OK! TRAVEL BOOK

Page 1

www.okmagazine.ge

ზაფხული 2016, ფასი 3 ლარი

TRAVEL

BOOK

5 ლ

სა არ ია

ჩუ ნი ვა

ქა უჩ

ერ ი

ი!


იმოგზაურეთ თავისუფლად!

ADDRESS: D. AGMASHENEBELI AVENUE #175, TBILISI, 0112, GEORGIA MOB.: +995 599 059922; +995 599 479955 OFFICE@FREETRAVEL.GE WWW.FREETRAVEL.GE


სარჩევი 6

22 26

32 40

44

36 ზაფხული 2016

3


47

51

54 62

66

58 72

69 4

ზაფხული 2016

76


თბილისი–ბათუმი ბათუმი–თბილისი ქუთაისის აეროპორტი თბილისი ცენტრალი

ბათუმი ცენტრალი

09:00, 12:00, 20:00, 01:00 09:00, 12:00, 19:00, 01:00 წარადგინეთ ეს ვაუჩერი “ევრობას ჯორჯიას” სალაროებში თბილისი ცენტრალსა და ბათუმი ცენტრალში და მიიღეთ 5 ლარიანი ფასდაკლება!

ქართული OK! www.okmagazine.ge ტელ: 229 59 19

„ევრობას ჯორჯია“ www.eurobus.ge ტელ: 595 99 00 00

www.eurobus.ge

595 99 00 00


TRAVEL - საქართველო

გაიცანი საქართველო! თავგადასავლები საინტერესო ადამიანებთან ერთად, გაჯერებული უამრავი ღიმილით, სიხარულით, ახლის აღმოჩენით, ადრენალინით, მუსიკით, თანმდევი გიჟური ისტორიებით – ყველაფერი ეს მაშინაა, როდესაც მოგზაურობ და ეცნობი საქართველოს OK! TRAVEL-თან ერთად... ასე რომ, გაამზადეთ ჩემოდნები და შემოგვიერთდით!.. ამჯერად გეზი სამცხე-ჯავახეთისკენ ავიღეთ.

ავტომობილით უსაფრთხო მოგზაურობისთვის Gulf ავირჩიეთ – ნავთობკომპანია, რომელიც საწვავის ხარისხითა და მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევა. ხოლო პროფესიონალთა გუნდი, კომფორტული მომსახურებით, რა თქმა უნდა ზრდის კეთილგანწყობას სასიამოვნო მოგზაურობის დასაწყებად.

6

ზაფხული 2016


ზაფხული 2016

7


კომფორტული მოგზაურობისთვის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ შესაძლოა მცხუნვარე მზის (რომელიც ჩვენი მეგზურია და გვასაჩუქრებს კარგი ამინდით) სხივებმა საზიანოდ იმოქმედოს კანზე, ამიტომ აუცილებლად უნდა ვიქონიოთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შემოგვთავაზა სააფთიაქო ქსელმა GPC.

8

ზაფხული 2016


ვითვალისწინებთ რა გზის ხანგრძლივობას, უნდა შევიძინოთ საკვებიც. მივმართავთ ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილს“, სადაც გველოდება პროდუქტის დიდი ასორტიმენტი, მაღალკვალიფიციური და მოტივირებული პერსონალი, რომელიც მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე. საჭირო საშუალებების შეძენის შემდეგ, ჩვენ უკვე მზად ვართ გასასვლელად. მოგზაურობის დასაწყებად ბოლო შტრიხიღა დაგვრჩა... ავტომობილს, რომელთან ერთადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღებას ვგეგმავთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ლოგოთი ვასტიკერებთ (ან ვალამაზებთ, ვამრავალფეროვნებთ, ვახალისებთ). ეს არის გული - სიცოცხლის სიმბოლო, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა საგზაო ნიშანი.


სწორედ ამიტომ, ყველა საგზაო წესის დაცვით მგზავრობა უსაფრთხო მოგზაურობის საწინდარია. არ ვარღვევთ საგზაო მოძრაობის წესებს და მივემართებით ქალაქ ახალციხეში მდებარე ისტორიულ ციხე რაბათში. იგი მე-9 საუკუნით თარიღდება და 7 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, ბერძნულ, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს. აქვე მდებარეობს მეჩეთი, მომხიბვლელი არქიტექტურული მრავალფეროვნებით. თანამედროვე სტილის რაბათის ციხე მოგზაურობის ნამდვილად კარგი დასაწყისია. ასე რომ, ბედნიერად ვაგრძელებთ ჩვენს გზას. არის ადგილები, რომლებიც უსაზღვრო აღფრთოვანებას იწვევს.

10

ზაფხული 2016


ზაფხული 2016

11


12

ზაფხული 2016


ასეთია კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქი ვარძია – ჩვენი მეორე გაჩერების ადგილი. მიუხედავად ძალიან მზიანი ამინდისა, ფეხით უშიშრად მივუყვებით კლდეში შესასვლელ გზას. მართალია იგი დამღლელია, მით უმეტეს როცა უამრავი კიბის ავლა გვიწევს, რათა უფრო და უფრო დავტკბეთ ვარძიის სილამაზით, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო... გვხიბლავს ეს ცამეთსართულიანი საოცრება, რომელიც 8 საუკუნეზე მეტი ხნის წინ გამოუქვაბავთ ჩვენს წინაპრებს. კლდეში ნაკვეთ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს მივადექით. ადგილი, სადაც ყველა და ყველაფერი განსხვავებულია, და სასიამოვნოდ ჩუმი...

ზაფხული 2016

13


აღფრთოვანებულები და უსაზღვრო პოზიტიური ენერგიით დატვირთულები გავეშურეთ ბორჯომში მდებარე სასტუმრო RIXOS-ში. ადგილი, სადაც კომფორტი, სუფთა და მდიდრული გარემო, არაჩვეულებრივი ბუნება ერთად იყრის თავს. უმაღლესი ხარისხის მომსახურება, რომელიც მთლიანად მორგებულია დამსვენებელსა და სტუმარზე. ჩვენ ამაში სასტუმროში მისვლის პირველივე წუთიდან დავრწმუნდით. არაჩვეულებრივ გარემოში ვივახშმეთ, მივირთვით ბორჯომის მინერალური წყალი და უსაზღვროდ კმაყოფილები გავეშურეთ ბაკურიანისკენ...

ამასობაში მოსაღამოვდა და მთელი დღის სიცხისგან გათანგულები, ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე მონაბერმა გრილმა ნიავმა გამოგვაფხიზლა. არანაკლებ საინტერესო ადგილი, უამრავი ტურისტის საოცნებო საკურორტო ზონა – ბაკურიანი, და ჩვენი სასტუმრო „მგზავრები“, რომელიც გვმასპინძლობს კეთილმოწყობილი ნომრებითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით. უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩვენთან, OK! TRAVEL-თან ერთად მოგზაურობა. ასე რომ, მომდევნო დღის უფრო მეტი სიახლეების მოლოდინით ვისვენებთ მგზავრები „მგზავრებში“. 14

ზაფხული 2016


სუფთა ჰაერზე ყოფნას და დასვენებას არაფერი სჯობს! კიდევ ერთი მზიანი დილა, ხალისიანი განწყობა და მზადება ენერგიული გასეირნებისთვის. OK! TRAVEL-ის გუნდი მიტარბისკენ მივემართებით. თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე შეფენილი, თვალწარმტაც ბუნებაში ჩაფლული სოფელი მიტარბი – სამკურნალო ჰაერითა და უნიკალური მინერალური წყლის საბადოთი... ასეთ ბუნებაში ვერ მოხვდებით, თუ საგანგებოდ ყველანაირ გზებზე მავალი ავტომობილით არ მგზავრობთ. ჩვენი უსაფრთხო მოგზაურობის მთავარი გარანტი კი არის Haval H9 – ყველასთვის ნაცნობი ჩინური ბრენდის Great Wall-ის პრემიუმვერსია (ფასი სრული კომპლექტაციით 36000 აშშ დოლარიდან. შესაძლებელია 16 თვიანი უპროცენტო განვადება). მიუხედავად სტერეოტიპული დამოკიდებულებისა ჩინური ბრენდების მიმართ, Haval H9 სრულფასოვანი ყველგანმავალია, რომელიც 218 ცხენის ძალის სიმძლავრის ტურბინიანი ძრავით და დახვეწილი, მდიდრული დიზაინით სრულ კომფორტს გვიქმნის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მისაღებად. პრემიუმკლასის ავტომობილს კი აუცილებლად პროფესიონალი უნდა მართავდესო, ნათქვამია. ჩვენს გუნდში კი ასეთი, არც მეტი არც ნაკლები, შსს-ის სპორტულ კლუბ MIA FORCE-ის წევრი, ევროპის ჩემპიონი, ავტომრბოლელი დავით ქაჯაიაა. გარდა იმისა, რომ ის წარმატებული სპორტსმენია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის აქტიური სახე და მხარდამჭერია. ჩვენ კი სწორედ უსაფრთხოებისა და საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალური დაცვით ვაპირებთ მოგზაურობას. დათა ქაჯაიამ პრემიუმბრენდი Haval H9 სოფელ მიტარბის გზებზე გამოსცადა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგვავსო. მოგზაურობა უფრო საინტერესო ხდება, როდესაც ასეთ მრავალფეროვან, მხიარულ, კომუნიკაბელურ და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ხარ! ასე რომ, არ ჩამოგვრჩეთ, რადგან კვლავ ბაკურიანის ულამაზესი მთებისკენ მივიწევთ... ზაფხული 2016

