრიალა, იქიდან გადმოსული და სტალინის ქუჩაზე, ერთერთ შენობაში თავშეფარებული ბიჭების კვალი კი გაქრა... 29
მამა: `დაჭრილები გამოჰყავდათ ცხინვალიდან. ჯერ ფეხით შესულან, მერე კობრით, მესამედ რომ შევიდნენ ალყაში მოქცეული ბიჭების გამოსაყვანად, რუსებმა სროლა აუტეხეს. პირველი სროლით კობრას არაფერი მოსვლია, მეორედ სროლის შემდეგ საბურავი მოსძვრა და ამოტრიალდა, ბიჭები გადმოვიდნენ და თავი შეაფარეს სტალინის ქუჩაზე მდებარე სახლს. ეს ამბავი 8 აგვისტოს 12-დან 2 საათამდე ხდებოდა. 6 ბიჭი იყო... ომის პერიოდში ყველგან ვეძებდით, ყველა ცხედარმა ჩვენს ხელში გაიარა. სადაც ექსპერტიზა ტარდებოდა იქ ვიყავი ჩემი შვილი რომ მენახა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ერთი წლის შემდეგ მომცეს დეენემის პასუხი, რომ გარდაცვლილია და დაკრძალულია მუხათგვერდში. რა უფლება მაქვს არ
30
დავიჯერო, მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ გამოჩნდება... გულის სიღრმეში მჯერა, რომ სადღაც შეიძლება ცოცხალია... თუ დაიღუპა, ვაჟკაცურად დაიღუპა, შევიდა მაშინ, როდესაც არ ეკუთვნოდა შესვლა, სამჯერ შევიდა და გადაარჩინა ბიჭები... შევიდნენ რომ 17 ბიჭი გამოეყვანათ, გამოიყვანეს, მაგრამ თვითონ ჩარჩნენ იქ. საკუთარი სურვილით შევიდნენ მესამედ... ~ დედა: `სულ იმას ვეუბნებოდი, სადაც არ უნდა იყო, მეგობრის ერთგული იყავი მეთქი...~ მამუკა შუბითიძე 24 წლის იყო რომ გარდაიცვალა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.
რიგითი
ზურაბ ტატულაშვილი
1988 - 2008
ეთაური იკითხავს – ვინ იბრძოლებს ყუმბარ თმტყორცნით? წინ ზურა გამოვა – ომი ჩემს მხარეშია, ყუმბართმტყორცნს მე დავიჭერ. ზურა ცხინვალშია დაბადებული, კონფლიქტის ზონაშია გაზრდილი, სოფელ ფლავისმანში. ამ ყუმბართმტყორცნით გადაარჩენს მთელს ასეულს – მათ ამოსახოცად დაძრულ, რუსი ჯარისკაცებით გაძეძგილ სამხიდიან მანქანას ააფეთქებს, თავის თანამებრძოლებს იხსნის. მას სნაიპერი მაშინ მოკლავს, როცა დაჭრილ თანამებრძოლს მივარდება გადასარჩენად, ხელს მოხვევს რომ ააყენოს და მოხვდება კიდეც ტყვია... ზურა ტატულაშვილი 19 წლის იყო რუსულ აგრესიას რომ ემსხვერპლა... ზურა პირველი შვილი იყო ოჯახისთვის. დაიბადა 1988 წლის 25 ოქტომბერს, ცხინვალში, გაიზარდა გორის რაიონში, სოფელ ფლავისმანში. მარინა ტატულაშვილი, დედა: `ძალიან თბილი და კეთილი, წყნარი ბავშვი იყო, დედა მოუკვდეს... მთელს სოფელში კარგი სახელით სარგებლობდა. დაწყებით კლასებში კარგად სწავლობდა, მაღალ კლასებში რომ ვთქვა კარგად სწავლობდამეთქი მოვიტყუები... სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელება არ უფიქრია, ჯარში წასვლა უნდოდა. იარაღი უყვარდა. ყველანაირი იარაღი აინტერესებდა, მერე გვითხრეს, თავისუფალ დროს სულ ყუმბართმტყორცნთან და სხვა რთული კონსტრუქციების იარაღებთან ატარებდა, ათვალიერებდა, შლიდა და აწყობდაო...~ ჯარში რომ გაიწვიეს, წამითაც არ დაფიქრებულა, ისე გადაწყვიტა წასვლა. მხედრულ ვალს თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში იხდიდა. დედა: `6 თვე მსახურობდა სულ... ამ ექვსი თვის მანძილზე ერთხელ ჩამოვიდა, ერთი დღით... 7 ივლისს სოფელში დღეობაა და იმ დღეს ჩამოვიდა. მეორე დღესვე წავიდა, ჩემი ბიჭებიც მიდიან და მეც აუცილებლად უნდა ჩავიდე თბილისშიო. თვითონვე არ ჰქონდა სურვილი, რომ რამდენიმე დღე დარჩენილიყო სახლში. მასთან ერთად ვინც იყო ჯარში, ყველას სამდღიანი შვებულება აუღია და ზურას თვითონ უთქვამს, ერთი დღე მინდაო. რა იცოდა, რომ სახლში უკანასკნელად მოდიოდა და თან უკანასკნელად უნდა ვენახეთ... სახლიდან ბოლოს 8 ივლისს წავიდა. რომ მიდიოდა, მითხრა, დედა, რაღაც გული არ მიმიწევს ჯარში, დამძიმებული ვარ, რა მომდის არ ვიციო. პირჯვარი გადავიწერე, მასაც გადავსახე, ვუთხარი: დედი, ფრთხილად იყავი, მეც ცუდს მიგრძნობს გული, ომი არ დაიწყოს-მეთქი... ნუ გეშინია, დედა, ომიც, რომ დაიწყოს, მაინც წინა ხაზზე წავალ, მე არაფრის მეშინია,
შენ მიხედე შენს თავსო. ბოლოს რომ გადიოდა, თავის ძმას უთხრა, დათი, გეხვეწები, შენ მიხედე დედას და იცოდე, თუ რამე იყოს ვიბრძოლებ შენთვისაც და რასაც მოვიპოვებ ყველაფერს შენთვის მოვიპოვებო... სახლიდან ძალიან გულდაწყვეტილი გავიდა, ხელი გადამხვია და მითხრა, დედა, ჩემს დაბადების დღეზე, რომ ჩამოხვალ, იქ გაიგებ, მე როგორი სახელით ვსარგებლობო. დავპირდი დიდ ტორტს გამოგიცხობ და ყველაფერს ამოგიტან-მეთქი. რაც ჯარში იყო წასული ერთხელ არ ვყოფილვარ მისული მასთან, თვითონ მეუბნებოდა არ ჩამოხვიდე, მე თვითონ ჩამოვალ შვებულებით, შენ არ იწვალოო. მამამისი აკითხავდა ხშირად...~ შინიდან გასული ზურა კლასელებმა და ძმაკაცებმა გააცილეს სოფელ ტყვიავამდე, სამარშრუტო ტაქსის გაჩერებამდე. ძმაკაცები ომის შემდეგ გაიხსენებენ გამომშვიდობების სცენას... იქაც იგივე მეორდება, რაც შინ... ზურას თითქოს გული უგრძნობს, რომ ბოლოჯერ უყურებს ძმაკაცებს, თანაკლასელებს, უბნელებს, მათ, ვისთან ერთადაც გაატარა თავისი ხანმოკლე, ლამის ერთი მტკაველი სიცოცხლე... დედა: `მარშრუტკა რომ გაუჩერებია, ჩაჯდომას აყოვნებდა, დიდხანს გვემშვიდობებოდაო... მძღოლს დაუძახია, დაჯექი ბიჭო, რას მაცდევინებ ამდენი ხანიო. მარშრუტკაში ჩამჯდარი, გადმოვიდოდა, დაგვემშვიდობებოდა და ისევ ჩაჯდებოდა ხოლმეო. ბოლოს უთქვამს კიდეც, რა მომდის ბიჭებო, ძალიან ვმძიმდები, ეტყობა რაღაცა ცუდი ხდება ჩემს თავსო...~ დაიძრა მარშრუტკა, ზურას თვალები უკან რჩებოდა, მეგობრებისკენ... ჩასული არ იყო, ნაწილიდან რომ რეკავდნენ შინ, წამოვიდა თუ არა, 8 საათამდე აქ უნდა იყოს, დღეს კოდორში მივდივართო. ჩავიდა ნაწილში და იმავე დღეს, 8 ივლისს წაიყვანეს კოდორში. ერთი თვე იდგნენ კოდორში, უკვე თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ომი დაიწყო და თბილისის ნაცვლად, ცხინვალში წავიდნენ... დედა: `ბოლოს რომ ველაპარაკე, არ მახსოვს რა რიცხვი იყო, სულ მამშვიდებდა, დედა, ჩემზე არ ინერვიულო, მე კარგად ვარ, შენ იყავი ფრთხილადო. 7 აგვისტოს, დილით, თავის ტელეფონიდან ზარს გვიშვებდა, ეტყობა სალაპარაკო არ ჰქონდა... არც ჩვენ გვქონდა და ვერაფრით დავურეკეთ... მერე, როგორღაც ჩავრთეთ ტელეფონი, ვრეკავდით, მაგრამ ვეღარ ვუკავშირდებოდით... თან, ალბათ, არ უნდოდა, რომ მენერვიულა და მერე სხვისთვის დაურეკავს... ომი, რომ დაიწყო აქ ვიყავით ჩვენ და ველოდებოდით, მეგონა, რომ ჩამოვიდოდა... ჩვენი სოფელიც კონფლიქტური ზონაა, მაშინ ყველა აქეთ-იქით გარბოდა. 33
ვერაფერს ვიგებდით. ჩვენს გარდა ყველას სცოდნია, რომ ჩემი შვილი ომში, ცხინვალში იბრძოდა...~ ზურას დედა ერედვიდანაა, ბებია და პაპა ომის დროსაც ერედვში იყვნენ. დედა: `ვიდრე ჩვენთან გამოუშვებდა ზარს, 7 აგვისტოს, ჩემს ძმასთან დაურეკავს. ბებო და პაპა წაიყვანე ფლავისმანში, იქ უსაფრთხოდ იქნებიან, მანდ რამე არ დაემართოთო. ბებოზე და პაპაზე ნერვიულობდა, მათი გაზრდილი იყო... ჩემი ძმა იქით აფრთხილებდა, ფრთხილად იყავი. მერე მე დამირეკა ჩემმა ძმამ, მამშვიდებდა, კოდორში არიან, არ ინერვიულოო. მეც თავს ვიიმედებდი, რომ ზურა კოდორში იყო... არადა, ცხინვალში ყოფილა, დედა მოუკვდეს ჩემს ზურიკოს... როგორც გადმოცემით ვიცით, ყუმბართმტყორცნით იბრძოდა. მეთაურს უკითხავს, ამ იარაღს ვინ დაიჭერსო, ჩემი შვილი გამოსულა წინ და უთქვამს, ჩემს მხარეშია ომი და ამ იარაღს მე დავიჭერო... ზურა პირელ ხაზზე მდგარა, ბიჭები ამბობდნენ, ზურა რომ არ ყოფილიყო, მთელი ასეული აღარ ვიქნებოდითო. რუსების სამხიდიანი მანქანა მოდიოდა ჯარისკაცებით დატვირთული, ყველას ამოგვხოცავდნენო, ზურას უსვრია იმ მანქანისთვის და აუფეთქებია. ბიჭები ამბობდნენ, კარგად ისროდა, უშიშრად, მთელი შემართებით მიდიოდა წინ და მტერს ეგებებოდა. ჩვენი სოფლიდან ზურასთან ერთად კიდევ ერთი ბიჭი იყო ომში. ზურას მისთვის უთქვამს, ჩემს გვერდით იყავიო. ამ ბიჭს უკითხავს, ზური, შენ არ გეშინიაო? შიში კი მაქვს, მაგრამ უნდა გავმაგრდეთ და იცოდე, უკან არ დაიხიო, როგორც მე შევალ, უკან მომყევიო. ცხინვალში დაუკარგავთ ერთმანეთი... როგორც გვითხრეს, 8 აგვისტოს, ცხინვალში, სკოლასთან დაიღუპა სნაიპერის ტყვიამ შეიწირა ზურას სიცოცხლე. ნეკნებში ჰქონდა მორტყმული ტყვია, ჯავშანჟილეტის შუა... ამბობდნენ, ზურა მეორედ შებრუნებულა ცხინვალში დაჭრილების გამოსაყვანად, ერთ-ერთ დაჭრილს მივარდნია, შემოხვევია და ამ დროს ესროლა სნაიპერმა... მაშინვე დაღუპულა. ის დაჭრილი ბიჭი გადარჩა, ჩემმა შვილმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, დაჭრილი ბიჭის სიცოცხლე იხსნა... როგორც მერე ბიჭებმა გვითხრეს, დაღუპული რომ არსად დაკაგულიყო, ხესთან დავაწვინეთ, ნიშანი დავადეთო... ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში შემთხვევით კადრში მოვკარი თვალი ჩემს დაღუპულ შვილს. ხის ძირში იყო მიწოლილი... როგორც ბიჭები მოგვიყვნენ ზუსტად ისე იყო... 8 აგვისტოს გავიგეთ მისი დაღუპვის ამბავი, ორ საათზე უკვე გორის ჰოსპიტალში, საცხედრეში ჰყავდათ გადმოსვენებული. ჩემი მეუღლის დეიდაშვილი ოფიცერია, მან დაურეკა ჩემს მაზლს და გააგებინა. ჩვენ თავიდან გვითხრეს, მძიმედ არის დაჭრილიო... 8 აგვისტოს საღამოს მოასვენეს შინ...~ დედას გლოვაც არ აცალა მტერმა, სიტუაცია დაიძაბა, 34
სოფელი იცლებოდა. სოფლად სულ რამდენიმე ოჯახი დარჩა, დედა დღემდე ვერ ივიწყებს მათ თანადგომას... დედა: `სამი დღე გვესვენა, ორშაბათ საღამოს ნაუცბათევად გაჭრილ სამარეს მივაბარე შვილი, მივასვენებდით და რუსული თვითფრინავები ძალიან დაბლა, ჩვენს თავზე დაფრინავდნენ... ყველამ იცოდა, რომ ზურას საფიცარი მე ვიყავი, ძალიან უყვარდა დედა, მე გულით ავადმყოფი ვარ, ხშირად გავმხდარვარ ავად და დილამდე ისე გაუთენებია, რომ ფეხებთან მჯდომია... სულ ჩემზე ფიქრობდა, მე მიფრთხილდებოდა, რომ მირეკავდა სულ მეუბნებოდა, დედა, არ იმუშაო, თავს გაუფრთხილდი, სანამ მე გამოვალ და მერე არაფერს არ გაგიჭირვებო. სავალდებულოს მოხდის შემდეგ, ჯარში კონტრაქტით დარჩენას ფიქრობდა. დაოჯახებას 25 წლამდე არ აპირებდა, როგორც ვიცი შეყვარებული არ ჰყავდა... ოცნებად ჰქონდა, ჩემს ძმას დიდი ნათლობა უნდა გადავუხადოო, მაგრამ ის რომ დაიღუპა, მაშინ მოვნათლეთ მისი ძმა... დათო 17 წლისაა. სკოლას წელს ამთავრებს. ზურას დაღუპვის შემდეგ ჯანმრთელობა შეერყა, ნერვებმა უმტყუნა, სულ ვმკურნალობთ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, სხვანაირი ძმობა ჰქონდათ...~ კოტე რომელაშვილი, ზურას ბიძა: `ჩემს ხელში იყო გაზრდილი ცხონებული... ძირითადად ჩემთან იზრდებოდა სოფელ ერედვში. ვზრდიდი როგორც შეეფერებოდა ვაჟკაცს. ჩვენსა და ოს სეპარატისტებს შორის სულ კონფლიქტი იყო. ჯერ ისევ პატარა ბიჭი იყო, როცა ამ ყველაფერში აქტიურად უნდოდა ჩართული ყოფილიყო. ჯარში რომ წავიდა ხშირად მირეკავდა. მე და ჩემი სიძეც ხშირად ვაკითხავდით. 4 აგვისტო იყო, როცა ჩვენსა და ოს სეპარატისტებს შორის მიდიოდა პოზიციური ბრძოლები. ერთერთ სანგარში ავდიოდით, როცა ზურამ დამირეკა, გამომკითხა სად ხარ, რა ხდება მანდეთო. როგორც ყოველთვის, ისევ ისემეთქი, ვუთხარი. მთხოვა, იქნებ ტელეფონი ჩამირთო მიკროფონზე და მომასმენინო რა ხდებაო... მიხვდა, რომ მსხვილკალიბრიანი იარაღით მიდიოდა ბრძოლა, რომ ცუდად იყო საქმე. მითხრა შენი ხასიათი ვიცი, არ გამოხვალ მანდედან და ბებო და პაპა გამოიყვანე სოფლიდან, ჩვენთან მიიყვანეო. ბოლოს მითხრა, თუ ასე გაგრძელდა საქმე, შეიძლება ჩვენც გადმოგვისროლონ ცხინვალისკენო. იცოდე, პირველი მე წამოვალ მაქეთო. ეს სიტყვები რომ გავიგონე, მთელ ტანზე დამბურძგლა. ვთხოვე, მინდა ვიცოდე საით იქნები და სადაც წაგიყვანენ იქნებ გამაგებინო-მეთქი. იმის მერე აღარ დაურეკავს... მე ამ დროს ერედვში ვიბრძოდი, ზურა ნიქოზის მხრიდან შევიდა ცხინვალში. გული ჰქონდა ძალიან მაგარი... ჩვენთან ყოფნის პერიოდში, სამჯერ მოხვდა ორმხრივი შეტაკების დროს, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მაგრამ, როდესაც ჩემებთან ერთად სამშვიდობოს ვუშვებდი, ტიროდა, აქ ვიქნები თქვენთან ერთად, არ წამიყვანოთო... მან მართლაც ერთი მტკაველი სიცოცხლით იცოცხლა, მაგრამ ამ მტკაველში მოამწყვდია თავგანწირული ბრძოლაც, გმირული აღსასრულიც... ის, ჩვენს მაგიერ, ჩვენთვის იბრძოდა.
პოლიციის რიგითი
ლაშა თევზაძე
1985 - 2008
ლინახევრის იყო მამა ავღანეთის ომში რომ დაეღუპა. ობლობაში გაიზარდა, და თავადაც რუსების ავანტიურას ემსხვერპლა. გმირულად დაიღუპა ცხინვალში, რუსული საოკუპაციო ძალების აგრესიის დროს დაიღუპა და ახლა მისი დედისერთა ბიჭი დარჩა ობლად... სულმოუთქმელად ელოდა, საბა `მამას~ როდის დაუძახებდა... არ დასცალდა... საბა 4 თვის იყო, მამა რომ გმირულად დაიღუპა. დღეს საბა ფოტოებით იცნობს მამას და ამბობს, რომ `მამა, მაგარი კაცია~... მამა სულ 23 წლის ბიჭი იყო, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა მამულისთვის. ლაშა თევზაძე სამტრედიაში დაიბადა, გათამამებული ბავშვი არ ყოფილა. ალბათ, გაათამამებდნენ კიდეც, დედისერთა იყო, მაგრამ ავღანეთის ომმა მას უზრუნველი ბავშვობა წაართვა... მადონა კაცაძე, ლაშას დედა: `ობლად გაიზარდა. ჩემი ძმა მეხმარებოდა მის გაზრდაში. განსაკუთრებულად უყვარდა ბიძა... ათასი უბედურება და გაჭირვება გავიარეთ მე და ლაშამ, მაგრამ სულიერად არც მე დავეცი და ლაშასაც არ მივეცი ამის უფლება. გმირულად ვიტანდით ყველაფერს... მე და ლაშა ისე შევეზარდეთ ერთმანეთს... პატარა ბავშვს ჭკუას ვეკითხებოდი, დედა, ეს მინდა გავაკეთო და ლაშა, რას მირჩევ, როგორ მოვიქცე-მეთქი... 23 წლის დავქვრივდი, 23 წლის ასაკში დავკარგე ლაშა...~ სკოლაში მისაბაძი მოსწავლე ყოფილა, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ქუთაისში განაგრძო და დაასრულა გერმანული ენის თარჯიმან-რეფერენტის კვალიფიკაციით. `გერმანული ენის პედაგოგი ვარ და ჩემი სიყვარულით ჩააბარა ამ სპეციალობაზე~ _ ამბობს თვალცრემლიანი დედა. იქვე, უნივერსიტეტში გაუვლია სამხედრო კათედრა, სავალდებულო სამსახურში არ გამოუძახიათ, როგორც დედისერთა, მაგრამ მალევე თბილისში წამოვიდა. გადაწყვიტა სპეცნაზელი გამხდარიყო, ჩააბარა ნორმატივები, ფსიქოლოგიური ტესტირებაც გაიარა და 2008 წლის იანვრიდან განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოში დაიწყო მუშაობა. ოჯახს წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა ამ ნაბიჯს დგამდა. მეუღლეც, დედაც გაგებით მოეკიდა მის სურვილს - ემსახურა სამშობლოსთვის. მაგრამ მტერმა რამდენიმე თვე აცალა ეს სამსახური... ომამდე კი იყო სიყვარული და ამ სიყვარულით ოჯახის შექმნა... მადონა კაცაძე, ლაშას დედა: `როცა დაოჯახება გადაწყვიტა, ძალიან გულჩათხრობილი გახდა... რაღაცას ვატყობდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა ემართებოდა. ერთხელაც მითხრა, დედა შეყვარებული ვარო. ყველანაირად დავეხმარე, ერთი შვილი მყავდა, ყველაფერი საუკეთესო მისთვის მინდოდა... მოიყვანა ცოლი და ძალიან ბედნიერი იყო.~.. ლაშა თევზაძემ და ლიანა რომელაშვილმა ერთმანეთი
სამტრედიაში, საერთო ახლობლის ქორწილში გაიცნეს, გაცნობიდან ერთი წლისთავზე ლაშა სიყვარულში გამოუტყდა ლიას... ლიანა რომელაშვილი, მეუღლე: `ერთი წელიწადი შეყვარებულები ვიყავით, 29 ივნისს გავიპარეთ, რატომღაც ყველაფერი ეჩქარებოდა, სულ ერთი წელი მოგვიწია ერთად ცხოვრება... ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართაც და ბავშვის მიმართაც. სიხარულისგან იტირა, ბიჭი რომ გვეყოლა. ბავშვის სახელი ერთად შევარჩიეთ, საბა დავარქვით, ერთი სული ჰქონდა მამას როდის დაუძახებდა... ერთხელ საბუთებს ავსებდა და ისეთმა გახარებულმა მითხრა, პირველად მოხდა, ასე დავწერე `საბა ლაშას ძეო~...~ დედა: `სამტრედიაში იყო, როცა გაიგო, რომ მამა უნდა გამხდარიყო, გახარებულები ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ვტიროდით... საბა ძალიან თბილი ბავშვია, გარეგნობითაც, ხასიათითაც მამას ჰგავს. მადონას მეძახის, მეუბნება, მამიკო მოვა, მანქანაში ჩავჯდებით და შენთან, სამტრედიაში მალე ჩამოვალთო...~ დედამ შვილი ბოლოს 10 ივლისს ნახა... დედა: `ბავშვი მოვნათლეთ თბილისში, სამტრედიაში ჩამომიყვანა. რომ მიდიოდა, უკვე კარში მდგარმა მითხრა, დედა, ერთი თვეც დამაცადე, სექტემბერში ბინას დავიგირავებ და ჩემთან წაგიყვანო... იცოდა, რომ მე სულ თვალცრემლიანი ველოდი... ბოლოს 5 აგვისტოს ველაპარაკე ტელეფონით. გახარებულმა დამირეკა, დღეს ბინა გავიფორმეო. სამსახურმა სამოთახიანი ბინა უყიდა და მანქანაც გადასცა საჩუქრად... ომის პერიოდში საერთოდ არ შემხმიანებია... 7 აგვისტოს დილაუთენია ავდექი, ტელევიზორი ჩავრთე თუ არა, რას ვხედავ, ყველა არხზე ერთი და იგივე ინფორმაციაა... ომი... მაშინვე ეზოში გამოვვარდი და ყვირილი დავიწყე, ხალხო გაიღვიძეთ, ცხინვალში ომი დაიწყო-მეთქი. თურმე ჩემი შვილი ომში ყოფილა... ვურეკავდი და ვერაფრით ვუკავშირდებოდი, უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი. მაშინვე ჩემს რძალთან დავრეკე. ჩემმა მძახლებმა მითხრეს: გორში არიან, ნუ გეშინიაო... მის თანამებრძოლებს უთქვამთ, ცხინვალში დარჩნენ, მათ დასახმარებლად უნდა შევსულიყავით, მაგრამ ვეღარ შევედითო...~ მეუღლე: `როდესაც განგაში იყო და სამსახურში იბარებდნენ, გასვლის წინ დედაჩემს ეტყოდა ხოლმე, ნაზი, ცოლ-შვილს მიმიხედეო... ბოლოს 7 აგვისტო რომ იწყებოდა, მაშინ გამოიძახეს, გვიან ღამით. ჩვეულებრივ ადგა, არანაირი წინათგრძნობა არ გვქონია, არც მას, არც მე... წავედით, ცოტა ხანს მანქანასთან გავჩერდით, ვსაუბრობდით, გვიანი იყო, ბავშვი მარტო იყო ზემოთ და მითხრა: ადი, ბავშვს მიხედეო და წავიდა ბაზაზე. გორში დილით გადაიყვანეს. ცხინვალში ნიქოზის მხრიდან შევიდნენ. ჩემი მეუღლე კობრის მანქანაში იჯდა, უკან გამოსვლის ბრძანება მიიღეს, მაგრამ სხვა ქუჩაზე ბიჭები იყვნენ ჩარჩენილები და იმათ გამოსაყვანად შებრუნდნენ. 37
ჩემი ძმაც ცხინვალში იბრძოდა, ქვეითი იყო, და უკანდახევისას შეხვდა ცხინვალის შესასვლელში ლაშას. ლაშა უკან შედიოდა, უკითხავს სად მიდიხარო, ბიჭები არიან დარჩენილი და იმათ გამოსაყვანად შევდივართო. სამი მანქანით შებრუნებულან. მივიდნენ ადგილამდე, ჩასვეს ეს ბიჭები მანქანებში და გამობრუნდნენ. მანქანას, რომელშიც ლაშა იჯდა, ორი ჭურვი მოხვდა... მანქანიდან გადმოსულან და შენობისთვის შეუფარებიათ თავი. მაშინ მიუღია კანტუზია. ეს სტალინის ქუჩაზე ხდებოდა... იმ სახლიდან რომ გამოდიოდნენ, როგორც შემდეგ გვითხრეს, მტერმა ჩაცხრილა... არც კი ვიცი, რა ძალა მყოფნის ახლა ამას რომ ვყვები, მტერსაც არ ვუსურვებ, ისეთი დღეები გავიარეთ... ბოლოს 8 აგვისტო რომ იწყებოდა, მაშინ ველაპარაკე, ღამის პირველ საათზე... ტელეფონით რომ ვსაუბრობდით, არც ერთხელ არ დაუმალავს სად იყო, რა მდგომარეობაში, სულ იმედიანად იყო, მეუბნებოდა, ჩვენ გავიმარჯვებთ. როგორც გადმოცემით ვიცი, ძალიან შემართებით და იმედიანად იბრძოდა, იმედი ჰქონდა, რომ გამარჯვებული დაბრუნდებოდა. ერთ-ერთი თანამშრომელი მიყვებოდა, რაღაც შენობა ყოფილა, სადაც ოსური დროშა ფრიალებდა, ლაშა თავისი კობრით მისულა, დაუძახიათ, რას შვრები, არ გესროლონო, მაინც მამაცურად ასულა და ის ოსური დროშა ჩამოუხსნია... რვა აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ვრეკავდი, არ მპასუხობდა... როგორც შემდეგ მითხრეს, ტელეფონი მანქანაში დარჩენია. 8 აგვისტოს საღამოს ჩემს ძმას დაურეკავს მამაჩემისთვის ლაშა ცხინვალში დარჩა და იქნებ მანდ საავადმყოფოებში ეძებოთო. მაგრამ მამაჩემმა ჩვენ არ გვითხრა... 8 აგვისტოს თბილისის საავადმყოფოებში რომ ვერ იპოვა, 9 აგვისტოს დილით გორში წავიდა. ჩემი ძმა გვამშვიდებდა, კარგადაა ნუ ნერვიულობთო... 6 თვე ვეძებდით ლაშას, იმედს არ ვკარგავდით, იმედი გვქონდა,
38
რომ ოსებს ტყვედ ჰყავდათ. 6 თვის შემდეგ მივიღეთ დეენემის ანალიზის პასუხი. როგორც გვითხრეს, დახვრიტეს... ეს ყველაფერი 8 აგვისტოს მოხდა... სამტრედიაში გადავასვენეთ და მამამისის გვერდით დავკრძალეთ... ძალიან რთულია მის გარეშე ცხოვრება... პირველი ხელფასი რომ აიღო, ფეხმძიმედ ვიყავი და ბავშვისთვის შევიძინეთ რაც კი საჭირო იყო. პირველი პრემია რომ აიღო, სამასი ლარი, ორასი ლარი მე მაჩუქა, შენახული მქონდა ეს ფული და ღვთისმშობლის სახიანი ბეჭედი გავაკეთებინე მის სამახსოვროდ. ჩემი ქმარი გმირი იყო, საქართველოს შესწირა თავი. ძალიან რთულია უიმისოდ ცხოვრება, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ საამაყოცაა. ჩვენი შვილი რომ გაიზრდება, იამაყებს მამის გმირობით. საბა 4 თვის იყო ლაშა რომ დაიღუპა. სურათებიდან იცნობს მამას, როცა შეეკითხები მამაზე, ამბობს: `მამა, მაგარი კაციაო...~ დედა: `...ლაშა სიკვდილის მერე კი არ გახდა გმირი, სიცოცხლეშივე გმირი იყო... სულ სხვანაირი ახალგაზრდა ბიჭი იყო. ადამიანი არ არსებობს, რომ ლაშას ოდესმე ეწყენინებინოს. მის ხელში იარაღი, რომ დავინახე ძალიან გამიკვირდა, რადგან სულ სხვანაირი, ჰუმანური ბიჭი იყო. იმედს არ ვკარგავ მაინც, რომ იქნებ ჩემი შვილი ცოცხალია, იქნებ არის სადმე და დაბრუნდეს... არ მჯერა, რომ აღარ არის. ყოველდღე, ყოველ წამს ველოდები... სტუდენტი, რომ იყო ქუთაისში სწავლობდა. პარასკეობით მოდიოდა სახლში. საჭმელს გავაკეთებდი, სუფრას გავშლიდი და დავურეკავდი, სად ხარ დედა ახლა-მეთქი, რომ მეტყოდა მარშრუტკაში ვზივარო, აივანზე გავდიოდი და გზას გავცქეროდი. აივანზე რომ გავდივარ ყველაზე მეტად ეს მკლავს. სულ იქით ვიხედები, საიდანაც ჩემი შვილი მოდიოდა~.
