Accessability in Georgian

Page 1

ხელმისაწვდომობა. ფიზიკური გარემოს მიღმა ფოტოები ეკუთვნის ნათელა გრიგალაშვილს


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები ჯერ კიდევ არ არის სრულად გაცნობიერებული საზოგადოების მიერ. ინტერვიუ ჩამოართვეს და ფოტოები გადაუღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რვა პიროვნებას საქართველოში, რათა მათი ინდივიდუალური ისტორიები ყველასთვის გასაგები ყოფილიყო. მათი პორტრეტები შეიქმნა გამოფენასთან დაკავშირებით. შვედური გამოფენა „ხელმისაწვდომობა“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. გამოფენის მიზანია შეზღუდული ფიზიკური ან ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების, ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებაში ჩართულობის წინ წამოწევა.

2


„მინდა ბევრი ბუშტი „რომ გავიზრდები, გავბერო, რომ ბევრი პოლიციელი გავხდები ბავშვი იყოს ბედნიერი“ და ვიბრძოლებ სამართლიანობისთვის“ – ანა ხაჩიძე (წინა გარეკანზე)

– გოგა ხახალაშვილი (მოპირდაპირე გვერდზე)

ანა პრაქტიკული ადამიანია. ნატრობს, რომ მის ოჯახს პატარა მაღაზია ჰქონდეს. სურს თავადაც მიიღოს მონაწილეობა ოჯახურ ბიზნესში. სანამ ოცნება აუხდება, გულმოდგინედ ეხმარება ოჯახის წევრებს. შაბათ-კვირას „მაკდონალდსში“ ბერავს ბუშტებს ბავშვებისთვის და ძალიან მოსწონს ეს საქმე. ხელფასი 40 ლარი აქვს. ცოტაა, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც კარგია.

ამ პატარა ბიჭის დიდ, მწვანე თვალებში მებრძოლი სულია. იგი ისეთივე მხიარული, თბილი და მზრუნველია, როგორც იმ უბედურ შემთხვევამდე იყო. ოთხი პატარა და-ძმა ჰყავს. იგი ჯართს აგროვებდა და ოჯახს ეხმარებოდა. სახლთან ახლოს მაღალი ძაბვის ბოძი იდგა. ერთხელაც ბიჭი მას ნაჯახით მიადგა და... უმძიმესი დამწვრობა მიიღო.

ანა 25 წლისაა და ძალიან ნიჭიერია, წერა-კითხვა არ უჭირს. მღერის, ცეკვავს, დეკლამაციის უნარი აქვს. განსაკუთრებით კარგად ცეკვა „აჭარული“ გამოსდის. იცის ბევრი ლექსი, მონაწილეობს სპექტაკლებში. მან ექიმის როლი შეასრულა დღის ცენტრის მიერ დადგმულ სპექტაკლში „პატარა პრინცი“. გატაცებით თამაშობს მაგიდის ჩოგბურთს და 2003 წლის დუბლინის პარაოლიმპურ თამაშებში, ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

ექიმების ვერდიქტი მკაცრი იყო და ეჭვობდნენ, რომ ვერ გადარჩებოდა. საავადმყოფო 40 წუთის სავალზე იყო, გზაში მას გონებაც არ დაუკარგავს. ორივე ხელის და მარცხენა ყურის ამპუტაცია დასჭირდა. მას სურვილი აქვს პოლიციელი გამოვიდეს. მისი სულის სიმტკიცე ხომ 380 ვოლტითაა გამოწრთობილი. და-ძმებმა და მისმა კლასელებმა მორიგეობა დააწესეს ბიჭის მოსავლელად. დაბა ხარაგაულის თითქმის ყველა სკოლაში იმართება მის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტები. მისი თანატოლები სიხარულით აკეთებენ ამას, რადგან გრძნობენ, რომ პატარა ბიჭს დიდი მხარდაჭერა სჭირდება.