15


ექსპერტი

ჩინელები აღარ ხუმრობენ! ჩინელებს მართლაც სერიოზული ავტომობილი გამოუვიდათ. ეს არის მანქანა, რომლის შედარება იაპონურ და კორეულ კონკურენტებთან თამამად შეიძლება. გამოირჩევა ყველა სხვა ჩინური მარკისგან და 5-წლიანი გარანტიაც უკვე არგუმენტია. ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ ავტომობილის ხანგრძლივი ტესტი, რადგან გარდა იმისა, რომ „ჰავალი“ უცხო ხილია, არც ის ვიცით, როგორ მდგომარეობაში იქნება ეს მანქანა, მაგალითად, 60-80000 კილომეტრის გავლის შემდეგ. უცნაურია განცდა, როცა მართავ ჩინურ მანქანას და ხვდები, რომ ეს არაა იაფფასიანი ჩინური პროდუქტი. შევისწავლეთ ინტერიერი, საბარგული, სალონის სივრცეები, გადაკვრა, მასალები და აქა-იქ ბევრი ვაკაკუნეთ თუ ცოტა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ხარისხიან ჩინურ მანქანას პირველად ვხედავთ. Haval H9 რბილად დადის, დაკიდება კარგად იტანს დარტყმებს. მოხვევის სისტემა რბილია - გათვლილი კომფორტზე და არა დინამიკაზე. სამწუხაროა, რომ კაპოტის ქვეშ მხოლოდ 4-ცილინდრიანი აგრეგატი მუშაობს. 218 ცხენის ძალა ცუდი არ არის, მაგრამ ამხელა ავტომობილისთვის მეტია საჭირო. სამაგიეროდ, ძალიან კარგად მუშაობს ZF-ის 6-საფეხურიანი ავტომატიკა. შალვა ბუაჩიძე, AutoBild-ის მთავარი რედაქტორი 16

ზაფხული 2016


ზაფხული 2016

17


სიმაღლე, შთამბეჭდავი ხედი, ბაკურიანის ექსტრემალური ბუნება თავისი ნოყიერი ჰაერით აუცილებლად გიბიძგებთ Le Ponchik-ის საფირმო კერძების გასასინჯად. გამონაკლისი არც ჩვენ ვყოფილვართ, ამიტომ გადავწყვიტეთ ცოტა შეგვესვენა, გვესადილა და თან ბაკურიანის თვალწარმტაცი ბუნებით დავმტკბარიყავით. Le ponchik-ის საფირმო პელმენებისა და უგემრიელესი „პონჩიკების“ მირთმევის შემდეგ დადგა ტობოგანით გართობის დროც – უსაზღვროდ ექსტრემალური 1360-მეტრიანი ატრაქცია, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ და უფრო და უფრო იპყრობს დამსვენებელთა გულებს. კარგია ბაკურიანში დროის გატარება, როცა ამდენი საშუალებაა სრულყოფილი დასვენებისა და გართობისთვის!

18

ზაფხული 2016


ზაფხული 2016

19


მართლაც რომ არაფერი სჯობს, როდესაც სასიამოვნო ჯგუფთან ერთად ულამაზესი ადგილების დათვალიერებით გამოწვეული შთაბეჭდილებების ქვეშ იმყოფები. ამ ემოციით ვბრუნდებით ბორჯომში. ჩვენი ბოლო გაჩერებაა Crowne Plaza Borjomi. ვეთანხმები გამოთქმას – გემრიელ ლუკმას ბოლოსთვის ინახავენო (ეს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც). სასტუმრო მდებარეობს ბორჯომის გულში. ეს არის თანამედროვე სტილის გარემოსთან კარგად შეხამებული ლამაზი ნაგებობა, რომელიც გამოყოფილია საკუთარი დაცული ტერიტორიით. იგი სამოთხეა დამსვენებლისთვის, რომელიც ეძებს სიმყუდროვეს, წყნარ გარემოს საქმიანი შეხვედრებისთვის; უქმნის მათ სასიამოვნო და დახვეწილ ატმოსფეროს. დაუვიწყარია სასტუმროს მომსახურე მაღალკვალიფიციური პერსონალი, მათი ყურადღება და სითბო. ჩვენთვის, შთაბეჭდილებებით დაღლილი მგზავრებისთვის, მოგზაურობის მეტად სასიამოვნო დასასრული აღმოჩნდა აქ ყოფნა... ვივახშმეთ გემრიელად, დავისვენეთ კომფორტულად და გეზი თბილისისკენ ავიღეთ. იმოგზაურეთ OK! TRAVEL-თან ერთად, რათა უკეთ გაეცნოთ საქართველოს.

20

ზაფხული 2016


ტექსტი: ანანო ელიქაშვილი ფოტო: იოსებ სარქისიანი

ზაფხული 2016

21


მთის კურორტების ორმაგი ხიბლი სიახლეები ზაფხულის სეზონზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის უმნიშვნელოვანესი წილი მთის კურორტებზე მოდის. „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მონაცემებით ბოლო ორ წელიწადში გუდაურსა და ბაკურიანში ვიზიტორთა რაოდენობა 26%-ით გაიზარდა, რაც გარკვეულწილად კურორტებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ, ახალი საბაგიროებისა და სათხილამურო ტრასების შექმნამ განაპირობა. გუდაურში 2015-2016 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონზე ვიზიტორების რაოდენობა 22

ზაფხული 2016

2011-2012 წლებთან შედარებით 127%-ით, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 311%-ით გაიზარდა. გუდაურის ისტორიაში წლევანდელი სეზონი საუკეთესო იყო. 2015-2016 წლებში კურორტს 201 821 ვიზიტორი ჰყავდა. გასულ წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ითაა მომატებული, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 63%-ით. რაც შეეხება ბაკურიანს, 2015-2016 წლების სათხილამურო სეზონზე, წინა სეზონთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 53%-ით გაიზარდა,


