შემოქმედებითი კლასტერები: ტიპები და მხარდაჭერის პროგრამები

Page 1

Cru

შემოქმედებითი კლასტერები: ტიპები და მხარდაჭერის პროგრამები შემოქმედებითი კლასტერების ტიპები & საერთაშორისო სახელმწიფო (კერძო) მხარდაჭერის პროგრამები შემოქმედებითი სივრცეების განვითარებისთვის

წინამდებარე დოკუმენტი მოამზადეს ლიდია ვერბანოვამ და ნიკოლოზ ნადირაშვილმა - საერთაშორისო და ეროვნულმა ექსპერტებმა, „საქართველოში შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარების პროექტის ფარგლებში“. მისი შინაარსი ასახავს ექსპერტთა მოსაზრებებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს ის ასახავდეს ევროკავშირის/იუნესკოს შეხედულებებს 2020 წლის 15 ივლისი


სარჩევი I.

შესავალი

II.

საერთაშორისო პრაქტიკა შემოქმედებითი კლასტერების განვითარების სფეროში: ტიპები და მხარდაჭერის პროგრამები 1. შემოქმედებითი კლასტერები როგორც კატალიზატორები შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და შემოქმედებითი ქალაქების განვითარების პროცესში 2. შემოქმედებითი კლასტერების ძირითადი მახასიათებლები 3. შემოქმედებითი კლასტერების ტიპები 4. შემოქმედებითი კლასტერები ციფრულ სფეროში 5. შემოქმედებითი კლასტერების მაგალითები 6. ბიზნეს მოდელები და შემოქმედებითი კლასტერების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერა

III.

საქართველოში შემოქმედებითი კლასტერების განვითარების პრაქტიკა: ტიპები და მხარდაჭერის პროგრამები 1. შესავალი 2. შემოქმედებითი კლასტერების მაგალითები 3. ყოფილი ინდუსტრიული ობიექტების ანალიზი/ნახევრად გამართული ინფრასტრუქტურა, რომელსაც შემოქმედებით სივრცედ გადაქცევის პოტენციალი გააჩნია 4. შემოქმედებითი კლასტერების ხელშეწყობის სქემები და შესაბამისი კანონმდებლობა

IV რეკომენდაციები 1. სტრატეგიული და პოლიტიკის დონე 2. მენეჯმენტი და ოპერაციები 3. თანამშრომლობა და ინფორმატიულობა 4. კვლევა და განათლება 5. დაფინანსება და მხარდაჭერა 6. წარმატების ფაქტორები V.

სამოქმედო გეგმა

VI. დანართები 1. რესურსები/ბიბლიოგრაფია 2. კვლევაში მონაწილე პირთა სია 1


I.

შესავალი

გლობალური პანდემია მსოფლიოს სწრაფად და მრავალ განზომილებაში ცვლის როგორც ეკონომიკური და სოციალური, ისე კულტურული თუ ციფრული თვალსაზრისით. კოვიდ-19-მა ნეგატიური ზემოქმედება იქონია ყველა იმ სექტორზე, რომელიც მოგზაურობასა და ფიზიკურ ყოფნას ითვალისწინებს, უამრავი სახელოვნებო და კულტურული ღონისძიებისა და ორგანიზაციის, ასევე კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ღირებულებითი ჯაჭვის შემავსებელი ისეთი სექტორების ჩათვლით, როგორიცაა რესტორნები, სასტუმროები, ტრანსპორტი, ტურიზმი, სხვა. თუმცა, გლობალურმა პანდემიამ ჩვენივე საზოგადოებაში უფრო მეტი დროის გატარების, უფრო მეტი ადგილობრივი პროდუქტის მოხმარების, საკუთარი ცხოვრების ახალ პირობებთან ეფექტიანად ადაპტირების, ბიზნესისა და სოციალურ სფეროში ინოვაციების დაჩქარების, უფრო მეტი ციფრული და ვირტუალური ინსტრუმენტების გამოყენების ახალი შესაძლებლობებიც შექმნა, მათ შორის, კულტურული ჩართულობის გაძლიერებისა და ხელოვნების დემოკრატიზაციის მიზნით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ უამრავი მტკიცებულება მივიღეთ, რომ კულტურა მართლაც უწყობს ხელს მსოფლიოს ქალაქების ეკონომიკურ და სოციალურ სიძლიერეს. კულტურის, ხელოვნებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდასაჭერად, კერძოდ, ქალაქების დონეზე, ბევრი ქვეყნის კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორი უკვე დაადგა ცვლილებების გატარებისა და საშუალოვადიანი ზომებისა და გრძელვადიანი სტრატეგიების მიღების გზას. დღეს უაღრესად საჭიროა ახალი ბიზნეს-მოდელების შექმნის, ახალი ციფრული ღონისძიებების ჩატარების, კულტურის სექტორში ღონისძიებების, ორგანიზაციებისა და სივრცეების ახალი ფორმატების შემუშავების, ახალი პარტნიორული ალიანსებისა და ადგილობრივ დონეზე შემოქმედებითი იდეების დასაფინანსებლად ფულადი სახსრების კოლექტიურად მობილიზების ახალი ფორმების მოძიებისა და შემუშავების მხარდაჭერა. მუშაობის ახალი მეთოდებისა და ვექტორების განვითარების თვალსაზრისით, ასევე უმნიშვნელოვანესია ადგილობრივ საზოგადოებებთან კავშირების გაძლიერება და სხვა სექტორებთან (გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურებები, განათლება, სხვა) თანამშრომლობა. ის გლობალური და ადგილობრივი კონტექსტი, რომელშიც ჩვენ ვსაქმიანობთ, მოითხოვს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე კულტურის პოლიტიკის ტრანსფორმაციას შემოქმედებითი ინდუსტრიების განსავითარებლად ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით. კულტურული და შემოქმედებითი 2


ინდუსტრიები მრავალგანზომილებიან პრინციპებს ეფუძნება, მათგან აღსანიშნავია შემოქმედებითი კლასტერების განვითარება, რომლებიც შემოქმედებითი პრაქტიკის ფართო სპექტრს აერთიანებს და ტრადიციულ და ახალ ბიზნეს მოდელებს ემყარება. შემოქმედებითი კლასტერების ფორმების გააზრება, შექმნა და ეფექტიანად გამოყენება საქართველოს მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს და კოორდინირებულ ძალისხმევას საჭიროებს. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია:  „შემოქმედებითი კლასტერების“ არსისა და ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრა და მათი მრავალეროვანი ფორმების ტიპოლოგიის დადგენა;  შემოქმედებითი კლასტერების შემუშავებისა და განვითარების პროცესში საერთაშორისო პრაქტიკისა და პოლიტიკის გამოყენება;  საქართველოში ეროვნულ დონეზე შემოქმედებითი კლასტერების განვითარების პირობების ანალიზი: გამოწვევები და შესაძლებლობები;  რეკომენდაციებისა და წინადადებების წარდგენა შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, რომელთა მიზანია ცნობიერების ამაღლება და საქართველოში შემოქმედებითი კლასტერების ინიციატივების შემუშავებისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარების ხელშეწყობა. წინამდებარე დოკუმენტის შესამუშავებლად კვლევა სამი თვის განმავლობაში (2020 წლის აპრილიდან ივნისამდე პერიოდში) მიმდინარეობდა. კვლევის მეთოდებს წარმოადგენდა:  დოკუმენტებისა და პუბლიკაციების კაბინეტური კვლევა. შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა შესაბამისი ლიტერატურა და ონლაინ რესურსები (ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტები, როგორიცაა: კვლევითი და პროგრამული დოკუმენტები, მხარდაჭერის პროგრამები, ანგარიშები, ოფიციალური მიმოწერა და ვებგვერდები, სხვა). გადამუშავების შედეგად მიღებული მონაცემები შეჯამდა კვლევის ობიექტთან დაკავშირებით ერთიანი და კონცეპტუალური მიდგომის შემუშავების მიზნით.  სხვადასხვა ქვეყნებიდან აღებული მრავალფეროვანი შემთხვევების შესწავლა და ანალიზი  სიღრმისეული მიზნობრივი ინტერვიუების (როგორც წერილობითი, ისე სიტყვიერი ინტერვიუები ონლაინ კონფერენციების გზით) გამართვა პროფესიონალებთან და შემოქმედებითი კლასტერების მმართველ მენეჯერებთან საქართველოსა და მთელს მსოფლიოში. დაინტერესებულ მხარეებთან (სთეიქჰოლდერებთან) ინტერვიუები ჩატარდა ელექტრონული მიმოწერის გზით. II.

საერთაშორისო პრაქტიკა შემოქმედებითი კლასტერების განვითარების სფეროში: ტიპები და მხარდაჭერის პროგრამები 3


1. შემოქმედებითი კლასტერები, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა განვითარების პროცესში

როგორც კატალიზატორები და შემოქმედებითი ქალაქების

კულტურა დღესდღეობით მსოფლიოს უამრავი ქალაქის მიერ აღიარებულია როგორც ურბანული განვითარებისა და განახლების ძირითადი რესურსი. „შემოქმედებითი ქალაქის“ კონცეფცია, რომელიც მე-20 საუკუნის გვიანი ოთხმოციანი წლებიდან ვითარდება, მსოფლიოს ბევრ ქალაქში ადგილობრივი კულტურული დაგეგმვის მნიშვნელოვანი და ინსპირაციული ტრენდია. შემოქმედებითი ქალაქის ფოკუსს წარმოადგენს შემოქმედებითობა და ადგილობრივ მცხოვრებთა ნიჭი, რომელიც ქმნის ეკონომიკის გაძლიერების, ქალაქის იერსახის გარდაქმნის, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის, რესურსების კრეატიულად გაერთიანებისა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალს. მსოფლიოს ბევრი ქალაქი ადგენს თავისი კულტურული (მატერიალური თუ არამატერიალური) რესურსების მონახაზს, ქალაქის კულტურულ დაგეგმვაში მათი ინტეგრირებული წესით, კერძოდ, ქალაქის განვითარების სხვა გეგმებთან - კერძოდ, ინფრასტრუქტურულ, ტურისტულ, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, ეკოლოგიურ და სხვა გეგმებთან კავშირში გამოყენების მიზნით. „შემოქმედებითი ქალაქის“ კონცეფციის მნიშვნელობა, სხვა ასპექტებთან ერთად, მდგომარეობს იმაში, რომ, ურბანული დაგეგმვისა და სტრატეგიების შემუშავებისას, ის კულტურასა და შემოქმედებითობას პრიორიტეტად აცხადებს. „შემოქმედებითი ქალაქი“ არ გულისხმობს მხოლოდ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას შემოქმედებითი გზით, არამედ ასევე ადგილობრივ დონეზე ისეთი აქტუალური საკითხების წინ წამოწევას, როგორიცაა: კულტურული მრავალფეროვნება, სოციალური ერთობა, მოქალაქეებისთვის მისაღები ცხოვრების პირობების შექმნა, ადამიანის უფლებებისა და კულტურული უფლებების დაცვა. ურბანული სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების შემოქმედებითად გადაწყვეტის გზების ხელშეწყობა კვლავ 2004 წელს შექმნილი იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის მისიაა. ქსელი, რომელიც 240 წევრს აერთიანებს მუშაობს იმ საერთო მიზნისკენ, რომლის არსიც შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: “ადგილობრივი განვითარების გეგმებში შემოქმედებითობისა და კულტურული ინდუსტრიებისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობის მინიჭება და საერთაშორისო დონეზე აქტიური თანამშრომლობა“. 1 კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები შემოქმედებითი ქალაქის განვითარებაში ცენტრალურ ადგილს იკავებს რადგან ისინი ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს: ხელოვნება, კულტურა, ბიზნესი და ტექნოლოგია. კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის მოდელი თითოეული ქალაქისთვის უნიკალურია, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებს: ეს ინდუსტრიები წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ადგილობრივ დონეზე სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბაზარზე ქალაქის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის 4


ზრდისა და ამავდროულად, კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის დონის ამაღლების, სოციალური ერთიანობის გაძლიერების, ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. შემოქმედებითი კლასტერი რჩება შემოქმედებითი ქალაქების განვითარებისკენ მიმართული თეორიული რესურსებისა და პრაქტიკული გამოცდილების საკვანძო ელემენტად. თავდაპირველად, „ბიზნეს კლასტერის“ კონცეფცია წამოაყენა მაიკლ პორტერმა. ის ხაზგასმით აღნიშნავდა კომპანიებს შორის არსებული გეოგრაფიული, სექტორული ან ჰორიზონტალური კავშირების შესახებ, რომელთა მიზანი კონკურენტულ გარემოში ერთობლივი პოტენციალის გაძლიერებაა. 1 არ არსებობს „შემოქმედებითი კლასტერის“ რაიმე ერთიანი განსაზღვრება. თითოეული კლასტერის მასშტაბი და მახასიათებლები დამოკიდებულია ადგილობრივ კონტექსტზე, რომელიც, როგორც წესი, უნიკალური და სპეციფიკურია თითოეული ქალაქის ან რეგიონისთვის. ყველაზე ხშირად, შემოქმედებითი კლასტერების შემთხვევაში, აქცენტი კეთდება სხვადასხვა ორგანიზაციების გეოგრაფიულ სიახლოვეზე, რომლებიც აერთიანებენ და ერთმანეთს უთავსებენ თავიანთ აქტივებს ადგილობრივი რესურსების მოძიებისა და გამოყენების მიზნით. სხვადასხვა თეორიულ მასალაზე და კვლევით სამუშაოზე დაყრდნობით, შემოქმედებითი კლასტერი განიმარტება, როგორც:  შემოქმედებითი პირების გაერთიანებები, რომლებსაც აქვთ საერთო მიზნები და რესურსები, გააჩნიათ ორგანიზაციული ერთიანობის განცდა და დარაზმულნი არიან შემოქმედებითობის იდეის გარშემო;  მსგავსი ან სხვადასხვა ტიპის კომპანიების ჯგუფი, რომლებიც გეოგრაფიულად ერთმანეთთან ახლოს არიან განთავსებულნი და ერთმანეთთან ამყარებენ ურთიერთობას კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორში ინოვაციების სტიმულირების მიზნით;  ქალაქის რაიონის ან კვარტლის ნაწილი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული შემოქმედებითი სულით და ინფრასტრუქტურით, რაც ტურისტებსა და მოქალაქეებს შემოქმედებითი ადგილებისა და სივრცეების ათვისების მოტივაციას უჩენს;  ურთიერთდამოკიდებული ორგანიზაციული ერთეულები კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ფარგლებში და მათ მიღმა, რომელთაც გააჩნიათ საერთო სარგებლობის ქონება და კომპეტენცია ერთობლივი პროექტის დასაწყებად ადგილობრივი რესურსების გამოყენებით. ტერმინი „კლასტერი“ ასევე გამოიყენება როგორც ვირტუალური ან ონლაინ ქსელი, რომლის კავშირსაც უზრუნველყოფს ინტერნეტი ან სხვა ციფრული საშუალება. შემოქმედებით კლასტერში გაერთიანებული ორგანიზაციები შესაძლებელია ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და 5


წარმოადგენდნენ სამეწარმეო სტარტაფებს, კომერციულ საწარმოებს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, ხელოვნებისა და კულტურის ორგანიზაციებს, სერვისის პროვაიდერებს, საფინანსო ინსტიტუტებს, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს, ასევე ხელოვნების მუშაკებს, შემოქმედებით ადამიანებს და ექსპერტებს. უმეტეს შემთხვევებში ეს ორგანიზაციები ერთმანეთს უკავშირდებიან ღირებულებითი ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე - შემოქმედებითი პროდუქტებისა და სერვისების წარმოებიდან დისტრიბუციამდე და მონეტარიზაციამდე. პოლიტიკისა და დაგეგმვის თვალსაზრისით, შემოქმედებითი კლასტერები ქალაქის ადრე მიტოვებული რაიონის ან კვარტლის აღდგენის სტრატეგიებს უკავშირდება. საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მიტოვებული ქარხნების კულტურულ და საზოგადოებრივ ცენტრებად ტრანსფორმაცია საზოგადოების ფართო მასებს შორის თანამშრომლობის სტიმულირებისა და ქალაქის კეთილმოწყობის გაუმჯობესების ერთ-ერთი გზაა. 2. შემოქმედებითი კლასტერების ძირითადი მახასიათებლები მსოფლიოს ბევრ ქალაქსა და რეგიონში ტრანსფორმაციის პროცესის განსახორციელებლად, შემოქმედებითი კლასტერები კულტურული პოლიტიკის გატარების ნაცად მექანიზმს წარმოადგენს. ისინი შემოქმედებითი ქალაქის განვითარებასა და კულტურის ორგანოების ხელმძღვანელობით განახლების სტრატეგიების განხორციელებაში ინსტრუმენტის როლს ასრულებს. შემოქმედებითი კლასტერები, რომლებიც კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტირების კომპონენტებად გვევლინება, შემოქმედებით საწარმოებსა და კომპანიებს, კონკურენციასა და საბაზრო კონიუქტურაზე დაყრდნობით, ეფექტიანი სტრატეგიის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. შემოქმედებითი კლასტერები კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ფარგლებში ფუნქციონირებს, თუმცა ყველა მათგანს გააჩნია საზოგადოებრივი ასპექტი - საზოგადოებასა და თემებზე ზემოქმედება მათი საქმიანობისა და მიზნების უმნიშვნელოვანესი მდგენელია. ასევე მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ კულტურული და შემოქმედებითი კლასტერები ზემოქმედებას ახდენს თემებსა და ადგილობრივ განვითარებაზე. ისინი უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ სიკეთეებსა და მომსახურებას, საერთო სივრცეებსა და რესურსებს. ფორმებში, ლოკაციებსა და სხვა პარამეტრებში არსებული განსხვავებების მიუხედავად, წინამდებარე კვლევის თანახმად, შემოქმედებით კლასტერს რამდენიმე საერთო ნიშან-თვისება გააჩნია:  საერთო ადგილმდებარეობა, რესურსები, მოწყობილობები და ქონება. შემოქმედებითი კლასტერი აერთიანებს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ურთიერთგაზიარების პრინციპის საფუძველზე.

6


შემოქმედებითობა და ინოვაცია. ეს არის ის, რაზეც მუდმივად მიმართულია თითოეული შემოქმედებითი კლასტერის ყურადღება და რაც განსაზღვრავს პროგრამების შედგენის პოლიტიკას და ღონისძიებების დასახვას. სირთულე. შემოქმედებითი კლასტერების უმეტესობა რთულია თავისი არსით და პროგრამირების თვალსაზრისით. ამასთან, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან სირთულის ხარისხით, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ მაღალია (იხილეთ ქვემოთ) აუტონომიურობა. შემოქმედებითმა კლასტერებმა უნდა შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და აუტონომიურობა თავიანთი პროგრამებისა და ინიციატივების შემუშავებისას, რაც უზრუნველყოფს ეფექტიან მუშაობას. სწორედ ამიტომ, ბევრ მათგანს შერეული ფინანსური პორტფელი აქვს, რომელიც გარე და შიდა წყაროებისგან შედგება და დაფინანსების მხოლოდ ერთ წყაროზე არ არის დამოკიდებული. საერთო მისია და მიზნები. შემოქმედებით კლასტერში გაერთიანებულ ორგანიზაციებს გააჩნიათ საერთო მისია, მიზნები და ღირებულებები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულია როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ განვითარებასთან. გეოგრაფიული სიახლოვე რეგიონის ფარგლებში/ადგილმდებარეობა. შემოქმედებითი კლასტერი რეგიონულია ან ადგილობრივი, და ის არსებობს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. კვალიფიციური შემოქმედებითი მუშახელი. შემოქმედებითი კლასტერი ეყრდნობა შემოქმედებით ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ძირითად რესურსს თავიანთი კრეატიულობით, ძლიერი ურთიერთქმედების უნარითა და თანამშრომლური ქცევის მოდელით. ეს არის სწორედ ის, რაც შემოქმედებითი კლასტერებს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის განუყოფელ და უმნიშვნელოვანეს ნაწილად აქცევს. სექტორებს შორის ინოვაციური პოტენციალი და მრავალდისციპლინიანი მიდგომა. შემოქმედებითი კლასტერის ფორმირების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ინოვაციების სტიმულირება, როგორც სამეწარმეო, ისე სოციალურ სფეროში, განსაკუთრებით, სექტორებს შორის. სოციალური მეწარმეობა. შემოქმედებითი კლასტერები ასრულებს კატალიზატორის როლს სტარტაფებისთვის ქალაქში/რეგიონში, განსაკუთრებით ისეთი სტარტაფებისთვის, რომლებსაც აქვთ სოციალური დატვირთვა და არ არიან მოგებაზე ორიენტირებულნი, და არა მხოლოდ ეკონომიკური მიზნების მქონე კომერციული ბიზნეს მოდელებისთვის. სინერგია. შემოქმედებითი კლასტერი აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს, რომელთა რესურსებისა და კომპეტენციის გაერთიანების შემთხვევაში დგება უფრო მაღალი შედეგი, ვიდრე ინდივიდუალურად მუშაობის შემთხვევაში.

7


შემოქმედებითი კლასტერები განსხვავდებიან შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით (იხილეთ მაგალითები ქვემოთ):  არსებობის ხანგრძლივობა: გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ფენომენია, ყველაზე „ხანდაზმული“ შემოქმედებითი კლასტერი 30 წლისაა, ხოლო სხვები ბევრად ახლები არიან და სულ ახალხან აღმოცენდნენ. ასევე არსებობს ისეთი შემოქმედებითი კლასტერებიც, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე წლის ვადით შეიქმნა, ძირითადად მთავრობის, კორპორაციების, ფონდებისა და კერძო პირების მიერ გამოყოფილი სახსრებით, და პროექტის დასრულების შემდეგ გაუქმდა. ზოგიერთი შემოქმედებითი კლასტერი ძალიან წარმატებულია, წლების განმავლობაში მუდმივად ვითარდება და თავისი სტრატეგიების დივერსიფიცირებას ახდენს, მაშინ როდესაც სხვები მცირე მასშტაბს ინარჩუნებენ და არ იზრდებიან.  ინიციატორი. შემოქმედებითი კლასტერები სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კერძო პირების ინიციატივით იქმნება. ზოგიერთ შემთხვევაში, შემოქმედებითი კლასტერების შექმნის გადაწყვტილებას იღებს ქალაქის მერია, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიზნების გათვალისწინებით. სხვა შემთხვევებში, შემოქმედებითი კლასტერის შექმნის ინიციატორად გვევლინება შემოქმედ ადამიანთა ჯგუფი კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთი ან რამდენიმე დარგიდან. არსებობს შემთხვევები, როდესაც შემოქმედებითი კლასტერი ყალიბდება როგორც პარტნიორებს შორის კონსორციუმი, გარე წყაროებიდან დაფინანსების მისაზიდად. შემოქმედებითი კლასტერის ინიციატორად შეიძლება მოგვევლინოს უნივერსიტეტი, სამეცნიეროკვლევითი ორგანიზაცია, სამეცნიერო ტექნოლოგიების კომპანია, კულტურის ნებისმიერი ტიპის ორგანიზაცია (არაკომერციული, კომერციული ან საზოგადოებრივი). ზოგიერთი შემოქმედებითი კლასტერი იქმნება უფრო დაბალი რგოლის ინიციატივით, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს აქტივისტების ან არაკომერციული ორგანიზაციის ლიდერებისგან, რომელთა მიზანია ხელოვნების საზოგადოებაში ინტეგრირება, ქუჩის ფესტივალებისა და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზება.  მიზანი. ეს მაჩვენებელი ყველაზე ფართო სპექტრისაა, ვინაიდან შემოქმედებითი კლასტერების მისია და ძირითადი ამოცანები ძალიან განსხვავებულია: კულტურის სფეროში მოქმედ მეწარმეთა ინდივიდუალური მხარდაჭერა, ორგანიზაციული პოტენციალის განვითარება, რეგიონულ დონეზე კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა, ან სხვა სტრატეგიული მიზნები.  დონე: შემოქმედებითი კლასტერი შეიძლება ჩამოყალიბდეს: o ორგანიზაციულ დონეზე (მაგ. ერთობლივი სამუშაო სივრცეები, ერთობლივი სარგებლობის შენობები, სხვ). o კვარტლის ან რაიონის დონეზე (მაგ. შემოქმედებითი რაიონი).

8


o ქალაქის დონეზე (ისეთ შემთხვევებში როდესაც მთლიანი ქალაქი ბრენდირებულია როგორც „შემოქმედებითი ქალაქი“ ბევრი შემოქმედებითი კლასტერის საფუძველზე). ორგანიზაციების ტიპები. შემოქმედებითი კლასტერები არაერთგვაროვანია ისინი შედგება სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების - მაგ. კომერციული საწარმოების, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, არაკომერციული ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სხვა ერთეულებისგან. ასევე განსხვავებულია მათი ორგანიზაციული სტრუქტურაც: არსებობს კლასტერები, რომლებიც ყველასთვის ღიაა და შეუფერხებლად იღებს ახალ წევრებს და ასევე კლასტერები, სადაც მხოლოდ საწევროს გადამხდელი წევრები არიან გაერთიანებულნი. მასშტაბი. ზოგიერთი შემოქმედებითი კლასტერი კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების რამდენიმე სფეროში ფუნქციონირებს (არაერთგვაროვანი), ხოლო სხვები მხოლოდ ერთ სფეროში სპეციალიზდებიან (ერთგვაროვანი), მაგ. ტექსტილის კლასტერი, კინემატოგრაფიული კლასტერი, თეატრალური კლასტერი, სხვა. ერთგვაროვანი კლასტერები როგორც წესი აერთიანებს კომპანიებს, რომლებსაც ღირებულებით ჯაჭვში სხვადასხვა პოზიცია უკავიათ - მაგ. მწარმოებელი კომპანია, მარკეტინგული კომპანია, მიმწოდებელი კომპანია. არსებობს ისეთი შემოქმედებითი კასტერები, რომლებიც კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიებს სხვა ისეთ სფეროებთან აკავშირებს, როგორიცაა ბიზნესი და ინოვაცია (მაგ. შემოქმედებითი ინკუბატორები და აქსელერატორები). ახალი ტექნოლოგიების ჩართვა. შემოქმედებითი კლასტერები შეიძლება წარმოადგენდეს კულტურის, ხელოვნებისა და ციფრული ტექნოლოგიების კომბინაციას, ან შეიძლება კონცენტრირებული იყოს მხოლოდ ტექნოლოგიურ საქმიანობაზე (ტექ კლასტერები). ზოგიერთი ტექ. კლასტერი შეიძლება დაკავშირებული იყოს გაფართოებულ ან ვირტუალურ რეალობასთან და ხელოვნების სფეროებში მათ დანერგვასთან. მენეჯმენტი და მმართველობა. კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მათი ფორმის მიხედვით ზოგიერთი მათგანი არაფორმალური სტრუქტურაა (მაგ. შემოქმედებითი ჰაბები, ხელოვანთა და შემოქმედებით ადამიანთა გაერთიანებები) მაშინ როდესაც სხვები წარმოადგენენ ფორმალურ სტრუქტურებს და ქალაქის სტრატეგიული განვითარების ნაწილად მოიაზრებიან (მაგ. შემოქმედებითი რაიონები, მეგა-პროექტები, შემოქმედებითი უბნები). ზოგიერთი კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრია დაფუძნებულია როგორც ორგანიზაცია, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (მაგ. სოციალური საწარმოები, არა-კომერციული ორგანიზაციები, ასოციაციები ან შემოქმედებითი საწარმოები). სხვადასხვა გარემოში წევრებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის დონე განსხვავებულია 9


ბიზნეს მოდელები. შემოქმედებით კლასტერებს დაფინანსებისა და შემოსავლების სხვადასხვა გარე და შიდა წყაროები აქვთ. მათი შემოსავლები დამოკიდებულია საწევრო შენატანებზე, მომსახურებისთვის დაწესებული მოსაკრებლების გადახდაზე, გარე წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებაზე, სხვადასხვა წყაროებიდან მობილიზებულ თანხებზე, სხვ (იხილეთ თავი 5 ქვემოთ). ხანგრძლივობა: ზოგიერთი შემოქმედებითი კლასტერი იქმნება დროებით, პროექტის განხორციელების მიზნით, მაშინ როდესაც სხვა შემოქმედებითი კლასტერები წარმოადგენს მონაწილე ორგანიზაციებს შორის გრძელვადიან სტრატეგიულ ალიანსებს.

3. შემოქმედებითი კლასტერების ტიპები როგორც ზემოთ აღინიშნა, შემოქმედებითი კლასტერები ერთმანეთისგან ბევრი მაჩვენებლით განსხვავდება. ამავდროულად, მათ ბევრი საერთო ნიშან-თვისება აერთიანებთ. სურათზე 1 წარმოდგენილია პრაქტიკაში ყველაზე მეტად გავრცელებული შემოქმედებითი კლასტრების ტიპები. სურათზე ისინი ერთმანეთისგან განცალკევებულია, მათი ტიპოლოგიის უკეთ გაგების მიზნით, თუმცა, კულტურისა და ხელოვნების სფეროში არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ მათი საქმიანობა ნაწილობრივ ემთხვევა ერთმანეთს - ერთი შემოქმედებითი კლასტერი შესაძლოა მეორეს შემადგენლობაში იყოს. მაგალითად, შემოქმედებითი ჰაბები, ინკუბატორები და აქსელერატორები შეიძლება შემოქმედებითი უბნებისა და კვარტლების ნაწილს წარმოადგენდნენ. შემოქმედებითი კლასტერი, რომელიც კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთ დარგში ფუნქციონირებს, შესაძლოა ასევე მოიცავდეს შემოქმედებითი იდეების აქსელერატორს, ან შემოქმედებითი ჯგუფი შეიძლება წარმოადგენდეს შემოქმედებით კლასტერს, რომელიც კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ორ და მეტ დარგს აერთიანებს.

