სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013-2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში

Page 1



ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი

„სოფლის მეურნეობის დარგმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაში ერთ-ერთი უმთავარესი როლი უნდა შეასრულოს. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს დარგი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. სოფლის მეურნეობაში ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ისეთი სისტემური ცვლი­ ლებების განხორციელება, რომელიც გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს მის­ცემს სტიმულს, შეუქმნის განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს და პირობებს. უკვე მეორე წელია ვაფინანსებთ მიწის საგაზაფხულო სამუშაოებს, რაც სასიცოც­ ხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი გლეხებისთვის და ფერმერებისთვის. დავიწყეთ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგ­ლებშიც ყველა რეგიონში აღდგება წარმო­ება. მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ არხების მასშტა­ ბური რეაბილიტაცია, ვახორციელებთ არაერთ მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას. სოფლის სიძლიერე - ქვეყნის სიძლიერეა! სწორედ ამიტომ, მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ სოფლის გასაძლიერებლად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლის საფუძველი გახდება!“

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში

3


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის მეურნეობის დარგმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს. სწორედ ამიტომ, ხელისუ­ფლებაში მოსვლისთანავე, ახალმა მთავრობამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა და დაიწყო ისეთი სისტემური ცვლილებების განხორციელება, რაც გლეხებს, ფერმერებსა შალვა ფიფია

და მეწარმეებს მეტ სტიმულს მისცემს და ხელს შეუწყობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სოფლის მეურნეობის დარგის მაქსიმალურად სწრაფ და ეფექტიან განვითარებას.

განხორციელებული პროექტების შედეგად: • წლების მანძილზე მიტოვებულ, გაყამირებულ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდა; • გლეხებისა და ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შეღა­ ვა­თიანი ფინანსური რესურსი; • საქართველოს მასშტაბით სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოებით, ბოლო 25-30 წლის მანძილზე მიტოვებული, პრაქტიკულად გაპარტახებული სისტემები განახლდა; • გაიზარდა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროდუქტის - ქართული ღვინის - ექსპორტის მაჩვენებელი; • გასულ წელს სრულიად ახლებური მიდგომით ჩატარდა რთველი და მევენახეებმა/ მეღვინეებმა დარგის განვითარების ახალი პერსპექტივები რეალურად დაინახეს; • ქვეყნის რეგიონებში მიმდინარეობს ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების გაშე­ნება; • კოოპერაციის განხორციელებით, ფერმერებს/გლეხებს, მეწარმეებს შესაძ­ლე­ბ­ ლობა მიეცათ მინიმალური დანახარჯით მიიღონ მაქსიმალური შედეგი - დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, შეუმცირდეთ ხარჯები, გაეზარდოთ მოსავლიანობის მაჩვე­ნებელი; • გააქტიურდა სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფო კონტროლი, რაც ქვეყა­ნაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაზრდასა და უსაფრთხოებას უწყობს ხელს.

4

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში


„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ „მცირემიწიან ფერმერთა 2013 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, 710,385 ბენეფიციარმა მიიღო 195,545,543 ლარის ღირე­ ბულების სარგებელი, მოიხნა 207,322 ჰა მიწის ფართობი. პროექტის ფარგლებში, დამუშავდა ორჯერ მეტი მიწის ფართობი ვიდრე წინა წლებში; მათ შორის, ისეთი ნაკვეთები, რომლებიც წლების განმავლობაში დაუმუშავებელი და გაყამირებული იყო. ეს იყო სტიმული გამრჯე გლეხისთვის, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი ხარჯით დაემუშავებინა კუთვნილი მიწის ნაკვეთი. მცირემიწიანი ფერმერების საქმიანობის სტიმულირება 2014 წელსაც გაგრძელდა და საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით უფრო მეტმა (დაახლოებით 800,000-მდე ბენეფიციარმა) მცირემიწიანმა ფერმერმა ისარგებლა. 2014 წელს პროექტში თბილისსა და ბათუმს მიერთებული სოფ­ლებიც ჩაერთო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში

5


„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი” სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვარეალიზაციის გაუმჯობესების მიზნით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, 2013 წლის 27 მარტს დაიწყო და დღემდე წარმატებით ხორციელდება „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: 1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის - 0%; უპროცენტო განვადება მოქმედებს 6-თვიან პერიოდზე, მაქსიმალური თანხა შეადგენს 5000 ლარს. 2. შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის არაუმეტეს 8%-ის (საბრუნავი საშუალებების, მარაგებისა და ნაწილობრივ ძირი­ თადი საშუალებების შესყიდვის დაფინანსება), სესხები გაიცემა 5000-დან 100 000 ლარამდე, საბრუნავი საშუალებებისთვის არაუმეტეს 18 თვით, ძირითადი საშუალებებისთვის არაუმეტეს 60 თვით. 3. შეღავათიანი აგრო კრედიტი სასოფლო - სამეურნეო საწარმოებისთვის არაუ­ მეტეს 3%-ის (ძირითადი საშუალებების და ტექნოლოგიების დაფინანსება ხანგრძლივი პერიოდით) სესხის მინიმალური თანხა შეადგენს 30 000 აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური 600 000 აშშ დოლარს და გაიცემა არაუმეტეს 84 თვით. საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია სესხის მოცულობაზე და არ აღემატება 15%-ს, საიდანაც 12%-ს ფარავს სააგენტო. 4. შეღავათიანი აგროლიზინგი - არაუმეტეს 3%-ის (სოფლის მეურნეობის პრო­ დუქციის დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის განვითა­ რება). კომპონენტი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუ­ქტების გადამამუშავებელი საწარმოებისთვის მხოლოდ მანქანა-დანადგარების დაფი­ ნანსებას. მაქსიმალური თანხა შეადგენს 600 000 აშშ დოლარს, ვადა 84 თვეს. საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება 15%-ს, საიდანაც სააგენტო ფარავს 12%-ს. 5. შეღავათიანი აგროკრედიტი ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის, რომელიც ითვალისწინებს მეღვინეობა-მევენახეობის სექტორისთვის შეღა­ ვათიან სესხს მხოლოდ ყურძნის შესასყიდად. ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადა შეადგენს 15 თვეს, სესხის მოცულობა 10 მლნ ლარს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 15%-ს, საიდანაც 9%-ს ფარავს სააგენტო.

6

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში


6. შეღავათიანი აგროკრედიტი ციტრუსის ექსპორტიორი და გადამამუშავებელი კომპანიებისათვის. სესხის მაქსიმალური თანხა შეადგენს 10 მლნ ლარს და გაიცემა მაქსიმუმ 4 თვით, საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია კრედიტის მოცულობაზე და არ აღემატება 15 %-ს, აქედან 9 %-ს ფარავს სააგენტო. კომპონენტის მთლიანი ბიუჯეტი 30 000 000 ლარია. 7. შეღავათიანი აგროკრედიტი თანმხვედრი გრანტით დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის. აღნიშნული საწარმოები უნდა შეიქმნას ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რაიონებში. სესხის მაქსიმალური ვადაა 120 თვე, თანხა 500 000 აშშ დოლარი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 14%, საიდანაც სააგენტო ფარავს 12%-ს. 8. „აწარმოე საქართველოში“ - სესხი მხოლოდ ახალი საწარმოს შექმნისთვის. არანაკლებ 600 000 აშშ დოლარის და არაუმეტეს 2 000 000 აშშ დოლარის სესხი, ძირითად თანხაზე 18 თვიდან 24 თვემდე საშეღავათო პერიოდით. პროექტში ჩართულია შემდეგი საფინანსო ინსტიტუტები: ბაზისბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ბანკი ქართუ, ვითიბი ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი კონსტანტა, კორ სტანდარტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, საქართველოს ბანკი, ხალიკ ბანკი, პაშა ბანკი, თიბისი ლიზინგი, საქართველოს სალიზინგო კომპანია, პროგრეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კრედო და კრისტალი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში

7


შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგ­ლებში გაცემული სესხები პირველი კომპონენტის ფარგლებში 2,686 ბენეფიციარზე სულ გაცემულია 1,106,817 ლარის ოდენობის სასაქონლო განვადება. მე-2 კომპონენტში 5,685 ბენეფი­ციარზე სულ გაცემულია 111,873,523 ლარის ოდენობის კრედიტი, ხოლო მე-3 კომპონენტში 366 ბენეფიციარზე სულ გაიცა 42,843,283 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. დაფინანსდა 400-ზე მეტი საწარმო (III კომპონენტი). განხორციელდა აღნიშნული საწარმოების გადაიარაღება, გაფართოება და წარმოების გაზრდის ხელშე­წყობა. III კომპონენტის ფარგლებში 74 ახალი საწარმო შეიქმნა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სესხი გაცემულია კახეთის რეგიონში. დაბალი ეკონომიკური აქტივობის მქონე რაიონებში ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაიწყო ახალი - სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადა­ფინანსების პროექტი. ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს ბენეფიციართა რეგისტრაცია და განაცხადების წარმოდგენა. დღეისათვის რეგისტრაცია გაიარა 100 ზე მეტმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა. სახელმწიფო 2014 წელსაც აგრძელებს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს. მაისის მდგომარეობით აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გაცემულია 17 ათასი სესხი, 400 მლნ ლარამდე ოდენობით.

8

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 -2014 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში


ახალი საწარმოები

1

5

9

13

2

6

10

14

3

8

11

15

4

8

12

16

1. მეთევზეობა - კახეთი, სიღნაღი. ი/მ გიორგი იაშვილი.

9. მეფრინველეობა, კასპი, მეტეხი, შპს „პიუნიკ - საქართველო“.

2. შერეული მეცხოველეობა - გარდაბანი. ი/მ ვახიდ დაშდამიროვი.

10. ხილის გადამუშავება. შპს „გეოფრური“ სოფელი შინდისი.

3. მეფრინველეობა - ქვ. ქართლი, შპს ,,სართიჭალა 777“.

11. გურჯაანი. შპს ,,ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი“.

4. სასათბურე მეურნეობა - იმერეთი, ბაღდათი. ი/მ რამაზ ზირაქაძე.

12. სასათბურე მეურნეობა - იმერეთი, ბაღდათი. ი/მ რამაზ ზირაქაძე.

5. მეხილეობა - კახეთი, გურჯაანი. შპს ,,სავაჭრო სახლი კახელები“.

13. ხორბლის საშრობი. შპს „ლომთაგორა“ მარნეული.

6. მევენახეობა - კახეთი, გურჯაანი. ი/მ ქართლოს შინჯიკაშვილი.

14. მარცვლეულის საშრობი - იმერეთი, ქუთაისი. შპს ,,ფარკონი“.

7. მეფრინველეობა - ქვ. ქართლი, შპს ,,სართიჭალა 777“.

15. მეცხვარეობა - კახეთი, სიღნაღი. ი/მ მამუკა ქოქაშვილი.

8. მეღვინეობა - კახეთი, თელავი. შპს ,,შალაურის ღვინის მარანი“.

16. მეღვინეობა - კახეთი, თელავი. შპს ,,ვაზიანი კომპანი“.

ახალი საწარმოების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.apma.ge საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში

9


აწარმოე საქართველოში • 2014 წლიდან ამოქმედდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ინიციატივას და მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას. პროგრამაში

