რატომ ტირის ჩვილი

Page 1

რატომ ტირის ჩვილი

ციცი ფარულავა

პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი

577 72 11 49

ჩვილების კოლიკა ერთ–ერთი წამყვანი პრობლემაა ადრეული ასაკის ჩვილებში, რომელიც იწვევს თვითონ ბავშვის დისტრესს და მშობლების და მომვლელი პერსონალის სერიოზულ შეშფოთებას. მშობლებს, ერთი მხრივ, ეშინიათ, რომ ტირილის მიზეზი შესაძლებელია დაავადება იყოს ან ტირილმა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მეორეს მხრივ, კოლიკის მქონე ბავშვების მშობლები განიცდიან სტრესს, დაღლილობას, უძილობას და დეპრესიას. ტირილი ჩვილის კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა. ჯანმრთელი ჩვილი ტირის, რადგან შია, სწყურია, ეძინება, სველ საფენებში წევს, სურს ამოქარვება, პოზის შეცვლა ან უბრალოდ უხასიათოდაა. კოლიკა განსხვავდება ჩვეული ტირილისგან შემდეგი მახასიათებლებით: კოლიკის დროს ტირილი ხანგრძლივია, გრძელდება 3 და მეტი საათი, ის უხშირესად საღამოს და ღამის საათებში მოულოდნელად ვლინდება. ტირილს ახლავს რამდენიმე ფიზიკალური გამოვლინება: სახის წამოწითლება ან ცხვირ–ტუჩის მიდამოს სიფერმკრთალე, შებერილი და დაჭიმული მუცელი, კიდურების მოხრა/გაშლა ან დაჭიმვა, შეკრული მუშტები, ზურგის გაზნექა. დეფეკაციის ან გაზებზე გასვლის შემდეგ ბავშვი შედარებით მშვიდდება. ჩვილების კოლიკის მართვა მიმართულია ტირილის ეპიზოდების შემცირებისა და ჩვილი–ოჯახის ურთიერთობის დარეგულირებისაკენ. მართვის წამყვანი რგოლია მშობლების მხარდაჭერა. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ კოლიკა ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში და ის თავისით გაივლის 3–4 თვისათვის, ბავშვი არ არის ავად. კოლიკა არ უქმნის საფრთხეს მის ჯანმრთელობას არც მიმდინარე პერიოდში და არც შემდგომში, ბავშვის დამშვიდება ძნელია, მაგრამ შესაძლებელი, გამართლებულია ცოტა ხნით გადააბარონ ბავშვი სხვა მომვლელს, განერიდონ მას და დამშვიდნენ, მათი შეგრძნებები: შიში, გაღიზიანება, უძლურების შეგრძნება, დეპრესია – ჩვეულებრივი ამბავია ასეთ შემთხვევაში. პირველი რიგის დახმარება გულისხმობს: კვების რეჟიმის და ტექნიკის გადახედვას. დარწმუნდით რომ არ აქვს ადგილი არასაკმარის ან ჭარბ კვებას, ამოქარვების პრობლემას. ბოთლით კვების შემთხვევაში დაიჭირეთ ბავშვი კვების შემდეგ ვერტიკალურ პოზიციაში 15–20 წუთის მანძილზე. ეს გააიოლებს ამოქარვებას. გამოიყენეთ ბავშვის დამშვიდების ტექნოლოგიები:სათბური, თბილი აბაზანა, მჭიდროდ შეხვევა, ავტომანქანით მგზავრობა ან ჰაერზე საბავშვო ეტლით გასეირნება, ბავშვის მკერდზე ან თეძოზე დაფიქსირება

(სპეციალური სამაგრი ე.წ. კენგურუ), გარემოს შეცვლა (ვიზუალური სტიმულაციის მინიმალიზაციით), ბავშვის საქანელაში (ე.წ. შეზლონგი) მოთავსება, მშვიდი მუსიკა, მუცლის მასაჟი, მუხლზე გადაწვენა და გულისცემის იმიტაცია ზურგზე რითმული ბიძგებით. ეს ღონისძიებები შესაძლებელია არ აღმოჩნდეს საკმარისად ეფექტური, მაგრამ ისინი უსაფრთხოა, იაფი, მოითხოვს მშობლების ჩართულობას და აძლევს მშობლებს იმის შეგრძნებას, რომ რაღაცით ეხმარება ჩვილს, გარკვეულად ამშვიდებს მათ. არ არის გამართლებული ბავშვის ნჯღრევა და დიდი ამპლიტუდით რწევა. გავრცელებული რეკომენდაციები პრობიოტიკების, სუკროზის (შაქარი ზოგიერთი სახის ტკივილის ამცირებს ადრეულ ასაკში), ფიტოთერაპიული საშუალებების (მცენარეული ჩაი) ეფექტურობასთან დაკავშირებით სადაოა. თუმცა ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ პრობიოტიკი Lactobacillus reuteri ზოგჯერ საგრძნობ შვებას იძლევა. ტრადიციულად გამოიყენება მცენარეული ჩაიც (კამა, გვირილა). სიმეტიკონი აიოლებს გაზების გამოყოფას, მაგრამ ახასიათებს ინდივიდუალური და გარდამავალი ეფექტი. ჰომეოპათური საშუალებები აქტიური ინგრედიენტების დაბალი კონცენტრაციის გამო არატოქსიური საშუალებად ითვლება და ხშირად გამოიყენება. ენტეროკინდი ნატურალური, კომპლექსური, ჰომეოპათიური პრეპარატია. ენტეროკინდი შედგება 5 კომპონენტისაგან: Chamomilla (გვირილა) ხელს უშლის აირების წარმოქმნას ნაწლავებში, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი; Cina სპაზმოლიტიკია. აქვს ანტიპროტოზოული მოქმედება და დამამშვიდებელი ეფექტი; Colocynthis აქვს ანტიკოლიკური ზემოქმედება, ამცირებს ტკივილს; Lac Defloratum პრებიოტიკია. ხელს უწყობს ლაქტობაქტერიების გამრავლებას; Magnesium chloratum ადსორბენტია. მონაწილეობს აირების ელიმინაციაში. ენტეროკინდი ამცირებს ტკივილს, რადგან ამცირებს აირების წარმოქმნას, ხსნის სპაზმს, ახდენს პერისტალტიკის სინქრონიზაციას, არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებას, არეგულირებს დისბიოზს. იგი სიმეტიკონთან შედარებით 2–ჯერ უფრო ეფექტურია. ხასიათდება მაღალი ამტანობით და უსაფრთხოა. გამოიყენება 0–6 წლის ბავშვებში. გამოშვების ფორმა წვეთები. დოზირება: 3 წვეთი მწვავე სიმპტომატიკის დროს ყოველ 1 საათში არაუმეტეს 6–ჯერ დღეში, სიმპტომების შემცირების შემდეგ 3–4–ჯერ დღეში.

ნაწლავური კოლიკა მუცლის ტკივილი

მეტეორიზმი


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.