ბrazilია zamTari 17/2019 მოგზაურობა ცხოვრების სტილი გასტრონომია არქიტექტურა დიზაინი სპორტი l
l
l
l
l
MASTER OF MATERIALS
RADO.COM
RADO CAPTAIN COOK INSPIRED BY OUR VINTAGE ORIGINAL. SERIOUSLY IRRESISTIBLE.
რედაქციისაგან
ბედნიერების მაჩვენებელი ჩვენი ზამთრის გამოშვება ეძღვნება ქვეყანას, სადაც მოხვედრაზე, ალბათ, უჩვენოდაც, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიოცნებიათ. ბრაზილია – თვითონ ეს სახელია ბედნიერებით, სიმსუბუქით, კეთილგანწყობით მჟღერი. ამიტომm თუ ნებისმიერი მოგზაურობის წარმოდენა სასიამოვნო ეიფორიას იწვევს, ბრაზილიაში მოგზაურობის წარმოდგენა ასმაგად ეიფორიული ხდება. და რაც მთავარია, იმედი არავის უცრუვდება. ბრაზილიაში ყველაფერი ისეთივეა, როგორც ყველაზე გიჟურ წარმოსახვაში. თან ასეა ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს მოგზაურობის მიზანი: ტროპიკულ ტყეებში ლაშქრობა, ოკეანეში ყვინთვა, ბოსა ნოვას იქ მოსმენა, სადაც დაიბადა, სამბას იქ ცეკვა, სადაც ყველაზე ლამაზად ცეკვავენ, გადასახლება იმ სიტუაციებში, რაც ჟორჟი ამადუს წიგნებშია, თუ ფორთოხლის გაგორება იმ თეთრ ქვიშებზე, სადაც ფეხბურთს ცეკვით თამაშობენ. უბრალოდ, უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის გაერთიანება სურათთან, რომელსაც არ ვიცნობთ; სურათთან, რომელიც ამაზონის ტყეებიდან, განათლებისა და სოციალური ძვრების თემებიდან, ცივილიზაციისა და პირვანდელი ყოფის დაპირისპირებიდან, დიდი ფულისა და საზოგადოებრივი სიკეთის დაჯახებიდან მოდის და ისიც ბრაზილია. საოცარი კი ამ ხალხში, ამ ყველაფრის ფონზე ბედნიერების ფილოსოფიური მდგომარეობის შენარჩუნების უნარია. ამ უნარზე – ერი იყოს ბედნიერი – ჩვენი ავტორები ვრცლად და საინტერესოდ ჰყვებიან. ნომერში შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც რიოსა და სან პაულუში უცხოვრიათ, წაიკითხავთ რჩევებს, რომლებიც სანდო და რესპექტაბელურ მიმომხილველებს ეკუთვნით. მოკლედ, ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბრაზილიაში მოგზაურობის სურვილი აგიმაღლოთ და სასარგებლო ცნობებიც მოგცეთ. დანარჩენი უკვე თქვენზე, მოგზაურებზეა – ინფორმაციის დაგეგმვა, გადამოწმება, შესაძლო სცენარების წარმოდგენა ხომ სამოგზაუროდ წასვლის ყველაზე საინტერესო ეტაპია.
თამარ ბაბუაძე, მთავარი რედაქტორი
4 VOYAGER 17/2019
სარჩევი
კულტურა ზედაპირზე და მის მიღმა
12
ჟუბიაბა
20
რიოს თავისი აქცენტი აქვს
22
ამაზონის ფლორა და მისი ორსახოვანი იაგუარი
44
მსოფლიოს ყველაზე დიდი შოუ
50
რისგან შედგება მზიანი, ფერადი გემო
62
6 VOYAGER 17/2019
სამბა ჭიქაში
68
ფეხზე „ჰავაიანებით“ სან პაულუში
80
ბრაზილიური ლიტერატურა
102
ბრაზილიური ენა
106
ტროპიკალია
110
ბრაზილიის ისტორიის ყველაზე საბედისწერო დღე
114
ბრაზილიური სერიალების გემო
122
7 VOYAGER 17/2019
17, 2019
მთავარი რედაქტორი თამარ ბაბუაძე
დიზაინერი ნინო ყაველაშვილი ავტორები
თენგიზ ჩანტლაძე სანდრო კაკაბაძე დიანა ანფიმიადი
აკა მორჩილაძე
პროექტის კურატორი თინა ოსეფაშვილი
ლევან ბერძენიშვილი გურამ ღონღაძე თამარ კვინიკაძე
კორექტორი მანანა სანადირაძე ყდის ილუსტრაცია თამარ წიტაიშვილი
სარეკლამო გაყიდვების დირექტორი ნაზი გოშაძე
უნა აბაშიძე კახა თოლორდავა დესი დაშკოვა სალომე კიკალეიშვილი თამარ ესაკია
ფოტო Shutterstock
პროექტის ხელმძღვანელი / SOLO LIFESTYLE-ის დირექტორი ნინო ჩიქოვანი
გამომცემელი: შპს „სოლო“ ვებგვერდი: www.solo.ge ტელ.: +995 32 2 44 44 00
ISSN: 2346-8130
რეკლამა ჟურნალში: +995 599 330 364 ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს შპს „სოლოს“ საკუთრებას. ჟურნალში დაბეჭდილი ნებისმიერი მასალის გამოყენება კომპანიის წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია.
თბილისი
SOLO LOUNGE აბაშიძე აბაშიძის ქ. №70
თბილისი
SOLO LOUNGE მთაწმინდა ჩიტაძის ქ. №11
თბილისი
SOLO LOUNGE ფალიაშვილი ფალიაშვილის ქ. №23
თბილისი
SOLO LOUNGE ცინცაძე ცინცაძის ქ. №12
თბილისი
SOLO LOUNGE ჭავჭავაძე ჭავჭავაძის გამზ. №29
თბილისი
SOLO LOUNGE ყაზბეგი ყაზბეგის გამზ. №24გ
თბილისი
SOLO LOUNGE წერეთელი წერეთლის გამზ. №73
თბილისი
SOLO LOUNGE ყაზბეგი ყაზბეგის გამზ. №25
SOLO LOUNGE ქუთაისი თამარ მეფის ქ. №5
თბილისი
SOLO LOUNGE გლდანი ნოზაძის №8
SOLO LOUNGE თელავი ჩოლოყაშვილის ქ. №3 SOLO LOUNGE ბათუმი რუსთაველის ქ. №22
www.solo.ge
ტელ.: +995 32 2 44 44 00
შესავალი ბრაზილიაში
კულტურა ზედაპირზე და მის მიღმა
ინტე რვიუ ბრაზილ იის ელჩთან საქართველოში
ს ი ს ე რ ო მ ა რ ტინ ს გა რ ს ია ს თა ნ
ბატონო სისერო, გთხოვთ, გვითხრათ, რა სიმბოლოები წარმოაჩენს ბრაზილიას საუკეთესოდ და ახერხებთ თუ არა შეინარჩუნოთ ცოცხალი კავშირი ამ სიმბოლოებთან? ჩვენი საელჩო ყოველწლიურად აწყობს ბრაზილიური ფილმების ფესტივალს საქართველოში და საფესტივალო ჩვენებებისთვის სულ ისეთი ფილმების არჩევას ვცდილობთ, რომლებიც სწორედ ამ სიმბოლოებს მიღმა დაგვანახებს
ბრაზილიას _ ნაკლებად ტურისტულ, უფრო ყოველდღიურ და ჩვეულებრივ პერსპექტივას შექმნის. მაგალითად, წლე ვანდელი ფესტივალის გამხსნელი ფილმი იყო ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ჰოსპისზე, რომელიც ჩვენთან 1944 წელს მართლა ფუნქციონირებდა. ფილმის მთავარი გმირია ფსიქიატრი ქალი, რომელმაც გარდამტეხი ცვლილებები მოახდინა _ შეეცადა, მკურნალობის არაადა მიანურად სასტიკი მეთოდები ჰუმანური მიდგომებით, ვთქვათ,
12 VOYAGER 17/2019
ოკუპაციური თერაპიითა და ხელოვნებით ჩაენაცვლებინა. მთელი მოქმედება ამ ჰოსპისში ხდება და იმგვარ რამეებზეა ლაპარაკი, რასაც არავითარი საერთო არ აქვს ბრაზილიის გარეგნულ იმიჯთან, მის სახელგანთქმულ სიმბოლოებთან. ფესტივალზე, ასევე, ვუჩვენეთ ფილმი, რომელშიც გარე დანაა დანახული ბრაზილიური ქალაქების სურათი და ვუჩვენეთ ფილმიც, რომელიც ბრაზილიის უფრო ღრმა ის ტორიაში, კერძოდ, 1800-იანი წლების ყოველდღიურობაში გვამოგზაურებს. ეს მონათმფლობელობის ხანაა და ფილმიც ამ ხანას იკვლევს, ანუ გვაჩვენებს თანამედროვე რიოსგან მკვეთრად დაშორებულ სურათს, კიდევ ერთი კუთხიდან აღმოგვაჩენინებს ქვეყანას. ბრაზილია ძალიან კომპლექსური ქვეყანაა, რასობრივი ურთიერთობები კი სწორედ მონათმფლობელობის ეპოქიდან მოყოლებული იცვლება და ვითარდება. ახლა სიტუაცია გაცილებით უფრო ჰარმონიულია. ცხადია, რასობრივი წინა განწყობები კვლავ არსებობს, მაგრამ მას უკვე სახელმწიფო მმართველობაც უპირისპირდება და არასამთავრობო ორგა ნიზაციებიც. შავკანიანების ხმაც გაცილებით ომახიანად ისმის საჯარო სივრცეში და მათ აზრსაც უფრო ხშირად ით ვალისწინებენ. 1821 წლიდან დაწყებული ცვლილებების დანახვა კი შეუძ ლებელია, თუ მხოლოდ სიმბოლოებს და ზედაპირულ ინფორ მაციას დავეყრდნობით. კინოს კი ჯადოსნური ძალა აქვს, გაჩვენოს რეალობა სხვადასხვა სიღრმეზე, სხვადასხვა პერს პექტივით, სხვადასხვა გამოცდილების აღწერით, ქართველი მაყურებლისთვისაც ფილმებს ამ იდეით ვირჩევთ.
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა შედგება
26 შტატისგან
ბრაზილია
სიდიდით მე-5
მოსახლეობის რაოდენობა
ქვეყანაა მსოფლიოში
216,241,674 მლნ დედაქალაქია
ბრაზილია
რიო დე ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია ბრაზილიის სახმელეთო საზღვრები დაახლოებით 15 ათას კმ-ზე ვრცელდება სამხრ. ამერიკის ყველა ქვეყანასთან, ჩილესა და ეკვადორის გარდა.
ბრაზილიის სანაპირო ზოლი ოკეანის მხარეს 7400 კმ.-ზე გრძელდება
სამხრ. ამერიკაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოფიციალური ენა პორტუგალიურია
სისერო მარტინს გარსია მეუღლესთან ერთად
უკვე ძალიან საინტერესოდ განვიხილეთ „არატურის ტული ბრაზილიის საკითხი“, თუმცა, გთხოვთ, გვითხარით, როგორია ბრაზილიელი, როცა გარე სამყაროსთვის არ ცდილობს საკუთარი თვისებების დანახვებას? სიამოვნებით მოგახსენებთ სხვა მაგალითსაც და ეს უკვე მუსიკას ეხება. ყველამ იცის, რომ ბრაზილია და ბოსა ნოვა, ისევე, როგორც სამბა და ბრაზილია, სინონიმებია, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ძალიან საინტერესო კლასიკური მუსიკის სკო ლაც აქვს. 2018 წლის აპრილში თბილისში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ბრაზილიური კლასიკური მუსიკის საღამო მოვაწყვეთ, ჩვენი მიზანი იყო, გვეჩვენებინა, რომ არიან ბრაზილიელები, რომლებსაც სამბას რიტმებზე ცეკვასა და სიმღერას კლასიკური მუსიკის შესრულება ან მოსმენა ურჩევნიათ. თუმცა, ცხადია, შეუძლებელია, გვერდი აუარო ბრაზილიურ სიმბოლოებს, როგორებიც კარნავალი და ფეხ ბურთია, ეს გრანდიოზული, ყოვლისმომცველი კონცეპტებია. კარნავალი მეც მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ვმღე რი და ვერც ვცეკვავ, აი, ფეხბურთის კი დიდი გულშემატკივარი გახლავართ. რადგან თავადაც ახსენეთ, როდიდან გულშემატკივ რობთ ფეხბურთს? 1970 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს და ეს ძალიან მეამაყება, რადგან 1970 ბრაზილიური ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვ ნელოვანი წელია. ეს, ფაქტობრივად, დაბრუნების მომენტია.
13 VOYAGER 17/2019
შესავალი ბრაზილიაში აგიხსნით _ პირველივე შეხვედრა, პირველივე გაცნობა ბრაზილიაში მეგობრულია. ამიტომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყოველთვის თვალში მხვდება ხოლმე უნდობლობა, რაც აქაურ ხალხს საბჭოთა სისტემამ დაუტოვა მემკვიდრეობად. ქართველებს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ განწყობასთან გამკლავება კარგად გამოგივიდათ, ბრაზილიაში კი, მიუხედავად ხანგრძლივი სამხედრო დიქტატურისა, რაც 1964 წლიდან 1985 წლამდე გაგრძელდა, ამ პრობლემას, ცხოვრებისადმი ამგვარ დამოკიდებულებას, ადამიანებზე ასეთივე გავლენა არ ჰქონია. ბრაზილიას კვლავაც ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი ეკო ნომიკური განვითარებისთვის, მაგრამ მეგობრულ განწყობასა და კარგ იუმორს ჩვენი ხალხი არასდროს კარგავს, თითქოს, ეს გენეტიკურად მოგვყვება. უცხო სახეს დაინახავენ თუ არა, ბრაზილიელები პატივისცემით განიმსჭვალე ბიან და, ვფიქრობ, ეს ერის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. როგორ ხედავს ბრაზილიელი საკუთარ თავს საერთო ლათინო-ამერიკულ კონტექსტში?
ჩვენ ხომ ზედიზედ ორი ჩემპიონატი მოვიგეთ 1958-სა და 1962 წლებში, შემდეგ, 1966 წელს, ეს ვერ შევძელით, 1970 წელს კი თასი კვლავ ჩვენი გახდა _ ანუ, გამოდის, რომ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატში ბრაზილია ჩემპიონი სამჯერ გახდა და ამის გახსენება წარსულიდან დაუვიწყარი შეგრძნებაა.
ჩვენ ლათინურ ამერიკაში ერთადერთი პორტუგალიურენო ვანი ქვეყანა ვართ. გარდა ამისა, ძალიან მძლავრი აფრიკული გავლენებიც გვაქვს, ცხადია, ძირძველი ამერიკელების მემკ ვიდრეობაც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი, მაგრამ ბრა-ზილიელმა ინდიელებმა განვითარების იმგვარ მასშტაბებს ვერ მიაღწიეს, როგორც პერუში, ბოლივიასა და მექსიკაში. სამაგიეროდ, აფრიკული მემკვიდრეობა _ მუსიკით, კულინარიით, ცეკვებით, ფოლკლორითა და რელიგიით _ საუკე თესოდ დაცული სწორედ ბრაზილიაშია. ეს მემკვიდრეობა ბრაზილიურ თვითაღქმას, ცხოვრების წესსაც ეტყობა. მაგალითად, გაგიგიათ, ალბათ, ბრაზილიური
შემდეგ, 1982 წელს, კვლავ ვერ მოვიპოვეთ ჩემპიონობა, მაგ რამ, სამაგიეროდ, ფანტასტიკური გუნდი გვყავდა, მწვრთნელი _ კიდევ უკეთესი, ამიტომ ეს იმედგაცრუების წელი იყო _ ისე კარგად ვთამაშობდით და როგორ წავაგეთ, ვერ გამიგია… 1994-ში, უნდა ვაღიარო, ჩვენი გუდი დიდად არ ბრწყინავდა, მაგრამ იმდენად კარგი მაინც აღმოჩნდა, რომ ჩემპიონობა ქვეყნისთვის მეოთხედ მოეტანა. მერე უკვე, 2002-ში, თასი მეხუთედ მოვიპოვეთ და აი, მას მერე ძალიან საშუალო დონეზე ვთამაშობთ, მეტსაც გეტყვით, რამდენიმე საშინელი მატჩიც ჩაგვიტარებია, თუმცა, ნება მომეცით, არ გავიხსენო ისინი. გულშემატკივრობის კულტურაც ძალიან მაღალ დონეზეა, ფეხბურთი ჩვენთან უმრავლესობას უყვარს და მიზეზიც ესაა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამით რომელიმე სხვა საფეხბურთო ქვეყნისგან განვსხვავდებით; რომ, ვთქვათ, ბრიტანელებზე ან გერმანელებზე უფრო თავგადაკლული გულშემატკივრები ვართ. არ ვაღიარებ ამ კლიშეებს. მაგალითად, არ ვაღიარებ ფაქტს, რომ გერმანელი ფანები „ნაკლებად ემოციურები“ არიან. იმას კი გეტყვით, რომ, ზოგადად, კლიშეში სიმართლის მარცვალი ყოველთვის დევს. ისევე, როგორც სიმართლესთანაა კავშირში გაცვეთილი მოსაზრება ბრაზილიური მეგობრობის შესახებ. დიახ, ყველამ იცის, რომ ბრაზილიელებმა საოცარი ურთიერთობები იციან, გულგახსნილი და მეგობრული ხალხია, დიახ, ეს კლიშეა, მაგრამ მართლა ასეა _ სხვა სიტყვებით
მეგობრულ განწყობასა და კარგ იუმორს ჩვენი ხალხი არასდროს კარგავს, თითქოს, ეს გენეტიკურად მოგვყვება.
14 VOYAGER 17/2019
ვუდუსა და სხვა აფრიკული გამოვლინებების შესახებ. ვფიქრობ, მსგავსი სიმძლავრით ამ ყველაფრის ნახვა მხოლოდ კუბაში შეგიძლიათ. რაც ეხება ბრაზილიას, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბრაზილიელების 50%-ს მაინც ძარღვებში ცოტაოდენი აფრიკული სისხლი აუცილებლად უჩქეფს. როგორია ბრაზილიის როლი უფრო გლობალურ კონტექსტში? ბრაზილია მრავალი წლის განმავლობაში იყო ცუდად გან ვითარებული ქვეყანა, ახლა კი სიტუაცია უკეთესია. მაგალი თად, შიმშილი ჩვენთან აღარ არსებობს. თუმცა, პრობლემები კვლავაც რჩება, მათ შორისაა, ფაველებსა და მივარდნილ სოფლებში ცხოვრების დონის ამაღლება, სუფთა წყლის პრობლემის გადაჭრა, განათლების შეტანა. ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც წინ მივდივართ. ცხადია, ვერ შევძლებ, ზუსტი რიცხვი გითხრათ, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ფაველებში, მაგრამ იქაც კი ყველა ძალიან ცუდად არაა. კარგი კიდევ ისაა, რომ ბრაზილია მთელ ლათინურ ამერიკაში ინდუსტრიულად ყველაზე მეტად განვითარებული ქვე ყანაა. ეს პროცესი ჩვენთან 1950-იან წლებში დაიწყო და დღეს უკვე გვყავს ავტომობილები და თვითმფრინავები, რომლებიც მთლიანად ჩვენს ქვეყანაში მზადდება. მაგალითად, თქვენ რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ ავიახაზებით თბილისი დან ბარსელონაში, ვენასა თუ ლონდონში გაფრინდებით, სწორედ 100%-ით ბრაზილიური EMBRAER-ით იფრენთ. ამ მიღწევების მიუხედავად, იმდენიც გვესმის, რომ ტექნო ლოგიურად ბრაზილია კვლავაც უნდა განვითარდეს ისევე,
როგორც უნდა გამრავალფეროვნდეს და დაიხვეწოს მომსა ხურების სისტემები, იაპონელებივით გრანდიოზული მიღწევები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ სწორედ განვითარებისკენ მივდივართ. გთხოვთ, აღწერეთ თქვენი მშობლიური ქალაქი, გლობალურ სურათზე რომ დავინახოთ ის, წლების განმავლობაში რამდენად შეიცვალა? ძალიან პატარა ქალაქ პინიალში დავიბადე. პინიალი სან პაულუს შტატს მიეკუთვნება. რვა წლის ვიყავი, როცა შტატის დედაქალაქში, სან პაულუში გადავედით საცხოვრებლად, შემდეგ, უკვე 25 წლისა, ბრაზილიაში გავემგზავრე _ დიპლო მატიურ სამსახურში შესასვლელად. ანუ ვსაუბრობთ 40 წლის წინანდელ დროზე, როცა სან პაულუცა და ბრაზილიაც, ჯერ კიდევ განვითარების გზაზე იდგნენ, თუმცა, წინსვლის ტემპით ორივე ქალაქი გამოირჩეოდა. ჩემი მშობლიური პინაო კი ყოველთვის კარგი სასოფლო-სამეურნეო ქალაქი იყო და ეს მომწონს, რომ პროფილი დღემდე არ შეუცვლია, რადგან ბრაზილია მსოფლიოში სოფლის მეურნეობის ნაწარმის თითქმის №1 ექსპორტიორია. ექსპორტზე გაგვაქვს სოია, ყავა, ფორთოხალი. თუმცა, ახლა სხვა პროცესი გვაქვს და საწყები, რა თქმა უნდა, თუ არ გვინდა, რომ უმჭიდროვესად დასახლებული მეგაპოლისების გამო ურბანული კატასტროფა მივიღოთ. საერთოდ, სასიხარულო ჩემთვის ისიცაა, რომ ბრაზილიას, მას შემდეგ, რაც განვითარება დაიწყო, ტემპი მკვეთრად არასდროს დაუგდია, შეიძლება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რამდენიმე პუნქტით დაეცეს, მაგრამ ან სტაბილურია, ან მხოლოდ ორიოდე პუნქტით იცვლება, მკვეთრი ვარდნა არ გვქონია. ალბათ, ამიტომაც ბევრი ადამიანი, ვინც თავისი პატარა ქალაქი დიდ ქალაქში გაცვალა სამსახურის საძიებლად, ანდა ვინც სულაც საზღვარგარეთ წავიდა, უკან ბრუნდება, რადგან ცხოვრება პატარა ქალაქებშიც უმჯობესდება. სხვათა შორის, მე ის დროც მახსოვს, როცა 1986 წელს, ვენაში, ბრაზილიის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობისას, პირველი ბრაზილიელი გავიდა ქვეყნიდან ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად; ეს მაშინ, როცა სხვა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ეკონომიკურ მიგრანტთა რიცხვი ძალიან დიდი იყო. მადრიდში, ესპანეთის დიპლომატიურ სამსახურში მუშაობისას, შემიმჩნევია ისიც, რომ ბრაზილიაში სამუშაოდ
15 VOYAGER 17/2019
შესავალი ბრაზილიაში მიდიოდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები, არქი ტექტორები და სხვა პროფესიონალები, ბრაზილიიდან კი სამსახურის საძიებლად ესპანეთისკენ უფრო დაბალი კვა ლიფიკაციის მქონე ბრაზილიელები მოდიოდნენ. დღეს 3-4 მლნ ბრაზილიელი ცხოვრობს საზღვარგარეთ ქვეყნის 200 მილიონიანი მოსახლეობიდან. ასე რომ, დიახ, მიგრაცია ეკონომიკური მიზეზებით ჩვენც გვაქვს, მაგრამ არა კატასტრო ფული მაჩვენებლით.
იგუასუს (IGUAÇU) ჩანჩქერები ბრაზილია-არგენტინის საზღვარზე მდებარეობს და ორივე ქვეყნის ღირსშესანიშნაობაა. ესაა ჩანჩქერების უდიდესი სისტემა მსოფლიოში, რომელიც ესპანელმა კონკისტადორებმა 1541 წელს აღმოაჩინეს.
ბრაზილიის ხსენებაზე, პირველ რიგში, უმრავლესობა რიო დე ჟანეიროს ასახელებს. იქნებ გვირჩიოთ გამორ ჩეული ადგილები, რომელთა ნახვაც ბრაზილიაში სტუმ რობისას აუცილებლად მიგაჩნიათ? რიო დე ჟანეიროში, პირველ რიგში, მოგხიბლავთ ბუნება _ კორკოვადო იქნება თუ ქალაქის შუაგულში აღმართული სხვა მთები, პლაჟები და ოკეანე _ სწორედ ამ ბუნებრივი მონაცემების გამო, რიო ზღაპრულად ლამაზი ქალაქია. სან პაულუ ასეთივე მშვენების ბუნებით არ გამოირჩევა. ქალაქს უდავოდ ბევრი საინტერესო ადგილი აქვს, მაგრამ კარგი იქნება, თუ იქაურობას მეგობართან, ან ადგილობრივ გიდთან ერთად დაათვალიერებთ _ ზედაპირზე სან პაულუს მშვენებებს ვერ იპოვით _ ამ ქალაქის კულტურა უფრო ღრმად იმალება. პირველ შთაბეჭდილებას მისი მასშტაბები მოახდენს, აუცილებლად აღმოგხდებათ: „რამხელაა ეს ქალაქი, როგორ სწვდება ცას შენობები, როგორ არ აქვს ამ ქალაქს საზღვრები“... სიამოვნებით გირჩევთ ბაიას შტატში, ქალაქ სალვადორის დათვალიერებას _ მშვენიერი ქალაქია, რომელიც აფრი კულ კულტურულ მემკვიდრეობას მოხდენილად აირეკლავს. აფრიკული ცეკვები, აფრიკული კერძები და სხვა ეთნოგრა ფიული კომპონენტები თუ გაინტერესებთ, ყველაფერი იქაა. საერთოდ, გამორჩეული გასტრონომიული კულტურა რიოსაც აქვს ისევე, როგორც ბაიას, სადაც სუნელების შთამბეჭდავ მრავალფეროვნებას გასინჯავთ. სამხრეთი ბრაზილია ძირი თადად ხორცზეა აწყობილი _ ჩვენი ცნობილი churrasco _ ბრაზილიური ბარბექიუ _ სწორედ იქიდან მოდის. სან პაულუს კი უფრო ინტერნაციონალური გემოვნება აქვს, ეს იმიტომ, რომ სან პაულუ, როგორც ბრაზილიის სხვა დიდი ქალაქები, იდენტობების ჩარჩოებში არ ექცევა. პირიქით, იქ ჩარჩოებს და შეზღუდვებს არ სცნობენ, ახალი კულტურის მისაღებად სულ მზად არიან არა მხოლოდ ბრაზილიის სხვა რეგიონე ბიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ამიტომაც ბრაზილიაში ყველგან შეიძლება ყველაფერი ნახო და გასინჯო. შესაძლოა, ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი ადგილებია: 1. პანტანალი _ მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ჭაობების მხარე.
2. ლენსოის-მარანეინსის ნაციონალური პარკი _ ქვიშის დიუნები მტკნარი წყლის ლაგუნებით; 3. იგუასუს ჩანჩქერები _ მსოფლიოში უდიდესი ჩან
ჩქერთა სისტემა და, ამაზონის ტყეების მსგავსად, მსოფლიოს ბუნების ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი.
16 VOYAGER 17/2019
17 VOYAGER 17/2019
შესავალი ბრაზილიაში
პანტანალი _ მსოფლიოს უდიდესი ჭაობიანი ტერიტორიაა _ რომლის ძირითადი ნაწილი ბრაზილიაშია, ნაწილი კი ბოლივიასა და პარაგვაიში. პანტანალს მოგზაურები ეგზოტიკური ფლორისა და ფაუნის აღმოსაჩენად სტუმრობენ.
აქ ბინადრობენ იაგუარები, პირანიები და მწვანე ანაკონდები _ პანტანალის ბიომრავალფეროვნება შთამბეჭდავია.
18 VOYAGER 17/2019
ლენსოის-მარანეინსის (LENÇÓIS MARANHENSES) ნაციონალური პარკი ქვიშის წყვეტილი დიუნებითაა დაფარული და, უხვი წვიმის მიუხედავად, მცენარეული საფარი თითქმის არ გააჩნია. აქაურობას ბევრი ლეგენდა ამკობს. წვიმიანი სეზონის დროს ადგილობრივები თევზაობენ. ეკოტურიზმით დაინტერესებულები კი შტატის დედაქალაქიდან ეროვნულ პარკში ჯიპებით მიდიან. სტუმრებს სთავაზობენ სერფინგისა და ცხენოსნობის სერვისებს და, ასევე, ოფ-როუდ ჯიპებით სათავგადასავლო ტურებსაც.
19 VOYAGER 17/2019
შესავალი ბრაზილიაში
ჟუბიაბა
ა კა მო რ ჩ ი ლა ძ ე
ბავშვობაში ერთი ჩვევა მქონდა: რახან ყველა რაღაცას აგროვებდა, მარკები იქნებოდა, მანქანის მოდელები თუ სხვა რამ, ამეებს თავს ვერაფრით ვუყრიდი, სამაგიეროდ კი ბრაზილიურ გვარ-სახელებს ვაგროვებდი. რა თქმა უნდა, ძალით არა, მომწონდა. უფრო იმიტომ, რომ რამდენიმე საფეხბურთო წიგნი არსებობდა, რომლებშიც ვარსკვლავების ვრცელი სახელები ეწერა და იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ბრაზილიელ ფეხბურთელს ან მეტსახელი ჰქონდა, ან მხოლოდ სახელით მოიხსენიებდნენ, ვრცელი სახელის პოვნა საინტერესო საქმე იყო, რახან, სინამდვილეში, სრული სახელი გრძელი და უცხოდ მჟღერი აღმოჩნდებოდა ხოლმე.
20 VOYAGER 17/2019
აბა, რა ერქვათ სინამდვილეში ადემირს, ტიმს, ამარილდოს და სხვა ასეთებს? პელეს და გარინჩას ვრცელი სახელები ყველამ იცოდა, მაგრამ აბა, ვალდემარ დე ბრიტო ვინ იყო? ჟაირ და როზა პინტუ? ალტაირ გომეშ დე ფიგეირედო? მოკლედ, სულ ასეთებში ვიყავი. ცხადია, პორტუგალიური გრამატიკისა და წარმოთქმისა არაფერი გამეგებოდა, ამიტომ, როგორც ჩვენებურად ეწერა, სწორიც ისე მეგონა. ახლა კი ჩავიწერდი, ვაუდემარ დ ბრიტუ და ასეთებს, მაგრამ ახლა ისედაც ყველაფერი ვიკიპედიაში წერია, მაშინ კი ინფორმაცია ჭირდა. ესესესერი და ამბავი. სახელები მჟღერი იყო და მოულოდნელი, ყველა ამათგანი წიგნების პერსონაჟებივით იყვნენ. ოტო გლორია საერთოდაც მწერლად წარმომედგინა, ან სულაც ადმირალად. მწვრთნელი იყო. მოკლედ, ძველი და დახლართული. ამბავია. საეროდ კი, ხმადაბლა რომ ვიკითხოთ: რა არის ჩვენთვის ბრაზილია?
როგორც სხვა სამხრეთამერიკულ ქვეყნებში, გენერლები ბრაზილიაშიც მხეცობდნენ ხოლმე და კომუნისტებს ტან ჯავდნენ. საბჭოთა დროს კი ვინ იყო ცნობილი ბრაზილიე ლი მწერალი და ჟორჟე ამადუ, რომელიც ახალგაზრდობაში კომუნისტიც ყოფილა, რეპრესირებულიც, სიკვდილმისჯილიც და სამშობლოდან გამოქცეულს, მგონი, სტალინიც ცოცხალი ენახა. მერე კომუნისტობა მიეტოვებინა, მაგრამ მემარცხენე კაცი კი იყო და ამიტომ, საბჭოთა კავშირში მისი წიგნები სულ ითარგმნეობდა და გამოიცემოდა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. ეს კარგი იყო, რადგან ამადუ მართლა მაგარი მწერალი იყო და თან სრულიად უცხო ხმისა და გაგებისა. მისი ნაწერები მშობლიური შტატის, ბაიას გარშემო ტრიალებდა და დიდად განსხვავდებოდა ყველა სხვა უცხოური ნაწერისაგან, იმ დროში რომ წაიკითხავდი. ვერ იტყოდი, მარკესებს და ასეთებს ჯობიაო, მაგრამ სხვა რომ იყო, იმასაც ვერ უარყოფდი.
პირველ რიგში, ფეხბურთი. ფეხბურთმა ყველაფერი გადაფარა და მსოფლიომ სწორედ ფეხბურთით იცნო ბრაზილია. არის ეგეთი კარგი წიგნი, „ფუტებოლი“, ბრაზილიური ცხოვრების წესი. ჰოდა, იქ კოხტადაა ყველაფერი, აღარ გაგიკვირდება, როგორ მოხდა, რომ ბრაზილია ასეთია ფეხბურთში.
ყველამ იცოდა მისი წიგნი „დონა ფლორი და მისი ორი ქმარი“ და მგონი ახლაც ყველამ უნდა იცოდეს. რა ხალისი და იუმორია იქ, ვერც გაზომავ. სმაში ჩამკვდარ ძმაკაცს კარნავალის დროს დუქან-დუქან რომ დაატარებენ და ჩაძინებული რომ ჰგონიათ და ასეთები. საერთოდ, ამადუს კითხვა იმითაცაა კარგი, რომ იქ ბაიას ხალხზე კია ამბები, მაგრამ მთელი ბრაზილიის სევდა, ხალისი და სილაღეა ჩატეული. ასეთი წიგნიც დაწერა, „გაბრიელა, დარიჩინი და მიხაკი“, ძალიან მაგარია. საერთოდ კი მგონი, ცუდი და კარგი არა აქვს, ყველა საინტერესოა და ყველა ისეთი სამყაროა, რომ თან დნები და თან ღელავ. ახლა რომ ამადუსა და მისი გმირების ცხოვრებაზე მოყვე, სად წახვალ.
მერე ფეხბურთს მოჰყვება სამბა, რიოს კარნავალი, ტელე სერიალები, რომლებსაც ბრაზილაში ნოველებს ეძახიან და იქავე მოიგონეს თვით პაულუ კოელიუ და ასე შემდეგ: ჩვეულებრივი ნაკრები ადამიანების, სახე-ხატებების და ცნებებისა, ქვეყნის გარედან რომ დაიმახსოვრებ კაცი, პელე, გარინჩა და ფეხბურთი, როგორც ძველ დროში ეწერა წიგნს. ბრაზილია ყვითელი მაისურებია. ის მხიარული, შერუჯული იერის მახვილგონიერი ადამიანებია. ბრაზილიაში ლუდს პატარა ჭიქებით სვამენ, ყველა დიდ ქალაქს კი შემოდგმული აქვს ფაველა, ოკრობოკროდ ნაშენები ღატკათა უბნები ამას თანმდევი ქუჩის ხიფათით და ასე დაუსრულებლად. ბრაზილიაშია მსოფლიოში ყველაზე გადამრევი გოგოები, შემშლელი ცეკვები, თავისუფალი ადათები, ღია ურთიერ თობები და კვლავ, ასე დაუსრულებლად. ასევე, ჩამოთვლი, რომ ბრაზილიელების უსაყვარლესი მსახიობი ფერნანდა მონტენეგრო, სინამდვილეში _ არეტე პინეირუ ესტევეშ ტორეში, უკვე ოთხმოცდაათი წლისა მოყრილა; რომ მარაკანა ერთადერთხელ გაივსო 1950 წელს და იქ 199 854 კაცი იყო, ახლა კი სტადიონზე სულ 78 838 ადგილია; რომ რიო დე ჟანეიროელს, ჩვეულებრივ, კარიოკას ეძახიან და კვლავ და კვლავ დაუსრულებლად. რა არის აქედან მართალი და რა ნაკლებად მართალი, ადამიანი მაშინ გაიგებს, იქ რომ მოხვდება. ეს უბრალოდ ტურისტის კრებულია. საერთოდ, კიდევ ბრაზილია აღმოსაჩენი ქვეყანაა. თუმცა, ეს იოლი არ არის. ის უზარმაზარია, იქ არა მხოლოდ რიოს კარნავალია, არამედ ამაზონიც, ხოლო შტატები ისე განსხვავბებიან ერთმანეთისგან, რომ სხვადასხვა ქვეყნები გეგონება. მიდი და აღმოაჩინე.
ამადუს რომანები ხშირად გადაჰქონდათ ეკრანზე და ერთ-ერთმა ასეთმა საბჭოთა კავშირში დიდი სიყვარული მოიპოვა. ფილმი კი ამერიკული იყო, წიგნის სათაურიც გადაკეთებული, მაგრამ ბრაზილიური ბანდების ცხოვრებაზე _ „ქვიშის კარიერის გენერლები“ ერქვა, ამადუს ოცდაათი წლით ადრე დაწერილი რომანის, „ქვიშის კაპიტნების“ მიხედვით. იქ გოგო იყო, დორა, რომელიც კვდებოდა. გული ჩაგწყდებოდა იმის სიკვდილზე და იმათ ცხოვრე ბაზე. ცოტას წაუსოციალისტურებდა. ბოლოსკენ, მაგრამ ამის მიუხედავად, 80-იან წლებშიც კი, თუ სადმე გაუშვებდნენ, დარბაზი უმალ გაივსებოდა. რახან ამერიკა გამოკრთა და ბრაზილიაში წასვლის წინ ჯონ აპდაიკის რომანის, „ბრაზილიას“ წაიკითხვა საუკეთესო რამ იქნებოდა. ისეთი, წიგნია, თვითონ გმირების ამბავს თავი რომ დაანებო, ბრაზილია ვიციო, სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ იტყვის იქ არნამყოფი კაცი. რაც შეეხება ჟუბიაბას, ერთი ჯადოქარი კაცია, მაკუმბეირუ, ისევ ამადუს წიგნიდან. მაკუმბა კიდევ… არ გამოვა ასე, ბრაზილია ძალიან დიდია.
ძველ ისტორიას რომ შევეშვათ და მთელი პორტუგალიური ამბები არც კი ვახსენოთ, ბრაზილია ღრმა და რთული ქვეყანაა, უკიდურესად მიმზიდველი წარსულით და დღევანდე ლობით, გასაოცარი ტრადიციებითა და ისტორიით, რომელიც ზღაპრებს ჰგავს. ჰოდა, ბრაზილიის გასაგებად, ბრაზილიუ რი წიგნებიც ეხმარება ადამიანს. ისინიც ზღაპრებივითაა. ჩვენამდე ძნელად აღწევს, მაგრამ წინა საუკუნეშივე იყო ერთი გამონაკლისი. 21 VOYAGER 17/2019
რიო დე ჟანეირო
რიოს თავისი აქცენტი აქვს ჩანაწერები ქალაქიდან, სადაც სევდა ოკეანეს მიაქვს
თ ე ნ გიზ ჩ ა ნ ტლა ძე
თუ ჩემსავით რიო დე ჟანეიროზე წარმოდგენა სამოგზაურო გადაცემებიდან შეიქმენით, ესე იგი, სიმართლის მეორე ნახევარი ამ ქალაქის შესახებ ჯერ კიდევ მოსასმენი გაქვთ. დიახ, რიო არის სანაპიროები, შაქრისთავა მთა და სხვა ლამაზი მთები, ქრისტეს ქანდაკება, ფაველები, გიჟური ტრანსპორტი, გარუჯული ლამაზი ქალები და ბრგე, კუნთმაგარი კაცები, მაგრამ რიო ასევე არის უთანასწორობა და სიღარიბე, დაუცველობა და საფრთხის მოლოდინი, ტრანსპორტი, რომელსაც ვერ ენდობი და ადამიანები, რომელთაც დროის შეგრძნება არ აქვთ. თუმცა, რიო კიდევ არის გულითადი, მხიარული ურთიერთობები, ქმედება, სპორტი და ცეკვა, ამ ყვეალფერს კი თან ახლავს დარდისა თუ უსიამოვნო ფიქრებისგან ადვილად განიავების შეგრძნება, რაც ოკეანესთან სიახლოვეს მოაქვს. რიო დე ჟანეიროში, მეუღლესა და ჩემს ქალიშვილთან ერთად, 2014 წელს გადავედი საცხოვრებლად და იქ ხუთ წელიწადს ვიცხოვრეთ. თბილისში ორიოდე თვის დაბრუ
ნებულს ახლა ყველაფერი ძალიან შორეულ, მაგრამ თან ძალიან ახლობელ, ემოციებით სავსე ამბად მახსენდება. ყოველთვის შურით შევცქეროდი ისეთ ადგილებს, რომელთა სანაპიროებს ოკეანე ვეებერთელა ტალღებს ახეთქებს და თან სულ ვფიქრობდი, ნეტა როგორები ვიქნებოდით ქართველები და რანაირი იქნებოდა საქართველო, ოკეანეს რომ ესაზღვრებოდეს. გავიდა დრო და ჩემდაუნებურად ბავშვობის ამ კითხვაზე პასუხს ბრაზილიაში მივაგენი _ საქართველო ოკეანის პირას, ეს არის ქალაქი რიო დე ჟანეირო. ყოველდღიური ცხოვრების იმდენ საკითხში იმდენად მსგავსი ქცევები და მიდგომები შეიმჩნევა კარიოკებსა (ასე უწოდებენ საკუთარ თავს რიოს მკვიდრნი) და ქართველებს შორის, რომ ფრიად გაკვირვებული დავრჩი. რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებებიც და ხშირად _ არა ჩვენს სასარგებ ლოდ, მაგრამ ეს ზუსტადაც რომ ოკეანის გავლენის შედეგია _ ოკეანის, რომელიც თავისი ტალღების დგაფუნის მელოდიით, ყოველდღიურად ამშვიდებს სანაპიროებთან მოფუსფუსე ბრაზილიელებს.
22 VOYAGER 17/2019
მოსანახულებლად ნაკლებად დატვირთული სეზონი შეარჩიოთ. ერთი-ორი კვირის განმავლობაში რიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობების მონახულებას ნამდვილად შეძლებთ. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რიოს ცნობილი სანა პირო ზოლები _ კოპაკაბანა, იპანემა და ლებლონი. ეს ის სანაპიროებია, სადაც მცხუნვარე, მზიან დღეს ყველაზე მეტ ტურისტს და არა მხოლოდ ტურისტს შეხვდებით. აქ ყველა ერთმანეთშია გადათქვეფილი _ უცხოელი დამსვენებლები, შეძლებული ადგილობრივები და ფაველებიდან მოსული და შრომით გათანგული კარიოკები. ყველას უყვარს ოკეანის ტალღებში გაგრილება, მზეზე მიფიცხება და ცნობილი კოქ ტეილის _ კაიპირინიას წრუპვა. როდესაც სანაპიროზე კოტრიალით გულს იჯერებთ, აუცი ლებლად უნდა გადაინაცვლოთ უფრო შემაღლებულ ადგი ლებზე, რათა ქალაქის და ბუნების თვალწარმტაცი ხედე ბით დატკბეთ. ამგვარი ღირსშესანიშნაობებიდან, ყველაზე ცნობადი და პოპულარული, შაქრისთავა მთა (Pão de Açúcar) და კორკოვადოა, რომლის კენწეროზეც ქრისტეს ცნობილი ქანდაკება გელოდებათ. აგრეთვე, შეგიძლიათ, ესტუმროთ „ტიჟუკას“ ტყეს, რომელიც, მშვენიერი ხედების გარდა, ბევრ საინტერესო სალაშქრო ბილიკსაც გთავაზობთ. რახან ბუნებაზე ჩამოვარდა სიტყვა, აუცილებლად ეწვიეთ რიოს ბოტანიკურ ბაღს, რომელიც შუაგულ ქალაქშია და თავს ისე გაგრძნობინებთ, თითქოს, ჯუნგლებში იყოთ.
ტექსტი ეფუძნება ნაწყვეტებს თენგიზ ჩანტლაძის წიგნიდან “ლურჯი ტალღები, ანუ ქართველები ოკეანესთან”
რა? სად? როდის? რიოში ტურისტები რიოში ორი დიდი ზეიმის გამო ჩადიან ხოლმე _ ახალი წელი და კარნავალი. საახალწლო ფოიერვერკები რიოს სანაპიროებზე მართლა ულამაზესი სანახაობაა ისევე, როგორც დაუვიწყარია კარნავალის დროს სამბას რიტმებზე აცეკვებული დიდი და პატარა, მოყვარული თუ პროფესი ონალი მოცეკვავე. კარნავალი და ახალი წელი ყველაფერს ფარავს, ყველა გრძნობა და ფიქრი კვადრატში ადის და რიო მხოლოდ ერთი სახით დაგენახვებათ _ კარნავალური სახით. მაღაზიები, მუზეუმები, ღირსშესანიშნაობები _ ყვე ლაფერი ან დამსვენებლებით და ადგილობრივებით არის სავსე, ან კიდევ დაკეტილია, ქუჩებში კი ცეკვის, თრობის, მხიარულებისა და თავდავიწყების ქაოსი სუფევს. ასე რომ, თუ მაინცდამაინც ამ გრანდიოზულ ღონისძიებებს არ გსურთ, დაამთხვიოთ თქვენი ვიზიტი და გირჩევნიათ, ქალაქს სხვა კუთხითაც გაეცნოთ, უპრიანი იქნება, რიოს 23 VOYAGER 17/2019
რიო დე ჟანეირო ველურ ბუნებასთან გაცნობის შემდეგ, თამამად შეგვიძლია, ქალაქის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობებზე გადავერ თოთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი ქალაქის ცენტრს, სადაც რამდენიმე საინტერესო და ისტორიული მნიშვნელობის ეკლესიაა _ ცენტრშივე დგას უნიკალური არქიტექტურის მქონე ტაძარიც, რომელიც ამერიკელი ინდიელების საკულტო ნაგებობას წააგავს. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ეგრეთ წოდებული ლაპას აქვედუკი (ან კარიოკას აქვედუკი), და ათვალიეროთ მიმდებარედ განლაგებული „სანტა ტერეზას“ უბანი, სადაც ცნობილი „ფერადი კიბეები“ (Escadaria Selarón) მდებარეობს და გადაინაცვლოთ ოლიმპიურ ბულვარზე _ მუზეუმებისა და ვეებერთელა გრაფიტის სანახავად. რახან მუზეუმებზე ჩამოვარდა საუბარი, უნდა ითქვას, რომ რიო კარგი მუზეუმებით, დროებითი გამოფენებით, მუსი კალური, სპორტული და კულინარიული ღონისძიებებით საკმაოდ მდიდარია. რიოში გატარებული ხუთი წლის განმავლობაში იმდენად გამიმართლა, რომ არაერთ მნიშვნე ლოვან სპორტულ ღონისძიებაზე მოვხვდი, ოლიმპიადის ჩათვლით; დავესწარი თითქმის ყველა ჩემთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფის კონცერტს (მარტო „როლინგების“ გამოსვლა მარაკანას სტადიონზე ღირდა აქ ჩამოსვლად) და მოვინახულე ბევრი ცნობილი მხატვრის გამოფენა. ერთი სიტყვით, ვისაც კულტურული ცხოვრება გიზიდავთ, რიოს ბევრი ისეთი რამ აქვს, რითაც დაუსრულებლად შეუძლია, გაგაკვირვოთ. ამდენი ცნობილი ადგილების მონახულებაში კი თუ ჩა მობინდდა და შიმშილიც იგრძენით, რამდენიმე ადგილს გირჩევთ, მაგალითად, ბოსანოვას ჰანგებით გაჟღენთილ მყუდრო ბარს იპანემაზე _ Vinicious Piano Bar-სა და სამბას ცეცხლოვანი ცეკვებით ღამით აგიზგიზებულ „რიო სცენარიუმს“ (Rio Scenarium).
სპორტი, როგორც რელიგია კათოლიციზმის შემდეგ, რიოში სიდიდით და გაქანებით მეორე რელიგია სპორტია. სპორტის დრო სულ არის, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, დარსა და ავდარში. რიო ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც ავტობუსების გაჩერებებზე დამონტაჟე ბული სავარჯიშო ტურნიკეტები მინახავს _ სანამ ავტობუსი მოვა, ერთი-ორჯერაც ჩავიბუქნოთ, ბიჭებო! პრინციპში, კარიოკებს ისეთი მშვენიერი კლიმატური პირობები აქვთ, აფსუსიც იქნებოდა, ეს გარემო ჯანმრთელ ცხოვრების წესზე არ მოერგოთ.
აქ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ძუნძულებენ, ბუქნაობენ, სკეიტებზე დაქრიან, ველოსიპედის ბორბლებს ატრიალებენ, ცურაობენ, სერფინგზე დასრიალებენ, სანაპიროს ქვიშაში ფეხბურთს, ფრენ ბურთსა და ჩოგბურთს თამაშობენ. კოპაკაბანას და იპანემა-ლებლონის სანაპიროებზე კონკრე ტულ სპორტს კონკრეტული სექტორები აქვს დათმობილი _ მეშვიდე სექტორთან სერფერები ტივტივებენ ოკეანის ტალ ღების მოლოდინში; მეთერთმეტე-მეთორმეტე სექტორები, უმეტესწილად, სანაპიროს ფრენბურთისა და ჩოგბურთის ად გილებია. კოპაკაბანაზე კი ქვიშის ფეხბურთის მოყვარულები იკრიბებიან. რიოში ეგზოტიკური სპორტის სახეობებსაც შეხვდებით, მაგალითად, ფრენბურთს, რომელსაც თამაშობ სხეულის ნების მიერი ნაწილით, ხელების გარდა (Altinha); ანდა სრიალებ ტალღებზე სუპერმენის პოზაში, დაფის გარეშე. გარდა იმისა, რომ ძალიან სპორტული ხალხია, კარიოკები გიჟდებიან გუნდურად რაღაცების კეთებაზეც, მაგალითად, გუნდურად სირბილზე, ამიტომ მარათონი მრბოლელებს შორის შეიძლება ნებისმიერი ეგიდით გამართონ: „გაუმარჯოს სამბას!“, „გაუმარჯოს შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე ადამიანებს!“; „გაუმარჯოს ფეხმძიმეებს!“, „დიდება, აბორტს“; „არა _ აბორტს“; „გაუმარჯოს მოსაწევს“ და მერე _ „ძირს მოსაწევი!“ _ ყველაფრის დროშის ქვეშ დარბიან.
24 VOYAGER 17/2019
კვირას გარკვეული უბნები ნაწილობრივ იკეტება და არის დიდი სეირნობა, ტრიალებს და ბრუნავს სკეიტი, ველოსიპედი. ვიღაცები რაღაცებს ემხრობიან, ან აპროტესტებენ. ქუჩაში რომ გახვიდე და ნებისმიერი „ა“ პუნქტიდან ნებისმიერ „ბ“ პუნქტში გადაადგილდე, შეიძლება შემთხვევით მარათონის მონაწილე თავადაც აღმოჩნდე და, ვინ იცის, საპრიზო ადგილიც კი მოიპოვო. რაც მთავარია, რაც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს კარი ოკებში, ასაკისადმი დამოკიდებულებაა. დარბის და ვარჯიშობს ყველა, პენსიონერიც და ახალგაზრდაც, ღიპიანიც და კუნ თიანიც. მზიან ამინდში _ რაც იშვიათობას არ წარმოადგენს რიოში _ აბსოლუტურად ყველა გამოდის გარეთ, საყვარელ „სტრინგებში“ შემოსილი და ჩოგნით, ან სერფინგის დაფით. შეხედავ დარბაისელ, გამხდარ, ხანში შესულ ქალბატონს და უცებ ისე ჩააწოდებს ჩოგბურთის ბურთს, ანდა ისეთ ილეთს გააკეთეს მუხლით ქვიშის ფრენბურთში, ენა ჩაგივარდება.
შემწყნარებლობა
ავტორი თენგიზ ჩანტლაძე
თავად ბრაზილიელებს რომ ჰკითხო, ფიქრობენ, რომ რე ლიგია მათი ცხოვრების ყველა ასპექტში ერევა და ეს ბევრს არ მოსწონს. ხუმრობენ კიდეც, ეკლესიები ყველგან სოკო ებივით ამოდის _ იქ, სადაც ადრე სკოლა ან კინოთეატრი იყოო. პასტორებზე კი ჩივიან, შოუბიზნესის ვარსკვლავებივით ეკრანებიდან არ ჩამოდიანო _ ბრაზილიაში მართლაც ბევრი რელიგიური არხია, რომლებიც 24-საათიან ქადაგებებსა და რელიგიურ მსახურებებს გადასცემენ. თუმცა, თუ ამ ყველაფერს გარედან უყურებ, ჩემსავით, რე ლიგიის ამგვარ თანამონაწილეობას რიოს ყოველდღიურობაში ნამდვილად ვერ იგრძნობ. პირიქით, მე რიოში
ტოლერანტობას და ერთმანეთის პატივისცემას ვხედავ, არაფერს _ ზებუნებრივს. მახსოვს, ერთ საღამოს, აღდგომა ან შობა იყო, იპანემას სანაპიროზე ვსეირნობდით კაიპირინიას ჭიქებით ხელში. პოლიციელებმა ქუჩა გადაკეტეს, რათა რელიგიური პროცესია მანქანების მოძრაობას არ შეეფერ ხებინა. იქვე, იმავე ქუჩაზე, ზოგი ძაღლს ასეირნებდა, ზოგი სპორტულად ძუნძულებდა, ბევრი კიდევ სანაპიროზე იყო წამოწოლილი, ვიღაცები ხელიხელჩაკიდებულები ისხდნენ და ოკეანეს გაჰყურებდნენ, ალერსიანად ეხვეოდნენ ერთ მანეთს და იცინოდნენ, წყვილი შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი (ბრაზილიაში კანონით არის დაშვებული ერთ სქესიანთა ქორწინება). იმ მომენტში ყველა აკეთებდა იმას, რაც აინტერესებდა და სიამოვნებდა, ყველაფერში იყო ჰარმონია და იდილია. თუ კრიმინალი არ ხდება, რიოში ეს განწყობა ხშირად გეუფლება _ თავისუფლებისა და სი ლაღის.
სიკეთე სისადავეშია კარიოკები გულისხმიერი და სტუმართმოყვარე ხალხია. თუ არ ვლაპარაკობთ ფაველების უკონტროლო სიტუაციებზე, მაშინ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კარიოკა სულ მზადაა, დაგეხმაროს, გზა მიგასწავლოს, გირჩიოს, კარიოკა არ ასხვავებს კანის ფერს, სქესს, არ განიკითხავს, ვის ვისთან სძინავს, არ აინტერესებს ეტლით დადიხარ, თუ სიმძიმეებს წევ, კელტური სვირინგებით დაგიფარავს ტანი, თუ ვარდისფერი საცვალი გაცვია. ბევრჯერ მინახავს, როგორ მოაგორებდნენ კარნავალის დროს ეტლით, ფერადი გვირგვინებით მორთულ ბებია-ბაბუებს ისე, რომ არავის გაკვირვებია. ხშირად მინახავს ისიც, თუ როგორ მოჰყავთ მშობლებს დამბლადაცემული ბავშვი ოკეანეში საცურაოდ და მათაც არც არავინ გაურბის, არც არავინ აშტერდება. ერთხელ, შუადღისას კაფეში ვიჯექი, ქუჩა, მგონი, არა კა რიოკებს, არამედ სან პაულუელებს ჰქონდათ გადაკეტილი _ ცეკვავდნენ და სვამდნენ. ამ დროს გამოჩნდა შუახნის ქალი, რომელსაც, როგორც ჩანს, კუნთებზე რაღაც პრობლემა ჰქონდა _ ვერ დადიოდა, ეტლით მოჰყავდათ. მოქეიფეებმა ეტლიანი ქალი და მისი თანმხლები ჯგუფი გააჩერეს, გიტარაზე დაუკრეს, ცოტაც დაალევინეს და გაუშვეს. ერთად, გუნდურად, ყველაფერი ეხალისებათ, მოგზაურობაც, სხვების დახ მარებაც, ცეკვაც. თეთრი, შავი, ჰეტერო, ჰომო, ახალგაზრდა, მოხუცი _ ყველა ერთადაა. სიცოცხლისმოყვარული, გულ|გახსნილი ხალხია. 25 VOYAGER 17/2019
რიო დე ჟანეირო
ჭამა-სმის სიყვარული ბრაზილიელები სამი ხალხის აღრევის შედეგად ჩამოყა ლიბდნენ _ ამაზონიიდან ადგილობრივი ამერიკელები, ევ როპელი კოლონიზატორები და აფრიკიდან წამოყვანილი მონები. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად, რიოში ყველამ გადაწყვიტა, მხოლოდ ერთი კერძი ჭამოს _ ფეიჟოადა (feijoada) _ ბრინჯისა და ლობიოს ხორციანი კერძი. საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე, ძილისწინ _ ფეიჟოადას ჭამის დრო სულ არის. რასაც არ უნდა აკეთებდეს კარიოკა, როდესაც ჩამოჰკრავს წახემსების ზარი, ყრის ყველაფერს და ამ „ღვთაებრივი“ შეჭამანდის მისართმევად მიდის. საერთოდ, ჭამა-სმის მიმართ კარიოკა ვნებიანი სიყვარულით გამოირჩევა. რიოში სპეციალური რესტორნების ქსელიც კი აქვთ (მაგალითად, პორკაო), სადაც ფიქსირებულ ფასად გა ნუსაზღვრელი რაოდენობის კერძები შეგიძლია მიირთვა. ოფიციანტები გაუთავებლად დაფუსფუსებენ მაგიდებს შორის და როგორც კი თეფშზე გამოთავისუფლებულ ადგილს ნახავენ, მაშინვე გიმატებენ ხორცის ახალ ნაჭრებს. წინ მწვანე და წითელი ბარათები დევს. სანამ წითელზე არ გადაატრიალებ, ოფიციანტი მანამ გააგრძელებს თეფშზე საჭმლის დახვავებას.
