პაატა ჩახნაშვილი სხეულის ენა
სხეულის ენა
სხეულის ენა
სხეულის ენა
სხეულის ენა
სხეულის ენა
სხეულის ენა
სხეულის ენა
სხეულის ენა
თბილისი 2017 წელი
რა არის არავერბალური კომუნიკაცია არავერბალური კომუნიკაცია, რომელსაც ხშირად სხეულის ენას უწოდებენ ინფორმაციის
გადაცემის
პროცესს
წარმოადგენს,
რომლის
დროსაც
ინფორმაცია სამიზნემდე აღწევს არასამეტყველო საშუალებების გამოყენებით. ამ ტიპის კომუნიკაციის დროს ინფორმაცის მატარებელს წარმოადგენს სახის
გამომეტყველება,
დეკორატიული
ჟესტები,
დეტალები
პოზა,
(ტანსაცმელი,
სხეულის
მოძრაობა,
სამკაულები,
შეხება,
ვარცხნილობა,
ტატუირება). აგრეთვე ხმის ტონი და ტემბრი, მისი სიმაღლე, აქცენტი და ა.შ. სხავასახვა
მონაცემების
მიხედვით
არავერბალური
ინფორმაციის
წილი
ინტერპერსონალური კომუნიაკციის პროცეში 50%-დან 80%-მდე შეადგენს. კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორის ალბერტ მეჰრაბიანის (Albert Mehrabian) მიხედვით კომუნიკაციის პროცესში ვერბალური ინფორმაციის წილი მხოლოდ 7%-ს შეადგენს. დანარჩენი 93% არავერბალურ ინფორმაციაზე მოდის, საიდანაც 38%-ს ხმის ტონს და ინტონაციას უკავია, 55% კი სხეულის ენას - ჟესტებს, მიმიკას, სხეულის მოძრაობას და ა.შ. (A Mehrabian (1971), “Silent Messages”, pp. 1-50, Wadsworth, Belmont, California).
ალბერტ მეჰრაბიანი
მეჰრაბიანის ფორმულა (7%-38%-55)
აღნიშნული კანონზომიერება, რომელმაც შემდგომში „7%-38%-55%“ ფორმულის სახელი მიიღო, ალბერტ მეჰრაბიანმა 1967 წელს კლარკის
უნივერსიტეტის პროფესორ მორტონ ვინერთან ერთად ადამიანის მიმართ სიმპათიის ფორმირებაზე კომუნიკაციის სხვადასხვა ელემენტის ზეგავლენის კვლევის პროცესში აღმოაჩინა (Albert Mehrabian and Morton Wiener (1967). "Decoding of Inconsistent Communications", Journal of Personality and Social Psychology 6 (1): 109–114). ხაზგასასმელია, რომ თავად მეჰრაბიანი აღნიშნავს, რომ მისი ფორმულის ბუკვალურად გაგება და აქსიომატურ დებულებად გამოცხადება შეცდომაა, რადგან მისი ექსპერიმენტები უკავშირდებოდა გრძნობებისა და დამოკიდებულებების (attitudes) კომუნიკაციის ასპექტებს (მომწონსარმომწონს). ამიტომ თუ კომუნიკატორის მიერ არტიკულირებული არ არის მისი გრძნობები ან დამოკიდებულებები, მაშინ „7%-38%-55%“ ფორმულა გამოსაყენებელი არ არის (http://www.kaaj.com/psych/smorder.html). არავერბალურ ინფორმაციას კომუნიკაციის პროცესში არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს რეი ბერდვისტელი, რომელიც კინესიკის ფუძემდებლად ითვლება. მისი მონაცემების მიხედვით ინტერპერსონალური ურთიერთობის დროს სოციალური შინაარსების ტრანსლირების 65%-70% კომუნიკაციის არავერბალურ ნაწილზე მოდის. გარდა ამისა, ბერდვაისტელმა დაადგინა, რომ დღის განმავლობაში ადამიანის ვერბალური კომუნიკაცის საშუალო სტატისტიკური ხანგრძლივობა 10-11 წუთს შეადგენს, ხოლო ადამიანის მიერ წარმოთქმული თითოეული წინანადადებება საშუალოდ მხოლოდ 2,5 წამი გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ბერდვისტელმა შექმნა ადამიანის უმარტივესი მოძრაობების, პოზებისა და ჟესტების, კინეტიკური მოლეკულებისა და ატომების ატლასი. ადამიანის სხეულის ელემენტარულ ქცევით აქტებს, რომლებიც უმცირეს, დაუყოფელ მოძრაობებს წარმოადგენენ მან კინამები უწოდა. კინამების ხანგრძლივობა იმდენად მცირეა (დაახლოებით 1/50 წმ.), რომ მათი შემჩნევა ძალზედ ძნელია. შედარებით უფრო მსხვილ ერთეულებს კი, რომლთა საშუალებითაც ადამიანებს შორის რეალური კომუნიკაცია ხდება - კინემები დაარქვა. ატლასზე მუშაობის დროს ბერდვისტელმა და მისმა კოლეგებმა აღწერეს სხვადასხვა კულტურებისა და ხალხების სპეციფიური ჟესტები. მათი მონაცემების მხედვით ამერიკულ კულტურაში ჩვეულებრივ გამოიყენება 50-60 კინემა, რომელთაგან ნახევარზე მეტი თავს უკავშირდება და ძირითადად სახის ნაწილზე მოდის: 7 პირის, 5 წარბების, 4 ცხვირის, 2 ლოყის, 2 ნიკაპის, 1 ენის და 10 თავის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობის (Birdwhistell R. L. Kinesics and context: Essays on body-motion communication. Philadelphia: Univ. of Pennsylvania Press, 1970).
რეი ბერდვისტელი
შეძენილი თუ თანდაყოლილი რეი ბერდვისტელი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღწერა ჟესტებს შორის კულტურათაშორისი განსხვავებები და დაადგინა, რომ არსებობენ ჟესტიომონიმები, რომლებიც გარეგნულად იდენტურნი არიან, მაგრამ სხვადასხვა კულტურულ გარემოში განსხვავებულ შინაარსს აღმნიშვენ (გამოხატავენ). 1944-1946
წლებში,
დასავლეთ
კანადაში,
საველე
პირობებში
განხორციელებული ანტროპოლოგიური კვლევების დროს მან აღმოაჩინა, რომ ადგილობრივი აბორიგენი ტომის, კუტენაის წევრები განსხვავებულ ჟესტებს ხმარობდნენ იმის მიხედვით თუ რომელ ენაზე საუბრობდნენ - მშობლიურზე თუ ინგლისურზე. აგრეთვე, აღმოჩნდა, რომ კუტენაებს შეეძლოთ სიარულის მანერისა და სხეულის მოძრაობებით უპრობლემოდ გაერჩიათ შორ დისტანციაზე მყოფი ადამიანი მათი ტომის წარმომადგენელი იყო თუ არა (Birdwhistell R. L. Introduction to kinesics: An annotation system for analysis of body motion and gesture. Louisville, KY: Univ. of Louisville Press, 1952). ადამიანის მიმიკებსა და ჟესტებს შორის კულტურათაშორისი განსხვავებების არსებობა-არარსებობა მათი გენეზისის საკითხს უკავშირდება და არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ 1872 წელს ჩარლზ დარვინი, თავის წიგნში „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“ (The Expression of the Emotions in Man and Animals - London: John Murray, 1872), წერდა, რომ ემოციის გამოხატვის ძირითადი
მოდელები
პლანეტის
ყველა
ადამიანისათვის
იდენტურია.
გრძნობები და ემოციები ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის, ევოლუციური თანდაყოლილ
განვითარების
პროცესში
ჩამოყალიბებულ
ადაპტაციის
მექანიზმებს
წარმოადგენენ.
უნივერსალურ, მოგვიანებით,
ანტროპოლოგიური
მეცნიერების
განვითარებასთან
ერთად,
დარვინის
აღნიშნული დებულება ეჭვის ქვეშ იქნა დაყენებული. მარგარიტ მიდის მიერ პოლინეზიასა და სამოაზე ჩატარებული კვლევების, დასავლეთ კანადის აბორიგენ ტომებში რეი ბერდვისტელის ექსპედიციის, გრიგორი ბეისტონის მოგზაურობის ახალ გვინეაში, პროქსემიკის ფუძემდებლის ედუარდ ჰალის კროს-კულტურული და ჩარლზ ოზგუდის ფსიქოლინგვისტური კვლევების შედეგად დაგროვდა მრავალმხრივი ემპირიული მასალა, რომელიც მოწმობდა, რომ სახის გამომეტყველება (ემოცია) და ჟესტები სოციალური დასწავლის
შედეგია.
ანტროპოლოგები,
ფსიქოლოგები,
კომუნიკაციის
სპეციალისტები სულ უფრო და უფრო იხრებოდნენ იმ მოსაზრებისკენ, რომ დარვინი ცდებოდა, როცა აქცენტს ემოციების გენეტიკურ დეტერმინაციაზე აკეთებდა. ემოციები და ჟესტები არ არის თანდაყოლი და უნივერსალური - ისინი სოციალურად დეტერმინირებულნი არიან და ონტოგენეტური განვითარების პროცესში ფორმირდებიან. სწორედ ამგვარად ხსნიდნენ ზემოთხსენებული ანტროპოლოგები
და
ფსიქოლოგები
კულტურათაშორის
განსხვავებებს,
რომლებიც მათ მიერ იყო მოპოვებული სხვადასხვა აბორიგენული ტომების ჟესტებისა და მიმიკების შესწავლის პროცესში. 1962-1963 წლებში ცნობილმა ფსიქოლოგმა სილვან ტომკინსმა გამოსცა ორი მონოგრაფია (Silvan S. Tomkins - Affect Imagery Consciousness: Volume I, The Positive Affects და Silvan S. Tomkins - Affect Imagery Consciousness: Volume II, The Negative Affects. London: Tavistock. 1962 და 1963), რომელებშიც ის ამტკიცებდა, რომ ადამიანის ემოციური გამოცდილება თანდაყოლილი მექანიზმია და წარმოადგენს
ურთიერთმომქმედ
იდეურ-აფექტური
თანდაყოლილ მატრიცას.
ემოციბის ილუსტრაცია ჩარლზ დარვინის წიგნიდან
წარმონაქმნების
ოდნავ მოგვიანებით, 60-იანი წლების მეორე ნახევარში, ტომკინსის გავლენითა და რეკომენდაციით
ფსიქოლოგებმა
პოლ
ეკმანმა
და
ქეროლ
იზარდმა,
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, იდენტური ემპირიული კვლევების ჩატარება დაიწყეს. ამ ექსპერიმენტებს უნდა დაედასტურებინა ან უარერყო სილვან ტომკინსის პარადიგმა, რომელიც თავის მხრივ ჩარლზ დარვინის იდეებს ეფუძნებოდა. როგორც ერთმა ისე მეორე კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ემოციების აღქმა ერთნაირად ხდება. ეკმანმა
კვლევები
ხუთი
სხვადასხვა
ქვეყნის
(კულტურის)
წარმომადგენლებზე ჩაატარა: ბრაზილია, ჩილე, არგენტინა, იაპონია და აშშ. ექსპერიმენტის დროს ის ხუთივე კულტურის წარმომადგენლებს თხოვდა ენახათ ფოტოები და ამოეცნოთ მათზე გამოსახული ადამიანის ემოცია. შედეგები მოწმობდნენ,
რომ
მიუხედავად
კულტურული
განსხვავებისა,
ემოციების
ამოცნობას ყველა მათგანი წარმატებით ახერხებდა. ანალოგიური შედეგები მიიღო იზარდმაც, მაგრამ ამ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით საბოლოო დასკვნის გაკეთებას მკვლევარები მოერიდნენ. საქმე იმაში იყო, რომ არც ეკმანის და არც იზარდის გამოკვლევები არ ჩატარებულა ცივილიზებული სამყაროსაგან იზოლირებულ კულტურებზე. არსებობდა დიდი ალბათობა იმისა, რომ ემოციების ამოცნობის სისწორე განპირობებული იყო მათი (ემოციების) გამოსახვის დასავლური მანერის ინფილტრაციით სხვადასხვა კულტურებში. გამორიცხული არ იყო, რომ ექსპერიმენტში მონაწილე სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს, ტელევიზიისა და ფილმების საშუალებით, ათვისებული და დასწავლილი ჰქონდათ ანგლო-საქსონური ხალხებისათვის დამახასიათებელი ემოციების გამოხატვის თავისებურებები.
სილვან ტომკინსი და ქეროლ იზარდი
საკითხის საბოლოოდ დახურვის მიზნთ პოლ ეკმანმა ახალ გვინეაში ორი ექსპედიცია
მოაწყო
(1967-1968
წწ.).
ექსპერიმენტები
ფორეს
ტომის
აბორიგენებზე ჩატარდა, რომლებიც გარე სამყაროსაგან აბსოლუტურად მოწყვეტილ გარემოში ცხოვრობდნენ. მათ არ ჰქონდათ დამწერლობა, არაფერი იცოდნენ მეტალის იაღღის შესახებ, რომ არაფერი ვთქვათ დენთზე და ცეცხლსასროლ იარაღზე. არსენალში ჰქონდათ მხოლოდ აქატისაგან ან კვესისგან დამზადებული ცულები, გალესილი ძვლის დანები (დოგანი), მშვილდ-ისრები და ხის შუბები. წარმოდგენა არ ჰქონდათ რა იყო ფოტოგრაფია და ეკმანის ექსპედიციამდე მათ არცერთი ფოტო არ ჰქონდათ ნანახი. ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ
კანიბალისტურ
რიტუალებს.
ეს
იყო
ცივილიზაციის ზეგავლენისაგან აბსოლუტურად სტერილური რომელიც
სრულად
აკმაყოფილებდა
ყველა
იმ
თანამედროვე კულტურა,
მოთხოვნას,
რაც
ექსპერიმენტების სისუფთავისთვის იყო საჭირო. პირველი ექსპედიცია წარუმატებელი გამოდგა - პრობლემები შეიქმნა თავად
ექსპერიმენტების
ჩატარების
პროცესში.
