გამომცემლობა ”დიოგენე” - წიგნის ფესტივალი 2012

Page 1

გ ა მ ო მ ც ე მ ლ ო ბ ა

თბილისის წიგნის XIV ფესტივალზე

გამომცემლობა დიოგენე“ საგულდაგულოდ ” მოემზადა ფესტივალისთვის _ ახალი წიგნები, ორიგინალური სუვენირები, საჩუქრები და სადღესასწაულო ფასები !

გადავწყვიტეთ, წიგნის მოყვარულებს ნამდვილი ზეიმი მოვუწყოთ და ”დიოგენეს“ წიგნებზე სრულიად დაუჯერებელ, გრანდიოზულ ფასდაკლებას გთავაზობთ: _ 50 %

სპეციალური კატალოგი 2012

ამ კატალოგში ის ფასებია მითითებული, რომლებიც მხოლოდ წიგნის ფესტივალზე, 2012 წლის 24-27 მაისს იქნება ძალაში. ჩვენთან ბევრ ახალ წიგნს ნახავთ, ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, მსოფლიო ბესტსელერებს. გაეცანით კატალოგს და გამოიყენეთ არაჩვეულებრივი წიგნების არაჩვეულებრივ ფასად ყიდვის შანსი ! იმისათვის, რომ დიოგენეს“ წიგნების ყიდვის ” პროცესი ფესტივალის დღეებში კიდევ უფრო სახალისო იყოს, მრავალფეროვანი საჩუქრები მოგიმზადეთ _ ფინჯანიკროსვორდი, ნამდვილი მკითხველის ” მაისური“, მხიარული ზურგჩანთა... საჩუქრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას კატალოგის ბოლო გვერდზე ნახავთ.

.ge


დიოგენეს ბიბლიოთეკა

”გამომცემლობა დიოგენე“ წარმოგიდგენთ წიგნების ახალ სერიას, სახელწოდებით ”დიოგენეს ბიბლიოთეკა“. ამ სერიაში გაერთიანებულია მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა. ”დიოგენეს ბიბლიოთეკის“ ავტორთა და ნაწარმოებთა დიდი ნაწილი პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. სერიაში ბევრ ისეთ წიგნს შეხვდებით, რომლებსაც კრიტიკოსები აღმატებითი ეპითეტებით ახასიათებენ: ლეგენდარული, ეპოქალური, უმნიშვნელოვანესი... ჩვენ კი ასე ვიტყოდით _ ძალიან კარგი წიგნები, რომლებსაც ნამდვილი მკითხველი დიდხანს ელოდა. სპეციალურად წიგნის ფესტივალისთვის ”დიოგენეს ბიბლიოთეკის“ პირველი 7 წიგნი დაიბეჭდა. ჩაკ პალანიკი მებრძოლთა კლუბი 264 გვ. ნიკა სამუშიას თარგმანი

8

lari

_ _ ”მებრძოლთა კლუბი“ ჩაკ პალანიკის პირველი რომანი 1996 წელს გამოქვეყნდა. 1999 წელს დევიდ ფინჩერმა წიგნის მიხედვით იმავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო. ”არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც ”მებრძოლთა კლუბში“. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურის ქვეშ დგახართ სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული. ”მებრძოლთა კლუბში“ გამარჯვებას ან მარცხს მნიშვნელობა არ აქვს. ”მებრძოლთა კლუბი~ ცარიელი სიტყვები არაა. ხედავ პირველად მოსულ ტიპს, აშკარად ვიღაც უტრაკო ცინგლიანია. გადის ექვსი თვე და იგივე ტიპი ქვისგან გამოკვეთილი გგონია, უკვე აღარაფრის ეშინია და თავდაჯერებულია. ”მებრძოლთა კლუბშიც“ ისმის ხმაური და ხვნეშა, როგორც სპორტდარბაზში, ოღონდ აქ გარეგნობაზე არავინ ზრუნავს. აქაც ისმის ისტერიული წამოძახილები, როგორც ეკლესიაში და, როცა კვირას შუადღით იღვიძებ, თავს გადარჩენილად გრძნობ“.

ედით უორტონი უმანკოების ხანა 426 გვ. ანი კოპალიანის თარგმანი ედით უორტონი პირველი მწერალი ქალია, რომელსაც პულიცერის პრემია მიანიჭეს რომან ”უმანკოების ხანისათვის“. რომანი ძველი ნიუ-იორკის ცხოვრებას ასახავს. მწერალი ხატოვნად აცოცხლებს გაზით განათებულ ქუჩებს, სასახლეებში გამართულ მეჯლისებსა და საზოგადოებას, რომლის წევრებიც ”სკანდალს ავადმყოფობაზე მეტად უფრთხიან“. ასეთია ნიულენდ არჩერისა და მისი საცოლის, მეი უელანდის სამყარო. მაგრამ უეცრად, დიდი ხნის შემდეგ, ნიუ-იორკში ბრუნდება უცნაური, ყველასგან განსხვავებული გრაფინია ელენ ოლენსკა და არჩერის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

8

lari

ორჰან ფამუქი სტამბოლი _ მოგონებები და ქალაქი 540 გვ. თამარ ალფენიძის თარგმანი

10

lari

”სტამბოლი“ 2003 წელს გამოქვეყნდა. ეს ავტობიოგრაფიული წიგნი ცნობილი რომანისტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. ”ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. რა აზრი დევს ნეტავ მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებაში? სამართლიანია თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც. ხანდახან თავს უბედურად ვგრძნობ, რომ დავიბადე დაქუცმაცებული იმპერიის ნანგრევებსა და მტვერში, სიღარიბისა და სევდისაგან გახუნებულ და დანგრეულ სტამბოლში _ ამ დროს კი შინაგანი ხმა მეუბნება, რომ გამიმართლა“.