პრიორიტეტულია

სოფლის

მეურნეობის

მიმართულება,

მათ

შორის: მეხილეობა-მებოსტნეობა; მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების განვითარება; მესაქონლეობის ფერმები; მეფრინველეობის ფაბრიკები; მატყლის და ტყავის დამუშავება; დაფნის, ჩაის და თამბაქოს მოყვანა-გადამუშავება; კაკლის, თხილის და სხვა კაკლოვანების მოყვანა-გადამუშავება; ხილის, კენკროვანების, ბოსტნეულის და ციტრუსის გადამუშავება. სესხი გაიცემა მხოლოდ ახალი საწარმოს შექმნისთვის. ერთი სესხის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 600 000 აშშ დოლარი და არაუმეტეს 2 000 000 აშშ დოლარი. გაცემული სესხების საშეღავათო პერიოდი ძირითად თანხაზე. პროგრამის მიმართულებების განსაზღვრა მოხდა მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა მონაცემთა ანალიზს, მეწარ­ მეების გამოკითხვას და ექსპერტების ჩართულობას. პროგრამის ბიუჯეტი 46 მლნ ლარია, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე 30 მლნ ლარი დაიხარჯება.

10

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში


სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაცია ექსპლუატაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ ბოლო 2 წლის განმავლობაში სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციისთვის მასშტაბური სამუშაოები განახორციელა, რაც ბოლო 25 – 30 წელია არ ჩატარებულა. სარწყავი სისტემების პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი და გამანაწილებელი გაწმენდილია.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში

11


2013 წელს, სარემონტო სამუშაოები დაიგეგმა 306 ობიექტზე, აქედან, 300 ობიექტზე

სამუშაოები

უკვე

დასრულებულია.

დღეისათვის,

გაწმენდილი

და

შეკეთებულია სარწყავი სისტემების 1291.5 კმ მაგისტრალური არხი და პირველი რიგის გამანაწილებელი. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წყალუზრუნველყოფილი გახდა 74.3 ათასი ჰა სავარგული. გაიწმინდა და მოწესრიგდა 1289,5 კმ საირიგაციო არხები. სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის განხორციელება საშუალებას მისცემს ფერმერებს გაზარდონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება 4050%-ით, შეიქმნება მოსავლის სტაბილურად მიღების შესაძლებლობა, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ბუნებრივ-კლიმატური პირობებით გამოწვეული უარყოფითი პროცესების გავლენა. საერთო ჯამში, 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით სამჯერ მე­ტი ფართობი გასარწყავდება - სულ 88 ათასი ჰა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი წყალსაცავების, თეძამის და არხაშენის წყალსა­ ცავების მოწყობაზე. თეძამის წყალსაცავი იქნება 12 მლნ მ3 მოცულობის და სხვადასხვა სარწყავ სისტემას წყალუზრუნველყოფს. ეს არხები კასპის მუნიციპალიტეტის 2600 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს წყალუზრუნველყოფს სარწყავი წყლით. არხაშენის წყალსაცავის მოცულობა 7.2 მლნ მ3 იქნება. ამ წყალსაცავის მოწყობით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ჯანდარის მასივის 5000 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა.

12

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში


ახალი ინიციატივები მეღვინეობა ის დარგია, სადაც სიძველესა და ტრადიციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენ­ტომ შეიმუშავა ,,ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტი“, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას, ვაზის წარმოშობის და ღვინის ისტორიის კვლევების წახალისებას და მიღებული შედეგების ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით გამოყენებას. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პროექტის ,,ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის’’ პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორი ახალი ინიციატივით გამოვიდა - თბილისში შეიქმნას ღვინის მუზეუმი, სადაც თავმოყრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორია და დაწესდეს ქართული ღვინის საერთაშორისო დღე, რომელიც ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს აღინიშნება.

ღვინის ეროვნული სააგენტო მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში სახელმწიფოს დახმარება, გლეხის კონკურენტუნარიანად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და კერძო სექტორის ინტერესების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „რთველი 2013-ის“ წარმატებით ჩატარების მიზნით, სახელმწიფომ სუბსიდიისა და შეღავათიანი აგროსესხების პროგრამა განახორციელა. 1 ლარად ან 1 ლარზე მეტ ფასად ყურძნის შესყიდვისას, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს სახელმწიფო პირდაპირი დახმარების წესით, შესაბამისი სუბსიდიის თანხით უზრუნველყოფდა. სახელმწიფო საბანკო სექტორთან ერთად მეღვინეობა-მევენახეობის სექტორს სთავაზობს და შეღავათიან სესხს ყურძნის შესასყიდად – 15-თვიანი ვადით, არაუმეტეს 6%-ისა ლარში. სუბსიდირებისა