შემოქმედებითი კლასტერი როგორც ერთობლივი სამუშაო სივრცეები&სამხატვრო სტუდიოები

შემოქმედებითი კლასტერები როგორც ხელოვნებისა და შემოქმედებითი ადამიანების გაერთიანებები

შემოქმედებითი კლასტერი, რომელიც ფარავს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა დარგს

შემოქმედებითი კლასტერების ტიპები

შემოქმედებითი კლასტერი, რომელიც სპეციალიზდება კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთ დარგში

შემოქმედებითი კვარტლები & შემოქმედებითი უბნები

10


შემოქმედებითი კლასტერები როგორც ინკუბატორები&აქსელერატორებ ი შემოქმედებითი საწარმოებისთვის

შემოქმედებითი ზონები & რაიონები

შემოქმედებითი ჰაბები

შემოქმედებითი კვარტლები და უბნები

შემოქმედებითი კლასტერები როგორც მეგა პროექტები

სურ 1: შემოქმედებითი რაიონების ტიპები

მსოფლიოს ბევრ პოსტ-ინდუსტრიულ ქალაქში კულტურის ორგანოების ხელმძღვანელობით განხორციელებული ურბანული განახლების სტრატეგიების შედეგად, მიტოვებული ადგილები კულტურულ, სახელოვნებო და სოციალურ ობიექტებად იქცა. ეს შენობები - ყოფილი სამხედრო ბაზები, ძველი ქარხნები, წისქვილები, ძველი გემები, ადგილობრივი სარკინიგზო სადგურები, დანგრეული სამრეწველო ობიექტები - იზოლირებულ იქნა დანარჩენი ქალაქისგან და უამრავ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას ქმნიდა. პოსტ-ინდუსტრიული მიტოვებული შენობების ტრანსფორმაციის ინიციატივა მოდის ადგილობრივი თემების, სამხატვრო გაერთიანებების, ახალგაზრდების, ქსელების, სამოქალაქო საზოგადოების სექტორის, ან ადგილობრივი/ეროვნული მთავრობის მხრიდან. შემოქმედებითი კვარტლებისა და უბნების შექმნის ძირითადი მიზნებია:  

ისტორიული ობიექტის შენარჩუნება, რომელიც წარმოადგენს ქალაქის ან რეგიონის კოლექტიური მეხსიერების ნაწილს; ქალაქის იზოლირებული ნაწილის იმიჯის ამაღლება კარგი რეპუტაციის მქონე კულტურის, დასვენებისა და გართობის ობიექტად მისი ტრანსფორმაციის გზით; იზოლირებულ ადგილებში ვიზიტორებისა და ადგილობრივ მცხოვრებთა მიზიდვა და მათთვის უკეთესი მომსახურების გაწევა უფრო მრავალფეროვანი კულტურული და მხატვრული პროგრამების „მენიუს“ შეთავაზების გზით; ადგილობრივ მცხოვრებთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ხარისხიანი ურბანული დაგეგმვისა და არქიტექტურული პროექტირების განხორციელებისა და საზოგადოებრივ ხელოვნებაში ინვესტიციების ჩადების გზით; უმუშევრობის, სოციალური იზოლაციის, სიღარიბისა და სხვა სოციალური პრობლემების შემცირება; 11


კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და მოსახლეობის სხვადასხვა ეთნიკური და უმცირესობის ჯგუფებისთვის მშვიდობიანი ადგილობრივი გარემოს შექმნა; ხელოვნებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა და დამწყები ხელოვნებისთვის თვითგამოხატვის შესაძლებლობის მიცემა, რათა მათ შესძლონ ექსპერიმენტირება, შემოქმედებითი საქმიანობა და ერთმანეთთან კონტაქტი; მხატვრული/შემოქმედებითი გამოცდილების ადგილობრივ საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირება, ყველა დონეზე.

ამგვარი შემოქმედებითი კვარტლებისა და უბნების შექმნა მოითხოვს ადგილობრივ დონეზე ისეთი ზემოქმედების ფაქტორების კომბინაციას, როგორიცაა საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ გულითადი დამოკიდებულება და ლიდერული თვისებები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მაღალი დონის ჩართულობა, შესაბამისი რეგიონის მცხოვრებლებთან საზოგადოებრივი დიალოგისა და კონსულტაციების დაწყება, თანამშრომლობა ისეთ აქტორებს შორის როგორიცაა ურბანისტები, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი პირები, ხელოვნები, არქიტექტორები, საწარმოები და ინვესტორები. შემოქმედებით კვარტალში ახლად შექმნილი ობიექტები, როგორც წესი, მრავალფუნქციურია და ისინი სახელოვნებო და საგანმანათლებლო საქმიანობის ფართო სპექტრს მოიცავს. ზოგიერთი მათგანი ძირითადად გასართობ პროგრამებზეა კონცენტრირებული, სხვები - თანამედროვე ხელოვნებაზე. უმეტეს შემთხვევებში, ახალი ობიექტები შედგება შენობის შიგნითა თუ გარეთა სივრცეებისგან, რომლებიც მრავალი მიზნისთვის გამოიყენება: სარეპეტიციო სტუდიოები, კინო-დარბაზები, სცენები თეატრალური და საცეკვაო წარმოდგენებისთვის, ოთახები სემინარების, გაკვეთილებისა და ლექციების ჩასატარებლად, სივრცეები დებატებისა და მრგვალი მაგიდების გასამართად, რესტორნები და ბარები, ღია მწვანე სივრცეები გართობისა და დასვენებისთვის. ბევრი მათგანი მიზნად ისახავს დამწყები ხელოვნების წახალისებას და მათთვის სცენის დათმობას სადებიუტო სპექტაკლების დასადგმელად, ასევე კულტურასთან ახალგაზრდების წვდომის გაძლიერებას. ცხრილში 1 შეჯამებულია ის საერთო უპირატესობები და შესაძლებლობები, რომლებსაც შემოქმედებითი კვარტლები გვთავაზობს, ასევე ის საერთო გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან ამგვარი კვარტლები ბევრ ქალაქში. შესაძლებლობები/უპირატესობები გამოწვევები  უფუნქციო და მიტოვებული  ხანგრძლივი სტაბილურობის ინფრასტრუქტურის ნაკლებობა პოლიტიკური ტრანსფორმაცია ხელისუფლების, ან გარე მრავალფუნქციურ და სრულად წყაროებიდან დაფინანსების 12


  

 

დატვირთულ ობიექტად. უბნის ლანდშაფტისა და გარემოს გაუმჯობესება კვარტლის წარსულსა და აწმყოს შორის კავშირის უზრუნველყოფა კულტურული და სახელოვნებო გარემოს ახალი პარადიგმის შექმნა ხელოვნებას, შემოქმედებით საქმიანობასა და საზოგადოების წევრთა შორის კავშირის გაძლიერება ქალაქის/რეგიონის იდენტობის გაუმჯობესება და წარმოჩენა კერძო ინვესტორების ხელშეწყობა და შესაძლებლობები საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის განსავითარებლად მოქალაქეთა ცხოვრების გადასხვაფერება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სექტორებს შორის ინოვაციების სტიმულირება და შედეგად, შემოქმედებითი მეწარმეობის წახალისება ახალგაზრდობის ჩაბმა სხვადასხვა ფორმის სახელოვნებო, კულტურულ, საგანმანათლებლო და გართობადასვენების აქტივობებში შემოქმედებითი სექტორის ჩაბმა პოლიტიკის განხორციელების ინიციატივებში, კერძოდ, დამოუკიდებელი მეწარმეებისა და მცირე ზომის კომპანიების ჩართვა კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიებში თანმხლები ზემოქმედება სხვა დარგებზე (მაგ. ტურიზმი,

პოლიტიკის შეცვლის გამო ახლად შექმნილი შემოქმედებითი კლასტერი შეიძლება იქცეს მხოლოდ ხელოვნებისთვის განკუთვნილ ორგანიზაციად, რომელიც საზოგადოებაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ვერ ახდენს ინფრასტრუქტურული პრობლემები: ამ ობიექტების დიდი ქალაქებისგან იზოლაცია და ინვესტიციები ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროში კულტურული იდენტობისა და სივრცის უნიკალურობასთან მიმართებაში საკმარისი ყურადღების არარსებობა ისეთი კულტურული პროგრამის შეთავაზება, რომელიც ფართო მასებისთვის გაუგებარია არასაკმარისი სოციალური და ეკონომიკური დასაბუთება, რაც განპირობებულია ლოკაციით, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე არ არის მაღალი ამგვარი ობიექტების საჭიროებასა და სარგებლიანობასთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების არარსებობა ადგილობრივი კვარტალი, რომელიც ეწინააღმდეგება ტრანსფორმაციის პროცესს, რადგან არ შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს ახალი ობიექტის სარგებლიანობა ახლად შექმნილი ობიექტების მართვასთან დაკავშირებით ხელოვნების ორგანიზაციებს შორის არსებული კონკურენცია 13


 

 

ტრანსპორტირება, საინფორმაციო  ტრანსფორმაციასთან ტექნოლოგიები, დაკავშირებული მაღალი ინფრასტრუქტურა, განათლება, ხარჯები: რეკონსტრუქციისთვის სხვ) საჭირო თანხები შესაძლებელია ადგილობრივ თემში ახალი ობიექტების ასაშენებლად ახალგაზრდების ჩართულობის საჭირო ხარჯებს აღემატებოდეს განცდის გაძლიერება  არაეფექტიანი ბიზნეს მოდელი, უბანში/კვარტალში დანაშაულის რაც განპირობებულია მაღალი დონის შემცირება საექსპლუატაციო ხარჯებით და საზოგადოების წევრებს შორის დაბალი ფასებით შეთავაზებულ სოციალური ერთიანობისა და პროგრამაზე. დიალოგის ხელშეწყობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე შემოქმედებითი თემების ძალისა და ზემოქმედების გაძლიერება პოლიტიკის შემუშავება ქვემოდან ზემოთ მიმართულ მიდგომაზე დაყრდნობით: სახელოვნებო და შემოქმედებითი თემების საერთო ხმის გაგონება მოხალისეობის შესაძლებლობების უზრუნველყოფა ტურისტებისა და ვიზიტორების მიზიდვა ახალი სამუშაო ადგილების გახსნა და სამუშაო ძალის მრავალფეროვნების უზრუნველყოფა ადგილობრივ ეკონომიკაზე პოზიტიური ზემოქმედების მოხდენა ცხრილი 1: შემოქმედებითი კვარტლების უპირატესობები და შესაძლებლობები

შემოქმედებითი ზონები და რაიონები შემოქმედებითი რაიონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებაში. ისინი წარმოადგენენ კატალიზატორს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის, რომელიც დაფუძნებულია შემოქმედებით მეწარმეობაზე. შემოქმედებითი ზონები და რაიონები წარმოადგენს მიზიდულობის ცენტრს უცხოური და ადგილობრივი 14


ინვესტიციებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მათი შექმნა დაკავშირებულია ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე ისეთი დარგების განვითარებასთან, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიო-ტექნოლოგიები, განახლებადი ენერგოწყაროები, რობოტიკა, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა, სხვა. ისინი ასევე მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ახალი სამუშაო სივრცეების განვითარების თვალსაზრისით. შემოქმედებითი რაიონები ასევე წარმოადგენს ქალაქში ტურიზმის სტიმულატორს და მოტივატორს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ ცხოვრობენ. არსებობს ასევე გარკვეული ნეგატიური ასპექტები, რომლებიც შემოქმედებითი ზონებისა და რაიონების განვითარებას უკავშირდება. მაგალითად, როდესაც ერთ დროს მარგინალიზებული კვარტალი ფეშენებელურ კვარტლად გარდაიქმნება, იქ ცხოვრება საკმაოდ ძვირდება. შემოქმედებითი ჰაბები ტერმინს „შემოქმედებითი ჰაბი“ უამრავი კონოტაცია გააჩნია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ის აღნიშნავს ფიზიკურ თუ ვირტუალურ სივრცეებს სადაც თავს იყრიან მსგავსად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ძირითადად ხელოვნებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროებში (და არა მხოლოდ) მუშაობენ. შემოქმედებითი ჰაბების ევროპული ცენტრის დეფინიციის შესაბამისად: „შემოქმედებითი ჰაბი წარმოადგენს ფიზიკურ სივრცეს შემოქმედებითი ადამიანებისა და კულტურის მოღვაწეებისთვის, რომელიც ყველაზე ეფექტიანად უზრუნველყოფს მათ ზრდას, თანამშრომლობას, ურთიერთქმედებასა და განვითარებას“1. ზოგიერთი შემოქმედებითი ჰაბი სპეციალიზდება ხელოვნების რომელიმე კონკრეტულ სფეროში (მაგ. თეატრალური ჰაბი, დიზაინის ჰაბი, ტრადიციული რეწვის ჰაბი), სხვა ჰაბები კი სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს აერთიანებს. ჰაბებში გაწევრიანება ნებისმიერ პირს ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შეუძლია - მათ ღია დემოკრატიული სტრუქტურა აქვთ. ჰაბი არ ითვალისწინებს საწევროს გადახდას ან შენატანის გადახდის საფუძველზე მონაწილეობის რაიმე სხვა ფორმას. შემოქმედებითი ჰაბის ფორმა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა მიზანი, იმ ქალაქის კონტექსტი, სადაც ის ოპერირებს და თემის გარემო (თუ ჰაბი არ არის ვირტუალური). ჰაბის ინიციატორები და ორგანიზატორები - „ჰაბის მენეჯერები“ ან ლიდერები საკვანძო როლს ასრულებენ ჰაბის ფუნქციონირებაში, რადგან ბევრ შემთხვევაში, სწორედ მათი ენერგიისა და ენთუზიაზმის წყალობით ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას შემოქმედებითი კლასტერის ეს ფორმა. ისინი ასევე ასრულებენ ერთგვარი „დამაკავშირებლების“ როლს შემოქმედ ადამიანებსა და ადგილობრივ თემებს შორს. შემოქმედებითი ჰაბები ირიბად ხელს უწყობენ ადგილობრივი შემოქმედებითი ეკონომიკის ზრდას, ვინაიდან სწორედ ჰაბებია ის ადგილი, სადაც იბადება ინოვაციური იდეა და მოგვიანებით ხდება მათი კომერციალიზაცია ეფექტიან ბიზნეს-მოდელად. 15


ინკუბატორები და აქსელერატორები შემოქმედებითი საწარმოებისთვის შემოქმედებით მეწარმეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკაში, ტერმინები „აქსელერატორი“ და ინკუბატორი“ ხშირად გამოიყენება, როგორც მსგავსი მცნებები, თუმცა ისინი განსხვავდებიან თავიანთი ძირითადი მიზნის, ოპერაციული და ფინანსური სტრუქტურის და სხვა მაჩვენებლების მიხედვით. შემოქმედებითი იდეების ინკუბატორები და აქსელერატორები განიხილება, როგორც შემოქმედებითი კლასტერის ერთ-ერთი ტიპი, ვინაიდან მათ აქვთ კლასტერისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშან-თვისება, როგორც ეს აღწერილია ზემოთ. ორივე „კლასტერი“ უზრუნველყოფს მენტორობას, ტრენინგს, ტექნიკურ დახმარებას და ზოგიერთ შემთხვევაში საწყის კაპიტალს შემოქმედებითი სტარტაფებისთვის. ცხრილში 1 მოცემულია ინკუბატორსა და აქსელერატორს შორის არსებული განსხვავებები. მაჩვენებლები მიზანი

ინკუბატორი შემოქმედებითი მეწარმის დახმარება ბიზნესის ნულიდან დაწყებაში. „მოამწიფეთ“ იდეა მასზე ბიზნეს მოდელის, ხოლო მოგვიანებით - კომპანიის დაშენების მიზნით ფოკუსი ინოვაცია (სოციალურ ან ბიზნესის სფეროში) განაცხადების გამრღვევი იდეების მქონე შეტანის მონაწილეთა შერჩევა, პროცესი ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდაციების საფუძველზე შეთავაზებულ ღია ფორმატი: ი პროგრამები ზოგიერთ შემთხვევაში და ერთობლივი სამუშაო მომსახურებებ სივრცის შეთავაზება ი ფინანსური როგორც წესი, სტრუქტურა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც

აქსელერატორი შემოქმედებითი სტარტაფის დახმარება ბიზნესის განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლაში. არსებული სტარტაფის ზრდის დაჩქარება.

შემოქმედებითი ბიზნესის გაფართოება შერჩევის მკაცრი კრიტერიუმები, მაღალი კონკურენცია

დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც უნდა განხორციელდეს (ტრენინგი, მენტორობა, ნეთვორქინგი, სხვ) როგორც წესი, კომერციული ორგანიზაცია, უმეტეს შემთხვევაში - კერძო, რომელიც 16


ხანგრძლივობ ა

დამოკიდებულია დაფინანსების გარე წყაროებზე. ზოგიერთი ინკუბატორი უნივერსიტეტის ან სხვა სტრუქტურის ნაწილია. არ აიღოთ საკომისიო მონაწილე მეწარმეებისგან. ნუ გასცემთ საავანსო დაფინანსებას და ნუ ელოდებით წილს ამის სანაცვლოდ. არანაირი დადგენილი ვადა; მენტორობა შეიძლება გაგრძელდეს 2 წლამდე, ეს დამოკიდებულია მონაწილეთა საჭიროებებზე.

იღებს წილს სტარტაფებისგან მომსახურებებისა მენტორობის ზოგიერთ უზრუნველყოფს კაპიტალს.

მონაწილეთა გაწეული და სანაცვლოდ. შემთხვევაში, საწყის

ხანმოკლე ვადა (როგორც წესი, ერთიდან ოთხ თვემდე)

ცხრილი 2: განსხვავებები „ინკუბატორსა“ და „აქსელერატორს“ შორის შემოქმედებითი სტარტაფებისთვის ერთობლივი სამუშაო სივრცეები ერთობლივი სამუშაო სივრცეები შემოქმედებითი ადამიანებისა და ხელოვნებისთვის გულისხმობს საერთო რესურსებით უზრუნველყოფას - იქნება ეს სივრცე, მომსახურება, აპარატურა თუ სხვა რესურსი. ერთობლივი სამუშაო სივრცეები თავს უყრის შემოქმედებით ადამიანებს ინდუსტრიის ერთი და იმავე დარგიდან (მაგ. დიზაინერებს, რეჟისორებს, პროგრამისტებს, მუსიკოსებს, სხვა) იმისათვის, რომ ერთმანეთი გაიცნონ და ისწავლონ ერთმანეთისგან. ერთობლივი სამუშაო სივრცის სამიზნე ჯგუფში შეიძლება იყვნენ მხოლოდ ქალი ხელოვნები, ან ახალგაზრდა მეწარმეები, ან შესაძლოა მასთან წვდომა ჰქონდეს შემოქმედებითი ბიზნესის ყველა წარმომადგენელს. ერთობლივ სამუშაო სივრცეებს შემდეგი უპირატესობები გააჩნია: - დანახარჯეფექტურობა: ზედნადები ხარჯების შემცირება შემოქმედებითი საწარმოების სტრუქტურაში - აპარატურა და სივრცე, რომელიც უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ინდივიდუალურ სარგებლობაში არსებული აპარატურა და სივრცე - ქსელური გარემო, სადაც ხელოვნები და შემოქმედებითი ადამიანები პოულობენ ინსპირაციის წყაროს და ქმნიან ინოვაციებს საერთო სარგებლობის რეჟიმში მუშაობის შედეგად მსოფლიოში უამრავი ერთობლივი სამუშაო სივრცეა, რომლებსაც ერთობლივ მომსახურებათა შეთავაზების განსხვავებული კონცეფციები აქვთ1. 17


4. შემოქმედებითი კლასტერები ციფრულ სფეროში მსოფლიოს შემოქმედებითი კლასტერები ციფრულ ტექნოლოგიებსა და ონლაინ ინსტრუმენტებს ხუთი ძირითადი მეთოდით იყენებენ: - კულტურული/შემოქმედითი კონტენტის შექმნა ციფრულ ფორმატში. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი/სერვისი არ არსებობს ოფლაინ რეჟიმში, არამედ მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. მთლიანად ვირტუალური პროგრამირება ხელოვნების, კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა. ციფრული კონტენტი ახალი მედია არტის, ციფრული ხელოვნების, ვირტუალური რეალობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით იქმნება. - კულტურული/შემოქმედებითი პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვა. ამგვარი პროდუქტები და მომსახურებები შეიძლება გაიყიდოს შემდეგი ფორმით: ლაივსტრიმინგი, პოდკასტები, ონლაინ მაღაზიები სურათებისა და ხელოვნების სხვა ნიმუშების გასაყიდად, წიგნები pdf-ისა და ქინდლის ფორმატებში, გადმოტვირთული მუსიკა და ფილმები, პროდუქციის ინტერნეტით გაყიდვა, და სხვა. - ციფრული მარკეტინგი. ეს მოიცავს კულტურული/შემოქმედებითი პროდუქტებისა და მომსახურებების გავრცელებას და რეკლამირებას ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა: ვებგვერდები, ბლოგები, სოციალური ქსელები, ონლაინ პორტფოლიოები, ონლაინ ბრენდირება, საზოგადოებასთან ონლაინ ურთიერთობები, ჰეშტეგები, მობილური მოწყობილობები, ძებნის სისტემების ოპტიმიზაცია, სხვ. - ფულადი სახსრების მობილიზება და დაფინანსება. ციფრული სამყარო ინოვაციურ გზებს ითვალისწინებს იმისათვის, რომ შემოქმედებითი კლასტერების კულტურულმა/შემოქმედებითმა პროდუქტებმა და მომსახურებებმა გარე წყაროების მხარდაჭერა მოიპოვონ, ეს მეთოდებია: სახალხო (ქრაუდ) დაფინანსება, ქრაუდფანდინგი, ონლაინ შემოწირულობები. ის ასევე ონლაინ ბიზნეს მოდელების შექმნის მეთოდებს ითვალისწინებს, როგორიცაა ვებგვერდების გაერთიანება, სარეკლამო მოდელები, ფერმიუმის მოდელები და ბევრი სხვა. შემოქმედებითი კლასტერები ასევე შესაძლოა მთლიანად ონლაინ ფუნქციონირებდეს, და მათ ვირტუალურ შემოქმედებით კლასტერებს უწოდებენ. მათი ფუნქციონირების დინამიკა და წესები განსხვავდება ფიზიკურად არსებული შემოქმედებითი კლასტერებისგან. ბევრ შემთხვევაში ვირტუალურ შემოქმედებით კლასტერებს ონლაინ ქსელებს ან ვირტუალურ გაერთიანებებს უწოდებენ, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ტერმინი „კლასტერი“ კლასტერში შემავალი ორგანიზაციების სივრცეში ერთობლივ განთავსებას გულისხმობს. ციფრობრივი შემოქმედებითი კლასტერები კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ისეთ ქვე-სექტორებშიც გვხვდება, სადაც ახალი ტექნოლოგიები დომინირებს: 18


პროგრამული უზრუნველყოფა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული თამაშები, სარეკლამო საქმიანობა, სხვ.

კლასტერების კვლევის საკითხებისადმი მიძღვნილი მესამე საერთაშორისო კონფერენცია „კლასტერების ხელახალი გააზრება“, რომელიც ვალენსიის უნივერსიტეტში, 2020 წლის 25 ნოემბერს (ონლაინ ფორმატში) გაიმართება1, ფოკუსირებული იქნება ისეთ თემებზე, როგორიცაა ინოვაციური სტრატეგიები დიგიტალიზაციისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ინოვაციური მიდგომები კონცეფციების სფეროში, 21-ე საუკუნეში და ციფრულ სამყაროში შემოქმედებითი კლასტერების ჩამოყალიბების თეორიები, მეთოდები და ანალიზი. კვლევა ციფრულ სამყაროში შემოქმედებით კლასტერების განვითარების წინაშე მდგარ ხუთ ძირითად გამოწვევასა და ბარიერს გამოყოფს: - ციფრული კომპეტენციები. ბევრი შემოქმედებითი კლასტერი დგას პრობლემის წინაშე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ არასაკმარისი ან არასათანადო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის გამო, შემოქმედებითი ადამიანები (მაგ. ხელოვნები, კლასტერების გუნდები და მენეჯერები) ონლაინ მუშაობასა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ვერ ახერხებენ. ამასთან, ვერ ხერხდება ციფრული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება შემოქმედებითი კლასტერის მართვაში ჩართული ადამიანების სიმცირის გამო. - წვდომა სახელმწიფო დაფინანსებაზე. ბევრ ქვეყანაში, სახელმწიფო სახსრები არ ხმარდება ხელოვნების, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების, მათ შორის, ონლაინ შემოქმედებითი კლასტერების დიგიტალიზაციას. - საერთო რესურსები. ციფრული შემოქმედებითი კლასტერები ასევე მოითხოვს ფიზიკურ ყოფნას და საერთო რესურსებს ზედნადები ხარჯების შემცირების მიზნით. ადგილობრივ დონეზე ასეთი რესურსების მოპოვება ყოველთვის ადვილი არაა. - კორპორაციული მხარდაჭერის ნაკლებობა. როდესაც საქმე შეეხება ურბანულ ტრანსფორმაციას, ბევრი ქვეყნის კომპანიას ურჩევნია ინვესტირება მოახდინოს „ღამის ეკონომიკასა“ და „გართობა-დასვენების ინდუსტრიებში“, და არა შემოქმედებით და ციფრულ სექტორებში. - არასაკმარისი თანამშრომლობა. ონლაინ ტექნოლოგიები თანამშრომლობის შესაძლებლობებს იძლევა, თუმცა პრაქტიკაში, შემოქმედებითი კლასტერის გუნდები და მენეჯერები არ იყენებენ დიგიტალიზაციას როგორც თანამშრომლობისა და, აღნიშნულის შედეგად, ეფექტიანი ბიზნეს მოდელების შექმნის შესაძლებლობას.

19


ქვემოთ მოცემული მაგალითები ასახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში შემოქმედებითი კლასტერების მართვისა და ორგანიზების ზოგიერთ ციფრულ და ვირტუალურ ასპექტს.

5. შემოქმედებითი კლასტერების მაგალითები ბანგკოკის შემოქმედებითი რაიონი 1 ისტორია და მიზნები ბანგკოკის შემოქმედებითი რაიონი ინდივიდუალური ისტორიის მქონე სამი განცალკევებული ელემენტისგან შედგება:  ბანგ რაკი - რაიონი, რომელიც ჰგავს ევროპულ კვარტალს. აქ გადის ბანკოკში პირველი ასფალტის გზა  კლონგ სანი - ადგილობრივი მოსახლეობით დასახლებული უბანი, წარმოადგენს მისადგომს ბანგკოკის დასავლეთ ნაწილთან.  მდინარე ჩაუფხრაია - დედაქალაქის მთავარი არტერია, რომელიც წინ უსწრებს რეგიონში ცივილიზაციის გაჩენას და ტაილანდური კულტურის გასაღებს წარმოადგენს ეს თემები აუთენტურია და მათ ერთმანეთთან წარსული ისტორია და რაიონის ტრადიციები აკავშირებთ. რაიონის მისიაა „იფუნქციონიროს როგორც მრავალფეროვანმა, ინკლუზიურმა, დამოუკიდებელმა და მოქნილმა ეკოსისტემამ, სადაც არსებული შემოქმედებითი პოტენციალი წარმოშობს ახალ შემოქმედებით პოტენციალს“. აქტივობები რაიონი უზრუნველყოფს ერთობლივ სამუშაო სივრცეებს, დასაქირავებელ ფართს, ქსელურ აქტივობებს, თანამშრომლობის ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებს. შემოქმედებითი რაიონის ფონდი დახმარებას უწევს სტარტაფებს და შემოქმედებითი იდეების მქონე ადამიანებს, მათი მხარდაჭერისა და წახალისების გზით ბეირუთის შემოქმედებითი კლასტერი, ლიბანი 2 მისია და სახელმძღვანელო პრინციპები ბეირუთის შემოქმედებითი კლასტერის საზოგადოებრივი მიზანია „ლიბანის შემოქმედებითი ინდუსტრიების ტრანსფორმაციის წახალისება საქმიან თანამშრომლობაზე დაფუძნებული სტრატეგიული ზომების გატარების გზით, 1ბანგკოკის შემოქმედებითი რაიონის ვებგვერდი: https://creativedistrictbangkok.com/ 2ბეირუთის შემოქმედებითი კლასტერი: http://beirutcreativecluster.org 20


რომლებიც ინოვაციის, როგორც მთავარი მიზნისკენ იქნება მუდმივად მიმართული“. ქვემოთ მოცემულია სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებსაც სტრატეგიული ზომები ემყარება3:  კლასტერისა და მისი წევრების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.  შესაბამისი ბიზნეს სტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.  ინტერნაციონალიზაციის წახალისება და მხარდაჭერა .  თანამედროვე ექსპერტულ ცოდნასთან წვდომის ხელშეწყობა  კონკრეტული ბიზნეს პროექტების წახალისება.  თანამშრომლობასა და ინოვაციაზე დამყარებული აქტივობების დაწყება. ძირითადი სფეროები და სამუშაოს მოცულობა ბეირუთის შემოქმედებითი კლასტერი მოიცავს ისეთ შემოქმედებით სექტორებს, როგორიცაა: გამომსახველობითი ხელოვნება, დიზაინი და კომუნიკაცია, რეკლამა, ციფრული მარკეტინგი, კინემატოგრაფია და ანიმაცია, ასევე ვებსაიტების, მობილური აპლიკაციებისა და თამაშების შემუშავება. სამუშაოები სამ ძირითად სფეროზეა ფოკუსირებული:  თანამშრომლობა ინოვაციების, ცოდნის გაზიარებისა და პარტნიორობის დასაწყებად;  ლიბანის შემოქმედებითი პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე. და  შემოქმედებითი იდუსტრიის წარმომადგენლების მხარდაჭერა, ძირითადად, პროფესიული განვითარების ტრენინგების ჩატარების გზით. ოპერაციული სტრუქტურა ბეირუთის შემოქმედებითი კლასტერის ოპერაციები წევრთა გენერალური ასამბლეისა და სამეურვეო საბჭოს გარშემოა ორგანიზებული. ბეირუთის შემოქმედებითი კლასტერის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა შემოქმედებით სექტორებში მოქმედი სააგენტოების კონსორციუმი. შემოქმედებითი კარდიფი [1] ისტორია და მიზნები შემოქმედებითი კარდიფი წარმოადგენს ქსელს, რომელიც კარდიფის რეგიონის შემოქმედებით ორგანიზაციებში, კომერციულ საწარმოებსა თუ სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს აერთიანებს. ორგანიზაციის მისია მდგომარეობს შემდეგში: „ხელს ვუწყობთ რა ადამიანებს ერთობლივად მუშაობაში, ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია კარდაფი ყველაზე შემოქმედებით ადგილად ვაქციოთ“. მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ ქალაქის შემოქმედებით ეკონომიკაში ჩართული ადამიანები - დაწყებული მოცეკვავეებითა და მარკეტინგის სპეციალისტებით და 3 წყარო: https://www.thenextsociety.co/beirut-creative-cluster-0