სისუფთავის კულტი კარიოკები მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან ერთი დღის განმავლობაში კბილების გამოხეხვის სიხშირით. გულის ჯიბით დააქვთ კბილის ჯაგრისი და ნებისმიერი წახემსების შემდეგ მყისიერად იყენებენ. ზოგადად, კარიოკები ძალიან კარგად უვლიან საკუთარ თავს და საკუთარ ქალაქს, ყოველ შემთხვევაში, სანაპიროების ზონებს. სამხრთ ზონაში (Zona Sul), სადაც რიოს სანაპიროების ტუ რიზმია თავმოყრილი, სანაგვე ურნებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. დილაობით დამლაგებლების მთელი ჯარი ჩა მოუვლის ხოლმე და სულ ღიღინ-ღიღინით გაასუფთავებს. არ მინახავს, ვინმეს ბოთლი ან სიგარეტის ნამწვი ქუჩაში დაეგდოს, პირიქით კი მინახავს, თუ როგორ აუღია შემთხვევით გამვლელს ძირს დაგდებული ბოთლი და უახლოეს ურნამდე მიუტანია. ასეთი იდილიის მიუხედავად, რამდენჯერაც სანაპიროს ქვიშაზე ფეხშიშველამ გავისეირნე, ხან საწრუპი შემერჭო, ხან პლასტმასის ჭიქის ნატეხი. როცა ბრაზილიელებს ვკითხე, თუ რატომ მხვდებოდა ნაგავი ყოველდღიური წმენდადალაგების მიუხედავად, სავსებით ლოგიკური პასუხი გამცეს
_ უმეტესობა იმ ადამიანებისა, ვინც ქუჩებს და სანაპიროებს აბინძურებს, ფაველებიდანაა. ფაველებში კი, ფაქტობრივად, არ არსებობს გამართული კომუნალური მომსახურებე ბი, მათ შორის, არც ნაგვის შეგროვებისა და გატანის სისტემა, ამიტომ ეს ხალხი ნაგვის დაყრას არის მიჩვეულიო.
ფაველა რიოში უამრავი ფაველაა. ეს თვითნებურად დასახლებული ტერიტორიებია, სადაც, უმეტესწილად, ღარიბული ბარაკებია. მათთვის ამ ადგილებში არავის მიუჩენია ადგილი, თვით დინებით, საკუთარი რთული საჭიროებების გამო მოვიდნენ ამ ადგილებში, აგური აგურს დაადეს, უფრო სწორად, მუყაო _ მუყაოს და საცხოვრებელი ხუხულები ასე შეაკოწიწეს. სიღატაკემ, განვითარებასა და განათლებაზე წვდომის დე ფიციტმა კი მათ შორის კრიმინალები გაამრავლა. ამიტომ ფაველებში ღარიბებიც ცხოვრობენ და უკანონო ბიზნესით გამდიდრებულებიც. დროთა განმავლობაში ზოგიერთი ფაველა იმდენად გაიზარდა, რომ ასიათას მოსახლეზე მეტს ითვლის. ასეთია, მაგალითად, „როსინია“ _ რიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ფაველა.
26 VOYAGER 17/2019
პირველი კრიმინალური შემთხვევა იმ სახლის ფანჯრიდან დავინახე, სადაც ვცხოვრობდი _ ქუჩაში გამვლელს აყაჩა ღებდნენ. მერე შევეჩვიე _ ასეთი შემთხვევები რიოში ხშირია. არის ასეთი მოვლენა _ „არასტაო“ ჰქვია, რომლის დროსაც 20-30 თინეიჯერი სანაპირო ზოლზე მორბის და უსწრაფესად, განურჩევლად, ვისაც გვერდზე ჩაუქროლებს, ნივთებს სტაცებს. ცხადია, ეს მოზარდებიც ფაველებიდან არიან. არის ადგი ლები, რომლებზეც კარიოკებმა იციან, რომ ოფიციალურად არ კონტროლდება; რომ იქაურობა ექვემდებარება მხოლოდ ნარკო-ბარონების და სხვა კრიმინალური ბიზნესმენების არაოფიციალურ წესებს. ძალიან ხშირად ვლინდება პოლიცი ელებთან გარიგების შემთხვევებიც. ზოგჯერ ამბობენ, რომ ოფიციალურ ხელისუფლებასა და კრიმინალებს შორის უსიტყ ვო ან ფარული შეთანხმება მოქმედებს _ შენ ტურისტებს არ შემიწუხებ, მე ფაველას შევეშვები. ის ამერიკული სკოლა, სადაც ჩემი ქალიშვილი სწავლობდა, ესაზღვრებოდა სწორედ როსინიას ფაველას. იქაც დაახლოებით მსგავსი შეთანხმება მოქმედებდა მუნიციპალიტეტსა და როსინიას კრიმინალებს შორის, ერთადერთხელ იყო შემთხვევა, როცა გაგვაფრთხილეს, არ მიგვეყვანა სკოლაში ბავშვები, რადგან კრი მინალები შეიჭრნენ. მე თვითონ ერთხელ ვარ ნამყოფი, ტურისტებისთვის ერთადერთ ოდნავ უსაფრთხო ფაველაში, რომელსაც „ვიჯიგალი“ (Vidigal) ჰქვია. უბრალოდ, ტურისტული ბილიკი, რომლის დალაშქვრასაც მეგობრები ვცდილობდით, ამ ფაველიდან იწყება და ამიტომ გავრისკეთ. სხვა შემთხვევაში, იქ ცხვირის შეყოფის სურვილიც კი არ გაგვიჩნდებოდა.
კიდევ ერთხელ სანაპიროზე სანაპიროზე, კარიოკების მსგავსად, მეც ხშირად ვსეირნობდი. რიოს ყველა მთაზე ავსულვარ კიდეც და ეს ხედები არას დროს დამავიწყდება _ იქიდან წერტილივით მოჩანს ყოველ დღიურობა, რომელშიც რიოს სანაპიროებია ჩაძირული. ყველაფერი სანაპიროზე ხდება _ იქ ვარჯიშობენ, სეირნობენ, ცურავენ, ჩოგბურთს თამაშობენ, ლუდს სვამენ, მრავლდებიან, კითხულობენ, ფოტოებს იღებენ, აქ ესხმიან თავს მთვლემარე ტურისტებს და ძარცვავენ. დიდი ხარ თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ღარიბი თუ მდიდარი _ სანაპირო ყველასია, რადგან რიოში არ არის კერძო სანაპიროები, მთლიანი ზოლი ყველას ეკუთვნის. ყველაზე ცხელ და მზიან დღეებში ქოლგებს
შორის ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ არის. მხოლოდ ნაყინის, თუ სენდვიჩების გამყიდველები ახერხებენ ამ მჭიდროდ დასახლებულ ქვიშაზე გადაადგილებას. გარშემო მხიარული ყაყანი და ჟრიამულია. კარიოკებს ასეთი გამოთქმაც აქვთ: სანაპიროზე გადი და დარდი გაიქარვე, დრო გავა და ყველაფერი დალაგდება.
უსაფრთხოების ზომები ტურისტებს უსაფრთხოების რამდენიმე წესი უნდა ახ სოვდეთ: პირველ რიგში, რიოში არსებობს ადგილები, სადაც შესვლა, განსაკუთრებით თუ მარტო ხართ, ძალიან სახიფათოა, ვგულისხმობ ფაველებს, სადაც სიღარიბე და ნარკო-ბიზნესი გვერდი-გვერდ თანაარსებობს. მეორე, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, მაქსიმალური სისადავის შენარჩუნებაა _ არანაირი საათი, სამკაული და ძვირფასი ტელეფონი. ნებისმიერი რამ, რაც თქვენს სხეულზე მზეს ირეკლავს და ბრჭყვიალებს, მომენტალურად ყურადღებას იქცევს. დაყაჩაღების შემთხვევაში მთავარი რეკომენდაცია ასე თია: ბოროტმოქმედს წინააღმდეგობა არავითარ შემთხვე ვაში არ უნდა გაუწიოთ. გახსოვდეთ, ის შეიძლება ძალიან ახალგაზრდაც იყოს, ხშირად _ არასრულწლოვანიც კი. კარიოკებსაც თუ დააკვირდებით, ძალიან სადა ხალხია _ მდიდარია თუ ღარიბი, ვერც ბრენდულ ტანსაცმელზე შეატყობ და ვერც ძვირფას აქსესუარებზე. აქ ყველა მოკრ ძალებულად დადის, უსაათოდ, უსამკაულოდ, ძვირფასს _ მზის სათვალესაც კი არ ატარებენ. ოდნავ ფილოსოფიურად რომ შეხედო, კარიოკებზე დაკვირვებით, თითქოს, სწავლობ, რომ შენ არ შედგები ნივთებისგან, რომელსაც ფლობ, არამედ ხარ იმ თვისებების კრებული, რასაც თავად გამოიმუშავებ, თავად ქმნი.
დასასრული დაბოლოს, ერთი რამ, რის გამოც რიოს იმ ქალაქებზე წინ ვაყენებ, რომელთა მონახულებაც სამხრეთ ამერიკაში მო ვასწარი, ისევ და ისევ, ოკეანის ტალღებია. დილით იღვიძებ, თერმუსს ყავით ივსებ, გადიხარ სახლიდან და გრძნობ ქარის მოტანილ ოკეანის არომატს, რომელიც სახესა და სხეულზე გეკვრის. ფეხები ქვიშაში სასიამოვნოდ ეფლობა. იქვე, წყალთან ახლოს, ჩამოჯდები და მიმოიხედავ. ერთ მხარეს დილის ნისლში ჩაფლული ტყუპი გორაკები ჩანს (Dois Irmaos _ ორი ძმა). ამ გორაკებზევე თვალი გაარჩევს ერთერთ ყველაზე წყნარ ფაველასაც (Vidigal) _ პატარა, ფერადი სახლები ფერდობზე მოზაიკასავით მიმოფანტულან და მზის შუქზე ბრჭყვიალებენ. მეორე მხარეს პატარა კლდეა, სადაც სერფერები დინჯად ტივტივებენ და ტალღების აზვირთებას ელიან. წინ, მთავარი ხედი, კუნძულებითაა მოფენილი, რომელთა შორის, დროდადრო, გემი გაცურავს. ზოგჯერ, ახლომახლო, პატარა ხის ნავით, რომელსაც ფრინველთა ჯგუფი თავს დასტრიალებს, მეთევზეები ცდილობენ თევზის დაჭერას. ზუსტად ამ დროს გგონია, რომ რიოს ყოველდღიურობის ეს ეპიზოდი უძვირფასესი წამია ამქვეყნად. რიოს თავისი აქცენტი აქვს, ლაპარაკზე მიხვდები, რომ რიოელია.
27 VOYAGER 17/2019
რიო დე ჟანეირო
რიოს ცენტრის მთავარი მოედანია Praça XV _ ესაა საიმპერატორო ადგილი, სადაც ქვეყნის მეთაურები და იმ პერატორები ცხოვრობდნენ; ისტორიული მოედანი, სადაც 1889 წლის ნოემბერში კონსტიტუციური მონარქია დასრულდა და ბრაზილიის პირველი რესპუბლიკა გამოცხადდა. აქ დგას სამეფო სასახლე PAÇO IMPERIAL და აქვეა რამ დენიმე ისტორიული ეკლესია.
მათ შორის რომაული კათოლიკური CANDELARIA CHURCH _ პორტუგალიური კოლონიალისტური ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი ფასადითა და მოგვიანებით შეძენილი ნეოკლა სიკური და ნეორენესანსული ინტერიერის ელემენტებით. და მიმდებარედ შეძლებთ დაათვალიეროთ 1960-70-იან წლებში აშენებული თანამედროვე იერსახის მქონე კათოლიკური ტაძარიც, რომელიც რიოს მფარველი წმინდანის, წმინდა სებასტიანეს სახელობისაა.
ამ თანამედროვე პირამიდის ყველა დამრეხი კედელი და ფარულია ციცქნა კვადრატული ფანჯრებით, რაც ინტერი ერს, ისევ Atlas Obscura-ს ენამოსწრებულ მიმომხილველს თუ დავესესხებით, „კოსმოსური ხანის ფიჭას“ ჰგავს. გიგანტუ რი ფანჯრები კი სრულად დაფერილია და იატაკიდან ადის ჭერამდე, სადაც ჯვარცმის ფორმის მქონე ჭერში დატანებული ფანჯრის ოთხ კუთხეს ქმნის (იქაც, ზემოთაც, ყველაფერი სწო რედ კოსმოსურ ფიჭას ჰგავს).
METROPOLITAN CATHEDRAL
ტაძრის ქვედა სართულზე მუზეუმია. ერთი სიტყვით, სანახავი ადგილია. https://catedral.com.br
ტაძარი თავისი შთამბეჭდავი არქიტექტურითა და აუცილებ ლად სანახავი ინტერიერითაც გამოირჩევა. გამოცემა ATLAS OBSCURA მასზე წერს, რომ ეს „მასშტაბური ბრაზილიური ეკლესია წახნაგოვანი, კინოგანათებების მქონე პირამიდას“ ჰგავს, რომელიც „მაიას ტომელებმა მომავლიდან დაგვი ტოვეს“. არქიტექტორ ედგარ ფონსეკას თანამედროვე საუ კუნის ტაძრის პროექტზე მუშაობისას მართლაც მაიას ტომის პირამიდები ედგა თვალწინ. ტაძარი დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა, სტუმრად იმყოფებოდა რომის პაპიც. ცნობილია, რომ ტა ძარში ერთდროულად ყოფნა ოცი ათას ადამიანს შეუძლია (თუ დასადგომ ადგილსაც ჩავთვლით).
მოედნის ჩრდილოეთით ნახავთ ისტორიულ თაღსაც Arco do Teles, რომლის იქითაც ძველი, კოლონიალისტური ეპოქის რიოს პატარა ფრაგმენტი იწყება. მოკირწყლული ვიწრო ქუჩები ძველ რიოში ღია კაფეებისა და ბარების არეალად იქცევა ხოლმე. განსაკუთრებით ხალხმრავალია ხოლმე Travessa do Comercio. რიოს ცენტრში მდებარეობს სკვერი Cinelândia, სადაც ძველი ეპოქის რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობაა, ერთერთი მუნიციპალური თეატრია დღეს, მეორე _ ნაციონალური ბიბლიოთეკა. თვითონ სკვერის სახელი, რასაკვირველია, კინოსთანაა დაკავშირებული, თუმცა დღეს აქ თავმოყრილი კინოთეატრების უმრავლესობა დაკეტილია, სახელი კი კვლავაც ძველი ჰქვია.
28 VOYAGER 17/2019
შოპინგის ზონად ცენტრში ძველი, კოლონიალური ეპოქის ქუჩები ითვლება, მათ შორისაა: Rua do Ouvidor და Uruguaiana, ასევე, Saara _ სამივე საფეხმავლო ადგილებით გამოირჩევა და მაღაზიიდან მაღაზიაში სიარული არ გაგიჭირ დებათ. ერთი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი. ესაა „ხვალინდელი დღის მუზეუმი“, რომელიც შიგნით რომც არ დაათვალიეროთ, გარედან უკვე დაუვიწყარი სა ნახაობაა. სულ რომ არაფერი, პროექტი ლეგენდარულ თა ნამედროვე არქიტექტორს სანტიაგო კალატრავას ეკუთვნის.
BIBLIOTECA NACIONAL DO BRASIL ლათინური ამერიკის უდიდესი ბიბლიოთეკა, რომლის შექმნაც ძველი სამყაროს დამანგრეველი მიწისძვრისა და ნაპო ლეონის შემოსევების შედეგია. 1755 წელს ძლიერმა მიწისძვრამ თითქმის მიწასთან გაასწორა ლისაბონი, დაიღუპა ათა სობით ადამიანი და ნანგრევებად იქცა ქუჩები. მიწისძვრას შეეწირა მაშინდელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვ ნელოვან ბიბლიოთეკად აღიარებული სამეფო ბიბლიოთეკაც. შემდეგი წლები პორტუგალიის მეფემ ბიბლიოთეკის აღდგე ნას შეალია, თუმცა, იმთავითვე გაჩნდა იდეა, კოლექცია „ახალ მიწაზე“ _ ბრაზილიაში გადაეტანათ. ნაპოლეონის შემოსე ვებმა ეს იდეა უკვე მკაფიო გეგმად აქცია. პორტუგალიის პრინცი, სამეფო ოჯახთან ერთად, ბრაზილიაში გაიქცა და გემზე ბიბლიოთეკის ნაწილიც აიტანა. ნაწილი კი შემდეგი გემებით გამოაგზავნინა.
MUSEU DO AMANHÃ პორტის უბანში ცნობილ ბულვარზე Pier Maua-ზე _ შორიდანვე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას თანამედროვე რიოს სიამაყე და, როგორც 2015 წელს მუზეუმის გახსნისას რიოს მერმა ედუარდო პაეშმა აღნიშნა _ „მომავლის სიმბოლო“; შენობა, რომელიც „გვიბრუნებს იმედს, რომ რიო უფრო მეტად ინტეგრირებული გახდება და საჯარო სივრცეებს მოქალა ქეებისთვის უფრო დიდსულოვნად შექმნის“. როგორც მუზეუმის სახელგანთქმული არქიტექტორის, სან ტიაგო კალატრავას ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, მუზეუმი და მისი მოსაზღვრე ბაღები წარმოადგენს Porto Maravilha-ს ანუ სასწაული პორტის მთავარ ნაწილს. მთლიანობაში კი „სასწაული პორტი“ ქვეყნის უდიდესი დევე ლოპერული პროექტია, რომელიც ახალ სოციო-ეკონომიკურ რეალობას ქმნის თანამედროვე ურბანული სისტემებით, რაც ველობილიკებს, გარეგანათებებს და გამწვანებას მოიცავს. „მომავლის მუზეუმის“ შესახებ (როგორ მიხვიდეთ, ბილეთები როგორ შეიძინოთ და ა. შ.) ყველაფერი დეტალურად წერია ვებგვერდზე (რაც ბრაზილიის ტურისტული ობიექტების შემ თხვევაში საკმაო იშვიათობაა).
1810 წელს ბრაზილიის მიწაზე ბიბლიოთეკა გაიხსნა. დღეს იქ 9 მილიონამდე ექსპონატი ინახება და, იუნესკოს აღიარებით, მსოფლიო საბიბლიოთეკო ქსელში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა. წიგნებთან, ხელნაწერებთან და დოკუ მენტებთან ერთად, იქ დაცულია მე-19 საუკუნის ამსახველი ოცი ათასზე მეტი ფოტო, 22 ათასი რუკა, 2500 ატლასი და 250 ათასზე მეტი ნაწარმოები ხმისა და მუსიკის არქივში. ამავე სკვერში, ფაქტობრივად, ბიბლიოთეკის არქიტექტურული ანსამბლის ნაწილია ხელოვნების ნაციონალური მუზეუმიც (https://mnba.gov.br/portal/). აქვე ტრიალი მოგიწევთ, თუ აპირებთ ისტორიის ნაცი ონალური მუზეუმის დათვალიერებას.
https://museudoamanha.org.br/en/how-get-there https://calatrava.com/projects/museu-do-amanha-rio-de-janeiro.html PIER MAUA ეს კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც სამგზავრო და საკრუიზო გემები ჩერდებიან, ხოლო ყოფილ საპორტო საწყობებში წვეულებები, კონცერტები და კულტურული კვირეულები ეწყობა, დიდი შანსია, თქვენი დანიშნულების წერტილადაც იქცეს. ამ ძველი, ეკონომიკურად და კულტურულადაც ჩა ვარდნილი ზონის განვითარება რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ახლა ქალაქის ერთ-ერთ თავმოსაწონებელ პროექტად მიიჩნევა. იქ იმართება რიოს ხელოვნების ბაზრობა და რიოს მოდის დღეები. იქვეა ბარები, კაფე-რესტორნები და საყიდლებზე სასიარულოდ ზედგამოჭრილი ადგილები. იმავე რაიონშია რიო დე ჟანეიროს საზღვაო აკვარიუმი _ Aqua Rio.
29 VOYAGER 17/2019
რიო დე ჟანეირო სანტა ტერეზა რიოში გორაკებზე, ძირითადად, ფაველებია ხოლმე შეფენილი, სანტა ტერეზა კი ფაველას არაფრით ჰგავს. მას ტროპიკების მონმარტრს ეძახიან _ ბოჰემური განწყობის, არტისტების, კაფეების, პატარა მაღაზიების, საინტერესო მუზეუმის ხარჯზე. მიგიზიდავთ არტ-დეკოს სტილის არქიტექტურა და კოლონიალისტური ეპოქის შენობებიც. თუმცა, მაინც კარგი იქნება, გიდთან ერთად ვიაროთ, ანდა შებინდე ბის მერე უცხო და ჩუმ ადგილებში არ შევიდეთ. სახელიდან გამომდინარე ცხადია, რომ ამ უბნის ისტორია მონაზვნებს უკავშირდება _ 1750 წელს მათ იქ მონასტერი გახსნეს. უბანი სწორედ ამ მონასტრის გარშემო გაშენდა და განვითარდა და მალევე ის რიოს ერთ-ერთ ყველაზე შარმიან და მყუდრო ზონადაც იქცა. გირჩევთ რამდენიმე ადგილს, სადაც სანტა ტერეზაში სეირნობისას უნდა შეჩერდეთ:
PARQUE DAS RUINAS _ ეს იდუმალი ადგილი აუცილებლად მიგიზიდავთ, ერთ დროს დიდებული შენობა და კულტურული ცენტრი ნაწილობრივ დანგრეულია და მას კონცერტებისა და ღია ცის ქვეშ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებებისთვის იყენებენ. LARGO DO GUIMARAES _ ეს მოედანი სანტა ტერეზას გულიაო, ამბობენ _ ბარებით, რესტორნებითა და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებით, სადაც საკარნავალე ატრიბუტიკასაც იპოვით. რიოში ყოფნისას აუცილებლად მოხვდებით ჩრდილოეთ ზონაშიც (Zona Norte), სადაც (Grande Tijuca-ში _ საშუალო კლასით დასახლებულ საცხოვრებელ და კომერციულ უბანში) მდებარეობს მარაკანას სტადიონი. მარაკანას სტადიონის სახელწოდება ახლა უკვე უმნიშვნელო მდინარე მარაკანადან მოდის. სტადიონი 1950 წლის მსოფლიო თასის თამაშებისთვის გაიხსნა, ფინალურ მატჩზე 199.854 მაყურებელს უმასპინძლა და იმ დროისთვის უდიდესი იყო მსოფლიოში.
ESCADARIA SELARON _ მოზაიკით მორთული 125-მეტრიანი კიბე რიოს სულ ახალი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც ინსტაგრამის მრავალ ფოტოზე ხვდება. პროექტი მანუელ კარნეირუს ქუჩაზე ჩილედან რიოში 1983 წელს ჩასულმა მხატვარმა სელარონმა დაიწყო. თავიდან, თითქოს, მხოლოდ საკუთარი სახლის წინ ჩამონგრეული საფეხურების შეკეთება სურდა, მერე და მერე, პროექტს სერიოზული სახე მისცა და საფეხურები სრულად მოიცვა. ფულის საშოვნელად ზოგჯერ ნახატებს ჰყიდდა. საბოლოოდ, კიბეზე 60 ქვეყნიდან მოპოვებული ორი ათასზე მეტი ფერადი კერამიკის ფილაა. იქ მოხვედრა ლაპას უბნიდან ფეხითაც შეიძლება. ლაპაში კი, ალბათ, უკვე იცით, რიოს ცნობილი თაღებიცაა. MUSEU DA CHACARA DO CEU _ 1972 წელს გახსნილ ამ მუზეუმში სალვადორ დალის, ედგარ მონეს და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები ინახება. იქვეა ბევრი ბრაზილიელი მხატვრის ნაწარმოები და ძველი რიოს ისტორიისა და ხიბლის ამსახველი ფერწერული ტილოებიც.
დროთა განმავლობაში მარაკანას მსოფლიო მნიშვნელობამ იკლო. 2014 წლის მსოფლიო თასზე ამ სტადიონზე ყველაზე მეტი 74.738 მაყურებელი განთავსდა. აქვე გაიმართა „კოპა ამერიკას“ 2019 წლის თამაშები. მარაკანა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული პუნქტია რიოში. მის სანახავად ხალხის ნაკადი მაშინაც კი არ შემწყდარა, როცა სტადიონი სარემონტო სამუშაოების გამო დახურული იყო. ცნობისმოყვარეები სპეციალურად ამ მიზნით აგებული მინის კოშკიდან ადევნებდნენ თვალს ისტორიული სტადიონის რემონტს. https://www.fifa.com/worldcup/ რიოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ანტონიო კარლოშ ჟობიმის სახელობის საერთაშორი სო აეროპორტიც და ქალაქის ამ ნაწილშია თავმოყრილი სამბას ცნობილი სკოლებიცა და ფაველების უმეტესობაც. ამავე ზონას უნდა ესტუმროთ, ბოა ვიშტას პარკი თუ გაინტერესებთ (Quinta da Boa Vista) _ ესაა ადგილი, სადაც ისტორიული იმპერიის სასახლე მდებარეობდა _ შემდეგში ნაციონალური მუზეუმი, რომელიც 2018 წელს ხანძრის გამო განადგურდა.
30 VOYAGER 17/2019
ეთნოსების კედელი
უცნაური მუზეუმები
პორტის ზონა რიოს ცენტრში, კონკრეტულად კი, ოლიმპიური ბულვარი, არაფრით დატოვოთ (და, ალბათ, ვერც მოახერხებთ სხვაგვარად), „ეთნოსების კედლის“ ნახვის გარეშე. 2016 წლის გინესის მსოფლიო რეკორდების მონა ცემებით, ესაა უდიდესი, 2600 კვ.მ.-ზე გაჭიმული კედლის ნახატი, რომლის ავტორიცაა გრაფიტის არტისტი ედუარდო კობრა. ის მუშაობას 2016 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე შეუდგა და მსოფლიო რეკორდის დამყარება გადაწყვიტა _ როგორც ავტორმა, რომელიც მოკლე დროში სრულიად მარტო ყველაზე დიდ კედლის ნამუშევარს ქმნის. კობრამ მიზნად დაისახა, ხუთი ოლიმპიური რგოლის შთაგონებით შეექმნა ხუთი სახასიათო სახე და მთავარი სათქმელი _ ყველანი ერთნი ვართ _ ასე გადმოეცა. კობრას ნახატზე ოკეანიას, აფრიკას, აზიას, ევროპას და ამერიკას _ სხვადასხვა ადამიანები წარმოადგენენ. პროექტს 70 დღე, 1890 ლიტრი თეთრი საღებავი და 2800 ქილა სპრე-საღე ბავი დასჭირდა. ძირითადი ნახატები მართლაც კობრას შესრულებეულია, დამაკავშირებელი კედლების მოხატვაზე კი კობრას გუნდი _ 20 სხვა არტისტი მუშაობდა. გრაფიტის გზა სრულდება პორტრეტისტის Sini and Cety-ს ნამუშევრით, რომელიც მსოფლიოში პირველი დევნილთა ოლიმპიური გუნდის ათ სპორტსმენს ეძღვნება.
იუნესკოს ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნებულია ცნო ბა, რომ რიოში ფუნქციონ ირებს „არაცნობიერის მუზეუმი“ _ ესაა საგამოფენო სივრც ე, სადაც ფსიქიკური აშლილო ბის მქონე პაციენტების მიერ შექმნილი ნახატები, მუსიკა და ხელნაკეთი ნივთებია წარმოდგენილი. მუზეუმის გახსნის იდეა ნისე და სილვეირას ეკუთვნის _ ცნობილ და ფსი ქიატრიაში ძირეული ცვლილებების მომხდენ ბრაზილიელ ფსიქიატრს, რომელმაც სრულიად ახალი მიდგომები და ნერგა კლინიკებში, ოკუპაციურ ი და ხელოვნებით თერაპია შეიტანა ელექტროშოკისა და სხვა არაჰუმანური სამკურნა ლო მიდგომების ნაცვლად. მუზეუმ ი თვითონვე 1952 წელს დააარსა, როგორც კვლევითი ცენტრი და როგორც სივრც ე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააკვირდეს უმშვენიე რეს ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც „არანორმალურმა“ ტვინებმა შექმნეს. საგულისხმოა, რომ ამ ცნობილ ქალბა ტონზე გადაღებული ფილმი წელს, თბილისში გამართულ ბრაზილიური კინოს კვირეულზეც იყო ნაჩვენები. მუზეუმის კოლექციაში, ერთ-ერთი ცნობით, 360 ათასი ნამუშევარი ინახება. მუზეუმი რეგისტრირებულია ისტო რიული და არტისტული მემკვიდრეობის ნაციონალური ინსტიტუტის მიერ. თუ Google-ის ინტერაქტიულ რუკას დახედავთ, რიოში სხვა ნაკლებად გრანდიოზულ, მაგრამ ძალიან საინტერესო მუზეუმებსაც აღმოაჩენთ.
ნაციონალური მუზეუმი ეს იყო უძველესი და ყველაზე მასშტაბური მუზეუმი ლათინურ ამერიკაში, რომელიც კოლუმბიამდელი ამე რიკის შესახებ უდიდეს ცოდნას ინახავდა. დინოზავრების ძვლები, თავის ქალები, ბაიას შტატში, მეთვრამეტე საუკუნეში აღმოჩენილი, რამდენიმეტონიანი მეტეორის ფრაგმენტი და სხვა უნიკალური მასალა, ჯამში, 20 მი ლიონი არტეფაქტის 90% 2018 წლის ხანძარს შეეწირა. ეს მთელი მსოფლიო კულტურისა და მეცნიერებისთვის უდიდესი დანაკარგი გლოვის ტოლფასი იყო სხვადასხვა ქვეყანაშიც კი. მუზეუმის თანამშრომლები კი, ხანძრის შემდეგ, მასობრივად იკეთებდნენ ხელზე სვირინგს, რომელზეც დამწვარი მუზეუმის ფასადი ჩანს.
მათ შორისაა: ფაველას მუზეუმი; ცხოვრების მუზეუმი; ტალღის მუზეუმი; სამბას მუზეუმი; სელასაოს მუზეუმი; ნაივური მხატვრობის მუზეუმი (მე-15 საუკუნიდან დღემდე პრიმიტივისტების ექსპონატებს ინახავს); ასტრონომიის მუზეუმი (მასში უცნაური არაფერია, უბრალოდ, თუ რიოს ცაზე დაკვირვება გსურთ, სწორედ იქ უნდა მიხვიდეთ).
31 VOYAGER 17/2019
რიო დე ჟანეირო
ტიჟუკას ეროვნული პარკი რიოში ბევრი პარკი და ეკოლოგიური ნაკრძალია. მათ შორისაა თითქმის 4 ათას ჰექტარზე გადაშლილი Tijuca National Park-ი, რომელიც იუნესკოს ბუნების ძეგლია და პირველი ურბანული ტყე მსოფლიოში. იქაა დაცული პირველი ხელახლა დარგული ტყე და ყავის ეპოქიდან შემორჩენილი ისტორიული ნანგრევები. დახაზულია ტურისტული ბილიკებიც. მწვანე სა ფარის უდიდესი ნაწილი 1861 წელს დაწყებული ტყის ხე ლახალი განაშენიანების შედეგია. ტყეები ამ ადგილზე ყავის პლანტაციებისა და ქვანახშირის საბადოების გამო მანამდე თითქმის სულ გაიჩეხა. პარკის უამრავ ღირსშესანიშნაობას შორის მსოფლიოში ცნობილი სულ ორია: ზღვის დონიდან 704 მეტრზე მდებარე კორკოვადოს კლდოვანი სტრუქტურის მქონე მთა და ქრისტეს ქანდაკება _ ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, რომელიც 1931 წლის ოქტომბერში საზეიმოდ გაიხსნა. ქანდაკება 38 მეტრის სიმაღლისაა და 1.100 ტონას იწონის. ის რიოს ზღაპრული ლანდშაფტის უკვე ორგანული ნაწილია.
რამდენიმე ადგილას, გადასახედებია მოწყობილი. იქიდან საოცრად ჩანს რიო დე ჟანეიროს სამხრეთი ზონა, მათ შორის კოპაკაბანას, იპანემასა და ლებლონის პლაჟები, როდრიგუ დი ფრეიტაშის ლაგუნა და კაგარასის კუნძულები. შაბათ-კვირას ეს 5 კმ-იანი მარშრუტი ფეხით მოსიარულეთათვის ნამდვილი სამოთხეა. ამავე ნაციონალურ პარკშია Bico do Papagaio _ თუთიყუშის ნისკარტი _ ზღვის დონიდან 989 მეტრზე მდებარე მწვერ ვალი, რომელიც სწორედ თუთიყუშის ნისკარტს ჰგავს და მოლაშქრე ტურისტების სამიზნეც ხშირად ხდება. იქიდან თვალისმომჭრელად ჩანს Barra-სა და Recreio-ს პლაჟები, რომელთა ფონზე Jacarepagua-ს დაბლობია გაწოლილი.
კარგად გამოიკითხეთ, როგორ მოხვდეთ ქანდაკებასთან, რადგან გზა რამდენიმეა. იქ კი, დაუვიწყარი ხედების გამო, ასვლა ნამდვილად ღირს. ზოგი გრძელ სალაშქრო ბილიკს ამჯობინებს, ზოგი _ ტრამვაის (რომელიც, თუ დადის, გადატვირთულია, რიგები უსასრულო, ბილეთები _ წინდაწინ გაყიდული), ზოგსაც უფრო კომფორტული და ძვირიანი მომ სახურებები ურჩევნია, მაგალითად, როგორიცაა აეროტაქსი.. ქრისტეს ქანდაკების ძირში გადის პაინეირასის გზა, რომლის გაყოლებაზეც მინერალური წყლების წყაროებს და სხვა საინტერესო ბუნებრივ წარმონაქმნებს ნახავთ. ამავე გზაზე, 32 VOYAGER 17/2019
https://www.bnparks.com/tijuca
LARGO DO BOTICÁRIO კორკოვადოს მთის უკან იმალება რიოს კოლონიალური წარსულის კიდევ ერთი მარგალიტი. ესაა Cosme Velho-ს უბანში მდებარე ფერადი სახლები. ერთ-ერთი მთავარი სახლი, იგივე A Casa Cor-de-Rosa (ვარდისფერი სახლი) ეკუთვნოდა ცნობილ ბრაზილიელ ჟურნალისტსა და მის მეუღლეს, რომელთაც აქაურობა აღადგინეს და ტურის ტულად მიმზიდველიც გახადეს. საუბარია ადგილზე, სადაც კოლონიალურ ეპოქაში გახსნილი აფთიაქი წამლებსა და მალამოებს ბრაზილიის სამეფო ოჯახისთვის ამზადებდა. შემდეგ დიდხანს ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სანამ კვლავ არ აღდგა და წარსულის პატარა ფრაგმენტი არ გააცოცხლა. საერთოდ, ეს უბანი Cosme Velho, ისევე, როგორც უბანი Laranjeiras, მასობრივი ტურიზმისთვის უცნობი, მაგრამ საინტერესო და სასიამოვნოდ აღმოსაჩენი წვრილ-წვრილი სიურპრიზებისგან შედგება.
ლაჟის პარკი კორკოვადოს მთის ძირში, 52 ჰექტარზეა გადაჭიმული სიმწვანით, კულტურული და გასართობი ადგილებით სავსე ლაჟის პარკი. იქაურობა, შესაბამისად, რიოს ისტორიულ მეხსიერებას ინახავს და მუდმივად აცოცხლებს. ლაჟის პარკი, თავისი ხელოვნური კუნძულით, მდინარეებით, ქვაბულებით, თევზებიანი აკვარიუმითა და სამეფო პალმებით ინგლისელი ლანდშაფტის მხატვრის, ჯონ ტინდეილის შემოქმედებაა, რომელმაც ბაღის პროექტი 1840 წელს მოამზადა. აქ ევროპული რომანტიკული სტილი და ადგილობრივი ველური ტყეები ერთ მანეთს საინტერესოდ ეხამება.
ბოტანიკური ბაღები მაღალი მწვერვალების ქვეშ 141 ჰექტარზე გადაჭიმული ბაღი უნიკალური ადგილია რიო დე ჟანეიროს მჭიდროდ ურბანულ გარემოში. 1808 წლიდან მოყოლებული ამ მიწებზე ირგვება და მრავლდება ადგილობრივი და მსოფლიოს სხვა ტროპიკული ქვეყნებიდან მოგროვებული მცენარეები. მათი ოდენობა, ცხადია, მზარდია. ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ დათვლით, რიოს ბოტანიკურ ბაღში შვიდი ათასზე მეტი ტროპიკული მცენარე ხარობს. ტურისტულ ფოტოებზე ხშირად იწონებენ მოგზაურები თავს ბაღის იმ ნაწილში, სადაც ოცდაათმეტრიანი სამეფო პალმები უმშვენიერეს ხეივანში იზრდება. ამავე ბაღშია ჰერბარიუმი, სადაც ექსპონატთა 300 ათასზე მეტი სახეობაა. რიოს ბოტანიკური ბაღი კარგი კვლევითი ცენტრია თავისი ვრცელი ბიბლიოთეკითა და სრულად აღჭურვილი ლაბორატორიებით. მინიშნება: ბოტანიკური ბაღი მთავარ ავენიუს მიუყვება და ბოტაფოგოსა და გავეას რაიონებს აკავშირებს.
პარკში სულ ეწყობა კულტურული ღონისძიებები _ გამოფე ნები, ლექციები, ვიდეოშოუები, მუსიკალური ფესტივალები. ამიტომ იქ სეირნობა ტურისტისთვის ნიშნავს, ახლოდან დააკვირდეს, რა აინტერესებს, რით ერთობა და როგორ ისვენებს ხელოვნებით გატაცებული კარიოკა. ბაღში ისტორიული შენობა დგას, რომელიც თავიდან ინდუსტ რიალისტი ბიზნესმენის, ენრიკე ლაჟისა და მისი მეუღლის _ ცნობილი მომღერლის საკუთრება იყო. ამ რეზიდენციაში ახლა ფერწერისა და ვიზუალური ხელოვნების სკოლაა და საგამოფენო სივრცეებითაც გამოირჩევა. მთავარი შენობის მიმდებარედ გემრიელად წახემსებაც შეიძლება _ BistroPlage საუზმიდან სადილამდე იღებს სტუმრებს და ორგანულად სუფთა პროდუქტით მომზადებული საკვებით უმასპინძლდება. პარკის რუკას თუ კარგად შე ისწავლით, ნახავთ, რომ მისი ერთი ნაწილიდან კორკოვადოს მთისკენ მიმავალი საფეხმავლო ბილიკი იწყება. გზად კი ჩანჩ ქერების ნახვაც შეგიძლიათ. http://eavparquelage.rj.gov.br
33 VOYAGER 17/2019
რიო დე ჟანეირო ღირსშესანიშნაობა
კარიოკას აკვადუკი, იგივე თაღები ეს ულამაზესი ნაგებობა, კოლონიალისტური არქიტექტურისა და ინჟინერიის შესანიშნავი ნიმუში, რომელიც რიოს ლურჯი ცის ფონზე კიდევ უფრო შთამბეჭდავია ხოლმე, მე-18 საუკუნეში სუფთა წყლის პრობლემის მოსაგვარებლად აშენდა _ ქალაქის მოსახლეობას, თავდაპირველი ჩა ნაფიქრის მიხედვით, წყალი კარიოკას მდინარიდან უნდა მიწოდებოდა. მე-19 საუკუნიდან კი აკვადუკს წყლის მიწოდების ფუნქცია მოუსპეს, რადგან საამისოდ ალტერნატიული გზები დასახეს, ნაგებობა კი ხიდად გამოიყენება ცნობილი „სანტა ტერეზას ტრამვაისთვის“, რომელიც სანტა ტერეზას მთაზე შეფენილ უბანს ცენტრთან აკავშირებს. ეს ულამაზესი, კოლორიტული გზაა, რო მელიც ადგილობრივებსა და ტურისტებს თანაბრად მოსწონთ. დღეს მას უფრო ღირსშესანიშნაობითი ფუნქცია აქვს _ 1877 წელს გახსნილი ტრავმაი ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. ის სულ რამდენჯერმე გაჩერდა, ერთხელ, 2011 წელს, როცა სერიოზული საგზაო შემთხვევის დროს მგზავრები დაშავდნენ და რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც. „სანტა ტერეზას ტრამვაი“ მას მერე აღარ მუშაობდა, შემდეგ საფუძვლიანად შეაკეთეს და დღეს „დროის მანქანას“ ჰგავს _ თითქოს ძველ, კოლონიალისტურ რიოში გაბრუნებს.
აქვე ერთი დეტალიც რიოს ტრამვაიზე _ სავსე ტრანსპორტი, საიდანაც მგზავრები ცალ ხელზე ჩამოკონწიალებულები მგზავრობენ, სულ უფრო იშვიათობა ხდებაო, გვარწმუნებენ. 2009 წლის შემდეგ ასე მგზავრობა კანონითაც აიკრძალა. თუმცა, არავინ იცის… გვაფრთხილებენ, რომ სანტა ტერეზას ტრავმაის ბილეთების შესაძენად და სადგურის საპოვნელადაც ადგილობრივი გიდი დავიხმაროთ. ასევე, აუცილებლად ვე ცადოთ, ტრამვაიში დასაჯდომი ადგილი გვქონდეს _ ტრამვაი მოულოდნელად ამუხრუჭებს და მაინც რომ დავიზღვიოთ თავი. Bondinho _ „პატარა ტრამვაი“ _ ეს სახელიც დავიმახსოვროთ, ხშირად მას ასე მოიხსენიებენ ხოლმე. AQUA RIO 26 ათას კვ.მ-ზე გადანაწილებული მუზეუმი ხუთ სართულს და მილიონობით ლიტრი წყლით სავსე 28 ტანკერს აერთია ნებს. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, ისაა ბრაზილიისა და საერთოდ სამხრეთ ამერიკის უდიდესი აკვარიუმი, სადაც 350 სხვადასხვა სახეობის სამი ათასამდე ცხოველი ცხოვრობს და მრავალფეროვან საზღვაო ეკოსისტემებს წარმოგვიდგენს. იქ ბევრი რამეა დაუვიწყარი და მომნუსხველიც კი, მაგრამ უდიდეს შთაბეჭდილებას ატრაქციონი Recinto Oceânico ახ დენს _ 7-მეტრიანი სიღრმისა და 3.5 მილიონი ლიტრი წყლის ტევადობის კონტეინერი, რომელიც სტუმარს შეუძლია ზღვის ქვეშა გვირაბით გადასეროს. ასევე, გამოსცადოს, როგორია ცურვა თევზებთან და ზვიგენებთანაც კი. შესაძლოა, უკვე მუშაობდეს (წინასწარ გადაამოწმეთ) პროექტი Dormindo no Aquario _ რაც ბავშვებს აკვარიუმის სიღრმეებში, გამაოგნე ბელი მოყვანილობისა და სიდიდის მქონე თევზების გარემოც ვაში დაძინებას სთავაზობს. ვისაც სერფინგი აინტერესებს, მოიკითხეთ (და ესეც წინასწარ გადაამოწმეთ) სამუზეუმე ადგი ლი, სადაც ბრაზილიური სერფინგის ისტორიას საინტერესოდ მოწყობილი ექსპოზიციით გიამბობენ. http://www.aquariomarinhodorio.com.br/
34 VOYAGER 17/2019
რიო დე ჟანეირო ღირსშესანიშნაობა
BARRA – ეს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სანაპიროა რიოში და იქ ხშირად სერფერები იკრიბებიან. იმავე მიდამოებში რესტორნების, კინოთეატრებისა და მაღაზიების სიუხვეა. LEBLON – ამბობენ, რომ ლებლონი ერთ-ერთი ყველაზე დაცული სანაპიროა რიოში. RECREIO – კიდევ ერთი ზედგამოჭრილი ადგილი სერფერე ბისთვის. MANGARATIBA – კიდევ ერთი ძალიან წყარი სანაპირო, თუმცა, ღრმად ტროპიკულ ტყეში რეზორტიც მდებარეობს. URCA – ერთ-ერთი ყველაზე პატარა სანაპირო, სუფთა ქვიშით და მრავალფეროვანი სპორტული აქტივობებით. COPACABANA _ სახალხო სანაპირო, რომელიც მზის ჩასვლის მერე ერთ დიდ გართობად იქცევა ხოლმე. IPANEMA BEACH – „გოგონა იპანემადან“ _ ამ სიმღერამ, თითქოს, სამუდამოდ განსაზღვრა ამ პლაჟის ხასიათი. Garotas bonitas _ ანუ ლამაზ-ლამაზი გოგოების ნაკლებობას, ცხადია, იქაურობა არასდროს უჩივის. ამბობენ, რომ იპანემა ტრენდს ქმნის. PRAINHA – თეთრი ქვიშებით, მომნუსხველი სიმწვანითა და ტროპიკული ტყეებით ეს სანაპირო ერთ-ერთი ძალიან ეგზოტიკური და ძალიან მშვიდი გარემოთი გამოირჩევა. LEME _ კოპაკაბანას გაგრძელება, რომელიც უფრო ოჯა ხური დასვენებისთვის, ბავშვებისთვის, სიწყნარისთვისაა ზედგამოჭრილი. ამბობენ, რომ ლემეს ქუჩებში ნახავთ სკეიტერებსაც, რადგან ხშირად სწორედ აქ ვარჯიშობენ.
ANGRA – ეს სანაპიროებისა და კუნძულების ერთობლიობაა. სრული სახელია Angra dos Reis, რომელიც 365 პატარა კუნძულისგან და 2 ათასამდე პლაჟისგან შედგება. ზოგიერთ მდიდარ კარიოკას აქ საკუთარი კუნძულიც აქვს. ყველაზე დიდი კუნძულია ილა გრანდე, რომლის კრისტალივით სუფთა წყლები თევზაობითა და ყვინთვით გატაცებულ ტურისტებს იზიდავს. პოპულარული ადგილია Aventureiro _ მას განსაკუთრებით სერფერები წყალობენ. 35 VOYAGER 17/2019
რიო დე ჟანეირო რესტორნები
ORO
L’ATELIER DU CUISINER
თანამედროვე ბრაზილიური სამზარეულო
ფრანგულ-ბრაზილიური სამზარეულო
გამორჩეულად ნიჭიერი მთელ თავის თაობაში _ ასე ახასიათებენ ახალგაზრდა ბრაზილიელ შეფს, ფელიპე ბრონზის, რომელიც ამ რესტორანს უკვე მეცხრე წელია, ხელმძღვანელობს. კარგია, რომ ძალიან გამართული ინგლისურენოვანი ვებგვერდი აქვთ, რაც საშუალებას მოგცემთ, მენიუსაც, ღვინის ბარათსაც და კოქტეილების სიასაც წინასწარ გაეცნოთ.
კედლები სავსეა შეფის _ დავიდ ჟობერის ჩარჩოებში ჩასმული ჯილდოებით. პირველი, რის გამოც მას აჯილდოებენ, უნიკალური კრეატიული თვალთახედვაა, რომელსაც ამ ოჯახური სტილის ბისტროში ავლენს. ფრანგულ ფესვებზე დაფუძ ნებული რეცეპტურა მხოლოდ ლოკალურ ინგრედიენტებს ითვალისწინებს. შეფი მუდმივი თვითგანახლების პროცესშია, ამიტომ წინასწარ მის მენიუზე საუბარი აზრს კარგავს. მთავარი ისაა, რომ ბევრი პრესტიჟული კულინარიული გამოცემის მიმომხილველი დაუვიწყარი კულინარიული თავგადასავლისთვის სწორედ ამ ფრანგულ-ბრაზილიური ადგი ლისკენ გვიხმობს. ამავე შეფს ეკუთვნის მეორე რესტორანიც იპანემაზე: Le Bistrot du Cuisiner. საიტზე მენიუებსაც ნახავთ, ფრანგულ და პორტუგალიურ ენებზე. https://latelierducuisinier.com.br
HACHIKO
რესტორანი დახვეწილი, მოდერნული ინტერიერის დეტა ლებით გამოირჩევა. Oro-ს ორგვარი მენიუ აქვს, ვებგვერდის მიხედვით, „შემოქმედებითი“ და „ეფექტური“ _ გრძელი და მოკლე. ულუფები დელიკატურია, პატარა ზომის, ფაქტურები ძალიან დახვეწილი. http://ororestaurante.com.br/en/
იაპონური სამზარეულო
ეს პატარა იაპონური რესტორანი ადვილი საპონველი არ არის _ რიოს ისტორიულ ნაწილში, ერთ მოკირწყლულ ქუჩაზე მდებარე სახლის მეორე სართულზეა გახსნილი. ინტერიერი ელეგანტურია, დიდი ფანჯრებით. მენიუ კი რიოში ასე გავრცელებული „ჭამე რამდენიც გნებავს“ კონცეფციისა გახლავთ. თუმცა, შეფი მაინც ცდილობს გამორჩეულობა შეჰმატოს არჩევანს. ამიტომ ის ქმნის 12-კერძიან ანსამბლს, რომელიც ნებისმიერ დროს იცვლება. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალ-ახალი სუშითა და საშიმით, განაგრძოთ ორაგულის კარპაჩიოთი, თინუსით, რომელიც ტერიაკის სოუსითა და კეშიუს თხილით მოაქვთ და შემდეგ უკვე მთავარ კერძებზე გადახვიდეთ.
ARTIGIANO ემილია რომანიას რეგიონის სამზარეულო
აქ იტალიის ერთ კონკრეტულ რეგიონზე ამახვილებენ აქცენტს და ამიტომ ლორი პარმადან აქვთ, პარმეზანი პარმეჯანოდან. ყველაფერს ხელით ამზადებენ, განსაკუთრებით გვირჩევენ, გავსინჯოთ როსელინი რომანიოლე (ლორისა და მოცარელას შიგთავსიანი პასტა პარმეზანის სოუსით). რესტორანს ტერასაც აქვს, სადაც გემრიელი გამაგრილებელი სასმელითაც შეიძლება სადილის დაწყება (ან დასრულება). https://www.restauranteartigiano.com 36 VOYAGER 17/2019
GIUSEPPE
JULIETA
იტალიური სამზარეულო
თანამედროვე ფრანგული სამზარეულო
კოლონიალური ეპოქის ბრაზილიაში მოგზაურობა, სადაც აუცილებლად უნდა შეავლოთ თვალი ძველ კათედრალს, რა გასაკვირია, რომ იტალიური სტილის რესტორანში დას რულდეს, სადაც შეგიძლიათ შეფთან კონსულტაციით შეარ ჩიოთ მენიუ, შეგიძლიათ, სტანდარტული დასახელებები დან აირჩიოთ, რომელსაც ვებგვერდზეც წინასწარ ნახავთ. მაგალითად, მრავალგზის ნაქები მწვანე რავიოლი რიკოტას შიგთავსითა და თეთრი რავიოლი ხბოს ხორცისა და პორჩინის სოკოს შიგთავსით, იტალიურ სოუსთან ერთად.
ამ რესტორანში იგრძნობთ, როგორ ეხამება ბრაზილიურ ხა სიათს ფრანგული დახვეწილობა. „ჯულიეტა“ კულტურის სახლ ში მდებარეობს _ ნეო-კლასიკური ფასადის მქონე პალაცოში, სადაც ლუი მეთექვსმეტის ესთეტიკის ინტერიერია. აბრეშუმის ფარდები ნაზად ირხევა, ცნობილი მხატვრების ნა მუშევრები კედლებს ამშვენებს, დარბაზში კი დაბალ ხმაზე ყოველ შაბათ-კვირას ფორტეპიანოს მელოდია ისმის.
ინტერიერი ისეთია _ აგურისა და თეთრი კედლების მონაცვლეობით, გრძელი ოთახით, რომ ნამდვილ იტალიურ პიაცაზე სადილს მოგაგონებთ, ოღონდ, ბრაზილიური აქ ცენტით. http://giuseppe.com.br
GIUSEPPE GRILL _ CENTRO ბრაზილიური გრილი
რესტორანი რიოს ცენტრში ერთ-ერთ ყველაზე ხალხ მრავალ ქუჩაზე მდებარეობს, მაგრამ ინტერიერი ისეთია (თან, როგორც ჩანს, გრილის ოხშივარიც თავისას აკე თებს), რომ თავი ქალაქური ხმაურისგან ძალიან შორს გეგონებათ. კედლებზე მხიარული და სახასიათო ნახატე ბია _ თანამედროვე არტისტების ნამუშევრები, გრილთან კი წამყვანი შეფი მუშაობს. აქაური ხორცეულის არჩე ვანი დახვეწილი, ხარისხიანი და გემრიელია ისევე, როგორც მრავალფეროვანია კოქტეილების სია, რომელშიც 60 სახეობის კაშასა შედის.
აუცილებლად ეწვიეთ კულტურის სახლის ვებგვერდს, ნახავთ, რომ „ჯულიეტას“ სამგვარი მენიუ აქვს და იმავე სახლში ბისტრო და ბარიც ფუნქციონირებს. მიმომხილველები გვირ ჩევენ, აუცილებლად გავსინჯოთ დესერტი.
https://www.instagram.com/giuseppegrill/
https://julietadeserpa.com.br
TEREZE
APRAZIVEL
ლათინო-ამერიკული სამზარეულო
ბრაზილიური სამზარეულო
ეს რესტორანი, რომლის შეფიც ურუგვაიელი ესტებან მატეუ გახლავთ, ცინცხალ, ორგანულ ინგრედიენტებზე დებს ფსონს და სუპერ-მოდერნულ კულინარიას გვთავაზობს. რაც მთავარია, კერძებისთვის შეფი ტრადიციულ ბრაზილიურ ინგრედიენტებს იყენებს და რეგიონში გავრცე ლებულ იმ მცენარეებსაც უსინჯავს გემოს, რომლებიც კულინარიულად არაკონვენციურად ითვლება.
სანტა ტერეზას უბანში თუ ბოლომდე ახვალთ, სავარაუდოდ, თქვენით მიაგნებთ ამ საოჯახო რესტორანს, რომელიც ხშირ ტროპიკულ ბაღშია. ხის მასიური მაგიდები ისეა განლაგებული, რომ მთელ უბანსა და ქალაქს გადაჰყურებს. კერძები მთელ ბრაზილიას ასახავს, მენიუში გემრიელი კაშასაც აქვთ, რომლის წრუპვასაც ამ ჯადოსნურ გარემოში არაფერი სჯობს. http://www.aprazivel.com.br
https://www.santateresahotelrio.com
37 VOYAGER 17/2019
რიო დე ჟანეირო რესტორნები
ANNA იტალიური სამზარეულო
თავისი მშვენიერი ზამთრის ბაღისა და აგურის კედლებში გადაწყვეტილი ინტერიერის წყალობით, შეიძლება აქ ვინ მესთან სახლში გეგონოთ თავი. თეფშებიც ძველმოდურია, კედლებზეც კლასიკური ტილოები კიდია და, რაც მთავარია, რესტორნის სახელი ანა _ ის ნამდვილ ადამიანზე მიგვანიშნებს _ რესტორნის ერთ-ერთი მფლობელის ოჯახის მატრიარქზე, რომელიც უშურველად გვიზიარებს თავის აუთენტურად იტალიურ რეცეპტებსა და შინამეურნეობის საიდუმლოებებს. მენიუში, პასტის ნაირსახეობასთან ერთად, ხორცეული, თევზი და ზღვის პროდუქტებიცაა. https://www.annarestaurante.com.br/copia-home
FRONTERA _ იპანემას სანაპიროს მთავარ ქუჩაზე მდებარეობს და ამ უბანში ერთ-ერთი საუკეთესო რეს ტორანია, სადაც განსაზღვ რულ ფასად ნებისმიერი ოდენობის კერძი შეგიძლიათ მიირთვათ. არჩევანი დიდია – თითქმის 60-მდე დასახელე ბის, ნაირგვარი სალათეულით და საკმაოდ ეგზოტიკური კერძებითაც, რომლებიც სხვა მსგავსი ტიპის რესტორანში არ შეგხვდებათ. აქ ხარისხსა და გემოთა მრავალფეროვნე ბაზე ჰოლანდიელი შეფი მარკ კვაკსი ზრუნავს. რესტორან ში ასევე აქვთ სპეციალური გრილის მაგიდა, სადაც შეფი სტეიკს, ქათმის ხორცსა და თევზეულს ამზადებს. ცალკეა სუშის მაგიდა, სადაც ბევრ ნაირი სუში-როლებისა და საშიმის შეკვეთა შეიძლება. პარასკეობით რესტორანში აქვთ ფეიჟოადაც – ამბობენ, რომ ქალაქში საუკეთესო. თუმცა, ცხადია, ამ ტიტულს ბევრი სხვაც იჩემებს. http://www.frontera.com.br OLYMPE _ ამ რესტორანს ასეთი ზეაღმატებული სახე ლი ტყუილად არ ჰქვია, აქ ჭამა მართლაც ღვთაებრივი თავგადასავალიაო, მიმომ ხილველები ამბობენ. შეფია Thomas Troisgros, რომელმაც რესტორანი საფრანგეთში დაბადებული მამისგან გადაიბარა და რამდენიმე მენიუს სთავაზობს სტუმრებს. აუცილებლად გასასინჯია დე სერტებიც, მათ შორის Crêpe Passion – რომელიც მენიუდან 1982 წლიდან არ გადადის.
LILIA მოდერნიზებული ტრადიციული ბრაზილიური სამზარეულო
ეს ადგილიც კიდევ ერთი ახალგაზრდა შეფის, ლუსიო ვიეირას შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის არეალია. მაქსი მალური ხარისხისა და სეზონურობის ეგიდით, ინგრედიენტები სულ ბაზრიდან მიაქვთ. გარემო სადა და მინიმალისტურია. ინდუსტრიულ და გამოკვეთილად ჰიპსტერულ სტილში გა დაწყვეტილ სასადილო ოთახს ჰგავს, ღია სამზარეულოთი. გარედან მხოლოდ პატარა პლაკატი მიგანიშნებთ, რომ დამრეცი კიბეების თავზე რესტორანია. თუმცა, მიმომ ხილველების უმეტესობა ამ სისადავის სარჩულში შეფუთულ დახვეწილ და, ამავდროულად, ოჯახურად გემრიელ კერძების არჩევანს და გულითად მასპინძლობას გამოარჩევენ. აქტიური ფეისბუკ-გვერდი აქვთ. ეს საშუალებას მოგცემთ, პორტუგალიურ ენაზე, მენიუსაც გაეცნოთ. FB: Lilia Restaurante
LA VILLA _ ცნობილი დრამატურგის, ნელსონ როდ რიგესის სახლში, ძველ, ისტო რიულ შენობაში მდებარე ეს ფრანგული კაფე კულტურული კონტექსტითაა ცნობილი _ ის ყოველთვის ადგილობრივი და სტუმრად მყოფი ინტელექტუალების შეკრების ადგილი იყო. მენიუს საკითხს აქაც წინდაწინ გაეცანით, აუცილებ ლად გვირჩევენ ბუიაბესის (bouillabaisse) გასინჯვას – ესაა უგემრიელესი თევზის წვნიანი სამხრეთ საფრანგე თიდან _ რესტორნის ერთერთი საავტორო კერძი.
