ეს ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს! პრეპარატ პროსტამედის გამოყენება ქრონიკული პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის დროს. ერთი პრეპარატი – კომპლექსური მოქმედება!
ალეკო ხელაია მედიცინის დოქტორი, უროლოგი ტელ: 555 30 50 51 www.tqveniurologi.ge პროსტატიტი და პროსტატის ადენომა ყველასათვის ნაცნობი დაავადებებია, რაც განპირობებულია მათი საყოველთაო გავრცელებით მამაკაცებში. ქრონიკული პროსტატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრობლემა, როგორც ბაქტერიულის, ასევე არაბაქტერიულის დღემდე ბოლომდე არ არის გადაჭრილი. ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ამ დაავადების გაჩენას და რეციდივირებას – ხშირ გამწვავებებს, გარდა ინფექციური ფაქტორებისა, მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მთელი რიგი დარღვევები: ნეიროვეგეტატიური, სისხლისმიმოქცევის, იმუნიტეტის, ჰორმონების, ქიმიური და ბიოქიმიური. ქრონიკულ პროსტატიტს უკავია პირველი ადგილი მამაკაცის შარდსასქესო ორგანოთა დაავადებებს შორის. პრაქტიკულად, ყოველ მეორე მამაკაცში მას თან სდევს ისეთი გართულებები, როგორიც არის: მოშარდვის აქტის დარღვევები (გახშირებული შარდვა მცირე ულუფებით, შარდის ნაკადის შემცირება, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება), პოტენციის დაქვეითება (არასაკმარისი და არამდგრადი ერექცია, მეორადად განვითარებული ნაადრევი ეაკულაცია), ვეზიკულიტი (სათესლე ბუშტუკების ანთება), ეპიდიდიმიტი (სათესლე ჯირკვლების დანამატების ანთება), განაყოფიერების უნარის შემცირება სპერმის ხარისხის გაუარესების შედეგად (ვეზიკულიტის და ეპიდიდიმიტის გამო). სტატისტიკურად ითვლება, რომ ქრონიკული პროსტატიტის არაბაქტერიული ფორმა გვხვდება 8-ჯერ უფრო ხშირად ვიდრე ბაქტერიული. არაბაქტერიული პროსტატიტი გაიგივებულია მცირე მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომთან, ხოლო ტკივილების ლოკალიზაცია ქრონიკული პროსტატიტის დროს ძალზედ მრავალფეროვანია: შორისი 46%, სათესლე პარკი, სათესლე ჯირკვლები 39%, წელი 14%. პროსტატიტის მკურნალობის დროს, ისევე როგორც სხვა ქრონიკული დაავადების დროს, უნდა იქნას დაცული თანმიმდევრობისა და კომპლექსური მიდგომის პრინციპები. პირველ რიგში, აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა და მავნე ფაქტორების მოშორება, როგორიც არის: ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება, გადაცივება და ა.შ. ამგვარი ეტაპობრივი მიდგომა გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ მკურნალობის ეფექტურობა ყოველ ეტაპზე, საჭირო ცვლილებების შეტანით და რაც მთავარია, ვებრძოლოთ დაავადებას იმავე პრინციპით, რა გზითაც ის ვითარდებოდა. მეტად მნიშვნელოვანია ქრონიკული პროსტატიტის კომპლექსური მკურნალობა და ერთდროულად იმ პრეპარატების გამოყენება, რაც ხელს უწყობს ინფექციური ფაქტორის მოსპობას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას მცირე მენჯში და უშუალოდ წინამდებარე ჯირკვალში – პროსტატაში, პროსტატის სადინრების ადექვატურ დაცლას, ჰორმონების დონისა და იმუნიტეტის ნორმალიზებას. ბოლო წლებში, ქრონიკული პროსტატიტის კომპლექსურ მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა გერმანიში წარმოებულმა პრეპარატმა სახელწოდებით პროსტამედი. სამკურნალო მცენარეების თვისებების მცოდნე პროფესორმა გუსტავ კლაინმა შეამჩნია, რომ ტრანსილვანიის (რუმინეთის ერთ-ერთი პროვინცია) მამაკაცებს ნაკლებად აწუხებდათ პროსტატასთან დაკავშირებული პრობლემები. ის მიხვდა, რომ მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ მამაკაცები დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ გოგრის თესლს. ამ გარემოების გათვალისწინებით, მან შექმნა უნიკალური პრეპარატი პროსტამედი. იგი შეიცავს სამკურნალო გოგრის განსაკუთრებულ სახეობა „ჩუცურბიტა პეპოს“ და გოგრის გლობულინს, რომელსაც თესლისგან დამუშავებით იღებენ. ეს ნივთიერებები ხელს უშლიან წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის პათოლოგიურ ზრდას. პროსტამედში შედის ოქროწკეპლა, რომელიც ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ვერხვის ფოთლების ექსტრაქტი – ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.
