„ინტელექტის“ საბავშვო-საყმაწვილო კატალოგი წიგნის საახალწლო ფესტივალისთვის, 2022

Page 1

მეგობარო, თუ გინდა გაიცნო ფეხბურთელი კნუტი კუსა, მომღერალი ყვავი, გამრჯე ბაჭია და მისი მეზობლები, ტია, წია, პეპელა და ლადო, ზოოპარკის ბინადრები, სამი კნუტი: ცეტა, ზანტა და ბუტია. ისწავლო ანგარიში, ქართული ანბანი, მუსიკალური ნოტები, ტყუილი და მართალი. ჩემთან ერთად ითამაშო ლახტით, მორთო ნაძვის ხე და ყური უგდო თოვლის პაპის ნათქვამს. გაიგო რა მისწერა კურდღელმა ციყვს, რას გვიამბობს ციყვი ცირა, როგორ აღნიშნეს ღრუტუნიას დღეობა, ვინ გაიმარჯვა კალიების შეჯიბრში, რატომ გახდა ავად ხუთიანი, სად დაიკარგა პატარა დათოს ქუდი, საით მიჰქრის უცნაური ორთქმავალი და რატომ დადის დიდი სპილო მუდამ ფეხშიშველი – მაშინ დამიმეგობრდი და ერთად წავიკითხოთ ჩემი საყვარელი ქართველი მწერლების ესმა ონიანის, ოთარ ჭილაძისა და გივი ჭიჭინაძის ჩვენთვის დაწერილი ლექსები. სოფოკირთაძისილუსტრაციებით დათუნია დრუნჩა გივი ჭიჭინაძე, ესმა ონიანი, ოთარ ჭილაძე yvelaze patarebisTvis
13.00
„თუკი თქვენ გჯერათ სასწაულების ან უკვე აღარ გჯერათ; თუ ხშირად ფიქრობთ, როგორ უნდა გაუძლოს ობოლმა ბავშვმა სევდას; თუკი გაინტერესებთ, რატომ ხედავს ერთი იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ, მაშინ გაიცანით მანათობელ პეპლებად გადაქცეული დედის კოცნები, აჩლაჩულა და აფლაფატო, ბრაზო და ღიმო, ცისტერნა, რომელიც ფერად წყალს ყიდის, მოღიმარი გრამოფონი, კეთილი კლოუნი, დაკარგული ქუდების ქვეყანა და ერთფეროვანი ყოველდღიურობა გაილამაზეთ. წიგნი მასწავლებლებს საინტერესო გაკვეთილების ჩატარებისკენ უბიძგებს, მშობლებს დაეხმარება ბავშვების გულების გასათბობად, მოზარდებს მშვენიერების შემჩნევას ასწავლის, ბავშვობამონატრებულ მკითხველს კი სევდიან ფიქრებს აუშლის, თუმცა, „სევდაც უნდა გამოსცადო ხანდახან, რომ უკეთ იგრძნო, რა არის სიხარული...“ – ლელაკოტორაშვილი თაკობაქრაძისილუსტრაციებით კაცი და მისი უცნაური პიანინო გურამ პეტრიაშვილი mozardebis qarTuli sakiTxavi
12.00
გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები განსხვავებულ ადამიანებზეა. ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და იმაზე მეტს გრძნობენ და განიცდიან, ვიდრე – სხვები. ზოგჯერ ზღაპრის გმირების იმედები, გულწრფელობა, ოცნებები გაუგებარი ხდება, მაგრამ დარღვეულ ჰარმონიას ისევ თანადგომა, სიხარულის გაზიარება და კეთილი ღიმილი ავსებს. იაგიგოლაშვილისილუსტრაციებით ირინეს ზღაპრები გურამ პეტრიაშვილი mozardebis qarTuli sakiTxavi
11.00
„ლილი ალფაიძის ზღაპრები ჩანახატებს ჰგავს, ლაკონიურია და თანამედროვე ცხოვრების რეფლექსირებით ბავშვებთან სასაუბრო თემებს ხსნის – თითქოს ზღაპრის წაკითხვით ამბავი კი არ სრულდება, არამედ ეს მშობელსა და შვილს შორის დიალოგის ბიძგია. რასაც ბავშვები ვერ გაიგებენ, პასუხი დიდებმა უნდა გასცენ, პატარებთან ერთად იფიქრონ და იმსჯელონ თემებზე, რომლის წამოწევასაც ავტორი ცდილობს: მიუსაფარი ცხოველების მოვლა, ბოდიშის მოხდის მნიშვნელობა თუ სიკეთის გადამდები ბუნება. ამ წიგნის ავტორი ზღაპრებს ბავშვობიდან წერდა – ქმნიდა ერთგვარ თავშესაფარს და რეალობის უკეთეს ალტერნატივას, რის საშუალებასაც ეს ჟანრი იდეალურად იძლევა. 12 წლისას, როცა უკვე დაუგროვდა ჩანაწერები, სახელოვანი მწერლისგან, ოტია იოსელიანისგან დიდი სტიმულიც მიუღია: „ფანტასტიკურ სახელებს იგონებ და ბევრი უნდა წეროო“. – ეკატერინეტოგონიძე ხატიაჩიტორელიძისილუსტრაციებით ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა ლილი ალფაიძე mozardebis qarTuli sakiTxavi
16.00
რა ხდება მას შემდეგ, რაც ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანი სხვა სამყაროში გადაინაცვლებს და დიდ მოგზაურობას იწყებს; როგორ შეიძლება ყველაზე სევდიანი და ნაღვლიანი ამბავი დიდ თავგადასავლად იქცეს? ეს არის წიგნი დედასა და შვილზე, მათ ჯადოსნურ კავშირზე, რომელსაც ვერანაირი ამქვეყნიური განსაცდელი ვერ მოერევა. ეს არის წიგნი, სადაც თითოეული სიტყვა ცოცხალი ემოცია და განცდაა. პატარა სესეს ამაღელვებელი, საოცარი ამბავი ამავე დროს დედამისის ტკივილის და მონატრების ამბავიცაა. სწორედ ამ ტექსტში შეეცადა დედა, რომ თავის ბიჭი არ დაეკარგა. სიტყვებს ერთი უცნაური თვისება აქვთ – ისინი ცოცხლდებიან და ხდებიან ხოლმე. ამიტომაც ეს წიგნი იქცევა სახლად სესესთვის და სახლად დედისთვის, და მგონია, რომ ძალიან ბევრი დედა, ძალიან ბევრი შვილი იპოვის აქ თავშესაფარს. ანაიმედაშვილისილუსტრაციებით გზა ვარსკვლავებამდე არც ისე შორია ინა იმედაშვილი mozardebis qarTuli sakiTxavi
10.00
„ინგა მილორავა, ძალიან თავმდაბალი, ჩუმი, საოცარი ადამიანი იყო, არავის რომ აწუხებს და მის შესახებ შეიძლება ბევრმა არ იცის. ის არამხოლოდ საბავშვო ზღაპრებს წერდა, არამედ ესეებსაც, პიესებსაც, მოთრობებსაც. რომანიც აქვს დაწერილი. ძალიან მიყვარს წინასიტყვაობის გაცნობა, რადგან წიგნი არ არის მარტივი სამყარო და ამ სამყაროში შესვლისთვის გჭირდება სხვა ადამიანი, და ამ შემთხვევაში, ავტორი ხსნის რა განსხვავებაა ლიტერატურულ ზღაპარსა და ხალხურ ზღაპარს შორის. ინგა მილორავას ზღაპრები სულ სხვა ზღაპრებია, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არ არის პატარებისთვის, მაგრამ მე თუ მკითხავთ, სწორედ პატარებისთვისაა“. – დათოტურაშვილი წიგნიგაფორმებულიაავტორისილუსტრაციებით წუთისოფელი ასეა ინგა მილორავა mozardebis qarTuli sakiTxavi
22.50
სალამია კუნძული-სახელმწიფოა, და თუ რატომ გადაწყვიტა მისმა მეფემ თავისი ქვეყნის გალავანში მოქცევა, ამას მკითხველი თანდათანობით შეიტყობს. სალამიას მეფეს მთელი მისი მმართველობის განმავლობაში ებრძვის გუია, რომელსაც ბევრი თანამემამულისაგან განსხვავებით, სჯერა, რომ შესაძლებელია შეუძლებლის მიღწევა – ვთქვათ, ცაში მოგზაურობა, ან სულაც – ხელმწიფის ჩამოგდება. მეფესაც და გუიასაც უყვართ თავიანთი სამშობლო და, ამავე დროს ერთი მშვენიერი სალამიელი ქალიშვილიც, სახელად ანონა. ლიტერატურულ ზღაპარში მოთხრობილია სახელმწიფოსა და ხალხის, ჩინოვნიკებისა და სალამიას მკვიდრთა ურთიერთობების ამბები. ადამიანებთან ერთად სალამიას გმირებია: ზღვა, მდინარე, ნაკადული, მერცხალი, ხეები... ყველაზე საინტერესო ამბავი კი, რა თქმა უნდა, ფინალში ვითარდება... წიგნიგაფორმებულიაავტორისილუსტრაციებით. სალამია გურამ ოდიშარია mozardebis qarTuli sakiTxavi
14.00
მანანა გოგაშვილის ზღაპრების კრებული „დადუდა“ ბავშვებს მხიარულ და ფერად სამყაროში ეპატიჟება. ამ სამყაროს მთავარი მასპინძელი დადუდაა – ბიჭი, რომელსაც ერთხელ დაესიზმრა, რომ ბუნების ენა იცოდა. დადუდას ზღაპრულ ამბებში ყველა ბავშვი მისთვის საინტერესო და საჭირო აზრს ამოიკითხავს, დადუდასგან რჩევასაც მიიღებს იმაზე, თუ როგორ ვძლიოთ შიშს ან უმადურობას, ან მოისმენს იმის მაგალითს, თუ როგორი უსარგებლოა, იყო სულ მუდამ გაბუტული ან გაბრაზებული... დადუდა მანანა გოგაშვილი mozardebis qarTuli sakiTxavi წიგნიგაფორმებულიათამთაჯომარდიძისილუსტრაციებით.

m a n a n a g o gaS vi l i daduda daduda

15.00
საშლელები თამარ გეგეშიძე „საშლელები“ საბავშვო მწერლის, თამარ გეგეშიძის, რიგით მეორე წიგნია, რომელიც ერთნაირად საინტერესოა როგორც მოზარდებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ცამეტი წლის ანას ჩვეულებრივი ცხოვრება სავსეა მძაფრი ემოციებით – სიხარულითა და დარდით, შეცდომებით, რომელთა გამოსწორებასაც ყოველთვის ვერ ახერხებს და ადამიანებით, რომლებთან ურთიერთობაც საკუთარ თავში სხვადასხვა თვისებას აღმოაჩენინებს ხოლმე. ამიტომ წიგნში უამრავი კითხვაა, რომელსაც მოზარდი საკუთარ თავს უსვამს: რატომ ვიქცევი ასე და არა სხვაგვარად? ვინ არის ჩემი მეგობარი? როგორ მოვხვდით ერთ ოჯახში ამდენი განსხვავებული ადამიანი? მართლა მომწონს თუ არა ის, რაც მომწონს? რა სურთ მოზარდებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან, რა უნდათ სინამდვილეში, თუმცა ერთი რამ ზუსტად იციან – უნდათ, რომ მათ აზრს პატივი სცენ, რომ გარშემომყოფებმა მოუსმინონ, უთანაგრძნონ, ხანდახან კი უბრალოდ მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან. ეს წიგნიც სწორედ ამაზეა და მისი წაკითხვის შემდეგ, მშობლები და შვილები, მასწავლებლები და მოსწავლეები, ცოტა უფრო უკეთ გაუგებენ ერთმანეთს. 11.00 ეროვნული ბესტსელერი mozardebis qarTuli sakiTxavi
14.00 რა ვიცით თოთხმეტი წლის ბიჭზე, რომელსაც არ ჰყავს ავტორიტეტები, თითქოს არაფერი იტაცებს და გულგრილობის ნიღაბს ამოფარებული მხოლოდ იმას ნატრობს, მისგან არაფერი მოითხოვონ? ან რა შეიძლება, ვიცოდეთ ერთი ჩვეულებრივი მასწავლებლის ცხოვრებაზე, მის განცდებზე, მიღწევებზე, შეცდომებსა თუ მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე? ამოვიცნობთ კი ადამიანს საკლასო ოთახში, სადაც ის ცდილობს, მოსწავლეებს საკუთარი ძალა და უპირატესობები აჩვენოს,
ყველაზე მეტად მათთან მეგობრული საუბრები ხიბლავდეს? თამარ გეგეშიძის წიგნში „ჩუმად უნდა იჯდე“, ორი მთავარი პერსონაჟია – 14 წლის შიო და მისი მასწავლებელი მაკო, შესაბამისად, მოვლენებსაც ორი მხარე აქვს. შემთხვევითობისა თუ გაუგებრობის გამო, ეს ორი გმირი ერთმანეთს უპირისპირდება და შემდეგ ყველაფერი, პირდაპირ თუ ირიბად, ამ კონფლიქტს უკავშირდება – სკოლის ისტორიები, მეგობრების მოსაზრებები, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, ფიქრიც კი. ორივე პერსონაჟისთვის სკოლა გადაკვეთის წერტილია, ადგილი, სადაც ყოველთვის რაღაც იცვლება და სადაც ერთ დღეში კარგავ ან პოულობ საკუთარ თავს. ჩუმად უნდა იჯდე თამარ გეგეშიძე
