ჩვენი მეტოქე
vs
ტორპედო ქუთაისი ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 14 000 მაყურებელს იტევს. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა შავ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდა. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 4:2 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ფოტო: ტორპედოს სოც. მედია ისტორიული თარიღია. ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი სსრკ- ს პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი ქვედა ლიგაში დაიწყო. ქუთაისელებმა 1982, 1983 და 1985, 1986 სეზონები გაატარეს უმაღლეს ლიგაში. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 და 2017 წლებში იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ორჯერ აღმართა თასი. მომდევნო თასი ქუთაისურმა გუნდმა 15 წლის შემდეგ მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ პირველობისას რიონისპირელებმა თასის ფინალში მარტვილის მერანი 2:1 დაამარცხეს. 2018 წელს ტორპედომ საჩხერის ჩიხურას დამარცხებით საქართველოს სუპერთასიც მოიპოვა. იგივე ტიტული ქუთაისელებმა 2019 წელს საბურთალოსთან პაექრობაში მოიგეს.
მწვრთნელი და ტორპედო 2022 წლის მაისიდან ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - კახა ჩხეტიანი დაბრუნდა. მისი გუნდი 18 ტურის შემდეგ დაგროვილი 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს.
ურთიერთშეხვედრები
ფოტო: ტორპედოს სოც. მედია
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 83 მატჩიდან, 45-ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 137/70 თბილისელთა სასარგებლოდაა. ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5-1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე ორჯერ დაამარცხეს. 2013/2014 სეზონში, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4-0 აჯობა და იგივე ანგარიში მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ტურში გაიმეორა დედაქალაქურმა გუნდმა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0-3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4-0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1-0, რომელიც ტაბლოზე 19-ჯერ დაფიქსირდა. ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში, საკუთარ სტადიონზე ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო, ანგარიშით 2-1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი ქუთაისში 2022 წლის 29 აპრილს გაიმართა და დედაქალაქელთა ფოტო: ლაშა კუპრაშვილი ტექნიკური გამარჯვებით 3-0 დასრულდა.
ჩვენი გუნდი
vs
დინამომ გაგრას 5-0 მოუგო 20 ივნისს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დედაქალაქელებმა გაგრას უმასპინძლეს. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მასირებულ შეტევებს კი შედეგი 22-ე წუთზე მოჰყვა, ბარნს ოსეის ჩაწოდებულ ბურთს შედეგიანი თავურით უსმანე კამარა გამოეხმაურა და ანგარიშიც გაიხსნა. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობის მიუხედავად მეტი გოლი აღარ გასულა. თამაშის მეორე ნახევარი იმავე სცენარით გაგრძელდა. მეორე გოლი კი გაგრას კარში 52-ე წუთზე გავიდა. უსმანე კამარას აქტიურობას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც ზუსტად გიორგი მოისწრაფიშვილმა შეასრულა და ანგარიში 2-0 გახდა. ექვს წუთში მასპინძლებმა მესამე გოლი გაიტანეს, უსმანე კამარას გადაცემა ბარნს ოსეიმ ფოტო: ლაშა კუპრაშვილი ძლიერი დარტყმით შეირგო, ბურთი ძელს მოხვდა და გოლი 3-0. შეხვედრის 74-ე წუთზე დინამომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. საჯარიმოში დავით სხირტლაძემ ტექნიკური გადაცემით ანრი მექვაბიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა, გუნდის ვიცე კაპიტანმა კი შეუცდომლად ითამაშა. 83-ე წუთზე გოდფრი სტეფენის ჩაწოდება და დავით სხირტლაძის უძლიერესი თავურით ანგარიში ხდება 5-0. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და გიორგი ჭიაბრიშვილმა დინამოს ლოგოთი სადებიუტო მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო.
კუცია, ჩხეტიანი და კობოური დინამოში დაბრუნდნენ დინამო თბილისს იჯარის წესით განათხოვრებული სამი ფეხბურთელი დაუბრუნდა. გიორგი ჩხეტიანი თბილისურ კლუბს პორტუგალიური ბრაგადან შეუერთდა, გიორგი კუცია ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიურ რაბოტნიჩკიში ასპარეზობდა, ხოლო დავით კობოურმა 5 თვე ჩეხეთის უმაღლესი ლიგის კლუბ კარვინაში გაატარა. განათხოვრების პერიოდში ახალგაზრდა მარცხენა მცველმა ბრაგას 23 ფოტო: ლაშა კუპრაშვილი წლამდე გუნდის შემადგენლობაში 17 მატჩი გამართა და მის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაა. გიორგი კუციამ ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლეს ლიგაში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დავით კობოურმა კი ჩეხური გუნდის მაისურით 12 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. სამივე ფეხბურთელი დინამოს აკადემიის აღზრდილია, კუციას თბილისური კლუბის პირველ გუნდში მთლიანობაში 103 შეხვედრა აქვს გამართული, მის ანგარიშზე ექვსი გოლი და ცხრა საგოლე გადაცემაა. ჩხეტიანის ანგარიშზე დინამოს ძირითად გუნდში ერთი შეხვედრაა, ხოლო კობოურმა 2015 წლიდან დღემდე დინამოს მაისურით 142 მატჩი გამართა, ორი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
11 დინამოელი 17 წლამდე ნაკრებში 25 და 27 ივნისს საქართველოს 17 წლამდე ნაკრები რუსთავში თურქ თანატოლებს ამხანაგურ შეხვედრაში ორჯერ უმასპინძლებს. გიორგი ხიზანიშვილმა დინამოს აკადემიიდან ნაკრებში 11 ფეხბურთელს უხმო: მეკარე - მათე საური. მცველები - დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ნიკა ბენდიანიშვილი, რატი გრიგალავა. ნახევარმცველები - ლექსო ფეიქრიშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, თემურ ოდიკაძე. თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია და ვახტანგ სალია. ეს ნაკრები, ევრო საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, ოქტომბრიდან დაიწყებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში - ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.
15 წლამდე დინამო საქართველოს ჩემპიონია ფოტო: თამარ ჯიშკარიანი
15 წლამდე ოქროს ლიგის გათამაშებაში დინამოელებმა აკადემიის მოედანზე საბურთალოს უმასპინძლეს, ფრედ 1-1 დაცილდნენ და საქართველოს ჩემპიონობა იზეიმეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა 25 ჩატარებული მატჩიდან 20 მოიგო და 5-ჯერ ყაიმს დაჯერდა. ბურთების ბალანსით 93/17 დინამო თბილისი საქართველოს 2021 წლის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ ასაკობრივი ჩემპიონატები კოვიდ პანდემიის გამო შარშან შეწყდა და წელს დასრულდა. ახალი 2022 წლის სეზონი კი აგვისტოდან დაიწყება.
პოზ
შემდეგი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
შემდეგი
პაიდე ლინამეესკონდი 7 ივლისი დინამო არენა
დინამო ბათუმი 29 ივნისი, 21:00 აჭარაბეთ არენა
დინამო
თ
+-
ქ
18 18 19 18 18 18 18 18 19 18
35 18 9 13 3 2 -12 -11 -16 -41
41 35 34 33 26 21 21 20 18 3
ტორპედო
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ანდრეს პრიეტო ლუკა კუტალაძე ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი C ანზორ მექვაბიშვილი დავით სხირტლაძე გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი გაბედავა სტანისლავ ბილენკი ლევან ხარაბაძე ლევან ოსიყმაშვილი ბარნს ოსეი საიმონ ბენიო გიორგი ჩხეტიანი გიორგი კუცია გოდფრი სტეფენი თორნიკე კირკიტაძე უსმანე კამარა დმიტრი ანტილევსკი
კლუბი
დინამო ბთ დინამო თბ დილა სამგურალი საბურთალო თელავი ტორპედო სიონი გაგრა ლოკომოტივი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
1 30 2 3 4 5 7 8 9 11 12 16 18 19 20 21 22 23 28 40
22 30 2 3 5 6 7 8 9 10 11 13 16 17 18 20 23 26 29 32
დინო ჰამზიჩი როინ კვასხვაძე ვაჟა ტაბატაძე C ბაქარ მირცხულავა ცოტნე ნადარია მათე ცინცაძე ირაკლი ძარია გიორგი კუხიანიძე ლევან მჭედლიძე გიორგი პაპუნაშვილი აკაკი შულაია გიული მანჯგალაძე ნიკა სანდოხაძე გიორგი არაბიძე ლევან არველაძე ირაკლი ბუღრიძე გიორგი ქიმაძე გიორგი მჭედლიშვილი თორნიკე ახვლედიანი ვასილის კარაგუნისი
ავტორი: ირაკლი ბუხალი დიზაინი: დავით გელხაური