.ge პელემ გრენვილ ვუდჰაუსი დაიკიდე, ჯივზ! 272 გვ. გია ჭუმბურიძის თარგმანი

7

იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსი პელემ გრენვილ ვუდჰაუსი (1881-1975) ინგლისის ქალაქ გილფორდში დაიბადა. კოლეჯში სწავლისას ადგილობრივ ჟურნალსაც რედაქტორობდა და ჩინებული მოკრივეც იყო. სწავლის დამთავრების მერე ბანკში მუშაობდა, თავისუფალ დროს კი წერდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვუდჰაუსი შეერთებულ შტატებში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ვუდჰაუსი ათობით წიგნის ავტორია, თუმცა რომანებისა და მოთხრობების სერია ჯივზისა და ვუსტერის შესახებ მათ შორის ყველაზე ცნობილია. ინგლისელი არისტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი გამჭრიახი კამერდინერი ჯივზი მსოფლიო ლიტერატურაში ისევე ცნობილები არიან, როგორც ჰოლმსი და უოტსონი. ”დაიკიდე, ჯივზ!“ ამ სერიის ერთ-ერთი წიგნია.

lari უილიამ ფოლკნერი დროშები მტვერში 548 გვ. ზაზა ჭილაძის თარგმანი ”დროშები მტვერში“ უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანებიდან პირველია, რომელშიც მოქმედება მწერლის მიერ გამოგონილ ოლქში“ ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ წიგნს ”იოკნაპატოფას _ გამომცემლის დაჟინებით _ სარტორისი“ დაერქვა, რომანის ” ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. ”დროშები მტვერში“ _ ავტორისეული სახელწოდებით და სრულად _ მხოლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ _ 1973-ში გამოიცა. ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება.

10

lari პოლ ოსტერი მისნის ღამე 324 გვ. ქეთი ქანთარიას თარგმანი

8

lari

სიდნი ორი, ამ წიგნის პროტაგონისტი, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. თვეების შემდეგ ის ახალ ცხოვრებას ისე იწყებს, თითქოს ბურანშია _ და აი აქ ხვდები, რომ რეალობის განცდადაკარგულს, ფიზიკურად სრულიად გამოფიტულს, ქუჩაში ექიმის რჩევით ჯიუტად მოლასლასე ადამიანს რეალობა სულ სხვანაირად წარმოუდგება. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მყარი, თავისთავად მისაღები, მკვიდრად ფესვგადგმული ჩანს, მისთვის აუტანლად მძიმე და დიდია (თავის ლამის უსხეულო არსებობასთან შედარებით), ყველა როლი ცხოვრებაში _ განსაკუთრებული, მწერლის ხელობა კი _ ერთადერთი გასაღები, რომლის მეშვეობითაც ხელახლა შეძლებს რეალობაში შესვლას.

უმბერტო ეკო, კარდინალი მარტინი რა სწამს მას, ვისაც არ სწამს 144 გვ. ხათუნა ცხადაძის თარგმანი

ვისაც არ სწამს“ _ უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის წერილობითი ”რა სწამს მას, დიალოგი _ 1996 წელს იტალიაში გამოიცა. საერო კულტურის დიდოსტატი და ეკლესიის მთავარი თანამედროვე ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებზე მსჯელობენ. თანამედროვე აპოკალიფსი საერო და ქრისტიანული თვალთახედვით; ადამიანის სიცოცხლის ზღვარი; ქალებისთვის დადგენილი შეზღუდვები; მორწმუნეთა და არამორწმუნეთა ეთიკური სირთულეები _ ამ თემებზე საუბრობენ უმბერტო ეკო და კარლო მარია მარტინი. მათ დიალოგს ცნობილი იტალიელი ინტელექტუალების გამოხმაურება მოჰყვა. მათი წერილები ასევე შედის წიგნში.

5

lari


საბავშვო

ასტრიდ ლინდგრენი პეპი გრძელწინდა მაგარი ყდა, 340 გვ. 7-12 წლის ბავშვებისათვის ინგრიდ ვანგ ნიმანის ილუსტრაციები, ეთერ კუბლაშვილის თარგმანი

8

8

პეპი, ანუ პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა _ კაპიტან ეფრაიმ გრძელწინდას, ზღვების ყოფილი რისხვისა და ზანგების ახლანდელი მეფის ქალიშვილი _ მთელი მსოფლიოს ბავშვების უსაყვარლესი გმირია. ეს წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას ყოვლად უცნაური თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.

lari

lari

ასტრიდ ლინდგრენი სახურავის ბინადარი კარლსონი მაგარი ყდა, 456 გვ. 7-12 წლის ბავშვებისათვის ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები, ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანი

_ ”დიოგენე“ გთავაზობთ სახურავის ბინადარი კარლსონის ასტრიდ ლინდგრენის ამ განუმეორებელი გმირის უსასრულოდ მხიარულ ამბებს. წიგნი ორიგინალის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, ტექსტი კი რედაქტირებულია წიგნის შვედურ დედანზე დაყრდნობით.

ასტრიდ ლინდგრენი ჩვენც სალტკროკელები ვართ მაგარი ყდა, 272 გვ. 8-13 წლის ბავშვებისათვის ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანი, ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები

8

ივნისის ერთ მშვენიერ დღეს მოაგარაკეების ოჯახი კუნძულ სალტკროკისაკენ გაემგზავრა: მამა და ოთხი შვილი, გვარად მელკერსონები, სტოკჰოლმის მკვიდრნი. არც ერთი მათგანი არ იყო სალტკროკაზე ნამყოფი და ამიტომაც მოუთმენლად ელოდნენ კუნძულის ნახვას. გაატარეს თუ არა მათ ზაფხული იმ ათასობით სტოკჰოლმელზე უფრო ლამაზად, საინტერესოდ და მხიარულად, რომლებიც შხერებზე ისვენებენ ხოლმე? ძნელი სათქმელია, თუმცა მელკერსონების ოჯახი სწორედ ასე ფიქრობს.

ასტრიდ ლინდგრენი ძმები ლომგულები მაგარი ყდა, 232 გვ. 6-12 წლის ბავშვებისათვის ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები, თამარ ჩიქოვანის თარგმანი

lari

საბავშვო ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსის ეს განსაკუთრებული ზღაპარი პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. წიგნი ორი ძმის _ ჯონათანისა და სკორპას ურთიერთერთგულებასა და სიყვარულზე მოგვითხრობს. ამ ზღაპარში ყველაფერია, რაც საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს _ მეგობრობა და თავდადება, გმირები და საზარელი ურჩხულები, იდუმალი ჯადოსნური ქვეყნები და მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

8

lari

8

lari

ასტრიდ ლინდგრენი ყაჩაღის ასული რონია მაგარი ყდა, 212 გვ. 7-12 წლის ბავშვებისათვის ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები თამარ ჩიქოვანის თარგმანი ამ არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიასა და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება ტყეში. ბავშვების მეგობრობას მათი ოჯახების _ მანამდე მოსისხლე მტრების _ შერიგება მოჰყვა.


.ge გაბრიელ ვენსანი ქუჩის მუსიკოსები დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

5

lari

გაბრიელ ვენსანი ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. 4-7 წლის ბავშვებისათვის ”ქუჩის მუსიკოსები“ და ”ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან“ გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის წიგნებია. მთავარი გმირები _ თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობრები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწლეულებია, სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვრობის კლასიკადაა აღიარებული.

