შშმ ბავშვები

Page 1

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებები და ფსიქო-სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ

Funded through Democracy Commission Small Grants Program, the U.S. Embassy in Georgia


„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ადასტურებს მსოფლიოს მიერ აღიარებულ ჭეშმარიტებას, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის განვითარებისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის უმოკლესი გზაა. საქართველო, როგორც გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციისა“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ხელმომწერი ქვეყანა, ვალდებულია განახორციელოს ყველა საჭირო ზომა, რათა საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და აღმასრულებელ დონეზე იქნას ასახული კონვენციებით განსაზღვრული უფლებების აღსრულების მექანიზმები, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ცხოვრებაში რეალიზებას. კონვენციები განსაზღვრავენ ბავშვების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვების სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს. ამ მიმართებით, ყველა ხელმომწერი ქვეყანა ვალდებულია გადასინჯოს ეროვნული კანონმდებლობა კონვენციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მათი მოთხოვნების განხორციელებას. გამონაკლისს ის შემთხვევები წარმოადგენენ, როდესაც ქვეყანაში მოქმედი ეროვნული სტანდარტები უფრო მაღალი ხარისხით იცავენ ბავშვის უფლებებს, ვიდრე კონვენციის მიერ განსაზღვრული სტანდარტები. ამგვარად, „ბავშვის უფლებათა კონვენციითა“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ დაწესებული სტანდარტები სახელმწიფოების ეროვნული ვალდებულებაა.

მიუხედავად იმისა, რომ კონვენციები მიმართავენ მთავრობებს, როგორც ხალხის წარმომადგენლებს, ისინი ასევე განკუთვნილია საზოგადოების ყველა წევრისთვის (მშობლები, ოჯახის წევრები, თემები, საზოგადოება; უწყებები და პროფესიონალები, რომელთაც ევალებათ ბავშვებთა საკითხებზე მუშაობა).

ზემოთ აღნიშნული კონვენციების თანახმად, თითოეული ბავშვი წარმოადგენს საზოგადოების სრულუფლებიან წევრს, რომელიც სარგებლობს როგორც ყველა ძირითადი, ისე განსაკუთრებული უფლებებით, შესაბამისად, მას უნდა მიეცეს სიცოცხლისა და განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის გარეშე, განურჩევლად ისეთი ნიშნებისა, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსი, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობა, ქონებრივი მდგომარეობა, დაბადება თუ სხვა ვითარება. ბავშვის უფლებაა განსაკუთრებული მზრუნველობით იყოს გარემოსილი. მისი უპირატესი უფლებაა აღიზარდოს ოჯახურ ან მასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში, სადაც იგი უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული მოსიყვარულე, ურთიერთგაგებისა და მზრუნველობით აღსავსე გარემოში. მას ასევე აქვს უფლება მიიღოს მისი ინდივიდუალური უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისი განათლება, რაც ხელს შეუწყობს მის მიერ დასწავლილი უნარებისა და შეძენილი ცოდნის პირადი და საზოგადოების საკეთილდღეოდ რეალიზებაში, რაც განაპირობებს მის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.


„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“

განსაზღვრავს ასევე სპეციფიურ

მუხლებს, რომლითაც სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. მაგალითად:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სხვა ბავშვების თანასწორად უნდა ახერხებდნენ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას. ყველა მხარე ‒ სახელმწიფო, ოჯახი, საზოგადოება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას თუ ქმედების განხორციელებისას, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებდეს ბავშვის უპირატეს ინტერესებს, სურვილებს, შეხედულებებს, ასევე საზღვრავდეს, თუ როგორ აისახება ეს მათ კეთილდღეობაზე ‒ განვითარებისა და სოციალიზაციის ხარისხზე. დამოუკიდებელი ცხოვრება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ შორის ბავშვებს, სხვებთან თანასწორად შეუძლიათ თავად შეარჩიონ საცხოვრებელი ადგილი, სად და ვისთან სურთ ცხოვრება. ხოლო იმ შემთხვევებში, თუ განსაკუთრებული მიზეზით შშმ ბავშვებს უწევთ ოჯახის გარეთ ცხოვრება და სხვა სახის სოციალურ მომსახურებაში აღზრდა, ისინი უნდა უზრუნველყოფილნი იქნენ განვითარების შესაბამისი პირობებით, ასევე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობით, რათა არ მოხდეს მათი იზოლაცია. მათი ინტერესებისა და უნარების გათვლისწინებით უნდა ჩაერთოს საგანმანათლებლო და/ან პროფესიული განათლების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მისი ღირსების გრძნობის გაძლიერებას, თვითრწმენის ჩამოყალიბებას და შემდგომში, დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას.