38 VOYAGER 17/2019
CT BOUCHERIE ბრაზილიური ბისტრო ამ ადგილის შეფია რიოში და, ზოგადად, სარესტორნო სფეროში ცნობილი მზარეუ ლი, კლოდ ტროიგრო. ინტერიერი განზრახ გაუწყვიათ ისე, რომ საყასბოს ჰგავდეს, აქ ხორცზე და საუკეთესო ხარისხის ხორცზე, საუკ ეთესო ნაჭრებით, უდიდეს აქცენტს აკეთებენ, აქვთ წითელი ხორ ციც, ფრინველიცა და თევზიც. გარნირები კი სუფთა ბრაზი ლიურია _ ფაროფას ბლი ნები, გამომცხვარი ბანანები და დაბრაწული კარტოფი ლები, რატატუი, ქინუასა და პომიდვრის რიზოტო და სხვა გემრიელობები, რომლებიც ვეგეტარიანელებსაც ძალიან მოეწონებათ. PORCÃO Churrascarias – გრილზე შემწვარი მწვადის ადგილები რიო დე ჟანეიროში ბევრია, მაგრამ ეს ყველაზე ცნობი ლია. ადგილმდებარეობ აც შეუდარებელია: ფლამენგოს სანაპიროსთან ახლოს, გუ ანაბარას ყურესა და შაქ რისთავა მთას გადაჰყურებს. სალათებიც უხვად აქვთ და ხორცეულიც, როგორც კი მწვანე ბარათს ამოაბრუ ნებთ, მიმტანებიც შორიახლო გაჩნდ ებიან. ჯერ ძეხვეულს მოგიტანენ, ქათმის გულებს, ნივრიან პურებსა და გრილზე შემწვარ ყველს, მერე უფრო მძიმე არტილერია მოვა: სა ქონლის ხორცის სხვადასხვ ა ნაჭერი, ყველას რომ თავისი სახელები აქვს, მოგიტანენ ნეკნებსაც, ღორის ხორცსაც, ქათამსაც და ცხვარსაც – მანამ, სანამ წითელ ბარათს არ აჩვენებთ. MIL FRUTAS სანაყინე რიოში ნაყინს რა დალევს, მაგრამ ამბობენ, რომ ამ სანაყინეში ყველაფერი ცინცხალი და ხელით დამ ზადებულია, გემოთა მრა ვალფეროვნება კი შეუდა რებელია. www.milfrutas. com.br/index.html
რიო დე ჟანერო სასტუმროები
FASANO RIO DE JANEIRO ესაა პირველი შენობა ბრაზილიაში, რომელიც ცნობილი დიზაინერის, ფილიპ სტარკის თვალთახედვითაა მოწყობილი. იპანემას სანაპიროზე მდებარე ეს სასტუმრო უმაღლესი კლასის სერვისით და დახვეწილობის, პროფესიონალიზმის ტრადიციით გამოირჩევა. Fasano-დან ადვილია არპოადორის სანაპიროს მონახულება, რომელიც სერფერებს მოსწონთ ძალიან, იქიდან ჩანს Dois Irmãos (ორი ძმის) მთა და კორკოვადო. რაც ეხება სასტუმროს დიზაინს, როგორც ჩანს, ფილიპ სტარკი გონებაში 1950-60-იანი წლების რიოს ხედავდა და პატივიც ბოსა ნოვას დიდებულ ეპოქას მიაგო. სასტუმროს მერვე სართულზეა საცურაო აუზი, რომლის მსგავსი პანორამული ხედებიც იპანემას სანაპიროზე იშვია თობაა. ბარი სტუმრებს სთავაზობს ახალდაწურულ წვენებს,
GRAN MELÁ NACIONAL RIO DE JANEIRO სასტუმრო ზედ São Conrado-ს სანაპიროზე მდებარეობს – ეს კი ლებლონის შემდეგ ქალაქის ყველაზე მოდური რაიონია. იქაურობა სერფერებითაა სავსე, ოკეანეს კი თავს დაჰყურებს მთა Dois Irmãos და გაუვალი ტყით დაფარული ტიჟუკას პარკი. სასტუმროდან ფრიად ახლოსაა ფაველა როსინია, მიუხედავად ამისა, რაიონი უსაფრთხოდ ითვლება. თუ რესტორნებითა და ღამის კლუბებით სავსე ადგილების მო ნახულება გნებავთ, ტაქსით მგზავრობა მოგიწევთ. იპანემასა და კოპაკაპანამდე 15 წუთია, ქალაქის ცენტრამდე – ნახევარი საათი. სამაგიეროდ, The Nacional-ი ბრაზილიის დიდებულ ხანას _ ბოსა-ნოვას გაგახსენებთ. იცხოვრებთ სამხრეთ ამე რიკის ყველაზე დაფასებული მოდერნისტი არქიტექტორის, ოსკარ ნიმეიერის ცილინდრულ შენობაში და ისადილებთ სასტუმროს რესტორანში, რომელიც კუბრიკის ფილმის გადასაღებ მოედანს ჰგავს. საძინებელი ოთახის ფანჯრებიდან კი ჩანს ქრისტეს ქანდაკებაც, მთებიცა და ოკეანეც, რომლის
კოქტეილებსა და სადილის მენიუსაც. თუმცა, ხშირად სტუმ რები სადილისთვის გარედანაც მოდიან სპეციალურად Fasano Al Mare-ში _ რესტორანში, რომლის სამზარეულოსაც შეფი ნიკოლა ფიდელი უძღვება და შესანიშნავად უხა მებს ბრაზილიას ხმელთაშუა ზღვისპირეთის სამზარეულოს, საგანგებო აქცენტით ზღვის პროდუქტებზე. სასადილო დარბაზის გარდა, საუზმიდან ვახშმის ჩათვლით მაგიდები ხში რად იშლება ტერასაზეც. რესტორანი სტუმრებს დახურულ სადილებსაც სთავაზობს მურანოს შანდლებით განა თებულ შვედურ მაგიდებთან. რადგან Fasano სერფერების გარემოს ნაწილია, სტუმრებს სერფინგის დაფებიც ელოდებათ. ასევე, კერძო გაკვეთილებს ადგენენ მათთვის, ვისაც ახლა სურს სერფინგის სწავლა. https://www.fasano.com.br/hoteis/fasano-rio-de-janeiro
თავზეც დელტაპლანით კარიოკები დაფრინავენ და მზეც დიდებულად ეშვება. ამ ყველაფრით სიამოვნების მისაღებად, საჭიროა ნომრის დაჯავშნა 25-ე სართულის ზემოთ, ჩრდი ლოეთის მხარეს. http://gran-melia-nacional.riodejaneirohotelguide.com/en/
39 VOYAGER 17/2019
რიო დე ჟანეირო სასტუმროები
COPACABANA PALACE ეს მთელ რიოში ყველაზე თავმომწონე, ყველაზე მეტი კულტურული ფასეულობის მქონე სასტუმროა, რომელ საც მემკვიდრეობად ერგო არტ-დეკოს სტილის დიდებული შენობა, ზრუნვა ხარისხზე, რომელიც თეთრეულიდან და ბალიშიდან დაწყებული, ხედებით, სპითა და საუნით, რეს ტორნითა და გასართობ-სარელაქსაციო სხვა სერვისებით გამოიხატება. ესაა ნომრები, სადაც მარლენ დიტრიხი და ორსონ უელსი ისვენებდნენ; ნომრები, სადაც დღეს თქვენ შეგიძლიათ წრუპოთ შამპანური ბრაზილიური ხის ავეჯის გარემოცვაში, დაისვენოთ ბრაზილიური ვარდისფერი და თეთრი მარმარილოს სარელაქსაციო ზონებში. სასტუმროს პენტჰაუს-ლუქსები აქვს, სადაც აზიური ხალიჩები, ძვირფასი ფრანგული ქსოვილები და ხელით ნარჩევი ანტიკვარული ავეჯი დაგხვდებათ. ახალი წლის შეხვედრა იქ ძალიან პრესტიჟული ამბავია. კოპაკაბანა ისედაც ფოიერვერკების ზეიმს მიაქვს, ამ სასტუმროში კი უკვე შუაღამის მერე კერძო წვეულება იწყება. სასტუმრო გთავაზობთ ტურებს და სხვა ექსკლუზიურ მომ სახურებას. აქვეა რიოში ცნობილი რესტორანი Cipriani-ც, რომელიც იტალიური და საერთაშორისო კულინარიის ნიმუშებით გამოირჩევა. იტალიური გასტრონომიული ნა წარმი ამ რესტორანში შესანიშნავად ეხამება ადგილობ რივ, ბრაზილიურ ინგრედიენტებს. დიდებული სასადილო დარბაზი სასტუმროს ცნობილ აუზს გადაჰყურებს. ასევე, შესაძლებელია „შეფის სუფრის“ შეკვეთა და სადილის მოწყობა პირდაპირ სამზარეულოში ექვს სტუმარზე. https://www.belmond.com/hotels/south-america/brazil/ rio-de-janeiro/belmond-copacabana-palace/
COPACABANA PALACE-ი BELMOND-ის ჯგუფის წევრია. ამავე ჯგუფს ეკუთვნის ექსკლუზიური ხარისხით გამორჩეული სასტუმროც იგუასუს ჩანჩქერების სიახლოვეს – HOTEL DAS CATARATAS _ მთლად ზღაპრულ გარემოში, ტროპიკულ ჯუნგლში, ოღონდ ნაცნობი დახვეწილობითა და ფუფუნებით. https://www.belmond.com/hotels/south-america/brazil/ iguassu-falls/belmond-hotel-das-cataratas/
EMILIANO HOTEL ეს სან პაულუში დაფუძნებული ქსელის რიო დე ჟანეირული ვერსიაა 90 ნორმითა და მაღალი კლასის გასტრონომიით, დასვენებითა და სარელაქსაციო მომსახურებით. თითოეული ნომერი დეკორის საინტერესო დეტალს შეიცავს. საოცარი ხარისხითა და დეტალებით გამოირჩევა სავარჯიშო დარბაზი და სპა Santapele, რომელიც მე-11 სართულზეა განთავსებული. ტერასაზეა „ემილიანოს“ უსასრულობის ეფექტის მქონე აუზი და თანმხლები მოსასვენებლი ზონები. ერთი რესტორანი ფუნქციონირებს სწორედ აუზთან, მეორე კი კლასიკური სასა დილო სივრცეებით გამოირჩევა და თანამედროვე კერძებს სთავაზობს სტუმრებს. „ემილიანოს“ ფასადი თეთრი, ალაგალაგ გახსნილი პანელებითაა დაფარული. მათი საშუალებით ჰაერი და ოკეანის ბრიზი იოლად აღწევს შენობაში და, ამავდროულად, სტუმრების სიმყუდროვესაც იცავს. https://emiliano.com.br/?hotel=rj 40 VOYAGER 17/2019
გირჩევთ
ქეთი სიჭინავა, SOLO რიო ის ქალაქია, სადაც აუცილებლად დავბრუნდებოდი. მის შესაყვარებლად ცოტა კმარა _ დაათვალიერებ ტურისტულ ადგილებს და უკვე აღგაფრთოვანებს. მე კი ორმაგად გამიმართლა _ რიოში ჩემს ბრაზილიელ მეგობართან ჩა ვედით, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს და მან იქაურობა კიდევ სხვა თვალით დაგვანახა. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადგილობრივი კულტურის კარგად მცოდნე მასპინძელი გყავს. ამ დროს ყველაზე სტანდარტულ ტურისტულ გზასაც სხვაგვარად გადიხარ. ჩვენც ასე _ აბა, როგორ შეიძლებოდა, არ ავსულიყავით შაქრისთავა მთაზე, რომლის მსგავსი სილამაზისაც ბევრი არაფერი მინახავს? საბაგიროებით ავედით, თან მთიდან მთაზე გადავდიოდით და ვიცვლიდით ტრანსპორტს. თუ არ ვცდები, მესამე გადაჯდომის მერე ავედით შაქრისთავა მთაზე, საიდანაც დაუვიწყარი ხედი გადაიშალა. მზე ჩადიოდა და ფერები, რაც იქ ვნახე, მერე აღარსად განმეორებულა. ქრისტეს ქანდაკებამდეც რამდენიმე გზაა, ზოგი ფეხით ამჯო ბინებს ასვლას, ჩვენმა მასპინძელმა კი გვითხრა, რომ ჯობდა, აერო-ტაქსი გვექირავა. პილოტმა ძალიან ახლოს მიგვიყვანა ქანდაკებასთან, ყოველი მხრიდან დაგვათვალიერებინა. თვითონ კორკოვადოს მთიდანაც რიო ჯადოსნურად ჩანს, თითქოს, ქალაქი მრგვლადაა გაშენებული სანაპიროზე და ზემოდან, ოკეანესთან ერთად, სასწაულია მისი ნახვა. ჩემი ემოციების მიზეზი მხოლოდ დამატყვევებელი სილამაზის ბუნება არაა, პირველ რიგში, ხალხი არ მავიწყებს თავს _ მხიარული და ბედნიერი ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ხალისს ნებისმიერ სიტუაციაში ავლენენ, მიუხედავად იმი სა, რომ ეკონომიკური სირთულეები ბევრს აქვს. ეს სანა პიროებზეც იგრძნობა, სადაც ყველანაირ ადამიანს შეხვდები, განსაკუთრებული სიჭრელე კი მაინც კოპაკაბანაზეა. იქ არის ის ცნობილი სასტუმროც _ „კოპაკაბანა პალასი“ _ რომელიც ძველი ფილმებიდან მახსოვდა და სინამდვილეშიც ძალიან შთამბეჭდავი ყოფილა. კიდევ რიოდან წამომყვა ყავის კულტი და გემრიელი ყავის სურნელი _ რომელიც გემრიელია მათთვისაც კი, ვინც ყავას სულ არ სვამს; წამომყვა აურა, რომელიც სუვენირების მაღაზიებშია, სადაც ათასი უცნაურობის შეძენა შეგიძლია (მე ორი ძალიან ძველი ჟღარუნა წამოვიღე); ასევე ხილის გემო _ არც კი ვიცოდი, ამდენი გემო თუ არსებობდა სამყაროში, აუცილებლად უნდა გასინჯოთ ბლანტი, გამაგრილებელი სასმელები, რომელთაც ამ ხილისგან ამზადებენ და სა ნაპიროებზე ყიდიან.
სანაპიროებზე ყოფნა უკვე გართობაა. ჩვენ ყურესავით ადგილას ვცხოვრობდით, სახლიც იქვე, ზედ წყალზე იდგა, კატერით გავდიოდით ხოლმე ოკეანეში და ვხედავდით, როგორ ეშვებიან პარაშუტებით. მარტო ეს სანახობაც კი ბევრ რამედ მიღირს, ულამაზესია. რიოს შემდეგ რამდენიმე დღე სან პაულუშიც გავატარე _ ამ ორს შორის კონტრასტის შესაგრძნობად მშვენიერი გადაწყ ვეტილებაა. სან პაულუ – ხარისხიანი, მდიდრული შენობები, მაღალსართულიანი სახლები და საქმიანი განწყობაა, თუმცა, თავისი ბოჰემური მომხიბვლელობები, ცხადია, მასაც აქვს. სან პაულუსთან ახლოს არის კუნძული ილაბელა, რომელიც პატარა სამოთხეს ჰგავდა. სასტუმროც, გარემოც, ოკეანის წყალიც, ყველაფერი საუკეთესო იყო დასასვენებლად.
41 VOYAGER 17/2019
განსაკუთრებული შეთავაზება მომხმარებლებისთვის
MADE IN BRASIL
ამაზონის ფლორა და მისი ორსახოვანი იაგუარი
44 VOYAGER 17/2019
ი რ ა კლ ი ბე რ ი ძ ე დამიძახეთ იაგუარ ეტე. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე. იაგუარი კი ლინგვისტუ რი გაუგ ებრობის მიზეზით მაშინ მიწოდეს, ძვე ლი სამყაროდან სტუმრები რომ გვეწვივნენ. ასეა თუ ისე, მე ვარ იაგუარეტე _ ამაზონის თვალუწვდენელი სამფლ ობელოს მეფე, უზენაესი მკურნალი და კიდევ ბევრი სხვა რამ. ორსახოვ ნება კი ჩემი ღვთაებრივი ბუნების გამოხატუ ლებაა: ხან ულმობელ მტაცებლად ვევლინები ადამიანებს და ხან მზრუნველ მკურნალად. აკი, ვუთხარი კიდეც ხსენებულ სტუმრებს ძველი სამ ყაროდან, თქვენი დიონ ისე ჩემი ბიძაშვილების – პანტერების გაზრდილია-მეთქი. დიონისეს თან კეკლუცობა კი, მოგეხსენებათ, ზომიერე ბას ითხოვს: თავშეკავებული არშიყი სასარგებ ლოა სულისა და ხორცისთვის, თავდავიწყებით ფლირტი კი დამღუპველია.
მართალია, კომპანია SOL DE JANEIRO-ს სათავო ოფისი ნიუ იორკშია, მასზე უფრო „ბრაზილიური“ ბრენდი ძნელად თუ მო იძებნება. მრავალფეროვანი პროდუქციის მიუხედავად, აქცენ ტი მაინც კანის მოვლაზე კეთდება – და გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივი, სათუთად შერჩეული ინგრედიენტები. მაგალი თად, ბრაზილიურ ი ბუმ-ბუმ კრემი (Brazilian Bum Bum Cream), შეიცავს ამაზონის ენდემურ გუარ ანას, ქოქოსის ზეთს და კუპუა სუს (კაკაოს მსგავსი ამაზონელი). https://soldejaneiro.com/
ასეა თუ ისე, დღეს ძველი სამყაროს ახალ თა ობას ვმასპინძლობ, სტუმრებისთვის ბევრად უფრო შესაფერისი იარაღებით რომ არიან აღ ჭურვილნი. მეცნიერ ები, ექიმები, ისტორიკოსე ბი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შო რის ერთი დარბაისელი ექიმი ქალი მედეაც... ყველას ჩემი სასწაულმოქმედი წამლობის საი დუმლოს შესწავლა სურს. დაგემოვნებასაც არ უარობენ. არ იფიქროთ, რომ მათ ზღაპრებითა და ცრურ წმენებით ვუმასპინძლდები. თანამედროვე მე დიცინა, ფარმაკოლოგია, კოსმეტოლოგია, გან საკუთრებით ორგანული, ხომ მხოლოდ ადას ტურებს, განავრცობს, აუმჯობესებს, ტექნოლო გიურ ად ამდიდრებს და სისტემურ სახეს აძლევს იმას, რაც საუკუნეების, ათასწლეულების გან მავლობაში წარმატებით ემსახურებოდა ხალხს.
ფრანგული ბრენდის NATURA-ს ბრაზილიური განყოფილე ბა, NATURA BRASIL _ ერთ-ერთი ლიდერია ადგილობ რივ ბაზარზე და დღეს დამოუკიდებლად იმკვიდრებს ადგილს გლობალურ ასპარეზზეც. ამ ბრენდის აბაზანის გელი Ekos Castanha შეიცავს ადგილობრივი თხილის ჯიშების ზეთების ასორტიმენტს და საუცხოო სურნელს აფრქ ვევს. მნიშვნელო ვანია, რომ Natura Brasil გადასულია 100 პროცენტით „მწვანე“ წარმოებაზე, ფლაკონების და შესაფუთი მასალის ჩათვლით. https://www.natura.com.br/
ბოლო 20 წლის განმავლობაში ბრაზილიაში ამ მხრივ ნამდვ ილი ბუმია – ალბათ, საკმარისია, ვახსენოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუ შავა და თავის ერთ-ერთ ძირითად მიმართულე ბად აქცია „შერწყმული და დამხმარე პრაქტი კის ეროვნული პოლიტიკა“, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ტრადიციული ორგანული მედიცინაა მთავრობის პრიორ იტეტული განხრა. ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არიან ბრაზილიელე ბი ასე მომხიბვლ ელნი, კანის საუცხოო ფერით, მბზინავი თმებით? ამ კითხვით მსოფლიოს წამ ყვანი თუ ადგილობრივი კოსმეტიკური ბრენდე ბიც დაინტერესდნენ და აქ დაიწყო თავდავიწყება _ ამაზონის დაბლობზე უხვად გავრცელებული მცენარეების დიდმა ნაწილმა ადგილი დაიმკვიდ რა მსოფლიოს ყველაზე დახვეწილ კოსმეტიკურ პროდუქციაში. ისეთი საერთაშორისო ბრენდების გვერდით, როგორიცაა Estee Lauder, Avon, L’Oreal, Maybelline და სხვა, ბაზარზე დღეს უკვე თავს იწონებენ ბრაზილიური კომპანიებიც.
კომპანია RIÔ, რომლის შთაგონების წყაროს წარმოადგენს მრავალფეროვანი, ხალხმრავალი და სიცოცხლით სავსე რიო დე ჟანეირო, აქცენტს სუნამოებზე აკეთებს: ადგილობრი ვი მცენარეების გამოყენებით მათ შექმნეს საუცხოო Avenida Atlantica კაცებისთვის (მუშკის და ვერბენას არომატებით) და Jardim Botanico ქალებისთვის (ბროწეულის, თეთრი გუავას, პასიფლორას, მარაკუიას, შროშანის და ზამბახის სურნელთა ნაზავით). https://www.riobiocosmeticos.com
45 VOYAGER 17/2019
MADE IN BRASIL
ახლა კი დავუბრუნდეთ მეცნიერ სტუმრებს, რომელთაც ჩემი სამფლობელოს უძველესი ტომის – ტუპინამბას ერთ-ერთ სოფელში ვმასპინძლობ. რით ვმასპინძლობ? ჩემი ქურუმები დავრაზმე და აიაჰუასკას მოხარშვა-დაყენება ვუბრძანე. აიაჰუასკა (AYAHUASCA) ჩვენი სულიერი და ფიზიკური კავში რის მასაზრდოებელი ნახარშია, რომელიც ჩვენს სულს, გონებას და სხეულს აჯანსაღებს და კვებავს. როგორ? ამასაც მო გახსენებთ, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით. აიაჰუასკას მომ ზადებას ორი დღე სჭირდება. შესაბამისად, კიდევ ბევრი დრო გვაქვს გრძნეულ მცენარეებზე სალაპარაკოდ. რას შევადარო აიაჰუასკა? აი, დაახლოებით, თქვენში ღვინო რომ არის... ღვინო ხომ ყოვლისმომცველია: მასშია კულტურაც, ადათ-წესებიც, სტუმარ-მასპინძლობაც, სოციალური იერარ ქ იაც, მისტიკაცა და მედიცინაც. ოღონდ, ისევ და ისევ, ზომიერებაა საჭირო. ღვინის მსგავსად, აიაჰუასკას დაყენებაც ძალიან სათუთი თემაა. აიაჰუასკაც, ღვინის მსგავსად, ცოცხალი არსებაა. „ღვინოს მოსმენა უყვარს, დაყვავება, მოფერება... დუღილის ღიღინთან შეხმატკბილება და ბანის მიცემა“, _ ამბობს კოლხი მედეა. ასეა აიაჰუასკას შემთხვევაშიც. ჩემი ქურუმებიც ღიღინ-ღიღინით გარს ევლებიან უშველებელ მობუყბუყე ქვაბს, რო მელშიც ზუსტად მითითებულ დროს უმატებენ ქააპის ხვიარას და ხალხში „ცხელი კოცნის“ სახელით ცნობილი მწვანე ფსიქოტრიის ქერქს და ლერწამს, თუმცა კონკრეტული ქურუ მის შთაგონებით (და ჩემი კურთხევით) სხვა ინგრედიენ ტებიც გამოიყენება. ჩვენც აქა-იქ ვუერთდებით ამ ფერხულს, შუალედებში კი მჭვრეტელობა-მოცალეობას ვეძლევით და სიბრძნეს ვუზიარებთ ერთმანეთს.
აი, მაგალითად, ერთ-ერთმა სტუმარმა, წარმოშობით შოტლან დიელმა, ორი საათ ის განმავლობაში ილაპარაკა აიაჰუასკას სამკურნალო თვისებებზე, მის „პოტენციალზე თანამედროვე მედიცინაში“ და სიფრთხილის და ზომიერების აუცილებლობა ზე. ის ამბობდა: „არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფს, რომ აიაჰუასკას ჯერ კიდევ 4000 წლის წინ იყენებდნენ. მეცნიერ ულად უკ ვე დადასტურდა, რომ აიაჰუასკა აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უწყობს ცხოვრების მიმართ პოზიტიურ ი განწყობის გაღვივებას და ყურადღების კონცენტრაციას, ასევე აფართო ებს გონებრივი შესაძლებლობების გამოყენების არეალს და ინტროსპექციის უნარს. მეცნიერები, ასევე, გამოჰყოფენ ოთხ ძირითად სარგებელს, რომელიც აიაჰუასკას მოაქვს: 1) სხეულიდან პარაზიტების, მავნე მიკროორგანიზმების და ბაქტერიების გამოდევნა; 2) ანტიდეპრესიული მოქმედება, რისთვისაც აიაჰუასკა სალ ბუნივით ეფოფინება ემოციურ პროცესებსა და მოტივაციაზე პასუხისმგებელ არეებს ტვინში; 3) დიდი ალბათობით, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულების მკურნალობა, თანაც არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური და სულიერი, რისთვისაც აფარ თოებს თვალსაწიერს, ხელს უწყობს შემოქმედებითი აზ როვნების განვითარებას, ასევე, ზრდის ფსიქოლოგიურ მოქნილობას; და 4) კიბოს საწინააღმდეგო თერაპიული მოქმედება, თუმცა ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი... კვლევების სიმწირე გვაქვს“. აიაჰუასკას ქება-დიდებაში გართულებს შევახსენე, რომ ამა ზონის დაბლობზე უხვად მოიძებნება და გამოიყენება სხვა, არანაკლებ სასარგებლო მცენარეებიც. ამაზონის დაბლობი ხომ უდიდესია მსოფლიოში. იგი 6.7 მლნ კვადრატულ მეტრზ ეა გადაჭიმული, რაც, მაგალითად, ორ ინდოეთს გადაფარავდა საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ თან სახლობს მსოფლიოში ცნობილი ბიომრავალფეროვნე ბის, სულ მცირე, 10 პროცენტი, ენდემური და საფრთ ხის ქვეშ მყოფი ჯიშების ჩათვლით, ხოლო თავად მდინარე ამაზონი მედიდურად მიედინება 6600 კილომეტრზე და თავის ასობით შენაკადთან ერთად, ასაზრდ ოებს 80000-ზე მეტი ჯიშის მცენარეს, რომელთაგან დაახლოებით 20000 ჩემს სამფლო ბელოში გამოიყენება: მკურნალობასა და მაგიაშ ი და მათი დიდი ნაწილი უკვე თანამედროვე მედიცინაში, ფარმაცევტი კასა და კოსმეტიკაშიც გვხვდება.
46 VOYAGER 17/2019
ასე, მაგალითად: ასაის პალმის დალოცვილი ნაჟური შეიცავს ნივთიერებებს, რომელთაც ლეიკემიის დამარცხებაც კი ძალუძს. „ტაპიას“ სახელით ცნობილი ხე რძიანისებრთა ოჯახიდან კურნავს კანის დაავადებებს, ანთებებს, ასევე, ზოგიერთ ბაქ ტერიულ და სოკოვან დაავადებას და კიბოს უჯრედებსაც კი, და გვაზღვევს რევმატიზმისგან! ვიროლა და „კალუმბის“ სახელით ცნობილი მიმოზა ფსი ქიატრიული აშლილობების სამკურნალოდ გამოიყენება. ხოლო ამაზონის დაბლობში გამოზრდილი კიდევ ერთი სიმ დიდრე _ კრაზანა თირკმლის სიმსივნის სამკურნალოდ გა მოდგება. კოპაიფ ერას ოჯახის ხის ზეთისგან ოდითგანვე ამზადებდნენ სალბუნს, რომელსაც ჭრილობის შესახორცებლად იყენებ დნენ. მაგალითად, ახალშობილებს ჭიპლარზე ადებდნენ და დაჭრილ მეომრებსაც ჭრილობებზე აფენდნენ. სხვათა შორის, კოპაიფ ერას ჯადოსნური თვისების შესახებ ადგილობრივებმა სწორედ იაგუარებისგან ისწავლეს, რომლებიც სხვა მტაცებლებზე გამარჯვების შემდეგ კოპაიფერას ტანზე ხახუნით გამომუშავებული ზეთითა და ფისით იშუშებდნენ იარებს.
სულ ახლახან, ჩემი ქურუმების – სწავლულ კაცთა მრავალ რიცხოვანმა ჯგუფმა გამოსცა ამაზონის დაბლობის ხალხური მედიცინის ენციკლოპედიის მეორე ტომი. ანუ უკვე 1000 გვერ დამდე მასალა არსებობს ამაზონიის სამკურნალო ბიომრავალ ფეროვნების შესახებ. ახლა კი, დროებით, აიაჰუასკა მომზადდა. დრო დადგა სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღების. თქვენი ორსახოვანი მკურნალი, იაგუარეტე.
47 VOYAGER 17/2019
კარნავალი
„ვისაც სამბა არ მოსწონს, იმას რაღაც ვერ აქვს წესრიგში. ან პრობლემა აქვს თავში ანდა სისუსტე ფეხებში“, - გამონათქვამი ბრაზილიაში.
მსოფლიოს ყველაზე დიდი შოუ უ ნა ა ბა შ იძე მაყურებელი დიდი ხანია ადგილზე ცმუკავს. 1984 წელს ცნო ბილი ბრაზილიელი არქიტექტორის, ოსკარ ნიმეიერის მიერ დაპროექტებულ და სპეციალურად სამბას სკოლების გამოსვ ლებისთვის აშენებულ სამსართულიან სამბადრომზე 80 ათასი ადამიანი შეკრებილა. ზოგი სამბადრომის ქვედა სართულზე დგას. ისინი ყველაზე ახლოდან დააკვირდებიან რამდენიმე წუთში დაწყებულ თვალწარმტაც სანახაობას. ზოგი მეორე სართულზე მოკალათებულა და ზემოდან აპირებს, თვალი შეავლოს ვეებერთელა ტივებზე მოცეკვავე სამბას დედოფლებს.
სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ის, რისთვისაც ბრაზილია მთელი წლის განმავლობაში ემზადება და რის ხილვაზეც, მილიონობით ტურისტი ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის დადგომამდე 40 დღით ადრე ბრაზილიის სხვა ქალაქებიც სრულიად გიჟური რიტმების ქვეშ იწყებენ ფეთქვას, რიო დე ჟანეიროში ამას მაინც განსაკუთრებულად აკეთებენ. რიოს კარნავალი მსოფლიოს ყველაზე დიდი შოუა, რომლის დროსაც ბრაზილიის დედაქალაქში მაღაზიები და სახელმწიფო დაწესებულებები იხურება.
50 VOYAGER 17/2019
რაც არ უნდა მეტი ხატოვანი სინონიმი გამოვიყენოთ, აღწერა უცვლელია: სექსუალური და ცეცხლოვანი მოძრაობები, დასარტყამ ინსტრუმენტებს აყოლილი თეძოები, გრძელი, პრიალა ფეხები და დაუჯერებლად ბრჭყვიალა კოსტიუმები _ ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება, მაგრამ რიოს კარნავალი მაინც არ გადადის მოდიდან. ის სეზონური მოცემულობაა. ისევე ლოგიკური და გარდაუვალია მისი მოსვლა, როგორც თავად გაზაფხულისა. და ეს ასეა იმ დროიდან, როცა პირველმა მოგზაურებმა „ახალი სამყაროს“ აღმოჩენა დაიწყეს. თითქმის სრული თანხმობა არსებობს უფრო ზუსტ თარიღზეც: პირველი კარნავალი რიო დე ჟანეიროში 1723 წელს გაიმართა, მას მერე ყოველწლიურად გაიზარდა და გაფართოვდა, სანამ, საბოლოოდ, „სასწაულებრივი ქალაქის“ სიმბოლოდ არ იქცა. ლეგენდა აღიარებს ერთ პორტუგალიელ მეწაღეს, ჟოზე ნოგეირა დე აზევედოს, რომელმაც, მეგობრებთან ერთად, 1800-იან წლებში პირველი ქუჩის მხიარულება მოაწყო _ გამოვიდნენ ორშაბათს, ჩაიარეს ქუჩაზე დოლებით, დაი რებითა და სასტვენებით და ეს სახალხო ღრეობა მომდევნო წელსაც გაიმეორეს. ცხადია, მერე და მერე, კარნავალმა უფრო ჩამოყალიბებული ფორმა მიიღო. გაუჩნდა გარკ ვეული სტრუქტურა და თემა, თითოეული მონაწილე დიდი საქმის პატარა ნაწილს საკუთარ პასუხისმგებლობად იღებდა და სტრუქტურაც ასე იქმნებოდა.
კარნავალს ყველა იმ ხალხის გავლენა ეტყობა, ვინც რიო დე ჟანეიროში ჩავიდა, თავისი კულტურა და ადათწესები ჩაიტანა და სხვებისაც გადაიღო. ამიტომაც არის, რომ, როცა რიოს კარნავალის ფესვების გარჩევაზე მიდგება საქმე, ერთმანეთში ითქვიფება სხვადასხვა საუკუნეში, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ჩვეულებები, მოტივები და მამოძრავებელი ძალა.
მანქანები, ტამტამის რიტმებს აყოლილები, ასიგნალებენ და მთელი ქალაქი, რამდენიმე დღით ფერად-ფერად ბუმბულებსა და ბრჭყვიალა თვლებით გაწყობილ კოსტიუ მებში იძირება. ყველა ცეკვავს მაშინაც, როცა არ უნდა ცეკვავდეს, ნამდვილი მოცეკვავეები კი ერთმანეთს ოქროსფრად ალაპლაპებული შიშველი სხეულების სრულყოფილებასა და ენერგიულ მოძრაობებში ეჯიბრებიან.
ზოგს ძველი ბერძნები და დიონისესადმი მიძღვნილი ზეიმები ახსენდება, ზოგს რომაელი დიდგვაროვნებისა და ჯარისკაცების დღესასწაულები ბახუსისა და სატურნალიას სახელზე, ზოგსაც _ „ენტრუდო“ _ პორტუგალიური ღრეობები კათოლიკური დიდმარხვის წინ. კათოლიკური გავლენა თვითონ ღონისძიების სახელწოდებაშიც გამოსჭვივის. Carne Vale _ კარნავალის საწყისი ფორმა _ „ხორცთან დამშვიდო ბებას“ ნიშნავს და მიუთითებს იმ ორმოცდღიან პერიოდზე „ფერფლის ოთხშაბათიდან“ აღდგომის დადგომამდე, როცა მორწმუნეები არ ჭამდნენ ხორცს. მას შემდეგ, რაც სამეფო ოჯახი პორტუგალიიდან რიო დე ჟანეიროში გადავიდა, ბრაზილიური საფესტივალო კულტურა უფრო დაიხვეწა და Entrudo მდიდრების გასართობად იქცა. თუ მის ძველ ვერსიაში, ხალხი ლიმონის წვენითა და ფქვილით ესხმოდა თავს ერთმანეთს, 1840 წელს რიოში გამართულ პირველ ბალ-მასკარადზე ადგილობრივმა მდიდ
51 VOYAGER 17/2019
კარნავალი
რებმა სპეციალურად შეკერილი კოსტიუმები და ნიღბები გამოიყენეს _ ეს მათ იტალიელებისგან გადაიღეს. საგანგებოდ გამოწყობილები ხან ოპერას უსმენდნენ და ხან ვალსზე ანდა პოლკაზე ცეკვავდნენ. ამასობაში კი, ქვეყნის ღარიბი მოსახლეობა თავისთვის ერთობოდა: ისინი ისევ აგრძელებდნენ ქუჩებში აღლუმების მოწყობას, რაც ენერგიული და ტემპერამენტიანი სამხრეთელებისთვის, აყალმაყალითა და ცემა-ტყეპითაც კი მთავრდებოდა. ამ ორი ღონისძიების პარალელურად, ნელ-ნელა ჩნდებოდა ის მთავარი ელემენტი, რის გარეშეც დღევანდელი რიოს კარნავალი უბრალოდ წარმოუდგენელია _ სამბა. 1917 წლამდე კარნავალები მის გარეშე მიმდინარეობდა. მერე კი ერთხელ და სამუდამოდ მოიკიდა ფეხი. სამბა, კონგოელი თუ ანგოლელი მონებისთვის, რომლებიც ბრაზილიაში ყავის პლანტაციებში სამუშაოდ წაასხეს, გადარ ჩენის ჰიმნი იყო. რიტმი, რომელიც მათ მძიმე ცხოვრებასა და რთული სამუშაო პირობების დავიწყებაში ეხმარებოდა. ისინი ხომ ვერც უცხო მიწაზე, მძიმე შრომაში ვერ ივიწყებდნენ ბავშვობიდან შეჩვეულ მუსიკალურ ჰანგებს, რიტუალურ წესებს და სათაყვანებელ ღმერთებს _ ეს სამი რამ კავშირშია, რადგან აფრიკელები უზენაეს ძალებს თაყვანს სწორედ ექსპრესიული მუსიკითა და ცეკვებით და, ასევე, უმშვენიერესი ნიღბებითა და კოსტიუმებით სცემდნენ. გარდა ამისა, ავ სულებთან საბრძოლველად იყენებდნენ ძვლებს, მცენარეებს, ბუმბულებსა და ხის მერქანს და ამითაა, რომ რიოს კარნავალი დღემდე ამ პირველყოფილი, ველური ბუნებისა და თავისუფალი როკვის სიხარულს ინარჩუნებს.
ვილი კორპორაციებივით იმართება. მათ თავიანთი შტაბბინები, გიმნაზიები და საცეკვაო კლუბები აქვთ, სადაც მზადება კარნავალისთვის, გარეშე თვალისგან ფარულად, გაუჩერებლად მიმდინარეობს. ერთი საგულისხმო დეტალიც _ სამბას სკოლები თავიანთ რაიონებში სხვადასხვა სო ციალურ სერვისებშიც არიან ჩართულნი. რიოს კარნავალის პირველი ოფიციალური აღლუმი 1935 წელს Praca Onze-ზე გაიმართა და 30 წლის განმავლობაში მისამართი არ შეუცვლია, მერე აღლუმი Avenida Presidente Vargas-ზე გადაიტანეს, ბოლოს კი _ Marquis de Sapucai-ზე, სადაც დღემდე ყოველწლიურად იმართება. 40 წელზე მეტია, სამბას კლუბების აღლუმისთვის სამბადრომი არსებობს და ამ მუდმივმოქმედი სცენის აგებაც საჭიროებამ გამოიწვია: ყოველწლიურად უწევდათ დაშლა, აწყობა და ძველი ნარჩენების გადაყრა, თან რაც უფრო ცნობილი ხდებოდა რიოს კარნავალი, მით უფრო მეტი ადამიანი ჩადიოდა სხვა ქვეყნებიდან. ამიტომაც, ბრაზილიის სამხედრო დიქტატურის დასრულების შემდეგ, ლეონელ ბრიზოლას ახალმა მთავ
მონობის გადავარდნის შემდეგ მილიონობით აფრიკელი ბრაზი ლიის სამხრეთით, ძირითადად, Cidade Nova-სა და Prace Onze-ში დასახლდა და, შესაბამისად, ეს მხარე სამბას ეპიცენტრი გახდა, იქიდან კი მთელ ქვეყანაში გავრცელდა. მისი ენერგიული რიტმები დღითიდღე იმდენად პოპულარული ხდებოდა, რომ სულ მალე მუსიკოსებმა და მოცეკვავეებმა კლუბები შექმნეს, რაც ნელ-ნელა ასოციაციებსა და სამბას სკოლებში გადაიზარდა. 1928 წელს რიოში სამბას პირველი სკოლა Deixa Falar დაარსდა. რიოშივე დაარსდა სამბას სკოლების ასოციაცია, რომელიც ყოველწლიურ კარნავალზე სამბას აღლუმების გამართვაზე პასუ ხისმგებლობას იღებს. თანამედროვე სამბას სკოლები ძალიან კომპლექსური და ძალიან საქმიანი ორგანიზაციებია და ნამდ
52 VOYAGER 17/2019
რობამ გამორჩეული ბრაზილიელი არქიტექტორი, ოსკარ ნიმეიერი ახალი საკონცერტო არენის დასაპროექტებლად მიიწვია. ბრიზოლასა და ნიემეიერს ერთად სხვა პროქტებზეც უმუშავიათ. სწორედ ეს არქიტექტორი აგებდა სკოლებს, სარეკრეაციო ცენტრებსა და საცხოვრებელ კვარტლებს ახალი მთავრობის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ცვლილებების კვალდაკვალ. სამბადრომის კონცეფციაც ამ ორის _ განათლებისა და გართობის შეჯვარების იდეას დააფუძნეს. რიოს კარნავალის ახალ ბინაში 115 საკლასო ოთახი მოაწყვეს. მერე კი სრუ ლიად ახალი ნაგებობის კონცეფციაც შექმნეს, მშენებლობა კარნავალამდე ხუთი თვით ადრე დაიწყეს და გახსნისთვის აშენებაც მოასწრეს. სამბადრომის ორივე მხარეს სკამები 700 მეტრზე ისე ჩაამწკრივეს, როგორც სტადიონებზეა და მთელი ეს სივრცე სექტორებად დაჰყვეს. წლების შემდეგ, სამბადრომი ისე გადააკეთეს, რომ იქ 90 ათას ადამიანს შეძლებოდა დაჯდომა, აკუსტიკაც უკეთესი ყოფილიყო და ხილვადობაც.
განახლებული სამბა დრომის პრეზენტაცია 2012 წლის კარნავალზე შედგა. საზეიმო ცერემონიას საპატიო სტუმრად პირველი სამბადრომის დამპროექტებელი, უკვე 104 წლის ოსკარ ნიმეიერიც ესწრებოდა.
53 VOYAGER 17/2019
კარნავალი
რიოს კარნავალი დღეს სამბადრომის აღლუმი Avenida Presidente Vargas-ზე იწყება და Rua Frei Caneca-ში, Apotheosis-ის მოედანზე მთავრდება. გრაფიკი მცოცავი აქვს. გააჩნია, როდისაა აღდგომა. თავდა პირველი მორელიგიურო იდეა _ რომ დიდმარხვის დადგო მამდე თავდავიწყებამდე მოელხინათ ადგილობრივებს _ არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ კარნავალის ფი ნანსებს, კომერციალიზაციის მასშტაბებსა და ავხორცულ თავაშვებულობას მასშტაბი არ აქვს. შესაბამისად, ყოველ წელიწადს, კარნავალი იწყება პარასკევს და „ფერფლის ოთხშაბათამდე“ გრძელდება. საკარნავალო აღლუმზე მხოლოდ სამბას სკოლები გამო დიან. როგორც მოგახსენეთ, ეს სკოლები ადგილობრივი კვარტლების მოსახლეობისგან შედგება და ერთი კონკრეტული თემისა და კომუნის ერთიანობის გამოხატულებაა. თითოეული მათგანი, მთელი წელი საიდუმლოდ მუშაობს სკოლის მიერ არჩეულ თემაზე, სცენარზე, ქორეოგრაფთან ერთად დგამს მოძრაობებს, ირჩევს მუსიკას და დიზაინერთან ერთად ხელით ქმნის ათასობით კოსტიუმს. გახსნის დღეს, ზუსტად 7 საათზე რიო-დე-ჟანეიროს მერი საზეიმოდ გადასცემს ქალაქის გასაღებს დღესასწაულის „პატრონს“ _ მასხარა პერსონაჟს, მეფე რეი-მომოს, რომე ლიც წლის ყველაზე მსუქანი მამაკაცი ხდება. მეფე რეი-მომო ვალდებულია ამ 4 დღის განმავლობაში ყველა კონკურსსა და მასკარადს, ანუ ჯამში 200-მდე ღონისძიებას დაესწროს. გასაღების გადაცემის საზეიმო ცერემონიალს სკოლების აღლუმი მოჰყვება სამბოდრომზე. პერსონაჟი რეი მომო ბერძნული მითოლოგიიდან მოდის (Momus (μϖμος)) და სამხრეთამერიკული კარნავალების მთავარი გმირია. განსაკუთრებით პოპულარულია ბრაზილიასა და კოლუმბიაში. რიო დე ჟა ნეიროში რეი მომოს ტიტული 1933 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად გადაეცემა ერთ ზორბა ტანის, მხიარული შესახედაობის მამაკაცს. ზოგჯერ რეი მომოს აბარებენ ხოლმე სიმბოლურად ქალაქის გასაღებსაც, რაც მხოლოდ ერთს ნიშნავს _ კარნავალი იწყება!
პარასკევსა და შაბათს მეორე ლიგის (წინასწარი ჯგუფის) სკოლების აღლუმი იმართება, რომლებიც ერთმანეთს მომა ვალი წლის 12 საუკეთესოთა შორის მოსახვედრად ეჯიბრე ბიან. კვირა და ორშაბათი კი კარნავალის ყველაზე რთულ დღე ებად ითვლება, ამ დღეს ბილეთის ფასები, როგორც წესი, ორმაგდება, რადგან კონკურსში პირველი ლიგის (მთავარი ჯგუფის) 12 სკოლის წარმომადგენელი ერთვება. მე-5 დღეს კი, სანამ სამბადრომი საბავშვო სკოლების აღ ლუმს ეთმობა, ჟიური გამარჯვებულის ვინაობას ადგენს. ამის შემდეგ, ზუსტად 3 დღეში, ფესტივალის კულმინაცია _ ჩემპიონთა აღლუმი იმართება, სადაც მაყურებელი საუკეთესოთა შორის 6 საუკეთესოს ნახულობს _ 5 სკოლას პირველი ლიგი დან და 1-ს მეორ ედან. როგორც წესი, სამბადრომზე სამბას სკოლების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დედოფალია. გამარჯვებული სკოლების გამოვლენის გარდა, რიოს კარნავალი ყოველ წელს, გა მარჯვებულ დედოფალსა და პრინცესებს ასახელებს. დე დოფლების ძირითადი სამოსი ვიწრო ბიკინი (სიწვრილის გამო მას ბრაზილიელები ზოგჯერ „კბილის ძაფს“ ეძახიან) და თვლებით მორთული აზღუდია, თავზე ბუმბულებისგან დამზადებული ვეებერთელა თავსაბურავი ახურავთ ხოლმე და ხელებსა და ფეხებს ულამაზესი აქსესუარ ები უმშვენებთ. ზოგიერთი კოსტიუმი 10 კგ-ზე მეტს იწონის და შეიძლება სი მაღლეში 5 მეტრიც იყოს. ერთი ასეთი კოსტიუმის შეკერვა სკოლას 200$-დან 10,000$-მდე უჯდება და ჯამში, ყოველწლი ურად, თითოეუ ლ სკოლას 80 ათასი მეტრი ნაჭერი, 40 ტონა
54 VOYAGER 17/2019
დაპრესილი ქაღალდი (ტივების გასაკეთებლად), რამდენიმე ათასი ლიტრი საღებავი და ათასობით ლურსმანი სჭირდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი შოუს თვის კეთდება. სამბას სკოლები ხელმეორ ედ აღარასდროს იყენებენ კოსტიუმს. სკოლების ხარჯი, რომელიც შეიძლება რამდენიმე მილიონიც კი იყოს, სახელმწიფო სუბსიდირებით, სკოლის მხარდამჭერების შემოწირულობებითა და კარნავა ლის ტრანსლ აციის დროს გასული სარეკლამო რგოლებიდან შემოსული თანხით იფარება. საიდუმლოებით მოცული სფინქსები, ცეცხლოვანი დრაკონე ბი, მეკობრეთა გემები, ლეგენდებიდან და მითებიდან წამო სული გმირები, ანდა სულაც ეკოლოგია და კინემატოგრაფი _ სამბადრომზე სკოლები თავიანთ თემებს აცოცხლებენ. ისინი ვალდებულები არიან, მკაცრად დაიცვან გამოსვლის დრო, რო მელიც 60-80 წუთს არ უნდა გადასცდეს (ზედმეტი ან ნაკლები დრო ქულების დაკლებას იწვევს) და არჩეული თემა მუსიკითა და მრავალფეროვანი კოსტიუმებით, წარმოუდგენელი პერ ფორმანსებითა და ერთ რიტმში ამოძრავებული სხეულებით გადმოსცენ. პირველი ტივით, რომელსაც comissão de frente ჰქვია, სკო ლის მთავარი მოცეკვავეები (10-15 ადამიანი) გამოდიან. ეს პირველი ნომერი საზეიმო განწყობას უქმნის დამსწრე აუდი ტორიას და მათ სკოლის თემას აცნობს. შემდეგ ჩნდება გამხ სნელი ფრთა, სადაც Porta Bandeira (ქალბატონი, რომელსაც სკოლის დროშა მოაქვს) და Mestre-sala არიან. აი მათ კი, უკან ასობით ერთ რიტმში მოცეკვავე ადამიანი მოჰყვება. თითო ეულ სკოლას 40 მსაჯი 10-ქულიანი სისტემებით აფასებს. ყუ რადღება ექცევა როგორც თემის გახსნას, ასევე პლატფორ
მის გაფორმებას, კოსტიუმების ვიზუალურ მხარეს და მაკიაჟს, მოცეკვავეების მოძრაობებსა და მუსიკას. ამ საოც არი სანახაობის ცქერა უკვე თავისთავად მხიარ ულებაა, მაგრამ შეგიძლიათ მონაწილეც გახდეთ. ამისათვის საჭიროა, დაუკავშირდეთ კარნავალში მონაწილე რომელიმე სკოლას და გარკვეული თანხის სანაცვლოდ (გააჩნია სკოლას, თუმ ცა თანხა დაახლოებით 200$-დან 3000$-მდეა) მათ რიგებში აღმოჩნდეთ. მოძრაობებს გასწავლიან, კოსტიუმსაც თქვენს ტანს მოარგებენ და „აბა წინ! სამბადრომისკენ!“ _ შეგიძახე ბენ და 80,000 მაყურებელთან საცეკვაოდ გაგიშვებენ. არ დაგა ვიწყდეთ, რომ ამის შემდეგ კოსტიუმი თქვენთან რჩება, წესია ასეთი. კარნავალზე დასასწრებ ბილეთებს სხვადა სხვა ფასი აქვს. ეს დამოკიდებულია დღეზე (ვინ გამოდის სამბადრომზე, პირველი თუ მეორე ლიგა) და სექტორზე (ქვედა სექტორია თუ ზედა, ფეხზე დასადგომია თუ დასაჯდომი). საერთო ჯამში, ბილეთის ფასი 50$-დან 500$-მდე მერყეობს. იქიდან გამომდინარე, რომ აღლუმი რამდენიმე საათს გრძელდება, ჯობს სასუსნავი და წყალი თან წაიღოთ, თუმცა, სწრაფი კვების ობიექტები ადგილზეც დაგხვდებათ. არის მეორე ვარიანტიც, გადაიხადოთ გაცილებით მეტი და სამბადრომის კომფორტულ ლუქსში, CAMAROTES-ში აღმოჩნდეთ, VIP მომსხურებითა და უგემრიელესი ბუფეტით.
55 VOYAGER 17/2019
კარნავალი
ასეთი ექსკლუზიური სივრცეები რიოს კარნავალზე ბევრგან იქმნება. ერთ-ერთია სასტუმრო „კოპაკაბანა პალასის“ ჯა დოსნური ბალ-მასკარადიც (Magic Ball). მას „რიოს ყველა ზე ცხელ წვეულებას“ ეძახიან და მართალიცაა: კარნავალის განმავლობაში აქ დაუვიწყარი საღამოებ ი იმართება. რიოს ამ გლამურული წვეულებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნი დან ფუფუნების მოყვარული ცნობილი ადამიან ები ჩადიან და მდიდრული კოსტიუმ ებითა და საუცხოო გამოსასვლელი სამო სით იწონებენ თავს. 1923 წელს აშენებულ სასტუმროში მოსახვედრად, რომელიც კულტურული მემკვიდრეობ ის ძეგლთა სიაშია შეტანილი, ბი ლეთების შეძენა წინასწარაა საჭირო. ფეხზე დასადგომ ბი ლეთს აირჩევთ თუ „ოქროს ოთახში“ აღმოჩნდებით, ეს უკვე ბიუჯეტზეა დამოკიდებული. 2019 წელს, ამ სასტუმროს ბალ-მასკარადზე მოსახვედრი ბილეთები 900$-დან 15,000$-მდე ღირდა. როგორც ამბობენ, ფეხზე დასადგომი ბილეთის ყიდ ვას არაფერი სჯობს, რადგან ამ დროს შეგიძლია თავისუფლად ისეირნო სასტუმროს თემატურად გაფორმებულ ოთა ხებში და უამრავი დახვეწილი სტუმარი ნიღბის ქვეშ ამოიცნო.
იპანემაზე, კოპაკაბანაზე, ლებლონსა და სხვა პლაჟებზე ეპატიჟებიან. თითოეული უბნის მუსიკალურ ბენდში, იმავე „კარნავალ ბლოკოსში“ შეიძლება 120 მუსიკოსი იყოს და მათ უკან, 100 ათასზე მეტი აცეკვებული ადამიანი მოჰყვებოდეს. ამ ქუჩის სანახაობ ებით იწყება კარნავალი და ყველაზე ბოლოსაც ისინი ამთავრებენ _ ზოგჯერ ერთი კვირის მერეც კი. არსებობს მეორე გაერთიანებაც _ banda და ისინი მხოლოდ ენთუზიასტი სამეზობლოების შემოწირულობებით არსებობენ. ისინი თვეების განმავლობაში ემზადებიან კარნავალისთვის _ ხვეწენ მუსიკას და ქორეოგრაფიულ მოძრაობ ებს. სწორედ ფულის მოსაზიდად, ცდილობენ დაუვიწყარი წვეულე ბები აჩუქონ სტუმრებს, გაყიდონ ბრენდირებული მაის ურები და სუვენირები, რათა მომდევნო წელს კარნავალზე გამოსვლა კვლავაც შეუფერხებლად შეძლონ.
საერთოდ, ასეთი ბალ-მასკარადები რიოს კარნავალის ტრა დიციაა ჯერ კიდევ 1840 წლიდან მოყოლებული, როცა რიოში იტალიის ელჩის მეუღლემ, კლარა დელმასტრომ საუ ჟანუარ ი ო-ს თეატრში საკუთარი, ვენეციურ ი სტილის კარნავალის გა მართვა გადაწყვიტა. რიოშ ი გამართული ვენეციურ ი მასკარა დი მაშინვე ჰიტად იქცა _ პირველივე ჯერზე 1000 ადამიან ი დაესწრო. სწორედ იმ დროიდან იქცა ტრადიციად, რიოს ქუჩის კარნავალის პარალელურად, იმავე დღეებში დახურული, ექ სკლუზიური ბალ-მასკარადებიც გამართულიყო. „კოპაკაბანა პალასის“ გარდა, ბალ-მასკარადი ყოველწლიურად ეწყობოდა მუნიციპალურ თეატრში, სანამ არ დახურეს იმ მიზეზით, რომ გამაყრუებელი ხმაური და 4 ათასამდე სტუმრის როკვა შენო ბას აზიანებდა. მაგრამ, თუ „კოპაკაბანა პალასის“ და მსგავსი ექსკლუზიური წვეულებების ბიუჯეტს ვერ წვდებით, თავისუფლად შეგიძ ლიათ სასტუმრო „გლორიას“ ესტუმროთ და იქ გამართულ, ასევე, საკმაოდ პოპულარულ მასკარადს დაესწროთ, სადაც, როგორც წესი, კოსტიუმების კონკურსი იმართება. მაგრამ აი, თუ „დრეგ ქუინების“ (ქალების ჭყეტელა, სექსუალურ ტანსაც მელში გადაცმული მამაკაცების), ტრანსებისა და გეი წვეულე ბების მოყვარული ხართ, მაშინ დაუფიქრებლად კლუბ Scala Rio-სკენ უნდა აიღოთ გეზი, სადაც ყველა ერთად ზეიმ ობს და რომელსაც რიოს ყველაზე მხიარულ და ლიბერალურ წვეუ ლებას ეძახიან. თუმცა არ გეგონოთ, რომ რიოს კარნავალი მხოლოდ სამბად რომის და ექსკლ უზიური, დახურული მასკარადების გარშემო ტრიალებს. რიოში 70 სამბას სკოლაა. მისი ლამის მეოთხედი სამბადრომზე იწონებს თავს და რას შვრებიან ამ დროს და ნარჩენები? ისინი ქუჩებში გამოდიან საცეკვაოდ. კარნავალის განმავლობაში რიოში უამრავი ქუჩის ღრეობა და ცეკვა-თამაში იმართება. თუ სასტუმროებსა და კლუბებში გამართული კოსტი უმირებული საღამოები ფასიანია, ქუჩის ცეკვებში მონაწილეო ბის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ქუჩის წვეულებებს აწყობენ ცნობილი გაერთიანებები, რომელთაც ასე ჰქვიათ: Blocos. ისინი სტუმრებს ქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის პოპულარულ სანაპიროებზე, 56 VOYAGER 17/2019
მონაწილეობისთვის მხოლოდ ერთი რამაა საჭირო _ შეუე რთდეთ სამბაზე აცეკვებულ ჯგუფს და მუსიკის რიტმებს თქვენც ააყოლოთ ტანი. მართალია, აქ არ იქნება ჟიური, რომელიც სამოსს შეაფასებს, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ ჩაცმულობაზე მაინც იზრუნებთ. შეიძლება სიცხე გაუსაძლისი იყოს, ამიტომ ამ დროს რიოში ყველაზე კარგად მუშაობს პრინციპი: „რაც უფ რო ცოტა (გაცვია), მით უკეთესი“. საცურაო კოსტიუმის ზედა, მოკლე შარვალი ან კაბა, ერთი-ორი კაშკაშა აქსესუარი (პოლიციელის ხელბორკილი, მეზღვაურის ქუდი ანდა ქალ თევზას პარიკი) და ფეხზე სპორტული ფეხსაცმელი _ ასეთი ჩაცმულობაც კი უკვე მხიარ ულების საბაბს ქმნის. ქუჩის საკარნავალო ჯგუფებს შორის ყველაზე ცნობილი ჯგუფია 2004 წელს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად გამოცხადებული იპანემას ბანდა (Banda de Ipanema), რომელმაც პირველად 1965 წელს გამართა ქუჩის საკარნავალო წვეულება. ერთ-ერთი ინფორმაციით, „ბანდა დე იპანემა“ რიოს სამ საუკეთესო წვეულებას აწყობს ჯენერალ ოსორიოს პარკიდან, გრძელდება ვიეი რა სოუტო ავენიუ ზე, უხვევს რუა ვისკონდე დე პირაჟაზე და კვლავაც ჯენერალ ოსორიოს პარკთან ამთავრებს. სტუმრები დღის 4 საათ იდან იკრიბებიან. ორ საათში კი გაისმება სიმღერა „სიდიადე მარავილოსა“ _ რიოს არაოფ იციალური ჰიმნი _ და ეს ნიშანია, რომ წვეულება დაიწყო _ „ბანდა დე იპანემა“ ქუჩის გართობას ოფიციალ ურად ყოველთვის ამ სიმღერით იწყებს. ასევე, ცნობილები არიან მონობლოკო (Monobloco) და ყველაზე ძველი ბენდი _ კორდაო დო ბოლა პრეტა (Cordão do Bola Preta), რომელიც კოპაკაბანას სანაპიროზე გამოდიოდა. 57 VOYAGER 17/2019
კარნავალი
რიოს კარნავალში ხშირად მონაწილეობენ ტელესერიალების პოპულარული ვარსკვლავები _ ჯულიანა პაეში, სუზანა ვიეირა, პალომა ბერნარდი.
თუმცა ყველაზე ჭრელი, მხიარული და თავქარიანი გართობა მაინც იქაა ხოლმე, სადაც კაშკაშა კოსტიუმებში გამოწყობილი „დრეგ ქუინები” მართავენ აღლუმს _ ასეთი შოუები ხშირად იპანემაზე იმართება (თუმცა, არა მარტო იქ, ჯგუფები: „ბანდა და სა ფერეირა“, „ბანდა და სანტა კლარა“ და „ბლოკო სუვაკო დე კრისტო“ ყველაზე კარგ გეი-წვეულებებს აწყობენ ხოლმე). როგორც წესი, ისინი თავიანთ სიმღერებს წერენ, მუსიკას და მოძრაობებსაც თვითონ იგონებენ და ამიტომ გამორჩეულად გიჟურ სანახაობებს აწყობენ; ხოლო კარნავალის დამთავრების პატივი მონობლოკოს (Monobloco) ერგება წილად და ეს ლებლონის სანაპიროზე ხდება.
რა ხდება კარნავალს მიღმა ბრაზილიაში იმაზე მეტი პლასტიკური ქირურგი მუშაობს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ჟურნალმა „ფორბსმა“ 2015 წელს, პლასტიკური ქირურგიის ესთეტიკის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მეტი ოპერაცია კეთდება და მეორე ადგილზე ბრაზილია აღმოჩნდა. აქ ასობით ახალგაზრდა ქალს, ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში სჯერა, რომ ტუჩისა და მკერდის იმპლანტები კარნავალის დედოფლის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარება.
საერთოდ, ლებლონის საკარნავალო წვეულებები იმითაა, ცნობილი, რომ მოქმედება ხშირად სწორედ პლაჟზეა გაშლილი, რაც ჩახუთულ, ცხელ და ნესტიან ამინდში გართობას უფრო სასიამოვნოს ხდის. ლებლონში უფრო მაღალი და დახვეწილი საზოგადოება იკრიბება ხოლმე. ცენტრის რაიონი (რიოს ცენტრს ვგულისხმობთ) კი უფრო ახალგაზრდებს იზიდავს, Barbras-ის წვეულებას კი ბევრი იმიტომ ეტანება, რომ განსაკუთრებულ ცხელ ღამეებში იქ სტუმრებს წყლის ჭავლს პირდაპირ სახანძრო მანქანებიდან მიუშვერენ ხოლმე. Best Street Parties _ ამ საძიებო ფრაზასაც გამოვიყენებდი, რიოში რომ მივდიოდე, რადგან ქუჩის წვეულებებზე გართობა და ადგილობრივებს შორის გათქვეფა ყველაზე კარგად შეიძლება. Volta, Alice, Simpatia e Quase Amor _ ამ სახე ლებსაც დავიმახსოვრებდი და კიდევ ამათაც: Bafo do Onca და Cacique de Ramos _ წლიდან წლამდე ამ ჯგუფებს ანიჭებენ ხოლმე საუკეთესო წვეულებების მომწყობის სტატუსს. 58 VOYAGER 17/2019
ერთ-ერთი წამყვანი ქირურგიული კლინიკის ექიმმა ფარიდ ჰაკმემ (მარტო ამ კლინიკაში 53 პლასტიკური ქირურგი მუშაობს) „გარდიანის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ, როგორც წესი, კარნავალამდე რამდენიმე კვირით ადრე მათ საქმე უორმაგდებათ და რომ კარის გაღებისთანავე ესმით შემდეგი _ „გამარჯობა, აი კარნავალამდე თუ მოასწრებთ“... მაგალითად, ერთმა ყოფილმა დედოფალმა ნეკნი ამოიღო, რომ წელი 72 სმ-დან 66-სმ-მდე დაევიწროვებინა. ანჯელა ბისმარჩიმ კი, 36 წლის მოცეკვავემ, 42-ე ოპერაცია გაიკეთა და თვალის ფორმა იმპლანტის დახმარებით შეიცვალა, რადგან იმ წელს მისი სკოლა იაპონურ თემაზე მუშაობდა, _ „რა პრობლემაა, კარნავალის შემდეგ იმპლანტს ამოვიღებ“, _ მშვიდად უპასუხა ჟურნალისტს. თუმცა, ბოლო წლებში მომრავლდა ისეთი სკოლებიც, რომ ლებიც სპეციალურად silicon free მოცეკვავეებს ეძებენ. ასე თია რიოს ერთ-ერთი ცნობილი სკოლის Mocidade Independente Padre Miguel-ის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი პაულო მენეზი, რომელიც სულ იმეორებდა: „ვეძებთ ბუნებ რივი ფორმების ქალებს, მორჩა, გვეყოფა, აღარ გვინდა ეს ბუმ-ბუმი“. და მაინც. ფორმების გასაზრდელად ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ქალი სწევს სპორტულ დარბაზებში მძიმეწონიან ჰანტელებს და ზოგიც, სწორედ ამ წუთებში საოპერაციოდ არჩევს თარიღს. მთელი ბრაზილია მსოფლიოს მთავარი შოუს მოლოდინშია. იმ შოუს მოლოდინში, რომელიც ბრაზილიელების ცხოვრებას რამდენიმე დღით თავდაყირა აყენებს. 59 VOYAGER 17/2019
კარნავალი
ქვეყანაში ალკოჰოლის საერთო რაოდენობის 60% კარნავალის დროს იხარჯება. საშუალოდ, კარნავალის დროს ისმება 7 მილიონ ლიტრამდე ლუდი. კარნავალის დროს რიოში 32,560 პორტატული ტუალეტი მონტაჟდება და კანონის დამრღვევს ფულადი ჯარიმა ეკისრება. ქუჩის კარნავალების დროს ყველაზე პოპულარული საკვებია coxinha, ქათმის ხორცის შიგთავსიანი ცომის ბურთულა, რომელიც ზეთში იბრაწება. 2007 წელს პირველად, ბრაზილიის ჯანმრთელობის სამინისტრომ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით, კარნავალის დროს 25 მილიონი უფასო camisinhas (პრეზერვატივი) დაარიგა. ბოლო მონაცემებით, ეს ციფრი 100 მილიონამდე ავიდა. კრიმინალთან საბრძოლველად, ფესტივალის განმავლობაში 17,110 ათასი პოლიცილი მუდმივად მობილიზებულია. 2006 წელს კარნავალის დროს, მხიარულ კოსტიუმებში გამოწყობილი ჯგუფი რიოს ერთ-ერთ მუზეუმში (O Museu da Chácara do Céu) შევიდა და იქიდან
20 მილიონ დოლარად
შეფასებული დალის, პიკასოს, მონესა და მატისის ნახატები გაიტანა. ეს ნახატები დღემდე დაკარგულად ითვლება.
დაბოლოს: 2020 წელს რიოს კარნავალი 21-26 თებერვალს გაიმართება და შესაბამისად, ჩემპიონთა აღლუმი 3 დღის შემდეგ, 29-ში მოეწყობა. კარგი ამბავი: საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ტურისტული ანდა საქმიანი მიზნებისთვის მიემგზავრებიან ბრაზილიაში (180 დღის განმავლობაში 90 დღე), გათავისუფლებულნი არიან ვიზის მიღების ვალდებულებისგან. დარჩენა რიოში: რიოში ადგილის შერჩევისას საჭიროა დასარჩენად აირჩიოთ რიოს სამხრეთ მხარე: იპანემა, კოპაკაბანა, ლებლონი, რომლებიც შესანიშნავია ფესტივალზე დასაკვირვებლად და ახლომახლო გასართობად.
60 VOYAGER 17/2019
ყველაფერი დანარჩენისთვის _ ტრანსფერი კარნავალამდე, საკარნავალო კოსტიუმების შეძენა, ყველაზე ცნობილ მასკარადებზე დასწრება, ბილეთების სხვადასხვაგვარი პაკეტების დახასიათება ეს საიტი გამოგადგებათ: https://www.rio-carnival.net/
61 VOYAGER 17/2019
კულინარია
რისგან შედგება მზიანი, ფერადი გემო დი ა ნა ა ნ ფიმია დი
ბრაზილია არის მზე და ფერადი გემო _ პირველად ეს
აღქმა ჩემამდე „ყვითელი კოდალას ორდენითა“ და ბრაზილიური ზღაპრების ძველი, ყდაშემოცრეცილი ტომით მოვიდა. ეს ვნება, წიგნებში ნახსენები კერძების წარმოსახვაში დაჭაშნიკებისა, მაშინ უკვე მქონდა, ამიტომაც მონტეირუ ლობატუს ამ საოცარი წიგნის ყველა გემო დღემდე მახსოვს. ყველაფერი უცხო იყო, თუ რამე ისეთს ამოვიკითხავდი, რაც ჩვენს სამზარეულოშიც მოიძებნებოდა, ბედნიერი ვიყავი, ისე კი წარმოსახვა მეხმარებოდა, მაინც როგორია წყალმცენარეების კოტლეტი, მოლუსკის ფილე, კოლიბრის კვერცხის ომლეტი, რომელსაც ვერცხლის პრინცის სასახლეში მიირთმევდნენ, როგორია მანგოს, მარაკუჟასა და ჯადოსნური ჟაბუჩიკაბას წვნიანი ნაყოფი, ახალი წლის საღამოები ფორთოხლის ჩრდილქვეშ, კენკრის ნამცხვარი და შინაური ლიმონათი. მოგვიანებით ფაშფაშა დონა ფლორიც მოვიდა, კულინარიული სკოლის მასწავლებელი, მშვენიერი, ვნებიანი, ბრაზილიური სამზარეულოს უბადლო მცოდნე. მასწავლა უამრავი გემრიელი კერძი, კუს მომზადებაც კი ამიხსნა. „კუს გამოშიგნავენ, ხორცს აქნიან და ნაწლავებს გადაყრიან. შემდეგ კარგად გარეცხილ ხორცსა და შიგნეულს მარილით, ლიმონით, ნივრით, ხახვით, პომიდვრითა და წიწაკით შეანელებენ, ზეითუნის ზეთს მოასხამენ და დადგამენ ზომიერ ცეცხლზე. უნდა იხრაკებოდეს მანამდე, სანამ ხორცი კარგად დაიბრაწება და თავისებურ არომატს გამოსცემს. სუფრაზე ამ კერძთან ერთად უნდა მიიტანოთ სამეფო კარტოფილი და ქინძი“ (ჟორჟი ამადუ, „დონა ფლორი და მისი ორი ქმარი“). მაინც რას ჭამენ ასეთს, რომ ასეთი ლამაზები არიან-მეთქი – ამას უკვე ვფიქრობდი მერე, როცა ჩემს ტელევიზორში ბრაზილიური სერიალები და მათი გმირები გამოჩნდნენ: ულამაზესი ადამიანები, შოკოლადისფერი, ბრწყინავი სხეულებითა და ბევრი მზით თვალებსა და თმებში. ვუყურებდი მათ ამბებს, გაფაციცებით ვაკვირდებოდი მათ სადილებსა და ვახშმებს, ამბები ხო, მაგრამ კერძები უფრო მაინტერესებდა. მაინც როგორია ბრაზილიური სამზარეულო? რამ შექმნა ამ საოცარი, მრავალფეროვანი, გემოებით, შეგრძნებებით, რიტმით სავსე ქვეყნის კულინარია, რომელიც ასე იზიდავს მსოფლიოს?
62 VOYAGER 17/2019
ბრაზილიური სამზარეულო, ისევე, როგორც ბრაზილიური კულტურა, მრავალი ეთნოკულტურის შერწყმის შედეგია. აქ ადგილობრივი, აბორიგენული ნახევრადველური მის ტიკა და რიტუალები ფრანგულ დახვეწილობას ერთვის, პორტუგალიური სიცხარე და აფრიკული გამძლეობა, ამე რიკელ ინდიელთა ბუნების აღქმა, აზიური სანელებლები და ადგილობრივი თუ ჩამოტანილი პროდუქტების მრავალ ფეროვნება ქმნის საკვებს. ბრაზილიურ გასტრონომიაში სიცხარეც მრავლადაა და სიტკბოც, ზოგიერთი კერძი,
განსაკუთრებით ქვეყნის უფრო ცხელ ნაწილში, ისეთი ცხარეა, რომ გემო რამდენიმე დღეს უნდა გაგყვეს, შეგრ ძნებებიც გაგიახლოს და დაავადებებისგანაც დაგიცვას. ბრაზილიურ სამზარეულოზე საუბარი იმ ეგზოტიკური პრო დუქტებით უნდა დავიწყოთ, რომლებიც ამ მზით გაჯერებულ მიწაზე ხარობს და ამერიკელ ინდიელთა მთავარ საკვებს წარმოადგენდა და დღეს უკვე ყველას საკვებს წარმოადგენს:
თესლებსაც მედიცინაში იყენებენ. ხშირად მასზე წერენ, რომ კვლევებით დადასტურებულია – გრავიოლა სიმსივნესთან მებრძოლი მცენარეა. ის უმკლავდება დიაბეტსაც. თუ დეტალები გაინტერესებთ, გრავიოლაზე გამოქვეყნებული სანდო ნაშრომი მოიძიეთ. ასაი – ასაის პალმის ხის ანტიოქსი დანტებით გაჯერებული, მოწითალომოიისფრო კენკრისებრი ნაყოფი, რომელიც აღიარებულია ამაზონიის ყველაზე ცნობილ და ყველაზე ჯანსაღ ხილად. ადგილობრივი ტომები მას ენერგიის წყაროდ მიიჩნევენ და კულინარიაშიც იყენებენ – თევზის თანმხლებ სოუსს ამზადებენ. თუმცა, რიოს მოდურ პლაჟებზე განსაკუთ რებით პოპულარულია, როგორც ენერგიით აღმვსები სასუსნავი _ გაყინული სორბეს ანდა დაბლენდერე ბული წვენის სახით. რამდენიმეგან მოხსენიებულია ასაის არაყი და ასაის ლუდი.
ასეროლა – ველური ალუბალი, რომელსაც ბარბადოსულ ალუბალსაც ეძახიან, 30-80-ჯერ მეტი C ვიტამინის შემცველია, ვიდრე ფორთოხალს აქვს; ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, სტრესთან, ჭარბ წონასთან ეფექტურად მებრძოლი.
კეშიუ, იგივე კაჟუ – მედიცინა მასაც ჯანმრთელობისთვის სასარგებ ლო თხილეულად აღიარებს, საკვებსა და სასმელებში იყენებენ კაჟუს ქორფა ნაყოფსაც - კაჟუს ვაშლს, რომელიც თხილზეა მიმაგრებული. მისგან კარისაც ამზადებენ, უმადაც მიირთმევენ და ძმრადაც ხმარობენ. ცნობილია კაჟუს ვაშლის ალკოჰოლური სასმელიც.
მანგო – მოტკბო, პოპულარული ხილი, რომელიც სავსეა A ვიტამინით, უჯრედისით, ასევე, სხვადასხვა ონლაინგვერდზე ციტირებული კვლე ვების მიხედვით, ებრძვის მკერ დის, სწორი ნაწლავის, პროსტატის სიმსივნეებსა და ლეიკემიას.
გუარანი – გუარის მარცვლებისგან მიღებული ნივთიერება, რომელსაც შესქელებისა და სტაბილიზატორის ფუნქცია აკისრია.
გუავა – პატარა ხის ცნობილი ნაყო ფი, რომელიც შტატებში სამი საუკუნის წინ გაამრავლეს და რომელიც პაკის ტანის ზამთრის ხილსაც წარმოადგენს. ლათინურ ამერიკულ ქვეყნებში გუავას გამოყენებით ცნობილ სასმელს „აგუა ფრესკას“ ამზადებენ, ასევე იყენებენ კანფეტების, სასუსნავების, ხილის ნაყინების, ასევე ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად. ზოგჯერ უმ გუავას მიირთმევენ, ვაშლივით ოთხად გაჭრილს, ზოგჯერ კი მარილსა და წიწაკას უმატებენ.
გრანდილა – ფორთოხლისფერი ხილი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოდის, კანი არ იჭმება, შიგთავსი კი ჟელესებრია, მოშავო, საჭმელად ვარგისი მარცვლებით. არსებობს ბევრი სხვადასხვა რეცეპტი, რომელშიც გრანდილა შედის.
პაპაია – კიდევ ერთი ტროპიკული ხილი, რომელიც სხვადასხვა დაა ვადებას უპირისპირდება, მათ შორის, გულის დაავადებებს, სიმსივნეებსა და დიაბეტს და გემრიელი სასუსნავია, რომელსაც ხშირად სალათებსა და სმუზებში ამატებენ.
გრავიოლა – მომცრო ტანის მარადმწვანე ხეა, რომლის ნაყოფსაც, ფესვებსაც, ღეროს, ფოთლებსა და 63 VOYAGER 17/2019
კულინარია
ეს სია საბოლოო არაა. ბრაზილიის გემოთა მრავალფეროვ ნება ამ ინგრედიენტების ჩამონათვალს ნამდვილად სცდება და კიდევ ერთხელ გვახსენებს ეთნიკურ მახასიათებლებს, რომლებმაც ბრაზილიის მიწაზე თავი მოიყარა. საუკეთესო ხარისხის ხორცი და ზღვის პროდუქტები, ეს ის ბაზაა, რომელ საც მოგვიანებით პორტუგალიელებმა სანელებლები, ზეთი, ხორბალი დაუმატეს, ფრანგმა ჰუგენოტებმა დახვეწილობა და მომზადების ხერხები, აფროამერიკელებმა, კოლონიზაციის სახსოვრად, სუბპროდუქტებისაგან მარტივი და მაწიერი კერძების დამზადების გამოცდილება, იაპონელებმა სიზუსტე და საბოლოოდ, ერთ ჩვეულებრივ „ბრაზილიურ თეფშზე“ გემოთა სრული მრავალფეროვნება აღმოჩნდა.
ბრაზილიის სხვადასხვა რეგიონში გასტრონომია განსხვავებულია, ერთგან თუ ნედლი ხორცისა და თევზის მოხმარება აქვთ წესად, მეორეგან – სოსისის თუ ძეხვის დამზადების და საერთოდ, ხორცის გამოშრობის საუკუნოვან ტრადიციებს ამდიდრებენ. ხორცი კი ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია, საქონლის, ფრინველის, ღორის და თქვენ წარმოიდგინეთ, ალიგატორისაც კი.
მაინც ბრაზილიურ სამზარეულოს ახასიათებს. ბრაზილიაში ფეიჟოადას ამზადებენ ყველგან – შინ და გარეთ, იაფფასიან კაფეტერიებშიც და ძვირადღირებულ რესტორნებშიც, ინგ რედიენტებიც მზარეულის ხელიდან ხელში იცვლება და ზოგჯერ მთლიანად ვეგეტარიანულიც შეიძლება გახდეს. სუფ რასთან მოაქვთ დაჭრილ ფორთოხლებთან და თეთრ ბრინჯთან ერთად, ასევე, მოთუშულ კომბოსტოსთან და ფაროფასთან (მომწვარ მანიოკის ფქვილთან) ერთად, თუმცა, გარნირი შეიძლება სხვაც ჰქონდეს. ყველამ ასე იცის – ფეიჟოადა „მონების საჭმელია“ – ის საუ კუნეების წინ შაქრის ლერწმის პლანტაციებში მომუშავე მონებმა გამოიგონეს – მონარჩენ ლობიოში ხორცის ის ნაჭრები აურიეს – ღორის ყურები, კუდი თუ ძროხის ენა – რაც პატრონებმა ვერ მიირთვეს. ერთნი ამბობენ, რომ ფეიჟოადა „გადარჩენის საკვები“ იყო, სხვები ამტკიცებენ, რომ მონები მას კი ამზადებდნენ, მაგრამ
ფეიჟოადა – შავ და სხვა სახეობის ლობიოს შეჭამანდთან
ერთად მომზადებული დამარილებული ან შებოლილი ღორის ან საქონლის ხორცის ჩაშუშულია, რომელიც ბევრ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაშია პოპულარული, მაგრამ ყველაზე უფრო 64 VOYAGER 17/2019
ისევ ბატონებისთვის ირჯებოდნენ. ამის გარკვევას დღეს თავგადაკლული გურმანების გარდა, აღარავინ ცდილობს, მთავარია, ბრაზილიის უმრავლესობა თანხმდება, რომ ფეიჟოადა, ფეხბურთისა არ იყოს, ბრაზილიას აერთიანებს. ის ოჯახური კერძია, საოჯახო შეკრებებს ამშვენებს. ზოგი ბრაზილიელი ამბობს, რომ ფეიჟოადას ძალიან უხდება „ბაჩიდა“ – რომის მსგავსი ალკოჰოლისგან დაყენებული სასმელი, რომელიც, თავის მხრივ, შაქრის ლერწმის წვენისგან მზადდება. ბაჩიდას ყველაზე მარტივ ვერსიაშიც კი უმატებენ ლიმონის წვენსა და ცოტა შაქარს, თუმცა, ვარიაციები სხვადასხვა მხარეში უსაზღვროა. სხვადასხვა მხარე ვახსენეთ და რამდენიმე რეგიონული კერძიც ჩამოვთვალოთ. მაგალითად, ჩრდილოეთ ბრაზი ლიაში ამზადებენ, ამაზონიასა და კიდევ რამდენიმე სხვა შტატში: ტაკაკას, რომელიც გამომშრალი კრევეტების, მცენარე
ჯამბუს ფოთლების, ყვითელი წიწაკებისა და მადიოკის ბულიონისგან მომზადებული ცხარე წვნიანია, რომელსაც ხში რად გოგრის მსგავს ბოსტნეულში ჩამოსხმულს მოგართმევენ. ეს დასახელებები სტუმრებისთვის უცხოა და მათ ვერც ბევრი აღწერით ამოვიცნობთ. კერძი ხომ ამაზონიის ტყეების მხარეში შეიქმნა, იქ, სადაც, ხშირ და გამოუკვლეველ ტყეებში, უკონტაქტო, ველური ტომების გარდა, ასევე გამოუკვლეველი და იდუმალი ფლორა და ფაუნა დახვდება მოგზაურს. თუმცა, რაც გამოკვლეული და ნაცნობია, ყველაფერი ან წამალში ანდა კულინარიაში მიდის. ასეთია ტაკაკას წვნიანის ზემოთ ხსენებული ინგრედიენტი ჯამბუც, რომლის ყვავილსაც თუ ჩაღეჭავთო, პირის ღრუში შეგრძნებების დაბუჟების ეფექტს გამოიწვევს, ამიტომაც მას ბრაზილიელები „კბილის ტკივილის მცენარესაც“ ეძახიან. ამავე რეგიონის მენიუშია გუსადო დე ტარტარუგა, ჩაშუ შული კუ, ასევე, სხვადასხვაგვარი მდინარის თევზის კერძი და მუგუნზაც – სიმინდის, მწვანე ბანანისა და ქოქოსისგან მომზადებული ტკბილი პუდინგი, რომელიც ზამთრის ფეს ტივალებისთვის მზადდება, ზამთარი კი, მოგეხსენებათ, ბრა ზილიაში ივნისშია. სიმინდს რძეში, შაქარსა და დარიჩინში ხარშავენ, უმატებენ ქოქოსსა და ქოქოსის რძეს, ასევე, მიხაკსა და ზოგჯერ მიწის თხილს და მისი წარმოშობაც აფ რიკელ მონებსა და კოლონიალიზმის ეპოქას უკავშირდება. ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, კერძოდ, ბაიას შტატში მიმზიდველი იქნება მოგზაურობა მათთვის, ვისაც აფრიკული
მემკვიდრეობის თანამედროვე კულინარიაში ხილვა აინ ტერესებს: კარნე დე სოლი – დამარილებული და მზეზე გამომშრალი ხორცი; ფრიგიდეირა – თიხის ქოთანში მომზადებული
თევზი და მოლუსკები, კანგაცლილი შავი ლობიოს მარცვლებითა და პიურედ ქცეული ხახვით ბურთად შეკრული და პალმის ბევრ ზეთში შემწვარი სენდვიჩი აკაჟე, რომელსაც შუაზე ჭრიან და შიგნით გამომშრალ კრევეტებსა და ვატაპას დებენ ხოლმე, ვატაპას, ანუ ქოქოსის რძით, მიწის თხილითა და პურით შეზავებულ კრევეტებს და ჩილის სოუსით მიირთმევენ ძალიან ცხელს. ეს კერძი ბაიას შტატის ქალაქ სალვადორში განსაკუთრებით პოპულარულია ისევე, როგორც დასავლეთ აფრიკის მოსახლეობაში. PÃO DE QUEIJO – ეს კი ბრაზილიელების პასუხია ხაჭა-
პურზე. გარედან კნატუნაა, ჩაკბეჩისას კი ნაზი, ჩამდნარი და წელვადი ყველი მოგყვებათ პირზე. თან უგლუტენო ცომი აქვს – ტაპიოკას ფქვილით მზადდება, შიგთავსად კი მინას-ჟერაისის რეგიონისთვის დამახასიათებელ ძროხის რძისგან ამოყვანილ ყველს იყენებენ. გარეგნულად ეს ბრაზილიური ხაჭაპური მომცრო, კნატუნა ბურთებს ჰგავს, შესაძლოა, მისი გამოცხობა სხვა ფქვილითაც სცადოთ, თუმცა, მაინც სცადეთ ტაპიოკას შოვნა, რომელიც პალეო დიეტებში განსაკუთრებით პოპულარული ხდება ბოლო ხანს – რადგან უგლუტენო და მაინც კარგი წებოვანების მქონე ფქვილია, მზადდება მცენარე კასავას, იმავე მანიოკის ფესვებისგან და ხშირად ურჩევენ ალერგიის დროს, რადგან
65 VOYAGER 17/2019
კულინარია
მაქსიმალურ გემოს აღწევს მაშინ, როცა ანტიალერგიული თვისებებიც აქვს. თითოეულ მათგანს ბარბეკიუსთვის ხორცის მომზადების თავისებური წესი, ხორცის ნაჭრების არჩევის საკუთარი ტექნიკა და მოსასხმელი სოუსების საკუთარი რეცეპტურა აქვს.
ბრაზილიური გულსართიანი ცომეულის ყველაზე პოპუ ლარული წარმომადგენელია COXINHA – დაძენძილი ქათ მის მკერდისა და კარტოფილის პიურეს შესუნელებული ცომი, რომელსაც ბარკლის ფორმას აძლევენ და საფანელში ოქროსფრად ბრაწავენ. თურმე, Coxinha პატარა ბარკალს ნიშნავს. ბრაზილიის სამხრეთი ნაწილი, თუმცა, არა მხოლოდ სამ ხრეთი, არამედ უკვე მთელი ქვეყანა არგენტინას ეჯიბრება საუკეთესო მწვადების მომზადებაში. ბრაზილიაში მწვადს შურასკოს (churrasco) ეძახიან და უკვე ბრაზილიის გარეთაც, კერძოდ, შტატებშიც ხშირად შეხვდებით სტეიკჰაუზების მსგავს დაწესებულებებს, რომლებსაც churrascarias უწოდებენ და ჩვენებურად, სამწვადეებია. თითოეულ მათგანს ბარბეკიუსთვის ხორცის მომზადების თავისებური წესი, ხორცის ნაჭრების არჩევის საკუთარი ტექ ნიკა და მოსასხმელი სოუსების საკუთარი რეცეპტურა აქვს. ბრაზილიურ სამზარეულოში სუბპროდუქტებიც უხვად მზად დება, ღორის ღვიძლი და გული სისხლის სოუსში ბრაზი ლიური კულტურის იმ ეტაპს ასახავს, როცა კავშირი ყოველ დღიურობასა და რიტუალებს შორის უფრო აშკარა და საგრძნობი იყო. ბაკალიაუ, იგივე ვატაპა, ტაკაკო, კარურუ – ეს ჟღერადი სახელები თევზისა და ზღვის პროდუქტებით მომ ზადებული კულინარიული ნიმუშებია, ბოსტნეულისა და ეგზოტიკური ხილის მრავალფეროვანი არჩევანი კი, როგორც დესერტების, ისე სოუსების ფართო სპექტრს წარ მოგვიდგენს.
როგორ შეიძლება, სამბასა და ბრაზილიური პოეზიის ქვეყანას საუკეთესო დესერტები არ ჰქონდეს? მითუმეტეს, როცა ეგზოტიკური ხილის ასეთი ნაირსახეობაა, ჰოდა, ქოქოსის ნამცხვარი, სიმინდის ფქვილისა და ბანანისგან მომზადებული ორცხობილები, გუავას რულეტი – ბოლო დე როლო, ათასგვარი პუდინგი, ორცხობილა თუ კრემი, რომლის მთავარი ინგრედიენტიც აქაური რძის პროდუქტები, ხილი და შაქარია. რასაკვირველია, შოკოლადის დესერტებიც მრავლადაა, ტკბილეულის მოსამზადებლად ყავაც გამოიყენება. ბაიელებს მიაწერენ პრიალა, მოყვითალო დესერტის შექმნასაც, რომელიც კვერცხით, შაქრითა და ქოქოსით მზად დება, პატარა ბისკვიტების ფორმებში ცხვება და ძირი, ქოქოსის გამო, მძიმე, კნატუნა ხდება, ზედა ნაწილი კი ფაფუკი და ნაზი, რომელიც პირში დნება. Quindim – ასე ჰქვია ამ დესერტს და ის გავლენათა შეზავების საუკეთესო მაგალითია – სახელი კონგოელთა ენას უკავშირდება, რეცეპტი კი – პორტუგალიელებს, რომლებიც კვერცხის გულს უხვად იყენებდნენ ნამცხვრებსა და ტკბილეულში. ამბობენ, რომ brigadeiros ბრაზილიამ შოკოლადის ტრიუ ფელის საპასუხოდ გამოიგონა. კაკაოს ფხვნილითა და შესქელებული რძით მზადდება, ბურთებად იკვრება და შო კოლადის ნამცეცებით იფარება. ბრაზილიელებს ეს სასუსნავი განსაკუთრებით უყვართ. 66 VOYAGER 17/2019
კაკაო და შოკოლადი კაკაოს ხეები ამერიკის ტროპული ტყეების მკვიდრია. მათი სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული ამ მი წების ძირძველ მოსახლეობასთან. აცტეკები, რომლებიც კოლუმბიამ დელ ეპოქაში უკვე ამზადებდნენ შო კოლადის მარტივ ვერსიებს, კაკაოს ხეებს წმინდად რაცხავდნენ. ბრაზილიაში კაკაოს მარცვლების სამშობლო ამაზონი იყო. პირველმა მარცვ ლებმა სამხრეთ ბაია მდე იეზუიტ ი მოსახლეების წყალობით მხოლოდ მეთვრამეტე საუკუ ნეში მიაღწია. კაკაოს კულტივირება მასობრივად დაიწყო, მრავალგვარი ვნებათაღელვა და განსაცდელიც, ეპიდემია და გვალვიანი წლები გამოიარა. კაკაოსა და ყავის ბარო ნები, როგორებსაც ჟორჟი ამადუ აღწერს თავის წიგნებში, დღეს აღარ არსებობენ.
ამ მზითა და ზღვის ბრიზით გაჯერებული, პირველყოფილი ბუნებით დამშვენებული ქვეყნის სამზარეულო ისეთივე მრავალხრივი, ფოერვერკული და ათასგვარი შუქით აციალებულია, როგორც ცნობილი რიოს კარნავალი, რომელიც, სხვათა შორის, ცეკვის გარდა, კულინარიული დღესასწაულიცაა.
აღარც ბრაზილიაა წამყვან პოზიციაზე კაკაოს ექსპ ორტის მხრივ მაშინ, როცა 1920-იან წლებამდე სწორედ ბრაზი ლია ლიდერობდა – თითქმის მთელი წარმოება ექსპორ ტზე გადიოდ ა. დღეს, სამაგიეროდ, ბრაზილიური კაკაოს მარცვლების გამოყენებით, ბევრი ნიშური, ექსკ ლუზიური პროდუქტი იქმნება. რამდენიმე ბელგიური შოკოლადის მწარმოებელი აცხადებს, რომ სწორედ ბრაზილიურ მარ ცვლებს იყენებს პრემიუმ-ხარისხის შოკოლადის მისაღე ბად. კაკაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ბრაზილიაში კვლავაც სამხრეთ ბაია ს რეგიონია. თუმცა, არასამთავ რობო და სამთავრობო სტრუქტურების ხელშეწყობით, კა კაოს მდგრადი მეურნეობები სხვა რეგიონ ებშიც ვრცელ დება. მათ შორისაა პარა, რომელზეც კაკაოს წარმოებ ის თითქმის 40% მოდის. კაკაოს თესვასა და მოყვანაში, ისევ შესაბამისი უწყებების დახმარებით, ფერმერები ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყე ნებენ, რაც ხელს უწყობს კაკაოს ხეებით იმ მიწების კვლავ დაფარვას, რომელთაც გარკვეულ ეტაპზე საძოვრებად იყენებდნენ. ბრაზილიური კაკაოდან ნიშურ, ექსკლუზიურ შოკოლადამდე ერთი ნაბიჯია – ახლა სწორედ ასე იფუთე ბა აცტეკების წმინდა ნაყოფი.
67 VOYAGER 17/2019
სასმელი
სამბა ჭიქაში დი ა ნ ა ა ნ ფი მია დი / თა მ ა რ კ ვინ იკ ა ძე
ბრაზილიური კლიმატი, ბრაზილიელების ტემპერამენტი და გატაცებები, ხილისა და შაქრის ლერწმის პლანტაციების სიმრავლე, ყავისა და შოკოლადის ხშირი გამოყენება წინასწარ გვარწმუნებს აქაური სასმელების მოსალოდნელ მრავალფეროვნებაში. როგორ იქნება, რომ ეს ხალხი, თვალებით მზეს და სხეულით სამბას რომ დაატარებს, ჭიქაში გამომწყვდეულ სასწაულებს არ ეწაფებოდეს. და მართლაც ასეა, ალკოჰოლიანი თუ უალკოჰოლო, ცხელი თუ ცივი სასმელების მომხიბლავი არჩევანით ბრაზილია გულს ნამდვილად არ დაგწყვეტთ. 68 VOYAGER 17/2019
კაშასა კაშასათი უნდა დავიწყოთ, ის ხომ აქ მთავარია. ლერწმის შაქრის წვენით დამზადებული ეს ალკოჰოლური სასმელი მრავალი კოქტეილის მთავარი ინგრედიენტია. ლერწმის შაქრის გამოყვანა აქ მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს დაიწყეს პორტუგალიელებმა. კაშასას ორი ვარიანტი არსებობს, დავარგების მიხედვით _ უფრო ხანგრძლივი ფერმენტაციით და უფრო ხანმოკლე. ყველაზე ხარისხიანი, მუქი კაშასა შეიძლება 15 წლისაც იყოს. კაშასა რამდენიმე ადგილობრივი კოქტეილის შემადგენელია, მათ შორისაა, კაიპირინია, რომელსაც ბევრ სხვადასხვა სტატიაში ბრაზილიის ეროვნულ კოქტეილს უწოდებენ. ამ კოქტეილის მოსამზადებლად კაშასას შაქარი და ლაიმის წვენი ემატება, თუმცა მის სხვადასხვა ვარიაციაში, შეიძლება ხილიც შეგხვდეთ. კაიპირინიასთვის ხშირად უფერო, დაუვარგებელ კაშასას იყენებენ, თუმცა, როგორც გითხარით, დავარგებული უკეთესი ხარისხისა არის, ხასხასა ოქროსფერი, მუხის კასრის არომატით. თუ კაშასას ქეშიუს წვენს დაუმატებთ, „კაჟუ ამიგოს“ კოქტეილს მიიღებთ. თუ სანელებლებს, მაგალითად, მიხაკს, დარიჩინს და კოჭას, ფორთოხლისა და ლაიმის ნაჭრებს და ათ წუთს წამოადუღებთ, ცხელ-ცხელი ქუენტაუ გექნებათ, თარგმანში ეს სახელწოდება სწორედ „ძალიან ცხელს“ ნიშნავს. ამ კოქტეილს Festa Junina-ს, „ივნისის ფესტივალის“ დროს სვამენ და წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას ასე აღნიშნავენ. ესაა დღესასწაული, რომელიც ევროპულ შუაზაფხულის ზეიმს ემთხვევა, ბრაზილიაში კი ამ დროს ზამთარია. ამიტომ ქუენტაოს მთელი იდეაც ისაა, რომ ევროპული ზამთრის სასმელს, გლინტვეინს ჰგავდეს და რა გასაკვირია, რომ მის ზოგიერთ ვარიანტში, მთავარ ინგრედიენტად ღვინოსაც იყენებდნენ.
კაშასასთვის შედედებული რძის დამატებით კიდევ ერთ, ძალიან ტკბილ კოქტეილს მიიღებთ, რომელსაც ბრაზილიაში იაგუარის რძეს ეძახიან და განსაკუთრებული დღესასწაულების დროს სვამენ.
კაშასასა და ხურტკმელის სიროფის შეხვედრას შესანიშნავი კოქტეილის, ბომბეირინიოს სახელი ჰქვია. საერთოდ, კოქტეილების სია ბრაზილიაში ამოუწურავია. ამაზე თვითონ ბრაზილიელებს ნიშნის მოგებით ეღიმებათ და გეუბნებიან: „აბა, რა გეგონათ, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ტროპიკებში“. ზემოთ განხილულ კოქტეილებს შეგვიძლია კიდევ დავუმატოთ სხვებიც, მაგრამ კოქტეილების სიას ბოლომდე მაინც ვერ გავიყვანთ. იქნებ ვცადოთ:
ბატიდა (ბრაზილიის ნაციონალური კერძის, ფეიჟოადას თანმხლები სასმელი, რომელსაც კაშასასთან ერთად ქოქოსის რძეს ან ხილის წვენს უმატებენ ბლენდერით, ან ყინულთან ერთად შენჯღრევით, ზოგს კი უყვარს მასში არაჟანი ან შედედებული რძე გაურიოს); კოლადა ბრაზილ (პინა კოლადას ბრაზილიური ვერსია);
კოპაკაბანა (რომელსაც პაპაია, შოკოლადის სიროფი და ანანასის წვენიც აქვს და რიოს ცნობილ ბულვარზე სეირნობას უხდება); რაბო-დე-გალო (რაც „მამლის კუდს“ ნიშნავს, ანუ კოქტეილს და მას კაშასასა და წითელი ვერმუტის მიქსით ამზადებენ).
69 VOYAGER 17/2019
სასმელი
ამა თუ იმ ვებგვერდზე საგანგებოდ გვირჩევენ, რომ ზოგიერთის, მაგალითად, რაბო-დე-გალოს დალევას, მდარე ხარისხის საფრთხის გამო, ვერიდოთ. ნამდვილი ვერმუთის ნაცვლად, მას ნებისმიერ სხვა ლიქიორს უმატებენ. ალკოჰოლიანების გარდა, ბრაზილია, როგორც ეგზოტიკური ხილის სამოთხე, უალკოჰოლო სასმელების სიუხვითაც გა მოირჩევა. ხილის ლიმონათები თუ კოქტეილები ბრაზილიური ფიესტის განუყოფელი ნაწილია. გუარანა ამაზონის ხილია, თუმცა, ასევე ეძახიან მისგან მომზადებულ სასმელს, რომელიც იქ კოკა-კოლაზე მეტად უყვართ. კოკა-კოლა ტყუილად არ გვიხსენებია. ეს კომპანია ბაზრის ნახევარზე მეტს ფლობს ბრაზილიაში, თუმცა, ტრადიციულ ამერიკულ ვარიანტებთან ერთად, მხოლოდ ბრაზილიის ბაზრისთვის, აწარმოებს, ასევე, Kuat-ს, რაც სწორედ გუარანასგან მზადდება. 1927 წლიდან მოყოლებული, ოცდამეერთე საუკუნის დადგო მამდე ცალკე ბრენდად არსებობდა გუარანასგან დამზადებული
ბრაზილიური
პლაჟი
კოქტეილებთან
მიმართებაში
უკვე
ვახსენეთ, მაგრამ არ შეიძლება პლაჟიდან ქოქოსის
წყლის დაულევლად წამოხვიდეთ. მწვანე ქოქოსის წვენი და სხვა არაფერი, რომელიც ოდნავ ტკბილია და სავსე მინერალებით, ძალიან პოპულარული პლაჟის სასმელია. ზოგიერთი, კლიენტის მითითებით, ქოქოსს თავს აცლის და, ასევე, მითითებით, ჭრის ქოქოსსაც – დალევის მერე ადამიანმა თეთრი შიგთავსიც რომ მიირთვას. თუ არსად შეგხვდათ, მოიკითხეთ კალორიებით მდიდარი, ენერგიის მომცემი ასაის კენკრისგან დამზადებული სას მელი, რომელიც ტკბილი, ბლანტი და იასამნისფერია. განსაკუთრებით მოსწონთ მისი დალევა სანაპიროზე ყოფნისას. ასაკის კენკრას ზოგჯერ უფრო სქელი, თითქმის პას ტისმაგვარი სტრუქტურითაც ყიდიან და ხშირად ბანანს და მარწყვს ურევენ მირთმევისას.
კიდევ ერთი სასმელი – ვარდისფერი „გუარანა იესო“, მერე კი ისიც კოკა-კოლამ იყიდა. გუარანა ენერგიით ავსებს ადამიანს და ცოცხალი წვენების დაწურვის დროსაც იყენებენ. სპეციალური რეგულაცია გამაგრილებელი გაზიანი სას მელების შესახებ ადგენს, თუ რამდენ გრამ გუარანას უნდა შეიცავდეს სასმელი, მას რომ გუარანათი დამზადებული ეწოდოს. კიდევ ერთი სასარგებლო ნედლეულის – ქეშიუს გამოყენებით ასევე პოპულარული გამაგრილებელი და არაალკოჰ ოლური სასმელი კაჟუინა მზადდება. ეს რეცეპტი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შტატიდან იღებს სათავეს – იქიდან, სადაც კეშიუ უხვად აქვთ. კაჟუინაში კეშიუს ნედლი ნაყოფი შედის. წვენს ფილტრავენ, წმენდენ და ცივად მი ირთმევენ. დავიმახსოვროთ სახელწოდება კატუაბაც – ამაზონის ტყეში მოპოვებული მცენარის ექსტრატით მომზადებული სასმელი. გარეგნობით ის ღვინოს ჰგავსო, წერენ, მაგრამ გაცილებით უფრო ძლიერია, თან აფროდიზიაკის თვისებები გააჩნია და სიფრთხილით უნდა მივიღოთ. საერთოდ, სიფრთხილე ახალ, ეგზოტიკურ სასმელებთან მიმართებაში კარგი სიტყვაა. მართლაც საჭიროა, მოვერიდოთ სასმელს, რომელსაც ქუჩის ჯიხურებში პლასტმასის ბოთლებით ყიდიან. ხარისხის ამოცნობა არ გაგვიჭირდება და, პირველ რიგში, სწორედ ხარისხი უნდა ვეძებოთ.
ამიტომ, სანამ გაემგზავრებით, ეცადეთ, მეტი გაიგოთ ბრაზილიურ კოქტეილებზე. ისიც ეცადეთ, უკვე ადგილზე ჩასულებმა, ყოველთვის წინდაწინ იკითხოთ კოქტეილის შემადგენლობა და თუ არ მოგეწონათ, ალტერნატივად მაინც არ განიხილოთ იაფფასიანი ბრაზილიური ღვინო. ხშირ შემთხვევაში, თავად ბრაზილიელებიც იმპორტირებულ, ხარისხიან ღვინოს ეტანებიან. 70 VOYAGER 17/2019
ღვინო ისე ამ ქვეყანას მეღვინეობის საინტერესო ტრადიცია აქვს, პორტუგალიელებმა, ჰუგენოტმა ფრანგებმა, იტალიელებმა აქ თავიანთი ვაზი ჩამოიტანეს, ადგილობრივ კლიმატს შეა გუეს და განსაკუთრებული ნაირსახეობებიც მიიღეს. თუმცა, თუ დავწვრილმანდებით, ხაზი იმასაც უნდა გავუსვათ, რომ ბრაზილიაში კონკრეტულად იტალიელი ემიგრანტების ჩასვ ლამდე, ღვინის წარმოება დიდად არ გავრცელებულა. მას მერე, რაც იტალიელებმა თავიანთი ცოდნა და ტექნიკა დანერგეს, კომერციული ღვინის წარმოებაც სარფიანი საქმე გახდა. 1990-იანი წლებიდან კი, როცა არგენტინული და ჩილეს ღვინო ების სმას მსოფლიო შეუდგა სამხრეთ ამერიკასთან დაწესებული ღია სავაჭრო შეთანხმების გამო, მათ ბრაზილიელებმაც მიბაძეს და ღვინის წარმოებას კიდევ უფრო მეტი სერიოზულობით შეუდგნენ – იაფი, სუფრის ღვინის გარდა, ხარისხიანი, მაღალი დონის ღვინის კეთება დაიწყეს. ასე რომ, კარგი ბრაზილიური ღვინო მხოლოდ 25-30 წლის ამბავია (ამ დროის ბრაზილიას 1970-იანი წლების ნაპა ველისაც ადარებენ ხოლმე), ამ საქმეს დღეს ათასზე მეტი მეღვინეობა ემსახურება, აპელაციის პირველი ზონა კი სერა გაუშაში 2002 წლიდან ფუნქციონირებს. თუ ბრაზილიაში სტუმრობისას მეღვინეობაზეც გსურთ მეტი გაი გოთ, სწორედ ამ რეგიონში, ანუ ქვეყნის სამხრეთით მოგიწევთ ჩასვლა – სერა გაუშას ოქროსფერი თუ წითელი ღვინოები ხომ მსოფლიოშია ცნობილი. ასევე, შეგიძლიათ, მოგზაურობა სამხრეთიდან ზევით დაგეგმოთ. რიო გრანდე დელ სულის ქალაქში, პორტო ალეგრეში ჩაფრინდეთ და სერა გაუშაში მანქანით გაემგზავროთ. აღმოაჩენთ, რომ ეს ვენახებით დამშვენებული თვალწარმტაცი მხარე ნამდვილი ოაზისია სხვა მხრივ უკიდურესად ინდუსტრიულ გარემოში (კიდევ ერთი მონაცემით, ბრაზილიური ავეჯის გარკვეული ნაწილიც აქ მზადდება). თვითონ სერა-გაუშა ხუთი ქვერეგიონისგან შედგება და ბრაზილიური ღვინის წარმოების 80%-ს საკუთარ თავზე იღებს. შესაბამისად, სერა გაუშას მთავარ ქალაქს, ბენტუ გონსალვისს ქვეყნის „ღვინის დედაქალაქსაც“ უწოდებენ. მას უცხოელი ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ, მაგრამ ბრაზილიური ღვინის ტურიზმი ჯერაც ახალი ამბავია, განსაკუთრებით თუ ბრაზილიური კარნავალისა და ბრაზილიური ფეხბურთის ტურიზმს შევადარებთ.
ჯერ ყველაფერი იმ დონეზეა, როცა შიდა ტურისტები აქტი ურობენ – მშობლიურ მიწაზე მოყვანილ ღვინოს მეტად ეძალებიან და უფრო ხშირად სვამენ, ვიდრე 25 წლის წინ. სა მაგიეროდ, საერთაშორისო ასპარეზზე უფრო თავდაჯერებით გასულა ბრაზილიური შუშხუნა ღვინო. ამის მიზეზი კი სერაგაუჩას ტროპიკული კლიმატია, რომელიც შუშხუნა ღვინის ყურძნის ჯიშებს, ადრეული რთველის გამო, ძალიანაც უხდება. უფრო ქვევით კი, თითქმის ურუგვაის საზღვართან, სერა დო სუდესტესა და კამპანიას ქვერეგიონებში ნატიფ ხარისხიან ღვინოებს ამზადებენ. ღვინის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური გამოცემა, ჟურნალი „დეკანტერი“ 5 მაისს აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ღვინის ტურისტებს ამ ჯერაც აღმოუჩენელი ღვინის მხარეების აღმოჩენისკენ მოუწოდებს – სანამ ბრაზილია მკაფიო ასოებით მოუნიშნავთ მსოფლიო ღვინის რუკაზე, გირჩევთ ეწვიოთო რეგიონს, სადაც ტრადიციას „გასაოცრად თანამედროვე ღვინის კეთების ხერხებითა და ტექნოლო გიებით აბალანსებენ“.
71 VOYAGER 17/2019
სასმელი
„დეკანტერის“ იმავე სტატიაში რამდენიმე მეღვინეობაც გამოყოფილია. მათ ღვინის მწერალი სტუმრობდა და მკითხველს პირად შთაბეჭდილებებს უზიარებს. რამდენიმე რჩევა მისი ტექსტიდან:
Cave Geisse – ესაა მეღვინეობა, რომელიც პინტო ბანდეირაში, 1980 წლიდან მოყოლებული, ტრადიციული მეთოდით აწარმოებს შუშხუნა ღვინოებს. აქ სტუმრებს კომპანიის ენოლოგი ხვდება, ასინჯებს შუშხუნების ექვს სახეობას და უამბობს მათზე. ბრაზილიურ სიცხეში მათი გასინჯვა ნეტარებააო, წერს ავტორი.
Miolo – ეს კი რეგიონში ხარისხიანი ღვინის ყველაზე დიდი მწარმოებელია 1897 წლის შემდეგ. ისინი ტურისტებს ღვინის დაწურვის მასტერკლასებსაც სთავაზობენ და თუ წინასწარ ნახავთ კალენდარზე და თქვენი სტუმრობა შაბათ-კვირას ემთხვევა, მაშინ მათ „ღვინის ბაღსაც“ ეწვევით, სადაც, როგორც ამბობენ, თვალწარმტაცი პეიზა ჟების გამო, ღვინის ნება-ნება სმას არა ფერი ჯობია.
Vinicola Salton – შუშხუნა ღვინით დაინტერესებულები ამ მეღვინეობაში აუცილებლად უნდა მივიდნენ, ათიდან ოთხი შუშხუნა ღვინო სწორედ „სალ ტონშია“ დამზადებული.
https://www.miolo.com.br/en/
https://www.salton.com.br
იქაც თვითონ მეღვინე დაგხვდებათ (თუმცა, წინასწარ დაკონტაქტება აუცი ლებელია) და კომპანიის ისტორიასაც გაგაცნობთ და რამდენიმე ჯიშის ღვი ნოსაც გაგასინჯებთ.
72 VOYAGER 17/2019
Casa Perini – ეს კომპანია კიდევ ერთ ქვერეგიონში მდებარეობს, რო მელიც, ძირითადად, მუსკატის ჯიშის ღვინოების წარმოებითაა ცნობილი. აქ ჩასულებმა ღვინის დეგუსტაციის გარდა, ველოსიპედებით, ოჯახურ ტა ვერნაში სადილითაც შეგიძლიათ ისია მოვნოთ. მასპინძლები აქაც მეღვინეები არიან. https://www.casaperini.com.br
ლუდი არ უნდა გაგიკვირდეთ, ბრაზილიაში ძალიან ბევრი რამ კულინარიასა და სასმელებში კასავას, იმავე მანიოკს ეფუძნება. პოპულარულია მანიოკის ლუდიც, რომელსაც აქ ჯერ კიდევ ძველი ინდიელები ადუღებდნენ, ფლორიდის მუზეუმში კი დაცულია რიტუალური სასმისიც, რაც იმას მოწმობს, რომ ლუდი ასევე რელიგიურ რიტუალებში გამოიყენებოდა. ხოლო, როგორც სექტემბრის Financial Times-ში წერია, სწორედ ეს სასმელი ბოლო დროს ბრაზილიაში ძალიან პოპულარული ხდება. საკმარისია მიწეროთ კომპანიებს და კონტაქტს იოლად დაამყარებთ. ამ გზით გაიგებთ მეტს საკვები და ღამის გასათევი ობიექტების შესახებაც და მეღვინეობიდან მეღვინეობამდე მისასვლელ საკუთარ პუნქტებსა და გზებსაც მონიშნავთ რუკაზე. თუმცა, ერთ სასტუმროს, განსა კუთრებით დიდს, 128-ნომრიანს, აქვე გირჩევთ:
სასმელების მწარმოებელი მსხვილი კომპანია უკვე წელიწადზე მეტია ასხამს მხოლოდ კასავაზე დაფუძნებით მომზადებულ იაფ და ჯანმრთელ ლუდს, რომელსაც Magnifica ჰქვია. ამისთვის კომპანია სამხრეთ ამერიკის პატარა, ღარიბ დასახლებებში მანიოკის მომყვან ღარიბ გლეხებს უკავშირდება და ნედლეულს მათგან ყიდულობს. გასაკვირი არცაა, ბრაზილიური შტატის ყველაზე ღარიბ რეგიონებშიც კი მანიოკი უხვად აქვთ – მას ყველა თესავს. მანიოკის ლუდის დამზადება სხვადასხვაგვარად შეიძლება სხვადასხვაგვარი ალკოჰოლის დონისა და გემოს მისა ღებად. ცვლილებები ადგილობრივი ტომების რწმენაწარმოდგენებსაც უკავშირდება. თუმცა, თითქმის ყველგან, პირველ ამერიკელთა ტომებში, მანიოკის ლუდს ქალი ამზადებს და ქალსა და მამაკაც სტუმრებს მიართმევს, ანდა – მხოლოდ მამაკაცებს.
Hotel and Spa Do Vinho; Autograph Collection – მერიოტის ხარისხითა და ადგილობრივი უნიკალური მახასიათებლების გათვალისწინებით სერა გაუშას განსა კუთრებული სასტუმროა. დახვეწილია მომსახურება სპის ნაწილშიც, სადაც თერაპიული ცხელი აბაზანები, სველი საუნა, ქვის ბილიკები და პანორამული ხედით გამორჩეული სოლარიუმი ელის სტუმრებს. კვება ფრანგულ-იტალიურია, ჩაის ბიბლიოთეკაში მო გართმევენ, შუშხუნა ღვინოს კი, მზის ჩასვლისას, ტერა საზე. თურმე, იქვეა ბრაზილიის უდიდესი ღვინის მარანიც, სადაც 600-მდე უცხოური და ადგილობრივი ღვინის სახეობაა თავმოყრილი. https://www.marriott.com/hotels/ ხშირად მანიოკის ლუდით უმასპინძლდებიან როცა ოჯახს საქმეში სხვები ეხმარებიან. ზოგიერთ რეგიონში მანიოკის ლუდის მომზადება ქალებმა აღარ იციან და ეს პროცესი უფრო ქარხნულ სახეს იღებს. მიზეზი ისიცაა, რომ სახალხო, რიტუალური ზეიმები და დღესასწაულები ისე მასობრივად აღარ აღინიშნება. თუ მანიოკის ლუდს ვერ დალევთ, რადგან ვერსად მიაგენით, ბრაზილიელებს სხვა ლუდი მაინც გაუსინჯეთ – ცივი ლუდი რიოსა და სხვა დიდ ქალაქებში სადილების განუყოფელი ნაწილია. 73 VOYAGER 17/2019
© Gwenn Dubourthoumieu
აბრეშუმის გზის ვახშმის 7 საოცრება Hennessy X.O.-საგან
რა შეიძლება იყოს თავგადასავალზე უფრო ამაღელვებელი და ახალ კულინარიულ გა მოცდილებაზე უფრო სასიამოვნო?! ეს შეგრ ძნებები კიდევ უფრო მძაფრდება, თუ გზას საინტერესო ადამიანებთან ერთად გაივლი. საუკუნეების მანძილზე აბრეშუმის გზის გასწვრივ, ასობით დიდ თუ პატარა ქალაქში, მშვიდ ქარვასლებსა თუ ხმაურიან ბაზრებში იცვლებოდა ოქრო – სანელებლებზე, აბრეშუმი – სამკაულებზე, ფოლადი – ნელსაცხებლებზე, მაგრამ, რაც მთავარია, გამბედავი ადამიანები, რომლებიც ამ გზას ად გებოდნენ, ერთმანეთს უყვებოდნენ ისტორიებს, უზიარებდნენ იდეებს, გამოცდილებას. ამ ჩუმი საუბრების წყალობით იზრდებოდა და ვითარდებოდა სამყარო. ყველა ცივილიზაცია ახალს სწავლობდა.
მისი საქვეყნოდ ცნობილი ფარშირებული პომიდორი წყალ მცენარეებითა და შებოლილი როზმარინით ვახშმის ერთერთი „ანტრე“ გახდა. ერთ ძირითად კერძზე, შავი ზღვის მგელთევზას მომზადებაზე თეკუნა გაჩეჩილაძემ იზრუნა. შეფმა თევზს ლიმონის ინტენსიური გემო, ბროწეულის წვენი და ნიგვზის ხრაშუნა ფანტელები შეუხამა. არომატებისა და სტრუქტურების იდეალურმა შერწყმამ კერძი ახალი ქართული სამზარეულოს საუკეთესო ნიმუშად აქცია. მეორე ძირითადმა კერძმა – ბატკანმა კაპერსებით, ლიმონით, ანჩოუსითა და პიტნის წვენით – სტუმრები ფანი რეის ოსტატობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა. უნაზესი ბატკნის ხორცისა და ანჩოუსის უჩვეულო გემოთა შეხამება ნამდვილი აღმოჩენა იყო გურმანებისთვის. ვახშამი თხის უნაზესი ყველის და კარამელიზებული ლეღვის შესანიშნავმა წყვილმა, ორბელიანის კაკლუჭას ახალმა ვერ სიამ და მოცვიანი მერენგის საოცარმა ტანდემმა დააგვირგვინა.
კომპანია Hennessyმ, მისი დამაარსებლის, რიჩარდ ჰენესის თავგადასავლების სიყვარულისა და ახლის ძიების სურვი ლის საუკეთესო ტრადიციებისადმი ერთგულებით, გადაწყვიტა აბრეშუმის გზას კიდევ ერთხელ დასდგომოდა. ამჯერად ამ ისტორიას ლეგენდარული კონიაკი საუცხოო გემოების მეშვეობით თავიდან გვიამბობს.
© Gwenn Dubourthoumieu
კულინარიულ გზაჯვარედინებზე, აბრეშუმის გზის 7 ქვეყანაში – ჩინეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და საქართველოში – ამ იდეის წყალობით, განს ხვავებული კულტურებისა და ისტორიის, განსხვავებული გამოცდილებისა და პრეფერენციების ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს. ამ ადამიანებს აღმოჩენების თამამი სურვილი და Hennessy X.O.ს დახვეწილი გემოს 7 ნოტი გააერთიანებთ. ისე, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა, ისინი ერთად შემოუსხდებიან სუფრას, ერთად გაატარებენ საღა მოს, გაიყოფენ საკვებს, გაცვლიან ისტორიებს და ერთმანეთს უფრო გამდიდრებულები დაშორდებიან.
საქართველოში ამ იდეის განსახორციელებლად ერთმა ნეთს 2 ქალი, 2 გამორჩეული მზარეული და თამამი ადამიანი, ფრანგი ფანი რეი და ქართველი თეკუნა გაჩეჩილაძე შეხვდნენ. „ბიოლის“ ველნეს ცენტრში შეკრებილ სტუმრებს ქართული სამზარეულოთი შთაგონებული რამდენიმე აპერიტივი შეს თავაზეს. კაკლუჭას ფორმის მჭადი ქართული მხალის შიგ თავსით და ნიგვზის ფანტელით ქართული სამზარეულოს გემოს დეკონსტრუქციას ჰგავდა. მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი ფანი რეისთვის მნიშვ ნელოვანი იყო, ქართული სამზარეულოს არსს ჩასწვდომოდა და მისთვის დამახასიათებელი პროდუქტები გამოეყენებინა.
ყველა კერძს სტუმრები Hennessy X.O.ს თანხლებით სინ ჯავდნენ. ვახშმის ბოლოს მათ კიდევ ერთი აღმოჩენა ელოდათ. სპეციალურად Hennessy X.O.თვის შექმნილ ჭიქაში, რომელიც იდეალურად ერგება ხელს, ყინულის ერთი დიდი კუბი გამჭვირვალე კრისტალივით ლივლივებდა. ყინულთან შეხებით კონიაკის გემომ სულ სხვა, ახალი შინაარსი შეიძინა, მისი გამჭვირვალე ქარვისფერი კი უფრო ინტენსიური გახდა. Hennessy აგრძელებს აღმოჩენებით სავსე მოგზაურობას, რომელშიც ჩვენც გვეპატიჟება. ეს არის ლეგენდარული კონიაკის, Hennessy X.O.ს დახვეწილი გემოს გააზრების კიდევ ერთი შესაძლებლობა. 7 ნოტი, 7 შეგრძნება – ის აღმოჩენაა, რომელიც Hennessy X.O.ს დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.
© Gwenn Dubourthoumieu
Hennessy X.O.ს პროექტისთვის 7 მნიშვნელოვანი რიცხვია. 7 ქალაქი, 7 გემო, 7 კერძისგან შემდგარი ვახშამი. ვახშამი, რომელსაც 2 შეფი მოამზადებს. ერთი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, მეორე კი – სხვა კულტურის მატა რებელი. Hennessy X.O.ს 7 ნოტი იქცევა მათთვის შთაგონე ბის წყაროდ, რათა კერძების მეშვეობით კულტურათა დი ალოგით ისტორიის თავისებურებები და გემოთა შერწყმის ახალი ვერსიები გაჩნდეს.
© Gwenn Dubourthoumieu
მუსიკალური სრულყოფილება სულ 7 ნოტის მეშვეობით იქმნება, 7 ნოტის მეშვეობით ადამიანის გენიას შეუძლია უსასრულოდ გააცოცხლოს ახალი მელოდიები. სწორედ ასეთ საკრალურ 7 შეგრძნებად იყოფა კონიაკი Hennessy X.O.ს გემო: შოკოლა დის ხავერდოვნება, მზარდი მხურვალება, ხის ისტორია, პი კანტური ზღვარი, ტკბილი ნოტები და უსასრულო ექო.
სასმელი
ყავა
მართლაც „პელე“ ყავა რაც შეეხება ცხელ სასმელებს, ცხელი ღვინისა და კაშასას ბაზაზე მომზადებული ცხელი სასმელების გარდა, აქ, ისევე, როგორც სხვა სამხრეთამერიკულ ქვეყნებში, პოპულარულია მატესგან მომზადებული ნაყენი, ცხელი შოკოლადი და, რასაკვირველია, ყავა. ყავის გარეშე აქ წარმოუდგენელია, ყავა, ბრაზილიაში კულ ტივირებული მცენარე, ამ ქვეყნის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა მიუხედავად იმისა, რომ მისი მოყვანა პირველ ამერიკელებს არ დაუწყიათ – ეს საქმე 1727 წელს პორტუგალიელის სახელს უკავშირდება. ბრაზილია ყავის უდიდესი ექსპორტიორია, 62 925 ტომარა ყავა არაბიკა (ტომარაში 60 კგ-ია) ბრაზილიამ ექსპორტზე მხოლოდ 2018 წელს გაიტანა. ყავის პირველი პლანტაციები აქ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს გაჩნდა და დღემდე, ბრაზილიის ეკონომიკის დიდი ნაწილი სწორედ ამ პროდუქტს ეყრდნობა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ბრაზილიაზე მოდის მსოფლიოს ყავის მესამედი, ყავის პლანტაციები კი, ძირითადად, სამი შტატის – მინას-ჟერაისში, სან პაულუსა და პარანაში – 27 ათას კვ. კმ-ს ფარავს.
მეთვრამეტე საუკუნეში დაწყებული საქმე რამდენიმე ათეული წლის თავზე გაიფურჩქნა, ზენიტს 1920-იან წლებში მიაღწია, შემდეგ მკვეთრად დაეცა და ახლა კვლავაც მომგებიანია. ერთი საგულისხმო დეტალი – 1930-იან წლებამდე ბრაზილიურ პოლიტიკას „რძიან ყავას“ ეძახდნენ, რადგან სახელმწიფო ყავისა და რძის ორ უდიდეს წარმოებაზე იდგა. ყავის თავდაპირველი ინდუსტრია მონების შრომას ემყა რებოდა. მეცხრამეტე საუკუნის სხვადასხვა პლანტაციაში სამუშაოდ ხომ მილიონზე მეტი მონა ჩაიყვანეს აფრიკიდან და ასე გაგრძელდა 1888 წლამდე, სანამ მონობა ბრაზილიაში საერთოდ არ აიკრძალა. ფაზენდა პლანტაციაა, რომელიც კოლონიალისტურ პერიოდში მთელ ბრაზილიაში იყო გავრცელებული, მეცხრამეტე საუკუნიდან კი ყავის პლანტაციის აღსაწერადაც გა მოდგება. დღეს ფაზენდა სოფლად მდებარე ფერმას უფრო ნიშნავს. ბრაზილიის განსაკუთრებული ყავის ასოციაცია (Brazil Specialty Coffee Association (BSCA) აერთიანებს ხარისხიანი ყავის მწარმოებლებს, როგორც მცირე, ისე მსხვილი ზომის. ზოგი ოჯახური პლანტაცია ათ ჰექტარზე ნაკლებს ითვლის, ზოგი ორი ათას ჰექტარს აჭარბებს, არიან უფრო დიდებიც, რომლებიც ყოველწლიურად უფრო მეტ ყავას აწარმოებენ, ვიდრე მთლიანად ერთი ქვეყანა, ბოლივია. ერთ-ერთი წყაროს მონაცემებით, ბრაზილიის ორი მილიონი ჰექტარი ტერიტორია ახლა სწორედ ყავას უჭირავს და ძირითადად, ანუ 70%-ზე მეტი, არაბიკაა. მისი დიდი ნაწილი იმ მულტი-ნაციონალური კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა ბიზნესი ყავის მოხალვაა. ბრაზილიაში ამ მოსახა ლად ექსპორტზე გასულ ყავას სანტოსს ეძახიან იმ პორტის გამო სან პაულუს შტატში, საიდანაც ბრაზილიური არაბიკა საზღვრებს ტოვებს.
76 VOYAGER 17/2019
თუმცა, ლოკალურ ყავის მეურნეობ აში ხარისხზე აქცენტი ამ ასოციაციის მიზანია და ისე ეთანამშრომლება ყავის მწაროებელ ფერმერებს, რომ მათი მდგრადი მეურნე ობები კიდევ უფრო გააძლიეროს და დარწმუნდეს, რომ ფერმაში მომუშავე პერსონალისადმი სამუშაო ეთიკის ნორმები დაცულია. საერთაშორისო ბაზარზეც ის სწო რედ ნატიფი ბრაზილიურ ი ყავის სახელს ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი უკვე ყავის სახეობებიც გასათვალის წინებელია. ზოგი ტრადიციულია, ზოგიც კი ექსპ ერიმენ ტების შედეგად მიიღეს, მაგალითად, ასეთებია: Bourbon, Mondo Novo, Icatú, Catuaí და Iapar Catucaí. ბრაზილიე ლების საშუალ ო ფენა სწორედ ამ ექსკ ლუზიურ, განსა კუთრებულ ყავას ეტანება. საერთოდ, ბრიტანული გა ზეთის, „ტელეგრაფის“ ცნობით, ბრაზილია უკვე აშშ-ს ეჯიბრება ტიტულში, იყოს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ყავის მომხმარებელი ქვეყანა. კიდევ ერთი ფაქტი ისტორიიდან: 1975 წელს ბრაზილი აში არნახული ყინვა დაფიქსირდა, ამ დროს სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ყავის ბევრი ფერმა დაი ხურა, ფერმერები სანაცვლოდ მინას-ჟერაისის შტატ ში გადავიდნენ, სადაც ყინვა დიდი არ ყოფილა. ახალი ტექნოლოგიების, კულტივაციის საუკ ეთესო ცოდნისა და ფერმერების სიმტკიცის წყალობით, სულ რაღაც ოცდა ათიოდე წელიწადში, მინას-ჟერაისი მთელ ბრაზილიაში უდიდესი ყავის მწარმოებელი შტატი გახდა.
ყავა დილის განუყოფელი კომ პონენტია. დილა კი ადრიანად კარაქწასმული ფრანგული გა ხუხული ბაგეტითა და ძლიერ ი ყავით იწყება, რომელშიც შაქარს უხვად ყრიან და ცოტა რძეს აპკუ რებენ – ეს ტურისტულ გზამკვლე ვებში აღწერილი სტანდარტია, თორემ გემოვნება ყველას თავისი აქვს; აკვიატებული ყავახანების ამბავიც ასეა. სან პაულ უში ერთი ჩვენი რესპონდენტი საყვარელ ყა ვის ადგილად coffee lab-ს ასახელებს, სადაც გურმე ყავა ბრაზილიის სხვადასხვა მცირე მწარმოებლებისგან ჩააქვთ. http://coffeelab.com.br რიოში ყავახანების კულტუ რამ სულ რამდენიმე წლის წინ მოიკიდა ფეხი, როცა „სტარბაქსი“ გახსნ ეს და ადგი ლობრივი ქსელი cafeina და MegaMatte პოპულარული გახდა. ოც წელიწადზე მეტია, მაღალი კლასის, გურმე ყავის წერტილებს აერთიანებს Armazem do Cafe, თავისი ფილიალებით ლებლონსა და იპანემაზე, სადაც შეგიძლიათ ბრაზილიის საუკეთესო ყავის პლანტა ციებში მოყვანილი და დამუშავებული არაბიკა სასურველ ზომაზე და აფქვევინოთ და შინ წაიღოთ. www.facebook.com/pg/armazemdocaferabout/?ref=page_internal
77 VOYAGER 17/2019
სასმელი
დახვეწილი აქვთ. თუმცა, უკიდურესად კოსმოპოლიტურ ქალაქებში, როგორებიც რიო და სან პაულუა, ასე ხელაღებით „ძირძველი“ ბრაზილიელებისა და ყავის ურთიერთობაზე ლაპარაკი შეუძლებელია. ამიტომ რამდენიმე ყავახანას მაინც დავასახელებთ, სადაც მისვლა სტუმრებს უხარიათ:
Casa Cavé – რიოს ისტორიულ ნაწილში, ისტორიულ შენობაში ას წელიწადზე მეტი ხნის წინ გახსნილი საყავეა, სადაც ტკბილი ცომეული და ნამცხვრები, ჩაი და კარგი ყავა აქვთ. https://www.facebook.com/confeitariacave/
Curto cafe – ეს დამალული განძია, რადგან, კარგი ყავის გარდა, ორიგინალური კონცეფციითაც გამოირჩევა. ყავის ფასს ჩაგიშლიან, ზუსტ თვითღირებულებას დაგიანგარიშებენ და მერე გაძლევენ უფლებას, იმდენი გადაიხადო, რამდენსაც თავად ჩათვლი საჭიროდ. ფეისბუკის გვერდი აქტიური აქვთ, გარემო კი კაფეში ჭკუამხიარული და უშუალო, რაც კარგ ყავას ნამდვილად უხდება. https://m.facebook.com/curtocafe/
Cafe Secreto – როგორც სათაური მიგვანიშნებს, ეს
ისე, ყავას რიოში, ყველა კიოსკში ჩამოგისხამენ და ველოსიპედებით, თერმუსებით, ქუჩებშიც დააქვთ გასაყიდად. დილით ან შუადღეს, როცა მოისურვებთ, პატარა ჭიქით შეძლებთ იყიდოთ, საერთოდ, ასეთი პატარა ულუფები უყვართ და ამ ყავას მოფერებით cafezinho-ს ეძახიან. ზოგიერთ უცხოტომელს მაინც ჰგონია, რომ ბრაზილიური ყავის განდიდება ამ ქვეყნის შესახებ შექნილი მითის ნაწილია, რადგან ყავის მოხმარების კულტურა იტალიელებს უფრო
„გასაიდუმლოებული“ საყავე ადგილია Largo do Machado-ში _ პატარა, წყნარ უბანში Flamengo-სა და Laranjeira-ს შორის. აქ ყავის შესახებ ყველაფერს მოგიყვებიან, თვითონ ყავას კი კარგს და მრავალფეროვანს გაგიკეთებენ; წესით, მენიუში სულ უნდა ჰქონდეთ ესპრესოზე მომზადებული ყავებიც, აეროპრესისა და სხვა აპარატებში მომზადებული ყავაც. აქვთ ყინულიანი ყავაც ლიმონის წვენით, რომელიც ძალიან უხდება კრუასანს, ხრატუნა ბაგეტს ნაირ-ნაირი მორთულობით, ანდა, Pão de queijo-ს – ყველიან კასავას პურს. https://www.facebook.com/cafesecretorj/
78 VOYAGER 17/2019
Sofa Cafe _ ამ სახელის დამახსოვრება ღირს, თუ რიოს გარდა, სან პაულუშიც აპირებთ ჩასვლას. პირველად ის სწორედ სან პაულუში გაჩნდა, შემდეგ რიოში და აშშ-ში, კერძოდ, ბოსტონშიც გაფართოვდა. ყავა განსაკუთრებული ხარისხის აქვთ, მარცვლებს თვითონვე ხალავენ და ხუთ სხვადასხვა ხასიათს არგებენ _ კომფორტი, დღეს ცხელა, საკულტო და სხვა. https://www.facebook.com/SofaCafeSP/ The Slow Bakery _ ეს ჰიპსტერული რაიონის ბოტაფოგოს ერთი პატარა საცხობია, თუმცა, გამოირჩევა იმით, რომ იქვე, ღუმელში აცხობენ სორდოს, ჩაბატასა და ბაგეტს და სანამ პურის ცხობას ელოდება კლიენტი, შეუძლია ადგილობრივი ყავის ფერმერების მიწაზე გამოზრდილი ყავის მარცვლებით მომზადებული ყავაც მიირთვას. https://www.theslowbakery.com.br
ოდნავ მეტი ძებნა და გვჯერა, რიოში კიდევ სხვა საინტერესო და გემრიელ ყავახანებსაც იპოვით. უკვე ადგილზე ჩასვლისას კი, შეიძლება ყავის პლანტაციაში მოინდომოთ წასვლა. ერთი სიტყვით, „ყავის სმა გიჟური“ აქ მთელი დღის განმავლობაში შეიძლება – ცივიც, ცხელიც, სხვადასხვაგვარი დამატებებით; ყველაზე პოპულარული კოქტეილი კი ყავის, კაშასას, რძის, დარიჩინის და ყინულის დამატებით მზადდება, ეს სასმელი ყველაფერ იმას აერთიანებს, რასაც საერთოდ ჰქვია ბრაზილია – სიმწარეს, სიცოცხლეს, სიტკბოს და სურნელს და სამბას, რა თქმა უნდა, სამბას. P. S. ბრაზილიურ ყავაზე შთაბეჭდილებას ნუ შევიქმნით იმ ხსნა დი ყავით, რომელსაც ფეხბურთის ლეგენდის სახელი ერქვა და ჰქვია. ნუ შევიქმნით, რადგან, როგორც ჩანს, აქეთ, ჩვენს სივ რცეში მისი ყველაზე ცუდი ვერსია დაგვილევია. წლების გან მავლობაში ეს ბრენდი მსოფლიო წარმატების ეკვივალენტი გახლდათ. 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდებოდა, თავს იწონებდა იმით, რომ 100 პროცენტით სუფთა ყავის მარცვ ლებს იყენებ და და არა მხოლოდ ხსნად ყავას აწარმოებდა. თუმცა, დღეს, როგორც ცალკე კომპანია, აღარ არსებობს. ის ნიდერლანდური ბრენდის Douwe Egberts-ის (https://www.jacobsdouweegberts. com/brands/) ნაწილია ისევე, როგორც სხვა სუპერმარკეტებში გაყიდვადი ყავები _ „მაქსველ ჰაუზი“, „ჯეკობსი“ და სხვა. რაც მთავარია, ყავა „პელე“ მომგებიანი ბიზნესგარიგება თავად პე ლესთვისაც არ ყოფილა. ეს ცუდად გაწერილი უფლებების გამო მოხდა. მოკლედ, ამ სტატიის მიზანი იყო, სწორედ ბევრისთვის არც თუ დიდად საყვარელი ყავის მიღმა გაგვეხედა და დაგვენა ხა, რით იწონებს ბრაზილიური ყავის ბაზარი დღეს თავს. ნოს ტალგიის გამო მაინც შეგიძლიათ ეწვიოთ „პელეს“ ვებგვერდს – იქ ბევრი დესერტის საინტერესო რეცეპტი დაგხვდებათ, თუმცა, ყველა პორტუგალიურ ენაზე. https://cafepele.com.br 79 VOYAGER 17/2019
სან პაულუ
ფეხზე „ჰავაიანებით“ სან პაულუში უ ნა ა ბა შ იძე
სან პაულუში ჩვენი გიდი ტელეჟურნალისტი და დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, სანდრო კაკაბაძე იქნება. სანდრო 7 წელია სან პაულუში ცხოვრობს და, როგორც ჟურნალისტს, ამ ქალაქისა და მთელი ბრაზილიის ყველაზე საინტერესო, უცხო თვალისთვის ნაკლებად ცნობილი ადგილების მონახულება უწევს. სანდროს ჟურნალისტურ კვლევაზე ზოგჯერ ამაზო ნის ტომებთან სოფლებში უწევს სიარული, ანდა წერს ინტერვიუებს მივარდნილ ადგილებში მცხოვრებ, 60 წელს გადაცილებულ ქალებთან, რომლებიც ჰყვებიან იმაზე, თუ როგორ აისახა მათ ყოველდღიურობაზე ქალთა უფლებების პოპულარიზაცია, გენდერული ფასეულობების ცვლა. VOYAGER-ის ბრაზილიური ნომრისთვის სანდრო კაკაბაძე მინი-გზამკვლევს დაწერს თავის ქალაქზე, რომელსაც შიგ ნიდან და გარედან, დაკვირვებული თვალისა და ცნობის მოყვარე ხასიათის გამო, ძალიან კარგად იცნობს. როგორ წახვედი ბრაზილიაში და რატომ დარჩი იქ _ დავიწყოთ ასე. როცა ლონდონში ვსწავლობდი, ავტობუსის გაჩერებაზე ერთ ჟღალთმიან, მაღალ გოგოს გადავეყარე, რომელიც პირველი შეხედვით სკანდინავიელი გეგონებოდათ, თუმცა ბრაზილიელი აღმოჩნდა. ანა ტერასთან გაცნობით დაიწყო ჩემი მოგზაურობა ლათინურ ამერიკაში და მეშვიდე წელია აქეთ ვარ.
შენ, როგორ ეძახი ქალაქს, რომელშიც ცხოვრობ: სან პაულუ თუ სან პაულუ? პორტუგალიურად ქალაქს São Paulo ჰქვია, თუმცა მეორე და მესამე ასოს (ão) კომბინაციას, რომელიც პორტუგალიურში ხშირია, საკმაოდ სპეციფიკური ჟღერადობა აქვს. სიმართლე გითხრათ, დღემდე მიჭირს ამ სახელის „ბრაზილიურად“ გამოთქმა. ინგლისურად საო პაულოს ეძახიან, რუსელად კი სან პაულუდ ითარგმნა და ალბათ აქედან შემოვიდა ჩვენს ლექსიკონში. როგორ შეიცვალა შენი წარმოდგენა სან პაულუზე მისი პირველი ნახვიდან გამოცდილი ადგილობრივის ხედვამდე? პირველად რომ სან პაულ უსკენ გამოვემგზავრეთ, რა თქმა უნ და, ზღვას, პლაჟს და ტროპიკულ ტყეში ჩაფლულ, სამბას რიტში მცხოვრებ ქალაქს ველოდი, აქ ჩამოსულს რადიკალურად გან სხვავებული სურათი დამხვდა. სან პაულუ ბეტონის ჯუნგლ ებია, უსაზღვრო ქალაქი, რომელიც ბოლო 70 წლის განმავლობაშო ორმილიონიანი დასახლებიდან, თორმეტმილიონ იან მეგაპო ლისად გარდაიქმნა. ეს რადიკალური ზრდა შიდა მიგრაციის ფონზე მოხდა, როდესაც უკეთესი მომავლის ძიებაში, ბრაზი ლიის „ღატაკი“ რეგიონებიდან ინდუსტრიულ ად განვითარებულ სან პაულ უს ხალხის ზღვა მოაწყდა. ქაოტ ური ზრდის შედეგად,
80 VOYAGER 17/2019
ქალაქის დიდი ნაწილი უსახოა და უმეტესად კორპუსებით გა ძეძგილი უბნებისა და ფაველებისგან შედგება, თუმცა შიგადა შიგ საინტერესო უბნებიც მოიძ ებნება. მაგალითად, „ჟარდინ ევროპა“ ანუ ევროპული ბაღები, აქაურ ი ელიტის მისამართია, ქალაქის ამ მწვანე ნაწილში უზარმაზარი ბაღებით გარშემორ ტყმული მდიდრული ვილები ესაზღვრება ერთმანეთს; „ვილა მადალენა“ სან პაულ უს არტისტული ცენტრია, სადაც ღია სა ხელოსნოები, სტუდიო-მაღაზიებ ი და ბარებია; „ფარია ლიმა ზე“ კი ბრაზილიური და საერთაშორისო კომპანიების ოფისები თანამედროვე ცათამბჯენებშია განლაგებული. ამიტომ პირველი, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება, ალბათ, მაინც ქალაქის ზომამ მოახდინა. ახლაც მახსოვს თვითმფ რი ნავის ფანჯრიდან პირველად რომ ვხედავდი შენობების ამ უზარმაზარ მასას და თვალებს არ ვუჯერებდი. ეს შეგრძნება მას მერე მომყვება, არ გაფერმკ რთალებულა, სან პაულუ ჩემ თვის ახლაც არის ქალაქი-მონსტრი. და მაინც, გთხოვ, რამდენიმე ზედსართავით დაახა სიათო სან პაულუ, რა სიტყვებს გამოიყენებ? უსაზღვრო, მშფოთვარე, მრავალფეროვანი. საინტერესოა, რა მოლოდინი გქონდა მთლიანად ქვე ყნის მიმართ. რა გეგონა ბრაზილია, მხოლოდ ზედა პირული წარმოდგენები, რომ ესაა ფეხბურთი, ყავა, ქრისტეს ქანდაკება, სამბა, პლაჟი? რა არის ბრაზილია ამ ყველაფრის მიღმა? ჩემი პროფესიის გამო, ბევრს ვმოგზაურ ობ ქვეყნის შიგნით, თუმცა ბრაზილიას კონტინენტური ზომა აქვს, ასე რომ სანახა ვი ჯერ კიდევ ბევრია. ფეხბურთი, ყავა და სამბა ნამდვ ილად ამ ქვეყნის დნმ-შია, თუმცა ეს ნაცნობი სურათი ყველაზე თვალ ნათლივ რიო დე ჟანეიროს და სალვადორს შორის სანაპირო ზოლზე ჩანს და, მის გარდა, ბრაზილიას კიდევ ათასნაირი რე ალობა აქვს: ამაზონიის ტყეები და იქ მცხოვრები ინდიელი ტომები; მეთევზეთა დასახლებები; მშრალი, უდაბნოს მსგავ სი certão და პროვინციული ბრაზილია, სადაც „ფაზენდების“ სამყარო დღემდე ცოცხალია. სამხრეთ შტატებში თუ გაემ ზავრებით, შეიძლება ევროპაში გეგონოთ თავი, იქ უმეტესად იტალიელების და გერმანელების შთამომავლები ცხოვრობენ და ჩრდილოეთ ბრაზილიელ ებისგან განსხ ვავებული ყაიდის ხალხია. დავუბრუნდეთ სან პაულუს _ რა ადგილებს ურჩევ ტუ რისტებს გასაჩერებლად და რატომ _ რომელ უბანში ჯობს გაჩერება? ამ თვალსაზრისით საუკეთესო უბნები „ჟარდინსი“, „პინე იროსი“ ან „ვილა მადალენაა“. ეს მოვლილი და უსაფრთხო უბნებია, სადაც თავისუფლად შეიძლება სეირნობა და ქალა ქის დათვალიერება. აქ ჩამოსულ ადამიანს, ასევე, აუცილებ ლად ვურჩევდი ცენტრის მონახულებას, რომელიც ნაკლებად უსაფრთხოა, მაგრამ ბევრ საინტერესო შენობას ითვლის. მა გალითად Edificio Martinelli-ს, Edificio Italia-ს, რომლის ბოლო სართულიდანაც შთამბეჭდავი ხედი იშლება და არქიტექტორ ოსკარ ნიმეიერის Copan-ს. ასევე, სანახავია Ibirapuera-ს პარ კი და Avenida Paulista, სადაც რამდენიმე საინტერესო მუზეუმი და კულტურული ცენტრ ია განთავსებული.
იბირაპუერას პარკი ეს მნიშვნელოვანი მწვანე ზონაა ცათამბჯენებით სავსე სან პაულუში, სიდიდით მეორე პარკი, რომელიც, დაახლოე ბით, 2 კვ. კმ-ს ფარავს და ქალაქის რამდენიმე მნიშვნელო ვან კულტურულ დაწესებულებას უყრის თავს. ამ შენობების უმეტესობა ოსკარ ნიმეიერის პროექტებია, ლანდშაფტი კი ცნობილი აგრონომის, ოტავიო მენდესის ნამუშევარია. პარკი ხშირად ხდება ხოლმე დანიშნულების წერტილი იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც სან პაულუს ხელოვნებასთან, ანდა ხელოვნების ეკონომიკასთან, ასევე მო დასთან, ახალ ტექნოლოგიებთან თუ სასოფლო სამეურნეო პროექტებთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის სტუმ რობენ. სწორედ იბირაპუერას ბიენ ალეს პავილიონში წელი წადში ორჯერ იმართება სან პაულუს მოდის კვირეუ ლი. იგივე ნაგებობა მასპინძლობს ხელოვნების ბიენ ალეს ისევე, როგორც – არქიტექტურის. თვითონ სან პაულუს ხელოვნების ბიენალე ძალიან პრესტიჟული საერთაშორი სო ღონისძიებაა, რომელიც 1951 წლიდან არსებობს და ის ვენეციის ბიენალეს მერე (1895 წ.) მეორე უძველესი სახე ლოვნებო ბიენალეა მსოფლიოში. ახლა უკვე გადამწყვეტი ფაზა დგას – არტისტები და მენეჯერები 34-ე სახელოვნები ბიენალეს ამზადებენ. სწორედ მაშინ, როცა საერთო-სახალხო ზეიმ ი რიოსა და რამდენიმე სხვა ქალაქის ქუჩებს დაიპყრობს და რამ დენიმედღიან კარნავალად აქცევს, სან პაულ უს ბიენალეთა შენობაში მთავარი სახელოვნებო ღონისძიე ბა გაიხსნ ება. 2020 წლის თებერვალში პირველი სოლო და ჯგუფური გამოფენები უკვე ღია იქნება დამთვალიერებ ლისთვის, თუმცა ეს მხოლოდ შესავალია – დაწვრილებით განრიგი და პროქტები საიტზეა: http://www.bienal.org.br/?l=16
გასართობად ან რესტორნებში მოსახვედრად კი ისევ „ჟარდინს“ და „ვილა მადალენას“ უნდა მივუბრუნდეთ, პირველი უფრო პრესტიჟული რესტორნებით არის ცნობილი, „ვილა მადალენა“ კი _ ბარებით. ასევე, „ვილა მადალენაზე“ ერთი საინტერესო ქუჩაა, რომელიც ტურისტულ წერტილად 81 VOYAGER 17/2019
სან პაულუ
იქცა და მას მეტსახელად Beco do Batman, ანუ ბეტმენის შესახვევს ეძახიან. აქ კედლები ქუჩის არტისტების მოხატულია, მათ შორის ერთ-ერთი აქ მცხოვრები ქართველი მხატვარია, დათო დიდიშვილი. დათო სოხუმელია, შემდეგ რუსეთში გაიზარდა და მერე დაახლოებით ჩემსავით ისტორია ჰქონდა, ბრაზილიელ გოგოში შეყვარებული სან პაულუში დასახლდა. აკადემიური განათლებითაც მხატვარია და საკუთარ ნიჭს მრავალმხრივად გამოხატავს, ცოტა ხნის წინ აქაური მართლმადიდებლური ეკლესია მოხატა, მერე _ სან პაულუს ახალი პლანეტარიუმი, ყოველდღიურად კი ნამუშევრებს ერთ ადგილზე, Beco do Batman-ზე ყიდის და კედლებზეც ხშირად ხატავს. რა არის სან პაულუს მიმდინარე ნიუსები? რაზე ღელავთ, რა პრობლემების გადაჭრის პროცესში ხართ ახლა? მთავარი „პაულისტანური“ პრობლემა უსაფრთხოებაა და ეს ახალი ან დროებითი მოვლენა არ გეგონოთ, მაღალ კრიმინალურ მაჩვენებელს საზოგადოებრივი წყობის აქაური წესი განაპირობებს. ბრაზილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო ქვეყანაა, მაგალითად, სან პაულუ, ჟურნალ „ფორბსის“ მიხედვით, მილიარდერების ტოპ 10-ეულში შედის და აქ ნიუ იორკის შემდეგ ყველაზე მეტი კერძო ვერტმფრენი დაფრინავს. თუმცა, თან, ამავე ქალაქში, მილიონობით ადამიანი გაუსაძლის სიღარიბეში ცხოვრობს. მეირელესის „ღმერთის ქალაქიდან“ თუ ჟორჟე ამადუს ნაწარმოებებიდან გამომდინარე, რაღაც წარმოდგენა უკვე გამაჩნდა ბრაზილიურ სიღარიბეზე, მაგრამ რეალობა კიდევ
უფრო მძაფრი აღმოჩნდა. ცხოვრების რთულ პირობებს თავი რომ დავანებოთ, ყველაზე სევდიანი ამ უთანასწორობაში ღარიბების უპერსპექტიულობაა: ფაველაში თუ გაჩნდი, იქიდან თავის დაღწევის შანსი თითქმის არ გაქვს. როგორც სწავლის, ისე კარიერული ზრდის მხრივ, აქ ოჯახის ფინანსური შესაძლებლობები გადამწყვეტია. მაგალითად ანა ტერა კერძო სკოლის კურსდამთავრებულია. ერთხელ ვკითხე, თუ ჰყავდა ერთი მეგობარი მაინც, ვინც საჯარო სკოლაში სწავლობდა, ვერცერთი გაიხსენა. თუმცა ანა ტერას სნობს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, უბრალოდ, აქაური საზოგადოება ასეთი დანაწევრებულია. საზოგადოების კლასებად დაყოფის საუკეთესო ვიზუალური გამოხატულება, ალბათ, „მორუმბის“ და „პარაიზოპოლისის“ „საზღვრის“ ფოტოა. „მორუმბი“ სან პაულუს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი უბანია, იქ ერთი მაღალსართულიანი შენობა დგას, რომლის ყოველ ბინასაც საკუთარი აუზი გააჩნია, ამ აუზების ფონზე კი „პარაიზოპოლისი“ მოჩანს, უზარმაზარი ფაველა. ეს უპერსპექტიულობა კი საზოგადოების ღარიბ ფენებში ბრაზს და ხშირ შემთხვევაში ზიზღსაც იწვევს და ფაველის ახალგაზრდობას კრიმინალისკენ უბიძგებს. ჰავაიანა იცით? ასე ჰქვია ფლოსტებს, რომელიც კაპიკები ღირს და ბრაზილიაში, მდიდარს თუ ღარიბს, ყველას აცვია. შეიძლება შეხვდე მილიარდერს, რომელიც ჰავაიანათი დადის და შეხვდე ღარიბი უბნის მოსახლესაც, რომელსაც ფეხზე ჰავაიანა აცვია. ეს არის, მგონი, ერთადერთი რამ, რაც ბრაზილიაში ამ ორ ფენას აერთიანებთ.
82 VOYAGER 17/2019
ქალაქის სიდიდე გასაგებია, თუმცა, იყო სხვა, ასევე, მძლავრი კულტურული შოკი, რომელსაც იქ ჩასული გადააწყდი? ალბათ პირველი კულტურული შოკი მაინც გასტრონომიული იყო, როდესაც ყველაზე პოპულარული ბრაზილიური გარნირი მომართვეს, ბრინჯი, რომელსაც ზევიდან ლობიო ჰქონდა მოსხმული, გავგიჟდი, მაგრამ გავსინჯე თუ არა მივხვდი, რომ ამ ორი, ჩემთვის მანამდე სრულიად შეუსაბამო პროდუქტის ნაზავი გემრიელი ყოფილა _ Arroz com feijão _ ასე ჰქვია კერძს და სანამ ჩამოხვალთ, მანამდეც შეგიძლიათ ნახოთ. ეს ნახევრად ხუმრობით, თორემ, მთავარი კულტურული შოკი, როგორც უკვე გითხარით, სოციალურ ფენებს შორის მკვეთრი დაყოფა იყო. ასევე, დაცლილი, მიტოვებული ცენტრი, რომელსაც პრესტიჟულის აღარაფერი ეტყობა, არადა, ქალაქის შუაგულშია. 1950-იანებიც, 1960-იანებიც სან პაულუს ცენტრი ძალიან პრესტიჟული იყო, არქიტექტურულადაც საინტერესო პერიოდი იდგა, ამიტომ ყველაზე ძვირფასი სასტუმროები თუ რესტორნები იქ იყო თავმოყრილი. შემდეგ, 1970-იანებიდან მთელი ეს ბიზნესი ფარია ლიმასა და პაულისტაზე გადავიდა. ისე გამოვიდა, რომ დიდმა კომპანიებმა, დიდმა ფულმა ცენტრი მიატოვა და დღეს იქ რომ შეიაროთ, ნახავთ, რომ ხალხს ქუჩებში სძინავს. ძალიან უცნაური შეგრძნებაა, მიდიხარ სან პაულუს ცენტრში, იყურები ზევით და ათვალიერებ ამ მაგარმაგარ, ფანტასტიკურ შენობებს, გაიხედავ გვერდზე და სულ სხვა რეალობაში ხვდები. სან პაულუში ისეთ სიღარიბეზეა საუბარი და მის გვერდით გაფურჩქნულ ისეთ სიმდიდრეზე, რომ, ალბათ, ვერასდროს შეეგუები მათი გვერდიგვერდ თანაარსებობის ფაქტს. რიოში ეს ადამიანები ერთ მანეთთან კიდევ უფრო ახლოს მიდიან _ ლებლონის თუ კოპაკაბანას პლაჟებზე მთელი ფაველა ჩადის ხოლმე და მდიდრებიც იქვე არიან, სან პაულუში კი მკვეთრი საზღვრებია. საერთოდ, სან პაულუ საზოგადო სივრცეების ნაკლებობას განიცდის, ცოტა ადგილია, სადაც ადამიანებს შეკრება, ერთმანეთთან გადაკვეთა შეუძლიათ. თუმცა მდიდრებს ყველაფერი მოწყობილი აქვთ, აქ კლუბების სისტემაა, სადაც გაწევრიანება ძალიან ძვირია, მდიდრების გარდა ვერავინ შევა, ტურისტების ჩათვლით. და რომ წარმოიდგინოთ, კლუბში დიდ პარკს ვგულისხმობ, სადაც ყველაფერი _ აუზები, რესტორნები და სხვა ტიპის დასასვენებელი სივრცეები _ უზარმაზარი ტერიტორია, რომელსაც გარს კედლები აქვს და პირველი, რაც ყველაზე თვალშისაცემია, შავკანიანებს ვერ ნახავთ, მხოლოდ აქაური თეთრი ელიტისთვისაა. რაც ეხება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის განკუთვნილ სა ჯარო სივრცეებს, ხუთი წელია, სან პაულუს მთავარი ქუჩის _ როგორც ჩვენთან, ვთქვათ, რუსთაველის გამზირია _ პაუ ლისტას გადაკეტვა დაიწყეს, კვირაობით მანქანებს არ უშვებენ და ხალხი სეირნობს. თანაც ყველანაირი ხალხი. შენ თუ გაქვს შენი საყვარელი ადგილი სან პაულუში? იქნებ კაფეა ან ქუჩა, ან უბანი საერთოდ... როგორია და რატომ მოგწონს? ჩემთვის გარეთ გასართობად გასვლა, პირველ რიგში, გასტრონომიასთანაა კავშირში. ერთი აჩემებული არგენ ტინული რესტორანი ვილა მადალენაზეა. Martin Fierro ჰქვია, სადაც შეუდარებელი „შორისო“ აქვთ, არგენტინულ წესზე დამუშავებული ხორცი, რომელიც, უბრალოდ, კარაქივით დნება პირში. სან პაულუში, ასევე, ძალიან ბევრი კარგი იაპო ნური რესტორანია, ჩემი საყვარელია Tanuki _ ესეც ვილა მა დალენაზე. ასევე, ცენტრ ში არის უბანი ლიბერდადე, აქაური იაპონელების უბანი, სადაც სუშის ბევრი კარგი რესტორანია, მათ შორის საუკ ეთესოდ „ლიკა“ მიმაჩნია.
www.biennialfoundation.org/biennials/sao-paolo-biennial _ ამ ვებ-მისამართზე კი სან პაულუს სახელოვნებო ბიენალეს მთავარი იდეისა და პროექტების შესახებ წერია. ერთ წინადადებაში ამ იდეას ასე ჩავატევთ: სან პაულუს ბიენალე _ ესაა ადგილი, სადაც ბრაზილიური ხელოვნება საერთაშორისო გავლენებს ხვდება. თვითონ შენობა _ IBIRAPUERA BIENNIAL _ მეოცე საუკუნის იტალიელი-ბრაზილიელი ინდუსტრიალისტი ბიზ ნესმენის, ჩიჩილო მატარაცოს ინიციატივით გაიხსნა და კულტურული მემკვიდრეობის სიაშია. შენობის პროექტი ეკუთვნის არქიტექტორთა ჯგუფს, რომელსაც, რა გასაკვირია, რომ ოსკარ ნიმეიერი ხელმძღვანელობდა. შესა ბამისად, შენობა ბრაზილიური მოდერნისტული არქიტექ ტურის გამორჩეული ნიმუშია.
აქაა სან პაულუს ბიენალეს ფონდის სათავო ოფისი და ფართო დარბაზები კრეატიულ ეკონომიკასთან დაკავ შირებული ღონისძიებების გასამართად. კრეატიულ ეკო ნომიკაში კი იგულისხმება: სახვითი ხელოვნება, კინო, ტე ლევიზია, ლიტერატურა და საგამომცემლო საქმე, მოდა, დიზაინი, ტექნოლოგიები, ტურიზმი, სპორტი, კვება, რეკ ლამა, არქიტექტურა და სხვა. 25 000 კვ. მეტრის ფართობი სამ სართულადაა დაყო ფილი, ღონისძიებებისთვის გამოყოფილი დარბაზი კი იდეალურია არა მარტო სივრცული გადაწყვეტით, არამედ ადგილმდებარეობითაც. როცა ვამბობთ ბიენალეს შენობას, ვგულისხმობთ ელიტურ რაიონს, ქალაქის საუკე თესო სასტუმროების შორიახლოს, რესტორნების და სავაჭრო ცენტრების სიახლოვეს. l იბირაპუერას პარკშია საკონცერტო და საგამოფენო შენობაც, ანდა აუდიტორიუმი, როგორც მას აქ ეძახიან _ 2008 წლის ლათინური გრემის დაჯილდოების დარბაზი, ასევე ადგილი, სადაც უდიდესი შოუს America’s Next Top Model-ის ფინალური ეტაპი იმართება.
83 VOYAGER 17/2019
სან პაულუ
მომწონს კიდევ ერთი კაფე-რესტორანი, უფრო ფრანგულ სტილში, რომელიც ჟარდინის უბანშია და ჰქვია „ლე ჯაზი“. ასევე არ შეიძლება underdog-ის გამოტოვება, ასეთი ჰამბურგერი იშვიათად თუ შეგხვდებათ სადმე. რა თქმა უნდა, სან პაულუში ჩამოსულმა ადამიანმა როდიზიო უნდა გასინჯოს _ ეს სამხრეთ ბრაზილიური სამზარეულოს მაგალითია, სადაც სტუმრებს 30-მდე განსხვავებული ხორცისგან დამზადებული „მწვადით“ უმასპინძლდებიან. კარგ მუსიკას სად მოისმენ სან პაულუში? Jazz nos fundos _ გადასარევი ადგილია, სულ თავიდან იდეა ასეთი იყო _ ავტოსადგომზე შედიოდი და იქიდან _ კლუბში, მერე სხვა შესასვლელიც გაუკეთეს, მაგრამ მუსიკის მოსასმენად, დასალევად დღემდე შეუცვლელია. ბრაზილიაში საერთაშორისო ბენდების კონცერტებიც ხშირად იმართება. „როლინგ სტოუნზის“ შოუზე ვიყავი, არასდროს დამავიწყდება. ვისაც სან პაულუს ღამის ცხოვრება აინტერესებს, ბიშიგას ღამის კლუბებია მოსანახულებელი. ბევრია და არჩევა არავის გაუჭირდება.
ტალღის შედეგია აქაური იტალიური სათვისტომოც. ბიშიგა, აქა ური იტალიური უბანია. საფეხბურთო კლუბი „პალმეირასსაც“ იტალიური ფესვები აქვს. ამბობენ, რომ სან პაულ უში რომ პი ცას შეჭამ, ეგეთი ხშირად თვითონ იტალიაშიც არ აქვთ _ ამაზე ნებისმიერი პაულისტანელი დაგენაძლევება. და ახალგაზრდები? რა ინტერესები აქვთ, როგორ ატარებენ დროს? როგორი ხალხი ცხოვრობს სან პაულუში, როგორი ტიპები არიან, რამდენად იოლი იყო ინტეგრირება? ლაღი, ღია, მაგრამ ქუჩაში ინგლისურად არავინ ლაპარაკობს. არ იციან, თორემ უცხოელები ძალიან აინტერესებთ, ჩემი აზ რით, ამ ინტერესს ფესვები ბრაზილიის კოლონიალ ურ ისტორი აში აქვს _ აქაურებმა იციან, რომ სიახლეები ევროპიდან მო დიოდა. ამიტომ დღემდე აქვთ განცდა, რომ სიახლეს ლაღად, გახსნილად უნდა შეხვდნენ. ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება ევროპაში ყოფნის მერე, ძალიან უცხო იყო. დასავლეთ ევრო პაში _ აღმოსავლეთ ევროპელი ხარ და მაინც თანასწორად არ მიგიჩნევენ, აქ კი ეგრევე ევროპელი დამარქვეს და ცნობის მოყვარეობ ით აღვსილებმა მიმიღეს. მეტიც, ეს ღიაო ბა მხო ლოდ ურთიერთობაში კი არ გამოიხ ატება, არამედ _ საქმეშიც. ყოველთვის ვამჩნევდი, რომ საქმის მხრივაც ადვილად მიმი ღეს, რადგან უცხოელი ვიყავი, მაკვირდებოდნენ, აბა, ახალს თუ შევთავაზებდი რამეს.
ძალიან თავისუფალი ხალხია, მითუმეტეს სექსუალობის გამოვ ლენის მხრივ. აქ ბევრი თავის თავს ბისექსუალს კი არ ეძახის, არამედ „ფლექსის“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომენტიდან გამომ დინარე ირჩევს მეწყვილეს და ორიენტაციას. რაც უფრო ახალ თაობაში შედიხარ, მით უფრო თავისუფალი და მით უფრო „ფლექსი“ ტიპები არიან. მეორე საგულისხმო დეტალი გენდერულ ურთიერთობებში მომხარი საოცარი ტრანსფ ორმაციაა. ქალი ძალიან გაძლი
შეიძლება ამ გახსნილობის გამო, სან პაულუ ძალიან მულტი ეთნიკურია. ჩემს ცოლს, მაგალითად, დიდი ბაბუა იტალიელ ი ჰყავს, მეორ ე ბაბუა _ ბულგარეთიდან, ერთი ბებია გერმანე ლია, მეორ ე _ პორტუგალიელი. იაპონური რესტორნები ვახ სენე და ეგ იმიტომ, რომ იაპონიის გარეთ ყველაზე მეტი იაპო ნელი სწორედ სან პაულუში ცხოვრობს. ეს პირველ და მეორე სამამულო ომამდე დაწყებული მიგრაციის ტალღებია. იმავე 84 VOYAGER 17/2019
ერდა და ეს მხოლოდ სან პაულუში კი არ იგრძნობა, არამედ ამაზონიაშ იც კი. რამდენიმე ხნის წინ ძალიან პატარა სოფ ლებში ვიყავი კვლევაზე და იქაც კი აშკარა იყო, 60-65 წლის ქალი გვიყვებოდა, ადრე ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც ქმა რი მეუბნებოდა, ახლა ლამის პირიქით არისო. თუმცა, ამის მერე აღმოჩნდები ინდიელების ტომების „ალდეაში“ და იქ გეგონება, წარსულის გადმონაშთში მოხვდი _ ისეთი სექ სიზმია, ისეთი ძველებური ხედვა. და არც მიკვირს, რად გან ინდიელთა თემების დიდი ნაწილი ძალიან ჩაკეტილად ცხოვრობს. მათ უზარმაზარი ტერიტორიები აქვთ გამოყო ფილი, სადაც ნებართვის გარეშე შესვლ ა აკრძ ალულია, ეს იზოლაცია, ერთი მხრივ, არქაულ წყობას ინარჩუნებს, მეორე მხრივ კი, მათი იდენტობის შენარჩუნების საშუალებასაც იძლევა. საერთოდ, ბრაზილიაში საინტერესო ცვლილებები გაია რეს მას მერე, რაც სამხედრო დიქტატურა დამთავრდა. დემოკრატიული ტრანსფორმაცია რომ დაასრულეს, მერე, 12 წელიწადს, მემარ ცხენე პრეზიდენტი ლულა ჰყავდათ. საერთოდ, ქვეყნის ელიტაში, ცხადია, მემარჯვენე განწყობები ჭარბობს, ლულამ კი სულ სხვა იდეებ ი მოიტანა, მემარცხენე ფასეულობების ცხოვრებაში გატარება დაიწყო, ქალების თემე ბი, ღარიბთათვის მეტი შანსის მიცემის იდეაც წინა პლანზე მა შინ წამოვიდა. სამწუხაროდ, კორუფციის ცდუნებას მანაც ვერ გაუძლო და დღეს ამ ბრალდებებით ციხეშია გამომწყვდეული.
IBIRAPUERA AUDITORIUM ეს უცნაური შენობაც ოსკარ ნიმეიერის პროექტია. შე ნობის შესასვლელშივე ყურადღებას იპყრობს Labareda – პორტუგალიურად ცეცხლის ალი, რომელიც მაღლა მართლა წითლად ავარვარებულ ენასავით იკლაკნება და მთელ ინტერიერს იპყრობს. წითელი ენა გარეთაცაა გამოზრდილი და ყურადღებას შიგნით შესვლამდე, მეტიც, საკმაოდ შორი მანძილიდან იქცევს. ხელოვნების ნიმუშები იაპონელი ბრაზილიელი არტისტის – ტომი ოტაკეს შექმნილია. http://auditorioibirapuera.com.br
და მაინც მგონია, რომ ბრაზილია, განწყობით, მენტალიტეტით, კარნავალი და ფეხბურთია. შენ როგორ გგონია? თებერვალი მთელ ქვეყანაში მართლა ასეთია, ყველა საკარნა ვალო ხასიათზეა, ქუჩები „ბლოკებით“ ივსება, რაც მოყვარულ თა საკარნავალო ჯგუფებს ნიშნავს, რომლებიც უფრო ინტენსი ურად ხურდებიან და ემზადებიან საცეკვაოდ. სან პაულუს სამ ბას ძლიერი სკოლები აქვს და მათი რეპეტიციები ღიაა . ერთერთ სკოლას „ვაი-ვაი“ ჰქვია, საოცარ ზეიმებს აწყობენ ყოველ შაბათს, როცა საკარნავალოდ ემზადებიან. ასე რომ, ვინც აქეთ მოხვდება დეკემბერ-იანვარ-თებერვალში სამბას სკოლების რეპეტიციებზე წასვლა აუცილებელია. კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი გამახსენდა, ვინც სან პაულუში მოხვდება, ფეხბურთის მუზეუმის უნახავად არ უნ და წავიდეს. ფანტასტიკური მუზეუმია, ახალი ტექნოლოგიებით აწყობილი. ნამდვ ილად სანახავი რამეა. რაც ეხება უშუალ ოდ კარნავალს, ის უფრო ძლიერი და შთამბეჭდავი რესიფეში, რი ოსა და სალვადორშია.
აუდიტორიის გვერდითაა მეორე არასტანდარტული ფორმის შენობა, რომელსაც ხშირად ასე ეძახიან OCA _ რაც ქოხს ნიშნავს და ის მართლაც ჰგავს ძირძველი ამერიკელების ტრადიციულ სამოსახლოს. აერონავტიკის მუზეუმების შემდეგ, ის უზარმაზარი საგამოფენო სივრცეა.
გაქვს შეგრძნება, რომ ევროპა და აშშ მართლა „სხვა კონტინენტია“ და თემები, ფასეულობები, გამოწვევები მაგ ქალაქში სულ სხვაა? და საერთოდ მაგ კონტინენტზე. ასეა. შენი ქალაქი გახდა სან პაულუ? სან პაულუმ საოცრად ღიად მიმიღო. რამდენიმე ძვირფასი მე გობარი შევიძინე აქ და უამრავი კარგი მოგონებაც აქაურ ობას უკავშირდება. მაგალითად, სან პაულუში ჩემი უმცროსი შვი ლი გაჩნდა. პროფესიონ ალურადაც აქ ნამდვილად გავიზარდე, უამრავ საინტერესო მოგზაურობაში წავედი აქედან. სან პაულუ შესაძლებლობების ქალაქია. მაგრამ „ჩემი ქალაქი“ კიდევ სხვა ცნებაა და იმის მიუხედავად, რომ ცხოვრების ნახევარი უცხო ეთში გავატარე, ჩემ ქალაქად მაინც მხოლოდ თბილისს მოვი აზრებ.
აქვეა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სადაც ხუთი ათასამდე, ძირითადად, ბრაზილიური ხელოვნების ნიმუშია თავმოყრილი. როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ესაა არამომგებიანი სამოქალაქო საზოგადოებრივი ინს ტიტუტიცია, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებზე და ფუძნებით 1948 წელს დაარსდა. https://mam.org.br
85 VOYAGER 17/2019
სან პაულუ
ღირსშესანიშნაობა
აფრო-ბრაზილიური მუზეუმი, რომლის კონცეფ ციაც ასეთია: თანამედროვე სახელოვნებო ადგილი, სადაც შავკანიანთა მიღწევები დაფასებულია. ამას ცხადყოფს ექვსი ათასზე მეტი ნიმუში, რომელიც აფრიკელი ხალხის როლს წარმოაჩენს ბრაზილიური კულტურისა და იდენტობის ფორმირებაში. ნიმუშებს შორისაა სკულტპურებიც, ხეზე ნაკვეთი არტეფაქ ტებიც, კერამიკაც, სამკაულიც, რელიეფიც, ფოტოც, ტექს ტილიც, დოკუმენტებიცა და თანამედროვე ხელოვნების ნა წარმოებებიც. როგორც ოფიციალ ურ ვებგვერდზე წერია, კოლექციების 70%-ზე მეტი გრძელვადიანი გამოფენის ნაწილია და ნებისმიერ დროს სტუმრობი სას შეიძლება მათი დათვალიერება. უახლესი ხელოვნების მუზეუმის სანახავადაც არ მოგიწევთ შორს წასვლა. THE MUSEUM OF CONTEMPORARY ART პარკთან მდებარეობს და მეოცე საუკუნიდან მოყო ლებული დღემდე დასავლური ხელოვნების რვა ათასზე მეტ ნიმუშს ინახავს. http://www.mac.usp.br/mac/
აფრო-ბრაზილიური მუზეუმი, ძირითა დად, აღწერს ბრაზილიური კულტური სა და იდენტობის ფორმირებას, მაგრამ სტუმრებს წარმოადგენას უქმნის აფრიკის კონტინენტის რამდენიმე ქვეყანაზე, ასევე, კუბაზე, ჰაიტისა და აშშ-ზე. მუზეუმი იბირაპუერას პარკში, პადრე მანუელ და ნობრეგას პავილიონში მდებარეობს და მისი დიზაინიც ოსკარ ნი მეიერისაა. http://www.museuafrobrasil.org.br/en/o-museu/ მოპირდაპირე მხარესაა იაპონური პავილიონი, იაპონური ბაღი ტბითა და იქვეა პლანეტარიუმი ისევე, როგორც ასტროფიზიკის ცენტრი.
პარკში სხვა სახელოვნებო და გასართობი სივრცეებიც მდება რეობს. თუ სან პაულუს მონახულებას ვერ ასწრებთ, სწორედ ამ პარკში ვიზიტით შეიძლება წარმოდგენა შეიქმნათ ქალაქის კულტურაზე, რომელიც საერთაშორისო და თანამედროვე ტექნოლოგიურ სიახლეებსა და აფრო-ამერიკულ ტრადიციულ გავლენებს იოლად იტევს.
MASP ეს კერძო, არამომგებიანი თანამდროვე ხელოვნების მუ ზეუმია, რომელიც 1947 წელს, ბიზნესმაგნატმა და ხელოვ ნების მეცენატმა და კოლექციონერმა ასის შატობრიანმა დააარსა. ასე გახდა MASP-ი პირველი მუზეუმი მთელ ბრა ზილიაში თანამედროვე ხელოვნების პროფილით. თუმცა, პირველობის გარდა, ის დღემდე ინარჩუნებს მნიშვნე ლოვანი კოლექციების მეპატრონის სტატუსსაც. იქ 11 ათასამდე ხელოვნების ნიმუშია დაცული _ ფერწერა, სკულპტურა, ობიექტი, ფოტო, ვიდეო, ტანსაცმელი და სხვა. ნამუშევრები სხვადასხვა პერიოდს ასახავს როგორც ევროპის, ასევე აფრიკის, აზიის და ამერიკის კონტინენ ტებიდან. მუზეუმის ევროპული ხელოვნების კოლექცია ყველაზე მნიშვნელოვანი და ვრცელია მთელ სამხრეთ ნახევარსფეროში. აქაა დაცული: რაფაელი, მანტენია, ბოტიჩელი, დელაკრუა, რენუარი, მონე, სეზანი, პიკასო, მოდილიანი, ტულუზლოტრეკი, ვან-გოგი, შაგალი, მატისი და აქვეა ბრაზილიური ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლებიც: კანდიდუ პორტინარი, ალმეიდა ჟუნიორი, ანიტა მალფატი და სხვები.
86 VOYAGER 17/2019
ფეხბურთის მუზეუმი ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი – პაულუ მაშადუ დი კარვალიუს სახელობის, პაკაემბუს სტადიონის ტერიტორიაზე, 6.900 კვ. მ-იან ფართობზე საგამოფენო სივრცეა გაშლილი. ეს ფეხბურთის მუზეუმია და გასაკვირიც არაა, რომ ერთერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულების პუნქტიცაა ქვეყანაში. 15 თემატურ დარბაზში გაშლილი ძირითადი ექსპოზიცია ჰყვება ფეხბურთის ბრაზილიაში ჩასვლისა და მისი კულტურისა და ისტორიის ნაწილად ქცევის ამბავს. გართობა, ინფრომაცია და ემოცია – ესაა სამი ძირითადი ღერძი, რასაც ექსპოზიცია ეყრდნობა და ის ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია ფეხბურთისგან შორს მყოფი ადამიანებისთვისაც კი. პლანეტის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელის _ პელეს მაისური მხოლოდ ერთ-ერთია მრავალ საინტერესო ექსპონატს შორის. ერთ დარბაზში რომარიოს, რონალდოსა და სხვების ჰოლოგრამებიანი პროექცია დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. ისტორიული მატჩების ტელე და რადიოგადაცემები ცნობილი ნარატორების, ჟურნალისტებისა და მიმომხილველების მონაწილეობით ატმოსფეროს უმალ აღადგენს. იქვეა სპეციალური სივრცე, სადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორია სტადიონის მერხზე ჯდომა ყველაზე მთავარ საფეხბურთო მატჩზე, სხვა სივრცეში აღდგენილია 2012 წლამდე ყველა მსოფლიო თასის მნიშვნელოვანი მომენტები ვიდეოს, აუდიოსა და ფოტოეფექტების გამოყენებით. ერთ–
ერთი ყველაზე ემოციური ალბათ 1950 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული მარცხის ამსახველი ექსპოზიციაა, როცა ახალაშენებულ მარაკანას სტადიონზე მსოფლიო თასი ურუგვაის ნაკრებმა აღმართა, ბრაზილია ტიროდა. მუზეუმის ინტერაქტიული სივრცე კი სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, გაიტანოს გადამწყვეტი გოლი, მოისმინოს ძალიან ემოციური ბრაზილიელი კომენტატორის გრძელი შეძახილი და თავი ნამდვილ ფეხბურთელად იგრძნოს _ ეს ის ადგილია, სადაც უფროსები ბავშვებად იქცევიანო, ასე ამბობენ. https://www.museudofutebol.org.br/
MASP-ი ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტების სიაში შედის, რაც არცაა გასაკვირი, რადგან 1968 წლიდან მუზეუმი პაულისტას გამზირზე, ლინა ბო ბარდის საკულტო ნაგებობაში გადმოვიდა, რომელიც თვითონაა XX საუკუნის არქიტექტურის თვალსაჩინო ძეგლი. ბეტონის ზედაპირის ხაოიანი, თითქოს დაუმთავრებელი მშენებლობის ფაქტურა ჰარმონიაშია შუშის სიმსუბუქესა და გამჭვირვალობასთან. თავისი კონსტრუქციით ის უნიკალურია მსოფლიოში: კორპუსი ოთხ გვერდითა ბოძს ეყრდნობა და 74 მეტრის სიგრძის გამჭოლ სივრცეს ქმნის, რაც მკაცრი, გეომეტრიული ფორმის შენობას საოცარ სიმსუბუქეს ანიჭებს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, ჰაერშია გამოკიდებული. სან პაულუში წასვლამდე, ნახეთ გამოფენების კალენდარი _ თემები და ნამუშევრები ყოველთვის სცდება ვიწრო იდენტობის მასშტაბებს და უნივერსალურ სათქმელს აყალიბებს. HTTPS://MASP.ORG.BR/EN
მუდმივმოქმედი ექსპოზიციის გარდა, მუზეუმი ყოველწლი ურად წარმოადგენს პერსონალური და ჯგუფური გამოფენების პროგრამას. ბოლო წლების ექსპოზიციებიდან აღსანიშნავია: სექსუალობის ისტორია (2017); აფრო ატლანტიკური ისტორია (2018); ფემინიზმის ისტორია/ ქალები (2019); ქალთა ისტორიები: არტისტები 1900-იან წლებამდე (2019).