გაყიდული მრავალჯერადი ბილეთების რაოდენობა კი 92%-ით. ბაკურიანში წელს ვიზიტორების რაოდენობამ 86 089-ს მიაღწია. გოდერძის სათხილამურო კურორტი 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. კურორტს გახსნის დღიდან 24 ქვეყნიდან 6 832 ვიზიტორი ესტუმრა. ზაფხულის სეზონზე ზემო აჭარით განსაკუთრებით ლაშქრობის მოყვარულები უნდა დაინტერესდნენ – მწვანე ტბის, გაქვავებული ტყისა და ხიხანის ციხის ზღაპრული პეიზაჟები გულგრილს ვერავის დატოვებს. შეიძლება ითქვას, რომ მთის კურორტები ტურისტებისთვის ორმაგად საინტერესოა. სულ სხვაა გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის მონახულება ზამთრის სეზონზე და სულ სხვაა ზაფხულში, როცა თეთრ სივცეებს მწვანე ლანდშაფტი ცვლის. ზაფხულის სეზონს ოთხივე კურორტი სიახლეებით ხვდება. დავიწყოთ ბაკურიანით. ბაკურიანი ბაკურიანში მთავარი სიახლე კურორტ მიტარბის განაშენიანება და ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერის“ ახალი საბაგიროებია. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი ამბობს, მიტარბი ისტორიული კურორტი იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ეს ტრადიცია კვლავ აღდგება და ზამთრის სეზონს განახლებულ კურორტზე

ახალი სათხილამური ტრასებითა და საბაგიროებით შევხვდებით, რაც მთელ კურორტს გააცოცხლებს. ალექსანდრე ონოფრიშვილი: „ფრანგულ კომპანია GRDC-ის დავუკვეთეთ სოფელ მიტარბის განვითარების გეგმა, რომელიც ადაპტაციას გადის ქართულ კანონმდებლობასთან. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ჩვენ დავგეგმავთ კურორტის განვითარებას და განვახორციელებთ. ამას წლები დასჭირდება, მაგრამ მთავარია ის, რომ მიტარბი სწორად დაიგეგმება და ქაოტური განაშენიანება არ მოხდება“. გარდა ამისა, ბაკურიანში, დიდველზე, ივლისის თვეში ევროპასა და აშშ-ში ძალიან პოპულარული ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. „მთის ციგა“ გაიხსნა, რომლის მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია TATRALIFT-მა უზრუნველყო. ზაფხულის სეზონს ბაკურიანი კიდევ ერთი სიახლით შეხვდა – ეს გახლავთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი კინოთეატრი, სადაც ნაჩვენები იქნება ყველა ის პრემიერა, რომლის ნახვაც დედაქალაქის კინოთეატრებშია შესაძლებელი. გუდაურსა და ბაკურიანში შარშან გაკეთდა ევროპული დონის ველობილიკები, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალ სპორტსმენებზე ასევე მოყვარულებზე. ველობილიკების მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „ალიანსმა“ უზრუნველყო. ბილიკები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ზაფხული 2016

23


გუდაური წლევანდელ სეზონზე გუდაურში მთავარი სიახლე „დოპელმაიერის“ ფირმის ახალი საბაგირო და სათხილამური ტრასები იქნება. არსებულ სათხილამურო გზებს კიდევ 30% დაემატება. ალექსანდრე ონოფრიშვილი: „მასშტაბური პროექტი, რომელიც გუდაურის განვითარებას შეეხება, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო კანადურმა კომპანიამ „ეკოზაინმა“ მოამზადა. გეგმა ითვალისწინებს კობი-გუდაურის სამთო კურორტის განვითარების ახლებურ ხედვას, მის ტერიტორიაზე დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას და დამსვენებლებისთვის ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას. პროექტმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მისი საინვესტიციო მიმზიდველობა. საერთაშორისო დონის კურორტად ქცევისთვის თანმიმდევრული განვითარება დაწყებულია“. გოდერძი კურორტ გოდერძიზე აპრილის დასაწყისში ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის პატრონაჟით ბიზნეს-ეკონომიკური ფორუმი ჩატარდა. აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინვესტორს, რომელიც ახალ კურორტზე სასტუმროს აშენებას 24

ზაფხული 2016

გადაწყვეტს, პირველი ხუთი ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცემა. ცნობილია, რომ 2 ივლისს 100-ნომრიანი, პრემიუმკლასის სასტუმროს მშენებლობა უკვე დაიწყო გოდერძიზე. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში გვითხრეს, კურორტზე კიდევ რამდენიმე ახალი სასტუმრო აშენდება. ალექსანდრე ონოფრიშვილი: „აჭარას აქვს უნიკალური ლანდშაფტი, რომელიც ძალიან მიმზიდველია ლაშქრობებისთვის. აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის დახმარებით კურორტზე გვეყოლება მორიგე გიდები, რომლებიც ტურისტებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან გოდერძის ღირსშესანიშნაობების შესახებ და დაეხმარებიან მოლაშქრეებს ტურისტული მარშრუტების ათვისებაში – მწვანე ტბის, გაქვავებული ტყის, ხიხანის ციხისა და ბოტანიკური ბაღის მიმართულებით. იმ ტურისტებისთვის, ვისაც სასტუმროში ცხოვრება არ სურთ და უნდათ უფრო ახლოს იყვნენ ბუნებასთან, ე.წ. „კარვის ქალაქი“ შევქმენით, სადაც დაახლოებით 40 ვიზიტორს მივიღებთ. კარავში ღამის გათევა 10 ლარი ეღირება. ისევე, როგორც გუდაურსა და ბაკურიანში, გოდერძიზეც იქნება ველოსიპედების გაქირავება. საბაგიროები დილის 10-დან 16 საათამდე იმუშავებს“.