ფორეს
აბორიგენებს
დამწერლობა არ ჰქონდათ, რის გამოც ფოტოზე გამოხატული ემოციის ამოცნობის დროს პასუხების ჩამონათვალის მიცემა ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული. ეკმანი იძულებული გახდა იმპროვიზაციისათვის მიემერთა და ექსპერიმენტის მონაწილეებს
თხოვდა მოეთხროთ იმ სიტუაციის შესახებ,
რომელმაც სურათზე გამოხატული ემოცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტის
მონაწილეები
სრულიად
ადექვატურად
ახერხებდნენ
ინსტრუქციის შესრულებას ეკმანმა ექსპედიცია შეწყვიტა და მეთოდოლოგიის დახვეწის მიზნით აშშ-ში დაბრუნდა. 1968 წელს, ახლი მეთოდოლოგიის დამუშავების შემდეგ, ეკმანი კვლავ გაემგზავრა ახალ გვინეში. მასთან ერთად ექსპედიციაში იყვნენ უოელეს ფრიზენი
და
ნევილ
ჰოფმანი.
ამჯერად
ექსპერიმენტები
სხვაგვარად
ტარდებოდა - ცდის პირს უკითხავდნენ ისტორიას, რის შემდეგაც შეთავაზებული ფოტოებიდან მას უნდა აერჩია და ხელი დაედო იმ ფოტოსათვის, რომელიც მოსმენილ სიტუაციას ასახავდა. ექსპერიმენტების შედეგები ოთხ ემოციასთან მიმართებბაში (სიხარული, განრისხება, ზიზღი და მწუხარება) არავითარ ეჭვს არ იწვევდა. აღნიშნული ემოციების ამოცნობის სისწორეში აბორიგენებს ისეთივე მაჩვენებლები ჰქონდათ როგორიც ევროპელებს ან ამერიკელებს. რაც შეეხება შიშსა და გაკვირვებას მათ დიფერენციაციას ფორეს ტომის წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ. შიშთან დაკავშირებული ისტორიის მოსმენის შემდეგ აბორიგენები თანაბარი სიხშირით ირჩევდნენ, როგორც შიშის ისე გაკვირვებს ამსახველ ფოტოებს (Психология эмоций. Я знаю, что ты чувствуешь. 2-е изд. / Пер. с англ. - СПб.: Питер, 2010).
ალბერტ მეჰრაბიანი (მარცხნივ) და პოლ ეკმანი
ახალ გვინეაში ჩატარებული ექსპერიმენტები, რომლებიც პირველად 1969 წელს
გამოქვეყნდა,
ჩარლზ
დარვინის
მოწინააღმდეგეებისათვის
არასასურველი სურპრიზი გამოდგა. ეკმანის კვლევები აშკარად აჩვენებდა, რომ ემოციები და მათი აღქმა არ უკავშირდება დასწავლას (Ekman, P., Sorenson, E. R., Friesen, W. V. - Pan-Cultural Elements In Facial Display Of Emotions. Journal Science, volume 164, pp. 86-88, published by AAAS 1969).
ეკმანის კვლევების შედეგები
აღნიშნული კვლევა იმდენად აქტუალური გამოდგა, რომ ეკმანმა ექსპერიმენტების გადამოწმება ცნობილ ვიზუალურ ანტროპოლოგს კარლ
ჰაიდერს სთხოვა. პროვნციაში
ჰაიდერმა იგივე ექსპერიმენტები
მცხოვრებ
აბორიგენებზე
(დანის
ინდონეზიის პაპუას
ტომი)
გაიმეორა
და
აბსოლუტურად იდენტური შედეგები მიიღო (Karl G. Heider - Landscapes of Emotion: Mapping Three Cultures of Emotion in Indonesia. Cambridge University Press,1991).
ნეიროფიზიოლოგია "ერთიანი სამასახოვანი ტვინი" 1952 წელს პოლ მაკლინმა (Paul MacLean) წამოაყენა
„ერთიანი
სამასახოვანი ტვინის“ (ინგლისურად და გერმანულად - Triune Brain, ფრანგულად- Du cerveau triunique, რუსულად - Триединый мозг) ჰიპოთეზა (Paul D. MacLean - The Triune Brain in Evolution: Role in PaleocerebralFunctions. Springer Publishing, 1990). ამ ჰიპოთეზის თანახმად ადამიანის ტვინი შედგება: "რეპტილიური ტვინისგან" (ტვინის ღერო), "ძუძუმწოვრის ტვინისგან" (ლიმბური სისტემა) და "პრიმატის ტვინისგან" (ახალი ტვინი ან ნეოკორტექსი).
ევოლუციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილი ცენტრალური ნერვული სისტემის ეს სამი დონე, როგორც ერთიანი სისტმა ისე ფუნქციონირებს, მაგრამ
ადამიანის
ფსიქო-ფიზიოლოგიური
პროცესების
მართვის
თვალსაზრისით თითოეულ მათგანს გარკვეული დომინანტური როლი გააჩნია. "რეპტილიური
ტვინი",
როგორც
ევოლუციურად
ყველაზე
ძველი
და
პრიმიტიული სტრუქტურა გადარჩენის და აგრესიის ინსტიქტებს მართავს. ლიმბური სისტემა, ვეგეტატური ნერვული სისტემის მართვის გარდა, ემოციურ სფეროზეა პასუხისმგებელი. ნეოკორტექსი კი ლოგიკურ აზროვნებას და უმაღლეს ნერვულ მოქმედებას უზრუნველყოფს. ადამიანის ემოციები, სხეულის ენა (მინიკები და ჟესტები) რასაც სხვაგვარად არავერბალურ კომუნიკაციას უწოდებენ უპირატესად ლიმბური სისტემისაგან იმართება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სხეულის ენისა და ემოციების
კონტროლის
პროცესში
ნეოკორტექსიც
მონაწილეობს.
ნეოკორტექსი სიტუაციის გაანალიზების გზით ინფორმაციას აწვდის ლიმბურ სისტემას განახორციელოს თუ არა ამ უკანასკნელმა ემოციური (ლიმბური) რეაქციები. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ლინბური სისტემა არავერბალური კომუნიკაციის პროცესში? საქმე იმაშია, რომ ტვინის ეს ნაწილი მყისიერად, რეფლექტორულად რეაგირებს გარესამყაროს სტიმულებზე და მოქმედებს რეალურ დროში, მოფიქრების გარეშე. სწორედ ამიტომ უწოდებს დევიდ მაიერსი ლიმბურ სისტემას თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც ყველაზე უტყუარ (გულწრფელ) რეაქციებს იძლევა გარესამყაროდან მიღებულ ინფორმაციასა და სტიმულებზე (David G. Myers - Exploring psychology. New York, Worth Pub., 1993. pp. 35-39). ლიმბური სისტემა ადამიანის ემოციურ ცენტრს წარმოადგენს, საიდანაც იგზავნება სიგნალები ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც მართავენ ემოციების გამოხატვისა და თვითგადარჩენის ქცევასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ელემენტებს. ქცევის აღნიშნული ელემენტების არა მხოლოდ დანახვაა შესაძლებელი, არამედ შეიძლება მათი გაშიფრვაც, რადგან მათ ფიზიკურ გამოვლინებას წარმოადგენს ფეხების, ტორსის, ხელების და სახის მოძრაობები. იმის გამო, რომ ეს რეაქციები სიტყვებისაგან განსხვავებით აზრებთან კორელაციაში არ იმყოფებიან, მათთვის სიყალბე არ არის დამახასიათებელი (ისინი არ შეიძლება გაყალბებულნი იყვნენ). აი რატომ უწოდებს დენიელ გოლმენი ლიმბურ სისტემას "პატიოსან ტვინს" (Daniel Goleman - Emotional intelligence. New York: Bantam Books. 1995, pp. 13-29)
ლიმბური სისტემა
ამიგდალა იგივე ნუშისებრი სხეული (Amygdala) მონაწილეობს
როგორც
დადებითი
(სიამოვნების) ისე უარყოფითი (შიშის) ემოციების ფორმირებაში. მისი ზომა დადებით კორელაციაშია აგრესიულ ქცევებთან. ისეთი შფოთი,
ემოიციები
დეპრესია,
და
განცდები,
როგორიცაა:
სხვადასხვა ფობიები; აგრეთვე ნაწილობრივ აუტიზმი,
პოსტრამვატური
სტრესული
სინდრომები
ამიგდალას არანორმალურ ფუნქციონირება უკავშირდება. ადამიანის ტვინში ამიგდალა არის სექსუალურად ყველაზე მეტად დიმორფული სტრუქტურა . ჰიპოკამპი (Hippocampus) მონაწილეობს ემოციურ რეაქციებსა და მეხსიერების მექანიზმებში. ჰიპოთალამუსი (Hipothalamus) ჰიპოთალამუსში მოთავსებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრები. ეს ცენტრები არეგულირებენ: ნივთიერებათა ცვლას, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ და გამომყოფის სისტემებს. პასუხისმგებელნი არიან შინაგანი
სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებაზე. აქედან ხდება ძილის, სიფხიზლის და სხვადასხვა ემოციური მექანიზმების მართა და რეგულირება. თალამუსი (Thalamus) თალამუსი
წარმოადგენს
ლიმბური
სისტემის
ყველაზე
უფრო
ახალგაზრდა ნაწილს, რომლის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ნეოკორტექსის ფორმირებასთან. თალამუსი უზრუნველყოფს რეფლექსების განხორციელებას. არის სენსორული ინფორმაციის
გადამცემი
მიდამო,
რომელიც მიემართება ქერქისაკენ.
თავის ტვინის თეთრი ნივთიერება თავის ტვინის თეთრი ნივთიერება (white matter, ლათინურად substantia alba) ნერვული ბოჭკოების ქსელია. თეთრი ნივთიერება შედგება ნეირონების წანაზარდებისაგან, რომლებიც ქმნიან კონებს (fasciculi) და ტრაქტებს (tractus). ისინი, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის გამტარი გზები ერთმანეთთან აკავშირებენ თავის ტვინის სხვადასხვა უბნებს.
ასევე მათი
საშუალებით უკავშირდება ერთმანეთს თავისა და ზურგის ტვინიც. საერთო ჯამში თეთრი ნივთიერების სიგრძე დაახლოებით 160 000 კილომეტრს.
ნეირონები ნეირონი
არის
ნერვული ქსოვილის
მთავარი
სტრუქტურული და
ფუნქციური ერთეული. ზრდასრული ადამიანის თავის ტვინში 100 მილიარდზე მეტი ნეირონია. ნეირონებს შორის არსებულ სივრცეს ავსებს ნეიროგლიის უჯრედები. ნეიროგლიას საყრდენი, ტროფიკული (სავები ნივთიერებებითა და ჟანგბადით მომარაგება), დაცვითი (ბაქტერიები, აგრეთვე მკვდარი ნეირონები) ფუნქციები აქვს. საუკუნეზე მეტი ითვლებოდა, რომ ნეიროგლიები არ მონაწილეობენ ნერვული იმპულსების გადაცემაში, თუმცა უკანასკნელი მონაცემებით, მათ გარკვეული,
დამხმარე
ფუნქცია
აქვთ
ნეირონებს
შორის
სინაპსური
კავშირების დამყარებაში (Herman Wolosker, Elena Dumin, Livia Balan and Veronika N.Foltyn – “D-Amino acids in the brain: d-serine in neurotransmission and neurodegeneration” (FEBS Journal Volume 275, Issue 14, pages 3514–3526, July 2008). ყოველი ნეირონი ქმნის დაახლოებით 1 000-დან 10 000-მდე კავშირს სხვა ნეირონებთან. გამოთვთვლილია, რომ თავის ტვინის აქტივობისას ნეირონთა კავშირების კომბინაციათა ჯამი, აჭარბებს სამყაროში არსებულ ელემენტარულ ნაწილაკთა რიცხვს.
თავის ტვინში არსბობენ ნეირონები, რომელებსაც, მოტორულ-ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ. მათი არსებობაის შესახებ მეცნიერებისათვის 50 წელზე მეტი ხანია რაც ცნობილია. ამ ნეირონების აღგზნება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ასრულებს ამა თუ იმ მოქმედებას.
მაგალითად, თუ მე გავიშვერ ხელს და ავიღებ ვაშლს, აღიგზნება თავის ტვინის ფრონტალური ნაწილის მოტორულ -ბრძანებითი გადავწყვიტე,
ნეირონი.
თუ მე
რომ ჩვმსკენ მოვწიო რაიმე საგანი, აღიგზნბა სხვა ნეირონი,
რომლებიც ბრძანებას გასცემს მოვწიო ეს საგანი და ა.შ.
„ეს ნეირონები პატარა ნეირონული ქსელის ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც კონკრეტული ამოცანის შესრულებას ემსახურებიან. თავისთავად ერთ ნეირონს არ შეუძლია ხელის ამოძრავება, მაგრამ
მისი რეაქცია
საშუალებას აძლევს მიაყურადოს მთელ ნეირონულ ქსელს“ (В.С. Рамачандран - Мозг рассказывает : что делает нас людьми. Перевод с английского Е. Чепель. Карьера Пресс, 2012. EPUB. გვ. 168).
სარკისებრი ნეირონები 1992 წელს იტალიელმა ნეირობიოლოგმა, პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯაკომო რიზოლატიმ (Giacomo Rizzolatti) და მისმა კოლეგებმა მაკაკებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს სრულიად შემთხვევით, სათანადო ჰიპოთეზის გარეშე, ე.წ. “სარკისებრი ნეირონები”აღმოაჩინეს.
