კულტურული რეგენერაცია: ქალაქის აღორძინება ხელოვნების მეშვეობით

Page 1

კულტურული რეგენერაცია: ქალაქის აღორძინება ხელოვნების მეშვეობით ავტორი: ლიდია ვარბანოვა

რატომ

წარმოადგენს

კულტურა

მნიშვნელოვან ვექტორს სტრატეგიებში?

ურბანული

რეგენერაციის

ურბანული რეგენერაციის სტრატეგიებმა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მრავალ პოსტინდუსტრიულ ქალაქში, კრეატიული და სოციალური მიზნებისთვის, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარების ადგილები შექმნა. აღნიშნული მიტოვებულ ადგილებს მოიცავს, როგორიცაა - ძველი ქარხნები, ადგილობრივი მატარებლის სადგურები, დანგრეული სამრეწველო ობიექტები, ყოფილი სამხედრო ბაზები. ქალაქის Lamparna, ხორვატია ცენტრალური ნაწილისგან იზოლირებული ამგვარი ურბანული ლოკაციები, მრავალი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამომწვევ მიზეზს წარმოადგენდა, როგორიცაა, ცხოვრების დაბალი ხარისხი, დაუცველი უბნები, დაბინძურება და სხვა. კულტურული რეგენერაციის სტრატეგია არის ტერმინი, რომელიც ითვალისწინებს განახლებულ კულტურულ, შემოქმედებით ან/და სოციალურ ცენტრებად მიტოვებული ადგილების ტრანსფორმაციის გზებს, რათა ისინი გახდეს მიმზიდველი როგორც ვიზიტორებისთვის, ისე რეზიდენტებისთვის. ღონისძიების ჩატარების ადგილების კრეატიული დაგეგმარება, მიზნად ისახავს კულტურულ და შემოქმედებით სფეროში მრავალფეროვანი „მენიუს“ შეთავაზების გზით, საზოგადოებისთვის უკეთესი მომსახურების გაწევას. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური გარიყულობის და უმუშევრობის დონის შემცირება, ისტორიული ადგილის შენარჩუნება, რომელიც ქალაქის საერთო მეხსიერების ნაწილია, კულტურათაშორისი დიალოგის განვითარება და ადგილობრივი, განსაკუთრებით ახალგაზრდა და დამწყები ხელოვანი პირების ხელშეწყობა, ასევე წარმოადგენს აღნიშნული ადგილობრივი სტრატეგიების საერთო მიზნებს. წარმატების რამდენიმე ფაქტორი და მაგალითი

Johan Centrum, ჩეხეთის რესპუბლიკა

მიტოვებული შენობების ნაცვლად წარმოდგენილი ახლადგახსნილი კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარების ადგილები, როგორც წესი, მულტიდისციპლინური ხასიათისაა და ხელოვნების დარგში მრავალფეროვან მიმართულებებს მოიცავს (მაგ: ვიზუალური ხელოვნება, საშემსრულებლო ხელოვნება, კინო, ფოტოგრაფია, მედია ხელოვნება, საზოგადოებრივი ხელოვნება და სხვა.).

ამგვარი დაგეგმარების მიზანია, ადგილობრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების გზით, ტრადიციებსა და ინოვაციას შორის ბალანსის მიღწევა და ამავდროულად, თანამედროვე შემოქმედებითი გამოხატულებებისთვის შესაფერისი სივრცის შექმნა. ღონისძიების ჩატარების მრავალი ადგილი, მრავალფეროვანი აუდიტორიის მონაწილეობით, სემინარების, საჯარო დისკუსიების და ღია ფორუმების გამართვის შესაძლებლობას იძლევა. სიახლე, ახალგაზრდული


ენერგია და კულტურათა კომბინაცია, გართობა და დასვენება აღნიშნული ადგილების საერთო მახასიათებელია. კულტურული ღონისძიებების ჩატარების ადგილების წარმატებული ტრანსფორმაციის მაგალითებია შემდეგი: Stanica, ჟილინა, სლოვაკეთი; Bunker, ლიუბლიანა, სლოვენია; Lamparna, ლაბინი, ხორვატია; Johan Centrum, პილზენი, ჩეხეთის რესპუბლიკა; Anibar, კოსოვო; Fabrika de Pensule, რუმინეთი; Jam Factory Art Center, ლვოვი, უკრაინა და მრავალი სხვა. Trans Europe Halles არის ერთ-ერთი უძველესი კულტურული ქსელი ევროპაში, რომელიც ამჟამად აერთიანებს 127 წევრს 26 ქვეყანაში. აღნიშნული, წამყვანი მაგალითია მიტოვებული შენობების ხელოვნების, კულტურის და შემოქმედებითი აქტივობების მიზნით გამოყენების თვალსაზრისით. მიტოვებული სამრეწველო შენობების და სივრცეების ახალ კულტურულ და შემოქმედებით ადგილებად ტრანსფორმაცია, მჭიდროდ უკავშირდება თითოეული ქალაქის უნიკალურობას და მის სოციალურ და კულტურულ კონტექსტს. ჩვეულებრივ, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის დონე (მაგ. მუნიციპალიტეტი, საკრებულო და ა.შ.) და ტრანსფორმაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მონაწილეობა, ასევე აქტიური დიალოგი და თანამშრომლობა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, კულტურული რეგენერაციის სტრატეგიის ეფექტურობის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს წარმოადგენს.

განსხვავებული ფინანსური მოდელები

Stanica, ჟილინა, სლოვაკეთი;

ღონისძიების ჩატარების ახალი ადგილების დაფინანსების მოდელები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა მათი უმეტესობა ემყარება დაინტერესებულ მხარეებს და ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო ფინანსურ მხარდამჭერებს შორის მტკიცე პარტნიორობას. აღნიშნული ადგილების უმეტესობა რეგისტრირებულია არაკომერციული სუბიექტების სტატუსით, ან გააჩნიათ შერეული საჯარო და კერძო თანამშრომლობის მოდელები. მხოლოდ რამდენიმე მათგანია სრულად კერძო საკუთრებაში. დაფინანსების შესაძლო მოდელები მოიცავს შემდეგს:

 მნიშვნელოვან მხარდაჭერას ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული/ფედერალური მთავრობისგან (რომელიც პასუხისმგებელია კულტურის სფეროზე, თუმცა ასევე სხვადასხვა სამინისტროსთან თანამშრომლობაზე);  მთავრობის, მესამე სექტორის (ფონდები) და ევროპელი ფინანსური მხარდამჭერების ერთობლიობას;  ფინანსურ თანამშრომლობას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას და ფონდს შორის;  საჯარო და კერძო ხელშეწყობას (სახელმწიფო დაფინანსება და კორპორატიული ფონდების მხარდაჭერა, კერძო დონორები, კომერციული კომპანიები, ბანკები, ინვესტორები, სპონსორები);  ბიზნეს მოდელს, რომელიც ძირითადად საკუთარ შემოსავლებს ეფუძნება (ბილეთების გაყიდვიდან, კულტურული და საგანმანათლებლო მომსახურებებიდან, დამატებითი მომსახურებიდან, საცალო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი და სხვა);


 საკუთარ შემოსავლებსა და გარე მხარდაჭერას (სხვადასხვა დამფინანსებლისგან, მათ შორის, სპონსორებს) შორის დაბალანსებულ ერთობლიობას. კულტურის ეკონომიკის თვალსაზრისით, ურბანული რეგენერაციის სტრატეგია მნიშვნელოვან დახმარებას უწევს მხატვრებს, რამეთუ ის მრავალმხრივი ხელშეწყობის გზებს წარმოაჩენს, როგორიცაა: ხელოვანი პირებისთვის სტუდიის დაბალ ფასად შეთავაზება; დაცული ადგილის მოწყობა კრეატიული ბიზნეს იდეებისთვის; წვდომა რესურსებზე, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს როგორც შემოქმედებით, ისე სამეწარმეო მისწრაფებებს; მრავალფეროვანი პროგრამები შემოქმედებით და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისთვის და კიდევ მრავალი სხვა.

ძირითადი სამომავლო ნაბიჯები: რა შეგვიძლია რეგენერაციის პროცესის დაჩქარების მიზნით?

მოვიმოქმედოთ

კულტურული

ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და რომელსაც გააჩნია განვითარებადი კულტურის რეგენერაციის პოლიტიკა, მნიშნელოვანია ეფექტიანი გზების მოძიება, კულტურის ეკონომიკური პოტენციალის და ადგილობრივ დონეზე კრეატიული სფეროების და მიმართულებების წარმოჩენის მიზნით. საჭიროა ასევე საკანონმდებლო მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ყველაზე ეფექტიანი გზით, საზოგადოების საკეთილდღეოდ, აღნიშნული შენობების საკუთრების ტრანსფორმაციას. ქმედითი კანონმდებლობის შემუშავება Fabrica de Pensule, რუმინეთი კორპორატიული და საჯარო ქველმოქმედებისთვის, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია ტრანსფორმაციის წარმატებული პროცესებისთვის, რათა ბიზნესებს, ორგანიზაციებს და ცალკეულ პირებს გაუჩნდეთ ფინანსური წახალისება, ამგვარ ადგილებში ინვესტიციის განხორციელებისთვის. მიტოვებული ადგილების რუკაზე ასახვა და მათი კრეატიულ და კულტურულ ცენტრებად გარდაქმნის შესაძლებლობის გამოვლენა, ასევე წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც შესაძლოა ინიცირებულ იქნას სხვადასხვა შემოქმედებითი ორგანიზაციის / ასოციაციის, არაკომერციული ორგანიზაციის ან კვლევითი ინსტიტუტების მიერ. ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის სინერგია და ლოგიკური დასაბუთება, რომელიც წარმოაჩენს ყველა ჩართული მხარისთვის, პროცესის შედეგების გრძელვადიან უპირატესობებს, იქნებოდა სარწმუნო გზა, კულტურული რეგენერაციის პოლიტიკის ხელშესაწყობად, გრძელვადიანი სტრატეგიული კავშირების შესაქმნელად.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.