5

lari მარტა ალტესი არრა! დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები 32 გვ. 4-7 წლის ბავშვებისათვის

3

lari

რაღას არ იგონებს პატარა ძაღლი, ოღონდ კი ოჯახის წევრებს თავი მოაწონოს! ცხადია, იმათაც გულით უნდა უყვარდეთ, მაგრამ ჩვენს ცუგას ერთი რამ მაინც ვერაფრით გაუგია... ”არრა!“ მარტა ალტესის პირველი წიგნია, რომელიც გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. პატარა, მოუსვენარი ძაღლის ამბავი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.


საბავშვო

ალის ბრიერ-აკე, სელია შოფრე პიერი და მთვარე დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 32 გვ. 4-7 წლის ბავშვებისათვის

„პიერი და მთვარე“ პატარა ბიჭის ამბავია, რომელსაც დედისთვის მსოფლიოში საუკეთესო საჩუქრის _ ნამგალა მთვარის მირთმევა განუზრახავს. ლექსის ფორმით მოთხრობილი ამბავი უჩვეულო ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რამაც განაპირობა წიგნის პოპულარულობა როგორც პატარებში, ისე დიდებში.

8

lari

5

lari სემ მაკბრეტნი, ანიტა ჯირემი აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 32 გვ. 4-7 წლის ბავშვებისათვის ზოგჯერ, როცა ვინმე ძალიან, ძალიან გიყვარს, მთელი გულით გინდა გააგებინო, რა დიდია შენი სიყვარული. მაგრამ ციცქნა და დიდმა წაბლისფერმა ყურცქვიტებმა აღმოაჩინეს, რომ სიყვარულის გაზომვა არც ისე ადვილია. ეს წიგნი თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მოვლენად იქცა. მსოფლიო მასშტაბით წიგნის თვრამეტ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე თხუთმეტი წელია, რაც წაბლისფერი ყურცქვიტები მრავალი ქვეყნის ბავშვების საყვარელი გმირები არიან.

ბარბარა რაიდი კოტრიალა ლექსები დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი 32 გვ. 4-7 წლის ბავშვებისათვის „კოტრიალა ლექსები“ ინგლისური საბავშვო პოეზიის კლასიკური ნიმუშების კრებულია. ქართულ ენაზე ნათარგმნი თოთხმეტი ლექსი დასურათებულია ცნობილი კანადელი მწერლისა და ილუსტრატორის _ ბარბარა რაიდის მიერ. ილუსტრირების მისეული მეთოდი უნიკალურია: წიგნების დასასურათებლად იგი ფიგურებს პლასტილინისგან ძერწავს.

8

lari


.ge სელმა მანდინი უთვალავი კოცნა ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 28 გვ. „როგორია კოცნა?“ კითხულობს ცნობისმოყვარე პატარა. „კოცნა ისეთი ნაზია, თითქოს ლოყაზე ბამბის ქულა გელამუნება“. „უთვალავი კოცნა“ კითხვებისა და პასუხებისგან შედგენილი საბავშვო წიგნია და ძირითადად განკუთვნილია იმ პატარებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად კითხვას ჯერ ვერ ახერხებენ. ორი პატარა ადამიანის დიალოგი სელმა მანდინის მიერაა ილუსტრირებული. ეს წიგნი ბევრ ქვეყანაში ბესტსელერად იქცა. „უთვალავი კოცნა“ პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და, ხშირად, პირველი წიგნია.

5

lari

ბეკი ბლუმი, პასკალ ბიეი წიგნიერი მგელი დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 28 გვ. 4-7 წლის ბავშვებისათვის „ერთ პატარა, წყნარ დაბაში მგელი შეწანწალდა...“ საკბილოს ძებნაში მგელი ცხოველების ფერმას მიადგა და უცნაური რამ აღმოაჩინა: ცხოველებს მისი არათუ ეშინოდათ, მგელს აინუნშიც არ აგდებდნენ, რადგან ყველა მათგანი წიგნის კითხვით იყო გართული. მგელმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, კითხვა ესწავლა, რადგან არ უყვარდა, როცა ყურადღებას არავინ აქცევდა. ეს არის მხიარული ისტორია იმის შესახებ, როგორ შეიყვარა ჯიუტმა მგელმა წიგნი, გახდა ყველასთვის საყვარელი მეზღაპრე და ახალი მეგობრები შეიძინა.

7

lari

7

ვოლფ ერლბრუხი, ვერნერ ჰოლცვართი პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო, ვინ უქნა თავზე დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 28 გვ. 4-7 წლის ბავშვებისათვის

lari

„პატარა თხუნელას ამბავი“ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული წიგნია. მასში მოთხრობილი უჩვეულო, ტრადიციული საბავშვო წიგნებისაგან განსხვავებული ისტორია და მოუსვენარი მთავარი გმირი ბავშვებს განსაკუთრებით ამხიარულებს. სიმართლის გარკვევის სურვილით შეპყრობილი პატარა თხუნელა წიგნის გამოსვლისთანავე გახდა თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი.


საბავშვო

გამომცემლობა დიოგენე“ წარმოგიდგენთ ასტრიდ ” ლინდგრენის პრემიის ნომინანტს საქართველოდან თეა თოფურიას და მის საბავშვო წიგნებს. თეა თოფურია გასაღვიძებელი ზღაპრები ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები 168 გვ. 4-7 წლის ბავშვებისათვის ”ეს ზღაპრები იმათთვისაა, ვისაც ძილი უყვარს და ამის გამო სკოლაში უგვიანდება. იკითხება დილაუთენია, ხმამაღლა და მკაფიოდ“ _ ასე იწყება ეს მხიარული კრებული, რომელიც 25 ზღაპრისაგან შედგება.

6

lari

თეა თოფურია პარადიის არდადეგები დიდი ფორმატი, მაგარი ყდა ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები 76 გვ. ეს წიგნი ორი მოთხრობისგან შედგება. სათაურად პირველი მოთხრობის სახელწოდებაა გამოტანილი, ხოლო მეორე მოთხრობა _ „მოდრეიფე სოფელი“ _ პირველის გაგრძელებაა. ეკი პატარა გოგონაა, რომლის მშობლებიც ბევრს მოგზაურობენ და მისთვის ვერასდროს იცლიან. მორიგი მოგზაურობისას ეკი დედ-მამასთან ერთად სასტუმრო „ჩექმებიან კატაში“ დაბინავდება, სადაც უცნაური ამბები ხდება. იმავე სასტუმროში ცხოვრობენ პარადიის მკვიდრები. ეს ქალაქი გეოგრაფიის არც ერთ წიგნში არ არის მოხსენიებული. პატარა გოგონას ახალი მეგობრები ჰყავს _ ნამცხვრების ცხობის დიდოსტატი მოლაპარაკე ძაღლი ფრედერიკი, გენერალი გაჩერდიარგაინძრე, კეთილი ორმოცფეხა და სხვა პარადიელები, რომლებთან ერთადაც თავს უჩვეულო ამბები გადახდება. „მოდრეიფე სოფელში“ მოთხრობილია, როგორ აღმოაჩინეს გემ „წმინდა მარკოზის“ მეზღვაურებმა პარადია და როგორ დააარსეს მსოფლიოში ყველაზე უცნაური, გემებზე გაშენებული „მოდრეიფე სოფელი“. წიგნი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

7

lari


.ge თეა ლომაძე წერილი ბოთლში ნანა სამანიშვილის ილუსტრაციები 80 გვ. 7-12 წლის ბავშვებისათვის მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრთა ნაწილი მარიამის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს, მეორე ნაწილი კი _ ენაზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთთან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ყველამ იცის. პატარა გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად, სანამ ქალაქში უცნაური ამბები არ დაიწყება...

3

lari

თეა ლომაძე პალომა _ უცნაური მეფის ასული ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 152 გვ. 8-13 წლის ბავშვებისათვის ბავშვობაში ყველა გოგონა ოცნებობს მეფის ასულობაზე, მაგრამ ყველა პრინცესა რომ ერთნაირი არ არის? ზოგი მათგანი უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ ჩვეულებრივ გოგონას ჰგავს და სულ არ იქცევა ისე, მეფის ასულს რომ შეჰფერის. სწორედ ასეთია ერთი პატარა, ძალიან ლამაზი ქვეყნის მეფის ერთადერთი ასული _ პალომა. ჰოდა, ყველას რომ უკვირდა მისი საქციელი, მანაც სასახლიდან გაპარვა გადაწყვიტა. აი, ასე დაიწყო თავგადასავალი. პალომას ბევრი რამ გადახდა თავს, მაგრამ კეთილი და მგრძნობიარე მეფის ასული არ შეცვლილა, პირიქით _ მან თავად შეცვალა ყველა, ვისაც შეხვდა.

8

წიგნის ორენოვანი, ქართულ-ინგლისური გამოცემა რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებითაა გაფორმებული.

lari ლელა ცუცქირიძე გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი თინა ჩხიკვიშვილის ილუსტრაციები 44 გვ. ეს წიგნი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მხიარული ზღაპარია, რომელიც და-ძმისა და თოვლის კაცუნების მეგობრობაზე მოგვითხრობს.

4

lari


საბავშვო

საქართველოს ატლასი მოზარდთათვის. ბუნება და კულტურა დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 52 გვ. ეს წიგნი 8-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის შეიქმნა. ის საქართველოს ბუნების, კულტურის სიმდიდრისა და მრავალფეროვნების შესახებ მოგვითხრობს. უამრავი ფოტო, ნახატი, რუკა და სხვა თვალსაჩინოება, ზუსტი მეცნიერული ინფორმაცია, უნიკალური მასალა და უახლესი აღმოჩენები წიგნს ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის საინტერესოს ხდის. რას ნიშნავს „ირის იბერიკა“? როდის გამოუშვეს საქართველოში პირველი ქაღალდის ფული? სად აღმოაჩინეს პირველი ევრაზიელების ნაკვალევი? ვინ იყვნენ უსტაბაშები? როგორები არიან ზარნაშო და ჩხურუშტი?

8 lari

რა განსხვავებაა ჩურჩხელასა და ჯანჯუხს შორის? პასუხს ყველა კითხვაზე ამ ატლასში იპოვით!

მუსიკა საყმაწვილო ენციკლოპედია დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 96 გვ. ამ ენციკლოპედიაში გაეცნობით მუსიკას, როგორც ხელოვნების უნივერსალურ დარგს; ბევრ რამეს შეიტყობთ კლასიკური, თანამედროვე და მსოფლიოს ხალხთა მუსიკის შესახებ; ნახავთ, რა ჟანრებად და მიმდინარეობებად იყოფა მუსიკა; ამოიკითხავთ საინტერესო ცნობებს ინსტრუმენტული და საოპერო მუსიკის, საკრავებისა და მათი ისტორიის შესახებ. მრავალფეროვანი ინფორმაციის შემცველი, ფოტოებითა და ნახატებით მდიდარი ეს ენციკლოპედია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მკითხველს დააინტერესებს.

3 lari

10

lari

სპორტი საყმაწვილო ენციკლოპედია დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 96 გვ. ეს ენციკლოპედია სპორტის მთელ მრავალფეროვნებას ასახავს. გაეცნობით სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმოშობისა და განვითარების, მათი წესების ჩამოყალიბების ისტორიას, ოლიმპიურ მოძრაობას. სათითაოდ არის დახასიათებული სპორტის ინდივიდუალური და გუნდური სახეობები, აგრეთვე ისეთი სახეობები, რომლებსაც საგანგებო აღჭურვილობა სჭირდება. ეს ენციკლოპედია ერთნაირად საინტერესოა ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.

10


.ge

პროზა

ჯერომ სელინჯერი ცხრა მოთხრობა 268 გვ. ვახტანგ ჭელიძის, თამარ ჯაფარიძის, გია ბერაძის თარგმანები ჯერომ სელინჯერის ”ცხრა მოთხრობა“ პირველად 1953 წელს გამოიცა. მოთხრობების უმეტესობა ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობია. ბანანათევზის ამინდი“, ”ძღვნად ესმეს“ და სხვ. ჯერ კიდევ სამოციან წლებში ” ითარგმნა ქართულად. წიგნში შესული თარგმანების ნაწილი პირველად ქვეყნდება. ”ცხრა მოთხრობა“ სელინჯერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია.

ჯერომ სელინჯერი ფრენი და ზუი 184 გვ. გია ჭუმბურიძის თარგმანი

5

lari

ჯერომ სელინჯერის ”ფრენი და ზუი“ გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა), მათი უფროსი ძმების მსგავსად და დიდწილად მათი მეცადინეობით, ბავშვობიდან გამორჩეულები იყვნენ. მათ ვუნდერკინდებად მოიხსენიებდნენ. ადამიანური ურთიერთობები, კონფლიქტი გარე სამყაროსთან და საკუთარ თავთან, ძენ ბუდიზმი და ინდური ფილოსოფია წიგნის მთავარი თემებია. ზედმეტად მგრძნობიარე და გაუწონასწორებელ მთავარ გმირებს მწერალი განსაკუთრებული იუმორითა და სითბოთი აღწერს.

ჯერომ სელინჯერი ჭერი ასწიეთ, დურგლებო! სიმორი _ შესავალი 264 გვ. ვახტანგ ჭელიძის და ლელა დუმბაძის თარგმანები

5

lari

წიგნი პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. ”ჭერი ასწიეთ, დურგლებო!“ და ”სიმორი _ შესავალი“ მჭიდრო კავშირშია სელინჯერის სხვა ორ წიგნთან: ”ცხრა მოთხრობასა“ და ”ფრენი და ზუისთან“. ჭერი ასწიეთ, დურგლებო!“ პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია, რომელიც აღწერს თავის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. ”

სიმორი _ შესავალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს. კერძოდ, სიმორის _ უფროსი ძმის შესახებ, რომელიც ოჯახის ყველასგან გამორჩეული წევრია. სელინჯერის სხვა წიგნის _ ”ფრენისა და ზუის“ მსგავსად ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია. ”

5

lari ჯერომ სელინჯერი კლდის პირზე, ჭვავის ყანაში... 292 გვ. გია ჭუმბურიძის თარგმანი უცხოენოვან წიგნებს შორის ცოტაა ისეთი, ქართულად რამდენჯერმე რომ ეთარგმნოთ. სელინჯერის „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში...“ ასეთი ბედნიერი გამონაკლისია. 1951 წელს გამოქვეყნებული რომანი პირველად ვახტანგ ჭელიძემ თარგმნა 60-იან წლებში (წიგნს „თამაში ჭვავის ყანაში“ ერქვა), ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კი გია ჭუმბურიძის თარგმანი გამოიცა. ჭელიძისეულ ვარიანტთან შედარებით ახალ თარგმანში მთავარი გმირის _ 17 წლის ჰოლდენ კოლფილდის მეტყველება (40-იანი წლების ამერიკული სლენგი) მეტადაა დაახლოებული სასაუბრო ენას. სელინჯერი ერთ წერილში აღნიშნავდა, რომ ამ „წიგნის მთელი ღირსება მთხრობელის ხმაშია“. მთხრობელი კი ერთი აყლაყუდა თინეიჯერია, მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი, რომელიც თმას ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ _ ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო. აბდაუბდა, ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირად გადახვევა და დეტალების სიყვარული ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს.

5

lari 11


პროზა

13

lari

უმბერტო ეკო ვარდის სახელი 744 გვ. „ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის _ უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია. მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. წიგნის ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა. 2011 წელს „ვარდის სახელის“ თარგმანისთვის ხათუნა ცხადაძემ ლიტერატურული პრემია „გალა“ მიიღო.

12


.ge

13

13

lari

lari

რობერტ მუზილი უთვისებო კაცი პირველი ნაწილი 680 გვ.

რობერტ მუზილი უთვისებო კაცი მეორე ნაწილი 496 გვ.

„მათთვის, ვინც ინტელექტუალურ თავგადასავალს ეძებს“; „უთვისებო კაცი“ მკითხველისგან ისეთსავე გაბედულებას ითხოვს, როგორსაც მოსალოდნელი ხიფათი და სიძნელეები მსოფლიოს გარშემო მოგზაურისგან; „უკიდურესად ირონიული და ამასთან უტოპიური...“ _ ასე აფასებდნენ რობერტ მუზილის ამ რომანს ავტორის თანამედროვენი. მუზილი თითქმის მთელი ცხოვრება მუშაობდა „უთვისებო კაცზე“, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. 1930-1940-იან წლებში ტექსტი ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა. 1952 წელს რომანი ორ ტომად გამოიცა და ფართო საზოგადოების ყურადღებაც ამის შემდეგ მიიპყრო. „უთვისებო კაცის“ თარგმანისათვის მაია ბადრიძეს ლიტერატურული პრემია „გალა“ მიენიჭა.

რობერტ მუზილი სამი ქალი 224 გვ. სამი მოთხრობისაგან შემდგარი წიგნი, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის შედევრად ითვლება. მოთხრობები თენგიზ პატარაიამ თარგმნა. წიგნს ახლავს დავით დავლიანიძის ბოლოსიტყვაობა.

3

lari

13


პროზა

13

lari

ორჰან ფამუქი უმანკოების მუზეუმი 712 გვ. ეკა ახვლედიანის თარგმანი ორჰან ფამუქი პირველი თურქი რომანისტია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა. მწერალი 1952 წელს დაიბადა სტამბოლში. „რობერტ კოლეჯის“ დამთავრების შემდეგ არქიტექტურას სწავლობდა, თუმცა საბოლოოდ სწავლას თავი ანება და გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო. „უმანკოების მუზეუმი“ ორჰან ფამუქის ბოლო რომანია, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია 1970-80იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სტამბოლია _ ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით. „უმანკოების მუზეუმის“ წერისას ფამუქი რეალურ მუზეუმსაც ქმნიდა _ ადგილს, სადაც რომანში აღწერილ სიყვარულის ისტორიასა და, ზოგადად, ეპოქასთან დაკავშირებულ ნივთებს გამოფენდა. მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა წიგნში აღწერილ სტამბოლის ერთ-ერთ უბან ჩუქურჯუმაში.

14


.ge მილან კუნდერა შეუცნობელი 222 გვ. ნანა იაშვილის თარგმანი მილან კუნდერა _ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩეხი რომანისტი 1929 წელს ბრნოში დაიბადა. უნივერსიტეტში ჯერ ფილოსოფიას სწავლობდა, მოგვიანებით კი სწავლა კინოს ფაკულტეტზე განაგრძო. 1968 წელს კუნდერა საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შესვლის საწინააღმდეგო გამოსვლებში მონაწილეობდა, რის გამოც მისი წიგნები ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს, თავად მწერალს კი პუბლიკაცია აეკრძალა. 1979 წელს მილან კუნდერას ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მას შემდეგ მწერალი საფრანგეთში ცხოვრობს. 90-იანი წლებიდან კუნდერა ფრანგულად წერს. 2000 წელს გამოქვეყნებული „შეუცნობელი“ მწერლის ბოლო რომანია.