21


დამთავრებული არქიტექტორებითა და კომპიუტერული პროგრამების დეველოპერებით, გაერთიანდნენ უფრო მეტი ინოვაციისა და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებისთვის კარდიფში, როგორც შემოქმედებით ქალაქში. 2015 წელს დაარსების დღიდან, შემოქმედებითმა კარდიფმა შექმნა მთელი კარდიფის რეგიონში მოქმედი 3500-ზე მეტი შემოქმედებითი ორგანიზაციისა და ფრილანსერისგან შემდგარი გაერთიანება. მთელი რიგი ინიციატივების განხორციელების წყალობით, ის დღეს სამხრეთ უელსსა და მის ფარგლებს მიღმა ფართოდაა აღიარებული, როგორც შემოქმედებითი თანამშრომლობის კატალიზატორი (მოდელი). პროგრამები და სამსახურები ქსელი აერთიანებს შემოქმედებითი ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს მთელი კარდიფის რეგიონში, ხელს უწყობს და უზრუნველყოფს რა თანამშრომლობას ეკონომიკური, კულტურული და სოციალური სარგებლის მიღების მიზნით. შემოქმედებითი კარდაფის საქმიანობა ფოკუსირებულია სამ მთავარ სფეროზე: კავშირების & თანამშრომლობის გაძლიერება, საწარმოების & მეწარმეობის ხელშეწყობა და კარდიფის შემოქმედებითი ისტორიის გადმოცემა. შემოქმედებითი კარდიფი მონაწილეობის ონლაინ და ოფლაინ ფორმებს ითვალისწინებს - ციფრული კომუნიკაციის, ღონისძიებების, კვლევითი სამუშაოებისა და პროექტების განხორციელების გზით, რომლებიც მოიცავს შემდეგს:  ონლაინ ქსელების ცნობარი  სამუშაო ადგილების & შესაძლებლობების ვებგვერდი, რომელიც შეიცავს ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ 4000-ზე მეტი დასახელების სამსახურს  კარტოგრაფიული კვლევები კლასტერის, მისი ქონებისა და სამუშაო ძალის შეფასებისა და ვიზუალურად წარმოჩენის მიზნით  ინგლისურ და უელსურ ენებზე შექმნილი პოდკასტები  ქვე-ქსელები ისეთი ონლაინ შეხვედრების ორგანიზების მიზნით, როგორიცაა მაგალითად: Immersive South Wales, Coworking collective

22


   

შემოქმედებითი სექტორების ხელმძღვანელებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართული ღონისძიებები ვებსაიტების საინფორმაციო რესურს-გვერდები, მაგ: დაფინანსება + საგრანტო შესაძლებლობები, ინფორმაცია კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში 200-ზე მეტი საინფორმაციო და თემატური სტატია საზოგადოების ჩართულობის პროექტები, მაგ. Community Gateway

სამიზნე ჯგუფები ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს კერძო პირებს, ფრილანსერებს, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებსა და დაინტერესებულ წრეებს. ორგანიზაციული და ფინანსური საკითხები შემოქმედებითი კარდიფის მხარდაჭერას უზრუნველყოფს კარდიფის უნივერსიტეტი. დამფუძნებელი პარტნიორები არიან: უელსის ათასწლეულის ცენტრი, ბი-ბი-სი-ს უელსის ფილიალი და კარდიფის მერია. სტრატეგიული მიმართულებები და სამომავლო გეგმები 2018 წელს, შემოქმედებითმა კარდიფმა შექმნა პარტნიორობა, რომელიც სამ უნივერსიტეტს, ქალაქისა და უელსის მთავრობას, რამდენიმე სტრატეგიულ ორგანიზაციასა და 40-ზე მეტ შემოქმედებით კომპანიას აერთიანებს, და რომელიც გაერთიანებული სამეფოს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევითი საბჭოს ინდუსტრიული სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცებული ცხრა კლასტერიდან ერთ-ერთი კლასტერი გახდა. აღნიშნული ფაქტი 9 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ინვესტიციას მოუტანს რეგიონს, რაც შემოქმედებით კარდიფს კვლევისა და განვითარების სფეროში თავისი საქმიანობის მნიშვნელოვნად გაფართოების შესაძლებლობას მისცემს. შემოქმედებითი კარდიფის ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ 2020

23


წელს უზრუნველყოფილ იქნას გაერთიანებული სამეფოსა და მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვა კლასტერული ქსელების ლიდერების ერთმანეთთან დაკავშირება და ჩართულობა, აღნიშნული გაერთიანებების შესახებ ინფორმატიულობის დონის ამაღლებისა და მომავალში ერთობლივი კვლევებისა და თანამშრომლობის პოტენციალის შესწავლის მიზნით. ქსელი ასევე უფრო სიღრმისეულად შეისწავლის მთლიან კარდიფის რეგიონს და იმას, თუ რის შეთავაზება შეუძლია ფრილანსერებისთვის. მთავარი აქცენტი იქნება საწარმოებსა და მეწარმეობაზე. შემოქმედებითი ინდუსტრიის კლასტერი, უნგრეთი 4 ისტორია და მიზნები კლასტერის მისიას წარმოადგენს „მომგებიანობის შესახებ კლასტერის წევრთა ცნობიერების ამაღლება“. კლასტერი შეიქმნა 2007 წელს, როგორც კულტურული ინოვაციების შესახებ საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მოქმედებს, როგორც რეგიონის შემოქმედებითი ინდუსტრიის ქოლგა ორგანიზაცია. ძირითადი მიზნები:  კონკურენტულ ბაზარზე წარმატებული საქმიანობისთვის წინაპირობების შექმნა.  კულტურული ინოვაციების ქსელის ხელშეწყობა და ინოვაციების ინდუსტრიაში ჩართულ აქტორებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა.  კულტურული პროდუქტების რეგიონული ბაზრის დაგეგმვა და ორგანიზება  კულტურული აქტივობებისა და ღონისძიებების მარეგულირებელი ნორმების შემუშავება და ამოქმედება  შესაბამისი ტრენინგ სისტემის შემუშავება, კულტურის ინდუსტრიის განვითარების მიმართულების შესაბამისად, შემდგომი პროფესიული განათლების ორგანიზების ჩათვლით.  ხორვატიისა და სლოვენიის ინდუსტრიების აქტორებისთვის გამოცდილების გაზიარება, მეთოდოლოგიისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და მეთოდოლოგიის მომზადების პროცესში დახმარების გაწევა. აქტივობები კლასტერს გააჩნია გამოცდილება შემდეგ სფეროებში: კლასტერებს შორის თანამშრომლობა, ევროპის თანამშრომლობის პროგრამები, სტარტაფების ამოქმედება, შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, ინტერნაციონალიზაციის მეთოდოლოგიის შემუშავება. მხარდაჭერის მომსახურებები მოიცავს შემდეგს: უშუალო საკონსულტაციო მომსახურებებს, წევრთა შორის თანამშრომლობის 4შემოქმედებითი ინდუსტრიის კლასტერი, უნგრეთი: ვებგვერდი: https://www.kreativipariklaszter.hu/. იხილეთ ასევე: https://www.clustercollaboration.eu/cluster-organisations/creative-industry-cluster-hungarycicc-association

24


ხელშეწყობას, სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, ცოდნის გადაცემის წახალისებას, წევრებისთვის ტრენინგებზე წვდომის გამარტივებას. შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი, გაერთიანებული სამეფო 5 რეგულირების სფერო და მიზნები კლასტერი შეიქმნა 2018 წლის ნოემბერში იმ მიზნით, რომ გააერთიანებინა გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ოთხი სახელმწიფოს მსოფლიო კლასის კომპანიები და ორგანიზაციები კვლევისა და განვითარების სფეროში უპრეცედენტო ინვესტიციების განხორციელების მიზნით. არსებობს ქვემოთ მოცემული ცხრა კლასტერი:  ბრისტოლისა და ბათის შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი , რომელიც აერთიანებს რეგიონის რამდენიმე უნივერსიტეტს და მუშაობს პარტნიორებთან ისეთი დარგებიდან, როგორიცაა ტელევიზია, თეატრი, საგამომცემლო საქმიანობა და კომპიუტერული სამუშაოები.  ბიზნესი და მოდა, საფეიქრო ნაწარმი და ტექნოლოგიები - კლასტერი, რომლის მიზანია საბაზრო უპირატესობებისა და დიზაინის ზემოქმედების გამოყენება და ახალ გამოწვევებზე რეაგირება შემოქმედებითი ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებისა და მისი განვითარების დაჩქარების მიზნით, მოდის, საფეიქრო ნაწარმისა და ტექნოლოგიების სექტორის მეშვეობით  Clwstwr – ეროვნული შემოქმედებითი ჰაბი, სადაც სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს უელსში გადაღებული ფილმები და ტელევიზია  შემოქმედებითი ინფორმატიკის კლასტერი, რომელიც ფოკუსირებას ახდენს ისეთ შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ შემოქმედებით ინდუსტრიებში მონაცემებზე დაფუძნებული ინოვაციების დანერგვა  Future Fashion Factory – კლასტერი, რომელიც სწავლობს და ავითარებს ახალ ციფრულ და თანამედროვე საფეიქრო ტექნოლოგიებს მაღალი ღირებულების შემოქმედებითი პროდუქტების დიზაინის ხელშეწყობის მიზნით.  Future Screens NI – კლასტერი, რომელიც ხელს უწყობს შესაძლებლობების ზრდას ჩრდილოეთ ირლანდიის კინემატოგრაფიისა და ტელემაუწყებლობის, ანიმაციის, კომპიუტერული თამაშებისა და იმერსიული ტექნოლოგიების სფეროებში.  InGame - კლასტერი, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც თანამშრომლობაზე დაფუძნებული ქსელი სამი უნივერსიტეტის ექსპერტულ ცოდნასა და

5 შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი, გაერთიანებული სამეფო: https://creativeindustriesclusters.com/

25


გამოცდილებაზე დაყრდნობით. StoryFutures – კლასტერი, რომელიც ცდილობს გადაჭრას ეკრანულ ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები - დაწყებული სთორი-თელინგის (ამბის თხრობის) ფორმებისა და ბიზნეს მოდელების შემუშავებითა და დამთავრებული კვლევისა და განვითარების სფეროს ხელშეწყობით XR Stories – კლასტერი, რომელიც იყენებს უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, იმერსიულ და ინტერაქტიურ ინსტრუმენტებს ეკრანული თხრობის ინოვაციური და კომერციულად პერსპექტიული მოდელების შემუშავების მიზნით.

ოპერაციული საკითხები კლასტერი იმართება გაერთიანებული სამეფოს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევითი საბჭოს მიერ, ინდუსტრიული სტრატეგიის ფარგლებში. 80 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ბიუჯეტი წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს მიერ შემოქმედებით ინდუსტრიებში დღემდე განხორციელებულ ყველაზე დიდ ინვესტიციას.6 ვოევოდინას შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი 6 ისტორია და მიზნები კლასტერის შექმნის მიზანი თავდაპირველად განისაზღვრა ვოევოდინას შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერის განვითარების 2014-2017 წლების სტრატეგიაში. კლასტერის მთავარ მიზანს წარმოადგენს შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების განვითარებისთვის პოზიტიური გარემოს აქტიური ხელშეწყობა. კლასტერის დამფუძნებლები და წევრები არიან შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლები, კერძო პირები, შემოქმედი ადამიანები, ხელოვნები, მეწარმეები, კომპანიები, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ძირითადი პროგრამები და აქტივობები კლასტერი ეხმარება თავის წევრებს და უზრუნველყოფს მხარდაჭერის გაწევას რამდენიმე გზით:  განათლება ბიზნესის განვითარების სფეროში  კონტაქტების დამყარება და საქმიანი თანამშრომლობა  ახალი პროგრამების განვითარება  სხვა ინდუსტრიებთან და ახალ ბაზრებთან დაკავშირება

6 ვოევოდინას შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერის ვებგვერდი: https://www.kvik.rs/

26


ინფორმაციის მიწოდება და დახმარება დაფინანსების წყაროების მოსაპოვებლად (სუბსიდიები, სესხები, სხვა)

დამატებითი

ოპერაციული და საფინანსო ასპექტები კლასტერი რეგისტრირებულია როგორც არა-სამთავრობო ორგანიზაცია. კლასტერის ყოველწლიური ბიუჯეტი 30 000 ევროს ოდენობით განისაზღვრება. დაფინანსების წყაროები: -ადგილობრივი დაფინანსება - ვოევოდინას რეგიონულ დონეზე (90%)7 -საერთაშორისო დაფინანსება - ასოცირებული პარტნიორები (5%) -ბიზნეს მომსახურებები - ბიზნეს გეგმები, აი-პი მისამართის დაცვა, სხვა (4%) -საწევრო შენატანები (1%) სტრატეგიული მიმართულებები და გეგმები ამჟამად კლასტერი შემოქმედებითი სტარტაფების, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული. ამ მიზნით, ის ორგანიზებას უწევს კონკურსებს, შეხვედრებს, ტრენინგებს, საინფორმაციო დღეებს, რომელთა მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების ზრდისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა. გუნდი ამჟამად მუშაობს ახალი სტრატეგიის განვითარებასა და შემდგომი პერიოდის პროგრამის შედგენაზე, არსებულ სიტუაციაზე, გლობალურ გამოცდილებაზე და ადგილობრივ საჭიროებებზე დაყრდნობით. შემოქმედებითი კლასტერი-კომბინატი, რიეკა, ხორვატია 8 ისტორია და მიზნები .კომბინატი წარმოადგენს შემოქმედებით კლასტერს, რომელიც მსგავსად მოაზროვნე ახალგაზრდა ფრილანსერებს აერთიანებს. ისინი დაკავებულნი არიან შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში პროექტების შემუშავებითა და განხორციელებით. საქმიანობა ჯგუფური მუშაობა და პროექტის მენეჯმენტის პროცესში სინერგიის უზრუნველყოფა, ასევე პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტა კომბინატის საქმიანობის ამოსავალი წერტილია. ფრილანსერების საზოგადოებას გააჩნია ურთიერთშემვსები ცოდნა და უნარ-ჩვევები ისეთ მრავალფეროვან სფეროებში, როგორიცაა: დიზაინი, სთორითელინგი (ამბის თხრობა), ფოტოგრაფია, საზოგადოებასთან ურთიერთობები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სხვა. კოლეგა 7 შენიშვნა: სერბიის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სააგენტომ ხელი შეუწყო კლასტერის განვითარებას 2014-2018 წლებში, კლასტერების მხარდაჭერის ერთიანი პროგრამის ფარგლებში: იხ: http://rra-jug.rs/program-podrske-razvoju-inovativnih-klastera-u-2015-godini/. 8 შემოქმედებითი კლასტერი კომბინატი: https://kombinat.hr/

27


პროფესიონალებს შორის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზიარების ფუნქცია კომბინატს ასევე შესაძლებლობას აძლევს შეასრულოს პლატფორმის როლი მომავალი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. მომსახურებები და კლიენტები კომბინატი უზრუნველყოფს მრავალფეროვანი შემოქმედებითი მომსახურებების გაწევას, როგორიცაა: ილუსტრირება, ბრენდინგი, ფოტოგრაფია, მარკეტინგი, ქოფირაითინგი (სარეკლამო ტექსტების შედგენა), ღონისძიებების ორგანიზება, სთორითელინგი (ამბის თხრობა), ვებგვერდებისა და აპლიკაციების დიზაინი და დამზადება, სხვა. კომბინატის კლიენტებს შორის არიან: რამდენიმე ქალაქის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული ტურისტული საბჭოები, პარტნიორობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი, აესტუსი, სთორითელინგი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, სხვა9. CRU Cowork, პორტუ, პორტუგალია 10 ისტორია და მიზნები CRU წარმოადგენს პორტუს ერთ-ერთ პირველ თანამშრომლობით სივრცეს - ეს არის შემოქმედებითი ჰაბი, რომელიც ბომბარდინა-პორტუს ხელოვნების რაიონშია განთავსებული. ის შეიქმნა 2012 წელს, ნიჭიერი, მოტივირებული და შემოქმედებითი ადამიანების მისაზიდად და სიცოცხლით სავსე და მრავალფეროვანი საზოგადოების ფორმირებისთვის, სადაც ისინი ერთობლივად მუშაობასა და თავიანთი შემოქმედებითი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას შესძლებდნენ. ჰაბს გააჩნია ერთობლივი სამუშაო სივრცე, გალერეა და მაღაზია. CRU ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი პროექტების, ბრენდებისა და ავტორების პრეზენტაციის პლატფორმა, რომელსაც ამავდროულად გააჩნია მხატვრული შემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლების სოციალური მისია. ოპერაციული და ფინანსური საკითხები CRU-ში ყოველდღიურად დაახლოებით 40 შემოქმედებითი ადამიანი საქმიანობს, ხოლო მაღაზიაში 50 ბრენდია წარმოდგენილი. ქსელი 250-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს: დიზაინერებსა და მეწარმეებს, რომელთა ბრენდები წარმოდგენილია მაღაზიაში, ასევე პარტნიორებს, ექსპერტებსა და ტრენერებს. ეს ხელოვანიმეწარმეები და ფრილანსერები კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ფართო სპექტრს წარმოადგენენ, კერძოდ, დიზაინს, არქიტექტურას, ფოტოგრაფიას, ილუსტრაციულ ნამუშევრებს, დრამის რეჟისურას, ჟურნალისტიკას, მთარგმნელობით საქმიანობას, მარკეტინგს, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებს. 9 წყარო: https://kombinat.hr/en/associates-clients/ 10 CRU-ს შემოქმედებითი ჰაბის ვებგვერდი: https://cru-cowork.com/en

28


CRU-ს გუნდი წარმოადგენს სხვადასხვა კომპეტენციისა და პროფესიის მქონე ადამიანების კომბინაციას, რომლებსაც, კერძოდ, გააჩნიათ განათლება შემდეგ სფეროებში: ფსიქოლოგია, მუსიკა, ინფორმატიკა, პლასტიკური ხელოვნება, ეკონომიკა და ფოტოგრაფია. CRU იურიდიულად რეგისტრირებულია, როგორც არა-კომერციული ორგანიზაცია და ასევე როგორც სავაჭრო კომპანია, რათა მან შესძლოს როგორც სოციალური პროექტების განხორციელება, ასევე შემოსავლების მიღება დამოუკიდებლად შესრულებული საქმიანობიდან: მომსახურებების გაწევა, ღონისძიებებისა და კონფერენციების ორგანიზება, საწევრო შენატანებიდან მიღებული შემოსავლები, სხვა. შემოქმედებითი კლასტერების, კოვენტრი, გაერთიანებული სამეფო Electric Wharf 11 წარმოადგენს შემოქმედებითი ადამიანებით დასახლებულ ახალ თემს, რომლის წევრებიც არხის გაყოლებაზე გაშენებულ დინამიურ და მიმზიდველ გარემოში ცხოვრობენ და შრომობენ. ინდუსტრიული წარსულიდან შემორჩენილი შენობები თანამედროვე სტილშია გადაკეთებული და კომპანიებს უნიკალურ სამუშაო სივრცეებს სთავაზობს. Electric Wharf-ში უკვე ოცზე მეტი კომპანიაა დაფუძნებული, რომლებიც საცხოვრებელი სახლების სხვენებზე განთავსებულ საოფისე კომპლექსებს ქმნიან, რაც ურბანული დაგეგმარების უაღრესად საინტერესო კონცეფციაა. Electric Wharf ორ მთავარ თემაზეა კონცენტრირებული: გარემო და ინოვაცია. FarGo 12 წარმოადგენს მხატვრული თვალსაზრისით გადაკეთებულ ინდუსტრიულ სივრცეს ქალაქ კოვენტრის ცენტრში, რომელიც ექსკლუზიურად შემოქმედებითი და დამოუკიდებელი კომპანიებისა და თანამოაზრე ვიზიტორებისთვისაა განკუთვნილი. ის მდებარეობს ფარ გოსფორდის ქუჩაზე, მიდლენდსის ისტორიული რაიონის ახლახან აღდგენილ ტერიტორიაზე. ეს შემოქმედებითი კლასტერი ფუნქციონირებს როგორც აბსოლუტურად დამოუკიდებელი ერთეული და წარმოადგენს ორმოცზე მეტი დამოუკიდებელი კომპანიისგან (ლუდის სახარში საწარმო, ხელით დამზადებული საკვების მაღაზია, ვეგანური პროდუქციის მაღაზია, საგამომცემლო ოფისი, მუზეუმი, სხვა) დაკომპლექტებულ ეკლექტიკურ გაერთიანებას. FarGo-ში ასევე რეგულარულად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და ფესტივალები. ონლაინ მაღაზიაში13 კი სხვადასხვა სახის შემოქმედებითი და დიზაინერული პროდუქცია და ხელოვნების ნაწარმი იყიდება. GoDown Arts Centre, კენია 14 11 Electric Warf-ის ვებგვერდი: http://electricwharf.com/ 12 FarGo-ს ვებგვერდი: www.fargovillage.co.uk 13 FarGo ონლაინ მაღაზია: https://www.fargovillage.co.uk/online-shop/ 14 ვებგვერდი: GoDown: https://www.thegodownartscentre.com/

29


ისტორია და მიზნები GoDown Arts Centre 2003 წელს დაფუძნდა. ის ყოფილ ავტო-სახელოსნოში განთავსდა. ცენტრმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილობრივი ხელოვნების ზრდას, აღიარებასა და პოპულარიზაციას ხელოვნების სხვადასხვა სფეროსა და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მოღვაწე ხელოვნებს შორის თანამშრომლობისა და შეხვედრების ხელშეწყობისა და წახალისების გზით. როგორც ხელოვნებისა და მედიის სფეროში კენიური შემოქმედებითობის ცენტრი, GoDown წარმოადგენს ადგილს, სადაც ხდება კრეატიული იდეების გენერირება, შეჯერება და ურთიერთდაკავშირება. ცენტრი ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას მთელი წლის განმავლობაში ტრენინგ-კურსების ორგანიზების მეშვეობით, ამავე დროს ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინოვაციებისა და ხელოვნებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის. შენობა-ნაგებობები GoDown-ის მიერ ამჟამად დაკავებული სივრცე წარმოადგენს 10,000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საწყობს, სადაც განთავსებულია სტუდიოები, სარეპეტიციო და საკონცერტო დარბაზები. GoDown-ს ასევე აქვს საგამოფენო გალერეა, სადაც ეწყობა გამოფენები, შეხვედრები ან კონცერტები. პროგრამები  შესაძლებლობების განვითარება (ხელოვანთა რეზიდენციის, კლასიკური მუსიკის, თანამედროვე ცეკვის პროგრამები)  საზოგადოებრივი პროგრამები (გამოფენები, მუსიკალური შეჯიბრები, სემინარები, თანამშრომლობითი ღონისძიებები);  სექტორის ხელშეწყობა (კონფერენციები, ფესტივალები, სამიტები, სხვა) უნიკალურობა და უპირატესობები  პირველი პრეცედენტი აღმოსავლეთ აფრიკაში  მრავალფეროვანი პროგრამა: ხელოვნების ტრენინგი და განვითარება, სექტორთან დაკავშირებული ღონისძიებები  დაბალ ფასად გაქირავებული ვრცელი და ღია სივრცეები, რომლებიც აღჭურვილია სტუდიოებით, საკონცერტო და სარეპეტიციო დარბაზებით, საგამოფენო გალერეებით  ადვილად მისადგომი შესაბამისი მდებარეობა ლუქსემბურგის შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი 15

15 ლუქსემბურგის შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი: https://creativecluster.lu/

30


ისტორია და მიზნები ეს ონლაინ შემოქმედებითი ჰაბი ერთ ციფრულ ჭერქვეშ უყრის თავს ლუქსემბურგის შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლებს. ძირითადი მიზანია „შემოქმედებითი სფეროების სპეციალისტების დაახლოება ინფორმაციის გაცვლის, გაზიარებისა და თანამშრომლობის, ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და თემში ერთიანობის განცდის გაძლიერების მიზნით“. შემოქმედებითი სექტორი 12 სფეროს აერთიანებს, მათ შორის, არქიტექტურას (პროექტირება/ქალაქის დაგეგმვა); ხელოსნობა და წარმოება; ვიზუალური ხელოვნება; კინო და აუდიოვიზუალური ხელოვნება; დიზაინი; მოდა; ინტერაქტიური მედია-საშუალებები & კომპიუტერული თამაშები; მარკეტინგი და კომუნიკაცია; ლიტერატურა; ციფრული მედია და საგამომცემლო საქმე; საშემსრულებლო ხელოვნება და მუსიკა. კლასტერის ძირითადი ამოცანებია16:  ცნობიერების ამაღლება და ბაზრებისთვის ინფორმაციის მიწოდება  წევრებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა  ცნობადობის ამაღლება და წევრებისთვის ბაზარზე წვდომის გაუმჯობესება  სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება  მთავრობას, ინსტიტუტებს, პროფესიულ ასოციაციებსა და შემოქმედებით ადამიანებს შორის ექსპერტ-შუამავლის როლის შესრულება ოპერაციული საკითხები კლასტერის მართვას უზრუნველყოფს Luxinnovation17 – სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვასა და მთავრობის ეკონომიკური განვითარების მიზნების შესრულებას და უზრუნველყოფს, რომ ლუქსემბურგმა განაგრძოს საერთაშორისო ინვესტიციების, კომპანიებისა და უნარ-ჩვევების მიზიდვა. კლასტერი ინტერაქტიურია - ის წევრებს არ აკისრებს საწევროს გადახდას და მათ თემის ჩამოყალიბების შესაძლებლობას სთავაზობს. თითოეულ წევრს შეუძლია ატვირთოს ღონისძიება და გააზიაროს შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაცია. პლატფორმა იძებნება საძიებო სიტყვის მეშვეობით და წარმოადგენს ინსტრუმენტს კომპეტენციების მოძიებისა და შემოქმედებით ადამიანებს შორის ცოდნის გაზიარებისთვის. პარტნიორები კლასტერის მხარდამჭერი

პარტნიორები

არიან:

კომერციული

კომპანიები,

16 წყარო: https://www.luxinnovation.lu/cluster/luxembourg-creative-industries-cluster/

17 Luxinnovation: https://www.luxinnovation.lu/

31


ინსტიტუტები ან არა-სამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებულნი შემოქმედებით და კულტურულ სექტორთან. ეს პარტნიორები სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას უზრუნველყოფენ - დაწყებული საქმიანი კონსულტაციებით, ინფრასტრუქტურით (ერთობლივი სამუშაო სივრცეებით) და ფინანსური ინსტრუმენტებით და დამთავრებული შემოქმედებითი პირებისთვის ტრენინგ პროგრამების ჩატარებით. აქტივობები ძირითადი აქტივობებია: სემინარების ორგანიზება საექსპორტო შესაძლებლობების განვითარების საკითხებზე, სხვა ღონისძიებების გამართვა, რესურსების მობილიზაცია და შეთავაზება, ვაკანსიების ან სტაჟირებების გამოცხადება, ნეთვორქინგი და თანამშრომლობა. One-North, სინგაპური 18 ისტორია და მიზნები სინგაპურის 200 ჰექტარზე გადაჭიმული ბიზნეს პარკის მიზანია მიიზიდოს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინტელექტუალური მუშაკები ცოდნაზე დაფუძნებული მეწარმეობის დარგების განსავითარებლად რათა გქონდეს შესაძლებლობა „იმუშაო, იცხოვრო, ითამაშო და ისწავლო“ და ამ გზით განავითარო ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და ქვეყნის ეკონომიკაზე დაფუძნებული ეკონომიკა. სინგაპურში მოქმედებს ინდუსტრიაზე ფოკუსირებული სამი ჰაბი - Biopolis, Fusionopolis და Mediapolis სინგაპურის ბიომედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ახალი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გასავითარებლად. სამიზნე ჯგუფები ეს ინოვაციური და შემოქმედებითი ცენტრი ტექნო-მეწარმე საზოგადოებაზე, ვენჩურულ კაპიტალისტებზე, ინოვატორებზე, მკვლევარებზე, სტუდენტებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზეა ორიენტირებული ოპერაციული სტრუქტურა და ადგილმდებარეობა Buone Vista-ს ტერიტორია - ადგილი, სადაც ცენტრი აშენდა - შერჩეულ იქნა კარგად განვითარებული სატრანსპორტო კომუნიკაციის, ინფრასტრუქტურისა და სინგაპურის სამეცნიერო პარკებთან, სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტთან, ეროვნული უნივერსიტეტის საავადმყოფოსთან, სინგაპურის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან და ჰოლანდიურ სოფელთან სიახლოვის გამო. გრძელვადიანი პროექტი განვითარდა JTC კორპორაციის მიერ, სინგაპურის 18წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/One-north

32


მთავრობის სახელით შემუშავებული გენერალური გეგმის საფუძველზე. JTC კორპორაცია წარმოადგენს ნახევრად სამთავრობო სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია სამრეწველო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაგეგმვაზე, ხელშეწყობასა და განვითარებაზე. 2000-2020 წლების განვითარების გეგმა შედგება სამი ფაზისგან, რომლის საერთო ხარჯი 7 მილიარდ დოლარს შეადგენს. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), მედიისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი, ბერლინი-ბრანდენბურგი, 19 გერმანია ისტორია და მიზნები 2011 წელს შექმნილი კლასტერის მიზნები:20  ციფრული, მედია და შემოქმედებითი ინდუსტრიების მნიშვნელოვანი მოთამაშის როლის შესრულება ბერლინ-ბრანდენბურგის რეგიონში და ახალი სფეროების შესწავლა და ხელშეწყობა;  რეგიონში მოქმედი კომპანიების, ინვესტორებისა და სამეცნიერო ინსტიტუტებისთვის ბიზნეს და ტექნოლოგიური მხარდაჭერის გაწევა. სერვისები და აქტივობები აქტივობები ძირითადად ოთხ სფეროზეა კონცენტრირებული: ციფრული ეკონომიკა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მედია და შემოქმედებითი ინდუსტრიები. კლასტერი ორგანიზებას უწევს სექტორთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფებსა და სემინარებს, ახორციელებს ტექნოლოგიების გადაცემას და თანამშრომლობით პროექტებს სხვადასხვა (ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო) დონეზე. ის ასევე ეხმარება დაინტერესებულ პირებს პროექტების (კონსორციუმის მშენებლობა, ძირითადი ეტაპების განსაზღვრა, საკონტროლო სქემის შედგენა/ბიუჯეტის დაგეგმვა) განვითარებაში. კლასტერი