სვანეთი სვანეთში ამჟამად ფუნქციონირებს ჰაწვალის საბაგირო. მიმდინარეობს სამუშაოები თეთნულდზე. თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ.) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7 კმ.) იქნება. ალექსანდრე ონოფრიშვილის თქმით: „თეთნულდის პროექტი ოთხი საბაგიროს დამონტაჟებას ითვალისწინებს. აქედან ორი დასკვნით ფაზაშია და ორი წელს უნდა აშენდეს. ამ კურორტს უნიკალური ხარისხის თოვლი და ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რაც მას აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად აქცევს. მულახის თემი, სადაც დაახლოებით 11 სოფელი შედის, გვინდა მთლიანად ავითვისოთ. წელს დაგეგმილია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააკეთოს სოფლის განაშენიანების რეგულირების გეგმა. ეს ადგილობრივ მოსახლეობასაც წაადგება და ქვეყანასაც. ნოემბერში დასრულდება ამ კურორტზე მიმდინარე სამუშაოები და შემდეგ უკვე მის პოპულარიზაციაზე უნდა ვიზრუნოთ. 2016 წლის ზაფხულის სეზონის კიდევ ერთ სიახლე „საზაფხულო ბარათია“, რომელიც 60 ლარი ღირს და მასზე სასტუმროების ფასდაკლების მომსახურებაცაა მიბმული. ტურისტებს „საზაფხულო ბარათით“ სარგებლობა ნებისმიერ სამთო კურორტზე მთელი სეზონის განმავლობაში შეუძლიათ.

ალექსანდრე ონოფრიშვილი - მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი: „მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბაგიროების მართვის მენეჯმენტში დავიქირავეთ ბაზრის ლიდერი ფრანგული კომპანია „დეზალპი“. ექსპერტები მოვიწვიეთ, რომლებიც იანვრის ბოლომდე მთის მენეჯერებს გადაამზადებენ. ისინი სწავლებას გაივლიან როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში, რის შემდეგაც გვეყოლება პროფესიონალი, სერტიფიცირებული მთის მენეჯერები. მათ თავისუფლად შეეძლებათ, მართონ ნებისმიერი მთის კურორტი. ვაპირებთ ახალი ეკიპირების შეძენას სამაშველო სამსახურისთვის. მათი გადამზადებაც ყოველ წელს მიმდინარეობს. ვთანამშრომლობთ აშშ-ის სათხილამურო კურორტების ნაციონალურ აკადემიასთან, ასევე საფრანგეთში სამთო გიდების ასოციაციასთან, სადაც სათხილამურო გიდების კურსი გაიარეს ჩვენმა მაშველებმა. მათ შორის საქართველოში პირველმა ქალმა მაშველმა ნატა ჯაფარიძემ. მარკეტინგული კუთხითაც ბევრს ვმუშაობთ ვმონაწილეობთ საერთაშორისო გამოფენებში. მსოფლიოს მრავალ წერტილში შეხვდებით გარე რეკლამას, ვიდეოს, ბილბორდებს ჩვენი კურორტების შესახებ, რის შემდეგაც ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. გაზრდილი ყურადღება და მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან დიდია“. ტექსტი: მაკა ბიბილაშვილი ფოტო: მთის კურორტების განვითარების კომპანია

ზაფხული 2016

25


მოგზაურობა აჭარაში

" + " 3 "

26

ზაფხული 2016

აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ფოტოპროექტი


ზაფხული 2016

27


28

ზაფხული 2016


ზაფხული 2016

29


30

ზაფხული 2016


ზაფხული 2016

31


SAM RAAN SPA – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამოთხეში! ზაფხულის სეზონი ბევრისთვის მოგზაურობითა და თავგადასავლებით იწყება, ზოგს კი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ქალაქში დარჩენა და დატვირთულ რეჟიმსა და გაუსაძლის სიცხეში უწევს ყოფნა. თუ თქვენი წლევანდელი ზაფხულიც ქალაქიდან გაუსვლელად იწურება, გულს ნუ გაიტეხთ – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამოთხეში! აქციეთ თქვენი დღე რელაქსაციისა და განტვირთვის ნამდვილ დღესასწაულად. ეწვიეთ Sam Raan Spa-ს და დატკბით მრავალფეროვანი სპაპროცედურებით მთელი 32

ზაფხული 2016


მსოფლიოდან, მიიღეთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება და საკუთარ თავს დაუვიწყარი მოგზაურობა მოუწყეთ. Sam Raan Spa არის უნიკალური და საუცხოო კომპლექსი, რომელშიც შეგიძლიათ დატკბეთ განსაკუთრებული რიტუალებითა და სპაპროცედურებით. ერთ სივრცეში თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ: საცურაო აუზით, სატრენაჟორო დარბაზით, თურქული აბანოთი, ჰიმალაიური მარილის ოთახით, მკვდარი ზღვის მინერალებიანი აუზით, მშრალი და ორთქლის საუნებით, რელაქს-ზონითა და ამ ყველაფერთან ერთად სხვადასხვა სახის მასაჟით და გამაჯანსაღებელი პროცედურით. გარდა ამისა, Sam Raan Spa გთავაზობთ სილამაზის სალონისა და სოლარიუმით მომსახურებას. Sam Raan Spa-ს მიერ შემოთავაზებულ მრავალ პროცედურას შორის, განსაკუთრებით მოთხოვნადია აღმოსავლური აბანო – ჰამამი. პროცედურა იწყება ორთქლის საუნით, შემდეგ წვებით 30°მდე გამთბარ მარმარილოზე და გიტარდებათ სხეულის გაწმენდა ქისით, ასევე მასაჟი საპნის ქაფში, რომელიც დაუვიწყარ და არაამქვეყნიურ სიამოვნებას მოგანიჭებთ. გირჩევთ აუცილებლად გამოიყენოთ საფერავის გამამხნევებელი პროცედურები. ვაზის სამკურნალო თვისებები თქვენს სხეულსა და სულს ახალგაზრდობას, სილამაზესა და სიმშვიდეს მიანიჭებს. Sam Raan Spa-ში გარდა ძალიან ლამაზი საცურაო აუზისა, ასევე დაგხვდებათ მკვდარი ზღვის მინერალებიანი აუზი, რომელიც თქვენს სხეულს უწონადობითა და სიმსუბუქით დაასაჩუქრებს. ზედაპირზე ცურვის თერაპია ფრენის შეგრძნებას იწვევს, რაც „ბედნიერების ჰორმონს“ გამოყოფს. ზაფხული 2016

33


Sam Raan Spa-ში ასევე შეძლებთ ისარგებლოთ ისეთი პროცედურებით, როგორებიცაა: ტანდემ-მასაჟი, ანუ „ოთხი ხელით“ მასაჟი; მასაჟი ბალახის ტომსიკებით, ცხელი ქვებით, ტრადიციული ტაილანდური და ინდური მასაჟებით, შვედური მასაჟითა და რაც დღეს ყველას გვჭირდება, აუცილებლად სცადეთ ფეხის მასაჟის გაკეთება – ეს არის უნიკალური სარელაქსაციო პროცედურა, რომელიც ხსნის დაღლილობას, ზრდის კიდურებისა და მთელი სხეულის კუნთების ტონუსს.

34

ზაფხული 2016


ასე რომ, დროა დაივიწყოთ ფიქრი სამსახურსა და პრობლემებზე. გახსოვდეთ: თქვენ ყოველივე საუკეთესოს იმსახურებთ. მიეცით საკუთარ თავს უფლება აღიდგინოთ ენერგია, და დრო საკუთარ სილამაზესა და სიმშვიდის უსასრულო განცდას დაუთმოთ. ტექსტი: მახო ჯიღაურიშვილი ფოტო: SAM RAAN SPA

ზაფხული 2016

35


TRAVEL - მსოფლიო

მექსიკა სომბრეროები, მზე და თეთრი ქვიშა ნებისმიერი ადამიანისთვის საოცნებო ადგილია, როდესაც მას სურს ხმაურიან ქალაქს მოშორდეს და ყველაფერისგან მშვიდად დაისვენოს. თუმცა მექსიკა ადამიანებს მხოლოდ ამის გამო როდი იზიდავს. აქ თუ მოხვდებით, აუცილებლად უნდა მოინახულოთ მაიას ტომების რივიერა, რომელიც განლაგებულია ტულუმის ანტიკურ ნანგრევებსა და საკურორტო ქალაქ პლაია დე კარმენს შორის. კარიბის ზღვის ეს ზღაპრული ნაწილი თავს საოცრებათა ქვეყანაში გაგრძნობინებთ. მექსიკას ძალიან ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები. მათ შორის არიან: ჯასტინ ბიბერი, ჯულია რობერტსი, კამერონ დიასი, დრიუ ბერიმორი. ეს უკანასკნელი ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ მექსიკაში დასვენებას ეკოლოგიურად სუფთა სანაპიროების გამო ანიჭებს უპირატესობას. მექსიკური დილა ტურისტებისთვის ადგილობრივ 36

ზაფხული 2016

ბისტროებში საუზმით იწყება, სადაც ძალიან მრავალფეროვანი მენიუებია წარმოდგენილი. ტრადიციულ მექსიკურ კერძებთან ერთად შეძლებთ მიირთვათ განსაკუთრებული სანელებლებით შეკმაზული პიცა, ტორტილები, უგემრიელესი კოქტეილები. ბარებიდან და რესტორნებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია Sky Bar, Frida. Piaf – რესტორანი, სადაც საოცარი გარემო დაგხვდებათ. მიმზიდველი დიზაინით გაფორმებული სივრცე და დახვეწილი კერძები. არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ Abhyanga & Shirodhara–ს, სადაც გამაჯანსაღებელ, ე.წ. რიტმულ მასაჟს გაგიკეთებენ, რომელიც მაქსიმალურად მოგადუნებთ და ენერგიით აგავსებთ. ასევე იქ ჩაგიტარებენ სხვადასხვა ექსკლუზიურ პროცედურასაც. რაც შეეხება შოფინგს: პლაჟიდან ერთ კვარტალში მდებარეობს პლაია დე კარმენის ქუჩა, სადაც 5 კილომეტრზე გადაჭიმულია სხვადასხვა ბრენდული მაღაზია. მათ შორისაა Zara Home, American Ap-


parel, Lacoste, უამრავი საიუველირო მაღაზია და უზარმაზარი სავაჭრო მოლი. ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, რით შეიძლება დაკავდეთ მექსიკაში. დიდებული იქნება, თუ დილით აკუმალის პლაჟზე ზღვის კუებთან ერთად იცურებთ. ამ დროს წყალი კრისტალურად სუფთაა. იმდენად, რომ თუ ჩაყვინთვას გადაწყვეტთ, წყალში შეძლებთ

თავისუფლად დაინახოთ თევზები, ნიჟარები და რიფები. თუ ადრენალინის დოზის მიღება გსურთ, მოგვიანებით კოზუმელში წადით, კვადროციკლი დაიქირავეთ. დაბოლოს: საღამოს პლაია დე კარმენზე განლაგებულ ბარებსაც შეგიძლიათ ეწვიოთ, სადაც ტეკილას სრულიად უფასოდ გაგასინჯებენ.

ზაფხული 2016

37


არ დაივიწყოთ ცენოტე ჩემპიტა – ეს არის ადგილი, სადაც გამჭვირვალე და მწვანე წყალია. შეგიძლიათ იქ ერთ-ერთი ფერდობიდან გადახტეთ და იცუროთ კიდეც. მთავარია, ექსტრიმის არ გეშინოდეთ! FREE TRAVEL გთავაზობთ: გსურთ მექსიკაში – სწორედ ამ არამიწიერთა სამფლობელოში მოგზაურობა? კომპანია Free Travel-ში შეგიძლიათ სრული სამოგზაურო ტურის დაგეგმვა და ორგანიზება მარტივად, კარგი პირობებით, მომსახურების საუკეთესო სერვისით.

38

ზაფხული 2016

გთავაზობთ: კონსულტაციას სავიზო პროცედურების გასავლელად, საკონსულოსთვის აპლიკაციის შევსებას, საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებაში დახმარებასა და მათ გადახედვას, თარგმნასა და ნოტარიულ დამოწმებას. დაგინიშნავთ საკონსულოში ვიზების საბუთების შეტანის დღეს, დაგიგეგმავთ თქვენთვის სასურველ სრულყოფილ საგზურს – ორმხრივი ავიაბილეთით, სამოგზაურო დაზღვევით, ტრანსფერს ორივე მიმართულებით – აეროპორტიდან განთავსების ადგილამდე და უკან. განთავსების მრავალფეროვანი არჩევანით: სასტუმროები, აპარტამენტები და კოტეჯები; სასტუმროში დილის კვებით, საღამოს ვახშმით, რომელიც სურვილისამებრ მექსიკური ტრადიციული კერძებით იქნება გაჯერებული. სურვილისამებრ მანქანის დაჯავშნას მძღოლით ან მის გარეშე. ეგზოტიკური და სხვა ადგილობრივი ტურები. www.FreeTravel.ge ტექსტი: NANCY BROWN, OK! SPA EDITOR ფოტო: GETTY IMAGES


დაგეგმე მოგზაურობა და ფული არ გყოფნის?

R

 +995 32 2050202

/CCLOAN

როცა ფული გჭირდება - W W W . C C L O A N . G E


დამზადებულია იაპონიაში

ნეონის ნათურებით გაჩახჩახებულ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საშუალება გაქვთ დატკბეთ კულტურით, სამზარეულოთი და ვინ იცის, შესაძლოა ერთ-ორ ცნობილ სახესაც მოჰკრათ თვალი... იაპონიის დინამიკური დედაქალაქი ტოკიო ძველისა და ახლის მართლაც რომ საუცხოო ნაზავს წარმოადგენს. ნეონის ნათურების, უზარმაზარი ცათამბჯენების, ელექტრობის ჯადოსნობისა და კარაოკე- ბარებს მიღმა იმალება ტოკიო თავისი ძველისძველი კულტურით, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. აქ შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი ტაძრები და საკმევლის სურნელით გაჯერებული სალოცავები, იხეტიალოთ უმშვენიერეს ბაღებში, უყუროთ სუმოს, მონაწილეობა მიიღოთ ჩაის სმის ცერემონიებში და მიირთვათ დახვეწილი იაპონური კერძები. ამასთანავე, დიდი შანსია ქუჩაში შეეჩეხოთ ცნობილ სახეებს, მაგალითად ქეითი პერის, ბრედ პიტს ან ტომ კრუზს, რომლებიც გასულ წელს სტუმრობდნენ ქალაქს.

