წლიური ანგარიში 2015

Page 1

წლიური ანგარიში 2015 | 1


წლიური ანგარიში 2015 | 3

სარჩევი შესავალი

4

საზოგადოება და ბანკების გუნდი

5

ორგანიზაციის შესახებ

7

ორგანიზაციის საქმიანობა

8

საკონსულტაციო ცენტრი

9

შეხვედრები რეგიონებში

9

კვლევითი ცენტრი

10

მედია სკოლა

11

მედია პროექტები

14

სტუდენტური კონგრესი

15

კოალიცია ფინანსური განათლებისთვის

16

www.sab.ge

17

www.gaige.ge

18


4 | წლიური ანგარიში 2015

წლიური ანგარიში 2015 | 5

საზოგადოება და ბანკების გუნდი ანა ბეროშვილი ადმინისტრაციული და ფინანსური მენეჯერი

გიორგი კეპულაძე დამფუძნებელი/გამგეობის თავმჯდომარე მოგესალმებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ 2013 წლის ბოლოს შეიქმნა. მისი დაარსების მთავარი მიზანი საზოგადოებას და ბანკებს შორის კომუნიკაციის დამყარება იყო. მისია ახლაც უცვლელია. ხშირია შემთხვევები, როდესაც იქმნება არასწორი წარმოდგენა საფინანსო ინსტიტუტებთან დაკავშირებით, ასევე ხშირად ირღვევა მომხმარებელთა უფლებები. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ჩვენმა გუნდმა თავიდანვე დაგეგმა აქტიური საგანმანათლებლო და სხვა სახის კამპანიები. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ბანკები და რა პროდუქტებს სთავაზობენ ისინი მომხმარებელს. ჩვენი მიზანია ასევე ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება და მომხმარებლის უფლებების დაცვა. „საზოგადოება და ბანკების“ საკონსულტაციო ცენტრს 2015 წლის განმავლობაში 700-ზე მეტმა მომხმარებელმა მიმართა. ჩვენ შევეცადეთ, ყველა მათგანს დავხმარებოდით პრობლემის გადაჭრაში, ან მიგვეცა სასარგებლო რჩევები. 2015 წლის საქმიანობის შეჯამებისას, ასევე უნდა აღინიშნოს ეკონომიკური მედია სკოლის პროექტი, რომლის ფარგლებში 40-მა ჟურნალისტმა ეკონომიკაში საკუთარი ცოდნა გაიუმჯობესა. „საზოგადოება და ბანკებმა“ 20-მდე კვლევა და მიმოხილვა გამოაქვეყნა, განახორციელა სხვადასხვა სტუდენტური პროექტი. „საზოგადოება და ბანკები“ აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, ბანკებთან და ეკონომიკურ ექსპერტებთან. 2016 წელს ჩვენ გავაგრძელებთ წარმატებულ პროექტებს და დავგეგმავთ აქტიურ კამპანიებს, რათა ორგანიზაციის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული მოქალაქეებზე და მომხმარებლის ინტერესის დაცვაზე, ასევე მათ ფინანსურ განათლებაზე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს თუ ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული „საზოგადოება და ბანკების“ პროექტებში. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ანა ბეროშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა რადიო „ჰერეთში“ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, ასევე საქართველოს ბანკში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. ანას გავლილი აქვს მართვის აკადემიის და IREX-ის გრძელვადიანი ტრენინგი „მედია გაყიდვების“ მიმართულებით. იგი „საზოგადოება და ბანკებში“ 2014 წლის თებერვლიდან მუშაობს.