პოლიციის უფროსი ლეიტენანტი
დავით ავალიანი
1978 - 2008
ცდაათი წლის დათო ავალიანი თვალისდაუხამხამ ებლად წავა სამშობლოს დასაცავად. წავა და ცხინვალში, თანამებრძოლებთან ერთად, უშიშრად მიიწევს აგრესორი ოკუპანტების პირისპირ... იბრძოლებს, რომ შვილებს აღარ დასჭირდეთ ბრძოლა საქართველოს გასაერთიანებლად. იბრძოლებს და ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპება... დავით ავალიანი 1978 წლის 22 ივლისს, ქუთაისში დაიბადა. წყნარი, მაგრამ, ამავე დროს, ხიფათიანი ბავშვი ყოფილა. კეთილიც და არც შემდეგ შეუცვლია ზნე. ჰყვებიან, რომ პატარა დათუნა შინიდან ახალი მაისურით გაუშვიათ და უკან ძველი მაისურით დაბრუნებულა. თავი უმართლებია – მეზობლის ობოლ ბავშვს ძალიან მოეწონა ჩემი მაისური და ვაჩუქეო. 20 წლისას კი მეგობრისთვის თბილი ქურთუკი უჩუქებია – ჯარში სვიტერით მიდიოდა და შემეცოდაო... დათუნა ავალიანი სკოლაში თბილისში შეიყვანეს. 8 კლასი, თბილისის 169-ე სკოლაში დაამთავრა. შემდეგ ქუთაისის მეორე სკოლაში განაგრძო სწავლა. იქიდან ისევ ქუთაისში 34-ე სკოლაში გადავიდა და დაამთავრა კიდეც. სკოლის დამთავრებისთანავე ქუთაისის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ინსტიტუტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჯარში გაიწვიეს, ერთი წელი ქუთაისში მსახურობდა. ჯარმოვლილმა ბავშვობის ოცნება აიხდინა – პოლიციაში დაიწყო მუშაობა, წყალტუბოში, არასრულწლოვნების უფროს ინსპექტორად. ნათია შალამბერიძე, მეუღლე: `ბავშვობიდან საოცრად ჰყვარებია ფორმა და იარაღი. ჩემი მამამთილი 28 წელი პოლიციაში მუშაობდა და მამამისი რომ სამსახურში ფორმით დადიოდა, იმდენად მოსწონდა, რომ მამას სთხოვა და ფორმა შეაკერინა, რომ გავიზრდები მეც პოლიციაში უნდა ვიმუშაოო~. წყალტუბოდან გეგუთის პოლიციის განყოფილებაში გადავიდა, სისხლის სამართლის სამძებროს უფროს ინსპექტორად, შემდეგ შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროს ინსპექტორად მუშაობდა. შემდეგ ამავე სამმართველოში, ეკოლოგიური პოლიციის განყოფილებაში, უფროსი ინსპექტორი იყო. 2007 წლიდან კი შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცოპერაციების მთავარ სამმართველოში, უფროს ოპერატიულ გამომძიებლად... დათო ავალიანი 25 წლის იყო, რომ დაოჯახდა. მომავალი მეუღლე, ნათია შალამბერიძე საერთო ახლობლის დაბადების დღეზე გაიცნო. ნათია შალამბერიძე: `ახლობელს ჩემი ტელეფონის
ნომერი გამოართვა და დამიკავშირდა. მაშინ კლინიკურ საავადმყოფოში გავდიოდი პრაქტიკას და იქ მომაკითხა. ძალიან ყურადღებიანი იყო, საოცრად თბილი... შეყვარებულობის პერიოდი 2-3 თვეს გაგრძელდა, შემდეგ გვქონდა ნიშნობა, ქორწინება. ძალიან მზრუნველი მეუღლე და მამა იყო. რომ გაიგო ბიჭი უნდა გვყოლოდა, ძალიან გაუხარდა. ორივემ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვისთვის წმინდა გიორგის სახელი დაგვერქმია. გიორგი რომ დაიბადა, დათო სამშობიარო სახლში, ბავშვთა ოთახში შესულა და ხელზე ეფერებოდა თურმე ახალშობილს. მერე ამბობდა, რომ ნამდვილ ვაჟკაცად უნდა გაიზარდოს ჩემი ბიჭიო. შემდეგ ანი შეგვეძინა და ძალიან ბედნიერი იყო, რომ ქალ-ვაჟი გვყავდა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე მამა იყო. რომელ მამას არ უყვარს შვილები, მაგრამ დათო საოცრად გამოხატავდა ამ სიყვარულს, სულ კოცნიდა ბავშვებს, ეფერებოდა, სულ გვეუბნებოდა, შეხედეთ, როგორ ვუყვარვარ ჩემს შვილებს, როგორ მეფერებიანო. სამსახურიდან რაც არ უნდა დაღლილი დაბრუნებულიყო, მაინც მივყავდით სასეირნოდ, რომ ჩვენთვის ესიამოვნებინა. ძალიან უყვარდა სიურპრიზების მოწყობა. ყოველთვის ცდილობდა რაიმე სამახსოვრო ნივთი ეჩუქებინა ჩემთვის. სტამბულიდან ძალიან ლამაზი სამაჯური ჩამომიტანა... ბავშვებისთვის კომპიუტერი შეიძინა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენაც უნდოდა, ძალიან ინტერესიანი იყო... ომამდე რამდენიმე თვით ადრე, ცუდი სიზმარი ნახა. დათოს ასეთ რაღაცებზე საუბარი არ ახასიათებდა. დილით არც უთქვამს, იმ დღეს მის მეგობარს სიძე გარდაეცვალა და მერეღა მომიყვა, ეტყობა ამაზე ახდა ეგ სიზმარიო. 22 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა, სამსახურიდან სამი დღით გაათავისუფლეს და ჩვენთან ჩამოვიდა, გრიგოლეთში მყავდა ბავშვები წაყვანილი დასასვენებლად. ძალიან ბედნიერი იყო იმ საღამოს, `ციცინათელაში~ ატრაქციონებზე წაგვიყვანა, ცდილობდა ესიამოვნებინა ჩვენთვის. 25 ივლისს, საღამო ხანს წავიდა ქუთაისში. წასვლის წინ ცოტა ჩაფიქრებული იყო, მიზეზი რომ ვკითხე, არაფერი, ცოტა ხანს კიდევ რომ ვრჩებოდე თქვენთან, კარგი იქნებოდაო. მაშინ საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, თუ მალე ომი დაიწყებოდა... 7 აგვისტოს, როდესაც ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ რუსეთი გვემუქრებოდა, ძალიან შემეშინდა და დათოს დავურეკე, სად ხარ-მეთქი. სამსახურში ვარ, მშვიდობაა, ნუ გეშინიაო – მეუბნებოდა. საღამოს მითხრა, რომ გორში იყო, თან მამშვიდებდა, არავითარი ომი არ იქნებაო~. დათო ავალიანი ცოლ-შვილს ბოლოს 7 აგვისტოს ღამის 11 საათისთვის ესაუბრა. აღელვებულ ცოლს ამშვიდებდა, ბიჭს საჩუქარს ჰპირდებოდა – დიდ მანქანას გიყიდი, რომ ჩამოვალო... შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ დაკავშირებას, მაგრამ ამაოდ... 41
ნათია შალამბერიძე: `8-ში დილით, ცხინვალში რომ შევიდნენ, დათო და მისი ორი მეგობარი წინა ხაზზე მოხვედრილან. საერთოდ ძალიან უშიშარი იყო და ისე წასულან ყველაზე წინ, ეტყობა, ვერც გააცნობიერეს, ტანკებისთვისაც კი გაუსწრიათ. მისმა მეგობარმა მითხრა, აფეთქებებისას, ვცდილობდით, ერთმანეთთან ახლოს ვყოფილიყავით, ერთ-ერთი აფეთქების შემდეგ გავიფანტეთ, დავუძახე დათო, სად ხარ-მეთქი, მიპასუხა, აქა ვარო, მისკენ გადასვლა და დათოსთან ახლოს ჭურვის დაცემა, ერთი იყოო... დათოს მარცხნივ, თეძოს არეში მოხვდა ჭურვის ნამსხვრევი, ადგილზევე დაღუპულა, ვერაფრის თქმა ვეღარ მოუსწრია.~ დათო ავალიანის მეუღლემ 8 აგვისტოს დილაუთენია მოახერხა დათოს იმ მეგობართან დაკავშირება. ტელეფონს ექიმმა უპასუხა. ნათია შალამბერიძე: `ექიმს ვთხოვე, ვისიც არის ტელეფონი, ის დამალაპარაკეთ-მეთქი. ის ბიჭი ძალიან მძიმედ იყო, უჭირდა საუბარი, მაგრამ მოვასწარი მეკითხა, დათო სად არის მეთქი? დათო მძიმედ არის დაჭრილი, მაგრამ ცოცხალიაო, მიპასუხა. ვერ მოასწრო თქმა, რომელ საავადმყოფოში იყო. ვიფიქრეთ, რომ გორის საავადმყოფოში იქნებოდნენ და გორში წავედით. უკვე გორში შევდიოდით, მამაჩემს რომ დაურეკეს და გააგებინეს რაშიც იყო საქმე... მაინც შევედით გორში, მაინც ვეძებდით საავადმყოფოს ეზოში გამოკრულ დაჭრილების სიაში... იმედს არ ვკარგავდით... იქვე საავადმყოფოში ვიპოვეთ მისი ცხედარი, რომელიც მისმა მეგობრებმა, ძალიან დიდი რისკის ფასად, ბრძოლის ველიდან გამოიტანეს. დავკრძალეთ ქუთაისში, იქ, სადაც მამამისია დაკრძალული... დათოს ტელეფონში ვიპოვე გადმოწერილი ანიმაცია შემდეგი სიტყვებით: `მე, მონატრების ჩუმი სევდა მომიყვანს შენთან~, რომლის გამოგზავნაც ვერ მოასწრო... ეს სიტყვები დავაწერე მისი საფლავის ქვას...~ გიორგი 3 წლის იყო, მამა რომ გმირულად დაიღუპა ომში, ანი წლის და სამი თვის. ნათია შალამბერიძე: `ყოველ დილით, როგორც კი გაიღვიძებს, ჩართავს ხოლმე მამამისის ვიდეოებს, უყურებს, ან მის სურათებს ათვალიერებს, სულ ახსენებს მამას, ძალიან ენატრება, იცის, რომ მამა გმირია. ცდილობს მიბაძოს და მეკითხება, მამიკო ამას როგორ აკეთებდა, რა უყვარდა ან რა მოსწონდა... ძალიან მოსწონს მამის პროფესია და რომ გაიზრდება, ვნახოთ, რას გადაწყვეტს... დათო სულ იმას ამბობდა, ჩემმა შვილებმა რომ არ იბრძოლონ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და შემოვიერთოთ
42
დაკარგული ტერიტორიებიო. ერთხელ ვკითხე, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ომი რომ დაიწყოს და შენ რამე დაგემართოს, ჩვენ რა გვეშველება-მეთქი? მითხრა, პირიქით, მე თუკი საქართველოს შევეწირები, შენ და ჩემმა შვილებმა უნდა იამაყოთ, რომ გმირად დავრჩებიო... ძალიან რთულია მის გარეშე ცხოვრება, ძალიან მიმძიმს, მაგრამ ამ ყველაფერს ვუძლებ ჩემი შვილების გამო. დათო გმირულად წავიდა ამქვეყნიდან და ეს რაღაც იმედს და სტიმულს მაძლევს, მინდა გავზარდო ისეთი შვილები, როგორიც მას უნდოდა...~ დათო კუნჭულია, დათოს თანამებრძოლი: `მე და დათომ 2006 წელს ერთმანეთი სამსახურში გავიცანით, ორი წელი ვმუშაობდით ერთად. ძალიან კარგი ადამიანი იყო, შესანიშნავი მეგობარი... როცა არ უნდა დაგერეკა, გვერდით დაგიდგებოდა, ოჯახის საქმეს გადადებდა და ყველანაირად დაგეხმარებოდა. ნამდვილი ვაჟკაცი იყო... ბუნებაში ქეიფი უყვარდა, სულ მაგაზე ვეჩხუბებოდი, რა გინდა ბიჭო ბუნებაში, წამოდი რესტორანში დავჯდეთმეთქი, მაგრამ მაინც, ხან გელათში მივყავდით და ხან მოწამეთაში. ომში ერთად ვიბრძოდით, გვერდიგვერდ მივდიოდით... წინა დღეებში, ვიდრე ომში წავიდოდით, ძალიან უხასიათოდ იყო. 7 აგვისტოს ელაპარაკა შვილებს ტელეფონზე, ამშვიდებდა, ნუ გეშინიათ, მალე მოვალ სახლშიო... სანამ ცხინვალში შევიდოდით, მისი ინიციატივით, ყველა ბიჭმა ვინც ერთად ვიყავით, საერთო ფოტო გადავიღეთ მობილურით... სხვას არავის მოგვსვლია აზრად, ალბათ, გული უგრძნობდა რამეს... ეს იყო მისი ბოლო ფოტო... ცხინვალში შესვლამდე, სულ მეკითხებოდა, დათო, ხომ არ გეშინია, ცოტაც მოითმინე და გამაგრდიო... სანამ გვესროდნენ, დათო ყველა თანამშრომელს ეკითხებოდა, ბიჭებო, როგორ ხართ, რამე ხომ არ გიჭირთო... ყველას გვამხნევებდა... თვითონ პოლიციის ძველი თანამშრომელი იყო და ჩვენზე მეტი გამოცდილება ჰქონდა. მამხნევებდა და ამ დროს მოვყევით დაბომბვაში. კვამლი ბურუსივით ჩამოწვა. ცოტა რომ გაიფანტა, დათო დავინახე, დამიძახა, ჩემს გვერდით იარე, ხომ არ შეგეშინდაო... რომ მივუახლოვდი, კიდევ გვესროლეს... ხომ არ შეგეშინდაო... ეს იყო მისი ბოლო სიტყვები... კვამლი, რომ გაიფანტა, დათოს უსულო ცხედარი მაწვა ზედ... მაშინვე დაიღუპა... მე გონება არ დამიკარგავს, მაგრამ, აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა ჩვენს თავს... ჩემთან დასახმარებლად რომ მოვიდნენ, მათ მითხრეს, დათო აღარ არის ცოცხალიო... ეს მახსოვს მხოლოდ...~
პოლიციის ლეიტენანტი
გივი (გიგა) სახელაშვილი
1980 - 2008
იგა სახელაშვილს 24 ივლისს გოგონა შეეძინა, 7 აგვისტოს შვებულებაში იყო, მაგრამ თავად გამოცხადდა სამსახურში, ომში რომ წასულიყო. მამამ პოლიციის განყოფილებაში რომ მიაკითხა, უკვე მანქანებში სხდებოდნენ და მიდიოდნენ. გიგაც რომ ჩაჯდა, მამას ცრემლი მოერია. `რა გატირებს მამა, ჩემს ჩამოსვლამდე ცოლ-შვილს მიმიხედე~, – უთხრა და ომში წავიდა... წავიდა და გმირულად დაიღუპა, რუსული ინტერვენციის დროს. დაიღუპა და მამას სიზმრებში ეუბნება იმას, რასაც, ალბათ, ყველა გმირი გვეტყოდა, გვეტყოდა მთელ ქვეყანას: `ნუ ტირიხარ, ვაჟკაცები ასე კვდებიან~. გივი (გიგა) სახელაშვილი 1980 წლის 2 თებერვალს, ქუთაისში დაიბადა. ოჯახში პირველი შვილი იყო... შიო სახელაშვილი, მამა: `მისი გარდაცვალების შემდეგ, ვცდილობ მისი რაიმე ნაკლი გავიხსენო... ერთ ნაკლსაც ვერ ვპოულობ... თვალებით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, იმდენად კარგად გვესმოდა ერთმანეთის. თქმაც არ მჭირდებოდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. ბრწყინვალე პიროვნება იყო, მშობლების, ოჯახის, მეგობრების მოსიყვარულე. ბავშვობიდანვე სულ წიგნებში იყო ჩაფლული, ბევრს კითხულობდა. ქუთაისთან ახლოს, სოფელი გვაქვს, მე რომ არ მეცალა, მიდიოდა და ყველანაირად გვერდში ედგა, დაუზარებლად ეხმარებოდა ბაბუამისს. ბაბუამისი გიჟდებოდა გიგაზე, მასზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. ცოლი რომ მოჰყავდა, პირველად ბაბუას გაუმხილა. საოცრად მეგობრობდნენ ერთმანეთთან ბაბუა და შვილიშვილი და ძალიან უჭირს მამაჩემს ამ ამბავთან შეგუება... ძალიან თბილი ადამიანი იყო, ყოველთვის გვერდში ედგა ყველას. უნივერსიტეტში რომ ჩააბარა, მასთან ერთად სწავლობდა ერთი ხევსური ბიჭი. გვერდში დაუდგა, უპატრონოდაა ქალაქში ჩამოსულიო და ყველგან დაატარებდა, ჩვენს სახლში გაიზარდა ეს ბავშვი ფაქტობრივად, მერე ძმობა შეჰფიცეს ერთმანეთს ხევსურული წესით...~ პატარა გიგა ქუთაისის რკინიგზის მე-12 სკოლაში შეიყვანეს, ორი წლის შემდეგ 39-ე სკოლაში გადაიყვანეს, ქუთაისშივე. საბოლოოდ ქუთაისის ჰუმანიტარული ლიცეუმი დაუმთავრებია, ფრიადოსანი ყოფილა, მხოლოდ ერთი ოთხიანი გამოჰყოლია უცხო ენაში. ლიცეუმის დასრულებისთანავე თბილისში, უშიშროების აკადემიაში ჩააბარა მისაღები გამოცდები, მაგრამ სათანადო ქულები ვერ დააგროვა, ქუთაისში დაბრუნდა და იმავე წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მხედრული ვალი მოიხადა და ისევ უშიშროების აკადემიას მიაშურა,
ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ, ქუთაისის პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 2006 წელს გადავიდა შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, სადაც გარდაცვალებამდე მუშაობდა... შიო სახელაშვილი, მამა: `ბიჭი რომ შეეძინა, მაშინვე თქვა, ჩემსავით პოლიციელად უნდა გავზარდოო. თვითონ კარგად ახსოვდა ის პერიოდი, როცა დღისით, მზისით ხდებოდა ქუჩაში ყაჩაღობები და უბედურებები და სულ ამბობდა, რომ პოლიციელი უნდა გამოვიდეო და თავის შვილზეც იგივე გეგმები ჰქონდა...~ გიგა სახელაშვილი, რომ დაოჯახდა, 22 წლის იყო. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას სტაჟორად მუშაობდა საგამოძიებო განყოფილებაში, იქვე მუშაობდა გოგონა, რომელსაც ხშირად აკითხავდა მეგობარი _ გიგას მომავალი მეუღლე. ჯერ იყო მოწონება, შეხვედრები, ხელის თხოვნა და ბოლოს _ გაპარვა თბილისში... შიო სახელაშვილი: `მსგავსი სიყვარული, რაც ჩემს შვილსა და რძალს ჰქონდათ, არა მგონია ბევრს ჰქონდეს. ოდნავ თუ გაფუჭდებოდა ამინდი, ეგრევე ურეკავდა - თამუ, არ გამოხვიდე გარეთ, წვიმაა, არ დასველდე, ან ყინვაა, ფეხი არ გაგიცივდეს, მოგაკითხავ მანქანით, მე წამოგიყვან... საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ... პირველი შვილი ბიჭი შეეძინა, საოცრად გახარებული იყო. მთელი მისი და ჩემი სამეგობრო სამშობიაროში ვიყავით შეკრებილი, ჰკითხეს, ბიჭს რას არქმევო. მაშინ თქვა, მე ერთ წიგნში წავიკითხე, რომ ოჯახში, ერთი და იგივე სახელი უნდა ერქვას ან ერთს, ან სამსო და რაკი ბაბუამისსაც გივი ერქვა და მასაც, თავის ბიჭსაც გივი დაარქვა...~ გიგა სახელაშვილი პოლიციის ლეიტენანტი იყო. მამა: `ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო. ომამდე ცოტა ხნით ადრე, ტყაჩირში ყაჩაღობა მოხდა, გიგა, თავის მეწყვილესთან და სამმართველოს უფროსთან ერთად, შემთხვევის ადგილზე წავიდა. გზაში საეჭვო მანქანა შენიშნეს, ანიშნეს მძღოლს, რომ გაეჩერებინა, მაგრამ არ გააჩერა, დაედევნენ. გიგას მეწყვილემ მანქანის მიმართულებით გაისროლა, მძღოლი დაიჭრა, საბოლოოდ აიყვანეს ის პირი, მაგრამ მეორე დღეს უფროსმა დაიბარა თავის კაბინეტში ჩემი შვილი და ჰკითხა - შენ ესროლეო? გიგას თურმე ხმა არ ამოუღია, სიმართლე რომ ეთქვა, შესაძლოა მისი მეწყვილე სამსახურიდან მოეხსნათ, არადა, იმ ბიჭს მამა არ ჰყავდა და ამის გამო შეცოდებია ჩემს შვილს... საბოლოოდ, გაირკვა, რომ გიგას არ უსვრია, მაგრამ ამ ამბის შემდეგ უფროსს უთქვამს, აღფრთოვანებული ვარ გიგას ადამიანობით და მეგობრობის უნარითო...~ 45
ომამდე ორი კვირით ადრე, გიგა სახელაშვილს მეორე შვილი _ პატარა დეა შეეძინა. გახარებულმა შვებულება აიღო, მაგრამ როგორც კი ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა, თავად გამოცხადდა სამსახურში. მამა: `მახსოვს, 7 აგვისტო იყო, დღის მეორე ნახევარი, პოლიციის განყოფილებაში რომ მივედი, ბიჭები უკვე სხდებოდნენ მანქანაში და მიდიოდნენ. გიგაც რომ ჩაჯდა, ცრემლები მომერია, ეს რომ დაინახა, მითხრა: რა გატირებს, მამა, ჩემს ჩამოსვლამდე მიმიხედე ცოლ-შვილსო. იმ საღამოს რამდენჯერმე ვესაუბრეთ ტელეფონით, სულ ხუმრობდა, ნერვიულობა საერთოდ არ ეტყობოდა, აქეთ გვამშვიდებდა. ბოლოს 8 აგვისტო რომ იწყებოდა, მაშინ დარეკა, ღამის 2 საათზე. ჯერ თავის მეუღლეს ესაუბრა, მერე - მე. რომ ვნერვიულობდი, მითხრა: მამა, ნუ გეშინია, ჩვენს წინ ჯარი დგას, მერე სპეცრაზმი მიდის და მერე შევდივართ ჩვენო. არანაირი საფრთხე ჩვენ არ გვემუქრებაო~. 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარი იყო, გიგას მამას თავის მეგობრებმა რომ ჩააკითხეს სოფელში. მამა: `ეკლესიაში წამიყვანეს, ილოცე, ბიჭი რომ მშვიდობიანად დაგიბრუნდესო. თანდათან დავიძაბე, რაღაც უჩვეულოდ იქცეოდნენ... მერე ჩემი ბიძაშვილი მოვიდა, ვთხოვე, სამხარეო პოლიციაში ჩამიყვანე, რაიმე ამბავს გავიგებ-მეთქი. სამორიგეოში, დამამშვიდეს, არავინ დაშავებულაო. იქიდან რომ გამოვედი, უცებ საიდანღაც გაჩნდა ჩემი მეგობარი ექიმი, გამიკეთეს რაღაც ნემსი ბეჭზე იქვე და იმის მერე აღარაფერი მახსოვს, არც ის, როგორ გადმოასვენეს ჩემი შვილი სახლში... აზრზე რომ მოვიდა, თავი მოიწამლა, თითქმის მკვდარი მივიყვანეთ საავადმყოფოში, ძლივს გადავარჩინეთ...~ გიგა სახელაშვილი ონის რაიონის სოფელ წედისში დაიღუპა 8 აგვისტოს, გამთენიისას. გიგას და მის თანამებრძოლებს მთაზე პოზიცია უნდა დაეკავებინათ. მანქანები ამ მთის ძირში დააყენეს, გზა ფეხით უნდა გაეგრძელებინათ. მამა: `უფროსს უთქვამს გიგასთვის, ორი კაცი აქ დარჩით და მანქანებს უდარაჯეთო. გიგას უარი უთქვამს, ჩემი ძმები
46
მიდიან და მე სად დავრჩებიო... ბიჭებს გადაღებული აქვთ ტელეფონით სურათები, მთაზე რომ მიდის და რაღაცებს ხუმრობს. მეორე მხარეს ჩასაფრებულ ოსებს ცეცხლი გაუხსნიათ... გიგას სნაიპერის ნასროლი სამი ტყვია მოხვედრია და ადგილზევე დაღუპულა. მთელი ორი დღე მიდიოდა მოლაპარაკება, ცხედართან ჩასაფრებულები იყვნენ სნაიპერები და ფულს ითხოვდნენ. როგორც ვიცი, შედგა მოლაპარაკება ოს კრიმინალებთან და ისე გადმოსცეს ჩვენებს გიგას ცხედარი~. გიგა სახელაშვილი დაკრძალულია ბაბუის სოფელში, ოდილაურის ეკლესიის შესასვლელი კარის წინ... ნესტან სინატაშვილი, გივის ნათესავი: `თავიდანვე ისეთი სულისკვეთებით, ისეთი შემართებით ცხოვრობდა, უთოუდ ბევრს მიაღწევდა ცხოვრებაში. სულ რაღაცისკენ ისწრაფვოდა და თავისი ცოდნით, საკუთარ თავზე მუშაობით, მართლაც ბევრს მიაღწია. კიდევ ბევრის მიღწევა უნდოდა და მიაღწევდა კიდეც, რომ დასცლოდა... ძალიან ალალმართალი, ვაჟკაცური და კეთილი ბიჭი იყო, ძნელია მასზე წარსულში საუბარი... ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა სამსახურში, მაგრამ ამ მოკლე დროში ყველას ძალიან შეაყვარა თავი. გოგონა რომ შეეძინა, ოთხი დღე არ უძინია, სულ ბავშვთან ერთად იყო. ომში წასვლამდე, 5 აგვისტოს ახალშობილი სოფელში ამოიყვანა ბებიასთან და პაპასთან, აუცილებლად უნდა ვანახოო. ბებია და პაპა განსაკუთრებულად უყვარდა, ხშირად აკითხავდა სოფელში, ამოდიოდა, დახედავდა, მოიკითხავდა და წავიდოდა ხოლმე.... გმირის ბიჭუნა ხუთი წლის იყო, მამა რომ გმირულად დაეღუპა. შიო სახელაშვილი, მამა: `ბიჭს კარგად ახსოვს მამა, დღე არ გავა, რომ არ მოინატროს და არ გაიხსენოს. კომპიუტერს ჩართავს თუ არა, რომ ვაკვირდები, ყოველთვის გახსნილი აქვს მამის ფოტოები და უყურებს. დიდი სურვილი აქვს, რომ პოლიციელი გამოვიდეს. ეს ბავშვი დაბადებული იყო ამ საქმისთვის და ბოლომდე უნდოდა, რომ მიყოლოდა თავის საქმეს. ბავშვობიდან ვერ იტანდა უსამართლობას, ყაჩაღობებს, ქურდობებს და იბრძოდა ამის წინააღმდეგ...~
პოლიციის რიგითი
გიორგი ძირტკბილაშვილი ითვლება უგზო–უკვლოდ დაკარგულად
1980 - 2008
აჭრილები გამოჰყავდათ ცხინვალიდან სამშ ვიდობოზე. ბოლოს რომ შებრუნდნენ, მტერმა მათი კობრა ამოატრიალა. გადმოვიდნენ, შენ ობას შეაფარეს თავი და მათი კვალიც დაიკარგა ომის ქარცეცხლში... დედა ამაოდ ელის შინმოუსვლელ შვილს. დედა, რომლის 2 ვაჟი იბრძოდა ომში. ერთი დაუბრუნდა შინ მშვიდობით. მეორე რუსმა ოკუპაციამ შეიწირა. 27 წლის გიორგი ძირტკბილაშვილს სულ 6 თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში... გიორგი ძირტკბილაშვილი 1980 წლის 17 აგვისტოს დაიბადა ქარელის რაიონში, აგარაში. მშობლებისთვის ჯემალ ძირტკბილაშვილისა და ნუნუ ახალკაცისთვის გიორგი პირველი შვილი იყო. შემდეგ მეორე ვაჟიც შეეძინათ. დედა გაიხსენებს რომ გიორგი ძალიან კარგი ბავშვი იყო, გამორჩეული, გულთან მიჰქონდა ყველას გაჭირვება და ცდილობდა ყველას დახმარებოდა. დედა: `მანქანები უყვარდა ძალიან, ლექსებს წერდა თავისთვის. სკოლაში არ იყო ცუდი მოსწავლე. სკოლა რომ დაამთავრა ჯარში გაიწვიეს, თბილისში მსახურობდა. სოხუმის ფილიალში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე, ფიზკულტურულზე სწავლობდა. უნივერსიტეტში დაუსწრებელზე სწავლობდა და ჯარს რომ მორჩა, სოფელში იყო, ტყეში მუშაობდა, თავისი შემოსავალი ჰქონდა. 27 წლისამ დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ დიპლომის აღება ვერ მოასწრო, უნივერსიტეტში რომ მივიდა დიპლომისთვის, უთხრეს, მზად არაა, აგვისტოში მოდიო, აგვისტოში ეს უბედურება დაგვატყდა თავს...~ ამ უბედურების დატყდომამდე კი, გიორგიმ მუშაობა დაიწყო შსს-ში, განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში. დედა: `ძალიან უნდოდა ცხოვრებაში რომ რაღაცისთვის მიეღწია და როცა მისმა ძმამ, დათომ შსს-ში დაიწყო მუშაობა, გიამაც გადაწყვიტა მისთვის მიებაძა~. გიორგი ძირტკბილაშვილს სულ 6 თვე მოუწია მუშაობა... ომი დაიწყო. დედა: `ბოლოს 6 აგვისტოს იყო სახლში მოსული, სადილი მომამზადებინა, მეგობრები უნდა მოვიდნენო. ამ დროს საზამთრომ ჩამოიარა და შემომიტანა ეს შენ დაბადების დღის საჩუქრადო. ათ აგვისტოსაა ჩემი დაბადების დღე და მითხრა, იქნებ 10 აგვისტოს ვერც მოვიცალო, აქ არ ვიყოო... იმ დღეს რომ წავიდა, იმის შემდეგ არაფერი ვიცით... უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება ჩემი შვილი... როგორც გადმოცემით ვიცი, ომის დროს, გიას დაჭრილები გამოჰყავდა მანქანით. ბოლოს რომ გამოიყვანა ბიჭები, უთქვამს: იქ ბიჭები არიან დაჭრილები და როგორ დავტოვოო და ისევ შესულა. ისეთი სისწრაფით მიდიოდა, რომ სნაიპერსაც ვერაფერი დაუკლია, ბორბლებს ესროდნენ
და `კობრა~ ამოტრიალდა. როგორც გადმოცემით ვიცი, იმ კომბრიდან სამნი გადმოსულან და შენობაში შესულან. რომ შესულან იმ ტერიტორიაზე, ბიჭების გამოსაყვანად, იქ არავინ დახვედრიათ... ყველგან ვეძებდით გიორგის, დაჭრილებში, გარდაც ვლილებში. გორი რომ დაიცალა, მარტო რუსის ტანკები იდგნენ, მაშინ ჩავიდა ჩემი მეუღლე და ეძებდა გიორგის. ვეძებდით თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა....~ აგვისტოს ომში იბრძოდა გია ძირტკბილაშვილის ძმაც – დათო ძირტკბილაშვილი. დათო ძირტკბილაშვილი, გიორგის ძმა: `ჩემზე ერთი წლით იყო უფროსი... ჩემგან განსხვავებით, წყნარი და მშვიდი ბავშვი იყო. სახლში დიდი ბიბლიოთეკა გვაქვს და ძირითადად იქ იყო, წიგნებს კითხულობდა. რაც თავი მახსოვს, სულ იმას გაიძახოდა პოლიციელი უნდა გამოვიდეო. ეს საქმე მისი ბავშვობის ოცნება იყო... ბოლოს 7 აგვისტოს ვნახე, კარალეთის ბაზაზე, იქ გვქონდა შეკრების ადგილი. იქ შევხვდით ერთმანეთს, დედა და მამა მოიკითხა, როგორ არიანო... მითხრა: დამირეკეს და მოვატყუე, თბილისში ვართ-მეთქი... შემართებით იყო. შსსში, განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოში ვმუშაობ. პირველი ჩემს ათეულს მოუვიდა ბრძანება და დავალებაზე უნდა გავსულიყავით, ერთმანეთს ჩვეულებრივ დავემშვიდობეთ... ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა... როცა ომი დამთავრდა და შეკრების ადგილას მივედით, მის მეთაურს ვკითხე: რა ხდება, გიორგი სად არის-მეთქი. ყველაფერი კარგად არისო-მითხრა... უკვე სცოდნია, რაშიც იყო საქმე, მაგრამ ვერაფერი მითხრა. მეორე დღეს გავიგე რაც მოხდა და როგორ მოხდა...~ დედა: `დათოც იბრძოდა ომში, სანამ გორში რუსის ტანკი იდგა, გორიდან არ გამოსულა. გაგიჟებული ეძებდა თავის ძმას. ომის მერეც მთელი თვე გორის მისადგომებთან იდგა და იცავდა ქალაქს. ომის დროს, გიას ვერ ვუკავშირდებოდი, დათოსთან რომ მოვახერხე დაკავშირება და მისი ხმა გავიგე, მაშინვე გიაზე ვკითხე, სად არის-მეთქი. მომატყუა, გია გორშია, საბურავები გაუფუჭდა და მალე ჩამოვაო. ასე ველოდები დღემდე ჩემს შვილს... ვფიქრობ აი, ახლა შემოვა, აი, ახლა, მაგრამ...~ ნანა ჩუდგერაშვილი, გიორგის მამიდაშვილი: `გიორგიზე ხუთი წლით ვიყავი უფროსი. ძალიან კეთილშობილი და თბილი ბავშვი იყო. ბავშვობიდან სულ ფუსფუსებდა, საქმიანი იყო... ძალიან მიჭირს მასზე საუბარი... რაც მუშაობა დაიწყო, იშვიათად ახერხებდა ჩვენს ნახვას. ივნისის ბოლო რიცხვები იყო, ჩვენთან დედამისთან ერთად მოვიდა. მანქანისთვის რაღაც ნაწილი უნდა ეყიდა და გვითხრა: გორში მივდივარ და გაგასეირნებთო. მე, დედაჩემი და ჩემი დისშვილები წაგვიყვანა. 49
არ ვიცი, ალბათ, გული უგრძნობდა რაღაცას, ზედ გადაგვყვა, აღარ იცოდა როგორ ეცა პატივი, ყველას რაღაც გვიყიდა. ვეჩხუბებოდით კიდეც, ამდენს რატომ ხარჯავ, ბიჭო ცოტა შეინახე-მეთქი... როცა გავიგეთ, რომ ომი დაიწყო, გიორგი სამსახურში გამოუძახიათ. გიორგის ძმაც ომში იყო და ორივე გვატყუებდა თბილისში ვართ, არ ინერვიულოთო... გიორგის ბოლოს 8 აგვისტოს ველაპარაკეთ. კარგად ვარ, ნუ ნერვიულობთო – ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები... მერე კიდევ ვცდილობდით მასთან დაკავშირებას, მაგრამ უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი. ორი საშინელი წელი გავიდა... დღემდე გვაქვს იმედი, რომ სადღაც არის... იქნებ რაღაც სასწაული მოხდეს და
