turebi saqarTveloSi
ერთად დავგეგმოთ და მოვიაროთ საქართველო დაგეგმე ტური ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. აირჩიე შენთვის სასურველი საქართველოს კუთხე და ეზიარე ქართულ ადათსა და ჩვენი ქვეყნის სილამაზეს. ელიტ ტურის პროფესიონალთა გუნდი დაგიგეგმავთ ნებისმიერი სახის მოგზაურობასა თუ დასვენებას საქართველოში. თქვენს მოთხოვნების შესაბამისად გაგიწერთ ტურს.
Greater Caucasus
imogzaure saqarTveloSi elit turTan erTad !
3
sarCevi § აჭარა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 § იმერეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 § კახეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 14 § თუშეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 28 § ლეჩხუმი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .36 § მცხეთა - მთიანეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .41 § სამეგრელო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .51 § სამცხე - ჯავახეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .56 § რაჭა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 65 § სვანეთი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 68 § ქვემო ქართლი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 72 § შიდა ქართლი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 79 § ჯომარდი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 82
4
aWara აჭარა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მესხეთის ნაწილს შეადგენდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა, აჭარის ჴევი ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა (რომლის ცენტრი ძველად დიდ-აჭარა იყო, შემდეგ - ხიხანი, მოგვიანებით ხულა) და ქვემო აჭარა (ცენტრი ქედა). აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა. სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება “ჭანს” და ნიშნავს “საჭანოს”.
5
მტირალას ეროვნული პარკი ტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს ქ.თბილისიდან 320 კმ-ში. დრო ავტომანქანით 6.5სთ. მტირალას ეროვნული პარკი განლაგებულია ისტორიულ აჭარაში. მტირალას მთა შავ ზღვას და აჭარის მთათა სისტემას შორის, ჩაქვისწყლისა და ყორაღისწყლის წყალგასაყარზე მდებარეობს. მტირალას ტერიტორია აგებულია შუა ეოცენის ასაკის ეგრეთ წოდებული „ნაღვარევის წყების“ ვულკანურ-დანალექი ქანებით, რომლებშიც წარმოდგენილია სუბტუტე და კირტუტე ბაზალტების, ტრაქიანდეზიდების, ანდეზიტების, დელენიტების, ტუფიტების, მერგილების და არგილიტების მორიგეობა. მტირალას მთა შავ ზღვას და აჭარის მთათა სისტემას შორის ჩაქვისწყლისა და ყორაღისწლის წყალგასაყარზე მდებარეობს. აქაური მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებენს და აჭარის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მაგრამ თვით ნალექებით უხვ აჭარაში მტირალას მთა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1381 მეტრია, ყველაზე ნალექიანი ადგილია. მთელი წლის მანძილზე აქ 4520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას არათუ აჭარის, ჩვენი ქვეყნის ყველაზე სველ ადგილად აქცევს. ტოპონიმი „მტირალაც“ ამ მთას სწორედ უხვნალექიანობიდის გამო შეერქვა. მდიდარი და მრავალფეროვანია მტირალას ფლორა. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია როგორც ტყის მცენარეულობა, რომელიც წაბლნარებით, წიფლნარებით და კოლხური ტიპის შერეული ტყით არის წარმოდგენილი, ასევე კოლხეთისთვის დამახასიათებელი მარადმწვანე შქერის (ღჰოდოდენდრონ ლუტეუმ) ბუჩქებით. კოლხური ტიპის ტყეში გვხვდება წიფელი, ცაცხვი, წაბლი, ჩვეულებრივი მურყანი, რცხილა. ქვეტყე დაფარულია შქერიანით, რომელსაც წყავი (Lაუროცერასუს ოფფიცინალის), კოლხური ჭყორი (Iლეხ ცოლცჰიცა), კოლხური ბზა (Bუხუს ცოლცჰიცა) და რამდენიმე ტიპის ლიანები ქმნიან.
6
აქტივობები: •ლაშქრობა •ცხენოსნობა
ტურისტული მარშრუტები: I wablnaris biliki •Ti pi – safexmavlo •Periodi - aprili – oqtomberi •sigrZe – 7 km •xangrZlivoba – 1dRe •sirTule – martivi
II civwyaro •ti pi – safexmavlo – sacxenosno •periodi – ivlisi – seqtemberi •xangrZlivoba ivlisi – seqtemberi •sigrZe – 15 km •xangrZlivoba – 2 dRe •sirTule – 2 dRe
7
kintriSis daculi teritoriebi კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს ქობულეთის რაიონში, ქ.თბილისიდან 360 კმ-ში. დრო ავტომანქანით 6-7 სთ. კინტრიშის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. კინტრიშის დაცული ტერიტორიები შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +24 გრადუსი, ხოლო იანვრის +4 გრადუსია. ნაკრძალის მთიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. მისი საერთო სიგრძე 45 კილომეტრია. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მთიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. მისი საერთო სიგრძე 45 კილომეტრია. ნაკრძალის დანარჩენი მდინარეები და ღელეებია: ხეკნარა, პერანგა, მამედაღი, დიდღელე, მისანათის ღელე, რომელზეც 30 მეტრიანი თვალწარმტაცი ჩანჩქერია, ბოლქვაძეების ღელე და ჩრდილა ორსაფეხურიანი 70 მეტრის სიმაღლე წყალვარდნილით სწორედ კინტრიშის შენაკადებს წარმოადგენს. მაღლა მთებში 2200 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულია ორი პატარა ტბა – თბიყელი და სიძერძალი, რომელთა ფართობი 1,5 ჰექტარს არ აღემატება. აქედან პირველი ტბა უშუალოდ ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული, 8 მეორე კი – მის საზღვრებს გარეთ.
აქტივობები: •ლაშქრობა •ცხენოსნობა
Tamaris TaRovani xidi da bzebis koromi •ti pi – samanqano – safexmavlo •periodi – aprili – nomberi •sigrZe – 1200 km •xangrZlivoba – 1 sT. 30 wuTi •sirTule – martivi
II uTxovari da tba tbiyeli •ti pi –safexmavlo – sacxenosno •periodi – ivnisi - agvisto •sigrZe – 37 km •xangrZlivoba –2 dRe sirTule – sa Sualo
9
იმერეთი იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი აფხაზეთი. საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე. იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში ვარციხეში (როდოპო ლისი),შორაპანში და სხვა. იმერეთისმხარე ფლორითა და ფაუნით მდიდარი ა. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000 უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია.. ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკოლოგიურად სუფთა და ხელშეუხებელი ბუნება, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონებში. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს
10
1 დღიანი ტური - მღვიმევი - კაცხის სვეტი მარშრუტი: მღვიმევი - კაცხის სვეტი და მონასტერი კაცხის სვეტი, კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი
კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, სიმაღლე 40 მეტრია. . სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია, ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. მღვიმევის დედათა მონასტერი . ჭიათურიდან მონასტრისაკენ მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლაგვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით. სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგებათ. ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობაც, მათ შორის XIII საუკუნეში ამ მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის. ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - მუზეუმში დაცულია ჭიათურის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ქინძისთავები, მძივები; აგრეთვე ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები.
11
1 dRiani turi : Tbilisi-quTaisi-Tbilisi marSruti : bagrati –gelaTi –saTaflia –mowameTa –ubisas monasteri •ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების sახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში „უქიმერიონის გორაზე“. 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2009 წლის აგვისტოს დასაწყისში ბაგრატის ტაძარში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მდრიდრული სამარხი, რომელიც დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა. გამოთქმული მოსაზრებით, სამარხი შესაძლოა ეკუთვნოდეს აფხაზთა მეფის ლეონ II-ს დედას, ხაზართა ხაკანის ასულს. •გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაSi. •იმერეთის მღვიმეთა კომპლექსი ქ. ქუთაისიდან 10კმ-ში მდებარეობს. იმერეთის მღვიმეთა კომპლექსის ფართობი დაახლოებით 354 ჰექტარია. თავად სათაფლია ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზე სიმაღლეზე მდებარეობს. ტერიტორიაზე გვხვდება კარსტული მღვიმეები. • მოწამეთა – სამონასტრო ანსამბლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოწამეთასმახლობლად. მდებარეობს გელათის მონასტრის მახლობლად, მდინარე წყალწითელას ხეობაში. იგი აგებულია წმინდა ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავ საყოფად. ისინი იყვნენ არაგვთა ერისთავები, რომლებიც VIII საუკუნეში შემოსეულ არაბთა ლაშქარს მცირე რაზმით თავგანწირულად შეებრძოლნენ, დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად,ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ, შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა მურვანმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება ვაჟკაცურად აიტანეს და მოწამეთა გვირგვინით შეიმოსნენ. დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ამ ეკლესიაში ინახება. მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა. უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და მისი მეცნიერული აღ-წერა დატოვა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშე-ნებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართვე-ლოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინა-რეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი.
12
სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალი სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის ტერიტორიაზე. ქ.თბილისიდან დაშორებულია 220 კმ-ით, ქ.ქუთაისიდან კი 7 კმ-ით. დრო ავტომანქანით თბილისიდან 3 სთ, ქუთაისიდან 20 წთ. mRvimis sigrZe – 309 m. temperatura 14 simaRle z.d – 360 m dro – 30 w. აქტივობები: ფოტო ტური სპელეო ტური პალეონტოლოგიური ტური ეკო-საგანმანათლებლო ტური / კოლხური ტყის ბილიკი
სათაფლიას აღკვეთილის ტერიტორიაზე შესაძლებელია: დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობისა და იურული პარკის მონახულება კარსტული მღვიმის დათვალიერება სგამოფენო დარბაზის დათვალიერება შუშის პანორამულ გადასახედზე გასვლა კოლხურ ბილიკზე გასეირნება ღია გაკვეთილის ჩატარება საგანმანათლებლო მოედანზე დინოზავრის ნაკვალევის ასლის დამზადება
biliki I ti pi – safexmavlo- saganmanaTleblo periodi – marti – noemberi sigrZe _ 2 km. xangrZlivoba – 2 sT. sirTule – martivi
biliki I I ti pi – safexmavlo- saganmanaTleblo periodi – marti – noemberi sigrZe _300 m xangrZlivoba – 2o wT sirTule - martivi 13
kaxeTi ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარეალაზნისაუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრიჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.
14
1 dRiani turi Tbilisi-Telavi-winandali
ნეკრესი – ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფ. შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთიასურელი მამათგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრისს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა.
• გრემი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემისაღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს. •ალავერდი - საკათედრო ტაძარი და მონასტერი. ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან(ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე. ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. •იყალთო – სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიისშესახებ ცნობებს არ შეიცავს.
15
•წინანდალის სახლ-მუზეუმი - აქ ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ტრაქტატს მოაწერა ხელი იოანე ბაგრატიონთან ერთად. იგი იყო ერეკლე II-ის ელჩი რუსეთში. ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლეში წინანდლის სასახლე იყო კულტურული კერა სადაც იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი პოეტები და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადრენლები. აქ იკრიბებოდნენ 1832 წლის შეთქმულებიც რომელთა შორის ალექსანდრე ჭავჭავაძეც იყო, იგი გადაასახლეს და 1837 წელს გაათავისუფლეს. წინანდლის პარკს ნაგებობათა და სანერგის ჩათვლით 12 ჰექტარიუჭირავს მერქანიანი ნარგავების 400 სახეობიდან 150-ზე მეტი ეგზოტიკურია.
ძველი შუამთა — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშისაქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა (შემცირებულია აფსიდებისა და ბემების სიღრმე, გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ტრომპების კონსტრუქცია ნათლად არის გამოვლენილი); VII საუკუნისმცირე გუმბათოვანი ეკლესია. გეგმით ისიც ჯვრის ტიპისაა, მაგრამ აქ უკვე აღარ არის კუთხის ოთახები და ბემები. ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი — გვიანი შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლურიდედათა მონასტერი კახეთში, ახლანდელ თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ თელავთან ახლოს, ცივგომბორის მთის კალთაზე. მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანისადა მისი მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული.
16
1 dRiani turi : Tbilisi-dedofliswyaromirzaani •ხორნაბუჯის ციხე - XVIII საუკუნის წყაროებით ჭოეთი), შუა საუკუნეების ციხექალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის კამბეჩოვანის ცენტრი. ხორნაბუჯის ნანგრევები შემორჩენილია ახლანდელი დედოფლის წყაროსრაიონული ცენტრის მახლობლად. წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როცა აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. •ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი - უზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) მემორიალურ კომპლექსს, რომელშიც შედის მხატვრის საცხოვრებელი სახლი დამხმარე ნაგებობებით და 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი. საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ორიგინალი (”სონა უკრავს გარმონს”, ”წარაფი”, ”კალოობა”, ”მოწყალების და სააღდგომო კვერცხებით”, ”მუშა”, ”შოთა რუსთაველი”, ”თამარ მეფე” და სხვა), მხატვრის პირადი •ნივთები, XX ს-ის ქართველ მხატვართა ნამუშევრები (ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, კობა გურული, ნათელა იანქოშვილი და სხვ.) ხელნაწერები (ფიროსმანის პირადი საქმე, ფიროსმანისადმი მიძღვნილი ქართველ პოეტთა ლექსები და სხვა), XIX-XX სს. ქიზიყური ყოფის ამსახველი ექსპონატები - ხალიჩები, ფარდაგები (მათ შორის ფიროსმანის დედის მიერ მოქსოვილი ფარდაგი), ჭურჭელი, სამუშაო იარაღები და სხვა (10 000 ექსპონატი). მუზეუმს აქვს ფილიალები: 1. ნიკო ფიროსმანის თბილისის სახლ-მუზეუმი 2. ” 9 აპრილი მუზეუმი ” დედოფლისწყაროში 3. ” დიდების მემორიალი ” - ს. ზემო მაჩხაანში
17
1 dRiani turi : Tbilsi – ninowminda – bodbe – siღnaRi • ნინოწმინდა — გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნინოწმინდაში. ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. დიდი გუმბათქვეშა სივრცის სესაქმნელად ცენტრალური კვადრატის კუთხეებში ოთხ აფსიდს შორის დიაგონალურ ღერძებზე თითო დამატებითი მცირე სადგომია ჩასმული. გარედან ტაძარი გეგმით ვარსკვლავისებრი ნაგებობა იყო, სიდიდის მიხედვით მონაცვლეობით განლაგებული ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდებით
•ბოდბე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ბოდბისა და ქვემო ბოდბის ძველი სახელწოდება. ტრადიციულად ითვლება, რომ ბოდბე არის ძველ ქართულ საისტორიო წყაროებსა და აგიოგრაფიულ ძეგლებში მოხსენიებული კუხეთის დაბა ბოდი, სადაც, წყაროთა თანახმად, გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა წმინდა ნინო, თუმცა მეცნიერებაში არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებებიც
•სიღნაღი ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სიღნაღის მუზეუმი პირველი თანამედროვე სტანდარტების მუზეუმია, სადაც არაჩვეულებრივი ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და შუა საუკუნეების მასალა არის დაცული. მუზეუმში ექსპონირებულია კახეთის სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებზე აღმოჩენილი საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების ნივთები ქვის ხანიდან ძვ.წ. I საუკუნემდე. აქ თავმოყრილია საინტერესო ეთნოგრაფიული მასალა: მუსიკალური ინსტრუმენტები, საბრძოლო იარაღი, ტანისამოსი და ქალაქის ყოფის სხვა საინტერესო ნიმუშები. შუა საუკუნეების ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იბერიის აღმოსავლეთ პროვინციის, კახეთის უძველესი ქალაქების: ბერის, რუსთავის ხორანთას, ნეკრესის, ხორნაბუჯის, გავაზის, არეშის, გრემის, ბაზარისა და სხვა დასახლებების საქალაქო ცხოვრების ამსახველი ნიმუშები.შუა საუკუნეების ექსპოზიციის დიდი ნაწილი კი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურული და მონუმენტური ფერწერის ნიმუშებს უკავია. დიდ დარბაზში გამოფენილია XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის 16 18 ფერწერული ტილო.
1 დღიანი ტური - მარტყოფის ღვთაების მონასტერი - დავით გარეჯი ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა ანტონ მარტყოფელის მიერ IV საუკუნეში. პლატონ იოსელიანი წერს, რომ ამ ადგილას ვახტანგ გორგასლის აგებული ეკლესიის ნანგრევები ყოფილა და სწორედ იქ დაუსვენებია მამა ანტონს ედესიდან ჩამოტანილი თიხის ხელთუქმნელი ხატი. ამ ხატს ღვთაების ხატს უწოდებენ, ამიტომ მონასტერსაც ღვთაების მონასტერი ჰქვია ანტონი აქ თავდაპირველად მარტო მოღვაწეობდა. ამიტომ მიიღო მან ანტონ მარტოდმყოფელის სახელი. მონასტერთან ახლო მდებარე სოფელმა აკრიანმა აქედან მიიღო სახელწოდება მარტყოფი.
დავითგარეჯა — კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.
19
2 dRiani turi : Tbilisi-Telavi-winandali-yvareligurjaani-Tbilisi 1 dRe •ახალი და ძველი შიუამთა •იყალთო •წინანდალი •თელავი
2 დღე •ალავერდი •ნეკრესი •გრემი •ილიას ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი •ყველაწმინდა
20
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს: ვაშლოვანის ნაკრძალს, ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და ბუნების ძეგლებს: ,,არწივის ხეობას”, ,,ტახტითეფას ტალახის ვულკანებს”, ,,ჯუმას ყურეს ალაზნის ჭალებს“. დაცული ტერიტორია კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ორ მთავარ სასიცოცხლო წყაროს – იორსა და ალაზანს შორისაა მოქცეული. ხეობა წარმოადგენს კირქვული წარმოშობის კლდეებში პატარა ხევის მიერ გაჭრილ ღრმა და ულამაზეს კანიონს. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაშია ვაშლოვანის ეროვნული პარკი და რამდენიმე ბუნების ძეგლი, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 24 924 ჰა-ია ვაშლოვანის ეროვნული პარკშის ალაზნის უნიკალური ჭალის ტყე და ბუნების ორი პატარა ყურეა. ყურეები ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ჭალის მუხების, ვერხვების, იფნების და ველური ბროწეულის გვერდით ველურად იზრდება კაკლის ხეები . ვაშლოვანში 700-მდე სახეობის მცენარეა აღწერილი, თუმცა მათ შორის აღსანიშნავია, ორქიდეების მრავალფეროვნება (7 სახეობაა), ქართული ზამბახის, ეიხლერის ტიტის, მაიკოს იორდასალამის , ველური ვაზის და სხვა იშვიათი მცენარეების გავრცელება. ვაშლოვანი ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანი და მიზიდველია. ვაშლოვანში სულ 46 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი ბინადრობს. მრავლადაა ტურა , მელა, კურდღელი, მგელი, ფოცხვერი, ლელიანის კატის, გარეული ღორი მაჩვზღარბა და ნახევარუდაბნოსთვის ასე იშვიათი დათვიც. 2003 წლის ბოლოს ვაშლოვანში წინააზიური ჯიქი ანუ ლეოპარდი აღმოაჩინეს. მეცნიერებმა მოახერხეს რამდენჯერმე ფოტოფირზე დაეფიქსირებინათ ეს საქართველოსთვის უნიკალური ცხოველი. ხვად ლეოპარდს ნოე შეარქვეს. ის ახლაც ვაშლოვანის ტერიტორიაზე ცხოვრობს და ეროვნული პარკის სიმბოლოდ და სავიზიტო ბარათადაა ქცეული.
21
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონში, ქ.თბილისიდან 130 კმ-ში. დრო ავტომანქანით 2სთ. ადმინისტრაციის აღმოსავლეთით, 54 კმ-ში მდებარეობს ვაშლოვანის ეროვნული პარკი. დრო ავტომანქანით 1.5სთ. ადმინისტრაციიდან მინჯის ყურემდე 80კმ, დრო 2სთ.
აქტივობები: ლაშქრობა ფრინველებზე დაკვირვება სამოყვარულო თევზჭერა სამთო ველოსიპედით სეირნობა
ტურისტული მარშრუტები: I არწივის ხეობა ti pi – სამანქანე periodi –აპრილი–noemberi sigrZe _ 5 km. xangrZlivoba – 5 sT. sirTule – საშუალო
I I მიჯნის ყურე ti pi – სამანქანე periodi –აპრილი–noemberi sigrZe _ 80km. xangrZlivoba – 2 დღე sirTule – რთული
I I I დათვის ხევი პანტიშარა ti pi – სამანქანე ინტეგრირებული საფეხმავლოსთან periodi –აპრილი–noemberi sigrZe _ 50 km. xangrZlivoba – 1 დღე sirTule – საშუალო
I V - ტახტი ტეკას ვულკანები ti pi – სამანქანე periodi –აპრილი–noemberi sigrZe _ 55 km. xangrZlivoba – 2 დღე sirTule – საშუალო
22
V daTvis xevi paniSara qurcikebis volieri ti pi – სამანქანე periodi –აპრილი–noemberi sigrZe _ 80km. xangrZlivoba – 2 დღე sirTule – saSualo
VI mijnis yure (sportuli Tevzaoba) ti pi – სამანქანე periodi –აპრილი–noemberi sigrZe _ 80km. xangrZlivoba – 2 დღე sirTule – rTuli
23
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმსავლეთ ნაწილში, ლაგოდეხის რაიონში მდებარეობს. იგი მოიცავს ლაგოდეხის ნაკრძალს და აღკვეთილს, განფენილია დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე. დაცული ტერიტორიის სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მეტრამდე მერყეობს. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ვერტიკალური ზონირება და ჰაბიტატთა მონაცვლეობაა. ენდემიზმის მაღალი დონე აქ გასაოცარია. ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა - კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია. ამ უკანასკნელთაგან 7 კახეთის, პრაქტიკულად კი თავად დაცული ტერიტორიის ვიწრო ენდემს წარმოადგენს. ლაგოდეხი განთქმულია თავის საუკეთესოდ შემონახული ხელუხლებელი წიფლისა და რცხილას ქალწულებრივი ტყეებით. ნაკრძალში მცენარეულობის ყველაზე გავრცელებული ტიპი წიფლნარი ტყეა, თუმცა დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება მურყნარები, რცხილნარები, პატარა ნაკვეთებად ქართული მუხის ტყე და შერეული ფოთლოვანი ტყეები. ნეკერჩხლის კორომებს, შემდეგ კი მაღალმთის მუხის ტყე, სუბალპურ ზონაში არყნარია გავრცელებული, დეკის (ღჰოდოდენდრონ ცაუცასიცა) ბუჩქნარს უკავია. მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორის ადგილსამყოფელებში ასევე მდიდარი და თვალწარმტაცი ფაუნის წარმომადგენლებია გავრცელებული. აქ ხერხემლიანი ცხოველების 126 სახეობის ცხოველია აღწერილი, მათგან თევზების - 4 სახეობა, ამფიბიების 5 სახეობაა, ქვეწარმავლების 12, ფრინველების 150 სახეობაა და ძუძუმწოვრების 53 სახეობაა გავრცელებული.
24
გთავაზობთ 4 საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტს: 1. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “ლაგოდეხის ჩანჩქერი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე; მარშრუტის სიგრძე – 7 კმ; მარშრუტი იწყება ნაკრძალის ადმინისტრაციული ცენტრიდან, მიუყვება მდინარე შრომის ხევის მარცხენა მხარეს და შედის ხეობაში საფეხმავლო ბილიკით და სრულდება ჩანჩქერთან. მარშრუტი ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, ნახონ ხელუხლებელი ფართოფოთლოვანი ტყე, სხვადასხვა ჯიშის საუკუნოვანი ხეები, მინერალური გოგირდოვანი წყაროები. ვიზიტორებს აგრეთვე საშუალება აქვთ 2. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “გურგენიანის ჩანჩქერი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე; მარშრუტის სიგრძე – 8 კმ; მარშრუტი იწყება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან ავტომანქანით სოფ. ზემო გურგენიანში, ნინოს ხევის ხეობის დასაწყისამდე, შემდეგ ფეხით მიემართება ვიწრო ბილიკით ხეობის გასწვრივ ჩანჩქერამდე. მარშრუტზე ვიზიტორები ნახავენ მრავალსაუკუნოვან ცაცხვის ხეს, კლდეებზე გადმომდინარე ანკარა წყაროებს, მდინარეებზე ბუნებრივად შექმნილ მრავალ კომპოზიციას. ვიზიტორებს აქვთ საშუალება, გზად შეისვენონ საპიკნიკე ადგილას.
25
3. საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი “მაჭის ციხე”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 1 დღე; მარშრუტის სიგრძე – 4კმ; მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, კერძოდ კი სოფელ მაწიმის უბნიდან და ბილიკით მიუყვება მდინარე მაწიმჩაის პარალელურად “მაჭის ციხემდე”, სადაც V-VI საუკუნის ისტორიულ-კულტურული ძეგლის ნანგრევებია შემორჩენილი. ამ მარშრუტის გავლისას არა არის გამორიცხული ვიზიტორები შეხვდნენ გარეულ ცხოველებს: ირემი, შველი, გარეული ღორი და სხვა.
4. სამანქანო – საცხენოსნო ტურისტული მარშრუტი “შავი კლდეების ტბა”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე; მარშრუტის სიგრძე – 50კმ; მარშრუტი იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან, მანქანით გადაადგილდება სოფელ მაწიმში, იქიდან საცხენოსნო ბილიკით მიუყვება მიტოს სერის მიმართულებით ალპური ზონისკენ და გადის სახელწიფო საზღვრის პარალელურად შავი კლდეების ტბის მიმართულებით. პირველი შესვენება (კემპინგი) – ე.წ. წყაროს მიდამოებში; მეორე შესვენება – შავი კლდეების ტბის მიდამოებში; მესამე შესვენება – მთა ნინიგორას მიდამოებში. გზად გვხვდება გადასახედები, კლდეები, სადაც ბინადრობენ ჯიხვები, არჩვები, ირმები, შვლები და სხვა ცხოველები თუ მტაცებელი ფრინველები. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ, გადაადგილდნენ ცხენებით, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი აღჭურვილობა.