რიზოლატის
ექსპერიმენტები
აჩვენებდნენ
მანამდე
უცნობ
მოვლენას:
გარკვეული წყება ნეირონებისა აქტივირდებოდნენ მაშინ, როდესაც მაკაკები ხედავდნენ, როგორ ჭამდა ექსპერიმენტატორი არაქისს. პარადოქსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ თავად მაკაკების მიერ არაქისის ჭამის დროსაც ზუსტად იგივე ნეირონები აქტივირდებოდნენ (Rizzolatti G., Fadiga L., Gallese V., Fogassi L. Premotor cortex and the recognition of motor actions. Cognitive Brain Research., 3 (1996), page 131-141). რიზოლატის მიერ აღმოაჩინილი სარკისებრი ნეირონები მოტორულბრძანებითი ნეირონების ქვეჯგუფს წარმოადგენენ და მოტორულ-ბრძანებითი ნეირონების მთლიანი რაოდენობის 20%-ს შეადგენენ.
ისინი აღიგზნებიან ერთი მხრივ მაშინ, როდესაც ჩვენ ხელში ვიღებთ რაიმე საგანს, მეორე მხრივ კი მაშინ, როდესაც ჩვენ ვუყურებთ, თუ როგორ იშვერს ხელს სხვა ამა თუ იმ საგანის ასაღებად. სარკისებრი ნეირონები ერთგვარად ცვლიან
ჩვენი თვალთახედვის რაკურსს და სხვა ადამიანის
თვალთახედვის ადგილას გვაყენებენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ნეირონი ვირტუალურად იმეორებს იმას, რასაც სხვა ადამიანი აკეთებს. რიზოლატი აღნიშნავს, რომ სარკისებრი ნეირონების საშუალებთ ჩვენ ასევე შეგვიძლია სხვისი ტუჩების და ენის მოძრაობის მიბაძვა, რაც თავის მხრივ მეტყველების ევოლუციის საფუძველს წარმოადგენს. ამ
მხრივ
ძალიან
რომლის თანახმადაც
მნიშვნელოვანია
სარკისებრი
რიზოლატის
ნეირონები
დაკვირვებები,
დიდი
რაოდენობით
თამყორლია მაიმუნის ვენტრალურ პრემოტორულ ზონაში. პრიმატების თავის ტვინის აღნიშნული ზონა კი ევოლუციის პროცესში ადამიანის ბროკას ცენტრის წინამორბედი შეიძლება ყოფილიყო (Vilayanur S. Ramachandran - The Tell-Tale Brain: A Neuroscientist's Quest for What Makes Us Human. Pub.: W. W. Norton & Company, 2011). კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-დიეგო) პროფესორი ვილეიანურ რამაჩანდრანის
მიხედვით
სარკისებრი ნეირონები ჩართულნი არიან ისეთ
პროცესებში როგორიცაა: იმიტირება და მიბაძვა. იმისათვის, რომ ადამიანმა მოახდინოთ რთული ქცევების იმიტირება, საჭიროა მან საკუთარი თავი სხვის ადგილას დააყენოს. იმიტაციამ და მიბაძვამ ევოლუციის პროცესში კარდინალური როლი ითამაშა
ადამიანის
კულტურაზე
და მისი
განვითარების
დინამიკაზე.
დაახლოებით 70 000 - 100 000 წლის წინ ევოლუციის პროცესში მოხდა რაღაც განსაკუთრებული. სწორედ ამ პერიოდში მოულოდნელად გაჩნდა და გავრცელდა
ჩვევათა
მთელი
კომპლექტი,
რომლებიც
გამორჩეულად
ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, ისეთები როგორიცაა: ინსტრუმენტების, ცეცხლის, თავშესაფრის გამოყენება აგრეთვე ენა, სხვისი აზრის გამოცნობის უნარი და სხვათა ქცევების ახსნა.
ვილეიანურ რამაჩანდრანი
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ტვინს დღევანდელ ზომამდე მისაღწევად 300 000
- 500 000 წლი დასჭირდა,
ევოლუციის
პროცესში
გაცილებით
ზემოთხსნებული ადამიანური ჩვევები გვიან,
შედარებით
სწრაფად
და
მოულოდნელად განჩნდა.
სავარაუდოდ
სწორედ ამ პერიოდისთვის ადამიანის თავის ტვინში
სარკისებური ნეირონების რთული სისტემის უცაბედი ჩამოყალიბება მოხდა, რომელიც საშუალებას იძლეოდა სხვა ადამიანების ქცევების მიბაძვას. ამიტომაც, როდესაც ერთი ადამიანი შემთხვევით აკეთებდა აღმოჩენას, მაგალთად აანთებდა ცეცხლს ან გამოიგონებდა რაიმე იარაღის, აღმოჩენა არ იკარგებოდა და ჰორიზონტალურად ვრცელდებოდა მთელ პოპულაციაში ან გადაეცემოდა ვერტიკალურად მომდევნო თაობებს.
ევოლუციის პროცესი
ნაცვლად
დარვინისეულისა
მოულოდნელად
ლამარკისეული გახდა. დარვინისეული ევოლუცია ნელია. მას ასობით ათასი წელი
სჭირდება. პოლარულ
ათასობით თაობა ნაშიერს,
დათვის
და შესაძლოა
ბავშვს კი
ბეწვის
100 000
უბრალოდ ნახვით
საფარს
ევოლუციისათვის
წელი დასჭირდეს. ადამიანის
შეუძლია დაისწავლოს
როგორ
მოინადირა მისმა მშობელმა დათვი, გაატყავა და შეიმოსა მის ქურქში. იმაზე რაზეც დათვს დარვინის თეორიის მიხედვით 100 000 წელი დასჭირდა, ადამიანს აროაჩნდა უნარი 10 წუთში ესწავლა. და როგორც კი ერთი ინდივიდი აითვისებდა
ამ თუ იმ ჩვევას
პროგრესიით ვრცელდებოდა
მთელი
ის
უსწრაფესად,
პოპულაციის
გეომეტრიული
მასშტაბით. რთული
ჩვევების მიბაძვა (იმიტაცია) არის ის რასაც ჩვენ კულტურას ვეძახით და სწორედ ეს
წარმოადგენს ცივილიზაციის
საფუძველს(Vilayanur Ramachandran: The
neurons that shaped civilization. TED, Nov., 2009. თარგმანი ლევან ხომერიკისა). 1992 წელს რიზოლატის მიერ სარკისებრი ნეირონების აღმოჩენის შემდეგ ანალოგიური ნეირონები ნაპოვნი იქნა, როგორც მაიმუნის ისე ადამიანის თავის ტვინის
სხვადასხვა
უბნებში:
პრემოტორულ
ზონაში,
ბროკას
ცენტრში,
პირველად მოტორულ ზონაში (Riitta Hari, Mathieu Bourguignon, Harri Piitulainen, Eero Smeds, Xavier De Tiège and Veikko Jousmäki - Human primary motor cortex is both activated and stabilized during observation of other. Phil. Trans. R. Soc. B 2014 369, 20130171, published 28 April 2014).
ოდნავ მოგვიანებით აღმოჩენილ იქნა მოტორული სარკისებრი ნეირონებისაგან განსხვავებული, სომატოსენსორული ტიპის სარკისებრი ნეირონები. ტორონტოს უნივერსიტეტის სარტყელის
მკვლევარები
ხვეულის
წინა
აკვირდებოდნენ ნაწილის
ნერვულ
ერთ-ერთი
პაციენტის
უჯრედებს,
რომელსაც
ნეიროქირურგიული ჩარევა ცნობიერებაში მყოფს გაუკეთდა. თავის ტვინის ამ უბანის ნეირონები რეაგირებენ კანში არსებულ ტკივილის რეცეპტორებზე, რის გამოც მათ ხშირად ტკივილის სენსორულ ნეირონებს უწოდებან. "წარმოიდგინეთ მთავარი ქირურგის გაკვირვება, როცა მან შენიშნა, რომ ამ პაციენტის ტკივილის სენსორული ნეირონები იმავე სიძლიერით მაშინ
რეაგირებდნენ,
როდესაც
პაციენტი
ხედავდა როგორ უკეთებდნენ ნემსს სხვა პაციენტს (ტკენდნენ სხვას)!
თითქოს
ნეირონი
თანაუგრძნობდა სხვას" (Vilayanur S. Ramachandran - The Tell-Tale Brain: A Neuroscientist's Quest for What Makes Us Human. Pub.: W. W. Norton & Company, 2011. Epub File, გვ. 102). ამ ტიპის სარკისებრ ნეირონებს, რომლებიც ემპათიის ნეიროფიზიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენენ ვილეიანურ რამაჩანდრანმა „განდის ნეირონები“ დაარქვა. რამაჩანდრანი აღნიშნავს, რომ სომატოსენსორული სარკისებრი
ნეირონები პირდაპირი მნიშვნელობით ნიველირებას უკეთებენ ადამიანების შეგრძნებებსა და განცდებს შორის არსებულ საზღვრებს. 2006 წელს ტანია ზინგერმა და მისმა კოლეგებმა (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი), მაგნიტურ რეზონანსური ტომოგრაფის გამოყენებით, მოხალისეებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დაადასტურეს, რომ ადამიანის აქვს უნარი რეალური თანაგრძნობა გამოავლინოს წარმოსახული სიტუაციისა დროს. ამ
ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ მსმენელის მიერ სიტუაციის წარმოსახვის შემთხვევაში თავის ტვინში ხდება იგივე ნეირონების აღზნება, რომლებიც აღიგზნებოდნენ იმ ვითარებაში მსმენელები რეალურად რომ მოხვდრილიყვნენ ანალოგიურ სიტუაციაში. ნეირონების ამგვარი „თანაგრძნობა“ დაფიქსირდა ზიზღის, ტაქტილური შეგრძნებებისა და ტკივილის ცენტრებში. ასე, რომ ნეიროფიზიოლოგიურ ენაზე თანაგრძნობა
წარმოსახულ სიტუაციაზე
ნეირონების ადექვატურ აგზნებას წარმოადგენს (Singer, Т, (2006). The neuronal basis and ontogeny of empathy and mind reading: Review of literature and implications for future research. Neuroscience and Bio behavioral Reviews, 6,855-86). ანლოგიური ტიპის სარკისებრი ნეირონები, ოღონდ მხოლოდ შეხებასთან დაკავშირებული,
აღმოჩენილ
პირველადსომატოსენსორულ
ზონაში
იქნა (თავის
თხემის ტვინის
წილის
პოსტცენტრალური
ხვეული, Postcentral gyrus, ბროდმანის 1, 2 და მე-3 ველები). აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნეირონები პირველადი სომატოსენსორული ზონის გარდა ნაპოვნია თხემის წილის ზედა წილაკის (Superior parietal lobule), მეორად სომატოსენსორულ და ასოციაციურ ზონებში (Christian Keysers and
Valeria Gazzola - Expanding the mirror: vicarious activity for actions, emotions, and sensations Current Opinion in Neurobiology. Volume 19, Issue 6, December 2009, Pages 666–671).
ადამიანის სარკისებრი ნეირონების შესწავლა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის საშუალებით 2009
წელს
კალიფორნიის
უნივერსიტეტის
პროფესორმა
მარკო
იაკობინიმ (Marco Iacoboni) მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის გამოყენებით ჩატარებული ექსპერიმენტებით დაადასტურა, რომ ადამიანის შემთხვევაში “სარკისებრი ნეირონები”, პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ იმიტაციაზე, არამედ ემპატიაზე და სხვა ადამიანების განცდებისა და ქცევების გაგებაზე (Marco Iacoboni - Imitation, Empathy, and Mirror Neurons. Annual Rev. Psychol. 2009. 60:653– 70, University of California - Los Angeles). მარკო იაკობინი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით (MRT) თავის ტვინის სკანირების დროს ცდის პირებს აწვდიდა სხვადასხვა ემოციების ამსახველ სურათებს.
ფოტოებს,
როგორც
სტიმულს
ექსპერიმენტის
სპეციალური თხევადკრისტალური სათვალეების
მონაწილეებს
საშუალებით აწვდიდნენ,
რომლებიც მონიტორის ფუნქციას ასრულებდნენ (მოგვიანებით, იაკობინიმ ამგვარი სათვალეებით ცდის პირებისათვის სურათების გარდა ვიდეომასალების მიწოდება დიწყო).
ექსპერიმენტების
შედეგად
გაირკვა, რომ
ცდის
პირების
ნეირონების აგზნება ორივე შემთხვევაში ხდებოდა: ა) სურათების უბრალოდ ნახვისას; ბ) სურათზე გამოსახული ემოციის იმიტირების დროსაც.
სარკისებრი
დადებითი ემოციის გამომხატველი სტიმულები
ქვემოთ მოყვანილია სურათები, რომელზეც ასახულია სარკისებრი ნეირონების აგზნება ცდის პირებისათვის დადებითი სტიმულების მიწოდებისას. ერთ შემთხვევაში ცსდის პირემს იმიტაცია უნდა მოეხდინათ ამ სტიმულების ნახვისას (მარცხენა სურათი), მეორე შემთხვევეაში კი ყოველგვარი იმიტაციის გარეშე მხოლოდ უნდა ეცქირათ მათთვის (მარჯვნა სურასთი)
ემოციები და მათი ამოცნობა (ღიმილი, სიცილი) დღეს საუკეთესო სპორტსმენები შუბს 80-90 მეტრზე ტყორცნიან. სავარაუდოა, რომ იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანს, როგორც ახალ სახეობას, გამუდმებით უწევდა ბრძოლა თვითგადარჩენისთვის და გამუდმებული ფიზიკური აქტიობით
(ბუნებრივივი ვარჯიშით) იყო დაკავებული, თანამედროვე სპორტსმენის მსგავსდ შეეძლო შუბი 80-90 მეტრზე ეტყორცნა. საინტერესოა, რომ ეს ზუსტად ის მანძილია, რა მანძილზეც ჩვენ შეგვიძლია ადამიანის სახეზე ღიმილი ამოვიცნოთ. ბუნებრივია, როგორც ისტორიული ისე თანამედროვე გაგებით ღიმილი კეთილგანწყობილებას გადმოსცემს და ერთგვარ ადაპტაციის (დაცვის) მექანიზმსაც წარმოადგენს. ისევე, როგორც ცარიელი ხელების დემონსტრირება, ღიმილიც არამტრულ განზრახვაზე მიანიშნებს. ეს არავერბალური სიგნალი ნიშნავს, რომ “მე მოვედი არა სამტროდ”. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი ნენსი ეთკოფი (Nancy Etcoff) ღიმილს “ბუნების სამშვიდობო სიბოლოს” უწოდებს (Boston Globe Magazine 09/11/ 2000). ღიმილს ერთი საოცარი თვისება აქვს: როდესაც თქვენ ვინმე გიღიმით, როგორც წესი თქვენც, საპასუხოდ უღიმით მას. თუ გინდათ მოიპოვოთ ადამიანების კეთილგანწყობა ნუ დაიზარებთ, გაუღიმეთ მათ და უმტეს შემთხვევაში საპასუხო ღიმილს მიიღებთ – გამოდმებით იმეორებს ყველა საჯარო ლექციაში სხეულის ენის ცნობილი სპეციალისტი ალან პიზი.
