Georgia's European Way

Page 1

საქართველოს ევროპული გზა

Georgia's European Way

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში Office of the State Minister of Georgia on European and Euro-Atlantic Integration


სარჩევი საქართველო და ევროკავშირი

Content Georgian and EU

რიგის სამიტი – საქართველოს ევროპული პერსპექტივები 07

07

საქართველოსა და ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის თანამშრომლობა 10 საქართველო და ლატვია

Cooperation between Georgia and International Visegrad Fund

10

14

Georgia and Latvia

14

ჩემი თვალით დანახული საქართველო 18 ევროპის კვირეული 2015

Georgia`s European Perspectives – Beyond the Riga Summit

18

“Georgia On My Mind”

22 22

პროექტ ENIGMMA-ს 2015 წლის საინფორმაციო კამპანია 34

European Week 2015

34 2015 ENIGMMA Information Campaign

საქართველოს შესახებ

About Georgia

ზაფხულის ტურიზმი საქართველოში 42

Summer Tourism in Georgia 42

ანალიზი და მოსაზრება

Analysis and Opinion

ქართული სამართალი და ევროპული ტრადიცია 46

46 Georgian Law and European Tradition

ბიზნესი და ეკონომიკა

Business and Economy

გარემოს ეროვნული სააგენტო ევროინტეგრაციის გზაზე 54

National Environmental Agency: On the Way to Euro Integration. 54

თევზის საწარმოები ევროკავშირში ექსპორტისთვის ემზადებიან 58

58 Fish Factories Getting Ready to Export to the European Union

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი თბილისში 62

62 EBRD Meeting and Business Forum in Tbilisi

Culture კულტურა ხმელთაშუა ზღვის ხმები ანუ რა არის საქართველოს ყველაზე წარმატებული „ექსპორტი“ 66

02

Georgia’s European Way June 2015

Georgia’s Mediterranean voices What is Georgia’s most successful "export" 66

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

03


Address | მიმართვა

Address | მიმართვა

სარედაქციო საბჭო EDITORIAL BOARD მარიამ რაქვიაშვილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

Mariam Rakviashvili Deputy State Minister of Georgia on European and Euro-Atlantic Integration

Tamar Beruchashvili Foreign Minister of Georgia

ზურაბ ქარუმიძე პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პირველი მრჩეველი, საქართველოს მთავრობის კანცელარია

Zurab Karumidze First Advisor, Foreign Relations Unit, Department of Political Analysis, Strategic Planning and Coordination the Chancellery of the Government of Georgia

ლაშა ტუღუში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე

Lasha Tugushi Head of Georgian Civil Society National Platform for the Eastern Partnership

ივანე ჩხიკვაძე ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”

Ivane Chkhikvadze EU Integration Field Manager Open Society Georgia Foundation

ელენე გოცაძე საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ დირექტორი

Elene Gotsadze Director of the Information Center on NATO and EU

ხათუნა საღინაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

Khatuna Saginadze Head of Public Relations Department of the Office of the State Minister of Georgia on European and Euro-Atlantic Integration

თორნიკე ნოზაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

Tornike Nozadze Deputy Head of European Integration Coordination Department of the Office of the State Minister of Georgia on European and Euro-Atlantic Integration

განსაკუთრებული მადლობა: SPECIAL THANKS TO: თამარ მიქაძეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკისა და პრესის განყოფილების თანამშრომელს

Tamar Mikadze Press and Information Officer at the Political and Press Section of the Delegation of the European Union to Georgia

ISSN: 1987-8486 დაიბეჭდა სს „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატში” Printed by "BSK JSC"

04

Georgia’s European Way June 2015

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ეფექტიანი განხორციელება ქვეყნის მოდერნიზაციისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის შემდგომი განმტკიცებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას. ჟურნალი „საქართველოს ევროპული გზა“ სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება. წინამდებარე მეხუთე გამოცემა ეძღვნება მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც 2015 წლის 18-19 ივნისს ქ. ბათუმში იმართება. კონფერენციაზე განიხილება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის შედეგებისა და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხები, ასევე, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოების გამოწვევები.

Effective implementation of the EU-Georgia Association

The fifths issue of the Periodical is devoted to the 12th In-

Agreement and its integral part – Deep and Comprehen-

ternational Conference – "Georgia's European Way" held on

sive Free Trade Area will become a strong basis of the

18-19 June, in Batumi. The Conference discusses the out-

country`s further modernization and democratic con-

comes of the "Eastern Partnership Riga Summit" and im-

solidation.

plementation of the EU-Georgia Association Agreement.

For strengthening Georgian population’s support

Furthermore, geopolitical situation in the region is also ad-

of the European integration process, it is of utmost

dressed considering security challenges in the EU's eastern

დავით ბაქრაძე

importance to further increase participation of so-

neighbourhood.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

EU-Georgia relations. The Periodical “Georgia`s Eu-

ciety in the process as well as raise awareness on the ropean Way” serves this purpose.

David Bakradze State Minister of Georgia on European and Euro-Atlantic Integration

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

05


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

რიგის სამიტი – საქართველოს ევროპული პერსპექტივები

EASTERN PARTNERSHIP SUMMIT Riga May 21 – 22, 2015

დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში OFFICE OF THE STATE MINISTER OF GEORGIA ON EUROPEAN AND EURO-ATLANTIC INTEGRATION

06

Georgia’s European Way June 2015

2

015 წლის 21-22 მაისს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი. აღმოსავლეთ პარტნიორობის წინა, ვილნიუსის სამიტიდან რიგის სამიტამდე საქართველომ დიდი გზა განვლო ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური დაახლოებისა და თანმიმდევრული ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების თვალსაზრისით. 2014 წლის 27 ივნისს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, რომლიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს, თვისობრივად ახალი ეტაპის დასაწყისია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. თუმცა, ეს არ წარმოადგენს აღნიშნული თანამშრომლობის საბოლოო მიზანს. საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. რიგის სამიტამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს აქვთ „ოცნების უფლება“. ამ ეტაპზე, საქართველო შეიძლება არ იყოს მზად წევრობისთვის, მაგრამ ნათელია, რომ საქართველო წამყვანი რეფორმატორი-ქვეყანაა რეგიონში. ამავდროულად, საქართველო ერთგულია ევროპული ოცნების. ოცნების, რომლის ახდენაც რთულია, მაგრამ არა მიუღწეველი. ჩვენ გვაქვს ბალტიის ქვეყნების მაგალითი, რომლებმაც შეძლეს საზოგადოების კონსოლიდაცია ერთი მიზნის მისაღწევად და მათ მიაღწიეს მიზანს. შესაბამისად, საზოგადოების კონსოლიდაცია და მიზნისკენ დაუღალავი, თანმიმდევრული სვლა მომავალი წარმატების საფუძველია. საქართველომ დიდი ხნის წინ აირჩია განვითარების ევროპული გზა. გზა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის აზრით ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს აქვს ამბიცია იყოს ევროპული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი და ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს ყველა საჭირო რეფორმას. რეფორმების შედეგად იცვლება ქვეყნა და აღნიშნული კომპლექსური ტრანსფორმაცია, მოდერნიზაცია კიდევ გაგრძელდება.

GEORGIA`S EUROPEAN PERSPECTIVES – BEYOND THE RIGA SUMMIT David Bakradze State Minister of Georgia on European and Euro-Atlantic Integration

O

n 21-22 May 2015 Riga, the capital of Latvia, hosted the Eastern Partnership Summit. Since the last Eastern Partnership summit held in Vilnius, Georgia has gone a long way in the process of advancement of its political association and gradual economic integration with the EU. Signing the Association Agreement on 27 June 2014, including the Deep and Comprehensive Free Trade Area component (DCFTA), launched a qualitatively new level of relations between Georgia and the EU. However, this Agreement is not the final goal of cooperation, as Georgia aims to ultimately join the European Union. Prior to the Riga summit, the President of the European Council, Mr. Donald Tusk stated that the Eastern Partnership countries are entitled to “have a dream”. Though Georgia might not be ready for the membership at this stage, it is evident that our country is the leader with its reforms in the region. Georgia remains committed to its European dream, which is demanding task to achieve, but certainly not impossible.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

07


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

დელეგაციის ხელმძღვანელები რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე Heads of delegations at the Riga Eastern Partnership Summit

ანგელა მერკელი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი და ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერმინისტრი Angela Merkel, Chancellor of the Federal Republic of Germany and Irakli Garibashvili, Prime Minister of Georgia

ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება სწორედ ტრანსფორმაციის, მოდერნიზაციის უნიკალური შესაძლებლობაა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფორმირება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და ზოგადად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საწინდარია. საქართველო სრულად გამოიყენებს აღნიშნულ შესაძლებლობებს, რაც მნიშვნელოვნად დაგვაახლოებს ჩვენი ოცნების ახდენის დღეს. ყოველი სამიტის წინ არსებობს მოლოდინები, ზოგჯერ გადაჭარბებული. არც რიგის სამიტი წარმოადგენდა გამონაკლისს. სამიტის დასაწყისში მთავარ თემას ვიზის ლიბერალიზაციის საკითხი წარმოადგენდა. საქართველოს ევროპელი პარტნიორებისთვის ნათელია, რომ დროის მოკლე პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით. თუმცა, რჩება ცალკეული რეკომენდაციები. საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა და ცალკეული მიმართულებებით არსებული საკითხები უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

08

Georgia’s European Way June 2015

We have an excellent example of Baltic States that managed to consolidate their societies around one common goal and accomplished that goal successfully. Accordingly, unified society and consistent, stepby-step approach is a basis for the future success. Georgia chose its European way of development a long time ago.For the majority of country’s population the European way does not have an alternative. Georgia has an ambition to be a member of the European community and undertakes all necessary reforms to reach this goal. These reforms strengthen the country and through continuous transformation and modernization Georgia will certainly achieve it. The effective implementation of the Association Agreement constitutes unique opportunity for the transformation and modernization of the country. Establishment of the Deep and Comprehensive Free Trade Area with the EU facilitates enhancement of country’s export potential, attraction of foreign direct investments, stimulation of country’s economic growth and in general, will ensure Georgia’s socio-economic development. Each summit is preceded by certain expectations and sometimes they are exaggerated. In that respect, the Riga summit was not an exception, as the topic of Visa liberalisation was the main issue of discussion prior to this summit. It is evident for Georgia’s European partners that Georgia has made a significant progress in a short period of time with the implementation

სამიტის დეკლარაციაში ნათლადაა ასახული ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე აღნიშნულია მიმდინარე წლის ბოლომდე ევროკომისიის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების თაობაზე. თუმცა, ეს არ არის უვიზო მიმოსვლის დასაწყისი. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო მიიღებს. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა მგრძნობიარე საკითხთა რიცხვს მიეკუთვნება და ამავდროულად, წარმოადგენს მკაფიო, შთამბეჭდავ მაგალითს ევროინტეგრაციის პროცესის სარგებლის წარმოსაჩენად. ამ საკითხზე მოლოდინი ძალიან პოზიტიურია და საქართველო მიაღწევს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. საქართველო ასევე მიესალმება სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის ინიციატივას. საქართველო იმედის თვალით უყურებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გაჩენას. მნიშვნელოვანია ცალკეული ქვეყნების მიზნების, ამბიციებისა და პროგრესის გათვალისწინება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მქონე ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მიმართ განსხვავებული მიდგომების ჩამოყალიბებას თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების წახალისების მიზნით. დაბოლოს, საქართველო უფრო მეტი შემართებით და ძალისხმევით გააგრძელებს ევროპულ გზას, გზას, რომლიც ყველა საქართველოს მოქალაქისთვის განვითარებასთან, პროგრესთან და კეთილდღეობასთან ასოცირდება.

of the Visa Liberalisation Action Plan (VLAP). Nonetheless, certain recommendations still remain to be adhered. Summit declaration clearly reflects the progress made by Georgia in this direction. It also indicates that the next progress report will be issued by the European Commission at the end of this year. Nonetheless, this does not mean instant launch of visa-free travel to the EU as the Council of the European Union has to adopt the final decision. Visa-free travel to the EU Member States constitutes a sensitive topic and at the same time, represents a clear-cut and impressive example of the benefit of the EU integration process. The expectation on the matter is rather positive and ultimately, Georgia will definitely obtain visa-free regime with the EU. Georgia also welcomes the ENP review initiative and hopes new opportunities will emerge under the Eastern Partnership framework as the interests, ambitions and progress of certain countries are very significant. For the encouragement of further cooperation, particular attention should be drawn to the development of differentiated approach with Association Agreement signatory countries (Georgia, Moldova and Ukraine). Finally, Georgia will pursue its European way with even more courage and strength. This is a way associated with development, progress and prosperity for every citizen of Georgian.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

09


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

საქართველოსა და ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის თანამშრომლობა COOPERATION BETWEEN GEORGIA AND INTERNATIONAL VISEGRAD FUND

ინტერვიუ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან კარლა ვურსტეროვასთან

Interview with Ms. Karla Wursterova Executive Director of the International Visegrad Fund

რა არის ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ძირითადი მიზნები? ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფუძნების თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა რეგიონული ერთიანობისა და ვიშეგრადის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა სამოქალაქო მხარდაჭერის მეშვეობით. ფონდის მისიაა ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს, ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის გაღრმავება საერთო კულტურული, მეცნიერული, საგანმანათლებლო, ახალგაზრდული გაცვლითი და საერთაშორისო პროექტების, ასევე, ინდივიდუალური მობილობის პროგრამის განხორციელების გზით. 2004 წლიდან ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდმა V4 რეგიონსა და სხვა ქვეყნებში მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება დაისახა მიზნად. განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ბალკანეთსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში. ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი მხარს უჭერს ფართო რეგიონულ თანამშრომლობას, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს დემოკრატიზაციის, ტრანსფორმირების პროცესისა და სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა წარმოადგენს. რომელია V4 პროექტის ბენეფიციარი ქვეყნები? პროექტის მთავარ ბენეფიციარს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს. სხვა ბენეფიციარები, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის გარეთ ვიშეგრადის რეგიონის მეზობელი ქვეყნებიდან არიან. კერძოდ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და, რა თქმა უნდა, უკრაინა, რომელიც, ვიშეგრადის რეგიონის გარეთ ჩვენი ყველაზე დიდი ბენეფიციარია. მნიშვნელოვანი რეგიონია დასავლეთ ბალკანეთი, სადაც ვახორციელებთ საგრანტო პროექტებს და მხარს ვუჭერთ მეცნიერებს ალბანეთიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინიდან, კოსოვოდან, მაკედონიიდან, მონტენეგროდან და სერბეთიდან.

10

Georgia’s European Way June 2015

კარლა ვურსტეროვა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

Ms. Karla Wursterova Executive Director of the International Visegrad Fund

What are the main objectives of the International Visegrad Fund?

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი მხარს უჭერს ისეთ აქტივობებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ პარტნიორ ქვეყნებში პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში. THE INTERNATIONAL VISEGRAD FUND PROMOTES ACTIVITIES THAT CONTRIBUTE TO POLITICAL AND SOCIO-ECONOMIC REFORMS IN PARTNER COUNTRIES. რა სახის აქტივობებს ახორციელებს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“? ზოგადად, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი მხარს უჭერს ისეთ აქტივობებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს პარტნიორ ქვეყნებში პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში და მათი მიზანია ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დაახლოებისა და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ორი სახის დაფინანსების მექანიზმია გათვალისწინებული. გარდა ამისა, 2004/2005 სასწავლო წლიდან ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი სტიპენდიებს გასცემს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის, რომლებსაც ვიშეგრადის ქვეყნებში მაგისტრატურის ან მაგისტრატურის შემდგომ საფეხურზე სწავლის, კვლევის გაგრძელება სურთ. დღევანდელი მონაცემებით, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი 720 სტუდენტსა და მკვლევარს აფინანსებს. გარდა ამისა, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში მხარს უჭერს უნივერსიტეტებსა და მეცნიერებათა აკადემიებს სხვადასხვა საუნივერსიტეტო კურსისა და პროგრამების მეშვეობით, რომელთა ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია გამოცდილების გაზიარებაზე ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა: ევროკავშირში გაწევრიანება, დემოკრატიზაციისა და ტრანსფორმაციის პროცესები, რეგიონული თანამშრომლობა და ა.შ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2014 წელს დაიწყო ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ახალი პროგრამა სახელწოდებით – „საჯარო მოხელეთა მობილობის პროგრამა“. პროგრამაში ხაზგასმულია ის, რომ საჭიროა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ჩატარება V4-ის ქვეყნებში და ასევე ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება.

The main objective with which the International Visegrad Fund was established was to facilitate regional cohesion and cooperation of Visegrad countries through supporting the civil dimension. Its mission is to encourage interactions between citizens, institutions and NGOs of the Czech Republic, Hungary, Poland and Slovakia through supporting common cultural, scientific and educational projects, youth exchanges, cross-border projects and individual mobility programs. Since 2004, the International Visegrad Fund has started pursuing another objective – the development of closer cooperation between citizens and institutions among the V4 region and other countries, especially the Western Balkans and countries of the Eastern Partnership. An important element of this wider regional cooperation facilitated by the IVF is to support democratization, transformation processes and civil society. Which countries are the beneficiaries of the V4 projects? The main beneficiary is civil society in the Visegrad Group countries, i.e., in the Czech Republic, Hungary, Poland and Slovakia. Other beneficiaries, predominantly NGOs, come from non-EU countries neighboring the Visegrad region – from countries of the Eastern Partnership, such as Armenia, Azerbaijan, Belarus, Georgia, Moldova and, certainly, Ukraine, which is our biggest non-V4 beneficiary. The other key regions are the Western Balkans, where we support grant projects and scholars from Albania, Bosnia and Herzegovina, Kosovo, Macedonia, Montenegro and Serbia. What activities does the International Visegrad Fund carry out in the Eastern Partnership countries? Generally speaking, the International Visegrad Fund promotes activities that contribute to political and socio-economic reforms in partner countries with the aim to support political association and further economic integration between the European Union and Eastern Partnership countries. Aside from two funding mechanisms available to partner organizations from Eastern Partnership countries, since the 2004/2005 academic year the International Visegrad Fund provides financial support to students and researchers coming from the Eastern Partnership countries to study or to do a research at Master’s and Post-Master’s level in the Visegrad countries. So far the IVF has supported studies of 720 such students and researchers. In addition to these activities, the IVF supports universities and academies of sciences situated in the EaP countries by launching university courses or programs in V4 countries focused on sharing experience with democratization and transformation processes, regional cooperation, EU accession process, etc.. I would also like to mention the new program of the IVF called “Civil Servants Mobility Program“, which was launched in 2014. The focus of this program is to organize trainings for civil servants form the EaP countries in V4 countries and improve the administrative capacity of the countries concerned.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

11


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი რა სახის აქტივობებს ახორციელებს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი საქართველოში? 2014 წელს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდმა საქართველოში ოთხი პროექტი განახორციელა. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულ თემატიკაზე ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, ერთ-ერთი პროექტი შეზღუდული უნარების მქონე პირთა დასაქმებას ეხებოდა მაშინ, როდესაც სხვა პროექტი ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს იმპლემენტაციის საკითხებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მომზადებას ისახავდა მიზნად. საქართველოში გრძელვადიან სტრატეგიასთან დაკავშირებით, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სექტორის გაუმჯობესების რეფორმების ცენტრის პროექტზე, რომლის განხორციელება 2013 წელს დაიწყო. პროექტის მიზანს უსაფრთხოების სექტორის რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, ბელორუსიას, საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა წარმოადგენდა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თითოეული ქვეყნის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის რეფორმების სამოქმედო გეგმისა და რეკომენდაციების შემუშავებასთან ერთად, პროექტის ნაწილს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმის მოწყობაც შეადგენდა, რომელიც, უკვე მეორედ, გასული წლის ნოემბერში თბილისში ჩატარდა. ამ ეტაპზე, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, საქართველოში პროექტების დაფინანსებასთან ერთად, სხვადასხვა უნივერსიტეტში შვიდ საუნივერსიტეტო კურსს ატარებს. კერძოდ, საქართველოს უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გურამ თავართქილაძის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჩვენ ასევე სტიპენდიებს ვაძლევთ იმ ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება ვიშეგრადის წევრს ქვეყნებში სურთ. პროგრამის ფარგლებში, 2009 წლიდან მოყოლებული, სულ ორმოცდაოთხი სტუდენტი დაფინანსდა. ამასთან, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი ატარებს ტრენინგებს საქართველოს საჯარო მოხელეებისთვის. აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობით დღემდე, თორმეტი საჯარო მოხელე გადამზადდა. რა სფეროებს მოიცავს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის გრანტი? ჩვენი გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების უმრავლესობა სამოქალაქო ორგანიზაციებს მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება. შესაბამისად, პროექტები სხვადასხვა სფეროს მოიცავს. კერძოდ, გარემოს დაცვას, გენდერულ პრობლემატიკას, ბავშვთა უფლებებს, ადამიანის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, განათლებასა და სხვა მიმართულებებს. ღონისძიებები ასევე მდგრადი განვითარების, საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და ჟურნალისტებისთვის ჩატარებული ტრენინგის გზით ხორციელდება.