26
TuSeTi თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთითჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო. თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს. თუშეთში ორი მდინარეა: გომეწრის (თუშეთის) ალაზანი და პირიქითი ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. ეს ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება სოფ. შენაქოს მიდამოებში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიედინება ანდის ყოისუსსახელწოდებით. გომეწრის (თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის დონიდან, ხოლო პირიქითი ალაზანი აწუნთა-ტებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე (3300 მ-ზე). თუშეთში უამრავი პატარ-პატარა ზომის ტბაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავეებში) მყინვარული წარმოშობის ტბებია. არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებია შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებში. კალოანის ხევის სათავეში მდებარე ტბა (მყინვარული წარმოშობით) მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. ჭანჭახოვანის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარე ტბის სიგრძე 12-15 მ-ა, სიგანე — 5-6 მ. ტბა ძალიან ღრმაა. ნასოფლარ ჰეღოსთან გვხვდება გამდინარე ტბა სიგრძით 200 მ.
27
3 dRiani turi TuSeTSi დღე 1 : •აბანოს უღელტეხილი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ბულანჩოსწვერისა და დიდგვერ დის მთებს შორის. გადასასვლელი მდინარე სტორის ხეობიდან თუშეთის ალაზნის ხეობაში. ზღვის დონიდან 2950 მეტრი. •შენაქო — სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, (ომალოს ტერიტორიული ორგანო). მდებარეობს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2080 მეტრი. ახმეტიდან 100 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 7 ადამიანი. •დიკლო — სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, (ომალოს ტერიტორიული ორგანო). მდინარე თუშეთის ალაზნის ხეობაში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 16 ადამიანი. •დღესდღეობით არსებობს ძველი და ახალი ომალო. ძველი ომალოდან, რომელიც აშენებულია XVIII საუკუნეში, ხალხმა დაიწყო დაბლა ჩამოსვლა და ვაკე ადგილას დასახელება, რის შედეგდაც, ამ დასახლებას ახალი ომალო ეწოდა. •ძველი ომალო, ანუ კესელოს ციხე აშენებულია XVIII საუკუნეში. ადრე ომალოს მოსახლეობა ამ ციხესთან ყოფილა შეჯგუფული, შემდეგ კი სოფელი თანდათანობით დაბლა, დღევანდელ ომალოს (ახალ) ვაკეზე ჩასულა. ხალხის გადმოცემის მიხედვით შამილისა და ლეკიანობის დროს სოფელი ამ ციხეში იხიზნებოდა და იბრძოდა. ომალო დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის მდებარეობს და უგზოობის გამო ნახევარი წელიწადი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1221 ადამიანი.
28
დღე 2 : •ომალოს კესელოს ციხე). მას აქვს მოედანი და აღმოსავლეთით მაღალიგალავანი... კედლის ს ისქე 60 სმ-ია, სიმაღლე 810 მ. ციხე დღეს ჩაქცეულია. წინათ, ომალოს მოსახლეობა ამ ციხესთან ყოფ ილა შეჯგუფული, შემდეგმოსახლეობა დაბლა ჩამოსულა, ვაკეზე. ხალხის გადმოცემით, შამილისა დალეკიანობის დრო ს, მოსახლეობა ამ ციხეში იხიზნებოდა. ომალოს ტიპი ს ციხესჩარდახებიც აქვს მიშენებული, საიდანაც მტერ ს ,,გოხებს” (ქვებს) უშენდნენ. ასეთია ინდურთის სამი ციხე წოვათაში, რომელსაც ქვითკირის გალავანი აქვს.კედლის სისქე 1 მმდეა და მიშენებული აქვს ჩარდახი. ციხის ჩრდილოეთისმხარეზე ინდურთის წყლის მიმართულებით მიწის ქვეშ გაყვანილია დახუ რულიგვირაბი, საიდანაც მეციხოვნეებს წყალი უზიდნიათ. გვირაბი დღეს ჩაქცეულია,მისი სიგრ ძე 120 მეტრს აღწევს. წოვათას ამ სამ იცხეს ქისტები მისდგომიან და ვერგაუტეხიათ. დართლო — სოფელი ახმეტის რაიონში, თუშეთში, პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდხევის (პირიქითი ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 2000 მ, ახმეტიდან 102 კმ. მიმოსვლა ცხენის ბილიკით დასაჰაერო გზით. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 9 ადამიანი. •ფარსმას ნასოფლარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 40 კილომეტრში, პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, გზის პირას ბორცვებზე.
29
•გირევი თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
•ჰეღო იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ეზოს გადაღმა ტყის პირას აღმართული ხატია. თქმულების თანახმად, ცხრაკარიდან ადამიანების ქცევით უკმაყოფილო იოანე ნათლისმცემელი თუშეთის სოფელ ჰეღოში გაქცეულა. (ადამიანები მას თურმე ღორსა და ქათამს სწირავდნენ). XX საუკუნის ნახევრებამდე ჰეღოში სხვა დღესასწაულების გვერდით აღინიშნებოდა ნათლისმცემლის დღეობაც და მას თუშები, როგორც ერთერთ ძლიერ და მკაცრ ხატს, ისე იცნობდნენ. ამ რaმდენიმე ათეული წლის წინ, როცა ჰეღო და საერთოდ თუშეთი დაიცალა მოსახლეობისგან, რამდენიმე ადამიანმა ითავა ჰეღოს ნათ ლისმცემლის ნიშის ბარად ჩამოტანა და ცხრაკარას ტერიტორიაზე მისი აღმართვა, რომელსაც დღეს ჰეღოს ნათლისმცემლის სახელით მოიხსენ იებენ.
30
დღე 3 :
დოჭუ — სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში(ომალოს ტერიტორიული ორგანო). მდებარეობს თუშეთის ალზანისა დაპირიქითი ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2050 მეტრი, ახმეტიდან 102კილომეტრი . 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 ადამიანი.
•სოფელი ჯვარბოსელი
31
თუშეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. თუშეთს აღმოსავლეთით დაღესტანი, ხოლო ჩრდილოეთით ჩეჩნეთი ესაზღვრება. თუშეთის დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი მდებარეობს. მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები, მაკრატელას წყალგამყოფი ქედით ერთმანეთისგან გამოყოფილ, თუშეთის ორ მთავარ მდინარეში, პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზანებში ჩაედინება. ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, შეერთებული მალევე სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში, სადაც ამ მდინარეს ანდის ყოისუს სახელით მოიხსენიებენ, და კასპიის ზღვაში ჩაედინება. თუშეთის დაცული ტერიტორიები თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. მისი საერთო ფართობი დაახლოებით 122 050 ჰაია. თუშეთის მცენარეულობა ენდემიზმის საოცრად მაღალი დონით ხასიათდება. აქაური ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია საერთო რაოდენობის 20 პროცენტზე მეტი), ხოლო მცენარეთა 11 სახეობა საქართველოს ენდემია. თუშეთის ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში გავრცელებულ საქართველოს ენდემთაგან აღსანიშნავია: თუშური ტილჭირი, კოწახური, მაჩიტა, დათვისთხილა, შროშანი, თუშური ასკილი , თებულოს ბაია და სხვა. აქ ასევე გვხვდება კავკასიის ზოგიერთი ენდემიც: შავი ანუ რადეს არყი , ღვინა, ყვითელი ღვინა, ფურისულა, დეკა, ცისთვალა და სხვა.თუშეთში გავრცელებულია ძუძუმწოვართა 60, ფრინველთა 120-მდე, რეპტილიების 3, ხოლო ამფიბიების 6 სახეობა და თევზების თითო-თითო სახეობა. კავკასიონის ეს ნაშალი ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვისა, არჩვისა და ნიამორის სამშობლოა. ჯიხვის მეზობელია კავკასიის მეორე ენდემიც – კავკასიურ შურთხი, დეკიანებსა და არყნარებში ცხოვრობს კავკასიური როჭო – თუშეთის ბუნების კიდევ ერთი მშვენება.
32
თუშეთი ორნითოლოგიური თვალსაზრისითაც საკმაოდ მდიდარი მხარეა. აქ მრავალი სხვადასხვა ზომისა და განსხავებული ცხოვრების წესის მქონე ფრინველი ბინადრობს. თუშეთის წიწვოვან კორომებში ცხოვრობენ და ფიჭვის გირჩით იკვებებიან საქართველოსთვის საკმაოდ იშვაითი ნაძვის ნისკარტმარწუხები. იმავე ტყეებში რამდენიმე სახეობის კოდალის ნახვა შეიძლება. უფრო მაღლა წითელთავა მთიულები, მთის მწყერჩიტები და წითელფრთიანი კლდეცოციები გვხვდება. თუშეთის მიუვალი კლდეები უზარმაზარი ფრინველების – ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია. აქ ბევრია კაკაბიც. სხვა მტაცებელ ფრინველთაგან თუშეთში რამდენიმე სახეობის ბუ, მთის კირკიტა, კაკაჩა და ჩვენი პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი – შევარდენი გვხვდება. კალმახით მდიდარია თუშეთის მდინარეები. არსებული მონაცემების მიხედვით თუშეთში გვხვდება ქვეწარმავლების სამი სახეობა: ჩორონელლა აუსტრიაცა, Vიპერა ურსინი და Lაცერტა სპ., ასევე გავრცელებულია მინიმუმ ერთი სახეობის ამფიბია - მწვანე გომბეშო.
33
საფეხმავლო მარშრუტი “დიკლო”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე; მარშრუტის სიგრძე – 36 კმ; მარშრუტის მიმართულება: ომალო–აგეურთა-დოტკალტო–დიკლო–დიკლოს ხაა–შავი ქვიშა– სანარე–სონეხი–შენაქო–ომალო.
2. საფეხმავლო მარშრუტი “ორეთი”: მარშრუტის ხანგრძლივება – 2დღე; მარშრუტის სიგრძე – 23 კმ; მარშრუტის მიმართულება: ომალო–ხოშანე–იღონე–ორეთი–ჭიხალე–ცოკალთა–ომალო;
3. საცხენოსნო მარშრუტი “დოჭუ”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 2 დღე; მარშრუტის სიგრძე – 28 კმ; მარშრუტის მიმართულება: ომალო–ღელე–სახეო–დოჭუ–გოგრულთა–კეხი–ხახაბო-ომალო; 4. საცხენოსნო მარშრუტი “წოვათა”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 5 Dდღე; მარშრუტის სიგრძე – 65კმ; მარშრუტის მიმართულება: ომალო-დართლო-ფარსმა-ნაყაიჩოს უღელტეხილი—ვერხოვანიწარო-წოვათა-ალაზნისთავი–ვაკისძირი-ილიურთა-ვესტმო-გოგრულთა–დოჭუ–ომალო;
34
ლეჩხუმი ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავდა ძირითადად ახლანდელი ცაგერის რაიონისა და ნაწილობრივ წყალტუბოს რაიონის და ამბროლაურის რაიონის ტერიტორიას. ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან — ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან — მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან — მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი. ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვარით კარგად არის აგრეთვე წარმოდგენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანა. ანტიკურ ხანაში ლეჩხუმი უკვე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოპი კესარიელი) სკვიმნიას სახელწოდებით. ამ დროს მას ერისთავი მართავდა, რომელიც ეგრისის მეფეს ექვემდებარებოდა. მომდევნო ხანაში ლეჩხუმი, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული, დაიშალა და მისი ტერიტორია თაკვერის, რაჭისა და ოკრიბის შემადგენლობაში შევიდა. უფრო გვიან ლეჩხუმი კვლავ დამოუკიდებელი ერთეულია. მისი სავაჭრო-ეკონომიური ცენტრი იყო ლაილაში. იმერეთის სამეფოს წარმოქმნის (XV ს.) შემდეგ ლეჩხუმი მის შემადგენლობაში შევიდა როგორც სამეფო დომენი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა — ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ინასარიძეთა საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი ბეჟან I დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მას დადიანების დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე სოლომონ II შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ლეჩხუმის მაზრა.
