წლიური ანგარიში
2014
საქართ ვე ლ ოს სო ფ ლის მ ეურ ნ ეობის ს ამ ინ ის ტრ ო
www.moa.gov.ge
www.moa.gov.ge
მინისტრის მიმართვა
საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულობა საუკუნეებს ითვლის. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, საიდანაც ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინება უნდა მოხდეს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა. 2013 წლიდან, საქართველოს ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობა ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. მთავრობის მიზანია, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სოფლად სიღარიბის დაძლევას. სწორი სახელმწიფო პოლიტიკით, ჩვენი მეწარმეები, ფერმერები, გლეხები შეძლებენ უპასუხონ იმ ახალ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დადგა ჩვენი ქვეყანა, შეძლებენ აწარმოონ ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა, კონკურენტუნარიანი პროდუქცია და საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი. აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით, 2013 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა, რომლის შედეგადაც, ჩვენმა მეწარმეებმა, ფერმერებმა, გლეხებმა მიიღეს დახმარება როგორც ფინანსური და ტექნიკური, ასევე თანამედროვე განათლების მიღების მიმართულებით. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინი სტროს მიერ 2014 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიშს. ყველა იმ პროექტით, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2014 წელს განახორციელა, ჩვენ შევძელით, სოფლის მეურნეობის დარგი გამხდარიყო მიმზიდველი როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის; ჩვენ დავიბრუნეთ ნდობა და შევძელით, მოსახლეობა დაგვერწმუნებინა, რომ საქართველოში აგრარულ დარგს განვითარების რეალური პერსპექტივა აქვს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია
4
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის წლიური ანგარიში
სარჩევი
3 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქცია და ამოცანები.......................................... 6 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურა................................. 7 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებები................................ 8 ბიუჯეტი.......................................................................................................................................... 16 სოფლის მეურნეობა ციფრებში....................................................................................................... 16 ინვესტიციები . ............................................................................................................................... 20 საგარეო ვაჭრობა ......................................................................................................................... 24 პროექტები .................................................................................................................................... 28 ყურძნის, ვაშლის და მანდარინის გადამუშავების ხელშეწყობა ......................................................... 34 ეპიზოოტიური კეთილსაიმედობის უზრუნველყოფა . ........................................................................ 35 მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა ........................................................ 37 სურსათის უვნებლობა .................................................................................................................... 38 საქართველოს მევენახეობის უწყებრივი კადასტრის აგება .............................................................. 39 სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემების გაუმჯობესება . ................................ 40 სოფლის მეურნეობის დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა ......................................... 42 ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება........................................................................ 43 ქართული აგროსასურსათო პროდუქციის და ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები....................... 44 საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები........................................................................................ 46 ოფიციალური ვიზიტები . ................................................................................................................ 48 საკანონმდებლო საქმიანობა . ........................................................................................................ 50 სტრატეგია 2015-2020................................................................................................................... 52 მინისტრის მიმართვა.........................................................................................................................
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
5
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქცია და ამოცანები საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
ძირითად
ფუნქციას
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის
შემუშავება
და
განხორციელება
წარმოადგენს.
სამინისტროს
ამოცანებია: აგრარული რეფორმების განხორციელება ქვეყნის ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით; სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გადამუშავებისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; აგროსასურსათო სექტორში შემოსავლების ზრდისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით; საექსპორტო პოტენციალის გამოყენების, საერთაშორისო
ბაზარზე
პოზიციების
მოპოვებისა
და
განმტკიცების
ხელშეწყობა; შიდა და გარე ბაზრების მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტების სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების ხელშეწყობა; პესტიციდების, აგროქიმიკატების, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშების გამოცდის ორგანიზება და რეგისტრაცია კომპეტენციის ფარგლებში; სასოფლოსამეურნეო ტექნიკის და ტექნოლოგიების განახლებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საჭიროების პროგნოზირება და მათი გამოყენების ხელშეწყობა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის შემადგენლობა: სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო; სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო; სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია; სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო; ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო; ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი; შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი; შპს „მექანიზატორი”
6
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურა
მინისტრი ოთარ დანელია
მოადგილე
მოადგილე
პირველი მოადგილე
მოადგილე
მოადგილე
იური ნოზაძე
ლევან დავითაშვილი
ნოდარ კერესელიძე
გოჩა ცოფურაშვილი
დავით გალეგაშვილი
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ლევან უჯმაჯურიძე
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გიორგი სამანიშვილი
იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი გივი მერაბიშვილი
რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი შალვა კერესელიძე
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია. ლევან დვალი
ა(ა) იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მარიანა მორგოშია
სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ლალი მაძღარაშვილი
ევროინტეგრაციის დეპარტამენტი ლაშა ინაური
პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტი ეკატერინე ზვიადაძე
სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო გიორგი მიშელაძე
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ზაზა დოლიძე
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ალექსი პოტაპოვი
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ხატია წილოსანი
სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტი კონსტანტინე ხუცაიძე
მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტი ვალერიან მჭედლიძე
შპს „მექანიზატორი“ ზვიად ჩხაიძე
ადმინისტრაციული დეპარტამენტი იგორ სიჭინავა
შიდა აუდიტის დეპარტამენტი გია კობახიძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი დავით ტყემალაძე
საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი ოთარ შამუგია
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
7
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა, ჰიგი ენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; სურსათის/ცხოველის საკვების, ეპიზოოტიური და ფიტოსანიტარიული რისკის შეფასების საფუძველზე რისკის მართვა და კომუნიკაცია; პესტიციდების, აგროქიმიკატების, ვეტერინარული პრეპარატების (საშუალებების) და მინერა ლური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია და კონტროლი; წყლის სასაქო ნლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭება; ცხოველების განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზება; საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვა; კერძო ვეტერინარული საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა; ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით; საზოგადოების უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე; ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს კრიზისული მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარდგენა.
8
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ფუნქციებს წარმოადგენს: საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირება და ამ მიზნის უზრუნვე ლსაყოფად ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება; ვაზის სადედეების, სამყნობი მასალებისა და ნამყენი ნერგების წარმოებასა და გაშენებაზე ზედამხედველობა; ტექნიკური და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება; ვენახის ფართობებსა და საწარმოებში პროდუქციის მოძრაობისა და ნაშთების კარტოთეკის (საინფორმაციო ბანკის) დადგენა და წარმოება; კომპენტენციის ფარგლებში, ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვა; საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა; ქართული ღვინის პოპულარიზაცია; დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებსა და ღვინის ბრენდზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა; ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირების კონტროლი; მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და დარგთან დაკავშირებული მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობა; ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენებისა და სემინარების მოწყობის ხელშეწყობა; სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
9
სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს: ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა და საკვები პროდუქტების ექსპერტიზა. სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დაქვემდებარებაშია 3 ზონალურდიაგნოსტიკური ლაბორატორია (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე) და 8 საველე სადგური (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი).
10
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ფუნქციებია: სასელექციო მეურნეობების მოწყობა და ჯიშთა გამოცდის განხორციელება; რეკომენდებული ჯიშების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება და რეგისტრირებულ ჯიშთა რეესტრის წარმოება; ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდის აღწერა, გენეტიკური და საინფორმაციო ბანკების შექმნა; ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების სათესლე და სარგავი მასალების წარმოების ტექნოლოგიის დანერგვის ხელშეწყობა; მრავალწლოვანი კულტურების აგროტექნოლოგიური კვლევა და გენოფონდის შენარჩუნება; მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების შემუშავება; სათესლე და სარგავი მასალის ხარისხის შემოწმება (აღმოცენება, ენერგია, სიწმინდე და სხვა) და სერტიფიცირება; სოფლის მეურნეობაში ბიოაგროწარმოების დანერგვის ხელშეწყობა; ნიადაგის კვლევა ხარისხობრივი მაჩვენებლის შესწავლის და ნაყოფიერების დადგენის მიზნით; სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასება; ახალი ტექნოლოგიების გავრცელება; სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა; თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების დანერგვის ხელშეწყობა; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევები; სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა-გადამუშავების კვლევა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
11
სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით წინადა დებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კონ სულტაციების გაწევა სამართლებრივ, ინსტიტუციონალურ, წარმოების ტექნოლოგიებსა და სხვა საკითხებში; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭება, შეჩერება და შეწყვეტა; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კადრების მომზადებისა და გადამზადების, ასევე, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
12
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია
შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: წყალსარგებლობაზე და სამელიორაციო მომსახურებაზე, მომხმარებელთა (წყალმოსა რგებლეთა) მოთხოვნების გათვალისწინებით, სამოქმედო ტერიტორიაზე კომპანიის საქმიანობის დაგეგმვა და განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა; კომპანიის მფლობელობაში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მეშვეობით ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამე ლიორაციო მომსახურების (წყლის მიწოდება, ჭარბი წყლების მოცილება) გაწევა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
13
ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებს ორი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწეყობის მიზნით ათამდე პროექტი განახორციელა. წარმატებით მიმდინარეობს: „შეღავათიანი აგროკრედიტის“, „გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“, „აწარმოე საქართველოში“, „მცირემი წიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“, “აგრო დაზღვევა“ და „ვაშლისა და მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის “ პროექტები . სააგენტო ფერმერებს და სოფლის მეურნეობაში ჩართულ მეწარმეებს საშუალებას აძლევს იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, გააუმჯობესონ სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვარეალიზაციის საწარმოო პროცესები. პროექტების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აშენდა ახალი და გადაიარაღდა არსებული საწარმოები, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და დაიწყო ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავება. პროექტებში ჩართული მეწარმეები უკვე ახდენენ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას. შიდა ბაზრის გარდა, ნაწარმი გადის ექსპორტზეც, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროპაში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ გრძელვადიან პროექტებს 2015* წელს ახალი პროგრამა „დანერგე მომავალი“ დაემატა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლიანი კულტურების გაშენების გზით.
14
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
შპს მექანიზატორი
შპს “მექანიზატორის”კომპანიის 100 % იანი წილის მფლობელია ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ კომპანიის მისიაა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე ტექნიკისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ფერმერებისათვის. კომპანიის მიზანია უზრუნველყოს ფერმერები, აგროოპერაციების ჩასატარებლად საჭირო მექანიზაციის სრული ციკლის მომსახურებით. დღეისათვის შპს „მექანიზატორი“ მთელი საქრთველოს მასშტაბით 9 რეგიონში 13 სერვის ცენტრითა და 1 ცენტრალური სარემონტო/ლოჯისტიკური ბაზით არის წარმოდგენილი. კომპანიის მფლობელობაშია 1000-ზე მეტი ტრაქტორი, 100-მდე კომბაინი და 8000-მდე იმპლემენტი. 2013 წლიდან შპს „მექანიზატორი“ აქტიურად არის ჩართული მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში. გარდა ამისა კომპანია ფერმერებს სთავაზობს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას უახლესი ტექნიკის გამოყენებით. ყოველწ ლიურად მუშავდება დახლოებით
250 000 ჰა მიწის
ფართობი. დღეისათვის კომპანიაში
დასაქმებულია 1400-მდე ადამიანი, მათ შორის 1000-მდე ტექნიკის ოპერატორი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
15
ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების დინამიკა (მილიონი ლარი) 350 300 250 200 150 100 50 0 ბიუჯეტი % სახელმწიფო ბიუჯეტში
2010
2011
2012
2013
2014
2015
30.6
57.8
228.4
227.4
263.5
292.9
0.40%
0.80%
2.90%
2.80%
2.90%
3.10%
3.50% 3.00% 2.50% 2.00% 1.50% 1.00% 0.50% 0.00%
სოფლის მეურნეობა ციფრებში ზოგადი მაჩვენებლები 2014 წლის მანძილზე ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების ღირებულებამ შეადგინა 3.4 მლრდ ლარი, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად შეიქმნა 4.5 მლრდ ლარის ღირებულების პროდუქცია. აგრობიზნესის სექტორში პროდუქციის მთლიანი გამოშვება 10 %-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მონაცემს, რაც ძირითადად გამოწვეულია გადამამუშავებელი სექტორის ზრდით, სადაც ზრდის მაჩვენებელი 13.8 %-ს შეადგენს, პირველადი პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი წინა წელთან შედარებით 5.2 %-ით გაიზარდა.
16
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
სოფლის მეურნეობა ციფრებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთლიანი გამოშვება (მლნ. ლარი) მარცვლოვანი კულტურებისა და სხვა კულტურების მოყვანა, რომლებიც არ შედიან სხვა კატეგორიებში ხილის, კაკლის, სასმელებისა და სუნელ-სანელებლების წარმოებისათვის საჭირო კულტურების მოყვანა ბოსტნეულის მოყვანა, სპეციალიზებული მებაღეობა და სანერგე პროდუქციის წარმოება მეცხოველეობა სასოფლო სამეურნეო მომსახურება სულ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება
2009
2010
2011
2012
2013
2014*
374
287
471
415
485
515
286
329
476
396
598
610
208
316
290
276
322
361
1,140
1,240
1,337
1,610
1,666
1,732
63
69
99
110
139
161
2,072
2,242
2,674
2,807
3,210
3,378
სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანი გამოშვება (მლნ. ლარი) ხორბლის ფქვილი
302
346
477
483
475
515
949
1,043
1,256
1,264
1,273
1,292
ხორცის პროდუქტები
90
105
125
131
143
166
რძის პროდუქტები
361
431
463
488
496
583
ალკოჰოლიანი სასმელები
295
401
443
556
685
948
სხვა გადამუშავებული აგროსასურსათო პროდუქცია
532
621
792
813
910
1,030
2,529
2,946
3,556
3,735
3,983
4,533
4,601
5,188
6,230
6,542
7,193
7,911
პური, ორცხობილა, ნამცხვარი და სხვა ცომეული საკონდიტრო ნაწარმი
სულ, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანი გამოშვება აგრობიზნესის პროდუქციის მთლიანი გამოშვება (მლნ. ლარი) ქვეყნის პროდუქციის მთლიანი გამოშვება საბაზისო ფასებში (მლნ ლარი) აგრობიზნესის მთლიანი გამოშვების წილი ქვეყნის პროდუქციის მთლიან გამოშვებაში (%)
26,315 30,467 36,431 39,293 40,551 44,044 17.5
17.0
17.1
16.6
17.7
18.0
*) წინასწარი მონაცემები, წყარო: საქსტატი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
17
სოფლის მეურნეობა ციფრებში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების დინამიკა (მილიონი ლარი) 18.5%
