Ft135 pasture geo

Page 1

გარემო > საქართველო

მეცხვარეების დაცვა კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად

საქართველოს 35 დაცულ www.enpi-info.eu ტერიტორიასა და პარკს შორის, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ერთადერთია, რომელიც ზამთრობით თუშეთის მთებიდან გადმორეკილ მრავალრიცხოვან ცხვრის ფარებს მასპინძლობს. საუკუნეების განმავლობაში, ეს საძოვრები ყოველგვარი რეგულაციის გარეშე გამოიყენებოდა, რამაც არსებითად დააზიანა ნიადაგი, წყალი და ზოგადად, გარემო. შედეგად, მეცხვარეების სარჩო რისკის ქვეშ აღმოჩნდა. ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტი მიზნად ისახავს ბალახის საფარის რეაბილიტაციასა და მეცხვარეობაში საძოვრების მართვის მდგრადი პრაქტიკის დანერგვას. ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი პროექტს ადგილზე გაეცნო და ეს რეპორტაჟი გამოგვიგზავნა. ტექსტი მაია ედილაშვილი ფოტოები AFP©EU/ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრი

პუბლიკაცია არ წარმოადგენს ევროკომისიის ან ევროინსტიტუტების ოფიციალურ მოსაზრებას. ევროკომისია მის შინაარსზე არ არის პასუხისმგებელი

„მეცხვარეობაში შემოსავლები საშინლად ეცემა,“ გვიყვება ფორე თილიძე, 77 წლის, სოფელ ზემო ალვანიდან, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. პირველად ცხვარში რომ წავიდა ოჯახის ფარის სამწყემსად, მეხუთე კლასის მოსწავლე იყო. მთელი ცხოვრება ამ საქმეს აგრძელებს და ახლა მის ოთხსულიან ოჯახს 800 ცხვარი ჰყავს. თილიძე ჩივის, რომ საძოვრების და წყლის მოძიება უზარმაზარი პრობლემა ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფარა ზამთარში თბილი ადგილებისკენ გადაჰყავთ. „თუ საკმარისი ბალახი არ იქნება, სად წავიყვანთ ცხვარს? ახლა წყალს დიდი ავზებით ვყიდულობთ.“ ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო თუშები მაღალმთიან ადგილებში სახლობენ. საუკუნეების განმავლობაში, ცენტრის ფიჩერი ნომერი 135 მეცხვარეობა და მესაქონლეობა მათი მთავარი საზრდო იყო, რამაც ეს არის ევროკავშირის რეგიონული პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ რთულ კლიმატსა და გეოგრაფიასთან ერთად, თუშების მომთაბარე ფიჩერების სერია, რომლებიც მომზადებულია ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ზურაბ მურთაზაშვილის ადგილზე ჟურნალისტების და ფოტოგრაფების მიხედვით, რომელიც ასოციაცია „თუში მეცხვარის“ ხელმძღვანელია, ამ მიერ ან ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრის მიერ. სფეროში დაახლოებით 1,000 თუშია ჩართული და მათ მთლიანობაში 56,000-მდე ცხვარი ჰყავთ. „ეს ძალიან რთული ბიზნესია: მწყემსები © 2014 ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრი


ENPI-s sainformacio centri - statia # 135

N ფერმერები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე შემოღობილ ადგილებს ათვალიერებენ

მეცხვარეების დაცვა კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად

2

მხოლოდ ოთხ თვეს ატარებენ მთაში, წლის დანარჩენ დროს კი გზაში არიან - ოთხი თვე დაბლობისკენ მოერეკებიან ცხვარს და შემდეგ გამოზამთრებულზე ისევ მაღალმთიან თუშეთში ბრუნდებიან,“ აღნიშნავს ის. 1935 წელს დაარსებული ვაშლოვანის ნაკრძალი, თავისი უდაბნო და ნახევრად-უდაბნო სტეპებით, კანიონებით და ჭალის ტყეებით, 35,000 ჰექტარზეა გადაჭიმული. ზამთრის თვეებში აქ 500 მეცხვარე ბინავდება დაახლოებით 40მდე ფერმაში. უახლესი კვლევის მიხედვით, ნაკრძალში საძოვრების 20% შეფასებულია როგორც „ცუდი.“ 300 კილომეტრიანი ცხვრის გადასარეკი ბილიკი კი ყველაზე სავალალო მდგომარეობაშია. „ბევრ ადგილას მიწა მოასფალტებული გეგონება. ჰოდა, როგორ უნდა მოიქცე? ცხვრის რაოდენობა შეამცირო? აგრო-ტექნოლოგიური ღონისძიებები დანერგო ნიადაგის ნაყოფიერების გასაზრდელად?“ - კითხულობს მურთაზაშვილი. ორი ათწლეულის მერე მეცხვარეები გაქრებიან? „ეს ძალიან რთული ევროკავშირისა და UNDP-ის მიერ დაფინანსებული პილოტური პროექტი ბიზნესია: მწყემსები ითვალისწინებს სხვადასხვა დონის დეგრადაციის საფრთხის წინაშე მდგომი მხოლოდ ოთხ თვეს ნიადაგების რეაბილიტაციას და საძოვრების მდგრადი მართვის დანერგვას. ატარებენ მთაში, წლის 2013 წლის ნოემბრისთვის მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა: პირველად დანარჩენ დროს კი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების არსებობის მანძილზე შეიქმნა რუკები, გზაში არიან - ოთხი რომლებიც მცენარეული საფარის შესახებ ინფორმაციის ვიზუალიზაციას ახდენს და საძოვრების და ცხვრის ფერმების ზუსტ მდებარეობას თვე დაბლობისკენ აღნიშნავს. ასევე, ჩატარდა თუში მეცხვარეების საარსებო გარემოს კვლევა მოერეკებიან სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებების და მოსახლეობის საძოვრებზე ცხვარს და შემდეგ დამოკიდებულების შესასწავლად. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაცია გამოზამთრებულზე ისევ „ელკანას“ ეკონომიკური განყოფილების წარმომადგენელი დავით დოლიძე მაღალმთიან თუშეთში პროექტის სოციო-ეკონომიკურ კომპონენტში იყო ჩართული. მისი აზრით, ბრუნდებიან.“ არსებობს საფრთხე, რომ ორი ათწლეულის შემდეგ ვაშლოვანის ნაკრძალში ბალახის საფარი აღარ იარსებებს. „თუ მეცხვარეებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ ცხვრების დასაპურებლად, მათი ბიზნესი მომგებიანი აღარ იქნება,“ გვითხრა მან. საქართველოს არასოდეს ჰქონია კანონმდებლობა, რომელიც საძოვრების მართვის და მოვლის საკითხებს დაარეგულირებდა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იქნება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისთვის საძოვრების მდგრადი მართვის გეგმის შემუშავება, რომელიც მთავრობას განსახილველად 2015 წლის დასაწყისში გადაეცემა. N მეცხვარე სახლში „2016 წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ სფეროსთვის ერთიანი პოლიტიკის და საჭმელს ამზადებს რეგულაციების შემუშავების დაწყება,“ ამბობს თორნიკე ფულარიანი, UNDP-ის პროექტის მენეჯერი. დღის წესრიგში არაერთი ინიციატივაა, ცხვრის გადასარეკი ბილიკის შემოღობვის ჩათვლით, რათა ასმეტრიანი ფართი 50-მეტრამდე დავიწროვდეს, როტაციული ძოვების სისტემა დაინერგოს და გადასარეკი ბილიკის გასწვრივ დასარწყულებლები მოეწყოს, რაც ფართო ტერიტორიაზე დაწოლას შეამცირებს. კიდევ ერთი ღონისძიება გულისხმობს ატმოსფეროსა და ნიადაგში კლიმატური ცვლილებების რეგისტრაციას: დამონტაჟდება ახალი სისტემა, რომელიც აღრიცხავს არა მხოლოდ ნალექების რაოდენობას, არამედ ჰაერის ტემპერატურას, ქარის სისწრაფეს, ჰაერის და ნიადაგის ტენიანობას. კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება პროექტის ერთ-ერთი მიზანია. საძოვრები წარმოადგენს ნახშირბადის და სითბური გაზების დასაგროვებელ ერთ-ერთ რეზერვუარს. რაც უფრო დეგრადირებულია ნიადაგი, მით უფრო ნაკლები ნახშირბადის დაგროვება შეუძლია და შესაბამისად, გარემოს დამაბინძურებელი ხდება.


ENPI-s sainformacio centri - statia # 135

მეცხვარეების დაცვა კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად

3

„გარემოსდაცვითი ღონისძიებების დანერგვით და საძოვრების მდგრადი გამოყენებით ჩვენ კლიმატური ცვლილებების შემცირების საქმეში შეგვაქვს წვლილი,“ აცხადებს ფულარიანი და აღნიშნავს, რომ უკვე შემოღობილია სხვადასხვა მცენარეული საფარის მქონე 100 კვადრატული მეტრის ფართობი, რაც შესაძლებელს გახდის ნახშირბადის მარაგის გამოსათვლელად გრძელვადიანი მონიტორინგის და შეფასების სისტემის დანერგვას. საძოვრების გამოყენებაზე ტარიფები დაწესდება პროექტი საპილოტეა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უფრო დიდი პროექტის Clima East-ის ნაწილია, რომლის ბიუჯეტი 18 მილიონ ევროს შეადგენს. Clima East მიზნად ისახავს კლიმატური ცვლილებების შემცირების და ადაპტირების ღონისძიებების სფეროში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში მდებარე ქვეყნების დახმარებას. „ჩემთვის Clima East-ის პროექტების მთავარი ღირსება მდგომარეობს ბუნებასთან დამოკიდებულების დროს ინოვაციურ, რენტაბელურ მიდგომაში, რაც კლიმატურ „გარემოსდაცვითი ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის ღონისძიებების საარსებო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება,“ აღნიშნა ალვარო ორტეგა დანერგვით და აპარიციომ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაში პროექტის საძოვრების მენეჯერია. მისი მოლოდინით, საპილოტე პროექტი საქართველოში ნათელყოფს, რამდენად შესაძლებელია, რომ ეკოსისტემის მართვის საშუალებით მოხერხდეს მდგრადი სითბური გაზის გამოყოფის შემცირება და კლიმატური ცვლილებების მავნე გამოყენებით გავლენასთან გასამკლავებლად უკეთ მომზადება. პროექტის ადგილობრივი ჩვენ კლიმატური პარტნიორი და მთავარი ბენეფიციარია საქართველოს გარემოს და ბუნებრივი ცვლილებების რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული დაცული ტერიტორიების შემცირების სააგენტო. სააგენტოს დაგეგმვის და განვითარების სამსახურის უფროსის თომა საქმეში შეგვაქვს დეკანოიძისთვის მთავარი მიზანი იმის დადგენაა, თუ „სად ვართ ახლა“, რათა შემდგომში საძოვრების კლასიფიკაცია მოხდეს. მოსალოდნელია, რომ პროექტი წვლილი.“ საძოვრების გამოყენების სფეროში გონივრული სატარიფო პოლიტიკის შემოღების საფუძველი გახდება. „კი, ბატონო, გადავიხდით ტერიტორიაში,“ ამბობს მეცხვარე ფორე თილიძე, „მაგრამ იქ უნდა იყოს განათების და წყლის სისტემები, ბალახის მდგომარეობა უნდა მოწმდებოდეს, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოგვთხოვოს მთავრობამ ფასის გადახდა. განსხვავებული მცენარეული საფარის მქონე მიწებს სხვადასხვა ფასი უნდა ჰქონდეს.“ დეკანოიძე პირობას დებს, რომ პროექტის შედეგად, დამოუკიდებელი აუდიტი დაიანგარიშებს საბაზრო ფასს თითოეული ჰექტარის საძოვრად გამოსაყენებლად. „ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გაეგზავნებათ დეტალური რუკები; ამის შემდეგ, ამ ტერიტორიების გამოყენებაზე 5-წლიანი და 10-წლიანი ხელშეკრულებები დაიდება.“ მეცხვარის ხარჯები ძირითადად გულისხმობს მწყემსის დაქირავებას (თვეში 1,200 ლარამდე ანაზღაურებით) და ბალახის ყიდვას (8 ლარი თივის ერთ კონაში), ხოლო შემოსავლები - ცხვრის, ყველის და მატყლის პროდუქტების რეალიზაციას. თუმცა, ეს უკანასკნელი მტკივნეული თემა გახდა. „მატყლს უბრალოდ ვყრით, რადგან მისი გაყიდვა ტრანსპორტირების ხარჯებსაც კი ვერ ანაზღაურებს; საბჭოთა კავშირის დროს,“ - გვიამბობს მურთაზაშვილი - „როცა მატყლი სამხედრო ინდუსტრიაში გამოიყენებოდა, მისი რეალიზაცია ყველა ხარჯს გვინაზღაურებდა.“ ამჟამად, მატყლი მხოლოდ ადგილობრივად, ტრადიციული ხელსაქმეში გამოიყენება და რადგანაც ტურისტული დატვირთვა აქვს, სეზონის სიმოკლის გამო, ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია. ერთიანი ვეტერინარული სისტემისკენ სამოგზაურო, გეოლოგიური, ფოტო, კულტურული, საგანმანათლებლო და ველოტურების შეთავაზებით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები უფრო და უფრო მეტ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტს იზიდავს. პროექტი ითვალისწინებს აქ მდებარე ცხვრის ფერმების რეაბილიტაციას, რასაც ტურისტული დატვირთვაც ექნება. პროექტის ფარგლებში, ასევე იგეგმება თუში მეცხვარეებისთვის ერთიანი ვეტერინარული მომსახურების სისტემის შექმნა. მურთაზაშვილის ინფორმაციით, მთავრობა მხოლოდ ხუთი ტიპის