უზრუნველყოფს

ისეთი

დამატებითი

მომსახურებების

გაწევას,

19 ვებგვერდი: https://digital-bb.de/en 20 წყარო: https://www.clustercollaboration.eu/cluster-organisations/cluster-ict-media-creative-industriesberlin-brandenburg

33


როგორიცაა: სექტორებს შორის თანამშრომლობისა და ტექნოლოგიების გადაცემის ხელშეწყობა, ინოვაციების მართვა, სახელმწიფო დაფინანსებაზე წვდომის გაიოლება, სხვა. ის ასევე სპეციალიზდება დიგიტალიზაციასა და ისეთ ახალ ტექნოლოგიებში, როგორიცაა: თამაშები და ინტერაქტიური მედია, ხელოვნური ინტელექტი, 5G, ბლოკჩეინი, საგნების ინტერნეტი, ღრუბლოვანი გამოთვლები, სხვა. ოპერაციული სტრუქტურა და ფინანსური საკითხები კლასტერის ერთობლივ მართვას უზრუნველყოფს ბერლინისა და ბრანდენსბურგის ეკნომიკური განვითარების ორი რეგიონული სააგენტო: Berlin Partner für Wirtschaft und Technologie GmbH (BPWT) და Wirtschaftsförderung Land Brandenburg GmbH (WFBB). კლასტერი ფინანსდება ევროპული პროგრამების მიერ და არ არის დამოკიდებული წევრობაზე - თითოეული დაინტერესებული პირი, რომელიც აქტიურადაა ჩართული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, მედიასა და შემოქმედებით ინდუსტრიებში, ავტომატურად ითვლება კლასტერის წევრად. თანამშრომლობა კლასტერი ტრანსნაციონალურ დონეზე თანამშრომლობს: დანიასთან, ფინეთთან, პოლონეთთან და შვედეთთან, და საერთაშორისო თანამშრომლობა გააჩნია

34


ჩინეთთან და აშშ-სთან. Impact HUB, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა 21 ისტორია და მიზნები HUB ლონდონში 2005 წელს დაფუძნებული HUB network-ის ჩეხური ფილიალია. ის 2010 წელს დაფუძნდა და 2016 წელს მისმა წევრებმა 600-ს გადააჭარბა. HUB ამჟამად სამ ქალაქში ფუნქციონირებს: პრაღა (ორი ჰაბი), ბრუნო და ოტავა, როგორც ერთობლივი სამუშაო სივრცე და შთაგონების წყარო, რომელიც სტარტაფებს განვითარებაში, წარმატების მიღწევასა და ერთმანეთთან კონტაქტების დამყარებაში ეხმარება HUB-ის მისიაა ხელი შეუწყოს სტარტაფების, კომპანიებისა და არა-კომერციული ორგანიზაციების განვითარებას. ამ მიზნით, ის ასრულებს მენტორის როლს, რომელიც განსაზღვრავს სწორ მიმართულებას, თითოეულ შეკითხვაზე იძლევა ექსპერტულ პასუხს და მიუთითებს ღირებულ კონტაქტებს, რომელთა მეშვეობითაც ყველაფერი მარტივდება22. HUB კონცენტრირდება სოციალურ ინოვაციაზე და ასევე ნებას რთავს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს ჩაერთონ მის საქმიანობაში და დაამყარონ ერთმანეთთან კონტაქტები, რათა ხელი შეუწყონ შემოქმედებითი იდეების დაბადებას და ამის შემდგომ, მათ წარმატებით განხორციელებას. შეთავაზებული პროგრამები  Impact first – ორიენტირებულია არაკომერციული კომპანიებისა და სოციალური საწარმოების მხარდაჭერაზე  Climate change – ორიენტირებულია გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაზე  Ideation – ორთვიანი პროგრამა იდეების მქონე დამწყები მეწარმეებისთვის  Social impact award – სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ინოვატორები  Start it @CSOB – პროგრამა ინოვაციური იდეების მქონე არსებული ჯგუფებისთვის

21 Prague HUB-ის ვებსაიტი: https://www.hubpraha.cz/en 22 წყარო: https://www.hubpraha.cz/en/acceleration/

35


HUB ასევე უზრუნველყოფს გასაქირავებელ სივრცეებს, როგორიცაა საკონფერენციო დარბაზი, საკონცერტო დარბაზი, შეხვედრების ოთახი, ბაღი საზეიმო ღონისძიებებისთვის. მან უკვე გაუწია მასპინძლობა ასობით ღონისძიებას და თანამშრომლობა დაამყარა უამრავ კომპანიასთან თუ კერძო პირთან. ორგანიზაციული და ფინანსური საკითხები HUB რეგისტრირებულია როგორც აქციონერული კომპანია, რომელიც სოციალური საწარმოს ფუნქციებს ასრულებს. მისი დაფინანსების უდიდესი წილი საწევრო გადასახადებსა და დამქირავებლების მიერ გადახდილ ქირაზე მოდის - ანუ დაფინანსების დაახლოებით 75% საკუთარი შემოსავლებია, ხოლო დანარჩენი 25% გარე წყაროებზე - მაგალითად, კორპორაციულ და საზოგადოებრივ დაფინანსებაზე - ძირითადად ევროპული ფონდებიდან. კორპორაციები HUB-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანხმებით ეხმარებიან. შემოქმედებითი ადამიანების თემებთან კავშირების დამყარების გზით ისინი თავიანთი ბიზნესის ღირებულებას ზრდიან. HUB-ს სრულ შტატზე 65 პირი ჰყავს დასაქმებული (კორონავირუსის ეპიდემიამდე მათი რაოდენობა 125), და 200-ზე მეტი მენტორი და ექსპერტი. კაპანას შემოქმედებითი რაიონი, პლოვდივი, ბულგარეთი 23 ისტორია და მიზნები კაპანას რაიონის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ ცენტრალურ ურბანულ ზონაში კულტურის, კულტურის მართვისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში აღმოჩენების, ინოვაციებისა და ექსპერიმენტების პოტენციალის განვითარება. კაპანა ქალაქ პლოვდივის ნაწილია და ის უნიკალური ისტორიითა და არქიტექტურით გამოირჩევა. 2014-2015 წლებიდან პლოვდივის ეს ნაწილი ფეხით მოსიარულეთათვის ადაპტირდა, ბევრ შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და გადაკეთდა ხელოვნების გალერეებად, ბუტიკებად, ღვინისა და ლუდის ბარებად. რაიონი მიმზიდველი ადგილია ხელოვნების, მუზეუმების მცველების, ხელოსნების, არქიტექტორების, კულტურის სპეციალისტების, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტების, მწერლებისა და მუსიკოსებისთვის. აქტივობები და ღონისძიებები კაპანას წლიური ფესტივალი ამ შემოქმედებითი რაიონის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ხელოვნებს ერთად უყრის თავს და მათ თეატრალურ წარმოდგენებს, მუსიკალურ ღონისძიებებს, კინოჩვენებებს და სხვა ღონისძიებებს სთავაზობს. ბულგარეთის სამი მთავარი კულტურული ფესტივალი: დიზაინის კვირა, არქიტექტურის კვირა და ცეკვის 23 კაპანას შემოქმედებითი რაიონის ვებ-გვერდი: https://visitkapana.bg/en

36


კვირა სოფიადან პლოვდივში გადავიდა.24 ოპერაციული საკითხები პროექტი წარმოადგენს პლოვდივის პროგრამის - „კულტურის ევროპული დედაქალაქი ურბანული ოცნებების კლასტერში“ ნაწილს - რომელიც ორიენტირებულია ურბანულ ლანდშაფტებში მდგრადი და ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი ჩარევების განხორციელებაზე, ასევე მიტოვებული სივრცეების განახლებაზე, აღორძინებასა და მათთვის ახალი კულტურული ფუნქციების მინიჭებაზე. სტრატეგიული ხედვა გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს კაპანას რაიონის ტურისტებისა და შემოქმედებითი ადამიანებისთვის პოპულარულ და სასურველ ბრენდად ტრანსფორმაცია, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კონტექსტში. MOB, ბარსელონა 24 MOB Barcelona წარმოადგენს შემოქმედებით ჰაბს სამი სივრცით და მეწარმეებისა და შემოქმედებითი ადამიანების პირველ თემს ბარსელონაში. MOB-ის მისიაა დაეხმაროს მეწარმეებს თავიანთი ბიზნესის წარმატებით დაწყებასა და მართვაში მათთვის ინფრასტრუქტურის, კავშირების, ტრენინგების, კონსულტაციებისა და შესაძლებლობების შეთავაზების გზით. აქტივობები და მომსახურებები MOB შედგება ერთობლივი სამუშაო სივრცის, აკადემიის, შემოქმედებითი სააგენტოსა და თანამშრომლობითი ჰაბისგან.  ერთობლივ სამუშაო სივრცეში უზრუნველყოფილია საკონფერენციო დარბაზები, სკაიპი, მაღალი სიხშირის ინტერნეტი, საბეჭდი და სკანირების აპარატურა. MOB ასევე უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციების გაწევას შტატიანი იურისტების მიერ.  MOB-ის შემოქმედებითი სააგენტო შემოქმედებით მეწარმეებს ეხმარება ინოვაციების დანერგვაში მათი საჭიროებების ანალიზისა და პრობლემების ეფექტიანად გადაწყვეტის მეთოდების შეთავაზების გზით. MOB-ის გუნდი სპეციალიზდება სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა: აპლიკაციები,

24 MOB Barcelona-ს ვებსაიტი: https://mob-barcelona.com/

37


ვირტუალური რეალობა, „დიდი მონაცემები“, მარკეტინგული კვლევები, სხვა. MOB-ის აკადემია უზრუნველყოფს გაკვეთილების, სემინარების, ჰაკატონებისა და მარკეტონების, ასევე სასწავლო ბანაკების ორგანიზებას მოქმედი და პოტენციური შემოქმედებითი მეწარმეებისთვის. MOB-ის საწარმოები მოიცავს: FabCafe-ს, ReacS-ს, KUBE-სა და შემოქმედებითი მეწარმეების მხარდაჭერის სხვა თანამშრომლობით და პერსონალიზებულ ფორმატებს.

MTNS MADE - შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი, ავსტრალია 25 ისტორია და მიზნები ეს კლასტერი მიზნად ისახავს ქ. ლურჯ მთებში შემოქმედებითი ინდუსტრიების გაფართოებასა და გაძლიერებას, თანამშრომლობის ხელშეწყობის, ახალი საბაზრო შესაძლებლობების შესწავლის, ტრენინგსა და ნეთვორქინგთან წვდომის უზრუნველყოფისა და რეგიონის, როგორც მსოფლიო კლასის შემოქმედებითი ჰაბის წარმოჩენის გზით. კლასტერი შეიქმნა 2015 წელს როგორც თანამშრომლობაზე დაფუძნებული ინიციატივა. შეთავაზებული მომსახურებები კლასტერის მიერ შეთავაზებული ძირითადი მომსახურებები მოიცავს შემდეგს:  Monthly Salon-ის ორგანიზება იდეების, ისტორიებისა და კავშირების გაზიარებისთვის  შემოქმედებითი ინდუსტრიების ყოველწლიური სიმპოზიუმის გამართვა  წევრების შემოქმედებითი წესით დაწყვილება თანამშრომლობითი პროექტების განხორციელების მიზნით  შემოქმედებით ადამიანებსა და კომერციულ საწარმოებს შორის კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით შუამავლის როლის შესრულება  ერთობლივი სამუშაო სივრცის შეთავაზება  MTNS MADE-ის, როგორც ბრენდის პოზიციონირება რეგიონის, როგორც

25 ვებგვერდი: https://mtnsmade.com.au/, იხილეთ აგრეთვე: https://www.clustercollaboration.eu/cluster-organisations/mtns-made-creative-industriescluster

38


მსოფლიო კლასის შემოქმედებითი ჰაბის პოპულარიზაციის მიზნით. ქ. ლურჯი მთების შემოქმედებითი პირების წარდგენა შტატის მასშტაბით გამართულ გამოფენა-ბაზრობებზე და ისეთი მნიშვნელოვანი ფესტივალების ხელშემწყობი ღონისძიებების გამართვა როგორიცაა Vivid Ideas Sydney.

ოპერაციული საკითხები კლასტერი წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც ეკუთვნის ლურჯი მთების ეკონომიკურ საწარმოს (BMEE)26 - ეს არის ეკონომიკური განვითარების სააგენტო ქ. ლურჯი მთებისთვის, რომლის მისიაა ეკონომიკური განვითარების სტიმულირება ადვოკატირების, ინვესტიციების განხორციელებისა და ინდუსტრიის განვითარების გზით. BMEE იღებს ოპერაციულ დაფინანსებას ქ. ლურჯი მთების მერიიდან. კლასტერს ფორმალურად არ ჰყავს წევრები, მაგრამ ის ემსახურება დაახლოებით 2,700 შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენელს, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ეს შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლები შემოქმედებითი ინდუსტრიების რამდენიმე დარგში მოღვაწეობენ, როგორიცაა: დიზაინი, კინო და აუდიოვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, საგამომცემლო საქმე და საშემსრულებლო ხელოვნება. MTNS MADE-ის ცნობარში უკვე შეყვანილია 500ზე მეტი შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენელი. ცნობარში შესაძლებელია ამ პირებზე ინფორმაციის მოძიება და მათთან პირდაპირი კავშირის დამყარება. ზოგიერთი მათგანი შემოქმედი რეგიონის მკვიდრია, არიან დევნილებიც და სხვადასხვა უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებიც. შემოქმედებითი ადამიანები მსოფლიოს ყველა წერტილიდან მოდიან აქ - საცხოვრებლად, სამუშაოდ და ჩვენს წარმატებულ შემოქმედებით თემთან კავშირების დასამყარებლად.

Open Hub-ის შემოქმედებითი კლასტერი, რუმინეთი 27 ისტორია და მიზნები Open Hub-ის ასოციაცია თავდაპირველად 2010 წელს დაფუძნდა, მაგრამ არა როგორც კლასტერი, არამედ როგორც არა-კომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანს მხარდაჭერის მობილიზება და ადგილობრივ თემში ინტერესის გაღვივება წარმოადგენდა. რადგან ამ ასოციაციის მხარდამჭერ წევრთა უმეტესობას შემოქმედებითი გაერთიანებები წარმოადგენენ, სავსებით ბუნებრივი იყო სამხრეთ-

26 ვებგვერდი: https://bmee.org.au/ 27 ვებგვერდი: https://openhub.ro/ ასევე წყაროა: https://www.clustercollaboration.eu/cluster-organisations/open-hub-creative-cluster

39


აღმოსავლეთ თემში ამ აღმოცენებული ამ ახალი ინდუსტრიის პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ, 2017 წლის ივლისში, საბჭომ საფუძველი ჩაუყარა Open Hub-ის შემოქმედებით კლასტერს. შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერის განვითარების შესახებ Open Hub Association-ის ინიციატივა მას შემდეგ დაიბადა, რაც გალატის შემოქმედებითი ინდუსტრიების ფარგლებში მოქმედ ინსტიტუტებსა და კომპანიებს შორის ურთიერთკავშირის საჭიროების შესახებ გახდა ცნობილი. კლასტერის მიზანს წარმოადგენს გალატის (რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის) როგორც შემოქმედებით მოაზროვნეთა ცენტრის წარმოჩენა, გალატის მუნიციპალიტეტის კულტურული განვითარებისა და კომუნიკაციის 2016-2025 წლების სტრატეგიის შესაბამისად. ძირითადი მიზნებია:  ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის მისი წევრებისა და ზოგადად ეკონომიკის მდგრად განვითარებას;  შემოქმედებითი ცენტრის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების მნიშვნელოვან ზრდას შემოქმედებით ინდუსტრიებში;  შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერა სხვადასხვა ტრენინგ ღონისძიებების -მეწარმეებსა და შემოქმედებით კომპანიებზე ორიენტირებული კურსების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გზით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრება, საერთაშორისო ინვესტიციები, ინვესტიციების განხორციელების ფაზები, კაპიტალდაბანდებიდან/ინვესტიციებიდან მიღებული მოგება, ბიზნეს გეგმის შედგენა, სხვა);  ინოვაციების ხელშეწყობა რეკლამირებისა და მარკეტინგის, არქიტექტურის, გრაფიკული დიზაინის, აუდიო და ვიდეო მასალების მომზადების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა შემოქმედებით სფეროებში; 

შემოქმედებითი ინდუსტრიების წინაშე წარდგენა;

ინტერესების

სახელმწიფო

ორგანოთა

რესურსების (ინვესტიციების, ვენჩურული კაპიტალის, სხვა სახსრების) მიზიდვა შემოქმედებითი სექტორის განვითარების მიზნით.

შეთავაზებული მომსახურებები  წვდომა კერძო დაფინანსების წყაროებთან (ინვესტორები, საწყისი კაპიტალი,

40


    

ვენჩურული კაპიტალი, ქრაუდფანდინგი, სხვა) წვდომა ტექნოლოგიურ მომსახურებებზე აქტივობების (მარკეტინგი/ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები) ხელშეწყობა წვდომა ტრენინგ კურსებზე ინოვაციების მართვა/ინოვაციური პროცესების (შიდა, გარე) ხელშეწყობა მესამე ქვეყნების ბაზარზე წვდომა

კლასტერს მთავარი საერთაშორისო თანამშრომლობა აქვს შემდეგ ქვეყნებთან: ავსტრალია, ჩინეთი, ახალი ზელანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ნორვეგია, რუმინეთი, სერბეთი და შვედეთი ოპერაციული და ფინანსური ასპექტები Open Hub-ის ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმას წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაცია. კლასტერის დაფინანსების ძირითადი წყაროა წევრებისგან მიღებული შემოსავლები და საერთაშორისო ან ეროვნული დაფინანსება, რომელიც გამოიყოფა სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად. სტრატეგიული მიმართულებები გაფართოება და წლიური საწევრო შენატანების მოპოვება, ასევე რეგიონში ციფრულ საინოვაციო ჰაბად ტრანსფორმირება და ამ ტრანსფორმირებისთვის საჭირო სპეციალიზებული მხარდაჭერისა და პროგრამების შეთავაზება. სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს ასევე ინტერნალიზაცია, ნეთვორქინგი, თანამშრომლობითი ღონისძიებები და პროგრამები. ამჟამად Open Hub მუშაობს ამბიციურ აპლიკაციაზე, რომლის მიზანია ქალაქში ინოვაციური ჰაბის შექმნა, სადაც განთავსებული იქნება კვლევისა და განვითარების ინფრასტრუქტურა, მონაცემთა ცენტრი და ჩატარდება აქტივობები. Sectie-C, ეინდჰოვენი, ნიდერლანდები 28 ისტორია და მიზნები Sectie-C-მა ფუნქციონირება 10 წლის წინ დაიწყო, როგორც უნიკალურმა და აქტიურმა სივრცემ დიზაინერების, შემოქმედებითი ადამიანებისა და დამოუკიდებელი მოაზროვნეებისთვის, რომლებიც შეზღუდვების ნაცვლად შესაძლებლობებს ეძებენ. ამ ადამიანებმა შექმნეს ერთობლივი სახელოსნოები, ერთობლივი სამუშაო სივრცეები, სტუდიოები, ბაღებში არსებული სივრცეები,

28 Sectie-C-ის ვებგვერდი: https://www.sectie-c.com/

41


ლაბორატორიები, სხვა. აქ, ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება ასევე ცნობილი ღონისძიება - ჰოლანდიური დიზაინის კვირეული, რომელიც ყოველწლიურად 25 000 ვიზიტორს იზიდავს გამოფენებზე, ღია სახელოსნოებსა და სხვა ღონისძიებებზე დასასწრებად. Sectie-C-ის გუნდს სწამს შემოქმედებით ადამიანებსა და საზოგადოებას შორის არსებული კავშირისა და „ოჯახური“ სულისკვეთების, ასევე ღია დემოკრატიული სტრუქტურის, რომელიც ხელს უწყობს ექსპერიმენტების ჩატარებას, ურთიერთგაცნობას და თანამშრომლობას. Sectie-C წარმოადგენს ორგანული თანამშრომლობის პლატფორმას 250-ზე მეტი შემოქმედებითი მეწარმის, ხელოვნის, ფოტოგრაფის, დიზაინერის, მუსიკოსისა და რეწვის ოსტატისთვის. ამ სივრცის ბევრი მცხოვრები კარგადაა ცნობილი საზღვრებს გარეთაც. ამასთან, ისინი ხელს უწყობენ ეინდჰოვენის შემოქმედებით ქალაქად ტრანსფორმირებას. ოპერაციული და ფინანსური საკითხები Sectie-C წარმოადგენს არა-კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც შედგება ფონდისა და დამქირავებელთა ასოციაციისგან, რომელიც შენობების მეპატრონესთან ან დამქირავებელთან წარმომადგენლის როლს ასრულებს. ფონდი შეიმუშავებს ხედვას, რომელიც ორიენტირებულია სივრცის ზრდასა და მისი იდენტობის განვითარებაზე, ასევე სამართლებრივი სტრუქტურისა და მომავალში ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფაზე. ტრანსილვანიის შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი 29

ისტორია და მიზნები ეს იყო რუმინეთში შემოქმედებითი ინდუსტრიების პირველი კლასტერი. კლასტერი შეიქმნა 45 დამფუძნებელ წევრთან ერთად, რომლებიც შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სექტორის, კერძოდ, სარეკლამო საქმის, არქიტექტურის, ხელოვნების, რეწვისა და სიძველეების, დიზაინის, მოდის, კინემატოგრაფიის, ვიდეო და ფოტო ხელოვნების, პროგრამული უზრუნველყოფის, ელექტრონული თამაშების, მუსიკალური, თეატრალური და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლები იყვნენ. კლასტერის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა:  კვლევის, განვითარებისა და ინოვაციის შესაძლებლობათა გაძლიერება  შემოქმედებითი ინდუსტრიების პოტენციალის ხელშეწყობა და მისი გამოყენება სახელმწიფო და კერძო სექტორებში  მეწარმეობის ხელშეწყობა და წახალისება, შემოქმედებითი ინდუსტრიების 29ტრანსილვანიის შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერის ვებგვერდი: http://creativetransilvania.ro/en/ იხილეთ ასევე: https://www.clustercollaboration.eu/cluster-organisations/transilvaniacreative-industries-cluster 42


სექტორში თანამშრომლობისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობათა განსაზღვრა, ასევე მონაწილეობა სექტორთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით რესურსების (ინვესტიციები, ევროპული ფონდები, სახელმწიფო დახმარების სქემები, ჰეჯ-ფონდები, სხვა) მიზიდვა.

ფინანსური საკითხები კლასტერის მთავარი ფინანსური წყაროებია: საწევრო შენატანები და დაფინანსება ევროპულ, ეროვნულ და ასევე ადგილობრივ დონზე, პროექტების საფუძველზე

Woodstock Design District, კეიპტაუნი, სამხრეთი აფრიკა 30 ისტორია და ძირითადი მახასიათებლები ვუდსტოკი კეიპტაუნის რაიონია, რომელიც ცნობილია როგორც სამრეწველო კვარტალი, სადაც მუშახელს იაფიანი საცხოვრებლის შოვნა შეუძლია. ქალაქის ამ ნაწილში ქარხნების დახურვამ განაპირობა რაიონის ტრანსფორმირება დიზაინერული და სოციალური ცვლილებების ადგილად. ეს „შემოქმედებითი რევოლუცია“ Old Biscuit Mill-ის რეკონსტრუქციით დაიწყო, რომელიც დიზაინერთა სახელოსნოებისთვისა და ყოველკვირეული ბაზრისთვის განკუთვნილ სივრცედ გადაკეთდა. თანდათანობით Old Biscuit Mill-ის გარშემო უამრავი დიზაინ-საწარმო, გალერეა, სააგენტო და რესტორანი აღმოცენდა და სიახლის ატმოსფერო შეიტანა ამ კვარტალში. Woodstock Design District არის ის ადგილი, სადაც ხელოვნებს აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ ფართო საზოგადოების წარმომადგენლებს და ხანგრძლივი კონტაქტები დაამყარონ მათთან. The Woodstock Design District-ის რუკა წარმოადგენს Guild Group-ისა და Monday Design-ის მიერ შედგენილ ცნობარს, სადაც მითითებულია ქვეყანაში დიზაინ-სტუდიოებისა და ხელოვნების გალერეების გავრცელების ადგილები. ზლინის შემოქმედებითი კლასტერი 31 ისტორია და მიზნები ეს შემოქმედებით ინდუსტრიაზე ფოკუსირებული პირველი კლასტერია ჩეხეთის რესპუბლიკაში. კლასტერი 2016 წელს შეიქმნა, დამოუკიდებელი ჯგუფის შემოქმედებითი ზლინის ადრინდელი საქმიანობის საფუძველზე, რომელმაც ერთერთმა პირველმა დაიწყო ზლინის რეგიონის შემოქმედებითი ინდუსტრიების 30 წყარო: Woodstock Design District: 5 შემოქმედებითი საწარმო, რომელსაც უნდა იცნობდეთ (2019 წლის ნოემბერი): http://wid.co.za/blog/woodstock-design-district-5-creative-businesses-to-know/ 31 ზლინის შემოქმედებითი კლასტერის Zlin Creative Cluster website: http://kreativnizlin.cz/en/ იხილეთ ასევე: https://www.clustercollaboration.eu/cluster-organisations/zlin-creative-cluster

43


ანალიზი. კლასტერის მიზანია „2020 წლისთვის იქცეს ჩეხეთის რესპუბლიკაში შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად, კერძოდ, დიზაინის, აუდიოვიზუალური ხელოვნების, მარკეტინგული კომუნიკაციისა და არქიტექტურის სფეროში.” კლასტერის მიზნებია:  შემოქმედებითი სამუშაოების ხელშეწყობა ზლინის რეგიონის კონკურენტული უპირატესობებისა და იმიჯის გაძლიერების მიზნით, შემოქმედებით ინდუსტრიებში ჭკვიანური სპეციალიზაციის საფუძველზე;  ზლინის რეგიონში ადამიანური რესურსების განვითარება და შემოქმედებით სფეროებში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა.  შემოქმედებითი სტარტაფების განვითარების სტიმულირება.  შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში კვლევისა და განვითარების ხელშეწყობა, საერთო ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნა, თანამშრომლობის შედეგად შექმნილი სინერგიების კაპიტალიზაცია, კლასტერის წევრების პოპულარიზაცია, ხელშეწყობა და ინტერნაციონალიზაცია. მომსახურებები: კლასტერის ძირითადი მომსახურებებია:  საზოგადოებრივ მხარდაჭრასთან წვდომის ხელშეწყობა  ტრენდების პროგნოზირება (იდეები ინოვაციური პროექტებისთვის)  ინფორმაციის გავრცელება  სარეკლამო საქმიანობა  ცოდნის გადაცემის ხელშეწყობა ოპერაციული საკითხები კლასტერი შედგება საჯარო, კერძო, არაკომერციული და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ზლინის შემოქმედებით და სხვა მასთან დაკავშირებულ სფეროებში არიან დაკავებულნი. ის წარმოადგენს ორგანიზაციებისა და ინდივიდების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლებიც აუდიოვიზუალური ხელოვნებით, დიზაინით, არქიტექტურითა და სარეკლამო საქმიანობით არიან დაკავებულნი. 6. ბიზნეს მოდელები და შემოქმედებითი კლასტერების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერა

44


ფინანსური მდგრადობა შემოქმედებითი კლასტერების ხანგრძლივი ფუნქციონირების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. შემოსავლების შესაძლო წყაროები დამოკიდებულია შემოქმედებითი კლასტერის შექმნისა და ორგანიზებისას განსაზღვრულ მონაცემებზე, რომლებიც მე-2.2 პუნქტშია მითითებული. ქვემოთ მოცემულია შემოქმედებითი კლასტერების შექმნისა და ფუნქციონირებისთვის საჭირო ბიზნეს მოდელები: სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პირველ ვარიანტს წარმოადგენს შემოქმედებითი კლასტერის შექმნა სახელმწიფო სახსრებით, რომელსაც გამოყოფს ადგილობრივი ორგანო (მუნიციპალიტეტი, მერია, სხვა), სამთავრობო უწყება (ერთი ან რამდენიმე სამინისტრო), ან ევროპული ფონდი. ამგვარი მიდგომის სტაბილურობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს აქვს გრძელვადიანი ბიუჯეტი შემოქმედებითი კლასტერის განსავითარებლად. ბევრ ქვეყანაში ეს ვარიანტი არცთუ სტაბილურია პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების გამო. ზოგიერთ შემთხვევაში, მესაკუთრედ გამოდის სახელმწიფო, მაშინ როდესაც შემოქმედებითი კლასტერის მართვას ახორციელებს არა-კომერციული ორგანიზაცია. მართვის ამგვარ სტრუქტურას საფუძვლად ქვემოდან ზემოთ მიმართული მიდგომა უდევს, რომელიც უფრო მაღალი ხარისხის მდგრადობას უზრუნველყოფს. თვითდაფინანსებული მეორე ვარიანტს წარმოადგენს ის, როდესაც შემოქმედებითი კლასტერი თავის ბიზნეს მოდელს ქმნის ძირითადად თვითდაფინანსებაზე და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ საკუთარ შემოსავლებზე, კერძოდ, საწევროდან მიღებულ შემოსავლებზე, გაწეული მომსახურებებისთვის (სემინარების ჩატარება, ინფორმაციის მიწოდება, მენტორობა, ქოუჩინგი, სხვა) გადახდილ საფასურზე, ხელოვნებისა და შემოქმედებითი ადამიანების მიერ გადახდილ ქირაზე დაყრდნობით. ამ შემთხვევაში ქირავნობის გადასახადი ბაზარზე არსებულ გადასახადზე უფრო ნაკლებია და ეს მნიშვნელოვანი შეღავათია ხელოვნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქონების მეპატრონეთა დაყოლიება დაბალ ქირაზე საკმაოდ ჭირს. შემოქმედებითი მიზნებისთვის სივრცისა და ადგილის გაქირავების კიდევ ერთი უპირატესობა მოქნილობაა - ხელოვანს შეუძლია ის მთელი წლის ნაცვლად, რამდენიმე თვით იქირავოს. დაფინანსებისა და შემოსავლების მიღების სხვადასხვა წყაროები მესამე ვარიანტია გარე დაფინანსების წყაროებისა და საკუთარი შემოსავლების კომბინირება. გარე დაფინანსების წყაროები განსხვავებულია: სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები, ფონდები (ადგილობრივი, ეროვნული, საერთაშორისო), ევროკომისიის პროგრამები ან უნივერსიტეტები. სხვადასხვა მაგალითებს შორისაა: FutureLab ეინდჰოვენში, რომელიც სარგებლობს 60% სახელმწიფო დაფინანსებითა და 45