9,000 8,000
18.0%
7,000
17.5%
6,000 5,000
17.0%
4,000
16.5%
3,000 2,000
16.0%
1,000 0
2009
2010
2011
2012
2013
2014
გადამუშავებული აგროსასურსათო პროდუქციის მთლიანი გამოშვება
2,529
2,946
3,556
3,735
3,983
4,533
პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება
2,072
2,242
2,674
2,807
3,210
3,378
% ქვეყნის პროდუქციის მთლიან გამოშვებაში
17.5%
17.0%
17.1%
16.6%
17.7%
18.0%
15.5%
აგროსასურსათო სექტორში შექმნილი დამატებითი ღირებულება (მიმდინარე ფასებში, მლნ ლარი) 4,500
4,147.1 3,781.1
4,000 3,500 3,000 2,500
2,430.0
3,194.2
3,279.9
2,592.1
2,000 1,500 1,000 500 აგროსასურსათო პროდუქციის გადამუშავება
2009
2010
2011
2012
2013
2014*
973
1,082
1,339
1,347
1,586
1,834
პირველადი წარმოება
1,457
1,510
1,855
1,933
2,195
2,313
სულ აგროსასურსათო სექტორი
2,430
2,592
3,194
3,280
3,781
4,147
*) წინასწარი მონაცემები, წყარო: საქსტატი
18
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
სოფლის მეურნეობა ციფრებში 2014 წელს აგროსასურსათო სექტორში შექმნილი დამატებითი ღირებულება 4.1 მლრდ ლარს აჭარბებს, 2013 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 3.8 მლრდ ლარს შეადგენდა, ზრდის მაჩვენებელი 2014 წლისათვის 9.7 %-ს შეადგენს. აგროსასურსათო სექტორის წილი ქვეყანაში შექმნილ მთლიან შიდა პროდუქტში 2014 წლის წინასწარი მონაცემებით 16.5 %-ს შეადგენს. აგროსასურსათო პროდუქციის ხვედრითი წილი ქვეყანაში შექმნილ მთლიან შიდა პროდუქტში
2009
2010
2011
2012
2013
2014*
პირველადი წარმოების წილი მშპ-ში
9,4%
8,4%
8,8%
8,6%
9,4%
9,2%
მათ შორის:
მეცხოველეობა
4,8%
4,2%
4,0%
4,5%
4,5%
4,3%
მემცენარეობა
3,9%
3,6%
4,1%
3,3%
4,2%
4,1%
მეტყევეობა, თევზჭერა
0,5%
0,4%
0,4%
0,4%
0,4%
0,4%
სასოფლო-სამეურნეო მომსახურება
0,3%
0,3%
0,3%
0,3%
0,4%
0,4%
კვების მრეწველობის წილი მშპ-ში
6,3%
6,0%
6,4%
6,0%
6,8%
7,3%
საფქველი მრეწველობის პროდუქტების წარმოება; მზა საკვების წარმოება პირუტყვისთვის
0,3%
0,4%
0,3%
0,3%
0,3%
0,3%
პურის და ცომეული საკონდიტრო ნაწარმის წარმოება
0,4%
0,4%
0,4%
0,4%
0,4%
0,4%
კვების სხვა პროდუქტების წარმოება
0,8%
0,7%
1,0%
1,0%
1,2%
1,3%
მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოება
0,6%
0,7%
0,6%
0,7%
0,9%
1,1%
ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება
0,6%
0,8%
0,7%
0,9%
1,1%
1,3%
თამბაქოს ნაწარმის წარმოება
0,2%
0,1%
0,1%
0,1%
0,1%
0,1%
პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობებში
3,4%
3,0%
3,1%
2,7%
2,8%
2,8%
სულ აგროსასურსათო სექტორის წილი მშპ-ში
15,6%
14,4%
15,2%
14,6%
16,2%
16,5%
მათ შორის:
*) წინასწარი მონაცემები წყარო: საქსტატი 2014 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა წლებთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელდა 19.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 61 %-ით აღემატება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
19
ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (ათასი აშშ დოლარი) 19,090.6 20,000.0 18,000.0
14,907.6
16,119.3
16,000.0
11,857.4
14,000.0 12,000.0
8,631.9
10,000.0 8,000.0 6,000.0 4,000.0 2,000.0 0.0 2010
2011
2012
2013
2014*
*) წინასწარი მონაცემები; წყარო: საქსტატი
მეცხოველეობა და მემცენარეობა 2014 წლის წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის იმავე პერიოდთან შედარებით: ერთწლოვანი კულტურების ნათესი ფართობები გაიზარდა 3.8 %-ით; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაიზარდა 5.7 %-ით და შეადგინა 1.3 მლნ სული; ღორის სულადობა გაიზარდა 9.4 %-ით და შეადგინა 209.2 ათასი სული; ფრინველის სულადობა გაიზარდა 8.9 %-ით და შეადგინა 7.4 მლნ ფრთა; ცხვრისა და თხის სულადობა გაიზარდა 1.2 %-ით და შეადგინა 867 ათასი სული; ყველა სახეობის ხორცის წარმოება გაიზარდა 1 %-ით და შეადგინა 48.8 ათასი ტონა; რძის წარმოება გაიზარდა 4.7 %-ით და შეადგინა 633.3 მლნ ლიტრი; კვერცხის წარმოება გაიზარდა 5.4 %-ით და შეადგინა 522 მლნ ცალი.
20
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
მეცხოველეობა და მემცენარეობა ნათესი ფართობების დინამიკა (ათასი ჰა)
256.7
262.4
259.6
2010
2011
2012
310.7
322.5
2013
2014*
პირუტყვის სულადობა
2010
2011
2012
2013
2014*
ცხვარი და თხა (სული)
653,900
630,400
742,600
856,800
867,000
ღორი (სული)
110,100
105,100
204,300
191,200
209,200
1,049,400
1,087,600
1,128,800
1,229,700
1,300,400
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (სული)
*) წინასწარი მონაცემები, წყარო: საქსტატი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
21
გადამამუშავებელი სექტორი 2014 წლის მონაცემებით, აგროსასურსათო სექტორში სულ მოქმედებს 3 733 საწარმო, მათ გან 1507 საწარმო განთავსებულია თბილისში. აგროსასურსათო სექტორში მოქმედი საწარმოების განაწილება რეგიონების მიხედვით რეგიონის დასახელება
საწარმოთა რაოდენობა
საქართველო, სულ
3733
მათ შორის
ქ. თბილისი
1507
იმერეთი
424
კახეთი
396
სამეგრელო-ზემო სვანეთი
326
ქვემო ქართლი
286
აჭარა
275
შიდა ქართლი
233
სამცხე-ჯავახეთი
91
გურია
90
მცხეთა-მთიანეთი
73
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
32
არსებული საწარმოებიდან 816 ერთეული აწარმოებს პირველად სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ხოლო დანარჩენი საწარმოები აგროსასურსათო პროდუქციის გადამუშავებით არიან დაკავებულნი. საწარმოების განაწილება მცირე საწარმო
საშუალო საწარმო
მსხვილი საწარმო
პირველადი წარმოება
694
78
44
აგროსასურსათო პროდუქციის გადამუშავება
2512
243
162
დარგის დასახელება
მათ შორის მინერალური წყლებისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების წარმოება
104
7
4
ღვინის წარმოება
170
31
13
ლუდის წარმოება
20
3
3
დისტილირებული ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება
39
4
3
გრძელვადიანი ცომეული საკონდიტრო ნაწარმის წარმოება
196
8
6
22
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
გადამამუშავებელი სექტორი პურისა და სხვა მოკლევადიანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება
1300
72
41
საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება
80
9
7
მაკარონის ნაწარმის წარმოება
41
9
4
ჩაისა და ყავის გადამუშავება
75
10
3
ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება
66
29
24
ხორცპროდუქტების წარმოება
130
15
11
რძის პროდუქტების წარმოება
73
17
6
თევზპროდუქტების წარმოება
31
2
3
აგროსასურსათო პროდუქციის გადამუშავების სხვა დარგები
187
27
34
წყარო: საქსტატი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
23
საგარეო ვაჭრობა 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 6.7%-ით. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 825.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მთლიან ექსპორტში აგროსასურსათო პროდუქციის ხვედრითი წონა 29%-ს შეადგენს. ძირითადად ექსპორტირებულია: თხილი (22%), ღვინო (22%), მინერალური და მტკნარი წყლები (17%), სპირტიანი სასმელები (12%), მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (4%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (3%), ცოცხალი ცხვარი (3%) და სხვა. 2014
წელს,
საქართველოს
აგროსასურსათო
პროდუქტების
ექსპორტის
მიხედვით, სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა 80 ქვეყანასთან. 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი გაზრდილია 1.1 %-ით. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებულია 1.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. ქვეყნის მთლიან იმპორტში აგროსასურსათო პროდუქციის ხვედრითი წონა 15.2% -ს შეადგენს. ძირითადად იმპორტირებულია: ხორბალი (12%), თამბაქო (9%), შინაური ფრინველის ხორცი (6%), შაქარი (5%), სპირტიანი სასმელები (5%), ღორის ხორცი (3%), ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი (3%), საკვები დანამატები (3%), მცენარეული ზეთი (3%), თევზი (2%), და სხვ. 2014 წელს, საქართველოს აგროსასურსათო პროდუქტების იმპორტის მიხედვით სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა 110 ქვეყანასთან. 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, უარყოფითი სავაჭრო სალდო შემცირდა 7,3 %-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 37 %-ით.
