წლიური ანგარიში 2016 | 1
წლიური ანგარიში 2016 | 3
სარჩევი შესავალი
4
საზოგადოება და ბანკების გუნდი
5
ორგანიზაციის შესახებ
7
ორგანიზაციის საქმიანობა
8
საკონსულტაციო ცენტრი
9
შეხვედრები რეგიონებში
9
კვლევითი ცენტრი
10
ეკონომიკური მედია სკოლა
11
ეკონომიკის საზაფხულო სკოლა
13
მედია პროექტები
14
სტუდენტური კონგრესი
15
ეკონომიკური დებატები
16
www.sab.ge
17
www.gaige.ge
18
4 | წლიური ანგარიში 2016
წლიური ანგარიში 2016 | 5
საზოგადოება და ბანკების გუნდი ანა ბეროშვილი ადმინისტრაციული და ფინანსური მენეჯერი
გიორგი კეპულაძე დამფუძნებელი/გამგეობის თავმჯდომარე მოგესალმებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები 2013 წლის ბოლოს შეიქმნა. მისი დაარსების მთავარი მიზანი საზოგადოებას და ბანკებს შორის კომუნიკაციის დამყარება იყო. მისია ახლაც უცვლელია. ხშირია შემთხვევები, როცა იქმნება არასწორი წარმოდგენა საფინანსო ინსტიტუტებთან დაკავშირებით, ასევე ხშირად ირღვევა მომხმარებელთა უფლებები. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენმა გუნდმა თავიდანვე დაგეგმა აქტიური საგანმანათლებლო და სხვა სახის კამპანიები. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რას წარმოადგენენ ბანკები და რა პროდუქტებს სთავაზობენ ისინი მომხმარებელს. ჩვენი მიზანია ასევე ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება და მომხმარებლების უფლებების დაცვა. „საზოგადოება და ბანკების“ საკონსულტაციო ცენტრს 2016 წლის განმავლობაში 500-ზე მეტმა მომხმარებელმა მიმართა. ჩვენ შევეცადეთ, ყველა მათგანს დავხმარებოდით პრობლემის გადაჭრაში, ან მიგვეცა სასარგებლო რჩევები. 2016 წლის საქმიანობის შეჯამებისას, ასევე უნდა აღინიშნოს ეკონომიკური მედია სკოლის პროექტი, რომლის ფარგლებში 43-მა ჟურნალისტმა ეკონომიკაში საკუთარი ცოდნა გაიუმჯობესა. „საზოგადოება და ბანკებმა“ 12 კვლევა გამოაქვეყნა, განახორციელა სხვადასხვა სტუდენტური პროექტი. „საზოგადოება და ბანკები“ აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, ბანკებთან და ეკონომიკურ ექსპერტებთან. 2017 წელს ჩვენ გავაგრძელებთ წარმატებულ პროექტებს და დავგეგმავთ აქტიურ კამპანიებს, რათა ორგანიზაციის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული მოქალაქეებზე და მომხმარებლის ინტერესის დაცვაზე, ასევე მათ ფინანსურ განათლებაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს თუ ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული „საზოგადოება და ბანკების“ პროექტებში. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ანა ბეროშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა რადიო „ჰერეთში“ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, ასევე საქართველოს ბანკში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. ანას გავლილი აქვს მართვის აკადემიის და IREX-ის გრძელვადიანი ტრენინგი „მედია გაყიდვების“ მიმართულებით. იგი „საზოგადოება და ბანკებში“ 2014 წლის თებერვლიდან მუშაობს.
გივი ადეიშვილი ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი „საზოგადოება და ბანკების“ გუნდს 2015 წლის სექტემბრიდან შემოუერთდა. გივი არის კავკასიის ბიზნეს სკოლისა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2013-2015 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა. მას სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს „საქართველოს ბანკში“ და არასამთავრობო ორგანიზაციაში „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“. გივი ადეიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტთან არსებულ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) მიიღო. გერმანიის Otto-von-Guericke-ს სახელობის მაგდებურგის უნივერსიტეტში (OvGu) მას საერთაშორისო ეკონომიკისა და ფინანსების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.
ანი ალიბეგაშვილი საბანკო პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი საბანკო პროდუქტების ექსპერტის პოზიციაზე “საზოგადოება და ბანკების” გუნდს 2016 წლის თებერვლიდან შემოუერთდა. ანის საბანკო სექტორში მუშაობის ათ წლიანი გამოცდილება აქვს. მას კრედიტ ოფიცრის, პროცესინგის სამსახურის - რეგიონული მენეჯერისა და ფილიალის მმართველის პოზიციები ეკავა. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანული ენისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი. გოეთეს ინსტიტუტში მიღებული აქვს ენის კომპეტენტურად გამოყენების სერტიფიკატი.
6 | წლიური ანგარიში 2016
წლიური ანგარიში 2016 | 7
მარიამ მაღულარია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ მაღულარია „საზოგადოება და ბანკების“ გუნდს 2016 წლის მაისიდან შემოუერთდა. 2012-2015 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურში, ჟურნალისტის პოზიციაზე. დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი. ამავე უნივერსიტეტში აღებული აქვს British Council-ის სერტიფიკატი. GAU თბილისის PR School-ში აღებული აქვს სერტიფიცირებული დიპლომი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ 2013 წლის ბოლოს შეიქმნა. დღეს საკმაოდ აქტუალურად დგას პრობლემა, როდესაც იქმნება არასწორი წარმოდგენა საზოგადოების მხრიდან ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან დაკავშირებით. ამის აღმოსაფხვრელად ვფიქრობთ, რომ აუცილებელია აქტიური საგანმანათლებლო და სხვა სახის კამპანიების ჩატარება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ბანკები და რა პროდუქტებს სთავაზობენ ისინი მომხმარებელს. ამისთვის კი „საზოგადოება და ბანკების“ გუნდი ატარებს მრავალფეროვან კამპანიებს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.
მისია: ორგანიზაციის მთავარი მისიაა საზოგადოებასა და ბანკებს შორის კომუნიკაციის დამყარება. საზოგადოება და ბანკები აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, ბანკებთან და ეკონომიკურ ექსპერტებთან.
ჩვენი მიზნები: ფინანსური განათლების დონის ამაღლება ქვეყანაში მომხმარებლების უფლებების დაცვა მომხმარებელთან კომუნიკაცია და ინფორმირება. ამისთვის საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა/წარმოება პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, როგორც კლიენტის, ასევე ბანკის ინტერესების დაცვა უნაღდო ანგარიშსწორების წახალისება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა ნდობის დამყარება მოსახლეობას და საფინანსო ინსტიტუტებს შორის
8 | წლიური ანგარიში 2016
წლიური ანგარიში 2016 | 9
ორგანიზაციის საქმიანობა
საკონსულტაციო ცენტრი
„საზოგადოება და ბანკების“ გუნდი გეგმავს მრავალფეროვან კამპანიებს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია აქტიური საგანმანათლებლო და სხვა სახის კამპანიების ჩატარება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ბანკები და რა პროდუქტებს სთავაზობენ ისინი მომხმარებელს.
საკონსულტაციო ცენტრი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ კვალიფიციური რჩევები საბანკო პროდუქტების პირობებისა და პროცედურების შესახებ. საკონსულტაციო ცენტრი ორი მიმართულებით მუშაობს: განაცხადების მიღება - მომხმარებლებს საშუალება აქვთ ცხელი ხაზის (240 05 05) და სოციალური მედიის საშუალებით დაუკავშირდნენ ორგანიზაციას, მიიღონ სატელეფონო კონსულტაცია ან/და ჩაეწერონ მიღებაზე ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტთან. შეხვედრები რეგიონებში - იმართება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მომხმარებლები იღებენ კვალიფიციურ ფინანსურ და იურიდიული კონსულტაციას.
