10 სიგნალი, რომელიც ტყუილზე მიანიშნებს ყველაზე ხშირად, როდესაც ადამიანები იტყუებიან: 1. ხელი მიაქვთ ცხვირთან, თვალთან, პირთან და ყურთან
2. ისრისავენ წარბს ან კისერს;
2. ისწორებენ ჰალსტუხს ან პერანგის საყელოს;
3. ტყუილის თქმის დასაწყისში ადამიანებს წამიერად თვალები მარჯვნივ და ზემოთ გაურბით.
4.თვალები დახრილი აქვთ ქვემოთ და ისე ლაპარაკობენ. ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ მოგატყუოთ გაურბის თქვენთან მხედველობით კონტაქტს.
5.ოდნავ შესამჩნევად იჩეჩავენ მხრებს, ან ზემოთ წევენ ერთ რომელიმე მათგანს;
6. სახეზე ემოციები გამოეხატებათ გაცილებით გვიან, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება;
7. თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე ტყუილის დროს იმეორებენ თქვენსავე სიტყვებს ან ფრაზებს. მაგ. კითხვაზე: „თქვენ მიირთვით უკანასკნელი ჭიქა ვისკი’’? მატყუარის პასუხი იქნება: ‘’უკანასკნელი ჭიქა ვისკი მე არ მიმირთმევია“!
8. ტყუილის დროს მატყუარები ცდილობენ რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს საუბრის თემა;
9. ტყუილის დროს ხშირად თავს გვერდზე ატრიალებენ ან მთლიანი ტანით გვერდზე ბრუნდებიან.
10. ტყუილის დროს პრაქტიკულად არ იყენებენ ხელებისა და მტევნების ჟესტ-ილუსტრატორებს