24
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
საგარეო ვაჭრობა
აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი (მლნ აშშ დოლარი) 2000 1000
436.7
1305.5 825.9
1291.6
1274.3
1193.7
774.3
512.5
0 2011
-1000
2012
-757
2013
-761.8
ექსპორტი
იმპორტი
2014*
-517.3
-479.6
სავაჭრო ბალანსი
ძირითადი აგროსასურსათო სავაჭრო პარტნიორები (2014 წელი) ექსპორტი
27%
30%
რუსეთი უკრაინა აზერბაიჯანი ყაზახეთი
4%
10%
6% 6%
7%
10%
გერმანია სომხეთი იტალია სხვა ქვეყნები
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
25
საგარეო ვაჭრობა იმპორტი
რუსეთი უკრაინა
21%
თურქეთი ბრაზილია
30%
გერმანია აშშ სომხეთი სხვა ქვეყნები
20%
2% 3% 4% 8%
12%
ძირითადი სასაქონლო პოზიციები აგროსასურსათო ექსპორტში 2014 წელი (მლნ აშშ დოლარი) 183
181 137
135 95
თხილი
ღვინო
29
21 ცხვარი
მინერალური
სპირტიანი
მსხვილფეხა
უალკოჰოლო
და მტკნარი
სასმელები
რქოსანი
გაზიანი
პირუტყვი
სასმელები
წყლები
26
30
15 ციტრუსები
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
სხვა პროდუქცია
საგარეო ვაჭრობა ძირითადი სასაქონლო პოზიციები აგროსასურსათო იმპორტში 2014 წელი (მლნ აშშ დოლარი)
152
115
72
63
60
61
38
ხორბალი
თამბაქო
შინაური ფრინველის ხორცი
შაქარი
შოკოლადის ნაწარმი
სპირტიანი სასმელები
ღორის ხორცი
700
38 მზესუმზირის ზეთი
სხვა პროდუქცია
აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობა სავაჭრო რეჟიმების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი) სავაჭრო პარტნიორი
ევროკავშირი
დსთ
თურქეთი
აშშ
კანადა
იაპონია
შვეიცარია
ნორვეგია
2009
2010
2011
2012
2013
2014*
ექსპორტი
67.7
80.1
141.0
105.9
182.6
216.4
იმპორტი
115.1
147.2
180.3
203.1
202.5
250.4
ბალანსი
-47.5
-67.1
-39.3
-97.2
-19.8
-34.0
ექსპორტი
173.9
219.1
261.1
361.1
539.4
535.4
იმპორტი
426.2
515.5
589.1
651.7
660.1
623.4
ბალანსი
-252.3
-296.4
-328.0
-290.6
-120.7
-87.9
ექსპორტი
33.0
11.6
7.9
12.2
24.5
28.5
იმპორტი
62.5
76.6
122.7
116.6
139.4
153.7
ბალანსი
-29.5
-65.0
-114.8
-104.4
-114.8
-125.3
ექსპორტი
4.0
4.4
3.8
3.5
4.6
5.3
იმპორტი
41.9
42.0
53.0
43.9
41.6
40.1
ბალანსი
-37.9
-37.5
-49.2
-40.3
-37.0
-34.8
ექსპორტი
0.5
0.6
0.6
1.1
0.8
1.5
იმპორტი
7.4
10.9
10.4
10.7
13.3
6.9
ბალანსი
-6.8
-10.3
-9.7
-9.6
-12.5
-5.4
ექსპორტი
0.2
0.3
0.2
0.4
0.5
0.8
იმპორტი
0.3
0.1
0.8
0.1
0.0
0.0
ბალანსი
-0.1
0.1
-0.6
0.3
0.5
0.8
ექსპორტი
1.4
0.4
0.9
0.7
0.6
1.0
იმპორტი
4.2
4.1
3.8
3.8
5.8
1.1
ბალანსი
-2.8
-3.7
-2.9
-3.1
-5.2
-0.0
ექსპორტი
0.0
0.0
0.0
0.0
0.0
0.0
იმპორტი
1.6
2.9
3.5
9.0
10.0
8.3
ბალანსი
-1.6
-2.9
-3.5
-9.0
-10.0
-8.3
სავაჭრო რეჟიმი
DCFTA
FTA
FTA
GSP
GSP
GSP
GSP
GSP
*) წინასწარი მონაცემები, წყარო: საქსტატი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
27
პროექტები 2014 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები ფინანსებზე ხელმისავდომობა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა ახალი საწარმოების გახსნის და არსებულის გაფართოების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ამ მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტს, რომლის საფუძველზე, საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსების პრინციპით, ხორციე ლდება ბენეფიციარებზე სესხების (ან ლიზინგი) გაცემა პროექტში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებიდან.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი შეღავათიანი აგრო კრედიტი: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 20132014 წლებში გაცემულია 27 177 კრედიტი, მათ შორის, 2014 წელს გაცემულია 18 333 კრედიტი. 2013-2014 წლებში გაცემული სესხის თანხის ოდენობა შეადგენს 722,766,960 ლარს, მათ შორის, 2014 წელს გაცემულია 480,416,394 ლარი. 2013-2014 წლებში გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აქტიური პორტფელი 2014 წლის ბოლოს შეადგენს 475,599,914 ლარს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების ფარგლებში დაფინანსებულია 105 ახალი საწარმო. მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გახსნილია 89 ახალი საწარმო, 5 ახალი საწარმო გახსნილია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 11 საწარმო ექსპლოატაციაში შევა 2015* წელს. ცხრილში ასახულია მე-2 და მე-3 კომპონენტში გაცემული სესხები: რეგიონი
რაოდენობა
თანხა, ლარი
თბილისი
161
22,064,841
აჭარა
66
5,656,602
გურია
102
7,932,461
იმერეთი
1,138
24,459,198
კახეთი
9,646
271,062,156
მცხეთა-მთიანეთი
280
7,244,402
რაჭა-ლეჩხუმი
14
1,863,514
სამეგრელო
595
25,439,378
სამცხე-ჯავახეთი
1,448
26,062,662
ქვემო ქართლი
5,406
104,005,889
შიდა ქართლი
2,756
65,340,685
ჯამი
21,611
561,131,794
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში პროცენტის თანადაფინანსების სახით 2013-2014 წლებში სულ სააგენტოს მიერ გადახდილია 33,415,703 ლარი, მათ შორის, 2014 წელს გადახდილია 29,292,587 ლარი.
28
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
პროექტები შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ოპტიმიზაციის, ფერმერული მეურნეობების გამსხვი ლების, ფერმერთა კოოპერირების ხელშეწყობის და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, პროექტში 2015* წლიდან შევა ცვლილებები და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს ექნება შემდეგი პროდუქტები: „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ორი კომპონენტით - საბრუნავი და ძირითადი საშუა ლებებისთვის „შეღავათიანი აგროლიზინგი“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ოპტიმიზაციის ფარგლებში, სააგენტოს საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას კომპონენტების მიხედვით ექნება შემდეგი სახე: საბრუნავი საშუალებების კომპონენტისთვის - 8%; ძირითადი საშუალებების კომპონენტისთვის - 11%; შეღავათიანი აგროლიზინგი - 12%; აწარმოე საქართველოში - 10% (სესხის გაცემიდან 24 თვის მანძილზე). სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის შედგა შეთანხმება საპროცენტო განაკვეთების თითო პროცენტით დაკლების შესახებ, შესაბამისად 2015 წლის 1 იანვრიდან საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება სააგენტოს მხრიდან შემცირდა საბრუნავ და ძირითად საშუალებებზე ერთი პროცენტით.
