სპეციალური კატალოგი 2014

Page 1

კატალოგ

ს პ ე ც ი ა ლ უ რ ი

გ ა მ ო მ ც ე მ ლ ო ბ ა

წიგნიერების წელი .ge


გამარჯობა, თქვენ წინაშეა გამომცემლობა „დიოგენეს“ სპეციალური კატალოგი.

გამომცემლობა დიდ ყურადღებას უთმობს კლასიკური და თანამედროვე საბავშვო ბესტსელერების გამოცემას. ამ კატალოგში ნახავთ ლეგენდარულ პერსონაჟებსა და წიგნებს, რომლებიც საოჯახო ბიბლიოთეკის „სავალდებულო“ ნაწილია და ნებისმიერი ჩვენგანის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს. „დიოგენეს“ საქმიანობა მხატვრული ლიტერატურით არ შემოიფარგლება. ცნობილი სპეციალისტების მიერ მომზადებული სასკოლო დამხმარე მასალა, სპეციალური გამოცემები საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები ასევე ჩვენი აქტივობის სფეროა. ახლა კი იმის შესახებ, რატომ და ვისთვის შეიქმნა ეს კატალოგი.

საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა

ჩვენი გამომცემლობა 1995 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ბევრი დასამახსოვრებელი პროექტი განახორციელა. საგამომცემლო პრიორიტეტების თვალსაზრისით, ქართველ პროზაიკოსებსა და პოეტებთან ერთად, „დიოგენე“ უმნიშვნელოვანეს თანამედროვე უცხოელ ავტორებს გამოსცემს. გარდა ამისა, მუდმივად ვზრუნავთ, რომ შევავსოთ „თეთრი ლაქები“ ქართულ საგამომცემლო სივრცეში და საუკეთესო მთარგმნელებთან თანამშრომლობით შევქმნათ წიგნები, რომლებიც მსოფლიო ლიტერატურის აღიარებული შედევრებია, ჩვენს მშობლიურ ენაზე კი პირველად გამოიცემა.

4

12 სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“

2014 წლის მაისიდან მუშაობას იწყებენ გამომცემლობა „დიოგენეს“ სპეციალური წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებში. ისინი რეგულარულად მოგაწვდიან ინფორმაციას ჩვენი ახალი წიგნების, ფასდაკლების აქციების, სხვა ღონისძიებების შესახებ. „დიოგენეს“ წარმომადგენლების მეშვეობით თქვენ შეგეძლებათ შეუკვეთოთ და ადგილზე მიიღოთ სასურველი წიგნები, მონაწილეობა მიიღოთ სპეციალურ გათამაშებებში. ეს კატალოგი შეიცავს ინფორმაციას „დიოგენეს“ წიგნების შესახებ 2014 წლის მაისისთვის. კატალოგის ბოლოს დაანონსებულია ახლო მომავლის სიახლეები. „დიოგენეს“ წარმომადგენლები მოგაწვდიან წიგნებს იმ ფასად, რომელიც კატალოგშია მითითებული. მაგრამ, რაც მთავარია, თქვენ ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით კონკრეტულ გამოცემებზე, რომელთა ჩამონათვალი ყოველი თვის დასაწყისში განახლდება. იმედი გვაქვს, კმაყოფილი დარჩებით „დიოგენეს“ ამ ახალი შემოთავაზებით და ჩვენი წარმომადგენლების მომსახურებით. დაგვიკავშირდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები თუ სურვილები ტელეფონით, ელფოსტით ან სოციალური ქსელით. გმადლობთ და გისურვებთ წარმატებას !

გამომცემლობა „დიოგენე“ – თბილისი 0171, აფაქიძის ქ. 9 (სპორტის სასახლესთან) ტელ. 221 33 21, 221 31 54 https://www.facebook.com/diogenepublishers

.ge


სამეცნიერო და სასკოლო გამოცემები

ქართველი ავტორები

სერია „ამერიკელები“

ჯერომ სელინჯერის წიგნები

6 2 20 22 32 8 4 3 2 უცხოური პროზა

სტივენ კინგის წიგნები

ორჰან ფამუქის წიგნები

18

მალე გამოიცემა

46


.ge ა. ა. მილნი ვინი ფუუჰი დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი. 336 გვ. „ვინი ფუუჰი“ საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული. წიგნის გამოცემიდან თითქმის 50 წლის შემდეგ ერნესტ შეპარდმა გააფერადა პირვანდელი შავ-თეთრი ნახატები, რათა ისინი კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადა ბავშვებისათვის. ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ახალი გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და „ვინი ფუუჰის“ ორივე წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს.

90 29. ლარი

სემ მაკბრეტნი, ანიტა ჯირემი აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 32 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის ზოგჯერ, როცა ვინმე ძალიან, ძალიან გიყვარს, მთელი გულით გინდა გააგებინო, რა დიდია შენი სიყვარული. მაგრამ ციცქნა და დიდმა წაბლისფერმა ყურცქვიტებმა აღმოაჩინეს, რომ სიყვარულის გაზომვა არც ისე ადვილია. ეს წიგნი თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მოვლენად იქცა. მსოფლიო მასშტაბით წიგნის თვრამეტ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე თხუთმეტი წელია, რაც წაბლისფერი ყურცქვიტები მრავალი ქვეყნის ბავშვების საყვარელი გმირები არიან.

90 9. ლარი

4.90

ლარი

მარტა ალტესი არრა! დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, 32 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის რაღას არ იგონებს პატარა ძაღლი, ოღონდ კი ოჯახის წევრებს თავი მოაწონოს! ცხადია, იმათაც გულით უნდა უყვარდეთ, მაგრამ ჩვენს ცუგას ერთი რამ მაინც ვერაფრით გაუგია... „არრა!“ მარტა ალტესის პირველი წიგნია, რომელიც გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. პატარა, მოუსვენარი ძაღლის ამბავი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

4


საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა გაბრიელ ვენსანი ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან

90 9. ლარი

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის

გაბრიელ ვენსანი ქუჩის მუსიკოსები დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის „ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან“ და „ქუჩის მუსიკოსები“ გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის წიგნებია. მთავარი გმირები _ თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობრები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწლეულებია, სხვადასხვა ქვეყნის და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვრობის კლასიკადაა აღიარებული. 2014 წელს ამ წიგნების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი „ოსკარის“ ნომინანტი გახდა.

9.90

ლარი

10.90 ლარი

ბარბარა რაიდი კოტრიალა ლექსები დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი, 32 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის „კოტრიალა ლექსები“ ინგლისური საბავშვო პოეზიის კლასიკური ნიმუშების კრებულია. ქართულ ენაზე ნათარგმნი თოთხმეტი ლექსი დასურათებულია ცნობილი კანადელი მწერლისა და ილუსტრატორის _ ბარბარა რაიდის მიერ. ილუსტრირების მისეული მეთოდი უნიკალურია: წიგნების დასასურათებლად იგი ფიგურებს პლასტილინისგან ძერწავს.

90 7. ლარი

ვერნერ ჰოლცვართი, ვოლფ ერლბრუხი პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო, ვინ უქნა თავზე დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის „პატარა თხუნელას ამბავი“ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული წიგნია. მასში მოთხრობილი უჩვეულო, ტრადიციული საბავშვო წიგნებისაგან განსხვავებული ისტორია და მოუსვენარი მთავარი გმირი ბავშვებს განსაკუთრებით ამხიარულებს.

ალის ბრიერ-აკე, სელია შოფრე პიერი და მთვარე

10.

90

ლარი

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 32 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის „პიერი და მთვარე“ პატარა ბიჭის ამბავია, რომელსაც დედისთვის მსოფლიოში საუკეთესო საჩუქრის _ ნამგალა მთვარის მირთმევა განუზრახავს. ლექსის ფორმით მოთხრობილი ამბავი უჩვეულო ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რამაც განაპირობა წიგნის პოპულარობა როგორც პატარებში, ისე დიდებში. 5


.ge სელმა მანდინი უთვალავი კოცნა ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. ეს საერთაშორისო ბესტსელერი ბევრ ქვეყანაში პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია. „როგორია კოცნა?“ _ კითხულობს ცნობისმოყვარე პატარა. „კოცნა ისეთი ნაზია, თითქოს ლოყაზე ბამბის ქულა გელამუნება“. „უთვალავი კოცნა“ კითხვებისა და პასუხებისგან შედგენილი წიგნია და განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად კითხვას ჯერ ვერ ახერხებენ.

9.90

ლარი

90 7. ლარი

ბეკი ბლუმი, პასკალ ბიეი წიგნიერი მგელი დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის „ერთ პატარა, წყნარ დაბაში მგელი შეწანწალდა...“ საკბილოს ძებნაში მგელი ცხოველების ფერმას მიადგა და უცნაური რამ აღმოაჩინა: ცხოველებს მისი არათუ არ ეშინოდათ, აინუნშიც კი არ აგდებდნენ, რადგან ყველა წიგნის კითხვით იყო გართული. მგელმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, კითხვა ესწავლა, რადგან არ უყვარდა, როცა ყურადღებას არავინ აქცევდა. ეს არის მხიარული ისტორია იმის შესახებ, როგორ შეიყვარა ჯიუტმა მგელმა წიგნი, გახდა ყველასთვის საყვარელი მეზღაპრე და ახალი მეგობრები შეიძინა.

თეა თოფურია გასაღვიძებელი ზღაპრები ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები, 168 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის „ეს ზღაპრები იმათთვისაა, ვისაც ძილი უყვარს და ამის გამო სკოლაში უგვიანდება. იკითხება დილაუთენია, ხმამაღლა და მკაფიოდ“. – ასე იწყება თეა თოფურიას ეს მხიარული კრებული, რომელიც 25 ზღაპრისაგან შედგება. თეა თოფურია 2012 წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტი იყო.

90 9. ლარი 90 4. ლარი

ლელა ცუცქირიძე გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი თინა ჩხიკვიშვილის ილუსტრაციები, 44 გვ. საინტერესო ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მხიარული ზღაპარია. 6


საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა თეა თოფურია პარადიის არდადეგები დიდი ფორმატი, მაგარი ყდა, ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები, 76 გვ. „პარადიის არდადეგები“ორი მოთხრობისგან შედგება. წიგნის სათაურად პირველი მოთხრობის სახელწოდებაა გამოტანილი. მეორე მოთხრობა _ „მოდრეიფე სოფელი“ _ პირველის გაგრძელებაა. ეკი პატარა გოგონაა, რომლის მშობლებიც ბევრს მოგზაურობენ და მისთვის ვერასდროს იცლიან. მორიგი მოგზაურობისას ეკი დედ-მამასთან ერთად სასტუმრო „ჩექმებიან კატაში“ დაბინავდება, სადაც უცნაური ამბები ხდება. იმავე სასტუმროში ცხოვრობენ პარადიის მკვიდრები. ეს ქალაქი გეოგრაფიის არც ერთ წიგნში არ არის მოხსენიებული. გოგონას ახალი მეგობრები ჰყავს _ ნამცხვრების ცხობის დიდოსტატი მოლაპარაკე ძაღლი ფრედერიკი, გენერალი გაჩერდიარგაინძრე, კეთილი ორმოცფეხა და სხვა პარადიელები, რომლებთან ერთადაც თავს უჩვეულო ამბები გადახდება.

90 9. ლარი

„მოდრეიფე სოფელში“ მოთხრობილია, როგორ აღმოაჩინეს გემ „წმინდა მარკოზის“ მეზღვაურებმა პარადია და როგორ დააარსეს მსოფლიოში ყველაზე უცნაური, გემებზე გაშენებული „მოდრეიფე სოფელი“. წიგნი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

მელაკუდას მაღაზია. ბარათების ნაკრები თითოეული ბარათის ცალ მხარეს ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე საბავშვო პოეტის _ ვასილ გულეურის მხიარული ლექსია, მეორე მხარეს კი _ მხატვარ ია გიგოლაშვილის მიერ შესრულებული ფერადი ილუსტრაცია. „მელაკუდას მაღაზია“ 3-6 წლის პატარებისთვისაა განკუთვნილი.

თეა ლომაძე წერილი ბოთლში ნანა სამანიშვილის ილუსტრაციები, 80 გვ. 7-12 წლის ბავშვებისთვის

90 4. ლარი

მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრთა ნაწილი მარიამის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს, მეორე ნაწილი კი ენაზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთთან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ყველამ იცის. გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად მანამ, სანამ ქალაქში უცნაური ამბები არ დაიწყება…

90 5. ლარი

თეა ლომაძე პალომა _ უცნაური მეფის ასული

ფერადი, ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 152 გვ. 8-13 წლის ბავშვებისთვის ბავშვობაში ყველა გოგონა ოცნებობს მეფის ასულობაზე, მაგრამ იციან მათ, რომ ყველა პრინცესა ერთნაირი არ არის? ზოგი მათგანი უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ ჩვეულებრივ გოგონას ჰგავს და სულ არ იქცევა ისე, მეფის ასულს რომ შეჰფერის. სწორედ ასეთია პატარა, ძალიან ლამაზი ქვეყნის მეფის ერთადერთი ასული _ პალომა. ჰოდა, ყველას რომ უკვირდა მისი საქციელი, მანაც სასახლიდან გაპარვა გადაწყვიტა. აი, ასე დაიწყო ყველაფერი. პალომას ბევრი რამ გადახდა თავს, მაგრამ კეთილი და მგრძნობიარე მეფის ასული არ შეცვლილა, პირიქით _ მან თავად შეცვალა ყველა, ვისაც შეხვდა. წიგნის ორენოვანი, ქართულ-ინგლისური გამოცემა რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებითაა გაფორმებული.

90 12. ლარი

7


.ge ასტრიდ ლინდგრენი პეპი გრძელწინდა მაგარი ყდა, 340 გვ. 7-12 წლის ბავშვებისთვის. ინგრიდ ვანგ ნიმანის ილუსტრაციები პეპი, ანუ პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა _ კაპიტან ეფრაიმ გრძელწინდას, ზღვების ყოფილი რისხვისა და ზანგების ახლანდელი მეფის ქალიშვილი _ მთელი მსოფლიოს ბავშვების უსაყვარლესი გმირია. ავტორი დაუოკებელი ფანტაზიით მოგვითხრობს წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას და მისი მეგობრების ყოვლად უცნაური თავგადასავლების შესახებ.

14.90 ლარი

17.90 ლარი

ასტრიდ ლინდგრენი სახურავის ბინადარი კარლსონი მაგარი ყდა, 456 გვ. 7-12 წლის ბავშვებისთვის. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები „დიოგენე“ გთავაზობთ სახურავის ბინადარი კარლსონის _ ასტრიდ ლინდგრენის ამ განუმეორებელი გმირის მხიარულ ამბებს. ახალი გამოცემა ორიგინალის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, ტექსტი კი რედაქტირებულია წიგნის შვედურ დედანზე დაყრდნობით.

12.90 ლარი

ასტრიდ ლინდგრენი ჩვენც სალტკროკელები ვართ მაგარი ყდა, 272 გვ. 8-13 წლის ბავშვებისთვის. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები რამდენიმე წლის წინ, ივნისის ერთ მშვენიერ დღეს, კუნძულისკენ მოაგარაკეების ოჯახი გაემგზავრა: მამა და ოთხი შვილი, გვარად მელკერსონები, სტოკჰოლმის მკვიდრნი. არც ერთი არ იყო სალტკროკაზე ნამყოფი და ამიტომაც მოუთმენლად ელოდნენ კუნძულის ნახვას. გაატარეს თუ არა მათ ზაფხული იმ ათასობით სტოკჰოლმელზე უფრო საინტერესოდ და მხიარულად, რომლებიც შხერებზე ისვენებენ ხოლმე? ძნელი სათქმელია, თუმცა მელკერსონების ოჯახი სწორედ ასე ფიქრობდა. 8


საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა

12.90 ლარი

ასტრიდ ლინდგრენი ყაჩაღის ასული რონია მაგარი ყდა, 212 გვ. 7-12 წლის ბავშვებისთვის. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები ამ არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიას და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება ტყეში, რასაც მოჰყვა მათი ოჯახების _ მანამდე მოსისხლე მტრების _ შერიგება და დამეგობრება.

90 12. ლარი

ასტრიდ ლინდგრენი ძმები ლომგულები მაგარი ყდა, 232 გვ. 6-12 წლის ბავშვებისთვის. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის ეს განსაკუთრებული ზღაპარი ორი ძმის _ ჯონათანისა და სკორპას ურთიერთერთგულებისა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. წიგნში ყველაფერია, რაც საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს _ მეგობრობა და თავდადება, გმირები და საზარელი ურჩხულები, იდუმალი ჯადოსნური ქვეყნები და მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. 9


.ge

25.00 ლარი

მიხაელ ენდე დაუსრულებელი ამბავი 538 გვ. ორიგინალური გაფორმება, ფერადი შრიფტი, მაგარი ყდა, სუპერი საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაელ ენდეს (19291995) „დაუსრულებელი ამბავი“ მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია. ფენტეზის ჟანრის ეს შედევრი ათობით ენაზეა ნათარგმნი, თუმცა ქართულად მხოლოდ ახლა გამოიცა. წიგნში ფანტასტიკური სახეების გასაოცარი მრავალფეროვნების ფონზე განვითარებულია დრამატული სიუჟეტი, რომელიც სიმამაცეს, სიყვარულს, სიკეთეს ასწავლის ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, – წიგნს არანაკლები ინტერესითა და ემოციით წაიკითხავენ უფროსებიც.

90 9. ლარი

ჯინ ვებსტერი გრძელფეხება მამილო 416 გვ. ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯინ ვებსტერის წიგნი „გრძელფეხება მამილო“ მოგვითხრობს ობოლი გოგონას ამბავს, რომელიც უცნობმა ქველმოქმედმა კოლეჯში გაგზავნა. ამ კლასიკად ქცეულ ეპისტოლარულ რომანს დღემდე სიამოვნებით კითხულობენ სხვადასხვა ასაკის მკითხველები მთელ მსოფლიოში. გამოცემა ორენოვანია – იგი ქართულ და ინგლისურ ტექსტებს აერთიანებს. წიგნს დართული აქვს ლექსიკონი, რომელიც დაეხმარება მკითხველებს ინგლისური ტექსტის უკეთ გაგებასა და ენის სრულყოფაში. 10


საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა

90 14. ლარი

მუსიკა _ საყმაწვილო ენციკლოპედია დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 96 გვ. ამ ენციკლოპედიაში გაეცნობით მუსიკას, როგორც ხელოვნების უნივერსალურ დარგს; ბევრ რამეს შეიტყობთ კლასიკური, თანამედროვე და მსოფლიოს ხალხთა მუსიკის შესახებ; ნახავთ, რა ჟანრებად და მიმდინარეობებად იყოფა მუსიკა; ამოიკითხავთ საინტერესო ცნობებს ინსტრუმენტული და საოპერო მუსიკის, საკრავებისა და მათი ისტორიის შესახებ. მრავალფეროვანი ინფორმაციის შემცველი, ფოტოებითა და ნახატებით მდიდარი ეს ენციკლოპედია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მკითხველს დააინტერესებს.

90 9. ლარი

სიუ ტაუნსენდი „ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“ 292 გვ. სიუ ტაუნსენდი 1946 წელს ინგლისში დაიბადა. 15 წლისამ სკოლა მიატოვა. მას მერე ბევრი საქმიანობა გამოიცვალა _ ხან ფაბრიკის მუშა იყო, ხანაც მაღაზიის გამყიდველი. 1982 წელს „ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“ გამოქვეყნდა და ავტორი მაშინვე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად იქცა. სიუ ტაუნსენდი არაერთი რომანისა და პიესის ავტორია, თუმცა კონან დოილისა და ა. ა. მილნის მსგავსად მისი მთელი შემოქმედება ერთმა პერსონაჟმა დაჩრდილა. ბრიტანეთში ედრიან მოული ისეთივე ცნობილი ვინმეა, როგორიც შერლოკ ჰოლმსი ან ვინი ფუუჰი. 11


.ge გამომცემლობა „დიოგენე“ წარმოგიდგენთ წიგნების სერიას სახელწოდებით „დიოგენეს ბიბლიოთეკა“. ამ სერიაში გაერთიანებულია მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა. „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ ავტორთა და ნაწარმოებთა დიდი ნაწილი პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. სერიაში ბევრ ისეთ წიგნს შეხვდებით, რომლებსაც კრიტიკოსები აღმატებითი ეპითეტებით ახასიათებენ: ლეგენდარული, ეპოქალური, უმნიშვნელოვანესი... ჩვენ კი ასე ვიტყოდით _ ძალიან კარგი წიგნები, რომლებსაც ნამდვილი მკითხველი დიდხანს ელოდა. 2012 წელს „დიოგენეს ბიბლიოთეკას“, როგორც წლის საუკეთესო სერიას, ლიტერატურული პრემია „გალა“ მიენიჭა.

90 9. ლარი სემუელ ბეკეტი „მოლოი“ 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ სემუელ ბეკეტს (1906-1989) ხან უკანასკნელ მოდერნისტად მოიხსენიებენ, ხანაც პირველ პოსტმოდერნისტად. ნებისმიერ შემთხვევაში, ბეკეტი _ ჯეიმზ ჯოისთან ერთად _ მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ირლანდიელი მწერალია. „მოლოი“ _ ბეკეტის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი _ ფრანგულად დაიწერა და 1951 წელს გამოიცა. რამდენიმე წლის შემდეგ პატრიკ ბოულზმა, ავტორთან ერთად, წიგნი ინგლისურად თარგმნა. რომანი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ორი პერსონაჟის, მოლოისა და ჟაკ მორანის მონათხრობისაგან შედგება.

90 11. ლარი

რადიარდ კიპლინგი კიმი 442 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ პატარა, ობოლი კიმბოლ ო’ჰარა _ მეტსახელად „ქვეყნიერების ძმაბიჭი“ _ ინდოეთის ქალაქ ლაჰორში ცხოვრობს. იქაური ბაზრის ბიჭბუჭობაში არც გამოირჩევა, შავტუხაა და მეტწილად ადგილობრივ კილოკავზე უქცევს, თუმცა თეთრკანიანია _ ირლანდიელ ფეხოსანთა ლეგიონის მედროშის შვილი. კიმი ტიბეტელ ლამას უმეგობრდება და მასთან ერთად გასწევს სახეტიალოდ. მალე კი გამჭრიახი და ენამოსწრებული პატარა ბიჭი „დიდი თამაშის“ მონაწილე ხდება, თამაშისა, რომელშიც ჩაბმულები არიან ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური და რუსეთის იმპერიის ჯაშუშები. „კიმი“ თაღლითური და ჯაშუშური რომანის ნაზავია. ეს წიგნი 1901 წელს გამოიცა და ლიტერატურის დარგში პირველი ინგლისელი ნობელიანტის, რადიარდ კიპლინგის (1865-1936) საუკეთესო რომანად ითვლება. 12


სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“

ჯონ ბენვილი ზღვა 226 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ

90 9. ლარი

თანამედროვე ირლანდიურ ლიტერატურაში ჯონ ბენვილის (1945) სახელი გამორჩეულია. მის დახვეწილ, სტილისტურად უნაკლო პროზას ხშირად ვლადიმირ ნაბოკოვისას ადარებენ. ბენვილი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ბუკერის პრემიის, რომელიც მწერალს 2005 წელს მიენიჭა რომანისთვის „ზღვა“. „ზღვა“ ხანში შესული მაქს მორდენის მონათხრობია, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ზღვისპირა სოფელში ჩადის. იგი იხსენებს ბავშვობაში ამ ადგილას გატარებულ ზაფხულს, როცა გრეისების ოჯახი გაიცნო _ ადამიანები, რომლებმაც მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

90 11. ლარი

გ. კ. ჩესტერტონი მოთხრობები მამა ბრაუნზე 398 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი გ. კ. ჩესტერტონი (1874-1936) უამრავი ლექსის, მოთხრობის, რომანისა და ესეს ავტორია, თუმცა, პირველ რიგში, მაინც მამა ბრაუნის შესახებ შექმნილი მოთხრობებითაა ცნობილი. ამ მოთხრობებში ყოველთვის არის დამნაშავე, რომლის მხილებასაც ჩია, მორიდებული კათოლიკე მღვდელი ცდილობს. ბრიტანეთში მამა ბრაუნი პოპულარობით ლეგენდარულ ბეიკერ- სტრიტელ დეტექტივსაც კი უწევს მეტოქეობას. ჩესტერტონი _ კლასიკად ქცეული სენტენციებისა და თხრობის ბრწყინვალე სტილის წყალობით _ არა მხოლოდ დეტექტიური ჟანრის მოყვარულებს იზიდავს.

90 9. ლარი

რომენ გარი თეთრი ძაღლი 304 გვ. ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც _ წესის მიხედვით _ ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალს ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის ერგო. „თეთრი ძაღლი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. ეს არის ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობის ტრაგიკული ისტორია – რეალური ამბავი, როგორ ცდილობდა მწერალი ხელახლა გაეწვრთნა და ადამიანებისთვის უსაფრთხო არსებად ექცია პოლიციის მიერ საგანგებოდ შავკანიანებზე დაგეშილი ნაგაზი. 13


.ge

90 9. ლარი

ჯულიან ბარნსი ფლობერის თუთიყუში 280 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ „რატომ გვაქეზებს ნაწერი, რომ მწერალს ავედევნოთ? რატომ ვერ ვეშვებით? წიგნებს რატომ ვერ ვჯერდებით? ფლობერს უნდოდა, წიგნები გვეკმარა: სულ ერთი-ორი მწერალი თუ მოიძებნება, მასზე მეტად რომ სჯეროდეს ნაწერის ობიექტურობა და მწერლის პიროვნების უმნიშვნელობა; თუმცა ჩვენ მაინც ვჯიუტობთ, თავს არ ვანებებთ.“ – ეს ჯეფრი ბრაითუეიტის, ხანში შესული ექიმისა და ფლობერის შემოქმედების მოყვარული მკვლევრის სიტყვებია, რომელიც მთელი წიგნის მანძილზე გენიოსის ცხოვრების დეტალებს უღრმავდება და მათზე მსჯელობს.

