სენსორული წიგნი

Page 1

როგორ გავაკეთოთ

სათამაშოები



როგორ გავაკეთოთ

სათამაშოები

2014


წიგნის ავტორები:

გიორგი დემეტრაშვილი ქეთევან ტალახაძე

წიგნის დიზაინერი:

სოფო მესხიშვილი

დაფინანსებულია ფონდი “სიცოცხლის ხის” მიერ საგრანტო პროექტის — “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სენსორული ინტეგრაციის და სოციალური ადაპტაციის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში.

ნებადართულია ამ გამოცემის თავისუფლად გამრავლება და ციტირება.

დაბეჭდილია სტამბა “რეზონში” თბილისი, 2014


სარჩევი წინასიტყვაობა................................................................................................... 6 ფერადი ღრუბლები......................................................................................... 8 ბუსუსა ბურთები.............................................................................................. 10 ჟღარუნა ბურთები............................................................................................12 ბუშტის ფორმები..............................................................................................14 სენსორული თათმანი....................................................................................16 სენსორული წიგნი..........................................................................................18 სენსორული ჩხირები................................................................................... 20 ფერადი ბრინჯი...............................................................................................22 ფერადი ცომი................................................................................................... 24 სენსორული დაფა..........................................................................................26 ფუნქციური დაფა............................................................................................28 წონასწორობის დაფა.................................................................................. 30 მანათობელი ნოხი.........................................................................................32 სკეიდი..................................................................................................................34 პროპრიო ოჩოფეხები..................................................................................36 ფერადი კამერა................................................................................................38 დგუში...................................................................................................................40 ქვიშის საათი.................................................................................................... 42 ორმაგი კაფსულა.......................................................................................... 44 ტყუპი კაფსულები.......................................................................................... 46 სითხის კაფსულა............................................................................................48 მილის ცისარტყელა..................................................................................... 50 მუყაოს კუბიკი..................................................................................................52 ნაჭრის კუბიკი...................................................................................................54 სანჯღრევი კუბიკი..........................................................................................56


წინასიტყვაობა „პირველი ნაბიჯი საქართველო“ წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია მძიმე ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. ამ წლების განმავლობაში ორგანიზაცია მოემსახურა 800-ზე მეტ ბავშვს. ჩაატარა ტრენინგები, გასცა კონსულტაციები და ინფორმაცია მშობლებისა და აღმზრდელებისათვის. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ყოველთვის გადამწყვეტი როლი ჰქონდა იმ ახალი ინიციატივების დანერგვა/განვითარებაში, რომლებიც შეეხებოდა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, ასევე შშმ ბავშვებისა და მოზარდების მომსახურებას.

