NRJ Magazine #1

Page 1

არტისტები Jamiroquai De La Soul Joss Stone Ed Sheeran ნიკაკოი ნასტია სართანია ნინა სუბლატი ნიკა კოჩაროვი ფესტივალები Black Sea Jazz Tbilisi Open Air 4GB კონკურსი NRJ DJ AWARDS

NRJ Magazine 3 I SSN 2587- 4624

9 772587 462007



სარჩევი 4

NRJ DJ AWARDS

10

BLACK SEA JAZZ

14

ნიკა მაჩაიძე

18

ნინა სუბლატი

24

სოფი ვილი

28

ედ შირანი

34

ნასტია სართანია

40

ნიკა კოჩაროვი

46

Tbilisi Open Air

52

4GB

56

NRJ News

NRJ Magazine 1


FINLAND 47 transmitters 562.000 listerners / week 253.000 listerners / day

NORWAY 451.000 listerners / week 127.000 listerners / day

GERMANY 36 transmitters 5.458.000 listerners / 2 weeks 2.340.000 listerners / day

SWEDEN 71 transmitters 1.841.000 listerners / week 812.000 listerners / day

RUSSIA 44 transmitters 7.197.000 listerners / week 3.008.100 listerners / day

BELGIUM 39 transmitters 841.385 listerners / week 398,800 listerners / day

AUSTRIA 7 transmitters 562.000 listerners / week 152.000 listerners / day

FRANCE 354 transmitters 10.129.850 listerners / week 6.250.000 listerners / day

SWITZERLAND 4 transmitters 556.300 listerners / day

MORE THAN 25 MIO LISTENERS / WEEK MORE THAN 14 MIO LISTENERS / DAY 13 COUNTRIES 624 TRANSMITTERS WORLDWIDE

GEORGIA New ! Starting in March! 1 transmitter

BULGARIA 12 transmitters 80.000 listeners / day 350.000 listerners / week

LEBANON MOROCCO

8 transmitters 556.300 listeners / day

New ! Starting on March 25th

NRJ INTERNATIONAL MARKETING & BRAND I LAURENT GUILLOT

გეოგრაფია ბავშვობიდან მიყვარდა. ამიტომაც ვაგროვებდი და ინტერესით ვეცნობოდი ათასგვარ რუკას და ატლასს - ფიზიკურს, ეკონომიკურს, პოლიტიკურს, ისტორიულს... მაგრამ რუკებით ჩემი მრავალწლიანი გატაცების მიუხედავად, არც კი წარმომედგინა, რომ მუსიკალური რუკაც არსებობდა - ევროპის მუსიკალური რუკა. ამის აღმოსაჩენად, არც მეტი არც ნაკლები პარიზში ჩასვლა დამჭირდა, სადაც ჭეშმარიტად ევროპული რადიოსადგურის დამაარსებელს, უკვე ასაკოვან, მაგრამ კვლავ ახალგაზრდული შემართების მქონე, ყველა ეპოქაში ნოვატორ ჟან პოლ ბოდეკრუს შევხვდი, რომელმაც NRJ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში, 1981 წელს დააარსა. ევროპის მუსიკალური ინდუსტრიის გიგანტთან მოლაპარაკებებმა ერთ წელიწადს გასტანა. თუმცა ლოდინი ამად ღირდა. ღირდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი კოლექცია ამჯერად მუსიკალური რუკით გამდიდრებულიყო, არამედ იმიტომ, რომ ევროპა კიდევ ერთი ნაბიჯით მოახლოებოდა საქართველოს და საქართველოს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა ევროპისკენ. მჯერა, რომ ისეთი ძლიერი ევროპული ბრენდის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა, როგორიც რადიო NRJ-ია, რადიობაზარზე სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის და ეს იქნება არა უბრალოდ წარმატებული რადიოარხი, არამედ მასშტაბური კულტურული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში რადიობიზნესის და საბოლოო ჯამში - ქართული შოუბიზნესის განვითარებას.

სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ევროპაში ერთერთი ყველაზე პოპულარული რადიოსადგური, რომელიც ასევე გამორჩეულია დიდი საერთაშორისო ქსელით და შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნებთან პარტნიორული თანამშრომლობის უდიდესი გამოცდილებაც აქვს.

„თიბისი ბანკის“ მიერ მხარდაჭერილი მუსიკალური პროექტები 4GB, Tbilisi Open Air, Black Sea Jazz Festival, CES, ნიკა მაჩაიძის კოლაბორაცია „თიბისი სტატუსთან“ მხოლოდ ნაწილია იმ თემებისა, რასაც NRJ Magazine თავის პირველ, ექსპერიმენტულ გამოცემაში გთავაზობთ.

ვფიქრობთ, რადიო NRJ მრავალი უპირატესობის გამო ყველაზე სწორი არჩევანი იყო. გამოვყოფდი ბრენდის ძალას, საერთაშორისო გამოცდილებას, პირდაპირ კავშირებს ევროპის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებთან, დახვეწილ, გამართულ რადიოფორმატს და ა.შ. საქართველოს რეალობაში კი ამ ყველაფერს ემატება რადიოს სტუდიის ადგილმდებარეობა „რადიო კაფეში“, რაც მსმენელთან ახლო ურთიერთობის, სხვადასხვა შოუებისა და ლაივ პროგრამების ორგანიზების საშუალებას გვაძლევს.

NRJ Magazine ორ თვეში ერთხელ გამოვა და თავს მოუყრის ყველა იმ ექსკლუზიურ მასალას, რომლებიც მსოფლიოს მუსიკალური ეპიცენტრებიდან მიეწოდება NRJ საქართველოს. ასევე შემოგთავაზებთ იმ ინტერვიუებს, რომელთა ჩაწერა NRJ საქართველომ უკვე მოასწრო და რომლის შექმნაზეც დიდი ენთუზიაზმით იმუშავა NRJ-ის პროფესიონალთა გუნდმა - გვანცა კილასონიამ, რუსკა გიორგაძემ, თუთა ჩხეიძემ, თეა დარჩიამ, მანო კუჭუხიძემ, ანა ლორთქიფანიძემ, ბაბი კირკიტაძემ, ნინო კალანდიამ, ირაკლი დოლიძემ, ლაშა ღუღუნიშვილმა.

NRJ Magazine - ჟურნალი, რომელსაც ახლა კითხულობთ, ფურცელზე გადმოტანილი რადიოა, სადაც შენარჩუნებულია რადიოსათვის დამახასიათებელი ინტიმურობა და კომფორტი. დიახ, თქვენ უკვე შეგიძლიათ მოუსმინოთ და ამავდროულად წაიკითხოთ რადიო ყველაფერი ენერგიული მუსიკის, ენერგიული ადამიანების, ენერგიული თავგადასავლების შესახებ! ასეთ თემებზე მოთხოვნა საბედნიეროდ არსებობს. ამის მიზეზი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლებული ხარისხიანი მუსიკალური ფესტივალები და ზოგადად, ხარისხიან მუსიკაზე გაზრდილი ინტერესია.

NRJ Magazine 2

NRJ აკრონიმია. მისი ორიგინალური დასახელება კი გახლავთ Nouvelle Radio Jeune - რაც ქართულად „ახალგაზრდების რადიოს“ ნიშნავს. დიახ, რადიო NRJ და ახლა უკვე NRJ Magazine ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდის და ახალგაზრდული სულისკვეთების მქონე ადამიანების არჩევანია! #გამარჯობა! ვინც არ უნდა იყო! მოიწიე მუსიკასთან უფრო ახლოს!


NRJ Magazine 3


NRJ DJ AWARDS შევხვდებით მონაკოში! NRJ DJ Awards - ეს არის დიჯეების უმსხვილესი ევროპული ცერემონიალი ევროპაში, რომელიც 2012 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში სახელგანთქმული დიჯეები იღებენ!

მნიშვნელოვანია - ჩაერთოს კონკურსში და მიიღოს შანსი დაესწროს 8 ნოემბერს მონაკოში გამართულ ცერემონიალს! წელს NRJ DJ Awards 7 ნომინაციით არის წარმოდგენილი. თითოეულში 6 ნომინანტია!

ფესტივალის ორგანიზატორია რადიო NRJ International. წელს, 8 ნოემბერს იგი მონაკოში მეექვსედ გაიმართება (Monaco International Clubbing Show).

გამარჯვებულს კი გამოავლენს NRJ Group-ში შემავალი თექვსმეტივე რადიოსადგურის მსმენელი, ხმის მიცემის პრინციპით საკუთარი ქვეყნის ვებგვერდზე! საქართველოში მცხოვრებ მელომანებს წელს პირველად ეძლევათ საშუალება ხმა მისცენ თავის რჩეულ დიჯეის ვებგვერდზე: radionrj.ge

რადიო NRJ საქართველო, NRJ Group-ის ოფიციალური წარმომადგენელია, რომელიც NRJ DJ Awards-ის საერთაშორისო პრომოუშენში ერთვება და FM 104.7-ზე გთავაზობთ ყოველკვირეულ გადაცემას, სადაც მსმენელს საშუალება აქვს მოუსმინოს ნომინანტი დიჯეების უახლეს სეტებს, გაიგოს მეტი დაჯილდოების შესახებ და რაც ყველაზე

ფესტივალს უკვე ჰყავს თავისი ფავორიტები და მრავალგზის გამარჯვებულები: David Guetta, Avicii, Will.i.am, Martin Garrix, Robin Schulz, Major Lazer, Steve Aoki, Bob Sinclar და ა.შ.

NRJ Magazine 4


წლევანდელი ნომინანტები:

AFROJACK

ALOK

Armin Van Buuren

Calvin Harris

CLEAN BANDIT

David Guetta

Dimitri Vegas & Like Mike

DJ KHALED

DJ Snake

Feder

Hardwell

JAX JONES

JONAS BLUE

JUSTICE

Kungs

Kygo

Major Lazer

Martin Garrix

MARTIN JENSEN

Martin Solveig

ODYSSEY

OFENBACH

PETIT BISCUIT

Sound of Legend

Steve Aoki

THE CHAINSMOKERS

YELLOW CLAW

Robin Schulz

Starley

Jaded

NRJ Magazine 5


# #

წლის საერთაშორისო

წლის საუკეთესო კოლაბორაცია

DJ

CLEAN BANDIT & ZARA LARSSON

ARMIN VAN BUUREN

DIMITRI VEGAS & LIKE MIKE

DJ KHALED & JUSTIN BIEBER

THE CHAINSMOKERS

CALVIN HARRIS

HARDWELL

MAJOR LAZER

KYGO

MARTIN GARRIX

YELLOW CLAW

NRJ Magazine 6


#

საუკეთესო ფრანგი

DJ

#

საუკეთესო ახალი

DAVID GUETTA

DJ

ALOK

DJ SNAKE

FEDER

JAX JONES

MARTIN JENSEN

KUNGS

MARTIN SOLVEIG

ODYSSEY

OFENBACH

SOUND OF LEGEND

PETIT BISCUIT NRJ Magazine 7


#

საუკეთესო ცოცხალი შესრულება

#

AFROJACK

DAVID GUETTA

HARDWELL

MARTIN GARRIX

საუკეთესო მუსიკალური ვიდეო

CALVIN HARRIS “My way”

DJ SNAKE

JUSTICE

CLEAN BANDIT feat. Sean Paul & Anne-Marie “Rockabye”

DJ KHALED feat. Justin Bieber, Quavo, Chance the Rapper, Lil Wayne “I’m the One”

DJ SNAKE feat. Justin Bieber “Let me love you”

JONAS BLUE feat. JP Cooper “Perfect strangers”

ØDYSSEY feat. Amara Abonta “Fly” NRJ Magazine 8


#

საუკეთესო სინგლი. საცეკვაო / ელექტრონული

CALVIN HARRIS “My way”

HARDWELL feat. Jay Sean “Thinking about you”

JADED “In the morning”

JAX JONES feat. Raye “You don’t know me”

ROBIN SCHULZ feat. James Blunt “OK”

STARLEY “Call on me” NRJ Magazine 9


BLACK SEA JAZZ ზაფხულის სამი სიზმარი ტექსტი: ნინო კაკიაშვილი ფოტო: გიორგი ინდუაშვილი ჯაზმატარებლიდან ჩამოსულებს, ბათუმის ჰაერი უკვე მუსიკით გაჯერებული დაგვხვდა. წინა საღამოს, კლუბ Take Five-ში, Cory Henry-სა და Funk Apostles-ის გამოსვლით, შავი ზღვის მე-11 ჯაზფესტივალი გახსნილად გამოცხადდა. ბათუმმა წელს უკვე მეთერთმეტედ განიცადა მეტამორფოზა და რამდენიმე დღით შავი ზღვის სანაპიროს მუსიკალურ დედაქალაქად გადაიქცა. ჩვენც ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ჩამოვშორდით - ახალი რიტმების აღმოსაჩენად, ერთი უწყვეტი წამის შესაგრძნობად, თითქოს დროც დავივიწყეთ და ფესტივალის სამი დღე ზაფხულის სამ სიზმრად გადავაქციეთ.

28

ივლისი

Jamiroquai – We can do this!

ჯაზფესტივალის ოფიციალურ საიტზე მალევე დაიწერა, რომ პირველი დღის ყველა ბილეთი გაყიდული იყო. გასაკვირიც არაა - Jamiroquai-ის ახალი ტურნეს თითქმის ყველა გაჩერებაზე ანალოგიური რამ ხდება. უცნაურია დაბრუნების ფენომენი, როცა ის, რაც სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად გეჩვენებოდა 15, თუნდაც 10 წლის წინ, ახლა უკვე ემოცია - ნოსტალგიით დატვირთული ერთბაშად ძვირდება, სათუთდება, აუცილებელი და პირადიც კი ხდება. ჯაზმატარებლიდან Jamiroquai-მდე რამდენიმე საათი საკმარისი იყო დაბინავება-აკლიმატიზაციისთვის. საფესტივალო ტერიტორია, იგივე ჩოგბურთის კორტები 19:00-დან გაიხსნა და ორ საათში მთლიანად შეივსო სტუმრებით. ჩვენც სწორედ ამ დროს შევუერთდით მაყურებელთა უზარმაზარ არმიას. მთავარი შემსრულებლის გამოჩენამდე, ჯაზფესტივალის ორგანიზატორი კომპანიის Eastern Promotions-ის დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ გვამცნო, რომ Jamiroquai-ის სოციალურ გვერდზე ეს კონცერტი ცოცხლად გადაიცემოდა და რომ მას 30

მილიონამდე პოტენციური მაყურებელი ეყოლებოდა. კონცერტის „ლაივი“ ექსკლუზიურად გადაიცემოდა „თიბისი ბანკის“ - ფესტივალის ოფიციალური წარმდგენის Facebook-ის გვერდზეც. ზუსტად 22:00-ზე სცენაზე ჯეი ქეი და მისი ბენდი გამოვიდა. ჯეი ქეი სცენაზე თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, რატომაც არა - ის ხომ თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალია! თუმცა, ბოლო დროს გადამხდარი მოვლენების ფონზე შეიძლება თავადაც უკვირდა ასე თუ ისე რომ ფორმაშია და ახსენა კიდეც - თუ გეგონათ, რომ ვერ ჩამოვიდოდი, ნურას უკაცრავად - აქ ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობო! ახლახან გადატანილი ოპერაციის გამო, მოძრაობა ოდნავ შეზღუდული ჰქონდა, თუმცა ამ ნიუანსს რობოტისთვის დამახასიათებელი მექანიკური მოძრაობებით აბათილებდა მანათობელ და მოძრავ თავსაბურავთან ერთად. თავსაბურავი ჯეი ქეისა და ლონდონელი დიზაინერის - მორიც ვალდემაიერის (Moritz Waldemeyer) თანაშემოქმედებით დამზადდა. საწყისი შთაგონება ჯეი ქეისთვის NRJ Magazine 10

ხვლიკისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, წითელ წიგნში შეტანილი პანგოლინი იყო. ქუდის დეტალები 3D პრინტით შეიქმნა. თითოეული მათგანი ინდივიდუალური LED სანათით ცალკე მექანიზმს წარმოადგენს. მათი ერთობლიობა კი, როგორც ვალდემაიერი აღწერს, მექუდის „ნერვული სისტემის“ გაგრძელებად იქცევა და ამავე მექუდის სურვილისამებრ, იცვლის ფერსაც და ფორმასაც. მსგავსი ქუდის შეძენა არ მგონია უახლოეს მომავალში შესაძლებელი იყოს, მაგალითად კარნავალისთვის, თუმცა მსმენელთა უმრავლესობა სიამოვნებით ატარებდა ქაღალდისგან დამზადებულ 2D ვერსიასაც. კონცერტი ზუსტად ორ საათს გაგრძელდა და როგორც კი 00:00 შესრულდა ჯეი ქეიმ ბოლო სიმღერა Supersonic-იც შეასრულა. მეორე დღეს შავი ზღვის ჯაზფესტივალის გვერდმა ჯეი ქეის ვიდეომიმართვა გაგვიზიარა. აშკარაა, ქართველ მსმენელს მასთან ორმხრივი სიყვარული აკავშირებს. დაგვპირდა, რომ ადრე თუ გვიან ის აუცილებლად დაგვიბრუნდება!