ღიმილის ეს მაგიური თვისება ადამიანის ტვინის სპეციფირ, ე.წ. “სარკისებურ ნეირონებს” უკავშირდება. 1992 წელს ცნობილმა იტალიელმა ნეირობიოლოგმა, პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯაკომო რიზოლატიმ (Giacomo Rizzolatti) მაკაკებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად ე.წ. “სარკისებრი ნეირონები” აღმოაჩინა.
რიზოლატის ექსპერიმენტები აჩვენებდნენ მანამდე უცნობ მოვლენას: გარკვეული წყება ნეირონებისა აქტივირდებოდნენ მაშინ, როდესაც მაკაკები ხედავდნენ, როგორ იდებდა პირში საკვებს ადამიანი (ექსპერიმენტატორი). პარადოქსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ თავად მაკაკების მიერ საკვების მიღების დროსაც ზუსტად იგივე ნეირონები აქტივირდებოდნენ (Rizzolatti G., Fadiga L., Gallese V., Fogassi L. Premotor cortex and the recognition of motor actions. Cogn. Brain Res., 3 (1996), 131-141). რა ხდება ადამიანის შემთხვევაში? პასუხი ამ კითხვას 2009 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა მარკო იაკობინიმ (Marco Iacoboni) გასცა. მან ექსპერიმენტულად დაადასტურა, რომ ადამიანის შემთხვევაში “სარკისებრი ნეირონები”, პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ იმიტაციაზე, არამედ ემპატიაზე და სხვა ადამიანების განცდებისა და ქცევების გაგებაზე (Marco Iacoboni - Imitation, Empathy, and Mirror Neurons. Annual Rev. Psychol. 2009. 60:653–70, University of California - Los Angeles).
გულწრფელი და არაგულწრფელი ღიმილი (სიცილი) პოლ ეკმანის (Пол Экман. «Психология эмоций. Я знаю, что ты чувствуешь»: Питер; СПб; 2010) მიხედვით, ღიმილი სასიამოვნო ემოციების განცდის სიგნალს წარმოადგენს. მხიარულება, სიამაყე, კმაყოფილება, აღგზნება, სენსორული კმაყოფილება, გაოცება, ნიშნის მოგება, ექსტაზი და სხვა, სიამოვნებასთან აფილირებული ემოციები სახეზე ღიმილის გამოხატვას გულისხმობენ. ღიმილი ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს: ა) ინტენსივობით (იხრებოდეს ან გადადიოდეს სიცილში); ბ) სახეზე გაჩენის სისწრაფით (ნელ-ნელა გამოიკვეთოს სახეზე ან გაჩნდეს მყისიერად); გ) სახეზე დარჩენის ხანგრძლივობით; დ) სახიდან გაქრობის სისწრაფით (შესაძლოა ღიმილი დიდხანს იყოს სახეზე მაგრამ გაქრეს სწრაფად ან “ჩაქრეს” თანდათან). ძალიან ხშირად, ღიმილის აღქმის დროს, ადამიანები შეცდომას უშვებენ მის გულწრფელობაში და ტყუვდებიან. ერთის მხრივ იმის გამო, რომ ღიმილი სიამოვნებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ემოციას ახასიათებს. მეორე მხრივ, ღიმილი ადამიანის სახეზე შეიძლება გაჩნდეს მაშინაც, როდესაც ის სულაც არ განიცდის სასიამოვნო ემოციას და უბრალოდ, თავაზიანობის გამო იღიმება (ან მაგალითად არის იმგვარ სიტუაციაში, როსადაც ეტიკეტი მოითხოვს სახეზე ღიმილს და ა.შ.). ამრიგად, საკითხი იმის შესახებ, უშვებს თუ არა ადამიანი ღიმილის აღქმისას შეცდომას, უკავშირდება იმას თუ რამდენად სწორად ახდენს ადამიანი იმის ამოცნობას დგას თუ არა ღიმილის უკან სასიამოვნო ემოცია (ან ემოციები), გულწრფელია თუ არა ღიმილი (სიცილი).
მაშ
როგორ
გავარჩიოთ
გულწრფელი
ღიმილი
ან
სიცილი
არაგულწრფელისაგან ?
1862 წელს ფრანგმა ნევროლოგმა დუშენ დე ბულონელმა (Duchenne de Boulogne) აღმოაჩინა, რომ გულწრფელ და მოჩვენებით ღიმილს შორის არსებობს ძნელად შესამჩნევი და მეტად ნატიფი, მაგრამ პრინციპული სხვაობა. დუშენმა ექსპერიმენტულად დაადასტურა, რომ გულწფელი სიხარულის ემოცია გამოწვეულია ყვრიმალის დიდი კუნთისა (Zygomaticus major) და თვალის ირგვლივი კუნთის (Orbicularis oculi) ერთობლივი შეკუმშვით (Duchenne de Boulogne, G. B. 1990. The Mechanism of Human Facial Expression. Translated and edited by A. Cuthberston. New York: Cambridge University Press).
დუშენის ექსპერიმენტებით აგრეთვე დადგინდა, რომ თვალის ირგვლივი კუნთი არ ექვემდებარება ადამიანის ნებას და ის იწყებს მოქმედებას (იკუმშება) მხოლოდ სიამოვნების ნამდვილი ემოციის აღძვრისას.
რაც შეეხება ყვრიმალის კუნთს, მისი
ამოქმედება ადამიანის ნება-სურვილს ექვემდებარება. ამდენად ეს კუნთი ვერ განსაზღვრავს ადამიანის ღიმილი გულწფელია თუ მოჩვენებითი. 1980 წელს ეკმანამა გადაამოწმა დუშენის ექსპერიმენტები (Ekman, P., Roper, G. & Hager, J. С. 1980. «Deliberate facial movement». Child Development, 51: 886-891) და იგივე შედეგები მიიღო. მცირეოდენი განსხვავება, რომელიც ეკმანის ექსპერიმენტებში დაფიქსირდა, მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანის ნება სურვილს არ ექვემდებარება თვალის ირგვლივი კუნთის გარეთა ნაწილი. ეკმანი აღნიშნავს იმასაც, რომ ადამიანთა მცირე ნაწილს (10%) მაინც შესწევთ უნარი აკონტროლონ თვალის ირგვლი კუნთის გარეთა ნაწილი. როგორც წესი უმეტესობა მათშორის მსახიობები არიან.
გულწრფელი ღიმილის ნიმუშები
არაგულწრფელი(ჰოლივუდის) ღიმილის ნიმუშები
ერთი და იმავე ადამიანის გუწრფელი და არაგულწრფელი ღიმილი (სიცილი)
ემოციები და მათი ამოცნობა (განრისხება) ჩვეულებრივ განრისხება წარმოადგენს გაღიზიანების, წყენის, გაბრაზების უარყოფით
განცდას.
განრისხება
ერთ-ერთი
ყველაზე
საშიში
ემოციაა
იმ
თვალსაზრისით, რომ დიდი ალბათობით ის შესაძლებელია აგრესიულ ქცევაში გადაიზარდოს. პოლ
ეკმანის
მიხედვით,
განრისხება
სხვადასხვა
მიზეზით
შეიძლება
აღმოცენდეს: ფრუსტრაციით,
რაც
გამოწვეულია
მრავლობითი
წინააღმდეგობებით
და
დაბრკოლებებით, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანს თავის მიზნებისა და ამოცანების
რეალიზაციაში
(ბარიერს
წარმოადგენენ
ამა
თუ
იმ
მოტივის
დაკმაყოფილებისათვის); ფიზიკური საფრთხით. ასეთ დროს აღმოცენებულ განრისხებას თქვენ აუცილებლად მოწინააღმდეგისკენ მიმართავთ.
ეს შეიძლება იყოს სიტყვიერი გაფრთხილება,
მუქარა, შეშინება, თავდასხმა. გარკვეულ შემთხვევაში, თუ თქვენ შეგეშინდათ და გაიქეცით, განრისხების განცდა არ გაქრება (შენარჩუნდება); როდესაც თქვენ გაყენებენ არა ფიზიკურ, არამედ მორალურ ზიანს. ეს შეიძლება იყოს შეურაცხყოფა, თქვენი გრძნობების მიმართ უპატივცემულობის დემონსტრაციული გამოხატვა. როდესაც ხედავთ, რომ ადამიანი აკეთებს ისეთ რამეს, რაც კარდინალურად განსხვავდება
თქვენი
ნორმებისა
და
ღირებულებითი
ორიენტაციებისაგან
(მორალური პრინციპებისგან); როდესაც ადამიანი არ ამართლებს თქვენს იმედებს. თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებმნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რადგან ის უშუალო ზიანს თქვენ არ გაყენებთ; სხვა ადამიანის განრისხებისას თქვენს მიმართ. ზოგ ადამიანს ახასიათებს გაბრაზებაზე გაბრაზებითვე პასუხი. ასეთი განრისხება ყველაზე ხშირად ვლინდება მაშინ, როცა არ არსებობს თქვენზე გაბრაზების აშკარა მიზეზები. ან თქვენ ვერ ხედავთ ასეთ მიზეზს. განრისხებას, ისევე როგორც ყველა ემოციას ახასიათებს
ინტენსიობის დონე:
დაწყებული მცირე გაღიზიანებით (განაწყენებით) და დამთავრებული გამძვინვარებით (გაშმაგებით).
განრისხება ზოგადი დახასიათება განრისხების დროს მატულობს არტერიული წნევა. სახე ხშირად წამოწითლებულია. თავი იწყებს ნერვიულ ტოკვას. ვენები საფერთქლების მიდამოში მკვეთრად არის გამოხატული. გამოხედვა დაბღვერილი. კისრის ვენები „დაბერილია“. სუნთქვა გახშირებულია. კუნთები იძაბება. სხეული სწორდება და იხრება წინ „დამნაშავისკენ“. ხმის ტონი მყვირალაა, ზოგჯერ ღრენასაც შეიძლება წააგავდეს.
წარბები, თვალები და ქუთუთოები წარბები შეჭმუხნული, ქვემოთ დაშვებული. ორივე წარბი ერთმანეთისკენ "მიისწრაფის" (უახლოვდება ერთმანეთს). ზოგჯერ წარბების რკალზე ჩნდება ტეხილი, კუთხით ზევით. განრისხების დროს წარბებს შორის აუცილებლად უნდა ჩანდეს ვერტიკალური ნაოჭები, რომლებიც ხანდახან იმდენად "მასიურია", რომ შეიძლება ცხვირის ზემოთ შუბლამდეც აღწევდეს.
შუბლზე ჰორიზონტალური ნაოჭები არ ჩნდება. თუ შუბლზე განრისხების დროს რაიმე ამგვარი ნაოჭები ჩანს,ისინი აუცილებლად მუდმივ ნაოჭებს წარმოადგენს. ქუთუთოები დაძაბულია. ზედა ქუთუთოები უფრო ხშირად ქვემოთ ეშვება იმის გამო, რომ წარბები ქვემოთაა დაშვებული. მზერა დაჟინებული, თვალები გაშტერებული. თვალები თითქოს ბუდეებიდან არის ოდნავ გამოსული (თითქოს უნდა ამოვარდნენ).
პირი განრისხების დროს ერთ ვარიანტში პირი შესაძლებელია მჭიდროდ მოკუმული (დამუწული) იყოს, ხოლო მეორე შემთხვევაში გაღებული. პირი ტუჩებთან ერთად მოკუმულია მაშინ, როდესაც ადამიანი ფიზიკურ ძალადობას მიმართავს და უტევს განრისხების სუბიექტს. ან როდესაც ადამიანი ცდილობს გააკონტროლოს განრისხების ვერბალური (ხმოვანი) გამოვლინება და თავი შეიკავოს ყვირილისაგან ან შეურაცმყოფელი სიტყვებისაგან. განრისხების დროს პირი ღიაა მაშინ, როდესაც ადამიანი ცდილობს გამოხატოს ემოცია ვერბალურად (სიტყვებით) ან ყვირილით.
ყბები განრისხების დროს ყბები იძაბება და კბენის პოზას ღებულობს. ხშირად ქვედა ყბა წინ არის წამოწეული (შესაძლებელია კბილებიც ჩანდეს).
ამ შემთხვევაში განრისხებითან ერთად გამოსახულია ზიზღის ემოციაც.
ხელები ხშირად ხელები თეძოებზე შემოიწყოს ან თავს უკან (კეფისკენ) წაიღოს - ორივე ეს პოზა ადამიანს თითქოს ზომაში ზრდი. ასე იქცევა ცხოველების უმეტესობა, რომლებიც საფრთხის შემთხვევაში ემუქრება მოწინააღმდეგეს და აჩვენებს, რომ თავდასხმისათვის ემზადება.მტევნები მუშტად იკვრება. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მაგიდასთან (ან მსგავს საგანთან) იმყოფება, შესაძლებელია მან მასზე მუშტები (ან ხელები მტევნებით ქვემოთ) დაარტყას.
რესპუბლიკელი კონგრესმენის ენტონი ვინერის (Anthony Weiner) გამოსვლა წარმომადგენლობით
პალატაში.