90 11. ლარი

პიტერ კერი ძარცვა 404 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ (1943) იგივე მოახერხა, რაც თურქმა ორჰან ფამუქმა და სამხრეთაფრიკელმა ჯონ კუტზეემ _ თავისი ქვეყანა გეოგრაფიული პერიფერიიდან თანამედროვე ლიტერატურის ცენტრში გადაიტანა. ბუკერის პრემიის ორგზის ლაურეატი რომანისტის სახელს ნობელის პრემიის ყველაზე რეალურ და ღირსეულ კანდიდატებს შორის ხშირად ახსენებენ ხოლმე, რადგან, როგორც წესი, პიტერ კერის ყოველი ახალი წიგნი ინგლისურენოვან ლიტერატურულ სამყაროში წლის მოვლენაა. 2006 წელს გამოქვეყნებული რომანი „ძარცვა“ ერთ დროს სახელგანთქმული ავ-სტრალიელი მხატვრის, მაიკლ ბოუნის, მეტსახელად ბუჩერის, ამბავია. ყველასგან დავიწყებული მაიკლი დღეებს მიყრუებულ სოფელში, აუტისტ ძმასთან ერთად ატარებს, სანამ მათ ცხოვრებაში ახალგაზრდა ქალი არ ჩნდება, რომელიც ყველაფერს ცვლის. 14


სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ პოლ ოსტერი, ჯ. მ. კუტზეე აქ და ახლა წერილები (2008-2011) 332 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ირმა ტაველიძემ და ქეთი ქანთარიამ მართალია, ერთმანეთის ნაწერებს წლების განმავლობაში კითხულობდნენ, ურთიერთობა კი 2005 წლიდან აქვთ, მაგრამ პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვდნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი.

90 9. ლარი 90 11. ლარი

ჰენრი მილერი კირჩხიბის ტროპიკი 420 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ „კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891 - 1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია. წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა _ მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის _ დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო.

90 11. ლარი

ჯონ ფაულზი კოლექციონერი 436 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ. ჯონ ფაულზი 1926 წელს ინგლისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვაო ქვეითად მსახურობდა, მოგვიანებით კი ოქსფორდში ფრანგულს სწავლობდა. რამდენიმე წელი ფაულზმა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაატარა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო წერაც. „კოლექციონერი“ _ ახალგაზრდა მხატვრის, მირანდა გრეისა და მასზე შეყვარებული კლერკის, ფრედერიკ კლეგის შემზარავი ისტორია _ ფაულზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. წიგნს დიდი წარმატება ხვდა. მწერალმა შეძლო, მასწავლებლობისთვის თავი გაენებებინა და მთელი დრო ლიტერატურისთვის დაეთმო. იგი ინგლისის სამხრეთით, პროვინციულ ქალაქში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ჯონ ფაულზი _ მეოცე საუკუნის ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი _ 2005 წელს გარდაიცვალა. 15


.ge

90 9. ლარი

ჯ. მ. კუტზეე სირცხვილი 300 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ ჯონ მაქსველ კუტზეე (1940) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი რომანისტია. მწერალი ბუკერის პრემიის ისტორიაში პირველი ავტორია, რომელსაც ეს ჯილდო ორჯერ გადასცეს. მეორე ბუკერი კუტზეეს სწორედ 1999 წელს გამოქვეყნებულ რომან „სირცხვილისთვის“ მიენიჭა. 2003 წელს კი მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. წიგნის მთავარი გმირი კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ლურია, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც სტუდენტ გოგონასთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი მჟღავნდება.

90 11. ლარი

ედით უორტონი უმანკოების ხანა 428 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა ედით უორტონი დაიბადა 1862 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ უძველეს და უმდიდრეს ოჯახში. განათლება ჯერ აშშ-ში მიიღო, შემდეგ კი საზღვარგარეთ. არის მრავალი რომანისა და მოთხრობის ავტორი. გარდაიცვალა საფრანგეთში 1937 წელს. ედით უორტონი პირველი მწერალი ქალია, რომელსაც პულიცერის პრემია მიანიჭეს რომან „უმანკოების ხანისათვის“. „უმანკოების ხანა“ ძველი ნიუ-იორკის ცხოვრების ამსახველი რომანია. მწერალი ხატოვნად აცოცხლებს გაზით განათებულ ქუჩებს, სასახლეებში გამართულ მეჯლისებსა და საზოგადოებას, რომლის წევრებიც „სკანდალს ავადმყოფობაზე მეტად უფრთხიან“. ასეთია ნიულენდ არჩერისა და მისი საცოლის, მეი უელანდის სამყარო. მაგრამ უეცრად, დიდი ხნის შემდეგ, ნიუ-იორკში ბრუნდება უცნაური, ყველასგან განსხვავებული გრაფინია ელენ ოლენსკა და არჩერის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. 16


სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ უილიამ ფოლკნერი დროშები მტვერში 548 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ „დროშები მტვერში“ უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანებიდან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგონილ „იოკნაპატოფას ოლქში“ ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ წიგნს _ გამომცემლის დაჟინებით _ „სარტორისი“ დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. „დროშები მტვერში“ _ ავტორისეული სახელწოდებით და სრულად _ მხოლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ _ 1973-ში გამოიცა. ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება. ამ თარგმანისათვის ზაზა ჭილაძეს 2013 წელს პრემია „საბა“ გადაეცა.

90 13. ლარი

პ. გ. ვუდჰაუსი დაიკიდე, ჯივზ!

90 9. ლარი

272 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსი პელემ გრენვილ ვუდჰაუსი (1881-1975) ინ-გლისის ქალაქ გილფორდში დაიბადა. კოლეჯში სწავლისას ადგილობრივ ჟურნალსაც რედაქტორობდა და ჩინებული მოკრივეც იყო. სწავლის დამთავრების მერე ბანკში მუშაობდა, თავისუფალ დროს კი წერდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვუდჰაუსს _ უკვე სახელგანთქმულ მწერალს _ ბრალი კოლაბორაციონიზმში დასდეს. ბრიტანულ პრესაში დღემდე ქვეყნდება სტატიები, რომლებშიც მწერლის ბიოგრაფიის ამ საჩოთირო დეტალს უტრიალებენ. ომის შემდეგ ვუდჰაუსი შეერთებულ შტატებში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ვუდჰაუსი ათობით წიგნის ავტორია, თუმცა რომანებისა და მოთხრობების სერია ჯივზისა და ვუსტერის შესახებ მათ შორის ყველაზე ცნობილია. ინგლისელი არისტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი გამჭრიახი კამერდინერი ჯივზი მსოფლიო ლიტერატურაში ისევე ცნობილები არიან, როგორც ჰოლმსი და უოტსონი. „დაიკიდე, ჯივზ!“ ამ სერიის ერთ-ერთი წიგნია.

90 11. ლარი

პოლ ოსტერი მისნის ღამე 324 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ სიდნი ორი, ამ წიგნის პროტაგონისტი, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. თვეების შემდეგ ახალ ცხოვრებას ისე იწყებს, თითქოს ბურანშია _ და აი აქ ხვდები, რომ რეალობის განცდადაკარგულს, ფიზიკურად სრულიად გამოფიტულს, ქუჩაში ექიმის რჩევით ჯიუტად მოლასლასე ადამიანს რეალობა სულ სხვანაირად წარმოუდგება. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მყარი, თავისთავად მისაღები, მკვიდრად ფესვგად-გმული ჩანს, მისთვის აუტანლად მძიმე და დიდია, ყველა როლი ცხოვრებაში _ განსაკუთრებული, მწერლის ხელობა კი _ ერთადერთი გასაღები, რომლის მეშვეობითაც ხელახლა შეძლებს რეალობაში შესვლას. 17


.ge ორჰან ფამუქი უმანკოების მუზეუმი 712 გვ. თურქულიდან თარგმნა ეკატერინე ახვლედიანმა ორჰან ფამუქი პირველი თურქი რომანისტია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა. მწერალი 1952 წელს დაიბადა სტამბოლში. „რობერტ კოლეჯის“ დამთავრების შემდეგ არქიტექტურას სწავლობდა, თუმცა საბოლოოდ სწავლას თავი ანება და გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო. „უმანკოების მუზეუმი“ _ ფამუქის მერვე რომანი _ 2008 წელს გამოვიდა. 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია ძირითადად 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სტამბოლია _ ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით. „უმანკოების მუზეუმის“ წერისას ფამუქი რეალურ მუზეუმსაც ქმნიდა _ ადგილს, სადაც რომანში აღწერილ სიყვარულის ისტორიასა და, ზოგადად, ეპოქასთან დაკავშირებულ ნივთებს გამოფენდა. მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა წიგნში აღწერილ სტამბოლის ერთ-ერთ უბან ჩუქურჯუმაში.

90 19. ლარი 90 11. ლარი

ორჰან ფამუქი ახალი ცხოვრება 352 გვ. თურქულიდან თარგმნა თამარ ალფენიძემ „ერთხელ ერთი წიგნი წავიკითხე, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. სრულიად ჩავიძირე წიგნში, რომელიც ჩემს ამბავს ყვებოდა, თან ვერც გავიგე _ როგორ. შეიძლება, გავიგე კიდეც, მაგრამ დამავიწყდა _ მე ხომ სიკვდილს, უბედურებას, გამქრალ ნიშნებს შორის საკუთარი გზის პოვნას ვცდილობდი...“ „ახალი ცხოვრება“ ორჰან ფამუქის 1994 წელს გამოცემული რომანია. მწერალი გვთავაზობს მოგზაურობას მისთვის დამახასიათებელ ლაბირინთებში, საიდანაც თითოეული მკითხველი სიყვარულთან, პოლიტიკურ შეთქმულებებთან, ვნებასთან, სიბეცესთან, ახალი ცხოვრების მაძიებლებთან შეხვედრების შემდეგ სხვა ადამიანად უნდა დაბრუნდეს. 18


ორჰან ფამუქის წიგნები ორჰან ფამუქი სტამბოლი 540 გვ. თურქულიდან თარგმნა თამარ ალფენიძემ ორჰან ფამუქის „სტამბოლი _ მოგონებები და ქალაქი“ 2003 წელს გამოქვეყნდა. ეს ავტობიოგრაფიული წიგნი ცნობილი რომანისტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. „ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. რა აზრი დევს ნეტავ მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებაში? სამართლიანია თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც. ხანდახან თავს უბედურად ვგრძნობ, რომ დავიბადე დაქუცმაცებული იმპერიის ნანგრევებსა და მტვერში, სიღარიბის და სევდისგან გახუნებულ და დანგრეულ სტამბოლში _ ამ დროს კი შინაგანი ხმა მეუბნება, რომ გამიმართლა“.

13. ლარი

90

9.90

ლარი

ორჰან ფამუქი გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი 174 გვ. თარგმნა ია ბერსენაძემ „გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი“ ორჰან ფამუქის 2010 წელს გამოცემული ესეების კრებულია. წიგნის ეპილოგში ფამუქი წერს: „მინდოდა, მკითხველისთვის ჩემი მწერლური გამოცდილება გამეზიარებინა _ რა მასწავლა რომანის ხელოვნებამ და რა ამიკრძალა, რასაც ხან ვეჯაჭვებოდი, ხან კი, პირიქით, თავიდან ვიშორებდი... როგორც ამ წიგნის მოცულობითაც ჩანს, ეს არ არის რომანის ისტორია, თუმცა ამ ლიტერატურული ჟანრის უკეთ გასაგებად ვეცადე, მისი განვითარების ეტაპებიც მიმომეხილა. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი მაინც სხვა რამ იყო: რა შთაბეჭდილებას ახდენს რომანი მკითხველზე? როგორ მუშაობენ რომანისტები? და როგორ იქმნება ნაწარმოები? ჩემი გამოცდილება რომანის მწერლისა და რომანის მკითხველისა გადაჯაჭვულია. რომანის შესწავლის საუკეთესო გზა დიდი რომანების წაკითხვა და მათი შთაგონებით რაიმე მსგავსის დაწერაა. ვფიქრობ, ნიცშე მართალი იყო, როცა ამბობდა: „სანამ ხელოვნებაზე საუბარს დაიწყებთ, სცადეთ ხელოვნების ნიმუშის შექმნა“. 19


.ge გამომცემლობა „დიოგენეს“ სერია „ამერიკელები“ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის 20 მნიშვნელოვან ტექსტს აერთიანებს. ეს არის წიგნები, რომელთა გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა. სერიის ყველა წიგნი ქართულად პირველად გამოიცემა.