35
3 დღიანი ტური : ლაჩხუმი 1 დღე : ცაგერი გასვლა დილის 8 საათზე ცაგერის მიმართულებით •მონახულება ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის სოფელ ბარდნალაში. •მხარეთმცოდნეობის მუზუმი ცაგერში • გვესოს ციხე • სოსილეის ციხე დაბინავება ცაგერში
2 დღე : • გზად სოფ. ხვანჩკარას ვენახების მონახულება და ღვინის დეგუსტაცია • ლაჯანურის წყალსაცავის ნახვა • ხვამლის კლდესთან დაბანაკება
3 დღე : • ხვამლის კლდის მონახულება • დაბრუნება თბილისში
36
ხვამლი, იგივე ხომლი — კირქვული მასივი ლეჩხუმში, მხარის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. სიმაღლე 2002 მ. ორმაგი კუესტაა აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი. ორივე კუესტის ჩრდილოეთი დაფერდება დაცხრილულია მრავალი კარსტული ძაბრით. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი (შესასვლელი წიფლის ფუღუროდან) და ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით. ველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი იგივე ხომლი მიიჩნევა ბერძნული მითიური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. მთა რომელზედაც ზევსის ბძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე და რომელიც შემდგომ დაიხსნა ჰერაკლემ. XIX საუკუნის 50-იან წლებში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელ პიზაგალი, რომელიც ბერძნულ ანტიკურ წყაროებზე დაყდნობით ეძებდა არგონავტების, პრომეთეს მიჯაჭვის ადგილებს. როგორც შემდგომ მკვლევარი თავის მოგონებებში წერს, იგი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ ეს ლეგენდა და მათ ყველაზე მეტად უხაროდათ როცა მტაცებელ სვავსმოინადირებდენენ, რომელიც ლეგენდის თანახმად პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნიდა. ხომლის მთა აგრეთვე ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილი აქვს ფრანგ მწერალფანტასტ ჟიულ ვერნს თავის სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი”:
37
ლაჯანურის წყალსაცავი ლაჯანურის წყალსაცავი არის საინჟინრო-ჰიდროტექნიკური ნაგებობა ცაგერის მუნიციპალიტეტში. შექმნილია მაღალი თაღოვანი კაშხალით მდინარე ლაჯანურის ქვემო დინების ვიწრო ხეობაში, სოფელ სურმუშთან. ოვალური ფორმისაა. სიგრძე 3,2 კმ, უდიდესი სიგანე 1 კმ, საშუალო სიგანე 0,5 კმ. უდიდესი სიღრმე 70 მ, საშუალო სიღრმე 30 მ, ფართობი 1,6 კმ², წყლის მოცულობა 50 მლნ ცაგერის მნიციპალიტეტში არის მე-7 საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და ფილოსოფოსის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და მონასტერი.
გვესოს ციხე ცაგერის ჩრდილოეთით მდებარეობს, ცხენისწყლის ხეობას დასცქერის. ოგი მურისა და ორბელის ციხეების დროს (XIIსაუკ) ნაგებობაა. ციხეს ფართო ადგილი უჭირავს. მისი ეზო კოჯეებით არის გარშემორტყმული. ციხეში ეკლესია ყოფილა, მაგრამ დანგრეულა. აღმოსავლეთის მხრივ ორი კედელი ნახევარ წრედ ჯერ კიდევ დგას. სხვა კედლები გარღვეულ-აყუდებულია ცალ-ცალკე. შესავალთან მეორე შენობის მონარღვევი ემჩნევა. ნარღვევის კუთხეში ვიწრო ქვაბია ჩატანებული. შუა გულში სვეტის ქუდის მოყვანილობის დიდი ლოდი ძევს. ის სპონდიოს ქვაა და ოთხივე მხარეზე ნახაზები აქვს. ციხე რამდენიმე კორპუსისაგან შედგება. ძირითადი სიმაგრე კლდეზეა აგებული. ნაშენი მკვიდრად დგას. შიგ ასწლოვანი მუხებია. ეზოშიც დიდი ხეები (მუხა, ცაცხვი) ხარობს. წინათ აქ ალბათ მარტო ციხე იყო. თათრებისაგან თავის დასაცავად აუშენებიათ ჩარკვიანის ციხე. იგი პატარაა და შუა გვესოში, 38 საუკეთესო მაღლობ ადგილზე, დგას. ამ ციხეში წყაროც ჰქონიათ. (მ. ალავიძე ლეჩხ.ზეპ.)
ცაგერის ისტორიული მუზეუმი მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა, რომელიცძირითადად მოიცავს ადრ ეულ და გვიანი ბრინჯაოს ხანას, ანტიკურ პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს მხედარი, ბრინჯაოს განძი, აღმოსავლური დაკოლხური ბრინჯაოს სტი ლიზებული ცულები, კავკასიური სიკილი, ხეთურილაგამი, ქვის ხანის იარაღები: ცულწერაქვი, ისრისპირები, სახნისი, დანები;ნუმიზმატიკის ნიმუშები (ალექსანდრე მაკედონელის მ ონეტა, ლიზიმაქესოქროს სტატერი, კეისრების ოქტავიანესა და ადრიანეს მონეტები, არაბული და თურქული მონეტები და სხვ.), XVII-XIX სს ის საეკლესიო ნივთები, იშვიათი ბიბლიოგრაფიულიგამოცემები, დ. ერმაკოვისა და ალ. როინიშვილის უნიკალური ფოტომასალა ლეჩხუმზე. მუზეუმისფილიალ ები: ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი (ს. ბარდნალა), სევერიან ისიანის სახლმუზეუმი (ზოგიში),არჩილ გელოვანის სახლ-მუზეუმი ( ს. სპათაგორი) • ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის ლადო ასათიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი დაარსდა 1971 წელს. მას შემდეგ სახლ-მუზეუმს სტუმრობს ათასობით ლადო ასათიანის პოეზიის თაყვანისმცემელი. მუზეუმში ყოველწლიურად ტარდება ,,ლადოობა”. ეწყობა შემოქმედებითი შეხვედრები. 2010 წელს სახლ-მუზეუმში ჩატარდა სარემონტოსარესტავრაციო სამუშაოები. უნიკალური ვაზის ჯიში - უსახელაური ძირითადად ლეჩხუმის ორ-სამ სოფელშია შემორჩენილი. სულ რაღაც 5 წელია, რაც კომპანიებმა ამ ჯიშის ვაზის ყურძნისგან ნახევრადტკბილი ღვინოების ჩამოსხმა განაახლეს. დღეს "უსახელაური" ქართულ ბაზარზე ყველაზე ძვირფასი ღვინოა. მაღალი ფასი განპირობებულია ამ წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის უნიკალური თვისებებით, იშვიათობითა და მაღალი ხარისხით. უსახელაური ნამდვილად შეიძლება ვაღიაროთ საქართველოს ყველაზე იშვიათ და ძვირფას ღვინოდ. უსახელაურის ვენახები ძალზე მცირე ფართობებზეა გაშენებული, თავად ჯიშიც განსაკუთრებული მცირემოსავლიანობით გამოირჩევა და ყურძნის მოყვანაც საკმაოდ მძიმე შრომასთანაა დაკავშირებული მთელი წლის განმავლობაში. ეს ღვინო უსახელაურის საუკეთესო ტერუარიდანაა, სოფელ ოყურეშიდან. შესანიშნავი გარეგნობა აქვს, სხივიანი ლალისფერია, სურნელებში კი წითელი ბლისა და თეთრის ბლის მურაბის, ასევე ნამცხვრის ტონები ჩნდება. საკმაოდ სხეულიანი და სქელი ღვინოა, ახასიათებს ძალზე ხანგრძლივი დაგემოვნება
39
მცხეთა - მთიანეთი მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწოთიანეთის,ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს. მცხეთა-მთიანეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მხარეს წარმოადგენს, სადაც გამოიყოფა მეცხოველეობის (ახალგორი, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) და მებოსტნეობა-მებაღეობის რაიონები (მცხეთა, ნაწილობრივ დუშეთი). საქართველოს სამხედრო გზა ამ რეგიონზე გადის, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალია ამჟამად. სამრეწველო ობიექტები თავმოყრილია მცხეთასა და დუშეთში. მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.
40
1 დღიანი ტური – თბილისი - SiomRvime - mcxeTa შიომღვიმის მონასტერი მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სარკინეს (ახალტბის) ქედის სამხრეთ კალთაზე. მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუახანებში, ერთ-ერთმა ასურელ მამის შიოს მიერ, რომელმაც სიცოცხლის ბოლო ორი წელი მონასტრის შუა ნაწილში მდებარე ბნელ მღვიმეში გაატარა და იქვე დაიკრძალა. სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობაა ჯერ კიდევ წმიდა შიოს სიცოცხლეში, 560-70-იან წლებში აშენებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილი საგანგებოდ გაკაფულ კლდეში არის ამოყვანილი. ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა. ნაგებია ნატეხი ქვით. გადახურულია კონუსებრი სახურავით. XI ს-ის ბოლოს წმიდა შიოს მღვიმის თავზე, ნათლისმცემლის ეკლესიის დასავლეთით, აშენდა გრძელი უაფსიდო ეგვტერი. მღვიმე, რომლის ცენტრშიც არის წმიდა შიოს საფლავი, 11 მეტრის სიღრმისაა. იგი ზემოთკენ ჭასავით ვიწროვდება და იხსნება ეგვტერის დასავლეთ ნაწილში გაკეთებული ხვრელით. ჯვრის მონასტერი ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მიღების პირველი დღიდანვე ამ ტაძრის ადგილას წმ. ნინოს მითითებით და მირიან მეფის ბრძანებით დიდი ჯვარი ყოფილა აღმართული. მემატიანეთა გადმოცემით, ქართლის ერისმთავარმა გუარამმა VIს-ის II-ნახევარში ხის ჯვარის ჩრდილოეთით ააშენა პატარა ეკლესია, რომელსაც მცირე ტაძარს ან მცირე ჯვარს უწოდებდნენ. ეკლესია როგორც გარედან ისე შიგნიდან მორთული ყოფილა. სვეტიცხოველი პირველი ქართული ეკლესია, აიგო სწორედ ამ ადგილას, მდინარეების - მტკვრისა და არაგვის შესართავთან, „წმინდა ჭალაში“, ანუ სამეფო ბაღში. იგი აუგიათ პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მითითებით IV ს-ის 30-იან წლებში. ეს ხის ნაგებობა მცირე ზომის ყოფილა, რაც ტაძარში ბოლო ხანს ჩატარებული არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგაც დადასტურდა. აქ აღმოჩენილი ხის სვეტების ნაშთები მეცნიერებმა IV საუკუნით დაათარიღეს, რითაც საშუალება მოგვეცა დარწმუნებით გვეთქვა, რომ მირიან მეფის ბრძანებით აგებული სვეტიცხოველი ხის ნაგებობა ყოფილა.
41
1 dRiani turi Tbilsi – armazis cixe
არმაზციხე არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლი მდებარეობს მცხეთა-თბილისის გზატკეცილზე... არმაზციხეს ადგილობრივები ბაგინეთს უწოდებენ. მის აშენებას ისტორიკოსები ქართლოსს მიაწერენ. სახელწოდება არმაზციხე კი დაკავშირებულია კერპ არმაზთან, რომელიც მეფე ფარნავაზმა მთავარ ღვთაებად გამოაცხადა. მცხეთის დედაქალაქობის პერიოდში მას საკმაო მნიშვნელოვანი ფინქცია ჰქონდა და იგი წარმოადგენდა ქალაქის დედაციხეს. მოგვიანებით, როდესაც დედაქალაქი თბილისი გახდა, არმაზციხემ თავისი მნიშვნელობა დაკარგა, ხოლო 735-736 წლებში იგი არაბებმა დაანგრიეს.
არმაზციხეზე მიკვლეულია სამი კულტურული ფენა. I-ფენა მიეკუთვნება ძვ. წ. IV-III საუკუნეებს. II ფენა ძვ. წ. II – I საუკუნეებს, ხოლო III-ფენა მიეკუთვნება ახ. წ. I-საუკუნიდან მცხეთის დედაქალაქობის დასრულებამდე. ასევე გამოვლინდა მშენებლობის ორი პერიოდი. პირველი - ძვ. წ. IV-III საუკუნეებს მიეკუთვნება. ამ პერიოდში სამშენებლო მასალად გამოყენებულია: ქვათლილი, აგური, ალიზი, დურაბი არ არის გამოყენებული. მშენებლობის მეორე პერიოდია ძვ. წ. III საუკუნედან, წისა პერიოდიდან განსხვავებით უკვე გამოყენებულია დუღაბი.
42
1 დღიანი ტური : საგურამო - ზედაზენი
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი სახლ-მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 ს-ის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები (”ივერია”, ”საქართველოს მოამბე” და სხვ.), მე-19 ს-ის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ფრანგი მხატვრის გარნიეს ”ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში”, ვერნეს ”მაზეპა მგლების გარემოცვაში”, უცნობი ფრანგი მხატვრის ფერწერული ტილო ”შიში”, ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები; XVIII-XIX ს.ს. გერმანული წარმოების დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.
ზედაზნის მონასტერი მდებარეობს მცხეთიდან ჩრდილო დასავლეთით, საგურამოს ქედის უმაღლეს მწვერვალზე (ზ. დ. 1350 მ.).ეს სახელი მას უწოდეს მისი თანდათან ამაღლების გამო. „ზედაზენი კიბედ ზეცისა სდგასო“ - ამბობს ხალხური თქმულება. ლეგენდის მიხედვით ამ მთისათვის უწოდებიათ კერპი ზადენის სახელი, რომელიც ხალხის სათაყვანებელი გმირი ყოფილა და ბრძოლაში დაღუპილა. მეფე ფარნაჯობს(112- 99 წ. ძვ. წ.) ამ მთაზე აღუმართავს კერპი. ეს კერპი იდგა ამ მთაზე IV -საუკუნის პირველ ნახევრამდე, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა მიიღო.
43
1 დღიანი ტური თბილისი - ანანური - ყაზბეგი - დარიალი ანანური, ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრეა. იგი ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. XVII საუკუნის I ნახევარში აშენდა ზედა ციხე, რომლის გალავნის კედლებში ჩატანებულია 4 მრგვალი კოშკი. ანანურის ანსამბლის უმთავრესი აქრიტექტურული ნაგებობაა დიდი გუმბათიანი ტაძარი. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში, არაგვის ერისთავის მდივანბეგ ბარძიმის ბრძანებით, სარქარ ქაიხოსრო ბაღსარაშვილს აუგია. XVII საუკუნეში აგებული დიდი ეკლესიის აღმოსავლეთით აღმართული სამრეკლოც. ანანურის ქვედა ციხე XVIII საუკუნის დასაწყისშია აგებული. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
დარიალის ხეობაში მდ. თერგის მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, რომლის ჩრდილო და აღმოსავლეთი მხარე მიუდგომელი იყო, ხოლო დასავლეთით მთის ყელი კედლებით არის გადაკეტილი, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დარიალის ციხე.
44
გერგეტი — გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა.
45
2 დღიანი ტური ხევსურეთში : თბილისი - ბარისახო - შატილი მუცო - თბილისი. შატილი,- კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია). სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები - გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ანატორის ჯვარი ქისტების სალოცავიც იყო. მისი ნიში ქისტურ სოფელ ჯარეგოშიც იდგა. კულტს ენათესავება საქონლის მფარველი მეგრული ღვთაება ჟინი ანთარი და აფხაზური აითარა. ანატორის ნასოფლარი მოიცავს ერთმანეთზე მიჯრით ნაგებ, ქვის სიპებით თავშეკრულ აკლდამებს. გადმოცემით ეს აკლდამები ეკუთვნით ანატორელებს, რომლებიც ჟამს გაუწყვეტია ერთ-ერთი მათგანის მიერ ანატორის ჯვრის სალოცავის უდიერად მოპყრობის გამო. მუცო იყოფა ძირითადად ორ ნაწილად, ზემოთი უფრო ძველი შეთეკაურთ უბანი და მეორე შედარებით ახალი დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. ამჟამად საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია. ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს.
46
2 დღიანი ტური ყაზბეგში : - თბილისი - ანანური - ყაზბეგი - სნო - ჯუთა - დარიალი ჯუთა - სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სნოს ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 2200 მეტრი, სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრი.2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 კაცი.
დარიალის ხეობა — მდინარე თერგის ხეობის ანტეცედენტური მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ხეობა 1000 მ სიღრმეზეა ჩაჭრილი კავკასიონის ღერძულ ზონაში და კლდოვანი დერეფნით გადის გვერდით ქედში. იწყება მდინარეჩხერის შესართავთან და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. ხეობა აგებულია პალეოლოური გრანიტოიდებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით. ციცაბო ფლატეები დიდ ნაწილზე მოკლებულია ნიადაგ ს და ერთიან მცენარეულ საფარს. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.
47
2 დღიანი ტური ხევსურეთში აბუდელაურის ტბებზე თბილისი - ბარისახო - როშკა - ჭაუხები - თბილისი. ჭიუხი, სწორხაზოვნად გადაჭიმული მაღლობი, რომელსაც მომრგვალებული, გუმბათისებრი ზედაპირი აქვს. ჩვეულებრივ წარმოადგენს ძლიერ დანგრეული და შემდეგ რამდენადმე აზევებული ქედების ნარჩენებს. კავკასიონის ჭიუხები კრისტალურ ქანებში გამომუშავებული დაკბილული კლდოვანი მთებია.
ბუდელაურის ტბა მდებარეობს ხევსურეთში, სოფელ როშკის ზემოთ,თითქმის ჭიუხების ძირში. ამ ტბაში შეაფარა თავი ფშაური ანდრეზის (გადმოცემის) მიხედვით იახსრის ლახტს გამოქცულმა უკანასკნელმა (?!) დევმა. მანამდე იახსარმა ლახტი ესროლა დევს, მაგრამ დევი კლდეს ამოეფრა, ლახტი კლდეს მოხვდა და მისგან ანასხლეტმა ნაფოტმა დევს თვალი გამოთხარა(დღესაც დგას ეს კლდე როშკის თავში), ცალთვალა დევი კი ტბაში ჩაეშვა. იახსარი თან ჩაჰყვა ტბაში და დევი განგმირა, მაგრამ დევის უწმინდურმა სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარმა ამოვლა ვეღარ შეძლო ამოსვლა, სანამ ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი არ დაკლეს და მისი სისხლი ტბას არ ასხურეს. ცხვრის სისხლმა უწმინდურის სისხლით წაბილწული ტბა განწმინდა და იახსარსაც ხმელეთზე ამოსასვლელი გზა გაეხსნა. ამბობენ, ღვთისშვილი მტრედის სახით ამოფრინდა იქიდანო. მადლიერი იახსარი ბლოელს შეპირდა, ასეთი სიკეთე რომ მიყავი, სამ თხოვნას შეგისრულებო. როცა გაგიჭირდება, მიხმე და მეც შენთან გავჩნდებიო.
48
იახსარი აქედან გაფრინდა და ლიქოკის თავს, კარატის წვერზე დაბრძანდა. მას აქეთ აქ იახსრის ნიში (კოშკი) და საზარე ააშენეს. აქედან გამოფრინდა და უბისთავს, წვერმაღალ მთაზე მოიკიდა დაბრძანდა. აქაც საზარე და კოშკი არის აშენებული. აქედან შუაფხოში ჩამოვიდა და აქ სამუდამოდ იქ დარჩა. პირველად, ბლოელის ოჯახს უკურნებელი სენი შეჰყრია, ბლოელს უთხოვია იახსარისთვის , ოღონდ ოჯახი გადამირჩინე და შენს კარზე ძღვენით, საკლავითა და სანთლებით მოვალო. იახსარსაც უშველია. მეორეჯერაც, ბლოელების ოჯახს რაღაც სახადი შეჰყრია. ამჯერადაც უთხოვია ოჯახის უფროსს იახსარისთვის შველა და მასაც უშველია. კიდევ შეუწირავს ძღვენი, საკლავი და სანთლები ბლოელს იახსარისთვის. მესამეჯერ კი ბლოელს ყანა ჰქონია ასაღები. უეცრად გაავდრებულა. კვლავ უთხოვია ღვთისშვილისთვის, ამინდი გამოასწორე და ძღვენს არ მოგაკლებო. მაგრამ, ამ დროს იახსარი ღვთის კარზე ყოფილა ასული, რაღაც მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომლისთვისაც თავი მიუნებებია და ბლოელთან მისულა. რომ უნახავს კაცს დიდი არაფერი უჭირდა, განრისხებულა და ბლოელი მთელი ოჯახით ამოუწყვეტია.
49
1 დღიანი ტური : ფშავი - თბილისი - ანანური - ჩარგალი შუფხო ვაჟა-ფშაველას სახლ- მუზეუმი მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი პოეტის ვაჟა-ფშაველას (18611915 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე19საუკუნისა და მე20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულებისსხვადასხვა პერიოდის გამოცემები, პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა. მუზეუმის ფილიალი: კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი.
50
სამეგრელო სამეგრელო- დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს,ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისსახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთია), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი. გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა. დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობისას (1627-1654 წწ), სამეგრელო ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე.
51
2 დღიანი ტური მარტვილი - ზუგდიდი
მარტვილის მონასტერი — ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსისამონასტრო კომპლექსი დგას მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე, საიდანაც თითქმის მთელი იმერეთ-სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ამჯამად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი . ნოქალაქევი (პირდ. მნიშვ. ”ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა”), ასევე ბერძნული სახელწოდებით არქეოპოლისი (სიტყვასიტყვით ძვ. ქალაქი; აქედან მოდის მისი ქართული სახელი „ნოქალაქევი“-ნაქალაქევი), ქართული წყაროების ციხე–გოჯი. ისტორიული ციხექალაქი დასავლეთ საქართველოში, სავარაუდოდ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. ისტორიული წყაროების თანახმად, ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი).
52
ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X–XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა) — ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა. VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. 602-610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში მოიხსენიება ცაიშის ეპარქია ლაზიკაში. ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთა მიჯნისაა. ეს გახლავთ საწინამძღვრო ჯვრის წარწერა, სადაც "ბაგრატაფხაზთა მეფე და კურაპალატის” გვერდით მოიხსენიება ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი. ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. მოთავსებულია დადიანისეულ 2 სასახლეში ზუგდიდში. მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითის, ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონანტები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები. დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლეკომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).
53
2 დღიანი ტური : მარტვილის კანიონები ბაგრატი, გელათი, სათაფლია. 2 დღე მარტვილის კანიონები მარტვილის მონასტერი, სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენცია. შემდეგ ვეწვევით ოფუცხოლეს (მარტვილის) კანიონებს, სადაც მოვინახულებთ და ნავებით შევცურავთ ულამაზეს კანიონებში და ვნახავთ დინოზავრის ნაშთებს. ამ ადგილს დადიანების საბანაოსაც ეძახიან.
54
ტობა ვარჩხილის ტური ტობავარჩხილი - ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,21 კმ., წყალშემკრები აუზის ფართობი — 1,12 კმ.², უდიდესი სიღრმე — 35 მ., საშუალო სიღრმე — 15,8 მ., წყლის მოცულობა — 3,3 მლნ. მ.³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარე. წყლის დონე დაბალია — ზამთარში, მაღალია — ივლისში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის. ტობავარჩხილი, ვერცხლის ტბა მდებარეობს სამეგრელოს ერთ ერთ სოფელში მუხურში მთაზე. ეს ჩვეულებრივი ტბა არ არის, ეს წმინდა ტბაა რომელშიც 1 გრამი სიბინძურეც არაა.არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ამ ტბაში თუ ქვას ან სხვა რამეს თუნდაც შეეხებოდნენ, ან ხელს ან ფეხს ჩაყოფდნენ, იმ წამსვე საშინელი ჭექა-ქუხილი და კოკისპირული წვიმა მოდიოდა
55
სამცხე-ჯავახეთი სამცხე-ჯავახეთი საქართვლოს უძველესი კუთხეა. ამ ტერიტორიაზე მრავალი არქეოლოგიური ძეგლია. შეიძლება ითქვას, რომ სამცხე-ჯავახეთის მიწა-წყალი მრავალ საიდუმლოს ინახავს და მისი ვრცელი ტერიტორიები გამოსაკვლევია. არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო რომ ადამიანს სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან უცხოვრია. რეგიონის ტერიტორიაზე მრავალი ადრე ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ყორღანული სამარხი იქნა აღმოჩენილი. აქ ვხვდებით ციკლოპური ტიპისუზარმაზარ ლოდებიდან მშრალად ნაშენ ციხე ნამოსახლარებს, გალავნებს, კოშკებსა და აკლდამებს. სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და კულტურულად დაწინაურებული პროვინცია იყო. სახელწოდება სამცხე წარმოდგება მესხთა ტომის სახელისაგან სა-მესხე, სა-მცხე. ისტორიულ წყაროებში ჯავახეთი (ზაბახა) პირველად ძვ. წ. 785 წელს იხსენიება ურარტუს მეფის, არგიშთ I-ის წარწერაში. უძველესი დროიდან ჯავახეთი ქართლის სამეფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო, ხოლო მის კულტურულ და რელიგიურ ცენტრს წუნდა წარმოადგენდა. წუნდას ნაქალაქარი დღევანდელი ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა. გადმოცემის თანახმად, წუნდა დააარსა საქართველოს ერთ-ერთმა ეთნარქმა – ჯავახოსმა. აქედან მომდინარეობს ტოპონიმი ჯავახეთი. სამცხე-ჯავახეთი ისტორიული მესხეთის შემადგენლობაში შედიოდა. სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ჩანს ინტენსიური კულტურული განვითარების კვალი. ქალაქ ახალციხის მახლობლად მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე გათხრილ ენეოლით-ბრინჯაოს ხანის ნასახლარის – ე.წ. ამირანის გორის სამხრეთ კალთებზე აღმოჩნდა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ.აღ. III ათასწლეულის)
56
1 დღიანი ტური ხერთვისი, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე რომელიც ორი მდინარის შესართავთან მდებარეობს. ციხის სახელწოდებაც, რომელიც ხანმეტობის ხანიდან მომდინარეობს, ამას აღნიშნავს ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე. მემატიანე ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. წ. IV საუკუნის 20იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს 2. ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან. მონასტერში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსოა, მ. შ. 25 მარანი 185 ქვევრით. 3. ზედა ვარძია, XI საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ეკლესია. აღმართულია მთის ფერდობზე, ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე. ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით. შიგნით მოპირკეთებულია დიდრონი თლილი ქვებით. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა.
57
2 დღიანი ტური I დღე თბილისი-ადიგენი ზარზმის მონასტერი, ჭულევის მონასტერი, აბასთუმნის ეკლსეიბი (წმ. გიორგის და წმ. მარიამის ეკლესიები; წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია) ასტროფიზიკური ობსერვატორია II დღე ადიგენი-ახალციხე-ვარძია ახალციხის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი საფარა ახალციხე-ასპინძა ხერთვის ციხე-სიმაგრე წუნდის ტბა, წუნდის ტაძარი ვანის ქვაბები ვარძია ზემო ვარძიის დედათა მონასტერი
ჭულევის მონასტერი
ზარზმის მონასტერი
საფარა
ვანის ქვაბები
წუნდის ტაძარი
58
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ჯავახეთის ზეგანი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება თრილეთის ქედი, აღმოსავლეთით – აბულ-სამსარისა და ჯავახეთის, სამხრეთით კი ჰეკ-დაღის ქედები. ჯავახეთის ზეგნის დასავლეთ ნაწილი ბოლოვდება მდინარე მტკვრის ხეობით. ჯავახეთი საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს შორის არსებული ვულკანური წარმოშობის მაღალმთიანი პლატოს ნაწილია. ჯავახეთის ზეგნის სიმაღლე ზღვის დონიდან 1700-3300 მ-მდეა. ჯავახეთის ეკოსისტემა მთის სტეპებით, სუბალპური მაღალბალახეულობითა და ტბებით უნიკალურია კავკასიის რეგიონში და სწორედ ამიტომ მოხდა მისი შერჩევა პრიორიტეტულ საკონსერვაციო ტერიტორიად. ჯავახეთის ეკოსისტემა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საარსებო ადგილი გადამფრენი ფრინველებისათვის, რომელთა უმეტესობა IUCN-ის “წითელ ნუსხაშია” შეტანილი. ჯავახეთის ლანდშაფტი მკაცრი კლიმატური პირობებისა და ვულკანური რელიეფის გამო, საკმაო თავისებურებით გამოირჩევა. ჯავახეთის ზეგანი წარმოადგენს ჭარბტენიან ტერიტორიას. აქ ექვსი დიდი ტბა გვხვდება: კარწახი (თურქეთის საზღვართან), ხანჩალი, მადატაფა, საღამო, ფარავანი და ტაბაწყური. საკმაოდ ბევრია პატარა ტბები. დიდი ტერიტორიები უკავია ჭაობებს. ჯავახეთის ტყე ადრე არსებული ტყის მასივების ნაშთს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ ფრაგმენტული სახითაა შემორჩენილი და ძირითადად არყისა (Betula litwinowii) და ვერხვისაგან (Populus tremula) შედგება, რომელთაგან უფრო დიდი ფართობი ვერხვს უკავია. ცხოველებიდან ჯავახეთის ზეგანზე გვხვდება 33 სახეობის ძუძუმწოვარი. მათგან წავი (Lutra lutra) და ჭრელტყავა (Vormela peregusna) იშვიათ და საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს მიეკუთვნებიან. იხტიოფაუნიდან ჯავახეთის ზეგანზე დომინანტი სახეობაა კარჩხანა(Carassius carassius). ბევრ წყალსატევში იგი თევზის მარაგის 80-90%-ს შეადგენს. იგი ზოგადად სამხრეთ კავკასიისათვის უცხო სახეობად ითვლება. ჯავახეთში გავრცელებულია ამფიბიების 3 და ქვეწარმავლების 7 სახეობა, რომელთაგან ზოგიერთი ენდემია. ჯავახეთში 112 სახეობის ფრინველია გავრცელებული, რომელთაგან ზოგიერთი წყალმცურავია
59
ხანჩალის, მადატაფასა და ბუღდაშენის ტბებზე გადის წყალმცურავ და წყლის მახლობად მცხოვრებ ფრინველთა სამიგრაციო გზა, რომელთათვისაც ეს ტბები დასასვენებელი ადგილია. ეს ჭარბტენიანი ტერიტორიები სომხეთის რამსარის საიტს – არპილიჩის წყალსაცავს ესაზღვრება. წყლის ფრინველებიდან აქ შევხვდებით საქარველოსათვის იშვიათ თეთრ ყარყატს (Ciconia ciconia), მობუდარ რუხ წეროებს (Grus grus), ხუჭუჭა და ვარდისფერ ვარხვებს (Pelecanus onocrotalus), რომლებიც ზაფხულის ვიზიტორები არიან. მიგრაციის პერიოდში ტბებზე ყოველ წელს 30000 ფრინველი ჩერდება. სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა პერიოდში გვხვდება, გაზაფხულზე და გვიანი ზაფხულიდან – შემოდგომამადე. ტბებზე ბინადრობენ ასევე გლობალური საფრხის წინაშე მყოფი სახეობებიც. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ჯავახეთში არსებული ტერიტორიები პოტენციურ რამსარ საიტებს წარმოადგენენ, რომლებიც სრულებით აკმაყოფილებენ რამსარის მიერ წამოყენებულ კრიტერიუმებს. ჯავახეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს დაახლოებით 20000 ჰა-ს.
60
2 დღიანი ტური 1 დღე: თბილისი - ფარავნის ტბა - საღამოს ტბა - ვარძია ფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). გაწოლილიააბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², ჩამდინარე წყლების არეთი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო 2,2, მ. წყლის მოცულობა 91 მილიონი კუბური მეტრი. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. ერთვის მცირე მდინარეები : შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვენა მხრიდან. ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ). მდიდარია თევზით (ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალა და სხვ.). საღამოს ტბა — ტბა ჯავახეთში. ზღვის დონიდან 1996 მ. სარკის ფართობი 4,8 კმ², უდიდესი სიღრმე 2,3 მ. საშუალო სოღრმე 1,6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 528 კმ². ტექტონიკური წარმოშობისაა. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური – სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4ºC. ზამთარში იყინება 4,5 თვით. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო.
ფარავანი
საღამოს ტბა 2 დღე: ვარძია - თმოგვის ციხე - ხერთვისის ციხე
61
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში. იგი 1995 წელს შეიქმნა, ოფიციალურად კი 2001 წელს გაიხსნა. ფართობის მიხედვით ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. 2007 წელს ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკი ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის – PAN Pარკ-ის წევრი გახდა, რაც დაცული ტერიტორიის უმაღლეს დონეზე დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების გარანტია. გეოლოგიურად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას ეკუთვნის და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ცენტრალურ ქვეზონას მოიცავს. რაიონი ძირითადად აგებულია ეგრეთ წოდებული ბორჯომის ფლიშით - ქვედა ეოცენური ნალექებით: მერგელოვანი თიხები, მერგე ლები, კირქვიანი ქვიშაქვები და მერგელოვანი კირქვები; მის აგებულებაში მონაწილეობას იღებს, აგრეთვე, ოლიგოცენნეოგენური ასაკის დანალექი და ვულკანურ დანალექი ფორმაციები. ეროვნული პარკში გაერთიანდა ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს რამდენიმე ისტორიული კუთხის განაპირა ნაწილებია. პარკი მდებარეობს თორის, იმერეთის და სამცხის ტერიტორიაზე. საერთო ფართობი დაახლოებით 61235 ჰა-ია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ტყეები წარმოდგენილია მუქწიწვოვანი, ფოთლოვანი და შერეული ტყეებით. შერეულ ფოთლოვან ტყეებს უმთავრესად წაბლი, წიფელი, რცხილა, კავკასიური ცაცხვი, კოლხური მუხა, დეკა და იფანი ქმნიან. სიმაღლის ცვლილებასთან ერთად ერთი ფოთლოვანი ტყე მეორეთი იცვლებაა: წიფლნარებს ზოგან ენაცვლება შერეული ფოთლოვანი ტყეები კოლხური ტიპის ქვეტყით, ხოლო შემდგომ რცხილნარები, წიფლნარ-წაბლნარები, ნაძვნარები, სოჭნარები. Bბორჯომის ხეობაში გავრცელებულია წიწვოვანი ტყეები - ნაძვნარი, ფიჭვნარი, ფიჭვნარ-ნაძვნარი, სოჭნარი და ნაძვნარ-სოჭნარი. ტყის სარტყლის ზედა ზონებში გაბატონებულია მუქწიწვოვანი ტყეები – ნაძვნარები და სოჭნარები, რომელიც აღმოსავლური ნაძვით, კავკასიური სოჭით და ფიჭვითაა შექმნილი. სუბალპურ სარტყელში გავრცელებულია სუბალპური ტყეები და ბუჩქნარები, სუბალპური მაღალ ბალახეულობა და მდელოები.
62
1. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – “ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე; მარშრუტის სიგრძე – 39-41 კმ; ღამისთევა – ტურისტულ თავშესაფრებში: ”ლომის მთა” და “სახვლარი”; მარშრუტი კვეთს ეროვნულ პარკს ლიკანიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი). 2. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – “წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 4 დღე; მარშრუტის სიგრძე – 49-51კმ; ღამისთევა – ამარათის, სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში ან კარვებში. მოგზაურობა ხორციელდება აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით); მარშრუტი კვეთს ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს – მთა სამეცხვარიოს (2642მ); 3. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – “პანორამების ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – 2 დღე; მარშრუტის სიგრძე – 34კმ; ღამისთევა – ამარათის ტურისტულ თავშესაფარში. ეს არის რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით. 4. სალაშქრო მარშრუტი “ხელუხლებელი ტყის ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – დღენახევარი; მარშრუტის სიგრძე – 12-13 კმ; ღამისთევა –ნუნისის მცველთა საგუშაგოში ან კარვებში. ეს არის უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნულ პარკს კვეთს. განსაკუთრებით სასიამოვნოა მოგზაურობა გაზაფხულზე დეკის ყვავილობის დაწყებისას (მაისი). 5. სალაშქრო მარშრუტი – “ზეკარის უღელტეხილის ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – დღენახევარი; მარშრუტის სიგრძე – 9-10 კმ; ღამისთევა – დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში. მარშრუტი გრძელდება აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი). ეროვნული პარკის გადაკვეთა შესაძლებელია მთის ველოსიპედით ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე.
63
6. სალაშქრო მარშრუტი – “ნაკვალევის ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე; მარშრუტის სიგრძე – 12-13კმ; ეს არის ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკანიდან ქვაბისხევამდე (ბორჯომის რაიონი). 7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი: მარშრუტის ხანგრძლივობა – 1,5 სთ; მარშრუტის სიგრძე – 3კმ; ბილიკის გავლისას თქვენ შეხვდებით 9 საინფორმაციო სტენდს და ხის ინსტალაციებს სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო საკითხებზე. 8. საცხენოსნო მარშრუტი – “მეღრუკის ხეობა”: მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე; მარშრუტის სიგრძე – 5,5კმ; ეს არის წრიული ბილიკი დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით. 9. სალაშქრო-საცხენოსნო ბილიკი – “მწყემსების ბილიკი”: მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე; მარშრუტის სიგრძე – 14 კმ; ბილიკი მიუყვება შავ სერს და აკავშირებს ამარათისა და ლომის მთის ტურისტული თავსესაფრებს. ტურისტული თავშესაფრები არის 12 ადგილიანი.
64
რაჭა რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით – ქვემო სვანეთი, სამხრეთით – იმერეთი, აღმოსავლეთით – შიდა ქართლი, დასავლეთით – ლეჩხუმი. თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომედიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. ((X)) საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების – კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII ს-ის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ – მაზრას. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიას.
65
2 დღიანი ტური I დღე -
თბილისი - შაორის წყალსაცავი - ნიკორწმინდა - ბარაკონი - ონი
ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი, დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით.
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი, ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლია. რაჭის ერისთავის როსტომის ბრძანებით 1753 წელს ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით.
66
II დღე - ონი - უწერა - შოვი - თბილისი
ონის სინაგოგა მნიშვნელოვან არქიტექტურეულ ძეგლს წარმოადგენს,იგი თავისებურ, კოლოროტულ იერს აძლევს ქ.ონის მთელ ხედს. მისი მშენებლობა დაუწყიათ 1981 წელს. ხოლო 1995 წელს მასში უკვე მიმდინარეობდა წირვა ლოცვა. უწერა ზემო რაჭის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელია. იგი ზღვის დონიდან 1042 მეტრითაა დაშორებული. სოფლის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით მოსახლეობაში შემონახულია შემდეგი ლეგენდები: თამარ მეფე თავის ამალით სამეფოში მოგზაურობდა. მოინახულა რაჭა, ჩვენ სოფელში როცა შემოსულა მისი სილამაზით აღტაცებულს წამოუძახებია: ოჰ, რა აღუწერელი სილამაზეაო.’’ ეს ლეგენდები და ისიც, რომ უწერის სანატორიუმ ”ფაზისის” ეზოში შვიდი მრავალწლოვანი ცაცხვი დგას, მეტყველებენ სოფლის სიძველეზე. სოფლის ძირითადი მდინარეა რიონი, რომელიც ”ფასის’’ მთიდან მოედინება.
შოვი საქართველოს ერთ–ერთი ბალნეოლოგიური კურორტია. ზღვის დონიდან 1600 მეტრზეა და სწორედ ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. აქ წარმოდგენილია ფიჭვი, ნაძვი, წიფელი, მუხა, რცხილა, არყი, შინდი და რთხმელა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინერალური წყლები. კურორტის ტერიტორიაზე თექვსმეტამდე მინერალური წყალია აღმოჩენილი. ყოველი მათგანი განსხვავდება შემადგენლობით.