გამძვინვარებული
კონგრესმენის
რისხვა
ჩააგდეს
კიდეც)
მიმართულია საკუთარი თანაპარტიელების მიმართ. რესპუბლიკელები კანონპროექტს,
ჩაგდებას
როლიც
უპირებდნენ
მათთვის,
ვინც
(საბოლოოდ 9/11-ის
ეპიცენტრში
ტოქსიკური
ნივთიერებების
ზემოქმედების
შედეგად
დაზარალდა,
უფასო
სამედიცინო
დაკვირვებას და მკურნალობას ითვალისწინებდა. კონგრესმენის სხეულის ენის ყველა კლასტერი, მიმიკა, ჟესტი, ილუსტრატორი იმდენად თვალსაჩინოდ გამოხატავს მის ემოციას (განრისხებას), რომ დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ საჭიროებს. https://www.youtube.com/watch?v=1hqr3dSg9gQ
ანატომია
განრისხეუბლი პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები
აგრესიასთან დაკავშირებული ვიდეომასალა და შესაბამისი ანალიზით შეგიძლიათ იხილოთ: https://www.youtube.com/watch?v=p7u4Q1e32eI
ვიდეოში, დეტალურადაა აღწერილი, როგორ გამოხატავს რეიგანის სხეულის ენა მის განრისხებას.
ეს არის რონალდ რეიგანის ბერკლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, პროფესორ-მასწავლებლებთან
და
სტუდენტებთან
ისტორიული
შეხვედრის
ფრაგმენტი. შეხვედრა ბერკლიში გაიმართა მას შემდეგ, რაც რეიგანმა სტუდენტების მიერ გამართული საპროტესტო აქციების დასაშოშმინებლად საუნივერსიტეტო ქალაქში ჯერ პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფები, შემდგომ კი ეროვნული გვარდია გააგზავნა. 2006 წელს საქრთველოს ისტორიაში მანამდე არნახული რამ
მოხდა:
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიცია შეიჭრა. მიზეზი, ამ შემთხვევაშიც, საპროტესტო აქციები იყო. ამ მოვლენამ საზოგადოებაში მწვავე დებატები გამოიწვია. საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების
მხარდამჭერ
საზოგადო
მოღვაწეებსა
და ექსპერტებს
ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილების გასამართლებლად ბერკლის მაგალითი მოჰყავდათ და ანალოგს ავლებდნენ ამ ორ მოვლენას შორის. მათი პათოსი დაახლოებით ასეთი იყო: „რა მოხდა თუ პოლიცია თსუ-ში შევიდა?! რეიგანმა, როცა საჭირო იყო, გვარდია შეიყვანა ბერკლის უნივერსიტეტში“! მაშინ არავის არ უხსენებია თუ რა მოხდა ბერკლიში, რადგან საუბარი იმის შესახებ, რაც რეიგანმა შორეულ 1969 წელს ბერკლის კამპუსში მოიმოქმედა, აღარ გამოდგებოდა თსუ-ში შესვლის გასამართლებლად. და მაინც, რა მოხდა ბერკლიში? ეს ისტორია 1967 წლიდან იღებს სათავეს. იმ წელს კალიფორნიის უნივერსიტეტმა, 10 წლის წინ მიღებული გრანტის თანხიდან, 1300000 დოლარად მიწის ნაკვეთი შეიძინა. ნაკვეთზე საუნივერსიტეტო ნაგებობები და სპორტული მოედნები უნდა აშენებულიყო. ნაკვეთის შეძენისას იქ განთავსებული იყო ბარაკის ტიპის (თხელი ფიცრებით გადახურული გაულესავი) სახლები, რომლებშიც 100-ზე მეტი სტუდენტი და ჰიპი ცხოვრობდა. თავდაპირველად იქ მცხოვრებ სტუდენტებს უთხრეს, რომ შეეძლოთ დარჩენილიყვნენ 1968-ის ივნისამდე, სასწავლო წლის დასრულებამდე. იმავე წლის მარტში უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტები გამოასახლა, შენობები კი დაანგრია. არასასურველი შენობებისგან ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, უნივერსიტეტმა მშენებლობები აღარ გააგრძელა. მიტოვებული ტერიტორია ნაგავსყრელად, მაწანწალა ცხოველების თავშესაფრად და ანტისანიტარიის კერად გადაიქცა. ერთი წლის თავზე ანტისანიტარიისაგან შეწუხებულმა მოსახლეობამ და სტუდენტებმა ტერიტორიის კეთილმოწყობა გადაწყვიტეს (everything2 - People's Park, Berkeley, California, September 17, 2000).
ტერიტორია, რომელზეც პარკის აშენება გადაწყდა
13 აპრილს ბერკლის ცეტრში მდებარე სკვერში, რომელსაც იმ დროს „წითელ სკვერს“ ეძახდნენ, შეიკრიბნენ ბერკლის თემის წევრები, აზრის ლიდერები, სტუდენტები, ადგილობრივი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული
მოქალაქეები,
რომლებმაც
კოლექტიურად
განიხილეს
მიტოვებული ადგილის გამოყენების შესაძლო ვარიანტები. ბერკლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მაიკლ დელაკურმა (Michael Delacour) წამოაყენა იდეა მიტოვებულ მიწაზე სახალხო (საზოგადოებრივი) პარკის გაშენების შესახებ. იდეამ ყველა მონაწილე მხარის მოწონება დაიმსახურა. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. ეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ პარკის მშენებლობისთვის საჭირო ფონდების
მოძიების,
მხარდაჭერის მიზნით
საზოგადოების
ინფორმირებისა
და
საინფორმაციო
ადგილობრივი ყოველკვირეული გაზეთისათვის „Berkeley
Barb“ (კონტრკულტურული მიმართულების გაზეთი) მიემართათ. გაზეთის კორსპონდენტი, ანტი-ვიეტნამის ომის კომიტეტის (Vietnam Day Committee) ვეტერანი და „ახალგაზრდობის საერთაშორისო პარტიის“ (Yippies - Youth International Party) თანადამფუძნებელი სტიუ ალბერტი (Stewart Edward "Stew" Albert) დათანხმდა
დაეწერა
სტატია
სახალხო
პარკის
მშენებლობის
შესახებ
და
თანამოქალაქეებისათვის ამ პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის მოეწოდებინა.
„Berkeley Barb“
1969 წლის 18 აპრილს სტიუ ალბერტის სტატია „Berkeley Barb“-ში დაიბეჭდა. ორი დღის შემდეგ კი, კვირას,
20 აპრილს
200-ზე მეტი მოხალისე გამოვიდა
სახალხო პარკის მშენებლობის დასაწყებად. მათ შორის იყვნენ: სტუდენტები, უნივერსიტეტის პედაგოგები და კურსდამთავრებულები, ადგილობრივი თემის წევრები ოჯახებთან ერთად. მოხალისეები მოდიოდნენ საკუთარი ინსტრუმენტებით, საკვებითა და სასმელით. 1000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის ერთი თვის განმავლობაში, მუშაობდა პარკის მოწყობაზე. გაკეთდა შეწირულობები, გასუფთავდა ტერიტორია, დაიგო გაზონი, დაირგო ხეები და ყვავილები, გაკეთდა ლაგუნა, მოეწყო სცენა და ჩატარდა ტერიტორიის კეთილმოწყობის მრავალი სხვა სამუშაო (World History Project - Ronald Reagan
Cracks
Down
on
http://worldhistoryproject.org).
People's
Park
Protests
at
UC
Berkeley;
მაშინ როცა სახალხო პარკის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შევიდა, მოვლენებმა მოულოდნელი ხასიათი მიიღეს. ბერკლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში არავითარ ინტერესს არ ამჟღავნებდა, გამოაცხადა, რომ პარკის მშენებლობა უნდა შეწყვეტილიყო, რადგან მიწა, რომელზეც პარკი კეთდებოდა უნივერსიტეტის საკუთრებას წარმოადგენდა. 28 აპრილს უნივერსიტეტის აღმასრულებელმა ვიცე-კანცლერმა ერლ ჩეიტმა (Earl F.Cheit) უნივერსიტეტის გეგმა გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც სახალხო პარკის ადგილას სპორტული კომპლექსი უნდა აშენებულიყო. ჩეიტმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი გეგმა კონფლიქტში მოდის სახალხო პარკის აქტივისტების გეგმებთან, ის პარკის მშენებლების გაფრთხილების გარეშე, არ დაიწყებს არავითარ მოქმედებებს.
Earl F.Cheit
Roger W.Heyns
შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე, 13 მაისს კანცლერმა პრეს-რელიზი გაავრცელა, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტი იწყებდა პარკის შემოღობვას, რათა ყველასთვის შეეხსენებინა, რომ ეს ადგილი უნივერსიტეტის საკუთრებაა. პრესრელიზში აგრეთვე ნათქვამი იყო, რომ ამჯერად უნივერსიტეტი მზად არის ნაკვეთის ასათვისებლად. კალიფორნიის
უძრავი
ქონება,
უნივერსიტეტის
რომელზეც რეგენტთა
სახალხო
საკუთრებაა
ხელმისაწვდომი არაუფლებამოსილი პირებისათვის.
პარკი და
ვერ
კეთდება, იქნება
15 მაისის გამთენიისას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განკარგულებით და პოლიციის მხარდაჭერით დაიწყო სახალხო პარკის ბულდოზერებით გადათხრა და მისი შემოღობვა. სტუდენტებმა Sproul Plaza-ზე საპროტესტო აქცია გამართეს, საიდანაც შეძახილებით:
"ჩვენ
გვინდა
პარკი"
ინციდენტის
ადგილსაკენ
გაემართნენ.
პარკისკენმიმავალ გზაზე სტუდენტებს ბერკლის მოსახლეობაც შეუერთდა.
პოლიცია შეეცადა დემონსტრანტებისთვის გზა გადაეკეტა. სტუდენტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები დაიწყო. დემონსტრაცია თანდათან სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და ბუნტში გადაიზარდა. პოლიციელებმა სტუდენტებს თოფებების სროლა დაუწყეს. თავიდან საფანტს ესროდნენ, მოგვიანებით კი როცა საფანტი გაუთავდათ „კარტეჩის“ სროლა დაიწყეს.
პოლიციელებმა სტუდენტებს თოფებების სროლა დაუწყეს
ერთ-ერთმა პოლიციელმა, ჯეიმს რექტორს, რომელიც შენობის სახურავიდან ადევნებდა თვალს მოვლენებს, "კარტეჩი" ესროლა. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ჰოსპიტალში მოათავსეს. საღამოს რონალდ რეიგანის ბრძანებით ქალაქში ეროვნული გვარდიის 49-ე ბრიგადის სამი ბატალიონი შევიდა. აიკრძალა შეკრებები, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შემოღებულ იქნა კომენდანტის საათი. ბერკლი ფაქტობრივად სამხედროების ოკუპაციის ქვეშ მოექცა.
19 მაისს ბერკლის ჰოსპიტალში „სისხლიან ხუთშაბათს“
მიღებული
ჭრილობებისგან ჯეიმს რექტორი გარდაცვლა. 21
მაისს
მისი
ხსოვნის
პატივსაცემად
ბერკლის
უნივერსიტეტის
ადმინისტრაციული კორპუსის წინ და იქვე მდებრე Sproul Plaza-ზე ათასობით სტუდენტი შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა. გვარდიამ პროტესტანტებს ალყა შემოარტყა და უმოწყალოდ დაარბია. გამოიყენეს მომწავლელი გაზი სი-ესი, რომელიც ბერკლის თავზე ვერთმფრენით მოაფრქვიეს (ეს ის ნივთიერებაა, რომელიც საბჭოთა არმიამ თბილისში 1989 წლის 9 აპრილს გამოიყენა).
სტუდენტები ეროვნული გვარდიის ალყაში
მომწავლელი გაზით გაბრუებული სტუდენტების დაპატიმრება
მომდევნო დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებდა საგანგებო წესები და ადგილი ჰქონდა მასობრივ დაპატიმრებებს, საპროტესტო აქციები არ შენელებულა. ბერკლი იმპროვიზირებული ბრძოლის არენად გადაიქცა: სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოება - გვარდიისა და პოლიციის წინააღმდეგ. სტუდენტები და მათი მხარდამჭერები ქალაქის სხვადასხვა კუთხეებში რგავდნენ ხეებს და ყვავილებს, გვარდია და პოლიცია კი ამ ნარგავებს ბულდოზერებით ანადგურებდა.
28 მაისს სან-ფრანცისკოში Winterland Arena-ზე გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, სახალხო პარკის მხარდასაჭერად, რომელშიც მონაწილეობდნენ: Jefferson Airplane, Grateful Dead, Creedence Clearwater Revival, Santana და სხვა როკ მუსიკოსები. კონცერტიდან შემოსული თანხა People's Park Bail Fund-ში ჩაირიცხა. ორი დღის შემდეგ კი 30 მაისს, 30 000 კაცი საპროტესტო მარშით დაიძრა სახალხო
პარკისკენ.
ზოგი
ფეხით,
ზოგიც
ველოსიპედით,
მოპედით,
მოტოციკლეტით. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ქალაქის გვარდიის მიერ ოკუპაციას და პარკის წართმევას. პროტესტანტებმა საბოლოო ჯამში სახალხო პარკთან
მოიყარეს
თავი.