87 VOYAGER 17/2019
სან პაულუ
ღირსშესანიშნაობა
სან პაულუს მუნიციპალური ბაზარი ფერები, არომატები და გემოები ამ ადგილს დაუვიწყარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად აქცევს. რიცხვები, რომლებიც ბაზრის ცხოვრებას აღწერს, გაოცებას იწვევს: შენობის საერთო ფართი 12 600 კვ. მეტრია. ეს 1 500 ადამიანის სამუშაო ადგილია, რომლებიც ყოველდღიურად 450 ტონა საქონელს ამუშავებენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრა დიციული ლოკაციაა გურმანებისთვის და თუ პროდუქტის ასორტიმენტს გავითვალისწინებთ, ეს ასეც უნდა იყოს: უმაღლესი ხარისხის ხილი, ბოსტნეული, ხორცი, ზღვის პროდუქტები, ბურღულეული, ტკბილეული და სუნელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. რომ აღარაფერი ვთქვათ სარესტორნო ზონაზე, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას დააგემოვნოთ სახელდახელოდ შექმნილი კერძები და ცხელცხელი სენდვიჩები და თან დატკბეთ თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე, ვიტრაჟებიანი შენობის არქიტექტურით. http://oportaldomercadao.com.br/ სან პაულუში შაბათ-კვირის თემატური ბაზრობებიც იმართება. ბევრ უბანს ასეთი საერთო სახალხო ღონისძიება თავისი აქვს. ცნობილ ქუჩის ბაზრობებს შორისაა MASP-ის მუზეუმის ქვედა, ღია სივრცეში მდებარე ანტიკვარიატისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების ბაზრობა. სახელოვნებო ნივთების ბაზრობას იპოვნით თუ მოიძიებთ ამ სახელსაც: Feira da Praça Benedito Calixto. საკვები პროდუქტების _ საუკეთესო ხილის, თხილეულის და სხვათა მოსაძებნად კი ერთ ასეთ ბაზრობასაც გირჩევთ: Mercado Municipal de Pinheiros. ცხადია, თითოეულის გამართვის თარიღსა და ლოკაციაზე ინფორმაციას სან პაულუში ჩასვლისას მოიძიებთ.
ბეტმენის ხეივანი BECO DO BATMAN როგორ გგონიათ, რა არის? ქალაქის ბოჰემურ ცენტრად შერაცხული უბნის – ვილა მა დალენას მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში მდებარეობს გრაფიტის გალერეა – ე.წ. ბეტმენის ხეივანი. ვიწრო შესახვევების გამო აქ ფეხით ან ველოსიპედით გასეირნებას გირჩევთ. ისტო რია 1980-იან წლებში დაიწყო, როცა მიკრორაიონის კედლებ ზე კომიქსების გმირის – ბეტმენის ნახატი გამოჩნდა. ამან მისცა შთაგონება სტუდენტებს, რომლებმაც კედლები ნახატებით და ფარეს და თანამედროვე, ურბანული მონუმეტური მხატვრო ბის ღია გალერეა შექმნ ეს. გრაფიტისტები მუდმივად აახლებენ „ექსპოზიციას“ _ ძველები ქრება, ახლები ჩნდება. ეს ახლა არის ადგილი, სადაც დედამიწაზე ყველაზე ფერადი ხეივ ანი ერთმ ანეთს ხვდება. ზოგჯერ ნახატები ტროტუარზეც ჩამოდის. ტურისტები მათ სანახავად სპეციალურად მიდიან.
88 VOYAGER 17/2019
მარტინელი _ ცათამბჯენი
სან პაულუს პირველი
შენობა საოცარი იყო არა მარტო მასშტაბით, არამედ მდიდრული ორნამენტით და მოპირკეთებით. აქ თავი მოიყარა ყველაფერმა, რაც საუკეთესო იყო იმ დროის მსოფლიოში: ბელგიური მინა, სარკეები და შპალერი, ინგლისური სანტექნიკა, შვეიცარული ლიფტები…
1899 წელს რიო დე ჟანეიროს პორტში იტალიელი ახალგაზრდ ა გადმოვიდა. ისიც ოცნებობდა იმაზე, რაზეც ყველა რიგითი ემიგ რანტი ოცნებობს ხოლმე – ყოფილიყო მდიდარი და გავლენი ანი. თუმცა ჯუზეპე მარტინელი მრავალ ემიგრანტს შორის გან საკუთრებულად იღბლიანი და წარმატებული აღმოჩნდა – ორ ათეულზე ცოტა მეტი დასჭირდა შთამბეჭდავი მემკვიდრეობ ის შესაქმნელად. მისი ერთ-ერთი ყველაზე თამამი და ავანტიურ ისტული იდეა იყო სან პაულუში მარტინელის შენობის – სამხრეთ ამერიკის პირველი ცათამბჯენის აგება. ქალაქში 5-სართულიან ნაგებო ბაზე მაღალს იშვიათ ად ნახავდით. ამ ფონზე მარტინელის შე ნობის პროექტი ცათამბჯენების ეპოქას უყრიდა საფუძველს. ამ 130-მეტრიან შენობას სან პაულუს გულში რთული ისტორია ჰქონდა – უსაფრთხოების სტანდარტებში ეჭვის შეტანის გამო საქმე სასამართლ ოშიც კი იყო აღძრული. პირველი 12 სართუ ლი 1924 წლამდე აშენდა, პროცესში მარტინელი პირადად იყო ჩართული და ამბობენ, რომ ფიზიკურადაც მუშაობდა. ბოლო 18 სართული კი 1935 წლამდე აშენდა. საზოგადოების დასარწ მუნებლად, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მარტინელების ოჯახი ცათამბჯენის ბოლო ოთხ სართულზე ცხოვრობდა. საბოლო ოდ, დიდი დეპრესიის წლებში მათ რეზიდენციის დატოვება მოუხდათ, შენობა იტალიის მთავრობას გადაეცა, მან კი ის ბრა ზილიის მთავრობას მიჰყიდა.
ლიფტებით, თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით ის ხელახლა გაიხსნ ა. დღეს შენობაში სამთავრობო და კერძო დეპარტამენტები, პირველ სართულზე კი მაღაზიებია. სახურა ვიდან შთამბეჭდავი ხედია, სადაც წინასწარი ჩაწერით ტურები ეწყობა. ამბობენ, შენობას ერთი უსახო მოჩვენება ჰყავს შეჩვე ული _ და იქნებ თავად მარტინელიაო, რომელსაც, ფინანსური პრობლემების გამო, შენობის გაყიდვა ვერ მოუნელებია... http://www.prediomartinelli.com.br/index-2.html
შენობა საოცარი იყო არა მარტო მასშტაბით, არამედ მდიდრუ ლი ორნამენტით და მოპირკეთებით. აქ თავი მოიყ არა ყველა ფერმა, რაც საუკეთესო იყო იმ დროის მსოფლიოში: ბელგიურ ი მინა, სარკეები და შპალერი, ინგლისური სანტექნიკა, შვეიც ა რიული ლიფტები… არენდატორებს შორის იყვნ ენ პოლიტიკური პარტიები, გაზეთები, კლუბები, სასტუმრო, რესტორანი, საკონ დიტრო, კინოთეატრი, ცეკვის სკოლა _ ეს სან პაულუს მაღა ლი საზოგადოების შეხვედრის ადგილი იყო. ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი მარტინელიმ 1947 წელს დაკარგა. 60-70-იან წლებში სიტუაც ია მკვეთრად შეიცვალა – ამ დროს შენობა ნამდვ ილ ვერტიკალურ ჯურღმულად იქცა _ უსახლკარო ოჯახების, ქურდებისა და დამნაშავეებ ის თავშესა ფარი გახდა. მას ამ პერიოდ ის რამდენიმე გახმაურებული კრი მინალური ისტორიაც უკავშირდება. თუმცა, 1975 წელს შენობის რესტავრაცია დაიწყო და შეცვლი ლი ჰიდრავლიკური და ელექრონული გაყვანილობით, ახალი იწვია, დღეს Sala São Paulo-ს ეკუთვნის – ქალაქის სიმფო ნიური ორკესტრის შტაბ-ბინასა და ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკონცერტო დარბაზს. ქალაქის ცენტრში, სხვა კულტურული ობიექტების მეზობლად, Sala São Paulo სწრაფად გადაიქცა საკვანძო ცენტრად რეგი ონის კულტურულ ცხოვრებაში, გამორჩეულად დახვეწილი აკუსტიკითა და მრავალი კონცერტით, რომლებიც კლასიკუ რი მუსიკის მსმენელისთვის ზეიმად ქცეულა. აქ რამდენიმე სხვადასხვა ფუნქციით დატვირთული დარბაზია, სადაც კლასიკური კონცერტების გარდა, მართავენ აღლუმებს, კოქტეილის საღამოებს, სოციალური თემატიკის ღონისძიებ ებ სა და კორპორატიულ, კერძო საღამოებსაც.
SALA SÃO PAULO სოროკაბანას შთამბეჭდავი რკინიგზის სადგურის შენო ბა, რომლის გახსნის აუცილებლობაც ყავის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სიძნელეების მოგვარებამ გამო
ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ საკონცერტო დარბაზის კა ლენდარი: http://www.salasaopaulo.art.br/concertoseingressos/ programacao.aspx
89 VOYAGER 17/2019
სან პაულუ
ღირსშესანიშნაობა
განათლების და გარემოს დაცვის მნიშვნელოვანი ცენტრი, რომლის მიზანიც ველური ბუნების შენარჩუნებაა. ზოოპარკის განსაკუთრებული სერვისია „ღამის ტური“, რაც – თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაა, რომელიც საშუა ლებას მოგცემთ დააკვირდეთ დღის განმავლობაში ნაკ ლებად აქტიურ ცხოველებს. არანაკლებ საინტერესოა დღის ცხოველების – მაიმუნების, ჟირაფების რეაქციები, რომელე ბიც საცხოვრებლებს ტოვებენ და ცნობისმოყვარეობით აკვირდებიან ღამის სტუმრებს. ღამის ტურების განრიგი და დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ: www.zoologico.com. br/visitas-e-ingressos/visitas-monitoradas/ საფარი: www.zoologico.com.br/a-fundacao/zoosafari/
ზოოპარკი სან პაულუს ზოოპარკი 1958 წელს დაარსდა და მას შემდეგ დაახლოებით 91 000 000 დამთვალიერებელი მიიღო. ის სახელმწიფო პარკის – Parque Estadual das Fontes do Ipiranga-ს – ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც თავის მხრივ ურბანულ გარემოში შეჭრილი ატლანტიკური ტყის ყველაზე ვრცელ მასივს მოიცავს. პარკის საერთო ფართობი 825 000 კმ. მ-ია. ტყეში თავისუფლად ცხოვრობენ ადგილობრივი ცხოველები და ფრინველები. ამასთან, ზოოპარკის 2000-ზე მეტი მობინადრე: ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, უხერხემლოები – წარმოდგენას ქმნიან დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ფორმების მრავალფეროვნების შესახებ. მათ შორის არიან იშვიათი და გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი სახეობები. როგორც ყველა დიდი ზოოპარკი, სანახაობასთან ერთად, ესაა კვლევების, ეკოლოგიური მობინადრეების სათითაოდ ჩამოთვლა ძალიან შორს წაგ ვიყვანს, ამიტომ განყოფილებები ჩამოვთვალოთ: აქაა თეთრი დათვების ვოლიერი, სექტორი აფრიკა, ინდონეზია, ძალიან ვრცელი და მრავალფეროვანი ავსტრალიის სექ ტორი, იურული პერიოდის აკვარიუმი, სექტორი არგენტინის სამხრეთი, კაიმანის კუნძულები და სხვა. გარდა ამისა, აკვარიუმის ტერიტორიაზე არის რესტორანი და ატრაქციონები, 7D კინოთეატრი, საგანმანათლებლო ცენტრი, მეკობრეების გემი, წყალქვეშა გემის რეპლიკა – ნატურალური ზომის და, რა თქმა უნდა, გრძელთმიანი ქალთევზები. აკვარიუმი დაუვიწყარ და ფანტაზიით სავსე თავგადასა ვალს გთავაზობთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ატრაქციონი არარეგულარულია. მაგალითად, თუ თქვენს გოგონას მაინცდამაინც არიელის ნახვა სურს, გირჩევთ, წინასწარ გადაამოწმოთ.
სან აპოლოს აკვარიუმი პირველი თემატური აკვარიუმი სამხრეთ ამერიკაში 2006 წელს, სან პაულუში გაიხსნა – 3 000 კვ. მ-ის ფართობზე 25 რეზერვუარი აშენდა თევზებისთვის, რეპტილიებისთვის და სხვადასხვა ეკოსისტემებში – ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მობინადრე ძუძუმწოვრებისთვის. მას შემდეგ აკვარიუმი რამდენჯერმე გააფართოეს, დაუმატეს რეზერვუარები, ვოლი ერები და მობინადრეები. დღეს ეს 15 000 კვ. მ-ზე, 4 მლნ ლიტრ წყალში ასობით სახეობის უამრავი ცხოველია. ამასთან, დაარსების დღიდან სან პაულუს აკვარიუმი ბუნების დაცვითი პროექტების აქტიური მონაწილეა. აქ ძალიან საინტერესო ცხოველები ბინადრობენ, მაგალითად ალბინოსი ალიგატორების შთამომავლები, რომლებ მაც სან პაულუს აკვარიუმს მთელ მსოფლიოში გაუთქვეს სახელი, რადგან მათი ნახვა მხოლოდ აქ შეიძლება. თუმცა, 90 VOYAGER 17/2019
პერიოდულად, სან პაულუს აკვარიუმი ღამის ტურებს აწყობს – დამთავლიერებლებს ურიგდებათ პატარა ფარნები, რათა ცხოველების ღამის ჩვევებს დააკვირდნენ. ინფორმაცია ღამის ტურების შესახებ წინასწარ ქვეყნდება აკვარიუმის ვებგვერდზე.
www.aquariodesp.com.br
გირჩევთ
ვაწყდით _ კარნავალისთვის რეპეტიციობდნენ. იქვე, ხიდის ქვეშ, ყველას დასანახად _ ცეკვავდნენ, საოც არ ინსტ რუმენ ტებზე უკრავდნენ, სახელდახელოდ მოწყობილი ცეცხლოვანი პერფორმანსი იყო. ისეთი მუხტი მოდიოდ ა, ამხელა ენერგია იშვიათად გადმომდებია ადამიანებისგან.
გივი მაღრაძე, SOLO ისე არ მიყვარს დაგეგმილი მოგზაურობები, რომ ბრაზილიის ერთთვიან მოგზაურ ობაშიც დაუგ ეგმავად წავედი მეგობრებთან ერთად. წინასწარ ვიცოდი სულ ორი-სამი ადგილი, რომელ თა ნახვაც მინდოდა. მათ შორის იყო მარანაოს უდაბნო. თან, 2016-ში უკვე მოვლილი მქონდა სან პაულუ და რიო, ამიტომ ახლა ველური ბუნების, ნაკლებად ცნობილი ადგილების აღმო საჩენად გავემართეთ. კარგია, რომ ბრაზილიელი მეგობრები გვყავს, ვერ წამოგვყვნენ ამ მოგზაურობაში, მაგრამ რჩევებს გვაძლევდნ ენ. ასე გადავდიოდით ერთი ადგილიდან მეორემდე და სადაც აღმოვჩნდებოდით, იქიდან ვეძებდით შემდეგ სანახავ ადგილებს.
სან პაულუზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ უამრავი, ასობით უსახლკარო ცხოვრობს პირდაპირ ქუჩაში და მათი ცხოვრება მძიმე სანახავია. რიოშ ი სიღარიბის ამხელა მასშტაბი არ დამი ნახავს, სანაპიროზეც ფრთხილად ვიყავით, მაგრამ ვხედავდით, რომ სულ ვერტმფრენები პატრულირებენ და პოლიცია ცდი ლობს იქაურ ობის დაცვას. ცხადია, გაფრთხილებენ უბნებზე, სადაც არ უნდა შეხვიდე. ჩვენი რიოშ ი ყოფნა კარნავალს დაემ თხვა და ერთხელ, ხეტიალ-ხეტიალში, როცა გარშემო უამრა ვი ხალხია, ავსულვართ უბანში, სადაც არ უნდა ავსულიყავით. შეგვხვდა ადამიანი, რომელმაც ინგლისურად გვითხრა (რაც იშ ვიათობაა), თუ აქ არავის იცნობთ, ახლავე უკან გაბრუნდითო. მივხვდით, რომ ფაველაში ვიყავით. ვხვდები, იქ რომ გადავრ ჩით, გაგვიმართლა. ჩემთვის მოგზაურობები ასეთი მოულოდნელი სიტუაციების გა მოც არის აზარტული. თავისებური ხიბლი აქვს ექსტ რემალური ამბების შუაგულში ყოფნას. რომ არა გზაზე გაცნობილი ადამი ანები და მათგან მიღებული რჩევა, ბევრ რამეს ვერ ვნახავდი, ვერ ვნახავდი თუნდაც ძველ უბანს რიოში, სახელად ლაპას, სა დაც, თურმე, ყველაზე ნაღდი კარნავალები იმართება, ნამდვი ლი უბნური ზეიმები. ახლა კი მხოლოდ მიხარია, რომ ესეც და ბევრი სხვა ამბავიც ბრაზილიიდან სწორედ ასე, დაუგ ეგმავად სიარ ულით წამოვიღე.
ასე, ერთმა ქართველმა მეგობარმა, რომელიც ჩვენამდე ცოტა ხნით ადრე იყო იქ, კუნძულ ილაგრანდეზე წასვლა გვირჩია. ტურისტულადაც არ იყო გადატვირთული, მხოლოდ არგენტინე ლები და ადგილობრივები იყვნ ენ. შეგვეძლო მოგვეწყო, გრძე ლი, 4-5 საათიანი მარშრ უტები და ფეხით მოგვევლო საინტერე სო ადგილები, სადაც ველურ ბუნებას, იქამდე სრულიად უცნობ ფლორასა და ფაუნას პირისპირ ხვდები. გზის ნაწილი ჯუნგლებ ზე გადის, აქეთ-იქით გველებიც კი გხვდება, ნახულობ ცხოვე ლებს, რომლებიც არც კი იცოდი, ბუნებაში თუ არსებობდნენ… არადა, მე გველების ფობია მაქვს, რომელიც სწორედ ბრაზი ლიაში მოვიხსენი... მოკლედ, დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო ილაგრანდეს ბილიკებზე ხეტიალი; გულდასაწყვეტი, ერთა დერთი, ისაა, რომ 12-13 ადგილია ასეთი საინტერესო კუნძულზე და ჩვენ მხოლოდ ორი ვნახეთ. ერთგან დაგვაღამდა, თავსხმა წვიმა წამოვიდა და მთელი ღა მის განმავლობაში ამ წვიმაში, ჯუნგლებში გვეძინა. დილისკენ რომ გამოვედით ტყიდან, მოსახლეობ ა შეგვხ ვდა, ძებნა იყო ჩვენზე გამოცხადებული. როგორც ჩანს, იმ საკემპინგე ადგი ლის ხელმძღვანელს უცნობებია პოლიციისთვის, სადაც მანამ დე ვრჩებოდით. თუ დაუგ ეგმავ მოგზაურობებში გამოცდილი არ ხარ, ასეთ მოგ ზაურობას არავის ვურჩევ, ხიფათითაა სავსე და, ალღოსთან ერთად, გამოცდილებაც გჭირდება ექსტრემალურ სიტუაციებ თან გასამკლავებლად. ბრაზილიის ქალაქების მონახულების შემდეგ კი სან პაულუ ჩე მი საყვარელი ქალაქი გახდა. ქუჩაში სიარული ხელოვნების მუ ზეუმში სიარულს ჰგავდა, ისეთი სტრიტ არტის ნიმუშებია, მარ თლა კარგ ხელოვნებას უტოლდება. შაბათ-კვირას ქუჩებიდან სულ მუსიკა ისმოდა, თან სხვა ქვეყნების მუსიკალურ ჟანრებსაც პატივს სცემენ და ყველანაირი მუსიკა გესმის. ძალიან მძაფრ შთაბეჭდილებად ერთი მომენტი ჩამრჩა. სან პაულუში რაღაც ხიდთან გავიარეთ და მოცეკვავეთა და მუსიკოსთა ჯგუფს გადა 91 VOYAGER 17/2019
სან პაულუ
ღირსშესანიშნაობა
IPIRINGA AVENUE X SÃO JOÃO AVENUE სან პაულუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გზაჯვარედინი უდავოდ ის ადგილია, სადაც Ipiranga და Sao Joao იკვეთე ბა. გაეტანო ველოსოს სიმღერაც სწორედ ამ ადგილს ეძღვნება. „ყოველ ჯერზე გული უცნაურად ძგერს…“ _ მღერის ველო სო, რომელიც რიოშ ი გატარებული ვრცელი პერიოდის შემდეგ, 1967 წელს სან პაულუში გადავიდა საცხოვრებლად. ერთ კუთხეშია თავისი მუსიკალური საღამოებით, სამბასა და ბოსა ნოვას ცოცხალი რიტმებით ცნობილი ლუდის ბარი, სა დაც ტრადიციულ ბრაზილიურ კერძებსაც ამზადებენ. მათი კა ლენდრ ის ნახვაც ღირს, თემატური საღამოები საინტერესოა. https://www.barbrahmacentro.com იქვე ცხოვრობდა თავად ველოსოც, რომელიც ავტობიოგ რაფიულ წიგნში იხსენებს იმასაც, თუ როგორ ჩანდა მისი ვე რანდიდან edificio italia – 1956 წელს აგებული 165 მ-ის სიმაღ ლის შენობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ქალაქის
იაპონური სახლი იაპონელების მიგრაციას ბრაზილიაში 1907 წელს ორ მთავ რობას შორის მიღწეულმა შეთანხმებამ დაუდო საფუძველი. იტალიელი ემიგრანტების მსგავსად, იაპონელებიც უკეთესი ცხოვრების ძიებამ ჩაიყვანა. ბევრი მათგანი ყავის პლანტაციის მფლობელი გახდა. პირ ველი მსოფლიო ომის დაწყებამ იაპონური მიგრაციის ნამ დვილი ბუმი გამოიწვია ბრაზილიაში. მათი დაახლოებ ით 75 პროცენტი სან პაულუსკენ – ყავის პლანტაციების დიდი არეალ ისკენ დაიძრა. ამით უნდა ავხსნათ, რომ სან პაულ უში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი იაპონური სათვისტომოა. იაპონური სახლი პაულისტას გამზირზე მდებარეობს. ესაა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის კენგო კუმას მიერ დაპ როექტებული კულტურული ცენტრი – ხელოვნების, ტექ ნოლოგიის და ბიზნესის ერთიანობა, რომელიც დამთვა ლიერებლებს XXI საუკუნის იაპონიას აცნობს, ისე რომ მის
უმაღლესი ნაგებობა იყო და სახურავიდან არსებული 360 გრა დუსიან ი პანორამული ხედის გამო – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პუნქტი გახლდათ ტურისტებისთვის. იქვეა Copan – 1160-ბინიანი საცხოვრებელი სახლიც – თანა მედროვე ბრაზილიური არქიტექტურის სიმბოლო. მას ასო- ბგერა S-ის ფორმა აქვს და ყოველთვის მოგხვ დებათ თვალში ქალაქის ფონზე. ამ მაღალი შენობების ბოლო სართულებიდან კარგად ჩანს იმ ცნობილი ქუჩის კუთხეებ ის „ცემენტის პოეზია“, რომელზეც მღეროდა ველოსო. ავენიუ Sao Joao ცნობილია როკ გალერეით აც – უზარმაზარი სა ვაჭრო ცენტრით, რომელიც სულ სხვადასხვა სტილის და ასაკის მელომანს უყრის თავს. მას სახელი 1970-იან წლებში გაუვ არდა, როცა ხმისჩამწერი სალონები და მუსიკალური მაღაზიებ ი გაჩ ნდა. დღეს ეს სივრცე ეთმობა არა მარტო მუსიკას, არამედ სხვა მეზობელ თემებსაც. სართულებზე კომპაქტ-დისკების, ფირფი ტების, ტანსაცმლის, აქსესუარების დიდი არჩევანია, აქ ყველა ფერი იყიდება, რაც როკენ’რ ოლთან კავშირში შეიძლება იყოს. http://www.galeriadorock.com.br
ფესვებს და ტრადიციებს არ ივიწყებს. ორ ქვეყანას შორის კონტაქტების, ცოდნის და ახალი ბიზნეს იდეების გაცვლის ცენტრი, აგრეთვე, წარმოგიდგენთ კაფეს – Imi Coffee, რო მელიც სპეციალური კანფეტების, ჩაის და ყავის გარდა, ტრა დიციულ იაპონურ მწვანე ჩაის – მაჩას გთავაზობთ. აქვეა მა ღაზია Furoshiki. თვითონ ეს ტერმინი ტრადიციულ იაპონურ შესაფუთ ნაჭერს აღნიშნავს, რომელშიც გადასატან ნივთებს ფუთავდნენ, მაგალითად, ასეთი ფუთებით აბანოში სამო სი დაჰქონდათ. გამოიყ ენებოდა საჩუქრების შესახვევადაც. მაღაზიაშ ი ეს და სხვა ტრადიციული იაპონური ხელოვნების ნიმუშები შეგიძლიათ შეიძინოთ. აქვეა რესტორანი და ყვე ლაზე დიდი – საგამოფენო სივრც ე. 2017 წელს გამართულმა 8 გამოფენამ 2 500კვ. მეტრის ფართობი მოიცვა. მულტიმედიური სივრცე 1900 წიგნს აერთიანებს და რამდე ნიმე კატეგორიად იყოფა: საჭმელი, მოგზაურობა, ცხოვრე ბის სტილი, კულტურა, დიზაინი, ტექნოლოგია, არქიტექტურა, იაპონია და ბრაზიალია, ბავშვები. https://www.japanhouse.jp/saopaulo/index.html#
92 VOYAGER 17/2019
სან პაულუ სასტუმროები
TIVOLI MOFARREJ SÃO PAULO HOTEL სან პაულუს ხელოვნების მუზეუმიდან, რომელიც მთელ სამხ რეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნ ელოვანი სახელოვ ნებო დაწესებულებაა, მთავარ ბიზნეს ბულვარამდე _ ავენიდა პაულ ისტამდე, დიზაინერულ მაღაზიებამდე და ასევე სამხრეთ ამერიკის საუკ ეთესო რესტორნებამდე ორი ქუჩის სავალზე, ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ქუჩაზე ფეშენებელური სასტუმრო Tivoli Mofarrej São Paulo Hotel მდებარეობს _ ნამდვილი ურბა ნული ოაზისი. მისი ადგილ-მდებარეობის კიდევ ერთი ღირსე ბა: აქედან კარგად ორიენტირდებით ვილა მადალენაზე მდება რე სამბისა და ფორროს საცეკვაო კლუბებისკენ, ასევე, Consolação-ზე მდებარე ბოჰემური ბარებისკენ. ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ხშირად თანამედ როვე მხატვართა საგამოფენო სივრცის ფუნქციას ითავსებს, სახელმწიფო მეთაურ ებსა და სამეფო ოჯახის წევრებს მასპინძ ლობს. 217 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი აქვს, თუმცა ყველა მათგანი გამოირჩევა დიდი სივრცით, თანამედროვე და დახ ვეწილი ავეჯით, ბუნებრივი განათების სიუხვითა და ექსკ ლუ ზიური დიზაინით (რიგი ნომრების შემთხვევაში, ქალაქის დაუ ვიწყარ ხედებზე რომ აღარაფერი ვთქვათ).
SEEN _ სასტუმროს ბოლო სართულზე გახსნ ილი რესტო რანია, რომელიც, როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, აზანზარებს სან პაულ უს ღამეებს. იქ მართლაც შეიძლება ნა ხოთ, როგორ ერთობა სან პაულუს მაღალი საზოგადოებ ა, თან 360°-იანი პანორამული ხედით ისიამოვნებთ და მენიუდანაც სათქვენოს იოლად აარჩევთ. ღირს წინასწარ შემოწმება, იქ ნებ, თქვენი ვიზიტისას რესტორანს კვლავაც ჰყავდეს სომელიე, რომელიც საკეს სასურველ გემოს შეგარჩევინებთ და შეფ-მზა რეული, რომელიც ქალაქში საუკ ეთესო სუშის ამზადებს. ასევე, შეამ ოწმეთ ბარი Must, სადაც საავტორო კოქტეილს ამ ზადებს საუკეთესოდ აღიარებული ჯესიკა სანჩესი. მან ეს წოდე ბა კოქტეილისთვის _ Journey Diageo მოიპოვა. ლობის ბარში იკითხეთ კოქტეილ ი კაიპირინია და შეაფასეთ, რომელი უფრო მოგწონთ _ კაშასას თუ საკეს გამოყენებით მომზადებული. სან პაულუდან ამ სასტუმროში მდებარე Anantara Spa-ს გარეშე წასვლა არ გამოვა. ეს სასტუმრო არის ერთადერთი წერტილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სადაც ანანტარას სპა აქვთ – მთელ მსოფლიოში ცნობილი, გამაჯანსაღებელი და კოსმე ტიკური პროცედურების კომპლექსი, რომელიც თანამედროვე დასავლური მეცნიერების ინოვაციებით გაამდიდრეს, მაგრამ ტაილანდურ, ინდონეზიურ, არაბულ და ინდურ ტრადიციულ მე თოდებს მოიცავს (https://www.anantara.com/en/spa-and-wellness/spa). https://www.tivolihotels.com/en/tivoli-mofarrej-sao-paulo 93 VOYAGER 17/2019
სან პაულუ სასტუმროები
HOTEL UNIQUE Unique თითქოს სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ სან პაულუს ღია საფოსტო ბარათებზე იყოს გამოსახული. ცნობილი სან პაულუელი არქიტექტორის გამორჩეულმა ნამუშევარმა, რომელიც ნახევარმთვარის ფორმას იმეორებს, საზოგადოების და წამყვანი გამოცემების აღიარება არაერ თხელ მოიპოვა. თუ ქვემოდან შეხედავთ, საზამთროს ნაჭერსაც ჰგავს, ანდა ხმელეთზე ამოსულ გემს, ყოველ შემთხვევაში, ისეა აშენებული, ჩვეულებრივ შენობას არ ჰგავდეს. თავისი სიგრძე-სიგანის გამო, ჩვეულებრივ ქუჩაზე ვერ დაეტეოდა, ამიტომ სან პაულუს ჟარდინის რაიონის განაპირას დგას. ფეხით გასეირნება და იბირაპუერას პარკში ხართ, სადაც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია, ტაქსი კი მეზობლად მდებარე მოდურ უბნებამდე სწრაფად მიგიყვანთ. სასტუმროში 84 ნომერი და 10 ლუქსია. მომსახურება კი ისეთი აქვს, რაც მას ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სტატუსის მოსაპოვებლად სჭირდება: Caudalie-ს სპა, სავარჯიშო დარ ბაზი და საუნა, ბალიშების მენიუ და სახურავი, სადაც ბარი, რესტორანი და ბროწეულისფერი აუზია (ინგლისურენოვან რევიუებში ამ ფერს ზოგჯერ ლალისფერსაც ადარებენ). აუზი მთელი დღის განმავლობაში სასტუმროს კლიენტებისთვისაა, საღამოს კი ტურისტები და რომანტიკული ადგილის საძიებლად გამოსული წყვილები მიდიან, ბარში ერთობიან, დიჯეის
მუსიკას უსმენენ, ცეკვავენ და ფონზე ფოტოებს იღებენ.
EMILIANO
სირონ ფრანკოს ნამუშევარი. სასტუმრო Jardins-ის ცენტრში მდებარეობს – სან-პაულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უბნის ცენტრში. ირგვლივ ცნობილი სამხატვრო გალერეები და რესტორნებია (მათ შორისაა მსოფლიოში ცნობილი შეფმზარეულის, ალექს ატალას D.O.M.0.-იც).
ამ სასტუმროში, რომელიც კლასიკური მინიმალიზმის ნი მუშს წარმოადგენს, ექსკლუზიურობა და გემოვნება ყველა დეტალში იგრძნობა: სერვისების დიდი არჩევანი, დახვეწილი სამზარეულო, მყუდრო, მინიმალისტური დეკორი, რომელიც თავის თავში აერთიანებს დიზაინის ელემენტებს და ხელოვ ნების ნიმუშებს, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა გიგანტური ჭუპრი ვესტიბიულში – ცნობილი ბრაზილიელი მხატვრის,
სან პაულუს ცათამბჯენების
თავისი თანამედროვე დიზაინით და ინოვაციური გასტრო ნომიით ის ჰარმონიულად ეწერება ქალაქის ამ უბნის ცხოვ რებაში, სადაც არქიტექტურა, ხელოვნება, დიზაინი, მოდა, გასტრონომია, მუსიკა და დახვეწილი სერვისი სასტუმროების ახლებურ კულტურას ქმნის. http://www.hotelunique.com/
ასევე, იქვე მდებარეობს ცნობილი მაღაზიებიც, რის გამოც ამ მიკრო-უბანს ზოგჯერ ლოს ანჯელესის როდეო დრაივსაც ადარებენ.
94 VOYAGER 17/2019
PALÁCIO TANGARÁ ტროპიკული ტყე-პარკის სიმწვანეში ჩაფლული ხუთვარსკვ ლავიანი სასტუმრო ნამდვილი ოაზისია – მანქანებით გადა ჭედილი ქალაქის შუაგულში. აქვეა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოდური საცხოვრებელი უბანი მორუმბი. ნეოკლასიცისტური სტილის სასტუმროში 141 ვრცელი ნომერია, მათ შორის 59 ლუქსი – ყველა მათგანს აქვს აივანი შესანიშნავი ხედით ბაღზე. „დეილი ტელეგრაფი“ აქაურობას სამხრეთ ამერიკული „დიდი გეტსბის“ ესთეტიკას ადარებს. რჩევაა, გაიკითხოთ თავად შენობის შესახებაც, როგორც ცნობილია, ის 1950-იანი წლების ცნობილ ბაზილიელ მილიარდერ ფლეიბოის, ფრანცისკო პიგნატარის ეკუთვნოდა. ამ საქვეყნოდ ცნობილ მამაკაცს ყველა, „ნიუ იორკ ტაიმსიც“ კი, მეტსახელით მოიხსენიებდა – უბრალოდ, „ბეიბი“. Palácio Tangará დამატებით სერვისების მთელ პაკეტს გთავა ზობთ: სპა ცენტრი, ბავშვთ ა კლუბი, პირადი მძღოლის მომსა ხურება, ღია აუზი, დახურული აუზი, საუნა, ჯაკუზი, ფიტნეს-ცენ ტრი და ტურისტული მარშრ უტების ორგანიზება სან პაულ უში. გასტრონომიას – ნომერში კვების და საბანკეტო დარბაზების ჩათვლით – ცნობილი შეფ-მზარეული მეთვალყურეობს. ლე გენდარულმა შეფმზარეულმა ჟან-ჟორჟ ფონგერიხტენმა პროფესიულ ი გამოცდილება მიშლენის ვარსკ ვლავების მფლობელ რესტორნებში მიიღო. ის თავად ფლობს და უძღვება რესტორ ნებს ნიუ იორკში, პარიზში, შანხაისა და ტოკიოში.
Palácio Tangará მისი პირველი პროექტია სამხრეთ ამერიკაში. გახსნიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში, სასტუმროს რეს ტორანმა Tangará Jean-Georges მსოფლიო გასტრონომიის ეტა ლონის – მიშლენის ვარსკვლავი მიიღო. დღეს ის მიშლენის ორ ვარსკვლავს ფლობს. რესტორნის აღმასრულებელი შეფი ფელიპე როდრიგესია. საკვები დარბაზები და ოთახები სხვა დასხვაგვარია, ერთი – ტერასაზეა, ერთი – ბაღში, ერთი მყუდ რო, პატარა დარბაზია, არის ჩაის ოთახი და არის საკვირაო ბრანჩისა და ჯაზის კუთხეც. სასადილო დარბაზის გარდა, სასტუმროში არის ბარი აუზის პირას, ელეგანტურ მარანი და კოქტეილ-ბარი. თუ ბრაზილიაში მოგზაურობას წლის ბოლოსთვის გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ სასტუმროს უკვე მომზადებული აქვს სპეციალური პროგრამა შობა-ახალი წლისთვის, რათა ეს წელი მაღალ ნო ტაზე დაასრულოთ! https://www.oetkercollection.com/hotels/palacio-tangara/
სასტუმროში ნომრების დიდი არჩევანია, მაგრამ გამორჩეულია Cube Suite. ესაა 135 კვ. მ.-იანი ნომერი პენტჰაუზში, სადაც პა ტარა აუზი გათბობით პირდაპირ ნომრის იატაკშია გაჭრილი. ორიგინალური არქიტექტურული დეტალი – შუშის კუბი 180°იან პანორამას გთავაზობთ ქალაქზე (emiliano.com.br/en/acomodacoes/suite-cubo/).
EMILIANO RESTAURANT წარმოგიდგენთ თანამედ როვე იტალიურ სამზარეულოს. ორიგინალური გემოს სა იდუმლო საუკეთესო ინგრედიენტები და მომზადების ზუსტი ტექნიკაა. უხვი ბუნებრივი განათება და ვერტიკალური ბაღი სასიამოვნო გარემოს ქმნის. აქ ყოფნის პერიოდში გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ ბარს ორიგინალური დეკორით – ოქროსფერი გრეხილი ბაწრის სავარძლებით და ორქიდეის დაკიდებული ბაღებით. სასტუმროს სპა ღია მოედნით და ცხელი აბანოები იაპონურ ბაღში. სასტუმროს საიტზე შეგიძლიათ, წინასწარ გაეცნოთ ბარ-რესტორნების და სპა პროცედურების მენიუსაც. სტუმრების განკარგულებაშია ვერტმფრენის მოედანიც. https://emiliano.com.br/en/ 95 VOYAGER 17/2019
სან პაულუ სასტუმროები
ცენტრი იდეალური არჩევანია საქმიან ი მოგზაურობისთვის. სა დემონსტ რაციო დარბაზი, ოთახების მომსახურება, თარჯიმანი და უახლესი ტექნიკა – ბოლო თაობის კომპიუტერები, ფერადი პრინტერი, პროექტორი, ვიდეო-საკონფერენციო აპარატურა... Fasano-ს სასტუმროების ქსელის ბრენდული ნიშანია სერვისე ბის პაკეტი – მაგალითად, სპეციალურად რომანტიკული წყვი ლებისთვის. და ყოველთვის შედის ფასში: 15-წუთიანი მასაჟი ახალ სტუმრებს; ხილით სავსე კალათა სასტუმროში შესვლი სას; სავარჯიშო დარბაზში პერსონალური მწვრთნელის მომსა ხურება; ყოველდღიური გაზეთის ახალი ნომერი. www.fasano.com.br/hotel/fasano-sao-paulo
FASANO SÃO PAULO Fasano Hotel _ ესაა საოჯ ახო ბიზნესი სტუმრების გულითადი მიღების და გემრიელად გამასპინძლების საუკუნოვანი ტრადი ციით. სასტუმროების და რესტორნების ბიზნესს შორეულ 1902 წელს ჩაეყარა საფუძველი, როცა ვიტორიო ფაზანო, იტალიე ლი ემიგრანტი მილანიდან ბრაზილიაში ჩავიდა და სან პაულუს ცენტრში, ანტონიო პრადოს მოედანზე პატარა რესტორანი გახ სნა. სასტუმროში ხუთი ტიპის ელეგანტური, ვრცელი და მყუდ რო ნომერია. რესტორანი 1982 წლიდან განთქმულია თავისი იტალიური გასტრონომიით და უზადო მომსახურებით. აქვეა მარანი იტალიისა და საფრანგეთის მეღვინეობით განთქმული რეგიონებიდან ჩამოტანილი ღვინოების კოლექციით და ბარი, სადაც საფორტეპიანო მუსიკის ცოცხალი კონცერტებიც იმარ თება. სასტუმროს 21-ე სართულზე, კოშკისმაგვარ კონსტრუქციაში, რომლის ფასადზეც დიდი საათია გამოსახული და შორიდანვე იცნობა, საცურაო აუზია. ვიწრო და მაღალი სარკმლებიდან სან პაულ უს შესანიშნავი ხედი იშლება. აქვეა მშრალი და ორთქ ლის საუნა და სპა, რომელიც სილამაზის და გამაჯანსაღებელი პროცედურების მთელ სპექტრს გთავაზობთ. სასტუმროს ბიზნეს
L'HOTEL PORTOBAY ხუთვარსკვლავიანი ბუტიკ-სასტუმრო სან-პაულოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან – პაულისტას გამზირზე მდებარეობს, საუკეთესო რესტორნების, ბარების, მუზეუმების და დიზაი ნერული მაღაზიების უბანში. ესაა ცენტრალური ლოკაცია, სადაც დიდი ქალაქის დამღლელი რუზრუზი მაინც არ აღწევს. L'Hotel PortoBay-ს განკარგულებაშია 84 ნომერი, მათ შორის ნახევრადლუქსი და საპრეზიდენტო აპარტამენტები, რესტო რანი, სპა-სალონი, აუზი, სატრენაჟორო დარბაზი და სხვა. შეგიძლიათ დილა ადგილობრივი და ინტერნაციონალური კერძებისგან შემდგარი საუზმით დაიწყოთ. რესტორანი Trebbiano Ristorante ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს გთავაზობთ, ჰარ მონიულად შეხამებულს შესანიშნავ ღვინოებთან. სასტუმროს სპა-სალონი გთავაზობთ გამაჯანსაღებელ, დეტოქს, სტრესის მოსახსნელ და უბრალოდ დასასვენებელ პროცედურებს. როგორც სპა სალონის, ისევე რესტორნის მენიუს შეგიძლიათ გამგზავრებამდე გაეცნოთ. www.portobay.com/en/hotels/sao-paulo-hotels /l-hotel-portobay-sao-paulo/ 96 VOYAGER 17/2019
BOTANIQUE HOTEL & SPA, CAMPOS DO JORDÃO აქ მოსახვედრად სან პაულუდან ჩრდილოეთით 160 კმ-ის გავლა მოგიწევთ. გეშორებათ? როცა კითხვას ჩაათავებთ, მანძილი არაფრად მოგეჩვენებათ. შვიდი ათას კვადრატულ მეტრზე დიდი ფართობი ტყით გარშემორტყმულ გარემოში მხოლოდ 17 აპარტამენტისთვისაა განკუთვნილი – 11 ვილა და 6 ლუქსი. ბუნებრივი ქვა, შუშის კედლები, ფოლადის ელემენტები ინტერიერში, ყველაფერი მასიური ხის მასალით მოჩარჩოებული – აპარტამენტების არქიტექტურული სტალი გამორჩეულია. რესტორანში ნამდვილი ბრაზილიის არომატები მზის, ფლორის, სურნელოვანი ბალახების ზემოქმედებით იქმნება. მენიუ თანამედროვეა და ჰარმონიულადაა შეხამებული ბრაზილიაში საუკეთესო ღვინოებთან. ხით მოპირკეთებულ სასადილო დარბაზს ბუხარი ათბობს, 180 გრადუსიანი პანო რამული ხედი მთებსა და ველებზე იშლება. Botanique Spa ატარებს სრულიად განსაკუთრებულ პროცე დურებს, რომლებიც აფრო-ბრაზილიელების და აბორიგენი ინდიელების ცოდნაზე, კულტურაზე, ისტორიასა და ბიომრა ვალფეროვნებაზე, აგრეთვე ბრაზილიურ ცეკვებსა და საბრ
ძოლო ხელოვნებაზეა დაფუძნებული. პროცედურები წარმოებს სპეციალურ, 900 კვ. მ-იან სივრცეში, რომელიც აერ თიანებს 8 სპეციალურ კაბინეტს და სარელაქსაციო ლუქსს, რაშიც შედის იზოტონური აუზი, წყლის პროცედურები – ტროპიკული წვიმის საუნა, მოტივტივე კამერა გამოსახულების პროექციით და წყალქვეშა ხმებით. შეფ-მზარეულისა და სპეციალისტ-დიეტოლოგის მიერ მომზადებული დეტოქს მენიუ, რომელიც სპა პროცედურების ნაწილია, იხილეთ ლინკზე http:// botanique.com.br/english/detox-program.html მინიშნება: თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთ სასტუმროში გაჩერებას არ აპირებთ, მაინც გაეცანით მათ პირობებს, თითქმის თითოეულ მათგანს აქვს რაღაც ისეთი, რაც, როგორც სან პაულუში ჩასულმა ტურისტმა, აუცილებლად უნდა გამოსცადოთ/დააგემოვნოთ – რესტორანი იქნება, საუნა, დისკო თუ დაუვიწყარი ხედი. მით უფრო, რომ ეს სასტუმროები თანამედროვე ცხოვრების სიმბოლოებია და გამორჩეული არქიტექტურული ნიმუშებიც.
97 VOYAGER 17/2019
სან პაულუ რესტორნები
მოკოტოს აღიარება სხვადასხვა მხრიდან მოვიდა: ბრიტანული გამოცემა Restaurant მას 43-ე ადგილს აკუთვნებს ლათინური ამერიკის რესტორნებს შორის, ჟურნალ Veja São Paulo-სთვის ის საუკეთესოა კატეგორიაში Good and Cheap. თუმცა მოკოტოს და მფლობელ ოლივეირას მთავარი ჯილდო ალბათ მიშლენის ნიშანია – Bib Gourmand. 1997 წლიდან ფასისა და ხარისხის კარგი თანაფარდობის მქონე მაღალი კულინარიული მაჩვენებლების რესტორნები სწორედ Bib Gourmand-ის ნიშნით აღინიშნება. გაითვალისწინეთ, რომ ქართული რესტორნებისგან განსხვავებით, შეიძლება ეს ადგილი კვირას და დასვენების დღეებში მხოლოდ 5 საათამდე იყოს ღია. საიტზე განთავსებულ მენიუს წინასწარ შეგიძლიათ გაეცნოთ. იქვე იპოვნით ამავე შეფ-მზარეულის სხვა საკვებ ობიექტებს: MOCOTÓ CAFÉ, SHOPPING D და BALAIO IMS.
MOCOTÓ მოკოტო ახლა უკვე ბრაზილიური კერძია, თუმცა აფრიკული ფესვები და სხვა ვარიაცებითაა გამდიდრებული. ესაა ლობიოს მარცვლებსა და ბოსტნეულთან ერთად მოთუშული ძროხის ფეხები. სან პაულუს ჩრდილოეთ ნაწილში, ვილა მედეიროსზე 1973 წელს ჟოზე დელ ალმეიდამ პატარა სავაჭრო ადგილი გახსნა. დღეს მის ნაცვლად რესტორანი მოკოტოა, რომელსაც როდრიგო ოლივეირა ხელმძღვანელობს – ალმეიდას შვილი და ახლგაზრდა შეფ-მზარეული. ალმეიდა უკვე დასახელდა 100 ყველაზე გავლენიან ბრაზილიელს შორის. ერთი სიტყვით, ის ოჯახის კულინარიულ ისტორიას აგრძელებს და ამის შესახებაა ავტობიოგრაფიული წიგნიც: „მოკოტო – მამა, შვილი და რესტორანი“.
https://mocoto.com.br/en/
მოკოტოს სამზარეულოს ის ასე ახასიათებს: „...მიწაზე მყარად დგას და მზერა მსოფლიოსადმი აქვს მიპყრობილი“. მოკოტოს მთავარი მახასიათებელი, ალბათ, სწორედ გახს ნილობაა – ის მიესალმება ყველა სოციალური და კულტურული დონიდან ნებისმიერ გემოს და მათ ინოვაციურ კულინარიულ მეთოდებს უხამებს.
BRÁZ PIZZARIA ამბობენ, იტალიის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი იტალი ელი ბრაზილიაშ ი ცხოვრობს – ბრაზილიის მთლიან ი მოსახ ლეობის დახლოებით 15%. ამიტომ გირჩევთ იტალიურ რეს ტორნებს ეწვიოთ, დიდი შანსია, აქ უკეთესი პიცა მიირთვათ, ვიდრე თავად პიცის სამშობლოში. აი, მაგალითად, Pizzeria Bráz. ცნობილი გამოცემები – The Guardian და Corriere della Sera მას მსოფლიოს ათ საუკეთესო პიცერიას მიაკუთვნებენ. Pizzeria Bráz-ს სან პაულუში ოცწლიანი ისტორია და ფილიალ ე ბი აქვს, რომელთა შესახებ ინფორმაციას ნახავთ: https:// www.brazpizzaria.com/location pizzeria Braz თავის ვებგვერდზე რეკომენდაციებსაც იძლევა – კიდევ სად შეიძლება გემრიელ ი იტალიური კერძების მირ თმევა. ჰოდა იცნობდეთ: Bráz Trattoria – აქ დაგრჩ ებათ შთა ბეჭდილება, რომ იტალიელი ბებოს მომზადებულ კერძებს მიირთმევთ, Bráz Elettrica – იქ კი პიცას სამი სკოლის – სან პაულ უს, ნიუ იორკისა და ნეაპოლის სტილზე აცხობენ. Bráz Pizzeria https://www.brazpizzaria.com/ Bráz Trattoria https://www.braztrattoria.com/ Bráz Elettrica https://www.brazelettrica.com/ 98 VOYAGER 17/2019
D.O.M. არ ვიცი, როდის გეგმავთ ბრაზილიაში მოგზაურობას, მაგრამ თუ D.O.M.-ში ვახშმობა გსურთ, ჯობს, მანამ დაჯავშნოთ მაგიდა, სანამ ჟურნალის შემდეგ გვერდზე გადახვალთ, რადგან ლოდინი რამდენიმე თვეს მოგიწევთ. D.O.M. შეიქმნა მაშინ, როცა, ცოტა რამ თუ იყო ცნობილი ბრაზილიური გემოების შესახებ. „ბრაზილიური გასტრონომია განხორციელებადი ოცნებაა“, – ამბობს შეფ-მზარეული ალექს ატალა და გულისხმობს გზას, რომელიც რესტორანმა გაიარა. ესაა რეალობად ქცეული თამამი პროექტი, რომელმაც, საავტორო სამზარეულოს გზით, მანამდე უცნობი ბრაზილიური გასტრონომიული სახელები: ასაი, ჯამბუ, ტუკუპი და სხვა მთელ მსოფლიოში გაავრცელა. თითქოს, D.O.M.-ის შეფი ცდილობს, ბრაზილიის ყველაზე ავთენტური არომატები გადაარჩინოს და შეგვაყვაროს. 2006 წლიდან მოყოლებული, D.O.M.-ი საერთაშორისო ვარსკვლავია, ბრიტანულმა გამოცემა Restaurant-მა ის ზედიზედ სამჯერ ლათინური ამერიკის საუკეთესო რეს ტორნად დაასახელა. ალექს ატალას პროფესიული კარიერა ბელგიაში დაიწყო, შემდეგ საფრანგეთის ცნობილ რესტორნებში იმუშავა, საი დანაც მონპელიესა და მილანში გადაინაცვლა. დღეს ის თავის ფესვებზე მიჯაჭვული, მაგრამ მომავალზე ორიენტირებული შეფ-მზარეულია. სითამამითა და შორსმჭვრეტელობით ატა ლა სცდება გასტრონომიის ფარგლებს და სამოქალაქო პასუ ხისმგებლობის გადამდებ მაგალითს იძლევა – მცირე წარ
მოებებს აფასებს, აგულიანებს ახალგაზრდა, ადგილობრივ სპეციალისტებს და მათი პროდუქტის გამოყენებით, მხარს უჭერს მათ. რესტორნის ოფიცილურ საიტზე განთავსებული ბრაზილიის რუკა გურმანებს საშუალებას გაძლევთ, გაეცნოთ, რომელი რეგიონიდან რა პროდუქტით მარაგდება რესტორნის სამზა რეულო. აქვეა ადგილობრივი – ჩვენთვის ფრიად ეგზოტიკური და შთამბეჭდავი – ინგრედიენტების ჩამონათვალი, საიდანაც ერთ-ორი, მერწმუნეთ, გაგაოცებთ! http://domrestaurante.com.br/pt-br/home.html
BAR DA DONA ONÇA ბრაზილიური სამზარეულო
„კოპან“ – ესაა ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი სახლი სან პაულუში, რომელსაც ტალღის ფორმის მქონე ფასადი აქვს. მის ქვედა სართულზე კი რესტორანია, რომელსაც შეფ-მზარეული ჯანაინა რუედა უძღვება – ცნობილი თავისი სოციალური პროექტებითაც, არა მხოლოდ გასტრონომიით. ხმაურიან, არაფორმალურ სასადილოში ძირითადი აქცენტი კონტინენტური ბრაზილიის და 1950-იანი წლების კერძებზე კეთდება. დღის განსაკუთრებული შეთავაზება უზარმაზარ ვიტრინებსა და მენიუს დაფებზე წერია. ბევრი აქ დადის ბარის გამოც – დასალევად. https://bardadonaonca.com.br/
A CASA DO PORCO ბრაზილიური სამზარეულო
აქაა საუკეთესოდ მომზადებული ღორის ხორცი. თუ იკითხავთ, ზუსტად აღგიწერენ, რა გზას გადის ხორცი, სანამ თქვენ მოგართმევენ. რა პირობებში იზრდებიან ღორები, რით იკვებებიან, როგორ ამუშავებენ მათ ხორცს და ა. შ. – ყველა ნაბიჯი გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებულია. შეფმზარეული ჯეფერსონ რუედა თავისი ახალგაზრდობის გემო ების და არომატების ხელახალი გააზრებისას თანამედროვე მეთოდებს და კერძის სუფრაზე მიტანის შთამბეჭდავ მე თოდებს იყენებს. მყუდრო გარემო რესტორანსა და ბარშიც თანაბრად იგრძნობა. არ უნდა გამოტოვოთ კერძი Porco a San Zé, რომელიც სპეციალურ ბრაზილიურ შეშის ღუმელში – churrasqueira-ში 8 საათის განმავლობაში იწვება. https://acasadoporco.com.br/ 99 VOYAGER 17/2019
სან პაულუ რესტორნები
MANI სან პაულუს ერთ-ერთი ცნობილი უბნის, Jardins-ის ცენტრში მდებარე ამ რესტორანში ბრაზილიური საჭმელია – საავტორო, ორგანული და თანამედროვე. მათ ავტორზე, შეფ-მზარეულ ჰელენა რიცოზე, ამბობენ, რომ მზარეული მას შემდეგ გახდა, რაც აღმოაჩინა, რომ შეუძლია თავისი ოცნენები, მზრუნვე ლობა და მხატვრული ძალა ერთ თეფშზე გაანაწილოს. ტექნიკა, გამომგონებლობა, ტრადიციები... ბევრი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ არის რაღაც, რაც MANI-ს ყველა უპირატესობას აერთიანებს: ესაა ქორფა, სულ ახალთახალი ინგრედიენტების გამოყენება. აქ იციან, რომ არ არსებობს კარგი საჭმელი კარგი ინგრედიენტის გარეშე და არ არსებობს კარგი ინგრედიენტი კარგი მწარმოებლის გარეშე. ამიტომ თავინთი ერთგული მომწოდებლები ჰყავთ – ფერმერები, რომლებიც პროდუქტთან ერთად ცოდნას, გამოცდილებას, მსოფლმხედველობას გასცემენ.