„აწარმოე საქართველოში“ 2014 წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაფორმდა 9 შეთანხმება. სააგენტოს პარტნიორი ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების ჯამური ოდენობა შეადგენს 14,670,000 აშშ დოლარს. დამტკიცებული პროექტების რეგიონალური დივერსიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება: •
ქვემო ქართლი - 3 საწარმო;
•
სამეგრელო- 3 საწარმო;
•
კახეთი - 1 საწარმო;
•
გურია - 1 საწარმო;
•
აჭარა - 1 საწარმო;
დამტკიცებული პროექტების დარგობრივი დივერსიფიკაცია შემდგენაირად გამოიყურება: •
სასათბურე მეურნეობა - 2 საწარმო;
•
თევზის ფქვილის და ზეთის წარმოება - 2 საწარმო;
•
სახორცე ქათმის წარმოება- 1 საწარმო;
•
რძის წარმოება- 1 საწარმო;
•
ჩაის დაფასოება- 1 საწარმო;
•
სოკოს წარმოება- 1 საწარმო;
•
სამაცივრე/სასაწყობე მეურნეობა - 1 საწარმო;
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
29
პროექტები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების პროექტის ძირითად მიზ ნებს წარმოადგენს: • სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი სექტორის დარგობრივი და გეოგრაფიული დივერსიფიკაცია; • სასოფლო-სამეურნეო სექტორში დამატებითი ღირებულების შექმნის ხელშეწყობა; • სოფლის მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩართვის შედეგად, შემოსავლების ზრდა; • პირველადი სასოფლო სამეურნეო წარმოების გაფართოების ხელშეწყობა; ბენეფიციარების მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან დამტკიცებულია 16, ჯამური ღირებუ ლებით 11,703,238 აშშ დოლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 4,681,295 აშშ დოლარს; 2014 წელს სულ გრანტის სახით გაცემულია 1,108,120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. დამტკიცებული პროექტების რეგიონალური დივერსიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება: •
სამეგრელო ზემო სვანეთი - 8 ახალი საწარმო;
•
მცხეთა-მთიანეთი - 2 ახალი საწარმო;
•
გურია - 2 ახალი საწარმო;
•
აჭარა - 1 ახალი საწარმო;
•
იმერეთი - 1 ახალი საწარმო;
•
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი - 1 ახალი საწარმო;
•
შიდა ქართლი - 1 ახალი საწარმო;
•
კომბინირებული საკვების წარმოება - 1 ახალი საწარმო;
დამტკიცებული პროექტების დარგობრივი დივერსიფიკაცია შემდგენაირად გამოიყურება: •
ხილის გადამუშავება - 5 ახალი საწარმო;
•
თხილის გადამუშავება - 4 ახალი საწარმო;
•
თევზის გადამუშავება - 2 ახალი საწარმო;
•
დაფნის გადამუშავება - 2 ახალი საწარმო;
•
ჩაის გადამუშავება - 1 ახალი საწარმო;
•
მარცვლეულის გადამუშავება - 1 ახალი საწარმო;
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, 757,145 ბენეფიციარმა მიიღო სასოფლო–სამეურნეო საქონლის სახით 51,895,536 ლარის ღირებულების სარგებელი და 18,059,387 ლარის ღირებულების ხვნის სამუშაოების მომსახურება. 2014 წლის პროექტის ფარგლებში მოხნულმა მიწის ფართობმა შეადგინა 220,466 ჰა. ხვნის სამუშაოები რეგიონების მიხედვით
30
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
პროექტები რეგიონი
პროექტის ფარგლებში ჯამში მოხნული ფართობი, ჰა ბენეფიციარების რაოდენობა
მოხნული ფართობი, ჰა
აჭარა
2,813
1,482
გურია
21,177
11,706
თბილისი
148
110
იმერეთი
70,390
40,420
კახეთის მხარე
59,364
45,160
მცხეთა - მთიანეთი
14,163
9,789
რაჭა - ლეჩხუმი
2,303
1,407
სამეგრელო
60,177
36,903
სამცხე-ჯავახეთი
30,887
26,174
ქვემო ქართლი
33,557
20,540
შიდა ქართლი
36,402
26,775
ჯამი
331,381
220,466
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ბენეფიციარების მიერ სარგებლის სახით მიღებული სასოფლო-სამეურნეო საქონლის განაწილება კატეგორიების მიხედვით. პროდუქცია
%
ლარი
სასუქი
68,09%
35,335,670
შხამ–ქიმიკატები
28,37%
14,722,764
სათესლე მასალა
3,54%
1,837,102
ჯამი
100%
51,895,536
2014 წლის აგვისტოში ჩატარდა მიმდინარე პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშა ოების კვლევა. დათესილი ფართობი: შედეგების მიხედვით, ბენეფიციარების მიერ დათესილმა ერთწლიანი კულტურებისათვის განკუთვნილმა ფართობმა შეადგინა 191,484 ჰა, რაც კვლევის ჩატარების მომენტისთვის (2014 წლის აგვისტო) პროექტის ფარგლებში მოხნული მიწის ფართობის (207,243 ჰა) 92,4%-ს წარმოადგენდა. დათესილი კულტურები: კულტურები დაყოფილია ძირითად კულტურებად და ძირითადში შეთესილ კულტურებად. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბენეფიციართა 78,4%–ს (248,753 ბენეფიციარს) დათესილი აქვს ძირითადი კულტურა. პროდუქციის წარმოების მიზნობრიობა: კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რესპოდენტების 77.6%–თვის პროდუქციის წარმოების მიზანი იყო საკუთარი მოხმარება, ხოლო 22.4%–მა წარმოების მიზნად პროდუქციის რეალიზება დაასახელა. წარმოების პროცესში სასუქის გამოყენების მაჩვენებლები: კვლევის შედეგების მიხედვით, პროექტის ბენეფიციართა მიერ დათესილი ფართობების 68%-ში არის შეტანილი აზოტოვანი სასუქი და მხოლოდ 7,4%-ში არის შეტანილი კომბინირებული სასუქები. მოხნული და დათესილი ფართობების 20%-ზე სასუქი შეტანილი არ არის.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
31
აგროდაზღვევის პროექტი 01.09.2014-დან ამოქმედდა აგროდაზღვევის პროექტი, რომელიც წარმოადგენს საპილოტე პროგრამას და გულისხმობს მთავრობის მიერ სუბსიდირებას (გარკვეული პირობების გათვალისწინებით). პროექტის ფარგლებში 2014 წელს გაიცა 21,194 პოლისი, დაზღვეულია 18,646 ჰა მიწის ნაკვეთი და 152,140,160 ლარის ღირებულების მოსავალი. დაზღვეული კულტურები მოსავლის ღირებულების მიხედვით შემდგენაირად გამოიყურება: კულტურა
მოსავლის ღირებულება
პროცენტული წილი
დაზღვეული ფართობი ჰა.
პროცენტული წილი
ვაზი
63,850,460.21
41.97%
5,769.93
30.94%
ხეხილი
27,133,380.41
17.83%
1,855.57
9.95%
ციტრუსი
28,767,591.89
18.91%
3,212.70
17.23%
ბაღჩეული კულტურები
1,734,984.44
1.14%
186.79
1.00%
კენკროვანი კულტურები
612,670.76
0.40%
90.08
0.48%
პარკოსანი კულტურები
216,833.69
0.14%
148.70
0.80%
სუბტროპიკული კულტურები
425,041.32
0.28%
40.25
0.22%
მარცვლეული კულტურები
6,740,738.87
4.43%
4,247.07
22.78%
ბოსტნეული კულტურები
4,461,165.44
2.93%
367.97
1.97%
კაკლოვანი კულტურები
18,197,293.43
11.96%
2,727.03
14.63%
სულ ჯამი
152,140,160.46
100.00%
18,646.09
100.00%
32
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
33
ყურძნის, ვაშლის და მანდარინის გადამუშავების ხელშეწყობა 2014 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების და მევენახეებისთვის ყურძნის რეალი ზაციის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხა. შედეგად, რთველი წარმატებით განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საერთო ჯამში გადამუშავდა 124 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 175 მლნ ლარს გადააჭარბა. რთველის პერიოდში ყურძნის ფასი უპრეცედენტოდ მაღალი იყო და ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა. რთველი 2014 -ის ფარგლებში წარმოების მიერ გადამუშავდა: რქაწითელი - 73,5 ათასი ტონა, საფერავი - 42,8 ათასი ტონა, კახური მწვანე - 2,3 ათასი ტონა, მუჯურეთულ-ალექსანდროული - 873 ტონა, სხვა ჯიშის ყურძენი - 4,5 ათასი ტონა. მათ შორის: კახეთში გადამუშავებულია - 122, 2 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, შემოსავლებმა შეადგინა 161,4 მლნ ლარი; რაჭაში - 1628 ტონა, შემოსავლებმა შეადგინა 12,6 მლნ ლარი. სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის და საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების, ასევე, არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ამოქმედდა საკოორდინაციო შტაბები. 2014 წლის სეზონზე სულ გადამუშავებულია 43 376 ტონა არასტანდარტული ვაშლი, 10 358 ტონა არასტანდარტული მანდარინი. 2014 წლის სეზონზე საქართველოდან ექსპორტირებულია 21,8 ათასი ტონა მანდარინი.