აქცია
მშვიდობიანი
იყო
-
გოგოები
ეკლიან
მავთულხლართებს ყვავილებს უკეთებდნენ, გვარდიელებს კი ირაღის ლულებში უდებდნენ. ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს თავშეყრა იკრძალებოდა, სამხედროებმა და პოლიციამ დარბევა ვერ გარისკეს (Rob Kirkpatrick - 1969, The Year Everything Changed. Skyhorse Publishing, 2009). ვიდეომასალა, რომელიც ბერკლის მოვლენებს ასახავს შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=LPgjKNKb_7A
ჟესტები ადაპტორები ადაპტორები განეკუთვნება ჟესტების კლასს, რომელის საშუალებითაც ხდება სტრესის ან სტრესული სიტუაციის მიმართ ადაპტირება. ამგვარი ჟესტები ძირითადად თვითდამშვიდებას
ემსახურება
და
როგორც
წესი
არაცნობიერ
დონეზე
ხორციელდება. ამგვარ ჟესტებს ხშირად აუტოკონტაქტურ ქცევასაც უწოდებენ. ადაპტორები არსებობს ორი ტიპის: ა) თვითადაპტორები - ეს არის ჟესტები, რომლებიც საკუთარი სხეულის შეხებას უკავშირდება. ბ) მანიპულატორები - რომლებიც სტრესულ სიტუაციებში ტანსაცმლის გასწორებას ან საგნებით მანიპულირებას (გამოყენებას) უკავშირდება; თვითადაპტორები
-
ზოგადად
ადაპტორების,
კონკრეტულად
კი
ჟესტი-
თვითადაპტორების სათავეს ადრეული ბავშობა წარმოადგენს. ყველა ჩვენთაგანს ბავშვობაში მშობლები და ახლობლები გვეფერებოდნენ. ბავშვებს თავზე ხელს უსვამენ ან გულში იკრავენ, როდესაც მას რაღაცის ეშინია ან რაღაც იტკინა, ეფერებიან ძილის წინ და ა.შ. მოფერების საშუალებით მშობლები (ახლობლები) აწყნარებენ, ამშვიდებენ პატარებს, რომლებსაც ამ დროს დაცულობის განცდა უჩნდებათ და ნეგატიური ემოცია პოზიტიურით იცვლება. მას შემდეგ, რაც ბავშვობა დასრულდა და სტრესულ სიტუაციაში და საყვარელი მშობლების ხელები ზრდასრულ ადამიანს როგორც წესი აღარ ეფერებიან და ვეღარ
ეხმარებიან მას სტრესის მოხსნაში ხდება მშობლების ხელების საკუთარი ხელებით ჩანაცვლება. სტრესის ან უარყოფითი ემოციის დასაძლევად უფროსები იწყებენ თვითდამშვიდებას, რასაც სხეულზე საკუთარი ხელების შეხებით აღწევენ. აქედან გამომდინარე დაბრუნებას,
ადაპტორები ემოციური
ძირითად
ადამიანისთვის
დისკონფორტის
მოხსნას
და
სულიერი
სიმშვიდის
სტრესის
დაძლევას
ემსახურებიან. ჩვენ სტრესულ სიტუაციებში ადაპტორების საშუალებით არაცნობიერად ვიწყებთ
საკუთარი
თავის
დამშვიდებას.
ამგვარად
აღმოცენდებიან
ჟესტი
ადაპტორები, რომლებიც ზრდასრულ ასაკში ბავშვობის გამოცდილების ფსიქიკურ ექვივალენტს წარმოადგენენ.
ჟესტი ემბლემები მეტყველებისგან
დამოუკიდებელ
ჟესტებს
ემბლები
ეწოდებათ.
ისინი
დამოუკიდებელი ავტონომიური ჟესტები არიან. ეს ჟესტები არა მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს არამედ მთლიან ფრაზებსაც კი ცვლიან - ამიტომ მათ ხშირად ჟესტშემცვლელებსაც ეძახიან. ისინი არ არიან იმასთან კავშირში, რასაც ადამიანები ამბობენ და საკუთარი ლინგვისტური მნიშვნელობა აქვთ. ხშირად ამ ტიპის ჟესტებს ემოციურ გაჟონვებს ან იმ
შემთხვევაში,
როდესაც
ჟესტი
არასრულად
არის
წარმოდგენილი
-
ემბლემატორულ წაცდენებს უწოდებენ. ასეთ წაცდენებს ადგილი აქვს ტყუილის თქმის დროს. აგრეთვე მაშინ, როდესაც ადამიანი ძალიან ნერვიულობს და ცდილობს ეს უკანასკნელი დამალოს. ემბლემები სოციო-კულტურულ გარემოში ყალიბდებიან და ეთნოკულტურულ ელფერს ატარებენ:
ერთი
ემბლემას
ერთ
კულტურაში
შეიძლება
პოზიტიური
ტრანსკრიფცია ჰქონდეს - სხვა ქვეყანაში ან კულტურაში კი ნეგატიური.
სახის მიმიკური ჟესტები - გაჟონვები 1. "ტუჩის შიდა რულონი"
სხეულის ენის (არავერბალური კომუნიკაციის) აღნიშნული ჟესტი "ემოციური გაჟონვის"
ან
ე.წ.
"მანიპულატორების”
კატეგორიას განეკუთვნება.
(Manipulator/adaptor/pacifier
-
MAP)
https://www.youtube.com/watch?v=V729vwsL910
როგორც წესი, "ტუჩის შიდა რულონი" ასახავს სუბიექტის მიერ ურყოფითი ემოციების დაფარვას, შენიღბვას, დეპრივაციას. აღნიშნული ნეგატიური ემოციები შეიძლება იყოს: ა) შეშფოთება (შფოთი) და სტრესი; ბ) უხერხულობის განცდა; გ) უკმაყოფილების განცდა; დ) გაბრაზება ან განრისხება; ე) მწუხარება. "ტუჩის შიდა რულონი" (Inward Lip Roll) ხშირად სხვა მანიპულატორ ჟესტებთან კომბინაციაში სხვადასხვა მიმდევრობით გამოისახება. ყველაზე მეტად კი ეს ტუჩებთან და ენასთან დაკავშირებული შემდეგი ჟესტებია: "ტუჩების საფულე" (Lip Purse), ტუჩზე კბენა (Lip biting) და ენის შოუ (Tongue show)
"ტუჩების საფულე" (Lip Purse)
ტუჩზე კბენა ტუჩზე კბენა ცალსახად არ ინტერპრეტირდება. ის ე.წ. კონტექსუალურ კლასტერებს განეკუთვნება. მათი მნიშვნელობა დამოკიდებულია “არავერბალური წინადადების” სხვა სიგნალებზე. ტუჩზე კბენა “ემოციური გაჟონვის” იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც მიანიშნებენ ადამიანის: ა) დაბნეულობაზე;
ბ) მორიდებულობაზე; გ) შიშზე ან დაუცველობის განცდაზე; ე) ნერვიულობაზე. ტუჩზე კბენის საშუალებით ადამიანი ცდილობს დაფაროს ჩამოთვლილი ემოციური განცდები. შიძლება გამოვლინდს ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც ადამიანი ცდილობს: 1) თავი შეიკავოს სპონტნურად, დაფიქრების გარეშე რაიმეს თქმისგან (მოსაზრება, იდეა, რეპლიკა) ან კითხვაზე პასუხის გაცემისაგან; 2) თქვას სიცრუე, ტყუილი (ახასიათებთ "გამოუცდელ მატყუარებს"). ზოგჯერ, სხვა არავერბალურ ჟესტებთან კომბინაციაში, განსაკუთრებით ქალებში ტუჩზე კბენა ფლირტის, სექსუალური ლტოლვის, ვნების გამოვლინებას წარმოადგენს.
ტუჩზე კბენასთან (Lip Biting) დაკავშირებული ვიდეო იხილეთ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=12&v=j84sZXgsyzQ
ტუჩზე კბენა ფლირტის ან სექსუალური კონოტაციით ხშირად ქალის მიერ ტუჩზე კბენა წარმოადგენს ვნების აღმძვრელ, სექსუალურ სიგნალს. ის ზოგ შემთხვევაში არაცნობიერად ვლინდება და გაჟონვას, ზოგჯერ კი გამიზნულ, დასწავლილ ილუსტრატორს წარმოადგენს. ტუჩზე კბენა განსაკუთრებით ახასიათებთ მსახიობებს და შოუბიზნესის წარმომადგენლებს (იშვიათად მამაკაცებს). იმ შემთხვევაში, როდესაც ტუჩზე კბენასთან ერთად ადგილი აქვს სხვა სექსუალურ სიგნალებს, რომლეთა ერთობლიობა კლასტერს ქმნის, მაშინ ტუჩზე კბენა როგორც წესი ფლირტს აღნიშნავს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ის კლასტერის შუა ნაწილშია. თუ ტუჩზე კბენისას თვალებში არ “იკითხება” მიმზიდველობის და ცდუნების აღმნიშვნელი გამოხედვა, მაშინ ეს არ არის ფლირტის აღმნიშვნელი კლასტერი. ასეთ დროს სავარაუდოდ საქმე გვაქვს ნერვიულობასთან ან რაიმე საქმის კეთებაზე კონცენტრაციასთან. სექსუალური "ტონალობის" მქონე ტუჩზე კბენას ხშირად თან ახლავს ენის ტუჩებზე გადატარება. ვიდეო, რომელზეც ასახულია ტუჩზე კბენა, ფლირტის ან სექსუალური კონოტაციით, იხილეთ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=jltEmoZvuxY
"ენის შოუ" “ენის შოუ” (“ენის გამოყოფა”, “ქვეწარმავლის ენა”, “გველის ენა”) წარმოადგენს მანიპულატორთა რიგის კლასტერს, რომელიც ემოციურ გაჟონვაზე მიანიშნებს და წარმოადგენს არავერბალური უთანხმოების უნივერსალურ ნიშანს. “ენის შოუ” კონტექსტიდან გამომდინარე გამოხატავს: 1. უკმაყოფილებას; 2. უნდობლობას; 3. მტრულ დამოკიდებულებას. ხშირად ამ კლასტერს შეუძლია საპირისპირო მიმართულებით შეცვალოს ვერბალურად მიწოდებული ინფორმაციის აღქმა. მაგალითად, როდესაც ადამიანი აცხადებს: “დიახ, მე თანახმა ვარ” და ფრაზის ბოლოს ვხედავთ “ენის შოუს”, მსმენელის ან თანამოსუბრის მიერ ეს ფრაზა აღიქმება, საპირისპიროდ: “არა, მე თანახმა არ ვარ”. საჯარო გამოსვლების, კამერის წინ, მოლაპარაკებების დროს “ენის შოუ” ვლინდება მაშინ, როდესაც ორატორი (რესპონდენტი, მოლაპარაკების მონაწილე) უკმაყოფილოა საკუთარი გამონათქვამით. ასეთ შემთხვევაში კლასტერი აღნიშნავს: “რა ცუდად გამომივიდა”, “დავიწვი”, “ჩავვარდი”, “დამიჭირეს”, “რა სისულელე გამომივიდა”...
ენის შოუსთან დაკავშირებით ვიდეო იხილეთ ამ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=RNVsyWOD-9A
"თვითკმაყოფილი თავის ქნევა" წარმოადგენს თვითკმაყოფილების ემოციურ ტონს.
გამოიხატება მაღალი
სიხშირის და დაბალი ამპლიტუდის, აქეთ-იქით თავის ქნევით. მას ხშირად იყენებენ: 1) უაღრესად განათლებული ადამიანები, რომლებიც აღჭურვილნი არიან რეალური ან მოჩვენებითი ძალაუფლებით; 2) ძლიერი, "ალფა" პიროვნებები ისეთ სიტუაციებში, როდესაც გრძნობენ, რომ საჭიროა გამოავლინონ სიმტკიცე და სიმკაცრე.
ძალიან ხშირად ვლინდება ვერბალური (სიტყვიერი) განცხადების ბოლოში მის პარალელურად. არავერბალური კომუნიკაციის ეს ნიშანი აღნიშნავს რომ: 1) ჟესტის ავტორის გეგმას, რწმენას, ქცევას, მოსაზრებას, იდეას, საქმეს უფრო მეტი ღირებულება და ძალა აქვს ვიდრე მისი მოწინააღმდეგის ან საშუალო სტატისტიკური ადამიანისას. 2) ნიშნისმოგებას - დემონსტრაციულად ცდილობთ აჩვენოს ოპონენტს და დაანახოს სხვებს, რომ ის მათზე უკეთესია; 3) უნდობლობას - იმ შემთხვევაში თუ თავის თვითკმაყოფილ გაქნევას მოჰყვება ან ემატება თავის მოძრაობა უკუმიმართულებით. 4) როდესაც ამ ნიშანს თან ახლავს (ან მოჰყვება) თავის წინ მოძრაობა, ეს ემოციების გამძაფრებაზე მიანიშნებს, ისევე როგორც ლაპარაკის დროს ხმის ან ტემპის მომატება. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსაუბრესა და ოპონენტს (აუდიტორიას) შორის მნიშვნელოვანი (დინამიური) შინაარსობრივი სხვაობაა, მაშინ თავის ქნევას ემატება კისრისა და კეფის უკან გაჭიმვა, წაღება, გადახრა (Pulling-back of the head and neck) რაც არავერბალურ სიძულვილს ან ზიზღს აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ თვითკმაყოფილი თავის ქნევა არაცმობიერ დონეზე ხორციელდება, ხშირად მის გასაძლერებლად მოსაუბრეები თავის აქეთ-იქით ქნევის პარალერულურად იწყებენ ხელებით ჟესტიკულირებას. ეფექტის გასაძლიერებლად აგრეთვე გამოიყენება თვალების ჩვეულზე უფრო დიდი ხნით მოხუჭვა, ან პირიქიდ თვალების ჩვეუზე სწრაფი ხამხამი. თავის აქეთ-იქით ქნევის შინაარსობრივ ექვივალენს წარმოადგენს თავის წინ გდახრა (დაბალი ამპლიტუდით და მაღალი სიხშირით), რაც თვითკმაყოფილების უფრო მაღალ ხარისხზე მიუთითებს. "თვითკმაყოფილი თავის ქნევა"-ის მაგალითების ვიდეომასალა იხილეთ შემდეგ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=iP2sjgZy_CA
ხელების ჟესტი „შპილი“ ხელების ამ ჟესტს „შპილის“ სახელი დაერქვა იმის გამო, რომ წააგავს შენობის თავზე მაღალი, პირამიდის ან კონუსის ფორმის სვეტს (გერმანულად Spill).
