კლიმაქტოპლანი – ეფექტური და უსაფრთხო არჩევანი კლიმაქსური ჩივილების დროს ფიტოესტროგენებს გააჩნიათ ესტროგენული და ანტიესტროგენული მოქმედება. ფიტოჰორმონებს არ ახასიათებთ ესტროგენული ეფექტები, თუმცა ორივე დადებითად მოქმედებს კლიმაქტერულ სიმპტომებზე. ფიტოესტროგენებს დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის პროდუქტები, მწვანე ჩაი, სოიო. აღნიშნულ საკვებს ჭარბად მოიხმარენ აზიის ქვეყნებში, ამიტომაც, ჩინელ და იაპონელ ქალებს კლიმაქტერულ პერიოდში ნაკლებად აწუხებს ალები, იშვიათად ემართებათ ოსტეოპოროზი და გულ– სიხლძარღვთა სისტემის დაავადებები. კლიმაქტერული პერიოდის დარღვევების დროს ძალზე ეფექტური პრეპარატია კლიმაქტოპლანი.
ლალი ფხალაძე
მედიცინის დოქტორი ექიმი რეპროდუქტოლოგი გინეკოლოგი
არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი მისამართი:
თ. მღვდლის ქ. N13 ტელეფონი: 2240099 / 2240098
კლიმაქსი ანუ კლიმაქტერული პერიოდი, ქალის ცხოვრების ფიზიოლოგიური ეტაპია. ის ქალის ცხოვრების დაახლოებით 1/3–ს მოიცავს და დგება ყველა ქალის ცხოვრებაში. „კლიმაქსი“ ბერძნული სიტყვაა და კიბის საფეხურს ნიშნავს, ცხოვრების ამ ეტაპს კრიტიკულ პერიოდს უწოდებენ, რამდენადაც ქალის ორგანიზმში ამ დროს მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. კარდინალური მოვლენაა მენსტრუაციის შეწყვეტა, რასაც მენოპაუზა ეწოდება. ის საშუალოდ 49–51 წლის ასაკში დგება, თუ ქალს მენსტრუაცია 45 წლის ასაკზე ადრე უწყდება – ეს ნაადრევი მენოპაუზაა. კლიმაქტერული პერიოდი საკვერცხეების ჰორმონული ფუნქციის დაქვეითებისა და დათრუნგვის პერიოდია. ამ დროს ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებები ქალის სასქესო ჰორმონის – ესტროგენების რაოდენობის შემცირებითაა განპირობებული. ესტროგენების დეფიციტის ფონზე განვითარებულ პათოლოგიურ ცვლილებებს კლიმაქტერული სინდრომი ეწოდება. კლიმაქტერული სინდრომი აწუხებს ქალების 40–60%. ყველაზე ადრეული გამოვლინებებია: ალები – ცხელების შეგრძნება და წამოწითლება, რაც სახის, კისრის და გულმკერდის არეში ვრცელდება, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მერყეობა, ხელ–ფეხის დაბუჟება, დეპრესია, უგუნებობა, აგზნებადობა, გაღიზიანება, შფოთვა, უძილობა, საერთო სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება და სხვა. განსაკუთრებით არასასიამოვნოა ის ცვლილებები, რაც მოგვიანებით ვლინდება – შარდ-სასქესო სისტემის და კანის მხრივ – შარდის შეუკავებლობა, კანზე ნაოჭების, პიგმენტური – სიბერის ლაქების გაჩენა და სხვა. ქალის ჯანმრთელობისთვის ძალზე საშიშია გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და ოსტეოპოროზი, რასაც მივყავართ ინფარქტის, ინსულტის, მოტეხილობების განვითარებამდე. ძვირფასო ქალბატონებო, ნუ შეგაშინებთ კლიმაქსის სუსხი!!! ქალის ცხოვრების ეს ახალი ეტაპი ისეთივე აქტიური და არანაკლებ საინტერესო შეიძლება იყოს, როგორც ახალგაზრდობა. საჭიროა მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას. დროულად დაწყებული და სწორად შერჩეული თერაპია არა მარტო ამცირებს, არამედ მთლიანად აქრობს კლიმაქტერულ ჩივილებს. მკურნალობის ოქროს სტანდარტი ნატურალური ესტროგენებით ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიაა, რაც მხოლოდ პროფესიონალი ექიმის – რეპროდუქტოლოგის დანიშნულებით და მეთვალყურეობით ხდება, რადგან ამ დროს გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი დეტალი. საუკეთესო ალტერნატივას ფიტოესტროგენები და ფიტოჰორმონები წარმოადგენენ. ისინი მცენარეებში შემავალი ბუნებრივი ნივთიერებებია.
კლიმაქტოპლანი გერმანული წარმოების უნიკალური კომპლექსური ჰომეოპათიური საშუალებაა, რომელიც შეიცავს ციმიციფუგას, სეპიას, სანგვინარიას და იგნასიას. ისინი სხვადასხვა მოქმედების მექანიზმით იწვევენ კლიმაქტერული ჩივილების კუპირებას, მნიშვნელოვნად მცირდება ან მთლიანად ქრება ალები, ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულის აჩქარება. პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს ან ხსნის დეპრესიას, გაღიზიანებას, უხასიათობას, ემოციურ ლაბილურობას. აღადგენს შრომის უნარიანობას, კარგ გუნება-განწყობას, დადებითად მოქმედებს სიხლძარღვთა კედლებზე, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამიტომაც მისი გამოყენება შეიძლება გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით. მისი გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ მონოთერაპიის სახით, ასევე კლიმაქტერული პერიოდის დროს არტერიული ჰიპერტენზიის კომპლექსურ თერაპიაში და ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიასთან კომბინაციაში. კლიმაქტოპლანი 1938 წლიდან არის ევროპის ფარმაცევტულ ბაზარზე. მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია მრავალი მაღალი დონის მეცნიერული კვლევებით. ჰორმონალური პრეპარატებისგან განსხვავებით შეიძლება დაინიშნოს დამატებითი გამოკვლევების გარეშე. კლიმაქტოპლანის მცენარეული წარმოშობა განაპირობებს გვერდითი მოვლენების განვითარების დაბალ რისკს. ამიტომ, მოსახერხებელია ხანგრძლივი გამოყენებისათვის. მისაღებია ფასის თვალსაზრისითაც. მიიღება 1 ან 2 ტაბ. 3–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 30 წუთის შემდეგ ჩასაწუწნად 3 თვის განმავლობაში. რეკომენდირებულია მკურნალობის კურსის განმეორება პერიდულად. ასე რომ, კლიმაქტოპლანი შეიძლება გამოვიყენოთ კლიმაქსის ნაადრევი დაწყების, კლიმაქტერული სინდრომის მძიმე ფორმების განვითარების, მათ შორის გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციის მიზნით, კლიმაქტერული ჩივილების ინტენსივობის შემცირებისა და კუპირებისათვის, როგორც მენოპაუზის დადგომამდე, ასევე მენოპაუზის შემდეგ.
კლიმაქტოპლანი darCi iseTi, rogoric xar! ამცირებს ალებს და ოფლიანობას აღადგენს გუნება-განწყობას და აწესრიგებს ძილს უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისას გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.