ცისტიტი – აქტუალური პრობლემა ვანი მატება, ტკივილი წელის არეში და არადამაკმაყოფილებელი საერთო მდგომარეობა. ყურადღებას იპყრობს მადის დაქვეითება, სიფერმკრთალე, პირღებინება, მოდუნება, რომელიც პერიოდულად ძლიერი აგზნებით იცვლება. მამაკაცებთან შედარებით, ქალებში აღნიშნული დაავადების სიხშირე ბევრად მეტია. განსაკუთრებით კი იმ ქალბატონებში, რომლებიც იმყოფებიან მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, რაც განპირობებული უროთელიუმის (ქვემო საშარდე გზების ამომფენი ეპითელის) ატროფიით, რის გამოც კოლიბაქტერიული ფლორა, შორისის მიდამოდან აღმავალი გზით სწრაფად ვრცელდება საშარდე გზებში, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქალებში ანატომიურად მოკლე საშარდე მილი. დაქვეითებული ინფექციისადმი რეზისტენტობის პირობებში ვითარდება ანთებითი პროცესი.
მაია პარკაული
ცისტიტის დიაგნოსტიკა:
ექიმი მეან-გინეკოლოგი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი მედ. აკად. დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მობ: 5 93 35 50 50
Ã
დიაგნოსტიკის საფუძველს წარმოადგენს შარდის საერთო ანალიზი.
Ã
ანალიზისთვის უნდა ავიღოთ შარდის შუა პორცია, გენიტალიების წინასწარი ტუალეტის შემდგომ.
Ã
ქალებში, გარკვეულ შემთხვევაში, შარდი შესაძლოა ავიღოთ კათეტერის საშუალებით.
Ã
ასევე მნიშვნელოვანია შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება.
შარდის ბუშტის ანთება – ცისტიტი, განსაკუთრებით ხშირია როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. მის გამომწვევთა შორის მთავარია ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი და შედარებით იშვიათად, სხვა მიკრობები. ცისტიტის განვითარების ხელშემწყობი პირობაა ორგანიზმის ზოგადი და ადგილობრივი წინააღმდეგობის დაქვეითება, რაც განპირობებულია გადატანილი სხვადასხვა ინფექციური დაავადებით. მწვავე ცისტიტი იწყება უეცრად, ხშირი შარდვით და გასვლის ხშირი ნდომით, შარდის რაოდენობის შემცირებით (ზოგჯერ რამდენიმე წვეთი), შარდვის გაძნელებით და წვის შეგრძნებით, ზოგჯერ შარდის დასასრულს სისხლის წვეთები გამოყვება. ეს მიმდინარეობს ტემპერატურის მცირე მომატების ფონზე, არც თუ იშვიათად ვლინდება შარდის შეუკავებლობის პრობლემა დღისით და ღამით, რასაც მანამდე არ უჩიოდა. პირველ ორ დღეს შარდში შეიძლება ცვლილებები არც იყოს. მომდევნო დღეებში აშკარაა შარდში ლეიკოციტების, ერითროციტების და ცილის არსებობა. მწვავე ცისტიტის დროს ავადმყოფის საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე და მარილიანი კერძები, მიეცეს სითხე დიდი რაოდენობით, გაუკეთდეს თბილი ჯდომითი აბაზანები, დაედოს თბილი შარდის ბუშტის არეში; აუცილებელია წოლითი რეჟიმი და, რაც მთვარია, ექიმის დანიშნულებით უნდა მიეცეს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული პრეპარატები. შარდის ბუშტის მწვავე ანთება მკურნალობას ადვილად ემორჩილდება და პრაქტიკულად რამდენიმე დღეში ქრება. ქრონიკული ცისტიტის დროს დიზურიული მოვლენები ხშირი, გაძნელებული შარდვა წვითა და უსიამოვნო შეგრძნებით, შარდის ცალკეული ულუფის მნიშვნელოვანი შემცირებით, პერიოდული ხასიათისაა. ამას თან სდევს ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, შარდში ლეიკოციტების დიდი რაოდენობა და ბაქტერიოლოგიურად – მიკრობები. ამ დროს იქმნება ცისტიტის გართულების საშიშროება პიელონეფრიტით, რასაც, გარდა შარდში ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, ადასტურებს ტემპერატურის მნიშვნელო-
სოლიდაგორენი არჩევის პრეპარატი მოზრდილებში Солидагорен
ცისტიტისა და პიელონეფრიტის ძირითად და კომპლექსურ თერაპიაში, კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა
ice
cep s
"გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს"