დინამო - დილა

Page 1


ჩვენი მეტოქე

vs

დინამო - დილა ურთიერთშეხვედრები საქართველოს თასზე თითქმის 6 წელი გავიდა რაც, დინამო არენაზე ბოლო თასის მატჩი ჩატარდა (2016 წლის ნოემბერი). მას შემდეგ დინამომ ყველა სათასო შეხვედრა მეტოქიდან თუ წილისყრიდან გამომდინარე სტუმრად გამართა. ამ პერიოდში დინამო სამჯერ ნახევარფინალიდან გამოეთიშა თასისთვის ბრძოლას, ბოლო სამი სეზონი კი ორჯერ მერვედფინალიდან და ერთხელაც მეთექვსმეტედფინალიდან. სათასო დაპირისპირებებში შეიძლება ითქვას, რომ დინამო და დილა ტრადიციული მეტოქეები გახლავთ. ამ გუნდების გზები აქამდე 7-ჯერ გადაიკვეთა. 14 ჩატარებული მატჩიდან კი დედაქალაქელებმა 10 მოიგეს და 3 ყაიმით დაასრულეს, გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 29/8. 7 დუელიდან დინამო 6-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა. ფოტო: ბადრი კეთილაძე

პირველად თბილისური და გორული გუნდები თასზე 1996 წელს გადაიკვეთნენ. ¼ ფინალის პირველი მატჩი 4 მარტს გორში გაიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა. გოლები ლევან ხომერიკმა, გიორგი დემეტრაძემ და გიორგი კიკნაძემ გაიტანეს. საპასუხო მატჩი დინამოზე 8 მარტს შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა. გიორგი დემეტრაძემ აქაც გაიტანა, პლუს თავი კახი გოგიჩაიშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა და ლევან კობიაშვილმა გამოიჩინეს. (საბოლოოდ დინამომ თასიც მოიპოვა) 1998 წლის 14 აპრილს ეს გუნდები გათამაშების ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. 14 აპრილს დინამო სახლში 1-2 დამარცხდა. გოლი დავით მუჯირმა გაიტანა. 26 აპრილს თბილისელებმა გასვლაზე ლევან ხომერიკის დუბლით და მიხეილ აშვეთიას გოლით 3-1 მოიგეს და ფინალსაც უწიეს. მესამედ დინამო/დილა 2000 წლის 15/22 მარტს შედგა. დინამომ სახლში 4-0 მოიგო, ხოლო გორში 4-1. პირველ მატჩში კლიმენტი წიტაიშვილმა დუბლი გაიფორმა, თითო გოლი კი მიხეილ ხუციშვილმა და გიორგი ანჩაბაძემ გაიტანეს. მეორე მატჩში არჩილ სახვაძემ თორნიკე რუხაძის გოლს - ჰეთ თრიქი მიამატა. კიდევ ერთი ნახევარფინალი თბილისელთა და გორელთა შესრულებით 2004 წელს გაიმართა. 20 აპრილს დინამომ დინამოზე ლადო ახალაიას გოლით 1-0 მოიგო, ხოლო 5 მაისს იმავე ანგარიშით და სანდრო იაშვილის გოლით იმარჯვა სტუმრად. (თასი დინამომ მოიგო) 2011 წელს გუნდები, ამ პაექრობების ყველაზე ადრეულ ეტაპზე 1/16 ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ორი ყაიმის შემდეგ გამარჯვებული დილა გამოვიდა. 28 სექტემბერს თბილისელებმა მეტოქეს მაშინდელ სანაკრებო ბაზაზე ‘ბასა’ უმასპინძლეს და 2-2 დაცილდნენ. გოლები ჯამბულ ჯიღაურმა და გიორგი კახელიშვილმა გაიტანეს. საპასუხო შეხვედრა კი გოლების გარეშე დასრულდა. 2014 წელს ისევ ნახევარფინალი. 8 აპრილს დედაქალაქელებმა ოთარ მარცვალაძის გოლით 1-0 იმარჯვეს. 23 აპრილს კი დინამომ სტუმრად 4-2 მოიგო. ოთარ მარცვალაძემ ორჯერ აიღო გორელთა კარი, თითო ზუსტი დარტყმაც გიორგი რეხვიაშვილმა და გიორგი მერებაშვილმა შეასრულეს. (აქაც ფინალში დინამომ იმარჯვა) ბოლოს თასზე დინამოს და დილას გზები 2015 წელს მეოთხედფინალში გადაიკვეთა. 18 თებერვალს გორში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 9 მარტს კი დინამომ ოთარ კაკაბაძის გოლით 1-0 მოიგო. (ეს თასიც დედაქალაქელებმა მოიგეს) მთლიანობაში საქართველოს თასზე დინამოელები 178-ე შეხვედრას ჩაატარებენ. თბილისელებმა 115 მატჩი მოიგეს, ხოლო 29 დათმეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 412/114.