რა არის სენსორული ინტეგრაცია? ეს არის გარემოში არსებული სენსორული ინფორმაციის ტვინისთვის მიწოდება, ამ ინფორმაციის გადარჩევა/დახარისხება, შესაბამისი მოტორული და ქცევითი პასუხის გაცემა. ნეირო მეცნიერებებისა და ოკუპაციური თერაპიის შესახებ ცოდნის გაერთიანებით, დოქტორ ჯეინ ეირისმა (Anna Jean Ayres) შექმნა სენსორული ინტეგრაციის თეორია, შეფასებებისა და თერაპიის გარკვეული პრინციპები. ამ თეორიიდან ჩანს, რომ თერაპიის მთავარი გასაღები თამაშია. თამაშით ბავშვები საკუთარი თავის შეცნობასთან ერთად გარემოს შეცნობასაც სწავლობენ. სენსორული ინტეგრაცია — ეს პროცესია, რომლის დროსაც გარემოში არსებული ინფორმაცია მიიღება, მუშავდება და გაეცემა შესაბამისი პასუხი: როცა ჩვენ ვჭამთ საჭმელს, ვატარებთ ველოსიპედს, ვკითხულობთ წიგნს, როდესაც ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობები მოითხოვენ შეგრძნებების გადამუშავებას. ჩვენ ყველას გვსმენია 5 გრძნობის შესახებ — მხედველობა, სმენა, გემო, შეხება და ყნოსვა. სენსორული ინტეგრაციის არსი სწორედ ამ 5 შეგრძნებას ეხება და დამატებით 2 განსაკუთრებულ გრძნობას: ვესტიბულურსა და პროპრიოცეპტულს. ვესტიბულური სისტემა ეყრდნობა ყურში განლაგებულ რეცეპტორებს და პასუხს აგებს ტვინისათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებაზე, როგორიცაა თავის მდგომარეობა (მოძრაობს თუ არა თავი, რა მიმართულებით და რამდენად სწრაფად). პროპრიოცეპტული სისტემა ეყრდნობა რეცეპტორებს, რომლებიც განთავსებულია კუნთებსა და მყესებში. იგი აწვდის ტვინს ინფორმაციას ადამიანის სხეულის სივრცეში განლაგების შესახებ. ცენტრალური ნერვული სისტემისათვის საკმაოდ რთული ამოცანაა მიიღოს მთელი სენსორული ინფორმაცია, გადაამუშაოს და ადეკვატური პასუხი გასცეს. თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია სტრატეგიები, რომლითაც ხელს ვუწყობთ ჩვენს სისტემას ამოცანის შესრულებაში. ყოველდღიური საქმიანობების განხორციელებისას ჩვენზე ერთდროულად მრავალი გამღიზიანებელი მოქმედებს. მაგალითად: ქუჩაში სეირნობისას გვესმის სხვადასხვა ხმაური, ყოველ წუთს იცლება ჩვენ წინ არსებული გარემო, განათება, სუნები და ათასი სხვა. ჩვენი ტვინი ახერხებს ამ ინფორმაციის მოწესრიგებას, გადამუშავებას და ცდილობს ამ ცვლილებებზე ადეკვატურ რეაგირებას. უმეტესობა ფაქტორებს არც კი ვაქცევთ ყურადღებას. ქუჩის ხმაურიდან შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ ავტომობილის სიგნალზე, ან ჩვენი სახელის დაძახებაზე და არა სხვა გამღიზიანებლებზე. უმეტესობა ჩვენგანისათვის ეს ისეთი ქმედებებია, რომელთაც მათზე ფიქრის გარეშეც კი ვასრულებთ. რა არის სენსორული დისფუნქცია? სენსორული ინტეგრაციის დისფუნქცია — სენსორული ინფორმაციის დამუშავების დარღვევაა. სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციის მქონე ბავშვებს აქვთ მთელი რიგი სიმპტომები, რომლებიც ხშირად არასწორად არის აღქმული როგორც ცუდი ქცევა. სენსორული ინტეგრაციის პრობლემა თავდაპირველად შეიძლება დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად: 1. ზემგრძნობელობა (ჰიპერსენსიტურობა), როდესაც მცირე გამღიზიანებელზეც რეაგირებ ისე, თითქოს იყოს ძალიან ძლიერი. 2. ქვემგრძნობელობა (ჰიპოსენსიტიურობა), როდესაც დიდი დოზით გამღიზიანებელზეც არ რეაგირებ. მაშინ, როდესაც ბავშვს სენსორული ინტეგრაციის პრობლემები აქვს, ზედმეტად მგრძნობიარეა გარემო გამღიზიანებლების მიმართ. შესაბამისად, ეს მას ხელს უშლის ადეკვატური კონტაქტის დამყარებაში, ურთიერთობაში, სოციალურად მიღებული ქცევის განხორციელებაში. ხშირია შფოთვის მაღალი დონე, გუნება-განწყობის არასტაბილურობა, რაც ართულებს ბავშვის გარემოსთან შეგუებას, ახალ სიტუაციაში ადეკვატურ ქცევას. რა შეიძლება მიანიშნებდეს სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციას? რა თქმა უნდა, ამაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის, რადგან თითოეულ ქცევას სჭირდება დაკვირვება. შესაძლოა ბავშვი ამჟღავნებდეს შეუსაბამო პასუხს გამღიზიანებელზე, ან დამოკიდებული იყოს რუტინაზე და ვერ ეგუებოდეს ცვლილებებს.

მხედველობითი:

ტაქტილური (შეხება):

• არ ამყარებს თვალით კონტაქტს. • უყურებს კაშკაშა შუქებს, ან ურჩევნია სიბნელეში ყოფნა. • უყურებს ფოთლებს, ხეებს, წყალს დიდი ხნის განმავლობაში. • მოძრაობას თვალს არ ადევნებს, უჭირს ბურთის დაჭერა. • თვალით ვერ პოულობს საგნებს — ვერ აკავშირებს დანახულსა და გაგონილს.

• უარს ამბობს ან შემთხვევით შეხებაზეც კი ზედმეტად რეაგირებს. • არ უყვარს ჩახუტება ან სულ უნდა, რომ ეხუტებოდნენ. • აწუხებს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, იარლიყები. • ყველაფერს ხელს კიდებს, ეხება. • ცდილობს ყველაფრის პირში ჩადებას. • არ უყვარს თმის შეჭრა, კბილების გახეხვა, ხელების დაბანა.

აუდილაური (სმენა):

ყნოსვა:

• • • • • •

• ზედმეტად კარგად ანსხვავებს გარემოში არსებულ სუნებს. • ყველაფერს ყნოსავს. • ყურადღებას არ აქცევს უსიამოვნო სუნებს. • ჩივის, რომ საჭმელს ცუდი სუნი აქვს და სადილობისას არაკომფორტულად გრძნობს თავს.

ხმის მიხედვით ვერ ახდენს ორიენტაციას. არ აწუხებს ძლიერი ხმაური. ვერ არჩევს ხმებს. არა ადეკვატურად რეაგირებს ხმაურზე. ზემგრძნობიარეა ხმების მიმართ. შესაძლოა ადვილად აფრთხობდეს ხმები, რაც იწვევს ძილის სირთულეებს.


პროპრიოცეპტული:

ვესტიბულური:

• ზედმეტად უხეშად თამაშობს — ეცემა, ურტყავს, ეჯახება. • ფეხების ბაკუნით, ან ფეხის წვერებით დადის. • ძალიან ძლიერად უჭირავს კალამი, ან პირიქით. • ბურთით თამაშისას მთელი ძალით ისვრის ბურთს ან პირიქით. • ცქმუტავს მჯდომიარე აქტივობებისას. • ცუდად ხტუნავს, ცუდი სიარულის მანერა აქვს, ადვილად იღლება. • უხეშად ეპყრობა სათამაშოებს, ხშირად ტეხავს/ამსხვრევს მათ. • თვალდახუჭულს მოძრაობები ერევა.

• უყვარს ტრიალი, ქანაობა ან თავდაყირა ყოფნა, გამუდმებით მოძრაობს, ქანაობს ჯდომისას ან დგომისას. • ეშინია მოძრაობის, ხშირად მანქანით მგზავრობას ვერ იტანს. • არ უყვარს სასრიალოები და საქანელები, არ ცოცავს, შეშინებულია როდესაც ვერტიკალურ მდგომარეობას იცვლის. • უჭირს კიბეზე ჩასვლა. • ეშინია ლიფტის, ესკალატორებისა და თვითმფრინავების. • ეშინია ტუალტზე დაჯდომის. • ცუდი ბალანსი აქვს — უჭირს ველოსიპედის ტარების სწავლა.

ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ არატიპიური რეაქციები სენსორული გარემოს მიმართ, სამყარო შეიძლება იყოს ქაოტური და გამომწვევი. ოჯახისა თუ სახლის ბევრი ასპექტი გავლენას ახდენს აღსაზრდელზე, რომელსაც სენსორული ინტეგრაციის სირთულეები აქვს. მშობლებმა იციან, თუ რამდენად უწესრიგო და ქაოტური შეიძლება იყოს ის სახლში: ნებისმიერი შეთავაზებული აქტივობა, თამაში, სათამაშო მისთვის შეიძლება მიუღებელი და არარუტინული იყოს. ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა სათამაშოებმა შესაძლოა თქვენი და თქვენი შვილის დღის რუტინა გაამდიდროს და გაახალისოს, შესაბამისად გახადოს იმაზე მეტად მოწესრიგებული ვიდრე ის ახლაა. სანამ რომელიმე კონკრეტული სათამაშოს დამზადებას გადაწყვეტთ, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი გაითვალისწინოთ. ნებისმიერი სათამაშო, რომელიც ჩვენს წიგნშია მოცემული, ზოგადად, სენსორული სათამაშოებია და შესაძლოა არ იყოს თქვენი შვილისათვის შესაფერისი. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ზემგრძობელობა და იყოს ფრთხილი, გაერიდოს კონკრეტულ აქტივობას ან სათამაშოს. სხვა ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ სენსორული შიმშილი და ამ აქტივობიდან, სათამაშოდან ბევრი სახალისო რამ აღმოაჩინონ. თქვენ აუცილებლად უნდა დააკვირდეთ თქვენი შვილის რეაქციებს და პატივი სცეთ მათ. ბავშვს, რომელიც გამოხატავს შიშს ან დაღლას, არ უნდა აიძულოთ მონაწილეობა. ეს შიში და დისკომფორტი ეფუძნება მისი ნერვული სისტემის რეაქციას და ის რეალურია. ბევრი ბავშვი მერყეობს სენსორულ მგრძნობელობასა და სენსორულ ძიებას შორის, სხვები შესაძლოა იყვნენ მგრძნობიარენი გარკვეულ შეგრძნებებთან, მაგრამ სხვა შეგრძნებებს ეძებდნენ. თითოეული ბავშვის ქცევა უნიკალური და ინდივიდუალურია. სენსორული მაძიებლები, როგორც წესი, ძალიან აქტიური ბავშვები არიან. ისინი ხშირად დადებითად პასუხობენ სენსორულ სტიმულებს და ეძებენ ყველა გზას, რომ იმოძრაონ, იხტუნონ, შეეჯახონ, მიაწვნენ, იტრიალონ, ჩამოსრიალდნენ, გადახტნენ და სხვა. აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც მსგავსი აქტივობების უსაფრთხოდ განხორცილების საშუალება ექნებათ. მაგალითად: ტრამპლინები ბევრი ბარიერებით, რაზეც მოუწევს აცოცება, გადახტომა, გაძრომა და სხვა. ბავშვები, რომლებიც რეაგირებენ გარკვეულ შეგრძნებებზე (ხმები, სინათლე, სუნები), შესაძლოა მოეწონოთ აქტივობები, რომლებიც ღრმა ზეწოლას მოითხოს კანზე, კუნთებსა და სახრსრების შეერთებებზე. ძირითადად, ეს სტიმულები ნერვულ სისტემას აწყნარებს. საბოლოოდ, დააკვირდით თქვენი შვილის რეაქციებსა და ნიშნებს. თუ ამთქნარებს, ასლოკინებს ან შეეცვალა კანის ფერი, სასწრაფოდ შეწყვიტეთ აქტივობა და ეცადეთ მოძებნოთ ისეთი რამ, რაც დაამშვიდებს (გაახვიოთ საბანში, ჩაეხუტოთ, დაარწიოთ ან თბილი შხაპი შესთავაზოთ). დღის განმავლობაში რა შეიძლება იყოს სენსორული სტიმული?