ჯონათან საფრან ფოერი სრული გასხივოსნება 408 გვ. მაგარი ყდა, ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ 25 წლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) ამერიკულ ლიტერატურაში გამოჩენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მის შესახებ არათუ რიგითი კრიტიკოსები, პროზის დინჯი და სიტყვაძუნწი ოსტატებიც კი აღფრთოვანებით წერდნენ. 2002 წელს გამოქვეყნებულ სადებიუტო რომან „სრულ გასხივოსნებას“ ჯონ აპდაიკმა „გამაოგნებელი წიგნი“ უწოდა. ეს არის გამქრალი ებრაული დასახლება ტრახიმბროდის, ამ დასახლების საძებნად უკრაინაში ჩასული ამერიკელისა და უხეირო ინგლისურით მოლაპარაკე მისი ოდესელი თარჯიმნის ისტორია, მოთხრობილი მეტად უცნაური და სასაცილო ენით.

90 14. ლარი

ფილიპ როთი პორტნოის სინდრომი

90 14. ლარი

340 გვ. მაგარი ყდა, ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ ამერიკული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი _ ფილიპ როთი (1933) არაერთი ბრწყინვალე რომანის ავტორია, თუმცა „პორტნოის სინდრომი“ მათ შორის ყველაზე ცნობილია. 1969 წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თამამი წიგნი მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში.

ჰანტერ ს. თომპსონი ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში 216 გვ. მაგარი ყდა, ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ ჰანტერ ს. თომპსონი 1937 წელს კენტაკის შტატის ქალაქ ლუისვილში დაიბადა. ვიდრე ლეგენდარულ „ზაფრა და გულისრევას“ დაწერდა, მოასწრო ძარცვაში თანამონაწილეობის ბრალდებით სასჯელი მოეხადა, სამხედრო-საჰაერო ძალებში ემსახურა და თავისი გიჟური რეპორტაჟებით შეექმნა გონზო-ჟურნალისტიკა _ სტილი, რომელიც აღწერილ მოვლენებში ავტორის უშუალო მონაწილეობას, ამბის მძაფრი ემოციებით გადმოცემას და, შიგადაშიგ, ამ ემოციების სინაღდის დასტურად არანორმატიული ლექსიკის მოშველიებას გულისხმობს.

90 12. ლარი 20

„ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით _ „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებდამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთავარი გმირის _ რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლას-ვეგასში ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების ამბავი.


სერია „ამერიკელები“ უილიამ ბეროუზი ჯანქი

თომას პინჩონი ლოტ 49-ის გამოცხადება

216 გვ. მაგარი ყდა, ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

90 12. ლარი

უილიამ ბეროუზი (1914-1997), ჯეკ კერუაკთან და ალენ გინზბერგთან ერთად, ბიტმოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია.

224 გვ. მაგარი ყდა, ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

90 16. ლარი

„ჯანქი“ ბეროუზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. ეს არის ავტობიოგრაფიული ტექსტი _ ერთგვარი რეპორტაჟი, რომელშიც ნარკოდამოკიდებული ადამიანის გამოცდილებაა აღწერილი. წიგნი პირველად 1953 წელს უილიამ ლის ფსევდონიმით გამოიცა.

სილვია პლათი ზარხუფი

სოლ ბელოუ ჰენდერსონი წვიმის მეფე

296 გვ. მაგარი ყდა ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა „ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის (19321963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე დაიბეჭდა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით. ეს „ზარხუფის“ მეორე ქართული გამოცემაა. მიუხედავად იმისა, რომ სერია „ამერიკელებში“ გაერთიანებული ყველა სხვა წიგნი ქართულად პირველად ითარგმნა, მაინც გადავწყვიტეთ, ეს რომანი _ გამონაკლისის სახით _ ამ სერიით გამოგვეცა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ წიგნის პირველი ქართული გამოცემა მცირე ტირაჟით დაიბეჭდა და მკითხველთა დიდი ნაწილისთვის შეუმჩნეველი დარჩა.

562 გვ. მაგარი ყდა ინგლისურიდან თარგმნა ლელა დუმბაძემ

12.90 ლარი

სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ _ ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი _ 1959 წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფრიკაში მიემგზავრება. სოლ ბელოუს ეს წიგნი მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაშია შესული.

ჯერომ სელინჯერის შემდეგ თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში თომას პინჩონი ყველაზე ცნობილი განდეგილია. პინჩონის არცერთ წიგნს – ავტორის ნების შესაბამისად – არ ახლავს მისი ფოტო. უკვე წლებია, ჟურნალისტები უშედეგოდ ცდილობენ მისგან ინტერვიუს აღებას ან მის პირად ცხოვრებაზე მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაციის მოპოვებას. მწერლის შესახებ დანამდვილებით ცნობილია, რომ 1937 წელს დაიბადა, მსახურობდა სამხედრო ფლოტში, სწავლობდა კორნელის უნივერსიტეტში, მუშაობდა კომპანია „ბოინგში“, არის შვიდი რომანის ავტორი. „ლოტ 49-ის გამოცხადება“ – რომანი, რომელიც პოსტმოდერნისტული ლიტერატურის შედევრად ითვლება და კალიფორნიელი დიასახლისის თავს გადამხდარი უცნაური ამბავია _ პინჩონის მეორე, 1966 წელს გამოცემული წიგნია.

12.90 ლარი

21


.ge

11.90 ლარი

სტივენ კინგი მიზერი 436 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ლალი გოგაძემ ავტოავარიაში მოხვედრილ ცნობილ მწერალ პოლ შელდონს ყოფილი მედდა, ენი უილკსი გადაარჩენს. ენი შელდონის თაყვანისმცემელია. მას გონებადაკარგული პოლი თავისთან, გარე სამყაროსაგან მოწყვეტილ სახლში მიჰყავს. შელდონი მალევე ხვდება, რომ ტყვეობაშია. ქალი მწერლისგან რომანის დაწერას მოითხოვს. პოლ შელდონი თავს გრძნობს „ათას ერთი ღამის“ პერსონაჟად, რომელმაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად ისტორიები უნდა შეთხზას. ამ რომანის სათაურს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, მიზერი პოლ შელდონის წიგნის გმირის სახელია, მეორე მხრივ, ეს სიტყვა ინგლისურად ტანჯვას, უბედურებას, განსაცდელს ნიშნავს.

სტივენ კინგი წელიწადის დრონი 712 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის (1947) „წელიწადის დრონი“ ოთხი მცირე რომანისაგან შედგენილი კრებულია, რომელიც პირველად 1982 წელს გამოქვეყნდა. წიგნის ბოლოსიტყვაობაში კინგი აღნიშნავს: „...ბოლო დროს მხოლოდ ამას მეკითხებიან: „საშინელებების გარდა კიდევ რამეს წერთ თუ არა?“ ეს კრებული სწორედ ამ შეკითხვის პასუხია _ „რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან“, „ნიჭიერი მოწაფე“, „გვამი“ და „სუნთქვის მეთოდი“ განსხვავდება კინგის სხვა წიგნებისგან და ერთი ჟანრის ფარგლებს სცილდება. „წელიწადის დრონის“ ოთხი რომანიდან სამის მიხედვით ცნობილი ფილმებია გადაღებული.

90 11. ლარი 90 14. ლარი

სტივენ კინგი მწვანე გზა 468 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ რომანი „მწვანე გზა“ მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები პოლ ეჯკუმის ციხის სიკვდილმისჯილთა ბლოკის ყოფილი ზედამხედველის მონათხრობია, რომელიც ორმოცდაათი წლის წინათ მომხდარ ამბებს იხსენებს. წიგნი 1996 წელს გამოქვეყნდა. ამავე წელს „მწვანე გზას“ ბრემ სტოკერის სახელობის პრემია მიენიჭა, როგორც საუკეთესო რომანს. 1999-ში წიგნის მიხედვით ცნობილი ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარი გმირის როლს ტომ ჰენკსი ასრულებს. 22


სტივენ კინგის წიგნები

90 15. ლარი

სტივენ კინგი უძილობა 924 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა სტივენ კინგის (1947) რომანი „უძილობა“ პირველად 1994 წელს გამოქვეყნდა. რომანის მოქმედება გამოგონილ ქალაქ დერიში ვითარდება. მთავარი გმირი, რალფ რობერტსი უძილობით იტანჯება. იგი სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, რათა დაძინება შეძლოს, თუმცა ვერაფრით ახერხებს. საბოლოოდ, რალფს უცნაური ხილვები ეწყება. იგი ხედავს იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ამჩნევენ. „უძილობა“ სტივენ კინგის თრილერებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია და დღემდე ამ ჟანრის ბესტსელერების სიაშია.

90 9. ლარი

სტივენ კინგი ბნელი კოშკი 1 _ მსროლელი 294 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ ამერიკელი მწერლის სტივენ კინგის რვა წიგნისაგან შემდგარი სერია „ბნელი კოშკი“ ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორისა და ვესტერნის მოყვარულებისთვის გამორჩეული საკითხავია. „ბნელ კოშკში“ მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი. მისი მიზანია, იპოვოს ბნელი კოშკი _ ყველა სამყაროს შემაკავშირებელი ღერძი, რომელიც სამყაროებს ნგრევისა და ქაოსისგან იცავს. თავად ავტორი ამ სერიას თავისი შემოქმედების მწვერვალს უწოდებს. „მსროლელი“ სერიის პირველი წიგნია. მასში მკითხველი ეცნობა მთავარ გმირს, რომელსაც მეტოქის, ძლევამოსილი ჯადოქრის, შავსამოსიანი კაცის შეპყრობა განუზრახავს, რათა მისი დახმარებით ბნელ კოშკამდე მიაღწიოს. „ბნელი კოშკის“ სერია მრავალ ენაზე ითარგმნა და მის მიხედვით ფილმის გადაღებაც იგეგმება. 23


.ge

90 7. ლარი

კლდის პირზე, ჭვავის ყანაში... 220 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ უცხოენოვან წიგნებს შორის ცოტაა ისეთი, ქართულად რამდენჯერმე რომ ეთარგმნოთ. სელინჯერის „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში...“ ასეთი ბედნიერი გამონაკლისია. 1951 წელს გამოქვეყნებული რომანი პირველად ვახტანგ ჭელიძემ თარგმნა 60-იან წლებში (წიგნს „თამაში ჭვავის ყანაში“ ერქვა), ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კი გია ჭუმბურიძის თარგმანი გამოიცა. ძველ ვარიანტთან შედარებით ახალ თარგმანში მთავარი გმირის _ 17 წლის ჰოლდენ კოლფილდის მეტყველება (40-იანი წლების ამერიკული სლენგი) მეტადაა დაახლოებული სასაუბრო ენას და დიდწილად თავისუფალია ევფემიზმებისგან.

90 7. ლარი

ფრენი და ზუი 184 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ ჯერომ სელინჯერის „ფრენი და ზუი“ გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა), მათი უფროსი ძმების მსგავსად და დიდწილად მათი მეცადინეობით, ბავშვობიდან გამორჩეულები იყვნენ. მათ ვუნდერკინდებად მოიხსენიებდნენ. რთული ოჯახური ურთიერთობები, კონფლიქტი გარე სამყაროსთან და საკუთარ თავთან წიგნის მთავარი თემებია. ზედმეტად მგრძნობიარე და გაუწონასწორებელ მთავარ გმირებს მწერალი განსაკუთრებული იუმორითა და სითბოთი აღწერს.

24


ჯერომ სელინჯერის წიგნები

90 7. ლარი

ჭერი ასწიეთ, დურგლებო სიმორი _ შესავალი 262 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ და ლელა დუმბაძემ წიგნი პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ და „სიმორი _ შესავალი“ მჭიდრო კავშირშია სელინჯერის სხვა ორ წიგნთან: „ცხრა მოთხრობასა“ და „ფრენი და ზუისთან“. „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია, რომელიც აღწერს თავის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. „სიმორი, შესავალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს, კერძოდ _ უფროსი ძმის, სიმორის შესახებ. სელინჯერის სხვა წიგნის „ფრენისა და ზუის“ მსგავსად ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია.

90 7. ლარი ცხრა მოთხრობა 268 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ, თამარ ჯაფარიძემ და გია ბერაძემ კრებულში შესულია მოთხრობები: „ბანანა-თევზის ამინდი“, „კონექტიკუტელი კუტი ძია“, „ესკიმოსებთან შებრძოლებამდე“, „კაცი, რომელიც იცინოდა“, „კანჯოში“, „ძღვნად ესმეს“, „ჩემი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები“, „დე დომიე-სმითის ცისფერი პერიოდი“, „ტედი“.

25


.ge 90 9. ლარი

პ. გ. ვუდჰაუსი ვუსტერთა გვარის ღირსება 214 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

„ვუსტერთა გვარის ღირსება“ ინგლისელი მწერლის პელემ გრენვილ ვუდჰაუსის (1881-1975) რომანებისა და მოთხრობების სახელგანთქმული სერიის ნაწილია. ამ ისტორიების მთავარი გმირები ინგლისელი ჭკუამხიარული არისტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი ყოვლისმცოდნე, მუდამ აუღელვებელი მსახური ჯივზია. „ვუსტერთა გვარის ღირსება“ ვუდჰაუსის მეორე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. პირველის („დაიკიდე, ჯივზ!“) მსგავსად, ამ წიგნშიც ბრწყინვალე ინგლისური იუმორითაა მოთხრობილი მორიგ ხათაბალას გადაყრილი ბერტი ვუსტერისა და მხსნელად მოვლენილი ჯივზის ამბავი.