50
გამოჩნდეს... მამიდასაც ვაიმედებთ, ყველანაირად გვერდში ვუდგავართ, მაგრამ რაც დრო გადის იმედი გვეწურება...~ ვასო ჩუტკერაშვილი, გიორგის ბიძა: `წესიერი ბავშვი იყო... ბოლოს 4 აგვისტოს ვნახე. ჩემთან იყო მოსული... საერთოდ ხშირად შემომივლიდა-ხოლმე, მკითხავდა: ბიძაჩემო, ხომ არაფერი გიჭირსო... ძალიან მშრომელი ბიჭი იყო, ერთი წუთი არ ჩერდებოდა ისე, სულ რაღაცას ჩხირკედელაობდა. ვინმეს მანქანა რომ გაფუჭებოდა, გიორგის ეძებდნენ, კარგად ესმოდა ელექტრობა... რამდენჯერ მინახავს, თოვლში და წვიმაში შემძვრალი ვიღაცის მანქანის ქვეშ... ჩემ დას და სიძესაც სულ იმედს ვაძლევ, აუცილებლად გამოჩნდება-მეთქი, მაგრამ მე უკვე აღარ მჯერა ამის... ~
პოლიციის რიგითი
გიორგი მარსაგიშვილი ითვლება უგზო–უკვლოდ დაკარგულად
1981 - 2008
იორგი იმ 6 ბიჭიდან ერთ-ერთია, ცხინვალში სტალინის ქუჩაზე ჭურვი რომ ესროლეს კობრას და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომ ითვლება... ხუთ თანამებრძოლთან ერთად დაჭრილების გამოსაყვანად შევიდა ცხინვალში... ამ დროს დაეწია მათ კობრას, რუსული საოკუპაციო ჯარების ტყვიამფრქვევი. ვერაფერი, რომ ვერ დააკლეს, ჯავშან-მანქანას საბურავში ესროლეს და ამოტრიალდა... დაჭრილმა ბიჭებმა, სტალინის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში შეაფარეს თავი და მერე გაქრნენ... გიორგი მარსაგიშვილი 1981 წლის 28 ოქტომბერს, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ზემო ქედში დაიბადა. ციური ქარჩაიძე, დედა: `ობლობაში გავზარდე ორი შვილი, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ არაფერი მომეკლო მათთვის. ზემო ქედის საშუალო სკოლა დაამთავრა, როგორც ბიჭების უმრავლესობა, თავიდან კარგად სწავლობდა, მაღალ კლასებში, მერე ხელი აუშვა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯარიდან მოწვევა მოუვიდა. წელიწად-ნახევარი იმსახურა, შინაგან ჯარში, გომბორზე. ძალიან უნდოდა, სამხედრო აკადემიაში ჩაებარებინა, მაგრამ ამის საშუალება არ მქონდა და ხელი ვერ მივაშველე, დედა მოუკვდეს...~ მშრომელი ბიჭი იყო. ცოტა რომ წამოიზარდა, ოჯახს დიდი კაცივით ედგა მხარში, არაფერს თაკილობდა... ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ, კერძო დაცვაში იწყებს მუშაობას. მომავალ მეუღლეს, სამსახურში იცნობს და ერთი წლის შემდეგ ქორწინდება. ალინა მარსაგიშვილი, მეუღლე: `4 წელი ვიცხოვრეთ ერთად... ერთმანეთი 2004 წელს, მის სამსახურთან გავიცანით. ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. ძალიან თბილი და კარგი ადამიანი იყო... შეყვარებულობის პერიოდში ბევრ საჩუქარს მიკეთებდა... წლის თავზე შეგვეძინა ლიზი. როცა გაიგო, რომ მამა უნდა გამხდარიყო, ძალიან ბედნიერი იყო... ბავშვს ძალიან ათამამებდა, არაფერს აკლებდა. ყოველთვის აკლდა მამის სითბო და ამას ხშირად ამბობდა... მართალია, ჩემი დედამთილი არაფერს აკლებდათ და კარგადაც აღზარდა ორივე შვილი, მაგრამ მამა ყოველთვის აკლდათ. მამობით ამაყობდა, ლიზი მისთვის ყველაფერი იყო. რაც თვითონ აკლდა ბავშვობაში, უნდოდა რომ შვილისთვის აენაზღაურებინა, მაგრამ მის შვილსაც დააკლდა მამამისი... ბიჭი უნდოდა ძალიან. სამი წლის ხდებოდა ლიზი, კახა ომში, რომ წავიდა... ლიზის მამა კარგად ახსოვს. ახლა, რომ ეკითხებიან სად არისო, ცხინვალშია და მალე მოვაო ამბობს. ხუთი წლის ნოემბერში გახდება...~ 9 წლის იყო გიორგი მამა რომ გარდაეცვალა. დედა გმირულად ზრდიდა ორ შვილს... გავა წლები და გმირი დედა, ობლობაში გაზრდილ შვილზე იტყვის, გმირი გამიზრდიაო... მხოლოდ გამზრდელ დედას და ახლობლებს, არ უნდათ
დაჯერება, რომ მათი შვილი აღარაა... ციური ქარჩაიძე, დედა: `ძალიან უყვარდა სოფელი, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მართალია, ბოლო დროს ხშირად ვეღარ ახერხებდა ჩასვლას, მაგრამ წელიწადში ერთხელ ყოველთვის ჩადიოდა... განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში, რომ დაიწყო მუშაობა, ძალიან ბედნიერი იყო... სულ სამი თვის დაწყებული ჰქონდა მუშაობა, ჯერ წოდებაც არ ჰქონდა, რიგითი პოლიციელი იყო... ძალიან უყვარდა თავისი სამსახური. მონდომებული იყო... მიღება, რომ გამოცხადდა, ჩააბარა ნორმატივები და გაუმართლა, მიიღეს. ძალიან გახარებული იყო, როგორც იქნა ჩემი ადგილი ვიპოვეო... წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. პირველი ხელფასი რომ აიღო, ყველას რაღაც გვაჩუქა... ბევრი ოცნება ჰქონდა, საკუთარ კერაზე ოცნებობდა თბილისში, დედა მოუკვდეს...~ ალინა მარსაგიშვილი, მეუღლე: `სახლიდან ბოლოს 10 ივნისს გავიდა. როგორც ყოველთვის იმ დღესაც ჩვეულებრივ გამოგვემშვიდობა. აბა თქვენ იცითო და წავიდა... მას მერე არ გვინახას... როცა კოდორში იყო ყოველდღე ველაპარაკებოდით... ბოლოს 7 აგვისტოს ველაპარაკე, მითხრა: გორში ვარ, არაფერზე არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნებაო... ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი, მას მერე მისი ხმა აღარ გამიგია... ვრეკავდით, მაგრამ ვერაფრით ვეღარ ვუკავშირდებოდით... ორი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც კახა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დრო გადის და არაფერი ისმის... არავინ არაფერი იცის... სიმართლეს ვერავისგან ვიგებთ... ჩვენ ველოდებით და კიდევ დიდხანს დაველოდებით, მჯერა რომ დაბრუნდება... ყოველ დღე, ყოველ წუთსა და ყოველ წამს ველოდებით... რთულია მის გარეშე ცხოვრება... დრო გადის და უფრო მძაფრდება მისი მონატრება... მას შემდეგ რაც კახა უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს, სახელმწიფომ დამასაქმა და ახლა იქ ვმუშაობ, სადაც ჩემი მეუღლე მსახურობდა. ძალიან მიჭირს იმ სამსახურში მისვლა... ცხოვრება რთული ყოფილა, მაგრამ ჩემი შვილისთვის უნდა გავუძლო ამ ყველაფერს~. ნანა მარსაგიშვილი, გიორგის და: `ჩემი ძმა ჩემზე ორი წლით იყო უფროსი... ზედ მყვებოდა. არ არსებობდა რამე, მას რომ ჩემთვის არ გაეკეთებინა. როცა გავთხოვდი ჯარში იყო. იცოდა, რომ შეყვარებული ვიყავი და ძალიან გაეხარდა ჩემი გაბედნიერების ამბავი... ძალიან მიმძიმს მასზე წარსულში ლაპარაკი...~ ვერიკო მარსაგიშვილი, გიორგის ბიძაშვილი: `ძალიან საყვარელი ადამიანი იყო, ჩემზე ოთხი წლით უფროსი... მე სამი ძმა მყავს და გიორგი ჩემი მეოთხე ძმა იყო... სამწუხაროდ ბავშვობიდან ერთად არ ვიზრდებოდით. 53
16 წლის ვიყავი ერთმანეთი, რომ გავიცანით. მანამდე არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა, მარტო გადმოცემით ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენმა მამებმაც ერთმანეთი მოგვიანებით გაიცნეს. ყოველთვის იმას ამბობდა, აქამდე რატომ არ ვიცნობდით ერთმანეთსო... მანამდე ჩვენზე არ იყო დამოკიდებული და როცა გავიზარდეთ ერთმანეთი ვიპოვეთ. ჩვენი გაცნობიდან 6 წელი იყო გასული, გიორგი, რომ დაიკარგა... ხშირად გვირეკავდა, გვკითხულობდა, როგორ ხართო... ძალიან თბილი ადამიანი იყო, მისნაირი თბილი და მოსიყვარულე ადამიანი სანათესაოში არც გვყოლია. ძალიან უყვარდა ხინკალი და ხაბიძგინა, როცა ჩვენთან მოდიოდა, ყოველთვის მის გაკეთებას მხთოვდა. ბოლოს მითხრა ყაზბეგში, რომ ჩამოვალ ჩემს ცოლსაც ასწავლე ხაბიძგინას გაკეთებაო... ბოლოს 10 ივნისს ვნახე... სამსახური ახალი დაწყებული ჰქონდა, ძალიან გახარებული იყო... ბოლოს 22 ივნისს დამირეკა, დაბადების დღე მომილოცა. მას მერე მესიჯებით ვეკონტაქტებოდით, ბოლოს, რომ მომწერა კოდორში იყო. ალბათ გული უგრძნობდა რაღაცას, თავისი ფოტოები გამოგვიგზავნა ესემესით... აქედან რომ ჩამოვალ, თქვენთან, ყაზბეგში ჩამოვალ დასასვენებლადო... არეულობა, რომ დაიწყო, მასთან დაკავშირებას ვცდილობდით, მაგრამ ვერაფრით ვუკავშირდებოდით... მერე შევიტყვეთ მისი ამბავი. ჩვენ დღესაც ველოდებით ცოცხალს...~ ერთმანეთი რვა წლის წინ გაიცნეს. ალეკო გიორგის მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა. ერთმანეთი უკანასკნელად ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ნახეს. ორივე ცხინვალში
54
იბრძოდა, მაგრამ ბრძოლის ველზე ვერ ნახეს ერთმანეთი. ალეკო გვალია, გიორგის მეგობარი: `მისი მეჯვარე ვარ და ბავშვის ნათლია. რვა წელია ვიცნობდი. ერთმანეთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გავიცანით... დავალებაზე ყოფნის პერიოდში, რამდენჯერმე გადამ არჩინა სიკვდილს. კაცი, რომელიც გავუშვი, მეგონა, რომ არანაირ საფრთხეს არ შეგვიქმნიდა და ვაპატიეთ შეცდომა, უკნიდან მეპარებოდა, მკლავდა... ასეთი შემთხვევები ხშირი იყო, ბევრჯერ უხსნია მეგობრები სიკვდილისგან... ძალიან ბევრი რამის გახსენება შემიძლია ამ ადამიანზე, ცუდის გარდა, რადგან მისგან არავის ცუდი არ ახსოვს. ძალიან თბილი, მეგობრული და ერთგული ადამიანი იყო. ძალიან რთულია ამ ადამიანის გმირობაზე ერთი და ორი მაგალითი მოვიყვანო, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კარგი აქვს გაკეთებული და თავი დადო ბოლომდე საქართველოს საქმისთვის. ბოლოს, სანამ ომი დაიწყებოდა ერთი თვით ადრე ვნახე. მერე კოდორში მივლინებით გაუშვეს, მე თბილისში ვიყავი. არეულობა, რომ დაიწყო, დამირეკა, ცხინვალისკენ მოვდივარ და ომში შევხვდებით ერთმანეთსო, ეს იყო, მისი ბოლო სიტყვები... ომი, რომ დამთავრდა და მეგობრების მოკითხვა დავიწყე, ყველა ვნახე, ზოგი დაჭრილი იყო, ზოგი უვნებელი, მაგრამ გიორგიზე ვერაფერი გავიგე, მერე მითხრეს რომ ცხინვალში ჩარჩა და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებაო... მართალია, დღესაც არაფერი ვიცით მის შესახებ, ცოცხალია თუ გარდაცვლილია, მაგრამ მან ბოლომდე იბრძოლა და ის გმირია...~
პოლიციის რიგითი
ზურაბ ბიბილური ითვლება უგზო–უკვლოდ დაკარგულად
1987 - 2008
რივე ძმა ომში იბრძოდა. ვიტალი კოდორში წაიყვანეს, ზურა ცხინვალში. მას მერე ძმებმა ერთმანეთი ვეღარ ნახეს, ვიტალი სახლში მშვიდობით დაბრუნდა, ზურას დღემდე ელიან... ბიბილური ზურა 1987 წლის 27 ივლისს, გორის რაიონში, სოფელ ქვემო არცევში დაიბადა. 21 წლის იყო, რუსი ოკუპანტების მიერ გაჩაღებულ ომში რომ დაიკარგა... ბელა, ზურას დედა: `სკოლაში საშუალო მოსწავლედ ითვლებოდა. რომ გითხრათ სადმე ჩაბარება უნდოდა, არ ვიქნები მართალი. არ ჰქონდა სწავლის ინტერესი დიდად. სკოლა როგორც კი დაამთავრა, საკუთარი სურვილით გამოცხადდა კომისარიატში და მოხალისედ ჩაეწერა. ყველანაირად გვერდში გვედგა და გვეხმარებოდა. ძალიან მშრომელი და დაუზარელი იყო, დედა მოუკდეს... 19 წლის რომ გახდა, ჯარში გამოიძახეს, არ დაფიქრებულა ისე წავიდა. სავალდებულო, თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროში, მესამე სამმართველოში მოიხადა. წელიწად ნახევარი იმსახურა, ძალიან კარგი დახასიათება ჰქონდა და იქ დატოვეს, სპეცრაზმში დაიწყო მუშაობა. კახეთში სროლის კურსები გაატარეს და პირველი ადგილი მიუნიჭებიათ... ძალიან მეოჯახე და მზრუნველი იყო...…პირველი ხელფასით ტელევიზორის მაგიდა და ტელევიზორი იყიდა. ძალიან უხაროდა, სამსახური. ხელფას, რომ აიღებდა, აუცილებლად მოდიოდა სახლში, ორას ლარს მიტოვებდა... საერთოდ უთქმელი არ იყო, მაგრამ სახლში სამსახურზე ლაპარაკი არ უყვარდა.~ სამსახურიდან გამომდინარე ხშირად თბილისში უწევდა ყოფნა. ძალიან მოსწონდა თავისი საქმე და თავს კარგად ვგრძნობო ამბობდა. ბოლოს სახლში 27 ივლისს მოვიდა. დედა: `ხელფასი ჰქონდა აღებული და დილით ადრე გავიდა. სახლიდან რომ გადიოდა თითქოს არ უნდოდა წასვლა. სულ უკან იხედებოდა. მამამისმა გააცილა. ხშირად ველაპარაკებოდით ტელეფონზე, თვითონაც ხშირად რეკავდა. ბოლოს 7 აგვისტოს ველაპარაკე. გვითხრა: მე სამსახურში ვარ, რას შვრებით, როგორ ხართ, მანდ რა ხდებაო. ამ დროს უკვე ცხინვალის მისადგომებთან ყოფილან... გვიმალავდა, რომ არ გვენერვიულა. მერე მამამისი ელაპარაკა და მისთვის უთქვამს, ერთი სული მაქვს სახლში როდის ჩამოვალო, დედა მოუკვდეს... სოფელში რამდენიმე მოხუცებული და ჩვენ ვიყავით დარჩენილები. ორივე შვილი ომში მყავდა და მე სად უნდა წავსულიყავი... სოფელში რუსის ჯარი იდგა, ყველა ოჯახში შედიოდნენ და ყველაფერს გარეთ ყრიდნენ. კითხულობდნენ, რომელი ოჯახიდან იყო წასული ჯარისკაცი ომში და თუ ვინმეს გაიგებდნენ, სახლის გადაწვით ემუქრებოდნენ... ბოსტანში გვეძინა შეშინებულებს. რამდენიმე დღე ღია ცის ქვეშ ვიმალებოდით...
ზურას 8 აგვისტოს დაახლოებით 4 საათისთვის მეზობელი ბიჭისთვის დაურეკია, უთქვამს რომ ცხინვალში ვარ, ომია და გეხვეწები ჩემებს არ უთხრა რომ აქ ვარ და ასეთია ამბავიაო. ჩემი მეუღლე ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა ან როგორ უნდა მოგვესვენა ორივე შვილი ჯარში გვყავდა და ვერც ერთზე ვერაფერს ვიგებდით. რამდენჯერმე თბილისში ფეხით ჩავიდა, რამე რომ გაეგო, მაგრამ იქაც ვერაფერს გვეუბნებოდნენ. 12-13 აგვისტო იქნებოდა, სახლში შემოსვლა გავბედე. მაშინვე ტელევიზორი ჩავრთე. ქართული არხები გათიშული იყო და რუსულ არხებზე გადავრთე. ზუსტად აღარ მახსოვს რა არხი იყო, მაგრამ კოკოითის ინტერვიუს აჩვენებდნენ. ამბობდა, ბევრი ქართველია დაჭრილი ჩვენს საავადმყოფოშიო, მაგრამ არცერთი არ უჩვენებიათ... მოგვიანებით ქართულ არხებზეც აჩვენეს `307~ კობრა, რომელშიც ჩემი შვილი იჯდა... დაჭრილებიც აჩვენეს, მაგრამ ექვსნი არ იყვნენ 4 ბიჭი ჩანდა... ~ ზურას დედას დღემდე შავები არ ჩაუცვამს, მისი შვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დედა: `ეს ამბავი 12 აგვისტოს გავიგეთ. ამ ექვსიდან სამი დაღუპული აღმოჩნდა და დნმ-ის ანალიზი მოვიდა. ზურაზე და კიდევ ორ ბიჭზე დღემდე არაფერი ვიცით... ძალიან მიჭირს. არ ვიცი სად წავიდე, რა ვუშველო, სად არის ჩემი შვილი. ყოველდღე ველოდები. ექვსნი ისხდნენ ერთ კობრაში, დაჭრილების გამო საყვანად შებრუნებულან... ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე იყვნენ, რომ სნაიპერს უსროლია რამდენჯერმე ამოტრალებულა კობრა, მაგრამ არც ერთი დაღუპულა. უკან მეორე კობრა მოჰყვებოდათ, იქიდან ბიჭები გადმოსულან და გადმოუყვანიათ, ტროტუარზე დაუწვენიათ. დაღუპული არც ერთი არ იყოო ამბობენ...…ერთი ყოფილა მძიმედ. ჩემი შვილი ხელში ყოფილა დაჭრილი. ამ დროს, თურმე რუსის ჯარი მოჰყვებოდათ უკან. როგორც ეს ბიჭები ამბობენ, დავპირდით რომ შემოვალთ და გამოგიყვანთო, მაგრამ მერე რუსები გამაგრებულან იმ ადგილას და მათ დასახმარებლად ვერავინ ვეღარ შესულა... ეს ყველაფერი რამდენად მართალია არ ვიცი...~ გიორგი ბიბილური, ზურას ბიძაშვილი: `ჩემზე 10 წლით პატარა იყო... ჩემს ხელშია გაზრდილი. ერთ უბანში ვცხოვრობდით. სოფელში არ მოიძებნება ადამიანი, ვინც მასზე ცუდს გაიხსენებს... მშრომელი და ოჯახის ბიჭი იყო. მისი და თავისი ძმის შრომით არის შექმნილი მათ სახლში ყველაფერი. შეყვარებული არ ჰყავდა, ყოველ შემთხვევაში ჩემთან ამ თემაზე არ უსაუბრია. ბოლოს 30 ივლისს ვნახე, სოფელში იყო მოსული. სანამ წავიდოდა მითხრა, 1 კვირაში შვებულება უნდა ავიღო, ჩამოვალ და ცხვარი მინდა დავკლაო. 57
ბოლოს სანამ გავაცილებდით, ჯოკერიც ვითამაშეთ, ერთი დედალი და 10 ლიტრიანი ღვინო წააგო... ბოლოს 7 აგვისტოს ველაპარაკე. სოფელ წინაგარაში ვარ, ყველაფერი კარგად არისო. თურმე ამ დროს ცხინვალში ყოფილა. ამის მერე ვეღარ ვუკავშირდებოდით. 11 აგვისტოს გორში ჩავედი, ჰოსპიტალის ეზოში გამოკრულ დაღუპულების სიაში წავიკითხე მისი სახელი და გვარი. მერე კომპიუტერში გადავამოწმებინე და იმ ბაზაში არ იყო შეყვანილი. მითხრეს რომ ეს ბიჭებმა მიაწერეს ხელით, ცხინვალში ვინც ნახესო. მას მერე აღარაფერი
58
გაგვიგია. 2 წელი გავიდა და ცოცხალი რომ ყოფილიყო... კობა ბიბილური, ბიძაშვილი: `ერთად ვიზრდებოდით. 5 წლით იყო ჩემზე პატარა. ზრდილობიანი იყო. ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე სოფელში, მაგრამ სამსახურზე არასდროს ლაპარაკობდა. დამოუკიდებელი ადამიანი იყო და ძალიან უნდოდა თვითონ გაეკეთებინა ყველაფერი. გაჭირვებაში გაიზარდნენ ეგ და თავისი ძმა, ბოლოს რაღაცას მიაღწია, მაგრამ არ დასცალდა...~
პოლიციის უფროსი სერჟანტი
იმედა კახნიაშვილი
1979 - 2008
გვისტოში ბრძოლის ველზე რუს ოკუპანტებს გადაურჩა, მაგრამ მაინც აგვისტოს ომმა იმსხვერპლა – ოსური დროშის აღებისას ნაღმზე აფეთქდა... იმედა კახნიაშვილი 1979 წლის 9 სექტემბერს, სოფელ კეხვში დაიბადა, მშობლებისთვის პირველი შვილი იყო, შემდეგ შეეძინათ და-ძმა. ნათია კახნიაშვილი, მეუღლე: `ძალიან გულჩათხრობილი ბავშვი ყოფილა, მარტოს ჰყვარებია თამაში. აშენებდა სახლებს და მერე ცეცხლმოკიდებულ რეზინის ნაჭრებს ესროდა ამ სახლებს - ვითომ იბომბებოდა... სკოლა გორში დაამთავრა, სანიმუშო მოსწავლე ყოფილა, თავისუფალი თემა დაუწერია -`გვახსოვდეს აფხაზეთი~, მასწავლებლები კითხულობდნენ თურმე, ვინ დაწერაო, ისე მოსწონებიათ. თვითონ მსგავსი რამეების მოყოლა არ უყვარდა, მეგობრებისგან ვიცი... ძალიან უყვარდა ფეხბურთი, ჯარის მერე უფრო აქტიურად დაიწყო თამაში, დადიოდა კიდეც ფეხბურთზე, გორის `დილაში~ ვარჯიშობდა. იარაღი აინტერესებდა ძალიან... სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელება მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, თორემ ისე, სკოლაშიც კარგად სწავლობდა, ძალიან განათლებული და ნაკითხი ადამიანი იყო, ისტორია იცოდა ძალიან კარგად...~ …იმედა კახნიაშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გაიწვიეს. მსახურობდა კოჯორში. მხედრული ვალის მოხდის შემდეგ, კონტრაქტი გააფორმა სამშობლოსთან და კოსოვოში წავიდა რვა თვით, სამშვიდობო მისიით, შემდეგ იყო თურქეთი, ალბანეთი, იუგოსლავია... პირველი კონტრაქტის გასვლის შემდეგ, ერთხანს შინ იყო, შემდეგ კვლავ გააფორმა კონტრაქტი, თავდაცვაში მსახურობდა, შემდეგ კი უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში დაიწყო მუშაობა...~ იმედამ და მისმა მომავალმა მეუღლემ _ ნათიამ, ერთმანეთი სოფელ კეხვში გაიცნეს. ნათია მეთერთმეტე კლასში იყო, სასწავლად კეხვის სკოლაში რომ გადავიდა და იმედაც მაშინ გაიცნო. ნათია: `სამი წელი და ექვსი თვე გვიყვარდა ერთმანეთი. შეყვარებული ძალიან თბილი იყო, ზედმეტი არაფერი უყვარდა და ტრადიციების მოყვარული იყო. ვცდილობდით ეკლესიურად გვეცხოვრა, მარხვას ვიცავდით, ერთი მოძღვარი გვყავდა. სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩემი ოჯახი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. რაკი ურთიერთობას გვიშლიდნენ, შეხვედრას სხვადასხვანაირად ვახერხებდით, როცა ერთმანეთი გვენატრებოდა, მოდიოდა ჩემს სახლთან, ჩემი ოთახი გზისპირას იყო, მე ფანჯრიდან ვიხედებოდი, ერთმანეთს ჩავჭიდებდით ხელს, და ასე ვსაუბრობდით ხოლმე. ჩემი ოჯახი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ ჯვარი დაგვეწერა. ერთხელ
მოვიდა ჩვენთან, დედაჩემს თვალებში ჩახედა და ჰკითხა რა გინდა ჩემგანო? ასე შემოვირიგეთ დედაჩემი და ჯვარი დავიწერეთ~. ნათიას და იმედას მალე ბიჭი შეეძინათ. ნათია: `ბიჭი შეგვეძინა. სახელი თვითონ დაარქვა, დაბადების მოწმობა რომ მოიტანა, მაშინ ვნახე რომ შვილს დავითი დაარქვა. ოცნებად ჰქონდა, ჩემი ბიჭი ფეხბურთელი უნდა გაიზარდოსო. დიდი ტრიბუნიდან უნდა ვუგულშემატკივროო.... დათო მართლაც სულ ბურთით და იარაღით თამაშობს... სანამ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში დაიწყებდა მუშაობას, ფეხბურთზე დადიოდა, ვარჯიშობდა, ბავშვებიც ჰყავდა, რომლებსაც ავარჯიშებდა, ნამდვილად არ გვიჭირდა, კარგად ვცხოვრობდით, მეც ყველაფერს ვაკეთებდი, ვმუშაობდი, კაცური ცოლი მყავსო, ძმაკაცებში ტრაბახობდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა მუშაობის დაწყება. მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ვერაფერს გავხდი... თითქმის ორი წელი ერგნეთის საგუშაგოზე იყო, მსროლელი იყო, კურსებიც გაიარა, მსხვილკალიბრიანი ამერიკული შაშხანა ებარა, ძალიან ბევრი წიგნი მოჰქონდა იარაღზე, ყოველთვის ეცნობოდა და სამსახურშიც ძალიან აფასებდნენ. წოდებით იყო უფროსი ინსპექტორი-ლეიტენანტი. ძალიან დამღლელი სამუშაო ჰქონდა, მაგრამ, არც დაუწუწუნია, არც დასცდენია, რომ უნდა წამოსულიყო. იყო შემთხვევები, როცა ღამის 4 საათზე დაურეკავთ და წასულა სამსახურში. ამ რეჟიმის გამო, გორში ქირით წამოვედით საცხოვრებლად. ასეთი მძიმე და დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, მასთან ურთიერთობა და ცხოვრება ძალიან კარგი იყო... ოცნებობდა, მე თუ ვერ მოვესწრები, ჩემმა შვილმა მაინც იცხოვროს ერთიან საქართველოშიო... არ ვიცი წინათგრძნობა ჰქონდა თუ რა, მაგრამ ხშირად ამბობდა, რომ მალე მოვკვდებიო, რაზეც სულ ვეჩხუბებოდი...~ მერე დაიწყო აგვისტოს ომი... იმედა კახნიაშვილი ცხინვალში იბრძოდა. ომიდან მშვიდობით დაბრუნდა. ნათია: `ომიდან რომ დაბრუნდა, ღმერთს მადლობას სწირავდა, ომი ისე გადავიარეთ, ჩვენი სამსახურიდან დაჭრილები კი არიან, მაგრამ არავინ დაღუპულაო. მე თვითონ ყველა მეცოდებოდა, ვისაც ამ ომმა შავები ჩააცვა, გული მეწურებოდა, როდესაც ამდენ ახალგაზრდა ქალს ვხედავდი შავებში ჩაცმულს, მაგრამ სულ სხვა ტკივილია, როდესაც ამ ყველაფერს საკუთარ თავზე გამოცდი... დაღუპვამდე ორი დღით ადრე, ბიჭები ჰყავდა მოყვანილი სახლში, სუფრა რომ გავუშალე მთხოვა, დაჯექი, ჩვენს გვერდით იყავიო... გამიკვირდა... დღეს, როგორც ჩვენ დავლევთ, შენც ისე უნდა დალიოო. ამბობდა, რომ დღეს ყველანი კაცები ვართო... ამბობდა, მე ისეთი ვაჟკაცური ცოლი მყავს, ხვალ რომ მოვკვდე, ისეთ შვილს გაზრდის მე რომ მინდაო... 61
მეორე დღეს სამსახურში გავაცილე, მესამე დღეს შინ რომ უნდა დაბრუნებულიყო ეს უბედურებაც მოხდა... ბოლოს შინიდან 8 ნოემბერს გავიდა. დილით რომ ადგა, ლოცვა წაიკითხა, სახლიდან რომ გადიოდა ჩავეხუტე და ისე დავემშვიდობე, სხვა დროს ასე არ ხდებოდა... გავიფიქრე, როგორც ასე მშვიდობით ვაგზავნი, ისე მშვიდობით დამიბრუნე ეს ადამიანი-მეთქი და ეს ფიქრი ჩემდაუნებურად ხმამაღლა აღმომხდა... ქუჩაში რომ გავიდა ფანჯრიდან ვუყურებდი, მერე თვითონაც გამომხედა, მკითხა, რატომ მიყურებ, ხომ დამემშვიდობეო... წინა დღეებში თვითონაც თითქოს რაღაცას გრძნობდა, ამბობდა, გული მაქვს დამძიმებულიო... ბებია იყო ტყვედ ჩავარდნილი და ძალიან განიცდიდა ამ ამბავს...~ იმედა კახნიაშვილი თავის მეუღლეს ბოლოს 10 ნოემბერი რომ იწყებოდა, მაშინ ესაუბრა. ნათია: `შუაღამისას, 2 საათზე დამირეკა, შენი ხმის გაგონება მინდოდაო. ნამძინარევი ვიყავი და ნორმალურად ვერ ველაპარაკებოდი, მეხვეწებოდა, გამოფხიზლდი და დამელაპარაკეო. ეს იყო ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი... გაიხსენა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი, კონკრეტულ ამბებს იხსენებდა... მკითხა, ყველაფერი თავიდან რომ დავიწყოთ, ისევ გამოივლიდი იმ პერიოდსო? ვუპასუხე, რომ აუცილებლად გამოვივლიდი იმ გზას და ერთ შესწორებას არ შევიტანდი-მეთქი. ჯიგარი ხარ და ამიტომ მიყვარხარო, მითხრა...~ იმედა კახნიაშვილი ქარელის რაიონში, სოფელ დვანის საგუშაგოზე იდგა, იქ ახდენდა პატრულირებას. `სარამოს პატრულირებისას ყველაფერი წესრიგში იყო, მშვიდობა იყო. დილით სახლში წამოსვლამდე, კიდევ ერთხელ უნდა შემოევლოთ იქაურობა. პატრულირებისას ოსური დროშა შენიშნეს მინდორზე. გადასულან, გაუჩერებიათ, აქ რაღაც მახე იქნებაო, მაინც დაიძრნენ ამ დროშისკენ. 1415 ბიჭი წასულა. დროშაზე რაღაც ასაფეთქებელი ყოფილა დამონტაჟებული, რომელიც მომაკვდინებელი არ იყო, მაგრამ ხმაურს იწვევდა, ამ ხმაურზე კი დისტანციური მართვით
62
დროშის გარშემო დამარხული ნაღმები აქტიურდებოდა. ასეც მომხდარა, როდესაც დროშა აიღეს, ხმაური გამოიწვია მისმა აღებამ და აფეთქდა ყველა ნაღმი. ჩემი მეუღლე ნაღმზე იდგა და როდესაც ამოხეთქა, მხარში მოხვდა და გააგლიჯა მხარი... თამაზ ხაჭაპურიძე ადგილზე დაიღუპა. იმედა სისხლისგან დაიცალა, ბოლომდე გონებაზე ყოფილა, დაჭრილიც კი კითხულობდა ბიჭებს, ხომ კარგად არიანო. თამაზის დაღუპვის ამბავი ბიჭებს დაუმალავთ იმედასთვის. მხარგაგლეჯილი მანქანაში რომ ჩააწვინეს, უთქვამს, ჩემი იარაღი იქ არ დატოვოთ, არ შემარცხვინოთო. იარაღიც მიუტანიათ... სისხლისგან იცლებოდა... ჩქარობდნენ რამდენადაც შეეძლოთ. ბიჭებისთვის უთხოვია, ტელეფონი მომაწოდეთ ნათიას უნდა დავურეკო და ვუთხრა, როგორ მიყვარსო.... ტელეფონი რომ მიაწოდეს ვერ მოუსწრია აკრეფა, უთქვამს: მგონი ვკვდებიო და სულიც დალია....~ თანამშრომლებმა იმედას ცხედარი ჰოსპიტალში მიასვენეს და ოჯახში მივიდნენ, რომ ქმრის დაღუპვის ამბავი ეთქვათ ცოლისთვის... ნათია: `რემონტი გვქონდა, ხელოსნებს ველოდი, კარზე კაკუნი იყო, გავაღე და იმედას თანამშრომლები იდგნენ. სახეები ჰქონდათ წაშლილი... აგვაფეთქეს, იმედა დაჭრილია და ჰოსპიტალში წამოდიო. მძინარე ბავშვი ხელოსნებს დავუტოვე და გავყევი... მანქანაში რომ ჩავსხედით, აყოვნებდნენ დაძვრას, უნდოდათ, რომ ვინმე გამოგვყოლოდა. თვალებში ვერ მიყურებდნენ... პირჯვარს ვიწერდი და ღმერთს ვეხვეწებოდი, თუ სასიკვდილოდაა დაჭრილი ხუთი წუთით მაინც მანახე-მეთქი... ბიჭები ტიროდნენ... ვბრაზობდი ცოცხალ კაცს რატომ ტირითმეთქი... საავადმყოფოში მისულს დაჭრილების გვარებს რომ მიკითხავდნენ, ღმერთს ვემუდარებოდი რომ კახნიაშვილი ეთქვათ... არ თქვეს... მორგისკენ გავიქეცი, ჩემი მკვდარი მეუღლე მანახეთ-მეთქი...~ პატარა დავითი უმამოდ იზრდება. განგებამ მას გმირის შვილობა არგუნა...