და

აგროსესხების

თვისობრივად

განსხვავებული

სისტემის

გატარებით, სახელმწიფომ მოახდინა კერძო სექტორის სტიმულირება მიეღოთ და გადაემუშავებინათ რაც შეიძლება მეტი ოდენობის ყურძენი (რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიამ 32,495,6 მლნ ლარი შეადგინა), რამაც ფერმერებსა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ბიზნესის განვითარებისა და ვენახების გაფართოების საშუალება მისცა. კერძო სექტორი დაინტერესდა გადაემუშავებინა მეტი ყურძენი, გაუჩნდათ შესაძლებლობა საწარმოთა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში

13


გადაიარაღებისა და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდისათვის, თავის მხრივ, ფერმერებს მიეცათ საშუალება ყურძენი შესაძლო მაღალ ფასად ჩაებარებინათ, რის შედეგადაც, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ღვინის კომპანიების მიერ, ბოლო 20 წლის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელი, 92 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. კახეთში მოსახლეობის შემოსავლებმა 100 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში - 8 მლნ ლარზე მეტი, რამაც მოსახლეობაში ვენახების გაშენების სტიმული გააჩინა. 2013 წლის საქმიანობის მნიშვნელოვანი შედეგია ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება (ივნისი, 2013 წ.), ბაზრების დივერსიფიკაციისა და ექსპორტის ზრდაზე მიმართული სტრატეგია, რის შედეგადაც, 2013 წელს ღვინის ექსპორტმა სულ 46,7 მლნ ბოთლი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება 2012 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2013 წელს, ქართული ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 231 829 540 აშშ დოლარი, რაც 68 მლნ აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ზრდის ტენდენცია დღესაც გრძელდება. 2014 წლის აპრილის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტმა 18 965 119 ბოთლი შეადგინა, რაც 180%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

14

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში


2014 წლის აპრილის მონაცემებით, ექსპორტირებულია 62 173 917 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 215%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ქართული ღვინის ადგილობრივ და საერთა­ შორისო ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა, რის შედეგადაც, გაფართოვდა ორმხრივი კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საქართველო ერთი წლით (2014 – 2015წ.) ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. 2014 წლის 25-27 აგვისტოს საერთა­ შორისო კონგრესს საქართველო უმასპინძლებს. 2013 წლის 4 დეკემბერს, საქართველომ მსოფლიო აღიარება მოიპოვა - იუნესკოს

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომი­ ტეტის მე-8 სესიის გადაწყვეტილებით, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვი­დრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს მოწესრიგების მიზნით, დაიწყო ვენახების ფართობების აღრიცხვა, რეგისტრაცია, პასპორტიზაცია, სპეციფიკური ზონების საზღვრების დაზუსტება და მევენახეობის კადასტრის წარმოება;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში

15


სურსათის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებით გაააქტიურა სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფო კონტროლი: ინსპექტირების რაოდენობა გაზრდილია 3-ჯერ, ხოლო საჯარიმო სანქციების რაოდენობა გაზრდილია 7-ჯერ (ბოლო 3 წლის მაჩვენებელთან მიმართებაში). 2013 წლიდან, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ქვეყნის შიდა ბაზა­რზე ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტების გამოვლენა - შემდგომში ღონის­ ძიებების გატარებით.