5

lari

ბორის ვიანი გულსაგლეჯი 246 გვ. პაატა ჯავახიშვილის თარგმანი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და საინტერესო შემოქმედის _ ბორის ვიანის „გულსაგლეჯი“ 1953 წელს გამოქვეყნდა და ომისშემდგომ ფრანგულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

4

lari ნიკოლას სპარკსი დღიური 208 გვ. თამარ ჯაფარიძის თარგმანი „დღიური“ ნიკოლას სპარკსის პირველი და ყველაზე სახელგანთქმული რომანია. წიგნი 1996 წელს გამოიცა და დღესაც მსოფლიო ბესტსელერების სიაშია, ნიკოლას სპარკსი კი _ ხმაურიანი დებიუტის წყალობით _ სხვადასხვა თაობისა და გემოვნების მკითხველის საყვარელ მწერლად იქცა. ამ წიგნისა და მისი ავტორის არნახულ პოპულარულობას ხელი მის მიხედვით 2004 წელს გადაღებულმა ფილმმაც შეუწყო.

5

lari

ყურბან საიდი ალი და ნინო 272 გვ. მაია მირიანაშვილის თარგმანი

4

lari

რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება. წიგნი პირველად 1937 წელს გამოიცა ვენაში, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გარემოებათა წყალობით კვლავ აღმოჩნდა ყურად– ღების ცენტრში და ახლა მსოფლიო ბესტსელერების სიაშია.

15


პროზა

კენ კიზი ...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა 412 გვ. ზაზა ჭილაძის თარგმანი XX საუკუნის ლეგენდარული რომანი, რომლის მიხედვით სახელგანთქმულმა მილოშ ფორმანმა ხუთი მთავარი „ოსკარის“ მფლობელი ფილმი გადაიღო.

7

lari პატრიკ ზიუსკინდი სუნამო 336 გვ. ნატალია ნადირაშვილისა და ეკა რაისნერის თარგმანი „სუნამო“ პირველად 1985 წელს შვეიცარიაში გამოიცა. წიგნი რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი და თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. ჟან-ბატისტ გრენუი _ რომანის მთავარი გმირი _ გამძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია ისეთი სურნელიც კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და, შესაბამისად, არც სახელი აქვს. ნებისმიერი არომატი მისთვის თანაბრად საინტერესოა და გრენუიც გამძაფრებული ინტერესით შეისწავლის მათ. ეს არის სრულყოფილი სუნამოს შექმნისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი გენიალური პარფიუმერის ისტორია, რომელიც საბოლოოდ სწორედ ამ სრულყოფილების მსხვერპლი ხდება.

5

lari

ჟან ჟენე ნოტრ-დამ-დე-ფლერი 480 გვ. გიორგი კახაბერის თარგმანი „ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (ყვავილების ღვთისმშობელი) ფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. იგი პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა. მარგინალი, შეშლილი, მამათმავალი, გენიოსი _ ეს ჟენეს მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული ეპითეტებია. ჟენეს ავტობიოგრაფიული წიგნი საპყრობილეში, მორიგი სასჯელის მოხდისას დაიწერა. პერსონაჟების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს. პირველ პირში დაწერილი რომანი უსიუჟეტოა. ავტორი პარიზელი კრიმინალებისა და ჰომოსექსუალისტების ცხოვრებას აღწერს. აქ ჟარგონს დახვეწილი პოეტური შედარებები ცვლის, ინტიმური სცენების დეტალურ აღწერას კი – ღრმა ფილოსოფიური რეფლექსია.

7

lari

პენაკი რომანივით საკითხავი 238 გვ. ია ბერსენაძის თარგმანი ეს წიგნი იმაზეა, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს, ახალგაზრდებს კითხვა. კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ, არამედ შევაყვაროთ. ეს არის უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის „უკურნებელი სენი“ შევყაროთ, რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის სიყვარული ჰქვია. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს მეცნიერული ენით დაწერილი მეთოდოლოგიაა. ეს „რომანივით საკითხავია“, რომელშიც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად იპოვის საკუთარ თავს.

16

5

lari


.ge

ქართველი ავტორები

გელა ჩქვანავა თანამედროვე ქართველი მწერალია, რომელმაც ბოლო წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო და ქართველი და უცხოელი ლიტერატორების ყურადღება დაიმსახურა. ცხოვრების სტილისა და შემოქმედებითი პრინციპების გამო ის იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. გამომცემლობა დიოგენე“ ამ კატალოგში ” გელა ჩქვანავას სამ წიგნს წარმოგიდგენთ.

გელა ჩქვანავა ჭიანჭველები 260 გვ. გელა ჩქვანავას კრებულში ბოლო წლების განმავლობაში დაწერილი 13 მოთხრობა შევიდა, რომლებიც ავტორმა საგულდაგულოდ შეარჩია და წიგნად აქცია. მოთხრობების ნაწილი სხვადასხვა დროს ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა, ნაწილს კი მკითხველი პირველად გაეცნობა.

5

lari

გელა ჩქვანავა სოდგარენელი შ 204 გვ. 5 ლარი კრებული ოთხი მოზრდილი მოთხრობისაგან შედგება. „მონადირე“, „სოდგარენელი შ“, „აგარაკზე“ და „ნიკო“ გელა ჩქვანავას ძველი მოთხრობებისგან საგრძნობლად განსხვავდება. მთელი წიგნი სასპენსის ეფექტზეა აგებული. ძნელია განსაზღვრო, სად ხდება მოქმედება _ აქ ზღაპრული და რეალური სამყარო ბუნებრივად იკვეთება, დრამატულ ეპიზოდებს კი ხშირად კომიკური სცენები ცვლის.

5

lari

გელა ჩქვანავა დაუმთავრებელი ამბავი 280 გვ. 5 ლარი „დაუმთავრებელი ამბავი“ ომზე დაწერილი მოთხრობების კრებულია. წიგნის მთავარი, ყველაზე ვრცელი მოთხრობის გმირი ყოფილი ბოევიკია, რომელიც მოგონებებით ცოცხლობს და რომლისთვისაც ომი ჯერ არ დამთავრებულა. ის ებრძვის სურვილს, ომის სასტიკი კანონით გაუსწორდეს უსამართლობის ჩამდენთ.

5

lari

ამ მოთხრობების, ისევე როგორც გელა ჩქვანავას ბევრი სხვა ნაწარმოების კითხვისას ნათლად იგრძნობთ, რას ნიშნავს, როცა ნამდვილი მწერალი ომს „შიგნიდან“ ხედავს და აღწერს.