67
სვანეთი აქართველო მდებარეობს მთავარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე და მცირე (სამხრეთ) კავკასიონის მთიანეთში. ეს ორი მთიანი მასივი ერთმანეთს უერთდება რადიალურად ორიენტირებული სურამის ქედით, რომელიც საქართველოს ორ - აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად ყოფს. კავკასიონის ყველაზე მაღალი და მკაცრი 700 კმ-იანი უბანი საქართველოს ფარგლებშია მოქცეული. მას ქვეყნის ტერიტორიის ერთ მესამედზე მეტი უკავია, ხოლო საშუალო სიმაღლე 3520 მეტრს აღწევს. დასავლეთ კავკასიონის ცენტრალური 125 კმ-იანი მონაკვეთი, კოდორის ქედიდან ვიდრე ფასის მთამდე სვანეთის კავკასიონად იწოდება. მის სამხრეთ კალთებზეა განლაგებული საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი კუთხე - სვანეთი, რომელიც მოიცავს მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებს შუა წელიდან სათავეებამდე. პირველი - ზემო სვანეთი, ადმინისტრაციულად მესტიის რაიონითაა წარმოდგენილი, მეორე - ქვემო სვანეთი – ლენტეხის რაიონით.
სვანეთშია თავმოყრილი კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები და უმსხვილესი მყინვარები, რომელთა ჯამური ფართი 300 კვ.კმ აღწევს და ყინულოვანი ჯავშანის სახით გვირგვინივით ადგას კავკასიონს. უმნიშვნელოვანესი მწვერვალებია: წურუნგალა (4220 მ). აილამა (4550 მ), შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), ტიხტინგენი (4620 მ). თეთნულდი (4860 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ). აქვეა საქვეყნოდ ცნობილი ორთავა უშბას ციცაბო კლდოვანი მასივი (4700 მ). კავკასიონზე სირთულისა და სილამაზის ეტალონი უშბაა, ალპებში მატერჰორნი (4478 მ). კავკასიონის სამხრეთის გვერდით ქედებს შორის უმაღლესია სვანეთის ქედი (უმაღლესი მწვერვალი ლაჰილი, 4010 მ), რომელიც მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. მისი სიგრძე 120 კმ-ია, საშუალო სიმაღლე 68
3 დღიანი ტური სვანეთში
1 დღე : დათვალიერება მესტიის კოშკების. მესტიის მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი. 2 დღე : უშგული. - სიყვარულის კოშკი კვირიკეს მონასტერი - თამარის კოშკი - უშგულის მუზეუმი. დაბრუნება მესტიაში. 3 დღე : სოფელი მაზერი . დაბრუნება თბილისში.
69
5 დღიანი ტური სვანეთში 1 დღე: 7:00 გასვლა თბილისიდან. ზუგდიდი, დადიანების სახლმუზეუმი, ენგურჰესის კაშხალი, შესვენება საკუბდარეში კვება და გზის გაგრძელება. დაბინავება საოჯახო სასტუმროში საღამოს 21:00 ვახშამი. 2 დღე: 9:00 საუზმე , მესტიის კულტურული ძეგლების დათვალიერება, ლაღამის მაცხოვრის ტაძარი, მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი, გასეირნება ბეთქილის ხეობაში მინერალური წყლების დაგემოვნება. 15:00 დაბრუნება საოჯახო სასტუმროში, სადილი.17:00 სოფ. ლატალი, მაცხოვრის სახელობის ეკლესია, თანღილის მთავარანგელოზთა ეკლესია,ლატალის კულტურული ძეგლები. 21:00 დაბრუნება და კვება საოჯახო სასტუმროში. 3 დღე: 6:00 სადილი და გასვლა ლატალის მიმართულებით საიდანაც ფეხით გავემართებით მხეერის მთავარანგელოზის ეკლესიისაკენ, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. (ფეხით სავალი გზა 9-10 კმ.გზა მიუყვება ტყეს, შესაბამისად მზე არ იქნება შემაწუხებელი. ზონა ალპური). მოვილოცავთ ტაძარს, რის შემდგომაც გვექნება პიკნიკი საველე პირობებში. ხედების დათვალიერება. ამ ადგილიდან თქვენ შეგიძლიათ თვალი გაუსწოროთ დასავლეთ კავკასიონის მწვერვალებს, უშბა, შხარა, თეთნულდი, ჯანტოგანი, აგრეთვე მოცანს ენგურისა და მისი შენაკადების ხეობები რაც საშუალებას იძლევა სვანეთის დიდ ნაწილს თვალი გადაავლოთ ზემოდან. 18:00 დაშვება. 20:00დაბინავება საოჯახო სასტუმროში და ვახშამი.
70
4 დღე: 8:00 სადილი და გამგზავრება უშგულის მიმართულებით. გზად შეგვხვდება სოფლები: მულახი, იფარი (გაჩერება სიყვარულის კოშკთან, კოშკზე ასვლა), სოფ. კალა (სადაც მდებარეობს კვირიკესა და ივლიტას სახ. ეკლესია), ასვლა უშგულში (უშგული დაცულია იუნესკოს ოქროს ფონდში და მდებარეობს ზღ. დონიდან 2200 მეტრზე). უშგულის კულტურული ძეგლების, ეროვნული განძთსაცავის, თამარის კოშკების, ლამარიას ეკლესიის დათვალიერება. თავისუფალი დრო უშგულში 3 საათი. დაშვება და შეჩერება სოფ. კალაში პიკნიკი ამავე სოფელში. 22:00 დაბინავება საოჯახო სასტუმროში, ვახშამი.
5 დღე: 7:00 ბარგის ჩალაგება 8:00 სადილი და გამოსვლა თბილისის მიმართულებით, შეჩერება სოფ. ბეჩოში და მინერალური ცყლის დაგემოვნება, გზად შეჩერება და კვება საკუბდარეში. 20:00 ჩამოსვლა თბილისში. ტურის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ტრადიციული სვანური კერძები, დაათვალიერონ და მოილოცონ X-XII საუკუნეებით დათარიღებული ეკლესიები და კულტურული ძეგლები, საშუალება ექნებათ შეიძინოს სვანური სულგუნი, თაფლი და მარილი საოჯახოდ.
71
ქვემო ქართლი ქვემო ქართლი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ქართლის ერთი ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები სხვადასხვა სახელებით იხსენიებიან (თრიალეთი, გაჩიანი, გარდაბანი, ტაშირი, აბოცი, ბამბაკი), რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა. ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია:სამშვილდის და ხუნანის საერისთავოები, თბილისის საამირო, ტაშირ-ძორაგეთის სამეფო, კლდეკარის, ლორის, გაგის საერისთავოები, საბარათიანო. ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებითი იყო დასახლებული, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ გუგარებს, იგივე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის - გოგარენეს სახელწლდება. სავარაუდოა, რომ მათ გვერდით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც. მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო XIII საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. მათი დიდი ნაწილი მტერს შეეწირა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნა. მათ ადგილს უცხოტომელები იკავებდნენ, რაც განაპირობებს ამ მხარის ეთნიკურ სიჭრელეს. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის ქვემო ქართლის მხარეში და მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს,მარნეულისა და წალკის რაიონების ტერიტორიებს.
72
1 დღიანი ტური ხულუტის ციხე , ფიტარეთი.
ხულუტის ციხე – აგებულია XVIII ს-ის I მესამედში ყაფლან ბარათაშვილ-ორბელიშვილის მიერ. შედგება 2 ნაწილისაგან; ორივეში ჩაყოლებულია თითო, გალავანში კი - 5 კოშკი. თითოეული მათგანი პირველ რიგში საცხოვრებელი დანიშნულებისაა, შემდეგ კი - საბრძოლო. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ფუნქციით კოშკისებრი სასახლეა. მთელი ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით.
ფიტარეთის მონასტერი –მონასტერი მოქმედია, მისი აშენება ლაშა-გიორგის მეფობის პერიოდს უკავშირდება და 1213-1222 წწ. თარიღდება. სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის: ეკლესია, სამრეკლო, მარანი, გალავანი, ბაქანი, საძვალე და სხვ. ნაგებობები. სამონასტრო კომპლექსი შემდეგი საუკუნეების მანძილზეც სწორედ ბარათაშვილ-ორბელიანთა (ორბელიშვილთა) საკუთრება იყო. მონასტერი მათ საძვალე სასაფლაოდ ითვლება.
73
1 დღიანი ტური ბეთანია მანგლისი ბეთანია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XIIXIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეებშია აშენებული. ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის შესანიშნავ ნიმუშს. რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, დაახლოებით 1207 წელს. ბეთანიის ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი სამი ფრესკიდან. მანგლისის სიონი — ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან.პირველი ეკელსია მანგლისში აშენდა IV საუკუნეში. ამჟამინდელი ტაძარი აშენებულია VI-VII საუკუნეებში. XI საუკუნეში მნიშვნელოვანი რესტავრაცია ჩაუტარდა: გაფართოვდა და დაემატა მოჩუქურთმებული ქვები, ასევე გამოუცვალეს პერანგი. 1850 წელს კვლავ შეაკეთეს, შიგნიდან კედლები შეათეთრეს,რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ბევრი ფრესკა გაქრა. მანგლისის სიონზე უძველესი წარწერებია შემორჩენილი, რომლებიც საკმაოდ ძნელი გასარჩევია. ასევე შემორჩენილია ფრესკების კვალი გუმბათის ყელში.
74
2 დღიანი ტური საფეხმავლო ტური ბირთვისებში
დღე 1 : გასვლა თბილისიდან 9 სთ. ჩასვლა ბირთვისებში და დაბანაკება,შეუპოვრის ციხე. კარვების გაშლა და კოცონის დანთება.
დღე 2 : ბირთვისის და დედას ციხეები. დაბრუნება თბილისში.
ბირთვისი ციხე მდებარეობს ქვემო ქართლში, საქართველოს სამხრეთ ნაწილში, თბილისიდან 55 კილომეტრის მანძილზე. იმ ციხის უცნაურობა გახლავთ ის, რომ იგი მიწიდან ბუნებრივად ამოზიდული უზარმაზარი ქვებისგან შეკრული ნაგებობა გახლავთ. მასივი იმდენად მაღალია, რომ მისი აღება საუკუნეების განმავლობაში ვერავინ შეძლო ცნობილი თემურლენგის გარდა, რომელმაც რამდენიმე თვიანი უშედეგო ალყის შემდეგ მის დასაპყრობად სპეციალური მონადირეები და მთამსვლელები ჩამოიყვანა.
75
ალგეთის ეროვნული პარკი ალგეთის ეროვნული პარკი ისტორიულ ქვემო ქართლში მდებარეობს, თეთრიწყაროს რაიონში, ქ. თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. იგი მოიცავს მდინარე ალგეთის ხეობაში თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს. უმაღლესი წერტილია კლდეკარი (2000მ). ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1965 წელს, აღმოსავლური ნაძვის და კავკასიური სოჭის უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით. 2007 წელს ალგეთს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი. ალგეთის ეროვნული პარკს ახასიათებს ძლიერ მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა მდინარეებითა და ხევებითაა დაღარული. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ალგეთი, თავისი მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადებით და ხევებით. ალგეთის ეროვნული პარკი ვულკანური და დანალექი ქანებითაა აგებული. ეროვნული პარკი ხასიათდება ნოტიო კლიმატით. ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული ხანგრძლივი და თბილი იცის. ალგეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 6 822 ჰექტარია. ალგეთის ეროვნული პარკის 6044 ჰა ტყითაა დაფარული. აქედან ნაძვნარებს - 1442 ჰა, წიფლნარებს - 2250 ჰა, მუხნარებს – 1380 ჰა, ფიჭვნარებს - 250 ჰა, რცხილნარებს - 120 ჰა, იფნარებს - 9 ჰა და არყნარებს - 5 ჰა უკავია. აქ სოკოების 250 სახეობაა გავრცელებული, მათგან 10 სახეობა პირველად იქნა აღმოჩენილი. აქ მცენარეთა 1664 სახეობაა; აქედან 80 ხეა, 74 სახეობის – ბუჩქი, 800-ზე მეტი – ბალახოვანი მცენარე, 156 სახეობის – სამკურნალო მცენარე, 43 – შხამიანების, 24 – ბოსტნეულის, 69 – დეკორატიული სახეობა, 3 სახეობა საქართველოსა და კავკასიიის ენდემია.
76
ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, დაბა მანგლისის მიმდებარედ. ქ.თბილისიდან 58 კმ-ში. დრო ავტომანქანით 1სთ.
აქტივობები: •ლაშქრობა •ცხენოსნობა
ტურისტული მარშრუტები: Iარსენას გამოქვაბული •Ti pi – safexmavlo •Pპeriodi -მარტი-ნოემბერი •sigrZe – 6 km •xangrZlivoba – 3-4 საათი •sirTule – martivi
II - ალგეთის ხეობა •ti pi – safexmavlo •periodi – მარტი - ნოემბერი •sigrZe – 7 km •xangrZlivoba – 4 – 5 საათი •sirTule – მარტივი
III -სამეფო ქედი •ti pi – safexmavlo – saცხენოსნო •პერიოდი აპრილი - ოქტომბერი •sigrZe – 11 km •xangrZlivoba – 6-8 საათი •sirTule – საშუალო
77
IV –dedofliswyali •ti pi – saცხენოსნო •პერიოდი - აპრილი-ოქტომბერი •sigrZe – 15 km •xangrZlivoba – 6-8 საათი •sirTule – საშუალო
V –კლდეკარი •ti pi – saცხენოსნო •პერიოდი - მაისი -ოქტომებრი •sigrZe – 25 km •xangrZlivoba – 2 დღე •sirTule – რთული
78
შიდა ქართლი შიდა ქართლი არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით -კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით, სამხრეთით - თრიალეთის ქედით. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ. მასზე გამავალი მდინარეები - ძამა, ტანა, თეძამი და კავთურაქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. შიდა ქართლის მდინარეების უმრავლესობა უძველესი დროიდანაა სარწყავად გამოყენებული. ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედების და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე.წ. არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ ქალაქების ჩამოყალიბებას: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და სხვა. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.
79
1 დღიანი ტური უფლისციხე & ატენის სიონი ატენის სიონი — ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავიჯვარ-გუმბათოვანი ტაძარის ნიმუში ატენის სიონი VII ს. I ნახევარშია აგებული. იგი მდინარე ატენთან ახლოს, ფრიალო კლდის საგანგებო საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზეა აღმართული და მთელი ხეობის სამშვენისს წარმოადგენს. ტაძარი ცენტრალურ-ჯვარ-გუმბათოვანია (24X19 მ; სიმაღლე 22 მ), ტეტრაკონქის ტიპის, ნაგებია მომწვანო-მონაცისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით.ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები.
უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. შედარებით უკეთაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
80
1 დღიანი ტური ქვათახევი & რკონი იკვის მონასტერი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ტაძარი მდინარე შაბწყალას (თეძმის შენაკდი) ხეობაში, კასპის მუნიციპალიტეტში. ქვათახევი –შედის მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, კოშკი და სენაკები. თავდაპირველად დედათა მონასტერი იყო. ქვათახევის ტაძარი ხუროთმოძღვრული ფორმებითა და მორთულობით ახლოს დგას ბეთანიის ტაძართან. იგი XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება და მიეკუთვნება იმ ძეგლთა ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოს შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური ფორმები ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობარის კერაც იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები: ფილიპე ბარათაშვილი (XVI ს.), იოანე ავალიშვილი (XVI-XVII სს.), იოანე ხელაშვილი (XIX ს. დამდეგი), დოსითეოზ ფიცხელაური, ტარასი ალექსიმესხიშვილი (ორივე XIX ს.) და სხვა. ჩვენამდე მოღწეულია ქვათახევის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.
რკონი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. თეძმის ხეობის ზედა ნაწილში. რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის 3 ფენა: VII საუკუნის II მეოთხედი; XIII-XIV საუკუნეების მიჯნა და XVII-XVIII საუკუნეები, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში - საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები. რკონის კომპლექსში შედის:ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდ 81
ჯომარდი ჯომარდობა ანუ რაფტინგი (RAFTING) არის აქტიური დასვენების სახე, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. დავენების ეს ექსტრემალური სახეობა პოპულარული ხდება 1970-იანი წლებიდან. თანამედროვე გასაბერ ნავებს აკეთებენ გამძლე მრავალფენიანი რეზინის ან ვინილის მასალისაგან და აქვთ რამდენიმე დამოუკიდებელი განყოფილება, რაც არის გარანტია იმის, რომ ნავი არ ჩაიძირება თუ რომელიმე განყოფილება დაზიანდება ან გაიხევა. ნავის სიგრძე იცვლება 3.5 მ-დან 6 მ-მდე, და სიგანე 1.8 მ-დამ 2.5 მ-მდე. ამ წესიდან გამონაკლისია ერთადგილიანი ნავები, რომლებიც შეიძლება იყოს 1.5 მ. ნავები არი სხვადსხვა ფორმის. ჩვენთან გამოიყენება სიმეტრიული ნავები, რომელიც იმართება ნავის უკანა ნაწილში მჯდომი ინსტრუქტორის მიერ. ნავში ჯდება 4 დან 12 კაცამდე. მდინარის სირთულის კატეგორიები : პირველი კატეგორია – ადვილი მდინარე ჩქერების და ნაკადების გარეშე, საჭიროა მხოლოდ მსუბუქი მანევრირება (მაგ. მტკვარი მცხეთასთან ახლოს). მათთვის ვისა ცარ უნდა თავს ძალა დაატანოს და დაისვენოს. მეორე კატეგორია – სწრაფი მდინარე, სხვადასხვა წინააღმდეგობებით (საშუალო სიდიდის ქვები), საჭიროა მანევრირება. (მდინარე არაგვი ზაფხულში). ასეთ მდინარეზე დაშვებას უკვე ჯომარდობა შეგვიძლია ვუწოდოთ.
82
მესამე კატეგორია – სწრაფი დინება, საშუალო სიდიდის ჩქერები და ორმოები. სჭირდება კარგი მანევრირება. (არაგვი გაზაფხულზე, მტკვარი, რიონი). მეორე კატეგორიის მდინარეებზე გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ შეიძლება შემდეგ საფეხურზე გადასვლა – ასეთი ტურის შემდეგ ნავში ყველა თავიდან ფეხებამდე სველია. მეოთხე კატეგორია - მძლავრი და სწრაფი დინება, ჩქერები, ორმოები და სტოპერები შეცავს გარკვეულ საფრთხეს, საჭიროა გამოცდილება მანევრირებისთვის. (რიონი, ცხენისწყალი, მტკვარი გაზაფხულზე). არ არსებობს ადამიანი, რომელიც გულგრილი იქნება ამ დაშვების დროს – მეოთხე კატეგორიის გავლის მერე ადამიანი ნამდვილი ჯომარდელი ხდება. მეხუთე კატეგორია - დიდი ჩქერები, ნაკადში შესაძლოა ლოდები და სხვა წინააღმდეგობები, შეიცავს გარკვეულ რისკს ჯანმრთელობისთვის და სიციხლისთვის. საჭიროა პროფესიული გამოცდილება. (ენგურის, თერგის, მტკვრის და რიონის გარკვეული მონაკვეთები). მეექვსე კატეგორია – ამ მდინარეებზე არის სიცოცხლისთვის მაღალი რისკი. ამ კატეგორიის რამდენიმე მდინარეა საქართველოში (თერგი, ენგური, რიონი). ასეთი მდინარის გავლის შემდეგ სეგიძლიათ თქვათ, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ხართ. უსაფრთხოება ჯომარდობა შეიცავს გარკვეულ რისკებს და შეიძლება საშიში იყოს თუ არ არის დაცული გარკვეული უსაფრთხოების ზომები. განსაკუთრებით ეს ეხებათ მოყვარულებს, რომლებიც ეშვებიან პროფესიონალი ინსტრუქტორის გარეშე. საფრთხე შეიძლება მოდიოდეს როგორც გარემო პირობებიდან ასევე მონაწილეების არასწორი ქცევის გამო. რაც შეეხება კომერციულ ტურებს - ყოველი ჯომარდობის წინ ტურის მონაწილეებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც ტურის მინაწილეებს განემარტებათ ნავში ჯდომის, მოსმის წესები. ასევე როგორ უნდა მოიქცნენ თუ მდინარეში აღმოჩნდებიან და ა.შ. ყველა მონაწილეს ურიგდება (აუცილებელია) სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი.. სასურველია ჰიდროკოსტიუმისა და სპეციალური საჯომარდო ფეხსაცმლის ტარებაც.
83
მტკვარი ვარძიასთან ტურის სირთულის კატეგორია - 2-5 მონაწილეთა მინიმალური ასაკი – 10 წელი. ვარძიასთან არის სამი მარშრუტი:
•მირაშხანი – თმოგვის ციხე, 8 კმ., სირთულის კატეგორია 2-4. ვარძია – სოფ. ფია, 6 კმ., სირთულის კატეგორია 4-5. ხერთვისი - ასპინძა, 10 კმ., სირთულის კატეგორია 1-2.
ჯომარდობის წინ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი (20-30 წთ.) დაშვება მოხდება 8-10 ადგილიანი სტანდარტული საჯომარდო ნავებით. ყველა ნავზე არის ერთი კვალიფიციური ინსტრუქტორი! საჯომარდო სეზონი - 1 მაისიდან 15 ოქტომბრამდე.
84
მტკვარი ბორჯომთან
ტურის სირთულის კატეგორია - 2-4 მონაწილეთა მინიმალური ასაკი – 10 წელი. სასტარტო ადგილი ორი ვარიანტია – გაზაფხულზე (აპრილი, მაისი) სოფ. ქვაბისხევი, ივნისიდან როდესაც წყალი იკლებს – ჭითახევის ჰესთან. შესაბამისად მარშრუტების სიგრძეებია - 12 კმ. და 8 კმ. ტური მთავრდება ბორჯომში. ჯომარდობის წინ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი (20-30 წთ.) დაშვება მოხდება 8-10 ადგილიანი სტანდარტული საჯომარდო ნავებით. ყველა ნავზე არის ერთი კვალიფიციური ინსტრუქტორი! საჯომარდო სეზონი - 1 მაისიდან 15 ოქტომბრამდე.
85
ფშავის არაგვი ტურის სირთულის კატეგორია - 2-3 მონაწილეთა მინიმალური ასაკი – 10 წელი. ტური იწყება სოფელ მაღაროსკარიდან 4 კმ-ით ზევით – კოპალას სალოცავთან. მარშრუტის სიგრძეა 15 კმ. და მდინარის დონიდან გამოდინარე დაშვებას სჭირდება 1 სთ. და 20-30 წუთი. ტური მთავრდება სოფელ თვალივთან. ჯომარდობის წინ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი (20-30 წთ.) დაშვება მოხდება 8-10 ადგილიანი სტანდარტული საჯომარდო ნავებით. ყველა ნავზე არის ერთი კვალიფიციური ინსტრუქტორი! საჯომარდო სეზონი - 1 მაისიდან 15 ოქტომბრამდე.
მტკვარი ბორჯომთან რიონი ტურის სირთულის კატეგორია - 2-5 მონაწილეთა მინიმალური ასაკი – 10 წელი.
რიონზე ჯერჯერობით არის ორი მარშრუტი: 1) ონი - ამბროლაური, 35 კმ., სირთულის კატეგორია 2-4. ტური გრძელდება 3 სთ– ის განმავლობაში; 2) ტვიშის კანიონი, 16 კმ., სირთულის კატეგორია 2-4. ტური გრძელდება 1.5 საათის განმავლობაში.
86
რიონი ტურის სირთულის კატეგორია - 2-5 მონაწილეთა მინიმალური ასაკი – 10 წელი. რიონზე ჯერჯერობით არის ორი მარშრუტი: 1) ონი - ამბროლაური, 35 კმ., სირთულის კატეგორია 2-4. ტური გრძელდება 3 სთ–ის განმავლობაში; 2) ტვიშის კანიონი, 16 კმ., სირთულის კატეგორია 2-4. ტური გრძელდება 1.5 საათის განმავლობაში. ჯომარდობის წინ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი (20-30 წთ.) დაშვება მოხდება 8-10 ადგილიანი სტანდარტული საჯომარდო ნავებით. ყველა ნავზე არის ერთი კვალიფიციური ინსტრუქტორი!
მთიულეთის არაგვი ტურის სირთულის კატეგორია - 2-3 მონაწილეთა მინიმალური ასაკი - 10 წელი. ტური იწყება გუდამაყრის ხეობის დასაწყისში. მარშრუტის სიგრძეა 13 კმ. და მდინარის დონიდან გამომდინარე დაშვებას სჭირდება 1 სთ. და 10-20 წუთი. ტური მთავრდება სოფელ მენესოში. ჯომარდობის წინ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი (20-30 წთ.) დაშვება მოხდება 8-10 ადგილიანი სტანდარტული საჯომარდო ნავებით. ყველა ნავზე არის ერთი კვალიფიციური ინსტრუქტორი! საჯომარდო სეზონი - 1 მაისიდან 15 ოქტომბრამდე.
87
რატომ ჩვენთან ? ელიტ ტური უკვე რამდენიმე წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. ამ ხნის მანძილზე 99%-იანი დადებითი განწყობაა მომხმარებლებს შორის და როგორც მოგეხსენებათ ელიტ ტურის ცნობადობა საკმაოდ მაღალია. ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად მოქმედებაა. ელიტ ტური ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით შემოვიდა და ინარჩუნებს ამ სტრატეგიას. ამის მთავარი მიზეზი ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორები და კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიაა - პროდუქტების გაყიდვა დაბალ ფასად, მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე.
88
შთაბეჭდილება , რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ . . .
ჩვენი მისამართია: ქალაქი თბილისი მის:საბურთალოს ქ. 43 ელ-ფოსტა: info@elitetour.ge
www.elitetour.ge ტელ 2 107 107 ;
89
2 477 444