12

Georgia’s European Way June 2015

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

დავით ბაქრაძის შეხვედრა ვიშეგრადის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან David Bakradze met with the Executive Director of the Visegrad Fund

What activities are carried out by Visegrad Fund in Georgia? In 2014 IVF supported four projects in Georgia – all with a very different thematic focus. One of the supported projects, for example, deals with supporting employment of persons with disabilities. The other project aims at preparing local authorities for the implementation of AA and DCFTA. For longer-term strategies in Georgia, I would like to bring to your attention the project of the Security Sector Reform Centre of Excellence in Southern Caucasus, which started in 2013 seeking to enhance cooperation among Armenia, Azerbaijan, Moldova, Belarus, Georgia and Ukraine on the sensitive issue of security sector reform. In addition to creating an action plan for such reform with specific recommendations for the relevant state institutions in each of the involved EaP country, part of the project implied organizing the South Caucasus Security Forum, which experienced its second edition last November in Tbilisi. In addition to the funding support allocated to projects in Georgia, IVF currently runs seven university courses at the University of Georgia, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Caucasus International University, Ilia State University, International Black Sea University and Guram Tavartqiladze Technical University. We also provide scholarships to Georgian students who wish to study at V4 universities. Since 2009, we have supported 44 such students. Last but not least, the IVF offers financial support to civil servants and other staff in the Georgian public sector to carry out training in the Visegrad region. So far 12 civil servants participated in this program. What are the fields covered by the International Visegrad Fund through grant support?

პროექტთა გარკვეულ ნაწილში აქცენტირებულია V4-ის გამოცდილების გაზიარება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: რეგიონული განვითარება, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა, ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკის მხარდაჭერა და გაყინულ კონფლიქტებთან გამკლავება. სხვა პროექტები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობასა და DCFTA-თი შემოთავაზებულ ახალ მექანიზმებთან დაკავშირებით ადგილობრივი კომპანიების გადამზადებას ეხება. როგორია საქართველოსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმა? საქართველოსთან ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია. შესაბამისად, ვგეგმავთ გავაგრძელოთ არსებული აქტივობები 2015 წელსაც. რაც შეეხება გრანტის გაცემას, სურვილი გვაქვს, რომ სამომავლოდ უფრო მეტი პროექტი თბილისის გარეთ დავაფინანსოთ. ვილნიუსის სამიტის შედეგად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის ბოლოდროინდელი განვითარების შედეგად, პირველ რიგში, დავაფინანსებთ პროექტებს, რომლებიც ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს იმპლემენტაციას ეხება. ქართველი მკვლევარების სიმრავლის მიუხედავად, რომლებიც ჩართულნი არიან V4-ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სტიპენდიის პროგრამაში, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის, რომ სწავლა გააგრძელონ ვიშეგრადის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. აქედან გამომდინარე, 2015 წელს ვგეგმავთ ხელი შევუწყოთ რეგიონში სტუდენტთა მაქსიმალურ მობილობას.

The majority of the projects supported within our grant framework deal with assisting civil organizations with their capacity building for carrying out projects in a variety of areas, ranging from environmental protection, gender mainstreaming, children’s rights, the fight against human trafficking, education etc. Other supported activities are in sustainable development, public administration reform, cross-border cooperation and training journalists. A particular set of projects focuses on sharing V4 experiences in the areas such as regional development, security sector reform, advocacy of EU integration policies and dealing with frozen conflicts. Other projects focus on helping to develop transport infrastructure, on encouraging cooperation between small and medium sized companies and preparing local companies for the new circumstances under the DCFTA. What are the plans of the Fund in Georgia for the future? The cooperation of the International Visegrad Fund with Georgia has been very successful so far and therefore we plan to continue all our activities in 2015. As for grant-making, we would like to support more projects outside Tbilisi in the future. Considering the recent developments in the Eastern Partnership policies in the aftermath of the Vilnius Summit, our support will go primarily to the projects that deal with the implementation of the AA/DCFTA. In spite of the high number of Georgian scholars, who take part in the V4 EaP Scholarship Program, there is still space for more students and researchers to come to study at universities in Visegrad countries. Therefore, in 2015 we plan to further strengthen our efforts to promote greater student mobility within the region.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

13


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

და, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სათავეში ედგა ქართული სამხედრო-საზღვაო ძალების ჩამოყალიბების პროცესს, დაბოლოს, იგი გახდა პირველი ადმირალი ლატვიის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. მისი მეუღლე კი, ულამაზესი და მისთვის თავდადებული ქართველი ქალბატონი ნადეჟდა შველიძე-სპადე გახლდათ, რომელსაც უდიდესმა სიყვარულმა დაათმობინა მთელი თავისი ქონება, რათა თურქეთში ტყვედ ჩავარდნილი მეუღლე ეხსნა. ლატვიის ტრავმატოლოგიური კლინიკის დირექტორი და მისი ფუძემდებელი კი იყო ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე არჩილ მაჩაბელი. მის სახელს უკავშირდება ლატვიის მედიცინაში ტრავმატოლოგიური მიმართულების განვითარება და მრავალი პროფესიონალი ექიმის აღზრდა. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ფაქტი, რომ როგორც დღეს, ისე წარსულში, ლატვიელ და ქართველ მეცნიერებს, ხელოვანებსა და საზოგადო მოღვაწეებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ხალხთა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. ჩვენ კი, დიპლომატები, ვცდილობთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ.

საქართველო და ლატვია GEORGIA AND LATVIA

საქართველო ღიად აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები არის სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. აღსანიშნავია, რომ უახლესი კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

თეიმურაზ ჯანჯალია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში

Teimuraz Janjalia Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia to the Republic of Latvia

აქართველოსა და ლატვიის ურთიერთობებზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, ფიქრობთ, რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ქვეყნებს, რომელთაგან პირველი სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ხოლო მეორე ევროპის ჩრდილოეთში, ბალტიის ზღვის ნაპირზეა გაშლილი. თუმცა, თუ თვალს გადავავლებთ ჩვენი ურთიერთობების ისტორიას, დავინახავთ, რომ ამ ქვეყნებსა და ხალხებს შორის საერთო ძალიან ბევრია. ლატვია და საქართველო თავიანთი ისტორიის მანძილზე იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველ და ლატვიელ მოღვაწეებს კონკრეტული წვლილი აქვთ შეტანილი ურთიერთობების განვითარებისა და სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ დიდი ლატვიელი ადმირალი თეოდორ სპადე, რომელიც სამხედრო კარიერის საწყის ეტაპზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფლოტში მოღვაწეობ-

14

Georgia’s European Way June 2015

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

W

hen we speak about relations between Georgia and Latvia, perhaps first that comes to mind is what could be common between two countries of which one is located in the South of Caucasus mountains, on the Black Sea coast and the other on the shore of the Baltic Sea in Northern Europe. However, if we take a good look at the history of our relations, we will see that both countries and people have quite a lot in common. Nearly all history long both countries were fighting for independance and preservation of identity. It should be noted that during this process Georgian and Latvian public figures have contributed to each others' nation-building efforts as well as development of bilateral relations. It is worth mentioning that the Latvian Admiral Theodor Spade, who served in the fleet of the first Georgian Republic at the inception of his career, is considered to be one of the first figures who greatly contributed to the process of the formation of the first Georgian Naval Forces. Later he became the first Latvian Admiral in the history of Latvia state-

იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც ლატვია და საქართველო საბჭოთა რეჟიმის მარწუხებში იყო მოქცეული, ისტორიულად ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნები ყოველთვის ისწფრაფვოდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ. შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ საბჭოთა რეჟიმის დროსაც კი ორი მეგობარი ერი ახერხებდა ეპოვა ის საერთო მუხტი და ეგრძნო ის საერთო სულისკვეთება, რომელიც თავისუფლებისაკენ ლტოლვას ასაზრდოებს და მისი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოსა და ლატვიას აქვთ შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობა. ჩვენმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქტიური თანამშრომლობა უკვე 90-იანი წლებიდანვე დაიწყეს. დღეს კი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის კონტაქტები, მართლაც რომ, უმაღლეს დონეზეა. საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 11 მარტს დამყარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყნებმა სხვა-

hood. His wife, beautiful and dedicated to husband Nadezhda Shvelidze-Spade, was the woman who gave up all the property she owned to rescue her husband from captivity in Turkey. Georgian doctor and public figure Mr. Archil Machabeli was the founder and director of the Latvian traumatology clinic. His name is associated with the development of the Latvian traumatology medicine, as well as raising up of numerous professionals in this sphere. Apart from the mentioned, there are a lot of cases both now and in the past, of both Latvian and Georgian scientists, artists and public figures highly contributing to the deepening of people-to-people relations between the two countries. We, diplomats, from our side, are trying to make this relationship even more remarkable. Sharing the common Soviet background, our countries have always strived for freedom and independence. We can proudly announce that even during the Soviet regime our nations were finding mutual points of interaction, where friendship and devotion to independence were main generators. After the collapse of the Soviet Union and gaining of independence, Georgia and Latvia have developed excellent bilateral cooperation. Our legislative and executive bodies started active interaction at the beginning of 90’s. Today, the political, economic and people-to-people contacts are at its highest level. Diplomatic relations between Georgia and Latvia were established on March 11, 1993. Although our countries underwent different political and economic processes during the last 20 years, (Latvia joined EU and NATO in 2004), Georgia and Latvia have stayed very close friends. It should be noted that Latvia is a strategic partner of Georgia in the perspective of relations with the EU and NATO. During past 20 years we managed to create effective bilateral legal framework, which covers virtually all directions of cooperation. Becoming increasingly close to each other, countries have deepened relations in political, cultural and educational spheres, which eventually gives a new, positive impetus for further active trade relations. In the recent years the frequency of bilateral official and working visits increased significantly. Officials declare their willingness to intensify economic ties between the countries. One of the main objectives of the visit of the Latvian President to Georgia, as well as the visit of the Georgian President to the Republic of Latvia was to strengthen economic cooperation between two countries. The Latvian President’s visit to Georgia included two business forums, one in Tbilisi and the other in Batumi. At the same time productive meetings were conducted with Latvian businessmen during the visit of the President of Georgia to Latvia this year. The exchange of the visits established important links between business circles of the two countries, which should bring significant results in the nearest future. As for today, already 80 Latvian companies are registered in Georgia and are conducting their business. Georgia openly declared that the country’s main foreign policy priorities are full integration within EU and NATO. It should be mentioned that according to the latest survays more than 80% of the Georgian

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

15


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი დასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესი გაიარეს, ლატვია 2004 წელს გახდა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა, საქართველო და ლატვია რჩებიან ძალიან ახლო მეგობრებად და უნდა ითქვას, რომ ლატვია არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობების ჭრილში. ჩვენ შევძელით და შევქმენით ეფექტური ორმხრივი საკანონმდებლო ბაზაც, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით თანამშრომლობას. ჩვენი ქვეყნები სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. წლების მანძილზე გაღრმავდა ურთიერთობები პოლიტიკის, კულტურისა და განთლების სფეროებში, რაც, თავის მხრივ, ბიძგს აძლევს აქტიური სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. უკანასკნელი წლების განმავლობაში ორმხრივი ოფიციალური და სამუშაო ვიზიტები საგრძნობლად გახშირდა. ოფიციალური პირები გამოხატავენ სურვილს, რომ ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური გახდეს ეკონომიკური კავშირები. როგორც გასული წლის ნოემბერში ლატვიის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის, ისე საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე წლის აპრილში ლატვიაში სტუმრობის ერთერთი მთავარი მიზანი გახლდათ სწორედ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. საქართველოში ორი ბიზნესფორუმი გაიმართა: ერთი თბილისში, ხოლო მეორე – ბათუმში. ამასთანავე, მეტად საინტერესო შეხვედრები შედგა ლატვიელ ბიზნესმენებთან ლატვიაში საქართველოს პრეზიდენტის სტუმრობისას. ხსენებული ვიზიტების დროს დამყარდა საქართველოსა და ლატვიის ბიზნესწრეებს შორის მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებმაც უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგი უნდა მოიტანოს ქვეყნებს შორის და განავითაროს სავაჭრო ურთიერთობები. დღეისათვის კი საქართველოში დარეგისტრირებულია 80 ლატვიური კომპანია. საქართველო ღიად აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები არის სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. აღსანიშნავია, რომ უახლესი კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აღნიშნული უფრო ააქტიურებს და სტიმულს აძლევს იმ ქვეყნებს, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა და მისი ადგილი დიდ ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახშია. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ლატვიაც ასეთი ქვეყნების ყველაზე აქტიურ ნაწილს მიეკუთვნება. ლატვიის, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება ორმხრივ და საერთაშორისო დონეზე აფიქსირებს მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. მე მჯერა, რომ ლატვია მომავალშიც შეინარჩუნებს ძლიერი მხარდამჭერის სტატუსს და გააგრძელებს საკუთარი გამოცდილების გაზიარებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. 2015 წლის წლის 1 იანვრიდან ლატვია გახლავთ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ლატვიის მთავრობის თავმჯდომარეობის 6-თვიანი, ძალიან პრაგმატული პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

16

Georgia’s European Way June 2015

GEORGIA OPENLY DECLARED THAT THE COUNTRY’S MAIN FOREIGN POLICY PRIORITIES ARE FULL INTEGRATION WITHIN EU AND NATO. IT SHOULD BE MENTIONED THAT ACCORDING TO THE LATEST SURVAYS MORE THAN 80% OF THE GEORGIAN POPULATION IS IN FAVOUR OF THE COUNTRY’S EUROPEAN AND EURO-ATLANTIC INTEGRATION PROCESS. population is in favour of the country’s European and Euro-Atlantic integration process. Above-mentioned figure is great incentive for those countries, which proclaim Georgia as a European country and nominate us as the future European and Euro-Atlantic family member. I am happy that Latvia belongs to the most active part of those countries. Latvia has always expressed a continious and constant support to Georgia both on bilateral and international platform. I do strongly

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი როგორც მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიცირება 2008 წლის 3 დეკემბერს მოხდა, როდესაც ევროკომისიამ მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის კომუნიკე. აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ევროკავშირის პოლიტიკა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორების (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) დაახლოებას ევროკავშირთან. მიმდინარე წლის 22 მაისს ქ. რიგაში, ლატვიის დედაქალაქში, გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-4 სამიტი, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსათვის საბოლოო მიზანი არც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა იყო და არც სავიზო რეჟიმის გამარტივების მიღწევა იქნება. საქართველოსათვის უმთავრესია ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობა. ეს საბოლოო მიზანი კი მთავრობას ქართველმა ხალხმა დაუსახა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საბოლოო შედეგის მისაღწევად უნდა გავიაროთ გრძელი, გამოწვევებით აღსავსე გზა, თუმცა, საქართველო, თავისი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, მზად არის შეასრულოს და დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა. რიგის სამიტის დეკლარაცია განსაზღვრავს მომდევნო წლების სამოქმედო გეგმას, ხოლო საქართველო, თავის მხრივ, შეეცდება შეასრულოს საშინაო დავალება და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეს საბოლოო მიზანს.

believe that on our way towards integration in the European and Euro-Atlantic Institutions, Latvia will preserve it’s status as one of the main supporters of Georgia and will share all its experience during our Euro integration process. Starting from the 1st of January 2015 Latvia is chairing Council of the European Union. Latvian government announced cooperation with Eastern Neighbours as one of its main priorities. As you are aware, the Eastern Partnership initiative was launched on 3rd of December 2008, when the European Commission adopted a Communication on the Eastern Partnership. The Eastern Partnership (EaP) is an EU policy aimed to bring Eastern Neighbours (Armenia, Azerbaijan, Belarus, Georgia, Moldova and Ukraine) closer to the European Union. On May 22 the 4th EaP Summit was hosted in Riga, Latvia, which is another milestone in cooperation between the EaP countries and the EU. Finally, I would like to emphasize that signiture of the Assosiation Agreement with the EU is not the end game for Georgia, neither is the achievement of Visa liberalization. Our main target, which was initially set by Georgian people, is the full membership of the EU and NATO. However, we understand that the path to our final goal is long with numerous challenges. Despite this, Georgia, with support of our European friends, is ready to fullfill all the requirements to achieve the aim. The Riga Summit Declaration envisages action plan for comming years. As for my country, Georgia will try to do it’s homework and step by step get closer to our goal.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

17


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი რობერტ ონდრეიჩაკი ევროპული და ევროატლანტიკური ცენტრის დირექტორი

Robert Ondrejcsák Director of Center for European and North Atlantic Affairs

პ ჩემი თვალით დანახული საქართველო “GEORGIA ON MY MIND”

18

Georgia’s European Way June 2015

ირველად თბილისს 2010 წელს ვეწვიე თავდაცვის სახელმწიფო მდივნის რანგში ოფიციალური ვიზიტით. საქართველომ წარუშლელი შთაბეჭდილებით ამავსო, ღრმა კვალი დატოვა და სამუდამოდ დარჩა ჩემს ცნობიერებასა და გულში. მას შემდეგ ბევრჯერ დადნა თოვლი კავკასიონზე... ჩემმა მოგზაურობამ სამხრეთ კავკასიაში სულ უფრო რეგულარული ხასიათი მიიღო. ნამდვილად იღბლიანი ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა საქართველოს წელიწადში რამდენჯერმე ვესტუმრო. ჩემი მოგზაურობის მიზანიც ბოლო დროს სრულიად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვინარჩუნებდი პროფესიულ ურთიერთობას, ჩემი ვიზიტები თანდათან უფრო პირადული ხდებოდა. უამრავი მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც შემიძლია მქონდეს გულახდილი საუბარი. გავაცნობიერე ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადი კავშირები ქართველებისთვის: გულახდილობის დაფასება, გამორჩეული სტუმართმოყვარეობა და „დიდი“ გული. ქართველი ხალხის უნიკალურობის გარდა, თანდათან გავაცნობიერე, რაოდენ მდიდარია ქართული კულტურა, ისტორია და არქიტექტურა. მათ შორის – რელიგიური არქიტექტურის ანტიკური შედევრები ქუთაისში, ასევე, დავითგარეჯის ღრმა და დამაფიქრებელი ატმოსფერო, ბათუმის სიძველეთა მიმზიდველობა და თბილისის კოსმოპოლიტური ელეგანტურობა. თუმცა ბევრმა იცის ქვეყნის ისტორია, მაგრამ მცხეთის ჯვრის მონასტრის ქვებთან შეხება კიდევ ერთხელ გახსენებს, თუ რაოდენ ღრმადაა დაკავშირებული საქართველო ევროპულ კულტურასთან, ისტორიასა და დასავლური ცივილიზაციის მემკვიდრეობასთან უძველესი ეპოქიდან დღემდე. ზემოაღნიშნულთან ერთად, საქართველოს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი აქვს. მას მეტის შეთავაზება შეუძლია კაცობრიობისთვის. ალბათ, უძველეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მდებარეობა და ძველისძველი სავაჭრო გზების არსებობა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ქვეყანას აქვს მსოფლიოში გამორჩეულად მდიდარი სამზარეულო, რომელიც სამი კონტინენტის სურნელსა და არომატებს აერთიანებს და მჭიდროდ აკავშირებს ადგილობრივ ტრადიციებთან. ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის: ქვეყანა მდიდარია ადგილობრივი ყურძნის ჯიშებითა და ღვინის მასშტაბური ინდუსტრიით. მათ შორისაა შესანიშნავი ნარინჯისფერი ღვინოები. იძულებული ვარ ვაღიარო, რომ ჩემი „ძირითადი პროფესიის“ მიუხედავად, ღვინის გამოუსწორებელი მოყვარული და მწერალიც ვარ. უეცრად ჩემი თავი აღმოვაჩინე ქვეყანაში, რომელიც ღვინის წარმოების თვალსაზრისით ისტორიაში ყველაზე ძირძველი ტრადიციების მატარებელია, რაც მეცნიერულადაც დადასტურებულია. ეს ფაქტი არა მხოლოდ ისტორიკოსებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტებისთვისაა მნიშვნელოვანი: ქართულ