17


ქართველი ავტორები

კოტე ჯანდიერი კონკიას ღამე 324 გვ. კრებულში „კონკიას ღამე“ შესულია მწერლის მიერ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე შექმნილი ცხრა მოთხრობა. ჟანრულად და ფორმის თვალსაზრისით წიგნი ძალზე მრავალფეროვანია. მოთხრობებს წინ უძღვის ესე „სიტყვა და წიგნი“. თანამედროვე ქართული ეპისტოლარული პროზის შესანიშნავი ნიმუშია „საოჯახო ქრონიკა“. სხვა მოთხრობებში მოქმედება ხდება საქართველოში განვითარებული ისტორიული და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე. გმირები ძირითადად ჩვენი თანამედროვეები არიან. ავტორი დიდი ფსიქოლოგიური სიზუსტით ხატავს მათ პორტრეტებს. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მოთხრობა „გლობალიზაცია“. მთავარი გმირია მოხუცი ქართველი გლეხი. იგი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების ამბავს, რომელიც წარიმართა საქართველოში განვითარებული ისტორიული მოვლენების ფონზე _ საქართველოს გასაბჭოებიდან 90-იანი წლების ჩათვლით _ და მთლიანად ამ მოვლენებთანაა გადაჯაჭვული. ამ კრებულისთვის კოტე ჯანდიერს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიენიჭა.

5

lari

თამთა მელაშვილი გათვლა 72 გვ. „გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ხდებოდეს. წიგნში არც კონკრეტული თარიღია ნახსენები და არც რაიმე გეოგრაფიული სახელი. კონფლიქტის ზონაში მდებარე პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ორი თინეიჯერი გოგონას ამბავი ცალკეული ეპიზოდებისგან შედგება და კვირის დღეების მიხედვითაა დასათაურებული. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ომის ფონზე ხდება, აქ არსად ისმის ქვემეხების გრიალი, დაჭრილი ჯარისკაცების გმინვა და პატრიოტული შეძახილები. ქართული ენისთვის უჩვეულო სინტაქსური კონსტრუქციის მიუხედავად, მწერლის ენა ზედმიწევნით მარტივია. 2011 წელს წიგნი ლიტერატურული პრემია „საბათი“ აღინიშნა. 2012 წლის გაზაფხულზე „გათვლა“ გერმანულ ენაზე გამოიცა შვეიცარიაში.

3

lari

18


.ge გურამ მეგრელიშვილი მოდელი 18/12 220 გვ. თანამედროვე ქართული პროზის მკითხველთათვის გურამ მეგრელიშვილის სახელი უკვე კარგად ნაცნობია. მიუხედავად იმისა, რომ მწერალი საკმაოდ ახალგაზრდაა, იგი უკვე რამდენიმე წიგნის ავტორია. მის პროზას მკითხველის ინტერესთან ერთად არც ლიტერატურული კონკურსების ჟიურის ყურადღება აკლია. გურამ მეგრელიშვილი არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კონკურსის ნომინანტი თუ გამარჯვებული. რომანში „მოდელი 18/12“ მწერალი მისთვის ჩვეული მსუბუქი სტილით ხლართავს ნახევრად დეტექტიურ, ნახევრად ფანტასტიკურ ისტორიას.

5

lari გურამ მეგრელიშვილი ადამიანის ქალაქი 268 გვ. 4 ლარი „ადამიანის ქალაქი“ გურამ მეგრელიშვილის მოთხრობების კრებულია, რომელიც შვიდ მოთხრობას აერთიანებს. მოცულობის გათვალისწინებით, რამდენიმე მოთხრობას შეიძლება მცირე რომანიც ეწოდოს.

4

კრებული სტილის თვალსაზრისით და თემატურად ძალზე მრავალფეროვანია. ამ შედარებით პატარა წიგნში თავმოყრილია ბიბლიურ თემატიკაზე შექმნილ ტექსტები, თანამედროვე თბილისური ყოფის ამსახველი სახალისო ისტორიები, სამეცნიერო ფანტასტიკა. წიგნის გმირები: წმინდანები, ავაზაკები, შეშლილები, გლეხები, ლოთები, თბილისელი კრიმინალები იმ რთული, თუმცა სახალისო თამაშის ნაწილს წარმოადგენენ, რომლის წესებსაც მწერალი მოთხრობიდან მოთხრობამდე ცვლის და რომლის მეშვეობითაც მკითხველის გაუნელებელ ინტერესს ინარჩუნებს.

lari ზაალ სამადაშვილი ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე 158 გვ. „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ ზაალ სამადაშვილის ბოლო წლების ჩანაწერებს აერთიანებს. „მე ხომ იმ ადამიანებს, იმ სურათებს და იმ ხმებს ვიხსენებ, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს პიროვნების, სახელად „ზაალ სამადაშვილის“ ჩამოყალიბებაში. მე ხან ვიღაცასავით ვწერ, ხან ვიღაცასავით ვლაპარაკობ, ხან ვიღაცასავით ვიქცევი და მერე გონებას ვძაბავ, რომ დავადგინო _ ვინ არის ის ვიღაც? ჯონ ლენონი, ტომას ვულფი თუ მამაჩემი...“

4

lari

19


ქართველი ავტორები

ვახუშტი კოტეტიშვილი, თედო სახოკია ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები 112 გვ. ამ პატარა კრებულში შესულია „უწმაწური“ ხალხური ლექსები, შაირები, გამოცანები, ანდაზები, ხატოვანი სიტყვა-თქმანი, რომლებიც ქართული ენის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას ბევრისთვის მოულოდნელი კუთხით წარმოაჩენს.

3

lari

3

lari

დავით წერედიანი სვანური სიმღერების კვალდაკვალ 108 გვ. წიგნი სვანური ფოლკლორის ნიმუშებს აერთიანებს, რომლებიც დავით წერედიანმა შეკრიბა და თარგმნა. ახალი გამოცემა წლების წინ გამოსული კრებულის საფუძვლიანად გადამუშავებული და შევსებული ვარიანტია. წიგნს უძღვის დავით წერედიანისავე შესავალი წერილი. „სვანური ტექსტების უმეტესობა ლიროეპიკურია. წინამდებარე კრებულში, ჩემი სუბიექტური მიდრეკილებისდა მიხედვით, იმგვარი ნიმუშები ჭარბობენ, სადაც ლირიკის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის...“