40% საკუთარი შემოსავლებით32 და Creativehubs network33, რომელიც ევროპული დაფინანსებიდან თვითუზრუნველყოფის მოდელზე გადავიდა. ბელგიის მთავრობა უზრუნველყოფს ინოვაციის პროექტების დაფინანსებას, მაგრამ მოითხოვს პარტნიორობის შექმნას დამყარებას უნივერსიტეტს, მკვლევარებსა და შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებს შორის. კორპორაციული მხარდაჭერა მეოთხე ვარიანტი დაფუძნებულია კერძო ინვესტიციების სქემაზე, რომელიც ბიზნეს მოდელის შემუშავებას ემსახურება. ამგვარი ინვესტიციების წყაროა კორპორაციები ან ფიზიკური პირები, სხვადასხვა ფორმით - მაგ. ბიზნეს კომპანიების კოალიცია და ინვესტორები, რომლებიც დებენ კაპიტალს მომავალ ბიზნესში. კორპორაციული მხარდაჭერის წყაროს შესაძლებელია წარმოადგენდნენ კომერციული კომპანიები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, უძრავი ქონების სააგენტოები ან სამშენებლო კომპანიები - იმ შემთხვევაში თუ შემოქმედებითი კლასტერი დაკავშირებულია შენობის რეკონსტრუქციასთან (მაგალითს წარმოადგენს ვოლკსტრანტის შენობა ამსტერდამში34). შემოქმედებითი იდეების აქსელერატორებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც კომერციული ორგანიზაციები, შემოქმედებითი მეწარმეები უხდიან გაწევრიანების საზღაურს, ხოლო ფიზიკური პირები (ინვესტორ-ანგელოზები და სხვები) ახორციელებენ ინვესტიციას სტარტაფების მომავალ განვითარებაში. ქრაუდფანდინგი და ქრაუდდაფინანსება (სახალხო დაფინანსება) 35 მსოფლიოში შემოქმედებითი ინდუსტრიის პროექტების, მათ შორის, შემოქმედებითი კლასტერების პროექტების მხარდაჭერის პოპულარული მეთოდები ხდება. ეროვნულ დონეზე დანერგილ ცნობილ პლატფორმებს შორისაა:  BigIdea36, უკრაინა: თანხების მობილიზება სისტემური ცვლილებისა და ღია საზოგადოების მხარდამჭერი იდეების დასაფინანსებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ლიტერატურა, მუსიკა, კვლევა, განათლება, ჯანდაცვა.  CrowdCulture37, შვედეთი: პროექტის შემქმნელებს შეუძლიათ თანხების მიზიდვა კერძო ინვესტორებისგან, ასევე სახელმწიფო ფონდებისგან.  Goteo38, ესპანეთი: წარმატებული პლატფორმა სოციალური ზემოქმედების მქონე პროექტების დასაწყებად და განსახორციელებლად. ფულადი 32 FutureLab-ის ვებგვერდი: https://futurelab-eindhoven.nl/ 33 Creativehubs network-ის ვებგვერდი: http://creativehubs.net/ 34 წყარო: ვოლკსტრენდის შენობის კვლევა: https://www.volkshotel.nl/en/blog/art-cult/volkskrant-buildingresearch/ 35 შენიშვნა: ქრაუდფანდინგი ემყარება შემოწირულობებს, მაშინ როდესაც ქრაუდდაფინანსება (სახალხო დაფინანსება) წარმოადგენს იმ კერძო პირების მიერ განხორციელებულ ინვესტიციას, რომელთაც აქვთ წილი/აქციები მომავალ კომპანიაში. პირველი ფილანტროფიას ეფუძნება, მეორე - ინვესტიციებს. 36BigIedea-ს ვებსაიტი: https://biggggidea.com/projects/ 37 CrowdCulture-ს ვებსაიტი: https://crowdculture.se/en 38 Goteo-ს ვებსაიტი: http://en.goteo.org/

46


შენატანების გარდა, თანამშრომლობა შესაძლებელია სამსახურების, მატერიალური რესურსების, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის ან პროექტების განსავითარებლად საჭირო სპეციფიკურ მიკრო დავალებებში მონაწილეობის გზით. Goteo-ს ასევე აქვს დაფინანსების უნიკალური მეთოდი, რომელიც ორ რაუნდად ხორციელდება. თითოეული რაუნდი 40 დღიანია.  Ulule39, საფრანგეთი: დაარსდა 2010 წელს, როგორც პირველი პლატფორმა, რომელსაც შეუძლია თანხების მობილიზება, მათ შორის, პროდუქტის/სერვისის წინასწარი გაყიდვით.  Wemakeit40, შვეიცარია: ყველაზე დიდი შვეიცარიული პლატფორმა შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის, რომელიც ხელს უწყობს დიზაინერული პროდუქტების გაყიდვას, აპლიკაციების განვითარებას, საგამომცემლო საქმიანობას, სტარტაფ კომპანიების, ასევე არაკომერციული ორგანიზაციების მხარდაჭერას.  Ulej41 და Talaka42, ბელარუსი: ქრაუდფანდინგის პირველი პლატფორმა ქვეყანაში, რომელიც ორიენტირებულია თანხების მობილიზაციაზე კარგი მიზნებისთვის. არსებობს ასევე ინოვაციური ბიზნეს მოდელები შემოქმედებითი კლასტერების მხარდასაჭერად, რომელიც დაფუძნებულია კოლექტიურ საკუთრებაზე, შენობები, სადაც მესაკუთრედ გამოდის საბინაო მშენებლობის სოციალური სააგენტო, რომელიც ახორციელებს დაგროვილი მოგების რეინვესტიციას ქონების შემდგომი ათვისების მიზნით. Baltic Creative CIC 43, ლივერპული ისტორია და მიზნები Baltic Creative CIC შეიქმნა ადგილობრივ დონეზე, შემოქმედებითი ადამიანების ჯგუფის მიერ, რომელთაც სურდათ ეპოვათ გზა, რითაც შეაჩერებდნენ შემოქმედებითი და ციფრული საწარმოების გამოძევებას დეველოპერებისა და საბაზრო ძალების მიერ. მათ სურდათ შეეჩერებინათ ნეგატიური ციკლი, კერძოდ, ნგრევის პირას მყოფ შენობებში იაფი საცხოვრებლის დაქირავება შემოქმედებითი კომპანიებისა და ხელოვნების მიერ და შემდგომ მათი გამოძევება მოგების მაძიებელი დეველოპერების მიერ. ქვემოდან-ზემოთ მიმართული ამ მიდგომის წყალობით, რაიონის განახლება საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. Baltic Creative CIC შეიქმნა ლივერპულის რეგიონში შემოქმედებითი და ციფრული ინდუსტრიების ზრდის მხარდაჭერის მიზნით, კერძოდ, სტარტაფების, მიკრო39 Ulule-ს ვებსაიტი: https://www.ulule.com/ 40 Wemarket-ის ვებსაიტი: https://wemakeit.com/?locale=en 41 Ulej-ის ვებსაიტი: https://ulej.by/ 42 Talaka-ს ვებსაიტი: https://www.talaka.org/projects/filter?type=3 43 Baltic Creative CIC-ის ვებსაიტი: https://www.baltic-creative.com/

47


საწარმოების, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, ფრილანსერებისა და მეწარმეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების დაბალფასიანი კომერციული ქონების შეთავაზების გზით. ფინანსური ასპექტები და ბიზნეს მოდელი 44 Baltic Creative CIC-მა შეიმუშავა ბიზნეს მოდელი, რომლის ფარგლებშიც შემოქმედებითი და ციფრული სექტორი ხდება იმ ქონების მესაკუთრე, რომელსაც ის ქირაობდა და რომელშიც მას ახალი ინვესტიციის განხორციელება შეუძლია. Liverpool Vision-ის დახმარებით, კომპანია Community Interest-მა ევროპის რეგიონული განვითარების ფონდისგან (ERDF) და წყალმომარაგების განვითარების ეროვნული სააგენტოსგან (NWDA) 4.5 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის გრანტი მოიპოვა და ის ლივერპულის განვითარების ზონაში - Baltic Triangle-ში 18 საწყობის შესაძენად და გასარემონტებლად გამოიყენა, შემდგომ კი ეს ზონა ლივერპულის საუკეთესო და პერსპექტიულ შემოქმედებით და ციფრულ კომპანიებს გაუხსნა. დაუშვებელია კომპანიის ქონების გამოყენება პირადი მოგების მისაღებად. მიღებული მოგება აკუმულირდება საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კომპანიის ფონდში და გამოიყენება ექსკლუზიურად შემდეგი მიზნებისთვის: ახალი ინვესტიციების განხორციელება უძრავ ქონებაში, გასაქირავებლად განსაზღვრულ საცხოვრებელ ფართებში ან შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების კლასტერში. არტ-ინკუბატორები, ლიეტუვა 45 ისტორია და მიზნები 2007-2013 წლებში ლიეტუვაში შემდეგი არტ-ინკუბატორები შეიქმნა: ოთხი ვილნიუსში და თითო შემდეგ ქალაქებში: კლაიპედა, ტელშიაი, ანიკშიაი, უტენა, ალიტუსი, რაუდონდვარისი და კაუნასი.

44 წაიკითხეთ Baltic Creative CIC-ის წლიური ანგარიში 2019: https://www.baltic-creative.com/wpcontent/uploads/2019/11/BALTIC-CREATIVE-Master-version-for-web-compressed-2-10-year-Report-210-x210-1.pdf 45წყაროები: https://en.unesco.org/creativity/policy-monitoring-platform/establishment-development-art

48


ძირითადი მიზნები: -

-

-

ახალგაზრდა ხელოვნების მხარდაჭერა (არტ-ინკუბატორების მცხოვრებთა არა-ნაკლებ 50 პროცენტს წარმოადგენდნენ ახალგაზრდა ხელოვნები ან მეწარმეები შემოქმედებითი ინდუსტრიებიდან); შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა; ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება; ახალი შემოქმედებითი კომპანიების წინაშე მდგარი რისკების შემცირება და ინოვაციური იდეების მქონე საწარმოებისა და კერძო პირებისთვის დახმარების გაწევა. შემოქმედებითი თემების წახალისება, რათა მათ ითანამშრომლონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესები და უზრუნველყონ, რომ მათ ხელი შეუწყონ ქალაქის მდგრად განვითარებას.

მომსახურებები შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს: სტარტაფებისთვის დახმარების გაწევა, შენობების, ტექნიკისა და საოფისე აპარატურის შეღავათიან ფასად გაქირავება, ბიზნეს გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში დახმარების გაწევა, ხელოვნების ენტრეპრენიორებისთვის ღონისძიებების ორგანიზება, მეთოდური, ტექნიკური, ტრენინგ სერვისების უზრუნველყოფა და კონსულტაციების გაწევა შეღავათიანი პირობების საფუძველზე. ფინანსური ასპექტები არტ-ინკუბატორების თანადაფინანსება ხორციელდება ეროვნული ბიუჯეტიდან და ევროკავშირის სტრუქტურული ფონდებიდან. ამ პერიოდში, ლიეტუვის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის სექტორში სულ 74 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, არტ-ინკუბატორების შექმნის მიზნით. პარტნიორობა შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ეროვნული ასოციაცია დაფუძნდა ხელოვნებს, კულტურისა და ხელოვნების ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობისა და სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის წახალისების მიზნით. პარტნიორობის

49


მნიშვნელოვან ფინანსური ასპექტს წარმოადგენდა ის, რომ მინიმუმ ერთი აქციონერი მაინც უნდა ყოფილიყო სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი ან ასოციაცია. შემოქმედებითი კლასტერები, უკრაინა 46 მიმოხილვა უკრაინაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პოლიტიკა მჭიდროდ უკავშირდება შემოქმედებითი კლასტერების შექმნას. უკრაინაში რამდენიმე კულტურული კლასტერი ფუნქციონირებს - კერძოდ, ტრადიციული რეწვის სფეროში, და არა მხოლოდ. მაგალითად: ტრადიციული რეწვისა და ხელოვნების კლასტერი “სუზირია” (ივანო-ფრანკოვსკის ოლქი)47 და კროლევეცის შემოქმედებითი კლასტერი (სუმის ოლქი), ტრადიციული საფეიქრო რეწვის რეგიონთაშორისი კლასტერი (ლვოვი, ივანო-ფრანკოვსკის, კიევისა და პოლტავას ოლქები), კლასტერი “გოგოლის ადგილები პოლტავას ოლქში” და სოფლის მეურნეობის განვითარების კლასტერი “სოროჩინსკის ბაზრობა” (პოლტავას ოლქი). შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების განვითარებასთან მიმართებაში კიდევ ერთ კლასტერულ მიდგომას წარმოადგენს ქვეყანაში მიმდინარე განახლების პოლიტიკა - ყოფილი ფაბრიკა-ქარხნების შემოქმედებით სივრცეებად და ჰაბებად ტრანსფორმირება ისეთ ადგილებში, როგორიცაა: ივანო-ფრანკოვსკი (Promprylad), ლვოვი (ReZavod) და ხარკოვი (Fabrika.space). უკრაინაში შემოქმედებითი კლასტერების განვითარების მიმართულებები  შემოქმედებითი ინდუსტრიების ყველაზე განვითარებული ქვე-სექტორებია: სარეკლამო საქმე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი, მედია, დიზაინი, ანიმაცია და ხელოსნობა.  შემოქმედებითი ინდუსტრიები მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს უკრაინის საგარეო ვაჭრობაზე.  ქვეყნის შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლები, კერძოდ, რეწვის ოსტატები, ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილნი Etsy-ის ვებგვერდზე, რომელიც ხელნაკეთი და ვინტაჟური, ასევე ტრადიციული რეწვის პროდუქციის ელექტრონულ გაყიდვებში სპეციალიზდება48.

46წყარო: სკავრონსკა ირინა (2019). შემოქმედებითი კლასტერები და უკრაინის პოზიცია

შემოქმედებითი პროდუქტების ბაზარზე. კვლევითი ნაშრომი, UNICTAD: https://unctad.org/meetings/en/Contribution/cep2019-22-10-contribution_en_Ukraine.pdf 47წყარო: ტრადიციული რეწვის განვითარების კლასტერის მოდელის შექმნა და განხორციელება, უკრაინა: http://personal.pu.if.ua/depart/svitlana.kropelnytska/resource/file/Investment_project_Suzirya.pdf 48 Etsy-ის ვებსაიტი: www.etsy.com

50


კლასტერების განვითარებისთვის არ არსებობს კონკრეტული ინსტიტუციონალური გარემო, ვინაიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, კლასტერი არ წარმოადგენს ეკონომიკურ ერთეულს. არ არსებობს რაიმე ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი კლასტერების ეკონომიკური და ფინანსური მახასიათებლების შესახებ

შემოქმედებითი კლასტერები ირლანდია: School Excellence Fund 49 მიმოხილვა შემოქმედებითი კლასტერები წარმოადგენს ირლანდიის განათლებისა და უნარების დეპარტამენტის პილოტურ ინიციატივას, რომელიც ხორციელდება მასწავლებელთა 21 საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელობითა და პარტნიორობით (ირლანდიის განათლების ხელშეწყობის ცენტრები (ESCI) და ფინანსდება Schools Excellence Fund-ის - შემოქმედებითი კლასტერების ინიციატივის მიერ. შემოქმედებითი კლასტერები წარმოადგენს მნიშვნელოვან ინიციატივას შემოქმედებითი ახალგაზრდობის გეგმისა, რომელიც ორიენტირებულია თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდის შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებაზე და რომელიც გამოქვეყნდა 2017 წლის დეკემბერში, როგორც ირლანდიის შემოქმედებითი პროგრამის ნაწილი. შემოქმედებითი ახალგაზრდობის გეგმის მიზანია 2022 წლისთვის თითოეულ ბავშვს მისცეს ხელოვნების, მუსიკის, დრამისა და შემოქმედებითი კოდირების (პროგრამირების) სფეროში სწავლის შესაძლებლობა. ოპერაციული სტრუქტურა როგორც წესი, შემოქმედებითი კლასტერი შედგება სამიდან ხუთამდე სკოლისგან, რომლებიც ინოვაციური და შემოქმედებითი სასწავლო პროექტის შემუშავებაზე, განხორციელებაზე, შეფასებასა და გავრცელებაზე მუშაობენ, რაც მათ საერთო პრობლემის ან გამოწვევის გადაჭრის შესაძლებლობას აძლევს. შემოქმედებით კლასტერში გაერთიანება შეუძლია სწავლებაში შემოქმედებითი პროცესის

49 წყარო: Schools Excellent Fund - Creative Clusters, ირლანდია: https://www.education.ie/en/SchoolsColleges/Information/Curriculum-and-Syllabus/cap_creative_cluster_guidelines.pdf

51


დანერგვის სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სკოლებს. გათვალისწინებულია, რომ 2020 წელს შეიქმნება დამატებით კიდევ 21 კლასტერი. დაფინანსება თითოეული შემოქმედებითი კლასტერი მიიღებს დაფინანსებას €3,000 ევროს ოდენობით თითოეული კლასტერის თითოეულ სკოლაზე ორი წლის განმავლობაში, 2020-2022 სასწავლო წლებში თავიანთი პროექტის განხორციელების მიზნით. განაცხადების შეფასება დამოკიდებულია ოთხ ძირითად კრიტერიუმზე: აპლიკაციის შეტანის საფუძველი, სწავლებისა და სწავლის შესაძლებლობები, კლასტერში ჩართული ყველა სკოლის მხრიდან მონაწილეობის მზადყოფნა და პროგრამაში „ბავშვებისა და ახალგაზრდების ხმა“ ჩართულობა. შემოქმედებითი ესტონეთი 50 მისია/მიზნები: Creative Estonia მიზნად ისახავს სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანის თავმოყრას და შემოქმედებითი პროფესიებისა და შემოქმედებითი კომპანიების წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, სტუდენტებსა და სხვა სექტორებში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების ხელშეწყობას. Creative Estonia-ს ხედვა ორიენტირებულია იმაზე, რომ გააცნოს „ესტონეთის შემოქმედებითი სამყარო მსოფლიოს“ აქტივობები     

შემოქმედებითი ინდუსტრიების ვებ-პორტალის შექმნა და ოპერირება (სამ ენაზე) შემოქმედებით ინდუსტრიებთან დაკავშირებული ინფორმაციისა და შემთხვევების შეგროვება და შესწავლა ონლაინ კონსულტაციები და ქსელური მხარდაჭერა შემოქმედებითი კომპანიებისთვის პუბლიკაციები - საუკეთესო პრაქტიკა, ანგარიშები და კარტოგრაფიული პროექტები ღონისძიებები - სემინარები, კონფერენციები და სხვა

50შემოქმედებითი ესტონეთის ვებსაიტი: https://www.looveesti.ee/en

52


  

მასობრივ საინფორმაციო საშუალებათა გამოყენებით შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ცნობიერების ამაღლება მეზობელ და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა ჰაკათონი ინოვაციებისთვის შემდეგ სფეროებში: ჯანსაღი კვება, ელექტრონული მმართველობა, წრიული ეკონომიკა, საფეიქრო მრეწველობა და სხვა სფეროები.

პარტნიორობა Creative Estonia-ს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა პარტნიორები ჰყავს - შემოქმედებითი ორგანიზაციები, სამთავრობო და სამთავრობათშორისო ორგანოები, კულტურის დაწესებულებები, ასოციაციები და სხვა .51 IDM Südtirol, იტალია 52 ისტორია და მიზნები IDM (ინოვაციების განვითარება და მარკეტინგი) Südtirol იტალიის სამხრეთ ტიროლის რეგიონში ეკონომიკური განვითარების პიონერია. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ასევე ინტერნაციონალიზაციისა და ინოვაციის წახალისება - განსაკუთრებული აქცენტით მცირე და საშუალო ზომის კომპანიებზე, და სამხრეთ ტიროლში ინვესტიციების ხელშეწყობა. აქტივობები მდგრადი ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის, ასევე ადგილობრივი ფირმების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, IDM Südtiro ბიზნესმენებსა და მეწარმეებს სთავაზობს მთელ რიგ მომსახურებებს. IDM Südtiro ასევე კონცენტრირებულია ტურიზმის სფეროში მარკეტინგული ღონისძიებების გატარებაზე, რაც უზრუნველყოფს სამხრეთ ტიროლის ბრენდის პოპულარიზაციას, ასევე სოფლის მეურნეობის მარკეტინგზე, რაც ხელს უწყობს რეგიონის ხარისხიანი პროდუქციის წარმოჩენას. მომსახურებათა პორტფელი მოიცავს საინფორმაციო ღონისძიებებს,

51იხილეთ: https://www.looveesti.ee/partnerid/ 52 IDM Suedtirol-ის ვებგვერდი: https://www.idm-suedtirol.com/

53


წარმომადეგნლობას სავაჭრო გამოფენებზე, მეწარმეებისთვის მივლინებების დაგეგმვასა და ინდივიდუალურად შედგენილი საექსპორტო პროექტების შეთავაზებას. კლასტერი ეხმარება კომპანიებს პროდუქტის განვითარებაში დაწყებული იდეით და დამთავრებული ბაზარზე რეალიზაციით. საქმიანობის კიდევ ერთ სფეროს წარმოადგენს დახმარების გაწევა რეჟისორებისთვის, რათა მათ შესძლონ თავიანთი პროექტების ხორცშესხმა. ფილმების ფონდი & კომისია უზრუნველყოფს დახმარებას გადასაღები მოედნის შერჩევასა და პერსონალის დაკომპლექტებაში, იურიდიულ და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით საწყისი კონსულტაციების გაწევას და სხვა მომსახურებებს. მიზნობრივი ინიციატივები და ადგილობრივი რეჟისორებისთვის გათვალისწინებული ტრენინგების ფართო სპექტრი ხელს უწყობს სამხრეთ ტიროლის, როგორც ფილმების გადასაღები ლოკაციის იმიჯის გაძლიერებას და უზრუნველყოფს მისი კინემატოგრაფიული სექტორის განვითარებას.53 IV. საქართველოში შემოქმედებითი კლასტერების განვითარების პრაქტიკა: ტიპები და მხარდაჭერის პროგრამები 1.

შესავალი

თბილისში არსებობს მხოლოდ ერთი ტრადიციული ტიპის შემოქმედებითი კლასტერი (ფაბრიკა თბილისი). როგორც შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების სექტორის, ისე ფართო საზოგადოების მხრიდან დღითიდღე იზრდება მოთხოვნა, რომ ეს რაოდენობა გაიზარდოს და საფუძველი დაუდოს შემოქმედებითი კლასტერების აღმოცენებასა და განვითარებას. ჩატარდა კვლევა54, რომლის ფარგლებში გამოკითხულმა რესპონდენტებმა აღნიშნული თემის უდიდეს მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება55: “ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა; შესაბამისი კვლევითი საქმიანობა, რომელსაც დაგეგმვისა და განვითარების ღონისძიებები მოჰყვება შედეგად, კულტურული პროცესების გაძლიერებას გამოიწვევს“; „ამგვარი სივრცეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელოვნების განვითარების თვალსაზრისით“, სხვა. 53წყარო: https://www.idm-suedtirol.com/en/services-for-companies/film-fund-commission.html 54 ონლაინ კვლევა “თქვენი რეკომენდაციები შემოქმედებითი სივრცეების შესახებ” სოციალური ქსელების მეშვეობით 2020 წლის 8 ივლისს გავრცელდა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა შემდეგი სახის ინფორმაციის მოპოვება: [1] საქართველოში შემოქმედებითი კლასტერების გამოყენების მოდელები; [2] მონაცემები მიტოვებული ობიექტების შესახებ, რომლებსაც შემოქმედებით კლასტერებად ქცევის პოტენციალი აქვთ; [3] შემოქმედებითი კლასტერების განუხორციელებელი პროექტების პორტფელი. 55 საქართველოს მოქალაქეებისთვის ტერმინს „შემოქმედებითი კლასტერი“ სხვადასხვა კონოტაცია გააჩნია, რაც, ნაწილობრი,ვ ინფორმაციის ნაკლებობითა და ეროვნულ დონეზე შესაბამისი პოლიტიკის არარსებობითაა განპირობებული.

54


უფრო მეტიც, რესპოდენტებმა დაასახელეს ის ფუნქციები/აქტივობები, რომლებიც მომავალ შემოქმედებით კლასტერებში უნდა განხორციელდეს. ზოგიერთი გამოკითხულის აზრით, შემოქმედებით კლასტერებს კულტურულ-გასართობი და ინოვაციური პროფილები უნდა გააჩნდეს. ქვემოთ მოცემულია რესპოდენტების მიერ წარმოდგენილი იმ კომპონენტების სია, რომლებიც საჭიროებს ჰარმონიზებას შემოქმედებითი კლასტერების შენობებში: საგანმანათლებლო და საექსპოზიციო სივრცეები, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი სივრცეები, როგორიცაა ტრადიციული რეწვის სახელოსნოები, კერამიკის საწარმოები, სამხატვრო სახელოსნოები, კონცეპტუალური მაღაზიები, საშემსრულებლო ხელოვნებისთვის განკუთვნილი სივრცეები (თეატრალური სახელოსნო, მათ შორის, საზოგადოების ახალგაზრდა წევრებისთვის), სადისკუსიო და სათათბირო დარბაზები, ბიბლიოთეკა, საგამომცემლო სახლი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, ოფისები შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიებისთვის და არა-სამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ერთობლივი სამუშაო სივრცეები, იოგას ცენტრი, კვების პუნქტები, სხვა. საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებში გადაწყვეტილების მიმღები და პოლიტიკის გამტარებელი პირებისთვის სარეკომენდაციო პაკეტის შესამუშავებლად აუცილებელი ძირითადი მონაცემები წარმოდგენილია ქვე-თავში 3 და შეეხება: 1. საქართველოში შემოქმედებითი კლასტერების მდგომარეობას; 2. შემოქმედებით კლასტერად გადაქცევის პოტენციალის მქონე მიტოვებული ადგილების ჩამონათვალს; 3. იმ საკანონმდებლო ლაფსუსებს, რომლებიც პირდაპირ/არაპირდაპირ ხელს უშლის შემოქმედებითი კლასტერებისა და კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების შექმნას. რეკომენდაციისა და სამოქმედო გეგმის სექციებში წარმოდგენილი ინსტრუქციები საჭიროებს შემდგომ ადაპტირებას პროგრამული დოკუმენტის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება. 2. შემოქმედებითი კლასტერების მაგალითები ფაბრიკა თბილისი 56 მისამართი: ნინოშვილის ქ. 8, თბილისი, საქართველო ისტორია: Multiverse Architecture (MUA, არქიტექტურული და საპროექტო ბიურო) 2010 წლიდან ურბანულ და არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობს. ბიუროს ხელმძღვანელებმა, გოგიკო საყვარელიძემ და დევი ქიტუაშვილმა შეიმუშავეს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის გაზაფხულზე, საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკა თანამედროვე შემოქმედებით ჰაბად გადაკეთდა, ხოლო მოგვიანებით, 2014 წლის შემოდგომაზე, მათ დაიწყეს თანამშრომლობა პოტენციურ კერძო 56ფაბრიკა თბილისის ვებსაიტი: https://fabrikatbilisi.com

55


ინვესტორთან „აჭარა ჯგუფთან“. 2016 წლის 31 დეკემბერს, აჭარა ჯგუფმა შენობა $7,000,000.00 დოლარად შეისყიდა და შენობის მართვის უფლება MUA-ს გადასცა. შენობა თბილისის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს. პროექტის დაწყების შემდეგ ტერიტორია ჯენტრიფიკაციას დაექვემდებარა. მიზნები/ამოცანები/მისია: ფაბრიკა თბილისი წარმოადგენს არა-კომერციულ ინიციატივას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობითა და, შესაბამისად, მიზნებით. როგორც განახლების, რეკრეაციისა და ტრანსფორმაციის სიმბოლო, ჰაბი ენთუზიაზმით სავსე ადამიანების (როგორც სტუმრების, ისე ადგილობრივ მცხოვრებთა) მასპინძლობითა და მხარდაჭერითაა დაინტერესებული; თავის შენობებში ის ტრადიციული და შემოქმედებითი პროფილის კომპანიებს უყრის თავს და შედეგად სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების პორტფელს ქმნის; ის ინარჩუნებს აქტიურ ატმოსფეროს შემოქმედებითი პროცესის, ერთობლივი მუშაობის, ცოდნის გაზიარების, ურთიერთობათა დამყარების გზით. ძირითადი პროგრამები/პროექტები: ფაბრიკა თბილისის შენობებში აქტივობებს ძირითადად იწყებენ და წარმართავენ „რეზიდენტები“ (სულ 20 რეზიდენტი). რეზიდენტების ტიპები განსხვავებულია: 4 კონცეპტუალური მაღაზია (შემოქმედებითი მეწარმეობა): 

მაღაზია შავი ძაღლი: „სტუდია ფოკუსირებულია წიგნების დიზაინზე, ქართული ანბანის ახალი ფონტებისა და ყველა სახის დაბეჭდილი პროდუქციის დიზაინის შექმნაზე; მაღაზია მომხმარებელს ასევე სთავაზობს ხელოვნების შესახებ წიგნებს, ვინტაჟური პოსტერების ასლებს, მხატვრების ღია ბარათებსა და სტიკერებს, ხელნაკეთ ბლოკნოტებსა და ჩანთებს ხელით შესრულებული ნაბეჭდებით; ამასთანავე, Black Dog Shop-ში ეწყობა თანამედროვე ხელოვნების გამოფენები“. კერამიკული სტუდია 1300: “4 გოგონასგან შემდგარი ჯგუფი ხელნაკეთ კერამიკულ ნაწარმზე სპეციალიზდება: ისინი წახნაგოვან ტოლჩებს, უცნაური ფორმის თეფშებს, თაფლისა და ჯემის კოვზებს და ფუნქციონალური დატვირთვის სხვა ხელოვნების ნიმუშებს ამზადებენ. სტუდია ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა ქართველ მხატვრებთან და მათი უნიკალური ნახატებით დამშვენებულ კერამიკულ ნაწარმსაც ამზადებს. ამასთან, სტუდია სემინარებსაც ატარებს. გრაფიტის მაღაზია „ცრუ“: „ერთადერთი გრაფიტი მაღაზია თბილისში, სადაც იპოვით მაღალი ხარისხის აეროზოლის ტიპის საღებავებს, მარკერებს და სხვა საჭირო მასალას, რაც აუცილებლად გამოგადგებათ ქუჩაში სახატავად. აქვე შეიძენთ ‘ცრუ’-ს ჰუდებს, ქუდებს, ჩანთებს და სხვა აქსესუარებს. სწორედ ეს კოლექტივია ყოველწლიური საერთაშორისო ურბანული ხელოვნების ფესტივალის – „ფაბრიკაფიტის“ ორგანიზატორიც. 56


 

მფრინავი მღებავი: მხატვრის ატელიე და სტუდია. ფუნდუკი: ოჯახური ბიზნესი; “მაღაზია სავსეა ავეჯითა და ტანსაცმლით. ავეჯის გარდა, ფუნდუკი მომხმარებელს სთავაზობს ყველანაირ სუვენირს, ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ფერად-ფერად ვაფლის ტიპის პირსახოცებს, მაისურებს, ჩანთებს, კომბინიზონებსა და ქურთუკებს, რომლებზეც ფუნდუკის ორიგინალური პრინტებია დატანილი.”