თუნდაც
ნისლებში და ნისლებს მიღმა ნატო დავითაშვილი 15.00 „ფენტეზის მკითხველი საქართველოში იცნობს ნატო დავითაშვილს, იცნობს და ელოდება მის ახალ ტექსტებს; იცნობენ მის სიზუსტეს, ჟანრის ერთგულებას, შთამბეჭდავი ფენტეზის შექმნის მრავალმხრივ და დახვეწილ ხერხებს, ამიტომ მის წიგნებს ფენტეზის ქართულ, თანამედროვე ბიბლიოთეკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ნატო დავითაშვილის მკითხველმა იცის, რომ ქართული მითოსი ის საყრდენია, რაზეც „იროელთა ქრონიკების“ ყველაზე მოულოდნელი, ყველაზე ჯადოსნური თავგადასავლები დგას. ამბები და კავშირები, სტრუქტურა და არქიტექტურა – ყველაფერი, რაც უძველესი მითოსიდან ამოდის და თან ფენტეზის სრულიად თანამედროვე, უშეცდომო და ახალ სამყაროს ქმნის.“ – ელისოკაპანაძე mozardebis qarTuli sakiTxavi
გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა ნატო დავითაშვილი ოთხი მხარე და ოთხი სვეტი ნატო დავითაშვილი როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან ნატო დავითაშვილი ამბავი ლილე იროელისა ნატო დავითაშვილი 11.00 9.00 14.00 14.00
Targmnili literatura ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ ამ პლანეტაზე უკლებლივ ყველა დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ვინც არ უნდა ვიყოთ, ეს ჩვენი უფლებებია და შეუძლებელია ვინმემ წაგვართვას. თავისუფლება, მშვიდობა და სამართლიანობა მთელ მსოფლიოში ამ უფლებებზეა დაფუძნებული. ეს უნიკალური წიგნი „ამნესტი ინტერნეიშენალთან“ პარტნიორობით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ხელმოწერიდან 60 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოიცა. დეკლარაციის ოცდაათივე მუხლი უმშვენიერესადაა გაფორმებული მსოფლიოში აღიარებული ილუსტრატორების მიერ. ინგლისურიდანთარგმნაგვანცაჯობავამ ილუსტრირებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
18.00
წიგნი გაფორმებულია დენიზედამანტისილუსტრაციებით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი ბოდურ ალ კასიმი იუნესკო ყოველწლიურად, 23 აპრილიდან – რომელიც იუნესკოს მიერ / მის მიერვე დაფუძნებული წიგნის საერთაშორისო დღეა – მომდევნო წლის 22 აპრილამდე, ერთ ქალაქს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ტიტულს ანიჭებს. შერჩეული ქალაქი იღებს ვალდებულებას, ამ ერთი წლის განმავლობაში ჩაატაროს წიგნთან, კითხვასა და ლიტერატურასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა, რაც ხორციელდება სპეციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, წიგნიერებისა და კითხვის შესახებ, ასევე ბიბლიოთეკებისა და წიგნის მაღაზიების ფასდაუდებელი ფუნქციის გააზრების კუთხით აამაღლოს ცნობიერება; წარმოაჩინოს წიგნის მაცოცხლებელი კულტურის მასშტაბური სარგებელი. წარმოაჩინოს ის, თუ რამდენად დიდია წიგნის მაცოცხლებელი კულტურის სარგებელი. Targmnili literatura
