ს
ჩვენი მეტოქე
vs
დინამო ბათუმი საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებია ლურჯი და თეთრი. დღეისათვის (15 წლიანი პაუზის შემდეგ) ბათუმელები საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში, ახალგახსნილ ბათუმი არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევრო ასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ფოტო: დინამო ბთ. სოც. მედია ჯამში 3-2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2-7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს დინამო პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა. 2015 წლის ზაფხულს ბათუმელებმა ქვეყნის ვიცე ჩემპიონის სტატუსით ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე დინამოელთა მეტოქე ომონია ნიქოზია გახლდათ. ზესტაფონში ჩატარებული დაპირისპირება ბათუმელთა სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. კვიპროსში კი მასპინძლებმა იმარჯვეს ორი უპასუხო ბურთით. 2016 წლის გარდამავალი პირველობა წარმატებული გამოდგა ზღვისპირელთათვის. გუნდმა მცირე ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად ევროპა ლიგის საგზურიც დაიმსახურა, სადაც პოლონურ იაგელონიას გადაეყარა და გათამაშების პირველივე ეტაპზე საერთო ჯამში 0-5 დამარცხდა. მომდევნო სეზონის შედეგებთ გუნდი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. 2018 წელს კი ქვედა დივიზიონში იპირველა და ისევ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. ბათუმელებმა 2019 წლის ჩემპიონატში 21 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორეს და ვერცხლის მედლებთან ერთად, ევროპა ლიგის საგზურიც მიიღეს. იგივე შედეგი ჩვენმა მეტოქემ 2020 წელსაც გაიმეორა და ახალშექმნილი კონფერენს ლიგის საგზური მიიღო. თავად ტურნირზე გუნდმა სან მარინოს ტრე პენე დაჯაბნა, შემდეგ ბორისივოს ბატეს აჯობა და გათამაშების მესამე ეტაპი თურქულ სივასსპორთან დათმო. სეზონის ბოლოს ბათუმელებმა არსებობის მანძილზე პირველად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი
აჭარული კლუბის მთავარ მწვრთნელად მეხუთე სეზონია ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი - გია გეგუჩაძე მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით ბათუმელებმა ისტორიაში პირველად მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონის ტიტული. მისი გუნდი 28 ტურის შემდეგ დაგროვილი 61 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.
ფოტო: დინამო ბთ. სოც. მედია
ურთიერთშეხვედრები ზღვისპირელებთან
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 67 მატჩიდან 41 დედქალაქელებმა მოიგეს, 12 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 14 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 127/65 თბილისელთა სასარგებლოდ. ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თხუთმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1-0. ცხრაჯერ მატჩი 2-1 მორჩა, შვიდჯერ 3-1 და 3-0, ხოლო ექვსჯერ 2-0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში 8 გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5-3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0-3 დამარცხდნენ, 2022 წლის 4 მარტს ბათუმელებმა 3-0 იმარჯვეს. ყველაზე დიდი ანგარიშით დედაქალაქელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მე-19 ჩემპიონატის მე-7 ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4-0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს. ბოლოს ორი დინამო ამა წლის 29 ივნისს ბათუმში შეხვდა ერთმანეთს, მასპინძლებმა კი 4-1 მოიგეს. გოლი ბათუმელთა კარში დავით სხირტლაძემ გაიტანა. 3 მაისის მატჩი კი ეროვნულ ლიგაში ბოლო 30 წლის მანძილზე დასწრების რეკორდით (25 ფოტო: ლაშა კუპრაშვილი 000-მდე გულშემატკივარი) 0-0 დასრულდა.
ჩვენი გუნდი
vs
უგოლო ფრე ქართულ დერბიში 2 ოქტომბერს ზესტფონში, ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ქართული დერბი გაიმართა. შეხვედრაში პირველი რეალური სახიფათო მომენტი დინამოელებმა მატჩის მე-11 წუთზე შექმნეს. უსმანე კამარას აქტიურობას და კარში დარტყმას ბოლო წამს როინ კვასხვაძე გადაეღობა. მომდევნო შეტევაში კი დმიტრი ანტილევსკის აქტიურობა ქუთაისელთა საჯარიმოში ცოტნე ნადარაიას ხელით თამაშით დასრულდა, თუმცა მსაჯმა შეხვედრის გაგრძელება ანიშნა. მატჩის 22-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა. მეორე ნახევრის დებიუტში დინამოელებმა კიდევ ერთი საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან, დმიტრი ანტილევსკიმ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ იყოჩაღა. 53-ე წუთზე უკვე დავით სხირტლაძის დარტყმული უკუაგდო ტორპედოს მეკარემ. შეხვედრის 77-ე წუთზე მასპინძელთა კარი ბარნს ოსეის ტექნიკური დარტყმის შემდეგ ხარიხამ ფოტო: გიორგი არჯევანიძე იხსნა. საპასუხოდ ორიოდე წუთში ნოდარ ქავთარაძემ გაარტყა ხარიხას. შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
გიორგი ჭიაბრიშვილი სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი განვლილი პერიოდის შესახებ განცხადებას აკეთებს: მოგესალმებით ყველას. ბოლო დღეებში მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც მეხმარება და მხარს მიჭერს. პირველ რიგში მადლობას ვუხდი, ჩვენი გუნდის სამედიცინო შტაბს, რომელბმაც პირველადი დახმარება აღმომიჩინეს და სწორედ მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს კვლავ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ასევე, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი თელავის ავთანდილ ყამაბარაშვილის კლინიკისა და თბილისის ამერიკული ჰოსპიტალის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებით კი, ექიმებს ოთო გაბრიჩიძეს, ნინო ჩხაიძეს და ლევან ქარაზანაშვილს. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, დინამო თბილისს, თითოეულ ფოტო: ლაშა კუპრაშვილი ფეხბურთელს, მწვრთნელს, თანამშრომელს, ჩვენს გულშემატკივრებს - ელიტას და მენეჯმენტს, ყველა მათგანისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს ძალიან მაძლიერებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვამხნევებდა მე და ჩემს ოჯახს. მადლობას გიხდით ყველას და მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება დავბრუნდე იმაზე ძლიერი ვიდრე აქამდე ვიყავი. იმედი მაქვს სულ მალე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს სტადიონზე.
