სასუნთქი სისტემის მწვავე ვირუსული ინფექციები, სიმპტომები, მკურნალობა ინგა მამუჩიშვილი
დამცავი აგენტების გამომუშავებას. ხშირად დაიბანეთ ხელები, გაანიავეთ ოთახი, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, ვიტამინიზირებული საკვები (ხილი, ბოსტნეული) დაალაგეთ ოთახი სველი წესით, მოახ-
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი
დინეთ ავადმყოფის იზოლაცია, ნუ მოერიდებით გრილ ჰაერს, ბავშვის ჩათბუნება და მითუმეტეს გადახურება არასასურველია, მოერიდეთ სხვა ადამიანებს, ნუ გავუშვებთ ბავშვებს სკოლაში და საბავშვო ბაღში. გამოუყავით ცალკე ჭურჭელი და ინდივიდუალური მოვლის საშუალებები, თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, უფრო ხშირად აწოვეთ ძუძუ, მოერიდეთ თვითნებურად მედიკამენტების და თუნდაც ფიტოპრეპარატების მიღებას. ვიტამინების, ცილოვანი პრეპარატების, იმუნოსტიმულატორების მიღება ექიმის გარეშე კატეგორიულად დაუშვებელია. გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო შედეგს იძლევა ვაქცინაცია, რომელიც სეზონზე მოსალოდნელი გრიპის ვირუსის შტამების საწინააღმდეგოდ იქმნება, ვაქცინაცია ოქტომბერ-ნოემბრის თვეშია სასურველი და ის
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, განსაკუთრებით გვიტევენ სხვადასხვა ვირუსები. ხშირია ავადობა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. მათი გამომწვევია გრიპის, პარაგრიპის, რესპირატორულ-სინციტიალური, რინოვირუსი, ადენოვირუსი, ენტერო და როტავირუსი. აზიანებენ სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების სხვადასხვა ნაწილის ლორწოვან გარსს და ხშირად ბაქტერიულ გართულებებსაც აძლევენ დასაბამს. ვირუსული ინფექციების გავრცელების წყარო დაავადებული ადამიანია, ინფიცირების საფრთხე მეტია დაავადების პირველ დღეებში, გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, ავადობის მეხუთე–მეშვიდე დღეს ორგანიზმი ვირუსისაგან თავისუფლდება. გამომწვევი შერჩევით აზიანებს სასუნთქი სისტემის ეპითელურ უჯრედებს, რის შემდეგაც ვირუსი ხვდება სისხლში და იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ვირუსული ინფექციის კლინიკური გამოვლინება მეტ-ნაკლებად ერთნაირია, მაგრამ ინტოქსიკაცია და მაღალი ცხელება უფრო გრიპის ვირუსს ახასიათებს. პარაგრიპის დროს ინტოქსიკაცია ნაკლებადაა გამოხატული, რადგან ვირუსემიის პერიოდი უფრო ხანმოკლეა, მაგრამ უფრო ხშირად ლარინგიტი (ცრუ კრუპი) ვითარდება, შეცვლილი, მყეფარე ხველით და ჩასუნთქვის ფაზის გაძნელებით, ცხვირიდან გამონადენიც უფრო უხვია, ვიდრე გრიპის დროს. ადენოვირუსულ ინფექციას ახასიათებს სასუნთქი სისტემის, თვალის კონიუნქტივის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის გაღიზიანება, გართულებებიდან ხშირია ოტიტი, სინუსიტი, ანგინა, პნევმონია, ხშირად ვლინდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის კლინიკური სურათიც. რესპირატორულ-სინციტიურ ვირუსს ახასიათებს ზომიერი ცხელება და სასუნთქი სისტემის ქვედა ნაწილის უპირატესი დაზიანება, ვირუსული ინფექცია მიმდინარეობს რინოფარინგიტის, ბრონქიტის, ბრონქიოლიტის ან პნევმონიის განვითარებით. რინოვირუსულ ინფექციას ხშირად გაციებას უწოდებენ ხალხში, დაავადება ვლინდება უხვი გამონადენით ცხვირიდან და სუბფებრილური ტემპერატურით. ენტერალური ვირუსი შეიძლება გამოვლინდეს როგორც კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის, ასევე სასუნთქი სისტემის დაზიანებით, ვირუსული ეგზანთემით, ენცეფალიტით, მიოკარდიტით, პნევმონიით და ძირითადად ზაფხულობით გვხვდება. მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების მკურნალობა ბინაზე ხდება ექიმის მეთვალყურეობით, ის საჭიროებს სწორ მართვას, მას პრაქტიკულად არ სჭირდება მედიკამენტური მკურნალობა, განსაკუთრებით ანტიბიოტიკოთერაპია. ვიყენებთ მხოლოდ სიმპტომურ საშუალებებს. ნუ შევებრძოლებით ტემპერატურას მანამ, სანამ ძალიან არ შეგვაწუხებს, რადგან ის ხელს უწყობს ლეიკოციტების აქტივაციას და
უნდა მოხდეს თქვენს ექიმთან შეთანხმებით. შემოგიტიეს ვირუსებმა? არ შეშინდეთ! გახსოვდეთ, რომ ვირუსისგან დასაცავი 100%-იანი საშუალება არ არსებობს, მაგრამ არსებობს ისეთი საშუალებები, რომლებმაც შეიძლება აგარიდოთ გართულებები ან მოგეხმაროთ მის მარტივად წარმართვაში, ასეთ საშუალებას მიეკუთვნება გერმანული ჰომეოპათიური პრეპარატი ინფლუციდი, რომელიც მიიღება გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება თითო აბი 3-ჯერ დღეში, მკურნალობის მიზნით დოზირების შესარჩევად მიმართეთ ექიმს. სიფრთხილით გამოიყენება ერთ წლამდე ასაკში, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ვირუსული ინფექციების გადატანის შემდეგ ორგანიზმში გამომუშავდება იმუნიტეტი. სწორედ ამიტომაა, რომ ბავშვები ავადობენ უფრო ხშირად ვიდრე მოზრდილები. ვისწავლოთ ვირუსული ინფექციის სწორი მართვა, მივყვეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, გავაკაჟოთ ბავშვები, ვკვებოთ ბალანსირებულად, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძუძუთი კვების ხანგრძლივობას, ხშირად ვასეირნოთ, არ ვამყოფოთ სტრესულ სიტუაციებში, დავტვირტოთ სპორტით, მოვეფეროთ და მეტი დრო დავუთმოთ მათთან ურთიერთობას შეძლებისდაგვარად! მერწმუნეთ ეს ყველაზე კარგი საშუალებებია თქვენი ბავშვის იმუნური სისტემის სწორი განვითარებისათვის!
ინფლუციდი გრიპითა და გაციებით დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ, გადაუდებელი პროფილაქტიკისთვის, მიიღეთ ინფლუციდი არანაკლებ 1 თვისა.