პოლიციის რიგითი
თამაზ ხაჭაპურიძე
1978 - 2008
თ ნოემბერს, დილით, ქარელის რაიონში, სოფელ დვანის მინდორში ოსური დროშა აფრიალდა. სპეცნაზელები მის ჩამოსახსნელად მივიდნენ. აიღეს კიდეც ეს დროშა, მაგრამ... მტრის ვერაგობამ თავისი ქნა – ამოქმედდა პულტი და ააფეთქა ნაღმები... თამაზ ხაჭაპურიძე ადგილზევე დაიღუპა. გმირულად დაღუპული ვაჟკაცი შინ მიასვენეს... გმირი მამის პატარა შვილები, ვერ მიმხვდარიყვნენ, ვერ გაეგოთ, რა მოხდა, რა უბედურება დაატყდათ თავს... გავა ცოტა ხანი, გმირის პატარა ბიჭი ძალიან მოიწყენს საბავშვო ბაღში _ თემა ჰქონიათ დედაზე და მამაზე... მოენატრა მამა, რომელიც ცაში ეგულება, და დედას ხშირად ეუბნება, რაკი მამა ვერ მოდის ჩვენთან, ჩვენ გავფრინდეთ მამასთანო... ბაღის მასწავლებელს, მოწყენილი ბიჭუნა კალთაში ჩაუსვამს და უთქვამს, შენ გმირი მამის შვილი ხარო. გახარებული ბიჭუნა კი არ დადიოდა, დაფრინავდა მთელი დღე... თამაზ ხაჭაპურიძე 1978 წელს, ქურთაში დაიბადა. მშობლებისთვის უფროსი შვილი იყო. მის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ. `ორი შვილი პატარები დამეღუპნენ, ორი _ ოსებმა შეიწირეს~ _ იტყვის გამწარებული მამა... მამა იმასაც გაიხსენებს, რომ მისი ვაჟი ცელქიც იყო, ჭკვიანიც, არც მოუსვენრობა აკლდა, არც სიცოცხლის სიყვარული, არც ადამიანობა... თამაზმა ქურთაში, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისში, ერთ-ერთ კოლეჯში განაგრძო, სა მართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდშივე მოიხადა მხედრული ვალი. 24 წლის იყო, რომ დაოჯახდა. მომავალი მეუღლე – ზოია ბიძინაშვილი გორში გაიცნო. ზოია ბიძინაშვილი, მეუღლე: `აფთიაქში ვმუშაობდი, როგორც მერე მითხრა, მოვწონდი და სპეციალურად შემოვიდა აფთიაქში, ვითომ წამლის საყიდლად... 6 თვე გაგრძელდა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდი, შემდეგ მოვიდა ოჯახში ხელის სათხოვნელად და დამნიშნა...~ თამაზ ხაჭაპურიძე თავისი წილი ბედნიერებით ტკბებოდა, სამსახურის დაწყებასაც აპირებდა, როცა ოჯახს უბედურება დაატყდა თავს. ოსებმა მისი ძმა გაიტაცეს. ვასილ ხაჭაპურიძე, მამა: `2006 წელს ცხინვალის საზღვრიდან ოსებმა 4 ბიჭი გაიტაცეს, ერთ-ერთი ჩემი შვილი იყო... წამებით მოკლეს ჩემი შვილი, ძვლები მოგვიტანეს და ამ ძვლების მოტანაშიც ასიათასს გვთხოვდნენ...~ ზოია ბიძინაშვილი: `წამებით მოკლეს ჩემი მაზლი, ტყეში ჩახოცეს ბიჭები, ცხინვალში ამბობდნენ, მათი ხმა ცხინვალში ამოდიოდაო... იმ პერიოდში დავრჩი ფეხმძიმედ... სიზმარში ვნახე ჩემი მაზლი, თითქოს ტყეში დავდიოდით, მე და ჩემი მეუღლე ტყიდან ჩემმა მაზლმა გამოგვიყვანა, სიზმარში
ვგრძნობდი, რომ დიდი მუცელი მქონდა. ვიღაც ქალი შემხვდა და თითქოს მეკითხებოდა, ორსულად ხარო? ჩემმა მაზლმა უპასუხა, კი ორსულად არის და ბიჭს ელოდება, ჩემს მოსახელესო. ტყიდან რომ გამოვედით, თითქოს თამაზიც არ იყო ჩემს გვერდით... საშინლად აფორიაქებულმა გავიღვიძე... თამაზი ძალიან განიცდიდა ძმის ამბავს, ძმის დაღუპვის შემდეგ პოლიციაში შევიდა, თავიდან ქურთის პოლიციაში იყო, შემდეგ სპეცნაზში გადავიდა. მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მიხსნიდა, მეუბნებოდა, თქვენ არ იცით, ჩემს გულში რა ხდება, მე კანონიერად უნდა ვიძიო მათზე შურიო... აგვისტოს ომისას ნიქოზში, ცხინვალში იბრძოდა, ომის შემდეგაც ვთხოვდი, დაენებებინა თავი ამ სამსახურისთვის, ვეუბნებოდი, ომში ხომ იბრძოლე, ხომ მოიხადე შენი ვალი, ახლა მაინც წამოდი-მეთქი, სასტიკ უარზე იყო, ამბობდა, სანამ ცხინვალს არ დავიბრუნებთ, სამსახურს არ დავტოვებო. შემდეგ, სხვებისგან ისიც გავიგე, რომ თურმე პარტიზანულ სიაშიც ჩაწერილა... ამ ყველაფერს სხვისგან ვიგებ, თვითონ არაფერი უთქვამს... აგვისტოს ომი რომ დაიწყო, ჩემი მეუღლე ბოლოს ათი დღის წინ ვნახე, შემდეგ აღარ მინახავს, ყაზარმულ რეჟიმზე იყვნენ. 6 წელი ცოლ-ქმარი ვიყავით და მე ამ ხნის მანძილზე არ გამიგონია თამაზის ისეთი გახარებული ხმა, როცა დამირეკა და მითხრა, ცხინვალში ვართ, ამას რას მოვესწარი, ცხინვალში ვართო...~ თამაზ ხაჭაპურიძე აგვისტოს ომში სასწაულად გადაურჩა სიკვდილს... მეუღლე: `მიყვებოდა, სასწაულმა გადაგვარჩინაო, რამდენიმე ბიჭი დარჩენილან, რუსებით ყოფილან გა რშემორტყმულნი, ის ადგილი დაუბომბავთ, სადაც ყოფილან, რაღაც შენობისთვის ძლივს შეუფარებიათ თავი, იქიდან რომ გამოსულან, იმ სახლსაც დასცემია ბომბი და აფეთქებულა~. თამაზ ხაჭაპურიძე 5 ნოემბერს 30 წლის გახდა. 10 ნოემბერს დაიღუპა... მამამ ბოლოს 1 ნოემბერს ნახა. მამა: `ჩემი რძლის ოჯახში ვიყავი, იქ მნახა. დაბადების დღე დვანში გადაიხადა, იქ გვყავს ნათესავები და იქ მისულა...~ ოჯახში ჰყვებიან, რომ, დაღუპვამდე, თამაზს სიზმარში ცხინვალში ნაწამები ძმა უნახავს... ლიახვში ერთად ბანაობდნენ ძმები... მეუღლე: `ჩვენს სახლს გავხედეთ, იწვოდა ჩვენი სახლიო, ჩემმა ძმამ მითხრა, იმ სახლს ნუღარ უყურებ, მაინც ჩემთან უნდა წამოხვიდეო... ჩემს მეუღლეს უთქვამს, არა ჩემს ცოლშვილთან წავალო, მაგრამ ხელი მომკიდა და წამიყვანაო... თამაზის ყოველი პოსტზე წასვლა, ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ისეთი შიში დამჩემდა, ექიმთანაც მომიწია წასვლა. 8 ნოემბერს ვნახე ბოლოს... 65
დილით ისე გავიდა სახლიდან, არც გაგვაღვიძა... 9 ნოემბერს დამირეკა საღამოს და დიდხანს მელაპარაკა, უკვე გათიშვას ვაპირებდი, მითხრა, მაცადე, უნდა გელაპარაკოო. რა მოგივიდა, ხომ არ კვდები-მეთქი და სიცილი დაიწყო... მითხრა: მე ისეთ რამეებს გადავრჩი, არაფერი არ მომკლავსო. მთელი გრძნობით მელაპარაკებოდა და სიყვარულს მიხსნიდა... დილით, ტელევიზიით გავიგე რა უბედურებაც ტრიალებდა ჩვენს თავს. გავიგე, მაგრამ ვერ დავიჯერე...~ თამაზ ხაჭაპურიძე 10 ნოემბერს, დილით აფეთქდა ნაღმზე იმედა კახნიაშვილთან ერთად, აფეთქდა მას შემდეგ, რაც ოსური დროშა ჩამოხსნეს... წინა ღამეს იქ არაფერი იყო, დილით უკვე ცვლას ამთავრებდნენ, შინ უნდა დაბრუნებულიყვნენ, როდესაც ბოლო შემოვლისას მინდორში აღმართული ოსური დროშა შეუნიშნავთ. მივიდნენ, ჩამოხსნეს დროშა და ამოქმედდა დისტანციური მართვის პულტი – დროშის ირგვლივ ჩამარხული ნაღმები აფეთქდა. თამაზ ხაჭაპურიძე ადგილზევე დაიღუპა – საძილე არტერია გადაეჭრა. მამა: `მითხრეს, დაჭრილია და ჰოსპიტალში წევსო... ძალიან დაახლოვდნენ ერთმანეთთან ჩემი ბიჭი და იმედა კახნიაშვილი, ბოლოს ერთმანეთის გარეშე არაფერს აკეთებდნენ. ალბათ, გული უგრძნობდათ და იმიტომ იყვნენ სულ ასე ერთად~. მეუღლე: `ძალიან განიცდიდა, ომის შემდეგ ყველაფერი რომ დავკარგეთ, ძალიან გაუხარდა სახლი რომ გვიყიდეს,
66
ერთი სული ჰქონდა, როდის დაგვაბინავებდა. ჩქარობდა, ბოლოს, თითქოს რაღაცას გრძნობდა. ძალიან მშრომელი ადამიანი იყო, არაფერს თაკილობდა. ძალიან მზრუნველი მამა იყო, პატარაზე გიჟდებოდა, ამბობდა: სპორტსმენი მინდა რომ გამოვიდესო, უნდა დავეხმაროო. უფროსი ძალიან ნიჭიერი ბავშვია და თამაზს უხაროდა, ამბობდა კარგი განათლება უნდა მივცე ჩემს შვილებსო. ბავშვები გიჟდებოდნენ მამაზე, თამაზი რომ სახლში მოდიოდა, არცერთს აღარ ვახსოვდი, სულ უკან დასდევდნენ. ორივეს კარგად ახსოვთ მამა. როცა ვუბრაზდები შემოვლენ და სურათთან სხდებიან. პატარამ იცის, რომ მამა ცაშია. თვითმფრინავი რომ გადაიფრენს, გავა გარეთ და ამბობს, რომ მამა ცაშია და იქიდან გვხედავსო. ერთხელ ფანჯარასთან მიმიყვანა და მითხრა: რაკი მამა ვერ მოდის ჩვენთან, ჩვენ გავფრინდეთ მამასთანო. იმ დღეს სიმზარში ნახა და ხმამაღლა ეძახდა მძინარე, მამიკო, დამელოდე, ნუ მიდიხარო. ყოველი დღე მამის და ბიძის გახსენებით იწყება და მთავრდება ჩვენს ოჯახში. საფლავზე რომ მივდივართ, უფროსი მოეხვევა ხოლმე ქვას და ეხუტება. ვცდილობ, რომ პატარებთან არ ვიტირო, რადგან ძალიან განიცდიან...~ დღეს ზოია ბიძინაშვილი ექთნად მუშაობს თავისი გმირი მეუღლის სამსახურში.… მეუღლე: `მინდა, რომ ეს ბიჭები ყველას ახსოვდეს და მათი სახელები ისმოდეს. მინდა, მათ მიერ დაღვრილი სისხლი დაფასდეს...~
კაპიტანი
გიორგი სხვიტარიძე
1978 - 2008
ს რუსების წინააღმდეგ იბრძოდა, ომის დროსაც და მერეც, როცა ომი დამთავრდა. მისთვის სწორედ ეს მშვიდობა აღმოჩნდა საბედისწერო და საშიში, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ დადგა... გამნაღმველი იყო და რუსი ოკუპანტის დანატოვარ ნაღმებს აუვნებლებდა. უპილოტო თვითმფრინავის განაღმვისას დაიღუპა, გორის რაიონში, სოფელ ფლავისმანში... გიორგი სხვიტარიძე 1978 წლის 6 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. დედისთვის ერთადერთი შვილი იყო, დაბადებული არ იყო, მისი მშობლები რომ გაიყარნენ. დედას მარტო უწევდა მისი გაზრდა. დედამ გიორგი თავიდან თბილისში შეიყვანა სკოლაში, შემდეგ გარდაბანში გადაიყვანა, რადგან იქ თავად ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. ლიანა ჯიშკარიანი, დედა: `გიორგის გაზრდაში მამაჩემი მეხმარებოდა, მამა რომ გარდამეცვალა, გიორგი გარდაბანში გადავიყვანე ჩემთან სკოლაში, მეექვსე კლასამდე იქ სწავლობდა. შემდეგ ისევ თბილისში გადმოვიყვანე... ნიჭიერი ბავშვი იყო, აღზრდა არ გამჭირვებია, დამჯერი იყო, მაგრამ ხიფათიანიც, ფეხბურთის გამო ორივე ფეხი მოტეხილი ჰქონდა. ფეხბურთზე და ჭადრაკზე დამყავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ იურიდიული განათლება მიიღო. შემდეგ, ჯარში წავიდა, სავალდებულო ორხევში გაიარა, წოდებით კაპიტანი იყო. ძალიან უნდოდა, რომ უშიშროებაში ემუშავა, სხვა ინტერესი არ ჰქონია და ჯარი რომ მოიარა, საბუთები შეიტანა უშიშროებაში მუშაობის დასაწყებად. ერთი წელი მოწმდებოდა გიორგის საბუთები, ოჯახშიც კი შეგვამოწმეს~. გიორგი სხვიტარიძემ 2000 წელს მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტში დაიწყო, იყო განაღმვის მეორე განყოფილების უფროსი. დედა: `8 წელი მუშაობდა გიორგი შსს-ში. სამ დღეში ერთხელ მორიგეობდა. ძალიან უყვარდა თავისი სამსახური, 2007 წელს კოდორში ასრულებდა განაღმვით სამუშაოებს, და მაშინ დაიწვა... 2003 წელს, სამი თვით ამერიკაში იყო სტაჟორად გაგზავნილი სამსახურიდან და თავის საქმეში პროფესიონალი იყო, ძალიან მოწესრიგებული ადამიანი იყო. აგვისტოს ომი რომ დაიწყო და გამოიძახეს, გიორგი შვებულებაში იყო, ქობულეთში ისვენებდა, მე რაჭაში ვიყავი წასული, დამირეკა, დედა, გამომიძახეს და თბილისში მივდივარო. მანამდე ცოტა ხნით ადრე, სამზარეულოში სადილს ვუმზადებდი, ჩემი ძმისშვილიც ჩემთან იყო, გიორგიმ გვითხრა: ნახეთ მე რა მალე მოვკვდებიო. შემოვეხვიე, დედიკო ასეთ რამეს როგორ ამბობ-მეთქი. ჰე, სვანო, ხომ მოგატყუეო... დამცინა, გვარის გამო
სვანს მეძახდა... მთელი ომის განმავლობაში მეუბნებოდა, თბილისში ვარ ბაზაზეო და ამ დროს თურმე კონფლიქტის ზონაშია, გორში, მგონი ერედვში იყვნენ დაბანაკებულები გამნაღმველები... მე სექტემბერში წამოვედი რაჭიდან, გორის გზაზე დამხვდა...~ გიორგი სხვიტარიძეს 6 ნოემბერს 30 წელი შეუსრულდა. დედა გაიხსენებს, რომ მის ვაჟს, საიუბილეო განწყობა მაინცდამაინც არ ჰქონია, სამსახურში ყოფილა გამო ძახებული, სამსახურიდან გვიან განთავისუფლებულა, შინ დილით დაბრუნებულა, რამდენიმე მეგობართან ერთად აღუნიშნავს. გიორგი სხვიტარიძე ბოლოს 10 ნოემბერს გავიდა შინიდან. დედა: `დილით რომ ავდექი, უკვე ეღვიძა, იწვა, პულტი ეჭირა ხელში და ტელევიზორს უყურებდა, ვკითხე: რატომ არ გძინავს-მეთქი, ვერ დავიძინეო... ვაკოცე, მე სამსახურში მივდივარ, ჭკვიანად იყავი, რომ ჩახვალ დამირეკე-მეთქი. ყოველდღე ველაპარაკებოდით, დღეში რამდენჯერმე, ბოლოს 15 ნოემბერს ველაპარაკე....~ გიორგი სხვიტარიძე გორის რაიონში, სოფელ ფლავისმანში დაიღუპა, უპილოტო თვითმფრინავის განაღმვისას. დედა: `გიორგის განაღმვაზე გასვლა არ უწევდა, მაგრამ ჯგუფიდან დაურეკეს, გიორგი ვერაფერი გავიგეთ და იქნებ დაგვეხმაროო. განაღმვის ოპერაციაზე 10 ბიჭი იყვნენ. ჩემი ბიჭი რომ მივიდა, უთხრა: აქ არაფრის გაკეთება არ შეიძლება, ყველანი უკან გადითო. ორნი დარჩნენ, ჩემი გიორგი და მარატ ნოზაძე. შემდეგ, როგორც გაზეთში წავიკითხე, პულტით ააფეთქეს, შორიდან. ჩემი შვილი და ნოზაძე დაიღუპნენ, 8 ბიჭი გადაარჩინეს. ორი მძიმედ იყო დაჭრილი, ერთს ყური აქვს დაზიანებული, ერთს – თვალი. დანარჩენები მსუბუქად დაიჭრნენ, ერთს არაფერი მოსვლია. გიორგი ადგილზევე დაიღუპა, `ცინკის~ კუბოთი ჩამოასვენეს, არ მინახავს ცხედარი, არ მაჩვენეს... იმ დღეს 12 საათზე დაურეკავს ჩემთან, მე არ გამიგია, მერე ჩემი ძმისშვილისთვის დაურეკავს, დედაჩემს რად უნდა ტელეფონი, რომ ჩამოვალ უნდა გადავუგდოო... იმ დღეს საერთოდ არ დამირეკავს გიორგისთან, როგორც ჩემი თანამშრომლები მიყვებიან, იმ დღეს გათიშული ვყოფილვარ, შეშლილი მქონდა სახე და არაადეკვატურად ვსაუბრობდი, მაგრამ მე თვითონ ვერ ვგრძნობდი ამას... თბილისში რომ დავბრუნდი სამსახურიდან, მერეღა გამახსენდა, რატომ არ დარეკა გიორგიმ დღეს-მეთქი და დავურეკე, მაგრამ არ მპასუხობდა, გიორგის მეორე ნომერიც ჰქონდა, სამსახურის, მე არ მეწერა და ჩემს ძმისშვილთან დავრეკე, რომ გამომერთმია, არც ის მპასუხობდა. სახლშიც დავურეკე და ტელეფონი გამითიშეს... სახლში რომ მოვედი, გადასასვლელთან დამხვდნენ ბიცოლაჩემი და ჩემი ბიძაშვილის ქმარი. 69
ბიცოლაჩემის სახე არ მომეწონა, ვკითხე: რა ხდება მეთქი და მითხრა, შენი ძმა გახდა ცუდად, სასწრაფო გვყავდა გამოძახებულიო...~ ეზოში შესულ დედას ეზო ხალხით სავსე დახვდება. ესმის ქვითინი, ტირილი... დაასკვნის რომ ძმა მოუკვდა და ატირდება, ატირებული ყველას ეკითხება, გიორგიმ იცის ბიძამისი რომ მოკვდა? ეხვეწება – როგორმე გიორგის დაურეკეთ, გააგებინეთ ბიძამისი მოკვდა... ხმას არავინ სცემს. ქვითინი მოთქმაში გადადის. `ნახევარი საათი ვტიროდი ჩემს ძმას, ბოლოს ვთქვი, მაჩვენეთ ჩემი ძმა...~ ძმა აჩვენეს. და უთხრეს – შენს შვილს ვტირითო.... გიორგი მეორე დღეს ჩამოასვენეს გორიდან. საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს... გიორგი სხვიტარიძე დაოჯახებული არ იყო. დაღუპვის შემდეგ, მეგობრის ცოლები ეტყვიან დედას, რომ საახალწლოდ სიურპრიზს უმზადებდა დედას... რუსიკო ცატავა, გიორგის დეიდაშვილი: `გიორგი ჩემზე ორი წლით უფროსი იყო... ერთად ვიზრდებოდით. ბიძაშვილები, დეიდაშვილები და-ძმებივით ვყავდით, ახლობლებისთვის იყო გაჩენილი, ყველანაირად ცდილობდა,
70
რომ ბედნიერები ვყოფილიყავით. ყველაზე ახლოს ჩემს ძმასთან იყო, გიორგის დაკარგვა ყველასთვის რთული იყო, მაგრამ ჩემმა ძმამ ყველაზე ტრაგიკულად განიცადა... ომი რომ დამთავრდა, გვეგონა გადავრჩით და გიორგის საფრთხე აღარ დაემუქრებოდა, როცა ყველაზე ნაკლებად ველოდებოდით ხიფათს, ზუსტად მაშინ დაგვატყდა თავს ეს ტრაგედია... ბოლოს, გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ვნახე. ვკითხე: გიორგი, ბავშვის წაყვანას ვაპირებ ბაკურიანში და ხომ მშვიდობა იქნება-მეთქი, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო... 17 ნოემბერს. დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, გიორგის ნაღმი აუფეთქდა და არ ვიცით როგორ არისო... მის სახლამდე ისე მივედით, რომ მჯეროდა ცუდი ამბავი არ იქნებოდა ჩვენს თავს, მაგრამ... ეზოში რომ შევედი, უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და ყველა ტიროდა... გიორგი, ყოველთვის ჩვენს გვერდით არის... გიორგი მართლა გამარჯვებულია და ჩვენზე ძალიან წინ დგას. ის გმირია...~ გიორგი სხვიტარიძე ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა სიკვდილის შემდეგ. მისი სახელი ეწოდა ზოვრეთის ქუჩას, მალე იმედაშვილის ქუჩაზე მისი სახელობის სკვერი გაიხსნება...
კაპიტანი
მარატ ნოზაძე
1975 - 2008
ცდაცამეტი წლის მარატ ნოზაძე 2008 წლის 17 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების დანატოვარი უპილოტო თვითმფრინავის განაღმვისას დაიღუპა – პულტით ააფეთქეს. პატარა თემუკა ობლობაში იზრდება. დედას, რომელიც ფეხმძიმობისას ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა, სურათებიდან იცნობს მხოლოდ, მამა ახსოვს და კითხულობს... იზრდება ბებია-ბაბუის იმედად, მათი სიყვარულით. მარატ ნოზაძე 1975 წელს, თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაიბადა, და მის დამოუკიდებლობას და ერთიანობას შეეწირა... 113-ე სკოლაში სწავლობდა, მეხუთე კლასიდან 184-ე სკოლაში გადაიყვანეს. მამა გაიხსენებს, რომ ძალიან მორიდებული ბავშვი იყო... ნინო კაპანაძე, მარატის დეიდაშვილი: `მთელი ბავშვობა ერთად ვიზრდებოდით. ძალიან მზრუნველი იყო, მე ძმა არ მყავს და ჩემი მშობლები, რომ მუშაობდნენ, სკოლაში მარატი მაკითხავდა და როგორც უფროსი ძმა ისეთ ყურადღებას მაქცევდა. გამოვყავდი სკოლიდან, ერთად ვთამაშობდით... ჩემს თაყვანისმცემლებთან, ისე აგვარებდა საქმეებს, რომ მე ვერაფერს ვხვდებოდი. სულ მიკვირდა, საიდან იგებდა მათ ამბავს. საერთოდ, დეიდაშვილები ბევრი ვართ, მაგრამ ყველაზე მეტად, მას ვენდობოდი და ხშირად რჩევებსაც მაძლევდა~. მარატი სკოლაში კარგად სწავლობდა, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში, სატყეო მეურნეობის ფაკულტეტზე განაგრძო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მხედრული ვალი მოიხადა გორში. ჯარმოვლილი ცოტა ხანს პედაგოგად მუშაობდა, შემდეგ კი მეგობრების რეკომენდაციით უშიშროებაში დაიწყო მუშაობა. მამა იხსენებს, რომ თავად წინააღმდეგი არ ყოფილა, როდესაც მარატს უშიშროებაში მუშაობა გადაუწყვეტია. დედას არ უნდოდა, მაგრამ მარატს სხვა სამსახურის გაგონება არ სურდა. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, უშიშროების აკადემიას მიაშურა. აკადემიის დამთავრებისთანავე, სწავლის გასაგრძელებლად, ამერიკაში გააზავნეს, გიორგი სხვიტარიძესთან ერთად. კაპიტანი მარატ ნოზაძე 11 წელიწადი მსახურობდა, იყო შსს-ს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის განაღმვის განყოფილების მესამე განყოფილების უფროსი. მუშაობდა 11 წელი და, როგორც მამა იტყვის, არც ერთხელ არ დაუწუწუნია სამსახურის სირთულისა და სიმძიმის მიუხედავად. მონაწილეობდა იმ განაღმვით ოპერაციებში, რომელიც განხორციელდა ახმეტაში, ზემო აფხაზეთში, აჭარაში _ მას შემდეგ, რაც ასლან აბაშიძე გაიქცა საქართველოდან. აგვისტოს ომის პერიოდში მუდმივად გორში იყო...