გივი ადეიშვილი ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი „საზოგადოება და ბანკების“ გუნდს 2015 წლის სექტემბრიდან შემოუერთდა. გივი არის კავკასიის ბიზნეს სკოლისა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2013-2015 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა. მას სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს „საქართველოს ბანკში“ და არასამთავრობო ორგანიზაციაში „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“. გივი ადეიშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტთან არსებულ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) მიიღო. გერმანიის Otto-von-Guericke-ს სახელობის მაგდებურგის უნივერსიტეტში (OVGU) მას საერთაშორისო ეკონომიკისა და ფინანსების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

მარიამ აფრიდონიძე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ აფრიდონიძე „საზოგადოება და ბანკების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობას 2014 წლის თებერვლიდან იკავებს. მანამდე, 2011 წლიდან მარიამი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს სამსახურში მუშაობდა. მარიამმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. მარიამს „ლონდონ რეჯენტს კოლეჯის“ სერტიფიკატიც აქვს ინგლისური ენის კურსის წარმატებით დასრულებისთვის. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.


6 | წლიური ანგარიში 2015

წლიური ანგარიში 2015 | 7

დავით კიკვიძე საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე „საზოგადოება და ბანკების“ გუნდს 2014 წლის ივნისიდან შემოუერთდა. მანამდე 2006-2014 წლებში მუშაობდა „საქართველოს ბანკში“ და „ლიბერთი ბანკში“ საკრედიტო პროდუქტების და პრობლემური სესხების მართვის მიმართულებით. მას მიღებული აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავითს მიღებული აქვს სერტიფიკატები თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრში ფინანსური მენეჯმენტის განხრით. დავითი ამჟამად „საზოგადოება და ბანკების“ საკონსულტაციო ცენტრს ხელმძღვანელობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ 2013 წლის ბოლოს შეიქმნა. დღეს საკმაოდ აქტუალურად დგას პრობლემა, როდესაც იქმნება არასწორი წარმოდგენა საზოგადოების მხრიდან ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან დაკავშირებით. ამის აღმოსაფხვრელად ვფიქრობთ, რომ აუცილებელია აქტიური საგანმანათლებლო და სხვა სახის კამპანიების ჩატარება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ბანკები და რა პროდუქტებს სთავაზობენ ისინი მომხმარებელს. ამისთვის კი „საზოგადოება და ბანკების“ გუნდი ატარებს მრავალფეროვან კამპანიებს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

მისია: ორგანიზაციის მთავარი მისიაა საზოგადოებასა და ბანკებს შორის კომუნიკაციის დამყარება. „საზოგადოება და ბანკები“ აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან, ბანკებთან და ეკონომიკურ ექსპერტებთან.

ჩვენი მიზნები: ფინანსური განათლების დონის ამაღლება ქვეყანაში მომხმარებლების უფლებების დაცვა მომხმარებელთან კომუნიკაცია და ინფორმირება. ამისთვის საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა/წარმოება. პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, როგორც მომხმარებლის, ასევე ბანკის ინტერესების დაცვა. უნაღდო ანგარიშსწორების წახალისება. საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. ნდობის დამყარება მოსახლეობას და საფინანსო ინსტიტუტებს შორის.


8 | წლიური ანგარიში 2015

წლიური ანგარიში 2015 | 9

ორგანიზაციის საქმიანობა

საკონსულტაციო ცენტრი

„საზოგადოება და ბანკების“ გუნდი გეგმავს მრავალფეროვან კამპანიებს, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია აქტიური საგანმანათლებლო და სხვა სახის კამპანიების ჩატარება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ ბანკები და რა პროდუქტებს სთავაზობენ ისინი მომხმარებელს.

საკონსულტაციო ცენტრმა მომხმარებლებს საშუალება მისცა მიეღო კვალიფიციური რჩევები საბანკო პროდუქტების პირობებისა და პროცედურების შესახებ. საკონსულტაციო ცენტრი ორი მიმართულებით მუშაობს: განაცხადების მიღება - მომხმარებლებს საშუალება აქვთ ცხელი ხაზის (240 05 05) და სოციალური მედიის საშუალებით დაუკავშირდნენ ორგანიზაციას, მიიღონ სატელეფონო კონსულტაცია ან/და ჩაეწერონ მიღებაზე ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტთან. შეხვედრები რეგიონებში - ეტაპობრივად მოეწყობა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში. შესაბამისად, მათ გაეწევათ კვალიფიციური ფინანსური და იურიდიული კონსულტაცია.