29

ივლისი

Matthew Hartnett & the Gumbo All-Stars და De La Soul შარშან, ჯაზფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტუმარი - Lauryn Hill გამორჩეულ მუსიკოსებთან ერთად გამოვიდა სცენაზე. წელს ისინი ცალკე გვესტუმრნენ, როგორც Matthew Hartnett & the Gumbo All-Stars. მათი შესრულება არც მეტი არც ნაკლები, შემოქმედებით ცუნამის ჰგავდა. თავისუფლად შეეძლოთ ცალკე დღის „ჰედლაინერადაც“ ქცეულიყვნენ. 7-ვე ინდივიდუალური, გამორჩეული სტილით, მაგრამ 7 ნოტის მსგავსად შეხმატკბილებული. ჩემთვის ასეც იყო - იმდენად სუნთქვისშემკვრელი, გენიალური, დახვეწილი და არცერთი საქებარი ეპითეტი რომ არ დაგენანება, ისეთი წარმოდგენა გვიჩვენეს - ყველამ ერთად და ცალ-ცალკე! ვფიქრობ, მათი სახით, ჯაზს უნივერსალური აპოლოგეტი ჰყავს. სულ რაღაც ერთ საათში მოახერხეს და ძალიან, ძალიან დამაჯერებლად გვაგრძნობინეს ლუიზიანას ჭაობებიდან ტეხასის ჰიუსტონამდე გადაჭიმული ჯაზის საუკუნოვანი ისტორიის მთელი ხიბლი. თუკი სადმე გადაეყრებით მათ გამოსვლას ინტერნეტსივრცეში თუ

ცოცხლად, გვერდი არ აუაროთ! მცირე პაუზის შემდეგ, ეკრანზე De La Soulის ფერადი ილუსტრაცია, ხოლო სცენაზე Vincent Lamont Mason Jr. იგივე DJ Maseo გამოჩნდა და წითელი ღვინით სავსე ჭიქით მოგვესალმა. 15-20 - წუთიანი სოლო პარტიის შემდეგ, მას Kelvin Mercer, იგივე Posdnous შეუერთდა. მესამე წევრს - David Jude Jolicoeur-ს, იგივე Trugoy-ის ამაოდ ველოდით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას ჯანმრთელობის პრობლემა შექმნია და ვერ ჩამოვიდა. Maseo-ს და Posdnous-ის დუეტმა ღირსეულად შეასრულა ჰიპ-ჰოპის მისია და თითქმის ორი საათის განმავლობაში თითოეული იქ მყოფი 1990-ების ნიუ-იორკულ ატმოსფეროში გადაიყვანა, ისე როგორც სჩვევიათ ეკლექტურად, ჩახუჭუჭებულად, სხარტად და მელოდიურად! Posdnous, ტყუილად არაა ცნობილი როგორც De La Soul-ის ყველაზე მჭევრმეტყველი წევრი.

-ჩემს შვილს ვუყვებოდი, რომ ბათუმში ვარ, „ჯორჯია“-ში (საქართველოში). მკითხა, რამდენად ახლოსაა ბათუმი ატლანტასთან

NRJ Magazine 11

(შტატ ჯორჯიას დედაქალაქი). მე კი ავუხსენი, რომ ეს „ჯორჯია“ ქვეყანაა, რომ ბათუმი ძალიან შორსაა... რომ ულამაზესი ქვეყანაა, ულამაზესი ხალხით და რომ ამ ლამაზი ქვეყნის ოკუპირებას “ვიღაცები” ცდილობენ... ხალხის ემოციური რეაქცია მის სიტყვებზე საოცრად შთამბეჭდავი იყო. შესაბამისად, შემსრულებელიც და მსმენელიც თითქოს უფრო დაახლოვდა. საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს და ისიც გვთხოვეს, რომ გავცნობოდით მათ ახალ ალბომს ... And the Anonymous Nobody, რომელიც უბრალოდ „გამოძეძგილია“ ისეთ სახელებთან კოლაბორაციებით, როგორებიცაა - Snoop Dog, Little Dragon, 2 Chainz, Gorillaz და სხვ. რაც მთავარია, De La Soul ისევ სცენაზეა და თუ ასე განაგრძობენ, კიდევ დიდხანს არ მოირგებენ რელიქვიის სტატუსს. აქვე იმასაც ვახსენებ, რომ მეორე დღე ყველაზე წვიმიანი და გრილი გამოდგა, მაგრამ არ მგონია ამინდი ვინმესთვის ხელისშემშლელი ფაქტორი ყოფილიყო.


30

ივლისი

MF Robots და Joss Stone

ამ დღისთვის უკვე გამოიკვეთა საყვარელი ადგილები ბათუმში, უფრო მეტი მეგობარიც ვნახეთ, დღეც მთლიანად ურთიერთობებით შეივსო ჯერ საფესტივალო ტერიტორიის გარეთ, შემდეგ კი შიგნით. მსგავსი ღონისძიებების მთავარი დატვირთვაც ხომ სწორედ ესაა. საგანგებოდ ფესტივალისთვის შექმნილ „თიბისი სტატუსის“ პავილიონშიც გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები, რომელიც „გოლდენ რინგის“ შესასვლელში იყო სახელდახელოდ გამართული და სურვილისამებრ, ან ველურ ბუნებაში ამოყოფდი თავს, ან კოსმოსში... ან სულაც ორივეში ერთად. ჰაერში მეტი თავისუფლება იგრძნობოდა. დაახლოებით ისეთი, ადგილს რომ უკვე გაუშინაურდები და შემდგომ სიახლეებსაც მეტი სიმძაფრით აღიქვამ. ამასობაში, სცენაზე დიჯეი დავით მაჩაიძე უკრავდა, რომელიც მთელი ამ დღეების განმავლობაში საუნდჩეკისა და მთავარი შემსრულებლებისგან თავისუფალ საფესტივალო სივრცეს ტემპერატურას უნარჩუნებდა. დაახლოებით 21:00 საათზე, სცენა MF Robots დაიკავა და პირველივე, სულ ახალთ-ახალი სიმღერით Come On With the Good Thing ფანკის, თუ ესიდ-ჯაზის მოყვარულებისთვის ნამდვილი საზეიმო განწყობა შექმნა. MF Robots, ანუ Music for Robots „მუსიკა რობოტებისთვის“ 2016 წელს Jan Kincaid-მა და Dawn Joseph-მა ჩამოაყალიბეს, რომლებსაც ჯერჯერობით,

Brand New Heavies-ის სახელით უფრო იცნობენ. ჯგუფის ფილოსოფიას ასე ხსნიან - „ჩვენ არამდგრად და აგრესიულ სამყაროში გვიწევს ცხოვრება და გვსურს პატარა თავშესაქცევი შევქმნათ სულისთვის, მხიარული ენერგიითა და მუსიკით, რომელიც თანამედროვეა, მაგრამ დიდხანს გაგვყვება.“ მათი სიმღერები ერთი საათის განმავლობაში მართლაც მხიარულ „საუნდტრეკად“ გასდევდა ზაფხულის გრილ საღამოს და უზრუნველ განწყობას. დაახლოებით ნახევარსაათიანი პაუზის შემდეგ, სცენაზე Joss Stone და მისი ბენდი გამოჩნდა. მსმენელის რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა, თუმცა საკმარისი სივრცე გვრჩებოდა თითოეულს, რომ თავისუფლად გვემოძრავა ჯოსის სიმღერებზე მისი სხვადასხვა წლის შემოქმედებიდან. სიმღერებს ჰაეროვანი, ძლიერი ვოკალით ასრულებდა, სხეულს რეგის მუხტს აყოლებდა, უჩვეულოდ თბილი ხმით თითოეული სიმღერის შესახებ მოკლე ისტორიებს გვიყვებოდა, ქართულად „მადლობა“ და „მიყვარხარ“ იქვე, პირველივე მცდელობაზე ფანტასტიკურად წარმოთქვა; უფრო და უფრო რთული ხდებოდა იმის განსაზღვრა, რა უფრო მეტად ხიბლავდა მაყურებელს - მისი შემოქმედება თუ საოცარი ინდივიდუალიზმი და ხალასი თავისუფლება. ჩვენ თვალწინ ჯოსი, რომელიც სათითაოდ ყველა მუზას გვაცნობდა, ნელ-ნელა თავად იქცა მუზად. ძალდაუტანებლად მოახერხა და სხვადასხვა ჟანრის მაღალ თუ დაბალ NRJ Magazine 12

ტონებს ოსტატურად წვდებოდა ისე, რომ პარალელურად, უწყვეტი იმპროვიზაციის რეჟიმს ინარჩუნებდა. მსგავსი გახსნილობა ალბათ მხოლოდ თავისუფლების მაღალ ხარისხს ახასიათებს. თავისუფლების ეს ხარისხი კი საყვარელი საქმის კეთებას, უსაზღვრო ნდობასა და სიყვარულს მოჰყვება. რაღაც მომენტში კი, ალბათ არც აღარავის ახსოვდა, რომ ეს ხალისიანი, 30 წლის ქალბატონი მსოფლიო ვარსკვლავების რიგს მიეკუთვნება და ახლა უბრალოდ მორიგი კონცერტი აქვს დასახური. 2014 წლის აპრილში, ჯოს სტოუნმა თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი the Total World Tour [ტოტალური მსოფლიო ტურნე] წამოიწყო. გეგმის მიხედვით, ის პლანეტის ყველა ქვეყანაში ადგილობრივ შემსრულებლებთან დუეტის ჩაწერას აპირებს. შავი ზღვის ჯაზფესტივალის მეორე დღეს, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჯოსი სალიოს შეხვდა. მათი თანამშრომლობის შედეგს კი სულ მალე სოციალურ მედიაში ვიხილავთ, მათ შორის ჯოს სტოუნის ოფიციალურ Youtube არხზე. ჯაზფესტივალს ჯოსსთან ერთად გამოვემშვიდობეთ. ტრადიციულად, განსაკუთრებით ენერგიულმა მელომანებმა მუსიკალური თავგადასავლები კლუბ Take Five-ში განაგრძეს. ჩვენ კი ბათუმის ქუჩების მორიგი მოვლის შემდეგ, სასიამოვნოდ დაქანცულები შინ დავბრუნდით. როგორც ყველა ამბავი, დასრულდა ზაფხულის ეს სამი სიზმარიც ჯაზფესტივალს ამჯერად უკვე დედაქალაქში დაველოდებით.


NRJ Magazine 13


nika maCaiZe მუსიკაზე, თბილისურ კლუბებზე,ქალ დიჯეებზე და სამოქალაქო პასუხისმგებლობებზე ტექსტი: ნიკო ნერგაძე ფოტო: სერა ძნელაძე

ნიკა მაჩაიძეს „ფაბრიკაში“, Creative Education Studio-ს სკოლის წინ შევხვდით, სადაც ის და მისი მეუღლე - ტუსია ბერიძე მუსიკის წარმოებას ასწავლიან. წესით სწავლა დამთავრებული უნდა იყოს, თუმცა ორი გაკვეთილი გაუცდათ და ახლა ანაზღაურებენ. დღეს ერთობიან. ფრიც ლანგის „მეტროპოლისის“ გარშემო სეიშენი აქვთ. სულ ექვსი სტუდენტია, ერთმანეთს ენაცვლებიან და თითო ჯერზე 4 კაცი ერთდროულად უკრავს. ნიკა ამბობს, მაგარი გამოდისო. ნიკა მაჩაიძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მუსიკოსი და ელექტრონული მუსიკის პიონერია. კიდევ კინორეჟისორია, სცენარისტი, „არტარეას“ არტ-დირექტორი, მუსიკალური კლიპების რეჟისორი, ანიმატორი... ასევე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არტისტი რეკლამის მუსიკის გასაკეთებლად.

NRJ Magazine 14


NRJ Magazine 15


დაკვეთებზე მუშაობა არ გიჭირს? ერთი მხრივ, კლიენტის სურვილი უნდა გაითვალისწინო, მეორე მხრივ - როგორც შენთვის, მუსიკოსისთვის, შეიძლება სხვა რამე იყოს მთავარი... თავიდან დაკვეთებზე მუშაობა რომ დავიწყე, შეცდომა დავუშვი. ვიწყებდი ფიქრს იმაზე, დამკვეთს რა მოეწონებოდა და რა უნდოდა. რაღაც სულ არასწორი გამოდიოდა. ბოლოს კი ვაკეთებდი რაღაცას, მაგრამ კმაყოფილი არასოდეს ვიყავი. მერე მივხვდი, რომ უპირველესად თავად უნდა მოგეწონოს ადამიანს. შენ თუ მოგეწონა უკვე კარგია, ესე იგი იმასაც მოეწონება. კეთების დროს თუ სიამოვნება მიიღე, ეგ მერე მუსიკასაც ეტყობა. ყოფილა ისეც, რომ დამკვეთს მოწონებია, მაგრამ უთქვამს - ცოტა სხვანაირი მინდა, გადააკეთეო, მაგრამ ეგეც მუშაობის პროცესია. ბოლო დიდი პროექტი „თიბისის“ სარეკლამო რგოლისთვის მუსიკის გაკეთება იყო - „თიბისი სტატუსის“ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში. უსასრულობის თემაზე იყო მუსიკა გასაკეთებელი და როდესაც კლიპის კადრირება ვნახე, მაშინვე მინიმალისტებზე ვიფიქრე, ოღონდ მთლად

ზუსტად სტივ რაიხისნაირიც არ გვინდოდა, ამიტომ პოსტმინიმალისტებისკენ წავედით, მაქს რიხტერისკენ. ბევრ სხვადასხვა რამესთან ერთად, მისი გაკეთებულია სერიალ The Leftovers-ის საუნდტრეკიც. სწორედ ამ საუნდტრეკის განწყობის მსგავსი გვინდოდა გაგვეკეთებინა რამე და ბოლოს ასეც გამოვიდა. მე დავიწყე, ტუსიამ განაგრძო და საბოლოო ჯამში ერთად გავაკეთეთ. ხშირად მუშაობთ ხოლმე ერთად? ბოლო დროს ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. არც მესმის, ბოლო დროს ჩემთან უფრო რატომ მოდიან ხოლმე დამკვეთები, ვიდრე ტუსიასთან. მე 2010 წლიდან დისკი აღარ გამომიშვია და მაინცდამაინც არც ვაქტიურობ - თითქმის არსად აღარ ვუკრავ. ამასობაში, ტუსია ყოველ წელს ახალ დისკს უშვებს კარგ ლეიბლებზე, მისი ინტერვიუები იბეჭდება Wire-ში. საბოლოო ჯამში ჩემზე ბევრად მეტი ალბომი აქვს გამოშვებული, ჩემზე ბევრად უკეთეს ლეიბლებზე. აქ კიდევ ეგ არ აინტერესებთ...