დინამოელებმა ატეიტის თასი მოიგეს
დინამოს 13 წლამდე შემადგენლობამ ბათუმში მიმდინარე ატეიტის თასზე გამოსვლა 2 ოქტომბერს ოქროს მედლებით დაასრულა. დინამო თბილისის აკადემიის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 3-0 მოუგო 35-ე სკოლას, 6-0 აჯობა ლოკომოტივს, 4-0 მოუგო ბათუმელთა მეორე გუნდს და იმავე ანგარიშით აჯობა კოლხეთს. ნახევარფინალში დინამოელებმა ქუთაისის იმერს 3-1 მოუგეს და ფინალში ყაზახურ ატირაუს შეხვდნენ. გადამწყვეტი მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ლაშა გიორგობიანის გუნდმა 4-2 მოიგო. ტურნირის საუკეთესო მეკარედ დინამოელი მათე ჭელიძე დასახელდა. გათამაშების ფოტო: კობა კობაიძე
საუკეთესო ფეხბურთელი კი ასევე დინამოელი ანდრია ბართიშვილი გახდა.
Marsbet დინამოს ახალი პარტნიორია
დინამო თბილისს ახალი პარტნიორი ჰყავს. ჩვენმა კლუბმა საპარტნიორო ხელშეკრულება საერთაშორისო კომპანია Marsbet-თან გააფორმა. კონტრაქტის თანახმად მხარეები 2023 წლის ბოლომდე ითანამშრომლებენ. Marsbet აზარტული თამაშების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ რეჟიმში მუშაობს. Marsbet 2013 წელს დაარსდა და აქტიურადაა ჩართული ფეხბურთში. კომპანია, ვენის აუსტრიის, ლუგანსკის ზორიას, ედინბურგის ჰიბერნიანის და ბრაზილიური ჟუვენტუდის ოფიციალური სპონსორი გახლავთ.
პოზ
შემდეგი
შემდეგი სიონი 16 ოქტომბერი, 15:00 თამაზ სტეფანია
დილა 12 ოქტომბერი, 19:00 დინამო არენა
თ
+-
ქ
დინამო ბთ დინამო თბ ტორპედო დილა სამგურალი საბურთალო თელავი სიონი გაგრა ლოკომოტივი
28 28 28 28 28 28 28 28 28 28
45 35 -2 7 7 8 -4 -18 -19 -59
61 60 44 43 42 40 30 29 26 7
დინამო ბათუმი
დინამო თბილისი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ლუკა კუტალაძე ანტონ ჩიჩკანი ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი ანზორ მექვაბიშვილი იმრან ულად ომარი C დავით სხირტლაძე გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი გაბედავა ჯიმი ტაბიძე ლევან ოსიყმაშვილი ბარნს ოსეი გიორგი კუცია დავით კობოური ლუკა პარკაძე უსმანე კამარა გაბრიელ სიგუა ლაშა ოდიშარია დმიტრი ანტილევსკი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
კლუბი
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
30 35 2 3 4 5 6 7 8 9 13 16 18 21 24 26 28 38 39 40
ავტორი: ირაკლი ბუხალი
1 21 33 3 4 5 7 8 10 11 14 17 18 19 22 23 24 27 35 40
მიხეილ ალავიძე გიორგი ბეგაშვილი ლაშა გორდულავა ბენჟამინ ტეიდი ლუკა ქაფიანიძე ოლექსანდრ აზაცკი მათე ვაწაძე ჯამბულ ჯიღაური გუგა ფალავანდიშვილი გიორგი ზარია გიორგი ფანცულაია ვლადიმერ მამუჩაშვილი გიორგი რეხვიაშვილი სანდრო ალთუნაშვილი გიორგი ნავალოვსკი მამუკა კობახიძე C მილან რადინი პაატა ღუდუშაური გრიგოლ ჩაბრაძე ჯოვინო ფლამარიონი
დიზაინი: დავით გელხაური