საკუთარი მისიის და მიზნების მისაღწევად ჩვენ განვახორციელეთ და ვახორციელებთ შემდეგი პროექტებს:

საკონსულტაციო ცენტრი - საკონსულტაციო ცენტრი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ კვალიფიციური რჩევები საბანკო პროდუქტების პირობებისა და პროცედურების შესახებ.

კვლევითი ცენტრი - კვლევითი ცენტრის მიზანია საზოგადოებისთვის მომზადდეს საბანკო სფეროს და ეკონომიკურ თემების შესახებ კომპეტენტური დასკვნები, რომელიც განხილვისთვის წარედგინება მედიას და ანალიტიკოსებს. კვლევითი ცენტრი მუშაობს როგორც რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევების, ასევე მიმდინარე და აქტუალური თემების ანალიზის მიმართულებით.

მედია სკოლა - პროექტის მიზანია ჟურნალისტებისთვის ფინანსური განათლების ამაღლება. ჟურნალისტები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსისა და სახელმძღვანელოების მიხედვით სწავლობენ.

რჩევები მომხმარებლებს - „საზოგადოება და ბანკების“ და რუსთავი2-ის ერთობლივი პროექტი. გადაცემაში „სხვა შუა დღე“, ორგანიზაციის წარმომადგენლები საბანკო პროდუქტების და პროცედურების შესახებ საზოგადოებას რჩევებს აძლევდნენ. ერთობლივი პროექტი პირველ რადიოსთან ერთად. ყოველ ორშაბათს გადაცემაში „საზოგადოება და ბანკები“ გიორგი კეპულაძე სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა აქტუალურ საბანკო თემაზე, მომხმარებლებს სასარგებლო ინფორმაციას აწვდის.

საკონსულტაციო ცენტრი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე. საკონსულტაციო ცენტრი 2014 წლის აპრილიდან ამოქმედდა. ჩვენ, კონსულტაცია გავუწიეთ 1300-მდე ადამიანს, საიდანაც 53.6% მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათის, ხოლო 46.4% პრობლემურ საკითხებს შეეხებოდა.

შეხვედრები რეგიონებში „საკონსულტაციო ცენტრი“ 2015 წელს ქუთაისს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მიზანი მოსახლეობაში ფინანსური განათლების ამაღლება იყო. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ კვალიფიციური რჩევები საბანკო პროდუქტებისა და პროცედურების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მისი დასრულების შემდეგ ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტმა მსურველებს, ინდივიდუალური კონსულტაცია გაუწია. პროექტი გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.


10 | წლიური ანგარიში 2015

წლიური ანგარიში 2015 | 11

კვლევითი ცენტრი

ეკონომიკური მედია სკოლა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევითი ცენტრი მუშაობს როგორც რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევების, ასევე მიმდინარე და აქტუალური თემების ანალიზის მიმართულებით. გარდა ამისა, ორგანიზაციამ პირველად საქართველოში, მომხმარებლებს საშუალება მისცა არგუმენტირებული და კომპეტენტური დასკვნების საფუძველზე შეემოწმებინა, საზოგადოებაში გავრცელებული აქტუალური საბანკო-საფინანსო თუ ეკონომიკური ინფორმაცია ბანკომეტრის საშუალებით. „საზოგადოება და ბანკებმა“ ამ წლის განმავლობაში სულ 15 კვლევა და 3 ბანკომეტრი გამოაქვეყნა. კვლევები ძირითადად მიმდინარე და აქტუალურ საბანკო და ეკონომიკურ თემებს ეხებოდა. ორგანიზაციის მიზანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინანსური განათლების ამაღლებაა. სწორედ კვლევების საფუძველზე მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ არგუმენტირებული და კვალიფიციური დასკვნები და შეფასებები მიმდინარე აქტუალურ თემებზე. კვლევითმა ცენტრმა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა: 1. დასაკუთრებული უძრავი ქონების მიმოხილვა 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის მიმოხილვა 3. ყოველთვიური საბანკო მიმოხილვა