34
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
ეპიზოოტიური კეთილსაიმედობის უზრუნველყოფა უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოებისათვის მნიშვნელოვანია ცხოველთა ჯანმრ თელობის დაცვის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის სრულყოფილი და ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირება, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის დანერგვა, რათა გაკონტროლდეს და თავიდან იქნას აცილებული ცხოველების, ასევე, ადამიანისთვის გადამდები და პოტენციურად საშიში დაავადებების გავრცელება. მოსალოდნელი და არსებული რისკების საფუძველზე, ხორციელდება ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული და სალიკვიდაციო პროგრამები. 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით, საქართველოში ეპიზოოტიური მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა, რაც განპირობებულია ცხოველთა განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციის მასშტაბურობის ზრდით.
ვაქცინაცია - დაავადება „თურქული“ 2 622 981 2 006 223 1 102 343
2012
2013
2014
ვაქცინაცია - დაავადება „ჯილეხი“ 952 723
303 044 52 342 2012
2013
2014
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
35
ეპიზოოტიური კეთილსაიმედობის უზრუნველყოფა 2014 წელს, ცოფის პროფილაქტიკის მიზნით, ვაქცინირებულია 236 901 შინაური ხორცის მჭამელი ცხოველი (ძაღლი/ კატა). 2013 წელს პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაუტარდა 124 202 სულ შინაურ ხორცისმჭამელ ცხოველს. 2014 წელს ბრუცელოზზე გამოკვლეულია 133 982 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი, დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 2 926 სული. 2013 წელს ბრუცელოზზე გამოკვლეული იქნა 941 სული მსხვილფეხა პირუტყვი, საიდანაც დადებითად მორეაგირე აღმოჩნდა 276 სული. 2014 წელს იდენტიფიცირებულია 281 372 სული მსხვილფეხა პირუტყვი. 2013 წელს იდენტი ფიცირებული იყო 161 283 სული მსხვილფეხა პირუტყვი. ცხვრისა და თხის ყვავილზე ვაქცინირებულია 58 019 სული ცხვარი და თხა. ეტაპობრივად ინერგება მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემები, რაც ხელს შეუწყობს ცხოველებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვას, მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებას ცხოველური პროდუქტის წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ, ქვეყნის შიგნით პირუტყვის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელებას, საქონლის ხორცით ვაჭრობისას ეტიკეტირების, გამჭვირვალობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფას, ასევე, სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფას. 2014 წელს იდენტიფიცირებულია 266 363 სული მსხვილფეხა პირუტყვი. ვეტერინარული პრეპარატების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის მიზნით, 2014 წელს პირველად გამოკვლეული და შემოწმებულია ვეტერინარული პრეპარატის 183 ნიმუში და 220 ობიექტი, მათ შორის, ვეტაფთიაქი, საბითუმო სავაჭრო ობიექტი, ზოომაღაზია, ვეტკლინიკა, ვეტპრეპარატების დამამზადებელი საწარმო. 2014 წელს გაიზარდა იმპორტის ნებართვას დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა. გაიცა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის 5 912 და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის 1 274 ნებართვა.
36
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დაცვა წარმოადგენს ქვეყანაში ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის მიღწევისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან მექანიზმს. სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მინიმუმამდე შემცირებისა და მოსავლის შესანარჩუნებლად, ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აუცილებელია საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის კონტროლისა და დიაგნოსტიკური მიმართულების გაძლიერება, ქვეყნის ტერიტორიის ფიტოსანიტარიული მონიტორინგის განხორციელება, საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი, დასნებოვნების ზონების დადგენა და მიღებული მონაცემების საფუძველზე ბრძოლის ღონისძიებების სწორი დაგეგმვა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს. 2014 წლის სექტემბერში, საქართველო გაწევრიანდა ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ევროპის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში (EPPO), რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფიტოსანიტარიული დაცვის დონის ამაღლებას და ექსპორტს. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის ტერიტორიაზე ყოველწლიურად ხორციელდება განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები. დასავლეთ საქართველოში ამერიკული თეთრი პეპლის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - კალიების სალიკვიდაციო სამუშაოები ტარდება. აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლებში, ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების ინტენსივობა დასავლეთ საქართველოში მინიმუმამდეა შემცირებული, რაც განპირობებულია გატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით. 2014 წელს, ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა 293,3 ჰექტარ ფართობზე სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში. 2014 წელს, აღმოსავლეთ საქართველოში აღინიშნებოდა იტალიური კალიის მასობრივი გავრცელება. დამუშავდა 49 874 ჰექტარი ფართობი, მათ შორის, 10 000 ჰექტარი დამუშავდა ავიაციის გამოყენებით. „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლის 2014 წლის პროგრამის ფარგლებში“ გამოკვლეულ იქნა ბაზარზე განთავსებული პესტიციდები და აგროქიმიკატები, რაც, უწინარეს ყოვლისა, მიმართულია მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად, მაღალხარისხიანი და უვნებელი მოსავლის მისაღებად და ფალსიფიცირებული, მოძველებული და უხარისხო პრეპარატების რეალიზაციის აღსაკვეთად.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
37
სურსათის უვნებლობა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს სრული კვებითი ჯაჭვის, პირველადი წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ე.წ. „ფერმიდან-სუფრამდე“ კონტროლს და ვრცელდება წარმოების, მათ შორის, პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. იგი ითვალისწინებს სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მყისიერ, ხანმოკლე ან გრძელვადიან გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ეფექტს მომდევნო თაობებზე. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ხორციელდება რისკის საფუძველზე შემდეგი მექანიზმებით: გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი, ნიმუშის აღება, დოკუმენტური შემოწმება. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით, 2014 წელს დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა 40%-ით მეტ სურსათის სარეალიზაციო ობიექტში, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია 38,4%-ით. 2014 წელს, საქართველოში მოქმედ სასაკლაოებზე, ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ დაიკლა 202 934 სული პირუტყვი და 29 338 ფრთა ფრინველი. 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს, საქართველოში ცხოველთა სასაკლაოებზე, ვეტერინარულ ზედამხედველობის ქვეშ დაკლულ პირუტყვთა რაოდენობა გაიზარდა 32 %-ით.
ბიზნესოპერატორების ინსპექტირება 5 184
2 106 504 2012
38
2013
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
2014
საქართველოს მევენახეობის უწყებრივი კადასტრის აგება 2014 წლიდან დაიწყო ვენახების კადასტრის მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს მოწესრიგებას ისახავს მიზნად. ვენახების კადასტრის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს საქართველოს ვენახების სრული აღრიცხვა და რეგისტრაცია ნაკვეთების მიხედვით. კადასტრის მონაცემები განთავსდება სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში. საკადასტრო აზომვითი სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რეგიონში. ანალოგიური სამუშაოები გრძელდება კახეთის და საქართველოს მევენახეობის სხვა რეგიონებში. ვენახების კადასტრის მონაცემები გამოყენებული იქნება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მონიტორინგისა და მევენახეობის ზონებისა და ქვეზონების საზღვრების დასაზუსტებლად.
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა 2014 წლიდან, აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში მოეწყო სასელექციო, ჯიშთა გამოცდისა და სადემონსტრაციო 19 ნაკვეთი; ახალქალაქში მეთესლეობის ბაზა ერთწლოვანი კულტურებით და სათესლე კარტოფილის ნათესით (30 ჰექტარი); თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ვირუსოლოგიისა და ქსოვილის კულტურის (in-vitro) ლაბორატორიები; სამყნობ-სასტრატიფიკაციო და სამაცივრე კომპლექსი (მცხეთა - ჯიღაურა); სათესლე მასალის შესანახი მაცივრები (მცხეთა - წილკანი, ახალქალაქი - ვაჩიანი); სათბურ-ორანჟერიები (მცხეთა - ჯიღაურა, წილკანი); მცენარეთა თერმული დამუშავების სადეზნიფექციო, სამყნობი და დასაპარაფინირებელი აღჭურვილობა; ნიადაგის დამუშავების, მულჩირების, ინტეგრირებული დაცვისა და მცენარის მწვანე ოპერაციების აგრეგატები; სატელიტური მეტეოროლოგიური სადგური, თანამედროვე ირიგაციის სისტემები და სხვა კომუნიკაციები. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების ბაზაზე სოფელ ჯიღაურაში (მცხეთის რაიონი), კვლევითი სამუშაოები ტარდება შემდეგი მიმართულებით: ქართული ენდემური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნარგაობა - 437 ჯიში; უცხოური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნარგაობა - 350 ჯიში; თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების ხეხილის ბაღები - 300-ზე მეტი ჯიში; ვაზის საძირეთა და სანამყენეთა საბაზისო სადედეები, სანერგეები; ხეხილოვანი კულტურების ვეგეტატიურ საძირე, საკალმე სადედეები და სადემონსტრაციო ნაკვეთები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
39
სარწყავი (საირიგაციო) და დამშრობი (სადრენაჟე) სისტემების გაუმჯობესება საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიწების მელიორაცია, სარწყავი და დამშრობი სისტემების მშენებლობა, ექსპლუატაცია და მართვა წარმოადგენს მნიშვნელოვან სფეროს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ინტენსიური და ეფექტიანი სასოფლოსამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა. აღმოსავლეთ საქართველოს შედარებით მშრალი კლიმატი მოითხოვს ირიგაციის ფართო გამოყენებას, ხოლო დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში საჭიროა ჭარბი წყლის მოცილება სადრენაჟო სისტემების მეშვეობით. 2014 წელს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საქართველოში დასრულდა 34 პროექტი, რის შედეგადაც, საირიგაციო სერვისის მიწოდება შესაძლებელი გახდა დამატებით 23 647 ჰექტარ მიწის ფართობზე, სადრენაჟო მომსახურება კი, 7 033 ჰექტარზე. 2014 წელს დაიწყო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 35 სარეაბილიტაციო პროექტი. პროექტების დასრულების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი გაიზრდება 37 457 ჰექტრით, სადრენაჟო მომსახურება დამატებით 3 805 ჰექტარზე განხორციელდება.
ირიგაცია (ჰა)
დ 88,000
64,000
14,000
45,000
2012
2013
2014
დრენაჟი (ჰა) 88,000
25,000 19,000 14,000
2014
2012
40
2013
2014
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
2012
2014 წელს, საქართველოს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის ფარგლებში, გაიწმინდა და მოწესრიგდა 1 895 კმ სარწყავი არხი და 207 კმ სადრენაჟო არხი, შეკეთდა და/ ან შეიცვალა ახლით 1 400 ერთეული ჰიდროტექნიკური ნაგებობა, კერძოდ: კაშხალი, სათავე წყალამღები ნაგებობა, დიუკერები, აკვედუკები, გვირაბები, სატუმბი სადგურები, გამანაწილებელი და წყალგამშვები კვანძები, ფარები, ურდულები, ჰიდრანტები, მილხიდები და ა.შ. 2014 წელს, გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის სპეციალური ტექნიკის პარკს 35 ერთეული შეემატა. დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, სარწყავი სისტემების პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური და გამანაწილებელი არხი აღდგენილია. წყლის რესურსების ოპტიმალური გამოყენებისა და სატარიფო სისტემის სრულყოფისათვის, 2014 წელს დაინერგა ბილინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს წყლის მოთხოვნის და მიწოდების დარეგულირებას, აბონენტთა მონაცემების, გადახდის გრაფიკის, გადახდილი თანხების და მორწყული ფართობების აღრიცხვას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
41
სოფლის მეურნეობის დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა სასოფლო-სამეურნეო დარგის კოოპერაციის საწყისებზე დაფუძნებული ინსტიტუციური მოწყობა მიმდინარე პერიოდში ყველაზე ეფექტიან სისტემას წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობის ზრდას და ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის წარმოების საშუალებებს, მომსახურებასა და რეალიზაციას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ასევე გააჩნიათ სიღარიბის დაძლევის საუკეთესო პლატფორმა. კოოპერაციის განვითარება აუმჯობესებს მოწყვლადი ჯგუფების, კოოპერატორ ქალთა და ახალგაზრდა ფერმერთა ჩართულობას სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობაში. 2013 წლიდან, ხელისუფლების ხელშეწყობით, საქართველოში კოოპერაციის პროცესი დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს.
სასოფლო-სამეურნეო
2014 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა 464 სუბიექტს; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულია 3450 მეპაიე (აქდან 783 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი); სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში მობილიზებული კაპიტალის მოცულობა 7 666 559,5 ლარს აჭარბებს; 2014 წელს შემუშავდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სარეკომენდაციო წესდება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნის მსურველთათვის გამოიცა გზამკვლევი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. 2014 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, 72 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივზე გადანაწილდა 207 მოტობლოკის კომპლექტი და 139 ხელის სათესი.
42
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ქვეყნის მასშტაბით განლაგებულ 11 ლაბორატორიას მოიცავს. 2014 წელს ლაბორატორიულ ქსელში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები, მათ შორის: თბილისის სათავო ლაბორატორიამ მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია (ISO 17025),დაინერგა ISO 9001-ის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა. პერსონალის უფლებამოსილი გახდა ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ბიოუსა ფრთხოების მე-3 დონეზე სამუშაოდ. ქვეყანაში პირველად დაინერგა ცხოველებში ტულარემიისა და ყირიმულ-კონგოური ცხელების დიაგნოსტიკა. მნიშვნელოვნად გაფართოვდა საკვების ექსპერტიზის განყოფილების მიერ წარმოებული სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ბიოქიმიური კვლევების ჩამონათვალი; საბჭოთა სტანდარტებზე დაფუძნებული კვლევის მეთოდები (ГОСТ) ჩანაცვლდა საერთაშორისო სტანდარტებზე (ISO) დაფუძნებული მეთოდებით. მომზადდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფიტო-სანიტარული ლაბორატორიის კონცეფცია და პროექტი; დაიწყო ლაბორატორიის მშენებლობა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
43
ქართული აგროსასურსათო პროდუქციის და ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის პროგრამის“ ფარგლებში საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენებში ქართული კომპანიების პროდუქციის წარდგენას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ხელს უწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ზრდას, ცნობადობის ამაღლებას, ბაზრების დივერსიფიკაციას, ახალი ბაზრების მოძიებას და არსებულ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებას. • 2014 წლის ოქტომბერში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ტალინში გამოფენაზე „Tallinn Foodfest 2014“ საქართველო - ქართული კომპანიების სახით - პირველად იქნა წარმოდგენილი. საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, Tallinn Foodfest 2014 პირველი გამოფენა იყო ევროკავშირის სივრცეში, რომელშიც საქართველო მონაწილეობდა. ასევე, 2014 წლის ნოემბერში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო, ქართული კომპანიების სახით, ქალაქ მინსკში გამართულ გამოფენაზე PRODEXPO-2014 პირველად იყო წარმოდგენილი. აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივ და სხვა ევროპულ ქვეყნებში წარმოებული საკვები პროდუქციის გამოფენასა და დეგუსტაციას ითვალისწინებდა.