განათლებისა და ერთობლივი სამუშაო სივრცეები:  შემოქმედებითი განათლების სტუდია: “შემოქმედებითი განათლების სტუდია არის ადგილი, სადაც მტკიცდება, რომ ახლის სწავლა არასდროს არაა გვიან. ამას ადასტურებს ის 900 სტუდენტი, რომლებმაც უკვე გაიარეს ამ სტუდიის სხვადასხვა სასწავლო კურსი და ბევრი მათგანი იქ მისვლას სამუშაო საათების ან საუნივერსიტეტო ლექციების დასრულების შემდეგ ახერხებდა. შემოქმედებითი განათლების სტუდიაში მიღებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით ბეჯითი სტუდენტების 70 პროცენტზე მეტმა იშოვა სამსახური შემოქმედებითი ინდუსტრიების ისეთ სფეროებში, როგორიცაა დიზაინი, აუდიო და ვიდეო ფილმების გადაღება, ფილმების მონტაჟი და მუსიკალური კომპოზიციების შექმნა.”  Impact Hub Tbilisi: “Impact Hub წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთობლივ სამუშაო სივრცეს, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედ 100-ზე მეტ ჰაბში დასაქმებულ 20000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს. ამ ერთობლივი სამუშაო სივრცის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა ჰაბის ბარათის მფლობელი პირებისთვის; Hub Impact უზრუნველყოფს საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას, საკონფერენციო შენობანაგებობების გამოყოფას, სოციალური მეწარმეებისთვის განკუთვნილი პროგრამების განხორციელებასა და საზოგადოების საჭირბოროტო პრობლემების ან გამოწვევების შესახებ შინაარსიანი დისკუსიების გამართვას.” ექვსი სხვადასხვა სივრცე:  სადალაქო კამორა: “ეს ძველი ყაიდის სადალაქო ახალი თაობის ჯენტლმენებს სთავაზობს კლასიკურ ვარცხნილობებს, სამართებლით პარსვას ცხელი პირსახოცის გამოყენებით და თმის მოვლის სხვა პროფესიულ სეrვისებს. კამორას გუნდი მომხმარებელს სთავაზობს თმის შეჭრისა და დავარცხნის ხელოვნების 25 გაკვეთილისგან შემდგარ კურსს“  მარგოს სკეიტების მაღაზია: “აქ შეხვდებით სკეიტერების საყვარელ და ცნობილ ძველი სტილის თუ უახლესი ტენდენციების დაფებსა და ბორბლებს. აქვე შეიძენთ Mango Club-ის და Tamra-ს მოდურ ტანსაცმელს სკეიტ-ხულიგნებისთვის”.

57


არქიტექტურული ბიურო Multiverse Architecture: “MUA აერთიანებს ახალგაზრდა არქიტექტორთა ჯგუფს, რომელსაც გოგი საყვარელიძე და დევი ქიტუაშვილი უდგანან სათავეში. ჯგუფი არქიტექტურული, საპროექტო და ურბანული პროექტების განხორციელებითაა დაკავებული.”  მცენარეების მაღაზია: “აქ ნახავთ ყველა სახის ოთახის თუ ღია სივრცის მცენარეს, სუკულენტს, სპეციალური ტექნიკით გამოყვანილ ეგზოტიკურ მინიატურულ (ბონსაი) ხეებს და პირდაპირ დიდი ბრიტანეთიდან ჩამოტანილ ვარდებს. ეს სილამაზეები შესაძლებელია განთავსდეს ქართველი მხატვრების მიერ მოხატულ დეკორატიულ კერამიკულ ქოთნებში. მცენარეების მაღაზია მომხმარებელს ასევე სთავაზობს მცენარეთა დაცვის საშუალებებს, გადარგვისა და მოვლის სერვისებს, მოდურ ბაღის ინსტრუმენტებს და სხვა აქსესუარებს.”  წიბახას თამაშების მოყვარულთა კლუბი: “წიბახას თამაშების მოყვარულთა კლუბი აერთიანებს 150-ზე მეტ სამაგიდო თამაშს, დაწყებული ტრადიციული ჭადრაკითა და შაშით - დამთავრებული სტრატეგიული თამაშებით, რომელიც რამდენიმე მოთამაშეზეა გათვლილი, და ლოგიკური აზროვნების უნარსა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებზეა დამყარებული.”  ფირფიტების მაღაზია - ვოდკასტ რეკორდსი: “ფირფიტების მაღაზია მელომანების შეხვედრის შეუცვლელი ადგილია, სადაც ადგილობრივის გარდა, შეხვდებით იმ უცხოელი დიჯეების ხმის ჩამწერი სტუდიების პროდუქტს, რომლებიც საქართველოს ელექტრონული მუსიკის დიდი ღონისძიებებისთვის სტუმრობენ. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ თემატურ სივრცეებთან ერთად, ფაბრიკა თბილისში 6 კვების ობიექტი და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელია. 

სამიზნე ჯგუფები: სამიზნე აუდიტორიის უმრავლესობა შედგება ახალგაზრდებისგან, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ისე ჩამოსულ სტუმრებს. ფინანსური ასპექტები და ბიზნეს მოდელი: „აჭარა ჯგუფის“ მიერ შენობის შესასყიდად განხორციელებული $7 მილიონ ინვესტიციის გარდა, MUA-ს კოლექტივმა კომერციული ბანკიდან გამოიტანა კრედიტი ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის სარეკონსტრუქციოდ და ახალი რეზიდენტების მისაღებად. ფაბრიკა თბილისი რეგისტრირებულია როგორც სააქციო საზოგადოება; მის შემოსავალს შეადგენს: ა. რეზიდენტების მიერ გადახდილი ქირა; ბ. სივრცეების გაქირავებითა და შესაბამისი სერვისების გაწევის შედეგად (როგორიცაა კვებით მომსახურება) მიღებული შემოსავლები; და გ. ჰოსტელებიდან & ოჯახური კვების ობიექტებიდან მიღებული შემოსავლები. ამჟამად სააქციო კომპანიამ უკვე დაიწყო მოგების მიღება,

58


თუმცა წაუგებლობის (წონასწორობის) წერტილისთვის ჯერ არ მიუღწევია (7 მილიონი დოლარის საწყისი ინვესტიციის მიუხედავად). ფაბრიკა თბილისის მართვაზე პასუხისმგებელია MUA-ს კოლექტივი (აჭარა ჯგუფი მართავს მხოლოდ ჰოსტელს). მხარდამჭერი პარტნიორები: აჭარა ჯგუფი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება), თავდაპირველი ინვესტორი. სტრატეგიული მიმართულება: MUA ორიენტირებულია ურბანული სივრცეების განახლებაზე, რეკრეაციასა და რეკონსტრუქციაზე, ამასთან, ის აქცენტს ინდუსტრიულ მემკვიდრეობაზე აკეთებს. MUA-ს კოლექტივმა სსიპ შემოქმედებითი საქართველოსგან მიიღო გრანტი პროექტისთვის – “ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევა“. პროექტის მიზნებია გამოუსადეგარი და მიტოვებული ინდუსტრიული ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და ახალგაზრდა არქიტექტორებთან, დიზაინერებთან და ურბანისტებთან გამართული სამუშაო შეხვედრების შედეგად შემუშავებული საპროექტო იდეების/კონცეფციების წარდგენა.

ცოდნის კაფე 57 მისამართი: დავით აღმაშენებლის ქუჩა 3, III შესახვევი, წნორი, საქართველო ისტორია: წნორი კახეთის რეგიონის (აღმოსავლეთ საქართველოს) პატარა ქალაქია. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მოქალაქეები მოკლებულნი იყვნენ ინსტიტუციონალიზებულ კულტურულ გამოცდილებას, სანამ ნანა ბაღაშვილმა და ქეთი მოლაშვილმა არ გახსნეს ცოდნის კაფე - მრავალფუნქციური კაფე სოციალური ინტერაქციისა და განვითარებისთვის. მიზნები/ამოცანები/მისია:

რეგიონისთვის

ცოდნის

გადაცემის

ხელშეწყობა;

57ცოდნის კაფის ვებსაიტი: https://codnebi.ge

59


სოციალური მეწარმეობის გაძლიერება და ადგილობრივ დონეზე განათლების დონის ამაღლება. ძირითადი პროგრამები/პროექტები: ორგანიზაცია ახორციელებს პროექტების ფართო სპექტრს მრავალფუნქციური სამკითხველო დარბაზის, წიგნის მაღაზიის, კაფისა და საგანმანათლებლო ცენტრის ფარგლებში. 4 წლიანი ისტრიის მანძილზე, განხორციელდა 8 პროექტი, მათ შორის 517 აქტივობა, 5,205 მონაწილესა და 1419 ინდივიდუალურ დონორთან ერთად. პროექტების სია მოიცავს მეწარმეობის ბანაკებს, შემოქმედებით ვორქშოფებს, ლიტერატურულ და კინო კლუბებს, საჯარო დისკუსიებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ეკოლოგია, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ხელოვნება, სხვა, ხანდაზმულების ინტერესთა კლუბებს, ონლაინ აგრო-სკოლებს, სხვა. გარდა ამისა, ინდივიდუალური დონორების დახმარებით, პანდემიის პერიოდში ორგანიზაციამ ადგილობრივი მოსახლეობა საარსებო საშუალებებითა და ახალი მედია აპარატურით/პლანშეტებით უზრუნველყო. ფინანსური ასპექტები და ბიზნეს მოდელი: ცოდნის კაფე შემოსავლებს 3 წყაროდან იღებს: 1. ქრაუდფანდინგი; 2. დონაციები (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და კორპორაციები/კერძო კომპანიები) და 3. კაფიდან და წიგნის მაღაზიიდან მიღებული შემოსავლები. საწყისი კაპიტალი 19,000.00 ლარს შეადგენდა და ორგანიზატორთა შემოწირულობებს ემყარებოდა. ყოველწლიური ბიუჯეტი ოპერაციული ხარჯებისთვის 36,000.00 ლარით განისაზღვრა. ორგანიზაციამ, რომელიც მიწის შესყიდვას და მასზე შენობის აშენებას აპირებს (და რომელიც ამჟამად დროებით ნაქირავებ ფართშია განთავსებული) მასშტაბური ქრაუდფანდინგის კამპანია განახორციელა და 1500 მოქალაქის დახმარებით 79,000 ლარი შეაგროვა. მხარდამჭერი პარტნიორები: ღია საზოგადოება საქართველოს ფონდი, USAID-ის

60


პროექტი ACCESS და უამრავი კერძო ორგანიზაცია/კორპორაცია, წამყვანი კომერციული ბანკები და პატარა კაფეები. სტრატეგიული მიმართულება: როგორც კი ორგანიზაცია შეაგროვებს თანხას შენობის ასაშენებლად, ის ამ გზით მოიპოვებს დამოუკიდებლად არსებობის უნარს და არსებულ პროგრამასთან/პროექტებთან ერთად, განახორციელებს რობოტიკის სკოლის პროექტსა და კონფერენციის პროგრამას. ამასთან, ორგანიზაცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსგავსი ორგანიზაციების შექმნას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. მაუდი 58 მისამართი: დიდუბე, მაუდის ფაბრიკა ისტორია: მაუდის ფაბრიკა 2019 წელს დაფუძნდა ლიზა ჟვანიას, ლადო შონიასა და დიმიტრი ერისთავის მიერ, რომელთა იდეა იყო შეექმნათ ხელოვნების ახალი პლატფორმა, რაც ხელს შეუწყობდა ხელოვანთა უფრო პირდაპირ ჩართულობას ინდუსტრიული ლანდშაფტის შექმნაში და ადგილობრივი თუ საერთაშორისო კავშირების ფორმირებას; ამასთან, ინიციატორები ეძებდნენ ისეთ სივრცეს, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა მასშტაბური ექსპოზიციებისა და/ან თემატური ღონისძიებების მოსაწყობად აუცილებელი ინფრასტრუქტურით. მიზნები/ამოცანები/მისია: მაუდი, რომელიც დიდუბეში, თბილისის სამრეწველო რაიონში მდებარეობს, ხელს უწყობს ადგილობრივი არტ ლანდშაფტის დეცენტრალიზაციას. ის განთავსებულია საქმიან კვარტალში, სადაც უამრავი ცეხი და სამშენებლო მასალის მაღაზიაა, ბაზრობა და სატრანსპორტო კვანძია .

58მაუდის ვებსაიტი: https://www.facebook.com/maudiatmaudi/

61


ძირითადი პროგრამა/პროექტები: მაუდი თბილისში მდებარე არაკომერციული სახელოვნებო სივრცეა, რომლის ადმინისტრირებასაც ხელოვნები უზრუნველყოფენ. აქ უამრავი ღონისძიება გამოფენები, მუსიკალური საათები, კინო ჩვენებები, თეატრალური წარმოდგენები, საჯარო დისკუსიები - ეწყობა. ეს სივრცე ერთმანეთთან დაკავშირებული სექციებისგან შედგება, აქ არის ლობი, რომელიც სოციალური ჰაბის ფუნქციას ასრულებს, უზარმაზარი საგამოფენო დარბაზი, სახელოსნოებისთვის გამოყოფილი სივრცე, საკონცერტო დარბაზი და ოფისი. ამ სივრცეების ერთმანეთთან დაკავშირებით, ხელოვნებს შესაძლებლობა ექმნებათ თავიანთი ნამუშევრები შექმნან ადგილზე, გარემოსთან უშუალო კავშირის გზით. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ სივრცეს თავისი მიზანი/მისია აქვს, ამ სივრცის მენეჯმენტი ემყარება თავისუფალ პოლიტიკას, რომელიც კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებულ საჭიროებებზეა ორიენტირებული. ფინანსური ასპექტები და ბიზნეს მოდელი: საწყისი ინვესტიცია განისაზღვრა 40,000.00 ლარით, რომელიც პროექტის ინიციატორებმა ფიზიკური პირებისგან ისესხეს. მაუდის კოლექტივის მიერ ინიცირებული პროექტები ხორციელდება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ღია კონკურსების მეშვეობით. რაც შეეხება თანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროექტებს, მის დაფინანსებაზე პასუხს აგებენ პარტნიორები. მხარდამჭერი პარტნიორები: სახელმწიფო/სამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტები, პროგრამით დაინტერესებული პირები, კერძო გამსესხებლები.

62


სტრატეგიული მიმართულება: მაუდის მიზანია გახდეს უფრო დამოუკიდებელი თანხების მობილიზების გზით, რათა შესძლოს საექსპლუატაციო ხარჯების (კომუნალური გადასახადების, ქირის, სხვა) დაფარვა. პროპაგანდა.ნეთვორქი/სტამბა D ბლოკი 59 მისამართი: კოსტავას ქ. 14; თბილისი, საქართველო/სტამბა D ბლოკი ისტორია: პროპაგანდა დაფუძნდა 2017 წელს, აჭარა ჯგუფის დამფუძნებლის, ბიზნესმენ თემურ უგულავას მხარდაჭერით. პროპაგანდა ორიენტირებულია ვიზუალური ხელოვნების განვითარებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე თანამედროვე ქართველი ხელოვნების შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერის გზით. პროპაგანდა, რომელიც სტამბა D ბლოკის მე-4 სართულზეა განთავსებული, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შემოქმედებითი კლასტერის მსგავს სტრუქტურაში სტამბას ტრანსფორმირების თვალსაზრისით. სტამბა (რომელიც 5 ბლოკისგან შედგება) თბილისის ცენტრში მდებარეობს და მოიცავს ორ სასტუმროს (რუმსი, სტამბა), ხუთამდე საკვებ ობიექტს, დიზაინერულ მაღაზიას, მხატვრებისა და პროპაგანდას სახელოსნოებს.

59ვებგვერდები: https://propaganda.network ; https://stambahotel.com

63


მიზნები/ამოცანები/მისია: რუმსისა და სტამბას სასტუმროები საერთაშორისო სასტუმროების ქსელს განეკუთვნება (წაიკითხეთ dezeen-ისა და cool hunting -ის შეფასებები); აქედან გამომდინარე, მათი დიზაინერული/ვიზუალური მიდგომა ყოველთვის კონცეპტუალურია და მხატვრული. აჭარა ჯგუფის მიერ განხორციელებული/მხარდაჭერილი სხვა პროექტების მსგავსად, სტამბას სივრცე ესწრაფვის იქცეს შემოქმედებით ჰაბად ერთნაირად მოაზროვნე სტუმრებისთვის, მათ შორის, საერთაშორისო მოგზაურთათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროპაგანდას მისია და სლოგანი: „გარემო, სადაც თანამედროვე ხელოვნება ახდენს ცვლილებებს“ სრულ თანხვედრაშია სტამბას ერთიან სტრატეგიულ მიმართულებასთან. ძირითადი პროგრამა/პროექტები 60:  კოლექტიური სახელოსნო: “„კოლექტიური სახელოსნოს“ პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ხელოვანთა შემოქმედებით საქმიანობას, სამუშაო სივრცის და საბაზისო სამუშაო მასალების და ინსტრუმენტების უზრუნველყოფით. სახელოსნო განთავსებულია სტამბას სასტუმროს (სტამბა D ბლოკი) შენობაში; შესაბამისად, კოლექტიურ სახელოსნოში მომუშავე ხელოვნებს ერთმანეთთან კონტაქტისა და კომუნიკაციის დამყარების, ასევე

60ხორციელდება Propaganda.network-ის ნაგებობებში/პარტნიორობით

მიერ

სტამბას/აჭარა

ჯგუფის

შენობა

64


თავიანთ კოლეგებთან და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობა აქვთ”. სტუმარი ორგანიზაციები: “პროპაგანდა, ხელოვნების დამოუკიდებელ პროფესიონალებთან ერთად, სტამბა D ბლოკის სივრცეში მასპინძლობს თანაზიარი ღირებულებებისა და მიზნების მქონე სახელოვნებო ორგანიზაციებს“. პრინტ სახელოსნო: “სახელოსნო აღჭურვილია ტექსტილსა და ქაღალდზე ბეჭდვის დანადგარებით და იწვევს არტისტებსა და შემოქმედებით მეწარმეებს ადგილზე სამუშაოდ.” საერთაშორისო რეზიდენციები: “საერთაშორისო რეზიდენციების” პროგრამა 2018 წლის დეკემბრიდან მასპინძლობს შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებს საერთაშორისო დონეზე. პროგრამის მიზანი ხელოვანთა, კურატორთა და ხელოვნების მკვლევართა მობილობის წახალისება და, შედეგად, და სტამბა D ბლოკში სახელოსნოების გამოყოფის გზით, საერთაშორისო სახელოვნებო გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაა“. Oxygen_Tbilisi_No_Fair: “2018 წლის 17 მაისს, პროპაგანდამ წარადგინა ოქსიგენი, თანამედროვე ხელოვნების პირველი ყოველწლიური გამოფენა, რომელიც სტამბა D ბლოკის სივრცეში 35 მონაწილეს (დამოუკიდებელ ხელოვნებს, კოლექტივებსა და ინსტიტუტებს) აერთიანებს.”

65


ხმოვანი ხელოვნების ლაბორატორია: Propaganda.network-ის ფარგლებში მოქმედი ხმოვანი ხელოვნების სახელოსნო პროპაგანდას უწევს საუნდ სერვისებს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში და მას გაჩნია საკუთარი სტრატეგია და პროგრამა, რომელიც თანამედროვე საუნდ არტის განვითარებაზეა ორიენტირებული.

ფინანსური ასპექტები და ბიზნეს მოდელი: პროპაგანდა ფინანსდება აჭარა ჯგუფის/ბიზნესმენ თემურ უგულავას მიერ, ყოველთვიურ საფუძველზე. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, პროპაგანდას პერსონალი უზრუნველყოფს კოლექტიური სახელოსნოს, სტუმარი ორგანიზაციების, პრინტ სახელოსნოსა და საერთაშორისო რეზიდენციების პროგრამის მენეჯმენტს; ხმოვანი ხელოვნების ლაბორატორია ქვე-პროექტია, რომელსაც მოხალისეობის საწყისებზე ახორციელებს ლაბორატორიის მენეჯერი. Oxygen-ი თანა-ფინანსდება სსიპ შემოქმედებითი საქართველოს, თბილისის მერიისა და პროპაგანდას მიერ; ყოველწლიური გამოფენის ბიუჯეტი 60,000.00 ლარს შეადგენს. მხარდამჭერი პარტნიორები: აჭარა ჯგუფი, სსიპ შემოქმედებითი საქართველო, თბილისის მერია, გოეთეს ინსტიტუტი-თბილისი (თანამედროვე გამოფენებისა და საგანმანათლებლო პროგრამები).

66


სტრატეგიული მიმართულება: “პროპაგანდას მისიაა, ერთი მხრივ, ხელოვანთა პროფესიული განვითარების, მათი ხილვადობის გაზრდის და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნის გზით და, მეორე მხრივ, კვლევით-საგანმანათლებლო პროექტების ინიცირებითა და მხარდაჭერით ქართული თანამედროვე ხელოვნების განვითარება, მისი ინტერნაციონალიზაცია და ხელმისაწვდომობა.“ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 61 მისამართი: გრიბოედოვის ქ. 22, თბილისი, საქართველო ისტორია: 1922 წლის 8 მარტს დაარსდა საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - პირველი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი საქართველოსა და მთელ კავკასიაში, და ერთ-ერთი იმ სამ აკადემიას შორის (ლენინგრადის, რიგისა და თბილისის აკადემიები), რომლებიც საბჭოთა კავშირში ფუნქციონირებდა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, აკადემიაში გაიხსნა ქსოვილების მხატვრული გაფორმების, ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების, ხისა და ლითონის ნაკეთობათა და სამრეწველო ხელოვნების განყოფილებები. 1961 წელს კი გაიხსნა პლასტმასის ნაკეთობათა გაფორმების განყოფილება და დეკორატიულგამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. ასე რომ, 60 წელზე მეტია, რაც აკადემია სტუდენტებს ინდუსტრიული და გამოყენებითი ხელოვნების უნარ-ჩვევებს

61თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ვებსაიტი: https://art.edu.ge/acgeo/

67


ასწავლის და, აქედან გამომდინარე, ეროვნულ დონეზე კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს. 2018 წლიდან დღემდე, აკადემია ახორციელებს პროექტს "UpStart", რომელიც სტუდენტთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული თვალსაზრისით. ვინაიდან "UpStart" სასწავლო პროგრამის მიღმა არსებულ აქტივობებზეა ფოკუსირებული და ხელს უწყობს დაინტერესებული პირების კლასტერიზაციას, ის შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც ერთგვარი კატალიზატორი, რომელიც ეხმარება აკადემიას, რათა გასცდეს ტრადიციული უმაღლესი სასწავლებლის ფარგლებს და ტრანსფორმირდეს შემოქმედებითი მეწარმეების რეგიონულ ჰაბად. მიზნები/ამოცანები/მისია: გარდა ტრადიციული საგანმანათლებლო ორიენტაციისა, აკადემიის მიზანია სტუდენტების სამეწარმეო და ხელოსნობის უნარ-ჩვევების გაძლიერება; პირველი საჭიროებს ტრადიციული ხელოვნების სექტორის მიღმა მყოფ სხვადასხვა პროფესიონალთან ურთიერთობას (მაგ. ბიზნეს ადმინისტრაციის ქვე-სექტორები) ხოლო მეორე ქმნის საფუძველს ხელოსნობისა და სამრეწველო პროდუქტის წარმოების განვითარებისთვის. ამ მრავალდისციპლინიანი პროფილის საფუძველზე, აკადემიის მიზანია შეიმუშავოს ახალი მიდგომა/სტრატეგია კულტურული/შემოქმედებითი პროდუქტისა და სერვისების შექმნისთვის.

68


ძირითადი პროგრამები/პროექტები:  Upstart: პროექტი მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას: პირველი მიმართულება ითვალისწინებს სასწავლო პროგრამის განახლებას და მასში ხელოვნების მენეჯმენტისა და მარკეტინგის, მეწარმეობის და სხვა კურსების შეტანას; ხოლო მეორე მოიცავს ‘შემოქმედებითი ინკუბატორის’ შექმნას. ამ ინკუბატორის ფარგლებში, და სპეციალური კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლებისა და მენტორების მეშვეობით, შემოქმედებითი იდეები მომგებიან ბიზნეს იდეებად ტრანსფორმირდება. ამასთან, ეს პროექტი მრავალდისციპლინიანია, ამიტომაც, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს მოეთხოვებათ შექმნან კლასტერები სხვა სფეროების სპეციალისტებსა და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებთან ერთად.  ფაბლაბი: (ამ ეტაპზე, ფაბლაბის ფუნქციონირება შეჩერებულია). სტუდია ჩაფიქრებულია როგორც პლატფორმა ხელოსნობის/გამოყენებითი ხელოვნების მოდელების პროტოტიპების შესაქმნელად. Upstart პროექტის ფარგლებში, ფაბლაბი ბიზნეს/შემოქმედებით ინკუბატორთან ერთად უნდა ფუნქციონირებდეს.  ლექციები დისციპლინათშორისი მიდგომის შესახებ: აკადემიაში რეგულარულად იმართება ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული სპეციალისტების ლექციები, რომელთა მიზანია შემოქმედებითი პროექტების

69


შემუშავების კუთხით სტუდენტების უნარ-ჩვევების დისციპლინათშორისი მიდგომის გათვალისწინებით.

გაძლიერება,

ფინანსური ასპექტები და ბიზნეს მოდელი: “Upstart” ფინანსდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ, გაერთიანებული სამეფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის - “Creative Spark”-ის ფარგლებში. (ბიუჯეტი მითითებული არ არის). აკადემიის პერსონალის ანაზღაურებას ნაწილობრივ ფარავს აკადემია (ანუ, სახელმწიფო ბიუჯეტი). ფაბლაბისთვის აპარატურა შესყიდულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით (ბიუჯეტი: 300,000.00 ლარი); ამ შემთხვევაშიც, ფაბლაბის ადმინისტრირებისთვის გამოყოფილი პერსონალის ანაზღაურებას უზრუნველყოფს აკადემია. მხარდამჭერი პარტნიორები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (Fablab); ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო (ლექციების სერია); ბრიტანეთის საბჭო (UpStart). სტრატეგიული მიმართულება: ამ ეტაპზე აკადემია ორიენტირებულია სამოქმედო გეგმის (რომელიც დაკავშირებულია Upstart-ის პროექტთან) შემუშავებაზე.

3. ყოფილი ინდუსტრიული ობიექტების ანალიზი/ნახევრად გამართული ინფრასტრუქტურა,

რომელსაც

შემოქმედებით

სივრცედ

გადაქცევის

პოტენციალი გააჩნია ყოფილი ინდუსტრიული შენობები და მიტოვებული/გამოუსადეგარი ინფრასტრუქტურა, რომელიც, როგორც წესი, საბჭოთა პერიოდშია აშენებული (ინდუსტრიული მემკვიდრეობა) წარმოადგენს სახელმწიფოს, მაგ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მუნიციპალურ ქონებას. ოთხმოცდაათიან წლებში დაწყებული ინტენსიური პრივატიზაციის პროცესის გამო, არსებობს უამრავი გამოუყენებელი შენობა, რომლებსაც, კერძო საკუთრებად ქცევის შემთხვევაში, შემოქმედებით ჰაბად/კლასტერებად გადაქცევის პოტენციალი გააჩნია. ქვემოთ მოცემულია სია/დასახელებები იმ შენობების, რომლებიც შედგება ფიზიკური სივრცეებისგან. ისინი წარმოადგენენ შემოქმედებით სივრცეებს ან პოტენციურ შემოქმედებით სივრცეებს.

რადიო ქალაქი: აჭარა ჯგუფმა თბილისის მერიისგან 8 მილიონ დოლარად შეისყიდა უფუნქციო სამრეწველო ობიექტი (ყოფილი რადიო ქარხანა) მისი ტრანსფორმირების 70


მიზნით შემოქმედებით ეკონომიკურ პლატფორმად, რომელიც ხელოვნების, მწარმოებლების, განათლების მუშაკების, მეწარმეებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების სინერგიულ ეკოსისტემაში ინტეგრირებისკენ იქნებოდა მიმართული. რადიო ქალაქი 117 950 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გაშლილი, ხოლო სტრუქტურული სივრცის ფართი განისაზღვრება 48 265 კვადრატული მეტრით და, სხვა მიზნებთან ერთად, გამოყენებულ იქნება საერთაშორისო ფესტივალების, გამოფენების, ხელოვნების ნიმუშთა ბაზრობების, ხელოვანთა რეზიდენციების, ერთობლივი სამუშაო სივრცეების, შემოქმედებითი ატელიებისა და სახელოსნოების ორგანიზებისთვის. აჭარა ჯგუფს ნაკისრი აქვს ვალდებულება მის განვითარებაში განახორციელოს მინიმუმ 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია. პროექტი რამდენიმე ფაზად იყოფა და განვითარების ეტაპობრივ სტრატეგიას მიჰყვება. კონცეფციის შემუშავებისა და ბიზნეს მოდელის შექმნის მიზნით კონსულტანტების საპოვნელად, აჭარა ჯგუფი გეგმავს ითანამშრომლოს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან, რომელსაც საერთაშორისო განვითარების კომპანია (DAI) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ახორციელებენ, თუმცა კონსულტანტების აყვანის პროცესი კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შეფერხებულია. სწავლის, ცოდნის დაუფლების, გამომგონებლობის, თანამშრომლობისა და სინერგიის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის, ეკოლოგიურობისა და მდგრადობის ძირითად ღირებულებებთან ერთად, რადიო ქარხნის პროექტი ფოკუსირებულია ადგილობრივ კონტექსტზე: “ფოკუსირებულნი ვართ რა გლდანისა და მუხიანის დასახლებების განვითარებაზე, ჩვენ წარმოვადგენთ შესაძლებლობების ღია პლატფორმას ინოვაციების, შემოქმედების, სწავლის, ცოდნის დაუფლებისა და ზრდის მსურველი ყველა იმ კერძო პირისა თუ საწარმოსთვის, რომლებიც ჩართულნი არიან საზოგადოების სხვა წევრებთან თანამშრომლობით პროცესებში.” განვითარების კონცეფცია შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა: ადაპტირებული ხელმეორედ გამოყენება, მწვანე სახლი, (განახლებადი ენერგია, ჰაერის ხარისხის კონტროლი, აქროლადი ორგანული ნივთიერებების დაბალი შემცველობა62, ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად განკუთვნილი ოთახის მცენარეები, ვერტიკალური ფერმერობა, ენერგოეფექტური ფანჯრები, ნულოვანი/მინიმალური ნარჩენების პოლიტიკა, გადამუშავებადი მასალები, საკუთარი გადამამუშავებელი ცენტრი, მინიმალური წყლის მოხმარება, ნარჩენებისა და წვიმის წყლის მენეჯმენტი, ველოსიპედებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, სხვა.), კლასტერული მიდგომა, სინერგიული ეკოსისტემა, შემოქმედებითი ეკონომიკა, თანამშრომლობაზე დაფუძნებული საქმიანობა და საზოგადოების ჩართულობა, საგრანტო დაფინანსება და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა. პირველი ფაზის დასრულება დაგეგმილია 2021 წელს, მეორე ფაზა დასრულდება 2022 წელს; ხოლო ბოლო ფაზა -2023 წელს. კლასტერული მიდგომა ხორციელდება შემდეგი კომპონენტების/განზომილებების გაერთიანებით: ოფისები, ერთობლივი სამუშაო სივრცეები, ხელოსნობა და მსუბუქი მრეწველობა, საცალო ვაჭრობა, 62 (ტოქსიკურობა) (საღებავის, საწმენდი საშუალებების, სხვ.)

71


განათლება, ხელოვნება და დიზაინი, მოდა, კინემატოგრაფია & ტელევიზია, დასვენება. სინერგიული ეკოსისტემა დაფუძნებულია ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედ ღირებულებათა ჯაჭვზე, რომელიც შემდეგი ფაზებისგან შედგება: კონსულტაცია, პროექტირება, დამზადება/წარმოება, შეფუთვა, მარკეტინგი, რეკლამირება, საცალო გაყიდვა. თანამშრომლობაზე დაფუძნებულ რესურს ცენტრებში, მოიჯარეები და საზოგადოების წევრები უზრუნველყოფილნი იქნებიან პროფესიული სწავლების შესაძლებლობებით, ერთობლივ სემინარებზე დასწრებით, კარიერასთან დაკავშირებული კონსულტაციებით, დაფინანსების შესაძლებლობებთან დაკავშირებული რჩევებით, ღონისძიების ჩასატარებელი სივრცით, ნეთვორქინგის შესაძლებლობებით. აჭარა ჯგუფის მიზანია:  რადიო ქალაქის დაფინანსების ყველა შესაძლებლობის იდენტიფიცირება და ბოლომდე გამოყენება;  გრანტების ძირითად პროვაიდერებთან თანამშრომლობა ახალი პროგრამების დასაწყებად;  რადიო ქალაქის მოიჯარეებისთვის დახმარების გაწევა საგრანტო დაფინანსების მისაღებად. საერთაშორისო დონორების გარდა, აჭარა ჯგუფი აპირებს ითანამშრომლოს „აწარმოე საქართველოსთან“ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები), ვინაიდან ის რადიო ქალაქს მოიაზრებს როგორც ძირითად პლატფორმას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის სტარტაფებისა და კომპანიების განსავითარებლად. ამასთან, აჭარა ჯგუფი გეგმავს თანამშრომლობას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან პროექტთან დაკავშირებული სტრატეგიებისა და პროგრამების განსახორციელებლად. რადიო ქალაქის გარდა, აჭარა ჯგუფმა შეიძინა ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული ობიექტი (TEDZ და პურის ქარხანა). პირველი ჯერ კიდევ კონცეპტუალური განვითარების ეტაპზეა, ხოლო მეორეში განთავსდება სამკითხველო კლუბი, კაფე, მიუზიკ ჰოლი, სხვა. კერძო ინიციატივების გარდა, არსებობს არა-სამთავრობო სექტორის/სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ ინიცირებული და მოგვიანებით სახელმწიფოს/მუნიციპალური ორგანოების მიერ მხარდაჭერილი პროექტები შემოქმედებით სივრცის განვითარების შესახებ, მაგალითად, როგორიცაა: თანამედროვე ხელოვნების გალერეა - მედიათეკა - ახალი პროექტი, რომელიც მხატვრებმა, ხელოვნების მუშაკებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს. პროექტის იდეა რეკრეაციულ ზონაში არსებული ყოფილი საბაგიროს შენობის შემოქმედებით ჰაბად ტრანსფორმირებაში 72


მდგომარეობდა. ინიციატივას მხარი დაუჭირა თბილისის მერიამ, რომელმაც შენობა ვადიანი უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადასცა AHU ფონდს (არა-სამეწარმეო და არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელსაც პროექტის ინიციატორები წარმოადგენენ). არსებობს კიდევ ერთი მაგალითი, როდესაც სახელმწიფო/მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს კერძო შემოქმედებითი ინიციატივის რეალიზაციას ინფრასტრუქტურით დროებითი სარგებლობის უფლების გადაცემის გზით (პროექტი „აქთუშეთი“). მთელი რიგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სხვადასხვა სამინისტროების ბაზაზე არსებული ორგანიზაციები) და სახელმწიფოს დაფინანსებით მოქმედი სხვა ორგანიზაციები ფლობენ შენობა-ნაგებობებს, რომლებსაც ყოველთვის „შესაბამის“ ორგანიზაციებზე როდი აქირავებენ. არსებობს შემთხვევები, როდესაც სამეცნიერო ინსტიტუტს თავისი ქონების ნაწილი სპა-სალონზე აქვს იჯარით გადაცემული. საჯარო სამართლის ამ იურიდიული პირებისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო/მთავრობა და როგორც წესი, მათი ბიუჯეტი არ არის საკმარისი ორგანიზაციის სახელფასო და სხვა საექსპლუატაციო ხარჯების დასაფარად. სწორედ ამიტომ, ისინი იძულებულნი არიან თავიანთი ქონება ნებისმიერ მოჯარეს გადასცენ. შედეგად, მასპინძელსა და რეზიდენტს შორის ყოველთვის არ არსებობს კონცეპტუალური თანხვედრა. თუმცა, არსებობს ისეთი მაგალითებიც, როდესაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ტენდერის გამოცხადებისას, სპეციალურ მოთხოვნებს აწესებს პოტენციური გამარჯვებული რეზიდენტებისთვის, კერძოდ, მოითხოვს, რომ რეზიდენტი ხელოვნების/კულტურის სექტორს უნდა წარმოადგენდეს. მაგალითად, საქართველოს ლიტერატურის მუზეუმი ფართს აქირავებს თეატრალურ დასებზე და ისეთ რეზიდენტებზე, როგორიცაა ხელნაკეთი ნივთების მაღაზია, დოკუმენტური ფილმების სტუდია და ფოტო-სტუდია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაციები ქართული ლიტერატურის მუზეუმში (ბაღი) შემოქმედებითი კლასტერის ჩამოყალიბების კარგ პერსპექტივას ქმნის, კლასტერის ფორმირება არ ხერხდება, ვინაიდან არ არსებობს ისეთი რელევანტური პოლიტიკა და სტრატეგია, რომელსაც ყველა რეზიდენტი დაემორჩილებოდა და გაითავისებდა. ონლაინ კვლევის „თქვენი რეკომენდაციები შემოქმედებითი კლასტერების შესახებ“ შედეგად, შედგენილ იქნა იმ გამოუსადეგარი და მიტოვებული ურბანული სივრცეების სია, რომლებსაც, საზოგადოების აზრით, შემოქმედებით კლასტერად ტრანსფორმირების პოტენციალი გააჩნია. თბილისი: “მაუდის ქარხანა” (მთლიანად)63,აკაკი წერეთლის გამზირი 116; ძველი გადასაღები პავილიონი, დავით აღმაშენებლის გამზირი 158; ქარვასლა 64, სიონის ქუჩა 63 დღესდღეობით მაუდის ქარხანაში მხოლოდ ერთი შემოქმედებითი სივრცე (მაუდი) არსებობს 64ქარვასლაში ფუნქციონირებს თბილისის ისტორიის მუზეუმი და ხორციელდება დროებითი გამოფენების პროგრამა (როგორც წესი, თანამედროვე მხატვრების გამოფენებისა და

73


8; საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის შენობა და მის მეზობლად მდებარე საბაგიროს შენობა, რუსთაველის გამზირი 5265; „ზავკოს”66 შენობა, თამარაშვილის გამზირი; მეტალის ტუბები რიყის პარკში; კინოთეატრი “აპოლო”, აღმაშენებლის გამზირი 135; დიდუბისა და სამგორის ყოფილი სარკინიგზო სადგურები; კახეთის გზატკეცილზე მიტოვებული შენობების უმრავლესობა (თბილისი აეროპორტამდე). რეგიონები: ქარხნები ზესტაფონსა67 და რუსთავში; ყოფილი ბავშვთა საავადმყოფო ბორჯომის პარკში, ბორჯომი; კულტურის ცენტრი ახალქალაქში. ეს ონლაინ კვლევის პირველი ეტაპის შედეგებია. 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში გაანალიზდება უფრო მეტი პასუხი და ვირტუალური რეგიონული ტურისა და სახელმწიფო/სამთავრობო უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, შედგება იმ გამოუსადეგარი და სხვა მიტოვებული შენობების პირველი სრულყოფილი მონაცემთა ბაზა, რომლებსაც შემოქმედებით სივრცეებად ქცევის პოტენციალი გააჩნია. (იხილეთ სამოქმედო გეგმა ქვემოთ). 4. შემოქმედებითი კლასტერების ხელშეწყობის სქემები და შესაბამისი კანონმდებლობა 

პრივატიზაცია და სარგებლობის უფლების გადაცემა

ეროვნულ დონეზე შემოქმედებითი კლასტერების განვითარების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს გამოუსადეგარი სამრეწველო ობიექტების შესაძლებლობათა გამოყენება. ასეთი ობიექტების უმრავლესობა წარმოადგენს სახელმწიფო და/ან მუნიციპალურ ქონებას და მათი სარგებლობაში 68 გადაცემა/პრივატიზაცია რეგულირდება სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

პრივატიზაცია: სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ხორციელდება [1] ელექტრონული და/ან საჯარო აუქციონის [1.1] უპირობო აუქციონისა და [1.2] პირობებიანი აუქციონის, [2] ფესტივლებისთვის). პირველი სართული უკავია მცირე ზომის კერძო ტურისტულ მაღაზიებს. შენობის მთლიანი კონცეფცია არათანმიმდევრულია. 65ეს სივრცე სხვადასხვა ორგანიზაციას მასპინძლობს, როგორიცაა თავად აკადემია, ქართველ კინემატოგრაფისტთა კავშირი, მედია ოფისი, სხვა. თუმცა ეს შენობა მთავარ გამზირზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, მოქალაქეებს შენობის კონცეფციისა და მიზნების შესახებ ძალიან შეზღუდული წარმოდგენა აქვთ. 66 სს თი-ბი-სი ბანკის ქონება. 67 მინისა და საფეიქრო ქარხნები. 68 ასევე, სახელმწიფო ქონება შეიძლება დაექვემდებაროს მართვის უფლებით გადაცემას, რაც ნიშნავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ან სხვა სუბიექტისთვის.

74


პირდაპირი მიყიდვის [3] კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და [4] ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით. თუ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ხორციელდება პირობებიანი აუქციონის მეშვეობით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სახელმწიფო ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასი შესაძლებელია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები იყოს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესით პრივატიზების შემთხვევაში, პროცედურასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. თუ პრივატიზებას დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონება თვითმმართველობის ორგანოს ბალანსზეა, აუქციონის ჩატარება ამ ორგანოს, და არა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. საკრებულოსთან თანამშრომლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შეუძლია ქონების პრივატიზაცია განახორციელოს პირდაპირი მიყიდვის წესითაც. თუმცა, ამ ორგანოებს არ აქვთ ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის უფლება.

სარგებლობაში გადაცემა: ქონების სარგებლობაში გადაცემა ხდება ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის საფუძველზე ან მის გარეშე. ქონების სარგებლობაში გადაცემისას მითითებულ უნდა იქნას მისი ნარჩენი საბალანსო ღირებულება. ამ შემთხვევაშიც, თუ ქონება თვითმმართველობის ორგანოს ბალანსზეა, აუქციონის გზით ქონების სარგებლობაში გადაცემა ამ ორგანოს პასუხისმგებლობაა. დანარჩენი კი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმდება. არსებული კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობას გააჩნია იურიდიული უფლებამოსილება გადასცეს ქონება სარგებლობაში და/ან მოახდინოს მისი პრივატიზაცია, საკუთარი გადაწყვეტილებით. თუმცა, როგორც გამოცდილება ცხადყოფს, კულტურული მიზნებისთვის ქონების პრივატიზება/სარგებლობაში გადაცემა არ წარმოადგენს გავრცელებულ პრაქტიკას69. კულტურული მიზნებისთვის ქონების სარგებლობაში გადაცემის/პრივატიზების მარეგულირებელი სახელმძღვანელო პრინციპების არარსებობა აფერხებს სახელმწიფო/მუნიციპალური ქონების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ძირეული პრობლემების იდენტიფიცირებას. საკითხავია რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა: არაეფექტურ კანონმდებლობაში თუ რთულ ბიუროკრატიულ სისტემაში და ისეთი ორგანიზაციული ერთეულის/პერსონალის არარსებობაში, რომელიც მედიატორის როლს შეასრულებდა შემოქმედებითი სივრცეების პროექტების ინიციატორებსა და სახელმწიფო/მუნიციპალურ ორგანოებში გადაწყვეტილების მიმღებ და პოლიტიკის განმახორციელებელ პირთა შორის. 75


სოციალური მეწარმეობა

შემოქმედებითი კლასტერების სტრუქტურის გათვალისწინებით, სოციალური მეწარმეობის კონცეფცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს: კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ორგანიზაციების უმრავლესობა ორიენტირებულია შემოქმედებითი კონტენტის შემუშავებაზე/განვითარებაზე და სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი პროდუქტისა და მომსახურების კომერციალიზაციაზე. ამასთან, უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც ამ პროდუქტებს/სერვისებს ავითარებენ საზოგადოების სპეციფიკური ჯგუფები, მათ შორის, მისი მოწყვლადი წარმომადგენლები, კერძოდ ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები, ლგბტ თემის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ორგანიზაციები, რომლებიც სოციალური მეწარმეობის კორპორაციულ კულტურას იზიარებენ (მაგ. ცოდნის კაფე), მრავალი წელია, რაც გამოწვევად რჩება შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არაკომერციულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ განახორციელონ ეკონომიკური (კომერციული & სამეწარმეო) საქმიანობა, არსებული კანონმდებლობით (მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული ინსტრუქციები 69), ისინი მოკლებულნი არიან იმის შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური საქმიანობა აქციონ თავიანთ პრიორიტეტულ მიმართულებად. თუ გავითვალისწინებთ მსოფლიო ტენდენციას, რომლის მიხედვითაც არა-სამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლების ძირითად წყაროს (53%) წარმოადგენს სამეწარმეო/კომერციული საქმიანობა, მეორე ადგილზეა სახელმწიფო დაფინანსება (35%) და კერძო შემოწირულობები (13%), სულ უფრო აშკარა ხდება სოციალური მეწარმეობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების უდიდესი 70 მნიშვნელობა. საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრმა სოციალური მეწარმეობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება 2015 წლიდან დაიწყო. სამი წლის შემდეგ (2018 წლის 1 ნოემბერს) საქართველოს პარლამენტის ათი წევრის მიერ ინიცირებულ იქნა კანონპროექტი სოციალური მეწარმეობის შესახებ (საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის & კერძო პირის ლევან ალაფიშვილის ავტორობით. ამჟამად კანონპროექტი გადის შეფასებას სხვადასხვა კომიტეტების მიერ (რომელთაგან წამყვანია სექტორული ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი). კანონპროექტი პლენარულ სხდომას სავარაუდოდ 2020 წლის ივლისში/აგვისტოში წარედგინება. კანონის მთავარი მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში „სოციალური მეწარმეობის“ სტატუსის განხორციელება, რათა ამაღლდეს დაინტერესებული წრეების 69 http://www.civilin.org/pdf/Guidebook-final.pdf 70 ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის არაკომერციული სექტორის შედარებითი ანალიზის პროექტი, გლობალური სამოქალაქო საზოგადოება: მიმოხილვა, 2003.

76


ინფორმირებულობის დონე იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სოციალური მეწარმეობის კორპორაციული კულტურის პრინციპებს იცავენ. დოკუმენტი სოციალურ მეწარმეობას განმარტავს როგორც სამეწარმეო საქმიანობას, რომლის მიზანია უზრუნველყოს სოციალური თანასწორობა, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა დასაქმება და სოციალური მიზნების მიღწევა განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში. ის „სოციალური მეწარმის“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს როგორც კომერციული, ისე არა-კომერციული ორგანიზაციებისთვის. არაკომერციული ორგანიზაციები, აღნიშნული სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ვალდებულნი არიან განახორციელონ მოგების 70%-ის რეინვესტირება სოციალური მიზნების მქონე ორგანიზაციის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს კონკრეტულ სტიმულირების მექანიზმებს, არსებობს მოლოდინი, რომ კანონის მიღება გააძლიერებს მხარდაჭერის პროცესს, მათ შორის, სოციალური მეწარმეობის სტიმულირების მექანიზმებს. ქრაუდ-ფანდინგი და ქრაუდ-დაფინანსება ვინაიდან საქართველოში კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და შემოქმედებითი კლასტერებისთვის დაფინანსების წყაროები შეზღუდულია, ქრაუდფანდინგი შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორ გარეშე დაფინანსების ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც შემოქმედებითი კლასტერების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის პოტენციალი გააჩნია. არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქრაუდფანდინგის სამი ტიპიდან, გამოიყენება მხოლოდ „ფილანთროპიული“ მოდელი (მაგ. ცოდნის კაფე). დაფინანსება კრედიტებისა და სააქციო კაპიტალის გამოყენებით არ ხდება, ვინაიდან არ არსებობს შესაბამისი ფისკალური პოლიტიკა და კანონმდებლობა. თუმცა, სესხზე დაფუძნებული ქრაუდ-ფანდინგის საინიციატივო ჯგუფებს (იმ პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ტრადიციული სესხის აღებას და/ან სურთ ალტერნატიული საშუალებების მოძიება) შეუძლიათ მიმართონ სხვა სპეციალისტებს პროცენტიანი სესხის ასაღებად.71 შესაბამისი ფისკალური პოლიტიკისა და კანონმდებლობის არარსებობის გამო გამოწვევების წინაშე დგას ასევე სააქციო კაპიტალზე დაფუძნებული ქრაუდფანდინგი, რომელიც გულისხმობს თანხების მობილიზებას აქციების (წილების, თამასუქების, ობლიგაციების, შემოსავლების წილის, სხვა) გაყიდვის გზით. 

ფილანტროფია და საქველმოქმედო შემოწირულობები

71იხილეთ მეტი: https://www.equitynet.com/crowdfunding-terminology/loan-based-crowdfunding 77


გთხოვთ, იხელმძღვანელეთ შედეგით 2 - “ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონპროექტის განხორციელების მდგომარეობა“ & „სხვადასხვა ქვეყნებში ფილანტროფიის სტიმულირების მექანიზმების მიმოხილვა“. IV.

რეკომენდაციები 72

საჭიროა, რომ საქართველომ, ძირითადი დაინტერესებული მხარეების დახმარებით, ეროვნულ დონეზე შეიმუშავოს „კლასტერებზე დაფუძნებული შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარების სტრატეგია“, რომელიც შედგება მისი განხორციელების კონკრეტული გეგმებისგან. ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები აჯამებს კვლევის შედეგებს/შედეგი 1. ისინი განკუთვნილია საქართველოს სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებში გადაწყვეტილების მიმღები და პოლიტიკის განმახორციელებელი პირებისთვის, სხვადასხვა ტიპის გარეშე დამფინანსებლების, მათ შორის, კომპანიების, ინდივიდუალური დონორებისა და საერთაშორისო/ეროვნული დონორი ორგანიზაციების, შემოქმედებითი კლასტერების ხელმძღვანელებისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების სექტორს, და არა მხოლოდ. 1. სტრატეგიული და პოლიტიკის დონე 

შემოქმედებით კლასტერზე ფოკუსირებული პერმანენტული გუნდის ფორმირება, მრავალი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რომელიც შედგება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან, რომლებიც, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, საქმიანობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ახალგაზრდობის პოლიტიკა, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა. შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფარგლებში სპეციალური განყოფილებების შექმნა, რომელთა პერსონალი უზრუნველყოფს კონსულტაციების გაწევას შემოქმედებით კლასტერთან დაკავშირებული პროექტებთან და მათ ინიციატორებთან და გუნდებთან დაკავშირებით. სახელმწიფო დაფინანსების გეგმებისა და პროგრამების ადაპტირება, რათა სხვადასხვა ფორმის შემოქმედებითი კლასტერის შექმნა და განვითარება და მათი მდგრადობის უზრუნველყოფა გამოცხადდეს პრიორიტეტად. კონსულტაციის ელემენტის შეტანა კულტურის პოლიტიკით გათვალისწინებულ ქვემოდან ზემოთ მიმართულ მიდგომაში: სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართვა ურბანული განახლების სტრატეგიებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

72შენიშვნა: ეს რეკომენდაციები შევა მომავალ პროგრამულ დოკუმენტში (რომელიც 2020 წლის სექტემბერში უნდა შემუშავდეს)

78


შემოქმედებითი კლასტერების მენეჯერთა ცნობიერების ამაღლება შემოქმედებითი კლასტერის ბიზნეს მოდელის განვითარების სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის, სტიმულირების ისეთი მექანიზმების შესახებ, როგორიცაა პოტენციური მოიჯარეებისთვის სივრცეების შეთავაზება საბაზრო ღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად. მუნიციპალიტეტების, თვითმმართველობის ორგანოების ცნობიერების ამაღლება შემოქმედებით კლასტერზე ფოკუსირებული ინფრასტრუქტურის შექმნის შედეგების შესახებ და საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება შემოქმედებითი კლასტერის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე: საქართველოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის შექმნის შესაძლებლობა73.

2. მენეჯმენტი და ოპერაციები 

საქართველოში არსებული შემოქმედებითი კლასტერებისთვის სტრატეგიული ბიზნეს გეგმების შემუშავება (იმ შემთხვევაში თუ მათ არ აქვთ ამგვარი გეგმები), ასევე ხანგრძლივ პერსპექტივაში ცენტრების ფუნქციონირებისთვის ინოვაციური ბიზნეს მოდელების შესწავლა. შემოქმედებითი კლასტერის პროგრამების წარმართვა საზოგადოების წევრთა კულტურული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით, მაგ. ქალაქთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმართებაში კულტურული აზროვნებისა და ქცევის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მდიდარი კულტურული ცხოვრების შექმნა, წარმოსახვის წახალისება, ცოდნის გაზიარება და ადგილთან სულიერი სიახლოვის განცდის ჩამოყალიბება შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის შექმნაში მოხალისეობრივ მონაწილეობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება მოხალისეობის ეკონომიკური მნიშვნელობის აქცენტირების გზით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე. ფოკუსირება მრავალდისციპლინიან და მრავალსექტორულ პროგრამებზე შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიების განვითარებისას, ტრადიციებისა და ინოვაციების დაბალანსებისას. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება შემოქმედებით და საწარმოო, ასევე მართვისა და ოპერაციების განხორციელების პროცესში. Web 2.0 ინსტრუმენტების აქტიური გამოყენება შემოქმედებითი კლასტერების აქტივობების ხელშეწყობისთვის. შემოქმედებითი საქმიანობის ადგილების ოპერირებისას, გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული საკითხების, კერძოდ, დაბალი ენერგომოხმარების, ნარჩენების აღდგენისა და კომპოსტად გამოყენების,

73 იხილეთ როგორც მაგალითი: კანადის შემოქმედებითი ქალაქების ქსელი: https://www.creativecity.ca/

79


ორგანული მასალების გამოყენების, ნახშირორჟანგის კვალის შემცირებისა და სხვა საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება. 3. თანამშრომლობა და ინფორმატიულობა  ერთობლივი პროპაგანდისტული და ლობისტური კამპანიების ორგანიზება, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში ცალკეული ხელოვნებისა და მათი კოლექტივების როლის გაძლიერებისკენაა მიმართული.  იმ ორგანიზაციების განსაზღვრა, რომლებსაც დაეკისრებათ საქართველოს შემოქმედებითი კლასტერების შესახებ მონაცემთა შედგენა საქართველოში არსებული შემოქმედებითი კლასტერების მაგალითების, კერძოდ, მათი პროგრამების, მიღწევების, ღონისძიებებისა და მართვის მოდელების შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო ქსელებისა და ონლაინ პორტალების მეშვეობით ფართოდ გავრცელების მიზნით.  შემოქმედებით კლასტერებსა და არა-კულტურული პროფილის ორგანიზაციებს (ქალთა ქსელები, სოციალური ცენტრები, საავადმყოფოები, ადგილობრივი სათემო კლუბები, მოხალისეთა და მოყვარულთა ორგანიზაციები) ადგილობრივი კავშირების გაუმჯობესება.  შემოქმედებით კლასტერებსა და „ტრადიციულ“ კულტურულ ორგანიზაციებს (მუზეუმები, ოპერები, თეატრები, სხვა) შორის ტრადიციული თანამშრომლობის გაუმჯობესება. 4. კვლევა და განათლება 

შემოქმედებით კლასტერებსა და ადგილობრივ სკოლებს, სასწავლო დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებს (კერძოდ, ხელოვნებისა და კულტურის პროგრამებს), მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. შემოქმედებითი კლასტერების საქმიანობის შესახებ თემატური კვლევების გავრცელება საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ტრენინგ ცენტრებს შორის. შემოქმედებითი კლასტერების ხელმძღვანელი პირებისთვის თემატური სასწავლო პროგრამების ორგანიზება შესაძლებლობათა გაძლიერების, საერთაშორისო თანამშრომლობის, ბიზნეს მოდელების, თანხების მობილიზებისა და მარკეტინგის სფეროში. კვლევების დაწყება სხვადასხვა თემებზე, რეგიონებზე და ქვეყანაზე საქართველოს შემოქმედებითი კლასტერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ზემოქმედების განსაზღვრის მიზნით. ქართული ანალიტიკური ცენტრის დაფუძნება (ონლაინ და ოფლაინ სივრცეში), საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით, ურბანული განახლების პოლიტიკაში ხელოვნებისა და კულტურის როლთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით. 80


მონაცემთა შედგენა ყოფილი სამრეწველო ობიექტების შესახებ, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს როგორც სახელმწიფოს/მუნიციპალურ ქონებას, ისე კერძო პირის ქონებას, და რომლებსაც გააჩნია შემოქმედებით კლასტერზე ფოკუსირებულ შემოქმედებით ჰაბად გადაქცევის პოტენციალი. საზოგადოების ფართო მასებში სიღრმისეული კვლევების ჩატარება ინფორმაციის შეგროვების მიზნით იმის შესახებ, თუ რომელია შემოქმედებით კლასტერების ყველაზე მოთხოვნადი პროფილი (ყველაზე მოთხოვნადი ფუნქციების/განზომილებების იდენტიფიცირების გზით).

5. ფინანსური მხარდაჭერა და კანონმდებლობა 

 

კომუნიკაციის რეგულარული ფორმების უზრუნველყოფა შემოქმედებითი კლასტერების პოტენციურ სახელმწიფო და კერძო დამფინანსებლებს, მათ შორის, იმ კომპანიებს შორის, რომლებიც კულტურისა და ხელოვნების მიღმა არსებულ საკითხებზე (როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სოციალური საკითხები, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, განათლება, მეცნიერება, სხვა) არიან ორიენტირებულნი. ხანგრძლივი კონცესიების შეთავაზება კულტურის ორგანიზაციებისთვის, რათა მათ შესძლონ დაცარიელებული სამრეწველო შენობის შემოქმედებით კლასტერად ტრანსფორმირება (შემოქმედებით პროგრამირებასთან, ეკონომიკურ ეფექტიანობასთან და მდგრადობასთან დაკავშირებული კრიტერიუმების გათვალისწინებით). მიზნობრივი გრანტების შეთავაზება სტარტაფებისთვის, რაც წარმოადგენს შემოქმედებითი კლასტერების განვითარების საფუძველს - კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, აპარატურის შესასყიდად, შეღავათიან ფასად ფართის დასაქირავებლად, სხვა. სხვადასხვა დამფინანსებლებს (სახელმწიფო, ფონდები, კომპანიები, კერძო დონორები) პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში. მდიდარი კერძო პირებისა და ბიზნეს კორპორაციების ჩართვა რეკონსტრუქციის პროცესში და ცენტრების შემდგომი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. შემოქმედებით კლასტერებში საქმიანობიდან და წევრობიდან შემოსავლების მიღების სხვადასხვა გზების უზრუნველყოფა. შემოქმედებითი კლასტერების პროექტებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება, მაგ. სახელმწიფო ორგანიზაციის მოთხოვნა წინადადებების წარდგენის შესახებ ისეთი კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განსავითარებლად, როგორიცაა სსიპ შემოქმედებითი საქართველო და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული თვითმმართველობის ორგანოები.