16

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში


ხორციელდება ინსპექტირება: ხორცისა და ხორცპ­როდუქტების გადამამუშავებელ საწარმოების; საზოგადოებრივი კვების ობიექტების; მარკეტების, სასაკლაობის; საკონდიტროების; სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების; აგრარული ბაზრების; პურისა

და

პურფუნთუშეულის

საწარმოების;

თევზისა

და

თევზპროდუქტების

საწარმოების, რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოების; ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების საწარმოების. სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს პირუტყვის თურქულის, ჯილეხის და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. სურსათის უვნებლობის სააგენტო ქმედით ღონისძებებს ატარებს მცენარეთა დაცვის კუთხით: აღმოსავლეთ საქართველოში საშიში მიგრაციული მავნებლის – იტალიური კალიის წინააღმდეგ წამლობას ახორციელებს, ხოლო დასავლეთ საქართ­ველოში - ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს ატარებს. 6-წლიანი ემბარგოს შემდეგ, მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქცია დაუბრუნდა რუსეთის ბაზარს; 2013 წლის 28 ივნისიდან, ნებადართულია დაფნის, ხმელი სუნელის, ჩირის და სხვა დაბალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე პროდუქციის ექსპორტი, რუსეთის ბაზარზე. 2013 წლის 14 ოქტომბრიდან დაშვებულია მაღალი რისკის პროდუქტები: თხილი, ციტრუსი, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, კომში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში

17


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც სოფლად სიღარიბის დაძლევასა და ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სადაც დიდ პრობლემას ქმნის პატარა ფრაგმენტებად დაშლილი მიწის ფართობები. ეს ართულებს და აძვირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას, ასევე, თითქმის შეუძლებელს ხდის ახალი ტექნოლოგიების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს აგროკოოპერაციამ. • კოოპერატივების განვითარებისთვის უკვე შემუშავებულია მთელი რიგი ხელშე­ მწყობი ღონისძიებები: განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერა­ტივე­ ბ­ში დასაქმებულების უფასო სასწავლო, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები. (ეს გლეხებს თანამედროვე სტანდარტებით პრო­ დუქციის წარმოების საშუალებას მისცემს, რაც მოსავლიანობის ზრდას გამოიწვევს და თავისთავად რეალიზაციის პრობლემის მოგვარებასაც შეუწყობს ხელს). • მნიშვნელოვანია ის საგადსახადო შეღავათები, რომლებითაც კოოპერატივები სარგებლობენ. მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმია­ ნობით მიღებული შემოსავალი და გრანტი (პირველადი წარმოება); სასოფ­ ლო-სამეურნეო კოოპერატივთან დაკავშირებით, არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით.

კოოპერატივების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს: • სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას; • თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას; • მიწების გამსხვილებას, კონსოლიდაციას; • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციასა და საექსპორტო პოტენ­ ციალის გაზრდას.

კოოპერატივების 2 მთავარი პრინციპი: ნებაყოფლობითობა და თანასწორუფლებიანობა!

18

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში


ექსტენციის ცენტრები და საინფორმაციო მომსახურება აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფო­ რმაციო-საკონსულტაციო სამსახურები. მთელი საქართველოს მასშტაბით, 59 მუნიცი­ პალიტეტში 260-ზე მეტი სპეციალისტი ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში გლეხებსა და ფერმერებს კონსულტაციებს უწევს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებისთვის.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი უწყება - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შექმნა. აღნიშნული ცენტრი ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას, დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას, მოსავლიანობის ზრდასა და არსებული პრობლემების მეცნიერულ დონეზე გაანალიზებასა და გადაჭრას, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის დანერგვას, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის შეფასების უზრუნველყოფას, საუკეთესო პრაქტიკის, სამეცნიერო გამოცდილების საშუალებით და მათზე დაყრდნობით. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში

19


სოფლის

მეურნეობის

სამეცნიერო-კვლევითი

ცენტრი

განახორციელებს:

სასოფ­ლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ კვლევებს, სასელექციო მეურნეობების მოწყობას და ჯიშთა გამოცდას, ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის აღწერას, გენბანკის და საინფორმაციო ბანკის შექმნას, ერთლწლიანი და მრავალწლინი კულტურების სარგავი მასალების წარმოების ტექნოლოგიის დანერგვის კვლევას,

ხელშეწყობას, გენფონდის

მრავალწლიანი

შექმნას

და

კულტურების

აგროტექნოლოგიურ

სელექცია-ჯიშთმცოდნეობის

ხელშეწყობას,

ნიადაგის კვლევას ხარისხობრივი მაჩვენებლის შესწავლისა და ნაყოფიერების დადგენის მიზნით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა ექსტენციას, თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის შემოწმებას და სერტიფიცირებას.