აგვისტოს ომს ცოცხალი გადაურჩა, მაგრამ მხოლოდ აგვისტოში... 33 წლის იყო, როდესაც დაიღუპა. 28 წლის დაოჯახდა. 27 წლის იყო, 22 წლის ნინო დათიკაშვილი რომ გაიცნო და შეუყვარდა. ერთ წელიწადში ცოლადაც შეირთო. ნინო კაპანაძე, დეიდაშვილი: `მომავალი მეუღლე რომ გაიცნო, პირველს მე მითხრა, ერთი გოგო გავიცანი და მინდა გაგაცნოო. წამიყვანა, გამაცნო... უკან რომ ვბრუნდებოდით, თვალებში შემომყურებდა, აინტერესებდა რა შთაბეჭდილება დამრჩა, რას ვეტყოდი... თვალები უბრწყინავდა, ისეთი შეყვარებული იყო იმ პერიოდში... მართლაც შესანიშნავი წყვილი იყო. შეყვარებულ მარატს ძალიან სიამოვნებდა სიურპრიზების და საჩუქრების კეთება, შეეძლო შეყვარებული შუაღამისას გაეღვიძებინა, რამე ორიგინალური საჩუქარი მიერთმია და მერე სადმე საუცხოო ადგილას წაეყვანა ვახშმად... საერთოდ არ უყვარდა წინასწარ რაიმე გეგმების დაწყობა. ამბობდა, რასაც წინასწარ ვგეგმავ, არასდროს მიმართლებს, ყოველთვის მეშლებაო... ლაპარაკი ნაკლებად უყვარდა, ჩვენი რძალი უფრო ოცნებობდა ხოლმე. უნდოდა ძალიან ბევრი შვილი ჰყოლოდათ...~ ფეხმძიმობისას შეყრილმა ვირუსმა მალევე დაუსვა წერტილი წყვილის ბედნიერებას. სულ 2 წელი იცხოვრეს ერთად... 2005 წელს 25 წლის ნინო დათუკიშვილი ქორწინებიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, სწორედ ქორწინების დღეს გარდაიცვალა. პატარა თემუკა ობლად დარჩა... მამა: `ძალიან კარგი ადამიანი იყო ჩემი რძალი, მარატი ძალიან განიცდიდა, მაგრამ თავზე არ მოგახვევდა თავის უბედურებას. როცა კი დრო ჰქონდა, სულ მეუღლის საფლავზე იყო. როდესაც მეგობრები ეუბნებოდნენ, სამი წელი გავიდა და ცოლი მოიყვანეო, შეურაცხყოფად იღებდა, გიჟი მამა იყო...~ ნინო კაპანაძე, მარატის დეიდაშვილი: `მეუღლე რომ გარდაეცვალა, საშინელ დეპრესიაში იყო, ერთი პერიოდი სამსახურსაც დაანება თავი. ამ თემაზე საუბარს ვერავინ უბედავდა, ძალიან ცუდად იყო, განიცდიდა, მაგრამ ცდილობდა, რომ არ შეემჩნია. არ უნდოდა, დედას ეგრძნო რამე, უარესად რომ არ გამხდარიყო... ცხოვრების მეორედ აწყობაზე საუბარი ზედმეტი იყო. მეუღლის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგაც ვერავინ ვბედავდით თქმას, ცოლი მოიყვანეო... ამას მარტო მეგობრები თუ უბედავდნენ, მაგრამ მათაც ეუბნებოდა, ეს არასოდეს მოხდება, მეორედ ოჯახს აღარ შევქმნიო. მისი საფიქრალი და საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ თემუკა იყო. სხვა არაფერი აინტერესებდა. ამბობდა, ჩემი ერთადერთი მიზანი თემუკას გაზრდა, მისი გზაზე დაყენება და კაცად ქცევააო...~ 73
აგვისტოს ომი მარატ ნოზაძისთვის აგვისტოში არ დასრულებულა, ის კვლავ გორში იყო და რუსებისგან დანატოვარი ნაღმების განაღმვაზე მუშაობდა თანამშრომლებთან ერთად. 17 ნოემბერს დაიღუპა... მამა გაიხსენებს, რომ 15 ნოემბერს შვილმა შეხვედრა სთხოვა... მამა: `სიდედრი დამეღუპა, ახალციხეში რომ ვბრუნდებოდი, ჩემი შვილები გორში იყვნენ და 2 დღით მეც გავჩერდი, მარატმა დამირეკა და მთხოვა შემხვდიო, ასეთი რამ არასოდეს უთქვამს, რომ შევხვედროდი და ფორმიანი მენახა... ყველანი ვიყავით და თითქოს ჩვენი გამომშვიდობება იყო. თითქოს გული უგრძნობდა... 16 ნოემბერს ჩემს უმცროს შვილსაც ესაუბრა ტელეფონზე, დედამისსაც, 17 ნოემბერს ეს უბედურება დაგვატყდა თავს... სამმართველოს უფროსი, მერაბ შენგელია მელაპარაკა, ბრძანება დაწერილი ყოფილა უკვე, მოადგილედ გადმოყავდათ და ხუთშაბათს უნდა წამოსულიყვნენ... იმ განაღმვაზე რომ მიდიოდა, მერაბს უთქვამს არ წახვიდეო, თვალზე ცრემლი მოადგა, ბიჭები იქ არიან და მე როგორ არ წავიდეო?.. ერთი სატყუარა რომ გაუნაღმავთ, ეკლესიაში წამოსულან, სანთლები დაუნთიათ და დაურეკავთ, კიდევაა გასანაღმიო. განაღმვაზე რიგითებს არ უშვებდნენ, რადგან გამოუცდელები იყვნენ~. მარატ ნოზაძე და გიორგი სხვიტარიძე სოფელ ფლავში უპილოტო თვითმფრინავის განაღმვისას დაიღუპნენ – პულტით ააფეთქეს. მამა: `მარატი ცოცხალი იყო იქიდან რომ წამოიყვანეს, გზაში დალია სული... იმ დღეს საშინელი წინათგრძნობა მქონდა, შინ რომ მოვედი ვერ ვისვენებდი, თემუკა მძახალს ჰყავდა წაყვანილი. წავედი, თემუკა უნდა მოვიყვანო-მეთქი, ჩემი მძახლის კორპუსთან ვიყავი, ჩემმა მეუღლემ რომ დამირეკა თავზარდაცემულმა, გვარები ტელევიზიით არ გამოუცხადებიათ, მაგრამ ჩემი მეუღლე მაშინვე მიმხვდარა და გარეთ გამოვარდნილა, მიშველეთ წამიყვანეთ გორშიო. მარატთან ვრეკავდით,
74
გამორთული ჰქონდა ტელეფონი... ჩემს უმცროს შვილთან მისულან სამსახურში, მისთვის უთქვამთ რაც მოხდა, ჩვენ ვერ მივდივართ მშობლებთან და გააგებინეთ, ჰოსპიტალში მივიდნენო... იმ ღამესვე ჩამოასვენეს... მარატის ცხედარი, მე და ჩემს მეუღლეს არ გვინახავს, ჩემმა უმცროსმა შვილმა ნახა. მეუღლის გვერდით დავკრძალეთ... თემუკა დედას ფოტოებით იცნობს, მამა კარგად ახსოვს, მაგრამ ვერ აცნობიერებს, რომ მამა აღარ ჰყავს. ახლა აჩემებული აქვს პოლიციელი უნდა გამოვიდეო, რუსებს ვერ იტანს... არადა, არავის არაფერი გვითქვამს, ერთხელ გვითხრა, მამამ რუსები ხომ გაყარა და თვითონ სად არისო... ერთხელ თქვა, დედა ვნახე სიზმარშიო, ჩემმა მეუღლემ უთხრა: ბები, როგორ ნახე, არ იცნობო. სურათი გვაქვს სახლში, საქორწილო კაბითაა ჩემი რძალი და ასე ვნახეო და ასე გავიგეო, რომ ეს ჩემი დედიკოაო და დამარიგა, ასე მითხრა, კარგად მოიქეციო... ეს ბავშვი გვაძლებინებს, თორემ საშინელებაა ცხოვრება მარატის გარეშე... როგორღაც უნდა გავუძლოთ, მეამაყება რომ გმირი შვილი გავზარდე. მისი ცხოვრების წესი იყო იქ მუშაობა, არც უფიქრია სხვაგან წასვლა...~ ნინო კაპანაძე, დეიდაშვილი: `ყველა ძალიან უყვარდა, ახლობლები, მეგობრები, ახალი გაცნობილი ადამიანი ისე შეეძლო შეეყვარებინა, რომ მასაც გაჰკვირვებოდა. არ უყვარდა უსამართლობა. ნოემბერში გადის ორი წელი, დღეს უფრო ძალიან გვიჭირს, საშინელებაა, მის სახლში რომ შევდივარ, და იქ აღარ გვხვდება... ტელეფონში დღემდე მიწერია მისი ნომერი, მისი სახელით და გვარით, რატომღაც არ მინდა, რომ ამოვშალო... მინდა, რომ თემუკამ გაიგოს, როგორი მამა ჰყავდა, რა საქმეს ემსახურებოდა და რას შეეწირა მისი სიცოცხლე. ბავშვი ჯერ პატარაა და, ალბათ, დროთაგანმავლობაში, რომ გაიზრდება და ამ წიგნს წაიკითხავს, გაიგებს, რომ მამამისი გმირია! მარატს ყოველთვის იმას ვეუბნებოდი, ძალიან მეამაყები-მეთქი... ცოცხალი მეამაყებოდა და ახლა უფრო მეტად ვამაყობ...~
პოლიციის ზემდეგი
კახა ცოტნიაშვილი
1981 - 2008
ახა ცოტნიაშვილის ოჯახმა იგემა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა სიმწარე. ყველა ტრაგედიამ მათ ოჯახზე გადაიარა. ბოლო იარა თავად კახაა _ 10 სექტემბერს კარალეთის საგუშაგოზე სნაიპერის ნასროლი ტყვიით მოკლული. აგვისტოში რუსულმა ავიაციამ მიწასთან გაასწორა მისი სახლ-კარი სოფელ ერედვში, რუსმა ოკუპანტებმა ერედვიდან გამოქცეულ ოჯახსაც დაადევნა ტყვია... კახას მამა დაიჭრა... 90-იან წლებში სრულიად ახალგაზრდა 34 წლის დეიდა დაეღუპა. ცხინვალში აფხაზეთის ომის დროს ბიძა, რომელიც სულ 21 წლის იყო. მაშინ 10 წლის იყო კახა და გადაწყვიტა, ბიძის კვალს გაჰყოლოდა – პოლიციელი გამოსულიყო... კახა ცოტნიაშვილი 1981 წელს, სოფელ ერედვში დაიბადა. ცელქი და ბეჯითი მოსწავლე იყო. სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, პოლიციის აკადემიაში ჩააბარა. დედა: `ჩემი ძმა 1991 წელს აფხაზეთის ომში დაიღუპა. მაშინ თქვა, ბიძაჩემის გზას უნდა გავყვე, სკოლას რომ დავამთავრებ პოლიციელი უნდა გავხდეო. პოლიციის აკადემიის დამთავრების შემდეგ, ერედვის განყოფილებაში გაანაწილეს. 21 სექტემბერს 10 წელი უნდა შესრულებოდა, რაც იქ მუშაობდა. დაჯილდოებულია მედლით, მხედრული მამაცობისთვის და ვახტანგ გორგასლის ორდენით. ყოველ მეორე დღეს სამსახურში იყო, მორიგეობიდან რომ მოდიოდა, სულ მზადყოფნაში იყო მაინც, რა იცი, როდის დავჭირდე სამსახურსო~. კახა ცოტნიაშვილს 2 შვილი დარჩა. ოცი წლის იყო რომ დაოჯახდა. მომავალი მეუღლე თანაკლასელის ქორწილში გაიცნო. გაცნობიდან 6 თვეში დაქორწინდნენ. დედა: `ძალიან დიდ პატივს სცემდა თავის მეუღლეს. გიჟდებოდა შვილებზე, უბედნიერესი მამა იყო და ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა შვილებზე...~ თეა ინდუაშვილი, კახას მეუღლე: `ერთმანეთი ჩემი დის ქორწილში გავიცანით, ჩემი სიძე კახას კლასელი იყო... თავიდანვე უცნაურად დაიწყო ჩვენი სიყვარული. გაცნობიდან ორ კვირაში მანქანაში ჩამისვა და სოფლის სასაფლაოზე წამიყვანა. სიყვარული იქ ამიხსნა. ძალიან გაკვირვებული წამოვედი... სამ დღეში მომიტაცა. რუსთავში, მამიდასთან მიმიყვანა. მეც მქონდა მის მიმართ სიმპატიები და უკან აღარ დავბრუნებულვარ. იმდენად მალე ვიქორწინეთ, რომ ფაქტობრივად შეყვარებულობის პერიოდი არც გვქონია... ერთად 7 წელი ვიცხოვრეთ... არაჩვეულებრივი მეუღ ლე, მეგობარი და მამა იყო... უზრუნველი ცხოვრება შეგვიქმნა, არაფერს გვაკლებდა, რაც შეეძლო ყველაფერს გვიკეთებდა...~ კახას გეგმებს ომმა დაუსვა წერტილი. აგვისტოს ომის დროს იყო ერედვში, მერეთის მისა
დგომებთან. მისმა ოჯახმა 10 აგვისტოს დატოვა ერედვი. სოფელი დაიბომბა. დედა: `ღამის სამ საათზე წამოვედით. არაფერი აღარ დარჩა ჩვენი სახლიდან, განადგურებულია, მიწასთან არის გასწორებული... ერედვიდან რომ მოვდიოდით, მამამისი დაიჭრა, დავურეკეთ, გავაგებინეთ, რომ დაიჭრა, არ გვიჯერებდა, მალაპარაკეთ რამე უბედურება ხომ არ ჭირს მამაჩემსო... სამი დღე, გორში ვიღაცის სარდაფში ვიმალებოდით, იმიტომ, რომ საავადმყოფო იბომბებოდა, შემდეგ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოვიდა და გვითხრა: თბილისში მივდივარ და ვისაც შეგიძლიათ გამომყევითო, 16-17 აგვისტოს წამოვედით თბილისში, მანამდე იქ ვიყავით. რუსთავში, საბავშვო ბაღში ვცხოვრობდით, ჩემს რძალს და შვილიშვილებს შსს-მ უქირავა ბინა. იქიდან დადიოდა ომის მერე საგუშაგოზე. ბოლოს 9 სექტემბერს უთენია წავიდა შინიდან, ჩვენსკენაც შემოიხედა და დაგვემშვიდობა. ცუდი წინათგრძნობა გვქონდა, ჩვენც და თვითონაც, თითქოს რაღაცას გრძნობდა.~ დედის ავი წინათგრძნობა ახდა – 10 აგვისტოს, დილის 7 საათზე, როდესაც კახა ცოტნიაშვილი კარალეთის საგუშაგოზე პატრულირებდა, სნაიპერმა მოკლა. დედა: `სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მაშინვე არ დაღუპულა, გორის ჰოსპიტალში რომ მიიყვანეს, გონზე იყო, ოპერაცია რომ მიმდინარეობდა ექიმი გამოსულა და უთქვამს: ოპერაცია კარგად მიდის, წნევა დავარეგულირეო. მაგრამ... ჩვენ როცა შეგვატყობინეს დაჭრილიაო, მე სახლში არ ვიყავი, დედაჩემი იყო ცუდად და წამალზე ვიყავი გასული. რომ დავბრუნდი და ჩემი ქმარი აღარ იყო სახლში, ვიკითხე სად წავიდა-მეთქი და რძალმა მითხრა: კახა დაჭრესო... მე რომ მივედი ჰოსპიტალში, უკვე დაღუპული იყო – მეუღლე და ჩემი მეორე შვილი დავინახე დამხობილი და მივხვდი რაშიც იყო საქმე. ამ ამბის შემდეგ, ჩემმა მეუღლემ მხედველობა დაკარგა... აუტანელია ცხოვრება მის გარეშე, ბავშვებს კარგად ახსოვთ მამა და ხშირად ახსენებენ. ჩემი ძმა აფხაზეთშია დაღუპული, 21 წლის ასაკში, ჩემი და 34 წლის - ცხინვალში, ახლა ჩემი შვილი...~ თეა ინდუაშვილი, კახას მეუღლე: `ბოლო პერიოდში სიკვდილზე ლაპარაკი აიკვიატა. სულ იმას გაიძახოდა, ისეთი სამსახური მაქვს, რომ აუცილებლად მოვკვდებიო... ვეჩხუბებოდი, ასე რატომ ლაპარაკობ-მეთქი... მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ეტყობა გული რაღაცას უგრძნობდა... ბოლო პერიოდში ცოტა ჩაფიქრებული დადიოდა. საერთოდ თბილი ადამიანი იყო, მაგრამ ბოლო ერთი კვირა ძალიან შეიცვალა. 77
ერთ დღეს სახლში მოვიდა და ჩვენს უფროს შვილს უთხრა: მამიკო, ქუჩაში თუ ვინმე უცხომ გითხრა, მანქანაში ჩამიჯექიო, არავის გაყვეო. ამას, რომ ეუბნებოდა, მეც გავიგონე, ვკითხე, რატომ ეუბნები-მეთქი. მითხრა: ოსები დამემუქრნენ და მომაძახეს, შენ თუ ვერაფერი დაგაკელით, შენს შვილს მაინც მივწვდებითო... არ ვიცი რა დაუშავა ოსებს, რა მოხდა... ძალიან უყვარდა სიცოცხლე და სულ იმას ამბობდა, ჩემი შვილები კაცებად როდის იქცევიან, ამას მომასწროო. ერთად ვაწყობდით მომავლის გეგმებს... უნდოდა უფროსი ბიჭი ჭიდაობაზე შეეყვანა. ორივეს ვასწავლი და კარგ განათლებას მივცემო... არ მახსოვს კვირა ისე გასულიყო, რომ სახლში არავინ მოეყვანა. ძალიან უყვარდა მეგობრებთან ერთად ყოფნა... თითქმის სულ რაღაცის მოსწრებას ცდილობდა... პატარა ბიჭი ახლა 5 წლის არის, სამის იყო კახა, რომ დაიღუპა და კარგად არ ახსოვს... სამწუხაროდ ჩვენი საოჯახო ალბომი, როცა ერედვიდან გამოვრბოდით, სახლში დარჩა. ახლა მხოლოდ კახას პასპორტის ფოტო დაგვრჩა... უფროს ბიჭს კარგად ახსოვს მამა... ხშირად მთხოვენ
78
საფლავზე ასვლას... ძნელია მის გარეშე ყოფნა... რაც დრო გადის, მით უფრო მძაფრდება მისი მონატრების გრძნობა... ჩემი ქმარი პოლიციის რიგითი თანამშრომელი იყო, მაგრამ მე ვამაყობ მისით, ის გმირი იყო... ისეთ შვილებს გავზრდი, კახას რომ ეკადრებოდა და ოცნებობდა...~ რობერტ ცოტნიაშვილი, კახას ბიძაშვილი: `ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭი იყო... ბიძაშვილები ვიყავით, თან მე მისი `სმენის~ უფროსი. ერთ უბანში ვცხოვრობდით და ერთად ვმუშაობდით პოლიციაში. კახა 17 წლის იყო, ჩემთან პოლიციაში რომ დაიწყო მუშაობა. მართალია მე 42 წლის კაცი ვარ, კახა ჩემზე საკმაოდ პატარა იყო, მაგრამ ვძმაკაცობდით. ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთ. მამაცი და პატრიოტი იყო... ბევრჯერ, როცა მისი სმენა არ იყო და რამე საქმე გამოჩნდებოდა, მეუბნებოდა: მე გამიშვი, მე წავალო... კარგად მახსოვს, 10 სექტემბერს `სმენაში~, რომ გამოვიდა. მე სხვა საგუშაგოზე ვანაწილებდი ბიჭებს. კარალეთის საგუშაგოდან წამოვედი და კახა დავტოვე... ნახევარ საათში დამირეკეს კახა დაჭრესო... ბოლოს ისევ ისეთი იყო, როგორც ყოველთვის, არაფერი შემიტყვია...~
პოლიციის ლეიტენანტი
ბესიკ ხულორდავა
1978 - 2008
ექვსმეტ სექტემბერს ქორწილი უნდა ჰქონოდა, მაგრამ 13 სექტემბერს ოკუპანტის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბესიკ ხულორდავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონის, სოფელ დიდი ჭყონის ქვეგანყოფილებაში მუშაობდა, ინსპექტორ გამომძიებლად. მტრის ტყვიამ განმუხურ-ოტობაის საზღვარზე უწია, სამშობლოსთვის სამსახურისას. ბესიკ ხულორდავა 29 წლის იყო, რომ გარდაიცვალა... 1978 წლის 29 აპრილს დაიბადა. ოჯახში პირველი შვილი იყო. მშობლებს კიდევ 2 ვაჟი შეეძინათ. დედა 35 წლისა დაქვრივდა, სამ ობოლს ზრდიდა... მთვარისა ხულორდავა, დედა: `ძალიან კარგი, სანიმუშო ყოფაქცევის მოსწავლე იყო, მასწავლებლებისთვის თითით საჩვენებელი... სკოლაში ბავშვებმა `შატალო~ მოაწყვეს, ბესიკიც გაჰყვა. მეორე დღეს მასწავლებელს უკითხავს, რატომ გააკეთე ესო. ბესიკს უთქვამს, თქვენ რას გააკეთებდით, ჩემს ადგილას, მასწავლებელოო... მასწავლებელი გაშრა, პასუხი არ უთქვამს. დაწყებითი კლასების რვეულები ჰქონდა შენახული. ვკითხე: რად გინდა-მეთქი, ჩემს შვილებს უნდა ვაჩვენო, როგორი ვიყავი და ისინი ჩემზე კარგები უნდა გამოვიდნენო. სტუდენტობისას წერილებს ვწერდი, რომ დაამთავრა და ჩამოვიდა, თან ჩამოიტანა ის წერილები, ვკითხე: რაღად გინდა-მეთქი, შენ როგორ მზრდიდი, ხომ უნდა ვაჩვენო ჩემს შვილებსო, მიპასუხა...~ ბესიკ ხულორდავამ სკოლის დამთავრების შემდეგ, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა ინსპექტორგამომძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონის ქვეგანყოფილებაში. დედა: `2005 წელს შსს-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. იმ კონკურსში 9 ათასი იურისტი მონაწილეობდა, მხოლოდ ხუთასი გავიდა. უყვარდა თავისი პროფესია, ამბობდა: ცოცხალი სამუშაოა, ხალხთან კონტაქტი მაქვს და მსიამოვნებსო. ისეთი ენატკბილი იყო, კაცისმკვლელს მოაბრუნებდა. სოფელში ორი ოჯახი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყო გადაკიდებული, ბესიკმა შეარიგა... ახალ კოდექსებს იძენდა, სამსახურში წასვლამდე სულ კითხულობდა, ამბობდა - დროს არ უნდა ჩამოვრჩეო... მისთვის სამსახური იყო ყველაფერი, პატარა ძმაც გაიყოლა, ისიც მის გვერდით იყო, ვეუბნებოდი, შენი თავი თუ არ გეცოდება, შენი ძმა მაინც შეიბრალე-მეთქი... ორი დღით ადრე, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ოტობაიადან ჩამოვიდა, მითხრა: ორი დღის უძინარი ვარ, ნახევარი საათით წავიძინებო. რომ გაიღვიძა, ბებია დამესიზმრაო... თავში ხელი შემოვირტყი, რა უნდოდა-მეთქი, გაგონილი მქონდა, რომ ცუდი იყო თუ მიცვალებული რამეს წაიღებდა.
ჩამეხუტა და წავიდაო, მითხრა. იმ წუთას სასაფლაოზე წავიდა, სანთელი დაუნთო, ეკლესიაში იყო... სულ მარხულობდა, ლოცულობდა...~ ბესიკ ხულორდავა შინიდან ბოლოს, 13 სექტემბერს, დილით გავიდა. დედა: `ბიჭებს დაურეკა, იკითხა, რა ხდებაო. ბიჭებმა უთხრეს, სიმშვიდეა, ყველაფერი კარგად არისო. რომ მიდიოდა ვკითხე, შენს საცოლეს დაურეკე-მეთქი. არაო, არ უნდა გავაგებინო, გაგიჟდებაო. საცოლეს ბოლოს 2 საათზე ელაპარაკა, 15 წუთში დაიღუპა კიდეც...~ დედამ არ იცოდა შვილის დაღუპვის ამბავი, თანას ოფლელის დაკრძალვაზე წავიდა უმცროს ვაჟთან ერთად. თანასოფლელებმა იცოდნენ რა ტრაგედიაც ტრიალებდა მათ თავს, არ ეუბნებოდნენ, ისღა უთქვამთ, პატარა ძმისთვის, აქ რას დგახარო... დედა: `გაბრაზებული მოვიდა ჩემთან, ასე მითხრესო, მე საჩხუბრად გამოვვარდი, ეს როგორ უთხრეს-მეთქი. ობლობაში მყავს დაზრდილები და არ მინდოდა ვინმეს დაეჩაგრა, გამოვედი და ვხედავ ქუჩა სავსეა ხალხით... ავადმყოფი დედა მყავს და ვიფიქრე, ის ხომ არ მომიკვდამეთქი... არავინ არაფერს მეუბნებოდა... მივხვდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა ჩემს თავს.. მერე აღარაფერი მახსოვს... თურმე კივილით გავრბოდი უაზროდ... დაჭრილიაო მეუბნებოდნენ და მასთან წაყვანას ვითხოვდი. არადა, იმ წუთას გარდაცვლილა, როგორც კი სნაიპერის ნასროლი ტყვია მოხვედრია... ერთი სასიკვდილო ტყვია მოხვდა ჩემს შვილს, მისი მეგობრები იხსენებდნენ, რაღაც უცნაურად იქცეოდა, კანტიკუნტად ისმოდა სროლა და თურმე რამდენჯერმე გაუმეორებია, ის ბრმა ტყვია ჩვენ არ მოგვხვდესო, ბიჭებს უკითხავთ კიდეც, რა გჭირსო... სიკვდილზე ვინ ფიქრობდა, ქორწილისთვის ვემზადებოდით... 13 სექტემბერს დაიღუპა ჩემი შვილი, 16 სექტემბერს ჯვარი უნდა დაეწერათ. პირველ სექტემბერს უნდოდათ დაქორწინება, მაგრამ რაღაც გარემოებების გამო, გადადება მოუწიათ, მამა რაც გარდაეცვალა მას მერე სულ მუქი ფერის ტანსაცმელი ეცვა და საქორწილოდ ღია ფერის პიჯაკი რომ იყიდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ თურმე რა მელოდა... ყველაფერი გადაწყვიტეს, შვილების სახელებიც კი ჰქონდათ შერჩეული, მაგრამ ბედი უკუღმა დატრიალდა... მისი საცოლე ჩემზე უარეს დღეში იყო... 35 წლის ვიყავი, რომ დავქვრივდი, ჩემი ცხოვრება ჩემს შვილებს მივუძღვენი. მეგონა სიბერეში გავიხარებდი, მაგრამ... მეამაყება ჩემი შვილი რომ გმირულად დაიღუპა, სამშობლოს იცავდა, მაგრამ გამიგეთ, დედა ვარ და მინდა ჩემი შვილი ცოცხალი იყოს... დაღუპვამდე სამი თვით ადრე, მანქანა იყიდა და პირველად სასაფლაოზე წავიდა, მამამისის საფლავთან... მამას გაუხარდებაო... პატარა ბავშვივით იყო, რომ მოვიდოდა უნდოდა სულ მოვფერებოდი, ვსაყვედურობდი, პატარა ხომ არა ხარ-მეთქი... 81
შენახული მაქვს მისი ყველა ნივთი. მთელ სოფელს ახსოვს და აფასებს, სულ მოდიან მის საფლავზე... ამაყი დედა ვარ, ჩემი შვილი ყველას კარგად რომ დაამახსოვრდა. მეზობელს რამდენჯერმე დაესიზმრა, მე სამშობლოს შევეწირე და ჩემს საფლავზე დროშა რატომ არ არისო... ავიტანეთ საფლავზე დროშა... მას სამშობლო ძალიან უყვარდა და უკან არაფერზე დაიხევდა...~ ვანო ჭაჭუა, ბესიკის ბავშვობის მეგობარი: ` ბესიკი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. სამწუხაროა, მასზე წარსულ დროში რომ მიწევს საუბარი. ჩვენ ერთად ვართ გაზრდილები და მასზე, იმ იშვიათ ადამიანურ თვისებებზე, რაც მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს ახასიათებთ, დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო. სოფელ სალხინოში, ერთ ქუჩაზე გავიზარდეთ. ბავშვობიდან გამოირჩეოდა თანატოლებში განსაკუთრებული თავმდაბლობით, ზრდილობით, პასუხისმგებლობით. განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებდა ორივე იურისტები ვიყავით და ბევრი საერთო გვქონდა... მახსოვს, სტუდენტობის დროს თბილისიდან არდადეგებზე, რომ ჩავდიოდი, აუცილებლად მინახულებდა ხოლმე. გარდა მეგობრული საუბრებისა, დეტალურად ცდილობდა მიეღო ინფორმაცია ჩვენს პროფესიაზე. პასუხისმგებლობით უდგებოდა თავის სამსახურს, ჯერ კიდევ სანამ მუშაობას დაიწყებდა. სანამ შსს-ს ორგანოებში მიიღებდნენ, როგორც წესია, უნდა ჩაებარებინა გამოცდები პროფესიულ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ მას მიღებული ჰქონდა შესანიშნავი იურიდიული განათლება და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა მისთვის თეორიული კურსის დამაკმაყოფილებელ დონეზე გადალახვა, 4 თვის განმავლობაში სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებების კანონებს ხელახლა იმეორებდა. სამსახურის დაწყების შემდეგ, მალევე მოიპოვა ავტორიტეტი
82
სამსახურშიც და ერთ-ერთ დასაყრდენ მუშაკად იქცა. ბესიკი დავკარგეთ არა მარტო მეგობრებმა, ოჯახმა, კოლეგებმა, როგორც შესანიშნავი ადამიანი, არამედ ქვეყანამ, როგორც სანიმუშო პოლიციელი, ღირსეული მოქალაქე. სიცოცხლეში მიღებულ არა ერთ ჯილდოს და წახალისებას ღირსეული მუშაობისთვის, მან დაუმატა გმირის ორდენი _ ვახტანგ გორგასლის სახელობისა, თუმცა, ყველა ორდენი და სიგელი ფარატინა ქაღალდია იმ ღირსებებთან შედარებით, რაც ამ ადამიანს ახასიათებდა. ბოლოს სანამ დაიღუპებოდა რამდენიმე დღით ადრე ველაპარაკე. იმ პერიოდში ორივე საგანგებო რეჟიმში ვმუშაობდით. ძალიან ნერვიულობდა და აღშფოთებას ვერ მალავდა, ჩვენ წინ, რუსი ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა სამეგრელოს ქუჩებში დადის და ვერაფერს ვეუბნებითო. ბისიკი ძმასთან ერთად, ოჯახის კუთვნილი მიკროავტობუსით, სენაკის სამხედრო ბაზიდან დაჭრილი და გარდაცვლილი ქართველი სამხედროების დანიშნულების ადგილას გადაყვანას ცდილობდნენ. ამას, ალბათ, ყველა ვერ შეძლებს და ამიტომაც ვამბობთ, რომ გმირებად არ იქცევიან, გმირებად, უბრალოდ, იბადებიან. ბოლო პერიოდში, პირად ცხოვრებაზე ხშირად ვლაპარაკობდით. ორივეს საცოლე გვყავდა შერჩეული და ჩვენი საუბარიც სულ ამ თემას ეხებოდა. მეუბნებოდა, მე დაგასწრებ დაოჯახებას და მის ქორწილში უფრო ადრე მოგვიწევდა მოლხენა, თუმცა, არ დასცალდა... ვერც ის მოესწრო ჩემს დაოჯახებას... ისღა დამრჩენია, ჩემს შვილს მოვუყვე, როგორი უნდა იყოს იდეალური შვილი, ძმა, მეგობარი, პატრიოტი და უბრალოდ, ნამდვილი ქართველი კაცი. ბესიკმა ხომ თუნდაც ჩემი, ჩემი მომავლის, თითოეული ჩვენთაგანის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის გამო გასწირა ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანისთვის ღმერთს მოუცია – სიცოცხლე.~
პოლიციის რიგითი
მამუკა კახნიაშვილი
1982 - 2008
ამუკა კახნიაშვილი ცხინვალში იბრძოდა, აგვისტოს ომს გადაურჩა, მაგრამ რუსმა ოკუპანტმა დაგვიანებული ტყვია დააწია. 2009 წლის 16 იანვარს, კნოლევის საგუშაგოზე გამოსულს სნაიპერმა ესროლა... მამუკა კახნიაშვილი 1982 წლის 18 იანვარს დაიბადა კეხვში. 13 წლისაც არ იყო, თვალწინ რომ მოუკლეს ძმა – 15 წლის დათუნა. დედა: `დათუნა ახლა 31 წლის უნდა ყოფილიყო... 1994 წელი იყო, მხედრიონის პერიოდი, კეხვიდან ჩემს მულთან გვერდზე სოფელში მივდიოდით, საგუშაგო უნდა გაგვევლო, ჩემი მულის ქმარს ერთ-ერთთან უსიამოვნება მოსვლია, იმას მანქანა დაუმახსოვრებია და გადაუწყვეტია რომ ამოივლიდა ესროდა... ჩვენ მივდიოდით ჩემი მულის ქმრის მანქანით, საგუშაგოს რომ მივუახლოვდით, მოგვესმა ეუბნებოდნენ, ის არაა, არ ესროლოო... მაინც ისროლა, ჩემს ქმარს ყურში მოხვდა, ყურიდან წავიდა ტყვია და უკან 15 წლის ბავშვს თავის ქალა ახადა... იქვე ლიახვი ჩამოდიოდა და რომ დავინახე ჩემი მკვდარი შვილი, წყალში ვხტებოდი... ამ ყველაფერს მამუკაც შეესწრო... შვილის სიკვდილის შემდეგ ჩემს მეუღლეს ინფარქტმა დაარტყა და გარდაიცვალა. ოჯახის პატრონობა მთლიანად მამუკამ აიღო თავის თავზე. მამუკა გულჩათხრობილი და მეტისმეტად სერიოზული ბავშვი იყო. სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით მათემატიკა ეხერხებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ გორის უნივერსიტეტში ჩააბარა, სამართლისა და ისტორიის ფაკულტეტზე. თავიდანვე ძალიან უნდოდა პოლიციის აკადემიაში სწავლა, ან ჯარში წასვლა და უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სპეცნაზში შევიდა. განყოფილების უფროსი ინსპექტორი იყო. 14– კაციანი ჯგუფი ჰყავდა ჩაბარებული, მუდამ მზადყოფნაში იყვნენ. დაახლოებით ხუთი წელი იმუშავა ამ სამსახურში, ძირითადად საზღვრებზე იდგნენ, მერე მათი სამსახური დაიშალა, თითქოს გული მიგრძნობდა, ვეხვეწებოდი, რომ თავი გაენებებინა, მაგრამ არ დაიშალა, თავი აღიდგინა გორის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში. მე დეზერტირის სახელით ვერ ვიცხოვრებ და მაგას ნუ მთხოვო... სიტუაცია რომ დაიძაბა, დამირეკა, სოფლიდან წადი, გიორგი (უმცროსი ძმა) გაიყვანეო. მოვატყუე, სხვა ბავშვებიც არიან უბანში-მეთქი, არადა გიორგის მეტი აღარავინ იყო. ძალიან მეშინოდა ვერ ვტოვებდი იქაურობას. მერე მოვიდა და რომ ნახა, უბანში არავინ იყო, მისაყვედურა. მერე რეკავდა მამოწმებდა გავიყვანე თუ არა, მართლა გავიყვანე. კეხვის დაბომბვა რომ დაიწყეს რამდენჯერმე დამირეკა წადი სადმეო... მთელი ღამე იბომბებოდა სოფელი. ომის დროს ტყეში იყო და თავის ჯგუფთან ერთად იბრძოდა. ომის მერე აკვირდებოდნენ როგორ დათარეშობდნენ რუსები.
