ეკონომიკა > საქართველო
ჯანმრთელი საქონელი ჯანმრთელი საზრდოა ბრუცელოზის შემთხვევები, www.enpi-info.eu რომლებიც მესაქონლეობას დიდ ზიანს აყენებს და საფრთხეს უქმნის ადამიანებსაც, მძიმე კვალს ტოვებს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში - ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO)მიერ განხორციელებული და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია ქვეყნის მთავრობას დაეხმაროს ბრუცელოზის შემთხვევების შემცირებასა და კონტროლის ძლიერი სტრატეგიის შემუშავებაში. ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა დაზარალებული ადგილები მოინახულა და ეს რეპორტაჟი გამოგვიგზავნა. ტექსტი მაია ედილაშვილი ფოტოები AFP©EU/ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრი
პუბლიკაცია არ წარმოადგენს ევროკომისიის ან ევროინსტიტუტების ოფიციალურ მოსაზრებას. ევროკომისია მის შინაარსზე არ არის პასუხისმგებელი
N ძროხები ამ ფერმაში „ეს ფერმა ხუთ ოჯახს გვინახავს. ჩემთვის ეს მამაპაპეული საქმიანობაა,“ ამბობს 48 ევროკავშირის მიერ წლის გია ბედიაშვილი. ამჟამად 74 ძროხის და 50 ცხვრის პატრონმა საგარეჯოს დაფინანსებული მუნიციპალიტეტში (კახეთის რაიონი), 14 ფურის შესაძენად სესხი ბანკიდან გამოიტანა. პროექტით “ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძროხები ჯანმრთელად იყვნენ,“ აღნიშნავს ის ისარგებლებენ და ამატებს, რომ სულ ახლახანს მის ძროხებს სისხლის სინჯები აუღეს ბრუცელოზზე და მოუთმენლად ელის შედეგების გაგებას. საგარეჯო ერთ-ერთია საქართველოს რეგიონებს შორის, სადაც მესაქონლეობა შემოსავლის ერთადერთი ან მთავარი წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში 45 საქმიანობას შორის მეცხოველეობა ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო წამყვან ხუთეულში შედის. 2013 წელს ძროხების რაოდენობა საქართველოში ცენტრის ფიჩერი ნომერი 137 გაორმაგდა 2010 წელთან შედარებით და 1 მილიონს გადააჭარბა. ეს არის ევროკავშირის რეგიონული პროგრამის თუმცაღა ბრუცელოზის პრობლემა სერიოზული არაა მთელი საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ მასშტაბით, ის ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში ბევრი ოჯახის სარჩოს უქმნის ფიჩერების სერია, რომლებიც მომზადებულია საფრთხეს. ზოგჯერ „ხმელთაშუა ზღვის ცხელებად“ და „მალტის ცხელებად“ ადგილზე ჟურნალისტების და ფოტოგრაფების წოდებული ბრუცელოზი ზოონოზური დაავადებაა, რაც ნიშნავს, რომ ის მიერ ან ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრის მიერ. ადამიანს ცხოველისგან შეიძლება გადაედოს თუკი მას პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ექნება დაინფიცირებულ ცხოველთან, როგორიცაა ძროხა, ცხვარი, © 2014 ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრი
ENPI-s sainformacio centri - statia # 137
N ძროხების სისხლის ნიმუშები
ჯანმრთელი საქონელი ჯანმრთელი საზრდოა
2