საერთაშორისო მიმართულება ვროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD), რომელიც საქართველოში სურსათის წარმოების ზრდისა და სოფლად სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტით საქართ­ ველომ მიიღო 40 მილიონი ევროს გრანტი სოფლის მეურნეობის სექტორის გასავითარებლად. პროგრამის მიზანია მცირე ფერმერებს შორის თანამშ­რომლობის გაღრმავება, სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯო­ ბესება, სოფლის მეურნეობის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, საქართველოში სურსათის წარმოების მოცულობის ზრდა და სოფლად სიღარიბის დონის შემცირება.

20

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში


ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA). ამჟამად, როდესაც უკვე ცნობილია, რომ ა.წ. 27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ხელშეკ­ რულებას, რომლის ფარგ­ლებშიც ევროკავშირსა და საქარ­ თველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუ­ ფალი ვაჭრობის დაწყება იგეგმება, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარეობს ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე მუშაობა. სანიტარიული

და

ფიტოსანიტარიული

სისტემის

გაუმჯობესება,

ევროპულ

სტანდარტებთან დაახლოება და განხორციელება გაზრდის ქართული პროდუქციის ხარისხს და აამაღლებს სანდოობას მსოფლიო ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის გაზრდას. ასევე, დაიცავს ქვეყნის ტერიტორიას მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან, რას საშუალებას მისცემს ქვეყანას შეინარჩუნოს ვეტერინარული კეთილსაიმედოობა და ხელს შეუწყობს ქართულ წარმოებას ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქციით ევროკავშირთან ივაჭროს გამარტივებული წესით. საქართველო-ევროკავშირის

ასოცირების

შესახებ

შეთანხმება

აგრარული

სექტორ­ზე დადებით გავლენას მოახდენს. აგრარულ სექტორში შეიქმნება ახალი საწარმოები და საექსპორტო პროდუქცია; გაიზრდება ადგილობრივი წარმოების მასშტაბები, რის შედეგადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები; მოხდება ქართული აგრარული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და გაფართოება; შემცირდება

ქართველი

ექსპორტიორებისათვის

ექსპორტთან

დაკავშირებული

ხარჯები; მომხმარებელს მიეწოდება უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტი; მოხდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მოდერნიზება; ამაღლდება ქართული აგრარული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა; ეტაპობრივად მოხდება აგრარულ სფეროში მოქმედი

კანონმდებლობის

დაახლოება

ევროკავშირის

კანონმდებლობასთან,

დაინერგება ევროპული სტანდარტები და ნორმები შეთანხმებული ვადების ფარ­ გლებში;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში

21


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი და საერთაშორისო დონეზე სერტიფიცირებული კვლევითი დაწესე­ ბულებაა. ლაბორატორიაში დანერგილია ISO 9001:2008 მოთხოვნის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა. სულ რამდენიმე თვის წინ ლაბორატორიამ საერთაშო­ რისო აკრედიტაცია მიიღო და ISO17 025 სტანდარტი დაინერგა, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის ყველა იმ გამოკვლევის შედეგს, რომელსაც ლაბორატორია ჩაატა­რებს.

ახალი საკანონმდელო ინიციატივები - შემუშავდა და ძალაში შევიდა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის ამოქმედებაც მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებას. - საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „ბიოწა­ რმოების შესახებ“ შემუშავებული დადგენილება მიიღო. -

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

- სოფლის მეურნეობის სამინისტროში (სსიპ - ღვინის ეროვნულ სააგენტოში) მიმდინარეობს მუშაობა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომლის შესაბამისად დაიხვეწება მოძველებული ნორმები და კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან. - სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, დარგის ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდა „საგარეო ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შესახებ“ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები.

22

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 - 2014 წლების შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ანგარიში



www.moa.gov.ge


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.