90 14. ლარი

ზოია ფირზადი შევეგუებით 522 გვ. სპარსულიდან თარგმნეს მზია ბურჯანაძემ და თეა შურღაიამ თანამედროვე ირანელი მწერალი ქალის, ზოია ფირზადის წიგნში გაერთიანებულია რომანი „შევეგუებით“ და მოთხრობები. აღსანიშნავია, რომ რომანი „შევეგუებით“ ირანში გამოსვლისთანავე არნახულად პოპულარული გახდა და რვა წლის განმავლობაში ოცდაექვსჯერ დაიბეჭდა. მწერლის შემოქმედებაში ორი საკითხია წამყვანი: გენდერული (რომლის საინტერესო და ორიგინალურ გააზრებას გვთავაზობს რომანი „შევეგუებით“) და სხვადასხვა კონფესიის თანაარსებობა ისლამურ რესპუბლიკაში (რომლის ღრმა და დელიკატურ ასახვასაც წარმოადგენს სამი მოთხრობა საერთო სათაურით „აღდგომამდე ერთი დღე რჩება“). წიგნი დეტალურად ხატავს თეირანსა და თეირანელების ყოფა-ცხოვრებას, ამ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ჩვევებსა და მიღებულ ქცევებს.

90 9. ლარი

ერნესტო ჩე გევარა მოტოციკლისტის დღიური 340 გვ. თარგმნა თამარ ლომიძემ 1952 წელს ლექციებითა და გამოცდებით გაბეზრებული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარა მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად ტოვებს ბუენოს-აირესს და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობას იწყებს. „მოტოციკლისტის დღიური“ სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს. ამ ჩანაწერების ავტორი 23 წლისაა. მისთვის ჯერ არ შეურქმევიათ მეტსახელი „ჩე“, ჯერ კიდევ წინაა კუბის რევოლუცია და ფათერაკებით სავსე, ლეგენდარული ცხოვრება, რომლის გამოც ჩე გევარას მეოცე საუკუნის დონ კიხოტს უწოდებენ. ეს წიგნი მეოცნებე, სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის ჟინით შეპყრობილი ახალგაზრდა მოგზაურის დღიურია. 2004 წელს უოლტერ სალესმა „მოტოციკლისტის დღიურის“ მიხედვით ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო. 26


უცხოური პროზა ყურბან საიდი ალი და ნინო 272 გვ. გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება. წიგნი პირველად 1937 წელს გამოიცა ვენაში, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გარემოებათა წყალობით კვლავ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში და ახლა მსოფლიო ბესტსელერების სიაშია.

90 9. ლარი 90 6. ლარი

რომენ გარი ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება 230 გვ. ფრანგულიდან თარგმნა ლია დარაშვილმა რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც, წესის მიხედვით, ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალმა ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის მიიღო. „ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება“ ხანში შესული ფრანგი ბიზნესმენის, ჟაკ რენიესა და ოცდაორი წლის ბრაზილიელი გოგოს სიყვარულის ამბავია – სიყვარულის, რომელსაც, ერთი შეხედვით, მომავალი არ აქვს.

90 9. ლარი

ნიკოლას სპარკსი გზა საკურთხევლისაკენ 212 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ნიკოლას სპარკსის რომანი „გზა საკურთხევლისაკენ“ პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. „წიგნი, რომელსაც დიდხანს ვერ დაივიწყებ“ – ასე ახასიათებდა ამერიკული პრესა რომანს. რამდენიმე წლის შემდეგ წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს, რომელიც რომანზე არანაკლებ პოპულარულია. „გზა საკურთხევლისაკენ“ ხანში შესული ლენდონ კარტერის მიერ მოთხრობილი ისტორიაა. იგი იხსენებს ორმოცი წლის წინანდელ ამბავს, რომელმაც პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრები ჩვიდმეტი წლის ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. 27


.ge

90 11. ლარი

კენ კიზი ...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა 410 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ XX საუკუნის ლეგენდარული რომანი, რომლის მიხედვით სახელგანთქმულმა მილოშ ფორმანმა 5 მთავარი „ოსკარის“ მფლობელი ფილმი გადაიღო.

7.90

ლარი

პატრიკ ზიუსკინდი სუნამო 336 გვ. გერმანულიდან თარგმნეს ნატალია ნადირაშვილმა და ეკა რაისნერმა „სუნამო“ პირველად 1985 წელს შვეიცარიაში გამოიცა. წიგნი რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი და თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია. მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. ჟან-ბატისტ გრენუი – რომანის მთავარი გმირი, უცნაური, ყველასგან გამორჩეული ადამიანია. იგი გამძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია ისეთი სურნელიც კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და, შესაბამისად, არც სახელი აქვს. ნებისმიერი არომატი მისთვის თანაბრად საინტერესოა და გრენუიც მძაფრი ვნებით შეისწავლის მათ. ეს არის სრულყოფილი სუნამოს შექმნისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი გენიალური პარფიუმერის ისტორია, რომელიც, საბოლოოდ, სწორედ ამ სრულყოფილების მსხვერპლი ხდება. 28


უცხოური პროზა მილან კუნდერა შეუცნობელი 222 გვ. ფრანგულიდან თარგმნა ნანა იაშვილმა მილან კუნდერა – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩეხი რომანისტი 1929 წელს ბრნოში დაიბადა. უნივერსიტეტში ჯერ ფილოსოფიას სწავლობდა, მოგვიანებით კი სწავლა კინოს ფაკულტეტზე განაგრძო. 1968 წელს კუნდერა საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შესვლის საწინააღმდეგო გამოსვლებში მონაწილეობდა, რის გამოც მისი წიგნები ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს, თავად მწერალს კი პუბლიკაცია აეკრძალა. 1979 წელს მილან კუნდერას ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მას შემდეგ მწერალი საფრანგეთში ცხოვრობს. 90-იანი წლებიდან კუნდერა ფრანგულად წერს. 2000 წელს გამოქვეყნებული „შეუცნობელი“ მწერლის ბოლო რომანია. წიგნი ემიგრანტების ყოფას ასახავს.

90 6. ლარი

ჯულიან ბარნსი დასასრულის განცდა 210 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ „დასასრულის განცდა“ ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯულიან ბარნსის 2011 წელს გამოცემული რომანია. ამავე წელს ბარნსს წიგნისთვის ბუკერის პრემია მიენიჭა.

90 9. ლარი

ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ამბის მთხრობელი, ტონი უებსტერი და მისი ორი მეგობარი სწავლობენ, ახალი მოსწავლე გადმოდის. ბიჭები მალევე უმეგობრდებიან ედრიენ ფინს, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. სკოლის დამთავრების შემდეგ ოთხივე საუკუნო მეგობრობის ფიცს დებს და თავის გზას ადგება. წლების შემდეგ უკვე ხანში შესული ტონი უებსტერი მოულოდნელ წერილს იღებს. წარსული, რომელშიც თითქოს ყველაფერი ნათელი იყო, ბევრ უცნაურობას მალავს.

ჟან ჟენე ნოტრ-დამ-დე-ფლერი 480 გვ. ფრანგულიდან თარგმნა გიორგი კახაბერმა

„ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (ყვავილების ღვთისმშობელი) ფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. იგი პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა. მარგინალი, შეშლილი, გენიოსი – ეს ჟენეს მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული ეპითეტებია. ჟენეს ავტობიოგრაფიული წიგნი საპყრობილეში, მორიგი სასჯელის მოხდისას დაიწერა. პერსონაჟების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს. ავტორი პარიზელი კრიმინალებისა და ჰომოსექსუალების ცხოვრებას აღწერს. აქ ჟარგონს დახვეწილი პოეტური შედარებები ცვლის, ინტიმური სცენების დეტალურ აღწერას კი – ღრმა ფილოსოფიური რეფლექსია. ჟან ჟენეს შემოქმედების პირველ დამფასებლებს შორის იყვნენ ჟან კოქტო და ჟან პოლ სარტრი.

90 9. ლარი 29


.ge დანიელ პენაკი რომანივით საკითხავი 238 გვ. ფრანგულიდან თარგმნა ია ბერსენაძემ ნატიფი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის „უკურნებელი სენი“ შევყაროთ, რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის სიყვარული ჰქვია. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს მეცნიერული ენით დაწერილი მეთოდოლოგიაა. ეს „რომანივით საკითხავია“, რომელშიც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად იპოვის საკუთარ თავს.

90 6. ლარი

90 15. ლარი

უმბერტო ეკო ვარდის სახელი 840 გვ. იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ „ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის – უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია. მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ. წიგნის ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა. 30


უცხოური პროზა

90 19. ლარი

90 19. ლარი

უთვისებო კაცი (პირველი ტომი)

უთვისებო კაცი (მეორე ტომი)

660 გვ.

494 გვ.

გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ „მათთვის, ვინც ინტელექტუალურ თავგადასავალს ეძებს“; „უთვისებო კაცი“ მკითხველისგან ისეთსავე გაბედულებას ითხოვს, როგორსაც „მოსალოდნელი ხიფათი და სიძნელეები მსოფლიოს გარშემო მოგზაურისგან“; „უკიდურესად ირონიული და ამასთან უტოპიური...“ – ასე აფასებდნენ რობერტ მუზილის ამ რომანს ავტორის თანამედროვენი. მუზილი თითქმის მთელი ცხოვრება მუშაობდა „უთვისებო კაცზე“, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. 1930-1940-იან წლებში ტექსტი ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა. 1952 წელს რომანი ორ ტომად გამოიცა და ფართო საზოგადოების ყურადღებაც ამის შემდეგ მიიპყრო. „უთვისებო კაცის“ თარგმანისათვის მაია ბადრიძეს ლიტერატურული პრემია „გალა“ მიენიჭა.

90 4. ლარი

ბორის ვიანი გულსაგლეჯი 246 გვ. ფრანგულიდან თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და საინტერესო შემოქმედის – ბორის ვიანის „გულსაგლეჯი“ 1953 წელს გამოქვეყნდა და ომისშემდგომ ფრანგულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

31


.ge 90 4. ლარი

90 4. ლარი

ვახუშტი კოტეტიშვილი მოუკრეფავნი – ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები 110 გვ. წიგნში შესულია ვახუშტი კოტეტიშვილისა და თედო სახოკიას მიერ შეგროვებული მასალა: ლექსები, შაირები, გამოცანები, ანდაზები, ხატოვანი სიტყვა-თქმანი.

დავით წერედიანი სვანური სიმღერების კვალდაკვალ 108 გვ. წიგნი სვანური ფოლკლორის ნიმუშებს აერთიანებს. ახალი გამოცემა წლების წინ გამოსული კრებულის საფუძვლიანად გადამუშავებული და შევსებული ვარიანტია. წიგნს უძღვის დავით წერედიანის შესავალი წერილი: „სვანური ტექსტების უმეტესობა ლიროეპიკურია. წინამდებარე კრებულში, ჩემი სუბიექტური მიდრეკილებისდა მიხედვით, იმგვარი ნიმუშები ჭარბობენ, სადაც ლირიკის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის...“

ვაჟა-ფშაველა გოგოთურ და აფშინა (ორენოვანი) 80 გვ.

90 3. ლარი

32

წიგნში წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას ცნობილი პოემა „გოგოთურ და აფშინა“ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე. წიგნს უძღვის ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის – ზეზვა მედულაშვილის წინათქმა და პოემის მთარგმნელის – ოქტაი ქაზუმოვის შესავალი წერილი, რომელშიც იგი განიხილავს ვაჟაფშაველას პოეზიას და მის თარგმნასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

ბათუ დანელია სიყვარული ბალასტია 236 გვ. ამ ახალ კრებულში პოეტის მიერ ბოლო წლებში დაწერილი ლექსებია შესული.