N ცხენებზე ამხედრებული მეცხვარეები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე


ENPI-s sainformacio centri - statia # 135

„ჩემთვის Clima Eastის პროექტების მთავარი ღირსება მდგომარეობს ბუნებასთან დამოკიდებულების დროს ინოვაციურ, რენტაბელურ მიდგომაში, რაც კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასა და მოსახლეობის საარსებო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.“

მეცხვარეების დაცვა კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად

ვაქცინაციას აფინანსებს, ყველა სხვა დაავადების პრევენცია კი მეცხვარეთა პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, ვეტერინარებს საჭირო უნარები კი აქვთ, მაგრამ უკეთესი საორგანიზაციო სქემა სჭირდებათ. „ჩვენ განზრახული გვაქვს შევქმნათ მობილური ჯგუფი, რომელიც შეიძლება გამოცოცხლდეს სტუდენტების მოზიდვით, რომლებიც მოხალისეებად იმუშავებენ,“ ამბობს ფულარიანი. „ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ დანერგა სოფლის განვითარების თანამედროვე მიდგომები, რამაც სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მდგრადობა განაპირობა,“ ამბობს ევროკავშირის წარმომადგენელი ალვარო ორტეგა აპარიციო და ამატებს: „გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ საპილოტე ინიციატივის წარმატება და კოპირება დამოკიდებული იქნება ისეთი ხელისშემწყობი პოლიტიკის დანერგვაზე, როგორიცაა მიწის ეროვნული რეგისტრაციის პროგრამა.“ რაც უკვე წარმატებად განიხილება, არის ის, რომ EU-UNDP-ის პროექტი უკვე გახდა საძოვრების მართვის სფეროში მაღალი დონის ფორუმის ფესილიტატორი. პროექტის ფარგლებში ჩატარდა რეგიონული ვორქშოფი, რომელიც კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების საკითხებს და საძოვრების მართვის სფეროში ეკოსისტემებზე დაფუძნებულ მიდგომებს მიეძღვნა. „ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობა განვავითარეთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან,“ - ამბობს ფულარიანი “და ამდენად, საძოვრებთან დაკავშირებული თემები ყველა მათგანის დღის წესრიგში უფრო თვალსაჩინო ადგილზე წამოვწიეთ.“

4

N ფარის ძოვება დაცულ ტერიტორიებზე

პროექტი Clima East: საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში www.ge.undp.org/content/georgia/en/home/operations/projects/environment_and_energy/pastures.html ინიციატივა მიზნად ისახავს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 8,700 ჰექტარის მოცულობის დეგრადირებული საძოვრების რეაბილიტაციას, და ფერმერებსა და მწყემსებს შორის საძოვრების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას. ღონისძიებები გრძელვადიანი მნიტორინგის სისტემის განვითარებისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე შემოიღობა განსხვავებული მცენარეული საფარის მქონე ოთხი ტერიტორია. პროექტმა მოახდინა ცხვრის გადასარეკი ბილიკის და ასევე, ფერმების და სხვა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო ღონისძიებების ინიცირება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რათა დაიგეგმოს თუში მეცხვარეებისთვის ერთიანი ვეტერინარული მომსახურების შექმნა. კიდევ ერთი მიზანია ატმოსფეროსა და ნიადაგში კლიმატური ცვლილებების აღრიცხვა. ვადები იანვარი 2013 - დეკემბერი 2016 დეტალური ინფორმაციისთვის ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრის თემატური ვებ გვერდი: გარემო

http://www.enpi-info.eu/themeeast.php?subject=6 ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრის საქართველოს გვერდი: საქართველო

http://www.enpi-info.eu/countryeast.php?country=59

EU Neighbourhood Info Centre An ENPI project ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრი არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინფორმაციისა და კომუნიკაციის პროექტი, რომელიც ორიენტირებულია ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების პარტნიორობაზეა პროექტს ახორციელებს Action Global Communications

www.enpi-info.eu


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.