Brochure3 preview

Page 1

















• თქვენთვის სასურველი საქონლის ან მომსახურების შეძენა ასევე შეგიძლიათ განვადების საშუალებით. განვადება - ეს არის სამომხმარებლო ტიპის კრედიტი, რომელსაც მომხმარებელი იღებს ბანკიდან, მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. როგორც წესი, თქვენ არ გჭირდებათ დამატებით ბანკში მისვლა კრედიტის ასაღებად. ხშირ შემთხვევაში, ბანკის წარმომადგენელი მოგემსახურებათ უშუალოდ იმ მაღაზიასა თუ სავაჭრო ცენტრში, სადაც გსურთ ნივთის ან მომსახურების შეძენა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ბანკს არ ჰყავს სავაჭრო ცენტრებში განვადების წარმომადგენელი და მომხმარებელს აღნიშნული მაღაზიიდან მიაქვს ე. წ. ინვოისი ბანკში, საიდანაც ამ ინვოისის საფუძველზე გამყიდველს გადაერიცხება საქონლის ან მომსახურების თანხა. განვადების უპირატესობა ისაა, რომ, როგორც წესი, მისი გაფორმების პროცედურა საკმაოდ სწრაფია. აღნიშნული ტიპის კრედიტით შეგიძლიათ დააფინანსოთ საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ელექტროტექნიკის, ავტომობილის და სხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის განკუთვნილი პროდუქციის შეძენა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში განვადებით შეძენილი საქონლის/მომსახურების ფასი შესაძლოა აღემატებოდეს საკუთარი სახსრებით (ნაღდი ანგარიშსწორებით) შეძენილი საქონლის/მომსახურების ფასს. კომერციული ბანკები ხშირად გთავაზობენ გრძელვადიან კრედიტებს უძრავი ქონების (სახლი, ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი) შესაძენად ან გასარემონტებლად, რომელიც შეიძლება 20 წლამდე ვადითაც იყოს აღებული. ეს კრედიტები თქვენი ყოველთვიური ხელფასის ან სხვა შემოსავლების გათვალისწინებით გაიცემა. ასეთი ტიპის კრედიტებს იპოთეკური სესხი ეწოდება. კრედიტებისთვის, როგორც წესი, მოითხოვება შესაბამისი უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლოა იყოს ის უძრავი ქონება, რომლის შეძენასაც ამ სესხით აპირებთ, ან/და სხვა დამატებითი უძრავი ქონება. • თუ ხელფასი გერიცხებათ საბანკო ანგარიშზე და თანხა გესაჭიროებათ მოკლევადიანი ვალდებულებების ან მოთხოვნების დასაფინანსებლად, შეგიძლიათ ისარგებლოთ სახელფასო ოვერდრაფტით. სახელფასო ოვერდრაფტი არის მოკლევადიანი კრედიტის გარკვეული ლიმიტი, რომელიც დაიშვება თქვენს მიმდინარე ანგარიშზე და გაძლევთ თანხის გამოყენების შესაძლებლობას, როცა თქვენს მიმდინარე ანგარიშზე დროებით ფული აღარ გაქვთ. ოვერდრაფტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის, მიმდინარე ვალდებულებების და მისი შემოსავლის შესაბამისად. სახელფასო ოვერდრაფტი ჩვეულებრივ ერთი წლის ვადით მტკიცდება, თუმცა ის შეიძლება განსხვავებული ვადითაც გაიცეს. მას არ გააჩნია ყოველთვიური დაფარვის გრაფიკი. მისი დაფარვა/შევსება ხდება მაშინვე, როგორც კი თქვენს მიმდინარე ანგარიშზე ჩაირიცხება გარკვეული თანხა.





























Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.