ჯანმრთელობის დაცვა, რაც გულისხმობს, რომ მათ შეუძლიათ დროულად და მიზნობრივად ისარგებლონ ჯანდაცვის სფეროს მომსახურებებითა და პროგრამებით, მათ შორის, ადრეული დიაგნოსტიკით, სარეაბილიტაციო ან კორექციული მომსახურებებით, რომელთა მიზანია მდგომარეობის შემდგომი შეზღუდვის ხარისხის მინიუმამდე დაყვანა და/ან პრევენცია. ამასთან, ყველა ეს მომსახურება ხელმისაწვდომია მათთვის, მიუხედავად საცხოვრებელი არეალისა (ქალაქი, სოფელი). აბილიტაცია და რეაბილიტაცია ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას მათი, სრული ფიზიკური, მენტალური, სოციალური და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების გზით. ამისათვის სახელმწიფომ უნდა შეუმუშავოს და განავითაროს რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამები, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მომსახურებების სფეროში. ამასთან, მეტად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამები ადრეული ასაკიდანვე იყოს ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, მათი ოჯახებისთვის, შესაბამისად, მოცემული მომსახურებების განვითარებისას, გასათვალისწინებელია მომსახურებათა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. მნიშველოვანია ასევე არსებობდეს გადამისამართების მოქნილი და გამართული სისტემა, რომელიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ადრეული ასაკიდან იქნან ჩართულნი შესაფერის მომსახურება(ებ)ში. ასევე არსებობდეს მულტიდისციპლინური შეფასების სისტემა, რომელიც კომპლექსურად გამოავლენს თითოეული ბავშვის საჭიროებებს და შესთავაზებს მათ ამ საჭიროებებზე დაფუძნებულ ხარისხიან მომსახურებას.


იმისათვის, რათა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამები იყოს ეფექტური და ხარისხზე ორიენტირებული, საჭიროა სახელმწიფომ, მის ხელთ არსებული რესურსით ხელი შეუწყოს მომსახურებებში ჩართულ პროფესიონალებს ცოდნისა და უნარების შემდგომ განვითარებაგაძლიერებას, ასევე, უწყვეტი განათლების პროცესში ჩართვის მხარდაჭერას. ყველა ზემოთ აღნიშნული უფლება ასახავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ძირითად ნორმებს, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს თითოეული სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებათა დაცვის პროცესში.

ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მიზანია სხვადასხვა საჭიროების მქონე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხარისხის გაზრდა. სახელმწიფო პროგრამა, ქვეპროგრამების სახით განსაზღვრავს სხვადასხვა სოციალურ მომსახურებებს, რომლებიც დღეისათვის წარმოადგენს იმ მომსახურებათა ქსელს, რომელიც ხელმისაწვდომია მიზნობრივი ჯგუფებისთვის. „სოციალური რეაბილიტაციისა

და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო

პროგრამით“ გათვალისწინებული

მომსახურებები, რომელთა სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები:

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ყოველწლიურად, საერთაშორისო კონვენციებითა და სამთავრობო გეგმების შესაბამისად, მისთვის განკუთვნილი ასიგნებების ფარგლებში შეიმუშავებს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

1

მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამის მიზანია „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების უზრუნველყოფის გზით, ბავშვის მიტოვების რისკის შემცირება და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის ხელშეწყობა. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ერთი წლისა და 6 თვის ასაკის ჩათვლით ბავშვები, რომელთა: ⊳⊳ ოჯახი კვების ვაუჩერის მოთხოვნის შესახებ განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მისი სარეიტინგო ქულაა 57 001-ზე ნაკლებია; ⊳⊳ სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული (რეინტეგრირებული) ბავშვის ოჯახი.