COSÌ იტალიური სამზარეულო
საიდუმლო, რომელიც ამ რესტორნის წარმატების უკან იმალე ბა ტრადიციული, შინაური პასტა და საოჯახო რეცეპტებით შთაგონებული, თანამედროვე იერსახის კერძებია. ე. წ. „შეფ მზარეულის მაგიდა“ შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვინც კულინარიულ გამოცდილებას ეძებს. მენიუდან ორი რამ აუცილებლად უნდა გასინჯოთ: Uovo Mollet, რომელიც იცვლება სეზონიდან გამომდინარე და შესანიშნავი ტირამისუ Tradizionale. http://www.restaurantecosi.com.br/
მანი 2006 წლის 3 მარტს გაიხსნა. ახლაც, 13 წლის შემდეგაც, ის ერთგულად მიჰყვება თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს: სეზონურობისა და მცირე წარმოების, როგორც შთა გონების მუდმივი წყაროს, პატივისცემა. MANI უამრავ ჯილდოს ფლობს, დასახელებულია მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანს შორის, შეფ-მზარეული კი ხან ამერიკის საუკეთესო, ხანაც მსოფლიოს საუკეთესო შეფებს შორის სახელდება. რესტორანი ფლობს მიშლენის ვარსკვ ლავსაც. მენიუს წინასწარ შეგიძლიათ გაეცნოთ: http://manimanioca.com.br/gastronomia/
ANTONIETTA CUCINA იტალიური სამზარეულო
რესტორანი ადვილი მისაგნებია: Cemitério da Consolação – ქალაქის უძველესი სასაფლაოს მოპირდაპირედ მდებარე ეს მომხიბვლელი რესტორანი თანამედროვე დეკორით და აგურის კედლებით, იდეალურ ატმოსფეროს ქმნის რომან ტიკული ვახშმისთვის. სამზარეულო შთამბეჭდავია, მათ შორის შინაური პასტაც. http://antoniettasp.com.br/
ICI BISTRÔ ფრანგული სამზარეულო
ესაა ერთდროულად მომხიბვლელი და არაფორმალური სივრცე – ტრადიციული ფრანგული სამზარეულოს ნამდვილი ნავთსაყუდელი. ყველაფერი ისეა, თითქოს პარიზში ვიყოთ – კლასიკური სტეიკ ტარტარიცა და ტარტ-ტატენიც. http://www.icibistro.com.br/ 100 VOYAGER 17/2019
EL TRANVÍA _ SANTA CECILIA
KAN SUKE
ხორციანი კერძები, გრილი
იაპონური სამზარეულო
თუ მონტევიდეოში გასეირნება გსურთ, ოღონდ სან პაუ ლუდან გაუსვლელად, ეს რესტორანი უნდა მოინახულოთ. გარემო ისეთია, შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს, ურუგ ვაის დედაქალაქის ძველ უბანში ხართ. სამზარეულოდანაც შესაბამისი შთაბეჭდილების გასამძაფრებელი კერძები გამოაქვთ: კარტოფილის სუფლე და გრილზე შემწვარი ხორ ცი, რომლის გასინჯვის შემდეგ მიხვდებით, რატომ არიან ურუგვაელები ერთ სულ მოსახლეზე ხორცის გამოყენებით პირველ ადგილზე მსოფლიოში.
ეს მყუდრო რესტორანი იმდენად პატარაა, რომ თუ კარგად არ დააკვირდებით, შეიძლება გვერდიც კი აუქციოთ. მთავარი აქ სუშია და საშიმი. http://guide.michelin.com/br/en/sao-paulo-region/sao-paulo/ restaurant/kan-suke
აუცილებლად გასინჯეთ Postre Chajá – ტიპური სახლური დესერტი. http://www.eltranvia.com.br/
POBRE JUAN – HIGIENÓPOLIS
HUTO
ხორციანი კერძები, გრილი
იაპონური სამზარეულო
ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ გრილზე ხორცის მომზადება ადვილია. თუმცა, იდეალური შედეგი რომ მიიღოთ, ხორცი სწორად უნდა დაჭრათ, პროდუქტი უმაღლესი ხარისხის უნდა შეარჩიოთ და გრილის ტიპსაც გააჩნია. ეს კოლონიალური სტილის რესტორანი გთავაზობთ ტრადიციულ არგენტინულ სტარტერებს და ბუენოს აირესისთვის ტიპური ხორცის ფართო არჩევანს. რესტორნის მენიუში საკუთარი წარმოების ხორციცაა.
ამ პატარა რესტორანში უმაღლესი ხარისხის სამზარეუ ლოა. შეკვეთისას გირჩევენ, მიჰყვეთ შეფ-მზარეულის რჩე ვას და აირჩიოთ მენიუ omakase. ეს იაპონური სიტყვაა და ითარგმნება, როგორც – „ეს ჩვენ მოგვანდეთ“. თუ მართლაც მიენდობით, ყველა კერძს სიურპრიზად მოგართმევენ და ეს დაუსრულებლად გაგრძელდება, სანამ არ სთხოვთ სამზარეულოს, გაჩერდეს. ნამდვილი თავგადასავალი გემოებში!
http://www.pobrejuan.com.br/
http://www.hutorestaurante.com.br/
BARÚ MARISQUERÍA თევზი და ზღვის პროდუქტები
ამ პატარა რესტორანში გრილზე მომზადებულ თევზს და ზღვის პროდუქტებს მოგართმევენ – ბრაზილიური პლაჟებისთვის ეს დამახასიათებელია მაშინ, როცა ქალაქში გრილზე მომზა დებული ხორცი უფრო პოპულარულია. კოლუმბიელი შეფმზარეული ამაყობს თავისი ლათინოამერიკული ფესვებით და ეს ძალიან საინტერესო კულინარიულ მიგნებებში აისახება. http://www.barumarisqueria.com/ გაითვალისწინეთ: რესტორნების მიმოხილვა მიშლენის გზამკვლევის ბოლო, 2019 წლის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მომზადდა. თუმცა მაინც გირჩევთ, წასვლის წინ ინფორმაცია საიტზე გადაამოწმოთ; ყურადღება მიაქციეთ სამუშაო საათებს და დასვენების დღეებს; ზოგიერთი რესტორნი ჯავშანს არ ცნობს, სტუმრებს მოსვლის რიგითობით იღებს.
101 VOYAGER 17/2019
ლიტერატურა
ბრაზილიური ლიტერატურა ლე ვა ნ ბერ ძენ იშ ვილ ი
ბრაზილიურ ლიტერატურას სათავე დაედო კოლონიალურ ეპოქაში, როდესაც ბრაზილიაში აფრიკიდან ჩამოყვანილი შავკანიანი მონების დაუნდობელ ექსპლუატაციაზე დაფუძ ნებული მონათმფლობელური მეურნეობა მკვიდრდებოდა. ეს მეურნეობა მჭიდროდ უკავშირდებოდა მეტროპოლიის, პორტუგალიის სავაჭრო კაპიტალს და უპირველეს მიზნად ადგილობრივი ინდიელების ასიმილაციას ისახავდა. ამ საქმეში სისტემას სასულიერო მისიები ეხმარებოდნენ. ამ მძლავრ საეკლესიო გაერთიანებებს კოლონიზატორები რეალურ იდეოლოგიურ იარაღად განიხილავდნენ. პირველ ბრაზი ლიელ მწერლად და პოეტად სწორედ კანარის კუნძულებზე დაბადებულ იეზუიტ მისიონერს, ჟოზე დი ანშიეტას (1534-1597) მიიჩნევენ. მან მონაწილეობა მიიღო სან პაულუსა (1554 წლის 25 იანვარს) და რიო დე ჟანეიროს (1565 წლის 1 მარტს) და არსებაში. ბრაზილიის ინდიელების მოქცევისა და ქრისტი ანიზაციისათვის მეტსახელი _ „ბრაზილიის მოციქული“ მი იღო; კათოლიკურმა ეკლესიამ კი 2014 წელს იგი წმინდანად აღიარა. ანშიეტას დღე (9 ივნისი), 1965 წლიდან მოყოლებული, ბრაზილიაში ეროვნული დღესასწაულია. პირველი პოეტებიც, ბუნებრივია, მონათმფლობელთა წრე ებიდან იყვნენ. მათგან გამოირჩეოდ ა ბენტუ ტეიშეირ ა პინტუ (1545-1605), რომელსაც 1601 წელს გამოუც ია პოემ ა „პროსოპოპეია“; პოემა ქება-დიდებას აღუვლენდა პერნამ ბუკუს მაშინდელ გუბერნატორს. ამ პერიოდის ბრაზილიური ლიტერატურის სოციალური საყრდენი მსხვილი კოლონიალური მონათმფლობელი მემამულეებ ის გაბატონებული კლასი იყო. მიუხედავად ამისა, შაქრის ლერწმის პლანტაციებზე მონების განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობას, რომელიც საფ რთხეს უქმნიდა კოლონიალური მეურნეობის საფუძვლებ საც, ასევე, მემამულეთა თავნებობასა და იეზუიტების უსაქციელო ბას მიეძღვნა სატირიკოსი გრეგორიუ დე მატოსის (1636-1695) შემოქმედება. მე-18 საუკუნე, ისე როგორც მეტროპოლიაში, ბრაზილია შიც მრავალი ლიტერატურული აკადემიის დაარსებით აღი ნიშნა; მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 1763 წელს რიო დე ჟანეიროში დაარსებული Arcadia Ultramarina. ამ წრეების ლიტერატურული პროდუქცია ძირითადად არ ცდებოდა აკა დემიური სავარჯიშოების დონეს. მინას ჟერაის ის პროვინ ცია, სადაც სამთო წარმოება განვითარდა, გახდა იმ მოძრა ობის სათავე, რომელიც ქვეყნის პორტუგალიისგან დამოუ
კიდებლობას მიესწრაფოდა. ლიტერატურაში ეს მოძრაობა აისახა ეროვნული თემატიკის ძიებ ით. მოძრაობის გამოჩე ნილი წარმომადგენლები იყვნენ ლირიკოსები კლაუდიუ მანუელ და კოსტა (1729-1789), მანუელ ინასიუ და სილ ვა ალვარენგა (1749-1814) და ჟიოზ ე დი ალვარენგა პეიშოტუ (1744-1793). ეროვნული მოძრაობის ლიტერატურის მთავა რი წარმომადგენელი, სახალხო პოეტური სტიქიის ნიჭიე რი სტილიზატორი იყო აფრიკაში განდევნილი და იქ გარ დაცვლილი ტომას ანტონიუ გონზაგა (1744-1809). მოძრაობა აისახა ჟოზე ბაზილიუ და გამას შემოქმედებაზეც (1741-1795). ბრძოლა დამოუკ იდებლობისათვის განსაკუთრებით გაძ ლიერდა უცხოური კაპიტალის შემოდინების შემდეგ და 1822 წლის 7 სექტემბერს პორტუგალიისგან დამოუკიდებლობის მო პოვებით დასრულდა. ამ ბრძოლას სწორედ უცხოურ კაპიტალ თან დაკავშირებული ბრაზილიის მიწათმფლობელების ლი ბერალური წრეები ხელმძღვანელობდნენ (პორტ. esclarecido „განათლებულები“). პორტუგალიისგან ლიტერატურული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ბრაზილიურ რომანტიზმშიც კარგად ჩანს. ამ პე რიოდის ბრაზილიურ ლიტერატურაზე განსაკუთრებულ გავლენას ევროპული, კერძოდ, ფრანგული რომანტიზმი ახდენდა. ბრაზილიური რომანტიზმის ყველაზე ელვარე წარმომადგენე ლი იყო პოეტი დომინგოს ჟოზე გონსალვეს დე მაგალიაენსი (1811-1882); იგი იყო პოემების „Suspiros poéticos“ („პოეტური ოხვრანი“) და „Mysterios“ („მისტერიები“), ეპოსის, „Confederação dos Tamayos“ (ტამაიების, ინდიელი ტომების კონფედერა ცია) და ეროვნულ თემებზე დაწერილი ტრაგედიების ავტორი. რომანტიკოსთა შემოქმედებას გამოარჩევდა მეტყველი ენა და თავისებური პირობითობა; მაგალითად, ინდიელები ინტელი გენტების ენით მეტყველებდნენ, მაგრამ ბრაზილიური ბუნების აღწერა ბრწყინვალე იყო. ზოგიერთი პოეტის შემოქმედებაში ინდიელთა ცხოვრების სირთულეებიც აისახა, მაგრამ ეს იშვი ათი ლიტერატურული მოვლენა გახლდათ. ამ პერიოდის ლიტერატურის კიდევ ერთი დიდი წარმომადგე ნელია რომანისტი ჟოზე დე ალენკარი (1829-1877) და პოეტი გონსალვეს დიასი (1823-1864). რომანტიზმის მთავარ წარმო მადგენლად მაგალიაენსი რჩებოდა. 1836 წელს საფრანგეთში გამოქვეყნდა „ნიტეროი – რევისტა ბრაზილიენსი“ და რომან ტიკული ლექსების კრებული „პოეტური ოხვრ ანი და სევდის სიმღერები“, რომელმაც ამ პოეტს მსოფლიო სახელი მოუტ ანა.
102 VOYAGER 17/2019
ბრაზილიურ რომანტიზმში გამოიყოფა სამი მიმდინარეობა: 1) ნაციონალიზმი ანუ ინდეანიზმი, 2) „მსოფლიო სევდა“ და 3) „კონდორული“ პოეზია. პირველის წარმომადგენლები უმღეროდნენ ბუნებას, ისტორი ულ წარსულს, შუა საუკ უნეებს, ინდიელებს, რომლებიც მათთ ვის გმირული საწყისის სიმბოლოს წარმოადგენდნ ენ, სენტი მენტალიზმსა და რელიგიურ ობას. ამ მიმართულების ყველაზე გამოჩენილი ფიგურები გონსალვეს დე მაგალიაენსი და გონ სალვეს დიასი იყვნენ. მეორე, „ბაირონულად“ წოდებულ მიმართულებას ახასია თებდა ეგოცენტრიზმი, ნიჰილიზმი, პესიმიზმი და ეჭვი, ყმაწვილური ილუზიების მსხვრევა და დაღლილობა. ამ მიმარ თულების წარმომადგენელთათვის (ალვარიუს დი აზევედუ 1831-1852, ელეგიური პოეტი კაზიმირო დე აბრეუ 1837-1860, ჟუნკეირა ფრეირი 1832-1855 და ფაგუნდეს ვარელა 1841-1875) დამახასიათებელი იყო რეალობიდან გაქცევა, რაც ბავშვობის იდეალიზებული სახეებით, ყმაწვილი ქალებისა და სიკვ დილისადმი აღვლენილი სიმღერებით იყო გადმოცემული.
პირდაპირი ფრანგული გავლენით ჩამოყალიბდა ბრაზილიური პარნასიზმი. უდიდესი წარმომადგენელი იყო ოლავო ბილაკი (1865-1918), სონეტის დიდოსტატი, ესთეტი, სუბიექტური ლირიზმის, წარმართობის მოტივების, პატრიოტიზმისა და, განსაკუთრებით, ეროტიზმის დამფუძნებელი პოეტი. მალე ჩამოყალიბდა ბრაზილიური სიმბოლიზმიც; უდიდესი წარმო მადგენელი იყო კრუზე სოუზა (1863-1898), ღარიბი ჩინოვნიკი. ბრწყინვალე სტილისტი, რომლის პოემებსა და ნარკვევებში ბუნდოვან და გართულებულ პოეტურ სახეებში გამოიხატა ზანგების ამბოხებული განწყობები. სკეპტიკოსი და პესიმისტი მწერლის, მაშადუ დე ასისის (18391908) რომანებში აისახა ფსიქოლოგიზმი, რიო დე ჟანეიროს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცემისა და გახრწნის ნიმუშები. რიოს გარეუბნების წვრილ მოხელეთა ცხოვრება აისახა აფონსო ენრიკე დე ლიმა ბარეტოს რომანებში. ქრონოლოგიური თვალსაზრისით, პირველი ბრაზილიური რომანი იყო ტეიშეირა დი სოუზას „მებადურის შვილი“ (გამოქ ვეყნდა 1843 წელს), მაგრამ იგი ფორმითა და შინაარსით ნაკლული იყო და მან ვერ განსაზღვრა ბრაზილიური ლიტერატურის გენერალური ხაზი. ამიტომ პირველ ბრაზილიურ რომანად ითვლება ჟოაკიმ მანუელ დე მასედოს (18201882) რომანი „შავგვრემანი ქალი“, რომელიც 1844 წელს გამოქვეყნდა. რომანტიზმის ეპოქის პროზაიკოსებს შორის შეიძლება გამოიყოს ბერბანდუ გიმარაინში (1825-1884), ფრანკლინ ტავორუ (18421888), ჟოზე დე ალენკარა (1829-1877), მანუელ ანტონიო დე ალმეიდუ (1831-1861) და ალფრედო დ'ესკარანიოლა ტონე, ვიკონ დე ტონე. თეატრალურ დრამატურგიაში გამოირჩეოდნენ მარტინს პენა (1815-1848) და პაულო ეირო (1836-1871).
„კონდორული“ პოეზია, რომლის სიმბოლოდაც ახალგაზრ და რომანტიკოსებმა აირჩიეს ყველაზე ცნობილი სამხრეთამერიკული ფრინველი, კონდორი, ხასიათდებოდა სოციალური და თავისუფლებისმოყვარე ლირიკით, რომელშიც აისახა დონ პედრო მეორის მეფობის მეორე ნახევარში გაძლიერე ბული ბრძოლა. ამ მიმართულებას მიეკუთვნებოდნენ კასტრო ალვესი, ტობიას ბარეტო და სოუზანდრადე. მონების განთავისუფლებისთვის ბრძოლა აისახა ბრაზილიე ლი პოეტის ანტონიო დე კასტრო ალვესის (1847-1871) (პოემა „O navio negreiro“ — „მონათა ხომალდი“ და სხვ.), ორატორისა და ჟურნალისტის, ჟოზე დო პატროსინიოსა (1854-1905) და პო ეტისა და ორატორის, ლუის გამას (1830-1882) შემოქმედებაში (სხვათა შორის, ორივე მონაქალის შვილი იყო). მე-19 საუკუნის უკანასკნელი წლები აღინიშნა ზანგების განთავისუფლებით (1888) და მონარქიის დაცემით (1889). პუბლი ცისტიკაში რესპუბლიკური მოძრაობის წარმომადგენელი იყო სილვიო რომერო (1851-1914), რომელიც კათოლიკური ეკლესიისა და მონათმფლობელური მონარქიის კრიტიკით გამოდიოდა. ამ მიმართულებას ემხრობოდა კრიტიკოსი ტობიას ბარეტოც (1839-1889). ეს პერიოდი ბრაზილიურ ლიტერატურაში ხასიათდება რეა ლიზმისა და ნატურალიზმის გაბატონებით. ბრაზილიურ ლი ტერატურაში რეალიზმის მთავარი წარმომადგენელი იყო რომანისტი ალუზიუ აზევედუ (1857-1913). „სარიმგეიროსების“, დამონებული გლეხი ინდიელების სასტიკი ჩაგვრა აღწერილია მეამბოხე მწერლის, ეუკლიდის და კუნიას (1868-1909) შე მოქმედებაში. ქალაქის მცხოვრებთა გაღატაკება აისახა მა ტერიალისტური ტენდენციების პესიმისტი პოეტის, აუგუსტო დოს ანჟოსის (1884-1913) შემოქმედებაში.
1897 წელს დაფუძნდა ბრაზილიის ლიტერატურის აკადემია. მე-20 საუკუნის დასაწყისი აღინიშნა წინარე მოდერნიზმით ეუკლიდის და კუნიასა და ლიმა ბარეტოს შემოქმედებაში. ამ ეპოქას ახასიათებს სტილისტური ანტაგონიზმი, თუმცა ცალკე ლიტერატურული მიმართულება მაშინ არ ჩამოყალიბებულა. მიუხედავად ამისა, ძირითად წინარე მოდერნულ ნაწარმოებებ ში საერთო ნიშნების გამოყოფა მაინც შეიძლებოდა: ნოვატო რობა, რაც გამოიხატებოდა წარსული აკადემიური სტილისთ ვის უარის თქმაში; ბრაზილიური რეალობის კრიტიკა; რეგიონული პრობლემების გამოკვეთა; მარგინალური ტიპაჟები – ჩრდილო-აღმოსავლური სერტანების მკვიდრები, სოფლის მცხოვრებლები, მოსამსახურეები, მულატები. წინარე მოდერ ნისტი მწერლები ცდილობდნენ თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ასახვას, ერთმანეთს უახლოვებდნენ გამოგონილ ამბებსა და რეალობას. წინარე მოდერნიზმი იწყება ეუკლიდის დე კუნიას 1902 წელს გამოქვეყნებული დიდი შედევრით „სერტანები“ და გრას არა ნიას (1868-1931) იმავე წელს დასტამბული „ქანაანით“. ამ მიმარ თულების მწერლები იყვნენ ასევე მონტეირ ო ლობატო (18821948), აუგუსტო დოს ანჟოსი (1884-1914) და რაულ დე ლეონი (1895-1926). მათ თითქოსდა ხელახლა აღმოაჩინეს სინამდვი ლესთან ბევრად უფრო მიახლოებული ბრაზილია და გზა გაუკ ვალეს ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობას – მოდერნიზმს.
103 VOYAGER 17/2019
ლიტერატურა
მოდერნიზმის დამკვიდრებას ბრაზილიურ ლიტერატურაში წინ უძღოდა თანამედროვე ხელოვნების კვირეული სან პაულუში, რომელიც გაიმართა 1922 წლის 13-17 თებერვალს მუნიციპალურ თეატრში. ხელოვანთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვირეული მიზნად ისახავდა ბრაზილიური და ევროპული კულტურის დაახლოებას, თუმცა, ამავე დროს, არ ამცირებდა ბრაზილიური რეალობის მნიშვნელობას. ასე რომ, ბრაზილიური მოდერნიზმის დასაწყისად სწორედ 1922 წელი ითვლება. პირველ პერიოდში (1922-1930 წლები) ბრაზილიური მოდერ ნიზმი რადიკალური განწყობებით ხასიათდებოდა. სიახლითა და ორიგინალურობით გატაცება მასში შეერწყა ნაციონა ლიზმის ელვარე მანიფესტაციას. მწერალ-მოდერნისტებს შორის განსაკუთრებით გამოირ ჩეოდნენ მარიო დე ანდრადე (1893-1945), ოსვალდ დე ანდ რადე (1890-1954), მანუელ ბანდეირა (1886-1968), ანტონიო დე ალკანტარა მაშადო (1901-1935), კასიანო რიკარდო (1895-1974), გილერმო დე ალმეიდა (1890-1969), მენოტი დელ პიჩია (18921988) და პლინიო სალგადო (1901-1975). მოდერნიზმის მეორე პერიოდი (1930-1945) აღინიშნა ახალი სახელებით ბრაზილიურ პროზასა და პოეზიაში. პოეტებს შორის გამოიკვეთნენ კარლოს დრუმონს დე ანდრადე (1902-1987), სესილია მეირელესი (1901-1964), მურილო მენდესი (1901-1975), ჟორჟი დე ლიმა (1895-1953), ვინისიუს დე მორაესი (1913-1980) და აუგუსტო ფრედერიკო შმიდტი (1906-1965); პროზაიკოსებს შორის — ერიკუ რერისიმუ (1905-1975), გრასილიანო რამუსი (1892-1935), ჟორჟი ამადუ (1912-2001), ჟოზე ლინს დე რეგუ (1901-1957), მარკეს რებელო (1907-1973) და რაკელ დე კეიროსი (1910-2003). პოსტმოდერნიზმი ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი პოლიტი კურ-სოციალური მოვლენების ტალღაზე, რომელთაც ადგილი ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და ატომური ერის ჩამოყალიბების შემდეგ. მსოფლიომ ის იყო, დაიჯერა, რომ მშვიდობა შესაძლებელია და მაშინვე დაიწყო „ცივი ომი“. ბრაზილიური პროზა სულიერების ფსიქოლოგიური ძიებით დაინტერესდა, რაც აისახა კლარისა ლისპექტორის (1925-1977) შემოქმედებაში. რეგიონალიზმმა ახალი ჟღერადობა შეიძინა უდიდესი ბრა ზილიელი მწერლის, ჟუან გიმარაინს როზას (1908-1967) წიგ ნებში; ეს დიდი მწერალი ძალიან ფაქიზად აღწერდა სოფლის ტრადიციებს, გლეხების მეტყველების თავისებურებას, იკვ ლევდა ბრაზილიის ცენტრალური რაიონების ყაჩაღების ფსიქოლოგიას. მის რომანს, „დიდი სერტანები. ტროპები“ ხშირად ადარებენ ჯეიმს ჯოისის „ულისესა“ და ალფრედ დიობლინის „ბერლინ ალექსანდერპლაცს“; იგი შევიდა მსოფლიოს 66 მწერლის მიერ შედგენილ „მსოფლიოს ყველა დროის ას საუკეთესო წიგნში“ (ე. წ. „ნორვეგიული წიგნის კლუბის სია“).
ჟუან გიმარაინს როზა ითვლება ყველა დროის უდიდეს ბრაზილიელ მწერლად.
1945 წელს გამოჩნდა ახალგაზრდა პოეტთა პლეადა, რომელიც უარყოფდა ოციანი წლები მოდერნისტების ნოვატორობას, ფორმალურ თავისუფლებას, ირონიასა და სატირას. ისინი მხარს უჭერდნენ სერიოზულ, გაწონასწორებულ ლირიკას და იდეალად აცხადებდნენ სრულყოფილ პოეტურ ფორმებს. ამ ჯგუფში, რომელსაც ჯგუფი-45 ეწოდა, შედიოდნენ: ლედო ივო (1924-2012), პერიკლეს ეუჟენიო და სილვა რამოსი (1919-1992) და ჟეირ კამპოსი (1924-1999). ორმოციანი წლების ბოლოს გამოჩნდა კიდევ ერთი გამოჩენილი ბრაზილიელი პოეტი ჟოაო კაბრალ დე მელო ნეტო (1920-1999). მისი თანამედროვეები იყვნენ ფერეირა გულარი (1930-2016) და მაურო მოტა (19121984). 60-იანი და 70-იანი წლები აღინიშნა ავტორიტარიზმის კრი ტიკით, რასაც თან ახლდა უმკაცრესი ცენზურა. მიუხედავად ამისა, კულტურული ცხოვრება უაღრესად დატვირთული იყო. პოეზიაში გაიზარდა სოციალური თემატიკის როლი. ჟორჟი ამადუსა და ერიკო ვერისიმოს გარდა ამ დროს გამოირჩა მარიო პალმერიო (1916-1994, ბერნარდო ელისი, ანტონიო კალადო (1917-1997), ჟოზუე მონტელო (1917-2006), ჟოზე კანდიდო კარვალიო (1914-1989) და ჟოზე მაურო ვასკონსელოსა (1920-1984). თანამედროვე ბრაზილიური ლიტერატურა, ძირითადად, კონცენტრირებულია ქალაქის ცხოვრებასა და მის ყველა ას პექტზე: გაუცხოება, ძალადობა, პოლიტიკური საკითხები და მედიის კონტროლი. ისეთი მწერლები, როგორებიც არიან რუბენ ფონსეკა, სერჟიო სანტანა სამოცდაათიანი წლებიდან საფუძველს უყრიან ახალ ტენდენციებს ბრაზილიურ ლიტერატურაში.
პოეტები ფერეირა გულარი და მანოელ დე ბაროსი წარდგენილი იყვნენ ნობელის პრემიაზე. უახლოეს წლებში ბრაზილიაში დაწინაურდა ე. წ. „მარგინა ლური ლიტერატურა“, რომლის ავტორები არიან სერჟიო ვაზი და ფერესი. ბრაზილიური ლიტერატურის ზოგადი დახასიათებისთვის მნიშვ ნელოვანია, განვიხილოთ მისი უდიდესი წარმომადგენლის, ჟუან გიმარაინს როზას ბიოგრაფიისა და შემოქმედების ზოგიერთი ასპექტი. ჟუანი ექვსი შვილიდან უფროსი იყო. ბავშვობიდანვე დაინტე რესდა უცხო ენებით. შვიდი წლისამ ფრანგული ისწავლა. შემ დგომში, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფლობდა პორ ტუგალიურს, გერმანულს, ფრანგულს, ინგლისურს, ესპანურს, იტალიურს, ესპერანტოს, „ცოტა“ რუსულს და კითხულობდა: შვედურად, ჰოლანდიურ ად, ლათინურად და ბერძნულად, ეს მოდა რამდენიმე გერმანული დიალექტი; შეუსწავლია უნგრუ ლის, არაბულის, სანსკრიტის, ლიტვურის, პოლონურის, ტუპის, ივრიტის, იაპონურის, ჩეხურის, ფინურის, დანიურის გრამატიკა; ზედაპირულად შეუსწავლია სხვა ენებიც. მიაჩნდა, რომ უცხო ენების სულისა და მექანიზმის შესწავლა დაეხმარა მშობლიური ენის უფრო ღრმად გაგებაში. ამავე დროს, მწერალმა აღნიშნა, რომ ენებს, ძირითადად, „სიამოვნების, განცხრომისა და გარ თობისთვის“ სწავლობდა.
104 VOYAGER 17/2019
და რამდენიმე ადგილობრივი დიალექტი, რაც ამ წიგნის თარგმნას განსაკუთრებით ართულებს. რომანის სიუჟეტი გლეხ რიობალდოს ირგვლივ ვითარდება. ეს გმირი გვიყვება თავის ცხოვრებაზე – ესაა თხრობა იმაზე, როგორ იქცა გლეხი ყაჩაღად, როგორ შეიცვალა ბანდიტის ცხოვრება უზარმაზარ სერტანებში, როგორ გახდა ეს ცხოვრება სავსე ფათერაკებით, როგორ გამდიდრდა იგი რანჩოს მეპატრონეებთან ომით და რას ნიშნავს გადარჩენისთვის ბრძოლა ბრაზილიურ სერტანებში. ამავე დროს, ამ წიგნში მკითხველი, სრულიად მოულოდნელად, მთხრობელის თანამოსაუბრე ხდება და ხანდახან მას რთულ კითხვებსაც კი უსვამს. ერთი სიტყვით, ესაა შედევრი _ რომანი-პარადოქსი. ერთი მხრივ, იგი მოდერნისტულია, მეორე მხრივ კი – რეგიონალისტური, ანუ აღწერს ცხოვრებას ბრაზილიის ამა თუ იმ ადგილას და შორსაა ყოველგვარი ავანგარდისაგან. რომანში ავტორი ყველანაირად გაურბის კლიშეებს და ხშირად შოკში აგდებს მკითხველს, როგორც ეს ცხოვრებასაც ჩვევია. კლიშეებს გაურბის ყველაფერში: გრამატიკაში, ფრაზეოლოგიასა და თხრობის მანერაში. ეს უცნაური ავტორი ცდილობდა, ისეთი რამ შეექმნა, რასაც მკითხველი მანამდე არ შეხვედრია და თავის მკითხველს აიძულებდა, მისი ტექსტი ინტუიციის დონეზე აღექვა.
Guimarães Rosa _ Ilustração: Olavo Costa
ბავშვობაში საცხოვრებლად გადასულა ბებია-ბაბუასთან ბელუ ორიზონტიში, სადაც დაუმთავრებია დაწყებითი სკოლა. 1925 წელს, 16 წლის ასაკში მინას ჟერაისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. რამდენიმე ხანს ექიმად უმუშავია, სანამ არ გაეცნო სერტანებს (ბრაზილიური სტეპებია), რაც გახდა ბევრი მისი ნაწარმოების შთაგონების წყარო. შემდგომი ცხოვრების დიდი ნაწილი, როგორც სამხრეთ ამერიკის დიდი მწერლების ტრადიცია იყო, იმუშავა დიპლომატად ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. 1963 წელს ერთხმად აირჩიეს ბრაზილიის ლიტერატურულ აკადემიაში, მაგრამ ამ წინადადებას მხოლოდ 4 წლის შემდეგ დათანხმდა, მის საიდუმლოებით მოცულ გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე. სავარაუდოდ, გულის შეტევით გარ დაიცვალა თავისი დიპლომატიური და ლიტერატურული კარიერის პიკზე 59 წლის ასაკში. გიმარაინს როზა წერდა რომანებს, ნოველებსა და მოთხრობებს. მისმა შემოქმედებამ ახალი სიცოცხლე შესძინა მეოცე საუკუნის ბრაზილიურ ლიტერატურას. რომანმა „დიდი სერტანები. ტროპები“ (1956) ბრაზილიელ მწერალს მრავალი ნაციონალური პრემია და მსოფლიო სახელი მოუტანა. ლექსების კრებულმა „მაგმამ“ (1936) ბრაზილიის ლიტერატურული აკადემიის პრემია დაიმსახურა, მაგრამ ავტორის სიცოცხლეში იგი არ გამოქვეყნებულა. ჟუან გიმარაინს როზას მთავარი შედევრი სწორედ „დიდი სერტანები. ტროპებია“. ეს წიგნი გამოქვეყნებისთანავე იქცა ლეგენდად ჯერ ბრაზილიაში და შემდეგ მთელ მსოფლიოში. ძალიან საინტერესო და ძალიან საკამათო რომანია. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ეს არის ექვსასზე მეტ გვერდიანი ტექსტი, რომელიც არ არის დაყოფილი თავებად და რომელშიც უსასრულო თხრობა არც ერთ მომენტში არ წყდება. გამოყენებულია ავტორის მიერ მახვილგონივრულად მოფიქრებული უამრავი ნეოლოგიზმი
გინმარაინს როზა ლათინური ამერიკის ლიტერატურის სიამაყეა და მას ხშირად ახსენებენ ჯეიმს ჯოისისა და მარსელ პრუსტის გვერდით. მისი ლინგვისტური ინოვაციები სავსეა ლექსიკური ნასესხობებით როგორც თანამედროვე, ისე ანტიკური ენებიდან. საკუთარი, ფრიად ორიგინალური ნეოლოგიზმებისა და სინტაქსური ინვერსიების შექნით, სასაუბრო ენის ფართო გამოყენებით გიმარაინსის შემოქმედებამ უაღრესად ორიგინალური და განუმეორებელი ჟღერადობა შეიძინა.
ბრაზილიური ლიტერატურის ერთ-ერთმა ფრანგმა მკვლევარმა საკმაოდ სხარტად ჩამოაყალიბა სათქმელი: ჟუან გიმარაინს როზა და, საერთოდ, ბრაზილიური ლიტერატურის სული რომ გაიგო, ბრაზილიაში უნდა ჩახვიდე და რომელიმე პატარა ქალაქში ფეხბურთის მატჩს დაესწრო ისეთ გუნდებს შორის, რომლებშიც ევროპაში განსწავლულ მწვრთნელებს ჯერ კიდევ არ აუკრძალავთ ჯინგა და სადაც ტორსიდა მოულოდნელ საფეხბურთო ტრიუკს გატანილ გოლზე უფრო მეტი აღფრთოვანებით ხვდებაო.
105 VOYAGER 17/2019
ლიტერატურა
ბრაზილიური ენა QUEM CONTA UM CONTO, AUMENTA UM PONTO
Oi / Olá – გამარჯობა! Tchau – ნახვამდის!
! ჯობა ! ამარ გ ბისა – ო a Di შვიდ მ Bom ა ბა! დილ რჯო Dia – ა! გამა – e Bom ობის d Tar შვიდ მ ე Boa მ ა e–ღ Noit Boa
106 VOYAGER 17/2019
ი რ ა კ ლ ი ბერ იძე
„ყველა მთხრობელს ამბის თავისი ვერსია აქვსო“ - ბრაზილიური ხალხური გამოთქმა
ენა ცოცხალი ორგანიზმია და ისევე, როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმები, ენებიც იბადებიან, ვითარდებიან, ბერდებიან და კვდებიან. დღეს მსოფლიოში, დაახლოებით, 7000 „ცოცხალი და ჯანზე მყოფი“ ენაა, მაგრამ ასევე გვაქვს 900-მდე „მძიმედ ავადმყოფი ან მომაკვდავი“ ენა. დაღვინების და განვითარების ფაზაზე ენები ავლენენ ადაპ ტირების და ტრანსფორმაციის საოც არ უნარს. ანუ, წარმო შობის ადგილიდან ამა თუ იმ ენის „გადანერგვა და დამყნო ბა“ სხვა ტეროტორიაზე არ მისდევს ავტომატური კოპირების თუ კლონირების წესებს. პირიქით, ძველი ენა ახალ ნიადაგზე იწოვს ახალ ატმოსფეროს, გარემოს, ითვისებს ადგილობ რივ მახასიათებლებს, ისისხლხორცებს ყველაფერს, რა საც მშობლიურ მიწაზე მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა არ მიუღია. შედეგად, სახეზე გვაქვს სრულიად ახლებური ვა რიაც ია იმისა, რაც თავდაპირველად ჩამოვიდა ახალ სა ბინადროში. იგი ხშირად იმდენად განსხ ვავდება თავისი „დედა ენისგან“, რომ პრეტენზიასაც კი აცხადებს დამოუკიდებ ლობაზე. შედარებისთვის, ის ვაზი, რომელიც ჩვენს მიწაზე ჯადოსნური „ხვანჭკარის“ დასამზადებლად გამოიყენება, ოდესღაც ამერიკის კონტინენტიდან ჩამოტანილი ველური ჯიშის შთამომავალია, თუმცა მან იმდენად იცვალა სახე და მოერგო ჩვენს მიწა-წყალს, რომ მათ შორის მსგავსების დადგენა საქმეში ჩახედულ სპეციალისტებსაც უჭირთ. ასეა ენაშიც. რა თქმა უნდა, მკაცრი ლინგვისტური კატეგორიე ბით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკული ინგლისური, მაგალითად, ვერ ჩაითვლება დამოუკ იდებელ ნერგად ენების ბაღნარში. მეორე მხრივ, მისი ლექსიკა, გამოთქმა, გარკვეული გრამატიკული ფორმები იმდენად ინდივიდუალურია, რომ თამამად შეგვიძ ლია ვილაპარაკოთ „ამერიკული ენის“ შესახებ, ამ ცნების ძა ლიან ფართო და პირობითი გაგებით. იმავე ინგლისურის თემას თუ განვავრცობთ და გავიხსენებთ ენის ადაპტირების და უცხოს შესისხლხორცების უნარს, აღარ გაგვიკვირდება, რომ პრეისტორიულ პერიოდში, ანუ ბრექსი ტამდე, ბრიტანელი ევროპარლამენტარები ხუმრობდნ ენ კი დეც, სასწრაფოდ უნდა გამოიცეს ბრიუს ელური ინგლ ისურის განმარტებითი ლექსიკონიო. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ ბრაზილიაშ ი? დიახ, ბრაზი ლიის სახელმწიფო ენა არის პორტუგალიურ ი, მაგრამ რამდე ნად შესაძლებელია დამოუკიდებელი „ბრაზილიური ენის“ შე სახებ ლაპარაკი? მოდით, გადავხედოთ სამხრეთ ამერიკაში პორტუგალიურ ი (და არა მხოლოდ პორტუგალიური) ენის სა ოცარ თავგადასავალს. დღეს ბრაზილიის სახელით ცნობილი ტერიტორია პორტუ გალიის კოლონიად მას შემდეგ იქცა, რაც ზუსტად 1500 წელს ზღვაოსანმა და მოგზაურმა, პედრუ ალვარიშ კაბრალმა ამ მიწაზე ფეხი დაადგა და იგი თავისი ხელისუფლების სამფ ლობელოდ გამოაცხადა. 1815 წელს ბრაზილიას მიენიჭა სა მეფოს სტატუსი, როცა შეიქმნა პორტუგალიის, ბრაზილიის და ალგარვეს გაერთიანებული სამეფო – თურმე, ასეთი „გა ერთიანებული სამეფოც“ გვქონია ისტორიაში. სრული დამო
უკიდებლობა კი ქვეყანამ მოიპოვა 1822 წელს, როცა მსოფ ლიო რუკაზე გაჩნდა ბრაზილიის იმპერია. დღეს ბრაზილია ფედერაციული რესპუბლიკაა, რომელიც 26 შტატისა და 5564 მუნიციპალიტეტისგან შედგება. ბრაზილიის ტერიტორიულმა სიახლოვემ სხვადასხვ ა სამხ რეთამერიკულ სახელმწიფოსთან, პორტუგალიის კოლონი ის ხანგრძლივმა სტატუსმა და საუკ უნეების განმავლობაში უწყვეტმა მიგრაციამ დიდად განაპირობეს ქვეყნის კულტურული, ეთნიკური და, რაც ჩვენთვის ყველაზე საინტე რესოა, ლინგვისტური მრავალფეროვნება. მართალია, პორტუგალიური წარმოადგენს ბრაზილიის ოფიციალ ურ ენას, რომელზეც მოსახლეობის 99% ლაპარაკობს, ეროვნუ ლი ლექსიკონი სხვა ადგილობრივი თუ უცხო ენიდან ნასესხებ სიტყვებსაც მოიცავს. მე-16 საუკუნეში ევროპიდან ბრაზილიაში „ექსპორტირების“ შემდეგ პორტუგალიურმა ენამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა როგორც შინ, ისე კოლონიებში. მართალია, ოკეანის ორივე მხარეს დამკვიდრდა ერთიანი მართლწერის სტან დარტები, მაგრამ გამოთქმა, სიტყვათა მარაგი და მათი მნიშვ ნელობა იმდენად დაშორდა ერთმანეთს, რომ დღეს რიგით ბრაზილიელს ხშირად ესპანურენოვანი ლათინოამერიკელების უკეთ ესმის, ვიდრე _ პორტუგალიელების.
პირველი რჩევა ბრაზილიაში მოგზაურობის მსურველთათვის: კარგად დაიმახსოვრეთ სიტყვა TCHAU (გამოითქმის „ჩაუ“), ანუ „ნახვამდის“, იტალიურიდან ნასესხები სიტყვა, რომელსაც ბრაზილიელები მარჯვნივ და მარცხნივ ისვრიან. თავად ბრაზილიაში პორტუგალიური დიალ ექტები არ ფიქსირ დება. არსებობს მხოლოდ რეგიონული ვარიაც იებ ი გამოთქმის, ლექსიკური მარაგის, საკუთარი სახელების და ნაცვალსახელე ბის ბრუნების და ზმნების უღლების თვალსაზრისით. თითქოს საგრძნობ განსხ ვავებებთან გვაქვს საქმე, მაგრამ აქ ენობრივ ერთგვაროვნებას უზრუნველყოფს ცენტრალური ტელევიზია, თავისი სტანდარტული მეტყველებით, რომელსაც ქვეყნის მო სახლეობის უდიდესი ნაწილი უყურებს. რაც შეეხება წერილობით ბრაზილიურ პორტუგალიურს, აქ ხშირად ხდება მართლწერის და მახვილების დასმის წესების გადახალისება გამარტივების მიზნით – წერილობითი მნიშვნ ე ლოვნად განსხ ვავდება ზეპირი ენისგან, ასევე, გამოირჩევა ხში რად უსარგებლო სირთულით, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი სიტყვაკაზმული და თავანკარა ტექსტ ების შექმნის უნა რით ვერ დაიკვეხნის.
107 VOYAGER 17/2019
Gringo / Gringa
ასე ეძახიან ბრაზილიელები უცხოელებს. არ არის შეურაცხყოფა.
ლიტერატურა
გვერდითი მოვლენები
... Meu nome é
ბრაზილიური პორტუგალიურის ჩამოყალიბებაზე ასევე მნიშვ ნელოვანი „გვერდითი“ გავლენა იქონიეს ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის, აფრიკის კონტინენტიდან ჩამოყ ვანილი მონების და აწ თავისუფალი მოქალაქეების ენებმა და დიალექტებმა.
... ჩემი სახელია
მართალია, 1757 წელს ტუპი-გუარანის ოჯახის ენები სამეფო ბრძანებით აიკრძალა ბრაზილიაში, მაგრამ აკრძალვამდე და მისი გაუქმების შემდეგ ბევრმა „ძირძველმა“ სიტყვამ დაიმკვიდრა ადგილი პორტუგალიურში, განსაკუთრებით ფლორისა და ფაუნის აღმნიშვნელ ტერმინოლოგიაში: Abacaxi („აბიხაქსი“), ანუ ჩვენში „ანანასს“ რომ ვუწოდებთ, ის;
Tudo bem?
Mandioca („მანდიოკა“), ანუ მანიოკის ფქვილი;
როგორ მიდის საქმეები?
Caju („კაჟუ“), ანუ იგივე აკაჟუ და კიდევ ბევრი სხვა.
მორიგი რჩევა ბრაზილიაში მოგზაურობის მსურველთათვის: თუკი წყალში პირანიას დაინახავთ, თამამად შეგიძლიათ შეიცხადოთ: „პირანია!“ პირანია! ამ უმტაცებლესი მომცრო თევზის აღმნიშვნელმა სიტყვამ ჩვენთან ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ენიდან შემოაღწია, სწორედ პორტუგალიურის გავლით. რაც შეეხება აფრიკულ წვლილს ბრაზილიური პორტუგალი ურის განვითარებაში, აქ ლომის წილი მიუძღვის იარუბას – ენას, რომელზეც ლაპარაკობდნენ ნიგერიიდან ჩაყვანილი მონები. სხვათა შორის, ამ ენიდან ბევრმა სიტყვამ ევრო პულ ენებშიც გაჟონა. შორს რომ არ წავიდეთ, უკვდავი ბრაზილიური ცეკვის სახელი – „სამბა“ (ისევე, როგორც თავად ცეკვა) სწორედ იარუბადან მოდის.
brigada Obrigado / O ო მადლ ბა!
ამ ბრაზილიური ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში თავისი წვლილი შეაქვთ მიგრანტებს აზიიდან, განსაკუთრებით სან-პაულუს მეგაპოლისში, სადაც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან იაპონური, ჩინური და კორეული სათვისტომოები. გარდა ამისა, ბრაზილიის ლინგვისტურ ყანაში კვლავაც თავდაუზოგავად შრომობენ გერმანელთა, იტალიელთა, ესპანელ თა, სხვადასხვა ჯურის აღმოსავლეთ და ჩრდილოევრო პელთა შთამომავლები, რომლებიც ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობას, წინაპართა მეტყველებიდან გადმოიტანონ სიტყვები და ფრაზები დღეს მათთვის მშობლიურ ენად ქცეულ ბრაზილიურ პორტუგალიურში. კიდევ ერთი რჩევა ბრაზილიაში მოგზაურობის მსურველთათ ვის: სიტყვების განსხვავებული მნიშვნელობით გამოყენებამ ოკეანის აქით და იქით მხარეს უხერხულ მდგომარეობაშიც კი შეიძლება ჩაგაყენოთ. სიტყვა propina („პროპინა“) პორტუგალიაში სწავლის გა დასახადს ნიშნავს, მაგრამ ბრაზილიაში მას სულ სხვა, ერთობ კრიმინალური ელფერი აქვს – „ქრთამი“. სიტყვა bicha („ბიშა“) პორტუგალიაში უწყინარ „რიგს“ ნიშნავს, ანუ მაღაზიაში რომ შეიძლება დადგეს, იმ რიგს, ხოლო ბრა ზილიაში იგი ჰომოსექსუალთა დამამცირებელი ტერმინია. ასე რომ, ფრთხილად უნდა შევარჩიოთ სიტყვები.
ფანჯარა უკან ევროპისკენ ერთადერთი შემთხვევა, როცა ბრაზილიურმა პორტუგალიურმა „პირი იბრუნა“ „ბებერი ევროპისკენ“ და, თითქოს, უძღები შვი ლივით სცადა „პორტუგალიური პორტუგალიურის“ ფესვებთან დაბრუნება, დაფიქსირდა 1808 წელს. ნაპოლეონის მიერ პორტუგალიის დაპყრობის შემდეგ, მეფე ჟუანი იძულებული გახდა, ამალასთან ერთად გადახვეწილიყო ბრაზილიაში. რა თქმა უნდა, 13 წლის განმავლობაში მისი უდი დებულესობის და პორტუგალიური არისტოკრატიის ყოფნამ ქვეყანაში თავისი გავლენა მოახდინა ადგილობრივი მეტყვე ლების ფორმირებაზე. 108 VOYAGER 17/2019
ჩაუ! მაშ, რა ვურჩიოთ ბრაზილიაში მოგზაურობის მსურველებს? ჩვენი აზრით, პორტუგალიურის მცოდნეთაც კი არ აწყენთ ბრაზილიური პორტუგალიურის ლექსიკონების დათვალიერება, რაც უხვადაა ინტერნეტში (www.amazon. com/slp/brazilian-portuguese-dictionary-and-phrases/5rdjxe5hjyfn8gq); ასევე, ქვეყნის აეროპორტებსა და სუვენირე ბისა და წიგნების მაღაზიებში. სხვათა შორის, ბრაზილიაში მოქმედებს პორტუგალიუ რი ენის მუზეუმ ი, რომელიც „მძაფრი და მკვეთრი ბრაზი ლიური ტონებით გაჯერებული პორტუგალიურის მუზეუმ ი“ უფროა. მართალია, 2015 წლის ხანძრის შედეგად მუზეუმ ი და მისი ექსპონატები მნიშვნელოვნად დაზარალდა, ამიტომ დროე ბით დაკეტილია და დამთვალიერებელს 2019 წლის ბოლო დან ელის.
პორტუგალიური ენის მუზეუმი 2006 წელს გახსნილი ეს დაწესებულება პორტუგალიური ენის მრავალფეროვნების წარმოჩენას ემსახურება. ლოკაციაც ამ მიზნიდან გამომდინარე შეარჩიეს – მუზეუმი მდებარეობს სან პაულუს სადგურის შენობაში – იქ, სადაც ყოველდღიურად ასო ბით ემიგრანტი ჩადიოდა და დღემდე ყველაზე ჭრელ, მულტი-ეთნიკური თავშეყრის ადგილსა და სხვადასხვ ა კულტურის, სოციალური კლასისა და ენობრივი აქცენტის გზაჯვარედინს წარმოადგენს. ხანძრის გამო დაზიანებული შენობა, ჯერჯერო ბით, კვლავაც დახურულია. ვებგვერდზე კი ასეთი მოსწრებული ფრაზა უდევთ: „მუზეუმი ხელახლა შენდება, თუმცა,
სინამდვილეში, ჩვენი ენაა ის, რაც მუდმივად შენებისა და განახლების პროცესშია“. Praca da Luz | Estação da Luz, Sao Paulo, Brazil. http://museudalinguaportuguesa.org.br/en/
109 VOYAGER 17/2019
მუსიკა
ტ
როპიკალია
მუსიკალური კანიბალიზმით მოპოვებული თავისუფლება კა ხ ა თოლ ორდ ა ვა როდესაც 2003 წელს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ კულტურის მინისტრად დანიშნა ჟილბერტუ ჟილი, ბრაზილიური პოპულარული მუსიკის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახე, მან (ლულა და სილვამ) განაცხადა, რომ ის „ტროპიკალისტია“ და სწორედ ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ის, რომ ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟილთან მიმართებაში „ტროპიკალია“ ახსენა, ტერმინი, რომელიც გასული საუკუნის სამოციანი წლების მეორე ნახევარში მთელ მსოფლიოს პირზე ეკერა, ბრაზილიაში არავის გაკვირვებია, ეს ლამის გარდაუვალი იყო, მაგრამ ბევრმა იმ ადამიანის სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება, რომელიც გასული საუკუნის სამოციანი წლების დასაწყისში ბრაზილიის ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ საოცრად ეფექტური კულტურული რევოლუციის ლიდერი იყო, ეს დანიშვნა „უკუღმართ და ელიტისტურ“ გადაწყვეტილებად შერაცხა. მათ შორის იყვნენ ნაციონალისტური და სამხედრო ძალები, რომლებიც ჟილბერტუ ჟილსა და კაეტანო ველოზუს – ტროპიკალიას ორ ყველაზე სახელგანთქმულ ლიდერს – იმ მოვლენებიდან 40
წლის შემდეგაც კი პროვოკაციულ პერსონაჟებად მიიჩნევდნენ; ადამიანებად, რომლებმაც ბრაზილიის თანამედროვე ისტო რიაში „ყველაზე დიდი სირცხვილი აჭამეს“ სამხედროებსა და „ეროვნული კულტურის სისუფთავეზე მზრუნველ“ ძალებს და სამუდამოდ შეცვალეს ქვეყნის კულტურული იდიომი კონტრკულტურული, სხვა ქვეყნების მუსიკალური გავლენებით „გაჭუჭყიანებული“ მ უ ს ი კ ი ს მეშვეობით. მთელი ეს აურზაური დაიწყო მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში, ბრაზილიელი ნაციონალისტი ინტელექტუალების გარკვეულმა ნაწილმა ბრაზილიის იმიჯის გასამყარებლად ქვეყნის იდენტობის გამომხატველი „კარგი“ ხელოვნების განცალკევება დაიწყეს „ცუდი,“ ადგილობრივ ფესვებს მოკლებული ხელოვნებისგან. რა თქმა უნდა, ბრაზილიურ მუსიკას, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და მრავალფეროვან ფენომენს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. „ბრაზილიური მუსიკა _ ესაა ყველაზე დახვეწილი, ყველაზე ეროვნული და ყველაზე მძლავრი რამ, რაც ჩვენ რასას
110 VOYAGER 17/2019
ოდესმე შეუქმნია“, _ წერდა მარიო დი ანდრადე, პოეტი, მუსიკათმცოდნე, ხელოვნების ისტორიკოსი, კრიტიკოსი, ბრა ზილიული მოდერნიზმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ეთნომუსიკოლოგიის პიონერი. სწორედ მან ჩამოაყალიბა მყარი თეორიული თეზისები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეენარჩუნებინა ბრაზილიურ მუსიკას ეროვნულობა. მისი აზრით, ერთადერთი ამოსავალი წერტილი და საყრდენი ყველა ბრაზილიელი კომპოზიტორისათვის უნდა ყოფილიყო ფოლკლორი და ხალხური მუსიკა (რომელიც, სხვათა შორის, ჰიბრიდული მოვლენა იყო – ადგილობრივი მაცხოვრებლების, პორტუგალიელ-ესპანელი კოლონისტებისა და აფრიკიდან შემოყვანილი მონების მიერ „მოზელილი“ აკუსტიკური ნაზავი). ანდრადესა და მისი თანამოაზრეებისათვის მხოლოდ ფოლკლორული მუსიკა იყო ავთენტური და ჭეშმარიტად ბრაზილიური სულის მატარებელი, ს ა მ ბ ა კი დამამშვენებელი გვირგვინი. ანდრადეს და მისი გუნდის იდეები ლამის მთელმა ბრაზილიამ აიტაცა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ, როდესაც 1930-იანების ბოლოს, წარმოშობით იტალიელმა ბრაზილიელმა კომპოზიტორმა რადამეს გნატალიმ სიმებიან ორკესტრს მოარგო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, სამბას რიტმებზე აწყობილი ბრაზილიური სიმღერა „Aquarela do Brasil“ („ბრაზილიური აკვარელი“), ხალხი აჯანყდა. კომპოზიტორმა მეორე დღესვე მიიღო ათასობით საპროტესტო წერილი და „მაგრა მოხვდა“ მუსიკალური კრიტიკოსებისგანაც. მეტიც, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთხელ, დიდ ბრაზილიელ კომპოზიტორ ეიტორ ვილა ლობოსს ასეთი რამეც კი წამოსცდა: „ის უცხოელები, რომელთაც სამბა არ უყვართ, ქვეყნიდან უნდა იყვნენ გაძევებულნი“. საერთოდ, როგორც ამას ბრაზილიური კულტურის მკვლე ვარები ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, ბრაზილიელებს ყო ველთვის ეშინოდათ უცხო კულტურული ინტერვენციის, მაგრამ ადგილობრივი მუსიკის ავთენტურობის შენარჩუნები სათვის მებრძოლ ადამიანებს ერთი მნიშვნელოვანი რამ ავიწყდებოდათ; კერძოდ კი, ის, რომ ი დ ე ნ ტ უ რ ო ბ ა პროცესია
და არა, როგორც ამას ერთ-ერთი მკვლევარი აღნიშნავდა, _ „გაქვავებული მოცემულობა“. მრავალეთნიკური, მუსიკაზე სრულიად შეშლილი ერი ვერც უმკლავდებოდა ახალ ტექნოლოგიებს – რადიოსა და ტელე ვიზიას „შემოყოლილ“ მუსიკას და ვერც უცხოელი არტისტების ბრაზილიის ქალაქებში გასტროლებს უხერხებდა რამეს. ჯაზი, ბლუზი და ამერიკული მუსიკის სხვა ჟანრები ნელ-ნელა იკიდებდნენ ფეხს ბრაზილიურ მუსიკალურ კულტურაში, ხოლო ბრაზილიური რადიოარხები, მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, ვერა და ვერ უძლებდნენ „ცდუნებას“ და სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობდნენ იმ მუსიკას, რომელსაც თავადვე ეწინააღმდეგებოდნენ. მერე კი მოხდა სამი მნიშვნელოვანი რამ:
პირველი: ბოსა-ნოვა, ჯაზსგადაყრილი, ინტერნაციონალიზებული სამბა დაიბადა ორმოცდაათიანებში; მეორე: იმავე ათწლეულის ბოლოს როკ ენდ როლი შეიჭრა ბრაზილიაში; და მესამე: პოლიტიკოსები და სახელმწიფო ჩაერივნენ იმ დებატებში, რომლებიც, წესით და რიგით, ესთეტიკის საზღვრებს არ უნდა გასცდენოდა. ბოსა-ნოვამ ყველაფერი ყირამალა დააყენა. მან სრულიად სხვაგვარად ააჟღერა ბრაზილიური პოპულარული მუსიკა, ანუ „მუზიკა პოპულარ ბრაზილეირა“ _ როგორც მას ბრაზილი ელები უწოდებდნენ. 111 VOYAGER 17/2019
მუსიკა
„ბოსა-ნოვა ჩვენი პროტესტის საუნდთრეკი იყო ორმოცდა ათიანების ბოლოს,“ _ თქვა კაეტანო ველოზუმ. ჟუან ჟილბერტუ, ანტონიუ კარლოს ჟობიმი, ჟორჟე ბენი და „ბოსას“ სხვა მუსიკოსები, ნაციონალისტების მხრიდან მძაფრი კრიტიკის მიუხედავად, ახალგაზრდობის გმირებად იქცნენ. „ბოსამ“ სხვანაირად „მოღუნა“ სამბა არანჟირების, რიტმის, ჰარმონიის და, რაც მთავარია, თემატური თვალსაზრისითაც. ის კარგად მოერგო მზარდ საპროტესტო განწყობასაც და მისი მეშვეობით პოპულარული მუსიკა ბრაზილიაში უფრო მძაფრად პოლიტიზებული გახდა. თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო, რომ „ბოსა“ სულ მალე ბრაზილიური მუსიკის სიწმინდით შეპყრობილმა ადამიანებმაც მშვენივრად მოირგეს და მისი
მეშვეობით პოპულისტური დიდაქტიკაც კი გააჩაღეს როკ ენდ როლის წინააღმდეგ, რომელსაც ბრაზილიელები „იე-იე-იე“-ს უწოდებდნენ. ეს ძვრები ათწლეულების განმავლობაში აწეწილ-დაწეწილი პოლიტიკური ცხოვრების ფონზე ვითარდებოდა, რაც 1964 წლის პუტჩით დასრულდა. ამ პერიოდის ბრაზილია მუსიკაში ინსტიტუციური ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია. დიქტატორულ რეჟიმს (რომელიც ოც წელიწადს გრძელდებოდა) მიაჩნდა, რომ მუსიკას მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა ჰქონდა და შეეძლო მასებში ეროვნული სულიც გაეღვიძებინა.