საკუთარი მისიის და მიზნების მისაღწევად ჩვენ განვახორციელეთ და ვახორციელებთ შემდეგი პროექტებს:
საკონსულტაციო ცენტრი - საკონსულტაციო ცენტრი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ კვალიფიციური რჩევები საბანკო პროდუქტების პირობებისა და პროცედურების შესახებ.
კვლევითი ცენტრი - კვლევითი ცენტრის მიზანია საზოგადოებისთვის მომზადდეს საბანკო სფეროს და ეკონომიკურ თემების შესახებ კომპეტენტური დასკვნები, რომელიც განხილვისთვის წარედგინება მედიას და ანალიტიკოსებს. კვლევითი ცენტრი მუშაობს როგორც რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევების, ასევე მიმდინარე და აქტუალური თემების ანალიზის მიმართულებით.
მედია სკოლა - პროექტის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. ჟურნალისტები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით სწავლობენ.
რჩევები მომხმარებლებს - ერთობლივი პროექტი ტელეკომპანია პირველთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად. ყოველ ორშაბათს, გადაცემაში “საქმიანი დილა” სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე, სტუმრებთან ერთად, საბანკო მომხმარებლებს სასარგებლო ინფორმაციას აწვდის.
საკონსულტაციო ცენტრი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 19:00 საათამდე. საკონსულტაციო ცენტრი 2014 წლის აპრილიდან ამოქმედდა. 2016 წელს ჩვენ კონსულტაცია გავუწიეთ 600-მდე ადამიანს.
შეხვედრები რეგიონებში „საზოგადოება და ბანკები“ 2016 წელს თელავსა და საგარეჯოს ესტუმრა. შეხვედრების მიზანი მოსახლეობაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება იყო. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ კვალიფიციური რჩევები საბანკო პროდუქტებისა და პროცედურების შესახებ. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მათი დასრულების შემდეგ ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტმა მსურველებს ინდივიდუალური კონსულტაცია გაუწია. პროექტი გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
10 | წლიური ანგარიში 2016
წლიური ანგარიში 2016 | 11
კვლევითი ცენტრი
ეკონომიკური მედია სკოლა
არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების კვლევითი ცენტრი მუშაობს როგორც რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევების, ასევე მიმდინარე და აქტუალური თემების ანალიზის მიმართულებით.
„საზოგადოება და ბანკებმა“ ეკონომიკური მედია სკოლის 2 ნაკადი მიიღო. პროექტს საზოგადოება და ბანკები ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. მედია სკოლის მიზანი ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლებაა.
საზოგადოება და ბანკებმა ამ წლის განმავლობაში 12 კვლევა გამოაქვეყნა. კვლევები ძირითადად მიმდინარე და აქტუალურ საბანკო და ეკონომიკურ თემებს ეხებოდა. მათ საფუძველზე მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ არგუმენტირებული და კვალიფიციური დასკვნები და შეფასებები მიმდინარე აქტუალურ თემებზე. კვლევითმა ცენტრმა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა: დასაკუთრებული უძრავი ქონების მიმოხილვა „ონლაინ სესხების ბაზრის მიმოხილვა“ „საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება რეგიონის ქვეყნებზე“ „პირამიდა ბიზნესი“ საქართველოში პროდუქტიულობა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მიმოხილვა
აუქციონის წესით რეალიზებული უძრავი ქონება კრედიტორების მიხედვით 2015წ 5,5%
51,1%
ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, მოაზროვნე გიორგი ბაქრაძე ატარებდა. მედია სკოლას მოწვეული სტუმრებიც ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ:
27,4% 78
720
კურსის ძირითადი მოდულები იყო: ეკონომიკა და თავისუფალი მეწარმეობა მოთხოვნა-მიწოდება და ბაზრის წონასწორული ფასი ფული და საფინანსო ინსტიტუტები ბიზნესის დაწყება და დაფინანსება წარმოება და მწარმოებლურობა სამუშაო ძალა, პროფესიონალიზმი და ეკონომიკა კონკურენცია მთავრობა, ეკონომიკა და ეკონომიკური სტაბილურობა საერთაშორისო ვაჭრობა და გლობალური ეკონომიკა
387 კომერციული ბანკები მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ფიზიკური პირები სხვა იურიდიული პირები
225 15,0%
კობა გვენეტაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
გიორგი ქადაგიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი
12 | წლიური ანგარიში 2016
წლიური ანგარიში 2016 | 13
მედია სკოლის ფარგლებში კობა გვენეტაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია” საზოგადოება და ბანკების” ეკონომიკურ მედია სკოლას ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში უმასპინძლა.