20


.ge

8

lari

ალექსანდრ ფლორენსკი თბილისური ანბანი 56 გვ. ცნობილი რუსი მხატვრის _ ალექსანდრ ფლორენსკის „თბილისური ანბანი“ უჩვეულო წიგნია. ეს არის თბილისის სხვადასხვა ქუჩისა და უბნის გრაფიკული ჩანახატები, რომლებიც ქართული ანბანის მიხედვითაა დალაგებული. ანბანის თითოეულ ასოს თითო ჩანახატი შეესაბამება. მაგალითად, ასო გ-ზე გაბრიაძის თეატრია გამოსახული, ასო ც-ზე კი – ცხრა ძმის ქუჩა. ალექსანდრ ფლორენსკი თბილისს შესანიშნავად იცნობს და წლის გარკვეულ დროს საქართველოში ატარებს. მის ჩანახატებში ვერ შეხვდებით ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და ადგილებს, რომლებიც სარეკლამო ბუკლეტებს ამშვენებს. ფლორენსკის თბილისური ტოპოგრაფია ძალიან განსხვავებული და მოულოდნელია. მხატვარი ქალაქის ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ და ხშირად შეუმჩნეველ ადგილებს განსაკუთრებული კუთხით წარმოგვიჩენს. ეს არის ნამდვილი, ცოცხალი თბილისი, ძველი ქალაქის ყოველდღიურობა, რომელიც დეტალების სიმშვიდით გიზიდავს და გაჯადოებს.

21


დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა 640 გვ. ხათუნა მაისაშვილის, მაია გოგოლაძის, თამარ წილოსანის თარგმანი

21 lari

თანამედროვე, მთელ მსოფლიოში პოპულარული საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითად ცნებებსა და მეცნიერულ მეთოდებს განიხილავს. წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალი ტექნოლოგიებისა და მედიის შემოქმედებითად გამოყენებას.

თამაზ ვასაძე ვეფხისტყაოსანი კომენტირებული ტექსტი და ანალიტიკური გზამკვლევი ლიტერატურის შემსწავლელთა და მოყვარულთათვის

376 გვ. ცნობილი ქართველი ლიტერატორი თამაზ ვასაძე არაერთი პოპულარული სახელმძღვანელოს ავტორია. მისი ამ წიგნის ამოცანაა, „ვეფხისტყაოსნის“ კვლევა მიუახლოვდეს ნაწარმოების კითხვის, უშუალო აღქმის ცოცხალ პროცესს, რაც გულისხმობს მხატვრულ რეალობაში თანდათანობით შესვლას, ამ რეალობის თავისებურებათა და კანონზომიერებათა შეცნობას, პოემის „ენის“ დაუფლებას.

6

lari

წიგნი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის, ქართული ლიტერატურის შემსწავლელი სტუდენტებისთვის, პედაგოგებისა და რუსთაველის პოემით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვის.

7

lari

ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი 372 გვ. შეადგინა თამარ ბეროზაშვილმა ამ აკადემიურ გამოცემაში ასახულია სკოლაში შესასწავლი საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების ლექსიკა და ფრაზეოლოგია. ლექსიკონი დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი ლიტერატურული ტექსტების აღქმასა და გაგებაში, გაუმდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს და განუვითარებს მშობლიური ენის გრძნობასა და სიყვარულს.

22


.ge

სუვენირები

გამომცემლობა დიოგენე“ ფესტივალის დღეებში ” წიგნებთან ერთად ორიგინალურ სუვენირებს გთავაზობთ. სუვენირები, რა თქმა უნდა, იყიდება, მაგრამ წიგნის მოყვარულები მათ საჩუქრადაც მიიღებენ დიოგენესგან“. ” ორიგინალური დიზაინის ჭიქის სადგამი

გეპატიჟებით წიგნის მაღაზია დიოგენეში“, ” რომელიც 2011 წლის მაისში გაიხსნა. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე მოვიპოვეთ კულტურული ცენტრის რეპუტაცია. გახდით დიოგენეს“ მუდმივი სტუმარი და ” აღმოაჩინეთ:

50 თეთრი საჩუქრად – 10 ლარის წიგნების ყიდვის შემთხვევაში

ნაჭრის ჩანთა 3 ლარი საჩუქრად _ 30 ლარის წიგნების ყიდვის შემთხვევაში საინტერესო ქართული და უცხოური გამოცემები ინტერიერის საავტორო დიზაინი და სასიამოვნო გარემო ჩაის/ყავის კუთხე

ფინჯანი-კროსვორდი 5 ლარი საჩუქრად _ 50 ლარის წიგნების ყიდვის შემთხვევაში ”ნამდვილი მკითხველის მაისური“ მაისურის წინა მხარეს იკითხება: _ ”მთავარია სურვილი“, უკანა მხარეს კი წიგნისთვის დრო მოიძებნება!“ ”

10 ლარი საჩუქრად _ 80 ლარის წიგნების ყიდვის შემთხვევაში ხელით მოხატული მხიარული ზურგჩანთა

შეხვედრები მწერლებთან, პოეტებთან, ლიტერატორებთან _ ყოველ პარასკევს ახალი წიგნების პრეზენტაციები მუსიკალური საღამოები დიოგენეს კინოკლუბი“ _ კარგი ფილმები ” ყოველ ხუთშაბათს ბავშვთა კლუბი“ _ წიგნის კითხვის ” პოპულარიზაციის პროექტი მოგზაურთა კლუბი“ _ ქართველ მწერალთა ” სახლ-მუზეუმების დათვალიერება _ ამ ერთდღიან ტურებს თანამედროვე მწერლები უძღვებიან. ჩვენთან პირველი შენაძენისთანავე ყველა კლიენტი საჩუქრად იღებს დაგროვების ბარათს, რომელზეც შემდგომ გადახდილი თანხის 10% ერიცხება. დაგროვილი ქულებით ჩვენს მაღაზიაში ნებისმიერი წიგნის ყიდვა შეიძლება. გარდა ამისა, გვაქვს 20, 50 და 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები.

10 ლარი საჩუქრად _ 100 ლარის წიგნების ყიდვის შემთხვევაში

ლეპთრეი

მოკლედ, თუ ჯერ არ გვიცნობთ, გამოეშურეთ ჩვენკენ:

უნიკალური დიზაინ-პროდუქტი, რომელიც წიგნის კითხვის თუ ნოუთბუქზე მუშაობის პროცესს გაგიგემრიელებთ“. ”

წიგნის მაღაზია დიოგენე“ ” თბილისი, აფაქიძის ქ. 9 (სპორტის სასახლის გვერდით) 221 33 21 (29), 218 37 87

60 ლარი საჩუქრად _ 300 ლარის წიგნების ყიდვის შემთხვევაში

www.facebook.com/diogenebookstore


24


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.