იუნისეფი საქართველოში - საინფორმაციო ბიულეტენი

Page 1

iunisefi saqarTveloSi sainformacio biuleteni, #1 (#18)

ianvari, 2015

შესავალი 2014 წელს „ბავშვის უფლებათა კონ­ვენციის“ მიღებიდან 25 წელი შესრულდა და ის განსაკუთრებული იყო ბავშ­ ვე­­ბი­სათვის, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართ­ ველოშიც. ეს კი ჩვენთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, გადაწყვეტილების მიმღებთა და მთელი საზოგადოების ყურადღება ბავშვების წინაშე არსებული პრობლემებისათვის მიგვეპყრო. 2014 წელი საქართველოში ასევე ბავშვთა უფლებების დაცვის წელი იყო, რაც ბავშვებისათვის კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების მიღებასა და არსებულ პოლიტიკაში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა. ცვლი­ ლები კი ძალიან მნიშვნელოვანია: ქვეყანაში ჯერ კი­დევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომლებზეც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პროგრესი არ აისახება. დაახლოებით 50,000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და მოიხმარს საარსებო მინიმუმის ნახევარზე ნაკლებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბევრი ბავშვი მოკლებულია ოჯახურ მზრუნველობას, კვლავაც არიან ძალადობის მსხვერპლი და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც სკოლაში არ დადიან, ბავშვები ეთნიკური უმცირესობებიდან, რომლებიც მრავალ პრობლემას აწყდებიან, ბავშვები, რომლებიც ძნელად მისადგომ ან კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში ცხოვრობენ.

პროგნოზების მიხედვით, მიზნობრივი სოციალური დახმარების გაუმჯობესებული მოდელი, რომელიც ბავშვებისთვის ცალკე ფულად დანამატს ითვალისწინებს, გაანახევრებს ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვე­ ნებელს. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს თანამ­ შრომლობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან განახლებული მოდელის განხორციელების მიზნით. ჩვენ აგრეთვე მივესალმებით ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც ბავშვთა უფლებებსაც მოიცავს და განვაგრძობთ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან აღნიშნული გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის მიზნით. ჩვენ კმაყოფილებით ავღნიშნავთ, რომ დეკემბერში ქვეყნის მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარების ვალდებულება იკისრა, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად გაზრდილ პენსიებსა და სპეციალურ სერვისებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა, მაგალითად, შინ მოვლის პროგრამა, რომლის ამოქმედებაც 2015 წელსაა დაგეგმილი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ყველაზე დაუცველი ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 2014 წელს საქართველომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს „ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების მეოთხე პერიოდული ანგარიში“ წარუდგინა და ჩვენ მოუთმენლად ველით შემდგომ დისკუსიებს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვა და მონიტორინგი.

ბავშვის უფლებათა წლის ფარგლებში წარმოდგენილი კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ამ ბავშვების ცხოვრებაზე და ჩვენ მადლობელნი ვართ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობისა თანამშრომლობისთვის. როგორც ამ საინფორმაციო ბიულეტენშია აღნიშნული, ზოგიერთი კანონპროექტი 2014 წელს იყო მიღებული ან ინიცირებული, ხოლო ზოგიც შემუშავების პროცესშია და ვიმედოვნებთ, რომ მალე იქნება მიღებული.

მადლიერნი ვართ ჩვენი პარტნიორებისა მთავრობაში, პარლამენტში, სასამართლო ხელისუფლებაში, სამო­ ქალაქო საზოგადოებაში, მედიაში, საერთაშორისო ორგა­ნიზაციებში და ასევე ჩვენი დონორებისა თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევისთვის. 2014 წელს ჩვენ ერთად ბევრს მივაღწიეთ. იუნისეფი ასევე მზადაა თანამშრომლობისათვის 2015 წელს, რომ ყველა ბავშვის სიცოცხლის, განვითარებისა და დაცვის უფლება საქართველოში იყოს უზრუნველყოფილი.

2014 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სოციალური დაცვის სისტემის გადასინჯვა იყო. ჩვენი

საშა გრაუმანი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.
იუნისეფი საქართველოში - საინფორმაციო ბიულეტენი by UNICEF Georgia - Issuu