112 VOYAGER 17/2019
ასე დაიწყო მუსიკის ავთენტურად და არაავთენტურად გადახარისხების ახალი ტალღა, მაგრამ იმ დროისათვის ბრაზილიაში უკვე არსებობდნენ ძლერი და მობილიზებული კონტრ-კულტურული ძალები. სწორედ მათ შეიტანეს ყველაზე ძლიერი პოლემიკური მუხტი ახლად აგორებულ დავაში. მათ მოინდომეს მუსიკალური და კულტურული გარემო შეერყიათ. მოინდომეს, დარჩენილიყვნენ ბრაზილიელებად, მაგრამ ამავე დროს ყოფილიყვნენ გლობალურები ქვეყანაში, სადაც ყველაზე პოპულარული სლოგანი ასე ჟღერდა: „ბრაზილია _ შეიყვარე, ან დატოვე ის!“ ასე გაჩნდა მოვლენა, რაც დღეს ტროპიკალიას სახელწოდე ბითაა ცნობილი. ეს ტერმინი ვიზუალურ არტისტს, ელიო ოიტისიკას ეკუთვნის. ასე დაარქვა მან თავის ერთ-ერთ ინსტალაციას, შემდეგ კი სახელი აიტაცა მოძრაობამ, რომელშიც რეჟისორები, მსახიობები, კომპოზიტორები, პოეტები, მწერლები, კრიტიკოსები შედიოდნენ, მაგრამ ტროპიკალია, როგორც მოვლენა, მაინც წმინდა წყლის მუსიკალურ მოვლენად დარჩა.
„ჩვენ უნდა გავქცეოდით ჩვენთვის ნაცნობ ბრაზილიას და ნაციონალისტების მიერ თავს მოხვეულ კულტურულ იზოლაციას, – ამბობდა ველოზუ, – ტროპიკალია მცდელობაა, შექმნას ყველა მუსიკალური ელემენტისგან შემდგარი კომბინაცია და უნივერსალური ამ გზით გახდეს. მასში ყველაფერია, „ბითლზები“ და ჯიმი ჰენდრიქსი, ბრაზილიური „შორო,“ ნოელ როზა, ფოლკი და დანარჩენი მსოფლიოს მუსიკა“. კულტურულ დიალოგზე დაფუძნებული და ბგერაში გამო კვეთილი ეს „კულტურული კანიბალიზმი“ ძალიან მძლავ რი მუხტი აღმოჩნდა ახალგაზრდებისათვის, მაგრამ თავისი ბუნებით ის არ იყო ანტი-პოლიტიკური, ან ანტი-სახელმ წიფოებრივი, როგორც ეს შეიძლება ბევრს ეგონოს (მიუხედა ვად იმისა, რომ ტროპიკალიას ორი ლიდერი, კაეტანო ველოზუ და ჟილბერტუ ჟილი ციხეში 1960-იანების ბოლოს ცოტა ხნით მაინც მოხვდნენ). ტროპიკალია იყო პროვოკაციული და ძალიან ბევრისთვის სწორედ ამიტომაც გახლდათ საშიში. ტროპიკალიას „აკუსტიკური ფრთის“ ძირითადი სახეები _ ჟილბერტუ ჟილი, გალ კოსტა, ტომ ზე, კაეტანო ველოზუ და ფსიქოდელიური ბენდის, _ „ოს მუტანჩის“ წევრები ზოგჯერ იმდენად პროვოკაციულები იყვნენ, რომ მათი გაგება მათსავე მხარდამჭერ სტუდენტებსაც უჭირდათ. ზოგ-ზოგებს ისიც კი ეგონათ, რომ ამერიკული პოპ-კულტურის ელემენტების ბრაზილიურ მუსიკაში „შემოგდება“ ქვეყანაში ამერიკული იმპერიალიზმის შემოყვანას უდრიდა. ელექტროგიტარებმა, ჭყეტელა ტანსაცმელმა, გაწეწილმა გრძელმა თმებმა, აბორგებულმა პოეზიამ, ხაზგასმულმა ცუდ მა გემოვნებამ, ტრადიციული ბრაზილიური და დაბალი ფე ნების მუსიკის ნაზავმა, კიჩმა, ტანგომ, ავანგარდმა და როკ ენდ როლმა, რაც ტროპიკალიის ძირითადი არსენალი იყო, „ტექნიქოლორის“ სიხასხასე შესძინა იმ პერიოდის ბრაზილი
Caetano Veloso e Gilberto Gil ურ პოპულარულ მუსიკას, მისი მეშვეობით პირველად ჩახედა თვალებში ბრაზილიურ საზოგადოებას და საკმაოდ აც შეაშინა ის. მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ ტროპიკალიას არ შეუქმნია ახალი მუსიკალური სტილი, ან ჟანრი. ის შეიძლება გავიგოთ, როგორც ბრაზილიურ პოპულარულ მუსიკაში არსებული ტრა დიციის გადახედვის, მისი რე-არტიკულირების მცდელობა. ტროპიკალისტებმა მოხსნ ეს დაპირისპირება ე.წ. ელიტარულ („მუზიკა ერუდიტა“) და პოპულარულ ჟანრებს შორის, შესაბა მისად, გააუქმეს ქიშპი მაღალსა და დაბალს, ტრადიციულსა და თანამედროვეს, ეროვნულსა და გლობალურს შორის და, კაე ტანო ველოზუს სიტყვებით, მუსიკა „უპასპორტო მოგზაურობა ში“ გაუშვეს მსოფლიოს გარშემო. თუმცა, ეს მერე მოხდა. მანამდე კი, 1967 წლის მუსიკალურ ფეს ტივალზე, სადაც ველოზუმ და ჟილმა შეასრულეს თავიანთი სიმღერა-მანიფესტები, Alegria, Alegria („სიხარული, სიხარუ ლი“) და Domingo no Parque („კვირადღე პარკში“) _ თითქოს, ხელის კამერით გადაღებული „სინემა ვერიტე“, ვიდრე უბრა ლო პოპ-სიმღერები (გაჯერებული კოსმოსური ხომალდების, კოკა-კოლას, პარტიზანების, კარდინალების, პრეზიდენტების, კოცნის, ქალის ლამაზი ფეხების, ბომბების და ბრიჯიტ ბარდოს ხატებით), ჯერ კიდევ ცოტას თუ ეგონა, რომ ეს ორი სიმღერა საბოლოოდ შეცვლიდა ბრაზილიური პოპულარული მუსიკის სახეს. „რატომაც არა! რატომაც არა!“ _ აყოლებდნენ მსმენელები ხმას ველოზუს სიმღერის ქალაქში მოხეტიალ ე პერსონაჟს და თითოეული ეს ხმა იმ ახალი ბრაზილიის სახე იყო, რომლისკე ნაც ასე მიილტვოდნენ ტროპიკალისტები. ამ ცვლილების გან სახორციელებლად, დიქტატორული რეჟიმის პირობებში, მათ მხოლოდ ერთი წელი დასჭირდათ. ის ყველაზე ხანმოკლე რე ვოლუცია აღმოჩნდა მსოფლიო თანამედროვე პოპულარული მუსიკის ისტორიაში.
რას მოვუსმინოთ: 1. Various artists-Tropicalia ou Panis et Circencis. 2. Caetano Veloso (Tropicalia) _ Caetano Veloso. 3. Gilberto Gil _ Gilberto Gil.
113 VOYAGER 17/2019
სპორტი
ბრაზილიის ისტორიის ყველაზე საბედისწერო დღე
114 VOYAGER 17/2019
ლე ვა ნ ბერ ძენ იშ ვილ ი
როგორც ცნობილია, ბრაზილია ფრიად და ფრიად სპეციფიკური საფეხბურთო ქვეყანაა. მარტო ისიც არაა საქმე, რომ ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები, ადგილობრივები „სელესაოს“ რომ უწოდებენ, ყველაზე ტიტულოვანია მსოფლიოში; და რომ ასობით ბრაზილიელი ფეხბურთელი ყოველწლიურად მიემგზავრება მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთს თამაშობენ თავისი ოსტატობის საჩვენებლად და მაყურებლის გასახარებლად. არა, საქმე მხოლოდ ბრაზილიის ამ ეროვნულ თავისებურებაში არ არის. ბრაზილია ფედერაციული სახელმწიფოა, იგი 26 შტატისა და ერთი სადედაქალაქო ფედერალური ოლქისგან შედგება; და იგი, ბევრი სხვა ფედერალური ქვეყნისგან (მაგალითად, აშშ-ისა და რუსეთისგან) განსხვავებით, სპორტში და, მათ შორის, ფეხბურთშიც, სწორედ შტატებად დაყოფას ეფუძნება.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ბრაზილიაში ფეხბურთი ნელნელა მკვიდრდებოდა. ამ პროცესის სათავეში შოტლანდიური წარმომავლობის ბრაზილიელი ჩარლზ მილერი იდგა. ინგლისში გატარებული ათი წლის შემდეგ, ის „ნისლიანი ალბიონიდან“ ბრაზილიაში დაბრუნდა და ფეხბურთის გავ რცელება მშობლიურ ქვეყანაში დაიწყო. როდესაც 1953 წელს საბჭოთა კავშირი სტალინს დასტიროდა, ხოლო ბრა ზილია მილერს ეთხოვებოდა, მთელმა ქვეყანამ უწოდა მას „ბრაზილიური ფეხბურთის მამა“. თბილი დამოკიდებულება მილერის მიმართ დღემდე იგრძნობა. მართლაც რომ „არა არს ღმერთი თვინიერ ფეხბურთისა და ჩარლზ მილერია მო ციქული მისი“. 1874 წლის 24 ნოემბერს სან პაულუში, ჯონ მილერის, შოტლან დიელი რკინიგზელისა და მისი ინგლისური წარმომავლობის ბრაზილიელი მეუღლის ოჯახში დაბადებული ჩარლზ ვილიამ მილერი (პორტუგალიური წარმოთქმ ით შარლიზ ვილა მილე რი) მართლაც რომ ღმერთად უზის ბრაზილიურ ტორსიდას (ასე ეძახიან ფეხბურთის გულშემატკივრებს ბრაზილიურ ად). ეს უკვე ხუმრობაც არაა, მაგალითად, ჯოშ ლეის ის 2007 წელს გამოცემულ წიგნს პირდაპირ ასეც ჰქვია – „ღმერთი ბრაზი ლიელია: ჩარლზ მილერი, კაცი რომელმაც ბრაზილიას ფეხ ბურთი მოუტანა“ (Lacey, Josh (2007) God Is Brazilian: Charles Miller, the Man Who Brought Football To Brazil. NPI Media Group).
სხვათა შორის, არა მხოლოდ ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობაში, არამედ კონტინენტურ ევროპაშიც ფეხბურ
თი ინგლისელი მუშებისა და მოსამსახურეებ ის წყალობით შევიდა, მაშინ ხომ ჯერ კიდევ რეალურად არსებობდა დიდი ბრიტანული იმპერია, რომელიც ცდილობდა, კაპიტალი, შეძ ლებისდაგვარად, მსოფლიოს მეტ ქვეყანაში დაებ ანდებინა. როდესაც მეზობელ სამხრეთამერიკულ ქვეყნებში ნელ-ნელა ჩამოყალიბდა, მართალია, სამოყვარულო, მაგრამ მაინც ეროვნული ჩემპიონატები, ბრაზილიაში შტატის ჩემპიონატები წამოიწყეს. ეს ხდებოდა არა მხოლოდ ფედერალური მოწყობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ეს უზარმაზარი ქვეყანაა და ფეხბურთის გუნდების ტრადიციული მიმოსვლა თამაშების ჩასატარებლად სხვაგვარად შეუძლებელი იქნე ბოდა. გარდა ამისა, უმეტესი მეზობელი ქვეყნების ცხოვრებაში დომინირებდა დედაქალაქი (გავიხსენოთ თუნდაც ბუენოს აირესი, მონტევიდეო ან სანტიაგო დე ჩილე), ბრაზილიაში კი, სულ ცოტა, ორი დიდი ცენტრია: მაშინდელი დედაქალაქი რიო დე ჟანეირო და კოლოსალური სისწრაფით მზარდი სან პაულუ _ ეკონომიკურად ყველაზე უფრო განვითარებული შტატების ადმინისტრაციული ცენტრები. ახლა მათ დაემატა სადედაქალაქო ადმინისტრაციული ოლქი და დედაქალაქი ბრაზილიაც. ამდენად, ფეხბურთის ჩემპიონატი თავიდან ჩატარდა სან პაულუს შტატში 1902 წელს, 1906 წლიდან კი დაიწყო გუანაბარას შტატის ჩემპიონატი (ამჟამად ეს შტატი შეუერთდა რიო დე ჟანეიროს შტატს და მის სახელს ატარებს). ასე არსებობდა ფეხბურთი ბრაზილიაში ნახევარი საუკუნის განმავლობაში. შემდეგ გაჩნდა ერთობლივი ტურნირების იდეა, მაგალითად, რიო-სან პაულუს თასი, რომელშიც ორი შტატის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას; შემდგომში ეს თასიც დაუკავშირდება ბრაზილიის თასს. ყველაფერი, ალბათ, ასე უცვლელად გაგრძელდებოდა, ფეხბურ თში გლობალიზაცია რომ არ მომხდარიყო. პრობლემებმა ნელნელა იჩინა თავი _ მწვრთნელები აპროტესტებდნენ, ნაკრებში ამა თუ იმ შტატიდან რჩეულები მიჰყავთო. თუმცა ამას კიდევ ეშეველებოდა, სამხრეთ ამერიკას, ლიბერტადორესის თასის სახით, საკლუბო ჩემპიონატი რომ არ შემოეღო. აი, სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ბრაზილიას ისე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, ამ ტურნირზე ერთი გუნდი უნდა წარედგინა, როგორც ქვეყნის და არა რომელიმე შტატის ჩემპიონი _ ანუ, ვთქვათ, არა როგორც რიო-სან პაულუს თასის მფლობელი გუნდი, არამედ ქვეყნის თასის მფლობელი. ასე დაედო საფუძველი 1959 წელს პირველ ნამდვილად ოფიციალურ
115 VOYAGER 17/2019
სპორტი
საერთო-ბრაზილიურ საფეხბურთო ტურნირს – ბრაზილიის თასს. ოღონდ, სინამდვილეში ბრაზილიური ფეხბურთის ისტორია ფეხბურთამდე დაიწყო. დაიწყო იმ ხანაში, როდესაც პორტუგალიელმა მონათმფლობელებმა ბრაზილიაში აფრი კიდან მონები ჩაიყვანეს. მონების ნაწილი ბედს არ შეურიგდა და ჯუნგლ ებში გაიქ ცა. იმისთვის, რომ გადარჩენილიყვნ ენ და შეიარ აღებულ ხალხთან ბრძოლა მოეგოთ, შექმნეს საბრძოლო ხელოვ ნება, სახელად „ჯინგა“, რომელიც შემდომში კაპოერის ცეკ ვაში „შეინიღბა“. როდესაც მონათმფლ ობელობა გაუქმდა, ხალხი ტყეებიდან დაბრუნდა, მაგრამ გაიგეს, რომ კაპო ერი კანონგარეშედ გამოცხადებულა. და აი, ჯინგა კვლავ „შეინიღბა“ _ ამჯერად უკვე ფეხბურთში. საბრძოლო ხე ლოვნების ილეთები საფეხბურთო სტადიონზე გადავიდა. ასე შეიქმნა ბურთის ფლობის, პასის გადაცემისა და დარტყმის ე. წ. „ბრაზილიური“ _ ანუ ათამაშებული, არტისტული, ჯადოს ნური სტილი და ბრაზილიელებიც საფეხბურთო ოლიმპოსზე სწორედ ამ სტილმა აიყვანა. ბრაზილიის საფეხბურთო ისტორიაში ორჯერ მოხდა ნაცი ონალური კატასტრ ოფა. პირველად _ 1950 წელს, როდესაც ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას მსოფლიო თასის უკანასკნელი მატჩი მარაკანას სტადიონზე ურუგვაისთან 1:2 წააგ ო და მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდა. მეორედ ტრაგედია განმეორდა 2014 წელს, ისევ ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც სელესაო გერმანელებთან სამარცხვი ნო ანგარიშით 1:7 ნახევარფინალში დამარცხდა და ბრაზილია კვლავ ვერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი საკუთარ ქვეყანაში გა მართულ ტურნირზე; მაგრამ მეორე ტრაგედიამ პირველი ვერ გადაფარა, რადგან ისტორია არ მეორდება და თუ მეორდება, მეორდება როგორც ფარსი. ყოველ შემთხვევაში, 2014 წელს ცრემლი ბევრი დაიღვარა, მაგრამ ქვეყანა არ დაქცეულ ა, ხო ლო 1950 წელს განცდა იყო, რომ დიახ, ქვეყანა დაიქცა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან წელიწადიც არ იყო გასული, როდესაც ლუქსემბურგში ფიფას ომისშემდგ ომი პირ ველი კონგრესი გაიმართა, რომლის მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, მსოფლიო პირველობების აღდგ ენა იყო. მსოფლიო თასი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ფეხსაცმლის ყუთში ლოგინის ქვეშ იდო, სადაც იგი გადამალა ფიფას ვიცე-პრეზი დენტმა, იტალიელმა ოტორინო ბარასიმ, ისევ დღის სინათლე ზე გახდა გამოსატანი. სხვათა შორის, სწორედ ლუქსემბურგის კონგრესის შემდეგ, რომელიც 1946 წლის 25 ივლისს გაიხსნა, მსოფლიო ფეხბურთის მთავარ პრიზს ოფიციალ ურად მიენიჭა ჟიულ რიმეს სახელი, რითაც აღინიშნა ამ გასაოცარი პიროვნე ბის დამსახურება და ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციის პრე ზიდენტობის მეოთხედი საუკუნის იუბილე. 1946 წელი ფეხბურთისთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ფიფაში დაბრუნდნენ ფეხბურთის მშობლები: ინგლი სელები, შოტლანდიელები, უელსელები და ჩრდილოეთ ირ ლანდიელები, რომელთაც, ბოლოს და ბოლოს, უარი თქვეს თვითიზოლაციაზე და მზადყოფნა გამოთქვეს, მსოფლიო
უცნაური ფაქტი ინდოეთი 1950 წლის ჩემპიონატიდან გადის მას შემდეგ, რაც ფეხშიშველა თამაშზე უარს ეუბნებიან.
ბრაზილიელთა ფეხბურთით აღფრთოვანება და ენთუზიაზმი იმდენად დიდი იყო, რომ მათ ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული სტადიონის მშენებლობა წამოიწყეს. მშენებლობა, რომელიც 220-ათასიანი „მარაკანას“ სტადიონით უნდა დასრულებულიყო, 1948 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. მართალია, ბოლომდე ეს საქმე ვერ მიიყვანეს, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების დროისთვის სტადიონზე სამუშაოები ვერ დაამთავრეს, მაგრამ ჩემპიონატის მთავარი მატჩები მაინც „მარაკანაზე“ გამართეს.
ჩემპიონატში ჩართულიყვნენ. ორი წლის შემდეგ უკვე ლონ დონში გადაწყდა, მსოფლიო ჩემპიონატი 1950 წელს ბრაზი ლიაში გამართულიყო. კიდევ ერთი პრეტენდენტი შვეიცარია იყო; მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებში მოქცეულ დანარჩენ ევროპას საფეხბურთო ჩემპიონატის თავი არ ჰქონდა. ბრაზილიის არჩევანი შემთხვევითი არ გახლდათ: ეს ქვეყანა იმ დროისთვის ყველა მსოფლიო ჩემპიონატის მონა წილე იყო და ასეა დღემდე (სხვა ასეთი საფეხბურთო ქვეყანა არ არსებობს), სტადიონები წესრიგში ჰქონდა და სტა დიონზე მომსვლელთა რაოდენობით ნებისმიერ ქვეყანას გააკვირვებდა. ყველამ გაიხარა, განსაკუთრებით კი ხარობდნენ ბრაზი ლიელები: შინაურ მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც კედლებიც გეხმარება და უზარმაზარი ტორსიდაც, გამარჯვების შანსი მეტი გაქვს, ხოლო ახსნაც არ სჭირდება იმას, თუ რას ნიშნავს გაჩემპიონება იმ ქვეყანაში, სადაც ყველა დარწმუნებულია, რომ ღმერთი ბრაზილიელია, მისი მთავარი საზრუნავი კი _ ფეხბურთი. ეს იყო მეტად უცნაური ჩემპიონატი. უცნაურობანი უკვე შესარ ჩევ ეტაპზე დაიწყო. 34 წარმოდგენილი გუნდიდან ცხრამ მონა წილეობაზე უარი განაცხადა. მატჩები დაწყებული არ იყო, რომ
116 VOYAGER 17/2019
აზიის შესარჩევი ჯგუფი სრული შემადგენლობით ამოვარდა. აზიის ერთი გუნდი, ინდოეთ ი, ფინალურ ტურნირზე მაინც და უშვეს, კენჭისყრაშიც კი მიიღ ო მონაწილეობა, მაგრამ, საბო ლოოდ, არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია ერთობ ეგზოტიკური ხასიათის მიზეზის გამო: აღმოჩნდა, რომ ინდოელ ი ფეხბურთე ლები მიჩვეული იყვნენ... ფეხშიშველა თამაშს, მაგრამ ბუცების გარეშე მათ სტადიონზე გამოშვებას ფიფა არ დაეთანხმა, ბუცე ბის ჩაცმაზე კი ინდოელმა ფეხბურთელებმა განაცხადეს პრო ტესტი, ეგ ხომ ფეხბურთი არ იქნებაო. სამხრეთ ამერიკის ოთხი წარმომადგენელი ფინალისტების რიცხვში მოხვდა მოწინააღმდეგეთა უარის გამო, ისე რომ, ერთი მატჩიც არ გაუმართავთ, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად. ბოლივიამ საკუთარ მოედანზე მოუგო ჩილეს 2:0, მაგრამ რადგან ჯგუფის მესამე მონაწილე, არგენტინა, ტურნირს ჩამოშორდა, ხოლო ჯგუფიდან ორი ისედაც გადიოდა შემდეგ ეტაპზე, განმეორებითი მატჩი ჩილეში აღარ ჩატარებულა, უკვე ჩატარებული მატჩი კი ჩაითვალა ამხანაგურად. ბრიტანელებს, რომლებმაც ფიფაში დაბრუნება კონტინენტური ევროპის ნაკრების განადგურებით აღნიშნეს (ალბიონელებმა 6:1 გაიმარჯვ ეს), ცალკე ქვეჯგუფი გაუხსნ ეს. დიდი ბრიტანეთის
თავისებურ ჩემპიონ ატში ინგლისელებმა გაიმარჯვეს და ბრაზი ლიის საგზური მოიპოვეს. მეორე ადგილზე გასულმა შოტლან დიამ ბრაზილიაში გამგზავრებაზე ამაყად თქვა უარი, მხოლოდ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში ვაპირებდით გამგზავ რებასო, – ეს ტურნირის დაწყებამდე განუცხადებიათ. გამოთა ვისუფლებული ადგილი საფრანგეთს ხვდა წილად, რომელმაც ამისთვის სამ მატჩში დაამარცხა იუგოსლავია, მაგრამ საბო ლოოდ მაინც არ გაემგზავრა ბრაზილიაში, რადგან მატჩების ჩასატარებელ ბრაზილიურ ქალაქებს შორის მანძილი მეტისმე ტად გრძლად მოეჩვენათ. ამით იუგოსლავიას გაუმართლა. ბრაზილიაშ ი არც თურქეთის ნაკრები გაემგზავრა, რომლებმაც პირველ რაუნდში იოლად სძლიეს სირიელ ებს, მეორ ეში კი მათ წინააღმდეგ ავსტრიელებმა არ ითამაშეს და თურქებს გამარჯ ვება მიენიჭათ. საბჭოთა კავშირმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, იუგოსლავიის გარდა, ერთობლივად გადაწყვიტეს, არ მიეღოთ ჩემპიონ ატში მონაწილეობ ა (რა პოლიტიკური მი ზეზებით ხელმძღვანელობდა სტალინი, არავინ იცოდა და ვერც ისტორიული და ერთ დროს მსოფლიოში უდიდესი მარაკანას სტადიონი უკვე წლებია, დიდებულ წარსულს ვეღარ ამართლებს. უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მატჩების გარდა, ხომ აქ უამრავი მსოფლიო დონის კონცერტი გამართულა. სტადიონის ძირფესვიან რეკონსტრუქციას შედეგად მოჰყვა ის, რომ 2014 წელს მარაკანას მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. თუმცა, 2016 წელს საზაფხულო ოლიმპიური თამაშების შემდეგ კვლავ სარემონტო გახდა. დაპირისპირება მთავრობასა და სტადიონის კერძო მფლობელს შორის, ერთი შეხედვით, ამ ეტაპზე მოგვარებულია. ივლისში იქ "კოპა ამერიკას" ფინალიც შედგა.
117 VOYAGER 17/2019
სპორტი
ვერავინ გაიგო, რადგან შეკითხვის დასმა ვერავინ გაუბედა). ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად სამი ძლიერი ნაკრები დააკლდა მსოფლიო ჩემპიონატს, სსრკ-ის, ჩეხოსლოვაკიისა და უნგრე თის სახით. ასე რომ, 16-ის ნაცვლად ბრაზილიის ჩემპიონატი 13-მა გუნდმ ა დაიწყო: ორ ჯგუფში 4-4 გუნდი იყო, ერთში – 3 და ერთშიც – ორი. რა თქმა უნდა, ამან საბოლოო შედეგზეც იმოქმე და. მაგალითად, ურუგვაის ჯგუფური ეტაპის დასაძლევად ერთი მატჩი დასჭირდა, ისიც მატჩი კი არა, გასეირნება იყო: ბო ლივიელებს თითო ტაიმში ოთხ-ოთხი გოლი გაუტ ანეს და გადამწყვეტ ეტაპს ისე შეხვდნენ, დაღლილობა არც უგრძ ვნიათ.
დღე ბრაზილიის ფეხბურთის ისტორიაში; არა, ფეხბურთი უკვე არაფერ შუაში არ არის, 1950 წლის 16 ივლისი აღმოჩნდა ყველაზე უბედური, ყველაზე საბედისწერო დღე ბრაზილიის ისტორიაში. ჩემპიონატის მასპინძლებმა ეს ჩემპიონატი მასპინძლურად დაიწყეს და პირველსავე მატჩში მექსიკელები გაანადგურეს ანგარიშით 4:0. ამის შემდეგ შვეიცარიასთან ფრეს დაყა ბულდნენ _ 2:2, სამაგიეროდ ჯგუფური ტურნირი დამაჯერებ ლად დაასრულეს _ საკმაოდ ძლიერი იუგოსლავია 2:0 და ამარცხეს და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარეს _ „მარაკანას“ სტადიონზე 142 ათასი ბილეთი გაიყიდა.
1950 წლის ჩემპიონატს კიდევ ერთი უცნაურობა ჰქონდა: ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთადერთი, რომლის რეგლამენტი არ ითვალისწინებდა მთავარ მატჩს, რომელსაც სულმოუთქმენლად ელოდებიან ხოლმე გულშემატკივრები – ფინალს. ფიფამ გადაწყვიტა, რომ ჩვეული „გამოსავარდნი“ მატჩების ნაცვლად იქნებოდა წრიული ტურნირი ჯგუფებში გამარჯვებულ ოთხ, ორ ევროპულ და ორ სამხრეთ ამერიკულ გუნდს შორის, რომელშიც ყველა ყველას შეხვდებოდა და ჩემპიონი მიღებული შედეგებით გამოვლინდებოდა. თუმცა ყველაზე უცნაური ის იყო, რომ გაუთვალისწინებული ფინალი მაინც შედგა. და ამ ფინალსაც უცნაური შედეგი მოჰყვა. თუმცა „უცნაური“ ეს ჩვენი სიტყვაა, ბრაზილიისთვის ეს არ იყო „უცნაური“, ბრაზილიისთვის ეს იყო ნამდვილი ტრაგედია, დიდი ეროვნული ტრაგედია.
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ადემირი
დღესაც, 16 ივლისს, ყველა ბრაზილიელი იღვიძებს უმძიმესი შეგრძნებით და იმის გახსენებით, რომ 1950 წლის 16 ივლისს „მარაკანას“ სტადიონზე ჩატარდა ფინალური ტურნირის უკანასკნელი მატჩი და ეს დღე აღმოჩნდა ყველაზე უფრო შავი ბრაზილიის ნაკრები. 1950
118 VOYAGER 17/2019
მსოფლიო თასის ფინალი, 1950 წლის 16 ივლისი, მარაკანას სტადიონი რიო დე ჟანეიროში. ბრაზილიაურუგვაი: 1:2. ფოტოზე ხედავთ ურუგვაიელ მეკარე მასპოლის, რომელიც მინდორზე გასრიალდა, კარისკენ ნატყორცნი ბურთი რომ აეღო.
ფინალურ ჯგუფში ბრაზილიამ გოლების ცვენა აჩუქა მაყურებელს, როდესაც მოყვარული (არაპროფესიონალი) ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შვედეთის ნაკრები გაანადგურა, რომელმაც მანამდე გზა გადაუღობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იტალიელებს. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ადემირმა პოკერი შეასრულა (ოთხი გოლი გაიტანა), დანარჩენებმა სამი გოლი გაუტანეს მეტოქეს და მხოლოდ პენალტით შეძლეს სკანდინავიელებმა პრესტიჟის გოლის გატანა – 7:1. ბრაზილიელებმა აშკარად აიწყვიტეს და შემდეგი მათი მსხვერპლი ესპანეთის ნაკრები გახდა; ამ მატჩში ადემირმა „მხოლოდ“ დუბლი შეასრულა (ორი გოლი გაიტანა), სამაგიეროდ, სხვებმა იმარჯვეს და მატჩი საბოლოოდ 6:1 დასრულდა. საჩემპიონო ოქროდან ბრაზილიას მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა. ის, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგმებოდა, ბრაზილიაში არავის აეჭ ვებდა. არც დანარჩენ მსოფლიოში ვარაუდობდნენ საწი ნააღმდეგოს. ბოლო მატჩში, რომელიც არსებითად გახდა ფინალური, მასპინძლებს ფრეც აძლევდათ ხელს, თუმცა ფრეზე ვინ ფიქრობდა?! ბრაზილიელთა მეტოქემ, ურუგვაიმ იმავე ესპანელებთან და შვედებთან ხომ ძალიან მოკრძალებული შედეგები აჩვენა 2:2 და 3:2. ასე რომ, მატჩზე ფსონები მიიღებოდა შეფარდებით 1:10, გასაგებია, ვის სასარგებლოდაც. ბრაზილიაში მაშინ 51 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა (ამჟამად ეს რიცხვი 220 მილიონს აჭარბებს). და აი, 51 მილიონი ადამიანი ემზადებოდა... არა, მატჩისთვის არა, ეს უკვე განვლილი ეტაპი იყო, არა, ბრაზილია ემზადებოდა გრანდიოზული კარნავალისთვის, რომელიც დაიწყებოდა იმავე წამს, როგორც კი ფინალური სასტვენი დაუსტვენდა და მასპინძლებს, პირველად მათ ისტორიაში, ჟიულ რიმეს თასს გადასცემდნენ. უკვე მომზადებული იყო პიროტექნიკა, შეძენილი იყო ასეულ ათასობით ბოთლი შამპანური, დაგეგმილი იყო ნაციონალური მასშტაბის დღესასწაულების მთელი კასკადი. შედეგი არავის აინტერესებდა, კამათი იმაზე იყო, რამდენ გოლს გაუტანდნენ შემდეგ მსხვერპლს, ურუგვაის ნაკრების უბედურ დღეზე დაბადებულ გოლკიპერ როკე მასპოლის. ბრაზილიის ნაკრებს აქებდნენ, ცაში
კადრი იმავე მატჩიდან, 1950 წლის 16 ივლისს. ფოტოზე ჩანს ბრაზილიელი ფორვარდი ადემირი
აჰყავდათ კაპიტანი აუგუშტუ, ზიზინიო, ადემირი, ჟაირი და სხვა ფეხბურთელები და ამ საზეიმო ღრიანცელში არავინ არ გაიგონა ურუგვაელთა კაპიტნის, ობდულიო ვარელას სიტყვები: „არ არსებობს თამაშის დაწყებამდე წაგებული მატჩები“. არ გაიგონეს. და სულ ტყუილად. 172 ათასი ბილეთი გაიყიდა 16 ივლისს „მარაკანაზე“. ეს ოფიციალური ცნობაა. ცნობა ბილეთებზე და არა ადამიანებზე. სინამდვილეში ბრაზილია-ურუგვაის მატჩის აუდიტორია 200 ათასზე მეტ გულშემატკივარს მოიცავდა. იყო 200 000 ბედნიერი ბრაზილიელი და 50 მილიონ 800 ათასი დანარჩენი მოსახლე, რომელსაც სტადიონზე მყოფი იმ 200 ათასის შურდა. რამდენიმე ათასი ურუგვაელი გულშემატკივრის გარდა, მთელი სტადიონი მოსული იყო არა იმდენად მატჩის სანახავად, რამდენადაც მომავალი ჩემპიონებისთვის პირ ველი დიდების აღსავლენად. პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა, მაგრამ ამას საზეიმო განწყობა არ შეუცვლია. მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, უკვე მესამე წუთზე ფრიასას გოლმა ბრაზილია დააწინაურა და
119 VOYAGER 17/2019
სპორტი
მომავალი გრანდიოზული ზეიმის განცდა კიდევ უფრო გააძლიერა. სტადიონი აფეთქდა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ასეულობით ადგილიდან აიჭრა ჰაერში პეტარდები და რაკეტები. ცა დაიფარა. აფეთქებულ ცაში ამ ყველაფერს ღიმილით უცქერდა ღმერთი, რომელიც, რა თქმა უნდა, ბრაზილიელი იყო!
კადრი 1950 წლის ფინალიდან. ურუგვაიელ ფეხბურთელს ბრაზილიელი მეკარის კარში პირველი გოლი გააქვს.
ბრაზილია ბრაზილიაა: ანგარიში რომ წაიყვანეს მატჩში, რო მელშიც ფრეც აძლევდათ ხელს, ერთი წამით არ უფიქრიათ დაცვაზე და შეტევას შეტევაზე ახორციელ ებდნენ. მწვრთნელ მა, ფლავიუ კოშტამ, სცადა, ოდნავ შეეცვალა თამაშის ნახაზი და ერთ-ერთ თავდამსხმელს, ჟაირს, უკან დახევა უბრძანა, მაგრამ მან ან ვერ, ან არ გაიგ ონა მწვრთნელის მითითება და ბრაზილიელთა შემტევი ნახაზი იგივე დარჩა. ამასობაში ურუგ ვალებმა ბრაზილიელებს სუსტი რგოლი უპოვეს, ეს აღმოჩნდა მარცხენა ნახევარმცველი ბიგოდე, რომელიც თავს არ იკლავ და ურუგვაელების მარჯვენა გარემარბის, ალსიდეს გიჯას გასა უვნებელყოფად. ბიგოდეს დაუდევრობა ბრაზილიელ ებს ძვირი დაუჯდათ: გიჯამ ვარელასგან პასი მიიღო, იოლად მოატყუა ბიგოდე და ცენტრში გადასცა ბურთი სკიაფ ინოს, რომელმაც ბურთი ბრაზილიელთა კარში თავური დარტყმით მშვიდად გა დააგზავნა. რჩებოდა 19 წუთი და ბრაზილიელებს რისკის უფლება არ ჰქონდათ: საყაიმო ანგარიში უნდა შეენ არჩუნებინათ. მაგრამ არა! მასპინძლები შეტევას აგრძელებდნენ, იმედმოცემული ურუგვაელებიც იმავეს აკეთებენ. წავიდა ნამდვილი ღია ფეხ ბურთი. საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე ჟიულ რიმემ „მარაკანას“ ცენტრ ალური ლოჟა დატოვა და დაიწყო მოძრა ობა მინდვ რისკენ, სადაც, როგორც ეგონა, თავისი სახელობის თასს ბრაზილიელების კაპიტან აუგუშტუს ჩააბ არებდა. როდე საც ფიფას მხცოვანი პრეზიდენტი მინდვრის ხაზს მიუა ხლოვ და, ყველაფერი 180 გრადუსით შეიცვალა. ჟიულ რიმემ ვერც კი 120 VOYAGER 17/2019
მოასირ ბარბოზა
დაინახა გოლი, რომელმაც მთელი ბრაზილია ატლანტის ოკეა ნიდან პერუს საზღვრამდე და ურუგვაის საზღვრიდან ამაზონის აუზამდე, სამხრ ეთის ქალაქ პორტუ ალეგრედან ჩრდილოეთის ბოა ვიშტამდე და აღმოსავლეთის ჟოა პესოადან დასავლეთის მარეშალ თავმატურგუმდე უღრმეს შოკში ჩააგდო. 81-ე წუთზე გიჯამ კვლავ ჩამოიტოვა უბადრუკი ბიგოდე, მაგრამ გადაცე მა, რომელსაც ბრაზილიის ნაკრების დაცვა ელოდა, არ გააკ ე თა, ცენტრისკენ გადაინაცვლა და მოულ ოდნელად მახვილი კუთხიდან მეკარის კუთხეში დაარტყა. გოლკიპერი მოასირ ბარბოზა ნასიმენტუ კინაღამ მისწვდა ბურთს, მაგრამ დარტყ მა მისთვ ის მეტისმეტად მოულოდნელი აღმოჩნდა... ამ წუთის შემდეგ ამ ყველაზე უბედურმა ბრაზილიელმა კიდევ ორმოცდა ათი წელი იცოცხლა და ორმოცდაათი წელი მას მეზობელი კი არა, მეზობლის ბავშვებიც არ ესალმებოდნენ. კარნავალის ნაცვლად ბრაზილია ეროვნულმა გლოვამ მოიცვა. მატჩის დამთავრებისას სადღაც გაქრნენ ბრაზილიის სახელმ წიფოს პირველი პირები, დაჯილდოების ცერემონია კინაღამ ჩაიშ ალა, ფიფას პრეზიდენტმა ისე მორცხვად გადასცა თავი სი თასი ურუგვაელების კაპიტანს, თითქოს მთელ ბრაზილიას ბოდიშს უხდიდა. 22 ოქროს მედალი, რომელიც წინასწარ იყო ბრაზილიელ ი ფეხბურთელებისთვის დამზადებული, გაანად გურეს და ყველა მოთამაშეს მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუმახსოვრეს ეს დამარცხება. საამაყო ფეხბურთელთა სიი დან გაქრნენ ადემირი, ზიზინიო, ჟაირი... ბრაზილიურ ი სტილი, რომელსაც ამდენი სიხარული მოჰქონდა მაყურებლისთის _ ჯინგა ქუჩის ფეხბურთად გამოცხადდა... ქვეყანას გადაუარა თვითმკვლელობათა უზარმაზარმა ტალღამ, ათეულ ათასო ბით ბრაზილიელი გამოეთხოვა სიცოცხლეს გულის შეტევითა და ტვინში სისხლის ჩაქცევით. კოლოსალურად დაეცა შრომის ნაყოფიერება. შემდეგ წელს ჩაიშალა რიოს სახელგანთქმ ული კარნავალი, დაიხურა ათასობით ეკლესია – ხალხმა მუხანა თობა ვერ აპატია ღმერთს. ჩამოიშალა პოლიტიკური სისტემა, სამუდამოდ დაეცა მმართველი პარტიის რეიტინგი, რამდენიმე პოლიტიკური ფიგურა წავიდა პოლიტიკიდან.
ბრაზილიის ისტორიაში ეს საბედისწერო დღე შევიდა „მარა კანასოს“ სახელით. ეს დამარცხება ვერ დაჩრდილა 2014 წელს გერმანიასთან სამარცხვინოდ წაგებულმა 1:7-მაც კი. შორეულ შვედეთამდე და პირველ ჩემპიონობამდე მსოფლი ოს მომავალ ხუთგზის ჩემპიონს რვა წელი აშორებდა. 1950 წლის იმ უბედურ 16 ივლისს მთელ ბრაზილიაში არავინ იცო და, რომ მინას ჟერაისის შტატის ქალაქ ტრეს კორასოესში, სა ბავშვო გუნდ „ბაკინიუში“ ბურთს უკვე აგორებდა ცხრა წლის შავტუხა ბიჭუნა, ჯინგის დიდოსტატი, მეტსახელად „გაზოლინა“ (ბენზინი). მალე მას მეტსახელს გამოუცვლიან და პელეს დაარ ქმევენ. 16 ივლისს პატარა ბიჭი მამასთან ერთად ტიროდა და თავის მოკვლაზე ფიქრობდა. სწორედ ამ დღეს დაიფ იცა გა ზოლინამ, რომ დადგებოდა დღე, როდესაც იგი გამწარებული ბრაზილიის სახელით მთელ მსოფლიოზე აუცილებლად შურს იძიებდა და ამ შურისძიების მთავარი იარაღი სწორედ ბრაზი ლიური ჯინგა იქნებოდა.
ჩვენ შეიძლება გაგვიჭირდეს ამის წარმოდგენა, მაგრამ ბრაზილია ის ქვეყანაა, სადაც ფეხბურთი და სიცოცხლე განუყრელი ცნებებია, სადაც ტაქსის მძღოლები, ტრადიციული მსუბუქი მუსიკის ნაცვლად, დაბალ ხმაზე გასმენინებენ ისტორიული საფეხბურთო მატჩების რადიორეპორტაჟების ჩანაწერებს...
ვარსკვლავი მოთამაშე ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე, რომელმაც სამი მსოფლიო თასი მოიგო:
ფეხბურთი ბრაზილიური ციებ-ცხელება ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი 121 VOYAGER 17/2019
კინო
ბრაზილიური სერიალების გემო გუ რა მ ღონ ღა ძე
122 VOYAGER 17/2019
ბრაზილიის გაგონებაზე, პირველ რიგში, ქრისტეს უზარმაზარი, მკლავებგაშლილი ქანდაკება უნდა მახსენდებოდეს, ან გრძელი მდინარე, მათი საფეხბურთო ნაკრების ხასხასა ყვითელი ფორმა, მზიანი პლაჟი, კარნავალზე აფრიალებული ათასფერი ბუმბული და მოცეკვავე სხეულები... თუმცა, თუ ჩემსავით ადრეულ 90-იან წლებში გაიზარდეთ და ტელევიზორის ყურებაც მაშინ დაიწყეთ, ბრაზილიის გაგონებაზე აუცილებლად მოგაგონდებათ ზედმეტად მელოდრამატული მელოდია, ეკრანზე მსხვილი, მომრგვალებული ასოებით გამოყვანილი სიტყვები და დაუვიწყარი სახეები. ეს ბრაზილიური საპნის ოპერებია.
შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიური სერიალების ყურება არასდროს სრულდება. მათი მომაჯადოებელი სიუჟეტები და უჩვეულო ტრანსგრესიები ჩემს ფსიქიკაში ისეთი კოდებით არის ჩაქსოვილი, რომ ვერასდროს მოვიშორებ. გარდა იმისა, რომ ეს საპნის ოპერები მაყურებელს საინტერესო ისტორიებს სთავაზობს, „ბნელ 90-იანებში“ მათ სულ სხვა დატვირთვაც ჰქონდა: უშუქობის პერიოდში, ოჯახებსა და სამეზობლოებს აერთიანებდა და ეკრანს აწებებდა. მთელი კორპუსები ერთად ვადევნებდით თვალს რიო დე ჟანეიროში მომხდარ დრამებსა და სასიყვარულო ისტორიებს, სეანსის ბოლოს კი, დაუსრულებლად ვლაპარაკობდით, ვარჩევდით უთვალავ ინტრიგასა თუ ჩახლართულ სიუჟეტურ კვანძებს...
მგონი, მეც ავირიე! როდესაც ბრაზილიურ სერიალებს ვახსენებ, ხან _ საპნის ოპერას ვუწოდებ, ხანაც _ ტელენოველას...
პირველ ბრაზილიურ ტელენოველას ასე ერქვა: Sue vida me pertence (შენი ცხოვრება მე მეკუთვნ ის) და ის 1951 წლის დე კემბერში გავიდა ეკრანებზე. მას შემდეგ, ტელენოველები ბრა ზილიელთა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და ყვე ლაზე პოპულარული სასაუბრო თემაა. ისინიც კი, რომლებიც თვალყურს დიდად არ ადევნებენ დრამატული სიუჟეტების გან ვითარებას, მაინც ჩართულები არიან ამ საუბარში.
საპნის ოპერებს კი მხოლოდ შუადღეს. შესაბამისად, ტელენოველებს ყველანი უყურებენ: ნებისმიერ სოციოეკონომიკურ საფეხუზე მდგარი ქალები და კაცები, განურ ჩევლად ასაკისა თუ თანამდებობისა; საპნის ოპერების მთავარი მაყურებელი კი _ მხოლოდ დიასახლისები არიან.
საპნის ოპერები პირველად შავ-თეთრ ტელევიზორში, კვირაში ერთხელ, ისიც სან პაულუს გარკვეულ უბნებში გადიოდა, დღესდღეობით კი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, მთელი ბრაზილია ტკბება მრავალფეროვანი ისტორიების ცქერით. 1960-იანი წლებიდან იცვლება და ღრმავდება სერიალების შინაარსი, თემები, სტრუქტურა, ხოლო 1970-იანი წლებიდან რამდენიმე ტელენოველა ერთდროულადაც გადის და მათ შორის არჩევანის გაკეთება მაყურებელს თავისი გემოვნების შესაბამისად შეუძლია. ბრაზილიური ტელესერიალების ყველაზე მსხვილი მწარ მოებელი დღეს „ტვ გლობო“ გახლავთ. ამ კომპანიაში შექმნი ლი სერიები ლათინურ ამერიკაში ყველაზე მაღალბიუჯეტიან ტელეპროექტებად მიიჩნევა _ თითო ეპიზოდის გადაღებაში, დაახლოებით, 125.000 აშშ დოლარი იხარჯება.
და მაინც, რა განსხვავებაა ამ ორს შორის? შეიძლება, მკითხველისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონ დეს, მაგრამ ბრაზილიის მოსახლეობა დიდ ყურადღებას აქცევს. ტელენოველა სასრული ეპიზოდების რაოდენობისგან შედგება. შესაბამისად, მაყურებელი დასკვნით მოქმედებას, ფინალს ელოდება. საპნის ოპერა კი შეიძლება არასდროს დასრულდეს... ტელენოველებს არხები შუადღეს და საღამოს გადასცემენ,
ბრაზილიური ტელესერიალები (საპნის ოპერები) ბრაზილიის ყოველდღიური გასარჩევი თემაა. მათი პოპულარობა რიცხ ვებშიც კარგად ჩანს: Averida Brasil (ბრაზილიის გამზირი) _ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელენოველის მოგება 1 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. როგორც წესი, სერიალებში ასახულია თანამედროვე ბრა ზილიის ცხოვრება, განსხვავებული სოციალური კლასის ადამიანების დამოკიდებულება და ყოფა, მათ შორის კი მაყურებელი აუცილებლად აღმოაჩენს საკუთარ თავს. სერიებში ასახული ბრაზილიელების ცხოვრება არაფრით განსხვავდება მაყურებლების შიშებისა და ოცნებებისგან, ოჯახები და სამუშაო გარემოც ზუსტად ისეთია, როგორც ნამ დვილ რიო დე ჟანეიროში შეიძლება არსებობდეს. სასრული ეპიზოდების შემთხვევაში, პირველი ეპიზოდი (ე. წ. „პილოტი“) სავსეა მოულოდნელობებით, სხარტად განვითარებული მოქ
123 VOYAGER 17/2019
კინო
მედებით, ყველა ცენტრალური ფიგურის მყისიერი გაცნობით და დასამახსოვრებელი ქუდით; რაც შეეხ ება ფინალს: სამწუ ხაროდ, აქ მოულ ოდნელობები იშვიათია. ბოროტი მარცხდება, კვდება ან ციხეში ამოყოფს თავს, კეთილი კი გამარჯვებას ზეი მობს და საყვარელ ადამიანთან ბედნიერად ცხოვრებას იწყებს. თუმცა, ბრაზილიურ ტელენოველებს სწორედ ამიტომ უყურებენ ასეთი ინტერესით. ეს არის ნდობა, რომ იქ, ეკრანზე, გამოგო ნილ ცხოვრებაში მაინც იქნება ყველაფერი რიგზე; ისე, რო გორც ნებისმიერ დიას ახლისს სურს, რომ მის ოჯახს ჰქონდეს. ** უკანასკნელი კვლევების მიხედვით, მიმზიდველი სანაპიროების, ქარიზმატული პერსონაჟებისა და საშუალო კლასის წარმომადგენელთა ცხოვრებისა და ოცნებების ასახვით, ბრაზილიურმა საპნის ოპერებმა ქალთა ცხოვრებაში ქორ წინებისა და დედობის იდეალები შეცვალა. ამ წყაროებზე დაყრდ ნობით, შეგვიძლია ვისაუბროთ იმა
ზეც, რომ ტელევიზიამ და ტელენოველებმა შობადობისა და განქორწინებების სტატისტიკაზე დიდი როლი ითამაშა – შვილების გაჩენის ტენდენცია კატასტროფულად შემცირდა და 1980-იანი წლებში განქორწინებების რიცხვიც ხუთჯერ გაიზარ და. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ პერიოდში შეიძინა დაბალი სოციალური კლასის ბრაზილიელ ების 80%-მა ტელევიზორი.
„ტელევიზია იდეების გავრცელებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც ზეპირსიტყვიერების გრძელი ტრადიციაა, როგორც ბრაზილიაში, – აცხადებს ერთერთი მკვლევარი, ალბერტო ჩონგი, – ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ეხმარება სერიალები შესაბამის უწყებებს შიდსის ეპიდემიისგან თავდასაცავი ხერხების პოპულარიზაციაში, ასევე ისეთი იდეალების გავრცელებაში, როგორებიცაა უმცირესობათა ჩაგვრის შეწყვეტა და თანასწორობა ადამიანთა შორის“. როცა მსგავს დაკვირვებებზე მსჯელობენ მკვლევრები, პირ 124 VOYAGER 17/2019
ველ რიგში, Rebe Globo-ს ნამუშევრების ანალიზს ეყრდნობიან. Globo-ს ნამუშევრებს ბრაზილიაში აჩვენებენ ყველ გან – 1990-იან წლებში მის სერიალებს და ტელეპროექტებს უყურებდა თითქმის 18 მილიონი ოჯახი. კვლევების მიხედვით, ნათელი ხდება ისიც, თუ როგორი გავ ლენა მოახდინა ბრაზილიურმა ტელესერიალ ებმა ქალების ჯან მრთელობაზე. გაიზარდა სექსუალური განათლება, ხელმისაწვ დომი გახდა კონტრაცეპტივების შესახებ ინფორმაცია; გადახა ლისდა სამთავრობო გადაწყვეტილებები აბორტთან დაკავში რებით. აღმოჩნდა, რომ ქალებმა, სერიალებიდან ნაკარნახები კოდებით დაიწყეს აზროვნება და იმ ასაკში, როცა ბავშვების გა ჩენა უნდა მონდომებოდათ, საერთოდ უარი თქვეს დედობაზე. „სერიალებით გავრცელებულ განათლებას ქალთა წრეებში იგივე ეფექტი აქვს, რაც ექვსთვიან საუნივერსიტეტო კურსს“, _ ასკვნის მკვლევარი ალბერტო ჩონგი. დღეს ბრაზილიურ საპნის ოპერას ყოველ საღამოს, სა
შუალოდ, 70 მილიონი ბრაზილიელი უყურებს. სერიალების სიუჟეტები ხშირად ტრადიციებსა და დრომოჭმულ ადათწესებს უპირისპირდება. ხშირად საპნის ოპერების მთავარი პერსონაჟები ცოდვილი ხალხია, რომლებსაც არ ეთაკილებათ ტყუილი, მოპარვა თუ მკვლელობა იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ – გამდიდრდნენ ან საყვარელი ადამიანის კეთილ განწყობა დაიმსახურონ. მთავარი პერსონაჟი ქალები ხში რად მარტოხელა დედები არიან, მათ ცუდი ურთიერთობა აქვთ შვილებთან, თუმცა, ამბის ფინალში მათ სიყვარულს აუცილებლად დაიმსახურებენ. ის კი არა, გლობოს გავლენაზე გლობალური დათბობის მკვლევრებიც წერენ. მათი განცხადებით, დედამიწის კატასტროფული შობადობის მზარდი მაჩვენებლისგან თავის დასაცავად, სწორედ ბრაზილიური სერიალები გვეხმარება. 2012 წელს გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, ბრაზილიის ბოლო ორ თაობას თუ დავაკვირდებით, ოჯახში საშუალოდ შვიდი ბავშვიდან _ ორზე ჩამოვედით. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შობადობის ასეთი ვარდნა, საპნის ოპერების დამსახურებაა, სადაც ძლიერი ქალები, ოჯახის გარდა, სხვა თავშესაქცევებით, ჰობითა თუ კარიერით არიან გატაცებულები.
125 VOYAGER 17/2019
კინო
ძიების აღსასრულებლად ბრუნდება. მაყურებელი თვალს ვერ აცილებს რიტასა და (უკვე ლეგენდარული ბოროტმოქმედის) დედინაცვალ კარმინას ორთაბრძოლას, რომელმაც გოგონა ბავშვობაში სანაგვეზე მოისროლა. სერიალის სარეკლამო კამპანიაში, დაახლოებით, 35 მილიონი დოლარი დაიხარჯა, მაგრამ კომპანიამ ეს თანხა მალევე ერთიორად ამოიღო. ერთ-ერთი პერსონაჟის კუთვნილი სილამაზის სალონი რეალურადაც გამოჩნდა – რიო დე ჟანეიროში მისი რეალური ასლი გახსნეს, ამავე პერსონაჟის სახელობის თმის მოვლის საშუალებები კი სუპერმარკეტებში იყიდება. სერიალის პოპულარობა იმაში მდგომარეობს, რომ მის ავტორს კარგად ესმის, ახალგამდიდრებული ბრაზილიელების ქცევა, სურვილები და ოცნებები. კარგად იცნობს, როგორც იმოსება ეს ხალხი, სად ერთობა, რას აღმერთებს და რა სძულს... „სერიალში ჩანს საშუალო ფენა ისე, როგორც მათ უნდათ, რომ ჩანდნენ, – აცხადებს სერიალის რეჟისორი რენატო მეირელესი, – ისინი ამაყობენ თავიანთი წარსულით, თუმცა უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან“. ეს სერიალი ქართველმა მაყურებელმა ჯერ არ იცის, თუმცა, იყო დრო, როცა ჰადესა და ლუკასის სიყვარულის ისტორიას
საპნის ოპერებმა ბრაზილიაში სახელების გავრცელებაც დაამკვიდრა. საკმარისია, დააკვირდეთ, რომელ სერიალს გადასცემდა ამა თუ იმ პერიოდში გლობო ქვეყნის ნებისმიერ წერტილში და აღმოაჩენთ, რომ ახალგაზრდების 33 პროცენტს ამბის მთავარი პერსონაჟის სახელი ჰქვია. *
ბოლო პერიოდის ყველაზე ცნობილი ტელესერიალის (Avenida Brasil) ფენომენმა იმგვარ მასშტაბს მიაღწია, რომ ბრაზილიის მაშინდელმა პრეზიდენტმა – დილმა რუსეფმა – განაცხადა, პარასკევს საღამოს, ყველა გეგმა გვერდით უნდა გადავდო, რომ ტელენოველის ფინალი მოსახლეობასთან ერთად ვნახოო. ასეთი ცნობილი სერიალების ფინალური ეპიზოდები იმაზე მეტ მაყურებელს აწებებს ეკრანს, ვიდრე ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ფინალური მატჩი. ამ ბოლო მელოდრამატული სერიალის ცენტრში ახალგაზრდა ქალის ამბავია, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ შურის 126 VOYAGER 17/2019
მთელი საქართველო ადევნებდა თვალს, სერიალში – „კლონი“. ტელენოველის დიდი დრამისა და რომანტიკის ფონზე კი ისეთი მნიშვნელოვანი თემები იყო განხილული, როგორებიცაა ნარკოდამოკიდებულება, ქალთა უფლე ბები, კლონირება, მუსლიმური სამყარო და ა. შ. დაუვიწყარია დედა-შვილი რეჯინა და გაბრიელა დუარ ტეების სახეები სერიალში „სიყვარულის სახელით“, სადაც ისინი დედა-შვილის როლს ასრულებდნენ. გადა ღებები იტალიაშიც მიმდინარეობდა, კადრები ლამაზი იყო, ისტორია – დრამატული და ჩვენც მთელი 190 სერიის განმავლობაში დიდი ვნებათაღელვის მონა წილენი ვიყავით.
მიუხედავად ამისა, ტელენოველების შემქმნელები ახერხებენ იმას, რომ 200 ეპიზოდის განმავლობაში თავბრუ დაგვახვიონ და კითხვაზე პასუხი ბოლო წამს ისე გახსნან, თითქოს წარმოდგენა არ გვქონდა. ასეთი ოსტატობა კი ძალიან რთული მისაღწევია. ბრაზილიაში სწორედ ეს შეუძლიათ.
ასეთივე გრძელი ტელენოველა აღმოჩნდა „იოლი ფუ ლი“. ქართველი მაყურებელი გულშემატკივრობდა და განიცდიდა ტაქსისტი ჟოზე-კარლოს ისტორიას, რო მელსაც, საბოლოოდ, ნამდვილად არ ჰქონდა ბედნიერი დასასრული. „სასტიკი ანგელოზის“ პირველი ვერსია, რომელშიც მთავარ როლს სუზანა ვიეირა ასრულებდა, მსოფ
ლიოში პირველი ტელენოველა იყო, სადაც მთავარი პერსონაჟი არა კეთილი, გულუბრყვილო გოგო, არამედ ამბიციური, მებრძოლი და ხშირად სასტიკი ქალი გახლდათ. დაუვიწყარია სახეები ისეთი საპნის ოპერებიდან, როგორებიცაა „ბედთან მებრძოლი“, „ბაბილონის გო დოლი“, „ქალთა ქვეყანა“, „ცოდვის ფერი“, „ოცნების კოშკები“... ეს უკანასკნელი საქართველოში იმხელა პოპულარობით სარგებლობდა, რომ რამდენჯერმე გამეორებითაც აჩვენეს. დიახ, ერთი და იმავე სერიალის ყურება ტელენოველების ნამდვილ მოყვარულს არ უნდა მობეზრდეს. სინამდვილეში, ყველა ბრაზილიური სერიალი – ერთ ამბავს უტრიალებს. აქ ხომ პირველივე სერიიდან ცხადია, როგორი იქნება ფინალი, ვის დარჩება სახლი, საგვარეულო ფული, მშობლების კომპანია... ვინ ამოყოფს თავს ციხეში, ვინ დაგორდება კიბეზე, ამნეზია ვის შეუტევს.
127 VOYAGER 17/2019