დაბადებიდან დაუნის სინდრომი დაუდგინეს. არ უყვარს ტყუილი, არაა ეგოისტი, არ არის პრობლემური. საოცრად კეთილშობილი ბუნებისაა. უყვარს ყველა, განსაკუთრებით, მისი ტყუპისცალი ძმის ექვსი წლის ონავარი ვაჟი. ის გამუდმებით ურევს სახლს, თავდაყირა აყენებს ყველაფერს, ანა კი მოთმინებით ალაგებს და ზრუნავს მასზე, რადგან საოცრად მოსწონს პატარა დედიკოს როლი.

1


2


„თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სავალდებულო დასაქმების კანონი გავიტანეთ, ვიტყვი, რომ ფუჭად არ მიცხოვრია“

„შემთხვევით არაფერი ხდება, – თუ აქამდე მხოლოდ ჩემს შვილებს ვუვლიდი, ახლა სხვის შვილებსაც ვპატრონობ და ეს მაძლევს უდიდეს ძალას“

– თამაზ მუქერია (შემდეგ გვერდზე)

– თინა ბრეგვაძე (მარცხნივ)

ისმენთ მის ბიოგრაფიას და ფიქრობთ, რომ რამდენიმე კაცის ისტორიას ჰყვებიან. მხედველობა სტუდენტობის დროს დაკარგა, თუმცა დღემდე აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. პრემიერ-მინისტრთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს წევრია და აქტიურადაა ჩართული შშმ პირთა სავალდებულო დასაქმების კანონპროექტის შექმნაში.

საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფელ კარალეთთან მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. თინა მძიმედ დაიჭრა. სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს. დღეს ცალი ფილტვითა და ეტლში მჯდომი აქტიურად ზრუნავს შშმ პირებზე. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, მათი რიცხვი შიდა ქართლში საგრძნობლად გაიზარდა. „თუ მანამდე ოთხი მამაკაცის, მეუღლის და სამი ვაჟის მოვლა მიწევდა, ახლა მათ ოთხი შვილიშვილი და რაიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის პირებიც დაემატნენ“ – ამბობს თინა.

თამაზი ჯერ უსინათლოთა საზოგადოების საწარმოს ოსტატი, შემდეგ საგეგმო განყოფილების უფროსი, ბოლოს კი დირექტორი გახდა. მათი 26 საწარმო 250 სახის პროდუქციას ქმნიდა და ნაწარმს რუსეთში, ბალტიისპირეთსა და გერმანიაში გზავნიდა. სიამაყით ჰყვება ეროვნული მოძრაობის პერიოდზე, როცა უსინათლოთა ოჯახებისთვის თბილისსა და ბოლნისის რაიონში ბინები შეიძინეს, სომხეთში მიწისძვრით დაზარალებულთა სასარგებლოდ კი მილიონ მანეთზე მეტი გადარიცხეს.

1996 წელს ის ქმნის ორგანიზაციას „ასოციაცია – ინვალიდთა კლუბი“. მას 2015 წლიდან ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ ჰქვია და 1200მდე შშმ პირს აერთიანებს, მათ შორის 341 ბავშვია. მასში ფუნქციონირებს სამკერვალო, მინანქრის სახელოსნო და სმენის კვლევის ცენტრი, რომელიც სტოკჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ხელშეწყობით დაფუძნდა. აქვეა დღის ცენტრი, სადაც 6-დან 18 წლამდე 53 ბავშვი და მოზარდია.

ათი წელია მეუღლე დაეღუპა, თუმცა სამოცდარვა წლის ასაკში თავს მხნედ გრძნობს და ამბობს, რომ მარტო არასდროსაა. მშვენიერი მზარეულია და თვლის, რომ მისნაირი ფხალეულობით და საცივით ბევრი გამოცდილი დიასახლისიც ვერ დაიტრაბახებს.

ამ დაუღალავი ქალბატონის წყალობით, სულ მალე, მსგავსი ცენტრი ქარელსა და კასპშიც გაიხსნება.

3


4


5


„ყველაზე კომფორტულად თავს დიდ სცენაზე ვგრძნობ“

„ჩემი კრედოა, – დატკბი მცირედით და ადიდე შემოქმედი“

– ლიკა ამბოკაძე (წინა გვერდზე)

– ცირა ვეფხვაძე (მარჯვნივ)

ლიკა არტისტული ნატურაა. მღერის, ცეკვავს, მონაწილეობს სპექტაკლებში. უყვარს კოპწიაობა. აქვს ბევრი ლამაზი ტანსაცმელი დიდი სცენისთვის, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. მონაწილეობა აქვს მიღებული ორ სპექტაკლში.

ცირა ერთი შეხედვით სუსტი ქალბატონია, მხოლოდ ერთი შეხედვით... 13 წელი იმუშავა უსინათლო ბავშვთა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. პარალელურად ხელმძღვანელობდა ბავშვთა ლიტერატურულ თეატრს – ,,აისი”, დგამდა სპექტაკლებს, როგორც სხვათა, ისე საკუთარი სცენარების მიხედვით, აწყობდა პროზისა და პოეზიის საღამოებს.

აქტიურად ეხმარება დედას სამზარეულოში. ყველას დაბადების დღე ახსოვს და ვერ დაასწრებ მილოცვას. იმდენად კარგი ორიენტაციის უნარი აქვს, ვერ მიხვდებით, რომ მხედველობა თითქმის არ აქვს. მას სმენაც თანდათან უქვეითდება. უყვარს პოეზია, ქართული სიმღერები. ბევრ ცნობილ მომღერალთან ერთად უმღერია დიდ სცენაზე, ხშირად იწვევენ ტელევიზიაშიც.

მცირე მხედველობის მიუხედავად, 51 წლის ცირა მრავალ საქმესაა შეჭიდებული: წერს ლექსებს, ნოველებს, პუბლიცისტურ წერილებს, ამავე დროს, ხელმძღვანელობს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრს, რომელსაც ბოლო სამი წელია აფინანსებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გალობს ეკლესიაში და ამზადებს აბიტურიენტებს.

ლიკა თხუთმეტი წლისაა, პრობლემებმა კი ხუთი წლის ასაკში იჩინეს თავი, როცა მან ზრდა შეწყვიტა. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა – „მუკოპოლისაქარიდოზი“ დაუდგინეს. თვლის, რომ კომუნიკაციის დიდი უნარი ოპერატორის პროფესიის დაუფლებაში დაეხმარება. ამ მიზნით უკვე ინგლისური ენის შესწავლაც დაიწყო.

მკაცრია და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. მიზანდასახულია და ძლიერი ნებისყოფა აქვს, რის გამოც თანამშრომლები მას მარგარეტ ტეტჩერს ადარებენ.

6


7


8


„ბედნიერებაა როცა სხვაზე ზრუნვა შეგიძლია, ჩემმა ბედმა თუ უბედობამ მე ამის საშუალება მომცა“

„მთავარი საკუთარი თავის მიგნება ყოფილა, მე უკვე ვიპოვნე ის და ეხლა ზევით ამომყავს“

– ზვიად ზვიადაძე (მარცხნივ)

– კობა კუნჭულია (უკანა გარეკანზე)

90-იანმა წლებმა ბევრს დაასვა დაღი შიდა ქართლში. ზვიადი ერთ-ერთი მათგანია. მას მცირე ბიზნესი ჰქონდა კონფლიქტურ ზონასთან ახლოს. დააყაჩაღეს და დაჭრეს. მას შემდეგ ეტლში ზის და აქტიურად ეხმარება მასავით ეტლით მოსარგებლეებს. გავლილი აქვს საბაზისო სამწლიანი ტრენინგი, რომლის სერთიფიკატი საშუალებას აძლევს შეურჩიოს და მოარგოს ეტლი შშმ პირებს. იგი ორგანიზაციის „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი“ ერთერთი დამფუძნებელი და ლობისტია სახელისუფლებო სტრუქტურებში. მან დააარსა ასევე მინანქრის საწარმო, სადაც დაასაქმა შშმ პირები.

მან საკუთარი თავი უკვე იპოვა. მიაგნო მისთვის ხელმისაწვდომ პროფესიასაც. ორ ადგილას მუშაობს ასლების გადამღებად, ასოციაცია „ანიკა“-ს დღის ცენტრში და ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. 33 წლის კობა დაბადებიდან დაუნის სინდრომით ცხოვრობს, თუმცა თვლის, რომ ყველაზე ცუდი წარსულში დარჩა. ჯადოსნური წრის გარღვევაში ერთი გოგონა დაეხმარა. სცადა და გამოუვიდა. „ახლა თვითონ მიკვირს, რატომ ვიყავი ასე დაშლილი, რატომ ვერ ავეწყვე. ლიფტშიც ვერ შევდიოდი, დღეს კი მარტომ შევძელი სამსახურში მოსვლა“ – დაუფარავი სიამაყით აცხადებს ის და ნამდვილ ხელფასზე ოცნებობს. მისი ნატვრაა დედმამას დაეხმაროს. სიმბოლურ თანხას უხდიან, მაგრამ იმედიანად შეჰყურებს მომავალს.

პირადი ცხოვრებით კმაყოფილია. მისი ცხოვრების მთავარი ქალბატონები – მეუღლე და შვილი თემიდას მსახურები არიან. ქალიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია, მეუღლე პოლიციის კაპიტანი და შსს განსაკუთრებულ დავალებათა წამყვანი სპეციალისტი. „ამ მხრივ თავს სრულიად დაცულად ვგრძნობ“, ღიმილით ამბობს ზვიადი.

როგორც ყველა გურული, ბევრს და საქმიანად საუბრობს პოლიტიკაზე და ასევე საქმიანად გეგმავს საკუთარ მომავალს. უნდა მოიყვანოს ცოლი, რადგან ძალიან სურს ჰყავდეს შვილი, რომელთანაც ისევე იმეგობრებს, როგორც თავად მეგობრობს თავის მამასთან.

9


თუ გსურთ, რომ ტექსტები ხმამაღლა წაიკითხონ, გთხოვთ დაასკანეროთ QR-კოდი. ეს ბროშურა შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით მომ ზადებული ფოტოგამოფენის ნაწილია. ინტერვიუები ჩამოართვეს და ფოტოები გადაუღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რვა პირს საქართველოში 2015 წელს. ინტერვიუები ასახავს მათ გამოცდილებასა და ხედვას საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრებისეულ საკითხებზე. რა არის ხელმისაწვდომობა? ეს ცდება ეტლის, პანდუსისა და ჯანდაცვის თემას, რაზეც მეტყველებს მოყვანილი ისტორიები, რადგანაც საბოლოო ჯამში ეს არის დემოკრატიის თემა, რომ ყველამ შეძლოს თანაბარი პირობებით მონაწილეობის მიღება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შვედური ინსტიტუტი (SI) სახელმწიფო სააგენტოა, რომლის მიზანია გააღვივოს მსოფლიოს დაინტერესება და აამაღლოს ნდობა შვედეთის მიმართ. შვედური ინსტიტუტი ხელს უწყობს სტრატეგიული კომუნიკაციისა და დიალოგის საშუალებით გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას სხვადასხვა ქვეყანასთან და ასევე, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის სფეროებში თანამშრომლობის დამყარებას. შვედური ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს შვედურ საელჩოებთან და საკონსულოებთან მთელ მსოფლიოში. შვედეთისა და შვედური ინსტიტუტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: www.si.se და www.sweden.se. © 2015 შვედური ინსტიტუტი ავტორი ქეთევან ჯაყელი გრაფიკული დიზაინი ეკუთვნის Kidler -ს დაბეჭდილია შვედეთში Ineko, Stockholm, 2015 ISBN 978-91-86995-62-1 (Georgian)

10


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.