ვაუჩერის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში ‒ სააგენტო) სათათბირო ორგანო c მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭო (შემდგომში ‒ რეგიონული საბჭო), ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში (რაიონულ ცენტრში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სპეციალური ფორმის შევსებისა და სააგენტოს უფლებამოსილი პირის ‒ სოციალური მუშაკის მიერ ოჯახის შეფასების შემდეგ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სადაც მითითებულია, ბავშვის მიტოვების რისკი და აუცილებელია სათანადო პრევენციული ზომების გატარება. ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვას თან უნდა ერთოდეს იმ ექიმსპეციალისტის მიერ გაცემული მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NoIV-100/ა), რომელიც ახორციელებს ბავშვის განვითარებაზე დინამიკურ მეთვალყურეობას. ცნობაში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ხელოვნური კვების საჭიროება. მომსახურება ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით.

2

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამის მიზანია განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირებისა და ოჯახის გაძლიერების გზით, ბავშვის შესაძლებლობის შეზღუდვის და მიტოვების პრევენცია. ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის: ⊳⊳ გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვის ოჯახის მხარდაჭერა და ბავშვის ჩართვა ადრეული განვითარების პროგრამაში;

⊳⊳ გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების დარღვევების იდენტიფიკაცია, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება და ბავშვის სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების განვითარება და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობა; ⊳⊳ ბავშვისა და მშობლის საჭიროებების გათვალისწინებით, მულტიდისციპლინური გუნდის ერთი ან რამდენიმე სპეციალისტის (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, საერთო ჯამში, თვეში არანაკლებ 8 მომსახურების გაწევა, რომელიც 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, გულისხმობს ინდივიდუალურ და/ან ჯგუფურ მომსახურებას, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, მხოლოდ ინდივიდუალურ მომსახურებას. ამასთან, ჯგუფური მუშაობის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თვეში 4-ს. ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ბავშვს/ ოჯახს მომსახურება შესაძლებელია მიეწოდოს სახლში, სამედიცინო დაწესებულებაში, მიმწოდებელთან ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში; ⊳⊳ ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განსახორციელებლად მშობლის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება). ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი და სხვა) მქონე 0-7 წლამდე ასაკის ბავშვი. ამასთან, სამიზნე ჯგუფის ბავშვი არ შეიძლება იყოს ერთდროულად ადრეული განვითარების ქვეპროგრამის და დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარი.


პროგარმაში ჩართვის მიზნით, ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა/ მინდობით აღმზრდელმა უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (რაიონულ ცენტრს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), შეავსოს მიმართვის სპეციალური ფორმა და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ⊳⊳ პირის კანონიერი წარმომადგენლის/ მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ⊳⊳ კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში ‒ დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში ‒ მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი; ⊳⊳ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ⊳⊳ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NoIV-100/ა). ამის შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ‒ სოციალური მუშაკის მიერ ხორციელდება ოჯახის/ბავშვის შეფასება და მომსახურებაში მოთავსების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნა წარედგინება რეგიონულ საბჭოს. მომსახურება ხორციელდება შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. გორში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში.

3

ბავშვთა რეაბილიტაციის/ აბილიტაციის ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამის მიზანია სამიზნე ჯგუფის ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაცია, აბილიტაცია, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

⊳⊳ სამიზნე ჯგუფისთვის ‒ ბავშვთა ცერებრული დამბლის, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის, დაუზუსტებელი) პირველადი დაზიანების, ჰემი-, პარა- და ტეტრაპლეგიის, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგების, ანთებითი პოლინეიროპათიების შედეგების, პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისა და ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენა (წელიწადში ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა) შესაბამის სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ; ⊳⊳ თერაპიული ინტერვენცია, რომელიც მოიცავს ფიზიკური თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის, მეტყველებისა და ენის თერაპიის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური კორექციის, ქცევითი თერაპიის, აგრეთვე, მშობელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსებს ‒ „ცერებრული დამბლა“ – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების; ⊳⊳ ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას;