15.00
მოჩითული თავშალი, ხელით ნაქსოვი ქვედაკაბა და მოწნულ შვილიშვილებს მათთან სტუმრად ჩასული ბებია, რომელიც პირ დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი ამბები წინ ელოდებათ არა მხოლოდ საკუთარი ოჯახი შემოიკრიბოს, არამედ სიკეთე გადაეყრება მე-19 საუკუნის კლასიკოსი ჩეხი მწერლის, ბოჟენა ნემცოვას რომ ოჯახის, საზოგადოების იმ ნატიფ, ფაქიზ და მშვენიერ ისტორიას ეძ ერთად ჩაბარდა წარსულს. ახლა ამ ეპოქას ზოგჯერ ნოსტალგ ესაა უნიკალური ადამიანური გამოცდილება, დროსთან და სამ ანაბეჭდები. ნემცოვას რომანის გმირი, მტრედებდაკოსებულ-შ მკაფიო სახე-სიმბოლოა, რომელიც ბევრს საკუთარ წინაპრებ ავტორი ამბობს, ამ წიგნსაც ისეთი გატაცებით წააკითხებს, როგორ Targmnili literatura ბებია სურათები სოფლის ცხოვრებიდან ბოჟენა ნემცოვა მოჩითული თავშალი, ხელით ნაქსოვი ქვედაკაბა და მოწნული კალათა – ასეთი დაამახსოვრდებათ შვილიშვილებს მათთან სტუმრად ჩასული ბებია, რომელიც პირველად იხილეს. მე-19 საუკუნის კლასიკოსი ჩეხი მწერლის, ბოჟენა ნემცოვას რომანი „ბებია“ ადამიანური ურთიერთობების, ოჯახის, საზოგადოების იმ ნატიფ, ფაქიზ და მშვენიერ ისტორიას ეძღვნება, რომელიც გარდასულ ეპოქასთან ერთად ჩაბარდა წარსულს. ნემცოვას რომანის გმირი, მტრედებდაკოსებულ-შლაპიანი ბებია ამ დროისა და ცხოვრების მკაფიო სახე-სიმბოლოა, რომელიც ბევრს საკუთარ წინაპრებსაც გაახსენებს და, როგორც დასაწყისში ავტორი ამბობს, ამ წიგნსაც ისეთი გატაცებით წააკითხებს, როგორითაც ის იწერებოდა. წიგნიგაფორმებულიანინოჩაკვეტაძისილუსტრაციებით ინგლისურიდანთარგმნაბარბარემიქელაძე-ჭიჭინაძემ
b e bi a bo Je n a n e mcov a nino C a kv eta Zi s i l u stra ci e bi T ing lis ur ida n Tar gmna barbare miqelaZe-WiWinaZem წნული კალათა – ასეთი დაამახსოვრდებათ რველად იხილეს თუმცა აღმოჩნდება, რომ , რადგან მათი ბებია შეძლებს, გარშემო და სიყვარული აჩუქოს ყველას, ვინც გზად რომანი „ბებია“ ადამიანური ურთიერთობების, ეძღვნება, რომელიც გარდასულ ეპოქასთან გიით, ზოგჯერ ღიმილით იგონებენ. თუმცა, ყაროსთან ჰარმონიაში მყოფი ცხოვრების ლაპიანი ბებია ამ დროისა და ცხოვრების საც გაახსენებს და, როგორც დასაწყისში როგორითაც ის იწერებოდა 25.00
gakveTilebis sakiTxavi დიდი ირლანდიელი მწერლის, ჯონათან სვიფტის სათავგადასავლო წიგნი „გულივერის მოგზაურობა“ დღემდე არ კარგავს მთელ მსოფლიოში პოპულარობას, მისი პირველი გამოცემიდან ორი საუკუნის შემდეგაც კი. ეს, უპირველეს ყოვლისა, მისი ჩამთრევი და მრავალფეროვანი სიუჟეტის, მწვავე სათქმელისა და იმ მანკიერებებზე გროტესკის გამოა, რაც დღემდე აქტუალურია, ნებისმიერი ეპოქისა და ფორმაციის ადამიანისთვის. წიგნში მოთხრობილია ქირურგ ლემუელ გულივერის მოგზაურობა ფანტასტიკურ, გამოგონილ ქვეყნებში. მწერლის მახვილგონიერება გმირის თავგადასავლებს მსოფლმხედველობრივი განსჯის ასპარეზად აქცევს, იუმორი კი ფილოსოფიურ გადახვევებს სილაღეს ანიჭებს. ინგლისურიდანთარგმნესზაზაჭილაძემდაგია ჭუმბურიძემ გულივერის მოგზაურობა ჯონათან სვიფტი 14.00 gakveTilebis Semdeg sakiTxavi
რომანის მთავარი გმირი – არნოლდი არსებულ რეალობას უმხედრდება და ორ სამყაროს შორის აღმოჩნდება მომწყვდეული. ბიჭს ორივე სამყარო უარყოფს. დღისით სკოლაში დადის, სადაც „თეთრები“ მას უყურებენ,
ბიჭის ენით გვიყვება ყველაფერზე – შიმშილზე, ალკოჰოლიზმზე, რასიზმისა და ცრურწმენების ბარიერებზე, ბულინგზე, სიკვდილზე, მასტურბაციაზე; არნოლდი ოცნებობს მხატვარი გახდეს და წიგნის მეოთხედ ნაწილს შეადგენს მისი სკეტჩები თუ კომიქსები, რომლებიც რომანის განუყოფელ ნაწილსწარმოადგენს. სასაცილო, ზოგჯერ ღვარძლიანი ნახატები, შესანიშნავად გვიჩვენებენ არნოლდის ემოციებს, მის ხასიათს და ტკივილებს. ინგლისურიდანთარგმნაგიაბერაძემ დროდადრო ინდიელის აბსოლუტურად მართალი დღიური შერმან ალექსი gakveTilebis sakiTxavi 11.00
როგორც რაღაც უცნაურ არსებას, საღამოს კი შინ ბრუნდება, რეზერვაციაში, სადაც ეზიზღებათ, იმის გამო, რომ „თავის ფესვებს უღალატა“. წარმოშობით ინდიელი, თანამედროვე ამერიკელი მწერალი შერმან ალექსი 14 წლის
მარკ ტვენის უბერებელი საყმაწვილო რომანი „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის დასაბამადაც მიიჩნევა. მართალია, ის გამოსვლის დღიდან არაერთხელ აკრძალეს სხვადასხვა მიზეზით, სასკოლო პროგრამიდანაც ამოიღეს, მაგრამ საბედნიეროდ, ამ წიგნს გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი და მკითხველი გამოუჩნდა, რომელთაც იმთავითვე განსაზღვრეს რომანის მნიშვნელობა და განუმეორებლობა. ვინც მდინარე მისისიპის ნაპირებზე არასდროს მოხვედრილა, ვისაც უყვარს ფათერაკიანი თავგადასავლები და აკრძალულ, ადამიანის ფეხდაუდგმელ ადგილებში ხეტიალი, თამამად შეუძლია გაჰყვეს უშიშარ, გონიერ და უცნაურ ბიჭს – ჰაკლბერი ფინს, რომელსაც, თავის მეგობარ ტომ სოიერთან ერთად, ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრებას სწორედ შფოთიანი და ფათერაკებით სავსე ამბები ურჩევნია, რადგან კარგად იცის, რა იდუმალი, მოულოდნელი და საინტერესოა ასეთი ცხოვრება. ინგლისურიდანთარგმნესზაზაჭილაძემდაგია ჭუმბურიძემ ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი მარკ ტვენი 13.00 gakveTilebis Semdeg sakiTxavi gakveTilebis sakiTxavi mark tveni იაკობ გოგებაშვილის პრემია საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში
პენი ჯოლსონი თანამედროვე ინგლისელი მწერალია. ის ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობს ჰერდფორდშირში, ლონდონთან ახლოს. წლების განმავლობაში პენი ჯოლსონს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა და გადაწყვიტა ამ ბავშვების შესახებ წიგნები დაეწერა. პენი ჯოლსონს რომანი „მე არაფერს ვმალავ“ რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი და ნომინანტია მოზარდებისთვის განკუთვნილი წიგნების კატეგორიაში. თოთხმეტი წლის გოგონას – ჯემას ცერებრული დამბლა აქვს და რომანს პირველ პირში მოგვითხობს. მან მკვლელობის შესახებ შეიტყო, მაგრამ ვერავისთვის გაუმხელია ეს ამბავი, რადგან არც ლაპარაკი შეუძლია და არც მოძრაობა. თუმცა, შეიძლება მალე რაღაც შეიცვალოს... ინგლისურიდანთარგმნათამარსუბელიანმა მე არაფერს ვმალავ პენი ჯოლსონი 11.00