F

irst time I visited Tbilisi as a State Secretary of Defence, in 2010. It started as a typical official visit, but soon Georgia made very strong impression and left very deep footprint both in my brain and heart. A lot of snow melted in Caucasus since that time... My travels to South Caucasus became regular, I´was lucky to have opportunity to visit Georgia on regular basis, several times per year. Also the nature of my travel has changed. While I always maintained their professional part, they gradually became also personal. I´ve found friends there with whom we do have very honest talks. I realized how interpersonal relations are important for Georgians: appreciation of honesty, unbeatable hospitality and big heart. Besides people I gradually realized the richness of Georgian culture, history, architecture, including the ancient masterpieces of religious architecture in Kutaisi, deep and thought-provoking atmosphere of Davitgareji, vintage charme of Batumi and cosmopolitan elegance of Tbilisi. Even if one knows, in theory, the history of the country, the touch of stones of the Jvari Monastery in Mtskheta remind us how Georgia is deeply connected to European cultural, historical and civilizational heritage from the very ancient times to recent days. But Georgia has even more to offer. Perhaps thanks to being at the very crossroads of ancient civilizations and trading routes the country has one of the richest cuisines in the world, which incorporates flavors and aromas from three continents and combines them with very strong sense for local traditions. And it is still not enough: here comes the wine and wine industry with impressive mass of original, specific autochthon grape varieties and styles, including gorgeous orange-wines. I have to confess that besides my “mainstream profession” I am desperate wine-lover and writer. And suddenly I found myself in a country with the longest proven history of winemaking, which is not important only for historians and PR-managers: Georgian wines are still deeply rooted in history by wine-making techniques, style

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

19


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი ღვინოს უძველესი ტრადიციები აქვს და ამავდროულად, იგი იბრძვის დაიმკვიდროს თავისი კუთვნილი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში. წარმატებისკენ გზა ქართველი მეღვინეებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მათ ისევე, როგორ მთელ ქვეყანას, მოუწიათ უსამართლო ეკონომიკურ ემბარგოსთან გამკლავება, რაც „ჩრდილოელი დიდი ძმის“ მიერ გატარებული „სტრატეგიული დასუსტებისა“ და მისი დამაზიანებელი პოლიტიკის შედეგია. მიუხედავად ამისა, ქართული ღვინის ინდუსტრიის კოლაფსის ნაცვლად, აშკარაა ღვინის ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც თავისი შედეგი გამოიღო და ღვინის ქართველმა მწარმოებლებმა ევროპულ ბაზარზე თავიანთი ნაწარმი ღირსეულად წარადგინეს. ქართული ღვინის ისტორია, ამ კუთხით, მთელი ქვეყნის ისტორიასთან შეიძლება იყოს გაიგივებული. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია უკანონო სამხედრო ძალების მიერ და მოსახლეობაც მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცხოვრობს, საქართველო არ დანებდა. ნაცვლად იმისა, რომ სასოწარკვეთას მისცემოდა, ქვეყანამ შეძლო და კვლავაც ახერხებს გარდაიქმნას თანამედროვე, ევროპულ, განვითარებულ საზოგადოებად. ანტიკორუფციული ზომების გატარებით დაწყებული, უსაფრთხოების სექტორის რეფორმით დამთავრებული, საქართველომ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა დასავლურ სტანდარტებს დაახლოებოდა. პოლიტიკურ დონეზე ქვეყნის ამბიცია ნათელია: გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. ეს არ არის ცარიელი სიტყვები და მათ მიღმა მნიშვნელოვანი შედეგები იგულისხმება. საზოგადოება ცალსახად მხარს უჭერს ორივე ორგანიზაციაში ქვეყნის ინტეგრაციას. სახელმწიფო ინსტიტუტები და არასამთავრობო ორგანიზაციები უდიდეს როლს თამაშობენ აღნიშნულ პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის მიერ შემცირებული თავდაცვის ბიუჯეტისა თუ ასეთივე საზოგადოებრივი და პოლიტიკური ნების პირობებში ჯარების საზღვარგარეთის ოპერაციებში ჩართვით საქართველომ მაინც შეძლო თავისი სიმამაცისა და ლიდერობის წარმოჩენა. შესაბამისად, ეს ქვეყანა წარმოადგენს არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. უამრავმა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლის ფასად უერთგულა ალიანსს. საქართველოს მეგობრებმა და, ვიმედოვნებ, მომავალში მოკავშირეებმა, უნდა გააცნობიერონ ეს ყოველივე და ვალი დაუბრუნონ გმირებს, ვალი, რომელიც საქართველოს წინაშე ჯერ კიდევ გვაქვს, 2008 წლის ნატოს სამიტიდან მოყოლებული მაინც. საქართველო, ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს განუყოფელი ნაწილი გახდება. საქართველოს წევრობა ორი მხარის ექსკლუზიური გადაწყვეტილებაა, ანუ როგორც ალიანსისა, ისე ოფიციალური თბილისისა და არავითარი თეორიული დაშვება და შესაძლებლობა არ უნდა არსებობდეს იმისა, რომ რომელიმე სხვა მხარე გავლენას მოახდენს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე. საქართველოს ასევე აქვს უდიდესი პოტენციალი არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ გააძლიეროს თავისი როლი და პოზიცია, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ცენტრმა. ამ საკმაოდ პრობლემატურ რეგიონში იგი შეიძლება იქცეს ერთგვარ შუამავლად რეგიონული უთანხმოებების

20

Georgia’s European Way June 2015

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

მონასტერის ქვევრები Qvevri (Georgian wine jars) – at an ancient monastery.

and traditions. On the other hand, they are struggling to find their place in the contemporary word. Georgian winemakers don´t have an easy path to success. They had to survive unfair economic embargos, so as the whole country the “strategic awaking” of the “big-northern-brother” and its assertive and damaging consequences. But it looks like they manage it. Instead of the collapse of Georgian wine industry it led to significant rise of the quality of wines, as they reoriented their focus groups to more demanding European markets. The story of Georgian wine could be a story of the whole country from that regard. While facing occupation of 20 percent of its territory, illegal foreign military presence and blackmailing, Georgia did not surrender. Instead of staying alone with raised hands the Georgians managed and still manage to transform their country towards a modern, European and developing society. From anti-corruption measures to security sector reform, Georgia made huge – and successful – efforts to bring the country closer to the so-called Western standards. At political level, the ambition is clear: to become EU and NATO members. One needs to recognize that there are no empty phrases, but significant results behind. At the level of the public, there is second-to-none level of support for the integration to both organizations. State institutions and NGOs are doing their great job, too. It is extremely important that even in times of global austerity, declining Western defence budgets and decrease of public and political willingness to commit troops to operations abroad, Georgians were able to demonstrate courage and leadership. As a result

მოგვარების საქმეში და ხელი შეუწყოს ვითარების ნორმალიზაციას. მას, როგორც ალიანსის მისიათა სამხედრო მონაწილეს, შეუძლია მეტი საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს როგორც უსაფრთხოების უზრუნველმყოფმა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სამი წლის წინ სლოვაკეთში დაარსებულმა ჩემმა ორგანიზაციამ – ევროპისა და ჩრდილოატლანტიკურ საქმეთა ცენტრმა (CENAA) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდთან (GFSIS) თანამშრომლობით, საფუძველი ჩაუყარა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ ყოველწლიურ ფორუმს. საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული უდიდესი რეგიონული კონფერენციის ორგანიზებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა მეგობრებმა ცენტრალური ევროპიდან და ასევე რეგიონიდან, „ვიშეგრადის ფონდის“ მხარდაჭერით, ჩვენ შევუქმენით უნიკალური შესაძლებლობა, საქართველოს ყველაზე თანამედროვე და აქტუალურ თემებზე საერთაშორისო დისკუსია წარემართა. ერთი სიტყვით, საქართველო იქცა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული თვალსაზრისით. ეს არის არაჩვეულებრივი ევროპული ქვეყანა უდიდესი მემკვიდრეობითა და გასაოცარი ხალხით. ვუსურვებ ქართველებს ყველა მათი ოცნების ასრულებასა და გეგმების განხორციელებას ძლიერი მოკავშირეების თანადგომით.

the country is still at the opposite side of the spectrum if in the Alliance the “free rider mentality” is discussed – in case of Tbilisi the opposite is the truth. A lot of Georgian soldiers paid the highest price at the altar of Alliance´s solidarity. Friends and hopefully future allies of Georgia have to recognize it and pay back the debt we still have, at least from 2008 NATO summit. Georgia, when it fulfills all criteria, belongs both to the European Union and NATO. The Georgian membership is an exclusive decision of two parties: the Alliance and Tbilisi, without even theoretical possibility for anybody else to influence it. Georgia has also a great potential not only to maintain but also to strengthen its role and position of a regional hub for South Caucasus. In a quite troubled region it surely can be a regional center of “normality” and also to act as a mediator in regional disputes. It could add as much international appreciation as a security provider as military participation in the Alliance´s missions. It was one of the reasons why my organization, the Slovakia-based Center for European and North Atlantic Affairs (CENAA), together with the Georgian Foundation for Strategic and International Studies (GFSIS), established the annual South Caucasus Security Forum, three years ago. By organizing one of the biggest regional conferences for discussions on international relations and security, together with other friends from the region as well as from Central Europe, with support of the Visegrad Fund, we create a unique opportunity for Georgia to shape the international discussion on the most important contemporary issues.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

21


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი ელენე გოცაძე

2015

ევროპის კვირეული EUROPEAN WEEK

22

Georgia’s European Way June 2015

საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ დირექტორი

Elene Gotsadze Director of the Information Center on NATO and EU

4

მაისს საქართველოში ევროპის კვირეული გაიხსნა. კვირეული, ტრადიციულად, მაისში იმართება და მისი მიზანია ევროპული ღირებულებების, ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალური ჩართვა. 2015 წლის კვირეული გამოირჩეოდა საზოგადოების ჩართულობით, სიახლეებითა და მასშტაბურობით. ევროპის კვირეულის ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში გაიმართა სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. მათ შორის, შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, იუნკერებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან; ასევე, ჩატარდა ახალგაზრდული დებატები, კონფერენციები, ინტელექტუალური თამაშები, მოეწყო გამოფენები და სხვა. კვირეულის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა თბილისის საკრებულოს დარბაზში. მისასალმებელი სიტყვით მოწვეულ სტუმრებს მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდის ზატლერსმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა იანოშ ჰერმანმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, მხარდაჭერა და მონაწილეობა. კათოლიკოსპატრიარქმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ „ის ფასეულობები, რომლებიც ასე გვიზიდავს ქართველებს, უხვად აქვს ევროპას“. სწორედ ეს გახლდათ კვირეულის მთავარი გზავნილი. ღონისძიების ფარგლებში სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორმა ელენე გოცაძემ ევროკავშირის თემაზე შექმნილი ილუსტრირებული ბროშურა „ევროპული გზა - ეს ჩემი არჩევანია“ წარადგინა. გახსნის ცერემონიაზე ამავე წიგნში შესული ილუსტრაციების გამოფენა მოეწყო. ევროპის კვირეულის გახსნას მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან ახალდაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. ერთ-ერთი ინოვაციური პროექტი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა, გახლდათ წარმოდგენა ახალგაზრდა რეჟისორთა მიერ შექმნილი ეტიუდებისა საერთო სახელწოდებით: „იქ, სადაც შენი სახლია“. ხუთი მინიატურისგან შემდგარმა სპექტაკლმა ქართული და ევროპული ღირებულებების ერთობა და საზოგადოების მათდამი დამოკიდებულება წარმოაჩინა. საქართვე-

O

n 4 May European Week 2015 was launched in Georgia. European Week is traditionally held every May and it aims to increase awareness on European values, Georgia’s European integration process and to ensure public involvement therein. European Week 2015 was exceptional,as the society was particularly engaged and the event was wide-reaching, offering many novelties to the public. In the framework of European Week 2015 various activities were carried out both in Tbilisi and in the regions, such as meetings with high school and university students, cadets and NGO representatives, youth debates, conferences, exhibitions, intellectual games, etc. Official opening ceremony of the Week was held at the hall of Tbilisi City Assembly. Opening remarks were delivered by the Chairman of the Parliament of Georgia, Mr. Davit Usupashvili, former President of the Republic of Latvia, Mr. Valdis Zatlers and Head of the Delegation of the European Union to Georgia, H.E. Janos Herman. Presence and participation of his Holiness and Beatitude Catholicos Patriarch of all Georgia Ilia II was exceptionally important. In his opening speech, Catholicos Patriarch highlighted that “Europe has lots of those values that we, Georgians are so attracted to”. This is precisely the main message of the Week. In the framework of European Week, Director of the LEPL “Information Center on NATO and EU” Mrs. Elene Gotsadze presented illustrated brochure “European way is my choice”, which is dedicated to the European values. Exhibition of illustrated materials from the brochure was also part of the opening ceremony. Opening of European Week 2015 was attended by the representatives of the Government, the Parliament, diplomatic corps, civil society and media represen-

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

23


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

ლოში ამგვარი ღონისძიება პირველად განხორციელდა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ მაყურებელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიმართა. საპატიო სტუმრის რანგში გახლდათ და ღონისძიებაში მონაწილეობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასერი. წარმოდგენას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თავისუფალ უნივერსიტეტში ევროპული ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივითა და საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ევროპარლამენტის სიმულაციის ფინალი და დახურვის ცერემონია გაიმართა. ევროპარლამენტის სიმულაციური თამაში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ჩართული, სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში გადანაწილებული 70 მოსწავლე ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპსა და აქტუალურ საკითხებს გაეცნო. ესტონეთის საელჩოს ინიციატივით საქართველოს „Cinema Bus“-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. ესტონელმა რეჟისორებმა მარნეულის ახალგაზრდული ცენტრისა და თბილისის რუსულენოვანი სკოლის, „ინტელექტის“, მოსწავლეებს ანიმაციური ფილმის შექმნა ასწავლეს. ახალგაზრდებმა რეჟისორების დახმარებით თვითონ შექმნეს სცენარი, შემდეგ კი გადაიღეს და დაამონტაჟეს მოკლემეტრაჟიანი მულტიპლიკაციური ფილმი. მოსწავლეებმა ანიმაციის შესახებ თეორიული ცოდნა შეიძინეს. სპეციალურად მათთვის ესტონელი რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმის ჩვენებაც გაიმართა.

24

Georgia’s European Way June 2015

tatives, as well as by the soldiers who just returned from the Central African Republic. One of the innovative projects implemented through the LEPL “Information Center on NATO and EU” and supported by the Ministry of Culture and Monument Protection of Georgia – was performance of études “The place where your home is”. The performance consisted of five etudes putting forward the unity of European and Georgian values and attitude of public towards them. It was the first time when such event was organised in Georgia. Chairman of the Parliament of Georgia Mr. Davit Usupashvili addressed the audience after the première. Ms. Anne Brasseur, President of the Parliamentary Assembly of the Council of Europe was the honorary guest to the play. Event was attended by the representatives of legislative and executive branches of the government, diplomatic corps and civil society. The Free University hosted the final session and closing ceremony of the model European Parliament supported by the European Youth Center and organised by the LEPL “Information Center on NATO and EU”. The model European Parliament took place over a period of one month. 70 high school students, divided into various working groups, were introduced to the principles and important issues of the European Parliament’s working process. Under the initiative of the Embassy of Estonia, representatives of the “Cinema Bus” visited Georgia. Estonian producers gave lessons to Russian speaking high school students of the Marneuli Youth Center and the school “Intellect” in Tbilisi on how to create animated films. Young producers designed a scenario independently and later on,

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

შეხვედრა გაიმართა ასევე გორისა და სამთავისის ეპარქიაში. შეხვედრას მიტროპოლიტმა ანდრიამ უმასპინძლა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, არჩილ ყარაულაშვილმა და სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორმა ელენე გოცაძემ სასულიერო პირებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „XXI საუკუნისა“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ახალგაზრდული კონფერენცია საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე. ღონისძიების მიზანი ევროინტეგრაციის ძირითად გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცოდნის ამაღლება და პრობლემების გადაჭრის გზებზე მათი მოსაზრებების მოსმენა იყო. ეროვნული ახალგაზრდული კონფერენციის მონაწილეებს ლექცია ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა წაუკითხა. მონაწილეებმა საკომიტეტო მუშაობისას ადამიანის უფლებები, დემოკრატია, არჩევნების როლი და პოლიტიკური პარტიების პლურალიზმი, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხები განიხილეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოს“ წარმომადგენლებმა, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა. 10 მაისს 9 აპრილისა და ალექსანდრეს ბაღებში ევროპის დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებში ჩატარდა ღონის-

filmed and edited short animated film. Students received theoretical knowledge on animation and enjoyed film that was produced exclusively for them by Estonian producers. Metropolite Andria hosted meetings at the Eparchies of Gori and Samtavisi. First Deputy State Minister of Georgia on European and Euro-Atlantic Integration, Mr. Archil Karaulashvili and Director of the LEPL “Information Center on NATO and EU”, Mrs. Elene Gotsadze discussed Georgia’s European integration process with the priesthood. The event was organised by the NGO “XXI Century” and the Friedrich Ebert Foundation. The National Parliamentary Library of Georgia hosted a youth conference on the topic of Georgia’s integration to the European institutions. Goals of the event were to increase awareness among youth of the core challenges of EU integration and to gather their inputs on the ways of tackling these problems. Participants of the national youth conference attended the lecture of Mr. Kakha Gogolashvili, head of the EU-Georgia Business Council’s Expert Group. In committees, attendees discussed issues related to human rights, democracy, the role of elections, pluralism of political parties, trade and economy. Representatives of the “European Youth Parliament - Georgia”, students of various Universities and public and private high schools, participated in the conference. On 10 May 2015 Alexander’s and April 9 Gardens hosted various events to celebrate the Day of Europe. Folk dancers and musical ensembles of the EU Member States participated in these events. During the official opening ceremony welcome remarks were delivered by

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

25


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი ძიებები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის ქვეყნების ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია. „ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. უკვე წლებია საქართველოში, თბილისში, აღინიშნება ევროპის კვირეული. აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, აქ, როგორც ევროპის არა მხოლოდ ტერიტორიულ, არამედ ღირებულებებით მსგავს ნაწილში. ჩვენთვის ევროპული მისწრაფებები ჩვენი იდენტობის გამომხატველი და ჩვენი ისტორიული არჩევანია. შესაბამისად, ამაში გაერთიანებულია როგორც მთავრობა, ისე პოლიტიკური პარტიები და თითოეული მოქალაქე. ეს რეალურია, რომ ამ მრავალფეროვანებაში, ამ სიძლიერეში, რასაც ევროკავშირი აერთიანებს, ჩვენს როლს ვითამაშებთ აუცილებლად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. ევროპის დღის ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართა კონცერტი მომღერალ ბავშვთა ინკლუზიური გუნდის შესრულებით და პორტუგალიური მუსიკალური წარმოდგენა მაგდა მენდესის პროექტით „კაზა და ბოშა“.

ევროპის დღეები რეგიონებში სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ იმერეთის, სამეგრელოს, კახეთისა და აჭარის რეგიონული წარმომადგენლობების მიერ გაიმართა შეხვედრები სოფელ ძევრის (იმერეთის რეგიონი) და სოფელ განმუხურის (სამეგრელოს რეგიონი) საჯარო სკოლებში, ასევე, თელავის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებთან. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ევროპის ხეივანი გაიხსნა. ნერგები უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა დარგეს. ევროპის ხეივანი ხონშიც გაშენდა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა ხონის გამგებელმა, იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღეს. მათ ხონის ცენტრში იფნის ჯიშის 28 ნერგი დარგეს. სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ სამეგრელოს ბიუროს ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით „ევრომარათონი 2015“ გაიმართა. მარათონმა სტარტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში აიღო და ენგურის ხიდთან დასრულდა. ევრომარათონში მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ენგურის ხიდთანვე გაიმართა გამარჯვებული ვაჟებისა და გოგონების დაჯილდოება. მათ სიგელები და მედლები მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს.

26

Georgia’s European Way June 2015

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი ევროპის კვირეულის ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადდა ბროშურა – „ევროპული გზა ეს ჩემი არჩევანია“. ილუსტრაციების ავტორი: გვანცა ჩიჯავაძე.

In the framework of the European Week the Information Center on NATO and EU prepared a Brochure - “European Way – It is My Choice”. Illustrated by Gvantsa Chijavadze.

the Head of the Delegation of the European Union to Georgia - H.E. Janos Herman and Mr. David Bakradze, the State Minister of Georgia on European and Euro-Atlantic Integration and the Mayor of Tbilisi, Mr. Davit Narmania. “A very important and valuable tradition has been initiated. Tbilisi has been celebrating the Week of Europe for years now. We celebrate this significant day not only because of being territorial part of Europe but also having the same values as them. European aspirations are our historical choice and identity. Therefore, this choice comprises government as well as political parties and every single citizen of Georgia. It is feasible that we will play our own role in this unity of diversity and strength that Europe creates”. – stated Mr. Bakradze.Official opening ceremony was followed by a concert of inclusive singer group of children and Portuguese music performance presented by Magda Mendes’s project “Casa da Bôxa”.

