პროსტატიტი — მამაკაცების პრობლემა

Page 1

პროსტატიტი – მამაკაცების პრობლემა სქესობრივ დისკომფორტთან დაკავშირებული სიმპტომები: იმპოტენცია ანუ ნებისმიერი სახის სქესობრივი უძლურება; ლიბიდოს ანუ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება; უნაყოფობა; ნაადრევი ან გახანგრძლივებული ეაკულაციის ნიშნები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაავადება ხშირად იმდენად ფარულად და თანდათანობით მიმდინარეობს, რომ ავადმყოფი ვერაფერს ამჩნევს და ჩვეულ მდგომარეობად მიაჩნია.

ხუსკივაძე ალექსანდრე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, კლინიკა გიდ-მედის უროლოგიური სამსახურის უფროსი – მედიცინის დოქტორი

პროსტატიტი არის წინამდებარე ჯირკვლის ანთება. ის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის. არსებობს პროსტატიტის გამომწვევი უამრავი რისკ-ფაქტორი: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდია, ურეოპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტრიქომონადა, გონოკოკი, კანდიდას გვარის სოკო, ნაწლავის ჩხირი, რომელთაც შეუძლიათ ურეთრის დაზიანება და პროსტატის ქსოვილში გადასვლა; მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (შეგუბებითი მოვლენები ჯირკვლის ანთებას იწვევს), მჯდომარე ცხოვრების წესი (მანქანის მართვა, საოფისე სამსახური), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება; ხშირი გადაცივება (ექსტრემალური გართობის – დაივინგის, სერფინგის, ასევე – სამთოსათხილამურო სპორტის მოყვარულებს შორის); შეკრულობა; სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის – ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმონია, კარბუნკული, ფურუნკული); დათრგუნული იმუნური სისტემა, სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა და უხარისხო (არაბალანსირებული) კვება. პროსტატიტის დროს ხშირად ვითარდება ახლომდებარე ორგანოების ანთებაც, რის გამოც ადგილი აქვს კომბინირებულ ანთებით პროცესებს, მაგალითად პროსტატოვეზიკულიტი, პროსტატოურეთრიტი, პროსტატოეპიდიდიმიტი, პროსტატოცისტიტი.

პროსტატიტი იყოფა სამ ფორმად: მწვავე, ქრონიკული და მცირე მენჯის ტკივილის სინდრომი (პროსტატოდინეა). ქრ. პროსტატიტი ხშირად რთულდება იმპოტენციით ან უნაყოფობით, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. პროსტატიტის პროვოცირებას ყოველთვის რამდენიმე ფაქტორი იწვევს, ამიტომაც მოქმედება საჭიროა რამდენიმე მიმართულებით. მკურნალობის კომპლექსურ პროგრამაში შედის ანტიბიოტიკოთერაპია, მკურნალობა პრეპარატებით, რომლებიც აუმჯობესებს სისხლძარღვების ტონუსს, ფიზიოთერაპიული პროცედურები (მაგნიტოლაზერო-ინდუქტოთერაპია, ულტრაბგერა, რეფლექსოთერაპია, ფიტოთერაპია), ასევე – ზოგად გამაჯანსაღებელი საშუალებები. მწვავე და ქრონიკული პროსტატიტების კომპლექსური მკურნალობა ითვალისწინებს მცენარეული პრეპარატების გამოყენებას, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია – გერმანული კომპლექსური პრეპარატი პროსტამედი. პროსტამედი აიოლებს შარდვას, ამცირებს ცრუ მოთხოვნას, ნარჩენ შარდს და შარდვის სიხშირეს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანტიანთებითი მოქმედება, ამავე დროს, პროსტამედი ახანგრძლივებს სექსუალურ აქტივობას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. პროსტამედი მიიღება 2 – 2 აბი დღეში 2 – 3 ჯერ.

პრობლემებისგან დაცვის საშუალება!

პროსტამედი მამაკაცებისთვის

აქედან გამომდინარე, პროსტატიტის კლინიკური ნიშნები მრავალფეროვანია. არსებობს სიმპტომები, რომლის გამოც პაციენტები ყველაზე ხშირად აკითხავენ ექიმს. ისინი იყოფა რამდენიმე ჯგუფად: ტკივილი წინამდებარე ჯირკვლის ან მენჯის არეში; მოშარდვის აქტთან დაკავშირებული სიმპტომები: გახშირებული შარდვა; გაძნელებული შარდვა; მტკივნეული შარდვა; წვა მოშარდვისას; ქავილის შეგრძნება შარდსადენ მილში; მოშარდვის ცრუ სურვილი; დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ; ტკივილი ურეთრაში; გამონადენი ურეთრიდან – კუჭში გასვლის ან გაჭინთვისას ურეთრიდან ლორწოს სახით გამოდის პროსტატის წვენი.

გამოცდილების 60 წელი გაიცემა რეცეპტის გარეშე "გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს"


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.