თხა და ღორი, რაც სერიოზულ გამოწვევას უქმნის ფერმერებსა და მათი პროდუქტების მომხმარებლებს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზის შედეგად არის შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2014 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ბრუცელოზით დაავადების 93 შემთხვევა დაფიქსირდა. ყოვლწლიურად საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 90-200 ადამიანი ინფიცირდებოდა. ყველაზე მოწყვლადი კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებია. „ქრონიკული ბრუცელოზი უმრავლეს შემთხვევებში უშვილობას იწვევს, მაგრამ არა ყოველთვის - ამბობს საქართველოში FAO-ს წარმომადგენლობის მთავარი ტექნიკური მრჩეველი დრაგან ანგელოვსკი - ამდენად, ის შეუმჩნევლად მიმდინარეობს, განსაკუთრებით როცა კლინიკური სიმპტომები სუსტად ან საერთოდ არ არის გამოხატული.“ ანგელოვსკი აღნიშნავს, რომ რადგანაც მკურნალობა ძალიან რთულია, ერთადერთი გამოსავალი დაავადებული ცხოველის განადგურებაა. იგი განმარტავს, რომ ადამიანებში ბრუცელოზი სხეულისმიერი გამონაყოფიდან ვრცელდება: დაინფიცირებული ადამიანები შეიძლება განიკურნონ, „ასე რომ, მაგრამ ავადმყოფობის კვალი შეიძლება მთელი ცხოვრება დარჩეს. დავიწყეთ
ჩვენ სისხლის ანალიზის აღება ძროხებზე, როგორც გრძელვადიანი კონტროლის სტრატეგიის კომპონენტი, რათა დაავადებულების იდენტიფიკაცია მოვახდინოთ. ამ დროისთვის 38,000 სინჯი გვაქვს აღებული; მალე 250,000 გვექნება.“
მთავარია ვაქცინაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, რომელიც ვეტერინარული კონტროლის თვალსაზრისით ქვეყნის მთავარი სტრუქტურაა, ძროხებში ბრუცელოზის ყველაზე ხშირი შემთხვევა გვხვდება თბილისიის გარშემო მდებარე სოფლებში (გამოკვლეული სოფლების 50%-ში დაფიქსირდა პოზიტიური შემთხვევები), ასევე კახეთში (45%), მცხეთა-მთიანეთში (32%), ქვემო ქართლსა (23%) და სამცხე-ჯავახეთში (19%). სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე ამბობს, რომ საშუალო მაჩვენებელი მთელი საქართველოს მასშტაბით არ არის მაღალი - 5% ამ დროისთვის - თუმცა, საბოლოო შედეგი ჯერ გაურკვეველია. სოხაძე აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ბრუცელოზის მიმართულებით კვლევა არ ჩატარებულა. ამჟამად, ქვეყანაში ბრუცელოზის პრევენციისთვის არც ვაქცინაციის პროგრამა ტარდება. „ასე რომ, ჩვენ დავიწყეთ სისხლის ანალიზის აღება ძროხებზე, როგორც გრძელვადიანი კონტროლის სტრატეგიის კომპონენტი, რათა დაავადებულების იდენტიფიკაცია მოვახდინოთ. ამ დროისთვის 38,000 სინჯი გვაქვს აღებული; მალე 250,000 გვექნება. ამის შემდეგ, დავიწყებთ ხბოების სავალდებულო ვაქცინაციას,“ გვითხრა სოხაძემ. ამჯამად სისხლის ნიმუშების კვლევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრში მიმდინარეობს და პარალელურად, ვაქცინის შესაძენად ტენდერია გამოცხადებული. ამასობაში, სპეციალისტები ფერმერებსა და ვეტერინარებს პრევენციულ ღონისძიებებს ურჩევენ, მათ შორის, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების წესების დაცვას. რეკომენდაციები ასევე გულისხმობს კვების უსაფრთხოების წესების დაცვასაც, კერძოდ მხოლოდ პასტერიზებული რძის და ხორცის გამოყენებას. „დაავადებული ძროხები განცალკევებით უნდა დაიკლას და შემდეგ იქ დეზინფექცია ჩატარდეს. სანიტარული ნორმების დაცვა და ვაქცინაცია ყველაზე მნიშვნელოვანია,“ ამბობს 38 წლის