44
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
• 2014 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით უნგრეთში და ისრაელის სახელმწიფოში, საქართველოს საელჩოებმა გამართეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, სადაც ესწრებოდნენ ოფიციალური პირები და აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. მიღებაზე წარმოდგენილ იქნა ქართული ღვინო, ჭაჭა, წვენი, მურაბა, ჯემი, ტყემალი, ჩურჩხელა, ტყლაპი, ქართული თხილი, ნიგოზი, ჩაი, ქართული ყველის და სუნელები. • აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაში, როგორიცაა სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა “მწვანე კვირეული” (გერმანია, ქ. ბერლინი), რომლის ფარგლებშიც იმართება მინისტერიალი და ტარდება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან. 2015* წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქცია, კერძოდ: ქართული ღვინო, ჭაჭა, ლუდი, ლიმონათი, წვენი, ჩაი, 25 სახეობის ყველი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი და სხვა. ასევე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო და დამზადდა ქართული ტრადიციული კერძები. „მწვანე კვირეულზე“ ქართულ შემოქმედებას ანსამბლი “შვიდკაცა” წარმოადგენდა და გამოფენის სტუმრებს ტრადიციულ ქართული მრავალხმიანი ფოლკლორული სიმღერას აცნობდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
45
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანაშრომ ლობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, წარმო მადგენლობებთან, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO), ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD), ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა (CIB Program), აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (USAID/REAP), ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერების პროექტი (USAID/SEAS), ფერმერი ფერმერისთვის პროექტი (USAID), შვეიცარიის განვითარების სააგენტო (SDC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გერმანიის განვითარების ბანკი (KFW), ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA), ოქსფამ დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ნიდერლანდების სამეფო, ისრაელი, უნგრეთი, მსოფლიო ბანკი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), ავსტრიის განვითარების სააგენტო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA), Care International, Mercy Corps, PiN, ტრადიციულად აქტიურად თანამშრომლობენ სამინისტროსთან და ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს დარგის განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო „2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგიისა“ და სამოქმედო გეგმით გათვა ლისწინებული მიზნების მისაღწევად აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან.
46
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
საქართველო EPPO -ს 51-ე წევრად ერთხმად აირჩიეს.
• 2014 წლის სექტემბერში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, სოფლის მეურნეობის მინისტრის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა. ქართული დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) საბჭოს 64-ე სესიაში, სადაც აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხი განიხილებოდა. კენჭისყრის შედეგად, საქართველო EPPO -ს 51-ე წევრად ერთხმად აირჩიეს. „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედების წინაპირობას და მის განუყოფელ ნაწილს საქართველოში მოქმედი სანიტარული და ფიტოსანიტარული რეგულაციების ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს. საქართველო, როგორც EPPO-ს წევრი ქვეყანა, თავის წვლილს შეიტანს ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში და, ამავდროულად ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რომელსაც ამ ორგანიზაციის წევრობა გულისხმობს. ეს არის მავნებლებთან ბრძოლის კონტროლის თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდების ხელშეწყობა, ფიტოსანიტარული დამცენარეთა დაცვის რეგულაციების ჰარმონიზაციის წახალისება, კულტურული და ველური მცენარეებისათვის ზიანის მომტანი მავნებლების წარმოქმნისა და გავრცელების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო სტრატეგიის შემუშავება და სხვა.
შეხვედრა FAO-ს გენერალური დირექტორთან ჟოზე გრაციანო დე სილვასთან
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
47
ოფიციალური ვიზიტები 2014 წლის ოქტომბერში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვედრები გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სოფლის მეურნეობის გლობალური პრაქტიკის დირექტორატთან და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან. განხილულ იქნა საქართველოში ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი, რომლის ღირებულება 50 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და რომლის განხორციელებაც 2015* წელს დაიწყება. აღნიშნული პროექტი მოიცავს ზემო სამგორის ირიგაციის რეაბილიტაციას, დამუშავდება დაახლოებით 26, 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. 2014 წლის ოქტომბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრა გამართა აშშ-ს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელობასთან. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობით საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარეობს “სოფლის მეურნეობის სტატისტიკის გაუმჯობესების პროგრამა“, პროექტის ბენეფიციარები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახური. პროგრამა გულისხმობს პირველადი მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიას და მის დახვეწას, ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ყოველწლიური სასოფლო-სამეურნეო აღწერის მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას; მეორე პროგრამა, რომელიც აშშ-ის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობით ხორციელდება, ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ქართველი სპეციალისტების ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადამზადებას. აღსანიშნავია ცხოველთა ჯანდაცვის ეროვნული პროგრამაც, რომლის
48
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
საკოორდინაციო საბჭოში USDA-ის წარმომადგენლები შედიან. 2015* წლიდან ასევე დაიწყება „მომავლის ფერმერთა პროგრამა საქართველოში“, რომლის მიზანი ახალგაზრდების სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესება და მათი სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროექტში ჩართვაა. 2015* წელს USDA განიხილავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერისა და მათი შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობის პროექტის განხორციელებას. იგეგმება კოოპერატივების წევრთა პროფესიული უნარების ამაღლება და ამ მიზნით მათი შეერთებულ შტატებში გადამზადება.
შეხვედრა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტთან - კანაიო ნუანძესთან
2014 წლის 6 ოქტომბერს, იტალიაში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში გაიმართა ყოველწლიური მინისტერიალი, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრები ესწრებოდნენ. FAO-ს გენერალური მდივნის მიწვევით, მინისტერიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია დაესწრო. 2014 წელს, FAO-ს მინისტერიალის ძირითად განსახილველ თემას - მსოფლიო ბაზრებზე აგროსასურსათო პროდუქტებზე ფასების მერყეობა და ამ მიმართულებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა წარმოადგენდა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ხელმძღვანელობას შეხვდა. განხილულ იქნა IFAD-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის საკითხები და დაგეგმილი სამომავლო პროექტები, მათ შორის „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“, რომლის საერთო ბიუჯეტი ჯამში 19 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
49
საკანონმდებლო საქმიანობა
აქტიურად მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის
სრულყოფა, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავდა სურსათის უვნებლობის განვითარების სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა. იგი გააზრებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კონტექსტში და უზრუნველყოფს როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ სრულყოფას.
ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონებში: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“; „მეწარმეთა შესახებ“; „საჯარო რეესტრის შესახებ“.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის,
მომხმარებელთა ინტერესების, ასევე, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა, სახელმწიფო კონტროლის
ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, საქართველოში
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მყარი სისტემის ჩამოყალიბების
ხელშეწყობა. კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და
მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება
საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მიზნიდან გამომდინარე.
ამასთან, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსის საფუძველზე, მომზადდა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა:
ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომელიც ადგენს საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის აღიარების ზოგად პრინციპებს, პროცედურებს,
მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ვრცელდება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასა ან/ და გადამუშავებას. წესის შესაბამისად, ბიზნესოპერატორს აღიარების ან პირობითი აღიარების გარეშე ეკრძალება ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება ან/და გადამუშავება, ბიზნესოპერატორის აღიარება ან პირობით აღიარება ხორციელდება სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით;
მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/ დროებითი სად
გომის რეგისტრაციის წესი, რომლითაც განისაზღვრება საქართველოში მსხვილფეხა საქონლის
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ასევე, მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის, მონა ცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების წესი, სადგომების მინიმალური რაოდენობა, სადაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, შემზღუდავი ღონისძიებები. წესის შესაბამისად, საქართველოში მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია მოიცავს
ოთხ ელემენტს: ნიშანდებას, მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, მსხვილფეხა საქონლის პასპორტიზაციას, თითოეული სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციასა და სადგომის წიგნაკს;
50
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
საკანონმდებლო საქმიანობა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
51
სტრატეგია 2015-2020
52
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014
წლიური ანგარიში
2014
სა ქა რთვ ე ლ ოს სოფლ ი ს მეურ ნეობის ს ამ ინ ის ტრო
www.moa.gov.ge
54
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლიური ანგარიში 2014