მომეცი უფლება შეგიყვარო

Page 1

მშობლებთან დაშორების შემდეგ დედასთან ვცხოვრობ, სადღაც 1 კვირაა რაც სანტა მორენას კუნძულზე "გადმოვსახლდით". ამ თემაზე საუბარი მიჭირს, მამაჩემი დიდი ნაძირალა ვინმე აღმოჩნდა. კიდევ კარგი სრულწლოვანი ვარ. თორემ დარწმუნებული ვარ მამასთან მომიწევდა ცხოვრება. დედას დაჯერება უჭირს, არჩია ბედს შეჰგუებოდა და გარე სამყაროს მოსწყდა. თუმცა ყველანაირად ვცდილობ გავუქარწყლო სევდა და მგონი გამომდის. ნელ-ნელა მარია ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ეს ადგილი ჩვენთვის უცხოა და ბოლოს ერთ კვირიანი სახლში გამოკეტვის შემდეგ, გარეთ გასვლა და აქაურობის დათვალიერება გადავწყვიტეთ. შოპინგი ხომ საუკეთესო თერაპიაა ხოდა ჩვენც ამით დავიწყეთ. ვნახეთ სუპერმარკეტები ჩვენთან ახლოს რადგან გვცოდნოდა სად რა გვეყიდა. შევიძინეთ პური საჭმლისთვის პროდუქტები და ჩვენი სუსტი წერტილი Starbucks-ის ყავა. ხალისიანი დღე გამოვიდა ფერაფერს ვიტყვი. ჩვენი სახლის გვერდით ულამაზესი თეთრი სახლი იყო. აქამდე იქ არავინ მინახავს გა გამიკვირდა როდესაც კამათის ხმა გავიგონე. აშკარად ახალგაზრდა ბიჭი კამათობდა - მამა, ძალიან გთხოვ, ისედაც არ მკითხე და ამ დეგენერატულ ადგილას გადმომიყვანე. ლამაზი კია მაგრამ, ჩემთვის აქ ყველა უცხოა მენატრებიან ჩემი მეგობრები. - დაწყნარდი ალექს, მოდი გავისეირნოთ. თან იქნებ გაიცნო ვინმე. მე და დედაჩემი კარის გასაღებად შევყოვნდით, ამ დროს კი ისინიც გამოჩნდნენ. ისედაც არ ვიცოდი რომელი პარკი რომელ ხელში დამეჭირა და უცებ ყავის ჭიქა ხელიდან გამივარდა. გავიფიქრე ახლა სწორად ჩემი მოუხელთებლობა მაკლდა და აი ისიცთქო. ბიჭმა ჩაიცინა მე კი დახრილმა თავი ავწიე და შევუბღვირე. მომიახლობდა, - მა,მაპატიე, გამარჯობა მე ალექსი ვარ ეს კი მამაჩემია ბრუნო დავიბენი სიტყვების წარმოთქმა გამიჭირდა -მე, მე კეიტი ვარ ეს დედაჩემია მარია... ასე დასრულდა ჩვენი დიალოგი. ალექსი ძალიან სიმპატიური ბიჭია, მაღალი ცისფერთვალება და ქერათმიანი. მისი მამა კი ერთი ჯმუხი შავთმიანი ტიპია შანელის მარკის სმოკინგით, შვილს სპორტულად ეცვა. დაღლილმა ყველაფერი შემოსასვლელთან დავყარე და ჩემს ოთახში გავიქეცი. არც დამიცვლია და ისე დავესვენე საწოლზე, ახლაღა შევამჩნიე როგორ გადავუღლივარ აქეთ-იქით წანწალს. ალექსზე ფიქრი არ მანებებდა თავს, ასე ბიჭი ჯერ არ მომწონებია. მისი ცინიზმიც კი ახლა რომ ვიხსენებ, მისი სიცილი ჭიქის დავარდნის დროს, თავბრუს მახვევს. ფიქრებში გართულმა დედა ვერ შევამჩნიე და როდესაც გამოვფხიზლდი მარია ჩემს საწოლზე იჯდა. მარია- არაფრის თქმა არ გინდა? მე- რაზე? მარია- იმ ბიჭზე ამის გაგონებაზე ბაგეები ამიწითლდა, ყველაზე მეტად დაკითხვებს ვერ ვიტან. მე-ალექსიზე? ჰოო... ისა საყვარელი ბიჭია დედა დამეთანხმა თავის ქნევით და განაგრძო მარია- რას იტყვი, იქნებ დავპატიჟოთ დღეს. თანაც მეგობრის გაჩენა არ გაწყენს, რამეს მოვამზადებ სადილისთვის და იმედია იქამდე ისინიც მოვლენ. საერთოდ პირველი ნაბიჯის გადადგმა არ მიყვარს. დიდად არც მესიამოვნა დედას აზრი თუმცა ისე ჰქონდა ყველაფერი უკვე თავის თავში დალაგებული უარის თქმა ვერ გავბედე. ჩავიცვი ჯინსის მოკლე შორტი ჩემი საყვარელი AC/DC-ს მაიკა. შევედი აბაზანაში ხელების დასაბანად. თუმცა ონკანი იმდენად დაჟანგებული იყო წყალმა გადმოსვლა არ ინება. ჩავიცვი


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.
მომეცი უფლება შეგიყვარო by tribute - Issuu