1971 წლის აპრილში 12 წლის შვედი გოგო, სარა იუნგკრანცი, პირველ, ძალზე გაბედულ და პირდაპირ წერილს სწერს თავის თანამემამულეს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და საყვარელ საბავშვო მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს. სარა იმედოვნებს, რომ ცნობილი მწერალი მას ფილმ „თეთრ ქვაში“ ფიდელის როლზე სასინჯ გადაღებებში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება. ცნობილი მწერალი იმდენად მკვახე წერილით პასუხობს, რომ სარა მას ნაკუწებად აქცევს და ტუალეტში ჩარეცხავს. მოგვიანებით კი კიდევ ერთ, უფრო გაწონასწორებულ და თბილს წერილს მისწერს, რომელიც მათი მრავალწლიანი გაბმული მიმოწერის დასაწყისი გახდება. ამ მიმოწერის ყველაზე აქტიური ფაზა სარას ცხოვრების ყველაზე რთულ და პრობლემებით სავსე ხანას ემთხვევა. მწერალი თავისი თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. 1971 წლიდან 2002 წლამდე მათ ერთმანეთს 80 წერილი მისწერეს, რომელიც ლიტერატურათმცოდნე და ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმის ბიბლიოთეკარმა, ლენა ტორნკვისტმა, ასტრიდ ლინდგრენის არქივში მოაგროვა და ერთ წიგნად გამოსცა. შვედურიდანთარგმნალიკაჩაფიძემ შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ ასტრიდ ლინდგრენი, სარა შვარტი 12.00 gakveTilebis Semdeg sakiTxavi
„სული-ჩიტი“ თამარ გეგეშიძის – წარმატებული მასწავლებლის – სადებიუტო რომანია, ქართველი ავტორის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე წიგნი, რომელიც გამოცემისთანავე იქცა ბესტსელერად. ლუკა თავიდან ყველას შეიძლება ერთი ჩვეულებრივი, თერთმეტი წლის ბიჭი გეგონოთ,
მათი სული გახდება და მას შემდეგ, თითოეულ მათგანს, თავისი სული-ჩიტი ეყოლება. თუმცა, სულ-ჩიტებსაც კი შეიძლება სხვა სკოლიდან გადმოსულმა ახალმა თანაკლასელმა მოულოდნელად სიმშვიდე და ჰარმონია დაურღვიოს – ისე, რომ ვეღარც შინ პოულობდნენ მოსვენებას, ვერც გაკვეთილზე და ვერც თუნდაც ერთმანეთის დაბადების დღეებზე. სული - ჩიტი თამარ გეგეშიძე 11.00 gakveTilebis sakiTxavi Tamar gegeSiZe
მაგრამ იგი სულაც არ ფიქრობს ასე და მიაჩნია, რომ მისი კარგად გაცნობაა საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს, ლუკა და მისი ახლო მეგობრები გადაწყვეტენ ცის ფრინველებიდან თავისი, საკუთარი ჩიტი ამოირჩიონ, ის, რომელიც
