სხვადასხვა ტიპის რინიტი და მისი მკურნალობა

Page 1

სხვადასხვა ტიპის რინიტი და მისი მკურნალობა ლიკა ლომიძე თსსუ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

ცხვირით სუნთქვის გაძნელების პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ქრონიკული რინიტის სხვადასხვა ფორმით, კვლავ აქტუალურია. სასუნთქი გზები, მთლიანად, ლორწოვანი გარსითაა ამოფენილი, რაც სასუნთქი ორგანოების სრულყოფილ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ზემო სასუნთქი გზების ლორწოვან გარსში განთავსებულია ჯირკვლოვანი უჯრედები და ეგრეთ წოდებული მოციმციმე ეპითელიუმი. ლორწოვანი გარსი წარმოქმნის სითხეს (ლორწოს), რომელიც ჩასუნთქულ ჰაერს ატენიანებს და ასუფთავებს მტვრის, ჭუჭყისა და მიკრობებისაგან. ლორწოვანი გარსის გამოშრობისას მათი ფუნქცია ირღვევა, რის შედეგადაც ხდება მიკრობების შეღწევა. ცხვირი წარმოადგენს პირველ კარიბჭეს, რომელიც ემსახურება ჩასუნთქული ჰაერის გათბობა-დატენიანებას, დაცვას ვირუსებისა თუ სხვადასხვა ინფექციისგან. ცხვირის გზით, ორგანიზმში მოხვედრილი ჰაერი, ფილტვებში გაწმენდილი და გამთბარი ხვდება. ამიტომ, ჩასუნთქვა უნდა მოხდეს მუდამ ცხვირის მეშვეობით. თუმცა ეს პროცესი შეუძლებელია, თუ ცხვირის ფუნქცია დარღვეულია და ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია. გამოხატული კლინიკური სურათის მიხედვით არსებობს ქრონიკული რინიტის შემდეგი ფორმები: მარტივი ანუ კატარალური, ქრონიკული ჰიპერტროფიული და ქრონიკული ატროფიული რინიტი; გამომწვევი მიზეზის მიხედვით რინიტი შეიძლება იყოს: ინფექციური, ალერგიული და არაალერგიული ანუ ვაზომოტორული. აღნიშნული დაავადების გახშირება განპირობებულია ეკოლოგიური ფაქტორებით, კერძოდ გარემოს დაბინძურების მომატებით, ეს იქნება ტრანსპორტის გამონაბოლქვი თუ სამშენებლო მტვერი, ასევე, მწვანე საფარის შემცირებით, დახურულ სივრცეში გათბობის სისტემებით, რომელიც ძლიერ აშრობს ჰაერს, არასწორი თვითმკურნალობით, ცხვირის წვეთების ხანგრძლივი გამოყენებით. ცხვირის სიმშრალე ეს არის პრობლემა, რომელიც ძალზედ ხშირად იჩენს თავს წელიწადის ნებისმიერ პერიოდში. ატროფიული რინიტის დროს ცხვირში წარმოქმნილი ქერქის ფენები არა მხოლოდ შემაწუხებელია, არამედ ის შესაძლოა მტკივნეულიც იყოს. მისი მექანიკური მოშორება იწვევს ინფექციის რისკის მომატებას, ამ დროს სუნთქვა, ყნოსვა და გემო დაქვეითებულია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამკურნალო საშუალებების ადგილობრივად გამოყენება ხშირად საკმაოდ ეფექტურია ყველა სახის რინიტის კონსერვატიული მკურნალობის დროს და ზოგჯერ შესაძლოა ქირურგიული ჩარევა აღარც კი გახდეს საჭირო. ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ ატროფიულ ანუ მშრალ რინიტზე, რადგან ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე განსაკუთრებით გახშირებული პრობლემაა. ლორწოვანი გარსის სიმშრალის შესაძლო მიზეზებია: • ზოგიერთი მედიკამენტების გვერდითი მოვლენები; • გარკვეული დაავადებები, როგორიცაა მაგ. დიაბეტი ან რევმატიული დაავადებები, იწვევს ასევე ლორწოვანი გარსის სიმშრალეს. • ოთახები, სადაც იყენებენ გამათბობელს და კონდიციონერს; • მტვერი და სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერებები; • ასაკთან დაკავშირებული ლორწოვანი გარსის სიმშრალე; • სითხის მცირე რაოდენობით მიღება; • მზეზე და სიცხეში ხანგრძლივი ყოფნა.