„საზოგადოება და ბანკებმა“ ეკონომიკური მედია სკოლის 2 ნაკადი მიიღო. მედია სკოლის მიზანი ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება იყო.მსმენელებმა ეკონომიკის საფუძვლები სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლეს. კურსის ძირითადი მოდულები იყო: ეკონომიკა და თავისუფალი მეწარმეობა მოთხოვნა-მიწოდება და ბაზრის წონასწორული ფასი ფული და საფინანსო ინსტიტუტები წარმოება და მწარმოებლურობა სამუშაო ძალა, პროფესიონალიზმი და ეკონომიკა მთავრობა, ეკონომიკა და ეკონომიკური სტაბილურობა საერთაშორისო ვაჭრობა და გლობალური ეკონომიკა ტრენინგები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, მოაზროვნე გიორგი ბაქრაძემ ჩაატარა. მედია სკოლას სხვა მოწვეული ლექტორებიც ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ:

ბანკომეტრი გადავამოწმეთ საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება: „კომერციული ბანკების აქტივების უმეტეს ნაწილს მათ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება წარმოადგენს“

2.00 1.80

1.79

1.60 1.40 1.20

1.16

1.00 0.80 0.60 0.40

0.3

0.37

გიორგი ქადაგიძე

არჩილ გაჩეჩილაძე

ნიკოლოზ ქურდიანი

მურთაზ კიკორია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე

0.20 0.00

0

საქართველოს ბანკი

თიბისი ბანკი

პროკრედიტ ბანკი

ბანკი რესპუბლიკა

ბაზისბანკი

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი


12 | წლიური ანგარიში 2015

წლიური ანგარიში 2015 | 13

მედია სკოლის ფარგლებში ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში უმასპინძლა.

რომან გოცირიძე

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე

გიორგი არველაძე

ლიბერთი ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი

სასწავლო კურსი, რომელიც 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, სრულიად უფასო იყო და მისი დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

დევი ხეჩინაშვილი

საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე

გიორგი ისაკაძე

გადაცემა „ბიზნეს კონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ პროექტების მენეჯერი, ჟურნალი Forbes-ის მთავარი რედაქტორი


14 | წლიური ანგარიში 2015

წლიური ანგარიში 2015 | 15

მედია პროექტები

სტუდენტური კონგრესი

გადაცემა „საზოგაოდება და ბანკები“ პირველი რადიოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ერთობლივი პროექტია. ყოველ ორშაბათს FM 106.4-ზე მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს კვალიფიციური და სასარგებლო რჩევები საბანკო პროდუქტებისა და პროცედურების შესახებ (მაგალითად რა არის რესტრუქტურიზაცია? არსებობს თუ არა 0%-იანი განვადება? და სხვა). გადაცემის წამყვანი ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძეა, რომელიც სტუმრებთან ერთად სხვადასხვა ეკონომიკურ და საფინანსო თემას განიხილავს. პროექტი 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

„საზოგადოება და ბანკებმა“ 2015 წელს რამდენიმე სტუდენტური პროექტიც განახორციელა, რომელთა შორის იყოს „საერთაშორისო საფინანსო კონგრესის“ მოდელირება. კონგრესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მუშაობის სიმულაციაა. მასში საქართველოს 10-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან, 120-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. პროექტი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ცოდნა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და საფინანსო ინსტიტუტების მუშაობის პრინციპის შესახებ. დელეგატებმა ჯგუფური სამუშაოების მსვლელობისას სხვადასხვა აქტუალური თემა განიხილეს. საბოლოოდ კი საქართველოს განვითარების სტრატეგია ოთხი მხარის (საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, საბანკო და არასამთავრობო სექტორის) ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავეს. კონგრესის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. პროექტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის“ მხარდაჭერით განახორციელა.

მსგავსი პროექტი „საზოგადოება და ბანკებმა“ რუსთავი2-თან ერთადაც განახორციელა. ყოველ ორშაბათს გადაცემაში „სხვა შუადღე“ ორგანიზაციის წარმომადგენლები მომხმარებლებს სასარგებლო რჩევებს მთელი წლის განმავლობაში აძლევდნენ.

„საზოგადოება და ბანკები“ პროექტ „რჩევები მომხმარებლის“ ფარგლებში „ბიზნეს კონტაქტთან“ თანამშრომლობს. ყოველ სამშაბათს საზოგადოებას საშუალება აქვს მიიღოს კვალიფიციური და სასარგებლო რჩევები სხვადასხვა საბანკო პროდუქტებისა და პროცედურების შესახებ. 2016 წლიდან ამავე პროექტს ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერი დაეთმობა.


16 | წლიური ანგარიში 2015

კოალიცია ფინანსური განათლებისთვის 15-მა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ფინანსური განათლებისთვის დააფუძნა. კოალიცია ფინანსური განათლებისთვის არის კერძო სექტორის ინიციატივა, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების ფინანსური განათლების დონის ამაღლება. ფინანსური განათლება მოიცავს ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებებსა და მოტივაციას, რომელსაც მომხმარებელი იყენებს ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების დროს. კოალიცია კერძო აქტორების მობილიზებას აპირებს, რათა დაეხმაროს მის წევრებს სათანადო კოორდინაციითა და გამოცდილების გაზიარებით, ხელი შეუწყოს საჯარო სექტორთან თანამშრომლობას. ახლადშექმნილი ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი მიზანი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელებაა.

წლიური ანგარიში 2015 | 17

„საზოგადოება და ბანკების“ 2 საინფორმაციო ვებ გვერდი - www.sab.ge და www.gaige.ge განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტებია, რომლებიც დღემდე ზრუნავს მომხმარებლების ფინანსური განათლების ამაღლებაზე.

WWW.SAB.GE არასამთავრობო ორგანიზაციის ოფიციალური ვებ გვერდია, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ. საიტზე ატვირთულია ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევები სხვადასხვა საბანკო და ეკონომიკურ თემებზე. ვებ გვერდის დახმარებით საზოგადოებას ასევე შეუძლია მიიღოს ონლაინ კონსულტაცია.


18 | წლიური ანგარიში 2015

წლიური ანგარიში 2015 | 19

WWW.GAIGE.GE საზოგადოება და ბანკების კიდევ ერთი პროექტია, რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს მიიღოს სრული ინფორმაცია ყველა ტიპის სესხისა და ანაბრის შესახებ. ვებ გვერდზე განთავსებულია, როგორც ბანკების, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პროდუქტები. საზოგადოება და ბანკების გუნდი მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართული იყო ორგანიზაციის საქმიანობაში. გვესტუმრა, სწავლობდა, ესწრებოდა საჯარო ლექციებს ან მონაწილეობდა სხვა აქტივობებში. ორგანიზაციამ 1 წლის განმავლობაში გადაამზადა 40 ჟურნალისტი და 120 სტუდენტი. უმასპინძლა 15 მოწვეულ სტუმარს, ჩაატარა 15 კვლევა, ბანკომეტრით გადაამოწმა საზოგადოებაში გავრცელებული 3 მოსაზრება, კონსულტაცია გაუწია 700-ზე მეტ მომხმარებელს. ეს ორგანიზაციის აქტივობების არასრული ჩამონათვალია. 2016 წელს „საზოგადოება და ბანკები“ კიდევ უფრო მეტ ღონისძიებას განახორციელებს დასახული მიზნების მისაღწევად.


20 | წლიური ანგარიში 2015


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.