N ფერმერი გია ბედიაშვილი ვეტერინარებს ივანე დავითაშვილს და ზურაბ რუხაძეს ესაუბრება
ENPI-s sainformacio centri - statia # 137
ჯანმრთელი საქონელი ჯანმრთელი საზრდოა
3
საგარეჯოელი ვეტერინარი ნუგზარ ნათენაძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით მიმდინარე სისხლის სინჯების კვლევა იმ პროექტის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მესაქონლეობის სფეროს კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ბრუცელოზის აღმოსაფხვრელად მდგრადი და რენტაბელური ეროვნული სტატეგიის განვითარების გზით. ეს პროქტი 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის აპრილამდე განახორციელა FAO-მ „დაავადებული საქართველოს მთავრობის და ნაწილობრივ, ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) დაფინანსებით. მაქსიმალური შედეგის ძროხები მიღწევის მიზნით, პროექტმა პრიორიტეტებად გამოაცხადა მთავრობის წევრების განცალკევებით უნარების განვითარება და ვეტერინარული მომსახურება. ფართომასშტაბიანი უნდა დაიკლას ინსტიტუციური განვითარების პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უფრო ფართო პროგრამაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის იქნა და შემდეგ იქ შემუშავებული მათი ინსტიტუციური გაუმჯობესების და ევროკავშირთან შესაბამისობაში დეზინფექცია მოყვანის მიზნით. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2012-2015 წლებში ჩატარდეს. ხორციელდება, ევროკავშირი საქართველოს წამყვან ინსტიტუტებს საჭირო რეფორმების გასატარებლად 9.7 მილიონამდე ევროს გამოუყოფს. საქართველოში ბრუცელოზის სანიტარული პროგრამის განმახორციელებლად FAO შეირჩა. ნორმების დაცვა პროექტის ფარგლებში კახეთის რაიონში ჩატარდა კველევა ადგილობრივ და ვაქცინაცია მოსახლეობაში ბრუცელოზის შესახებ ინფორმირებულობის დონის დასადგენად. შედეგად, საგანმანათლებლო ბუკლეტები დაურიგდათ ფერმერებს და პოსტერები გაიკრა ყველაზე მნიშვნელოვანია.“ საჯარო ადგილებში. ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ვორქშოფი. სტრატეგიიდან უფრო აქტიურ ქმედებაზე გადასვლის მიზნით, 250,000 დოლარის ღირებულების მომდევნო პროექტი დაფინანსების იგივე მექანიზმით - საქართველოს მთავრობა და ევროკავშირი - უკვე დამტკიცებულია და ის 2015-16 წლებში განხორციელდება. ეს ახალი ინიციატივა კიდევ უფრო მკვეთრ აქცენტს გააკეთებს უნარების განვითარებაზე, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და ფართო ვაქცინაციის კამპანიაზე. დაკლულ სოქონელზე კომპენსაცია არ გაიცემა თუ ძროხას ან ხარს ბრუცელოზის დიაგნოზი დაუსვეს, ერთადერთი გამოსავალია მისი დაკვლა სასაკლაოზე ვეტერინარის თანდასწრებით. პატრონებისთვის კომპენსაცია არ გაიცემა, მაგრამ მათ შეუძლიათ დაინფიცირებული საქონლის ხორცის გაყიდვა დაბალ ფასად ისე, რომ მისი გამოყენება მოხდეს გადამუშავების შემდეგ, რადგან ბრუცელას ბაქტერია პასტერიზაციის შედეგად კვდება.
N ფერმიდან გამორეკილი ცხვრის ფარა
ENPI-s sainformacio centri - statia # 137
„დროთა განმავლობაში, საქართველოში მომხმარებელმა უნდა ისწავლოს ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვების დასმა - მიჩვენე ცხოველის პასპორტი, რათა მის ჯანმრთელობაში დავრწმუნდე.“
დონორი: საქართველო/ ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა (CIB) შემსრულებელი სააგენტო: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
ჯანმრთელი საქონელი ჯანმრთელი საზრდოა
4
41 წლის პავლეს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რაიონის სოფელ უდეში ცხოვრობს, ახლახანს უთხრეს რომ მისი 13 ძროხიდან ხუთი ბრუცელოზით არის დაავადებული. იგი ამბობს, რომ მისი საქმიანობითვის ეს „დიდი ზარალია“. როცა ფერმერს ატყობინებენ, რომ მისი ცხოველი დაინფიცირებულია, ის ვალდებულია ორი კვირის განმავლობაში სასაკლაოზე წაიყვანოს ცხოველი. ვალდებულების შეუსრულებლობა ჯარიმით ისჯება. საგარეჯოში, სადაც მესაქონლეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა, ფერმერები სიხარულით ხვდებიან დიაგნოზის გაგებას, აღნიშნავს კახეთის რაიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ჯიმშერ ოსიაშვილი. მაგრამ ზოგიერთგან, პატრონებს არ სურთ დაინფიცირების ამბავი დაიჯერონ. „ამიტომ არის განათლება აუცილებელი ყველა დონეზე,“ ხაზგასმით აღნიშნავს ანგელოვსკი. საინტერესოა, რომ ევროკავშრის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ერთერთი ინიციატივა ხელოვნური განაყოფიერების ადვოკატირება იქნება. რამდენადაც ბრუცელა ძირითადად სარძევე ჯირკვლებსა და გენიტალიებში კონცენტრირდება, დაინფიცირებულმა ხარმა შეიძლება დაავადება სწრაფად გაავრცელოს. „განაყოფიერების მიზნით რაიონებში ზოგჯერ ერთი ხარი რამდენიმე სოფელში გამოიყენება. უბრალოდ, წამოიდგინეთ რამდენად მაღალია რისკი! ამიტომ ჩვენ ხელოვნური განაყოფიერების მხარდამჭერ კამპანიას დავიწყებთ,“ ამბობს სოხაძე. ყველაზე მთავარი ღონისძიება კი აცრილ ხბოებზე პასპორტების გაცემა იქნება, რის შემდეგაც პატრონს ექნება დოკუმენტი, თუ რომელი აცრები იქნა ჩატარებული და როდის. „დროთა განმავლობაში, საქართველოში მომხმარებელმა უნდა ისწავლოს ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვების დასმა - მიჩვენე ცხოველის პასპორტი, რათა მის ჯანმრთელობაში დავრწმუნდე,“ ამბობს სოხაძე. „მაშინ აღარ იარსებებებენ ცუდი პროდუქციის გამყიდველები. ამიტომ ამ პროექტისთვის საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის კომპონენტი უმნიშვნელოვანესია.“
საქართველოში ბრუცელოზის პრევენციის, კონტროლის და მონიტორინგის დახმარება - საწყისი ფაზა პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მესაქონლეობის სფეროს კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ბრუცელოზის კონტროლის ეროვნული სტრატეგიის განვითარების გზით. ბრუცელოზის შემთხვევების შემცირება მოწყვლად ცხოველებში მესაქონლეობის სფეროს პროდუქტიულობას გაზრდის და ფერმერთა საარსებო გარემოს გააუმჯობესებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უნარების განვითარებას მთავრობის დონეზე და ვეტერინარული მომსახურების სფეროში, რათა მაქსიმალურად მაღალი იყოს პოზიტიური შედეგი და მდგრადობის ხარისხი დეტალური ინფორმაციისთვის
პარტნიორი მთავრობის მხრიდან: სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველო
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული ოფისი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში
ვადები: სექტემბერი 2013 – აპრილი 2014
ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრის თემატური პორტალი: ეკონომიკა
www.fao.org/europe/en/
ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრის საქართველოს გვერდი: საქართველო
www.enpi-info.eu/countryeast.php?country=59 www.enpi-info.eu/themeeast.php?subject=4
EU Neighbourhood Info Centre An ENPI project ევროკავშირის სამეზობლოს საინფორმაციო ცენტრი არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინფორმაციისა და კომუნიკაციის პროექტი, რომელიც ორიენტირებულია ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების პარტნიორობაზეა პროექტს ახორციელებს Action Global Communications
www.enpi-info.eu