90 7. ლარი


ქართველი ავტორები ლია სტურუა რჩეული 496 გვ. „ლია სტურუას ლექსებში განუწყვეტლივ უკრავს ვიოლინო, ოღონდ ეს ვიოლინო რომელიმე კონკრეტულ მუსიკალურ მელოდიას კი არ გამოსცემს, არამედ – ბუნებაში სტიქიურად არსებულ ხმებს, ფარშევანგის ყივილი იქნება ეს, ძაღლის წკავწკავი თუ ცხენის ჭიხვინი. ეს ხმები ჩვენს ყურადღებას იპყრობენ არა მარტო შესრულების სიზუსტითა და პირველყოფილი სიცხოველით, რაც, თავისთავად, უკვე დიდი დამსახურებაა პოეტისა, არამედ ამასთანავე „ბგერით პეიზაჟს“ ქმნიან, რომელიც, შეიძლება ითქვას, საფუძველია ლია სტურუას, ერთი შეხედვით დარღვეული რიტმისა, მისი თავისუფალი ლექსისა, მაგრამ, პირადად მე, ამ ლექსის შინაგანი თავისუფლება მიმაჩნია უფრო მნიშვნელოვნად, ანუ – ადამიანი, რომელიც ამ ლექსში ცხოვრობს, კი არ ცხოვრობს, ამ ლექსშია გამომწყვდეული, როგორც ხაფანგში და რომელსაც მისი კუთვნილი მიწა ოთხი ჟანგიანი ლურსმნითა აქვს ზურგზე მიჭედებული“. ოთარ ჭილაძე

4.90

90 15. ლარი

ლარი

ზაალ სამადაშვილი ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე 200 გვ. ეს წიგნი მწერლის ბოლო წლების ჩანაწერებისაგან შედგება. „მე ხომ იმ ადამიანებს, იმ სურათებს და იმ ხმებს ვიხსენებ, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს პიროვნების, სახელად „ზაალ სამადაშვილის“ ჩამოყალიბებაში. მე ხან ვიღაცასავით ვწერ, ხან ვიღაცასავით ვლაპარაკობ, ხან ვიღაცასავით ვიქცევი და მერე გონებას ვძაბავ, რომ დავადგინო – ვინ არის ის ვიღაც? ჯონ ლენონი, ტომას ვულფი თუ მამაჩემი...“

მალხაზ ხარბედია მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან 256 გვ. „მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან“ რამდენიმე ნაწილისგან შედგება, აქაა ავტობიოგრაფიული ესეები, ბლოგები ლიტერატურაზე, მწვავე გამოხმაურებები მედიის, კულტურისა თუ პოლიტიკის საკითხებზე, მიმოხილვები (2008 წლის ომისადმი მიძღვნილი ორი დიდი მიმოხილვა, რომლებზე მუშაობის დროსაც აუარება თემაში და პუბლიკაციაში გავიხლართე), ლიტერატურული ენტომოლოგია, ქალაქი და ალტერნატიული ქალაქი, ეკოლოგია და ყოფითი ცხოვრება. ბლოგების დიდი ნაწილი რადიო „თავისუფლების“ საიტზე გამოქვეყნდა, დანარჩენები კი სხვადასხვა ელექტრონული თუ ბეჭდური გამოცემისთვის დავწერე“. მალხაზ ხარბედია

90 7. ლარი

33


.ge

დავით გაბუნია პიესები 136 გვ. კრებულში გაერთიანებულია ოთხი პიესა: „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“, “HOLLAND HOLLAND”, „ლავინიას ყურები“, „თურქი ბიჭის, სეფიდეხ ნესინის ცხოვრება და აღსასრული“.

7.90

ლარი

90 7. ლარი

ირმა ტაველიძე აღმოსავლეთის გამოგონება 138 გვ. ეს წიგნი ირმა ტაველიძის – მწერლის, მთარგმნელისა და დრამატურგის – მოთხრობების მეორე კრებულია.

90 7. ლარი

კოტე ჯანდიერი კონკიას ღამე 324 გვ. კრებულში შესულია მწერლის მიერ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე შექმნილი ცხრა მოთხრობა – „სიტყვა და წიგნი“, „მაყვლიანი“, „საოჯახო ქრონიკა“, „ხანმოკლე შვებულება“, „დაპატიჟება კინოში“, „კონკიას ღამე“, „მატარებლები გვირაბში შედიან“, „განსხვავებული კალიბრის ვაზნა“ და „გლობალიზაცია“. ჟანრულად და ფორმის თვალსაზრისით კრებული ძალზე მრავალფეროვანია. მას წინ უძღვის ესე ზეპირი სიტყვისა და დაწერილი წიგნის შესახებ. 2011 წელს ამ კრებულისათვის კოტე ჯანდიერს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიენიჭა. 34


ქართველი ავტორები მარინა ელბაქიძე გაცვლა 180 გვ.

გურამ მეგრელიშვილი მოდელი18/12

ხუთი მოთხრობისაგან შემდგარ ამ წიგნს 2013 წელს საუკეთესო დებიუტისათვის პრემია „საბა“ მიენიჭა.

თანამედროვე ქართული პროზის მკითხველთათვის გურამ მეგრელიშვილის სახელი უკვე კარგად ნაცნობია. რომანში „მოდელი 18/12“ მწერალი მისთვის ჩვეული მსუბუქი სტილით ხლართავს ნახევრად დეტექტიურ, ნახევრად ფანტასტიკურ ისტორიას.

220 გვ.

90 6. ლარი

90 6. ლარი

აბო იაშაღაშვილი, ოსმალური მარში 156 გვ. „ოსმალური მარში“ არის საფათერაკო რომანი მეცხრამეტე საუკუნის ტფილისზე. პერსონაჟების ნაწილი ერთ დროს ნამდვილად არსებული ადამიანებია, წიგნში აღწერილი ზოგიერთი ფაქტი კი მართლაც მოხდა. სპარსეთის შაჰის პირველ ცოლს, ვენაში რომ თვალი იმკურნალა, მუსიკალური ზარდახშებით გატაცებულ კონსულ რეზა ხანს, სათავგადასავლო წიგნებისა და ღამის ტფილისში ხეტიალის მოყვარულ ვიცე-გუბერნატორ ჩაიკოვსკის, ბერლინსა და პარიზში ნასტუდენტარ მეთორმეტე ჩინის კანცლიარისტ გიორგი ვახვახოვს, სხვებისგან უჩუმრად სტივენსონსა და კიპლინგს რომ თარგმნის, ბევრიც არაფერი აკავშირებთ, ვიდრე სტამბოლიდან ტფილისში არ ჩამოდის ცნობილი ტერორისტი მუსტაფა, მეტსახელად „ბრმა“. მთავარი ამბავიც აქ იწყება...

90 ლარი 6.

90 4. ლარი

მიშა ბახსოლიანი ყველას უყვარს მარი 124 გვ. ამ სადებიუტო კრებულში თერთმეტი მოთხრობაა თავმოყრილი. მოთხრობებს ახალგაზრდა ავტორი ქართულ ლიტერატურულ საიტებზე „არყის ბიჭის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა, რამდენიმე მოთხრობა კი ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა. „ყველას უყვარს მარი“ წიგნში შესული ერთ-ერთი მოთხრობის სათაურია. ფრაგმენტულობა, დეტალებზე ყურადღების გამახვილება და შავი იუმორი მიშა ბახსოლიანის სტილის თავისებურებებია. 35


.ge ბესო სოლომანაშვილი რეისი ლონდონი-ზუზუმბო 232 გვ. ბესო სოლომანაშვილმა ამ კრებულში ოთხი მოთხრობა გააერთიანა: „რეისი ლონდონი-ზუზუმბო“, „ოთხიდან ოთხამდე 24 საათია“, „ალლი... ოოო?!“ და „კონტრაბანდისტები“. ეს უკანასკნელი ავტორის სავიზიტო ბარათია – მოთხრობა, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ლიტერატურაში და მკითხველს ნამდვილი მწერლის გამოჩენა აუწყა.

3.90

ლარი

ვახტანგ მშვილდაძე ქუთაისელის ჩანაწერები 146 გვ.

წიგნის ავტორი, რომელიც ახლა საქართველოდან შორს ცხოვრობს, იშვიათი იუმორითა და დიდი სითბოთი იხსენებს მშობლიურ ქალაქს, მის მკვიდრებს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში თავს გადამხდარ ისტორიებს. ამ წიგნის გაყიდვით მიღებულ თანხას ავტორი და გამომცემლობა „დიოგენე“ მთლიანად გადასცემენ ქუთაისელ ბავშვს, საბა ციბაძეს სამკურნალოდ.

5.90

ლარი

გელა ჩქვანავა არაერთი რომანისა და მოთხრობათა კრებულის ავტორია, რომელთა უმეტესობა სხვადასხვა ლიტერატურული პრემიითა და ჯილდოთია აღნიშნული, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი მკითხველისთვის მწერლის სახელი დღემდე ნაკლებად ცნობილია.

გელა ჩქვანავა ჭიანჭველები 260 გვ. კრებულში ბოლო წლების განმავლობაში დაწერილი 13 მოთხრობა შევიდა, რომლებიც ავტორმა საგულდაგულოდ შეარჩია და წიგნად აქცია. მოთხრობების ნაწილი სხვადას-ხვა დროს ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა, ნაწილს კი მკითხველი პირველად გაეცნობა.

90 6. ლარი 36


ქართველი ავტორები

5.90

ლარი

გელა ჩქვანავა ასე 124 გვ. რომანი „ასე“ ადამიანისხელა ვირთხების – ვადორინელების ქვეყანაში მოხვედრილი ორი გლეხის ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში აღწერილი ქვეყანა და ისტორია თავიდან ბოლომდე მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, მკითხველს მონათხრობის რეალურობის განცდა რომანის ბოლომდე არ ტოვებს.

6.90

ლარი

გელა ჩქვანავა სოდგარენელი შ 204 გვ. კრებული ოთხი მოზრდილი მოთხრობისაგან შედგება. „მონადირე“, „სოდგარენელი შ“, „აგარაკზე“ და „ნიკო“ გელა ჩქვანავას ძველი მოთხრობებისგან საგრძნობლად განსხვავდება. მთელი წიგნი სასპენსის ეფექტზეა აგებული. ძნელია განსაზღვრო, სად ხდება მოქმედება – აქ ზღაპრული და რეალური სამყარო ბუნებრივად იკვეთება, დრამატულ ეპიზოდებს კი ხშირად კომიკური სცენები ცვლის.

90 9. ლარი

Gela Chkvanava Toreadors 154 გვ. ინგლისურად თარგმნა ფ. ჯ. ჰილერმა თუ გინდათ, რომ უცხოელ მეგობრებს თანამედროვე ქართული პროზა და საქართველოს უახლესი ისტორიის დრამატული მოვლენები გააცნოთ, ეს წიგნი საუკეთესო არჩევანია. ომი და მშვიდობიანი მოსახლეობა, ბრძოლა გადარჩენისთვის და ბედისწერის ლოგიკურობა – ეს ის თემებია, რომლებსაც გელა ჩქვანავა ყველა თავის ნაწარმოებში ოსტატურად ავითარებს. 37


.ge კარლ გუსტავ იუნგი ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს 324 გვ. გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (18751961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთიანებს. „პასუხი იობს“ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს დაწერილი წიგნია. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის.

90 11. ლარი

ჯორჯ ბელჩი, მაიკლ ბელჩი რეკლამა და პრომოცია ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები 856 გვ. ეს ცნობილი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ სასწავლო პროცესში, ქართულად პირველად გამოიცა. ავტორები დარგის ცნობილი სპეციალისტები არიან, მოღვაწეობენ სან-დიეგოს უნივერსიტეტში და სხვადასხვა კომპანიას კონსულტაციებსაც უწევენ, რაც წიგნის აგებულებასა და შინაარსზეც აისახა.

00 55. ლარი

წიგნში განხილულია ძირითადი მარკეტინგული საშუალებების – რეკლამის, პირდაპირი მარკეტინგის, ინტერაქტიული მედიის, გაყიდვის პრომოციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვის – წარმართვის უახლესი მეთოდები. ყოველი თავი შეიცავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვის, IMC ტექნოლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედვის ჩანართებს. ამ ნაწილებში აღწერილია როგორც ბიზნესის, ისე რეკლამისა და პრომოციის სფეროში მოქმედი მსხვილი, საშუალო თუ მცირე კომპანიების მუშაობა; შესაძლებელი ხდება თეორიული დებულებების პრაქტიკაში გამოყენების (თუ არგამოყენების) შედეგების აღქმა და გაანალიზება.

დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა 612 გვ. მრავალმხრივი და თანამედროვე „საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა“ ეხმარება სტუდენტებს, ჩასწვდნენ ძირითად ცნებებს და დაეუფლონ მეთოდებს, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობაში იხმარება თანამედროვე მსოფლიოში. მეცნიერულ ხედვაზე დაფუძნებული ეს გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალი ტექნოლოგიებისა და მედიის შემოქმედებითად გამოყენებას. წიგნი უაღრესად სასარგებლოა პრაქტიკოსი PR-მენეჯერებისთვისაც.

90 39. ლარი 38


სამეცნიერო და სასკოლო გამოცემები გრეგორი მენქიუ ეკონომიკის პრინციპები 836 გვ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ამ სახელმძღვანელოს ბოლო წლებში აქტიურად იყენებენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებშიც. წიგნი მდიდარია გრაფიკებითა და სქემებით, ილუსტრაციებით, სტატიებით, სავარჯიშოებით, ცნებებითა და ტერმინებით, ახლავს გამოკითხვის პასუხები, გლოსარიუმი.

45.00 ლარი

ჰენრი მ. ლევინი, პატრიკ ჯ. მაკივანი დანახარჯები – ეფექტიანობის ანალიზი 388 გვ.