NRJ Magazine 16

როგორ გგონია, რატომ? არ იციან ტუსია ვინ არის? მარტო ტუსიაზე არ არის, ქალებზეა ზოგადად. ქალ მუსიკოსებთან აქვთ ასეთი დამოკიდებულება. თუმცა, ეგ მარტო ხალხის ბრალი არ არის. „არტარეაში“, მაგალითად, ცოცხალი მუსიკის სერია გვაქვს. სადაც გავიგებთ, რომ გოგოა სადმე, ვინც მუსიკას აკეთებს, მივდივართ და უმეტეს შემთხვევებში უარს ვიღებთ. ამბობენ, რომ არ არიან დარწმუნებულები საკუთარ თავში... არადა, დარწმუნებული ვარ, არავისზე ნაკლებად არ გამოჩნდებოდნენ. ცოტა მათი აქტიურობაც საჭიროა. აჩვენონ ყველას, რომ არსებობენ და შეუძლიათ. თითქოს ისეა, რომ ქალ მუსიკოსებს რაღაც დონეზე აფასებენ, მაგრამ, შეკვეთამდე თუ მიდგება საქმე, მაინც მამაკაცთან მისვლა ურჩევნიათ... არ ვიცი, ჰგონიათ, რომ უროთი ვაკეთებ მუსიკას და ჯანი ჭირდება თუ რა არის, მაგრამ ასეა. ახლაც, სტუდენტები მყავს საოცარი გოგონები, რომლებიც ძალიან კარგ მუსიკას აკეთებენ. ვცდილობ ხოლმე, რომ ვუთხრა - კარგის კეთება არაა საკმარისი. ცოტა უნდა გამოჩნდე, რქები თუ არ გამოაჩინე ამ ქვეყანაში, ისე არაფერი გამოვა.


ტექნო. და მერე გინდება უთხრა, რომ ცოტა გაახილონ თვალები და ყურები. ტექნო კარგია, მაგრამ კიდევ რამდენი კარგი რამ არსებობს, ხომ არ შეიძლება მარტო ერთ რამეზე ჩაიციკლო. კი, ისიც უნდა იყოს, მაგრამ სხვა რამეებიც საჭიროა. ამ მხრივ SOU-ს ფესტივალი იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელმაც უცებ არსაიდან ასეთი ფართო დიაპაზონის მუსიკა შემოიტანა თბილისში. თან ისიც დავინახეთ, რომ რეალურად თურმე ამ ხალხს ეს მუსიკაც უნდა. მთელი ქალაქი მოსაწვევებზე დარბოდა... რაიხი მოისმინეს და მთელი დარბაზი ფეხზე იდგა - ბებიიან-შვილიშვილიანად. ბევრს პირველად ჰქონდა მოსმენილი, მაგრამ არ ჰქონდა ამას მნიშვნელობა - კონცერტის დამთავრებისთანავე ყველა ფეხზე იდგა. ეგ იმას ნიშავს, რომ საჭიროა ბევრი ტიპის მუსიკა და არა მარტო ვიწროდ ერთი მიმართულება. ბოლო დროს უფრო ხშირად ჩანხარ ტელევიზორში და გაცილებით ბევრს ლაპარაკობ იმ საკითხებზე, რომლებიც მუსიკას არ ეხება. ადრე თითქოს ერიდებოდი გამოჩენას, არა? მინდა თუ არ მინდა, მაინც გამოდის, რომ ჩართული ვარ. ხან ინტერვიუს ვიძლევი, ხან ტელევიზორში გამოვდივარ, ხან სტუდენტებს ველაპარაკები - ყველგან გიწევს აზრის გამოთქმა. ადრე სხვა დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ ახლა ვიფიქრე - თუ სადმე მეძახიან და აზრს მეკითხებიან, ესე იგი არსებობენ ვიღაცები, ვისთვისაც ჩემი აზრი რამეს წარმოადგენს. ამიტომ, თავს ვალდებულად ვგრძნობ, რაც ჩემი აზრით მნიშნელოვანია, იმაზე ვილაპარაკო. ამაზე უფრო წელს დავფიქრდი. ადრე თუ სადმე მეძახდნენ სულ უარს ვამბობდი და მეთქი - აუ, არ მინდა, არაა ჩემი საქმე, ახლა ვთანხმდები. ახლა თუ მეუბნებიან, რომ იცი, ბორჯომში ტყის აღდგენა გვინდა და მოდი, შენ ილაპარაკე ამაზეო - ორი წლის წინ ვიტყოდი რომ მე ამისთვის არ გამოვდგები და ვინმე სხვას უთხარით მეთქი - ახლა კი მივდივარ, სადაც საჭიროა. ტელევიზიის დილის პროგრამაში ამინდის პროგნოზსაც ვაცხადებ. მაგრამ ეგ პრობლემა მარტო საქართველოს არ აქვს, არა? არა, პრინციპში საზღვარგარეთაც იგივე პრობლემები აქვთ. ერთადერთი, პოპ სცენაზე შეუძლიათ მეტ-ნაკლებად თავისუფლად გამოჩნდნენ. ელექტრონულ მუსიკას რაც შეეხება, ან კლასიკურ მუსიკას - ეგ მაინც მამაკაცების სფეროდ მიიჩნევა. ისე, აქცევ ყურადღებას თანამედროვე მუსიკაში რაც ხდება? კი, ვაქცევ. მუდამ იმას ვამბობ, რომ ძალიან მიხარია, რაც ამ მხრივ საქართველოში ხდება. აი, უცხოურ საიტებზე სულ წერენ, რომ თბილისი ლამის ახალი ბერლინი გახდა, ძალიან მაგარი კლუბები გვაქვს და ყველაფერი, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს... საერთოდ, ქართველებს გვაქვს ასეთი თვისება - როგოც 90-იანი წლების დასაწყისში იყო, რომ ერთმა ვიღაცამ „პირამიდები“ ჩაიცვა და მერე უცებ მთელ თბილისს „პირამიდები“ ეცვა და ყველას „კენგოლის“ ქუდები ეხურა - ეგრე არის ახლა

რა შეგეცვალა? რა შემეცვალა და მოქალაქეობრივი დამოკიდებულება გამიჩნდა. სამი შვილი მყავს, რომლებიც ამ ქვეყანაში იზრდებიან. შესაბამისად მინდა, რომ ეს ქვეყანა უკეთესი იყოს, ვიდრე არის. უკეთესი რომ იყოს ამისთვის ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და რაც შეგვიძლია ის ვქნათ - ამაში ისიც შედის, რომ ილაპარაკო და იქნებ ვინმეს გულზე მოხვდეს ეს სიტყვები. ამიტომ “პონტის გამო” უარის თქმა - რომ, აუ, იქ არ მინდა მისვლა და მეზარება - აღარ მეჩვენება სწორად. რადგან მისმენენ, ესე იგი უნდა ვთქვა კიდეც. და რა მხრივ გრძნობ პასუხისმგებლობას? რომ რაზე ილაპარაკო? მე მინდა, რომ ჩემი შვილები თავისუფლები იყვნენ. მაგალითად, არ მინდა იმის ეშინოდეთ, რომ კლუბში გაერთობიან და გამოსვლისას დაიჭერენ. აი, თუნდაც, ყველაზე ცუდი რომ ვთქვა: თუ კლუბში წავლენ და რომელიღაც ცუდ ნარკოტიკს მიიღებენ, იმის არ შეეშინდეთ, რომ

NRJ Magazine 17

საავადმყოფოში მოხვდებიან. რამდენია ასე, ჩუმად რომ მოკვდა. მაგაზე სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს, რომ იმ ბავშვს, რომელიც ცუდადაა, არ უნდა შეეშინდეს სასწრაფოში დარეკვის, რომ არ დაიჭირონ. თავიდან ახსენე, რომ ლამის 10 წელია ალბომი არ გამოგიშვია. არ ფიქრობ რომ დროა? არა, ძალიან იშვიათად მიჩნდება ხოლმე სურვილი, რომ რამე მსგავსი გავაკეთო. აზრს ვერ ვხედავ. მე მუსიკის წერა უფრო მაინტერესებს, ვიდრე ის, მერე ამას გამოვუშვებ თუ არა. დღეს შემიძლია ნებისმიერი მუსიკა ონლაინ ვიყიდო, ჩამოვქაჩო და ვეღარ ვხვდები, რატომ უნდა ვეწვალო კომპაქტ დისკს - მერე რომ სადღაც იდოს და არ გაიყიდოს და ეგეთებს... ვინილი ცოტა სხვა საქმეა, ნივთია მაინც, სხვა ხარისხი აქვს მუსიკას და თან მთელი რიტუალია - გახსნი, დადებ ფირსაკრავზე, მერე იმას უსმენ... CD-ის აზრს კი ვერ ვხედავ,... და ლაივებიც ნაკლებად გაქვს... ლაივის დაკვრა მაინცდამაინც არ მიყვარს, თუ ისეთი კონცერტი არაა, მე რომ მინდა. ასეთი ლაივები კიდევ იშვიათადაა. აქ მაინც უფრო კლუბში უნდათ ხოლმე, რომ დავუკრა. კლუბში დაკვრას კიდევ თავისი სპეციფიკა აქვს, რომელიც მეზარება. აბა როგორი გინდა? მე როდესაც მუსიკას ვაკეთებ, ჩემთვის მთავარი მაინც ისაა, რომ მუსიკის კეთებით ვისიამოვნო. ჩემთვის ვწერ მუსიკას. ეს არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ ჩემთვის ინდიკატორი ისაა, კეთების პროცესზე ვკაიფობ თუ არა. მე თუ კეთება მომწონს, ესე იგი კარგი გამოვიდა. აი, ბოლოს მე თვითონ რაც მომეწონა, SOU-ს ფესტივალზე დავუკარი. ამ ლაივს როდესაც ვამზადებდი, ვფიქრობდი როგორი იქნებოდა, რას გამოვიყენებდი... სცენაზე რომ დადგები, დაკვრა უნდა გესიამოვნოს. ეგ არის ჩემთვის სიკარგის ინდიკატორი. საკუთარ ჩანაწერებს უსმენ ხოლმე? იშვიათად. ხანდახან მინდება ხოლმე... შეიძლება რამე გამახსენდეს და მერე იმას ვუსმინო. საერთოდ, როდესაც თავიდან მუსიკის კეთება დავიწყე, ეგ “კაიფი” მქონდა - ახალი მოსასმენი აღარ მქონდა და ვიფიქრე, მოდი, რისი მოსმენაც მინდა, იმას მე თვითონ გავაკთებ მეთქი. ჰოდა დავიწყე კეთება. საბოლოოდ მაინც ეგაა მნიშვნელოვანი - მუსიკას უპირველესად იმიტომ ვაკეთებ, რომ მე მოვუსმინო. სხვასაც ბევრს აკეთებ - ვიდეო იქნება, გრაფიკა თუ რამის წერა, იგივე სიამოვნებას იღებ? არა, მუსიკის კეთების პროცესი სულ სხვა რამეა ჩემთვის. ასეთი სიამოვნება ვიდეოს კეთებას ნამდვილად არა აქვს. ვიდეოს კეთებისას უფრო საინტერესო შედეგია. მინდა ხოლმე, რომ დროზე მოვრჩე და ვნახო რა გამოვიდა. მუსიკის კეთებისას კი პროცესი გაცილებით უფრო სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, ვიდრე საბოლოო შედეგის მიღება.


გაბედე იყო

სუბლატი ტექსტი: თეა დარჩია, რუსკა გიორგაძე ფოტო: ირაკლი დოლიძე

მომღერლის გზა მეგაპროექტის კონკურსანტობიდან ჟიურის წევრობამდე

NRJ Magazine 18


ლოკაცია: The Grove Design Hotel

NRJ Magazine 19


NRJ Magazine 20


ახლა რომ ცნობილი და აქტუალური ვარ, ეს გვარის დიდი დამსახურებაა. მე რომ გამოვსულიყავი როგორც ნინო სულაბერიძე, არ ვიცი რა მოხდებოდა. მგონია, რომ ასეთი ცნობილი არ ვიქნებოდი

როდესაც „რუსთავი 2“-ის პროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ სცენაზე გამოჩნდა და ლანა დელ რეის ჰიტადქცეული სიმღერა შეასრულა, ნინა სუბლატზე მთელი საქართველო ალაპარაკდა. გამორჩეული გარეგნობა იდეალურ სინთეზშია მისი შესრულების მანერასთან და ულამაზეს ხმის ტემბრთან. მისი, როგორც მუსიკოსის, კარიერა 2011 წლიდან იწყება, როდესაც Georgian Dream Studio-სთან და რეპერ ბერასთან დაიწყო თანამშრომლობა, პარალელურად კი ლოს-ანჯელესიდან, ნიუ-იორკიდან და ლონდონიდან მოწვეულ ვოკალის პედაგოგებთან და ქორეოგრაფებთან მუშაობდა. ნინა სუბლატმა მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს სპეციალობით დაამთავრა, ისწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, მუსიკის ტექნოლოგიას დაეუფლა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. „საქართველოს ვარსკვლავში“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი, მთავარი ჯილდოს სახით ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან მიიღო მოწვევა. თუ ერთხელ მაინც მოისმენთ ნინა სუბლატის ნამღერს, ის არასოდეს დაგავიწყდებათ. მუსიკალური პროექტის გამარჯვებული ნინა წლების შემდეგ თავადაც გახდა „რუსთავი 2“-ის მეგაშოუს ჟიურის წევრი, შთამბეჭდავად წარადგინა საქართველო ევროვიზიაზე სიმღერით Warrior, გამოუშვა მუსიკალური ალბომი Dare to be Nina Sublatti. ახლა კი მომღერალი შეერთებულ შტატებში წასასვლელად ემზადება. საკუთარ შემოქმედებაზე, მუსიკალურ გავლენებზე და სამომავლო გეგმებზე მომღერალი თავად გვესაუბრება.

NRJ Magazine 21


მოგვიყევით თქვენს მშობლებზე. რა გავლენა იქონიეს მათ თქვენზე, როგორც მუსიკოსზე? ჩემი მშობლები მელომანები არიან, პროფესიით არცერთი არაა მუსიკოსი, თუმცა მუსიკა ორივეს ძალიან უყვარს. სწორედ მათი გავლენით ავირჩიე მეც ეს პროფესია. დედაჩემს ძალიან კარგი ხმა აქვს, რომელსაც სამწუხაროდ არ იყენებს, ალბათ იმიტომ, რომ არაა დაინტერესებული ამ სფეროთი. მამა ძალიან კარგად უკრავს გიტარაზე, ვინილებისა და დისკების დიდი კოლექცია აქვს, რომელიც ბავშვობაში ჩემს მფლობელობაში იყო. რა რეაქცია ჰქონდა მამას, როდესაც სცენაზე არა თქვენი გვარით, არამედ ფსევდონიმით წარდექით? ხომ არ მოჰყვა ამას პროტესტი მისი მხრიდან? არა, პროტესტი არ მოჰყოლია, ამ თემაზე საერთოდ არ გვისაუბრია. ჩემი აზრით, როდესაც Public Person ხდები, უნდა გქონდეს დასამახსოვრებელი გვარსახელი, რომელიც შენი შემოქმედების მოყვარულს გაუადვილებს შენი მუსიკის მოძებნას. რომ ეს მუსიკა ვიღაცამ თუნდაც მოძებნოს. ახლა რომ ცნობილი და აქტუალური ვარ, ეს გვარის დიდი დამსახურებაა. მე რომ გამოვსულიყავი როგორც ნინო სულაბერიძე, არ ვიცი რა მოხდებოდა, მგონია, რომ ასეთი ცნობილი არ ვიქნებოდი. ახლა თუ გყავთ ვოკალის მასწავლებელი? ახლა არ მყავს, თუმცა მყავდა და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ეფრემ შენელი, რომელთანაც ექვსი წლის წინ მქონდა ურთიერთობა, როდესაც GDS-ის სტუდიაში დავდიოდი. მაშინ გავიარე კურსი უცხოეთიდან მოწვეულ პედაგოგებთან. ვსწავლობდით ვოკალს, ქორეოგრაფიას... დროთა განმავლობაში ისე კარგად ვისწავლე სავარჯიშოების ტექნიკა, რომ თავადაც გამოვიყენე, როცა სიმღერის პედაგოგადაც დავიწყე მუშაობა. ვფიქრობ ვოკალს ყოველთვის ინდივიდუალურად უნდა მიუდგე.

რა არის თქვენთვის ვოკალი, მხოლოდ ხმაა თუ ერთგვარი ინსტრუმენტიცაა? რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი ზუსტად ამაზე. როგორ წარმომიდგენია, იცით?! როგორც ანიმეებშია წყლის ან მიწის სტიქიის მმართველი, ასე ვარ მეც - მე ვარ ვოკალის მმართველი. ვოკალს ვუფრთხილდები, როგორც ინსტრუმენტს. ეს რაღაც განსაკუთრებული ძალაა, რომელიც შეგიძლია მიმართო, საითკენაც გინდა. არის რაიმე უნიკალური რჩევა, რომელიც შეგიძლიათ ახალბედა მომღერლებს გაუზიაროთ? ძალიან რთულია, მაგრამ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც საკუთარ თავსაც ხშირად ვუმეორებ. უპირველესად არაა აუცილებელი ვინმე დააკოპირო, იმისთვის, რომ კარგად იმღერო და მეორე - ნებისმიერი რამ, რასაც აკეთებ, უნდა ასოცირდებოდეს თავისუფლებასთან. ვოკალი არ უნდა იყოს ძალდატანებითი, ის თავისთავად უნდა იყოს ძლიერი. თუ უსმენ საკუთარ თავს და გგონია, რომ შესრულების დროს არ ხარ თავისუფალი, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ. ამ შემთხვევაში უნდა ეცადო ყველაფრისგან გათავისუფლდე. მოგვიყევით შემოქმედებით პროცესზე მუსიკას მე და ჩემი მეუღლე - გიორგი, ერთად ვაკეთებთ. ძირითადად ისე ხდება, რომ გიორგი იწყებს მონახაზით, ხანდახან კი მხოლოდ ბიტია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაშიც დამიწერია სიმღერა. ჯერ ვუსმენ, წარმოვიდგენ როგორი შეიძლება იყოს, რისი პოტენციალი აქვს. შემდეგი მოდის მელოდიის ხაზი, მას სიტყვები მოჰყვება, ხანდახან კი ორივე ერთად იბადება. შემდეგ ხდება დამუშავება, ხმების დამატება... ძალიან მიყვარს ეს პროცესი. მოგვიყევით თქვენს მეუღლეზე. მუსიკამ შეგვახვედრა, მუსიკალურმა გემოვნებამ დაგვაახლოვა, მერე ერთად დავიწყეთ მუშაობა. ჩვენი ყოველდღიურობა სამუშაო, შემოქმედებითი პროცესივითაა. ვაკვირდებით ერთმანეთს, როგორ ვცხოვრობთ, როგორც მუსიკოსები.

NRJ Magazine 22

დღევანდელი გადმოსახედიდან, რა ადგილი უჭირავს ევროვიზიას თქვენს კარიერაში? ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ევროვიზიაზე გავსულიყავი თუ არა. ვერ გეტყვით, რომ დიდი სურვილი მქონდა. თუმცა აპარატურა, სცენა, წესრიგი - ეს მართლა გასაოცარი იყო. საქართველოში როდესაც მღერი, არც შენი ხმა გესმის და არც ინსტრუმენტების. იქ ამ თვალსაზრისით ნამდვილი სამოთხეა. საქართველოში რთულია ჩანაფიქრი გადმოსცე. იქ კი ზუსტად ერთი ერთში გადმოსცემ სათქმელს. ევროვიზიაზე ნებისმიერი არტისტისთვის ფანტასტიკური სამუშაო პირობებია შექმნილი. როგორ აფასებენ მშობლები თქვენს შემოქმედებას? რომ გითხრათ, შინ ხშირად მაქებენ - მეთქი მოგატყუებთ, მართალია სიტყვიერად არ მეუბნებიან ქათინაურებს, მაგრამ მათ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ. ჩემი წარმატება განსაკუთრებულად უხარიათ. დედაჩემი ძალიან ახალგაზრდაა, 40 წლის. შეიძლება ითქვას: ერთად გავიზარდეთ. მას მუდამ სჯეროდა ჩემი. მე რომ ეს მხარდაჭერა არ მქონოდა, ბევრი რამ ისე არ იქნებოდა, როგორც არის. თუ ოჯახის მხარდაჭერა არ გაქვს, ეს აუცილებლად იქონიებს თქვენზე გავლენას. დედაჩემს არ უთქვამს, უი, შენ თურმე რა კარგად მღერი, მაგრამ დედაჩემს რომ ვეტყოდი, წავედი „გრემი“ უნდა ავიღო - მეთქი, მპასუხობდა, მიდი, დე; „გრემი“ აიღე. ეს რომ გესმის, იცი, რომ ამ ადამიანს სჯერა შენი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თანაც დედაჩემმა მუსიკა ძალიან კარგად იცის. მამაჩემიც ისეთი ადამიანია, მუდამ მჯეროდა მისი. ამ ორი ადამიანის აზრი და მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ახლა რას გეგმავთ? საქართველოდან წასვლას ვგეგმავ. ამ ეტაპზე საბუთების შეგროვებით ვარ დაკავებული. გეგმაში ამერიკის შეერთებული შტატებია. იქაური თავისუფლება და ადამიანები ჩემთვის მისაღებია. თუმცა ამერიკაში სამუდამოდ დარჩენას არ ვაპირებ. სურვილი მაქვს ვიცხოვრო ყველგან, სადაც ჩემთვის საინტერესო გარემო იქნება.


NRJ Magazine 23


kievi / los-anjelesi / Tbilisi სოფი ვილის მუსიკალური გზა, ამერიკული ტური და ახალი ალბომის საერთაშორისო წარმატება NRJ Magazine 24


ტექსტი: თეა დარჩია, რუსკა გიორგაძე ფოტო: ირაკლი დოლიძე

წყალში მხტომელი, რომელიც მსოფლიო დონის მუსიკოსად იქცა - ეს სოფი ვილის (Sophie Villy - სოფო ხუციშვილის სასცენო ფსევდონიმი) ისტორიაა. 26 წლის ქართველი მომღერალი ახლახან დაბრუნდა შეერთებული შტატებიდან, სადაც ახალი ალბომის Planet A-ს ტურნეს ფარგლებში კონცერტები რამდენიმე ქალაქში გამართა. ალბომს ყველგან წარმატება ხვდა წილად. მუსიკით სამი წლიდანაა გატაცებული, მელომანი მშობლების ოჯახში დაიბადა. Beatles-ის, Rolling Stones-ის და ტომ უეითსის მუსიკაზე გაიზარდა. პირველი ინსტრუმენტი, რომლის მიმართაც ინტერესი გაუჩნდა, ფორტეპიანო იყო, თუმცა მუსიკალურ სკოლაში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა, რომ მისთვის უფრო საინტერესო გიტარასთან ურთიერთობა იყო. თბილისის პაბებში დაკვრამ დიდი გამოცდილება შესძინა. 2008 წლიდან კი სწავლა განაგრძო და მისი მუსიკალური კარიერის დაწყებაც ამ ქალაქს უკავშირდება სწორედ უკრანაიში დაიწყო მუსიკის წერა. კონცერტებს ბენდთან ერთად მართავდა. ერთმა დღემ კი განსაკუთრებული გავლენა იქონია მის კარიერაზე: ლეგენდარული ტომ უეითსის გიტარისტი, რომელსაც ნახევრად ქართველი მეუღლე ჰყავს, სრულიად შემთხვევით სოფის მამას შეხვდა. კედელზე გაკრული სოფის პოსტერის ნახვის შემდეგ, ახალბედა მომღერლით დაინტერესდა და სოფი ვილი ლოს-ანეჯლესში მიიპატიჟა, სადაც სოფიმ სამი კონცერტი ჩაატარა. 2012 წელს ფლორიდას ერთ-ერთმა მუსიკალურმა ფესტივალმა სოფი YouTube-ის საშუალებით აღმოაჩინა და შტატებში მიიწვია, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება სოფი ვილის საინტერესო და წარმატებული კარიერული გზა, რომელზეც მომღერალი NRJ-ის ესაუბრა.

NRJ Magazine 25


NRJ Magazine 26


სპორტს თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს... დიახ, წყალში მხტომელი ვიყავი. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. წყალში ხტომას ბატუტზე ვსწავლობდით. მახსოვს, ევროპაში წაგვიყვანეს, ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. სპეციალურად ათი დღით ადრე ჩავედით, რომ წყალში ხტომა უშუალოდ აუზში გვესწავლა და მიუხედავად ასეთი მძიმე პირობებისა, მაშინ ყველამ მედლები ავიღეთ. ეს მართლაც საოცრება იყო. პირველი შეხება მუსიკასთან. რამდენი წლის იყავით, მუსიკის წერის ნიჭი რომ აღმოაჩინეთ? სიმღერასთან და საერთოდ, ხელოვნებასთან სამი წლიდან მაქვს შეხება. ამაში დიდი წვლილი მამას მიუძღვის, რომელიც გიტარაზე უკრავს და საკუთარი სიმღერებიც აქვს. დედაც და მამაც მელომანები არიან. შინ გვქონდა Beatles-ის, The Rolling Stones-ის ფირფიტები და ხშირად ვუსმენდით. მამასთან ერთად ვმღეროდი ხოლმე, ჩანაწერებიც გვაქვს სახლში. ჩემი ძიძა - მზია ხარაიძე, ჩვენ გვერდით ცხოვრობდა და მის სახლში როიალზე ვუკრავდი. სწორედ ამიტომ მუსიკალურ ათწლედში შემიყვანეს. ლამპის შუქზე გატარებული წლების და მასწავლებლის მიერ თითებში ცემის შემდეგ მივხვდი, რომ ფორტეპიანო აღარ მინდოდა, ავიღე გიტარა და სწორედ გიტარა ავირჩიე ჩემს ინსტრუმენტად. შეგიძლიათ გაიხსენოთ ის ემოცია პირველი მელოდიის შექმნისას რომ დაგეუფლათ? ეს მართლაც მაგიური შეგრძნება იყო. თოთხმეტი წლის ასაკში მამამ კომპიუტერი მიყიდა. დავაყენეთ ხმის ჩამწერი პროგრამა, რომლის მუშაობის პრინციპი მამამ ამიხსნა და შემდეგ ოთახში მარტო დამტოვა. აღმოჩნდა, რომ საათნახევრის განმავლობაში დავწერე, დავუკარი და ვიმღერე რვა სხვადასხვა კომპოზიცია. მამა ოთახში რომ შემოვიდა, ძალიან გაოცებული

დარჩა. შემდეგ მამას გიტარისტი მეგობარი ჩამოვიდა საბერძნეთიდან და მასთან ერთად პაბებში დავიწყე დაკვრა. ვუკრავდით ქავერებს და ამან ძალიან დიდი გამოცდილება მოგვცა. გვყავდა ჩვენი მსმენელი და ძალიან კარგ დროს ვატარებდით. ეს პერიოდი საოცრად ტკბილად მახსენდება. შემდეგ, 2008-ში, ომი დაიწყო, ყველაფერი აირია და მეც გარემოს შეცვლა მომინდა. ამიტომ სწავლის გაგრძელება კიევში გადავწყვიტე, თან დედა უკრაინელი მყავს. იქ ჩემი ჯგუფი - „ბექსთეიჯი“ შევქმენი და დავიწყე საკუთარი მუსიკის კეთება. როგორ აღმოჩნდით შეერთებულ შტატებში? 2012 წელს ფლორიდადან მომივიდა მოწვევა - მუსიკალურმა ფესტივალმა Fall Arts Festival-მა YouTube-ის საშუალებით მიპოვა. იქ ჩასულს საოცარი დახვედრა მომიწყეს. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩემი პირველი ალბომი Mother Fish ჩავწერე, რომელიც დედაჩემს მივუძღვენი. ყველაფერში კი ჩემი ოჯახი და მეგობრები დამეხმარნენ. საერთოდ, უნდა ვთქვა, რომ მათ გარეშე არ მექნებოდა ის, რაც დღეს მაქვს. მათი მხარდაჭერა და მხარში დგომა ჩემთვის გადამწყვეტია. მათ ძალიან სჯერათ ჩემი. რას გეგმავთ მომავალში? აპრილში ახალი სიმღერა გამოვუშვით ნიკაკოისთან ერთად და სულ მალე აუდიტორია კლიპსაც იხილავს. გარდა ამისა, ნიუ-იორკში ბოლო ვიზიტისას ალბომის მთავარ სიმღერაზე - Planet A-ზე გადავიღეთ ვიდეორგოლი. რა როლს თამაშობს მუსიკოსის შემოქმედებაში მისი მუსიკალური გემოვნება? გემოვნება მნიშვნელოვანი რამაა. წარმოიდგინეთ, რამდენი ვერსია და ვარიანტი არსებობს, დაწერო ესა თუ ის კომპოზიცია, ან შექმნა ფერწერული

NRJ Magazine 27

ტილო, მაგრამ ჩემი აზრით, ხელოვანი ადამიანისთვის მთავარი იმის პოვნაა, რაც იმ მომენტში მასთან ყველაზე ახლოსაა. სწორედ ამ დროს იქმნება ის განსაკუთრებული და მერე სხვა ვერსიის არჩევა აღარ გვინდა. როგორ ხედავთ თქვენს მუსიკალურ მომავალს? წინ ძალიან ბევრი მუშაობა გველის, ამას თავმდაბლობის გამო არ ვამბობ. უბრალოდ ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი რაღაცის დასაწყისია. ერთს რომ გააკეთებ, ჩაწერ ალბომს და ასე ვთქვათ სამსჯავროზე გაუშვებ, უკვე ახლის კეთებაზე იწყებ ფიქრს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, მეოთხე ალბომი ელექტრონული იყოს. ვიცი Ableton-ში მუშაობა, მაგრამ ჩემთვის ინსტრუმენტებთან მუშაობა მაინც უფრო კომფორტულია. ახალი ალბომი რაღაც შუალედური იქნება, თუმცა განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე გაგვიკეთებია. რატომ გადაწყვიტეთ, რომ Planet A-ს ტურნე ჯერ ამერიკაში მოგეწყოთ? ამერიკის სეგმენტი ჩემთვის უცხო არაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ სწორედ შტატებიდან დამეწყო. ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ: Rockwood Music Hall-ში 5 მაისს გვქონდა კონცერტი. დილიდან ისე წვიმდა, რომ რამდენჯერმე მოგვივიდა შეტყობინება წყალდიდობის საშიშროების შესახებ. გვირჩევდნენ შინ დავრჩენილიყავით. ვიფიქრე, რომ კონცერტზე არავინ მოვიდოდა, გავიარეთ „საუნდ ჩეკი“, რვას აკლდა ხუთი წუთი და დარბაზი სრულიად ცარიელი იყო, შევედი საგრიმიოროში, სამი წუთი ვიჯექი და თავს ვიწყნარებდი. გარეთ გამოსულს დარბაზის გარეთ უამრავი ადამიანი დამხვდა. ქართველებთან ერთად, ბევრი უცხოელიც იყო, რამაც გამაკვირვა და ძალიან გამახარა. კონცერტი ასე დავიწყე - „მე საქართველოდან ვარ, არა შტატიდან, არამედ ქვეყნიდან და 8ათასი კილომეტრი გამოვიარე იმისთვის, რომ თქვენთვის დამეკრა“.


NRJ Magazine 28


მშვიდ ცხოვრებაზე მეოცნებე ვარსკვლავი

ედ შირანი ტექსტი: NRJ GERMANY, რუსკა გიორგაძე ფოტო: Getty, NRJ GERMANY

მეგობრებზე, უძილო ღამეებზე, კრიტიკასა და უჩვეულო მოგზაურობაზე

NRJ Magazine 29


ახალ ზელანდიაში ვიყავი და კლდიდან „ბანჯი ჯამფინგი“ ვცადე. მართლა საშინელება იყო

რიგებში თვით სერ ელტონ ჯონი და ერიკ კლეპტონიც ირიცხებიან. „მას შეუძლია მელოდია მარტივად და გენიალურად დაწეროს“ - ამბობს სერ ელტონ ჯონი, რომელიც ცნობილია, რომ „გრემის“ მფლობელი სიმღერის, Thinking out Loud-ის თაყვანისმცემელია. „ის ჩემს თავს მახსენებს, როდესაც 1970-იან წლებში პირველად ჩამოვედი შეერთებულ შტატებში“, - ამბობს ლეგენდარული მომღერალი ედ შირანზე.

ოცდაექვსი წლისაა, თუმცა მსოფლიოში ალბათ ძნელად მოიპოვება ადამიანი, ვისაც მისთვის ერთხელ მაინც არ მოუსმენია. ედ შირანი თავისი ჟღალი თმით და ლამაზი ხმის ტემბრით პირველივე ნახვისას იპყრობს მსმენელის ყურადღებას. მისი ჰიტადქცეული კომპოზიციები გამოსვლისთანავე ჩარტების მოწინავე პოზიციებს იკავებენ. ედ შირანი ინგლისში, დასავლეთ იორკშირში, კერძოდ ჰალიფაქსში დაიბადა, თუმცა საფოკლში გაიზარდა, სადაც ცოტა ხნის წინ ფერმაც შეიძინა. ამბობს, რომ მომავალში, როდესაც ოჯახს შექმნის, სწორედ იქ დასახლდება. დღეისთვის კი ლონდონში ცხოვრობს, სადაც ხშირად მასპინძლობს მეგობრებს. ცნობილია, რომ მის სახლს ხშირად სტუმრობენ ვარსკლავები მომღერლის ფავორიტი ტელეშოუდან - Game of Thrones. ამბობს, რომ ბალანსის დაცვა პოპულარობასა და ცხოვრების ნორმალურ წესს შორის მისთვის გადამწყვეტია, ამაში კი ძველი მეგობრები და მათთან მუდმივი კომუნიკაცია ეხმარება. მეგობრებზე და საფოკლში მეამბოხე წლებზე თავის ახალ სიმღერაში Castle on The Hill-ში ჰყვება. ედ შირანის ფანკლუბი ძირითადად თინეიჯერი გოგონებისგან შედგება, მაგრამ მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა

ერთი წლის წინ ედ შირანი საჯარო ყურადღებას გაექცა, გაქრა სოციალური ქსელებიდან და შეყვარებულთან ერთად თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობაში წავიდა, სადაც არაერთი ხიფათიანი ისტორიაც გადახდა თავს. ისლანდიაში, ვულკანის დათვალიერებისას, ედ შირანმა გიდს არ დაუჯერა, ბილიკიდან გადაუხვია და შედეგად მდუღარე წყალში ჩავარდა. მომღერალი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში გადააფრინეს, თუმცა წყვილისთვის ამ დაბრკოლებას ხელი არ შეუშლია განეგრძოთ მოგზაურობა. მოგვიანებით შირანი იხსენებდა, რომ ცოტა ხანს გაუჩინარება და პოპვარსკლავის სტატუსისგან გაქცევა მისთვის აუცილებელი იყო. სერ ელტონ ჯონი მიიჩნევს, რომ ეს მოგზაურობა შირანს საკუთარი თავის ხელახლა პოვნაში და ალკოჰოლთან მისი დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმარა. ხშირად აღნიშნავს, რომ ტვიტერზე გაკეთებულ ერთ უარყოფით კომენტარსაც კი მისი გუნების მთელი დღით გაფუჭება შეუძლია. იხსენებს შემთხვევას, როდესაც სოციალური ქსელებში მის გამელოტებაზე დაიწყეს საუბარი - „საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ ეს ასე იყო. მე უბრალოდ ჟღალი და თხელი თმა მაქვს, სინამდვილეში სულაც არ ვმელოტდები და ჩემი თმაც შესანიშნავ მდგომარეობაშია“, ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ედ შირანი. ჟურნალ „ფორბსის“ მილიონერთა სიაში მოხვედრამ მისი ცხოვრება შეცვალა და მეგობრებიც კი დააკარგვინა: „ხშირად მიგზავნიდნენ მანქანის ფოტოს, მწერდნენ, რომ მანქანის საფასური ჩემი წლიური შემოსავლის მცირე ნაწილს შეადგენდა და მთხოვდნენ მეჩუქებინა. სამწუხაროა, რომ ამ

NRJ Magazine 30


ყველაფრის გამო რამდენიმე მეგობარი დავკარგე“. ერიკ კლეპტონთან მეგობრობა კიდევ ერთი შესანიშნავი რამაა, რაც ედ შირანის შესახებ უნდა იცოდეთ. თავიდან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. მათი პირველი შეხვედრა იაპონიაში შედგა როცა ლეგენდარულმა ერიკ კლეპტონმა შირანი სცენაზე აიყვანა.მას შემდეგ ახალგაზრდა და ახლადშეძენილ მეგობარს ხშირად სტუმრობს სადილზე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: ედ შირანის სახლი, სადაც სადილად სერ ელტონ ჯონი და ერიკ კლეპტონი იკრიბებიან, შირანის შეყვარებული კი მათთვის გამორჩეულ სადილს ამზადებს.

„მუსიკის კრიტიკოსების აზრი ყველაზე ნაკლებად მაღელვებს, მე ჩემს გმირებს მოვწონვარ. ვის გამოც მუსიკის შექმნა დავიწყე, სწორედ მათ მოსწონთ ჩემი შემოქმედება. რატომ უნდა დავინტერესდე კრიტიკოსების აზრით?!“- ხშირად აღნიშნავს შირანი. მომღერლის მშობლები გალერეის კურატორები არიან. მამა მკაცრი, დედა კი ყოველთვის ლმობიერი იყო. 16 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და საცოვრებლად ლონდონში გადავიდა. მღეროდა ყველგან, სადაც ამის საშუალება ეძლეოდა. 2010 წელს ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელმა, ბენ ქუიქმა YouTube-ში მისი ჩანაწერი აღმოაჩინა, შემდეგ ცოცხლადაც მოუსმინა და მალევე კონტრაქტიც გაუფორმა. ორი წლის შემდეგ ედ

NRJ Magazine 31

შირანი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. SnowPatrol-ის ტურში შესრულებული The A Team, მსოფლიო ჰიტად იქცა. შემდეგი ტურნე ტეილორ სვიფტთან ერთად შედგა. „საკუთარ თავს ვეკითხებოდი, როგორ მოვხვდი22 წლის ბრიტანელი ბიჭი ამერიკის ყველაზე პოპულარულ არტისტთან ერთად ტურნეში“- ყვება შირანი და თან უარყოფს გავრცელებულ ხმებს მისი და ტეილორის რომანის შესახებ. დღეს შირანი თავადაა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი და „გრემის“ მფლობელი. შირანი NRJ-ის გერმანიის სტუდიას ესტუმრა და თავის მესამე ალბომზე ისაუბრა:


მუსიკის კრიტიკოსების აზრი ყველაზე ნაკლებად მაღელვებს - მე ჩემს გმირებს მოვწონვარ. ვის გამოც მუსიკის შექმნა დავიწყე, სწორედ მათ მოსწონთ ჩემი შემოქმედება. რატომ უნდა დავინტერესდე კრიტიკოსების აზრით?!

როგორი გრძნობაა დაბრუნება? საკმაოდ დიდი პაუზა გამოგივიდათ? ძალიან კარგია, შეგრძნება მაქვს, რომ დიდი დრო გავატარე გერმანიაში, ეს ჩემი მეოთხე მოგზაურობაა, მგონი აქ მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ინგლისში. რაიმე გერმანული თვისებებიც ხომ არ შეიძინეთ? პუნქტუალურობა. ესაა ჩვევა, რომელიც აქ შევიძინე. ხანდახან შეხვედრებზე ადრეც კი მივდივარ ხოლმე. დიახ, ეს ნამდვილად გერმანული ჩვევაა. ერთი წელი შესვენება აიღეთ. როგორი გრძნობაა კვლავ დაუბრუნდეთ ტურნეებს, ინტერვიუებს? ინტერვიუები სახალისოა, რადგანაც ყველა ჯერზე განსხვავებულ კითხვებს მისვამენ. როდესაც პირველ ალბომს გამოსცემ, ყველა გეკითხება: რის შესახებაა ალბომი? როდესაც მეორე ალბომს უშვებ - აკეთებენ შედარებას პირველთან და ასევე გეკითხებიან, რაზეა ეს ალბომი. მესამე ალბომის გამოშვებისას უკვე იმდენი ინფორმაცია აქვთ შენ შესახებ, რომ კითხვები განსხვავებული და ძალიან საინტერესოა. დაუსვამთ ოდესმე კითხვა, რომელიც თქვენზე არასწორ ინფორმაციას შეიცავდა და გამოგონილ ამბავზე იყო? დიახ, რამდენიმე.

რომელი იყო ყველაზე სასაცილო? ცოტა ხნის წინ დანიაში ვიყავი. სიმღერა, Castle on the Hill-ის ტექსტში ვამბობ, რომ ექვსი წლის ვიყავი, როცა ფეხი მოვიტეხე.იქაურმა ჟურნალისტმა ამ სიმღერის ტექსტიდან გამომდინარე მკითხა, იყო თუ არა ჩემი შთაგონების წყარო ლუკას „გრემი“ და მისი სიმღერა „7 წელი“. ვუპასუხე, რომ არა, მე ეს სიმღერა ლუკას „გრემის“ სიმღერის გამოსვლამდე ერთი წლით ადრე დავწერე. მისი დაწერა ბრიუს სპრინგსტინის ერთერთმა სიმღერამ შთამაგონა. ჟურნალისტი მთხოვდა დამედასტურებინა ლუკას „გრემთან“ დაკავშირებული ისტორია, რადგან ეს ამბავი მას სტატიის დასაწერად ჭირდებოდა. უარი ვუთხარი, თუმცა სტატია მაინც მოგონილი ისტორიით გამოაქვეყნეს. ამიტომ დანიელებს მინდა ვუთხრა, რა მოხდა სინამდვილეში. ერთდროულად ორი სიმღერა გამოუშვით - Castle on the Hill და Shape of You. ამ უკანასკნელს, როგორც ვიცი, განსაკუთრებული ისტორია აქვს, შეგიძლიათ მოგვიყვეთ? როგორც ვიცი, Shape of You გერმანიაში უკვე შვიდი კვირაა ჩარტების ლიდერია. მართლა?! გილოცავთ! ერთი წლით გაუჩინარდით და დაბრუნდით სიმღერით, რომელიც ყველა ჰიტ აღლუმის ლიდერი გახდა. ყველა იღებს ტაიმ-აუტს რაღაც დროით, თქვენ არა?

NRJ Magazine 32

დიახ, ასეა. რა ისტორია დგას ამ სიმღერის მიღმა? ამ სიმღერაზე მუშაობა რომ დავიწყე, ის რიანასთვის იყო განკუთვნილი. ეს ისტორია ყველამ იცის. არის რაიმე რიტუალი, რომელსაც ალბომზე მუშაობის დასრულების შემდეგ ატარებთ? არასოდეს ვიცი როდის დასრულდება ალბომი. განვაგრძობ მუშაობას იქამდე, ვიდრე ვინმე გამაჩერებს. არასოდეს ხდება ისე, რომ დავჯდე, გავხსნა შამპანურის ბოთლი და ვიყვირო, დავასრულეთ! ალბომ Shape of You-ს გამოსვლამდე სამი დღით ადრეც კი ისევ მუშაობის პროცესში ვიყავი. მოდი ვისაუბროთ თქვენზე და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე. რა იყო ყველაზე საშიში, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინეთ? ახალ ზელანდიაში ვიყავი და კლდიდან „ბანჯი ჯამფინგი“ ვცადე. მართლა საშინელება იყო. საიდან გაჩნდა ეს ნაიარევი თქვენს სახეზე? მოგზაურობისას შეგემთხვათ რამე? უხეში სექსი მიყვარს. ალბომები ჩაწერილი გაქვთ ლოსანჯელესში, ლონდონში, თქვენს მშობლიურ საფოლკში და ქუინ მერიში.. დიახ, ნაწილი ნიუ-იორკშიც ჩაიწერა.


ასევე ჩიკაგოში, ფილადელფიასა და მინეაპოლისში. ხმის ჩამწერი სტუდია ახლა ძალიან შეიცვალა, მხოლოდ ლეპტოპი და მიკროფონი გჭირდება. აღარაა საჭირო დიდი სტუდიები და უამრავი ფული. ეს ერთგვარი რევოლუციაა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა გააადვილა ალბომის ჩაწერა, მაგრამ გაანადგურა კლასიკური სტუდიის ცნება. სტუდიებს ახლა ფინანსური პრობლემები აქვთ, გადასახადებს ვერ უმკლავდებიან ზუსტად იმიტომ, რომ მათ აღარავინ იყენებს.

გახმოვანების ნაწილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც შესაძლებელია გეთამაშათ.

ედ შირანი: ვიცი და სწორედ ამიტომ

NRJ: ვინტაჟურ პორნოგრაფიაში?

NRJ: როგორი რეაქცია ჰქონდა ჯასტინს?

ედ შირანი: გითამაშიათ ოდესმე პორნოში?

ედ შირანი: იყვირა. ბოდიში მოვუხადე.არა

ისეთი ულვაშები გაქვთ, წესით უნდა გეთამაშათ.

უშავსო, მითხრა. ძლიერად არ დამირტყამს.

NRJ: ულვაში მაქვს, მაგრამ არ მითამაშია და ეს ისტორია ტყუილია. ახლა თქვენი ჯერია.

NRJ: ისევ ჩემი ჯერია, ერთხელ პანამაკოსტა რიკის საზღვრის გადაკვეთისას დამიჭირეს, პასპორტი კი დაკარგული მქონდა.

მგონია, რომ ძალიან გულწრფელი ადამიანი ხართ და მინდა ვითამაშოთ თამაში „რეალური აღიარება“.

ედ შირანი: გოლფის თამაშისას, გოლფის

ედ შირანი: ეს ნამდვილად რეალური

ბურთს ჯასტინ ბიბერის პირიდან დავარტყი და შემთხვევით ჯოხი ყბაში გავარტყი.

ისტორიაა.

კარგი.

NRJ: რა თქმა უნდა, ტყუილია.

ძალიან მარტივია - ერთმანეთს მოვუყვებით ისტორიას და უნდა გამოვიცნოთ რეალურია თუ არა. მე დავიწყებ...

ედ შირანი: არადა სიმართლეა!

NRJ: სწავლისას ზედმეტ ფულს გამოვიმუშავებდი ძველებური პორნო ფილმების გახმოვანებით. ნამდვილია თუ ტყუილი?

მოგიყევით.

NRJ: დიახ, ასეა. ისევ თქვენი ჯერია.

ვთამაშობდით გოლფს და მკითხა, გინდა ჩემი პირიდან დაარტყა ბურთსო. ძალიან მთვრალი ვიყავი და ვუთხარი, რომ შეიძლებოდა ყბაში გამერტყა, ჯასტინმა კი თქვა რომ არა უშავდა და ასეც მოხდა ყბაში გავარტყი. NRJ: არადა გამოგონილ ისტორიას ჰგავს.

ედ შირანი: ვფიქრობ, რომ ტყუილია

NRJ Magazine 33

ედ შირანი: ცოტა ხნის წინ ძველი, თეთრი „ფერარი“ ვიყიდე, 25 ათას დოლარად, NRJ: მგონი მანქანები გიყვართ, ასე რომ ეს რეალური ისტორიაა.

ედ შირანი: არა, არაა. NRJ: კარგი, ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და თამაშისთვის.


sul musikaSi ტექსტი: ირმა კახურაშვილი ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

რადიოს სიყვარული, რომელიც დღემდე მოყვება, „შემოქმედებითი გაორება“, სამუშაო სივრცედ ქცეული საკუთარი საძინებელი, მუსიკის შექმნით მიღებული ექსპრესია და ახალგაზრდების წარმატების უპირობო გაზიარება - ეს ნასტია სართანიას ცხოვრებისეული ფაზლის მცირედი ნაწილია. ბოლო ხუთი წელია ის შემოქმედებითი განათლების სტუდიის, CES-ის თანადამფუძნებელია. ამ საქმეში ბოლომდეა ჩართული, თუმცა მუსიკა მისთვის მაინც ყველაფრის თანმდევად რჩება.

NRJ Magazine 34


NRJ Magazine 35


საბაზისო მუსიკალური განათლება საქართველოში მშობლების ძალადობასთან ასოცირდება, როდესაც ისინი შვილებს ფორტეპიანოს წრეზე სიარულს აიძულებენ. თქვენს შემთხვევაში რა ხდებოდა?

კონტაქტი მქონოდა. გამიმართლა და კვლავ მეგობრის დახმარებით იქ მუშაობა დავიწყე. ისე გამოვიდა, რომ ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი დიჯეი ვიყავი (ვდიჯეობდი კლუბ „ოსკარში“), მქონდა ჩემი რადიოპროექტები.

ბებიაჩემი პიანისტი იყო. მე კი მასთან ვიზრდებოდი. ბებიას უამრავი მოსწავლე ჰყავდა. შინ სულ ფორტეპიანო უკრავდა. მოსწავლეები რომ წავიდოდნენ, ფირსაკრავი ირთვებოდა. ამიტომ დაბადებიდანვე ვიცოდი, რომ მე პიანისტი გავხდებოდი. მშობლებიც მელომანები მყავდნენ, „ბითლზზე“ გიჟდებოდნენ. მაშინ ატენის ქუჩაზე ვცხოვრობდი. კლასელები ეზოში ჩემი ფორტეპიანოს ხმაზე იზრდებოდნენ, ისინი თამაშობდნენ, მე კი საათობით მიწევდა ინსტრუმენტთან ჯდომა, მაგრამ ეს ჩემთვის ორგანული იყო, წარმატებებსაც ვაღწევდი.

რთული და კარგი იყო - თან ჩასაბარებლად ვემზადებოდი, თან თავისუფალ დროს ყურსასმენს ვიკეთებდი და სულ სხვა რამეს ვუსმენდი და ვუკრავდი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კლასიკური მუსიკისადმი ინტერესი გამინელდა... რადიოს სიყვარული კი დღემდე მომყვება.

6 წლის ასაკიდან სცენაზე ხართ, გამოდიოდით სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ხართ საფორტეპიანო კონკურსის არაერთგზის გამარჯვებული. არასოდეს გდომებიათ დაგესვენათ მუსიკისგან? წარმატება ყოველთვის მაძლევდა ამ სფეროში დარჩენის სტიმულს. თუ რაიმე მომწყენია, უბრალოდ, მუსიკალური გარემო შემიცვლია, მაგრამ მუსიკას არასოდეს დავშორებივარ. ათწლედში სწავლის დროს, კლასიკურის გარდა, სხვა მუსიკა, სხვა ჟანრები აღმოვაჩინე. კონსერვატორიაში ჩაბარებამდე CD player-ი ახალი შემოსული რომ იყო, ლონდონიდან ჩამოვიტანე, თან ბევრი CD-იც მოვაყოლე. უდენობის პერიოდში, მახსოვს, შინ რადიოიანი ელექტროფანარი გვქონდა. ერთხელაც, მეგობრის რეკომენდაციით, აბაზანაში ყოფნის დროს ეს ელექტროფანარი რადიო FM 106,4-ზე მოვმართე და შოკი მივიღე - აქ ყველა მუსიკა იყო თავმოყრილი, რომელიც მომწონდა! ესე იგი, მას არა მარტო მე ვუსმენდი და მისი გაზიარებაც ფართოდ შეიძლებოდა! იმ წუთიდანვე გამიჩნდა სურვილი რადიოსთან რაიმე

ლონდონში ელექტრონული მუსიკის კეთება დაიწყეთ. რა იყო „შემოქმედებითი გაორების“ მიზეზი? საკლუბო ცხოვრება, ახალი ჟანრის მუსიკა... ლონდონის კონსერვატორიაშივე ცოტა „არაადეკვატური“ გავხდი. კლასიკურ მუსიკას ვუკრავდი, აქტიურად გავდიოდი სხვადასხვა კონკურსებზე, როგორც პიანისტი, მაგრამ ყოველ ღამე კლუბებში ვცეკვავდი და ყოველ შესვენებაზე ყურსასმენი მეკეთა. ამ გადასახედიდან მიკვირს კიდეც, ამდენს როგორ ვასწრებდი. დილით, ცხრას რომ ოცი წუთი აკლდა, უკვე სტუდია მქონდა დაჯავშნილი როიალზე სამეცადინოდ. საღამოს კლუბში მივდიოდი და ზოგჯერ შინ ღამის ოთხზე ვბრუნდებოდი. მერე რადიოში დევი გავიცანი - ჩემი მეუღლე, და საბოლოოდ გავარკვიე, რომ არ ვარ ადამიანი, რომელიც რვა საათი ფორტეპიანოზე დაუკრავს. ერთ მომენტში ეს ყველაფერი მორჩა. გიგუცი რომ გაგვიჩნდა, მუსიკასთან კონტაქტი არ დამიკარგავს. მაშინ ახალი ადგმული ჰქონდა ფეხი ციფრულ პროგრამებს, რომელშიც შეგეძლო ყველაფერი გეკეთებინა. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე საყვარელი ეტაპი საძინებელში სტუდია მოვიწყვე და თითქმის ორი წელი, როგორც კი გიგუცი დაიძინებდა, მუსიკას ვწერდი, სოციალურ ქსელში ვაზიარებდი. პატარა ფანკლუბიც მყავდა.

NRJ Magazine 36


NRJ Magazine 37


NRJ Magazine 38


წლების წინ, საქართველოში სადებიუტო გამოსვლა გქონდათ “ელექტრონავტზე”, მუსიკალური ფსევდონიმი sTi და ბევრი მუსიკალური პროდუქტიც იმ დროს დაიბადა. თქვენი გამოცდილების გამდიდრება პედაგოგიკით ექსპერიმენტი უფრო იყო თუ გრძელვადიანი ჩანაფიქრი? ლონდონში ცხოვრების დროს, შაბათკვირას, ბავშვებს ფორტეპიანოზე დაკვრას ვასწავლიდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პედაგოგიკაზე, სტუდიის შექმნაზე არც მიფიქრია. მოხდა ისე, რომ ათი წლის წინ, აქ რომ დავბრუნდი, დამიკვეთეს კონცერტი, სადაც მუსიკის „გაცოცხლება“ დამჭირდა. კონსერვატორიას მივაკითხე (ჩვეულებისამებრ, ასე ვიქცეოდი ლონდონში), სადაც უნდა მომენახა ადამიანი, რომელიც ჩემი მუსიკის პარტიტურას დაწერდა, აქვე უნდა მეპოვნა სიმებიანი კვარტეტი, ფლეიტისტი და პიანისტი... პიანისტი კი ვნახე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კომპიუტერს არავინ იცნობდა. ყველა თითს იშვერდა ვინმე პირველკურსელ კოკა ნიკოლაძისკენ. ამ ბიჭმა მართლაც გააკეთა ყველაფერი, მაგრამ არსებული სურათი არ მომეწონა... CES-ის კეთება კახა წამალაიძესთან ერთად დავიწყეთ. ის ჩვენი თანადამფუძნებელია. სტუდიის არსებობა მისი დამსახურებაა. ჩემი ინვესტიცია მხოლოდ დრო იყო. დიდი ამბიცია არ გვქონია, მაგრამ საქმე ამბიციური გამოდგა. ყველაფერი 11 სტუდენტით, 40 კვადრატულ მეტრში, რამიშვილის ქუჩაზე მდებარე კრეატიული განათლების სკოლის მესამე სართულზე დაიწყო. გვაჯის (გიორგი გვარჯალაძეს) ერთწლიანი ხმის ინჟინერიის პროგრამის წამოწყება შევთავაზე. მანვე აგვიწყო და პროფესიონალურად შეგვიფუთა პირველი სტუდია. დღეს კი ორივე ვამაყობთ, რომ პირველი ნაკადის ყველა სტუდენტი შედგა, როგორც პროფესიონალი. მას მერეც არ შეგვინელებია ტეპმი და განათლების ხარისხი. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ,

სადაც ერთმანეთის დიდი ხელშეწყობა გვაქვს. გვყავს სტუდენტები, ვინც არა ერთი, არამედ რამდენიმე პროგრამა გაიარა ჩვენთან. დღეისთვის ყველაზე პოპულარული გრაფიკული დიზაინის კურსია, ყველაზე მოკლევადიანი (ორთვიანი) - დიჯეი კურსი, გრძელვადიანი (ერთწლიანი) - ხმის ინჟინერია. ჩვენს კურსდამთავრებულებს პრაქტიკულ გამოცდილებას ვაძლევთ, დასაქმების უაღრესად დიდ შესაძლებლობასაც. კვირა არ გავა, რომ ვინმე არ შეგვეხმიანოს და არ დასჭირდეს დიზაინერი, მუსიკოსი, ხმის ინჟინერი. მთავარია სტუდენტების მხრიდან დისციპლინა და მონდომება იყოს. რომ შევაჯამოთ, რას წარმოადგენს CES-ი და რა პერსპექტივები აქვს? ჩვენ წარმოვადგენთ დიზაინის, აუდიოვიდეო და მუსიკის შემოქმედებით მედია სკოლას, რომელიც ორიენტირებულია მოკლე და ხანგრძლივ კურსებზე, სადაც ნიჭიერ, შემოქმედებით ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ პროფესიული და პრაქტიკული ცოდნა დიზაინისა და მუსიკის მედიასფეროებში. აქ სწავლობენ გრაფიკულ დიზაინს, ვებ-დიზაინს, ხმის ინჟინერიას, ელექტრონული მუსიკის წარმოებას, გადიან დიჯეი კურსს, მუსიკის თეორიის, კინოსარეჟისორო კურსს და სხვ. სტუდიამ უკვე სამი ლოკაცია გამოიცვალა. ამჟამად ფაბრიკის ტერიტორიაზე დავბინავდით. გვაქვს ხუთი არაჩვეულებრივი სტუდია. ჩვენი გზა უკვე 702-მა სტუდენტმა გაიარა. ახალი პროფესიების დამკვიდრებას ვემსახურებით. სხვა ქვეყნებში ამ ყველაფრის სწავლა ძალიან ძვირი ღირს, რადგან ეს სფერო დაკავშირებულია ძვირფას აპარატურასთან, სტუდიების კეთილმოწყობასთან და მუდმივად საჭიროებს გადახალისებას, განახლებას, თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობას. ამიტომ, რაც სტუდენტებისგან შემოგვდის, ისევ სტუდიის განვითარებაში იდება. სამაგიეროდ, გვაქვს იმის

NRJ Magazine 39

საშუალება, რომ მეცადინეობის დროს სტუდენტებს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდეთ აპარატურასთან. წელს ძალიან მოულოდნელი, სასიამოვნო და რაც მთავარია, სასარგებლო საჩუქარი „თიბისისგან“ მივიღეთ. ძალიან გაგვიხარდა. „თიბისი სტატუსის“ სახელით, უახლესი აუდიო სისტემა 5 + 1 შეგვიძინეს, 17 ათასი ლარის ღირებულების, რამაც სტუდენტებს მისცა იმის უნიკალური შესაძლებლობები, რომ ამ სფეროში მსოფლიო სტანდარტების განათლება მიიღონ. აქამდე გვქონდა სტერეოსისტემა, ახლა კი „დოლბი“ სისტემა გვაქვს. „თიბისის“ შესანიშნავი ინიციატივით, ხმის ინჟინერიის პროგრამას დაემატა 5+1 სისტემა, რაც მასალის დაბალანსების საშუალებას მოგვცემს. ადრე გვაჯის სტუდენტები კინოსტუდიაში დაჰყავდა, რათა იქ გაევლოთ ეს სისტემა, მაგრამ ბოლო სამი წელია მასზე წვდომა აღარ გვაქვს და სილაბუსიდანაც ამოვიღეთ. ახლა „თიბისის“ დახმარებით ეს პრობლემა მოგვარდა. დარწმუნებული ვარ, სტუდენტების განათლების ხარისხიც საგრძნობლად აიწევს. ვიმედოვნებთ, რომ მალე ახალი პროგრამა - ლანდშაფტის არქიტექტურა დაგვემატება. ონლაინ კურსებზეც ვფიქრობთ. ბევრი რამ გვინდა გავაკეთოთ მუსიკის მიმართულებით, მით უფრო, რომ საქართველო ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, თუნდაც საკლუბო ელექტრონული მუსიკის მხრივ, ფაქტობრივად არავის ჩამორჩება. თქვენი პირადი შემოქმედებითი გეგმები როგორია? მთელი ენერგიით სტუდიის ყოველდღიურ ცხოვრებაში ვარ ჩართული. ეს ძალიან მომწონს, ჩემი სტუდენტების წარმატება დიდ სტიმულს მაძლევს. მუსიკის წერას კი აუცილებლად დავუბრუნდები.


NRJ 40 Magazine 40


კოჩაროვი კულისებში ტექსტი: თეა დარჩია, რუსკა გიორგაძე ფოტო: ირაკლი დოლიძე

მუსიკის წერის პროცესი, ინგლისში გატარებული წლები და პირველი გიტარა 2004 წელს როდესაც სპონტანურად მოფიქრებული სახელით - Young Georgian Lolitaz ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგა, ინდი-როკ ჯგუფის შემოქმედებამ პოპულარობა მარტივად მოიპოვა. Young Georgian Lolitaz-ის დისკოგრაფია სამ ალბომს და არაერთ ფესტივალში მონაწილეობას ითვლის. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჯგუფის პერფორმანსმა ევროვიზიის კონკურსზე, სადაც მათ უმაღლესი შეფასება ინგლისმა დაუწერა. ნიკა კოჩაროვი ჯგუფის ფრონტმენია, მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგანაც საქართველოში როკ-მუსიკის პიონერის - ვალერი კოჩაროვის ოჯახში დაიბადა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საბჭოთა კავშირში Beatles-ის ქავერები შეასრულა. ნიკა ამბობს, რომ მუსიკა მისი ცხოვრების და ურთიერთობების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, სწორედ მუსიკა აძლევს ცხოვრების მოტივაციას. მისი აზრით, მუსიკა იდეალური საშუალებაა ემოციის გამოსახატად და ემოციებისგან გასათავისუფლებლად. თავად ამბობს, რომ მუსიკის გარეშე უინტერესო და მოწყენილი ბიჭია. ნიკა კოჩაროვი NRJ-ის მუსიკაზე და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ესაუბრა.

NRJ Magazine 41


პირველი გიტარა, რომელზეც დაკვრა ვისწავლე, სწორედ ინგლისში მაჩუქეს. მახსოვს, სცენაზე გავედი და ვიმღერე

რა არის ალტერნატივა? როგორ ფორმირდება ეს ჟანრი? დღეს ალეტრნატივა აღარაა ის, რასაც ალტერნატივას ეძახდნენ წლების წინ. ეს უფრო მეინსტრიმია, პოპის ელემენტებით. ვიღაცამ ადრე თქვა, დღევანდელი „ანდერგრაუნდი“ ხვალინდელი კლასიკააო და რეალურად მართლაც ასეა. მთავარია მუსიკის შექმნისას გულწრფელი იყო. მთელი შეგნებული ცხოვრება იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა და ვარ თავისუფალი. თუ სიმღერას ჩემი ჰქვია, ის ბოლომდე ჩემია. მუსიკალური გავლენები - რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა? მამაჩემს რა თქმა უნდა უდიდესი გავლენა ჰქონდა ჩემზე. თუ მუსიკალურ გავლენებზე ვსაუბრობთ უნდა დავიწყო Beatles-ით. მე Beatles-ით გავიზარდე. მერე მახსოვს, რადიო 105-ს ვუსმენდი და სწორედ იქ მოვისმინე პირველად Nirvana-ს Smells Like Teen Spirit და უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა - ასეთი მუსიკა მანამდე არასოდეს მომესმინა. წარმოიდგინეთ ეს ის პერიოდი იყო, რადიოდან რომ ვიწერდით სიმღერებს. მახსოვს, მაშინ Queen-ის Bohemian Rhapsody-ს ვიწერდი და არ გავთიშე იმის იმედით, რომ

შემდეგიც რამე კარგი სიმღერა იქნებოდა. სწორედ ასე აღმოვაჩინე Nirvana. მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა რამდენიმე თვეში უკვე ძალიან აქტიურად დავიწყე მოსმენა. სხვათა შორის, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარიც სწორედ Nirvana-ს წყალობით გავიცანი. მითხრეს, რომ იყო ერთი ბიჭი, რომელსაც მათი კასეტა ჰქონდა. დავურეკე, ავუხსენი, რომ ამ ჯგუფის თაყვანისმცემელი ვიყავი და შეხვედრა ვთხოვე. ჩვენ დღემდე საუკეთესო მეგობრები ვართ. რა არის თქვენთვის ყოველდღიურობის მოტივატორი? სიმღერის წერა. თუ წინა დღეს სიმღერა დავწერე, დილით, გაღვიძებისთანავე ვდგები, მივდივარ კომპიუტერთან და ვიწყებ მის ჩაწერას. სიმღერაში ჩემთვის მთავარი სიტყვებია. ადრე ჯერ მუსიკას ვწერდი, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ მაშინ არც ასეთი გონება მქონდა და არც სიტყვების მარაგი. ისე მოხდა, რომ მუსიკის ტექსტებს ინგლისურად ვწერდი და ახლა უკან დასაბრუნებელი გზა აღარ მაქვს. ინგლისური ძალიან მოქნილი ენაა, სიტყვებით თამაშის საშუალებას იძლევა. ისე მოხდა, რომ უცხო ენაზე გამოვხატავ ემოციას. ისიც უნდა ითქვას, რომ, რაც უნდა

NRJ Magazine 42


NRJ Magazine 43


NRJ Magazine 44


მამაჩემს რა თქმა უნდა უდიდესი გავლენა ჰქონდა ჩემზე. თუ მუსიკალურ გავლენებზე ვსაუბრობთ, უნდა დავიწყო Beatles-ით

კარგად ვსაუბრობდე ინგლისურად, ის მაინც უცხო ენაა, თუმცა იმდენად მოვირგე ინგლისური, რომ ქართულისთვის ადგილი აღარ დამრჩა. რა ადგილი უჭირავს კომერციას მუსიკაში? მუსიკა არ უნდა გათვალო კომერციაზე. როდესაც ამ საქმეს აკეთებ, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შეიძლება ამან ფული ვერ გაშოვნინოს. ევროვიზიის კონკურსზე მინდა გკითხოთ. ერთი შეხედვით ამ კონკურსის ფორმატი ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც თქვენ ქმნით... რა თქმა უნდა, ევროვიზია ჩემი ფორმატი არაა და ბევრსაც ვფიქრობდი მიმეღო თუ არა მონაწილეობა, მაგრამ შემდეგ მივხვდი - უარი რომ მეთქვა, ათის წლის მერე აუცილებლად ვიფიქრებდი, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ევროვიზიაზე რომ არ მემღერა. მიმაჩნია, რომ ყოველთვის სჯობს გააკეთო რაღაც და თუნდაც მერე ინანო, ვიდრე არასოდეს არაფერი არ აკეთო, იმის შიშით, რომ მერე სანანებელი არ

გაგიხდეს. მუსიკალურად ჩემი სტილისთვის არ მიღალატია. თუ დააკვირდებით, მაინც ის გავაკეთე, რაც მინდოდა. ამ სიმღერას არც მისამღერი აქვს და კუპლეტიდან კუპლეტამდე სადღაც, უცნაურობაში მიდის. ევროვიზიაზე, სიმღერასთან ერთად სტილიც გამორჩეული გქონდათ... მახსოვს, რომ ძალიან იაფად ჩავიცვით. ჩვეულებრივ მაღაზიაში. ევროვიზიაზე, წითელ ხალიჩაზე, ყველა დიზაინერის სამოსით პოზირებდა. ჟურნალისტიც დადიოდა და ყველას ეკითხებოდა, ვისი სამოსი ეცვათ. ჩვენთანაც რომ მოვიდნენ, ძალიან სახალისო სიტუაცია იყო. რა გვეპასუხა, არ ვიცოდით. მუსიკას თქვენი გემოვნებით ასმენინებთ შვილებს? მე არ ვასმენინებ, მაგრამ ჩემი შვილები უსმენენ მუსიკას. მუსიკას ძალიან დიდი როლი აქვს ბავშვის გაზრდაში. მე თავად ჩემს მუსიკას შვილებს არ ვასმენინებ, მაგრამ ყველა სიმღერა ზეპირად იციან. YouTube-ში უსმენენ ჩემს სიმღერებს. ერთხელ სკოლიდან დამირეკეს. ძალიან დაკავებული ვიყავი, მაგრამ რომ მივხვდი

NRJ Magazine 45

ჩემი შვილის სკოლიდან იყო ზარი, ვუპასუხე. სკოლაში დამიბარეს. მისვლისას მეგონა ჩემი შვილი რაიმე შარში გაეხვა. შემიყვანეს სააქტო დარბაზში, სადაც სამასი ბავშვი ერთად წამოდგა ფეხზე და ჩართეს ჩემი სიმღერა. უზომოდ დავიბენი და ვინერვიულე. დამსვეს დარბაზის ცენტრში და ბავშვებმა ძალიან საინტერესო კითხვები დამისვეს. რამდენი წელი სწავლობდით ინგლისში? ბავშვობაში ორი წელი ვსწავლობდი ინგლისში და პირველი გიტარა, რომელზეც დაკვრა ვისწავლე, სწორედ ინგლისში მაჩუქეს. მახსოვს, სცენაზე გავედი და ვიმღერე. მერე ვიღაც უცნობი მოვიდა ჩემთან და მითხრა - წამოდი, გიტარა უნდა გაჩუქოო. მაშინ არც ვუკრავდი, უბრალოდ ვიმღერე. სწორედ ამ გიტარაზე ვისწავლე დაკვრა. პირველი და ბოლო სიმღერაც ამ გიტარაზე დავწერე. ის გიტარა დღემდე მაქვს. სულ ვცდილობ ბევრი სიმღერა დავწერო, რომ ჩემს შვილებს ხელმოსაჭიდი ჰქონდეთ, რომ ხშირად თქვან - აი, ეს სიმღერა ნიკამ დაწერა. ამ ეტაპზე ესაა ჩემთვის ყველაზე მთავარი.


Tbilisi Open Air 2017 - 1/3 ტექსტი: ნინო კაკიაშვილი

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

Tbilisi Open Air-ის დაწყების პირველივე დღიდან გასაგები გახდა, რომ ლისის „საოცრებათა ქვეყანაში“, რაღაც უფრო მეტი ხდებოდა, ვიდრე ფესტივალი. იბადება ერთგვარი ცხოვრების სტილი, რომელიც თავისუფლებას მეხამრიდივით იზიდავს, ესთეტიკური სიამოვნება ჯერდება ეკლექტურ შთაგონებასთან და უკლებლივ ყველა შინაურდება! წლების მანძილზე ნაწრთობ-ნავარჯიშევი თეორია კი, რომ „მუსიკა ათავისუფლებს“ უკვე გაათმაგებული თვალსაჩინოებით აქსიომად იქცევა. ტერიტორიაზე სამი სცენაა - Main Stage, Golden Stage და Zion. გარშემო რეკორდული რაოდენობის თავშესაქცევია, დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც. ცვალებადი ამინდი, ხან მზე, ხან ქარი და ხანაც წვიმა კიდევ უფრო აფერადებს აქაურობას და თავისებურ რომანტიკასაც მატებს.

NRJ Magazine 46


extrაქტი #16 ფესტივალის ტერიტორიაზე უკვე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, როცა მთავარი სცენის საკონცერტო პროგრამა ჯგუფმა „დაგდაგანმა“ გახსნა. ბიჭებმა მოკლე დროში იმდენი მოახერხეს, რომ მძიმე როკს არა მარტო “ზედმიწევნით გულახდილი” ქართული ასწავლეს, არამედ კარგადაც მოარგეს. როკი უფრო მძიმე ჟანრში მომუშავე ჯგუფმა - Psychonaut 4-ის Suicidal Black Metal-მა შეცვალა. პირადად ჩემთვის, ისინი ამ დღის აღმოჩენად იქცნენ. ყველაფერი აღსანიშნავია - ხმა, ანტურაჟი, თამამი გამოსვლა, ეპატაჟური დრამატულობა და სოლისტის არაამქვეყნიურობა. ამასობაში, მთავარი სცენა Backwarmer-მა დაიკავა. ბიჭები 2015 წლის Newcomers-იდან გავიცანით. იმ წელს, პირველად გამოვიდნენ ფესტივალზე და მათი აღზევებაც აქედან დაიწყო ადგილობრივი როკის სცენაზე.

„Tbilisi Open Air-ს ყოველ წელს ველით. ეს ფესტივალი ნებისმიერი მუსიკოსისთვის ფანტასტიკური პლატფორმაა. სცენა, ხმა, განათება, პერსონალი, აუდიტორია, გარემო - ყველაფერი გაცილებით კარგი იყო, ვიდრე გვინდოდა, ყოფილიყო. ძალიან კარგია, რომ ამდენი ადგილობრივი ჯგუფი უკრავს წელს ლისზე. სწორი მიმართულებაა!“ - გვითხრეს Backwarmer-ის ბიჭებმა. პარალელურად, Golden Stage-ზე ნინო ქათამაძე სცენის წინ შეკრებილ მრავალრიცხოვან მსმენელს დიდ სიყვარულს ასწავლიდა. ყველა იმდენად დადებითად დამუხტა, რომ საბოლოოდ ყველა ნინოს მუსიკის ქვეშ გაერთიანდა. საღამოს 9-ს გადასცდა, როცა მთავარ სცენაზე თავად სევდა ალიზადე, იგივე SEVDALIZA გამოჩნდა. ძველ თუ ახალ სიმღერებთან ერთად, მთელი გამოსვლის

NRJ Magazine 47

მანძილზე მოახერხა და შეინარჩუნა ის ზღაპრულ-მითიური განწყობა, გამოჩენის პირველივე წამებში რომ შექმნა. 23:00-თვის, სცენა Anathema-ს გადაეცა. მელოდიური მძიმე მუსიკის პიონერები მრავალი წელია დიდი ბრიტანეთის როკმეტალ - მუსიკოსების წამყვან რიგებში დგანან და ამ ხნის მანძილზე არა მარტო გრძნობების მუსიკად ქცევა შეძლეს, არამედ ამ გრძნობების სხვებისთვის გადაცემაც. ღამის ორი საათისთვის, სასიამოვნოდ დაქანცულები ვბრუნდებოდით გასასვლელისკენ და ცოტა ხნით Zion-ისკენაც შევიარეთ. აქ სულ სხვა, ელექტრონული ამბავი ტრიალებდა, რომელიც მზის ამოსვლამდე გაგრძელდა...


extrაქტი #17 Tbilisi Open Air 2017 - 2/3

„რეზო და ბავშვები“ სცენაზე დარჩენენ, როგორც Eko & Vinda Folio-ს მუსიკალური აკომპანიმენტი. ერეკლე დეისაძისა (ვოკალი) და თემო ეზუგბაიას (გიტარა, ასევე Kung Fu Junkie-ის წევრი) „დუო“, უკვე მე-5 წელია Eko & Vinda Folio-ს სახელით იმკვიდრებს ადგილს. მათი პროექტის უპირველესი მიზანი ერთგვარი სოციალური გზავნილის მიტანაა ქართველ მსმენელამდე.

ფესტივალზე მოსულთა რაოდენობამ ერთი ორად იმატა. ამინდმა ხელი შეუწყო, რომ ეს დღე საოჯახო თავშესაქცევიც გამხდარიყო. ბავშვები დიდ მინდორზე დაჭერობანას, ფრიზბის თამაშობდნენ, ქვიშაში იგანგლებოდნენ, მწვანე ბალახში გორაობდნენ.... მუსიკალური პროგრამა კი ისევ და ისევ განსაკუთრებული გამოდგა. 19:00-ს ოდნავ გადასცდა და მთავარი სცენა ჯგუფი „არა“-ს ბიჭებმა და ერთმა გოგონამ - ანა სუბელიანმა დაიკავეს. ვოკალისტი ზურა ჯავახია, არც მეტი არც ნაკლები, ქრისტეს ფორმაში გამოგვეცხადა, „კლავიშნიკი“ - შევარდნაძის თეთრ მაისურში გამოეწყო, გიორგი სიბაშვილი კი ფერადი „იროკეზით“ შემოიფარგლა. „ჩვენ ვართ ჯგუფი რეზო და ბავშვები, არ ვმონაწილეობთ ამ პროექტში... „გვევასება“ აქაურობა და თქვენც „გვევასებით“! მოდი, „გვევასებოდეს“ ერთმანეთი“-ო, თქვა ჯგუფის ვოკალისტმა რეზო ბლიაძემ და სანამ ერეკლე დეისაძეს „გამოიხმობდა“ ორი სიმღერა შემოგვთავაზა, მათთვის ჩვეული დადებითი მუხტით, Social Punk Rock სტილში.

LOUDspeakers - რამდენი დაბრკოლებაც უნდა გადაეტანა ჯგუფს ამად ღირდა - ბიჭების განსაკუთრებული ჟღერადობა, მსმენელი, რომელიც მათთან ერთად მღეროდა, ოვაციები და ლევან ლაუდაძის (ვოკალისტი) უზომო მადლიერების გამოხატვა! პირობა შესრულებულია LOUDspeakers Tbilisi Open Air-ზე ისევ ხმამაღლა ჟღერს! საღამოს, დაახლოებით ათის ნახევრიდან ლისის „საოცრებათა ქვეყანაში“ ისე დათბა, როგორც თბილა ხოლმე სიყვარულით გაჯერებულ ოჯახში. ჰო, ოჯახურ შეკრებას ჰგავდა Soft Eject-ის დაბრუნება სცენაზე თითქმის 15-წლიანი პაუზის შემდეგ. „გულწრფელად არ მეგონა, რომ Soft Eject-ს ამდენი მსმენელი ჰყავდა. უფრო მეტად უფროს თაობას ველოდებოდით, რომელიც იმ წლებიდან გვიცნობს, როცა ვუკრავდით, მაგრამ ახალგაზრდობის ასეთი აქტიურობა სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენთვის... ყველაზე სასიამოვნო კი მსმენელის ერთიანობაა“, - ამბობს ვახო ბაბუნაშვილი. 11 საათია და „ლენინგრადი“ უკვე სცენაზეა. რაც „საოცრებათა ქვეყანა“-ში დატრიალდა, სიტყვებით ვერ გადმოიცემა. როგორც შნუროვი ამბობს, მას ისტერიკა მხოლოდ სცენაზე ესმის. ჩვენ თვალწინ კი, სრულ ისტერიკაში არა მხოლოდ ჯგუფის წევრები, არამედ (იქნებ სოლიდარობის ნიშნად?!) მთავარი სცენის წინ შეკრებილი ათასობით მსმენელიც ჩავარდა.

NRJ Magazine 48


NRJ Magazine 49


extrაქტი #18 Tbilisi Open Air 2017 - 3/3

სანამ მთავარ სცენას მივუახლოვდებოდი, კარვების ნაკვეთზე შევიარე. როგორც აქაურობის კოორდინატორმა გამანდო, წელს დაახლოებით 150-მდე კარავი გაიშალა ქართველი თუ უცხოელი სტუმრებისთვის და ამ პატარა, სამ დღიან მრავალეროვნულ დასახლებაში ყველა შეხმატკბილებულად ცხოვრობდა. მთავარი სცენის წინ კი, The Black Marrows-ის მოსასმენად მოსული საკმაოდ ბევრი ხალხი იყო თავმოყრილი. Tbilisi Open Air-ზე, ეს მათი მესამე გამოსვლა იყო, ამჯერად რამდენიმე ახალი სიმღერით, რომლებიც მალე მეორე ალბომში შევა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა - გიორგი მარმა (გიტარა, კომპოზიტორი, ტექსტების ავტორი) ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფესტივალი აქ შენარჩუნებული ცოცხალი შესრულების გამო, განსაკუთრებით დასაფასებელია: „ადგილობრივ მუსიკალურ სცენას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ევროპაში ყოფნის დროს, შევამჩნიე, რომ ვინც ძალიან მაგრად უკრავს, მხოლოდ ის ჩანს, ვინც საშუალოდ - იკარგება. ჩვენ კი, აქედან სწორედ იმ მაგრებს ვხედავთ და რასაც ხედავ, იმას ეჭიდები, ისეთივე მაგრები გვინდა ვიყოთ. ეგ მაგრად მუშაობს“. წელს, ფესტივალში მონაწილე ქართველი ჯგუფების წარმოდგენა თამამად შეიძლებოდა მსოფლიოს ნებისმიერ

სცენაზე. The Black Marrows ახლო მეგობრების ტანდემია. გიორგი მარისთვის, როგორც კომპოზიტორისთვის, განსაკუთრებული გამოწვევაც. მსმენელთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ამ გამოწვევასაც მშვენივრად უმკლავდება. მოგვიანებით, მთავარ სცენაზე „ლოლიტებმაც“ დაუკრეს და ისევ ის შეგრძნება დაგვეუფლა, როცა ძალიან გინდა, რომ შენი ქვეყნის მარგალიტები მთელმა მსოფლიომ დააფასოს! Kung Fu Junkie ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მხიარულ-სევდიანი პერსონაჟების ძალიან საინტერესო ნაზავია (როგორც თავად უწერიათ - პოპ-ელექტრო ცირკი), რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თვითონ შეექმნათ ის მუსიკა, რომლის მოსმენაც თავად უნდოდათ. დღეს კი, ანდერგრაუნდისა და პოპ-კულტურის ზღვარზე, ისინი თავის სტანდარტს ამკვიდრებენ და ორივე მხარეს ამარაგებენ უწყვეტი, მრავალფეროვანი ენერგიით. Moku Moku-ს ბიჭები ოქსიტოცინის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდნენ, როცა Golden Stage-დან ურთიერთობდნენ იქ შეკრებილ ხალხთან. ენდორფინების მობილიზაცია კი დაახლოებით თერთმეტი საათისთვის დაიწყო, როცა მთავარ სცენაზე ARCHIVE

NRJ Magazine 50

„გაიხსნა“ და ეიფორიამაც კულმინაციას მიაღწია. ხალხის მასა გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა - იქამდე, სანამ მთავარი სცენის წინ გადაშლილი მთელი მინდორი მოლივლივე ზღვას არ დაემსგავსა. ჯგუფი მუსიკის ინდუსტრიაში დღემდე განსაკუთრებულ მოვლენად რჩება. მცირედი ძალებით წამოწყებული ორკაციანი პროექტი უკვე 12 - კაციან „ორკესტრად“ იქცა, რომელიც თავის შემოქმედებაში მუსიკის მთელ სამყაროს იტევს პროგრესული როკიდან თუ შუგეიზიდან დაწყებული, სხვადასხვა ელექტრონული ხრიკებით დამთავრებული. უცნაურია, მშობლიურ ინგლისთან შედარებით, კონტინენტურ ევროპაში უფრო პოპულარულები არიან და ახლა - უკვე, დანამდვილებით - საქართველოშიც. *** Tbilisi Open Air-ის მერვე გაელვებამ წელს, ახლა უკვე „მეცნიერულად დამტკიცებული“ ბედნიერების სამი დღე გვაჩუქა. გვაჩუქა იმდენივე ისტორია, რამდენი გულიც ფეთქავდა ლისის ჯადოსნურ ველზე. გვაჩუქა შემართება, სითამამე და მუსიკა, რომელიც გვათავისუფლებს! და როგორც ბედნიერებას ჩვევია, ის აუცილებლად დაგვაბრუნებს ისევ იქ, სადაც გადაგვეყარა. ასე რომ, მადლობა თითოეულ თქვენგანს და მომავალ წლამდე!