DAYS OF EUROPE IN REGIONS Representatives of Imereti, Samegrelo, Kakheti and Adjara regional branches of the LEPL “Information Center on NATO and EU” held meetings at public schools in the Dzevri village of Imereti region and Ganmukhuri village of Samegrelo region, as well as with members of the Telavi Youth Assembly. European Alley at the Shota Meskhia Zugdidi Teaching University was also opened. Representatives of administration of the University, along with professors and students planted trees. Europe Alley was also cultivated in Khoni. Head of the Municipality along with representatives of Imereti Governor’s Office and Heads of the Local Council attended the opening ceremony andplanted 28 Fraxinus trees in the central area of Khoni. The Euro Marathon 2015 was held under the initiative of the LEPL “Information Center on NATO and EU” Imereti’s bureau and with the support of Zugdidi Municipality. The marathon started in the village Rukhi of the Zugdidi Municipality and ended at the Enguri Bridge. Students from the Zugdidi Municipality high schools participated in the marathon. Both female and male winners of the race were awarded at the Enguri Bridge with diplomas and medals by veterans of the World War II and representatives of local authorities.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

27


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

28

Georgia’s European Way June 2015

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

29


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

30

Georgia’s European Way June 2015

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

31


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

32

Georgia’s European Way June 2015

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

33


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

იგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA-ს (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ფარგლებში განახორციელა მეორე საინფორმაციო კამპანია მიგრაციის თემაზე, კერძოდ კი, მიგრაციის მართვის სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე და ზოგადად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ENIGMMA-ს 2015 წლის საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ისეთ ძირითად მიღწევებთან მიმართებით, როგორიცაა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება, სავიზო დიალოგი და ადამიანთა მობილობა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და სხვა. ამრიგად, კამპანია, რომელმაც თვალსაჩინო გახადა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ეს ძირითადი მიღწევები, ამ სფეროში ცნობიერების ამაღლების საუკეთესო გზაა. კამპანიის ფარგლებში ასევე ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის სარგებელსა და სიკეთეებს. საინფორმაციო კამპანია ჩატარდა 2015 წლის აპრილ-მაისში, ქუთაისში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და სსიპ ევროკავშირისა და ნატოს შესახებ იმერეთის საინფორმაციო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით. კამპანიის სახელწოდება და დევიზი იყო: “რას ნიშნავს ჩემთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან?“ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიება, რომლებიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას. ჩატარდა ტრენინგები მიგრაციის საკითხებზე, საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის შესახებ, ფოტოკონკურსი „რას ნიშნავს ჩემთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან?“ და საინფორმაციო ღონისძიება.

ტრენინგი მიგრაციის საკითხებზე იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისათვის

პროექტ ENIGMMA-ს 2015 წლის საინფორმაციო კამპანია 2015 ENIGMMA INFORMATION CAMPAIGN 34

Georgia’s European Way June 2015

გიორგი ლიპარტელიანის ფოტო Photo by Giorgi Liparteliani

2015 წლის 30 აპრილს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ტრეინინგი მიგრაციის თემაზე, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონში ცნობიერების ამაღლებას საქართველოში მიგრაციის მართვის პროცესების შესახებ. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ. მათ ასევე მიმოიხილეს მიგრაციის მართვის სფეროში არსებული მდგომარეობა, კერძოდ, „საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“, ახალი სავიზო პოლიტიკა, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, საქართველოევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ქართველ მიგრანტთა დაბრუნება და რეინტეგრაცია, უცხოელთა თავშესაფრის მიღებისა და გაძევების პროცედურა საქართველოში. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ტრენინგის მიმართ ინტერესი გამოიჩინეს და მომავალში მსგავსი შეხვედრების ჩატარების სურვილი გამოთქვეს.

გიორგი დუნდუას ფოტო Photo by Giorgi Dundua

I

n the framework of the EU funded ENIGMMA project the International Centre for Migration Policy Development (ICMPD) carried out the second information campaign “Enhancing Georgia’s Migration Management” focused on all aspects of migration, in particular, Georgia-EU cooperation in the area of migration management, as well as EU-Georgia cooperation and relations in general. The 2015 ENIGMMA information campaign aimed at raising public awareness on key achievements of Georgia-EU cooperation such as Association Agreement, visa dialogue and people’s mobility, Visa Liberalisation Action Plan (VLAP), etc. Thus, a campaign highlighting those key achievements were foreseen as the best way to raise awareness on Georgia-EU cooperation and increase public participation in the Georgia-EU relations. The campaign also addressed benefits of Georgia’s European integration. The Campaign was held in Kutaisi in April-May 2015, in close cooperation with the Office of the State Minister on European and Euro-Atlantic Integration, Ministry of Foreign Affairs, Ministry of Justice, Secretary of the State Commission on Migration Issues and LEPL Information Centre EU and NATO, Imereti regional office. The title and the key message of the ENIGMMA information campaign 2015 was “What does a visa-free Europe mean to me?” The campaign covered different information raising tools such as trainings on migration issues, international conference on the Eastern Partnership priorities, photo competition “What does a Visa Free Europe mean to me?” and public information event.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

35


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

პაატა ვარდანაშვილის ფოტო Photo by Paata Vardanashvili

ირაკლი გოგუას ფოტო Photo by Irakli Gogua

საერთაშორისო კონფერენცია 2015 წლის 14 მაისს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, პროექტ ENIGMMA-ს ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს მიღწევები ვიზალიბერალიზაციის განხორციელების სფეროში“. კონფერენციაზე განხილული იყო ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაწეული მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და დღის წესრიგის განხორციელების სფეროში, ასევე, სავიზო დიალოგი ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ICMPD-ის მხარდაჭერა საქართველოში მიგრაციის მართვის სფეროში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ისაუბრეს ზემოთ აღნიშნულ მიღწევებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები იმერეთის რეგიონიდან. გარდა ამისა, კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ფოტოკონკურსში „რას ნიშნავს ჩემთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან“ გამარჯვებული ფოტოების გამოფენა.

TRAINING ON MIGRATION FOR IMERETI LOCAL GOVERNMENT EMPLOYEES

ირაკლი ტაბატაძის ფოტო Photo by Irakli Tabatadze

საინფორმაციო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება 2015 წლის 16 მაისს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტ ENIGMMA-ს 2015 წლის საინფორმაციო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც უმასპინძლეს იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ, ქ. ქუთაისის მერმა, მერის მოადგილემ და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა. ღონისძიება მოეწყო ადგილობ-

36

Georgia’s European Way June 2015

ნანა კუხულის ფოტო Photo by Nana Kukhuli

ლელა ოდიშელიძის ფოტო Photo by Lela Odishelidze

რივი მოსახლეობისათვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მთელი დღის განმავლობაში განხორციელდა სხვადასხვა გასართობი აქტივობა, როგორებიცაა: პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ფოტოკონკურსში „რას ნიშნავს ჩემთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან“ გამარჯვებული ფოტოების გამოფენა, საინფორმაციო დახლები, ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო მასალების გავრცელება, ტესტები მიგრაციის თემაზე, ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, ადგილობრივი ანსამბლის კონცერტი, პოპულარული ბენდის "Life Bell" ცოცხალი წარმოდგენა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა მიგრაციის მართვის სფეროში, სავიზო დიალოგი და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხოციელება და ზოგადად მიგრაციის მართვა საქართველოში.

On 30 April 2015, training on migration issues was held in Kutaisi, at the Imereti Governor’s Office targeting representatives from Imereti self-government. Main objective of the training was to raise awareness on migration management in Georgia. Representatives from different state institutions delivered presentations on the current situation of Georgia-EU cooperation, the new Law of Georgia on Legal Status of Aliens, new visa policy of Georgia, Visa Liberalisation Action Plan, Association Agreement, return and reintegration of Georgian migrants, asylum and removal procedures of aliens and general migration management in Georgia. The training was well received by the municipality representatives and they expressed their wish to hold similar meetings in the future.

INTERNATIONAL CONFERENCE On 14 May 2015 the ENIGMMA project hosted an international conference on „Achievements of VLAP Implementation in Georgia” at the Parliament of Georgia in Kutaisi. The event addresses EU’s support to the implementation of the VLAP, the Association Agreement and Agenda in Georgia, Georgia-EU visa dialogue and ICMPD’s role in supporting Georgia’s migration governance framework in line with the VLAP. The key achievements were presented by the respective Deputy Ministers of the Ministry of Foreign Affairs, the Ministry of Justice and the Office of the State Minister of Georgia on European and Euro-Atlantic Integration. Students, civil society, professors and teachers from the Imereti region attended the event and engaged in a lively dialogue with the Deputy Ministers. Audience also stressed the importance of organising similar events in Georgian regions and to inform the

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

37


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

ნუცა ტუღუშის ფოტო Photo by Nutsa Tugushi

დავით ხელაშვილის ფოტო Photo by David Khelashvili

ლანა გვალიას ფოტო Photo by Lana Gvalia

public on Georgia-EU relations and European integration. The photos that won the ENIGMMA photo contest “What does a visa-free Europe mean to me?” were exhibited during the international conference at the Georgian Parliament.

CONCLUDING EVENT OF INFORMATION CAMPAIGN The concluding event of the ENIGMMA project information campaign 2015 took place on Saturday, 16 May 2015, at Kutaisi State University. The event was hosted by the Deputy Governor of Imereti region, Mayor and Deputy Mayor of Kutaisi and the Rector of Kutaisi State University. The event was designed to provide information on Georgia-EU cooperation to the population of Imereti region and it brought together representatives of schools and universities, local NGOs and international organisations. Different activities took place throughout the day including exhibition of the winning photos of the ENIGMMA photo contest ‘What does a visa-free Europe mean to me?’, information corners, distribution of information materials on the EU, migration related quiz and a scavenger hunt, basketball competition, dance performances of local dance groups and performances of the popular music band ‘Life Bell’. The event inter alia aimed at raising public awareness on Georgia-EU cooperation in the migration field, Georgia-EU Visa Dialogue and VLAP implementation, and migration management in Georgia.

ანა გოგუაძის ფოტო Photo by Ana Goguadze

ფოტოგამოფენა კამპანიის ფარგლებში გაიმართა ქართველ გამოჩენილ ფოტოგრაფთა ნამუშევრების გამოფენა მიგრაციისა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის თემაზე. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს გურამ წიბახაშვილმა, თინათინ კიღურაძემ, ლელა მეფარიშვილმა და ვახო ხეთაგურმა. მათ მიერ წარდგენილი 13 ფოტოსურათი გამოიფინა 14 მაისს ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობაში პროექტ ENIGMMA-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის დროს და 16 მაისს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე.

38

Georgia’s European Way June 2015

PHOTO EXHIBITION

ოთარ ჩახუნავშილის ფოტო Photo by Otar Chakhunashvili

The ENIGMMA project organised photo exhibition of selected works of Georgian photographers during the information campaign. The topic focused on the EU – Georgia relations and mi-

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

39


Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი ფოტოკონკურსი პროექტ ENIGMMA-ს ფარგლებში ჩატარდა ფოტოკონკურსი სახელწოდებით “რას ნიშნავს ჩემთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან“. ფოტოკონკურსი, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე იყო ფოკუსირებული, მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას და საქართველოში ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, მოქალაქეთა მობილობა, პირთა თავისუფალი გადაადგილება, უვიზო მიმოსვლა და სხვა. კონკურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს ფოტოსურათები, რომლებზეც ასახული იყო, თუ რას ნიშნავს მათთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. კონკურსზე წარმოდგენილი 69 ფოტოდან 12 შეირჩა ფინალისთვის და მათგან 3 დასახელდა გამარჯვებულად. ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ პლანშეტებით (Windows 8.1 software), კონკურსის ფინალისტები კი – წამახალისებელი პრიზებით. გარდა ამისა, 12 საუკეთესო ფოტო დაიბეჭდება პროექტ ENIGMMA-ს 2016 წლის კალენდარში. გამარჯვებულები: პირველი ადგილი – ნატა ქურხული, სტუდენტი თბილისიდან, ფოტოს სახელწოდება „...მოგონებების შეძენას მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთან ერთად მთელი ევროპის მასშტაბით“; მეორე ადგილი – ანა გოგუაძე, ფოტოგრაფი თბილისიდან, ფოტოს სახელწოდება „… თავისუფლებას“; მესამე ადგილი – გიორგი ლიპარტელიანი, იურისტი თბილისიდან, ფოტოს სახელწოდება „… ერთად სვლას ბედნიერი მომავლისკენ“. ფინალისტები, საუკეთესო ფოტოების ავტორები: ირაკლი ტაბატაძე, მოსწავლე საჩხერიდან, ფოტოს სახელწოდება „…ევროპასთან მისალმებას“; ლანა გვალია, მოსწავლე სენაკიდან, ფოტოს სახელწოდება „… ოცნებების ასრულებას“; პაატა ვარდანაშვილი, ტურიზმის სპეციალისტი თბილისიდან, ფოტოს სახელწოდება „… ჩემი ქვეყნის გაზიარებას“; დავით ხელაშვილი, მასწავლებელი და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი რუსთავიდან, ფოტოს სახელწოდება „…თავგადასავლებს პარიზში“; გიორგი ლიპარტელიანი, იურისტი თბილისიდან, ფოტოს სახელწოდება „… ერთად ყოფნას“; ირაკლი გოგუა, სტუდენტი შვედეთიდან, ფოტოს სახელწოდება „… მსოფლიოს საზღვრების გარეშე“; ლელა ოდიშელიძე, საფრანგეთიდან, ფოტოს სახელწოდება „… შესაძლებლობას ჩემი მეგობრებისათვის გაიცნონ ევროპის კულტურა, ხელოვნება და არქიტექტურა“; ნათია ნაკაშიძე, მწერალი და ფილოლოგი თბილისიდან, ფოტოს სახელწოდება „… მშვენიერ ადგილას სეირნობასა და მომენტის დაჭერას“; გიორგი დონდუა, სტუდენტი თბილისიდან, ფოტოს სახელწოდება „…მასალას განსჯისთვის“. საჯარო ხმის მიცემის გზით (online voting) გამოვლენილი გამარჯვებული: ოთარ ჩახუნაშვილი, მოსწავლე ქუთაისიდან, ფოტოს სახელწოდება „…მოგზაურობას”.

40

Georgia’s European Way June 2015

Georgia and the European Union | საქართველო და ევროკავშირი

gration. 13 selected photographs of four prominent Georgian photographers, such as Guram Tsibakhashvili, Tinatin Kiguradze, Lela Mepharishvili and Vakho Khetaguri were exhibited during the international conference at the Parliament of Georgia on 14 May and the concluding information event on 16 May at the Kutaisi State University.

PHOTO COMPETITION “WHAT DOES A VISA FREE EUROPE MEAN TO ME?” The ENIGMMA project initiated photo contest in Georgia titled “What does a visa free Europe mean for me?” Generally focusing on the EU-Georgia relations the photo contest aimed at raising awareness and promoting information regarding the Visa Liberalisation Action Plan in particular, citizens’ mobility, visa-free travel, visa dialogue, etc. The participants were invited to submit photos illustrating what visa free Europe means to them. In total 69 photos were received, among which 12 finalists and 3 winners were nominated. The three winners of the photo contest received the prizes, a Tablet PC with Windows 8.1 software, as well as, all photographers of the best 12 photos received promotional prizes. Furthermore, the selected best 12 photos will be published in the ENIGMMA project calendar for 2016. Winners: 1ST PLACE Nata Kurkhuli, student from Tbilisi, photo called “… making memories all over Europe with people from all around the world”; 2ND PLACE Ana Goguadze, photographer from Tbilisi, photo called “… freedom”; 3RD PLACE Giorgi Liparteliani, lawyer from Tbilisi, photo called “…walking together to the happy future”. Finalists, authors for best photoes: Irakli Tabatadze, pupil from Sachkhere (Imereti region), photo called “…saying hello to Europe”; Lana Gvalia, pupil from Senaki (Samegrelo region), photo called “…saying yes to dreams”; Paata Vardanashvili, tourism specialist from Tbilisi, photo called “ …sharing my country”; Davit Khelashvili, teacher and IT specialist from Rustavi, photo called “ …adventures in Paris”; Giorgi Liparteliani, lawyer from Tbilisi, photo called “ …being together as one”; Irakli Gogua, Student from Sweden, photo called “ …world without borders”; Lela Odishelidze, from France, photo called “ …possibility for my friends to get to know culture, art and architecture of Europe”; Natia Nakashidze, writer and philologist from Tbilisi, photo called “ …walking in beautiful places and seizing the moment”; Giorgi Dondua, student from Tbilisi, photo called “ …food for thought”. Public choice – winner of online votes : Otar Chakhunashvili, pupil from Kutaisi, photo called “… traveling”.

გიორგი ლიპარტელიანის ფოტო Photo by Giorgi Liparteliani

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

41


About Georgia | საქართველოს შესახებ

About Georgia | საქართველოს შესახებ

ზაფხულის ტურიზმი საქართველოში საზაფხულო არდადეგების მოახლოებისას, დროა იფიქროთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე! გელით მცხუნვარე მზე, ზღვა, თოვლიანი მწვერვალები, არაჩვეულებრივი მეგობრები, საკვები და ღვინო. საქართველოში ყველაფერია იმისათვის, რომ იდეალურად დაისვენოთ.

საქართველოში მარტივია ყოველდღიურობისაგან თავის დაღწევა. შეგიძლია აუყვე უძველეს ნაკვალევს მდინარის გასწვრივ გადაშლილ ველებზე, გასცდე ქვით ნაშენ ძველთაძველ კოშკებსა და ციხესიმაგრეებს, სუნთქვაშეკრულმა აიარო უმაღლეს მთათა ბილიკები და აღმოაჩინო, რომ სრულიად მარტო ხარ მრავალი კილომეტრის რადიუსში. ყოველივე ეს კარგ გამოცდილებას შეგძენთ. თქვენ გაგაოცებთ კავკასიონის დიდებული, თოვლიანი მწვერვალები, ჩახერგილი ხეობები და მყინვარები. უფრო დაბლა იხილავთ ცხოველთა, ფრინველთა და მცენარეთა ისეთ მრავალფეროვნებას, რაგორსაც ვერ შეხვდებით ევროპის ვერცერთ სხვა ქვეყანაში.

Getting away from it all is easy in Georgia. Whether you’re following ancient trails along lush river valleys, past ancient stone towers and castles or catching your breath on high altitude mountain paths, it is likely that you will be the only person for kilometers around. And what an experience. Marvel at the magnificent snowy peaks of the Caucasus mountains, full of hidden valleys and glaciers. Lower down you come across such varieties of animals, birds and flowers that you have not met in any other European country.

SUMMER TOURISM IN GEORGIA When it is time for your summer break, it is time to think of the Black Sea coast of Georgia – sunshine, sea, snow-capped peaks, fabulous friends, food and wine. Whatever is your perfect summer holiday, Georgia has it all.

42

Georgia’s European Way June 2015

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

43


About Georgia | საქართველოს შესახებ

ბათუმი – მას შემდეგ, რაც აზიიდან ან აზიისაკენ მიმავალმა აბრეშუმით მოვაჭრეებმა ბათუმი გაიარეს, ეს ქალაქი პოპულარული ადგილი გახდა მთელი მსოფლიოს ხალხებისათვის. ამის ახსნა მარტივია. ჩაუყევით ბულვარს, რომელიც 7 კილომეტრზე გასდევს შავი ზღვის თვალისმომჭრელ სანაპიროს თავისი პალმის ხეივნებით. ბათუმი იქცა შავი ზღვის გართობის ცენტრად, რომლის ახლადაშენებულ კაზინოებსა და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებზე მსოფლიოს მდიდარი და გემოვნებიანი საზოგადოება ალაპარაკდა.

About Georgia | საქართველოს შესახებ

BATUMI – Ever Since the ancient silk trader passed through Batumi on their way to and from Asia, Batumi has been a popular destination for people from all over the world. And it is easy to understand why. Stroll down the boulevard with a magnificent 7 km of palm tree lined park nestled alongside the stunning Black Sea coast. Batumi has become the centre of entertainment of the Black Sea, where its new casinos and 5 star hotels are once again the talk of the world’s jetsetters.

ბორჯომი – ბორჯომის მინერალური წყლის პარკი საოცარ გამოცდილებას სთავაზობს ვიზიტორებს მთელი წლის განმავლობაში. აქ ყველას თავისი საყვარელი სეზონი აქვს და თითოეული თავისებურად ლამაზი და უნიკალურია. პარკი ხეობის 30 ჰექტარს ფარავს და ბორჯობის სარეკრეაციო ცენტრს წარმოადგენს. ბორჯომი ცნობილია თავისი უნიკალური წყლებით. მისი ბუნებრივი სისუფთავე და სასარგებლო ქიმიური ელემენტებით გაჯერებული წყალი არა მხოლოდ სასიამოვნო დასალევია, არამედ უმკლავდება სხვადასხვა დაავადებას, აღმდგენი ძალა აქვს და სამკურნალოა. ასობით სხვადასხვა სახეობიდან თოთოეულ წყაროს საკუთარი უნიკალური გემო და ტემპერატურა აქვს. Borjomi – The Mineral Water Park of Borjomi is a fascinating year round experience. Everyone has their own favorite season here, and they all have their own splendor and beauty. The park covers 30 hectares of the gorge and is the recreation center of Borjomi. Borjomi is famous for its unique mineral waters. Its natural high purity and healthy chemical components make it not only pleasant to drink but also a perfect preventive and curative against a number of diseases. There are hundreds of different springs and each one has its own unique taste and temperature.

მესტია – მესტია, ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრი, საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 456 კმ-ის მოშორებით, ხოლო ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მესტია, საოჯახო სასტუმროებისა და სხვადასხვა ადგილობრივი ტურისტული მომსახურების ნაირსახეობით, მიმზიდველ წერტილს წარმოადგენს მათთვის, ვინც სვანეთს სტუმრობს. ეს ყველაზე ხელსაყრელი ბაზაა ამ ეგზოტიკური მხარის „აღმოსაჩენად“. ქალაქის ცენტრიდან შესაძლებელია უშბის მთის ძირში საფეხმავლო ტურის მოწყობა, ასევე ცხენების საშუალებით ულამაზეს ალპურ მდელოებში გასეირნება. ამასთანავე, ახალი სათხილამურო კურორტი და საბაგირო (სიგრძე: 1407მ.) შუა ზაფხულშიც კი შესაძლებელს ხდის დაკავდეთ თხილამურებითა და სნოუბორდით.

MESTIA – Mestia, the main regional centre of Zemo Svaneti, is situated 456 km from Georgia’s capital city, Tbilisi and is 1,500 metres above sea level. Mestia is the starting point for most trips in Svaneti, with a range of hotels, guesthouses and local travel services. It is a convenient base for exploring the area. From the centre of the town it is possible to hike up to the glaciers at the foot of mount Ushba, or take horses up to the pristine alpine meadows. Plus, a new ski resort and a new ski lift (length: 1407m) makes it possible to ski or snowboard even at the height of summer.

44

Georgia’s European Way June 2015

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

45


Analysis and Opinion | ანალიზი და მოსაზრება

Analysis and Opinion | ანალიზი და მოსაზრება თავისთავად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სამართლის კულტურის მიღწევების პირდაპირ გადმოტანას შესაძლოა შედეგი არ მოჰყოლოდა და მეტიც, ზიანის მომტანიც კი გამხდარიყო, ქართული სამართლებრივი ტრადიციის სახით სრულებით უნაყოფო ნიადაგი რომ დახვედროდა, რომელიც მას უცხო სხეულად აღიქვამდა. ეს ასე რომ არ მოხდა, მეტწილად ძველი ქართული სამართლის ტრადიციის დამსახურებაა, რომელიც განვლილი საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის ცდილობდა ფეხი აეწყო რომის სამართლის რეცეფციის პროცესისათვის ევროპაში.

ქართული სამართალი და ევროპული ტრადიცია

ბერძნულ-რომაული სამართალი და ქართული სამართლის ტრადიცია

GEORGIAN LAW AND EUROPEAN TRADITION

გიორგი რუსიაშვილი

Giorgi Rusiashvili

შესავალი: სამართალი და სახალხო სული

დიდესი გერმანელი იურისტის, ფრიდრიხ კარლ ფონ სავინის, დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ, რომ სამართალსა და „სახალხო სულს“ (Volksgeist) შორის კავშირი გამოიკვეთა. სამოქალაქო სამართალი ამა თუ იმ ხალხის თავისებურების გამომხატველია ისევე, როგორც მისი ენა, ჩვეულება ან სახელმწიფო წეს-წყობილება და ემყარება საერთო რწმენასა და სულიერ მოთხოვნებს. თანამედროვე ქართული სამოქალაქო კოდექსი, რომელიც 1997 წლი 25 ნოემბერს ამოქმედდა, ერთი შეხედვით, ნამდვილად არ აღმოცენებულა „სახალხო სულიდან“. ის საკმაოდ ნაჩქარევად შექმნა ქართულ-გერმანულმა კომისიამ, რომლის spiritus rector (ხელმძღვანელი) ბრემენელი პროფესორი როლფ კნიპერი იყო. ეს კოდექსი არ ემყარებოდა თავისი წინამორბედი საბჭოთა სამოქალაქო სამართლის ტრადიციას. პირიქით, გერმანული (და ნაწილობრივ ფრანგული) სამოქალაქო სამართლის სასარგებლოდ, საბჭოთა სამართლის პრინციპებზე უარის თქმას მიითვლიდა თავის მთავარ ღირსებად.

46

Georgia’s European Way June 2015

INTRODUCTION LAW AND VOLKSGEIST

F

riedrich Carl von Savigny, the greatest among the German jurists, should be credited for insisting on parallels between Volksgeist (national spirit or character) and law. Civil law reflects the characteristics of one nation or another, similar to its language, traditions, or political structure, and builds upon inward conviction and necessity. At first glance, the modern-day Georgian Civil Code, which came into force on 25 November 1997, does not seem to be based on Volksgeist by any stretch of the imagination. It was trusted quite hastily by a joint Georgian and German commission led by its spiritus lector, Professor Rolf Knipper. This code was not based on its predecessor, Soviet civil law tradition, either. On the contrary, it prided itself on rejecting the principles of Soviet law in favor of German, and partially French, civil law. Naturally, adopting the achievements of even the most advanced culture of law could have been futile or even harmful if Georgian legal tradition proved to be an absolutely barren land that would reject this innovation as something alien. The fact that it did not happen should be credited to old Georgian legal tradition, which had worked hard for centuries in order to keep pace with the reception of Roman law in Europe.

გერმანელ იურისტთაგან ყველაზე გამორჩეული მოღვაწე გოეთე ეკერმანთან საუბრისას რომის სამართალს იხვს ადარებს: ჩაყვინთავს, ამოყვინთავს, მაგრამ მაინც ზედაპირზე რჩება. რომის სამართალიც ისევე, როგორც იხვი თვალსაწიერიდან, ხანდახან იურიდიული დისკურსიდან ქრება ხოლმე, რათა შემდეგ ისევ გამოჩნდეს და განსჯითი, თანმიმდევრული მსჯელობის ცენტრში მოექცეს. თუმცა, საზოგადოდ, რომის სამართალი ყოველთვის ევროპული იურიდიული დისკურსის თვალსაწიერში იყო მოქცეული და არასოდეს გამქრალა ზედაპირიდან იმგვარად, რომ მისი მნიშვნელობა საეჭვო გამხდარიყო. დიგესტები, რომაელი იურისტების მრავალრიცხოვანი შრომებიდან ამოკრეფილი ტექსტები, არის ევროპული სამართლის კულტურის საფუძველი, რომლის გარეშეც ეს კულტურა ამ ფორმით წარმოუდგენელი იქნებოდა. სამოქალაქო სამართლის ნაციონალური ხასიათის განზოგადება, კერძო ავტონომიის მის უმთავრეს პრინციპად ქცევა და გარიგების მხარეთა ურთიერთნდობის დაცვა, ის პრინციპებია, რომლებითაც ევროპა და ზოგადად მთელი ცივილიზებული სამყარო სამუდამოდ არის დავალებული რომის სამართლისგან. საქართველოში რომის სამართალმა, ძირითადად, ბიზანტიური სამართლის გავლით შემოაღწია. ბიზანტიური კულტურის გავლენა შეუძლებელია არ ასახულიყო ძველქართულ სამართლებრივ კულტურაზეც, რასაც ადასტურებს ბიზანტიური კანონიკური სამართლის ძეგლების, დიდი და მცირე სჯულის კანონის გადმოღება. ბიზანტიური საეკლესიო სამართლის გავლენა ხელშესახებია დავით აღმაშენებლის „რუის-ურბნისის ძეგლისწერაში“ (1103 წ.). რაც შეეხება საერო კანონმდებლობას, ამ მხრივ გამოირჩევა XVII საუკუნის ქართული სამართლის ძეგლი, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულია. კრებული შექმნილია 17051708 წლებში და შემდეგი ნაწილებისგან შედგება: 1. „სამართალი მოსესი“, 2. „სამართალი ბერძნული“, 3. „სამართალი სომხური“, 4. „სამართალი კათალიკოსთა“, 5. „სამართალი მეფის გიორგისა“, 6. „სასამართალი აღბუღასი“ და უშუალოდ ვახტანგ VI-ის კანონთა კრებული „სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა“. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში რიგით მეორე ადგილი უჭირავს ბერძნულ სამართალს. ჩვენამდე მისი 418 მუხლია მოღწეული. ეს არის ბიზანტიური კანონები ბიზანტიური სამართლის მე-3 პერიოდიდან და, ძირითადად, წარმოადგენს XIV საუკუნის თესალონიკელი კანონისტისა და თეოლოგის, მათე ვლასტარის სინტაგმისა და ამავე პერიოდის ნომოფილაქსის, კონსტანტინე არმენოპულოსის, წიგნის კომპილაციას. სინტაგმა სავარაუდოდ

GRECO-ROMAN LAW AND GEORGIAN LEGAL TRADITION In his conversations with Eckermann, Goethe, the most celebrated German jurist, compared Roman law to a duck. Sometimes it is visible, swimming prominently on the surface of the water, and at other times it is hidden, diving amid the depths, but it is always there. Similar to a duck, sometimes Roman law also disappears from legal discourse only to reemerge in the spotlight later. Ultimately, however, Roman law has always been within range of European legal discourse and has never disappeared from the surface or submerged deeply enough to have its importance questioned. The Digests, the main compendium of Roman law, are the very foundation of European law, without which this culture in its current form would be unimaginable. Overcoming the narrow national character of civil law, turning personal autonomy into its fundamental norm, and protecting mutual trust between parties are the principles for which Europe and the civilized world in general are forever indebted to Roman law. Roman law was introduced in Georgia mainly under the influence of Byzantine law. The obvious impact of Byzantine culture on Georgian legal culture is confirmed by the adoption of Nomocanon and Lesser Nomocanon, monuments of Byzantine canon law. Byzantine influence is apparent in the 1103 Ruis-Urbnisi Code of Canons under Davit Aghmashenebeli (David the Builder). As for civil law, the Code of Laws compiled under King Vakhtang VI between 1705 and 1708 deserves special mention. It consists of the following parts: 1. Mosaic Law, 2. Greek Law, 3. Armenian Law, 4. Law of Catholicons, 5. Law of King George, 6. Law of Aghbugha, and 7. Law of Prince Vakhtang, that is, the code of laws compiled by Vakhtang VI himself. Greek law,

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

47


Analysis and Opinion | ანალიზი და მოსაზრება შემოკლებული რედაქციით უნდა იყოს გადმოღებული, ხოლო არმენოპულოსის შრომიდან და სხვა ბერძნული წყაროებიდან ფრაგმენტები მის შესავსებადაა გამოყენებული. სამართლის სხვადასხვა წიგნს შორის მიმართება შემდეგნაირია: ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის გამოყენებისას უპირატესობა უშუალოდ ვახტანგის კანონებს უნდა მინიჭებოდა, თუმცა არც უცხო სამართლის ტექსტები იყო ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომელთაგანაც მსაჯულს მხოლოდ ზოგადი პრინციპების ამოკრეფა შეეძლო. უცხო სამართალიც ქართულთან ერთად გამოიყენებოდა. თავად ამბობს ვახტანგ VI თავისი სამართლის წიგნის შესავალში: „რომელიც ენებოს მოსამართლესა, მით იქმოდეს სამართალსა“, ხოლო უფრო წინ მიუთითებს: „იგულეთ და იგულისმოდგინეთ და, რომელიც გენებოსთ და უმჯობეს გიჩნდესთ, მით სჯიდეთ და სამართალსა იქმოდეთ“. უცხო სამართლის პრაქტიკაში გამოყენებას მოწმობს ასევე სხვადასხვა პერიოდის დოკუმენტები. ამდენად, ვახტან VI-ის ეპოქაში გვიანანტიკური პერიოდის რომაული და ბიზანტიური სამართალი იყო არა მხოლოდ ქართული იურიდიული აზროვნების ორგანული ნაწილი, არამედ მოქმედი კანონმდებლობის ფუნქციასაც ასრულებდა და ძველქართული სამართალიც იმეორებდა აღმოსავლეთის სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისათვის დამახასიათებელ ტენდენციას ბერძნულ-რომაული სამართლის გადმოღებისა.

Analysis and Opinion | ანალიზი და მოსაზრება with its 418 surviving articles, covers the second section in King Vakhtang’s Code of Laws. It consists of Byzantine laws from the third period in the history of Byzantine law, which comprises a compilation of the Syntagma by Matthew Vlastar (a Thessalonian canonist and theologian in the fourteenth century) and a book by Constantine Harmenopoulos (a jurist in the same period). Most likely, an abridged redaction of the Syntagma was adopted, and the excerpts from Harmenopoulos and other Greek sources must have been used to fill the gaps. As for the hierarchical order of different books within the Code of Laws of Vakhtang VI, the laws compiled by the king would be given priority, which does not mean, however, that the foreign laws were non-obligatory texts containing only general guiding principles for judges; foreign legal provisions were just as applicable. As King Vakhtang VI points out in the introduction to his work, “The judge may use whichever at his discretion” and “Consider and reason which [law] is preferable and rule accordingly.” Documents from different periods bear witness to the application of foreign laws in Georgia. This is why, in the time of King Vakhtang VI, Late Antiquity Roman and Byzantine laws were not only organic parts of Georgian legal thought, but also applicable laws, due to which old Georgian law, similar to other Eastern Orthodox Christian countries, took to adopting Greek and Roman laws.

ძეგლების ქართულ სამართალთან ერთად სამართლის კრებულში მოთავსება არც ვახტანგ VI-მდე იყო უცხო სხვა ქართველ სამართალშემოქმედთათვის, რის დასტურსაც XIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი წარმოადგენს, თუმცა ვახტანგის სამართლის კრებულში ეს იდეა ყველაზე სრულყოფილად არის ხორცშესხმული. ეს არ იყო მხოლოდ ქართული სამართლის ნორმების სხვა სამართლიდან ნასესხები წესებით შევსების იდეა, რაც ნათლად ჩანს ვახტანგის ზემოთ ციტირებულ წინათქმაში, რომლის მიხედვითაც ის უშუალოდ მსაჯულს უტოვებს არჩევანს, თუ რომელ სამართალს მიიჩნევს naturalis ratio-ს შესატყვისად. მაგალითად, სოლომონ II-ის (XVIII-XIX სს.) ერთ-ერთი სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებულია ჯერ ბიბლიური სამართლით, ხოლო ფრანგული და პეტრე პირველის კანონების მითითების შემდეგ კი „თათართა, ურიათა, კერპმსახურთა და ყოველთა სჯულიერთა“ და ასევე „ურჯულოთა“ სამართალია მოშველიებული. ბერძნული სამართლის მოხსენიებას მოსდევს უშუალოდ ვახტანგ VI-ის კანონების ციტირება, რის შემდეგაც მეფე მიდის დასკვნამდე, რომ „ამ მტკიცესა და ჭეშმარიტის სამართლით დაუმკვიდრა თავის შვილს ყმა და მამული თვისი ხუტუ მიქელაძემ“ და აღიარებს ქალის სამემკვიდრო უფლებას. როგორც სოლომონ მეორის გადაწყვეტილებიდან ვხედავთ, უცხო სამართალს ის იყენებს არა საკუთარი სამართლის ხარვეზის ამოსავსებად, რომელიც ამ შემთხვევაში არც

IUS GENTIUM: THE LAW OF OTHERS AS ONE’S OWN AND SOME EXAMPLES FROM THE HISTORY OF ROMAN LEGAL DOGMAS Including foreign laws in the Code of Laws of Vakhtang VI resembles a phenomenon found for the first time in Rome among the states of classical antiquity. The concept of ius gentium, that is, law of nations, is a Roman heritage applied in Europe until the emergence of nation states. A brief history of this concept is as follows. Ius proprium civium Romanorum, the law of Roman citizens, and its institutions applied only to Roman citizens, much like in other nations. The Romans used ius gentium to establish a general legal environment, in doing which they took into account the experience of other nations and incorporated it in their own law. They developed ius gentium, the law of all nations, one that was binding in relation to both foreigners and the Romans. Ius gentium is a directly applicable law and the idea of turning someone else’s law into one’s own, as long as it builds upon naturalis ratio. The same idea is the basis of the compilation by King Vakhtang VI, which, as mentioned earlier, consists of Georgian legal sources, as well as biblical, and Greco-Roman and Armenian laws, and thanks to which fifth century AD Syrian and Roman law became part of Georgian law. Incorporating the legal codes of other nations in a

IUS GENTIUM: სხვისი სამართალი, როგორც საკუთარი და მაგალითები რომაული სამართლის დოგმების ისტორიიდან ვახტან VI-ის სამართლის წიგნში სხვა ხალხების სამართლებრივი ნორმების შეტანა ძალიან ჰგავს ფენომენს, რომელიც ანტიკური სახელმწიფოებიდან პირველად რომში გვხვდება. Ius gentium-ის ე. წ. „ხალხების სამართლის“ იდეა რომაელებმა სამუდამოდ უსახსოვრეს ევროპას და ევროპაც აქტიურად იყენებდა მას ნაციონალური სახელმწიფოების ჩამოყალიბებამდე. მისი წარმოშობის მოკლე ისტორია ასეთია: რომის მოქალაქეთა სამართალი – ius proprium civium Romanorum – და მისი ინსტიტუტები ვრცელდებოდა მხოლოდ რომაელებზე ისევე, როგორც სხვა ხალხების სამართალი მხოლოდ მათ ქმედებასა თუ გადაწყვეტილებებს უწესებდა ნორმებს განუსაზღვრავდა წესებს და ერთგვარად იყო შემზღუდავი თუ შემბოჭავი. საერთო სამართლებრივი სივრცის შექმნა რომაელებმა შეძლეს ius gentium-ის მეშვეობით, რომლის შექმნისასაც გაითვალისწინეს სხვა ხალხების გამოცდილება და აქციეს საკუთარ სამართლად. Ius gentium-ი იყო „ყოველი ადამიანის სამართალი“. სამართალი, რომელიც ბოჭავდა არა მხოლოდ უცხოელებს, არამედ რომაელებსაც. Ius gentium-ი უშუალოდ მოქმედი სამართალია და სხვისი სამართლის საკუთარ სამართლად ქცევის იდეაა, თუ ეს naturalis ratio-დან გამომდინარეობს. იგივე იდეა უდევს საფუძვლად ვახტან VI-ის კომპილაციურ ნაშრომს, რომელიც, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ქართული სამართლის წყაროების გარდა, შეიცავდა ბიბლიურ, ბერძნულრომაულ და სომხურ სამართალსაც, რომელთა მეშვეობითაც V საუკუნისდროინდელი სირიულ-რომაული სამართალი ქართული სამართლის ნაწილი გახდა. სხვა ხალხების სამართლის

48

Georgia’s European Way June 2015

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

49


Analysis and Opinion | ანალიზი და მოსაზრება კი არსებობს, არამედ საკუთარი სამართლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მართებულობის დასადასტურებლად და ამგვარად მიდის „მტკიცესა და ჭეშმარიტის“ სამართლის იდეამდე, რაც რომაულ naturalis ratio-სთან გვაბრუნებს. რომის სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვრი – მხარეთა კონსენსუსი, როგორც ხელშეკრულების საფუძველი – ვახტანგ VI-ის კრებულის ბერძნული სამართლის მე-4 მუხლშია დაფიქსირებული: „ყოვლისა კაცისა ჯერ არს სყიდვა და გასყიდვა. და მსყიდველი და განმსყიდველი იგი უნდა იყოს შერიგებულნი და დაჯერებულნი ფასზედა.“ გარდა ამისა, ივ. ჯავახიშვილი ნიკორწმინდის XI საუკუნის სიგელისა და ნასყიდობის რამდენიმე გადარჩენილი საბუთის ანალიზის შედეგად მიდის დასკვნამდე, რომ იმდროინდელ ქართულ ვალდებულებით სამართალს სიმბოლური ფორმალიზმის ეტაპი უკვე

სრულებით გადალახული აქვს. ნასყიდობის ხელშეკრულების დადება შესაძლებელია, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ფორმის დაცვა, მაგალითად, მოწმეთა დასწრება, გარიგების დადებისას არის არა მისი ნამდვილობის წინაპირობა, არამედ შემდგომი მტკიცების ტვირთის გაადვილებას ემსახურება. ის ფაქტი, რომ ქართულ სამართალს XI საუკუნეში რიტუალური ფორმალიზმის ეტაპი უკვე გადალახული აქვს და მხარეთა კონსენსუსს მიიჩნევს გარიგების ერთადერთ და მთავარ წინაპირობად, სრულებით არ არის უმნიშვნელო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამართალი თავისთავად პროგრესის გზას არ ადგას. მაგალითად, გერმანიკული სამართალი შუა საკუნეებში ატარებს იმ ნიშნებს, რომლებიც რომის სამართლისათვის ძვ. წ. V საუკუნეში იყო დამახასიათებელი. ივ. ჯავახიშვილი ყურადღებას ამახვილებს ასევე ნასყიდობის საბუთებში დაფიქსირებულ ფორმულაზე – „ღმერთმან გიბედნიეროს თქუენ და თქუენთა მომავალთა“, ან „გქონდეს და გი-

50

Georgia’s European Way June 2015

Analysis and Opinion | ანალიზი და მოსაზრება Georgian compilation of laws was not uncommon among Georgian lawmakers before the time of Vakhtang VI, which is evidenced by the Law of Beka-Aghbugha, which dates to the thirteenth and fourteenth centuries. King Vakhtang’s Code of Laws, however, is the most complete embodiment of this idea. As Vakhtang’s quote confirms, it was not about simply borrowing foreign norms to complete Georgian law, since it was up to the judge to choose the most adequate provision in line with naturalis ratio. For example, one of the court decisions of King Solomon II (ruled in the eighteenth and nineteenth centuries) was substantiated with biblical law, then French Law and the Code of Peter I of Russia, and finally made references to „the laws of the Tatars, Jews, pagans”, and “all believers and unbelievers” alike. The reference to Greek law is followed by a quote from the Code of Laws of King Vakhtang VI. Consequent-

ly, Solomon II concludes that “In willing his servants and estate to his daughter, Khutu Mikeladze has made a solid and truthful judgment,” and the king upholds her right to inheritance. This decision shows that foreign legal norms were used not to fill inconsistencies (which were absent in the first place) in Georgian law but rather to substantiate and prove the lawfulness of a decision made on the basis of local laws. All this leads the king to the notion of “a solid and truthful judgment” and therefore, the Roman principle of naturalis ratio. Agreement between the parties, as one of the most important achievements of Roman law, is found in Article 4, Greek Law in the Code of Laws by King Vakhtang VI. It reads, “All men are entitled to sell and buy, and the buyer and the seller shall have an agreement upon the price.” In addition, based on analysis of the eleventh century Nikortsminda document and several surviving

ბედნიეროს ღმეთმან“, რომელსაც, ავტორის აზრით, შემდეგი ფუნქცია ჰქონდა: „რაკი გამყიდველს მყიდველისათვის განაყიდის ბედნიერი დასაკუთრება და ფლობა მხოლოდ სრული დაკმაყოფილების შემდეგ შეეძლო, ამიტომ საფიქრებელია, რომ ეს ფორმულაც ფასის დასაჯერებლობისა და სრულად მიღებულობის შესატყვისად და დამამტკიცებლად იყო მიჩნეული“. ეს დეტალი იმის დასტურია, რომ ზემოთ ნახსენები კერძო ავტონომია, ანუ სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში თვითგანსაზღვრის თავისუფლება, იმდროინდელ ქართულ სამართალს გასიგრძეგანებული აქვს. ნასყიდობის საბუთში გამყიდველს შეუძლია ფასის გადახდის დასტურად მიუთითოს, რომ მიიღო „ფასი სრული“ ან „ფასი დასაჯერებელი“, ანდა ჩაანაცვლოს მითითებით, რომ მას მეორე მხარის მიმართ პრეტენზია არ აქვს – „გიბედნიეროს ღმერთმან“. გარდა ამისა, ქართული სამართლის ძეგლებში უხვად მოიპოვება ცალკეული ტერმინოლოგიური თუ ინსტიტუციონალური მსგავსება ბერძნულ-რომაულ სამართალთან. მაგალითად, რომაული legatum, ანუ საანდერძო დანაკისრი, ქართულად „ლეღატად“ არის თარგმნილი. რომაული მფლობელობა – possessio – რომელიც ლათინური sedere-დან არის ნაწარმოები, ქართულ სამართალში „ჯდომად“ უთარგმნიათ, რომლითაც ნივთის დაუფლებას აღნიშნავდნენ. ქურდობით და სხვა უკანონო გზით მოპოვებული ქონება სამკვიდრო ჩამონათვალში არ გაითვალისწინება, რაც ასევე რომის სამართლის გადმონაშთია. მრავალჯერადი ქურდობისათვის ჩამოხრჩობით დასჯა ბიზანტიურ გავლენას უნდა მივაწეროთ. „რუის-ურბნის ძეგლისწერაში“ ქალის საქორწინო ასაკად 12 წლის მიჩნევაც იუსტინიანეს სამართლიდანაა გადმოღებული, თუმცა მხოლოდ ეს სამაგალითოდ მოყვანილი ტერმინოლოგიური და ცალკეული ინსტიტუციონალური მსგავსება ვერ გახდება ქართული სამართლის ევროპული ოჯახისათვის მიკუთვნებისა და მისი ევროპაში რომის სამართლის რეცეფციის პროცესში ჩართვის მიზეზი, რადგან იმავე ტიპის მსგავსება აღმოსავლურ (არაბულ, სპარსულ და თურქულ) სამართალთანაც მოიძებნება. ის, რაც ქართულ სამართალს ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით პერსპექტივაში ევროპული სამართლის ნაწილად აქცევს, არის არა ცალკეული ტერმინები და ინსტიტუტები, რომლებითაც მხოლოდ ბერძნულ-რომაული სამართლის ცნობა დასტურდება, არამედ ისიც, რომ რომის სამართლიდან მომდინარე ზემოთ ნახსენები მეთოდი და ფუნდამენტური პრინციპები ქართულ სამართალს ოდითგანვე შეთვისებული აქვს.

1997 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც დღეს მოქმედებს, 1997 წელსაა მიღებული. ის თავისი აგებულებით, ზოგადი დოგმატიკითა და კონკრეტული ნორმების შინაარსით ყველაზე მეტად გერმანული სამოქალაქო კოდექსისგანაა დავალებული და მის შექმნაშიც განსაკუთრებული წვლილი

bills of sale, Ivane Javakhishvili asserts that legally binding Georgian laws of that time had successfully passed the historical stage of formalism. Bills of sale could be executed in both verbal and written forms. The observation of formalities, such as the presence of witnesses, is not a mandatory precondition for the validity of a given deal, but rather a means to ease the burden of proof in the future. Since law as such does not progress on its own, the fact that, as early as the eleventh century, Georgian legislation had passed the stage of ritualistic formalism and recognized consensus between the parties as the only and primary precondition of a lawful deal is not insignificant at all. For example, German law in the Middle Ages exhibits characteristics peculiar to Roman law in the fifth century BC. Ivane Javakhishvili emphasizes the following formulas in bills of sale: “May God grant happiness to you and your posterity” and “May you possess it and may God grant you happiness.” The author believes that these formulas served the following purpose: “Since the buyer could enjoy and own the sub-

ject matter of sale purchased from the seller only after paying in full, these formulas must have been designed to confirm receipt of the contractual price in full.” This detail proves that Georgian law of that time had already adopted personal autonomy, that is, the right of privacy in legal relations. The seller may confirm in the bill of sale that “the price has been paid in full” or verify that he or she has no claims against the buyer by adding “May God grant you happiness”. In addition, Georgian legal monuments contain multiple terminological and institutional similarities with Greco-Roman law. For example, the Roman legatum (a bequest) is translated into Georgian as leghati. Georgian Law uses the term jdoma (to sit) as the equivalent of the Roman legal term possessio (possession), which derives from Latin sedere (to sit). Stolen or illegally obtained property cannot be bequeathed in Georgian law, which also echoes Roman law, and hanging for multiple thefts in Georgia must be credited to Byzantine influence. According to the Ruis-Urbnisi Code, the marriageable age

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

51


Analysis and Opinion | ანალიზი და მოსაზრება სწორედ გერმანელ იურისტებს მიუძღვით. 1993 წელს დაწყებული მუშაობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მიზნად არ ისახავდა მხოლოდ გერმანული ნორმებისა და ინსტიტუტების მექანიკურ კოპირებას. მას შედეგად უნდა მოჰყოლოდა ახალი ქართული კანონის შექმნა, რომელსაც გერმანულთან ფასეულობათა სისტემა ექნებოდა საერთო, რაც იქნებოდა თანამედროვე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობა. ეს არ იყო მარტივი დავალება, რადგან საბჭოთა სამოქალაქო სამართალი, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში მოქმედი სამართალი იყო, მხოლოდ ნაწილობრივ თუ იზიარებდა ამ ფასეულობებს და კერძო საკუთრების დაცვა სამოქალაქო მართლწესრიგის უმთავრესი პრინციპი არ იყო. ქართველი კანონმდებლის მიზანს კი წარმოადგენდა ახალი ფასეულობების მატარებელი კანონის შექმნა, რომლის ქვაკუთხედიც კერძო ავტონომია, სახელშეკრულებო თავისუფლება და კერძო საკუთრების დაცვა იქნებოდა. ბრემენის უნივერისტეტის პროფესორის, როლფ კნიპერის, ადვოკატ ჰარტმუტ ფრომისა და მარიო პელეგრინოს დახმარებით ქართველმა კანონმდებელმა ამ დავალებას თავი გაართვა. გოეთეს მოსაზრება, რომელიც მან გერმანულ სამართალთან მიმართებით გამოთქვა, მტკიცდება ასევე ქართული სამართლის შემთხვევაშიც. რომის კლასიკური სამართალი და მისგან მომდინარე პრინციპები დიდ გავლენას ახდენდა ქართულ სამართალზე ჯერ რომაულ-სირიული, შემდეგ ბიზანტიური და საბოლოოდ კი რომის სამართლის საფუძველზე შექმნილი თანამედროვე გერმანული სამართლის პირდაპირი კოპირების მეშვეობით. დასავლეთ ევროპისაგან განსხავავებით, საქართველოში რომის სამართალს დიგესტების გზით არ შემოუღწევია. ის საქართველოში შემოვიდა სირიულ-რომაული სამართლის წიგნის დახმარებით, რომლის ნაწილებსაც სამეცნიერო დისკუსიაში ვულგარულ სამართალსაც კი უწოდებენ და ასევე, ბიზანტიური სამართლის წიგნების მეშვეობით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კლასიკური პერიოდის რომის სამართლის გამარტივება-შემოკლების ნაყოფია, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ქართულ იურიდიულ აზროვნებას თავისად ექცია რომის სამართლის პრინციპები. დიგესტები არის ევროპული სამართლებრივი კულტურის დასაწყისი, მაგრამ ამავე დროს, გარკვეული გაგებით, მისი დასასრულიც. მე-20 საუკუნის ცნობილი რომანისტი თეო მაიერ მალი თავის სტატიაში „სამართლებრივი ფიგურების დაბრუნება“ თვალნათლივ წარმოაჩენს, თუ როგორ ეძლევა რომის სამართლის დოგმები დავიწყებას იმისათვის, რომ შემდეგ ისევ დაბრუნდეს. ხშირად სრულებით გაუცნობიერებლადაც კი იურისტები თავიდან იგონებენ დავიწყებას მიცემულ რომაულ დოგმებს, რადგან ისინი სამართლებრივი აზროვნების უნივერსალურ მოდელს წარმოადგენს, რომლისთვისაც გვერდის აქცევა შეუძლებელია. ქართველ კანონმდებელს რომის სამართლის დოგმები თავიდან არ გამოუგონია. მან ისინი გერმანული სამართლიდან გადმოიღო, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ქართულ სამართალსაც, გერმანულის მსგავსად, ფესვები რომის სამართალში აქვს გადგმული, ეს გადმოღებული დოგმები მისთვის კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა და ისინი იქ მოხვდნენ, სადაც უნდა მოხვედრილიყვნენ, სადაც მათი ათვისებისათვის აუცილებელ სამართლებრივ კულტურას ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი.

52

Georgia’s European Way June 2015

Analysis and Opinion | ანალიზი და მოსაზრება for females is twelve, which must have been copied from the Code of Justinian. However, these individual terminological and instructional similarities do not suffice to categorize Georgian law as a member of the European legal family and a participant of the reception of Roman law in Europe, as equally numerous similarities also exist with the laws of Eastern countries (Arabian, Persian, and Turkish). What makes Georgian legislation a historical part of European law is not individual terms or institutions, which confirm familiarity with Greco-Roman law, but rather the understanding of the method and fundamental principles described earlier.

THE 1997 CIVIL CODE OF GEORGIA The current Civil Code of Georgia was adopted in 1997. In terms of its structure, overall dogmas, and the content of particular norms, it stands closest to the German Civil Code, and German jurists have contributed most to its creation. The work on the Georgian Civil Code, which started in 1993, did not aim only to copy German norms and institutions. Its outcome was supposed to be a new Georgian legislation that would share a system of values with German law and serve as the precondition for the establishment of contemporary Georgian civil society. It was not an easy task. The Soviet Civil Code, directly applicable legislation in the Soviet Union, only partially, if at all, shared these values, failing to build civil order on the protection of private property, for example. Georgian lawmakers, on the other hand, aimed to establish a law upon new values, with personal autonomy, contractual freedom, and protection of private property as its cornerstones. With the help of Rolf Knipper, a lawyer and professor at the University of Bremen, lawyer Hartmut Fromm, and Mario Pellegrino, Georgian lawmakers succeeded in fulfilling this task. Goethe’s opinion about German law equally applies to Georgian legislation. Roman law and its principles have had a continuous impact on Georgian law through the direct copying of modern German law, which, in turn, stemmed from the Roman and Syrian legal system at first, then Byzantine and, finally, Roman laws. Unlike Western Europe, Roman law entered Georgia not through the Digests of Roman law, but books of Syrian and Roman law, parts of which are referred to as vulgar laws in academic discourse, and Byzantine law texts, which are simplified and abridged versions of Roman law in classical antiquity. They proved sufficient enough to ensure the full acceptance of Roman legal principles by Georgian legal thought. The Digests are the cultural beginning and, to some extent, the end of European law. In his article Return of Legal Constructions, Mayer-Maly, a prominent expert in Roman studies in the twentieth century, clearly describes how Roman legal dogmas sink into oblivion only to make a comeback later. Jurists, often without even realizing it, “reinvent” long-forgotten Roman dogmas, which are universal models of legal thinking and therefore, cannot be neglected. Georgian lawmakers did not reinvent Roman legal dogmas, but only adopted them from German law. As much as Georgian legislation, similar to German law, had its roots in Roman law. However, these dogmas were rediscovered and took their rightful place, where the legal cultural ground suitable for their application was prepared centuries earlier.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

53


Business and Economy | ბიზნესი და ეკონომიკა

Business and Economy | ბიზნესი და ეკონომიკა

გარემოს ეროვნული სააგენტო ევროინტეგრაციის გზაზე NATIONAL ENVIRONMENTAL AGENCY: ON THE WAY TO EURO INTEGRATION. მარიკა ბეჟაშვილი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი Marika Bezhashvili LEPL National Environmental Agency Head of Division of International Relations

ვენი ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფვა ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებულ, მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამის პროგრესთან ასოცირდება. ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების საწინდარს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტურად განხორციელება და ევროპული სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვა წარმოადგენს. ევროინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობი რეფორმების საბოლოო მიზანიც სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაა. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას გარემო და უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა ქვეყნის მდგრადი განვითარების, საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებამ საქართველოსა და ევროპულ თანამეგობრობას შორის კავშირი გააღრმავა და ეს პროცესი ახალ ეტაპზე გადაიყვანა. გამოიკვეთა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორები, რომლებიც ეროვნულ სამოქმედო გეგმებში აისახა. ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვაა. გარემოს ეროვნული სააგენტო, რო-

54

Georgia’s European Way June 2015

O

ur country’s westward aspiration is associated with the progress, which is based on the European values and main principles of sustainable development. The pre-requisite for enhancing political and economic integration process with the European Union is the efficient implementation of measures stipulated in the EU-Georgia Association Agreement and gradual introduction of the European standards. The final goal of the European integration supportive reforms is building of democratic and stable state. The state is obliged to provide environmental protection and rational utilization of natural resources meeting the needs of present and future generations in conformity with sustainable development and society’s economic and ecological interests. The society should receive full and objective information on the state of environment. The Association Agreement moved Georgia – European Community relations enhancement process to the new level. The country’s development indicators were outlined and reflected in the national action plans. Environmental and natural resources protection is one of the main priorities of the Association Agreement agenda. In this terms, the National Environmental Agency (NEA), as one of the important organizations in the system of the Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia, is an institution implementing activities in this direction on the national level.

გორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთ-ერთი მნიშვენლოვანი ორგანიზაცია, ეროვნულ დონეზე, ამ მიმართულებით განსაზღვრული აქტივობების განმახორციელებელ ინსტიტუტს წარმოადგენს. გარემოს დაცვა, კატასტროფების რისკების შემცირება და შესაძლო უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა მნიშვნელოვანი ელემენტებია საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი წამყვანი სტრუქტურაა ქვეყანაში, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი კატასტროფების მართვის პრობლემებს და ფოკუსირებულია იმაზე, რომ საფრთხის თავიდან აცილების ეფექტური სისტემა შეიქმნას. გარემოს ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სააგენტოს სახით შეიქმნა 2008 წელს. იგი სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. სააგენტოს საქმიანობაში მნიშვნელოვანია მისი დარგობრივი სტრუქტურული ერთეულები, კერძოდ, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი, გეოლოგიის დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და ლიცენზიების დეპარტამენტები. გეოლოგიის დეპარტამენტი ასრულებს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გეოპროცესების მონიტორინგულ სამუშაოებს მთელი წლის განმავლობაში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მუშავდება საანგარიშო წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგებისა და მომდევნო წლის პროგნოზის ინფორმაციული ბიულეტენი სპეციალური რუკებითა და საშიშროების რისკების რანჟირებით. აქვე წარმოდგენილია ჩამონათვალი იმ პრევენციული ღონისძიებებისა, რომლებიც დასახულია მოსალოდნელ საფრთხეთა ადრეულ ეტაპზე თავიდან აცილების მიზნით. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი დასახლებული პუნქტისთვის ტარდება გეომონიტორინგული კვლევები. 2014 წლისთვის შეფასებულ იქნა 845 დასახლებული პუნქტი. გარდა ამისა, გეოლოგიის დეპარტამენტი ამზადებს სპეციალურ გეოლოგიურ დასკვნებს სააგენტოს გეოფონდებში დაცული მდიდარი ისტორიული მონაცემების საფუძველზე. გეოლოგიური პროცესების გააქტიურების მიზეზი რიგ შემთხვევებში ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებს უკავშირდება. საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიას, როგორც დარგს, 170-წლიანი ისტორია აქვს; ჰიდორმეტეოროლოგიურ მოვლენებზე დაკვირვება 1844 წლიდან იწყება და ამჟამად, გარემოს ეროვნული სააგენტო ამ ისტორიული პროცესის სამართალმემკვიდრეა. დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულია 130-მდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო, რომლებიც თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. ძირითადი საკითხები, რომლებზეც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი მუშაობს, მოიცავს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან საერთო და სპეციალური დანიშნულების მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური პროგნოზების მომზადებას, გავრცელებასა და გაფრთხილებას მოსალოდნელი ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შესახებ, რომლებიც უკავშირდება ამინდს, კლიმატსა და წყალს, ასევე, ჰიდრომეტეოროლოგიურ მრა-

Environmental protection, disaster risks reduction and elimination of possible negative outcomes are significant elements of country’s sustainable development. National Environmental Agency is one of the main structures in the country, which focuses on natural disaster management issues and provision of effective early warning systems. The National Environmental Agency is a Legal Entity of Public Law under the Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia, which was established as an agency in 2008. The agency implements its activities independently from state bodies. NEA’s structural units – Hydrometeorology, Geology, Environmental Pollution Monitoring and Licensing Departments play significant role in the agency’s functioning. The department of Geology performs monitoring works of ongoing geological processes on the national level throughout a year. The annual information bulletins highlighting the results of hazardous geological processes and the next year forecasts with special maps, hazardous risk ranking data and respective preventive measures are processed based on the reported and assessed data. The number of settlements, where geo-monitoring studies have been conducted, is growing annually. As an example, 845 settlements of Georgia were assessed in 2014. In addition, Geology Department prepares special geological reports based on rich historic data preserved at the agency’s Geo Funds. In number of cases the activation of geological processes is related to the hydrometeorological events. The regular meteorological observation process in Georgia started in 1844 and has more than a 170 years’ history. Nowadays, the NEA is the legal successor of this historical organizational practice. Currently, about 130 hydro-meteorological gauges and stations equipped with modern systems are operating on the territory of Georgia. The main activities of the Hydrometeorological Department are related to preparation and dissemination of short, medium and long-term special hydro-meteorological forecasts, preparation of early warnings for possible hydro-meteorological hazards, formation of long-term hydro-meteorological database and study of the climate change processes.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

55


Business and Economy | ბიზნესი და ეკონომიკა ვალი წლის მონაცემთა ბაზების ფორმირებას, კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების შესწავლას. სააგენტო აქტიურად მუშაობს და იკვლევს გარემოს დაბინძურების საკითხებს. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი გამოსცემს ყოველთვიურ ბიულეტენებს საქართველოში გარემოს მდგომარეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ფლობს უნიკალურ ბაზას, რომელიც მოიცავს მრავალწლიან მონაცემებს. ამასთან ერთად, დეპარტამენტი აწარმოებს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების რეგულარულ მონიტორინგს სინჯების აღებისა და ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზების მეშვეობით. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტს აქვს კარგად აღჭურვილი ლაბორატორიები თბილისსა და რეგიონებში ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ბიოლოგიური მონიტორინგისა და კვლევების საწარმოებლად და გარემოზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება ლაბორატორიული ანალიზების ჩათვლით. 2005 წლიდან, დონორების მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტი გადაიარაღდა და აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიული მოწყობილობით. აღსანიშნავია, რომ თბილისის ლაბორატორიამ 2014 წლის დეკემბერში გაიარა აკრედიტაცია და მიიღი საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (ISO 17025) სერთიფიკატი. საქართველოს ტერიტორიის კლიმატური, გეოტექტონიკური და გეოლოგიური თავისებურებები განაპირობებს ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის მრავალფეროვნებასა და მინერალური რესურსების სიმდიდრეს. ბუნებრივი რესურსების მართვის კუთხით, სააგენტოს საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება ისეთი სახის ლიცენზიების გაცემა, რომლებიც არეგულირებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, ტყით სარგებლობას, სამონადირეო მეურნეობას, თევზჭერას, მიწისქვეშა სივრცის გამოყენებას და სხვ. ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტო ორიენტირებულია ერთობლივი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროგრამების განვითარებაზე. მაგალითად, როგორებიცაა: გეოლოგიური გარემოს მართვა, სანაპიროს დაცვა, ოპერატიული ოკეანოლოგია და ამასთან ერთად გარემოს დაბინძურების მონიტორინგის პროცესის ევროპული სტანდარტების შესაბამისად განხორციელება. ამჟამად სააგენტო თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო და ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან, როგორებიცაა: მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს გარემოს პროგრამა (UNEP), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მსოფლიო ბანკი (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA), ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და სხვა. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია ქვეყნის მიერ სხვადასხვა კონვენციით (გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია, სტოკჰოლმის კონვენცია, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორ-

56

Georgia’s European Way June 2015

Business and Economy | ბიზნესი და ეკონომიკა

The Agency actively works on environmental pollution monitoring issues. Based on monitoring results, the Environmental Pollution Monitoring Department issues monthly bulletins about environmental situation in Georgia. It should be mentioned that the NEA possesses the unique environmental database containing long period datasets. Besides, the Department conducts regular monitoring of air, water and soil pollution by sampling and bio-chemical analyses. The Environmental Pollution Monitoring Department has wellequipped laboratories in Tbilisi and its regional branches for conducting chemical, microbiological and biological monitoring and research and has longstanding experience in environmental monitoring, including sampling and laboratory analysis. From 2005, with the support of different donor funded projects, the Department was re-equipped with the state-of-art laboratory equipment. It is worth mentioning that Tbilisi Laboratory was officially accredited and received ISO 17025 Certificate in December 2014. Country’s climate, geological and geotechnical peculiarity provides diverse and rich mineral-resource base. In terms of natural resource management the operating function of the agency is to issue licenses regulating the extraction of useful fossils, use of forests, fishery, hunting and underground space use. Agency is focused on development of joint hydro-meteorological and geological programmes, such as geological environment management, coastal zone protection, operational oceanology, as well as on implementation of environment pollution monitoring in accordance with European standards. Presently, the NEA is cooperating with thegovernmental bodies, NGOs, international and donor organizations, such as World Meteorological Organization (WMO), United Nations Development Programme (UNDP), United Nations Environment Programme (UNEP),United States Agency For International Development (USAID), World Bank, European Bank for Reconstruction

განიზაციის კონვენცია, ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენცია, ბაზელის კონვენცია და ა.შ.), ორმხრივი, თუ მრავალმხრივი ხელშეკრულებებით შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და დონორების დახმარებით. გაიზარდა და გადაიარაღების პროცესშია მონიტორინგის ქსელი ქვეყნის მასშტაბით, დაინერგა ამინდის, კლიმატისა და წყლის მდგომარეობის პროგნოზისათვის საჭირო თანამედროვე მოდელები. დღითიდღე გარემოს ეროვნული სააგენტო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის მდგრადი განვითარების კუთხით და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა და ამჟამადაც სრულდება არა ერთი გარემოსდაცვითი პროექტი. გარდა ამისა, მხარდაჭერილია სხვადასხვა საქმიანობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების, კანონმდებლობის დახვეწისა და ინსტიტუციონალური გაძლიერების მიმართულებით, რაც, ფინანსური დახმარების გარდა, რჩევებს, მოწინავე პრაქტიკისა და ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ინფორმაციის მიწოდებას, შესაძლებლობების განვითარებისაკენ მიმართული პროგრამების განხორცილებასა და უახლესი მეთოდოლოგიის დანერგვას გულისხმობს. ევროკავშირის დახმარებით გარემოს ეროვნული სააგენტო მომავალშიც შეეცდება თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საქმიანობა ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურში და პირნათლად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები გარემოს მონიტორინგის კუთხით. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდებს: www.nea.gov.ge www.meteo.gov.ge

and Development(EBRD), Japan International Cooperation Agency (JICA), Czech Development Agency (CzDA) and others. The NEA, within its competence, is responsible for fulfillment of international commitments under various Conventions (UNFCCC, Stockholm Convention, Convention of the World Meteorological Organization, Hyogo Framework for Action, United Nations Convention to Combat Desertification, Basel Convention etc.), bilateral and multilateral agreements in the spheres of meteorology, hydrology, geology and environmental pollution monitoring. National Environmental Agency is stepping forward with solid support of state authorities, international organizations and donors. Monitoring network has been increased and reequipped. Modern models for weather, climate and water condition forecasting have been integrated. The National Environmental Agency plays increasingly important role in the country’s sustainable development and contributes to the implementation of the global environmental policy. Different environmental projects were implemented and are still under implementation with the help of the European Union. Besides, different activities for elaboration of environmental policy, improvement of legislation and institutional improvement are supported that, apart from financial assistance, implies advice, sharing of best practices and experience, information provision, implementation of capacity building programs and introduction of modern methodologies. With the support of the European Union the NEA, within its area of responsibility, will continue its efforts for carrying out activities for serving the country and society and fully complying with its obligations in the field of environmental monitoring. For more information please visit our web-sites: www.nea.gov.ge; www.meteo.gov.ge

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

57


Business and Economy | ბიზნესი და ეკონომიკა

Business and Economy | ბიზნესი და ეკონომიკა ზურაბ მოდებაძე ჯურნალისტი, ანალიტიკოსი

Zurab Modebadze Journalist, analyst

თევზის საწარმოები ევროკავშირში ექსპორტისთვის ემზადებიან FISH FACTORIES GETTING READY TO EXPORT TO THE EUROPEAN UNION

58

Georgia’s European Way June 2015

აქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ შავი ზღვის ქართულ სანაპიროზე დაჭერილი ქაფშია (ხამსა), შესაძლოა ერთ-ერთი პირველი პროდუქტი გახდეს, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე აცხადებს, „როცა დაისვა საკითხი, თუ რომელი საქონლის გატანა შეიძლებოდა ევროკავშირში საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რისკების გაანალიზების საფუძველზე დასახელდა 2 პროდუქტი - თაფლი და შავი ზღვის ქაფშია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე ალვარო აპარისიო ორტეგა აცხადებს, რომ საქართველოში თევზის წარმოების სფერო სხვებთან შედარებით განვითარებულია: „ამ სექტორში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ევროკავშირის მოთხოვნათა დაკმაყოფილების თვალსაზრისით. თევზი მოწმდება დაჭერიდან მისი გაყიდვის ეტაპამდე. თითოეულ ეტაპზე საჭიროა ისეთი რეგულაციების დაკმაყოფილება, როგორებიცაა: თავად თევზის დაჭერის პროცესი, მისი შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, ტრანსპორტირების პირობები და ასე შემდეგ“. ამ ეტაპზე, ზღვაში მოპოვებული თევზისგან განსხვავებით, თევზსაშენ მეურნეობებში წარმოებული პროდუქტის ექსპორტის შესაძლებლობა მცირეა. კახა სოხაძის განცხადებით, ზღვის თევზისგან განსხვავებით, სათევზე მეურნეობების თევზი სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველია: „თევზსაშენი მეურნეობების მიმართ უფრო მკაცრი მოთხოვნებია და, შესაბამისად, განსხვავებული რეგულირების სფეროა. ასეთი თევზის ექსპორტისთვის საჭიროა ვეტერინარული პრეპარატების, ნარჩენი ნივთიერებებისა და დაბინძურების სხვა წყაროების კვლევა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგები ევროკომისიამ უნდა ცნოს. ეს შემდეგი ეტაპია საქართველოსა და ევროკავშირს შორის საქონლით საერთშორისო ვაჭრობაში“. ამჟამად, თევზჭერის ლიცენზია სულ 5 ქართულ კომპანიას აქვს. აღნიშნული კომპანიებია: შპს „პალიასტომი 2004“, რომლის წილი - 5,05%-ია; შპს „გეოფიშ კომპანი“ - 24%; შპს „მბმ“ - 19,17 %; შპს „აისბერგი 2“ - 24% და შპს „ზღვის პროდუქტები“, რომლის წილი ყველაზე მეტია და 26,77%-ს შეადგენს. ამ კომპანიების გადამამუშავებელი საწარმოები ქალაქ ფოთშია. ქართული თევზის გადამამუშავებელი საწარმოები სამი სახის პროდუქტს აწარმოებენ: თევზის ფქვილს, თევზის ზეთსა და ცოცხალ თევზს.

A

fter signing the Association Agreement anchovy, harvested from the waters of the Georgian Black Sea shore, will be one of the first products to be exported to the EU market. According to Kakha Sokhadze, the head of the Food Safety Department at the National Food Agency, “following The Deep and Comprehensive Free Trade Area agreement between Georgia and the European Union the question was raised as to which Georgian products had export potential for the EU market. Based on risk analysis, two products honey and Black Sea anchovy were selected. According to Alvaro Ortega Aparicio, Program Manager of the European Union Delegation to Georgia, fish production in Georgia is better developed in comparison with other industries: “This sector is in much better condition in terms of meeting EU requirements, from catching to selling fish... Regulations must be met in each component, such as harvesting fish, the storing temperature, transportation terms, and etc.” Unlike sea fish, farmed fish are not likely to be exported at this point. According to Kakha Sokhadze fish farm production is more vulnerable to potential safety risks: “Stricter requirements are set for fish farming. Different regulations apply here. Exporting this type of fish requires the examination of veterinary drugs, residual substances, and other contaminators. After the state agencies have carried out this examination, the results should be recognized by the European Commission. At this point, five Georgian companies hold fishing licenses: Paliastomi 2004 LLC (5.055 percent of production), Geofish Company LLC (24 percent), MBM LLC (19.174 percent), Iceberg 2 LLC (24 percent), and Black Sea Products LLC (26.771 percent). These companies operate processing factories in the Black Sea port of Poti. Georgian fish factories generally produce three types of goods, with fishmeal dominating production, followed by fish oil and live fish. Nowadays, Madai exports fishmeal and fish oil to Turkey. According to the director of the factory, Murman Kharabadze, access to the EU

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

59


Business and Economy | ბიზნესი და ეკონომიკა ამჟამად კომპანია „მადაი“ ახორციელებს თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის ექსპორტს თურქეთში. საწარმოს დირექტორ მურმან ხარაბაძის მოსაზრებით, ევროკავშირის ბაზარზე შესვლა მათთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება, თუმცა, მისი აზრით, კომპანიებს ევროპული მოთხოვნების ეტაპობრივად დაკმაყოფილების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ და ახალ რეგულაციებზე გადასვლა ევროკავშირის აქტიური თანამონაწილეობით უნდა განხორციელდეს. შპს „ზღვის პროდუქტები“ ქართული თევზის გადამამუშავებელ კომპანიებს შორის წარმოების მოცულობით ყველას აღემატება. ამ საწარმოში სრული დატვირთვით მუშაობისას 24 საათის განმავლობაში 1400 ტონა თევზის ფქვილი იწარმოება. დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 120-ს, ხოლო საშუალო ხელფასი 700 ლარს შეადგენს. კომპანია „ზღვის პროდუტქების“ დირექტორი დავით კვანტალიანი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ქაფშია თურქეთის გავლით ხვდება და მოწონებით სარგებლობს. ეს ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი ვაჭრობის შესაძლებლობას ზრდის. „ჩვენ ვემზადებით ევროპული ბაზრისთვის. წარმოების გადაიარაღებაში დიდი თანხები ჩავდეთ და მაღალხარისხიანი თანამედროვე დანადგარები შევიძინეთ“. შპს „გეო ფიშ კომპანი“ ერთ-ერთი ლიცენზიის მფლობელია და თევზჭერასაც ახორციელებს, თუმცა თევზის გადამამუშავებელ საწარმოს მისი პარტნიორი „Geo Fish Factory“ ფლობს. კომპანიის წარმოების მოცულობა დღე-ღამეში 400 ტონამდეა. საწარმოდან თევზის ფქვილი და თევზის ზეთი თურქეთში გააქვთ. 2013 წელს ექსპორტი სომხეთშიც განახორციელეს. „Geo Fish Factory“ - ის დირექტორის მოადგილე ვასილ რურუა აცხადებს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გასვლა გასაღების ერთ ბაზარზე დამოკიდებულების სირთულეებს მოხსნის. რურუას აზრით, ქართული პროდუქტის სიმცირე ექსპორტს არ შეაფერხებს. „სამომავლოდ ეს ძალიან კარგია, რადგან მხოლოდ თურქეთზე არ ვიქნებით დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ მცირე რაოდენობით შეგვიძლია პროდუქტის მიწოდება, თევზის ფქვილი ისეთი პროდუქტია, რომელზეც მოთხოვნა სულ იქნება“. შპს „აისბერგი 2“ თევზჭერის ბიზნესში 2005 წლიდან არის ჩართული. კომპანიის წარმოების მოცულობა დღე-ღამეში 1200 ტონაა. სეზონზე ამ საწარმოში დაახლოებით 200 ადამიანია დასაქმებული, ხოლო საშუალო ხელფასი 1500 ლარს შეადგენს. კომპანიის მენეჯერთა განცხადებით, ევროპული მოთხოვნების შესაბამისი დანადგარების შეძენისა და გამართული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად 3 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა. თურქეთის გარდა, სხვადასხვა დროს ამ საწარმოდან პროდუქცია აზერბაიჯანში, სომხეთსა და ისრაელში გავიდა, თუმცა ამ მიმართულებით ვაჭრობა ვერ განვითარდა. „აისბერგი 2“-ის დამფუძნებელ თენგიზ სარიშვილის თქმით, ასოცირების შეთანხმების გაფორმების შედეგად პროდუქციის ექსპორტი რეალურია: „ევროპელებმა ჩვენი პროდუქციის შესახებ იციან. ადრე სერბები იყვნენ ჩამო-

60

Georgia’s European Way June 2015

Business and Economy | ბიზნესი და ეკონომიკა market will bring considerable financial rewards for the company. However, the fish factories should be given considerable time to meet European standards gradually. Meanwhile, adoption of new regulations should take place with active participation from the EU. Sea Products LLC is the largest fish producer in Georgia. When working at full capacity, it produces 1,400 tons of fishmeal per day. The factory employs 120 people, and the average salary is 700 GEL. Director of Sea Products LLC Davit Kvantaliani states that the Georgian anchovy already enjoys success in the European Union where it is exported via Turkey, which increases the chances of successful direct trade with the European Union: “We’re getting ready for the European market and have invested significant amounts in re-equipping and buying up-to-date machinery.” Geo Ship Company LLC is one of the fish harvesting licensees, and its products are processed in a factory owned by its partner, Geo Fish Factory, which can produce up to 400 tons a day. The factory exports fishmeal and fish oil to Turkey and in 2013, products were exported to Armenia as well. According to Geo Fish Factory Deputy Director Vasil Rurua, access to the EU market will put an end to the problematic dependence on one client and allow for free pricing. Rurua believes that Georgia’s small output will not impede export: “It is very good in the long run as we will no longer be dependent on Turkey. With more clients, we will be able to price our products on our own. Although we can produce only

„მადაის“ თევზის გადამამუშავებელი საწარმო “Madai” Fish Manufacturing Company

სულები, შემდეგ ბულგარელები მოვიწვიეთ, რომლებმაც წაიღეს ნიმუშები და ჩაატარეს ლაბორატორიული კვლევები, მაგრამ მათ გარანტიები სჭირდებოდათ, რომ სრულფასოვან, სანდო დოკუმენტაციას წარვუდგენდით. ჩვენ ვეტერინარულ სერტიფიკატს ვერ ვთავაზობდით და ამის გარეშე წარმოუდგენელია ევროპაში პროდუქტის შეტანა. შარშანაც გვყავდა სერბი სტუმრები. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უფრო გახშირდა მსგავსი ვიზიტები. ჩვენი ნაწარმი ერთ-ერთი დეფიციტური პროდუქტია, რომელსაც ევროპაში ითხოვენ, რადგან. შავი ზღვის ქაფშია გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ჩვენს ნაწარმში პროტეინების შემცველობა 74 %, სხვა ქვეყნების პროდუქტში კი 64-65%-ია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის პროდუქტების ექსპერტიზის განყოფილების უფროსი ირაკლი გულედანი ამბობს, რომ ქართული ქაფშია, მეწარმეების მიერ ნახსენებ პროტეინების რაოდენობას მართლაც შეიცავს: „2014 წელს ლაბორატორიაში შემოვიდა ქაფშიას რამდენიმე ნიმუში. ამ სინჯებში პროტეინების მინიმალური შემცველობა 65%, ხოლო მაქსიმალური შემცველობა 74% აღმოჩნდა. ქაფშიას რამდენიმე სინჯი წელსაც გამოვიკვლიეთ და პროტეინების რაოდენობა მინიმუმ 71% და მაქსიმუმ 75% იყო“. სპეციალისტების მოსაზრებით, ქართველ მეწარმეებს პროდუქციის სიმცირემ შესაძლოა გაყიდვის პრობლემა შეუქმნას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნია აცხადებს, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს: „როცა ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის განხორციელებაზეა საუბარი, ბიზნესი არ უნდა შეფერხდეს. კომპანიებმა უწყვეტი მიწოდება უნდა უზრუნველყონ. ეს ეხება არა მხოლოდ ქაფშიას ექსპორტს, არამედ, ყველა პროდუქტს. გაერთიანების გარეშე კი ქართული კომპანიები უწყვეტ მიწოდებას ვერ შეძლებენ და, რა თქმა უნდა, ევროპელების დაინტერესებას ერთიანი ძალებით უფრო მოახერხებენ. გაერთიანება გულისხმობს, რომ მეწარმეებმა თავიანთი ნაწარმი შეკრიბონ და სათითაო კონტრაქტის ნაცვლად, მთლიან პროდუქციაზე ერთი კონტრაქტის გაფორმება მოახერხონ“.

small amounts, fishmeal is a product which will always be in demand.” Iceberg 2 LLC has been in fishery since 2005, producing 1,200 tons per day and employing 200 workers. The average salary is 1,500 GEL. According to the manager of this company, they have invested almost 3,000,000 GEL for purchasing European-standard equipment and for aligning its infrastructure to meet relevant standards. Besides Turkey, the company has exported products to Azerbaijan, Armenia and Israel, though trade with these countries has never developed significantly. Tengiz Sarishvili, the founder of Iceberg 2, recalls negotiating, albeit fruitlessly, with European clients in the past. According to him, the Association Agreement makes export a real possibility for the first time: “Europeans are aware of our products. Serbians and Bulgarians visited us in the past and took samples for lab testing. However, they needed guarantees, expecting us to provide comprehensive, authentic, and reliable documentation. Unfortunately, we were unable to provide a veterinary certificate, without which it is impossible to export goods to Europe. After the Association Agreement was signed, the Serbs started to visit us more frequently. Our products are scarce and therefore, in high demand in Europe. The Black Sea anchovy is famous for its quality. Our products contain 74 percent protein, while others contain only 64 or 65 percent. Irakli Guledani (the head of the Product Examination Department at the Laboratory under the Ministry of Agriculture) confirms the claims of Georgian producers regarding the protein content of Georgian anchovy: “In 2014, we tested several samples of anchovies in our laboratory. The protein content was between 65 and 74 percent. We repeated the test this year, and the results fluctuated between 71 and 75 percent. According to some experts, the small amounts of production by Georgian factories may impede sales. Mariam Gabunia (the deputy head of the Foreign Trade Department at the Ministry of Economy and Sustainable Development), however, believes that this problem could easily be solved: “When exporting to the EU market, businesses must ensure that there is a continuous supply, whether this is anchovy or any other exported product. With joint efforts, Georgian companies will have better chances of attracting European clients. Joining efforts implies joining up production, and instead of executing several contracts, obtaining one agreement for all of their products.

კომპანია “ზღვის პროდუქტები“

„ქართული თევზის“ ქარხანა

თევზის ფქვილი

LLC “Sea Products”

“Georgian Fish” Factory

Fishmeal

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

61


Business and Economy | ბიზნესი და ეკონომიკა

Business and Economy | ბიზნესი და ეკონომიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი თბილისში EBRD MEETING AND BUSINESS FORUM IN TBILISI

2

015 წლის 13-15 მაისს თბილისში გაიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური, რიგით 24-ე შეხვედრა და ბიზნესფორუმი. საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიის რეგიონში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. საქართველომ თბილისში ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებაზე ოფიციალურად განაცხადა 2013 წლის მაისში. იმავე წლის სექტემბერში თბილისში იმყოფებოდა EBRD-ის მისია, რომელმაც შეისწავლა წლიური შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. EBRD-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მმართველთა საბჭომ ფორუმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის მიერ განხორციელებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების საფუძველზე. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონული ცენტრი ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და ენერგეტიკის სფეროებში. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს ეწვია 1400-მდე მაღალი დონის სამთავრობო დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელი. ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საინვესტიციო სესია, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტი-

62

Georgia’s European Way June 2015

O

n May 13-15 Tbilisi hosted 24th Annual Meeting of the European Bank for Reconstruction and Development (EBRD) and Business Forum 2015.Georgia is the first country in the South Caucasus to host the EBRD Annual Meeting. About 1,400 high-level governmental delegates and businesspersons from more than 60 countries visited Georgia during the EBRD Annual Meeting and Business Forum. In May 2013 Georgia officially requested to host the Annual Meeting 2015 in Tbilisi. This request was followed by an EBRD technical mission in September that assessed Tbilisi’s technical readiness to host the meeting. The decision made by the EBRD Board of Governors was based on the national reform agenda and steps made towards the democratic development of the country, along with Georgia’s positioning as a regional hub with great potential in infrastructure, transport, logistics and energy sectors. Hosting the EBRD Annual Meeting in a time of such political and economic turbulence is of utmost importance for the developmental goals lying ahead of the countries of the region. The EBRD Annual Meeting gave us an opportunity to get the Business Forum participants and invitees exposed to the investment potential of the country and its business climate. This provided us one more chance to demonstrate that Georgia is a wonderful place to con-

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

63


Business and Economy | ბიზნესი და ეკონომიკა

Business and Economy | ბიზნესი და ეკონომიკა duct business and not only because of its strategic location and low tax burden and lack of red tape. Georgia’s biggest asset is the Georgian people who are welcoming, friendly and open to novelty and innovation. The Host Country Investment Outlook Session was held in Georgia within the scope of the EBRD Annual Meeting. The Prime Minister of Georgia, Irakli Garibashvili spoke about the economic and investment potential of the country and we believe, potential investors attending the session acquired comprehensive information on the investment and business climate of the country. Members of Georgian delegation held dozens of bilateral meetings within the scope of the Annual Meeting and Business Forum. We planned cooperation in different areas, especially for the development and implementation of infrastructure projects. It should further boost Georgia’s potential for shaping into a regional hub. Georgian entrepreneurs signed individual agreements with their foreign partners.

ციო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნულ სესიაზე პოტენციურმა ინვესტორებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა ათეულობით ორმხრივი შეხვედრა გამართეს. დაიგეგმა თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით, რამაც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქცია. ქართულმა კომპანიებმა უცხოელ პარტნიორებთან ხელი მოაწერეს სხვადასხვა შეთანხმებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით 12 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა

64

Georgia’s European Way June 2015

და ევრობანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ინვესტორთა საბჭოს შექმნის შესახებ. საბჭო იქნება დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც განიხილავს კონკრეტულ საკითხებს კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. EBRD საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარების მიმართულებით. საქართველოში EBRD-ის მიერ დაფინანსებულია დაახლოებით 2.6 მილიარდი ევროს ღირებულების 178-ზე მეტი პროექტი. დაფინანსების 81% კერძო სექტორში განხორციელდა. 2013 წლის 4 სექტემბერს EBRD-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ახალი სტრატეგია საქართველოსთვის, რომელშიც ჩამოყალიბებულია ევრობანკის პრიორიტეტები 2013-2016 წლებისათვის. სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია: კერძო ინვესტიციების წახალისება, ენერგოსექტორის მოდერნიზაცია და საქართველოს რეგიონულ და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

It should be noted that the Government of Georgia and the EBRD will work together to attract investments and further strengthen business environment in Georgia. Namely on May 12ththe Prime Minister of Georgia and the EBRD President Sir Suma Chakrabarti signed the Memorandum of Understanding on establishment of the Investors’ Council. The Council will be an independent platform for constructive dialogue to focus on specific issues thatfoster private sector development. The EBRD is a significant partner for Georgia in terms of financial cooperation, as wellas in the framework of EU integration. The EBRD has so far invested around 2.6 billion euros inGeorgia through178 projects. Out of its exposure, 83% are investments in the private sector. On September 4, 2013 the EBRD Board has approved a new Strategy for Georgia, which defined the institution’s priorities for 2013-2016. Main priority areas of the country’s strategy are to facilitate private investments, modernize the energy sector and stimulate Georgia’s regional and global integration.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

65


Culture | კულტურა

Culture | კულტურა

ქეთევან ქემოკლიძე კარლოს საურას ფილმში „მე, დონ ჯოვანი“. ფოტო მომღერლის პირადი არქივიდან

ნატა ამაღლობელი საინფორმაციო ვებ-გვერდის Agenda.ge მთავარი რედაქტორი

Mezzo-soprano Ketevan Kemoklidzein a screenshot from the film "I, Don Giovanni" by Carlos Saura. Photo from the singer’s private archive.

Natalia Amaglobeli Editor-in-Chief of news website Agenda.ge

ხმელთაშუა ზღვის ხმები

ანუ რა არის საქართველოს ყველაზე წარმატებული „ექსპორტი“

GEORGIA’S MEDITERRANEAN VOICES

What is Georgia’s most successful "export" 66

Georgia’s European Way June 2015

სოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრების აფიშებს თუ გადახედავთ, ქართულ გვარებს შემსრულებელთა შორის ძალიან ხშირად ნახავთ. მაგალითისთვის თუნდაც მხოლოდ ერთი თვის – ივნისის – განრიგს შევხედოთ. ლეგენდარულ „ლა სკალაში“ ბიზეს „კარმენს“ შეასრულებენ მომღერლები, რომელთა შორის ერთდროულად სამი ქართველი ვოკალისტია: ანიტა რაჭველიშვილი კარმენის პარტიას იმღერებს, ნინო მაჩაიძე მიქაელას განასახიერებს, მათი ახალგაზრდა კოლეგა – სოფო მჭედლიშვილი კი მერსედესის პარტიას შეასრულებს. ნინო სურგულაძე იტალიაში ცნობილ „არენა დი ვერონაზე“ მაყურებლის წინაშე „ნაბუქოში“ წარდგება. გიორგი გაგნიძე ამერიკული „მეტროპოლიტენიდან“ ზაფხულის პირველ თვეში ჰამბურგის ოპერაში გადაინაცვლებს. მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე კი ტურინის თეატრში გუნოს „ფაუსტში“ წარდგება მაყურებლის წინაშე. ჩამონათვალს თუ გავაგრძელებთ, შეიძლება, რამდენიმე ათეული გვერდი დაიკავოს. საოპერო ხელოვნების ქართველი ვარსკვლავების უმეტესობას სამუშაო გრაფიკი, სულ მცირე, ორი სეზონით წინასწარ აქვს შედგენილი. წარმატებული „ექსპორტი“ აშკარაა, მისი მიზეზები კი – საინტერესო და მრავალფეროვანი. მეცო-სოპრანო ქათევან ქემოკლიძე, რომელმაც გასულ აპრილს კიდევ ერთ ქართველ ვარსკვლავთან, იანო თამართან, ერთად ვერდის „ბედის ძალაში“ გაიბრწყინა ტოკიოს ნაციონალური ოპერის სცენაზე, ფიქრობს, რომ ქართველი საოპერო შემსრულებლების წარმატებულ „ექსპორტს“ რამდენიმე მიზეზი აქვს. „ის, რომ ქართველები დიდი მუსიკალური და საშემსრულებლო, კერძოდ, ძალიან დიდი სასიმღერო ნიჭის მატარებლები ვართ, ცნობილი ფაქტია და ბუნებრივიცაა ჩვენი ფოლკლორული თუ სხვადასხვა ჟანრის სასიმღერო ტრადიციებიდან გამომდინარე,“ – ამბობს ქეთევანი. „თავის დროზე ოპერამ დიდი ინტერესი გამოიწვია და პოპულარული გახდა მომღერალ ერში, მაგრამ ჩვენ არ დავკმაყოფილდით ამ ჟანრის მხოლოდ „იმპორტით“ და იტალიური ვოკალური სკოლის საფუძველზე შევქმენით აბსოლუტურად თვითმყოფადი ქართული საოპერო სკოლა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე აღზარდა დიდი მომღერლები“. „სამწუხაროდ, მსოფლიომ დაკარგა თაობები შესანიშნავი ქართველი ვოკალისტებისა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის დროს ვერ გავიდნენ უცხოეთში. აქედან გამომდინარე, ე.წ. „ბუმი“ ქართველი მომღერლებისა ასევე უკავშირდება იმ ფაქტს, რომ საზღვრები აღარ არსებობს“, – დასძენს ქართველი მეცო-სოპრანო. ქართველი ბარიტონი ელდარ გეწაძე სწორედ იმ თაობის წარმომადგენელია, რომლის კარიერა, საბჭოთა კავშირის რკინის ფარდის გამო, დანარჩენი მომღერალი მსოფლიოსაგან იზოლირებული აღმოჩნდა.

I

f you have a look at performance announcements from the world’s most prominent opera houses, you will easily find many Georgian surnames in the cast list.

Let’s take a closer look at performances held in June 2015 to see what is going on in the global opera scene. This month one of the world’s most famous opera house Teatro alla Scalla in Milan, Italy presents Georges Bizet’s Carmen, in which three Georgian singers will shine in one performance. Mezzo-soprano Anita Rachvelishvili will perform as Carmen, while soprano Nino Machaidze will sing Micaela. Aspiring singer soprano Sofia Mchedlishvili will take stage as Mercedes. Additionally, mezzo-soprano Nino Surguladze will perform the role of Fenena in the opera Nabucco, which will be staged at Italy’s prominent Arena di Verona in June. After a great performance in the New York Metropolitan Opera, baritone George Gagnidze will join the cast of the Hamburg Staatsoper [Hamburg State Opera] in Germany for the first month of summer. Mezzo-soprano Ketevan Kemoklidze returns to the opera house Teatro Regio in Italy’s Torino to perform in a new production of Charles Gounod’s Faust. The premiere will be broadcasted live on radio and DVDs of the performance will be released worldwide at a later date by a classic music international TV channel. I could continue listing all upcoming performances of Georgian opera singers but I will spare your time; however it is fair to say the majority of Georgian opera stars have busy schedules for the next two seasons. Georgia is very proud of its talent and encourages singers to perform around the globe. So what makes Georgian voices so special? The reasons are very interesting. Kemoklidze, who was shining in Giuseppe Verdi’s opera La Forza del Destino [The Force of Destiny]while playing the part of April, which she jointly shared with Georgian opera star soprano Iano Tamar at the New National Theatre of Tokyo, believes there are several reasons why Georgian singers are highly sought after in the opera world.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

67


Culture | კულტურა

Culture | კულტურა ელდარ გეწაძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტობის პერიოდში. ფოტო თბილისის კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის მუზეუმის არქივიდან. When Georgian baritone Eldar Getsadze was a student at Tbilisi State Conservatoire, he did not know that all of his performances abroad would need special clearance from officials in Moscow. Photo from the archive of Tbilisi State Conservatoire’s Music History Museum.

“It is an established fact that Georgians have a big musical and performing talent, especially in singing. It is natural if you know about Georgia’s rich folklore music and other musical traditions,” said Kemoklidze. “Opera sparked huge interest in the singing Georgian nation and became popular very quickly. But importing this genre was not enough and we had to create a totally original Georgian opera school based on the Italian vocal school. The Georgian school has nurtured a lot of great singers during the past centuries.” “But unfortunately the world has lost several generations of Georgian opera stars, as they were unable to perform abroad because of the Soviet regime. Maybe the current trend looks like a Georgian ‘opera boom’ because there are no more borders,” said the Georgian mezzo-soprano. Georgian baritone Eldar Getsadze is among the generation Kemoklidze is speaking about. He was unable to develop his career abroad. He remained isolated by the Soviet ‘iron curtain’.

გზა მსოფლიოს მთავარი საოპერო თეატრებისკენ, როგორც წესი, საერთაშორისო კონკურსებში მოპოვებული გამარჯვებებით იწყება. მიუხედავად ოთხ საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე გამარჯვებისა და უცხოეთიდან მიღებული მიწვევებისა, საზღვარგარეთ მისი ერთჯერადი გამოსვლების ბედსაც კი მოსკოვში საკავშირო სახელმწიფო ორგანიზაციის, „გოსკონცერტის“, ჩინოვნიკები წყვეტდნენ. „1975 წელს, როდესაც გლინკას სახელობის კონკურსზე გავიმარჯვე, შემომთავაზეს ბერლინის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოვსულიყავი გერმანიის ტელევიზიის საიუბილეო კონცერტზე, რომელზეც საბჭოთა კავშირიდან მარტო მე მიმიწვიეს. საბუთები გავამზადე, მაგრამ საბოლოო ჯამში არსად არ წავსულვარ. „გოსკონცერტში“ მითხრეს, ჩვენ ჩვენი საშემსრულებლო ჯგუფი შევთავაზეთ, მაგრამ საბუთების გამო მათ პრობლემა შეექმნათო,“ – იხსენებს ელდარ გეწაძე ერთ-ერთ შემთხვევას, როდესაც საზღვარგარეთ გამგზავრებაზე უარი უთხრეს. „ჩემი თვალით მაქვს ნანახი „გოსკონცერტის“ ჩინოვნიკის კაბინეტში განკარგულება იმის შესახებ, რომ ნოდარ ანდღულაძის ავადმყოფობის გამო კონცერტზე საზღვარგარეთ იმღერებს დიდი თეატრის სხვა მომღერალი. ბატონი ნოდარი ავად არ იყო, მაგრამ მისთვის ეს ამბავი არასდროს მომიყოლია,“ – ამბობს ქართველი ბარიტონი. ელდარ გეწაძე რომ სხვა ეპოქაში დაბადებულიყო, ცხადია, სამოღვაწეო არეალი გაცილებით მრავალფეროვანი ექნებოდა, მაგრამ მომღერალი დასძენს, რომ გული არაფერზე სწყდება.

68

Georgia’s European Way June 2015

In general the road to performing on leading opera stages begins after a singer wins an international vocal competition. Getsadze has won four such competitions and was subsequently offered proposals from several countries, but every performance abroad depended on a decision made at the Soviet state organisation Roskoncert in Moscow. “In 1975 I won the Glinka’s vocal competition and one of the agents asked me to perform in Berlin with the Berlin symphonic orchestra to celebrate the anniversary of the German TV. I was the only Soviet singer invited to sing at this event,” said Getsadze. “I prepared all the documents but they told me in Roskoncert that they had asked event organisers to include the whole performing group. And the others had problems with their documents so it was not possible for me to perform at this event,” he said while remembering one case when the Roskoncert banned him from singing abroad. “Each time their reason for refusal was different. I saw a document on the wall of the Roskoncert office, which stated that my colleague Nodar Anguladze was sick, so the other singer from Bolshoy Theatre (in Moscow) would perform abroad instead of him. Of course it was a lie. But I did not say anything to Nodar,” noted the Georgian baritone. If Getsadze was not hindered by the situation of the past era, his performances and singing career could have been very different – but the singer says he has “nothing to regret”. Now Getsadze is a Professor at Tbilisi State Conservatoire. This local vocal school is another reason why Georgian singers are successful abroad.

ქეთევან ქემოკლიძე დორაბელას პარტიაში მოცარტის ოპერაში „ასე იქცევა ყველა ქალი“. ანკონას საოპერო თეატრი, 2011 წელი. ფოტო მომღერლის პირადი არქივიდან Mezzo-soprano Ketevan Kemoklidze as Dorabella in Wolfgang Amadeus Mozart ‘s opera Cosìfantutte at Teatro delle Muse 2011. Photo from the singer’s private collection.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

69


Culture | კულტურა

Culture | კულტურა

მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე პრესცილას პარტიაში ჯუზეპე ვერდის ოპერაში „ბედის ძალა“. ვაშინგტონის ნაციონალური ოპერა, 2013 წელი. ფოტო მომღერლის პირადი არქივიდან Mezzo-soprano Ketevan Kemoklidze performing as Preziosilla in Giuseppe Verdi’s opera La Forza del Destino [The Force of Destiny] at the Washington National Opera in 2013. Photo from the singer’s private archive.

მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე მადლენის როლში ჯუზეპე ვერდის ოპერაში „რიგოლეტო“, თეატრი „ლა სკალა“, 2012 წელი. ფოტო მომღერლის პირადი არქივიდან Mezzo-soprano Ketevan Kemoklidze playing Maddalenain Giuseppe Verdi’s opera Rigoletto at Teatro alla Scala in 2012. Photo from the singer’s personal collection.

ელდარ გეწაძე ამჟამად კონსერვატორიის პროფესორია. ქართული ვოკალური სკოლა წარმატებული საოპერო „ექსპორტის“ კიდევ ერთი მიზეზია. ქეთევან ქემოკლიძე ამბობს, რომ აგენტებს შორის და თეატრებშიც უკვე გარკვეული სტერეოტიპი ჩამოყალიბდა – თუ შემსრულებელი ქართველია, მისგან დახვეწილ საშემსრულებლო ტექნიკას ელიან. „ბუნებრივ მონაცემებს თან ახლავს ვოკალური ტექნიკა, რომლითაც გამოირჩევიან ქართველი მომღერლები. ეს კი ხანგრძლივი კარიერის გარანტიაა. ცოდნას, რომელსაც საქართველოში იღებენ და შემდეგ ის თავისთავად უცხოეთში იხვეწება, ძალიან მყარი საფუძველი ეყრება ქართველი პედაგოგების მიერ (ჩემს შემთხვევაში ეს გულიკო კარიაულია)“, – ამბობს ქეთევან ქემოკლიძე. ელდარ გეწაძეს ქართველი საოპერო ხმების წარმატებული „ექსპორტის“ საკუთარი „გეოგრაფიული“ ვერსია აქვს. „ვერდის ფესტივალზე ანტრაქტის დროს იტალიელებმა მკითხეს, საიდან ხართ, ასე ჩვენებურად რომ მღერითო? კედელზე უზარმაზარი რუკა იყო გაკრული და საქართველო ვაჩვენე. ერთ პარალელზე ვყოფილვართ, ჩვენ ამ ფენომენს „ხმელთაშუა ზღვის ხმებს“ ვუწოდებთო,“ – იხსენებს ცნობილი ქართველი ბარიტონი. ქეთევან ქემოკლიძე კი დარწმუნებულია, რომ მებრძოლი და ამტანი ხასიათი, რომლის ჩამოყალიბება საქართველოს უახლესმა ისტორიამ განაპირობა, დიდ შრომასთან და მიზანდასახულობასთან ერთად, მისი წარმატებული კარიერის საფუძველია. ეს ფაქტორები წინსვლის განმსაზღვრელი გახდა არა მხოლოდ მისი, არამედ მისი ქართველი კოლეგების შემთხვევაშიც.

70

Georgia’s European Way June 2015

Kemoklidze says there is some kind of stereotype about Georgian singers within agents and theatres abroad. There are always high expectations of the singer’s performing techniques if they are from Georgia. “The talent of Georgian opera singers is accompanied with a high level of singing and vocal technique. This is the perfect base for a long-running career. They have got strong professional knowledge and a strong basis from Georgian vocal teachers – in my case it was Guliko Kariauli – and then it is polished abroad,” said Kemoklidze. Meanwhile Getsadze cited a more ‘geographical’ reason behind the success of Georgian opera performers. “Once, after performing at the Verdi’s Festival in Italy, Italians asked me – where are you from, your singing sounds very similar [to sounds Italian opera singers make]. There was a big world map on the wall and I showed them where Georgia was located. We seemed to be on the same parallel, they told me. We call this phenomenon ‘Mediterranean voices’, they told me,” remembered the famous Georgian baritone. A familiar sounding vocal range could be helpful. However, Kemoklidze persisted that another factor that had helped her achieve success was the hardy and resilient characteristics that Georgians had developed as a result of their country’s modern history. The hard work and a clear purpose was the basis of her success. These attributes play a large part in Georgians success, not only in opera but in all areas.

ივნისი 2015 საქართველოს ევროპული გზა

71



Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.