90 9. ლარი

შეზღუდული რესურსების პირობებში მაქსიმალურად ეფექტიანი საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება ჩვენს ქვეყანაში საჭირბოროტო საკითხია. ეს ნაშრომი სწორედ ამ საჭიროებას ეხმიანება და განკუთვნილია განათლების სფეროს სპეციალისტების, გადაწყვეტილებების მიმღებების, მკვლევრების, სტუდენტებისა და, ზოგადად, საზოგადოებრივი სფეროს პროგრამებისა თუ პროექტების შეფასებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს მათ შედეგზე ორიენტირებული და გონივრული საგანმანათლებლო ინიციატივების დაგეგმვასა და შეფასებაში.

ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი (ორ ტომად) პირველი ტომი (ა-მ) 204 გვ.

00 5. ლარი

მეორე ტომი (მ-ჰ) 180 გვ. სამაგიდო წიგნი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის!

00 5. ლარი

პროფესიონალთა მიერ მომზადებულ ამ აკადემიურ გამოცემაში ასახულია სკოლაში შესასწავლი საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების ლექსიკა და ფრაზეოლოგია. ლექსიკონი დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი ლიტერატურული ტექსტების აღქმასა და გაგებაში, გაუმდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს და განუვითარებს მშობლიური ენის გრძნობასა და სიყვარულს. ლექსიკონი შეადგინა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ბეროზაშვილმა. ლექსიკონის სამეცნიერო რედაქტორია ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ არაბული. 39


.ge „ვეფხისტყაოსანი“. ტექსტი და კომენტარები

კომენტარებისა და ანალიტიკური გზამკვლევის ავტორი თამაზ ვასაძე 376 გვ. „ვეფხისტყაოსნის“ ამ გამოცემის თავისებურება უპირველესად ის არის, რომ აქ ყოველ სტროფს უშუალოდ მოსდევს დღევანდელი მკითხველისთვის ძნელად გასაგები სიტყვების და გამოთქმების, ფრაზების, სახეების, ქვეტექსტების განმარტება. გარდა ამისა, წიგნში ნაწარმოების ტექსტს ერთვის მისი ანალიზი; დეტალურად არის განხილული ეპიზოდები, პერსონაჟთა სახეები, ნაწარმოებში გამოკვეთილი პრობლემები, პოემის იდეური საყრდენები და ლაიტმოტივები. „ვეფხისტყაოსნის“ ეს გამოცემა უკვე გახდა განსაკუთრებით პოპულარული პედაგოგებს, უფროსკლასელებსა და აბიტურიენტებს შორის.

00 10. ლარი თამაზ ვასაძე

00 4. ლარი

ქართული აგიოგრაფიული პროზა ლიტერატურის შემსწავლელთათვის ტექსტები თანმდევი განმარტებებით, ანალიტიკური გზამკვლევი. 136 გვ. წიგნში ქართული აგიოგრაფიული ნაწარმოებების ტექსტები წარმოდგენილია ახლებური ფორმით – მათი ენობრივი განმარტებები სქოლიოში ან გამოცალკევებულ ლექსიკონში კი არ არის მოცემული, არამედ შერწყმულია, ინტეგრირებულია თვით ტექსტებთან. ეს ახალგაზრდა მკითხველებს უთუოდ გაუადვილებს ძველი ქართული პროზის ნიმუშების აღქმას და გაგებას. ამავე მიზანს ემსახურება ინფორმაციულ-ანალიტიკური მასალაც, რომელიც აგიოგრაფიულ ნაწარმოებებს ახლავს.

ნინო შარაშენიძე ქართული ენის გრამატიკა. მორფოლოგია, სასკოლო კურსი მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის160 გვ.

ნინო შარაშენიძე ქართული ენის გრამატიკა. სინტაქსი, სასკოლო კურსი მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის. 184 გვ.

00 5. ლარი

00 6. ლარი

ბოლო წლებში საქართველოს სკოლებში გრამატიკისა და ლიტერატურის ინტეგრირებულმა სწავლებამ გამოიწვია ის, რომ მოსწავლეებმა საფუძლიანად არ იციან მშობლიური ენის გრამატიკა. ეს კი სერიოზულ პრობლემას უქმნის მათ წერითი და ზეპირი მეტყველების თვალსაზრისით, ხელს უშლის უცხო ენის ათვისების პროცესში. თანამედროვე მოთხოვნებმა განაპირობა ახალი ტიპის სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც ორი წიგნისაგან შედგება: მორფოლოგია და სინტაქსი. წიგნები იმგვარი სქემითაა შედგენილი, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს მასალის გაგებას, გააზრებას, ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასა და თვითშემოწმებას.

40


სამეცნიერო და სასკოლო გამოცემები ალექსანდრე წერეთელი მათემატიკის ცნობარი – აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეთათვის 184 გვ. მათემატიკის ცნობარი სიახლეა სასკოლო წიგნების ბაზრისათვის, პირველ რიგში იმით, რომ ქართულ ენაზე დაწერილი მსგავსი რესურსი მათემატიკაში არ მოიპოვება. წიგნი მოიცავს ალგებრის, გეომეტრიისა და ტრიგონომეტრიის ყველა ძირითად საკითხს. იგი აბიტურიენტებს დაეხმარება ცოდნის მობილიზებასა და სრულყოფაში, სკოლის მოსწავლეებს – თეორიული მასალის მოძიებასა და მოცემული საკითხის შესაბამისი ტიპური ამოცანების ამოხსნაში, მასწავლებლებს კი საშუალებას მისცემს, მოკლე დროში გაამეორებინონ მოსწავლეებს განვლილი მასალა. ცნობარი მნიშვნელოვანია ზოგადი უნარების გამოცდისთვის მომზადების თვალსაზრისითაც. წიგნი მცირე ფორმატისაა, ამიტომ შეგიძლიათ, მუდმივად თან იქონიოთ იგი და ნაყოფიერად გამოიყენოთ ყოველი თავისუფალი წუთი.

00 5. ლარი

მაია ბლიაძე, გია ჭანტურია გეოგრაფია – საატესტატო გამოცდებისთვის (თეორიული საკითხები და ტესტები) 180 გვ. წიგნში მოკლედ და ამომწურავადაა განხილული გეოგრაფიის საატესტატო გამოცდის პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი, რომლებიც 4 კლასის (VIII-XI) მასალიდანაა ამოკრებილი. ამიტომ გამოცდისთვის ამ წიგნით მომზადებისას მოსწავლეებს მნიშვნელოვნად დაეზოგებათ დრო და ენერგია. აქვეა წარმოდგენილი ტესტური დავალებების ნიმუშები მოსწავლის ცოდნის შესამოწმებლად და საატესტატო გამოცდისთვის მოსამზადებლად.

00 6. ლარი

00 6. ლარი

ნატა ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნიკო მურღულია ისტორია _ საატესტატო გამოცდებისთვის (თეორიული საკითხები და ტესტები) 146 გვ. ეს გამოცემა მოიცავს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის როგორც საატესტატო, ისე ეროვნული გამოცდების ყველა პროგრამულ საკითხს და, შესაბამისად, ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ საატესტატო, არამედ ეროვნული გამოცდისთვის მომზადებაშიც. წიგნში მასალა იმდენად ლაკონურადაა წარმოდგენილი, რომ მას შეიძლება კონსპექტი ვუწოდოთ. კონსპექტი 70 პარაგრაფისგან შედგება. ტესტები შედგენილია საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის XI და XII კლასების მინიმალური სტანდარტის შესაბამისად და უშუალოდ საატესტატო გამოცდის პროგრამას ასახავს. ეს ტესტები მასწავლებლებსაც გამოადგებათ შემაჯამებელი სამუშაოების ჩატარებისას. ისინი იმგვარადაა შედგენილი, რომ პედაგოგმა შესაბამისი თემატიკის (ყოველი 7 პარაგრაფის) გავლის შემდეგ შეძლოს მოსწავლის ცოდნის შემოწმება. გარდა ამისა, მოსწავლეს დამოუკიდებლადაც შეუძლია იმუშაოს. ტესტებს თან ერთვის სწორი პასუხები. 41


.ge ნატა ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნიკო მურღულია ისტორია – ტესტები ეროვნული გამოცდისთვის 186 გვ. ტესტები შედგენილია ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის პროგრამის მიხედვით. კრებული შეიცავს ტესტებს, რომლებიც, როგორც დავალებათა ტიპების, ისე შესაბამისი ქულების დარიცხვის სისტემის მიხედვით, ისტორიის ეროვნული გამოცდის ფორმატის ანალოგიურია. თითოეული ტესტი სხვადასხვა ტიპის დავალებებისგან შედგება: კითხვები პასუხების მრავლობითი არჩევანით, ქრონოლოგიის განსაზღვრა, შეცდომების გასწორება, ვიზუალური და წერილობითი წყაროების, რუკის ანალიზი თანდართული კითხვებით, არგუმენტაცია. ამ კრებულით აბიტურიენტი დამოუკიდებლად შეძლებს ეროვნული გამოცდების წინ საკუთარი ცოდნის მაქსიმალურად გააქტიურებას და მობილიზებას.

00 6. ლარი

9. ლარი 00

ქეთევან ტატიშვილი, ზურაბ ბერია ფიზიკა – საატესტატო გამოცდებისთვის (თეორიული საკითხები და ტესტები) 204 გვ. ფიზიკის დამხმარე სახელმძღვანელო 2013/2014 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამის მიხედვითაა შედგენილი. თეორიული მასალა წიგნში ძალიან მოკლედ, კონსპექტების სახითაა გადმოცემული. ტექსტში დასმული მკაფიო აქცენტები მაქსიმალურად უწყობს ხელს საკითხების გაგებას და განვლილი მასალის მოკლე დროში გამეორებას, ასევე, ამოცანებსა და ტესტებში დასახული პრობლემების გადაჭრას. კრებულში მოცემულია სხვადასხვა დონის ტესტები – მარტივი, საშუალო სირთულის და შედარებით რთული, რაც მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს ესადაგება. ამ წიგნის გამოყენება თავისუფლად შეუძლიათ იმ აბიტურიენტებსაც, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკის ჩაბარებას გადაწყვეტენ.

ლამარა ბურდილაძე, დოდო ბარამიძე, ქეთევან მაღრაძე, ნანა სიხარულიძე, მარინე ბაგალიშვილი ბიოლოგია – საატესტატო გამოცდებისთვის (ტესტები და თეორიული საკითხები) 108 გვ. კრებული შედგენილია მათთვის, ვინც 2013/2014 სასწავლო წელს გამოსაშვებ გამოცდას აბარებს ბიოლოგიაში. წიგნში შედის ტესტური კითხვები და ამოცანები, რომლებიც ემსახურება საატესტატო გამოცდის პროგრამული საკითხების გამეორებას. ტესტების შინაარსი, ხასიათი და რაოდენობა ისეა შერჩეული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს არა მარტო წინა წლებში შეძენილი ცოდნის გააქტიურება, არამედ მასალის დამახსოვრება და გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა. ამასთან ერთად, კრებულში იხილავთ გენეტიკის რთული საკითხების (რომლებიც განსაკუთრებით უჭირთ მოსწავლეებს) მოკლე განმარტებებს და ინსტრუქციებს გენეტიკური ამოცანების ამოხსნისათვის. აქვე მოცემულია ტიპური ამოცანის ამოხსნის ნიმუშები და მასალა დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

42

00 4. ლარი


სამეცნიერო და სასკოლო გამოცემები ლელა მეტრეველი ქიმია – საატესტატო გამოცდებისთვის (თეორიული საკითხები და ტესტები) 196 გვ. დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ახალი, 2013-2014 სასწავლო წლის პროგრამის შესაბამისად. მასში მოცემული თეორიული მასალის შესწავლა უზრუნველყოფს იმ მოცულობის ცოდნის მიღებას, რაც აუცილებელია გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. თეორიული მასალა და სხვადასხვა სირთულის ტესტები საგნის მომზადებაში დაეხმარება იმათ, ვისაც ადრე ნასწავლი მასალის გამეორება ესაჭიროება და, რაც მთავარია, იმათ, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო ქიმიის სასკოლო კურსი არ გაუვლია და მოკლე დროში უნდა აითვისოს მასალა. ტესტური ამოცანები მრავალფეროვანია. წიგნი მდიდარ ვიზუალურ მასალას შეიცავს, რაც აღქმასა და ცოდნის შეძენას უწყობს ხელს.

00 6. ლარი

ჟუჟუნა პეტრიაშვილი, ნელი მაისურაძე ქიმია – დამხმარე სახელმძღვანელო უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისათვის 152 გვ. წიგნში ამომწურავად გადმოცემულ თეორიულ მასალას თან ერთვის ტიპური ამოცანების ამოხსნის ნიმუშები და დამოუკიდებლად ამოსახსნელი ამოცანები, აგრეთვე ტესტური დავალები. სახელმძღვანელო მოიცავს დამატებით მასალასაც, რომელიც აუცილებელია საატესტატო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების სრულყოფილად გაგებისთვის.