დედაჩემს კეხვი არ დაუტოვებია, 18 ოქტომბერს გამოვიყვანეთ წითელი ჯვრის მეშვეობით. კეხვში რომ იყო იმედი ჰქონდა, სახლს ინახავდა, დაბრუნების იმედი ჰქონდა... მამუკაც ძალიან იმედიანად იყო, მე აღარაფრის იმედი არ მქონდა და სულ მიჯავრდებოდა, აი ნახე მალე დავბრუნდებითო. მდინარე თავის კალაპოტს არასდროს არ დაკარგავს, როცა იქნება მაინც თავის კალაპოტს დაუბრუნდებაო.~ მამუკა კახნიაშვილს სამსახურმა სახლი უყიდა, არემონტებდა, სულმოუთქმელად ელოდებოდა ახალ სახლში გადასვლას, მაგრამ... 2009 წლის 16 იანვარს, დილით, კნოლევში, პოლიციის საგუშაგოსთან სნაიპერმა მოკლა. 2 დღეში 28 წლის უნდა გამხდარიყო. დედა: `ბოლოს 14 იანვარს ველაპარაკე ღამით, ძველით ახალი წელი მოგვილოცა, თავის პატარა ძმას უთხრა, აბა, შენ იცი, ახლა შენ ხარ კაცი და არ შემარცხვინოო... შეყვარებული ჰყავდა. 16 იანვარს იმას ემესიჯებოდა, იმ გოგონამ მითხრა, რომ მივწერე და პასუხი აღარ მომივიდა, დავურეკე და უკვე გათიშული ჰქონდაო... ყოველ დილას ვურეკავდი ხოლმე, რატომღაც იმ დილას არ დავურეკე. ახლაც არ ვპატიობ ამას ჩემს თავს... იმ დღეს ხელფასი ავიღე, 18 იანვარს დაბადების დღე ჰქონდა, მინდოდა სუფრა დამეხვედრებინა და გორის ბაზარში წავედი. ბაზარში შესვლა მოვასწარი და დედაჩემმა დამირეკა, ტელევიზიით გამოუცხადებიათ და ზუსტად იცოდა უკვე, მაგრამ მაინც დამიმალა. ვიღაცები დაიჭრნენ და მამუკა სად არისო... მაშინვე ჩემს დასთან მივედი და ტელევიზორი ჩავრთე, მაგრამ საინფორმაციოები აღარ იყო. ხატებთან მუხლებზე დავეცი და ვლოცულობდი. ცოტა ხანში მოასვენეს კიდეც. გულმკერდის არეში იყო დაჭრილი... პირველი შვილი რომ დამეღუპა, რაღაც შინაგანი ხმა ჩამჩიჩინებდა, უნდა გააჩინო ხელმეორედ უნდა გაზარდოო. ვფიქრობდი ვგიჟდები-მეთქი. ამის მერე გავაჩინე მესამე შვილი გიორგი. ისეთი თბილი ბავშვია, ამან გადამატანინა. ყოველთვის ვამბობდი, რომ დათუნას სანაცვლოდ გამჩენმა გიორგი მომცა, რომ ტკივილი გადამეტანა-მეთქი, მაგრამ თურმე ორივე შვილის სანაცვლოდ... ახლა გიორგისთან ერთად ვცხოვრობ იმ ბინაში, რომელიც მამუკას მისცეს... ვმუშაობ იქ, სადაც ჩემი შვილი მუშაობდა. გორის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოში. მზარეული ვარ. ბიჭები რომ შემოდიან, თითქოს ყველაში ჩემს შვილს ვხედავ. მინდა, რომ ყველას რაღაცით ვცე პატივი..~ მადონა ეცადაშვილი, მამუკას დეიდაშვილი: `ძალიან მზრუნველი ადამიანი იყო. უზომოდ მზრუნველი, ყოველთვის გვერდში გვედგა ძმასავით. 85
ყველანაირად გვეხმარებოდა, ფიზიკურადაც, სულიერადაც. სამი წლის ვიყავი, მამა რომ დაიღუპა, ობლად ვიზრდებოდით... ყველანაირად ცდილობდა და-ძმასავით მხარში გვდგომოდა მე და ჩემს დას... თუ კი რამე შეეძლო ეკონომიურადაც ძალიან გვეხმარებოდა. არ არსებობდა რამე გვეთხოვა და უარი ეთქვა. თვითონაც ძალიან უყვარდა სიურპრიზების კეთება. ბევრჯერ გაუკეთებია საჩუქარი ჩვენთვის. კარგი ადამიანი იყო პიროვნულად, თავშეკავებული, დინჯი, გაწონასწორებული. შეყვარებული მამუკა ყოველთვის გულჩათხრობილი იყო, უფრო მეტად დადინჯებული და დასერიოზულებული. როცა ჩვენთან იყო ხოლმე ხშირად ვსაუბრობდით ჩვენს მომავალზე, თავისი და ჩვენი მომავალი ძალიან ლამაზად ჰქონდა წარმოდგენილი. ამბობდა, რომ ყველას ბედნიერი მომავალი და კარგი ოჯახები გვექნებოდა, მაგრამ... პირველ რიგში უნდა შეექმნა ისეთი ეკონომიური ოჯახური მდგომარეობა, რომ დაოჯახებულიყო. ერთი სული ჰქონდა ბინას როდის გაარემონტებდა და როდის შევიდოდა საცხოვრებლად. მერე უნდა დაოჯახებულიყო, შვილები ჰყოლოდა. როგორც ყველა ნამდვილი ქართველი მამაკაცი, ქართულ ოჯახზე ოცნებობდა. ცდილობდა, რომ ამისთვის ყველაფერი გაეკეთებინა და თავისი მომავალი მეუღლისთვის უზრუნველი ცხოვრება შეექმნა. განსაკუთრებულად უყვარდა ჩემი შემწვარი კარტოფილი და როცა ჩვენთან მოდიოდა, მთხოვდა, გეხვეწები შემიწვი კარტოფილი, შენნაირად ვერავინ წვავსო... განსაკუთრებული არაფერი უყვარდა, იმიტომ, რომ თვითონ ძალიან უბრალო ადამიანი იყო... არ არსებობდა ჩვენთან სახლში ხელცარიელი მოსულიყო. დატვირთული მოდიოდა, მოჰქონდა ხილი, ნაყინი, წვენები... ყველაფერი მოჰქონდა რაც შეეძლო. ბოლო შეხვედრა მაინცდამაინც განსაკუთრებულად
86
არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს მისი მზრუნველი და მოსიყვარულე თვალები... მართლა ძმასავით იყო ჩვენთვის და ძალიან ძვირფასი იყო ყველანაირად... ბავშვობაში საკმაოდ დიდი ტრაგედია გადაიტანა. საკუთარი ძმა მის თვალწინ მოკლეს, ამაზე საუბარი არ უყვარდა და საერთოდ არაფერს ამბობდა, მაგრამ ყოველთვის დიდი გულისტკივილით იხსენებდა თუ საუბარი ჩამოვარდებოდა ხოლმე. უფროსი ძმა რომ მყოლოდა, მხარში დამიდგებოდა და ჩემი ცხოვრება სხვანაირად აეწყობოდაო... როცა სუფრაზე მისი ძმის შესანდობარს სვამდნენ, არ მახსოვს, მამუკა, რომ თვალებზე ცრემლი არ მოსდგომოდა... ძალიან უნდოდა რომ გვერდში ჰყოლოდა ძმა. მარტო უძღვებოდა ოჯახს. სულ პატარამ აიკიდა ოჯახის ტვირთი. ერთი პერიოდი ვალები და ათასი პრობლემა ჰქონდათ. სოფელ კეხვში, სახლში ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ეს ყველაფერი დაკარგა. ცხოვრების დაწყება გორში სცადა, ბინა მისცეს, მაგრამ ისიც არ დასცალდა... ვერაფერს მოესწრო თავის ცხოვრებაში, წვალებისა და შრომის გარდა. ყველაფერს მართლა გულით აკეთებდა. არანაირად არ უყვარდა დროს ტარება. თითოეული კაპიკი გამოთვლილი ჰქონდა, რომ ოჯახისთვის და ჩვენთვის გამოეყენებინა. თავის პატარა ძმისთვის მამაც იყო, ძმაც და ყველაფერიც... პატარას ვინმე რამეს რომ ეტყოდა სკოლაში, ყველას თავისი ძმით ემუქრებოდა... ახლა, მას ძალიან უჭირს ამ თემაზე საუბარი. სახელით არასოდეს მოიხსენიებს, მარტო ჩემი ძმა, ჩემი ძმაო ამბობს... მამუკა მისთვის ეტალონი იყო, სულ ცდილობდა, რომ მისთვის მიებაძა. ახლა ამბობს, რომ ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო... მისი დაწყებული საქმე უნდა რომ დაამთავროს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბავშვია, სულ ამაზე ფიქრობს... მამუკა მის წარმოსახვაში გმირად დარჩა, თვითონაც უნდა, რომ მისნაირი სახელოვანი იყოს~.
პოლიციის ლეიტენანტი
რამაზ კიტია
1975 - 2008
ორმეტ აგვისტოს გორში, ოსებმა თბილისიდან მომავალ სამარშრუტო ტაქსში ჩაცხრილეს მგზავრები... საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რამაზ კიტია გადაურჩა ომის ქარცეცხლს, მაგრამ ომმა მაინც იმსხვერპლა მისი სიცოცხლე, იმსხვერპლა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ომის დასრულებიდან თვენახევრის შემდეგ... რუსი ოკუპანტის ტყვიამ დაუსვა წერტილი 32 წლის ვაჟკაცის სიცოცხლეს, მისი ოჯახის ბედნიერებას, პაწიების უზრუნველ მომავალს... რამაზ კიტია 1975 წლის 24 სექტემბერს, ხობის რაიონში დაიბადა, სოფელ ახალ ხიბულაში. როგორც რამაზის მეუღლე თეა ჭანია იხსენებს, რამაზი მასთან საკუთარ ბავშვობაზე არ საუბრობდა. ახლობლებისგან გადმოცემით კი ის იცის მხოლოდ, რომ მისი მეუღლე ბავშვობაშიც მორცხვი და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო, იშვიათად ეკონტაქტებოდა თანატოლებს. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად. საპატრულო პოლიციის შექმნის შემდეგ კი გამოცდები ჩააბარა და საპატრულო პოლიციაში დაიწყო მუშაობა. მომავალი მეუღლე, თეა ჭანია 2006 წელს გაიცნო. თეა ჭანია: `შეყვარებულობის პერიოდში ხშირად მეპატიჟებოდა კაფეში, რესტორანში, ყოველთვის უარს ვეუბნებოდი და სწყინდა... `მიყვარხარო~ ტელეფონით მითხრა, პირისპირ რომ ვხვდებოდით, არაფერს მეუბნებოდა. რომ ვეკითხებოდი, როცა ერთად ვართ, რატომ მაშინ არ მეუბნები-მეთქი, დაიმორცხვებდა, პასუხს არ მცემდა... მერე მეტყოდა, ერთხელ ხომ გითხარიო... სულ მესიჯს მწერდა და ისე მიხსნიდა სიყვარულს. სტუდენტობისას თბილისში ვიყავი, მახსოვს, ვთხოვე, მომენატრე და თუ შეგიძლია ჩამოდი, მნახე-მეთქი. მომიბოდიშა, ხომ იცი სამსახურში როგორი დაკავებული ვარ, ვერ მოვახერხებ, არ მცალიაო. მეც შევეგუე იმ აზრს, რომ ვერ ჩამოვიდოდა. ერთი საათის შემდეგ, კარებზე ზარი იყო. გავაღე და რამაზი იდგა... ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... გაცნობიდან წელიწადნახევარში დავქორწინდით. გავიპარეთ, რადგან ძალიან გვინდოდა ერთად ყოფნა. სულ წელიწადი და შვიდი თვე ვიცხოვრეთ ერთად... ~ მალე ახალ დაქორწინებულებმა შეიტყვეს რომ ტყუპები შეეძინებოდათ... თეა: `რომ გავიგეთ ტყუპები გვეყოლებოდა, რამაზის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თავიდან არ იჯერებდა, მატყუებ, სიმართლე არ იქნებაო. სანამ არ დაიბადნენ ბოლომდე არ სჯეროდა. თვითონ დაარქვა ბიჭებს გიორგი
და ლუკა. სულ მანებივრებდა, სულ იმას ნატრობდა, ერთი ეგ მანახა, რა ბიჭები დადგებიანო. სამსახურში რომ წავიდოდა, ერთ საათში უკან ბრუნდებოდა, ბავშვებს მოეფერებოდა, დაკოცნიდა და ისევ მიდიოდა. უზომოდ უხაროდა ბიჭების მამა რომ იყო, სიგიჟემდე უყვარდა ბავშვები... ლუკაზე ამბობდა, პრეზიდენტი გახდებაო, გიორგის კი, რაკი მანქანებით თამაში და საჭესთან ჯდომა უყვარდა, ეუბნებოდა, მძღოლი გამოხვალო... კიდევ უნდოდა შვილების ყოლა, უნდოდა რომ გოგო გვყოლოდა. ფიქრობდა მომავალზე, უნდოდა რომ ბიჭებისთვის კარგი განათლება მიგვეცა, თვითონ ძალიან განათლებული იყო და სულ კითხულობდა, სულ რაღაც ახალს იძენდა. პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა, სულ სამსახურში მიიჩქაროდა, არ არსებობდა ათი წუთიც რომ დაეგვიანა. რაც არ უნდა ყოფილიყო, პირად საქმეს გადადებდა და სამსახურში წავიდოდა. სამშობლოს დაცვა მისი მოწოდება იყო... არეულობა რომ დაიწყო ხშირად ვეუბნებოდი, ვთხოვდი თავი დაენებებინა საპატრულო პოლიციაში მუშაობისთვის, ვეუბნებოდი, სხვა სამსახური მოძებნე, ან სულაც სახლში დაჯექი მეთქი... ამ თემაზე საუბარს მიკრძალავდა, რა, დამალვას მთავაზობო, მეგობრებს თვალებში როგორ შევხედო, რა ვუთხრა, რატომ მივდივარო... ყველაფერი რომ დალაგდება ქვეყანაში, მერე ვნახოთ იქნებ რამე მოვიფიქროო...~ აგვისტოს ომის უბედურება მთელი ძალით დაატყდა თავს მათ ოჯახს. თეა ჭანია: `12 აგვისტოს ჩემი მშობლები, მამამთილი და ჩემი ბიძაშვილი გორში ოსებმა თბილისიდან მომავალ მარშრუტკაში ჩაცხრილეს, ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის... რამაზი მხარში მედგა, მამხნევებდა.... ორმოცი გადავიხადეთ 20 სექტემბერს, მეორე დღეს სამსახურში წავიდა, არ უწევდა გასვლა, მაგრამ მაინც წავიდა, რადგან იმ უბედურების შემდეგ, რამდენჯერმე მის მაგივრად იმორიგევეს მისმა მეგობრებმა... 6 საათზე დამირეკა, მითხრა: ყველაფერი კარგად არის, ერთ საათში დაგირეკავ, შენ ნუ დამირეკავ, არ შეიძლებაო... 3 საათი რომ გავიდა და რომ არ დარეკა, ავფორიაქდი, ყველგან ვრეკავდი და ყველა მეუბნებოდა რომ ყველაფერი კარგად იყო და სანერვიულო არაფერი არ მქონდა... არადა, ჩემი მშობლები და რამაზის მამა რომ დაიღუპა, ბავშვები მთელი დღე თავში ხელებს ირტყამდნენ, გაკვირვებული ვიყავი, საღამოს კი ეს უბედურება გაგვაგებინეს, ახლაც, 21 სექტემბერსაც ბავშვები ანალოგიურად იქცეოდნენ.... ვფიქრობდი, ამხელა ტრაგედია დამატყდა თავს, მშობლები დამეხოცა და ნუთუ რამაზსაც რამე უნდა დაემართოს მეთქი... თავს ვიიმედებდი, რომ ღმერთი ასე არ გამწირავდა. თვითონაც მამხნევებდა, საშიში არაფერია, ომი დამთავრებულია, ვიღაცის სახლში ვიმალებით, არანაირი საფრთხე არააო. მეც ვიჯერებდი, არადა, ბედისწერა საშინელებას მიმზადებდა თურმე... 89
ჩემი მშობლების გარდაცვალებას განვიცდიდი, სულ ვტიროდი და თურმე უარესი მელოდა... დაღუპვამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბიჭებსაც აიმედებდა თურმე, ნუ გეშინიათ, ომი დამთავრებულია, არანაირი საფრთხე არ გვემუქრებაო. აიმედებდა, მაგრამ თვითონ საშინლად მოწყენილი ყოფილა. იმ დღეს სამსახურში რომ მიდიოდა, სამჯერ გაფუჭებია მანქანა, უნერვიულია, სამსახურში არ დამაგვიანდესო, ბოლოს მეგობრისთვის დაურეკავს, მანქანას ვერ ვაკეთებ, რამენაირად წამიყვანეთო...~ აფორიაქებული ცოლი ქმარს ურეკავდა. ქმრის ტელეფონი უკვე გამორთული იყო. ცოლი უკვე ყველასთან რეკავდა, მეგობრებთან, ნაცნობებთან... არავინ არაფერს ეუბნებოდა, მოგვიანებით შეაპარეს, რომ რამაზი დაჭრილი იყო. თეა: `მივხვდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს... მერე აღარაფერი მახსოვს, რამდენიმე კვირა საავადმყოფოში ვიწექი გათიშული, ამდენ ტრაგედიას ერთად ვერ გავუძელი და ფსიქიკური პრობლემები შემექმნა, საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა დამჭირდა აზრზე მოსასვლელად...~ რამაზ კიტია მშობლიური სოფლის მიწას მიაბარეს. პატრულის ქვრივი პაწიების პენსიით ცხოვრობს. ქალაქში, მთავრობის მიცემულ ბინაში უნდა გადასვლა, ბავშვებს რომ სათანადო განათლება მისცეს. თეა: `რამაზის ორმოცი არ იყო გასული, სამსახური რომ შემომთავაზეს, მაგრამ ვერ შევძელი, ვმკურნალობდი, თან ბავშვებს ვერ ვტოვებდი, ახლა მოიზარდნენ, მინდა ვიმუშაო და მამამისს რომ გაუხარდებოდა, ისეთი ბიჭები აღვზარდო...~ ეკა კიტია, რამაზის და: `ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო. ერთადერთი ძმა მყავდა... ძალიან კარგი და ბედნიერი ბავშვობა გვქონდა. წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა. კარგად სწავლობდა სასწავლებელშიც, დიდი მომავალა ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა... აგვისტოში ყველაფერი თავზე დაგვენგრა... მამა ომის დროს გზაზე ჩაგვიცხრილეს... მამის სიკვდილის შემდეგ ძალიან შეიცვალა, სევდიანი და ჩაფიქრებული დადიოდა. სულ ჩვენს დამშვიდებას ცდილობდა. განსაკუთრებით
90
დედაზე ნერვიულობდა და ამშვიდებდა. არ ვიცი დე, ძნელია მამის გარეშე, მაგრამ უნდა გავუძლოთ, ცხოვრება გრძელდება. შეხედე, ჩემი გიორგი როგორ ჰგავს მამაჩემსო... სახლიდან რამაზი ბოლოს მამაჩემის ორმოცის მეორე დღეს წავიდა. ჩემს ძმას დედისთვის უთქვამს: მაკურთხე, დედა მე იქ მივდივარ, სადაც საჭიროაო... ჩემი შვილებიო... ეს ყოფილა მისი ბოლო სიტყვები...~ როზა ზარანდია, რამაზის დედა: `ძალიან მიჭირს რამაზის შესახებ საუბარი, ის ჩემი პირველი სიხარული იყო... ძალიან ბედნიერები ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, როცა პირველი ბიჭი შეგვეძინა. სახელი ორივემ ერთად მოვუფიქრეთ... ბავშვობაში ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული იყო, ყოველთვის ჩაფიქრებული დადიოდა... ძალიან ლაღი ბავშვობა ჰქონდა, არაფერს ვაკლებდით. სკოლაში კარგი მოსწავლე იყო. ხშირად მასწავლებლები მადლობასაც მეუბნებოდნენ... უამრავი ქების სიგელი მოჰქონდა სახლში... ორი შვილი გვყავდა, გვინდოდა, რომ ორივესთვის უზრუნველი მომავალი შეგვექმნა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ორივეს კარგი განათლება მიეღოთ. ძალიან ცუდად მახსენდება რამაზის სტუდენტობა. 1992 წელს აფხაზეთში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. გარკვეული პერიოდი სოხუმში ცხოვრობდა. ორ თვეში ომი დაიწყო... სოხუმში ჩარჩა, ჩემი მეუღლე მის გადმოსაყვანად წავიდა, მაგრამ საზღვარი უკვე დაკეტილი დახვდა... ერთი თვე ისე გავიდა, რომ მის შესახებ ვერაფერი გავიგეთ, სადგურ-სადგურ დავდიოდით და ვკითხულობდით, ვეძებდით, მაგრამ ამაოდ.~ ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა სახლში. ფოთის პორტიდან ბოლო გემს გამოჰყოლია. იმ საშინელებას გადარჩა, მაგრამ, რა ვიცოდი, რომ დიდი უბედურება 8 წლის შემდეგ მელოდა... რამაზიმ თბილისში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში წარმატებულად ჩააბარა. კარგი სტუდენტი იყო. შემდეგ სამხედრო სავალდებულოს მოსახდელად გაიწვიეს ქუთაისში და ერთი წელი იმსახურა...~ მისი ერთადერთი ოცნება მშვიდობა იყო, რადგან მას მწარედ ახსენდებოდა აფხაზეთის ომის სისასტიკე... რამაზ კიტია 2008 წლის 21 სექტემბერს, ხურჩაში, სნაიპერის ტყვიით დაიღუპა...
პოლიციის რიგითი
ბადრი ჯიოშვილი
1978 - 2008
ადრი ჯიოშვილი ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, სამაჩაბლოში ომი რომ ატყდა პირველად, მომდევნო წლებში, 17-18 წლისა, ავადმყოფი მამის მაგივრად იარაღასხმული ხშირად იდგა პოსტზე თანასოფლელებთან ერთად და მშობლიურ ქურთას და მშვიდობიან მოსახლეობას იცავდა ოკუპანტის აგრესიისგან. იბრძოდა აგვისტოს ომშიც და მოგვიანებით სწორედ ამ ომმა შეიწირა მისი სიცოცხლე... ბადრი ჯიოშვილი 1978 წლის 19 სექტემბერს, ცხინვალის რაიონში, სოფელ ქურთაში დაიბადა. მაშო ჯიოშვილი, დედა: `ცხინვალის სამშობიაროში შემეძინა, უფროსი – გოგონა ხუთი თვისა დაგვეღუპა და რეალურად ბადრი იყო ჩვენთვის უფროსი შვილი. ძალიან კარგი ბავშვი იყო, ძალიან ცელქი...~ უმცროსი და გაიხსენებს მასზე უფროსი, დღეს უკვე გმირი ძმის ცელქობას ბავშვობისას, გაიხსენებს იმას, თუ როგორ გადმოაგდო ძმამ საქანელიდან აიწონა-დაიწონას თამაშისას და როგორ მოსტყდა ხელი, როგორ შეეშინდა მაშინ 11 წლის ბადრის, როდესაც ხელმოტეხილი დაიკო ნახა და თავადაც მორთო ტირილი... და დღეს უკვე სევდით გაიხსენებს იმას, თუ როგორ აბრაზებდა ძმას ბავშვობაში. დედა გაიხსენებს, როგორ მიაბარა სკოლაში 6 წლის ცელქი ბადრი, გაიხსენებს, როგორ ბეჯითად სწავლობდა თავიდან და შემდეგ ნელ-ნელა როგორ გაცუღლუტდა... არასრული საშუალო განათლება მიიღო, 9 კლასის დამთავრების შემდეგ სკოლიდან გამოვიდა. დედა იტყვის, რომ მისი ვაჟი ამ დროს უკვე შრომაში იყო ჩაბმული. შრომობდა სოფლად, არც ოჯახის მოწეული მოსავლის გაყიდვა ეთაკილებოდა. ფხიანი, ცოცხალი ბიჭი ყოფილა. დაუზარელი. დაქვრივებული მეუღლე ამაყად იტყვის, რომ მის მეუღლეს ძალიან კარგი სახელი აქვს სოფელში... დედა: `ქურთაში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, მასზე ცუდს ვერავინ გეტყვით. ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. მეცხრე კლასიდან გამოვიყვანეთ სკოლიდან, ძალიან უყვარდა ისტორია, საბუნებისმეტყველო საგნები, მაგრამ გვიჭირდა და ხელი ვერ შევუწყვეთ... ვაჭრობას მიჰყო ხელი. არაფერს არ თაკილობდა, ყველანაირად მხარში გვედგა... თავიდან ბენზინის გამყიდველად დაიწყო მუშაობა, მერე ხილზე და ხან რაზე და ხან რაზე... ერთი წუთი არ გაჩერებულა უსაქმურად, მთელი ცხოვრება პატიოსან შრომაში გაატარა... 19 წლის სამხედრო სავალდებულოში წავიდა...~ ბადრი ჯიოშვილი წელიწადნახევარი მსახურობდა ისანში, სავალდებულოს მოხდის შემდეგ _ შინაგან ჯარში, სპეცნაზში დაიწყო სამსახური. მეუღლე: `ბადრის ძალიან უნდოდა სპეცნაზში შესვლა, მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ თვითონ ძალიან მოწადინებული იყო. კონფლიქტის ზონაში გაიზარდა, ომის
პერიოდში და საბრძოლო ჟინი ჰქონდა.~ დედა: `ძალიან მამაცი ბიჭი იყო, უნდოდა, რომ გამოეჩინა თავისი მამაცობა, ბევრჯერ მითქვამს, დედი, დაანებე ამ საქმეს თავი და სხვა სამსახური ნახე-მეთქი, მაგრამ ცოცხალი თავით არ დაანება, გმირულად შესწირა თავი სამშობლოს...~ 29 წლის იყო ბადრი ჯიოშვილი თავისი მომავალი მეუღლე რომ გაიცნო _ სოფელში ბებიასთან სტუმრად ჩასული 18 წლის თბილისელი გოგონა. მეუღლე: `სულ ერთი კვირა ვიცნობდით ერთმანეთს და ამ ერთ კვირაში მოხდა ჩვენი შეუღლებაც...~ დედა: `არაფერს მიმალავდა, ყველაფერს მიყვებოდა. ვერც ფარავდა, ძალიან შეყვარებული იყო, ძალიან ბედნიერი... როცა გაიგო, რომ მამა უნდა გამხდარიყო, მის სიხარულსა და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. თან ექოსკოპიაზე გვითხრეს: ბიჭიაო და ძალიან გახარებული იყო, მართალია სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ბიჭი განსაკუთრებით უნდოდა. პირველი შვილი გოგო დაიბადა... ბავშვს მარი დაარქვა, სოფელში რომ ჩამოვიდა, მითხრა: დედი არ გეწყინოს მარი დავარქვითო. რა სისულელეა დედი, შენ რაც გინდა ის უნდა დაარქვა-მეთქი...~ მეუღლე: `ექოსკოპიაზე რომ გვითხრეს, ბიჭიაო, სულ ჯიბით დაჰქონდა გახარებულს ექოსკოპიის პასუხები... გოგო რომ გაჩნდა, ნაწყენი ამბობდა, ჩემი შვილი არ იქნება, შემიცვლიდნენო...~ ბადრი ნანატრი ბიჭის დაბადებას ვერ მოესწრო... დედა: `ბიჭი რომ დაიბადა, დედა მოუკვდეს, თვითონ ცოცხალი უკვე აღარ იყო. თვითონ უნდოდა, რომ გიორგი დაერქმია ბიჭისთვის, მაგრამ ის რომ აღარ იყო, მის შვილს მისი სახელი დავარქვით, ნათლობის სახელი ბავშვს გიორგი აქვს...~ აგვისტოს ომი ბადრიმ მშვიდობით მოიარა. მეუღლე: `ომის დროს სად იყო და სად იბრძოდა, ჩვენ არ ვიცოდით, 8 აგვისტოს დილით დამირეკა და მითხრა: რუსები დაგვესხნენ თავს და მივდივარო, ხეობაში დავრჩი თოთო ბავშვთან და მოხუც დედამთილ-მამამთილთან ერთად. ომის დროს თვითონ სულ ორჯერ დარეკა, ძლივს ვუკავშირდებოდი და მაშინაც რომ ვკითხავდი, სად ხარმეთქი, მეუბნებოდა, მინდორში ვარ შენთვის რა მნიშვნელობა აქვსო. დვანშიც იდგნენ, ერგნეთშიც, ატენშიც, თითქმის ყველა საგუშაგოზე. ყველაფერმა რომ გადაიარა და თავი სამშვიდობოს მეგონა, მაშინ დაგვატყდა ეს უბედურება...~ ბადრი ჯიოშვილი ბოლოს შინიდან 27 მარტს გავიდა. იმ დილით ბავშვს ადრე გაუღვიძებია მამა... მეუღლე: `მარის ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია... ბადრი ბავშვს ეთამაშებოდა. სახლიდან რომ გადიოდა ბავშვმა ტირილით სამჯერ შემოაბრუნა... 93
30 მარტს უნდა მოსულიყო სახლში. 29 მარტს გარდაიცვალა... პოსტიდან მისი გასვლა არ იყო, სხვა დაუტოვებია პოსტზე და თვითონ გავიდა იმ ადგილას შესამოწმებლად. დვანში შემოვლას აწარმოებდნენ, მძღოლის მხარეს იჯდა, მანქანამ ნაღმს გადაუარა... შვიდი ბიჭი დაიჭრა, ჩემი მეუღლე დაიღუპა, მაგრამ მისმა დაღუპვამ გადაარჩინა დანარჩენები. მძღოლს რომ მოხვედროდა, ყველანი დაიღუპებოდნენ. ჰოსპიტლამდე გაძლო, წყალს ითხოვდა თურმე... გამთენიისას ტელეფონზე თანხის ჩარიცხვა მთხოვა, ჩავურიცხე, რომ არ გადმორეკა და დილით ბავშვი არ მოიკითხა, დავურეკე, გადიოდა და არ მპასუხობდა. ამ დროს დაჭრილი ყოფილა უკვე... ტელეფონი რომ ამოიღო და ეკრანზე `სიცოცხლე~ დაეწერა, ტირილი დაიწყოო, ბიჭებმა მითხრეს, მერე ბიჭებს საერთოდ გაუთიშავთ ტელეფონი... ცოტა ხანში ახლობელმა შემატყობინა, ასეთი ამბავი მოხდა, გვარად ჯიოშვილია დაჭრილიო. ჰოსპიტალში რომ მივდიოდი, ვგრძნობდი რომ ჩემი მეუღლე აღარ იყო ცოცხალი... ფეხმძიმედ ვიყავი და მე მიმალავდნენ... მანქანაში რომ ჯდებოდა, ბიჭებისთვის უთქვამს: მე თუ რამე მომივა, ცოლ-შვილს მიმიხედეთო. თან ასჯერ მაინც
94