აღნიშნული ჟესტი, ერთ-ერთმა პირველმა, ამერიკელმა ანტროპოლოგმა და არავერბალური კომუნიკაციის სპეციალისტმა, რეი ბირდვისტელმა (Ray L. Birdwhistell) აღწერა (Miriam D. Blum - The Silent Speech of Politicians: Body Language in Government. Brenner Information Group, 1988). რეი ბერდვისტელს ეკუთვნის პირველი სამეცნიერო წიგნი სხეულის ენის შესაზებ, რომელიც 1952 წელს გამოიცა (Ray L. Birdwhistell - Introduction to Kinesics: An annotation system for analysis of body motion and gesture. Loisville, KY: Univ. of Louisville Press, 1952). ეს ჟესტი თავდაჯერებულობისა და ავტორიტეტის გამომხატველია. მას ხშირად იყენებენ მაღალი თანამდებობის პირები და უმაღლესი რანგის მენეჯერები. ახასიათებს საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს, რომლებმაც კარგად იციან საკუთარი ფასი. ხშირად ამ ჟესტს აღიქვამენ, როგორც ქედმაღლობისა და თვითკმაყოფილების ნიშანს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უსმენს ავტორიტეტულ, გავლენიან პიროვნებას ან იმყოფება ე.წ. რეფერენტულ ჯგუში, აკეთებს „შპილს“. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ცდილობს ამ ჟესტით მიანიშნოს, რომ მისთვის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და აქტუალურია მიწოდებული ინფორმაცია და გაფაციცებით, ყურადღებით ისმენს, როგორც კარგი მოწაფე.
ალბერტ აინშტაინი და რობერტ ოპენჰაიმერი
აღსანიშნავია, რომ „შპილი“ ავტონომიურ სიგნალს (ჟესტს) წარმოადგენს და მისი არავერბალური მნიშვნელობის წვდომისთვის საჭირო არა არის კლასტერში მონაწილეობდეს სხეულის ენის დამატებითი ელემენტები. სხვანაირად, რომ ვთქვათ ის არ უკავშირდება სხვა ჟესტებს და მათგან იზოლირებულად გამოისახება. „შპილი“ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს იმ თვალსაზრისით, რომ ჟესტების უმეტესობა, როგორც წესი, მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა ჟესტებთან. ალან პიზს, თავის ცნობილ წიგნში „The Definitive Book of Body Language“ (რუსული თარგმანი სახელით: Аллан Пиз, Барбара Пиз - Новый язык телодвижений. Изд. Эксмо, 2011) ამ ჟესტის „წაკითხვისა“ და გამოყენების საინტერესო მაგალითი მოჰყავს (აღწერილი სიტუაცია მოდელირებულია). წარმოიდგინეთ, რომ ჭადრაკის თამაშის დროს, თქვენ ხელი მიაქვთ ფიგურასთან და სვლის გაკეთებას აპირებთ, მაგრამ მოულოდნელად ხედავთ, რომ მოწინააღმდეგე სვრძლის საზურგეზე გადაწვა და თითებით „შპილი“ გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე ელოდა ამ სვლას და სრულიად დარწმუნებულია ის მისთვის საშიშროებას არ წარმოდგენს. ასეთ შემთხვევაში თქვენ სრული საფუძველი გაქვთ განზრახვა შეცვალოთ და სხვა სვლა გააკეთოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოწინააღმდეგე ანალოგიურ სიტუაციაში „შპილის“ მაგივრად თითებს ერთმანეთში გადააჭდობს (გადააბამს) ან ხელებს რაიმენაირად გადააჯვარედინებს ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მას მოსალოდნელი სვლა არ მოსწონს. მიმართულების მიხედვით „შპილი“ ორნაირი შეიძლება იყოს: მაღალი „შპილი“ - ხელები „შპილით“ (წვერით) ზემოთ; დაბალი „შპილი“ - ხელები „შპილით“ (წვერით) ქვემოთ. ე.წ. ამოყირავებული შპილი, რომლის დროსაც ცერა თითები ზემოთ ექცევა (ანგელა მერკელის საფირმო „შპილი“).
შპილი“ შეიძლება გამოისახოს ძალიან დაბლა - მუხლების დონეზე, ძალიან მაღლა - სახის დონეზე ან საშუალო სიმაღლეზე - მკერდის ან მზის წნულის დონეზე (განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადმიანი მაგიდასთან ზის).
პოლიტიკოსების მიერ გამოსახული "შპილი"
"შპილის" ნაირსახეობები ("კალათბურთის შპილი")
სხეულის ენის ექსპერტის, კრის ულრიხის (Chris Ulrich, Senior Instructor, Body Language Institute) მიხედვით ეს ჟესტი ჩვეულებრივი „შპილის“ მოდიფიცირებული ვარიანტია, რომელიც უფრო მეტ თავდაჯერებულობასა და ძალაუფლებაზე მიანიშნებს.
„კალათბურთის
შპილის“
ყველაზე
ძლიერი
ვარიანტია
იმ
თვალსაზრისით, რომ მას ყველაზე მეტად შეუძლია უბიძგოს მსენელს (აუდიტორიას) დაეთანხმოს ჟესტის ავტორის მოსაზრებას და დაიჯეროს მისი. აღნიშნული ჟესტი არავერბალურად გადმოსცემს ძალაუფლების, გავლენის, სანდოობის სიგნალებს და მსმენელში აღძრავს იმედს, რომ კომუნიკატორის რწმენა მტკიცე და ურყევია. ამდენად აღნიშნული ჟესტის გამოყენება მიზანშეწონილია საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების დროს (2012 წლის საპრეზიდენტო მარათონის დროს ამ ჟესტს აქტიურად იყენებდა როგორც ბარაქ ობამა, ისე მით რომნი. იხ. სურათი). შპილთან დაკავშირებული ვიდეო მასალა იხილეთ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=2mBs8KF9gkY
"შპილი - პისტოლეტი" ჩვეულებრივი „შპილის“ ეს ნაირსახეობა პირდაპირი მნიშვნელობით ჰგავს ჩახმახზე შეყენებულ პისტოლეტს. ორივე საჩვენებელი თითი ისე გამოიყურება თითქოს გასროლისთვისაა გამზადებული. ჟესტი ხაზგასმით აგრესიულია, სვამს ძახილის ნიშანს და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ კომუნიკატორი ცდილობს თავს მოახვიოს ან დაძალებით მიანიშნოს რაღაც მსმენელს. ამ ჟესტი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა მიზანს ვინმეს იდეის ან მოსაზრების დისკრედიტაცია წარმოადგენს. სხვა შემთხვევაში მისი გამოყენება არარეკომენდირებულია. განსაკუთრებით საზიანოა მისი ხმარება ბიზნეს-გარემოში. აგრეთვე გუნდური გარემოს ჩამოყალიბების ან ამგვარ გარემოში ოპერირების დროს, რადგან ასეთი ჟესტი არავერბარულად შესაძლებელია აღქმულ იქნეს, როგორც „წადი შენი...“
"შპილი - პისტოლეტი"
თითების გადაჭდობა თითების გადაჭდობა ძალზედ გავრცელებულია ჟესტია, რომელსაც ხშირად შეხვდებით სატელევიზიო ინტერვიუების, საჯარო გამოსვლების და დებატების დროს. სხვადასხვა დონის ფორუმებზე, ოფიციალურ შეხვედრებსა მოლაპარაკებებზე და ა.შ. განსაკუთრებით ხშირად ამ ჟესტს იყენებენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ე.წ. „ცნობადი სახეები“. ეს ჟესტი ერთი შეხედვით დადებით ემოციებზე უნდა მიანიშნებდეს, რადგან ადამიანები მას არცთუ იშვიათად ღიმილის დროს აკეთებენ. მიუხედავად ამისა თითების გადაჭდობა, ცალსახად, უარყოფითი ემოციების აღმნიშვნელ ჟესტს წარმოადგენს.
ჯერ კიდევ 1971 წელს, ჯერარდ ნირენბერგის (Gerard Nierenberg) და ჰენრი კალეროს (Henry Calero) ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ თითების გადაჭდობის ჟესტის დროს ადამიანი ცდილობს დაფაროს უარყოფითი ემოციები. ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ეს ჟეტი ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მოლაპარაკების პროცესზე. „ვიდეოჩანაწერებზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ სხვები, ვერ აღწევენ წარმატებას თუ თითები გადაჭდობილი აქვთ“ (Gerard I. Nierenberg and Henry H. Calero - How to Read a Person Like a Book. Hawthorn Books, Inc., New York, 1971. წიგნის ციფრული ვერსია: 2001 Barnes & Noble Digital, ISBN 14014-0192-9. გვ.50). მოლაპარაკებების დროს ამ ჟესტის გამოჩენა ნიშნავს, რომ ჟესტის ავტორი შეშფოთებულია, ღელავს და ნეგატიური განცდა აქვს სიტუაციის ან იმის მიმართ რაც ხდება. ასეთ პოზას ადამიანები როგორც წესი მაშინ ღებულობენ, როცა ხვდებიან, რომ
ვერ ახერხებენ თანამოსაუბრის (მოწინააღმდეგის) დარწმუნებას ან გრძნობენ, რომ მოლაპარაკება წაგებულია. FBI-ის ყოფილი აგენტი და არავერბალური კომუნიკაციის სპეციალისტი ჯო ნავარო (Joe Navarro) თითების გადაჭდობას ხელის მტევნების იმ ჟესტთა რიგს მიაკუთვნებს, რომლებიც ადამიანის საკუთარ თავში დაურწმუნებლობაზე და სტრესზე მიანიშნებენ. „გადაჭდობილი თითები არის უნივერსალური ხერხი ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ და განვიცდით სტრესს“ (Joe Navarro, Marvin Karlins - What Every Body Is Saying. HarperCollins Pub., 2008. გვ.149). არსებობს ამ ჟესტის გამოსახვის სამი ვარიანტი: მაღალი - სახის დონეზე; საშუალო - მაგიდის ან მკერდის დონეზე; დაბალი - საზარდულის დონეზე (ფეხზე დგომის ან მაგიდის გარეშე ჯდომის დროს).
მაღალი
საშუალო
დაბალი აღსანიშნავია, რომ არსებობს კორელაცია ნეგატიური განცდის ინტენსიობასა და ჟესტის გამოსახვის სიმაღლეს შორის. როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო მაღლაა გამოსახული ეს ჟესტი, მით უფრო ძლიერია ნეგატიური ემოცია. შესაბამისად რაც უფრო მაღლა აქვს თანამოსაუბრეს თითები გადაჭდობილი მით უფრო რთულია მისი
დარწმუნება (Allan & Barbara Pease - The Definitive Book of Body Language. Pease International Pty, Limited, 2004). თითების გადაჭდობის ამსახველი ვიდეო იხილეთ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=9sZZzzWTRnQ&t=4s
"საჩვენებელი თითი" საჩვენებელი თითის ჩვენება (საჩვნებელი თითით მითითება) ერთ-ერთი ყველაზე აგრესული ჟესტია. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში იგი ნეგატიურად აღიქმება და ადამიანების უმრავლესობას აღიზიანებს მათკენ გაშვერილი საჩვენებელი თითი. ეს ჟესტი ადამიანისკენ მიმართული პატარა დაშნის ასოციაციას იწვევს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელი წინ და უკან არ მოძრაობს. ხშირად საჩვენებელი თითის ჩვენებას თან ახლავს ხელის ზევით-ქვევით ქნევა, რითაც ერთგავარი მინიშნება კეთდება იმაზე, თითქოს ვიღაცას ჯოხს ურტყამენ. ალან პიზი საჩვენებელი თითის ჩვენებას ხელკეტს ადარებს, რომლითაც ადამიანის დამორჩილებას ცდილობენ (Allan Pease - Body Language: How to Read Others' Thoughts by TheirGestures, SheldonPress, 1984). მიუხედავად ამგვარი ნეგატიური კონოტაციისა გავლენიანი ადამიანები, ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, უმაღლესი რანგის მენეჯერები არაცნობიერად, ხშირად მიმართავენ ამ ჟესტს. როგორც ჩანს ამ კატეკორიის ადამიანებში არსებობს ისტორიულად ჩამოყალიბებული, ერთგვარი არაცნობიერი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ეს ჟესტი ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენს. რეალურად ეს ჟესტი უფრო იმ იარაღს ჰგავს, რომელიც მფლობელს უფრო ვნებს, ვიდრე მოწინააღმდეგეს აყენებს ზიანს. საჩვენებელი თითის ჩვენებას ინტენსიურად იყენებდნენ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ პოლიტიკურ პლაკატებში.
1914 წელს დიდ ბრიტანეთში გაკეთდა პროპაგანდისტული პლაკატები, რომელზეც გამოსახული იყო იმჟამინდელი სამხედრო მინისტრი ჰერბერტ კიტჩენერი (Field Marshal Horatio Herbert Kitchener). პლაკატიდან ფელდმარშალი,
საჩვენებელი თითით და სერიოზული (დრამატული) გამოხედვით, მოუწოდებდა ბრიტანელებს სამხედრო სამსახურისკენ. მოგვიანებით 1917 წელს ამერიკელმა მხატვარმა ჯეიმს მონტგომერი ფლეგმა (James Montgomery Flagg) ინგლისური პლაკატის "რემეიქი" გააკეთა. პლაკატის ამერიკულ ვარიანტში "ბიძია სემი" (Uncle Sam), რომლის როლშიც თავად მხატვარი გამოვიდა, საჩვენებელი თითით და მრისხანე სახით მიმართავს ამერიკელებს: "მე შენ მინდიხარ შეერთებული შტატების არმიისათვის". ფლეგის მიერ შექმნილი "ბიძია სემის" იმიჯი იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ მას
მეორო
მსოფლიო ომის პერიოდშიც აქტიურად იყენებდნენ.
ძალაუფლების ჟესტები დავოსში დავოსი, სამთო-სათხილამურო კურორტი შვეიცარიის ალპებში, 1971 წლიდან მოყოლებული
ყოველწლიურად
მასპინძლობს
მსოფლიო
ეკონომიკურ
ფორუმს
(გამონაკლისი იყო 2002 წელი, როდესაც 9/11 ტერაქტთან დაკავშირებით, აშშ-სადმი სოლიდარობის ნიშნად, ფორუმი ნიუ-იორკში გაიმართა). ოთხი დღის განმავლობაში დედამიწის მიზიდულობის ცენტრი დავოსში ინაცვლებს, სადაც თავს იყრიან მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები, რომლებიც განიხილავენ კაცობრიობისათვის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. მონაწილეთა შორის არიან უმსხვილესი ნაციონალური და ტრანსნაციონალური კომპანიების ხელმძღვანელები, სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და პოლიტიკოსები, მონარქები და სამეფო დინასტიების წარმომადგენლები, ორგანიზატორების მიერ შერჩეული ინტელექტუალები და ჟურნალისტები და ა.შ.