⊳⊳ საჭიროების შემთხვევაში ‒ ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება (სეანსი). პროგრამაში ჩართვის მიზნით, სამიზნე ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი/ მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი, განცხადებით მიმართავს რეაბილიტაციის პროგრამის მიმწოდებელს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს პირის: ⊳⊳ კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ⊳⊳ კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში ‒ დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში ‒ მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის შემთხვევაში ‒ დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა; ⊳⊳ დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ⊳⊳ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NoIV-100/ა); ⊳⊳ შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა და მისი ასლი, თუ პირი ⊳⊳ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია; ⊳⊳ ინდივიადულური აბილიტაციის/ რეაბილიტაციის წლიური გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). რის შემდეგაც მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს პირის პროგრამის სამიზნე ჯგუფისადმი კუთვნილების დადგენას და მისი

ინდივიდუალური აბილიტაციის/ რეაბილიტაციის წლიური გეგმის სააგენტოში წარდგენას არა უგვიანეს პირის კანონიერი წარმომადგენლის/ მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ მიმწოდებლისთვის მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით, რის შემდეგაც სააგენტოში ხდება პირის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, პროგრამაში ჩართვის უპირატესობით სარგებლობენ რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები და ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა). მომსახურება ხორციელდება შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ქუთაისში, ქ. გორში და ქ. ბათუმში.

4

დღის ცენტრების ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამის მიზანია სამიზნე ჯგუფის ოჯახების მხარდაჭერა და ბავშვთა მიტოვების პრევენცია. ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის: ⊳⊳ ბენეფიციართა ყოველდღიური (შაბათკვირისა და უქმე დღეების გარდა) მომსახურება ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი; ⊳⊳ აკადემიური საჭიროებების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;


⊳⊳ საყოფაცხოვრებო და სახელობო/ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

ბით: ფსიქოლოგი, პედიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური განათლების მასწავლებელი, მომვლელი;

⊳⊳ კულტურულ და სპორტულგამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;

⊳⊳ ფსიქოლოგიური მომსახურების და ოკუპაციური თერაპიის უზრუნველყოფას;

⊳⊳ ეფექტიანი კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უნარჩვევების სწავლება;

⊳⊳ ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;

⊳⊳ საჭიროების შემთხვევაში ‒ ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება; ⊳⊳ ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას (ბენეფიციარის ტრანსპორტირებას ან სამგზავრო ხარჯების დაფინანსებას); ⊳⊳ წლიური ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციის პროგრამის შედგენა (ერთხელ, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), განხორციელება და განახლებას; ⊳⊳ შშმ ბავშვთა ხელშეწყობას ინკლუზიური განათლებისათვის. მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს: ⊳⊳ ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 6 საათის განმავლობაში მომსახურებას; ⊳⊳ ბენეფიციარის ფსიქო-მოტორული განვითარების და სოციალური უნარების შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს შეფასების ინსტრუმენტსა და ბავშვთან მუშაობის გზამკვლევს; ⊳⊳ რეაბილიტაციის/აბილიტაციის გეგმის შემუშავება/განხორციელებას მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, შემდეგი სპეციალისტების ჩართულო-

⊳⊳ საჭიროების შემთხვევაში, კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში დახმარებას; ⊳⊳ ბენეფიციართა ქცევითი დარღვევების შეფასებას და ქცევის მართვის სპეციალიზებული გეგმის შემუშავებას და განხორციელებას. მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას ბავშვის ქცევის სწორად მართვის მიზნით (რთული ქცევის მართვის პროგრამაში მონაწილეობენ დღის ცენტრის თანამშრომლები, მშობლები, ბენეფიციარის განვითარების პროცესში ჩართული სხვა პირები. რთული ქცევის მართვის პროგრამა დგება ქცევის გამოვლენიდან 30 დღეში. პროგრამის გადასინჯვა ხორციელდება 3 თვეში ერთხელ); ⊳⊳ ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ტრანსპორტით უზრუნველყოფას. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია: ⊳⊳ 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში; ⊳⊳ 6-დან 18 წლამდე ასაკის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები (მათ შორის, ბავშვები, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში).


მითითებული მომსახურებების მიღების მსურველი პირის კანონიერმა წარმომადგენელმა/მინდობით აღმზრდელმა უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (რაიონულ ცენტრს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), შეავსოს სპეციალური ფორმის მიმართვა და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ⊳⊳ მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, ან დაბადების მოწმობა და მისი ასლი ‒ თუ პირი არასრულწლოვანია; ⊳⊳ მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა NoIV-100/ა), იმ შემთხვევაში, თუ მაძიებელი რეგიონული საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე 12 თვის განმავლობაში არ იყო ამ მომსახურების ბენეფიციარი, მიუხედავად მომსახურების მიღების ხანგრძლივობისა; ⊳⊳ მაძიებლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ⊳⊳ განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია; ⊳⊳ მაძიებლის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია; ⊳⊳ მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურების მისაღებად დამატებით სამედიცინო ‒ სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი ‒ ფორმა NoIV-50/2.