00 3. ლარი

00 4. ლარი

ლია თევზაძე ქიმია – საატესტატო საგამოცდო საკითხები და ტესტები 106 გვ. სახელმძღვანელოში მოკლედაა განხილული ყველა ძირითადი თემა, რომელთა ცოდნაც სავალდებულოა ქიმიაში საატესტატო გამოცდის ჩასაბარებლად. ყოველი თემის განხილვის შემდეგ, შეძენილი ცოდნის განმტკიცებისა და თვითშემოწმების მიზნით, მოცემულია შესაბამისი შინაარსის ტესტურ დავალებათა ნაკრები. დავალებათა პასუხებს წიგნშივე ნახავთ. სახელმძღვანელო საშუალებას მოგცემთ, უმოკლეს დროში გაიმეოროთ პროგრამული საკითხები და წარმატებით გადალახოთ ქულათა ბარიერი გამოცდაზე. 43


.ge საბუნებისმეტყველო საგნების, განსაკუთრებით, ფიზიკისა და ქიმიის ხარისხიანი სწავლა-სწავლებისათვის ამოცანებზე მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ინფორმაციის გაგებას, ცოდნის განმტკიცებას, შემოწმებას და, საბოლოო ჯამში, საკითხის შესწავლას ამოცანებისა და სავარჯიშოების კრებულებით მუშაობა უზრუნველყოფს. დღეს სასკოლო წიგნების ბაზარზე ამგვარი გამოცემების უკიდურესად მწირი არჩევანია. სწორედ ამიტომ შევადგინეთ ფიზიკისა და ქიმიის ამოცანათა კრებულების სერიები. უახლოეს მომავალში იხილავთ სერიის ბოლო წიგნებს – ქიმიის სავარჯიშოებისა და ამოცანების კრებულებს X და XI კლასებისათვის.

ლელა მეტრეველი ქიმია 7-8. ამოცანები და სავარჯიშოები

00 5. ლარი

136 გვ.

ლელა მეტრეველი ქიმია 9. ამოცანები და სავარჯიშოები 84 გვ.

00 6. ლარი

00 4. ლარი

ქეთევან ტატიშვილი, ზურაბ ბერია ფიზიკის ამოცანათა კრებული 7 28 გვ.

ქეთევან ტატიშვილი, ზურაბ ბერია ფიზიკის ამოცანათა კრებული 8 52 გვ.

00 3. ლარი

ქეთევან ტატიშვილი, დავით გარუჩავა, ალექსანდრე ღონღაძე ფიზიკის ამოცანათა კრებული 9 44 გვ. 44

00 4. ლარი


სამეცნიერო და სასკოლო გამოცემები

00 3. ლარი

ქეთევან ტატიშვილი, ზურაბ ბერია, დავით გარუჩავა, ალექსანდრე ღონღაძე ფიზიკის ამოცანათა კრებული 10 84 გვ.

ქეთევან ტატიშვილი, ზურაბ ბერია, დავით გარუჩავა, ალექსანდრე ღონღაძე ფიზიკის ამოცანათა კრებული 11

00 3. ლარი

64 გვ.

ლამარა ბურდილაძე, მარინე ბაგალიშვილი ტესტების კრებული ბიოლოგიაში აბიტურიენტთათვის

00 5. ლარი

172 გვ. კრებული განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც ბიოლოგიაში ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის ემზადებიან. მასალა ორი ტიპის დავალებებისაგან შედგება: 1-ლიდან 21-ე ტესტამდე თითოეული დავალება ერთ კონკრეტულ თემას ეხება და მის ამომწურავად გამეორებას ემსახურება, ხოლო 22-25-ე ტესტები ეროვნული გამოცდის ფორმატის ანალოგიურია და მთელ პროგრამას მოიცავს. კრებული საშუალებას მოგცემთ, მოკლე დროში დამოუკიდებლად გაიმეოროთ ყველა საკითხი.

თეიმურაზ ერქომაიშვილი, ლელა მეტრეველი, ლამარა ბურდილაძე, მარინა ბაგალიშვილი საატესტატო საგამოცდო ტესტები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) კრებული შეიცავს 1000 ტესტურ ამოცანას. წიგნში მრავლადაა გამოყენებული გრაფიკები, სურათები და სქემები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოამჟღავნონ თავიანთი ცოდნა და უნარები.

00 1. ლარი

ალექსანდრე წერეთელი, თამარ ჭელიძე, მანანა ხორავა, ბესიკ ლორთქიფანიძე, რუსუდან კვიკვინია, ნინო იმნაძე საატესტატო საგამოცდო ტესტები (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია)

00 1. ლარი

კრებული შეიცავს 1200 ტესტურ ამოცანას. თითოეული თემა განხილულია სხვადასხვა ჭრილში, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, საფუძვლიანად გაერკვეს კონკრეტულ საკითხებში.

00 1. ლარი

ინა ბარათაშვილი, ეკა გოგილაშვილი, ირინა ლორთქიფანიძე საატესტატო საგამოცდო ტესტები (უცხოური ენები) კრებული შეიცავს 800 ტესტურ ამოცანას ინგლისურ და რუსულ ენებში. ტესტებზე მუშაობა მოსწავლეს ამ ენების ძირითადი გრამატიკული კატეგორიების გამეორებასა და წერითი მეტყველების უნარების თვითშემოწმებაში დაეხმარება. 45


.ge პ. გ. ვუდჰაუსი ეგრე გააგრძელე, ჯივზ! ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ეგრე გააგრძელე, ჯივზ!“ პელემ გრენვილ ვუდჰაუსის (1881-1975) მოთხრობების კრებულია. ეს მოთხრობები ინგლისელი მწერლის ყველაზე ცნობილი გმირების – ჯივზისა და ვუსტერის შესახებ შექმნილი სერიის ნაწილია და მეოცე საუკუნის იუმორისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. კრებული ათ მოთხრობას აერთიანებს. როგორც ზოგადად ამ სერიის წიგნებში, აქაც მთხრობელი დარდიმანდი ბერტი ვუსტერია, რომელიც დაუზარებლად ჰყვება თავს გადამხდარ ამბებს. ვუსტერი ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რა ადვილად შეიძლება გაიჩარხოს ერთი შეხედვით ყოვლად უიმედო საქმე, როცა მსახურად ისეთი ჭკუის კოლოფი გყავს, როგორიც ჯივზია. ამ კრებულშივე შედის მოთხრობა, რომელშიც ამბავს თავად ჯივზი ყვება.

ბოჰუმილ ჰრაბალი ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მეოცე საუკუნის დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997) ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. 1971 წელს დაწერილი რომანი ცენზურის მიერ კარგა ხანს იყო აკრძალული და მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა (თუმცა არაოფიციალური გამოცემები მანამდეც არსებობდა). იან დიტე ძალიან დაბალია. ამის გამო ხან თავში წაუთაქებენ ხოლმე, ხანაც პატარასავით უყვავებენ. ოფიციანტად მსახურობს და ამქვეყნად ორი რამ აღელვებს – ფული და გოგოები... „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მის თავს გადამხდარი ამბებია, რომლებსაც თავად ყვება – მთლად შესაშური სიმწყობრით ვერა, თუმცაღა მთელი მონდომებით. ეს ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის პირველი ქართული გამოცემაა, რომელიც მწერლის დაბადებიდან ასი წლისთავს ეძღვნება.

ორჰან ფამუქი სხვა ფერები 720 გვ. თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა „სხვა ფერები“ ორჰან ფამუქის ჩანაწერების კრებულია. ეს ჩანაწერები წლების მანძილზე, მწერლის რომანების პარალელურად იქმნებოდა. ისევე, როგორც ტექსტების ფორმა (ესე, სტატია, საჯარო გამოსვლა, ინტერვიუ, მოთხრობა...), მათი თემატიკაც განსხვავებულია: კულტურათა დაპირისპირება, ისტორია, პოლიტიკა, რელიგია, თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა... ამ მასშტაბურ თემებზე მსჯელობა წიგნის მხოლოდ ნაწილია. აქვეა ჩანაწერები, რომლებიც ყოფით და, შესაძლოა, მკითხველისთვის უფრო საინტერესო ამბებს ეხება. მაგალითად, როგორ დაანება მწერალმა თავი მოწევას, ან რა ახირებები აქვს მაჯის საათებთან დაკავშირებით.

90 15. ლარი მარკ ბელასენი, ოლგა შავერნე აუტისტი ბავშვი სახელმძღვანელო მშობლებისათვის როგორ შევამჩნიოთ აუტიზმის პირველი ნიშნები? როგორ და როდის უნდა დაისვას დიაგნოზი? როგორ შევამსუბუქოთ ის ყოველდღიური სიძნელეები, რომლებიც ყველასთვის თავისებურია? მკურნალობისა და სწავლების რომელი მეთოდი ავირჩიოთ? რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებას მივცეთ უპირატესობა? რაში გამოიხატება პროგრესი? ეს წიგნი სახელმძღვანელოა მშობლებისთვის და ეხება ამ და სხვა პრობლემებს, რომლებსაც მშობლები და პროფესიონალები ყოველდღიურად აწყდებიან ბავშვის მოვლის, მკურნალობისა და სწავლების დროს. 46


მალე გამოიცემა ვუდი ალენი თანამდევი მოვლენები ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „თანამდევი მოვლენები“ ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის, ვუდი ალენის (1935) იუმორისტული კრებულია, რომელიც განსხვავებული ფორმისა და თემატიკის ჩვიდმეტი ტექსტისაგან შედგება. პროფესორ ნიდელმანის მოსაგონარს, მსჯელობას ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, პლატონის დიალოგების სტილში დაწერილ საკუთარი თავის აპოლოგიას თუ გამოსაშვებ საღამოზე წარმოთქმულ სიტყვას ერთი რამ აერთიანებს – ყველა მათგანი ძალიან სასაცილოა.

ჯოის კეროლ ოუტსი შავი წყალი ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ ჯოის კეროლ ოუტსზე (1938) საუბრისას, პირველ რიგში, ამ მწერლის შემოქმედებით ნაყოფიერებას ახსენებენ ხოლმე. თუმცა ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა წიგნების ხარისხი თითქმის არასდროს არის მათი რაოდენობის უკუპროპორციული – ორმოცდაათზე მეტი რომანის, მოთხრობებისა და ესეების ათობით კრებულის ავტორის ლიტერატურული ჯილდოების ნუსხა, მისი ბიბლიოგრაფიის მსგავსად, გრძელი და შთამბეჭდავია. რომანი „შავი წყალი“ 1992 წელს გამოქვეყნდა. მომდევნო წელს ამ წიგნისთვის ოუტსი პულიცერის პრემიაზე წარადგინეს. ამ მცირე რომანში დატრიალებული ამბავი ე.წ. „ჩაპაკვიდიკის ინციდენტს“ ეხმიანება – 1969 წელს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, როცა კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანამგზავრი ახალგაზრდა ქალი კი დაიღუპა.

უმბერტო ე​კ​ო პრაღის სასაფლაო იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ ​ კულტისტები, სატანისტები, მასონები, რესპუბლიკელები, იეზუიტები, რევოლუციონერები, ო საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა თუ რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში... სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად არსებული პერსონაჟებით სავსე, წარმოუდგენელი ინტრიგებით ნაქარგი სიუჟეტი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი სიმონინო სიმონინია. გამოგონილი, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ნამდვილი და „მარად ჩვენ შორის მყოფი“.

00 9. ლარი

გადავდივართ IV კლასში საზაფხულო წიგნი, 204 გვ.

გადავდივართ V კლასში საზაფხულო წიგნი, 164 გვ.

00 10. ლარი

ეს სპეციალური საზაფხულო დამხმარე სახელმძღვანელოები გამოცდილმა პედაგოგებმა შეადგინეს. წიგნები უთუოდ დააინტერესებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებლებს. მხიარული, გონებამახვილური, საინტერესო, ლამაზად გაფორმებული წიგნები დაეხმარება ბავშვებს, რომ დიდი ძალისხმევისა და დროის დახარჯვის გარეშე გაიმეორონ ყველა საკვანძო პროგრამული საკითხი მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებასა და სახვით ხელოვნებაში. ამავე დროს ბავშვები გაერთობიან, გაიფართოვებენ თვალსაწიერს და ბევრ ახალ რამესაც გაიგებენ. 47


წიგნის მაღაზია

!

4 000 დასახელებაზე მეტი ქართული და უცხოური წიგნი იშვიათი გამოცემები ორიგინალი ილუსტრაციები, ხელნაკეთი სუვენირები, მაისურები ფასდაკლების რეგულარული აქციები დაგროვების ბარათი, რომელიც პირველივე შენაძენზე გადმოგეცემათ 20, 50 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები უფასო ინტერნეტი პრეზენტაციები, შეხვედრები, ლექციები ინტერიერის საავტორო დიზაინი კვალიფიციური მომსახურება

ერთხელ და დაბრუნდით მრავალჯერ!

მობრძანდით

აფაქიძის 9 (სპორტის სასახლის გვერდით) ტელ. 2213321, 2183787 ღიაა ყოველდღე, კვირის გარდა, 11-დან 20 საათამდე

www.facebook.com/diogenebookstore


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.