პროსტამედის ეფექტურობა პროსტატიტების დროს განაპირობა მისმა უნიკალურმა თვისებამ: ერთი პრეპარატი – კომპლექსური მოქმედება! კერძოდ, პროსტამედის სამკურნალო მოქმედება არის დაფუძნებული წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაზე, რაც განაპირობებს ქსოვილის შეშუპებისა და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებას, ანთებითი პროცესისა და ტკივილის სინდრომის მოხსნას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროსტამედში შემავალ გოგრის გლობულინს (გლუტამინის მჟავას მეშვეობით) ახასიათებს ანტიანდროგენული, ანტიპროლიფერაციული ეფექტი, რაც როგორც უკვე ვთქვით, აჩერებს პროსტატის ქსოვილების ზრდას. გოგრაში შემავალი თუთია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სპერმის ხარისხს, კერძოდ ზრდის სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს, რაც შხირად არის დაქვეითებული პროსტატასა და სათესლე ბუშტუკებში არსებული ანთებითი პროცესებით. ოქროწკეპლა ზრდის შარდის ბუშტის კუნთის ტონუსს, აუმჯობესებს მის შეკუმშვას და შედეგად მცირდება მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, ნარჩენი შარდი. პროსტამედის უნარმა, მოახდინოს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილზე ამგვარი კომპლექსური მოქმედება, განაპირობა მისი უროლოგიური ასპარეზის გაფართოება და დამტკიცდა ამ პრეპარატის ეფექტურობა არანაკლებ გავრცელებული დაავადების დროს, როგორიც არის წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ანუ პროსტატის ადენომა. პროსტატის ადენომა – ყველა მამაკაცისათვის ნაცნობი დაავადებაა, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ეს დაავადება დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა პროგრესირებს. დაავადების ძირითადი და ყველაზე ხშირი გამოვლინება უკავშირდება მოშარდვის აქტის გაძნელებას, რიგ შემთხვევაში კი შარდის შეკავებას. რაც უფრო იზრდება ადენომა, მით უფრო მატულობს მისი ზეწოლა შარდსადენ მილზე და მით უფრო გაძნელებულია მოშარდვის აქტი. აქედან გამომდინარე, პროსტატის ადენომის ტიპიურ ჩივილებს მიეკუთვნება გაძნელებული მოშარდვის აქტი, შარდის ნაკადის შემცირება, წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება და შესაბამისად გახშირებული შარდვა. სამწუხაროდ, საქართველოში მამაკაცები ხშირად მოგვმართავენ პროსტატის ადენომის გართულებული ფორმებით, როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა დაგვიანებულია და ერთადერთი გამოსავალია ოპერაციული მკურნალობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია დროული მომართვა და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება, ვინაიდან პროსტატის ადენომის საწყის ეტაპზე დროულად დაწყებული მედიკამენტური მკურნალობა აგვაცილებს მოსალოდნელ გართულებებს. პროსტამედი, პროსტატის ადენომის დროს, სწორად შერჩეულ პაციენტებში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მამაკაცის მდგომარეობას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკური კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პროსტამედი ითვლება არჩევის პრეპარატად ქრონიკული პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის კომპლექსური მკურნალობისას.
პროსტამედი მამაკაცებისთვის
პრობლემებისგან
დაცვის საშუალება! გაიცემა რეცეპტის გარეშე გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს