ს
ჩვენი მეტოქე
vs
გაგრა საფეხბურთო კლუბი გაგრა 2004 წელს დაარსდა. გაგრელთა საკლუბო ფერები ლურჯსა და თეთრშია გადაწყვეტილი, მიმდინარე სეზონში კი გუნდი საშინაო მატჩებს დინამო არენაზე ატარებს. პირველ ლიგაში გაგრა მუდამ ცხრილის ზედა ნაწილში ხვდებოდა, მაგრამ უმაღლესში გადასვლას ვერ ახერხებდა. 2007 წელს ფლეი-ოფში საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა, 2008 წელს კი ცხინვალის სპარტაკთან. 2008 წლის 31 მაისს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამგეობამ უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელის, პირველი ლიგის გამარჯვებულის ჭიათურის მაღაროელის საკითხი განიხილა და რადგან იმერულმა კლუბმა ლიცენზირების კრიტერუმები ფოტო: გაგრას სოც. მედია ვერ დააკმაყოფილა და ვერც ფინანსური გარანტიები წარადგინა 2008/2009 წლების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა და მის ნაცვლად უმაღლესი ლიგის ლიცენზიის მქონე გაგრა დაუშვა. 2010-2011 წლების სეზონი გაგრასთვის ყოველმხრივ გამორჩეული გახლდათ: გუნდი პირველი ლიგის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. ასეთი წარმატებული სეზონი გუნდს მისი დაარსების დღიდან არ ჰქონია. 2011 წელს გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზურიც უპრობლემოდ მოიპოვა, საქართველოს თასიც დაისაკუთრა და ახალგაზრდულ გუნდს ევროტურნირებზე დებიუტიც ჰქონდა, სადაც კვიპროსის ანორთოსისს შეხვდა. გასვლითი შეხვედრა გაგრელებმა სტუმრად, ანგარიშით 0-3 დათმეს, თუმცა ზესტაფონში გიორგი გაბედავასა და გიორგი ტყეშელაშვილის გოლებით 2-0 დაამარცხეს მეტოქე. უმაღლეს ლიგას გაგრა ათწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა შარშან ეროვნული ლიგა 2 მეორე ადგილზე დაასრულა. გადათამაშებაში ქობულეთის შუქურას აჯობა და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.
მწვრთნელი და გაგრა
2018 წლის დეკემბრიდან გაგრას ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - გაგა კირკიტაძე ხელმძღვანელობს. მისი გუნდი 35 ტურის შემდეგ დაგროვილი 36 ქულით, სატურნირო ცხრილის მერვე ადგილზე იმყოფება.
ურთიერთშეხვედრები
ფოტო: გაგრას სოც. მედია
აქამდე ეს გუნდები ეროვნულ ჩემპონატში 12-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. დინამოს უპირატესობა 9 მოგებული თამაშით გამოიხატება, ერთი შეხვედრა ფრედ მორჩა და ორჯერ იმარჯვეს გაგრელებმა. ბურთების ბალანსია 23/5 დინამოს სასარგებლოდ. პირველი გამარჯვება გაგრამ თავის აქტივში ამ ურთიეთშეხვედრების პირველ მატჩში ჩაიწერა. ეს შეხვედრა 2008 წლის 14 სექტემბერს გაიმართა, მეოცე ჩემპიონატის პირველ ტურში და ანგარიშით 2–1 დასრულდა გაგრელთა სასარგებლოდ. თბილისელთა წარმატებული შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია დიდი ანგარიშით გამარჯვება იმავე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 21 ნოემბერს. ის თამაში დინამომ ანგარიშით 3-0 მოიგო. ასევე დიდი ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს მტკვრისპირელებმა 2010 წლის 8 თებერვალს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამერვე სათამაშო დღეს. ანგარიშში ყველაზე დიდი სხვაობა ამ გუნდების მონაწილეობით 2022 წლის 20 ივნისს დაფიქსირდა. დინამომ დიდი ანგარიშით 5-0 მოიგო. გოლები უსმანე კამარამ, გიორგი მოისწრაფიშვილმა, ბარნს ოსეიმ, ანზორ მექვაბიშვილმა და დავით სხირტლაძემ გაიტანეს. ანზორ მექვაბიშვილმა გაგრასთან პაექრობის ბოლო შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი. ამა წლის 18 სექტემბერს ფოტო: ლაშა კუპრაშვილი დინამომ სწორედ ვიცე კაპინის გოლით 1-0 აჯობა მეტოქეს.
ჩვენი გუნდი
vs
ერთი გამარჯვება მე-19 ტიტულამდე 26 ნოემბერს წყალტუბომ 35-ე ტურის შეხვედრას უმასპინძლა. ერთმანეთის პირისპირ ბრინჯაოსა და ოქროს მედლების მაძიებლები წარდგნენ. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, 21-ე წუთზე კი ანგარიშიც გაიხსნა. ჯეფერსონ ჯერალდუს ჩაწოდებული გიორგი ნიქაბაძემ გოლად გარდასახა. საერთოდ პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რამდენიმე სახიფათო მომენტი თბილისელებმაც შექმნეს, თუმცა უშედეგოდ. მეორე ტაიმი წვიმის აკომპანიმენტით დაიწყო და ნალექს შეხვედრის ბოლომდე აღარ გადაუღია. დინამოელებმა ფოტო: ლაშა კუპრაშვილი მეორე ტაიმი გაცილებით აქტიურად განაახლეს და 56-ე წუთზე მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანეს. შეცვლაზე შემოსული სტანისლავ ბილენკის აქტიურობას და მეტოქის საჯარიმოში გადაცემას, ულად ომარ იმრანის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. ცოტახანში დედაქალაქელებს წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ დავით სხირტლაძის დარტყმული ბოლო წამს მცველმა თავით უკუაგდო. წვიმამ უმატა, რაც მოედანსაც დაეტყო და მატჩიც დამძიმდა. ბოლო წუთები დაძაბულად წარიმართა. ერთ მომენტში ლუკა კუტალაძემ ურთულესი დარტყმულიც მოიგერია, რასაც ბოლო წუთზე მოგერიებული საჯარიმო დარტყმაც მოჰყვა და შეხვედრაც ფრედ დასრულდა. დინამომ უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა და გადამწყვეტი მატჩისთვის მოემზადება.
19 წლამდელები მორიგი ოქროსკენ მიიწევენ
27 ნოემბერს 19 წლამდე ლიგის მე-16 ტურში მოქმედი ჩემპიონი საგურამოს ეწვია. დედაქალაქური დერბი ლოკომოტივის ბაზაზე შედგა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი და სამი ქულის მომტანი გოლი საბა გეგიაძის ანგარიშზეა. ამ გამარჯვებით ვალერი გაგუას გუნდმა 39 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში უკეთესი ბურთესბის ბალანსის გამო პირველ ადგილზე იმყოფება. ბოლოსწინა ტურს დინამოელები 5 დეკემბერს მარტვილის მერანის წინააღმდეგ ჩაატარებენ, ტიტულის შესანრჩუნებლად ფოტო: თამარ ჯიშკარიანი კი დედაქალაქელებს გამარჯვება ესაჭიროებათ, რადგან ჩემპიონატის ბოლო მატჩი ბენდელაზე, უშუალო კონკურენტ - საბურთალოსთან ელოდებათ.
საკლუბო მაღაზია აეროპორტში ფოტო: ზუკა რუხაძე
დინამო თბილისის ოფიციალური საკლუბო მაღაზია უკვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია. ჩვენი გუნდის პროდუქციის შეძენა გამგზავრების ტერმინალშია შესაძლებელი.
პოზ
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
კლუბი
თ
+-
ქ
დინამო თბ დინამო ბთ სამგურალი დილა ტორპედო საბურთალო თელავი გაგრა სიონი ლოკომოტივი
35 35 35 35 35 35 35 35 35 35
43 53 14 10 0 3 -8 -20 -25 -70
77 76 57 56 53 47 36 36 33 8
გაგრა
დინამო თბილისი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ლუკა კუტალაძე ანტონ ჩიჩკანი ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი ანზორ მექვაბიშვილი იმრან ულად ომარი C დავით სხირტლაძე გიორგი მოისწრაფიშვილი სტანისლავ ბილენკი ჯიმი ტაბიძე ლევან ოსიყმაშვილი გიორგი კუცია თორნიკე კირკიტაძე დავით კობოური ლუკა პარკაძე უსმანე კამარა გიორგი მაისურაძე გაბრიელ სიგუა ლაშა ოდიშარია
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
30 35 2 3 4 5 6 7 8 11 13 16 21 23 24 26 28 31 38 39
ავტორი: ირაკლი ბუხალი
31 40 2 4 5 6 7 8 9 10 11 15 16 19 21 22 26 29 30 35
ნიკა ქავთარაძე გიორგი ბედიაშვილი ვასილ ხოსიტაშვილი C ნიკა ჭანტურია ლუკა ნოზაძე ზურაბ სეხნიაშვილი თეიმურაზ შონია ერეკლე სულთანიშვილი ივანე ხაბელაშვილი გიორგი ბუხაიძე არფან დაფე გიორგი ქობულაძე სანდრო შეწირული ოთარ ფარულავა ნოდარ ლომინაძე იაროსლავ რიაზანცევი ტამიმუ ოურუ გიორგი გვიშიანი თამაზ მაქაცარია კობა იაძე
დიზაინი: დავით გელხაური