რა მოხდება თუ ერთ დილით გაიღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ ქართული დამწერლობა გაქრა? და რა მოხდება თუ ერთ ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობს 14 წლის ცელქი ბიჭი თომა და ჰყავს ორი ისეთი მასწავლებელი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი მასწავლებელი? ლიზა ისტორიას უბრალოდ კი არ ჰყვება, არამედ განგაცდევინებს, ხოლო ზაზა ფიზიკის შესასწავლად საჭირო ფორმულებს უბრალოდ კი არ გაზეპირებინებს, არამედ თავადაა აღმომჩენი და გამომგონებელი და შენშიც მეცნიერების სიყვარულსა და დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას აღძრავს. როგორ განვითარდება მოვლენები თუ ლიზა ქართული კულტურის გადარჩენას ცდილობს, ხოლო ზაზა და თომა ფარნავაზის ეპოქაში გადავლენ და დროის მსვლელობაში მომხდარი ცვლილების გამოასწორებას შეეცდებიან? გაიგე როგორ შეიქმნა ქართული ანბანი და როგორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ზღაპრის გმირებად კომბლეს, ასფურცელას და ნაცარქექიას მეტსახელებით იქცნენ. ორდროშობანა TORESA MOSSY 10.00 gakveTilebis Semdeg sakiTxavi
როგორია ბავშვებისთვის საოცნებო სკოლა? იქნებ ისეთი, სადაც სახელმძღვანელოები არ არის საჭირო და ბევრი დავალების შესრულების გარეშე ასწავლიან ცხოვრებას, წარმატების მიღწევის გზებს, საფრთხის მოგერიებასა და სწორი არჩევანის გაკეთებას? „უკვე შეგვიძლია, ქალაქის პრესტიჟულ სკოლაში გადაგიყვანოთ, წარმოგიდგენია?! ის სუულ სხვანაირი სკოლაა, იქ სუულ სხვანაირ საგნებს ასწავლიან. უწიგნებოდ“, – ეუბნება გახარებული დედა წიგნის მთავარ გმირს,
და საუკეთესო მეგობარი – ნიკო არ ეთმობა, მაგრამ ისიც იცის, რომ მშობლებს მისთვის საუკეთესო უნდათ და ახალ სკოლა-პანსიონში ახალი გამოწვევებით სავსე ცხოვრებას იწყებს. ადეკვატური რეაქციების გამოწრთობის გაკვეთილი, თანასწორობის გაკვეთილი, თავდაცვის გაკვეთილი, სწორი არჩევანის გაკეთების გაკვეთილი – ასეთ საგნებს ასწავლიან „სხვა სკოლაში“ – სასარგებლოდ და საინტერესოდ ჟღერს, არა? თუმცა, ნათია როსტიაშვილის ეს იუმორითა და სევდით შეზავებული წიგნი, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვისაც დაიწერა, პირველ რიგში იმას შეგვახსენებს, რისი დავიწყებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ცხოვრების სწავლების“ გზაზე – სიყვარულის, მეგობრობის, თანაგრძნობისა და თანადგომის აუცილებლობას. სხვა სკოლა ნათია როსტიაშვილი 11.00
ლეოს, რომელსაც თავისი სოფლის სკოლა, სოფი მასწავლებელი
ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსის ჩარლზ დიკენსის უაღრესად მდიდარ შემოქმედებაში თავისებურ მარგალიტად მოჩანს ეს ორიგინალური წიგნიც: „ინგლისის საყმაწვილო ისტორია“, რომლის მნიშვნელობაც მრავალმხრივია და განუზომელი. პირწმინდად საგანმანათლებლო დანიშნულების გარდა, ისტორიულისა და ლიტერატურულის, ფილოსოფიურად და ფსიქოლოგიურადაც რომ ძალიან გამოადგება ახალგაზრდა მკითხველს. დიკენსი ხომ ერთი საუკეთესო, წარმტაცი მთხრობელია, რომლის შემოქმედების საკმაო ნაწილიც სწორედ ყმაწვილებისთვისაა გამიზნული, მათთვისაც მოუწყინარ საკითხავად რომ რჩება. ბავშვის სულის მესაიდუმლემ ჩინებულად იცოდა ამ სულის ყოველი კუთხეკუნჭული და ამიტომაცაა მის რომანებში ამდენი ბავშვი-პერსონაჟი. ინგლისურიდანთარგმნესპაატადაროსტომ ჩხეიძეებმა ინგლისის საყმაწვილო ისტორია ᲩᲐᲠᲚᲖ ᲓᲘᲙᲔᲜᲡᲘ 16.50 gakveTilebis Semdeg sakiTxavi

Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.