ამის შემდეგ, სოციალური მუშაკის მიერ ხორციელდება პირის/ოჯახის შეფასება და მომსახურებაში ჩართვის მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნის წარდგენა რეგიონული საბჭოსთვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების მომსახურება ხორციელდება შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. რუსთავი, ქ. ბათუმი, გორის მუნიციპალიტეტი, ქარელის მუნიციპალიტეტი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი, ქ. ფოთი, ქ. ზუგდიდი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ქ. მცხეთა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურება ხორციელდება შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი.

5

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა) დამხმარე საშუალებების (სავარძელ-ეტლები, საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებები, სმენის აპარატები, კოხლეარული იმპლანტი, ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, უსინათლოთა ხელჯოხები და გადასაადგილებელი ჩარჩოები) უზრუნველყოფის გზით სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია. „დამხმარე საშუალებებით“ უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში, პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით


აღმზრდელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (რაიონულ ცენტრს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და თან ურთავს შემდეგ დოკუმენტებს: ⊳⊳ კანონიერი წარმომადგენლის/ მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლს; ⊳⊳ კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში ‒ დამადასტურებელი საბუთს და მის ასლს, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში კი მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლს; ⊳⊳ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლს (პირადობის მოწმობის არქონისას); ⊳⊳ შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას და მის ასლს, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია. ⊳⊳ პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი ‒ ფორმა NoIV-50/2, სადაც მითითებულია დამხმარე საშუალების ‒ სავარძელ-ეტლის, საპროთეზოორთოპედიული საშუალების, სმენის აპარატის, კოხლეარული იმპლანტის საჭიროება, ხოლო ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით ან გადასაადგილებელი ჩარჩოების საჭიროების შემთხვევაში, პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა NoIV100/ა), სადაც მითითებული იქნება შესაბამისი სახეობის დამხმარე საშუალების საჭიროება. ქვეპროგრამა ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით.

6

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა:

ქვეპროგრამის მიზანია სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით საქონლის/ მომსახურების შესყიდვა და გადაცემა, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ დამტკიცებული სხვა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურებისა, საცხოვრებლით ან ბინის ქირით უზრუნველყოფისა, შენობა-ნაგებობების სამშენებლოსარეაბილიტაციო მომსახურებისა და სხვა არაპირველადი საჭიროების საქონლის/ მომსახურებისა. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ პირველად დახმარებას. სამიზნე ჯგუფისათვის გადაუდებელი პირველადი დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია. ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. მითითებულ მომსახურებაში ჩართვის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (რაიონულ ცენტრს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით).


შეზღუდული შესაძლებლობის

დაწესებულება.

სტატუსის დადგენის ორგანი-

იმ შემთხვევაში, თუ პირი თვლის, რომ არსებული დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან ინტელექტუალური დარღვევების შედეგად გამოწვეულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლა, ამასთან, აღენიშნება ორგანიზმის ფუნქციის მყარი დარღვევა, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვას, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დასადგენად მისი სურვილისამებრ შეუძლია განცხადებით მიმართოს საამისოდ უფლებამოსილ მისთვის ხელსაყრელ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებას.

ზაციული და სამართლებრივი საფუძვლები სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად 2007 წლის პირველი იანვრიდან, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისათვის პირის გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის ხარისხზე, ასევე სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებზე დასკვნის გამოტანაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებებს. დღეისათვის, სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზას წარმართავს ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს რა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მოპოვებული აქვს ლიცენზია (ნებართვა), რაც აძლევს უფლებას განახორციელოს სპეციალიზებული საქმიანობა, კერძოდ, მოქალაქეთა, მათ შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დიაგნოსტიკა, ნორმატიული აქტით დადგენილ დაავადებათა და ანატომიურ/გონებრივი დარღვევათა განსაზღვრისათვის, რათა პირებს დაუდგინდეთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლების მოპოვების მიზნით, შესაბამისი დაწესებულების შერჩევა ხორციელდება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ, რომლის დასკვნის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებას 2 წლის ვადით გადაეცემა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის უფლება. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებასა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენაზე უფლებამოსილია 69 სამედიცინო

პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა ხდება „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის No1/ნ ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული დაავადებების, ტრამვების, ანატომიური და ინტელექტუალური ჩამორჩენის საფუძველზე, რომელთა ჩამონათვალიც შემუშავებულ იქნა მედიცინის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად. ამავე დროს, ხდება კლინიკურ-ფუნქციონალური, სოციალური, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსური შეფასება. მხედველობაში მიიღება დაავადების ხასიათი, ორგანიზმის სისტემების და ორგანოთა ფუნქციურ დარღვევათა ხარისხი, მკურნალობისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტურობა, კლინიკური და შრომითი პროგნოზი, სოციალური ადაპტაციის შესაძლებლობები, პროფესია, შრომის კონკრეტული პირობები და ხასიათი. რაც შეეხება 18 წლამდე ასაკის პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის მინიჭების პროცედურას, სამედიცინო დაწესებულებას 18 წლამდე


ასაკის პირზე კატეგორიის ‒ „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის შესახებ დასკვნა გამოაქვს „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 მარტის N62/ნ ბრძანებაში მითითებული დაავადებათა ნუსხის შესაბამისად: 2 წლის ვადით, 5 წლის ვადით ან ერთჯერადად, 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე. საყურადღებოა, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა/ გადამოწმებისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება (სადიაგნოსტიკო გამოკვლევები და ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებს (მათ შორის, საყოველთაო დაზღვევისა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის) მიეწოდებათ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. რაც შეეხება „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისთვის“ სოციალური პაკეტით განსაზღვრული თანხის ოდენობას, იგი განსაზღვრულია „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის No279 დადგენილებით, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს: ⊳⊳ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს ‒ 144 ლარის ოდენობით;

⊳⊳ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს ‒ 122 ლარის ოდენობით; ⊳⊳ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვს ‒ 107 ლარის ოდენობით; ⊳⊳ სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს ‒ 100 ლარის ოდენობით. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისთვის სოციალური პაკეტით განსაზღვრული თანხის დანიშვნისათვის დაინტერესებულმა მხარემ უნდა მიმართოს სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ ცენტრს (მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ⊳⊳ შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა; ⊳⊳ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ⊳⊳ კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ⊳⊳ კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში ‒ დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი.


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში ჩართვის პროცედურები ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე რომელსაც, თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას. კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს: ⊳⊳ ფიზიკური დარღვევა; ⊳⊳ ინტელექტუალური დარღვევა; ⊳⊳ სენსორული დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ⊳⊳ მეტყველების დარღვევა; ⊳⊳ ქცევითი და ემოციური დარღვევა; ⊳⊳ გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; ⊳⊳ სირთულეებით სოციალური ფაქტორების გამო და ამ მიზეზით ვერ სძლევს ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. მითითებული დარღევების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი (კანონიერი წარმომადგენელი, სკოლა ‒ მშობელთან შეთანხმებით) ავსებს სპეციალური მომართვის ფორმას, რომელსაც აბარებს საქართველოს განათლებისა

და მეცნიერების სამინისტროში ან საგანმანათლებლო რესურსცენტრში (რაიონის მიხედვით), რომელიც შემდგომი განხილვისთვის ეგზავნება მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს (მუნიციპალიტეტების მიხედვით). მულტიდისციპლინური გუნდის წევრები, მომართვის მიღებიდან 2 კვირის ვადაში აფასებენ ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებებს, სკოლისადმი მზაობას, აკადემიურ და შემეცნებით უნარებს, ქცევას, ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვის ხარისხს, რაც ასახულია დასკვნაში. აღნიშნულის საფუძველზე გაიცემა რეკომენდაცია, თუ რა სახის საგანმანათლებლო მომსახურება ესაჭიროება ბავშვს (სკოლა-პანსიონი, ინკლუზიური განათლების კოპონენტი საჯარო სკოლაში, ინტეგრირებული სწავლება, შინ სწავლება, თუ სხვა). ასევე გასცემს რეკომენდაციას საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევისთვის; კონსულტაციას უწევს სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს მონიტორინგს და ახდენს გეგმის გადაფასებას 3 წელიწადში ერთხელ. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის, რომელიც წარმოადგენს სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილს. იგი მაქსიმალურად ითვალისწინებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, აგრეთვე, ყველა დამატებით აქტივობას, რომელიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება სასწავლო წლის დაწყებამდე