უთქვამს ეს ბიჭებისთვის...~ ბადრი რომ უკვე დაღუპული იყო, მაშო ჯიოშვილს ნათესავი ესტუმრა. ბადრის დედა სტუმარს მხიარულად შეხვდა, შინ ეპატიჟებოდა, სტუმრად მოსული ნათესავი უკან გაბრუნდა. დედა სახტად დარჩა. დედა: `სტუმრად მოსულ ჩემს მაზლს ტირილი აუვარდა, ბოლოს თქვა: ბადრი დაჭრილიაო... უცებ, მეზობლები შემოვიდნენ ოთახის დალაგება დაიწყეს... ტახტი რომ შემოიტანეს, მივხვდი, შვილი აღარ მყავდა... დედა მოუკვდეს, მთელი ბავშვობა გაჭირვებაში გაატარა, სულ იმაზე ოცნებობდა, როდის გავიზრდები, რომ სახლი კარგად გავაკეთოო, გაიზარდა და ეს ოცნებაც შეისრულა, თავისი პატიოსანი შრომით ბევრს მიაღწია. თავისი სიკარგით და საქციელით გვახარებდა... ორი წელი გავიდა ამ უბედურებიდან. მის გარეშე ცხოვრება ძალიან გვიჭირს. ახლა მარტო შვილიშვილები მატანინებენ მის არყოფნას... ორივე შვილი ძალიან ჰგავს ფიზიკურად. გოგოს ახსოვს მამა... ბავშვები მამას ახლა მარტო ფოტოზე უყურებენ... გამწარებული დედა ვარ, მაგრამ გმირი შვილი მყავს და ამით ვამაყობ. განგებამ ასე მოინდომა, ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო....~
კაპრალი
ზურაბ ჯეჯელავა
1974 - 2008
ურაბ ჯეჯელავა აგვისტოს ომში იბრძოდა და ეს მოგვიანებით, მხოლოდ მისი დაღუპვის შემდეგ გაიგეს ოჯახის წევრებმა. თავისი მშობლიური აფხაზეთის სიახლოვეს, სოფელ ფახულანში შეიწირა მტრის ტყვიამ... 17-18 წლის იყო აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, უიარაღოდ, იარაღიანი ბიჭების გვერდით იდგა მშობლიური გაგრის სადარაჯოზე. გაგრის დაცემის შემდეგ ტყვიების ზუზუნის ქვეშ დატოვა მშობლიური გაგრა, მაგრამ მოგვიანებით გაგრის ბატალიონში შევიდა, შევიდა იმ დიდი იმედით, რომ გაგრას დაიბრუნებდა... მას შემდეგ სამშობლოს ემსახურებოდა, აგვისტოს ომის დროსაც ჰქონდა იმედი, რომ საქართველო ცხინვალის შემდეგ, გაგრას, სოხუმს შემოიმტკიცებდა... ოცნებობდა, რომ ეყოლებოდა ვაჟი და საქართველოს ჯარისკაცად გაზრდიდა, მაგრამ... დაიღუპა 34 წლის... რუსულ ინტერვენციას შეეწირა მისი სიცოცხლე. ზურაბ ჯეჯელავა 1974 წლის 11 აგვისტოს, გაგრაში დაიბადა. მშობლებისთვის მესამე შვილი იყო – ნანატრი ვაჟი, ორი ქალიშვილის შემდეგ. ძალიან მორცხვი და მოსიყვარულე ბავშვი ყოფილა, ბავშვობა გაგრაში გაატარა, ბარათაშვილის ქუჩაზე იზ რდებოდა, მანდარინების ვეება ბაღში ჩაფლულ ორსა რთულიან სახლში 2 დასთან და ორ ბიძაშვილთან ერთად. ცისანა ჯეჯელავა, დედა: `წყნარი, წესიერი, დამჯერი ბიჭი იყო, მშობლების მოსიყვარულე... თვალებში შემომყურებდა რომ გაეგო, რა მსიამოვნებდა და რა არა.... 13 წლის იყო მამა რომ დაეღუპა, გვერდში მედგა როგორც ვაჟკაცი კაცი, სამ ობოლს ვზრდიდი... მალე ჩემი მაზლიც დაიღუპა, მას ორი შვილი დარჩა, ჩემმა დედამთილმა ომის დაწყებამდე სამი შვილი დაკარგა. ერთ ეზოში 5 ბავშვი იზრდებოდა ერთმანეთის სიყვარულით. ზურიკომ სკოლა დაამთავრა და აირია კიდეც სიტუაცია. ზურას იარაღი არ სჭერია ხელში, არ ჰქონდა, მაგრამ თავის ბიძაშვილთან ერთად, იმათ გვერდში იდგა, ვისაც იარაღი ჰქონდა და ქალაქს რუსისგან იცავდა. გაგრა რომ დაეცა, ჩემი სიძე, ჩემი ქალიშვილის ქმარი ჩამოვიდა მანქანით ლესელიძიდან, ჩასხა ეს ბავშვები მანქანაში და გააქანა გაგრიდან, მიქროდნენ და ტყვია ტყვიაზე მისდევდათ, ისეთი სისწრაფით მიქროდნენ ლესელიძეში მანქანას ცეცხლი წაეკიდა... მე, ჩემი მაზლისცოლი და დედამთილი გაგრაში დავრჩით. ერთი წელი იქ ვიყავი, ჩვენმა თვალებმა ბევრი რამ ნახა, ბევრი გაჭირვება და შიმშილი ავიტანეთ. არც ვიცოდით ჩვენი შვილები სად იყვნენ, ტელეფონი არ იყო და არაფერი ვიცოდით. ჩვენ ვიყავით ჩარჩენილი ტყვეები და ველოდით დახმარებას, მაგრამ ხსნა არსაიდან იყო, არ ვიცოდით სად იყვნენ, მერე გავიგეთ რომ თბილისში ჩასულან, ლესელიძეც რომ დაიკარგა ადლერში გადასულან,
იქიდან თვითმფრინავით წამოუყვანიათ თბილისში, თბილისში ჩამოსულმა ბავშვებმა არ იცოდნენ სად წასულიყვნენ, წასასვლელი არსად ჰქონდათ, მერე ჩემი სიძის და იყო გათხოვილი მცხეთაში და მან წაიყვანა და შეიფარა 3-4 თვე 30 სული... მერე მე და ჩემმა მაზლისცოლმა მოვილაპარაკეთ, ის გაგრაში დარჩა დედამთილთან, მე თბილისში წამოვედი ბავშვების საძებნად, ძლივს გამოვაღწიე იქიდან, ძლივს მივაგენი ბავშვებს სასტუმრო `ბახტრიონში~... მის მამაპაპეულ სახლში დღეს აფხაზები ცხოვრობენ... ზურას მეუღლე იტყვის, რომ ამ ფაქტს ყოველთვის მტკივნეულად განიცდიდა მისი მეუღლე, რომ მას ნატვრად ჰქონდა – აფხაზეთში დაბრუნება. დევნის მწარე ხვედრმა დაღი დაასვა მთელ მის ცხოვრებას. ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ დამთავრება ვეღარ მოახერხა. ჯარში შევიდა, მსახურობდა გაგრის ბატალიონში _ თბილისში. ამ ბატალიონის დაშლის შემდეგ, პირად დაცვაშიც მსახურობდა თბილისში, შემდეგ ზუგდიდში გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე სამმართველოში. დედა გაიხსენებს, რომ მისი ვაჟი მიდიოდა ყველგან, ყველა რთულ ოპერაციაზე. გაიხსენებს, როგორ გადაურჩა ბეწვზე სიკვდილს აგვისტოს ომამდე ზუსტად ათი წლით ადრე... დედა: `1998 წელს, გალის მოვლენებისას, ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ბევრი ბიჭი დაიღუპა მაშინ. მე მეუბნებოდა, მამშვიდებდა ზუგდიდში ვარო და თურმე გალში ყოფილა. ჩემი გოგო განერვიულებული მოვარდა ერთ დღეს, დედა, დედა, ჩართე ტელევიზორი, ზურა გამოყავთ ალყიდანო... გალიდან გამოყავდათ კარიდორით. აფხაზებს ჰყავდათ ალყაში, მერე მადლობა უფალს, ამ ალყას ქართველებმა შემოარტყეს ალყა და კარიდორით გამოიყვანეს ძლივს... ~ ზურაბ ჯეჯელავამ თავისი მომავალი მეუღლე, რიტა არქანია ზუგდიდში გაიცნო. რიტა არქანია: `ნათესავთან ვიყავი ზუგდიდში, ჩემი ტელეფონით ჩემმა ნათესავმა ბიჭმა თავის თანამშრომელს დაურეკა. ეს თანამშრომელი ზურა იყო. ჩემი ნათესავი რომ სამსახურში მისულა, ზურას უკითხავს, ვისი ნომრით დამირეკეო. ჩემს ნათესავს უთქვამს, ნათესავი სტუდენტი გოგოა ჩვენთან სტუმრადო. ამის შემდეგ დამირეკა და შევხვდით ერთმანეთს... პირველ რიგში თავის ხასიათით მომხიბლა, ძალიან თბილი იყო, ძალიან თავაზიანი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე ადამიანი... პირველად ნახვის შემდეგ ორი თვე არ მინახავს, კოდორში წაიყვანეს, მაგრამ სულ მირეკავდა, დღე არ გავიდოდა, რომ არ დაერეკა, არ მოვეკითხე, შემდეგ ისევ მნახა, ყურადღებას არ მაკლებდა, საზღვარზე იდგა და ცვლა რომ იცვლებოდა, უფროსს დაეთხოვებოდა და პატარა შანსს ხელიდან არ უშვებდა, რომ მოსულიყო და ვენახე... 97
წელიწადი და შვიდი თვე ვიყავით შეყვარებულები. ძალიან მოსიყვარულე და თბილი შეყვარებული იყო... როცა მეგონა რომ პოსტზე იყო, გავაღებდი კარს და ჩემს სანახავად იყო მოსული... მითხრა: ცოლად გამომყევიო. გავყევი, გზაზე ვიყავით დედამისს რომ დაურეკა - ცოლი მოვიყვანეო.... დედა უყვარდა სიგიჟემდე, სულ მეუბნებოდა, ჯერ დედა და მერე შენ. მიხაროდა, რომ ასე აფასებდა დედას, დედა თავის ადგილზე ჰყავდა და ცოლი თავის ადგილზე და და თავის ადგილზე _ ყველას გვაქცევდა ყურადღებას, ყველას პატივს გვცემდა, გვაფასებდა... თავის ბავშვობის მეგობართან ერთად რომ დაჯდებოდა და იხსენებდნენ ბავშვობას, ან დედა რომ იხსენებდა, ჩანდა რომ ბავშვობაში მორიდებული იყო, ამავე დროს ეშმაკიც... თვეში სამი დღით ჩამოდიოდა, სულ საზღვარზე იყო, ხშირად ჩავდიოდი ზუგდიდში მის სანახავდ...~ ზურაბ ჯეჯელავა აგვისტოს ომში იბრძოდა, მაგრამ ეს ფაქტი, ცოლმა, დედამ, დებმა მხოლოდ მოგვიანებით, მისი დაღუპვის შემდეგ შეიტყვეს. რიტა არქანია, მეუღლე: `ომში იყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით. აგვისტოში ხუთდღიანი შვებულება ეკუთვნოდა, მითხრა: ყაზარმულზე ვართო. სულ 10 წუთით შემოირბინა ზუგდიდში ბიძასთან. 8 აგვისტოს რომ დამირეკა, დამამშვიდა, ნუ გეშინია ომში არ მივდივარ, ხაშურში უნდა ვიდგეთო. როცა ვრეკავდი სულ მაგას მეუბნებოდა, ხაშურში ვარო. ამ დროს ომში ყოფილა... გარდაცვალების მერე გავიგეთ, რომ ომში ყოფილა, მეტყვიამფრქვევე იყო, კობრა მანქანაზე იჯდა. ომის მერეც ორი თვე არ ჩამოსულა სახლში. ვგრძნობდი, რომ რაღაცას მატყუებდა, რომ ხაშურში არ მდგარა... დედამისს ვუმალავდით... ომი მშვიდობით მოიარა...~ ბოლოს სამი დღით იყო ჩამოსული, ძმაკაცები
98
ურეკავდნენ, მონატრებული ჰყავდათ, მაგრამ სახლიდან არ გადიოდა, ვკითხე, რატომ არ გადიხარ-მეთქი და სახლში მინდა ვიყო შენს გვერდითო. ბოლოს, ძალიან თბილი გახდა, ძალიან შეიცვალა. ერთ ღამეს არ ვიცი რა ნახა სიზმრად, წამოხტა, მეგობრის სახელი დაიძახა და ეკითხებოდა საზღვარზე ხომ მშვიდობააო... ზუგდიდში წავედით, მე ჩემი ძმის ქორწილში უნდა წავსულიყავი გალში, ზურა სამსახურში მიდიოდა. თბილი ადამიანი იყო, მაგრამ ამ სითბოს გამოხატვა ძალიან უჭირდა, იმ დღეს კი მთელი გზა მეფერებოდა და ძალიან მიკვირდა. დილით დამემშვიდობა, გავიდა სახლიდან. გალში წასვლამდე ეკლესიაში წავედი, გზაზე მიმავალი დამინახა, მანქანა გააჩერებინა, გადმოვიდა მაკოცა და წავიდა.... ბოლოს მაშინ ვნახე... 15 ნოემბერს 10 ქართველი წაიყვანეს ტყვედ აფხაზეთში. ხალხი სამძიმარზე მიდიოდა და ტყვედ წაუყვანიათ. გამოიძახეს ზურა. თან ახლდა 20 ჯარისკაცი, ზურას უთ ქვამს, თქვენ პატარები ხართ, გამოუცდელები, მე დავხედავ, ვნახავ რა ხდებაო. წასულა და სნაიპერსაც უსვრია... მთელ სხეულში ჰქონდა ის ტყვია გასული.... სოფელ ფახულანში ბლოგსაგუშაგოზე მოხდა ეს უბედურება... იმ დღისით, დილით დავურეკე, მითხრა: წუხელ ვპატრულირებდი და გამაღვიძე, რა მოგივიდაო. თვითონ აღარ დაურეკავს იმ დღეს, ვფიქრობდი, ალბათ, პატრულირებს და ამიტომ არ მირეკავს-მეთქი.... ზურას ბიძაშვილმა დამირეკა და მითხრა: ზურა დაჭრილიაო. ზუგდიდში რომ ჩამოვედი უკვე გარდაცვლილი დამხვდა... 34 წლის იყო რომ დაიღუპა.... ძნელია მის გარეშე ცხოვრება... შვილზე ოცნებობდა, უნდოდა ბიჭი გვყოლოდა, ამბობდა, ჯარისკაცად უნდა გავზარდოო...~
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამშრომლები
რიგითი
ილია შავერდაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008
1989 - 2008
ლია შავერდაშვილი, ყვარლის რაიონში, სოფელ ენისელში, 1989 წლის 1 აგვისტოს დაიბადა. `9 აპრილი ახალი გადავლილი იყო და მაშინ ვთქვი, სამშობლოს სიყვარულით უნდა გავზარდო-მეთქი~- იტყვის გმირის დედა, გმირისა, რომელსაც ომის დაწყებამდე სულ ერთი კვირით ადრე შეუსრულდა 19 წელი. სწორედ 19 წლის იყო, როდესაც რუსმა ოკუპანტმა მოუსწრაფა სიცოცხლე და გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე. ილო სულ ორი თვის გაწვეული იყო ჯარში, მაგრამ დედამ ზუსტად იცის, რომ მისი ვაჟი, გაწვეულიც რომ არ ყოფილიყო, მაინც წავიდოდა ომში, მშობლებს გაეპარებოდა და წავიდოდა. წავიდოდა, რადგან იცოდა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისებით სმა არ კმაროდა. ლეილა ბერიაშვილი, დედა: `ძალიან თბილი ბავშვი იყო, ცოტა ხათრიანიც, დედას სიცოცხლე და დედას სიხარულო-მეთქი, ვეტყოდი ხოლმე, დედა მოუკვდეს... მამამ ბავშვობიდანვე მიაჩვია შრომას. იტყოდა ხოლმე, ბირჟაზე ტყუილად დგომას, ტყუილად შრომა სჯობიაო. ბავშვობიდან თან დაჰყვებოდა მამას. ბავშვობიდან ისწავლა ვენახის მოვლა-პატრონობა, არ არსებობდა სოფლის საქმე, მას რომ არ სცოდნოდა, მისი ხელიდან რომ არ გამოსულიყო. სოფელში დიდი სტადიონი გვაქვს და ძალიან უყვარდა ფეხბურთის თამაში. სოფელში ჭიდაობის წრე არ იყო და თვითონ ვარჯიშობდა... სკოლაში თავიდან კარგად სწავლობდა, მაგრამ ბოლო კლასებში ცოტა ხელი აიღო სწავლაზე. ერთი პერიოდი სხვადასხვა საგნებში ვამზადებდით, ჩაბარებას აპირებდა, მაგრამ საშუალება აღარ გვქონდა და თავი დაანება სწავლას. სამხედრო განხრით უნდოდა სწავლის გაგრძელება, თავად მოიწადინა, თორემ სანათესაოში სამხედრო არავინ გვყოლია, ვინმეს ზეგავლენით რომ გადაეწყვიტა. ჯერ კიდევ პირველ კლასში იყო, მასწავლებელს რომ უთხრა, პოლიციელი მინდა გამოვიდეო. რომ წამოიზარდა, უკვე სამხედრო ფორმა მოსწონდა... სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი შინ იყო, გვერდში გვედგა, შრომობდა...~ 2008 წლის გაზაფხულზე ილო სამხედრო ვალის მოსახდელად გაიწვიეს. დედა: `ჯარში რომ მიდიოდა, მთელი სანათესაო შემოიარა, ყველას გამოემშვიდობა. 27 მაისს წაიყვანეს ჯარში. იმ დილით, სამუშაოდ მივდიოდი ვენახში, ზუსტად არც ვიცოდით იმ დღეს წაიყვანდნენ თუ არა, ვუთხარი, შვილო, ვენახში მივდივარ სამუშაოდ, წავიდე თუ დავრჩე და გაგაცილო-მეთქი. არა, დედი, წადი, იქნებ არც წამიყვანონ და საქმეს რატომ უნდა მოცდეო. თუ წაგიყვანეს, აბა შენ იცი-მეთქი... მალევე ჩაეძინა, შუბლზე ვაკოცე და წავედი. მძინარე დავტოვე, საღამოს, სახლში რომ მოვედი უკვე წასული დამხვდა... ერთი თვე, ფიცის მიღებამდე გეგუთში იყო. ყველასთვის შეუთავაზებიათ, ვისაც სურვილი გაქვთ,
სპეცნაზში სამსახურის, ჩაეწერეთო. დაგვირეკა და გვკითხა, მე სპეცნაზში მინდა შესვლა და თქვენ რას მირჩევთო. უკვე ჩაწერილი ყოფილა, მაგრამ მაინც გვკითხა და გვასიამოვნა. მამამისმა უთხრა: შენი გადასაწყვეტია, შენ უნდა იყო მანდ და თუ გაძლებ ჩაეწერეო. გეგუთის შემდეგ, რუსთავში იყო სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტში. ჩემი გოგონა, თამუნა იყო სანახავად მისული, ხელები სულ დაწყლულებული ჰქონდა ვარჯიშისგან. ფიზიკურად ძლიერი ბიჭი იყო... სულ 2 თვე იყო ჯარში, მაგრამ ძალიან მოსწონდა ჯარისკაცური ცხოვრება. ერთ-ერთი ძმაკაცი იყო ჩასული სანახავად და რომ ჩამოვიდა, გვითხრა, ისეთი ნავარჯიშებია, რომ მოიწადინო 6-7 ბიჭს სცემსო. იქ ბიჭებთან მოულაპარაკია, სავალდებულოს რომ მოვრჩებით, კომანდოში გადავიდეთო. ჩემი ძმისთვისაც უთქვამს, კონტრაქტს უნდა მოვაწერო ხელი მერეო...~ მშობლებმა ილო ბოლოს სამ აგვისტოს ნახეს... დედა: `პირველ აგვისტოს დაბადების დღე ჰქონდა, ჩასვლა გვინდოდა მისალოცად, დამირეკა, დედი, დღეს პარასკევია, სანახავად მაინც არ შემოგიშვებენ და კვირას ჩამოდითო. 3 აგვისტოს, მე, მამამისი, ბიძამისი და ბებიამისი ჩავედით და ვნახეთ. უკვე არეულობა ყოფილა, ჩვენ კი არაფერი ვიცოდით... ნორიოში დაჰყავდათ სროლებზე, ამბობდა, სულ 10-ანებში ვარტყამო. რომ მოვდიოდით, დავემშვიდობე, გადავკოცნე, აბა, კარგად იყავი-მეთქი, ისევ მობრუნდა, რაღაც გვითხრა და ისევ ჩამეხუტა. შეიძლება გული ცუდსაც უგრძნობდა და ორჯერ იმიტომ გამომეშვიდობა ჩემი შვილი... ძალიან დასერიოზულებული იყო... შეიძლება იცოდა კიდეც, მაგრამ არ გვითხრა, რომ არ გვენერვიულა~. თამუნა, და: `ილიას 1 აგვისტოს ჰქონდა დაბადების დღე, მე – 5 აგვისტოს. ჯარში მობილური ტელეფონები ჩამორთმეული ჰქონდათ, ასმეთაურის ტელეფონიდან მიშვებდა ზარს და მე ვურეკავდი ხოლმე. 5 აგვისტოს ვერ დამირეკა, 6 აგვისტოს დამირეკა დილით, დაბადების დღეს გილოცავ დაგვიანებითო. ძალიან ცუდი ხმა ჰქონდა, რა გჭირს, ცუდად ხომ არა ხარ-მეთქი, ვკითხე. არა, არაფერი, კარგად ვარ, ნორიოში ვართ სავარჯიშოდო, აბა, კარგად იყავით, მერე, ალბათ შეგეხმიანებითო. ვეღარ დავუკავშირდი. ბოლოს მე მელაპარაკა... ორი წლით ჩემზე უმცროსი იყო, მაგრამ უახლოესი მეგობრები ვიყავით, ყველაფერს მიყვებოდა და ყველაფერს ვუყვებოდი, ერთმანეთის მესაიდუმლეები ვიყავით... ვერავის ვეუბნები ჩემი გულის დარდს. ღამე რომ ვწვები, ვტირივარ და ველაპარაკები, რატომ მიმატოვე-მეთქი...~ 7 აგვისტოს დილიდან დედას ცუდი წინათგრძნობა აეკვიატა, მთელი დღე ტელევიზორს იყო მიჯაჭვული, 8 აგვისტოს კი დაბომბვისას 12 ბიჭის დაღუპვის ამბავი რომ გაიგო, ატირდა, მეზობლები, ახლობლები აწყნარებდნენ, მაგრამ გული ტირილს არ წყვეტდა. 103
დედა: `თავს ვიმშვიდებდი, მაგრამ გული საშინლად ცუდს მიგრძნობდა. მთელი დღე ვტიროდი. ნაშუადღევს, მე და თამუნა გრემის მონასტერში წავედით. ვიდექი, ვლოცულობდი და ცრემლები ღვარად თავისით მდიოდა, მეკითხებოდნენ, რა გატირებსო, ილიასი არაფერი ვიციმეთქი... ჩემი შვილი ამ დროს ცოცხალი აღარ ყოფილა... 7 აგვისტოს გორში ჩაუყვანიათ მთელი ასეული. შემდეგ ერედვში გადაიყვანეს. მეზობელი სოფლიდან ერთი ბიჭი მსახურობდა ილოსთან, ამ ბიჭმა გვითხრა, 2 დღე და ღამე ფეხით უვლიათ და მეთაურებს უთქვამთ, ცოტა დაისვენეთო. ხის ჩრდილში გაჩერებულან. მერე ის ბიჭი წყალზე წასულა და უკან რომ დაბრუნებულა, ილია იქ აღარ დახვედრია, ამ პერიოდში დაწყებულა დაბომბვა. ზოგი წამომჯდარი ყოფილა, ზოგიც წამოწოლილი, კასეტური ბომბი რომ ჩამოუგდია თვითმფრინავს, რამდენიმე წამი გასულა და შემდეგ აფეთქებულა. ვინც ფეხზე წამომდგარა, ძირითადად ისინი დაიღუპნენ და დაიჭრნენ. მარჯვენა მხარეს უკან ჰქონდა ჭრილობა და მკერდის მხარეს იყო ამოსული ანასხლეტი. ასმეთაურმა გვითხრა, გული ოდნავ ფეთქავდა და მალე გაჩერდაო...~ ყველაზე ბოლოს დედამ გაიგო თავს დამტყდარი უბედურება. არადა აეჭვებდა, იმ დღისით ჯერ მეგობრები რომ მივიდნენ მათთან სახლში, მერე კი მათი დედები, შორიდან აპარებდნენ, ბევრი დაჭრილი ყოფილა და ილოს ტანზე რამე ნიშანი ხომ არ ჰქონდა, ჩვენც რომ მოვძებნოთ, ვერაფრით ვუკავშირდებითო. დედა: `არადა, უკვე სცოდნიათ რომ ჩემი ილო აღარ იყო... ჩვენ რომ ვერაფრით ვერ გვიბედავდნენ, ჩემს ძმას უთხრეს. ჩემმა ძმამ დამიძახა, ეზოში ჩამოდი, ილო დაჭრილაო, მთელი ეზო სავსე იყო, ერთმა შვილმკვდარმა დედამ მითხრა: შვილი აღარ გყავსო. მანამდე ჩემი მეუღლე და გოგო გაუყვანიათ გვერდით და მათთვის უთქვამთ... ბოლომდე იმედი მქონდა, რომ რაღაც ეშლებოდათ და ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა, 9 აგვისტოს საღამოს
104
მოასვენეს... 9 აგვისტოს კახეთში 4 გმირი ჩამოასვენეს, 2 დედოფლისწყაროს რაიონში, ერთი ახმეტაში და ჩემი ილო... თანატოლები იყვნენ, 19-20 წლისები, მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ, ჯარში გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ. ოთხივე ერთმა ჭურვმა იმსხვერპლა. ოჯახებმა ჩვენი შვილების დაღუპვის შემდეგ გავიცანით ერთმანეთი, ჩვენ ერთმა დღემ გაგვაუბედურა და ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა~. ილია შავერდაშვილი, 12 აგვისტოს, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. დღეს, ენისელის საშუალო სკოლა ილია შავერდაშვილის სახელობისაა... თორნიკე გოგიაშვილი, მეგობარი: `მშრომელი, დაუზა რელი და უზომოდ პატიოსანი ადამიანი იყო. ვინც კი იცნობდა, ყველას უყვარდა. ძალიან მხიარული ახალგაზრდა იყო, სულ ხუმრობდა... ძალიან უყვარდა ნადირობა, ხშირად დავდიოდით ხოლმე სანადიროდ, ბუნებაში ქეიფი უყვარდა... ყოველ წელს, თოვლის მოსვლას ბუნებაში ვხვდებოდით, ვქეიფობდით, ღამეს ვათენებდით. როდესაც ძმაკაცები ვქეიფობდით, ხოლმე, ილია ყოველთვის საქართველოს სადღეგრძელოს სვამდა...~ დედა: `ყოველ წამს მისი სახე მიდგას თვალწინ. მარტო იმიტომღა ვცოცხლობ, რომ მისი სულისთვის ვილოცო... ძალიან ყურადღებიანი იყო, 3 მარტი ისე არ გავიდოდა, რომ ჩემთვის რაღაც საჩუქარი არ მოეტანა. ერთხელ ფული არ ჰქონდა, კაკალი მოაგროვა, ჩააბარა და იმ ფულით, ქვაბების კომპლექტი მიყიდა საჩუქრად, იცოდა რომ მომწონდა... გაზაფხულზე ია რომ შემოვიდოდა, იებს დაკრეფდა და გაზაფხულის მოსვლას ასე მილოცავდა... დაოჯახებას ჯერ არ ფიქრობდა, ამბობდა, ჯარს, რომ მოვრჩები და მუშაობას დავიწყებ, ცოლს მერე მოვიყვანო... ერთი ჩვენი თანასოფლელი გოგო მოსწონდა თურმე, მაგრამ თქმა ვერ მოასწრო... ეს მერე გავიგეთ... ძმაკაცისთვის უთქვამს, ჯარს, რომ დავამთავრებ და ჩამოვალ, მერე ვეტყვი, რომ მიყვარსო, დედა მოუკვდეს...~
რიგითი
გიორგი აბიათარი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008
1990 - 2008
ვენ სიკვდილის არ გვეშინია, ჩვენ სამშობლოს დასაცავად მივდივართ!~ _ ასე დაუძახებენ დედებს გიორგი აბიათარი და გოჩა ილურიძე ჯარში წასვლისას, უკვე სამარშრუტო ტაქსში ჩამსხდრები... გიორგი აბიათარი დედისერთაა, სამხედრო სავალდ ებულო სამსახური არ ეხება. 18 წელი შეუსრულდება თუ არა, მაინც წავა... 2 თვეც არ იმსახურებს, რომ რუსული საოკუპაციო ჯარები საქართველოში შემოვლენ. მუხლზე პრობლემები ჰქონდა, ომში არ მიჰყავთ, კომისია უნდა გაიაროო. პირველი მანქანიდან ჩამოსვამენ. მეორე მაინქანაში ავა და ომში მაინც წავა... გიორგი აბიათარი კოჯორში დაიბადა 1990 წლის 5 აპრილს, იზრდებოდა დედოფლის წყაროს რაიონში, სოფელ ჯაფარიძეში. დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია. დედისერთა იყო, მაგრამ ოჯახს უჭირდა და ვერ ანებივრებდნენ. ლიზა აბიათარი, დედა: `შრომა უყვარდა, დაუზარელი იყო, მუდამ გვერდში მედგა, დიდი ადამიანივით შრომობდა, რომ წამოიზარდა ცული აიღო ხელში, მეზობლებს შეშის ჩეხვაში ეხმარებოდა, ერთი-ორი კაპიკი რომ დარჩენოდა... ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბავშვი იყო, ძალიან უყვარდა მეგობრები... უყვარდა ფეხბურთი, ჭიდაობა... ხშირად უყურებდა სათავგადასავლო ფილმებს, ამბობდა, მე სიკვდილის არ მეშინია და აუცილებლად უნდა წავიდე ჯარშიო...~ გიორგი აბიათარმა 9 კლასის დამთავრების შემდეგ, კოლეჯში ჩააბარა მექანიზაციის ფაკულტეტზე. 2008 წლის 5 აპრილს გიორგის 18 წელი შეუსრულდა. დედა: `ძალიან მინდოდა მისი დაბადების დღე რომ აღმენიშნა, აღვნიშნეთ, მაგრამ ბევრის დაპატიჟება ვერ შევძელი და მოვუბოდიშე, ყველა ვერ დაგიპატიჟემეთქი. მომეხვია, მერე რა მოხდა, 19 წლის თუ სამხედრო ნაწილში გავხდები, 20 წლის ხომ სახლში ვიქნები და მაშინ გადავიხადოთ დიდი დაბადების დღეო...~ დედამ გადაუხადა დაპირებული დიდი დაბადების დღე, ყველა იყო _ თანაკლასელები, ნათესავები, ჯარის მეგობრები. აღარ იყო გიორგი... გიორგი ვეღარც 19 წლის გახდა, ვეღარც ოცის... დედისერთას ჯარში წასვლა არ ეხებოდა, მაინც წავიდა. დედა: `დედისერთა იყო ჯარში არ მიჰყავდათ, მისი კლასელები მიდიოდნენ და ამბობდა, მეც აუცილებლად უნდა წავიდეო და წავიდა თავისი ინიციატივით. გოჩა ილურიძესთან ერთად იყო სამარშრუტო ტაქსში, ფანჯარა გააღეს და დაგვიძახეს, ჩვენ სიკვდილის არ გვეშინია, ჩვენ სამშობლოს დასაცავად მივდივართო. 27 მაისს წავიდა ჯარში. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იყვნენ, კარანტინს როდესაც მორჩნენ, მკითხა, სპეცდანიშნულების რაზმში გადავიდე თუ დაცვაში დავრჩეო. ნათესავებსაც ჰკითხა, სპეცდანიშნულების რაზმში ურჩიეს. კრწანისში
მსახურობდა. ყოველ შაბათ-კვირას ვაკითხავდი, არასოდეს დაუწუწუნია, მაშინაც კი, როცა მუხლზე პრობლემები შეექმნა. 27 ივლისს ღუდუშაურის კლინიკაში მყავდა, მისი მდგომარეობა რომ ნახეს, უთხრეს სამსახურიდან გაგიშვებთო. უარი თქვა, სამსახურს არ მივატოვებ, უბრალოდ, ცოტა ხანი დრო მომეცით, რომ ვიმკურნალოო. 9 აგვისტოს კომისია უნდა ყოფილიყო, უნდა გამოეშვათ... კარგი უფროსობა ჰყავდა, ყურადღებას აქცევდნენ... ბოლოს მაშინ ვნახე, 27 ივლისს, ღუდუშაურის კლინიკაში რომ მყავდა... მთელი დღე ხელი ჰქონდა გადახვეული და მიყვარხარო, მიმეორებდა... რომ გამომაცილა, ჩამეხუტა და ისე დამემშვიდობა.... მას მერე მისი ხმა აღარ გამიგია... 2 აგვისტოს ელიაობაა და მითხრა, შენ ნუღარ ჩამოხვალ, დედი, მე ჩამოვალო... ომში რომ მიდიოდნენ, გიორგი არ მიჰყავდათ, მანქანიდან ჩამოუსვამთ, შემოწმება გაქვს გასავლელიო, მაგრამ მანქანაში მაინც ასულა, შემდეგ უკვე გორში უნახავთ, ტყვია-წამალს რომ ურიგებდნენ.~ გიორგი აბიათარი 8 აგვისტოს, ერედვში დაიღუპა _ მტრის ჩამოგდებულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა. ელიკო ზედელაშვილი, მასწავლებელი: `გიორგი ცელქი, დაუდეგარი, უსაზღვროდ კაცთმოყვარე, მეგობრებისთვის თავგანწირული ბიჭი იყო. ისტორიკოსობაზე ოცნებობდა და ძალიან ბევრს კითხულობდა. მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა იყო, სრულებითაც არ იყო ჩაკეტილი. ტრიალებდა ყველგან, სკოლაში, მეგობრებში, მეზობლებში. ბოლო შეხვედრისას დიდი სიყვარულით და სიამაყით მითხრა: მე ჯარში წავედიო. მე კი გავეხუმრე: მაშ მშვიდად ვიყო გიორგი-მეთქი? დიახ, გჯეროდეთ ჩემიო. დავიჯერე გიორგი, დავიჯერე...~ დედა: `მისი თანაკლასელი, ხვიჩა ქოქუაშვილი გიორგისთან ერთად იყო ომში, ის მიყვებოდა, ერედვში, ზოგი მაღლობზე ყოფილან, ზოგი ქვემოთ. ცოტა ხნით ჩრდილში ისვენებდნენ. მაღლობზე მყოფებს რომ დაუნახავთ, თვითმფრინავები მოდიანო, დაუძახიათ, და წე ქ ითო. დაწოლილან, მაგრამ კასეტური ბომბი ჩა მოვარდნისთანავე არ აფეთქებულა, ბიჭები წამომხტარან და აფეთქებულა კიდეც... 4 ბიჭი იყო ერთად და ოთხივე ამ ბომბმა იმსხვერპლა. ბიჭებს რომ დაუნახავთ, გამოქცეულან საშველად, ჩემი გიორგი უკვე გარდაცვლილი ყოფილა...~ დედის გულმა იგრძნო თავს დამტყდარი უბედურება. `რაღაცას ვგრძნობდი, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. სულ ტელევიზორს მივჩერებოდი, იქნებ რამე გამეგო, ხან ხვიჩას დედასთან ავდიოდი, იქნებ იმან გაიგო რამე-მეთქი, სადაც ხალხს დავინახავდი შეკრებილს, იქ მივდიოდი, ჩემს დანახვაზე იშლებოდნენ... მიკვირდა რა ჭირთმეთქი, მეზობელთან მივედი, გიორგის ვერ ვუკავშირდები, გამომყევი, ბილაინის ბარათი მაყიდინე, დამეხმარე-მეთქი. 107
ეს რომ ვთხოვე, მეზობელმა ზურგი შემაქცია, მეორე მეზობელს უთხრა: წაიყვანეო... თურმე ყველამ იცოდა ჩემი უბედურება, სოფელში მოსულან და უთქვამთ, როგორ მივიდეთ დედამისთანო... როგორმე უნდა გავაგებინოთო. ჩემს დისშვილთან მისულან, ჩემ დასთან... მეზობლები შინ არ მიშვებდნენ, მარტო არ მტოვებდნენ... ჩემი მეუღლე მოვიდა მერე, დაიხარა, მაკოცა. გამიკვირდა, რა მოუვიდამეთქი. ჩემს მეუღლეს უკვე სცოდნია რომ შვილი აღარა გვყავს... მითხრა, წადი სახლში, მეც მალე მოვალო. მივედი სახლში, ჩემი და ჩამოიყვანეს, ჩემმა დამ სახლში შემიყვანა, ჩემმა დისშვილმა შემომაპარა, გიორგი დაჭრილიაო... 11 საათზე დარეკავენ და გვეტყვიან სიმართლესო. თურმე 11 საათს ელოდებიან, რომ მოასვენონ გიორგი. მთელი სოფელი ჩემთან სახლში იყო, მთელი სოფელი ფეხზე იდგა, ერთად მოასვენეს ჩემი შვილი და ილურიძე... 14 აგვისტოს დავკრძალეთ ჯაფარიძეში. ბიჭები ხშირად ადიან გიორგის საფლავზე... ძალიან რთულია და გაუსაძლისი გიორგის გარეშე ცხოვრება. ძალიან უნდოდა, რომ სამხედრო ბილეთი მალე აეღო და სასაზღვრო პოლიციაში დაეწყო მუშაობა, ძალიან უნდოდა, რომ ფორმა სცმოდა... ძალიან თბილი და კარგი დედაშვილობა გვქონდა. შვილი რომ მეყოლება აუცილებლად შენი სახელი უნდა დავარქვაო, მპირდებოდა... გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. რაიონის ცენტრში გაკეთდა მემორიალური დაფა და მოედანი, რომელსაც `სამშობლოსთვის თავდადებულის~ სახელი დაერქვა... ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არა, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მენატრება ჩემი შვილი... ერთადერთი ისღა მაცოცხლებს, რომ მისი სულისთვის ვილოცო. მე გამწარებული, მაგრამ მაინც ამაყი
108
დედა ვარ, რადგან გმირი გამიზრდია. ჩემი შვილი სამშობლოს ერთიანობას შეეწირა. გიორგის მსგავსად დაღუპული ბიჭების სახელები ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, როგორც გმირების...~ ნათელა იაკობიშვილი, გიორგის მეზობელი: `ძალიან კარგი, სათნო, ზრდილი ბავშვი იყო. მამა არ ჰყავდა, ობლობაში იზრდებოდა, დედამ გაჭირვებაში გაზარდა მეზობლების დახმარებით. ყველას გვაქვს ჩვენი წვლილი შეტანილი მის გაზრდა-დავაჟკაცებაში. დაუზარელი ბიჭი იყო, რა უნდა გეთხოვა, რომ არ გაეკეთებინა... ალბათ, დედის გული გრძნობდა, რაღაცას, წინა დღეებში, სანამ გიორგი დაიღუპებოდა, ლიზა ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ხან ჩვენთან შემოდიოდა ხან მეორე მეზობელთან. თან თავს იმშვიდებდა, თან ნერვიულობდა, ვაიმე, ჩემს გიორგის კი არ წაიყვანენ ომში, მაგრამ რამდენი ბიჭი წავიდა და რამდენი იღუპებაო... იმ დღეს, როცა გიორგი დაიღუპა, დედამისმა საერთოდ დაკარგა მოსვენება, მთელი დღე აღმართ-დაღმართ დადიოდა, ყველა მეზობელთან შედიოდა, ვერ ვისვენებო... ვანუგეშებდით დაწყნარდი ლიზა გიორგის ომში არ წაიყვანენო, მაგრამ ვერაფრით ვაწყნარებდით... ბევრი მსმენია ომზე, წამიკითხავს, მაგრამ გიორგის დაღუპვამ ომის საშინელება, სულ სხვანაირად განმა ცდევინა... 8 აგვისტოს გავიგეთ მისი დაღუპვის ამბავი, ვიცოდით მეზობლებმა, მაგრამ დედამისს ვერაფერს ვეუბნებოდით, მის მალულად ყველა ვტიროდით. როდესაც უკვე უნდა მოესვენებინათ, გამოუვალი სიტუაცია იყო, უნდა გვეთქვა... მე მომიწია დედამისისთვის მძიმე და საშინელი სიტყვების თქმა, ლიზა გამაგრდი, გიორგი აღარა გყავს-მეთქი. ლიზას გიორგი აღარ ჰყავს, მას გმირი გიორგი ჰყავს...~
რიგითი
გოჩა ილურიძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008
1990 - 2008
ოჩა ილურიძე სულ 18 წლის ბიჭი იყო სამშობლოს დასაცავად რომ გაიწვიეს და წავიდა ჯარში, უფროს ძმას რჩევაც ჰკითხა, კონტრაქტი ხომ არ გავაფორმოო. ძმამ სპეცნაზში შესვლა ურჩია. შევიდა. მტერმა მხოლოდ 2 თვე მისცა... და არც დიდი სიყვარულის მოსვლა აცადა, რომელსაც ელოდა... ომი დაიწყო... ოკუპანტი საქართველოში შემოიჭრა. 8 აგვისტო. ერედვი. სპეცრაზმელები ჩრდილში ისვენებენ. გადაღლილები არიან, ორი დღეა ფეხით მოდიან. გადაქანცულებს იმედი უნთებთ გულებს – იმედი გამარჯვებისა. კასეტური ბომბი... რამდენიმე წამი... აფეთქება... გოჩა იქვე, იმ წამსვე დაიღუპა... გოჩა ილურიძე 1990 წლის 14 თებერვალს დაიბადა. იზრდებოდა დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ზემო ქედში. მანანა ყაბანაშვილი, დედა: `ძალიან სერიოზული ბავშვი იყო, ჭკვიანი, შრომის მოყვარე, ერთი წუთი ვერ ჩერდებოდა, სულ შრომობდა და რაღაცას აკეთებდა. უყვარდა სპორტი, ჭიდაობაზე სიარული უნდოდა, ვერ ვატარეთ... ვერ შევუწყეთ ხელი.... თავისით ვარჯიშობდა სახლში, `გირებით~, `ტურნიკზე~... რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, გამონახავდა დროს და რამდენიმე წუთი ვარჯიშობდა. სწავლით საშუალოდ სწავლობდა, სკოლა რომ დაამთავრა, სწავლის გაგრძელება არ უფიქრია. ჯარში უნდოდა წასვლა, ჩემი უფროსი ბიჭი ვაზიანში მსახურობს, კონტრაქტორია და მის შემხედვარეს, გოჩასაც თავიდანვე განზრახული ჰქონდა, სავალდებულოს მოხდის მერე, ჯარში დარჩენა კონტრაქტზე. ძალიან მშრომელი იყო. არაფერს თაკილობდა, ორთაჭალაში ციხეებს რომ ანგრევდნენ, იქაც მუშაობდა. სოფელში ჯართზე მუშაობდა. თავისი ორი კაპიკი ყოველთვის ჰქონდა. ის კი არა, ჩვენც გვარჩენდა თავისი შემოსავლით...~ 2008 წლის 14 თებერვალს გოჩა 18 წლის გახდა და მალევე გაიწვიეს კიდეც ჯარში. `25 მაისს მოუვიდა უწყება, მე სამუშაოდ ვიყავი წასული და სამსახურში ჩამომაკითხა, უწყება მომიტანეს და უნდა წავიდეო. იმ დღეს მისი დეიდაშვილის დაბადების დღე იყო და თელავში მიდიოდა. მითხრა: თელავში წავალ, 26-ში მამიდასთან მივალ რაიონში და იქიდან წავალ პირდაპირ ჯარშიო. წავიდა დაბადების დღეზე, მოილხინა. გულმა არ მომითმინა, ბავშვი ჯარში რომ წაიყვანონ, როგორ არ უნდა გავაცილო მეთქი, 27 მაისს დილაუთენია კომისარიატში ჩავედი, იქ ველოდებოდი. ცოტა დაიგვიანა, ძალიან დაღონებული მოვიდა. გადაუღეს სურათები და `მარშრუტკაში~ რომ ჯდებოდა, გადამეხვია, დამკოცნა და გამომემშვიდობა. ძალიან დაღონებული იყო. რა ვიცოდი, რომ ჩემს შვილს ცოცხალს უკანასკნელად ვხედავდი...
ერთი თვე ქუთაისში, გეგუთის ნაწილში ჰყავდათ. ფიცი, რომ მიიღეს, იქიდან კრწანისში გადაიყვანეს, სპეცდანიშნულების რაზმში. ძმისთვის უკითხავს, კონტრაქტზე ხომ არ გადავიდეო. ძმამ ურჩია სპეცნაზში გადადიო... სულ ორი თვე იმსახურა ქვეყნის დასაცავად და მის თავისუფლებას შეეწირა... მისი მეთაური ამბობს, საამაყო ჯარისკაცი მყავდაო. გამოვიყვანდი ხოლმე დავაყენებდი და სხვა ჯარისკაცებს მივმართავდი, მიბაძეთ ამ კაცს და იყავით ასეთი ვაჟკაცები, როგორიც გოჩააო... ხშირად ველაპარაკებოდით ტელეფონზე, ძალიან მოსწონდა ჯარში ყოფნა, ვარჯიშობდა და თავს კარგად გრძნობდა. ერთხელ მითხრა: სირბილში მეორე ადგილი ავიღეო... ბოლოს 6 აგვისტოს ველაპარაკე, დაგვიმალა, მომატყუა მარნეულში ვართ ნაწილში, ვვარჯიშობთო. ჩვეულებრივ გველაპარაკა, არაფერი ისეთი არ უთქვამს, რომ რამეზე დავეჭვებულიყავი. უთქმელი ბავშვი იყო, არაფრის თქმა არ უყვარდა... რაც ჯარში წავიდა მას მერე აღარ მინახავს...~ დაიწყო აგვისტოს ომი. გოჩაც და მისი უფროსი ძმაც ომში იბრძოდნენ, დედა დაკავშირებას ვერ ახერხებდა ომში წასულ შვილებთან. `ვერაფრით ვუკავშირდებოდი ბიჭებს, ომი იყო და 2 შვილი სად მყავდა არ ვიცოდი. 9 აგვისტოს გოჩას უსულო სხეული მომიტანეს სახლში, დედა მოუკვდეს... 7 აგვისტოს გორში ჩაუყვანიათ და შემდეგ ერედვში შესულან. ორი დღე და ღამე ფეხით უვლიათ და დასასვენებლად ხის ჩრდილში გაჩერებულან, მეთაურებს უთქვამთ, დაისვენეთ ცოტა ხანიო. მაგ დროს დაწყებულა დაბომბვა... ზოგი წამომჯდარი ყოფილა, ზოგიც წამოწოლილი, კასეტური ბომბი, რომ ჩამოუგდია თვითმფრინავს, რამდენიმე წამი რომ გასულა, მერე აფეთქებულა, ვინც ფეხზე წამომდგარა, ძირითადად ისინი დაიღუპნენ და დაიჭრნენ.... გოჩა მაშინვე დაღუპულა, მარჯვენა ფერდში ჰქონდა ჭრილობა, მეორე მხარეს გადიოდა... ამ დროს უფროსი ბიჭი უკვე ცხინვალში იყო. არც ის გვეუბნებოდა სად იყო... ერთმანეთი ვერ უნახავთ, ვერც ვერაფრით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს...~ გოჩას დაღუპვის ამბავი გამგეობას შეატყობინეს, მაგრამ ვერავინ ბედავდა ეთქვა დედისთვის – შვილი აღარ გყავსო. დედა: `მთელი დღე არაფერს მეუბნებოდნენ, შებინდებისას მთელი ეზო გაივსო... ჩემს თავს რომ უბედურება ტრიალებდა, მივხვდი, ვერავინ მიბედავდა თქმას, მე უფროს ბიჭზე ვფიქრობდი, გიორგის ხომ არ დაემართა-მეთქი რამე. გოჩაზე ერთი წამით ცუდი არ მიფიქრია... უამრავი ხალხი იყო ჩვენს ეზოში, არ მეუბნებოდნენ სახელს, რომელი დაიღუპა... 111
მერე ჩემმა ნათლიამ მითხრა: გოჩა აღარ გყავთო... გიორგის 10 აგვისტოს გავაგებინეთ ძმის დაღუპვა, ბიძამ დაურეკა და ჩამოიყვანეს. 14 აგვისტოს დავკრძალეთ გოჩა... არ გადის წუთი და წამი, რომ თვალწინ მისი სახე არ მედგას... პატარა ძმას შეისვამდა ხოლმე კისერზე და დაატარებდა. ძალიან ათამამებდა, მიჰყავდა მაღაზიაში, ტანსაცმელს და კანფეტებს ყიდულობდა... ამბობდა, სიყვარულის დღეს ვარ დაბადებული და დიდი სიყვარული მეწვევაო. შეყვარებული არ ჰყავდა, ერთი გოგო მოსწონდა, მაგრამ არაფერს ამბობდა ჩვენთან. მისმა მეგობრებმა გვითხრეს მერე... მორიდებული და უთქმელი ბიჭი იყო, მისი ზემდეგი ამბობს, მე გოჩას თვალები არ მახსოვს, სულ თავჩაღუნული იდგა და ისე ლაპარაკობდაო... ხათრიანი ბიჭი იყო, მაგრამ ძალიან ძლიერი. კლასელები იხსენებენ, ჩხუბში რომ ვიყავით და გოჩას დავინახავდით, უკვე აღარ გვეშინოდაო. გამხდარი იყო, მაგრამ ძალიან ძლიერი...~ ანა ყაბანაშვილი, გოჩას ბებია: `6 წლიდან ჩემთან იზრდებოდა. წესიერი და ზრდილობიანი ბავშვი იყო, ძალიან უთქმელი, ბაბო მოუკვდეს... დაუზარელი იყო, ვინმეს რამე რომ ეთხოვა, უარს არავის ეუბნებოდა... მშრომელი ბიჭი იყო, მეხმარებოდა, დამიბარავდა, დამითესავდა ხოლმე... ძალიან უჭირდათ და თუ კი სადმე სამუშაო იყო, ყველგან მიდიოდა და არაფერს თაკილობდა. დაკოჟრილი ხელები ჰქონდა... ჯარში ისე წავიდა, რომ ვერ მოასწრო ბოლოს ჩემი ნახვა... ადრე ვეუბნებოდი, გოჩა ჯარში, რომ წახვალ,
112
როდისღა მნახავ, ცოცხალს მომისწრებ-მეთქი? გახმეს ჩემი ენა... ბაბო, ერთი წელი ისე მალე გაივლის, რომ ნუ გეშინია, არაფერი დაგემართებაო...~ მზია ყაბანაშვილი, გოჩას ბიცოლა: `ჯარში წასვლამდე ჩვენთან იყო ამოსული, თვეების შვილიშვილი მყავს, გიჟდებოდა ბავშვზე. მთელი დღე ხელში ეჭირა და დაატარებდა... ძალიან წყნარი, ზრდილობიანი, უთქმელი ბიჭი იყო, რომ ვკითხავდი, ხომ არ გშია-მეთქი, არაო, ყოველთვის ამას მეუბნებოდა... 10 აგვისტოს ჩემი გარდაცვლილი მეუღლის დაბადების დღისთვის სუფრას ვამზადებდით. ამ სამზადისში ვიყავით, უბანში საშინელი სიჩქარით შემოვარდა მანქანა, ხმამაღლა ეძახდნენ ჩემს ბიჭს, გიას. გია გარეთ გავარდა. ჩაისვეს მანქანაში და წავიდნენ. გული გამისკდა, ვერ მივხვდი ვინ იყვნენ, რატომ ჩაისვეს ჩემი შვილი და სად წაიყვანეს... შეშინებული სირბილით გავეკიდე მანქანას. მეორე უბანში გაჩერებულ მანქანას მივადექი. შორიდან ჩემი შვილის ბღავილი შემომესმა... გავქვავდი, როგორ მივედი მანქანამდე აღარ მახსოვს... კარები რომ გამოვაღე, გია უკვე ისტერიკაში იყო ჩავარდნილი. მარტო ვაიმეს ყვიროდა... ყველა გადმოვიდა მანქანიდან და დაწყნარება დამიწყეს... მზია დეიდა, გოჩა დაღუპულაო... უბედურება დაგვატყდა თავს...~ გოჩას მშობლიურ სოფელში, ყოველ 9 აგვისტოს, გოჩას სახელობის ტურნირს ატარებენ ფეხბურთში... მალე გოჩას ძმას ბიჭი შეეძინება, ომში გმირულად დაღუპული ძმის სახელს არქმევს თავის ბიჭს...
რიგითი
ბესიკ მამიაური ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008
1989 - 2008
ხრამეტი წლის ბესიკი ბიჭებისთვის მიცემულ პირობას ვეღარ შეასრულებს, ჯარიდან რომ წამოვალ, შეყვარებულს წამოვიყვან და ყველას ქორწილში გეპატიჟებითო. ის ომში დაიღუპება, რუს ინტერვენტებს ემსხვერპლა. საცხედრეში მხოლოდ დედა შეძლებს მისი დასახიჩრებული სხეულის ამოცნობას – გულზე დაკრეფილი ხელებით... ბესიკ მამიაური დაიბადა და გაიზარდა ახმეტაში, უფროს დასთან და უმცროს ძმასთან ერთად. დედა: `ძალიან თბილი, ჭკვიანი და მორჩილი ბავშვი იყო, უწყინარი... სკოლაში კარგად სწავლობდა, მაგრამ ბოლოს, მეთერთმეტე კლასში ისე ბეჯითად აღარ სწავლობდა... სკოლის დამთავრების შემდეგ, რუსთავში კოლეჯში ჩააბარა, საბანკო-საფინანსოზე, მაგრამ მომდევნო წელს თავი გაანება, ჩემი საქმე არ არისო და იურიდიულზე ჩააბარა მეორე წელს. პირველი კურსი არ ჰქონდა დახურული, ჯარში რომ გაიწვიეს. თვითონაც ძალიან უნდოდა ჯარში წასვლა. ყოველთვის ამბობდა, ომი თუ იქნება, აუცილებლად წავალ და ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვისო... დაუზარელი და მშრომელი ბიჭი იყო, სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, არდადეგებზე ყოველთვის მუშაობდა და თავისი შემოსავალი ჰქონდა, სულ პირველად რომ ხელფასი აიღო, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს და მე მომცა, იმკურნალეო... ჯარში წასვლისას ვალები დაარიგა, ვინმემ ცუდად არ შემომხედოს და ცუდი თვალი არ გამაყოლოსო...~ ბესიკ მამიაური 2008 წლის 27 მაისს წაიყვანეს ჯარში. დედა: `წინა ღამით ბიჭებთან ერთად იქეიფა, მერე დაწოლას აპირებდა, მაგრამ ვერ ისვენებდა, თვალს ვადევნებდი. რომ ვეღარ დავინახე, საძებნად გავედი, გასასვლელთან ალუბალი გვიდგას, იქ იყო და ალუბალს ჭამდა. ვკითხე ხომ არ ნერვიულობ-მეთქი, არა, უბრალოდ, კიდევ როდის მომიწევს მე ალუბლის ჭამა არ ვიცი და ახლა შევჭამ, ჟინს მოვიკლავო. გაცილებისას მითხრა: ცრემლით არ გამაცილოო. ყველანაირად ვეცადე, რომ არ მეტირა... სანამ ჯარში წავიდოდა, მეუბნებოდა, შემოდგომით ცოლი უნდა მოვიყვანოო. 15 წლის გოგო უყვარდა _ მარი. ვთხოვე, ჯერ ბავშვები ხართ, ისწავლე, მარიც გაიზრდება და მერე დაქორწინდით-მეთქი. ბოლოს ბიჭებისთვის უთქვამს, ჯარიდან რომ წამოვალ, მარის წამოვიყვან და ყველას ქორწილში გეპატიჟებითო. ძალიან უყვარდა ეს გოგო, სულ მთხოვდა მარიზე ცუდი არაფერი თქვა, თუ მარიამს რამეს ვუყიდდი, მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა... ჯარში წასვლამდე უნახავს მარი და უთქვამს, ჯარიდან რომ ჩამოვალ, ცოლად გამომყვები, მქონდეს იმედიო? მარის უთქვამს, როცა მეტყვი მაშინ გამოგყვები ცოლადო... ბესიკი რომ გარდაიცვალა, მარი ჩამოვიდა, სულ აქ იყო, რაც კი მქონდა მისთვის ნაყიდი, ყველაფერი გავატანე...~
ბესო ჯარში წავიდა. თავიდან ქუთაისში იყო, კარანტინის გავლის შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა. დედა: `27 მაისს რომ გავაცილეთ და წავიდა, მის მერე ვეღარ ვნახეთ ბესიკი. ყოველ შაბათ-კვირას რეკავდა. ომის პერიოდში ძალიან ჭირდა დაკავშირება, ბოლოს თავის ძმას ელაპარაკა 6 აგვისტოს, ჩემმა უმცროსმა ბიჭმა უთხრა, დედას ისე უნდა შენთან ლაპარაკი, ისე ნერვიულობს, ლამის გაგიჟდესო. ბესოს უთქვამს, დაამშვიდე დედა, ჩვენ არ გვეხება ომში წასვლაო. 7 აგვისტოს წაიყვანეს გორში, ბიჭებმა რომ იკითხეს სად მივდივართო, გორში `ტეკი~ უნდა გავამაგროთო, შემდეგ ერედვში გადაიყვანეს. და დაბომბვაც დაწყებულა... 8 აგვისტოს დაიღუპა... ოთხი ბიჭი ერთად იყვნენ, ბომბი რომ დავარდა, იმ წამს არ აფეთქებულა, ესენი წამომდგარან, მერე ამბობდნენ, ეს ბომბი ზემოთ იშლება და რომ არ ამდგარიყვნენ, არაფერი მოუვიდოდათო... დამძიმებული მქონდა გული, მაგრამ კონკრეტულს ვერაფერს ვაბრალებდი. 9 აგვისტოს მთელმა რაიონმა იცოდა ჩემი შვილის გარდაცვალების ამბავი და მე არ მაგებინებდნენ. შემდეგ ერთმა მოხუცმა კაცმა უთხრა ჩემს მეუღლეს, ასე ამბობენ, ბესიკი დაჭრილია, გადადი გამგეობაში, იქნებ გითხრან ბესიკზე რამეო. ჩემს მეუღლეს გამგეობაში უთხრეს დაჭრილიაო... ჰოსპიტალში იყო მიყვანილი, სახე დაზიანებული ჰქონდა, სასწრაფო იყო ჩასული ახმეტიდან, არ გამოატანეს, სახელი სწორად ეწერა, მაგრამ გვარი იყო შეცდომით და ამის გამო არ ატანდნენ. 9 აგვისტოს საღამოს გვითხრეს, აღარ არის თქვენი შვილი, თქვენ უნდა წახვიდეთ და ამოიცნოთო... ჩემმა მეუღლემ რომ დაიწყო მზადება, ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი, ბავშვი აღარაა ცოცხალი, შენ სახლი გაამზადეო... სახლში რა გამაჩერებდა, წავედით ჰოსპიტალში... შიგნით არ შეგვიშვეს. ჩემი მეუღლე და სიძე შევიდნენ, ბავშვს სახე ჰქონდა დამწვარი და ჩემს მეუღლეს ეჭვი ეპარებოდა, არ ვიცი ბესოა თუ არაო, ორჯერ გამოვიდა... შემდეგ პოლიციელმა მითხრა, ქალების შესვლა არ შეიძლება, მაგრამ რადგან ესენი ვერ ცნობენ, შემოდით, იქნებ თქვენ ამოიცნოთო... შევედი... გულზე ხელები ჰქონდა დაკრეფილი და ბავშვი ხელებით ვიცანი... ვთქვი, ბესოა-მეთქი და მაშინვე უკან გამომიყვანეს... საქორწილოდ გამზადებული ბიჭი, მკვდარი მოვასვენეთ სახლში... ამბობდა, ისეთი მაგარი ადვოკატი უნდა დავდგე, ყველა ჩემთან უნდა მოდიოდესო... და ახალი გათხოვილი ჰყავდა და ამბობდა, დისშვილი რომ მეყოლება, უნდა წამოვიყვანო და მე უნდა გავზარდოო.... 3 მარტს, დილით, დედის დღე არ მომილოცა, ვიფიქრე დაავიწყდა-მეთქი, მაგრამ შუადღისას მოვიდა, დედა, ნახე რა მოგიტანეო და ყვავილები მომართვა... 115
გეგონა, დამავიწყდა, დღეს დედის დღე რომ არისო... მპირდებოდა, დაბადების დღეზე ძალიან მაგარი ჩანთა უნდა გიყიდოო... უყვარდა საჩუქრის გაკეთება. თბილი და მხიარული ადამიანი იყო, რომ დალევდა, მაშინვე ალვანში მიდიოდა თავის დასთან...~ გიორგი პავლიაშვილი, ბესოს ბავშვობის მეგობარი: `ძმებივით ვიყავით გაზრდილები. თუ ის მოიყვანდა ცოლს პირველი, მე უნდა ვყოფილიყავი მეჯვარე, თუ მე _ ის უნდა ყოფილიყო... მარის მოტაცებასაც ვაპირებდით, მაგრამ მერე გადაიფიქრა, ამბობდა: ჯარიდან რომ ჩამოვალ, მერე მოვიყვან ცოლადო... ჯარში რომ მიდიოდა, მეც მინდოდა წასვლა, მაგრამ არ წამიყვანეს, 2 თვე მაკლდა 18 წლის შესრულებას. ძალიან წყნარი, მშვიდი და მეგობრული ბიჭი იყო. ყველას უყვარდა. ხშირად მივდიოდით ხოლმე სადმე და ვქეიფობდით, ვთევზაობდით. ჯარში რომ იყო, ტელეფონზე ხშირად ვსაუბრობდით, იმ დღესაც ველაპარაკე, რომ დაიღუპა, დაგვიმალა, არ გვითხრა ომში რომ იყო, არ მჯეროდა და გავეხუმრე კიდეც, კარგი ერთი, შენ რუსის ტყვია რას დაგაკლებს-მეთქი. ამბობდა, ჩვენ რუსები ვერ მოგვერევიანო... საღამოს დაგირეკავ-მეთქი ვუთხარი, მაგრამ საღამოს ვეღარ დავუკავშირდი, ტელეფონი უკვე გათიშული იყო...~ დედა: `ჩემმა უმცროსმა ბიჭმაც გადაწყვიტა კონტრაქტზე წასვლა, დაიწუნეს, და უკან გამოუშვეს, ჩვენც წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ ამბობს, მირჩევნია მეც ჩემი ძმასავით სახელით მოვკვდე, ვიდრე ასე ვიაროო...~ ხათუნა მამიაური, ბესიკის და: `ჩემზე ხუთი წლით
116
უმცროსი იყო ბესო... ხშირად ვურჩევდი, მიჯერებდა... ხან ისე არც იქცეოდა, როგორც ვარიგებდი, მაგრამ მისმენდა, არ მეპასუხებოდა. ძალიან წყნარი, თბილი, მოსიყვარულე ბიჭი იყო. ჭიანჭველას ფეხს რომ არ დააბიჯებდა, ისეთი ადამიანი იყო... სხვანაირი და-ძმობა გვქონდა... მარი რომ შეუყვარდა, სულ სხვანაირი გახდა, უფრო ლაღი და ბედნიერი იყო. პირველად მე გამაცნო შეყვარებული, მეკითხებოდა, მოგეწონაო... ალვანში ვარ გათხოვილი, ძალიან უყვარდა ჩვენთან ამოსვლა, ჩემს მეუღლესთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, კარგად უგებდნენ ერთმანეთს. ჯარში წასვლის წინა დღესაც იყო ამოსული ალვანში. ძალიან მხიარული იყო, ერთხელ არ უთქვამს, ჯარს როდის მოვიხდიო, პირიქით, სულ ამბობდა, ყველა ვაჟკაცი ჯარში უნდა იყოს ნამყოფიო... ვეხვეწებოდი, იქნებ გადაიფიქრო და აღარ წახვიდემეთქი, მაგრამ იღიმებოდა. ნუ გეშინია, ჯარში მივდივარ განა ომშიო... ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. იმ პერიოდში გული ცუდს არ მიგრძნობდა, მაგრამ ომი, რომ დაიწყო, საშინლად ვნერვიულობდი, აღარ ვიცოდი რა მექნა... ტელეფონს ხელიდან არ ვუშვებდი, გაუჩერებლად ვრეკავდი, მაგრამ ვერავის ვუკავშირდებოდი... მისი გარდაცვალების ამბავი თავიდან დამიმალეს. მეზობელმა მითხრა: შენი ძმა ყოფილა დაჭრილიო... არ მახსოვს სახლიდან როგორ გამოვედი, მაშინვე ახმეტაში წავედი, საავადმყოფოში ვაპირებდი მისვლას... ამ დროს უკვე მის ჩამოსასვენებლად იყვნენ წასული. სიცილით გავაცილე, მაგრამ ცრემლით მოვიყვანეთ უკან... დრო გადის და ტკივილი არ ნელდება, უფრო და უფრო მენატრება... ჩემი პატარა, გმირი ძმა...~