არჩილ გაჩეჩილაძე
GWP-ის აღმასრულებელი დირექტორი
დავით მელიქიძე
ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე
სასწავლო კურსი, რომელიც 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, სრულიად უფასო იყო და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ეკონომიკის საზაფხულო სკოლა გიორგი ბარკალაია
ვითიბი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
ტარიელ გვალია
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების დამფუძნებელი
გიორგი ისაკაძე
Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი
ეკონომიკის საზაფხულო სკოლა „საზოგადოება და ბანკების“ ახალი პროექტია. სკოლა არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ჩატარდა. ტრენინგებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უძღვებოდა. პროექტის მიზანი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარების გაცნობა იყო, ამასთან ერთად მათ ერთობლივად იმსჯელეს მოსალოდნელი შედეგების და აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების შესახებ. სასწავლო კურსი 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. სკოლაში სულ 21 მსმენელი იყო. “ეკონომიკის საზაფხულო სკოლის” კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ „საზოგადოება და ბანკებმა“ პროექტი გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად განახორციელა.
14 | წლიური ანგარიში 2016
წლიური ანგარიში 2016 | 15
მედია პროექტები
სტუდენტური კონგრესი
„დილის ფინანსური რჩევები“ ტელეკომპანია პირველის, არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკებისა” და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის ერთობლივი პროექტია. ყოველ ორშაბათს, გადაცემა საქმიან დილაში, საზოგადოებას საშუალება ჰქონდა სხვადასხვა საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ სასარგებლო რჩევები მიეღო (მაგალითად რა არის ე.წ შავი სია და პრობლემური სესხები? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საბანკო ხელშეკრულების გაფორმების დროს და სხვა). გადაცემის თანაწამყვანი ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე იყო.
საზოგადოება და ბანკებმა 2016 წელს რამდენიმე სტუდენტური პროექტიც განახორციელა, რომელთა შორის იყო „საერთაშორისო საფინანსო კონგრესის“ მოდელირება. კონგრესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მუშაობის სიმულაციაა. მასში საქართველოს 10-მდე უმაღლესი სასწავლებლიდან, 80-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. პროექტი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს შეიძინონ ცოდნა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და საფინანსო ინსტიტუტების მუშაობის პრინციპების შესახებ. დელეგატებმა ჯგუფური სამუშაოების მსვლელობისას სხვადასხვა აქტუალური თემა განიხილეს. საბოლოოდ კი საქართველოს განვითარების სტრატეგია ოთხი მხარის (საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, საბანკო და არასამთავრობო სექტორის) ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავეს. კონგრესის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ „გერმანული შემნახველი ბანკების“ ფონდის მხარდაჭერით განახორციელა.
გადაცემა „საზოგადოება და ბანკები“ პირველი რადიოს და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ერთობლივი პროექტი იყო. ყოველ ორშაბათს FM 106.4-ზე მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მიეღო კვალიფიციური რჩევები საბანკო პროდუქტებისა და პროცედურების შესახებ. გადაცემის წამყვანი ორგანიზაციის გამგეობის თავჯდომარე გიორგი კეპულაძე იყო, რომელიც სტუმრებთან ერთად სხვადასხვა ეკონომიკურ და საფინანსო თემას განიხილავდა. პროექტი ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
16 | წლიური ანგარიში 2016
წლიური ანგარიში 2016 | 17
ეკონომიკური დებატები საზოგადოება და ბანკებმა 2016 წელს კიდევ ერთი სტუდენტური პროექტი განახორციელა. დებატები ეკონომიკურ თემებზე ბრიტანული, საპარლამენტო ფორმატით ჩატარდა და მასში საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იყვნენ ჩართულნი. პროექტმა ახალგაზრდებს საშუალებას მისცა, შეეძინათ დებატებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, შეძლეს გუნდურად მუშაობა და გაიღრმავეს ცოდნა ეკონომიკურ საკითხებზე. ეკონომიკური დებატების ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო სპიკერები საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. პროექტი „საზოგადოება და ბანკებმა“ „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან“ ერთად განახორციელა.
WWW.SAB.GE www.sab.ge არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ოფიციალური ვებგვერდია, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ. საიტზე ატვირთულია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევები სხვადასხვა საბანკო და ეკონომიკურ თემებზე. ვებგვერდზე განთავსებული ბანკომეტრი, პირველად საქართველოში, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს არგუმენტირებული და კომპეტენტური დასკვნების საფუძველზე შეამოწმოს, საზოგადოებაში გავრცელებული აქტუალური საბანკო-საფინანსო თუ ეკონომიკური ინფორმაცია. დაადგინოს მცდარია, თუ მართალი ესა თუ ის მოსაზრება სპეციალური შკალის მიხედვით. ვებგვერდის საშუალებით მომხმარებლებს საშუალება აქვთ მიმართოთ “საზოგადოება და ბანკების” საკონსულტაციო ცენტრს და მიიღოთ ონლაინ დახმარება.
18 | წლიური ანგარიში 2016
წლიური ანგარიში 2016 | 19
WWW.GAIGE.GE www.gaige.ge საზოგადოება და ბანკების კიდევ ერთი პროექტია, რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს მიიღოს სრული ინფორმაცია ყველა ტიპის სესხისა და ანაბრის შესახებ. ვებგვერდზე განთავსებულია, როგორც ბანკების, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პროდუქტები. პირველად საქართველოში, www.gaige.ge –ს საშუალებით მომხმარებლები ერთ ვებგვერდზე განთავსებულ საკრედიტო და სადებეტო პროდუქტებს, ასევე ვალუტის კურსს ეცნობიან. ვებგვერდზე მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა ბანკის კრედიტის შედარება, რაც დაეხმარება მათ ყველაზე ხელსაყრელი პირობების შერჩევაში. www.gaige.ge -ზე განთავსებულია სესხისა და ანაბრის კალკულატორები. ისინი ვებგვერდის ვიზიტორს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია. სესხის კალკულატორით გამოითვლის ყოველთვიურ და ჯამში გადასახდელ თანხას, ასევე ზედმეტად გადახდილ პროცენტს, ხოლო ანაბრის კალკულატორის საშუალებით - ჯამურ დანაზოგს და დარიცხულ სარგებელს გაიგებს.
საზოგადოება და ბანკების გუნდი მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართული იყო ორგანიზაციის საქმიანობაში, გვესტუმრა, სწავლობდა. ესწრებოდა საჯარო ლექციებს ან მონაწილეობდა სხვა აქტივობებში. ორგანიზაციამ ერთი წლის განმავლობაში გადაამზადა 43 ჟურნალისტი და 200-ზე მეტი სტუდენტი. უმასპინძლა 7 მოწვეულ სტუმარს, ჩაატარა 12 კვლევა და კონსულტაცია გაუწია 600-მდე მომხმარებელს. ეს ორგანიზაციის აქტივობების არასრული ჩამონათვალია. 2017 წელს „საზოგადოება და ბანკები“ კიდევ უფრო მეტ ღონისძიებას განახორციელებს დასახული მიზნების მისაღწევად.
20 | წლიური ანგარიში 2016