NRJ Magazine 51


4GB

თბილისი-კოსმოსი-თბილისი

„კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრი“ სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის მოქმედების ადგილს წააგავს. საგურამოში, ტრიალ მინდორში ამოზრდილი ბეტონისა და შუშის უზარმაზარი კუბი, თავისი თანხმლები მცირე ნაგებობებით, თითქოს დიდი ხნის წინ გამქრალი ცივილიზაციის ნარჩენებია. მის ნანგრევებზე ამოსულები ამ გარდასულ სამყაროს ერთდროულად პატივსაც მიაგებენ და თან მის საფლავზეც ცეკვავენ. ტექსტი: ნიკო ნერგაძე ფოტო: თორნიკე შენგელია

NRJ Magazine 52


გზა თითქოს აქვეა, ქვეყნის გულში, მაგრამ იქ მიმავალთა დიდი ნაწილი საგურამოსკენ პირველად მიდის. თბილისიდან დაახლოებით, ნახევარი საათის სავალია. ტაქსი ჯერ ქალაქის მტვერს, ხმაურს და საცობებს გასცდება, შემდეგ კი მანქანებით დატვირთულ ტრასას გაივლის და ფესტივალისკენ გადაუხვევს. ცოტა ხანს გზაც კარგია და სხვა მანქანებიც იშვიათად გხვდება. შემდეგ კი ათწუთიანი გადათხრილი მონაკვეთია, სადაც მძღოლმა 10 კილომეტრი საათი სიჩქარით უნდა იაროს. სხვა დროს შეიძლება გეფიქრა - რაღა დროს ცუდი გზაა? რომელი საუკუნეა? ამ შემთხვევაში კი გაფუჭებული საფარი, მგონი ხიბლსაც მატებს აქაურობას - ხაზს უსვამს, რომ უცხო ადგილას გაუკვალავი გზით მიდიხარ. ადგილზე ჩასულს უცნაურობის განცდა ნაწილობრივ გიქრება - ყველაფერი თითქოს ისეა, როგორც არის ხოლმე ელექტრონული მუსიკის სხვა ღონისძიებებზე. შესასვლელთან შედარებით მცირე რიგი, შორიახლოს კი რამდენიმე ათეული უბილეთო, რომელთაც შიგნიდან გამოწვდილი აბონემენტის ან ღვთის წყალობის იმედი აქვთ და სევდიანად ისმენენ ფესტივალიდან გამომავალი მუსიკის, უფრო სწორად ჯერ მხოლოდ ბასის ბუმ-ბუმს.

კოსმოსი შიგნით, ტუალეტების წინ, მოზრდილი რიგი დგას. კაბინების კარი ზოგჯერ ათწუთიანი ლოდინის შემდეგ იხსნება და იქიდან სამი-ოთხი ადამიანი გამოდის. რიგებია საჭმლისა და სასმელის დახლებთანაც, ოღონდ - უფრო ასატანი, რადგან აქ ბევრად უკეთესი სუნია. ძირითად სცენასთან, ალბათ, ათასზე მეტი ადამიანი დგას და რიტმულად ირწევა. სხვები გარეთ, უზარმაზარ ეზოში დაბოდიალობენ. ზოგი ჰამაკში წევს და ცას აჰყურებს. პირველი დიდი განსხვავება წლევანდელ 4GB-სა და სხვა ფესტივალებს შორის სწორედ ცაში ახედვისას გეცემა თვალში. თავის აწევაც კი არ გჭირდება - სადაც უნდა გაიხედო, ყველგან ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დაინახავ. გეგონება, რომ ცოტაც და ეს უზარმაზარი ბეტონის კუბი, იქ, მოცეკვავეებთან და ჰამაკში ჩაწოლილებთან ერთად აფრინდება და მშობლიურ კოსმოსს დაუბრუნდება. 4GB-ს მეორე თავისებურება ასე ადვილად თვალშისაცემი არ არის. ის უფრო შეგრძნებაა - ერთიანობის, ძმობის, თავისუფლების... უცხო ხალხის მეგობრობის ეს ატმოსფერო მხოლოდ 4GB-ს არ ახასიათებს - ის ბევრი სხვა მსგავსი ღონისძიებებისთვისაცაა დამახასიათებელი, მაგრამ აქ ის განსაკუთრებულად მძაფრად შეიგრძნობა. ამ ფესტივალის მთავარი ხიბლი სწორედ ეს განცდაა. არა ადგილი, რომელიც, დიახაც შთამბეჭდავია, მაგრამ, ხომ იცი - ეჩვევი და ერთი საათის შემდეგ აღარ გაკვირვებს. არა მოწვეული მუსიკოსები, რომლებიც, დიახაც პოპულარულები არიან, მაგრამ ჩვენში ეს აღარავის უკვირს. 4GB-ს განსაკუთრებულობა მისი ისტორია, „პონტი“, მფეთქავი გულია. ბირთვი ეგაა. დანარჩენი კი, უბრალოდ მორთულობაა. NRJ Magazine 53


GB ამ ბირთვის წლების განმავლობაში შენარჩუნება ადვილი საქმე ვერ იქნებოდა. 4GB იწყებოდა როგორც გიო ბაქანიძის მეგობრებისთვის მოწყობილი ღონისძიება გიოს გასახსენებლად და მისთვის პატივის მისაგებად. დღეს ის მრავალათასიანი ფესტივალია, რომელზე მოსულებიდანაც ბევრს არასოდეს უცეკვია გიოს დაკრულზე და რომლებიც საგურამოში არკვევდნენ, თუ რას ნიშნავს ფესტივალის სახელწოდებაში ნახსენები GB. 2011 წელს, პირველი 4GB-ს ერთადერთი სტუმარი მაიკლ მაიერი იყო - გიო ბაქანიძის საყვარელი დიჯეი, რომელიც მას შემდეგ ყოველ წელს ჩამოდის ფესტივალზე. წელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალზე 36 მუსიკოსი იყო, აქედან რამდენიმე - მაიერზე არანაკლებ სახელოვანი - მისი სეტი ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მაიკლ მაიერს ორი საათით უნდა დაეკრა, თუმცა, კარგა ხნის გათენებული იყო და, საგურამოდან „ფეისბუქის ლაივები“ ჯერ კიდევ ირთვებოდა კომენტარებით - „მერვე საათია დგას ეს ოხერი და სუსტი კი არა, საშუალო ტრეკიც არ დაუდიაო“.

NRJ Magazine 54


დილა ასეთ ფესტივალებზე (და ზოგ თბილისურ კლუბებში) ხშირად მთავარი მუღამი ეგრეთწოდებული „დილის ხოდია“. ასე 9-10 საათისთვის სტუმრების დიდი ნაწილი (მათ შორის ამ სტატიის ავტორი) უკვე გაკრეფილია. აღარ არიან „სელფისტები“, მთვრალები, „პონტის გამო“ ამოსულები... რჩებიან „ნამდვილები“. ზოგი კუთხეშია მიგდებული და მისავათებული. ზოგი ყოჩაღად დგას და ვინ იცის, მერამდენე საათია ცეკვავს. ზოგი მუდმივად ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. მოშორებით ოთხნი სხედან და „ჯოკერს“ თამაშობენ არავინ იცის ან კარტი რატომ აქვთ, ან პასტა ან ფურცელი... მაგრამ არც ეგ უკვირს ვინმეს. აი ის ერთიანობის და თავისუფლების განცდა, რომელიც აქ თავიდანვე ტრიალებს, ამ დროს გაათმაგებულია. ყველა ერთია. საზღვრები იშლება. დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ დგას სცენაზე. რიკარდო ვილალობოსი კარგი იყო, მაგრამ უცებ აღმოჩნდება, რომ თომა უფრო ასწორებს. თბილისში გაგანია შუადღეა და ოჯახები სადილს ამზადებენ. აქ კი კოსმოსური დროა - 3A.M. Eternal - და ყველაფერი გენიალურადაა.

NRJ Magazine 55


რადიო NRJ-ის ოფიციალური პრეზენტაცია და იღბლიანი მსმენელი, რომელიც NRJ Music Awards-ზე საფრანგეთში გასამგზავრებლად ემზადება! 18 მაისს თბილისი ივენთ ჰოლში ევროპული რადიომაუწყებლობის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, რადიო NRJ-ის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.

სოციალური ქსელების წყალობით დღეს უკვე მუსიკაში ზღვარი არ არსებობს, ასე რომ NRJ დიდი დასაწყისია ქართული და მსოფლიო მუსიკის დასაკავშირებლად“.

შედგა ბერას ახალი მუსიკალური კლიპის Untouchable ფრანგული ვერსიის ჩვენება, რომელიც საფრანგეთში, რადიო NRJ-ის სტუდიაში ჩაიწერა. ბერამ პირადად ისაუბრა მის ახალ პროექტზე და რადიო NRJ-ისთან თანამშრომლობაზე:

სწორედ ბერამ გამოავლინა ის იღბლიანი სტუმარი, რომელიც წლის მთავარი მუსიკალური დაჯილდოების NRJ Music Awards-ის მოსაწვევისა და კანში გასამგზავრებლად კომპანია „ატლასგლობალის“ ავიაბილეთის მფლობელი გახდა!

„რადიო NRJ-ის მრავალი წელია ვუსმენ. NRJ საფრანგეთთან ექსკლუზიური კონტრაქტი მაქვს, ბოლო რამდენიმე თვეა ჩემი ახალი სინგლის Untouchable ფრანგული ვერსია Intouchable საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე ტრიალებს. ვულოცავ ქართველ მსმენელს და ქართულ შოუ ბიზნესს ასეთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას ქართულ ბაზარზე, NRJ საქართველო - ეს შეიძლება იყოს გზა, ეს შეიძლება იყოს ხიდი სხვა ევროპულ ქვეყნებთან!

NRJ საქართველო ულოცავს გვანცა გუშარაშვილს (კომპანია „ევექსი“) და მის ქალიშვილს ნიტას ასეთი სოლიდური პრიზის მოგებას. ნოემბერში კანში შევხვდებით. ღონისძიებას პარტნიორობას უწევდა „საქართველოს ფოსტა“, რომელიც რადიო NRJ საქართველოს და NRJ-ის ევროპულ მაუწყებლობებს შორის საფოსტო კავშირს განახორციელებს.

NRJ Magazine 56


„რადიო NRJ-ის მრავალი წელია ვუსმენ. NRJ საფრანგეთთან ექსკლუზიური კონტრაქტი მაქვს, ბოლო რამდენიმე თვეა ჩემი ახალი სინგლის Untouchable ფრანგული ვერსია Intouchable საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე ტრიალებს. ვულოცავ ქართველ მსმენელს და ქართულ შოუბიზნესს ასეთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლას ქართულ ბაზარზე, NRJ საქართველო - ეს შეიძლება იყოს გზა, ეს შეიძლება იყოს ხიდი სხვა ევროპულ ქვეყნებთან! სოციალური ქსელებით დღეს უკვე მუსიკაში ზღვარი არ არსებობს, ასე რომ NRJ დიდი დასაწყისია ქართული და მსოფლიო მუსიკის დასაკავშირებლად“.

NRJ Magazine 57


ფრთხილად, ქალაქში მუსიკალური პატრული გამოჩნდა! თბილისის ქუჩები მოულოდნელად მუსიკალურმა ჯიპმა გამოაცოცხლა. რადიო NRJ-ის ბრენდირებულმა და ხმაურიანმა ჯიპმა ბევრს დაამახსოვრა თავი. განსაკუთრებით მათ, ვისაც NRJ-ის მუსიკალური ეკიპაჟი მოულოდნელად ესტუმრა და საჩუქრად NRJ-ის მეგობარი მსოფლიო ვარსკვლავების ჰიტების ექსკლუზიური დისკი და ბრენდირებული სათვალე გადასცა. სწორედ NRJ-ის ჯიპიდან უმღერა თბილისს თავის ცნობილი ჰიტები ნოდიკო ტატიშვილმა და ფილარმონიაში დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე ერთგული მსმენელი მოიპატიჟა. დაელოდეთ, NRJ-ის მუსიკალური ჯიპი კიდევ გამოჩნდება...

დიდი სტუმრიანობა დოლიძის 2-ში! დოლიძის 2 ნომერში, „რადიო კაფეში“ განთავსებული NRJ-ის სტუდია ქართველი მუსიკოსების, არტისტების, ბიზნესმენების და ზოგადად, წარმატებული ადამიანების სტუმრობის პოპულარულ ადგილად მალევე იქცა. უსმინეთ რადიო NRJ-ის და თქვენ ყოველთვის შეხვდებით ადამიანებს, ვისი ხმის გაგონებაც ყველაზე მეტად გინდათ! რადიო NRJ - უფრო ახლოს ვარსკვლავებთან!

რადიო NRJ „თბილისი მოლში“ „თბილისი მოლის“ საზაფხულო შოფინგფესტივალს რადიო NRJ-იც შეუერთდა და საყიდლებზე მისული უამრავი ადამიანის მუსიკალური და ფოტოკონკურსით გახალისებაზე იზრუნა. რადიო NRJ-ის მსმენელები, რომლებმაც ევროპული ფლეილისტის ზაფხულის ჰიტები გამოიცნეს, „თბილისი მოლისა“ და საზაფხულო შოფინგ ფესტივალში მონაწილე მაღაზიებისგან დაწესებული პრიზებით დასაჩუქრდნენ. უფრო კრეატიულები და სოციალურ ქსელებში აქტიურები კი, ვის ფოტოსაც (NRJ-ის ვირტუალურ სტუდიასთან გადაღებულ ფოტოს) ყველაზე მეტი მოწონება ხვდა წილად, „თბილისი მოლის“ 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით და რადიო NRJ-ის ბრენდირებული სათვალით გავახარეთ. „თბილისი მოლთან“ რადიო NRJ-ის ისიც აკავშირებს, რომ მოლში მისულ ათასობით მომხმარებელს სწორედ NRJ-ის მუსიკალური ფლეილისტი უხალისებს შოფინგის ისედაც სახალისო და სასიამოვნო პროცესს. ასე რომ იშოფინგეთ „თბილისი მოლში“, უსმინეთ რადიო NRJ-ის და გაიგეთ „თბილისი მოლის“ ახალი ამბები...

NRJ Magazine 58


NRJ Magazine 59


NRJ Magazine 60


Peugeot Center Tbilisi Address: 36 George Balanchine str. Tel: 0322 508 308 www.peugeotauto.ge FB/PeugeotGeo



Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.