არაუგვიანეს ერთი კვირისა ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება შემუშავდეს ყველა საგანში ან რომელიმე კონკრეტულ საგანში/საგნებში სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა შშმ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განათლების უფლების რეალიზებას ამყარებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ 24-ე მუხლი, რომელიც აღიარებს, რომ მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვას და ამ უფლების დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში რეალიზებისთვის, სათანადო პირობების შექმნას, ვინაიდან, სწორედ განათლება უწყობს ხელს ბავშვის პოტენციალის ‒ საკუთარი პიროვნების, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას, ასევე ღირსებისა და საკუთარი თავის პატივისცემის გაღვივებას და განმტკიცებას.

საქართველოს განათლებისა და

ამასთან, კონვენცია ხაზგასმას აკეთებს, მასზედ, რომ აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის, მონაწილე ქვეყნები ყველა ზომას უნდა იღებდნენ, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მიზეზით არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა გარიყვა ზოგადი განათლების ‒ დაწყებითი ან საშუალო სავალდებულო უფასო განათლების სისტემიდან.

ბავშვის განათლების უფლება, კანონიერ წარმომადგენელს/ დაინტერესებულ პირს შეუძლია ოფიციალურად მიმართოს რაიონის საგანმანათლებლო რესურცენტრს, სკოლის ადმინისტრაციას, ან მეცნიერების სამინისტროს, რომელიც მისი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს შემთხვევის შესწავლას და გაწევს სათანადო რეაგირებას. რეაგირების მიზნით, მიმართვა შესაძლებელია ასევე მიეწოდოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მიმართვას და საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვს ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, ან მიზნობრივი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან.


ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები სახელმწიფომ, ბავშვთა დაცვის მოქნილი და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შეიმუშავა „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები“, რომელიც დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 31 მაისის N152/ნ–N496–N45/ნ ერთობლივი ბრძანებით. აღნიშნული დოკუმენტის მიზანია ოჯახში და მის ფარგლებს გარეთ ბავშვთა ძალადობისგან დაცვა, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) კოორდინირებული სისტემის ჩამოყალიბების გზით. “ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები“ განსაზღვრავს ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში კომპეტენტური ორგანოების უფლება-მოვალეობებსა და შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმებს. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სუბიექტებს წარმოადგენენ: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და მისი სტრუქტურული ერთეულები ‒ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები, სკოლები, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები (სააღმზრდელო

დაწესებულება, დღის ცენტრი), სამედიცინო დაწესებულებები და სოფლის ექიმები. მითითებული ნორმატიული აქტის თანახმად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა ევალება ყველა დაწესებულებას, რომელიც ურთიერთობს ბავშვთან, მათ შორის სკოლას, სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებას, სააგენტოს, საუბნო სამსახურსა და საპატრულო პოლიციას. ბავშვთა ძალადობის გადაუდებელ შემთხვევებზე შეტყობინება შედის საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე (24 საათის განმავლობაში), სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ბაზაზე მოქმედ 24 საათიან ეროვნულ ცხელ ხაზზე (309-903), ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (15-05), რომლებიც უზრუნველყოფენ სატელეფონო შეტყობინებებზე რეაგირებას/რეფერირებას. რაც შეეხება ძალადობის ეჭვის შემთხვევებს, შეტყობინების მიღებისთანავე, პროცესში ერთვება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი – სოციალური მუშაკი, რომელიც აფასებს შემთხვევას, შეიმუშავებს დასკვნა/რეკომენდაციებს და გეგმავს სათანადო ინტერვენციებს.


ლუბლიანას 21ბ, თბილისი

fsg@firststepgeorgia.org 2 603 604  /  2 603 624 www.firststepgeorgia.org fb.com/firststepgeorgia


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.