ზიზღი ზიზღი განრისხების მსგავსად არის ერთერთი ყველაზე არასასიამოვნო ემოცია, რომელიც ადამიანის სახეზე შეიძლება დაინახოთ. ზიზღი იმდენად არასასიამოვნო ემოციაა, რომ დიდი ალბათობით, ადამიანთან რომლის სახეზეც ეს ემოციაა ასახული, კომუნიკაციის პროცესი არ შედგება და მისგან დისტანცირება მოხდება. ზიზღი შემდეგნაირად გამოიყურება
სიძულვილი აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ენაში გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს ზიზღი და სიძულვილი ხშირად ერევათ ერთმანეთში, გარეგნული გამოვლინებით ეს ორი ემოცია მნიშვნელოვნად განხვავდება ერთმანეთისგან.
ხაზგასასმელია ისიც, რომ
სიძულვილი შეიძლება მხოლოდ ადამიანის ან მის მიერ გაკეთებული რაიმე საქმის, მაშინ როცა შესაძლებელია გეზიზღებოდეს როგორც ადამიანი ასევე რაიმე სუნი, ცხოველი, საკვები და ა.შ. სიზულვილი შემდეგნაირად გამოიყურება
იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=-naiJK59AFc ირანის ექსპრეზიდენტის ზემოთმოყვანილ ინტერვიუში
ამერიკულ ტელევიზიასთან
აშკარად ჩანს სიძულვილის ემოცია.
ქვემოთმოყვანილ ვიდეოში ჯეი კერნს, თეთრი სახლის პრესმდივანს, სახეზე ერთმანეთის მიყოლებით აესახება „ტუჩის შიდა რულონი“ და სიძულვილის მიკროექსპრესია იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=jXp1ycbAVgY კერნის სახეზე ორივე მიმიკური ჟესტი ვიდეოს შენელების გარეშეც აშკარა და თვალსაჩინოა, რაც ძალიან გასაკვირია, რადგან როგორც წესი ამ დონის სახელმწიფო მოხელეებს კარგად უნდა ჰქონდეს შესწავლილი სხეულის ენა და ასე ადვილად არ უნდა იკითხებოდეს მათ სახეზე დამოკიდებულებები პრესკონფერენციის დროს.