ბანაობის დრო: გამოიყენეთ მრავალფეროვანი საპნები და ლოსიონები, ითამაშეთ კედელზე საპარსი ქაფით, ანდა აბაზანის ქაფით, გაუხეხეთ ტანი უხეში ღრუბლით, დააყარეთ პუდრი ტანზე და წაუსვით კანზე.

საჭმლის მომზადება ან ცხობა: მიეცით თქვენს შვილს ინგრედიენტების ერთმანეთში არევის უფლება. მიეცით ცომი და გააბრტყელებინეთ ან ფორმები მიაცემინეთ. მოიხმარეთ მასალის მოძიებასა და მოტანაში.

საყიდლების დრო: მიეცით უფლება ატაროს ურიკა, (მიაწვეს, გააგოროს). მოიხმარეთ თაროდან მძიმე ნივთის აწევასა და ურიკაში მოთავსებაში.

სადილი: წაახალისეთ ჭამოს დაღეჭვადი საჭმელი, ასევე სხვადასხვა ფაქტურის საკვები. სახლის დალაგება: მიეცით მტვერსასრუტის გამოყენების ნება, როცა თქვენ ალაგებთ. მოიხმარეთ გასარეცხების კალათის აბაზანამდე მიტანაში. მოიხმარეთ ყვავილების მორწყვასა და მიწის მოჩიჩქვნაში.

კითხვა/მოსმენა: თუ ერთ ადგილზე ვერ ისვენებს, წიგნების წაკითხვა სხვადასხვა გარემოში (რეზინის ბურთზე დამჯდარი) შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს. დაიმახსოვრეთ: სენსორული ინტეგრაციის დარღვევა შესაძლოა მხოლოდ ერთი შეგრძნების პრობლემით გამოიხატებოდეს. მაგალითად: მხოლოდ შეხება, მხოლოდ მხედველობა ან მხოლოდ მოძრაობა.


ფერადი ღრუბლები ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები

ძაფი ფერადი ღრუბლები მაკრატელი

8


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

დაჭერით ღრუბლები თანაბარ ზომებად.

2

დაჭრილ ღრუბლებს შემოახვიეთ ძაფი, გადაკეცეთ და მიეცით სასურველი ფორმა.


ბუსუსა ბურთები ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები

ფუნჯი წებო პლასტმასის ბურთები

სხვადასხვა ფაქტურის ღრუბელი ან ნაჭერი

მაკრატელი

10


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

დაჭერით პატარ-პატარა ნაწილებად სხვადასხვა ფაქტურის ღრუბელი ან ნაჭერი.

2

პლასტმასის ბურთებს წაუსვით წებო.

3

წებოწასმულ პლასტმასის ბურთებს დააკარით დაქუცმაცებული ნაჭრები.


ჟღარუნა ბურთები ხელს უწყობს აუდიალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს საშუალებას აძლევს ხმების მიხედვით განასხვავონ სხვადასხვა ჟღერადობის გამღიზიანებლები. მოახდინონ მათი იდენტიფიცირება და დაჯგუფება.

მასალები

თოკი

წებო

საკანცელარიო დანა

პლასტმასის ბურთები

12

ბრინჯი ან სხვა ბურღულეული


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

პლასტმასის ბურთს გაუკეთეთ ხვრელი და შიგნით ჩაყარეთ ცოტაოდენი ბურღულეული.

2

აიღეთ მეორე პლასტმასის ბურთი და გაჭერით შუაზე.

3

გაჭრილი ბურთი გახვრიტეთ, გაუყარეთ თოკი და შიდა მხრიდან გაკვანძეთ.

4

დააწებეთ ბურთები ერთმანეთს ისე, რომ თოკის კვანძი მოექცეს ხვრელში.


ბუშტის ფორმები ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები

მაკრატელი ფქვილი ან სხვა ბურღულეული ძაბრი ბუშტი

14


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

გაბერეთ ბუშტი 30 წამით და დაფუშეთ.

2

3

გაბერეთ მეორე ბუშტი 30 წამით, დაფუშეთ, გადაჭერით თავი და შემდეგ ბურღულეულით გატენილ ბუშტს წამოაცვით.

ბუშტი წამოაცვით ძაბრზე და ჩაყარეთ შიგნით ბურღულეული.


სენსორული თათმანი ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები

მარილი

16

რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი

პენოპლასტი


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

ერთჯერადი რეზინის ხელთათმანში ჩაყარეთ პენოპლასტი, მარილი ან ბურღულეული.

2

გაკვანძეთ ხელთათმანი.


სენსორული წიგნი ხელს უწყობს ყნოსვითი სისტემის გაუმჯობესებას. ბავშვებს აძლევს გარემოში არსებული სუნების აღქმის საშუალებას. ასევე ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები ელვიანი პოლიეთილენი

წებო

ფერადი ღრუბლები ან ნაჭრები

სუნის ესენცია

ნემსი და ძაფი

ბამბა მაკრატელი შავი ნაჭერი ფუნჯი

18


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

დაჭერით შავი ნაჭერი თანაბარი ზომის მართკუთხედებად და გადაკეცეთ.

2

ამოკერეთ გადაკეცილი ნაჭრის გვერდები, განსაზღვრეთ “ფურცლების” რაოდენობა.

3

შავი ნაჭრები აკინძეთ სქელი ღრუბელისა და თოკის გამოყენებით.

4

წიგნის გვერდებზე დააწებეთ დაჭრილი ფორმები და ესენციით გაჟღენთილი ბამბა.


სენსორული ჩხირები ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები ფერადი ღრუბლები ან ნაჭრები ფოლგა

მაკრატელი

წებო

ჩხირები

20


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

დაჭერით ფერადი ღრუბლები სხვადასხვა ფორმებად.

2

დააწებეთ დაჭრილი ფორმები ჩხირებს.


ფერადი ბრინჯი ხელს უწყობს ვიზუალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება გარემოში არსებული ვიზუალური გამღიზიანებლების აღქმასა და იდენტიფიცირებაში. ასევე, ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები

წყალი ბრინჯი

საკვები საღებავი ფოლგა

22

პლასტმასის ბოთლის ყალიბი


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

პლასტმასის ბოთლის ყალიბში ჩაყარეთ მცირე რაოდენობის საკვები საღებავი.

2

ჩაასხით 1 სუფრის კოვზი წყალი და მოურიეთ, რომ გაიხსნას საღებავი.

3

ჩაყარეთ ბრინჯი, დაახურეთ სახურავი და ანჯღრიეთ შეღებვამდე.

4

გადმოყარეთ შეღებილი ბრინჯი ფოლგაზე და დაელოდეთ გაშრობას.


ფერადი ცომი ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში. თუ ცომის ფერი იქნება სხვადასხვა და ასევე შეგვეძლება სუნების დამატება ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებასთან ერთად ხელს შევუწყობთ ვიზუალურ და ყნოსვით სტიმულაციას.

მასალები

ფქვილი ზეთი

მარილი

წყალი გუაში

24

სარწყავი ჭიქა


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

2 ჭიქა პურის ფქვილი და 1 ჭიქა მარილი ჩაყარეთ ჯამში.

2

ჩაასხით 1/4 ჭიქა ზეთი.

3

საჭმლის საღებავი ან გუაში გახსენით 1 ჭიქა წყალში და დაასხით მიღებულ მასას.

4

მოზილეთ სათამაშო ცომი, გადაიღეთ ფქვილიან დაფაზე და დაამუშავეთ.


სენსორული დაფა ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები დაფა

მანათობელი დიოდი

წებო

ფოლგა

ღრუბელი და ნაჭერი

26

საიზოლაციო ლენტა

მაკრატელი შესაფუთი ცელოფანი

ფუნჯი


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

წაუსვით წებო ფერად ღრუბლებს, შესაფუთ ცელოფანს, მანათობელ დიოდს, შესაღებ რგოლიკს და ნაჭრებს.

2

გაანაწილეთ სხვადასხვა მასალა და დააწებეთ დაფაზე.


ფუნქციური დაფა ხელს უწყობს ფუნქციური უნარების განვითარებას. როგორიც არის სინათლის ანთება, კარის ჩაკეტვა-გაღება, ზარის დარეკვა. ასევე, ავითარებს თვალის და ხელის კოორდინაციას და ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებასა და სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები დაფა

შუქის ჩამრთველი

ბურღი

საკეტი და გასაღები

28

მბრუნავი ფეხები

საკეტი

შურუფები


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

სხვადასხვა ფუნქციური მასალა დაამაგრეთ დაფაზე შურუფებისა და ბურღის გამოყენებით.


წონასწორობის

დაფა

ხელს უწყობს პროპრიოცეპტული სისტემის მუშაობას. ბავშვებს ეხმარება წონასწორობისა და ბალანსის შეგრძნებასა და დაცვაში.

მასალები

პლასტმასის მილი დაფა

ბურღი ჭანჭიკი

ფუნჯი გუაში

30


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

გაზომეთ დაფა და გაავლეთ შუახაზი, სადაც შემგდომში მილი უნდა დამაგრდეს.

2

გახვრიტეთ მილი და დაფა ისე, რომ ნახვრეტებს შორის დაშორებები დაემთხვეს.

3

ნახვრეტებში გაუყარეთ ჭანჭიკები და შიდა მხრიდან დაამაგრეთ ვინტით.

4

დახატეთ დაფაზე გუაშით ან სხვა საღებავით.


მანათობელი ნოხი ხელს უწყობს ვიზუალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება თვალისა და ხელის კოორდინაციის განვითარებაში. ასევე, მას აქვს ფუნქციური დატვირთვა სინათლის ჩართვა/გამორთვის მხრივ. ამასთანავე ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები

ნემსი და ძაფი

ღრუბელი

საიზოლაციო ლენტა საკანცელარიო დანა ბადე მანათობელი დიოდი

32


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

გაჭერით ღრუბლის გვერდები სხვადასხვა ადგილას ისე, რომ მანათობელი ჩაეტიოს.

2

გაჭრილ ადგილებში ჩადეთ მანათობელი დიოდები.

3

ღრუბელს გვერდებზე შემოატარეთ საიზოლაციო ლენტა.

4

შემოახვიეთ ღრუბელს ბადე და გაკერეთ.


სკეიდი ხელს უწყობს პროპრიოცეპტული სისტემის განვითარებას. მისი უნიკალობა, სხვა სკეიდებისგან განსხვავებით 360 გრადუსიან ბრუნვაშია. ბავშვებს ეხმარება წონასწორობისა და ბალანსის დაცვაში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ სკეიდზე ბავშვი თქვენ აკატავოთ და მისი კუნთები პასიურ მდგომარეობაში იქნება, ხელს შეუწყობთ ვესტიბულური სისტემის მუშაობას.

მასალები წებო

ფუნჯი ბურღი

საკანცელარიო დანა

შურუფები

იატაკზე დასაფენი ფაზლი მბრუნავი ბორბლები

34


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

დაჭერით ფაზლი დაფის ზომაზე.

2

დააწებეთ დაჭრილი ფაზლი დაფაზე.

3

დაფის ცალ მხარეს დაამაგრეთ 4 მბრუნავი ბორბალი შურუფებით.

4

ბავშვის უსაფრთხოებისთვის დაამაგრეთ დაფის კუთხეებზე ფაზლის ნაჭრები.


პროპრიო ოჩოფეხები ხელს უწყობს პროპრიოცეპტული სისტემის მუშაობას. ბავშვებს ეხმარება წონასწორობისა და ბალანსის დაცვაში.

მასალები

ბურღი

თოკი მაკრატელი

თუნუქის ქილა

36


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

გახვრიტეთ თუნუქის ქილა ერთმანეთის საპირისპირო მხარეს.

2

გაკვანძეთ თოკი და მეორე მხრიდან გაუყარეთ გახვრეტილ ქილას შიგნიდან.

3

გაუყარეთ ქილას თოკი გარედან შიგნით და კვლავ გაკვანძეთ.


ფერადი კამერა ხელს უწყობს პროპრიოცეპტული სისტემის მუშაობას. ბავშვებს ეხმარება ბალანსისა და წონასწორობის დაცვაში. მას შემდეგ რაც ბავშვს გახდით ფეხსაცმელს ფერადი კამერა გადაიქცევა ტაქტილური მგრძნობელობის ხელშემწყობ სათამაშოდ, ვინაიდან მასზე სხვადასხვა შეგრძნების ფაქტურებია განლაგებული.

მასალები

ფერადი ნაჭრები

დგუში

ნემსი და ძაფი მაკრატელი

38

კამერა


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

გაბერეთ კამერა დგუშით.

2

შემოაკერეთ გაბერილ კამერას ფერადი ნაჭრები.


დგუში ხელს უწყობს ვიზუალური სისტემის სტიმულაციას. მისი უნიკალობა ფუნქციურ დატვირთვაშია. ბავშვმა ხელის ან ფეხის მეშვეობით ზეწოლა უნდა მოახდინოს ნასოსზე, რის შემდეგაც ბოთლში მოთავსებული პენოპლასტები იფრიალებენ.

მასალები

დგუში

პენოპლასტი

საკანცელარიო დანა

40

პლასტმასის 3 ლიტრიანი ბოთლი


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

ჩაყარეთ პენოპლასტი პლასტმასის 3 ლიტრიან ბოთლში.

2

გახვრიტეთ თავსახური ისე, რომ დგუშის მილი ჩაეტიოს.

3

გაუყარეთ მილი გახვრეტილ თავსახურს და დააფარეთ ბოთლს.


ქვიშის საათი ხელს უწყობს ვიზუალური და აუდიალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ემარებათ გარემოში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლების აღქმასა და იდენტიფიცირებაში.

მასალები

წებო გუაში საიზოლაციო ლენტა

რეზინის მილი

პლასტმასის ბოთლი

42

ფუნჯი


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

გახსენით გუაში წყალში და ჩაასხით ბოთლში.

2

გადაახვიეთ ლენტა მილზე ისე, რომ ბოთლის თავსახურში ჩადებისას გაიჭედოს.

3

გადახვეული მილი გაჭედეთ თავსახურში, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ წებო.

4

დააკავშირეთ 2 ბოთლი ერთმანეთს.


ორმაგი კაფსულა ხელს უწყობს ვიზუალური და აუდიალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ემარებათ გარემოში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლების აღქმასა და იდენტიფიცირებაში.

მასალები წყალი

ზეთი

ფუნჯი

პლასტმასის მილი პლასტმასის ბოთლის ყალიბი

44

გუაში ან საკვები საღებავი

წებო

საიზოლაციო ლენტა


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

წყალი და ზეთი ჩაასხით პლასტმასის ბოთლის ყალიბში.

2

შეურიეთ გუაში ან საკვები საღებავი.

3

პლასტმასის მილს წაუსვით წებო და დაამაგრეთ ყალიბები ორივე მხრიდან.

4

დაელოდეთ წებოს გაშრობას და გადაახვიეთ მილს საიზოლაციო ლენტა.


ტყუპი კაფსულები ხელს უწყობს ვიზუალური და აუდიალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ემარებათ გარემოში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლების აღქმასა და იდენტიფიცირებაში.

მასალები წებო დრეკადი მილი

სითხის იზოლატორი ლენტა ფუნჯი პლასტმასის ბოთლის ყალიბი

46

ფერადი ბრინჯი


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

ამოჭერით ბოთლის თავსახური წრიულად ისე, რომ მილი გაეტიოს.

2

გაუკეთეთ მილს გამოჭრილი თავსახური და გადაახვიეთ სითხის საიზოლაციო ლენტა.

3

მილის კიდეებს წაუსვით წებო.

4

ჩაყარეთ ბოთლის ყალიბში ბრინჯი და დაამაგრეთ მილის ორივე მხრიდან.


სითხის კაფსულა ხელს უწყობს ვიზუალური და აუდიალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ემარებათ გარემოში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლების აღქმასა და იდენტიფიცირებაში.

მასალები წებო

წყალი

პლასტმასის ბოთლის ყალიბი ფუნჯი

48

ფერადი მძივები ან ბურთულები


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

ჩაყარეთ ყალიბში მძივები ან ბურთულები, შესაძლოა ნაძვის ხის წვიმებისც.

2

ჩაასხით ბოთლის ყალიბში წყალი.

3

ბოთლის ყალიბს, თავსახურის ადგილას წაუსვით წებო.

4

დააფარეთ ბოთლის ყალიბს თავსახური.


მილის ცისარტყელა ხელს უწყობს ვიზუალური და აუდიალური სისტემის განვითარებას. ბავშვებს ემარებათ გარემოში არსებული სხვადასხვა გამღიზიანებლების აღქმასა და იდენტიფიცირებაში.

მასალები წებო

ძაბრი

წყალი

ფუნჯი გუაში ან საკვები საღებავი დრეკადი მილი გუაშის კოლოფი

50


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

წაუსვით დრეკად მილს წებო შიდა მხრიდან.

2

გაუკეთეთ მილს წებოწასმულ მხარეს გუაშის კოლოფი და დაელოდეთ გაშრობას.

3

წყალში გახსენით გუაში ან საკვები საღებავი.

4

შეღებილი წყალი ჩაასხით მილში და კვლავ წებოთი დაამაგრეთ გუაშის კოლოფი.


მუყაოს კუბიკი ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები ფერადი ღრუბლები

წებო

ნემსი და ძაფი

საიზოლაციო ლენტა

მაკრატელი

52

მუყაო


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

ორი თანაბარი ზომის, მართკუთხედის ფორმის მუყაოსგან შეკარით კუბიკი.

2

გამოიყენეთ საიზოლაციო ლენტა კუბიკის გასამაგრებლად.

3

დაჭერით ნაჭრები კუბიკის ზომის შესაბამის კვადრატებად.

4

შემოაკერეთ ნაჭრები მუყაოს კუბიკს, შესაძლოა ფერადი ღრუბლების დაწებებაც.


ნაჭრის კუბიკი ხელს უწყობს ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას. ბავშვებს ეხმარება განსხვავებულ ზედაპირებთან შეხების გამოცდილების მიღებაში და ასევე სხვადასხვა ფაქტურებს შორის განსხვავების შეგრძნებაში.

მასალები ფერადი ღრუბლები

მაკრატელი

პენოპლასტი ნემსი და ძაფი

54


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

შეკერეთ კუბიკი ფერადი ღრუბლების ან ნაჭრის გამოყენებით, დატოვეთ ერთი მხარე.

2

დატოვებული მხრიდან ჩაყარეთ პენოპლასტი და ამოკერეთ.


სანჯღრევი კუბიკი ხელს უწყობს აუდიალურ და ვიზუალურ სტიმულაციას. ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას კუბიკში ჩამალული ბურთები ხელის მარტივი მოძრაობით (ნჯღრევით) ჩამოყარონ ბლასტმასის გამჭვირვალე მილში. ყუთის გვერდებზე განთავსებულია სხვადასხვა ფაქტურის მასალა, რაც ტაქტილური მგრძნობელობის განვითარებას უწყობს ხელს.

მასალები ფერადი ღრუბლები

წებო

ბოთლის ყალიბი

საიზოლაციო ლენტა

ბურთულები

ნემსი და ძაფი

ფუნჯი მაკრატელი

ფოლგა მუყაო

56


სათამაშოს აწყობის ეტაპები

1

შეკარით კუბიკი, ერთ გვერდზე ამოჭერით წრე და გაუკეთეთ ბოთლის ყალიბი.

2

კუბიკში ჩაყარეთ ბურთულები.

3

საიზოლაციო ლენტის გამოყენებით გაამაგრეთ კუბიკი ყველა მხრიდან.

4

დააწებეთ ფერადი ღრუბლები და ამოკერეთ კუთხეები.


გამოყენებული ლიტერატურა: Heather Miller-Kuhaneck (2014) “Home Activities for Children with Sensory Processing Disorder”, Sensational research, education and advocacy, [ელექტრონული]. Available at: http://spdfoundation.net/library/homeactivities.html (Accessed: 11/9/2014). Sensory Processing Disorder Foundation (2014) SPD foundation, Available at: http://spdfoundation.net/index.html (ბოლო ვიზიტი: 11/9/2014).

შენიშვნები



ლუბლიანას 21ბ, თბილისი fsg@firststepgeorgia.org 2 603 604 / 2 603 624


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.