დავოსის ფორუმზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რეალური ძალაუფლების მქონე, გავლენიანი, ქარიზმატული ადამიანები იკრიბებიან. მათი ფსიქოლოგიური პროფილის (საუბარია იმ ზოგად პროფილზე, რომელიც დიდი ალბათობით ამ კატეგორიის
ადამიანებისთვის
უნდა
იყოს
დამახასიათებელი)
ძირითადი
კომპონენტებია: 1) თავდაჯერებულობა; 2) ძლიერი ნებისყოფა; 3) მიღწევის ძლიერი მოტივაცია - სირთულეების დაძლევის სურვილი. სიტუაციის, იდეების, ადამიანების მართვა ან მათით მანიპულირება -
შეჯიბრი, როგორც სხვებთან, ისე საკუთარ თავთან (Murray H.A. - Explorations inpersonality. New York; Oxford Press, 1938); 4) ძალაუფლების მოთხოვნილება - უფლებამოსილების, ძალაუფლებისა და გავლენის ფლობის სურვილი (David C. McClelland- HumanMotivation. Cambridge UniversityPress, 1988). ამ მოთხოვნილების რეალიზაცია შეიძლება მოხდეს პიროვნულ და ინსტიტუციონალურ დონეზე. აქედან გამომდინარე, დევიდ მაკლელანდი (David McClelland) და დევიდ ბერნჰემი (David Burnham) ძალაუფლებით მოტივირებულ მენეჯერების ორ კატეგორიას გამოყოფენ: ა) ისინი ვინც ეძებენ პიროვნულ ძალაუფლებას და ბ) მენეჯერები, რომელთათვის მთავარია ინსტიტუციური ძალაუფლება. მენეჯერების ორივე ეს ტიპი, ძლიერი მორალური სულიკვეთების შთაგონების წყაროს წარმოადგენენ. „პირადი-ძალაუფლების მენეჯერები“ საკუთარი თავის მიმართ ლოიალობის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს - მაგ. გენერალი ჯორჯ პატონი, მაშინ როცა „ინსტიტუციონალური ძალაუფლების მენეჯერები“ აღვივებენ ორგანიზაციისადმი ლოიალობას - მაგ. გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი (John Baldoni Great Motivation Secrets Of Great Leaders, McGraw Hill Professional, 2005). ხშრად ამგვარი ფსიქოლოგიური პროფილის ონტოგენეზში განმსაზღვრელ როლს
სხვადასხვა
კომპლექსები
(მაგ.
არასრულფასოვნების
კომლექსი)
თამაშობდნენ (Harold D. Lasswell,Psychopathology and politics. Chicago : University of Chicago Press, 1977),
მაგრამ ამჯერად ეს საკითხი ჩვენი ინტერესის სფეროს არ
წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერესს წარმოადგენს, დავოსის ფორუმის მონაწილეთა სავარაუდო, ზოგადი ფსიქოლოგიური პორტრეტიდან გამომდინარე, რამდენად გავს ერთმანეთს
მათი არავერბალური კომუნიკაციის ენა (სხეულის ენა) და როგორ
ჟესტებს იყენებენ ისინი.
ყველაზე ხშირი ჟესტები ინტერნეტში დავოსის
გავრცელებული
მსოფლიო
ფოტოსურათების
ეკონომიკური
ფორუმის
ანალიზი,
მონაწილეთა
რომელებზეც გამოსვლებია
აღბეჭდილი მოწმობს, რომ ჟესტები, რომლითაც ფორუმის სტუმრები ოპერირებენ ძირითადად ძალაუფლების გამომხატველი ჟესტებია მიუხედავად მათი (ჟესტების) ნეგტიური თუ პოზიტიური კონოტაციისა. აღსანიშნავია, რომ გავლენიანი ადამიანების არავერბალური ენა იდენტურია. ისინი ერთი და იგივე ჟესტებს იყენებნ და ამ თვალსაზრისით არავთარი მნიშვნელობა არ აქვს მათ ეროვნულ თუ რელიგიურ კუთვნილებას. პოზიტიური ჟესტებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება "შპილი" და მისი ნაირსახეობა
"კალათბურთის
შპილი".
ეს
ჟესტი
თავდაჯერებულობასა
და
ავტორიტეტს გამოხატავს. ადამიანებმა, რომლებიც ამ ჟესტს იყენებენ, კარგად იციან საკუთარი თავის ფასი.
საინტერესოა, რომ "შპილის" კიდევ ერთ ნაირსახეობას, ე.წ. "პისტოლეტის შპილს", რომელიც ნეგატიური ჟესტების რიგს განეკუთვნება და თავდაჯერებულობის გარდა გადაჭარბებულ აგრესიულობაზე მიანიშნებს, დავოსში იშვიათად იყენებენ.
შპილი
"კალათბურთის შპილი"
"საჩვენებელი თითი" დავოსის ფორუმის მონაწილეები (უდიდესი გავლენისა და ძალაუფლების მქონე ადამიანები, რომლებიც ერთ სივრცეში არიან თავმოყრილნი, ყურადღებას აღარ აქცევენ იმას, თუ რამდენად მისაღებია თუ მიუღებელი ესა თუ ის ჟესტი და ინტენსიურად აგრესიულობის გამომხატველ ჟესტებსაც, ამ შემთხვევაში ე.წ. „საჩვენებელი თითის ქნევას“. არავერბალური კომუნიკაციისადმი ამგვარი დამოკიდებულება აშკარად მოძველებულია და ძალიან წააგავს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყეებულ პროპაგანდისტულ პარადიგმებს.
ჟესტები სხვადასხვა ქვეყნებში ეკმანისა და ფრიზენის ცნობილი კვლევების მიხედვით, რომელზეც ჩვენ არავერბალური კომუნიკაციის შესავალში დეტალურად ვისაუბრეთ, ემოციებს უნივერსალურობა ახასიათებს და მათ მიმიკურ გამოხატვასა და ამოცნობაზე ადამიანების ეთნოკულტურული კუთვნილება ზეგავლენას არ ახდენს. მოგვიანებით
სხვა
მრავალი
მეცნიერის
მიერ,
სხვადასხვა
ქვეყნებში,
ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურეს ეკმანისა და ფრიზენის მიერ მიღბული ძირითადი შედეგები და დასკვნები. მიუხედავად ზოგიერთი კვლევის დროს აღმოჩენილი
უმნიშვნელო
კულტურათაშორისი
ვარიაციებისა,
ემოციების
გამომხატველ მიმიკებთან დაკავშირებით, დღეისათვის შვიდი საბაზისო ემოციის ჩათვლით)
(სიძულვილის
სახეზე
გამოხატვის
ექსპრესიის
უნივერსალურობა
ფსიქოლოგთა უმრავლესობის მიერ აღიარებულ ფაქტად ითვლება (Matsumoto, D. (1996). Culture and psychology. Pacific Grove, CA: Brooks/Cole). მართალია გარეგნულად ძირითადი ემოციების სახეზე გამოხატვა უნივერსალურია ყველა ადამიანისათვის, მაგრამ არსებობს მინიმუმ ორი ასპექტი, რომლის დროსაც სახის უშუალო გამომეტყველებები შესაძლებელია ვარირებდეს სხვადასხვა კულტურებში: ა) პირველი ასპექტი არის ის, თუ რა იწვევს თავისთავად ემოციას. ამ თვალსაზრისით
კულტურათაშორის
სხვაობებს
ნამდვილად
აქვს
ადგილი.
მაგალითად, სხვადასხვა კულტურებში ადამიანებმა შეიძლება განიცადონ ზიზღი ან შიში განსხვავებულ გამღიზიანებლებზე (სტიმულებზე); ბ) მეორე ასპექტი ეხება იმას, რომ არსებობენ ისეთი კულტურული განსხვავებები, რომლებიც უკავშირდებიან იმ პირობებს (ვითარებებს), რომლებშიც ადამიანები ცდილობენ დაიცვან, აკონტროლონ ან მართონ საკუთარი სახის გამომეტყველება. როგორც წესი ამგვარი განსხვავებები კონკრეტულ სოციალურ სიტუაციებს
უკავშირდებიან.
მაგალითად,
ორი
სხვადასხვა
კულტურაის
წარმომადგენლები ერთნაირად შეიძლება განიცდიდნენ მწუხარებას საყვარელი ადამიანის გარდაცვალების გამო, მაგრამ ერთი კულტურა შესაძლოა ითხოვდეს მწუხარების ემოციის ზომიერ
გამოხატვას სახეზე - მეორე კი სრულიად
განსხვავებულს.(Ekman P., & Friesen, W. V. (1975), Unmasking the face: A guide to recognizing emotions from facial clues. Englewood Cliffs, New Jersey: Prentice-Hall. pp. 2728). ვიდეო: შეურაცყოფის ჟესტები https://www.youtube.com/watch?v=5IIqv7mkZcE ემოციებისაგან განსხავებით ჟესტებს განსაკუთრებით ილუსრატორებსა და ე.წ. ემბლემებს ხშირად სხვადასხვა კულტურებში განსხვავებული მნიშვნელობები აქვთ. აქედან გამომდინარე უცხო კულტურაში მოგზაურობისას ჟესტების გამოყენებას დიდი
სიფრთხილე უნდა, რადგან ერთი შეხედვით სრულიად ბანალურმა და უწყინარმა ჟესტმა შესაძლებელია დიდი უხერხულობის წინ დაგაყენოთ.
ცნობილი ამერიკული ჟესტი „OK”, რომლითაც ამერიკელები გამოხატავენ, რომ „ყველაფერი კარგადაა“ - სარანგეთში, ბელგიასა და ტუნისში - ნულს (უღირსს) ნიშნავს; ხმელთაშუა ქვეყნის ქვეყნებში,
სარდინიაში, პერუში ვენესუელასა და
თურქეთში - ანუსს ან ანალურ სექსს; ბრაზილიაში ფალოსს. არაბულ ქვეყნებში ამ ჟესტს ორი მნიშვნელობა აქვს: მუქარა და წყევლა. ამ ჟესტთან დაკავშირებით არასასიამოვნო კურიოზი შეემთხვა აშშ-ს პრეზიდენტს რიჩარდ ნიქსონს: 1950 წელს ლათინურ ამერიკაში ვიზიტისას აშშ-ს იმჟამინდელ ვიცეპრეზიდენტმა ბრაზილიაში, სან პაულუს აეროპორტში თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისას ორივე ხელი მაღლა აღმართა და მისალმების ნიშნად ტრადიციული ანგლო-ამერიკული ჟესტი “OK’’ გააკეთა, რითაც ბრაზილიელების უდიდესი გულისწყრომა გამოიწვია - აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს სტვენით გაუმასპინძლდნენ, მეორე დღეს კი გაზეთებმა ნიქსონის კარუკატურული სურათები დაბეჭდეს და მას ბრაზილიის დატოვებისკენ მოუწოდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჟესტი “OK’’ ბრაზილიაში შეურაცყოფის ჟესტია. ბუნებრივია ეს შეცდომა აშშ-ს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის ბრალია, რომელსაც უნდა გაეფრთხილებინა ნიქსონი ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის შესახებ.
ნიქსონის კარიკატურა 1950 წლის ბრაზილიურ გაზეთში 2008 წლის 14 დეკემბერს დეკემბერს ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა მუნტაზარ აზ-ზაიდიმ ფეხსაცმელები გაიხადა და ამერიკის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს ორჯერ ესროლა. ვიდო: https://www.youtube.com/watch?v=OM3Z_Kskl_U
ბუშმა ორჯერვე ოსტატურად აიცილა ნასროლი ფეხსაცმელი. ინციდენტის შემდეგ არაერთი ვერსია გამოითქვა იმის თაობაზე თუ რა მიზანს ემსახურებოდა
ბუშისთვის ფეხსაცმლის სროლა. მრავალ ვერსიას შორის არის ერთი, რომელიც კულტურულ სტერეოტიპს უკავშირდება - საქმე იმაშია, რომ არაბულ ქვეყნებში უდიდეს შეურაცყოფად ითვლება ფეხსაცმლის ძირის ჩვენება. ამიტომაა, რომ ჟურნალისტებს, რომლებმაც არაბულ ქვეყნებში იქაური ლიდერებისგან უნდა აიღონ ინტერვიუ სპეციალურ ტრენინგს უტარებენ და აფრთხილებენ, რომ ფეხი ფეხზე არ გადაიდონ, რადგან გამორიცხული იყოს შემთხვევით ფეხსაცმლის ძირის ჩვენება. თუ გავითვალისწინებთ ამ თავისებურებას ჟურნალისტმა მუნტაზარ აზ-ზაიდიმ ბუშს არაბული წესჩვეულების მიხედვით შეურაცყოფა მიაყენა და მეტი არაფერი, რადგან ფეხსაცმლით
ადამიანისათვის
წარმოუდგენელია.
სამაგიეროდ
რაიმე მთელი
მნიშვნელოვანი არაბული
ზიანის
მიყენება
სამყაროს
თვალში
შეურაცყოფამიყენებული გამოვიდა სუპერსახელმწიფოს მეთაური. ქვემოთმოყვანილ ვიდეოში თავმოყრილია შეურაცყოფის ჟესტები სხვადასხვა ქვეყნებში: https://www.youtube.com/watch?v=5IIqv7mkZcE
ეს ჟესტი იტალიაში „რა გინდა-ს“ ნიშნავს; „ცოტას“ ან „პატარას“ - კონგოში; „ლამზს“ ან „ „კარგს“ -თურქეთში; „ერთი წუთით“ - ეგვიპტეში.
ეს ჟესტი იტალიაში „ცუდს“ ნიშნავს.