81


გარეშე დაფინანსების შესაძლებლობათა გაფართოება, ფილანტროფიისა და ქრაუდფანდინგის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობა.

7. წარმატების ფაქტორები ექსპერტები და შემოქმედებითი კლასტერების მენეჯერები ასახელებენ რამდენიმე ძირითად ფაქტორს, რომლებიც განსაზღვრავს შემოქმედებითი კლასტერის შექმნისა და განვითარების წარმატებას, კერძოდ:  კონკრეტულ ადგილზე უკვე არსებული ობიექტის შემჩნევა და ქალაქში/რეგიონში უკვე არსებული ორგანიზაციის, ინიციატივის ან კოალიციის განვითარება.  ადგილის უნიკალურობისა და რესურსების გათვალისწინება, იმ კონტექსტის სიღრმისეულად გააზრება, რომელშიც ფუნქციონირებს შემოქმედებითი კლასტერი.  პარტნიორობის მექანიზმის შექმნა. თავიდანვე სწორი პარტნიორების შერჩევა და შემდგომ მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ყველა მხარისთვის მომგებიანი და ურთიერთსარგებლიანობაზე დამყარებული პირობების შექმნის გზით.  შემოქმედებითი იდეებით აღსავსე ლიდერის პოვნა, რომელიც არა მხოლოდ შექმნის შემოქმედებით კლასტერს, არამედ ექნება საზოგადოებაზე ორიენტირებული ხედვა და შესძლებს პარტნიორთა კოალიციის შექმნას კლასტერის განვითარების მიზნით.  კლასტერში პროფესიული მისწრაფებებისა და გამოცდილების თვალსაზრისით ერთნაირად მოაზროვნე ადამიანების შეკრება; კოლექტიური საქმიანობის შედეგიანობაში მათი დარწმუნება და კლასტერში მონაწილეობის მოტივაციის ამაღლება.  „შინაურული განცდის“ ჩამოყალიბება და უსაფრთხო შიდა გარემოს შექმნა გარე პარტნიორებთან კავშირების დამყარებამდე.  თავდაპირველი „სტარტაფული ენთუზიაზმის“ შეხამება შემოქმედებითი კლასტერის მართვის უნართან და ცოდნასთან; შემოქმედებითი კლასტერისთვის ისეთი ხელმძღვანელის შერჩევა, რომელიც კარგი „მაერთებელი რგოლია“.  ისეთი მართვის სტრუქტურის შექმნა, რომელიც „თავისუფლებას არეგულირებს“ და ენთუზიაზმის ორგანიზებულად მართვა. o შემოქმედებითი კლასტერში თავისუფალი ორგანიზაციული სტრუქტურის უზრუნველყოფა, რომელიც ღია იქნება ცვლილებებისთვის, ზედმეტი სტრუქტურიზაციის თავიდან აცილება.  შერეული ტიპის ღონისძიებების ორგანიზება, სხვადასხვა სექტორში მომუშავე კომპანიებისა და პირების თავმოყრა. 82


ახალგაზრდა აუდიტორიისა და მომხმარებელთა მიზიდვის მიზნით, შერეული პროგრამების შედგენა, რომლებიც ტრადიციულ ხელოვნებასთან ერთად, მოიცავს მასობრივი ინფორმაციის ახალი საშუალებების, დიგიტალიზაციის მეთოდების, ახალი ტექნოლოგიების სწავლებას.  თანამშრომლური ატმოსფეროს მუდმივად შენარჩუნება შემოქმედებით კლასტერში, რომელიც წარმოადგენს ინტერაქტიულ სივრცეს ცოდნის გაზიარებისთვის და საზოგადოებასთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის დამყარებისთვის.  ადგილობრივ თემებთან კონტაქტის შენარჩუნება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა; შემოქმედებითი კლასტერის მიმართ კუთვნილების გრძნობის ჩამოყალიბება სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო და სხვა აქტივობების განხორციელებით (მაგ. რესტორნების, ბარების, წვეულებების, ღია სცენების, სხვა სივრცეების მოწყობა).  კლასტერის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდა, როგორც მასობრივი ინფორმაციის ტრადიციული საშუალებების, ისე სოციალური მედიისთვის ინფორმაციის მიწოდების გზით. შემოქმედებითი კლასტერის წარმატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თავდაპირველი დამფინანსებლების ან ინვესტორების პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი მხარდაჭერა. ხელისუფლების ორგანოები შემოქმედებით და კულტურულ ინდუსტრიებს უნდა აღიარებდნენ სტრატეგიული კულტურული გეგმების ნაწილად, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. იმის გაცნობიერება, რომ შემოქმედებითი კლასტერები წარმოადგენს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ნაწილს, რომელსაც ასევე სოციალური მიზნებიც გააჩნია, უაღრესად მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ადამიანების შიშების გასაფანტად იმასთან დაკავშირებით, რომ შემოქმედებითმა კლასტერებმა გაზარდონ კომერციალიზაცია და შეამცირონ სახელმწიფო დაფინანსება. 

83


V. სამოქმედო გეგმა # აქტივობა

აღწერა

დაინტერესებ

ივლ.–

სექტ. –

იანვ.

ივნ. –

სექტ.20

ული მხარეები

აგვ.

დეკ.

სექტ.

21 - და

მაისი

2021

შემდგო

2020

74

2020

75

2021 76 1 მონაცემების

სსიპ

შემოქმედებითი

ადგილობრივი

.

შემუშავება

საქართველო

და

ეროვნული

ექსპერტი; სსიპ

შემოქმედებითი

ექსპერტი

რეგიონებში

შემოქმედებითი

და

ჩაატარებენ

კულტურული

რეგიონულ

ინდუსტრიების

შეხვედრას)

შესახებ,

თვითმმართველობის

მათ

ვირტუალურ ტურს

(სულ

10

რეგიონების

საქართველო რეგიონული თვითმმართვე ლობის

შორის, ყოფილი

ორგანოების

ინდუსტრიული

წარმომადგენლებთან,

ობიექტებისა და

შესაბამისი

შემოქმედებითი

მოპოვების მიზნით, რომელიც

და

ექვემდებარება

კულტურული

განხილვას

ინდუსტრიების

დოკუმენტის ფარგლებში

ორგანოების

ინფორმაციის შემდგომ პროგრამული

წარმომადგენლ ები ფართო აუდიტორია

სფეროში მოქმედი ორგანიზაციების, არსებული მხარდაჭერის პროგრამების შესახებ, და სხვა მონაცემები.

2 შემოქმედებითი

ტარდება ონლაინ გამოკითხვა

ადგილობრივი

.

კლასტერების

შემდეგ მონაცემთა მოპოვების

ექსპერტი

მოხმარების

მიზნით:

მოდელებისა და

არსებული

ყველაზე

კლასტერების

მოთხოვნადი

შესახებ და იმ კომპონენტების

პროფილის

ჩამონათვალი,

შესწავლა.

ფართო აუდიტორიის აზრით,

ინფორმაცია შემოქმედებითი მოდელების რომლებიც,

გათვალისწინებულ უნდა იქნას ახალ 74 პროექტის ფარგლებში 75 პროექტის ფარგლებში 76 პროექტის ფარგლებში

შემოქმედებით

ფართო აუდიტორია

x


კლასტერებში 3

“შედეგი

.

1”-ის

პროგრამულ

დოკუმენტში

პროექტის

პროგრამულ

(რომელიც

წარმოადგენს

ადგილობრივი

დოკუმენტში

პროექტის

შეტანა,

(პროდუქტს)

„შედეგი

მთავარ

შედეგს

x

და საერთაშორისო

2“-ის

გათვალისწინებულ უნდა იქნას

მონაცემებთან

წინამდებარე

ერთად.

ძირითადი

ექსპერტები

დოკუმენტის მონაცემები,

შორის,

მათ

წინამდებარე

სამოქმედო გეგმა და „შედეგში 2“ მოცემული სამოქმედო გეგმა 4 საერთაშორისო

თბილისის

არქიტექტურული

.

საუკეთესო

ბიენალეს (2020) ფარგლებში 3

ქვეყნებიდან

პრაქტიკის

საერთაშორისო

მოწვეული

დაინტერესებულ

წარმომადგენელი

საერთაშორისო

ი მხარეებისთვის

(ექსპერტი/შემოქმედებითი

მომხსენებლები

გაზიარება

კლასტერების კლასტერების

მხარდაჭერის

პროგრამების

მქონე

სახელმწიფო ორგანიზაციების გამოცდილებას შემოქმედებითი

თავიანთ

გაუზიარებენ და

კულტურული ინდუსტრიების ადგილობრივი 5 გაცვლითი .

სასწავლო ვიზიტები საზღვარგარეთ

6 უნარ-ჩვევების . განვითარება და

x

საქართველოს

მენეჯერები/შემოქმედებითი

წარმომადგენლები)

შესაბამისი

შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების სექტორის წარმომადგენლ ები

სექტორის

წარმომადგენლებს საქართველოს სტეიკჰოლდერთა წარმომადგენლების 4 დღიანი ვიზიტი იმ ქვეყანაში/ქალაქში, რომელმაც წარმატებას მიაღწია შემოქმედებითი ჰაბების/კლუბების განვითარების მიმართულებით (4 წარმომადგენელი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოდან და სტეიკჰოლდერთა გუნდიდან + შემოქმედებითი საქართველოს 2 წარმომადგენელი რეგიონებში სამუშაო შეხვედრებისა და სემინარების ჩატარება

ეროვნული

x

x

x

ექსპერტი, საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლ ები

ეროვნული

x

ექსპერტი/სსიპ

1


შემოქმედებით

შემოქმედებითი

კლასტერებთან

საქართველო

დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება რეგიონებში

7 სოციალურ . მეწარმეობასთან, ქრაუდფანდინგთ ან

და

ფილანტროფიას თან დაკავშირებული

მონაწილეობა სექტორულ შეხვედრებში, რომლებიც შეეხება სოციალურ მეწარმეობასთან, ქრაუდფანდინგთან და ფილანტროფიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებს

ეროვნული ექსპერტი/სსიპ შემოქმედებითი საქართველო

საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების მხარდაჭერა

და

ლობირება

2


VI.

დანართები

დანართი 1: რესურსები ბიბლიოგრაფია ბეგველი, სუზან (2008). შემოქმედებითი კლასტერები და ქალაქის ზრდა. ჟურნალი შემოქმედებითი ინდუსტრიები, ტომი 1, No:1 Baltic Creative CIC: წლიური ანგარიში 2019: https://www.baltic-creative.com/wpcontent/uploads/2019/11/BALTIC-CREATIVE-Master-version-for-web-compressed-2-10year-Report-210-x-210-1.pdf ბერგმან ე. და ფესერ ე. (1999) ინდუსტრიული და რეგიონული კლასტერები: კონცეფციები და შედარებითი ანალიზი. დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტი. ბოიქს, რაფაელ; ლაცარეტი, ლუსიანა; ჰერვას, ხოსე ლუისი & დე მიგელი, ბლანკა (2008). შემოქმედებითი კლასტერები ევროპაში: მიკრო-მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა, ერსა: http://wwwsre.wu.ac.at/ersa/ersaconfs/ersa11/e110830aFinal00471.pdf ბრანზანტი, კ. (2015). შემოქმედებითი კლასტერები და რაიონების ეკონომიკა: ფენომენის ახსნა სისტემატიკის მეშვეობით. ევროპული დაგეგმვის ანალიზი, 23(7). ცენტრი საცხოვრებლად ვარგისი ქალაქებისთვის, სინგაპური (2018). ურბანული სისტემის კვლევა. One North: კვლევითი სამუშაოების, ინოვაციებისა და მეწარმეობის ხელშეწყობა: https://www.clc.gov.sg/docs/default-source/urban-systems-studies/uss-onenorth.pdf კუკი პ. და ლაცარეტი ლ. (2008) შემოქმედებითი ქალაქები, კულტურული კლასტერები და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება. ედვარდ ელგარი, ჩელტენჰამი. ციფრული შემოქმედებითი სექტორები კოვენტრიში: ტენდენციები და პოტენციალი (2017): სტივენ როპერის ანგარიში კოვენტრის დიდებული ადგილის პროექტთან დაკავშირებით (უორუიკშირის ბიზნეს სკოლა), არეტი გკიპალი (უორუიკშირის ბიზნეს სკოლა), ჯეინ სანდერსონი (კოვენტრის უნივერსიტეტი) და ლორენ მორლი (Morley Associates): https://warwick.ac.uk/services/vco/exec/registrar/acb/acb.04_digital_creative_ind ustries_in_coventry.pdf ევანს, გრემი (2009). კულტურული კვარტლებიდნ შემოქმედებით კლასტერებამდე – შემოქმედებითი სივრცეები ახალი ქალაქის ეკონომიკაში, სტოქჰოლმი: ურბანული ისტორიის ინსტიტუტი: https://bura.brunel.ac.uk/bitstream/2438/6475/2/Cultural%20quarters%20& %20urban%20regeneration-evans.pdf ფლორიდა რ. და მელანდერ კ. (2008) მუსიკალური კლასტერები: საწყისი ანალიზი. მარტინის წარმატების ინსტიტუტი.


გორდონი, ი.რ., & მაკკანი, პ. (2000). ინდუსტრიული კლასტერები: კომპლექსები, გაერთიანებები და/ან სოციალური ქსელები? ურბანული კვლევა, 37(3), 513– 532. https://doi.org/10.1080/0042098002096. გლოვაცკი, მაიკლ & ჯექსონი, ლიზი (2019). საჯარო სამსახურის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ორგანიზაციული კულტურა: ადამიანები, ღირებულებები, პროცესები: (https://www.creativemediaclusters.com/images/Glowacki_Jackson_2019.pdf იონგი, დე ვ. (2012). შემოქმედებითობის კერები. მცირე და საშუალო ზომის შემოქმედებით საწარმოთა პოტენციალის რეალიზაცია შემოქმედებითი კლასტერების რბილი ინფრასტუქტურის მართვის გზით. როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტი. ქაინდ, სონია & მეიერ ზუ კოკერ, გერდი (2012) წარმატებული შემოქმედებითი&კულტურული კლასტერების განვითარება. ახალი ინსტრუმენტების მეშვეობით მათი შედეგებისა და ზემოქმედების განსაზღვრა. Projectzukunft, ბერლინი კომოროვსკი, მ. (2017ა). მედია კლასტერების ახალი ტიპოლოგია. ევროპული დაგეგმვის ანალიზი, 25(8). https://doi.org/10.1080/09654313.2017.1303823. კომოროვსკი, მარლენ & პიკონე, იკე (2020) შემოქმედებითი კლასტერის განვითარება. მმართველობა, ტერიტორიის კეთილმოწყობა და მეწარმეობა. როტლჯი. ლონდრი, კ. (2008). შემოქმედებითი ქალაქი: ინსტრუმენტები ინოვატორი ურბანისტებისთვის ლონდონი: გამომცემლობა Earthscan. ლაცარეტი, ლ., კაპონე, ფ., & ბოიქს, რ. (2012). იტალიასა და ესპანეთში შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერად ჩამოყალიბების მიზეზები. ევროპული დაგეგმვის ანალიზი, 20(8). მაჩადო, ა.ფ., სიმოესი, რ.ფ., & დინიზი, ს. კ. (2013). ურბანული კეთილმოწყობა და შემოქმედებითი კლასტერების განვითარება: ბრაზილიის მაგალითი. მიმდინარე ურბანული კვლევები, 1(4), 92–101. ტურიზმისა და კულტურის სამინისტრო, ონტარიო (2010). ონტარიოს გართობადასვენებისა და შემოქმედებითი კლასტერი. ზრდის ჩარჩო პროგრამა: http://www.mtc.gov.on.ca/en/publications/Creative_Cluster_Report.pdf NESTA (2010) შემოქმედებითი კლასტერები და ინოვაცია. შემოქმედებითი კლასტერების რუკის შედგენა: https://media.nesta.org.uk/documents/creative_clusters_and_innovation.pdf ინოვაციების ფონდი -NESTA, განვითარების ორგანიზაცია -Hivos, ბრიტანეთის საბჭო: შემოქმედებითი ჰაბის ლიდერის ინსტრუმენტები: https://creativeconomy.britishcouncil.org/media/resources/Creative_Hub_ Leaders_Toolkit.pdf ნიელსენ, ტ., & ფაუერ, დ. (2011). პრიორიტეტული სექტორის ანგარიში: შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიები. ანგარიში მოპოვებულ იქნა ევროკავშირის საგამომცემლო ოფისიდან. ვებგვერდი: http://ec.europa.eu/DocsRoom/documents/615/attachments/1/translations/en/re nditions/pdf . 1


პორტერ მჯ (1998) “კლასტერები და კონკურენციის ახალი ეკონომიკა”, ჰარვარდის ბიზნეს მიმოხილვა, ნოემბერ-დეკემბერი. პრატ ა (2004) “შემოქმედებითი კლასტერები: ნაბიჯი შემოქმედებითი ინდუსტირების საწარმოო სისტემისკენ?“, ჟურნალი: Media International Australia incorporating Culture and Policy, გვ. 50-66. სანდელ, ტერი & სკარველი, ლილია (2016). ანალიტიკური მიმოხილვა: როგორ უწყობს ხელს შემოქმედებითი ინდუსტრიები ინოვაციების განვითარებას ჩრდილოეთ განზომილებაში? ქვეყნის შესახებ ანგარიში-ლიტვა, დაფინანსებული ევროკავშირის მიერ. სასკოლო განათლების ფონდი - შემოქმედებითი კლასტერები, ირლანდია: https://www.education.ie/en/Schools-Colleges/Information/Curriculum-andSyllabus/cap_creative_cluster_guidelines.pdf სკავრონსკა, ირინა (2019). შემოქმედებითი კლასტერები და უკრაინის ადგილი შემოქმედებითი პროდუქტების ბაზარზე. კვლევა, UNICTAD: https://unctad.org/meetings/en/Contribution/cep2019-22-10contribution_en_Ukraine.pdf V4 შემოქმედებითი ინკუბატორები: მეგზური ცენტრალურ ევროპაში მოქმედი შემოქმედებითი ინკუბატორების ადგილებისა და სივრცეების გასაცნობად, ედ ზორა ჯაუროვა (2015). ბუდაპეშტი: http://www.budobs.org/files/v4_creative_incubators.pdf ვუ, ვეიპინგი (2005). დინამიური ქალაქები და შემოქმედებითი კლასტერები. პოლიტიკის კვლევის სამუშაო დოკუმენტი; N. 3509. მსოფლიო ბანკი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი: https://openknowledge.worldbank.org/handle/10986/8863 Zenna Creative (2019). შემოქმედებითი კლასტერის ანატომია. ინსპირაცია გლობალური შემოქმედებითი ინიციატივებიდან. ონლაინ რესურსები 11 ინსპირაციული ერთობლივი სამუშაო სივრცე: https://www.creativebloq.com/inspiration/11-inspirational-co-working-spaces-tomake-you-more-creative მიუნსტერის 30 სკოლა შემოქმედებითი კლასტერის ნაწილია (2018 წლის სექტემბერი): https://www.irishexaminer.com/breakingnews/ireland/30-munster-schoolsare-part-of-creative-cluster-871151.html აქსელერატორები და ინკუბატორები - https://www.sbir.gov/node/822177 აქსელერატორები თუ ინკუბატორები – რა უნდა იცოდნენ სტარტაფებმა (2018 წლის ივნისი) https://www.techrepublic.com/article/accelerators-vs-incubators-what-startupsneed-to-know/ ბანგკოკის შემოქმედებითი რაიონი უფრო მასშტაბური ოცნებისკენ გიბიძგებთ (2019 წლის თებერვალი): https://www.advocate.com/travel/2019/2/05/one-night-bangkokexposes-citys-little-known-gems 2


კლასტერები შემოქმედებითი ეკონომიკის ცენტრალური ნაწილია, ჩარლზ ამსტრონგი: https://creativeconomy.britishcouncil.org/guide/clusters-are-heart-creativeeconomy/ ერთობლივი სამუშაო სივრცეები ხელოვნებისა და შემოქმედებითი ადამიანებისთვის (2018 წლის დეკემბერი): https://www.coworkingresources.org/blog/coworking-spaces-forartists-and-creatives ხალხური მხატვრული რეწვის განვითარების კლასტერის შექმნა და განხორციელება, უკრაინა: http://personal.pu.if.ua/depart/svitlana.kropelnytska/resource/file/Investment_project_Suziry a.pdf შემოქმედებითი კლასტერები შემოქმედებითი თემების შექმნის წინაპირობაა (2011 წლის მაისი): https://www.huffpost.com/entry/creative-clusters-lead-to_b_844074? guccounter=1&guce_referrer=aHR0cHM6Ly93d3cuZ29vZ2xlLmNvbS8&guce_referrer_sig=A QAAAB9xFHpptgXMYyP06jkPY6JdIHIlsovyMuckrrB1JBMaxJuavWNr_z6RZz6OvDaCeSGTMbDRLjAi2u Nb9q4ZxGzvWHG6MAjZmvnwNH8SdViBlZtp05wR6xvPj-9c7skTp5h7CGP94y2bsehhWD85X57dU3WsWDMALHt7zd8ctZ შემოქმედებითი ჰაბები, ბრიტანეთის საბჭო: https://creativeconomy.britishcouncil.org/projects/hubs/ შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერის პროგრამა, გაერთიანებული სამეფო: https://clwstwr.org.uk/about/creative-industries-clusters-programme ხელოვნების ინკუბატორების შექმნა და განვითარება, იუნესკო კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების შესახებ: https://en.unesco.org/creativity/policymonitoring-platform/establishment-development-art როგორ უწყობს ხელს შემოქმედებითი კლასტერი ინოვაციების სტიმულირებას (2016 წლის სექტემბერი): (https://www.livemint.com/Companies/o2NfSYxi5cxV2NyyNr95gK/How-creative-clustersspur-innovation.html ჰაბები, კლასტერები და რეგიონები, ჯონ ნიუბიგინი: https://creativeconomy.britishcouncil.org/guide/hubs-clusters-and-regions/ ლუქსემბურგის შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი: https://www.luxinnovation.lu/cluster/luxembourg-creative-industries-cluster/ NESTA ისტბორნს შემოქმედებით კლასტერად აცხადებს ( 2018 წლის აგვისტო): https://techresorteb.com/nesta-names-eastbourne-as-a-creative-cluster/ One-north: ინოვაციების მძლავრი ცენტრი (2019 წლის მაისი): https://www.channelnewsasia.com/news/advertorial/one-north-a-vibrant-centre-ofinnovation-11510004 ონტარიოს ინვესტიციები ხელს უწყობს ინვესტიციებს და შემოქმედებითი კლასტერის ზრდას (2017 წლის თებერვალი): (http://www.mtc.gov.on.ca/en/creative_cluster/cluster_report_driving_innovation.shtml 3


პლოვდივის კაპანას შემოქმედებითი რაიონი: გზა რღვევიდან ხელოვნების ჰაბად ტრანსფორმაციამდე: https://theculturetrip.com/europe/bulgaria/articles/plovdivs-kapanacreative-district-from-decay-to-art-hub/ სამხრეთ აფრიკამ უნდა მიხედოს „შემოქმედებით კლასტერებს“ ხელოვნების სტიმულირების მიზნით: (May 2018): https://theconversation.com/south-africa-shouldturn-to-creative-clusters-to-boost-the-arts-96294 სტარტაფის აქსელერატორები - ვირტუალური პროგრამები (2020 წლის აპრილი) : https://venturebeat.com/2020/04/01/startup-accelerators-forge-ahead-with-new-virtualprograms/ Woodstock Design District: 5 შემოქმედებითი საწარმო, რომელსაც უნდა იცნობდეთ (2019 წლის ნოემბერი): http://wid.co.za/blog/woodstock-design-district-5-creativebusinesses-to-know/ ბიზნეს ინკუბატორებისა და აქსელერატორების მნიშვნელოვანი როლი ლათინურ ამერიკაში https://www.ada-microfinance.org/en/covid-19-crisis/fiche-covid-19crisis/2020/05/key-role-incubators-accelerators-latin-america ვოლკსტრანტის შენობის კვლევა (2014 წლის დეკემბერი): https://www.volkshotel.nl/en/blog/art-cult/volkskrant-building-research/ კლასტერების ვებსაიტები ბანგკოკის შემოქმედებითი რაიონი, ტაილანდი: https://creativedistrictbangkok.com/ ბეირუთის შემოქმედებითი კლასტერი, ლიბანი: http://beirutcreativecluster.org/ შემოქმედებითი კარდიფი: https://www.creativecardiff.org.uk/ შემოქმედებითი ჰაბების ქსელი: http://creativehubs.net/ შემოქმედებითი ინდუსტრიის კლასტერი, უნგრეთი: https://www.kreativipariklaszter.hu/ (მხოლოდ უნგრულ ენაზე) ვოევოდინას შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი - https://www.kvik.rs/home (სერბულ ენაზე) შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი, გაერთიანებული სამეფო: https://creativeindustriesclusters.com/ შემოქმედებითი კლასტერი-კომბინატი, რიეკა, ხორვატია: https://kombinat.hr/ CRU Cowork, პორტუ, პორტუგალია: https://cru-cowork.com FutureLab-ვებსაიტი: https://futurelab-eindhoven.nl/ (მხოლოდ ჰოლანდიურ ენაზე) GoDown Arts Centre, კენია: https://www.thegodownartscentre.com/ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), მედიისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი, ბერლინი-ბრანდენბურგი- https://health.clust-er.it/en IDM Suedtirol - https://www.idm-suedtirol.com/ Impact HUB, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა: https://www.hubpraha.cz/en კაპანას შემოქმედებითი რაიონი, პლოვდივი, ბულგარეთი: https://visitkapana.bg/en ლუქსემბურგის შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი: https://creativecluster.lu/ MOB, ბარსელონა: https://mob-barcelona.com/ 4


MTNS MADE - შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი, https://mtnsmade.com.au/ One North Cluster, სინგაპური: https://en.wikipedia.org/wiki/One-north Open Hub Cr, ჩეხეთის რესპუბლიკა: http://prague.the-hub.net ტრანსილვანიის შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერი, http://creativetransilvania.ro/en/ ზლინის შემოქმედებითი კლასტერი: http://kreativnizlin.cz/en/ მხარდაჭერის პროგრამები და ქრაუდფანდინგის პლატფორმები Baltic Creative CIC: https://www.baltic-creative.com/ BigIedea: https://biggggidea.com/projects/ Cluster 2020 Live: http://www.cluster2020live.eu/ კანადის შემოქმედებითი ქალაქების ქსელი: https://www.creativecity.ca/ Creative Estonia: https://www.looveesti.ee/en/ CrowdCulture: https://crowdculture.se/en Goteo: http://en.goteo.org/ ევროპის შემოქმედებითი ჰაბების ქსელი: http://creativehubs.net/ Schools Excellent Fund შემოქმედებითი კლასტერები, https://www.education.ie/en/Schools-Colleges/Information/Curriculum-andSyllabus/cap_creative_cluster_guidelines.pdf Talaka-ს ვებსაიტი: https://www.talaka.org/projects/filter?type=3 Ulej-ის ვებსაიტი: https://ulej.by/ Wemarket: https://wemakeit.com/?locale=en

ავსტრალია:

რუმინეთი:

ირლანდია:

დანართი 2 კვლევაში მონაწილე პირთა სია 1. დეინ ანდერსონი, უფროსი პედაგოგი სტრატეგიის, ინოვაციებისა და მეწარმეობის საკითხებზე, ხელმძღვანელი პირების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების დირექტორი, მანჩესტერის უნივერსიტეტი, მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო 2. კოენ სნოექსი, ინოვაციების სპეციალისტი ორგანიზაციაში: www.luscinus.be, ბელგია 3. მარლენ კომოროვსკი, მკვლევარი, კონსულტანტი და ლექტორი, რომლის სპეციალიზაციის სფეროა შემოქმედებითი კლასტერების კვლევა, უფროსი მკვლევარი imec-SMIT-VUB-ში და სოციალური ზემოქმედების მკვლევარი Clwstwr-ში - კარდიფის უნივერსიტეტის პროგრამა, გაერთიანებული სამეფო/ბელგია/გერმანია 5


4. მიშელ გლოვაცკი, ლექტორი და მკვლევარი, ჟურნალისტიკის, ინფორმაციისა და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი, ვარშავის უნივერსიტეტი, პოლონეთი. 5. მიეს ლუგმენი, დიზაინერი & შემოქმედებითი სტრატეგი, ასოციაცია Sectie-Cის ხელმძღვანელი, ეინდჰოვენი, ნიდერლანდები 6. პავან ვ. ბანსინგი; პავან ვ. ბანსინგი; დამოუკიდებელი მკვლევარი და კონსულტანტი ორი ხელმძღვანელი ფუნქციის შესრულების, შემოქმედებითი ბიზნეს ცენტრებისა და ორგანიზაციული ღირებულებების საკითხებზე 7. პიოტრ ვიტეკი, Impact Hub & Tilia Impact Ventures-ის თანადამფუძნებელი; ფონდ Česká spořitelna-ის საბჭოს წევრი, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა 8. სვიტლანა კროპელნიცკა, დოცენტი, საფინანსო დეპარტამენტი, საპროექტო და საგანმანათლებლო ცენტრი "ცვლილებათა გამომწვევი მიზეზები", ვასილ სტეფანიკის კარპატისპირეთის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა 9. ტანია სანტოსი, CRU Cowork-ის დამფუძნებელი, პორტუ, პორტუგალია 10. ტატიანა კალეჟიჩი, ინოვაციებისა და შემოქმედებითი ბიზნესის განვითარების საკითხებზე დამოუკიდებელი ექსპერტი, ვოევოდინას შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასტერის დამფუძნებელი, სერბიის სტარტაფ ასოციაციის Novi Sad-ის დირექტორ-განმკარგულებელი. 11. იოშა ვიჟინგარდენი, დოქტორანტი, ხელოვნებათმცოდნეობისა და კულტურათმცოდნეობის ფაკულტეტი, ერაზმუსის ისტორიის, კულტურისა და კომუნიკაციის სკოლა, როტერდამის ერაზმუსის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები

6


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.