ამ უსიამოვნო მდგომარეობას ხშირად თან ახლავს ცხვირის გაჭედვა ორივე ნესტოში ან მონაცვლეობით: ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ამავე დროს აღინიშნება წვა, ქავილი, ჩნდება ქერქები და შესაძლებელია განვითარდეს ცხვირიდან სისხლდენა და თავის ტკივილი. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე იწვევს არა მარტო ცხვირით სუნთქვის გაძნელებას და ღამით ძილის დარღვევას, არამედ ცხვირის ლორწოვანის ფუნქციის დარღვევას, დაატენიანოს და გაასუფთავოს მიკროორგანიზმებისაგან ჰაერი, რომელიც ფილტვებში ხვდება. რაც შეეხება კონსერვატიულ მკურნალობას, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია იმ გამომწვევი ფაქტორის მოშორება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული ჩივილები. ამისათვის ვიყენებთ მარილიანი წყლის შემცველ ხსნარებს, აეროზოლის ან წვეთების სახით, დამატენიანებელ სითხეებს და სხვა, ხოლო შემდგომ ეტაპზე გადავდივართ სიმპტომურ მკურნალობაზე. ერთ-ერთი ასეთი არჩევის პრეპარატია სწორედ ნიზიტას დოზირებული სპრეი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ბიკარბონატი და გამოხდილი წყალი. იგი წარმოდგენლია შესასხურებელი აეროზოლის სახით. მარილის (ნატრიუმისქლორიდი) სამკურნალო ეფექტი ადამიანების მიერ უკვე საუკუნეებია გამოიყენება. მარილის შემცველ ზღვის ჰავაზე ან ისეთ კურორტებზე ყოფნა, სადაც მარილის შემცველი წყაროს წყალი შხეფსაცივარზე ორთქლდება, სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევაში იწვევს დაავადების შემსუბუქებას. სპრეიში შემცველი მარილები, მისი ჰიგროსკოპიული ზემოქმედების საფუძველზე ქმნის ტენიან გარემოს ცხვირის ღრუში. ნიზიტას დოზირებული სპრეი განკუთვნილია მოზრდილებისთვის, ბავშვებისა და ჩვილებისთვის. დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ არის საჭირო სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება. თუმცა, ცხვირის ოპერაციების, ტრავმების დროს ნიზიტას დოზირებული სპრეის გამოყენებამდე მაინც უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის. ასევე, არ არსებობს გამოცდილება, რომელიც ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ნიზიტას გამოყენების წინააღმდეგ მეტყველებს. ნიზიტას სპრეის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი სქემით: საჭიროებისამებრ, მოზრდილებსა და ბავშვებში (2 წლიდან); რამდენჯერმე ყოველდღიურად 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში, ჩვილებსა და ბავშვებში 2 წლამდე – 1 შესხურება თითოეულ ნესტოში. საბოლოოდ, შეგახსენებთ, რომ ცხვირში ქერქებისა და ფუფხების წარმოქნისას, არ შეიძლება მათი ძალით მოშორება. პირველ რიგში, ეს ლორწოვანის ტრავმირებას იწვევს და შეიძლება სერიოზული სისხლდენის მიზეზი გახდეს, მეორეს მხრივ, კიდევ უფრო გააღრმავებს სიმშრალეს. ნიზიტას ნაზალური სპრეის შემადგენლობაში არსებული ნატრიუმის ქლორიდისა და ნატრიუმის ბიკარბონატის წყალობით, სურდოს დროს თავიდან გვაცილებს ცხვირის გაჭედვას; ასუფთავებს და ატენიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვანს, არბილებს და აშორებს ქერქებსა და ფუფხებს. ნიზიტა არ შეიცავს კონსერვანტებს და გამოიყენება ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში, ორსულობისა და ლაქტაციის დროს. საჭიროებისას ნიზიტას ნაზალური სპრეი და მალამო შესაძლებელია გამოვიყენოთ ხანგრძლივად.

ნიზიტა Tavisufali sunTqva!


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.