ჩვენი გუნდი

vs

დინამომ ბათუმთან მოიგო და პირველ ადგილზეა 7 ოქტომბერს დინამო არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ პირველად ეროვნული ლიგის ისტორიაში შეხვედრაზე VAR-ის ჯგუფი მუშაობდა. მასპინძლები კი თამაშზე გიორგი ჭიაბრიშვილმა გაიყვანა, რომელიც ავადმყოფობის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს. შეხვედრა თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს, სტუმრები კი გათვლას უფრო კონტრშეტევაზე აკეთებდნენ. მე-20 წუთისთვის ორივე გუნდმა ორი სახიფათო მომენტი გაცვალა. ჯერ უსმანე კამარას ტექნიკური თამაში და დარტყმული აცდა კარს, საპასუხოდ კი ჯოვინო ფლამარიონის დარტყმული ბურთი ზევიდან გადაევლო თბილისელთა კარს. ტაიმის შუაში თამაშმა მოედნის ცენტრში გადაინაცვლა. 35-ე წუთზე ნიკა მალი ამწვავებდა შეხვედრას, ძლიერადაც გაისროლა, თუმცა ოდნავ არაზუსტად. შეხვედრის ერთი საათის თავზე გუნდებმ ორი საგოლე მომენტი გაცვალეს. ჯერ ლუკა კუტალაძემ მოიგერია უძლიერესი დარტყმული, შემდეგ კი დავით სხირტლაძემ მცირედით ააცილა მიხეილ ალავიძის კარს. მომდევნო შეტევაში უსმანე კამარას მართებდა ანგარშის გახსნა, მაგრამ დმიტრი ანტილევსკის პასის შემდეგ არაზუსტად ითამაშა. დინამოელთა შეტევებმა შედეგი 68-ე წუთზე გამოიღო. ნიკა მალი მარჯვენა ფრთაზე გაიჭრა, საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ყველას დავით სხირტლაძემ დაასწრო და ზუსტი თავურით გახსნა ანგარიში. 79-ე წუთზე მსაჯმა პირველად გამოიყენა VAR სისტემა და ბარნს ოსეის წითელი ბარათი უჩვენა. არბიტრმა შეხვედრას 7 წუთი დაამატა, თუმცა აღარაფერი შეცვლილა. თბილისელებმა მოიგეს და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ. ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

მეორე გუნდი ლიგა 3-ში ლიდერობას ინარჩუნებს

ლიგა 3-ში 22-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა. საინტერესო მატჩი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს გატანილი გოლით დასრულდა და დინამო ლიგაში ლიდერია. ანგარიში შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრებმა გახსნეს. გოლი ვაჟა შანიძემ გაიტანა. 54-ე წუთზე ირაკლი იაკობიძემ ზუსტი დარტყმით სტატუს ქვო აღადგინა. გამარჯვების გოლი კი 94-ე ფოტო: თამარ ჯიშკარიანი წუთზე ნიკა უგრეხელიძემ გაიტანა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 15 მოგებით და 49 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. დინამოელები 17 ოქტომბერს ლანჩხუთში ჩაატარებენ შეხვედრას და ადგილობრივ გურიას დაუპირისპირდებიან.

ახალი ანალიტიკური პროგრამა დინამოში

დინამო თბილისმა მონაცემთა ანალიტიკის პროგრამა SciSports შეიძინა. SciSports ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ანალიტიკური პროგრამაა, რომელიც სხვადასხვა მონაცემების ანალიზის შედეგად, სამწვრთნელო შტაბს, მოთამაშეების შესახებ მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას აწვდის. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც მოწინააღმდეგის ანალიზისთვის, ასევე სკაუტინგისთვის.


შემდეგი

შემდეგი

სიონი 16 ოქტომბერი, 15:00 თამაზ სტეფანია

საბურთალო 30 ოქტომბერი, 19:00 დინამო არენა

დინამო

დილა

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ლუკა კუტალაძე ანტონ ჩიჩკანი ნიკა მალი ალექსანდრე კალანდაძე საბა ხვადაგიანი იმრან ულად ომარი C დავით სხირტლაძე გიორგი მოისწრაფიშვილი გიორგი გაბედავა ლევან ოსიყმაშვილი გიორგი ჩხეტიანი გიორგი კუცია თორნიკე კირკიტაძე დავით კობოური ლუკა პარკაძე უსმანე კამარა გიორგი მაისურაძე გაბრიელ სიგუა ლაშა ოდიშარია დმიტრი ანტილევსკი

მწვრთნელი: ანდრი დემჩენკო

30 35 2 3 4 6 7 8 9 16 20 21 23 24 26 28 31 38 39 40

ავტორი: ირაკლი ბუხალი

1 31 2 3 4 5 6 9 10 12 13 17 18 19 21 22 23 24 25 33

პაოლო ფულაძე დემეტრე ბულისკერია რევაზ ჩიტეიშვილი აკაკი გიუნაშვილი ანრი ჭიჭინაძე ალეფ სანტოსი C ცოტნე მოსიაშვილი თორნიკე კაპანაძე ტიერი გეილი ამოს ნონდი ნუგზარ სპანდერაშვილი ალექსანდრე გაფრინდაშვილი ჰაჯი დრამე ონორე გომისი იური ბატიუშინი გიორგი გაფრინდაშვილი ჟან ვიქტორი თორნიკე ძოწენიძე ვანდერსონ სილვა რომარიკ ეტოუ

დიზაინი: დავით გელხაური


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.