40

ზაფხული 2016


როდის გავემგზავრო? ეწვიეთ ტოკიოს მარტში ან აპრილში, როდესაც ქალაქში ალუბლის ყვავილობას აღნიშნავენ და შეუერთდით „უენო პარკში“ აყვავებული ალუბლის ხეების ქვეშ პიკნიკზე შეკრებილ ხალხს. ივლისის ბოლო დღეს, ღამის ცა ფეიერვერკებით ინთება და ათასობით ადამიანი იყრის თავს მდინარე სუმიდას პირას „ცეცხლის ყვავილების“, იგივე ფეიერვერკების ფესტივალზე დასასწრებად. რა მოვინახულო? ნიჰონბაში, ძველი ტოკიოს ისტორიული ცენტრი, ის ადგილია, სადაც ადრე მთელი ქვეყნიდან ჩამოსული ვაჭრები იყრიდნენ თავს. დღემდე შეიძლება წააწყდეთ საუკუნისწინანდელ მაღაზიებს, სადაც მწვანე ჩაის, ზღვის მცენარეებს, მარაოებსა და კიმონოებს ყიდიან. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც OK!-ის წილად ხვდა ბედნიერება ტრადიციულ ჩაის ცერემონიაში მიეღო მონაწილეობა – კიმონოში გამოწყობილი ქალბატონები ჩამუხლული ამზადებენ ჩაის ფოთლებს და ცხელ წყალს ძველებური ქვაბიდან ასხამენ. შემდეგ, პატარა ჩაიდნების ჩამორიგება მარცხნიდან მარჯვენა მიმართულებით იწყება. თანმხლები თავის დაკვრა და დახრაც, ჩაის სმის ცერემონიის ნაწილია. გინძაში მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდი ცუკიჯის თევზის ბაზრის მონახულება ნამდვილად განსაცვიფრებელი რამაა. საქმიანობა აქ ადრიანად იწყება, დილის 5 საათზე, და თუ გსურთ იხილოთ როგორ ყიდიან მეთევზეები თავიანთ ნადავლს ბითუმად მოვაჭრეებზე, ხოლო ცალკეული ვაჭრები როგორ კეპავენ და წლიან უზარმაზარ თევზებს, მაშინ ბაზარს ამ დროს უნდა ეწვიოთ. ასევე შეგიძლიათ გაჰყვეთ ბრიტნი სპირსის კვალს და ეწვიოთ სენსო-ჯის – მე-7 საუკუნის ბუდისტურ ტაძარს ასაკუსაში. მთავარი შესასვლელის დიდებულ გარე ჭიშკარს ამშვენებს უზარმაზარი წითელი, შავი და ოქროსფერი ქაღალდის ფარანი. შესასვლელი გადატვირთულია მთავარი ქუჩიდან, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ათასგვარი ქაღალდის მარაო, ფარანი, ტკბილეული და იღბლიანი კატის ფიგურა. ქუჩის გავლის შემდეგ მიადგებით შიდა ჭიშკარს, რომელიც მთავარ ტაძარში შეგიძღვებათ და თვალწინ გადაგეშლებათ გასაოცარი წითელი და ოქროსფერი პაგოდები. ვეებერთელა საიმპერატორო სასახლის კომპლექსი, ანუ ქალაქი ქალაქში, ასევე პოპულარული სანახაობაა. მიუხედავად იმისა, რომ საიმპერატორო სასახლეში დამთვალიერებელს არ უშვებენ, შეგიძლიათ გაისეირნოთ ორნამენტულ ბაღებში, იხილოთ მუზეუმები და სასახლის ნანგრევები. ზაფხული 2016

41


სად წავიდე საყიდლებზე? ეწვიეთ მიცუკოშის სავაჭრო ცენტრს (არ დაგავიწყდეთ დიდებული სასადილოს მონახულებაც), რომელიც პირველად 1673 წელს გაიხსნა, მანდარინის სიახლოვეს. თუ იაპონური ტექნოლოგიით ხართ დაინტერესებული, გიჯობთ პირდაპირ აკიჰაბარას უბნისკენ გაეშუროთ. თუ რაიმე მოწყობილობა ან ელექტროხელსაწყო აქ ვერ იშოვეთ, ესე იგი ჯერ არ გამოუგონიათ! თუმცა გამოიჩინეთ წინდახედულობა და შეძენამდე დარწმუნდით, რომ იაპონიის ფარგლებს გარეთაც იმუშავებს. მოდის მოყვარულები ეწვიეთ ჰარაჯუკუს ქუჩას, რომელიც ლონდონის ქარნაბის ქუჩის იაპონური ეკვივალენტია. ხეთა რიგებით დამშვენებული ომოტესანდოს გამზირი ის ადგილია, სადაც უმაღლესი კლასის ბრენდებია წარმოდგენილი. იგივეს წააწყდებით გინძასა და აოიამაზე. ომოტესანდოს გამზირზე ასევე შეხვდებით აღმოსავლურ ბაზარს და სუვენირების ჭეშმარიტ საგანძურს, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ლამაზი დეკორატიული ქოთნები, აბრეშუმის კიმონოები და იაპონური ნაწერები.

სრული კონტრასტისთვის, OK!-იმ ასევე ისიამოვნა ტრადიციული ლანჩით რესტორან „სომეტაროში“, ასაკუსაში. აქ თავად ამზადებთ იაპონურ ბლინებს ძროხის ხორცით, ღორის ხორცითა და ბოსტნეულით, ხოლო შემდეგ აცხობთ დაბალ მაგიდებზე, შიგნითვე ჩაშენებულ ტაფაზე. კედლები გაფორმებულია აქ სტუმრად ნამყოფ ხელოვანთა და მწერალთა მიერ ნაბოძები სუვენირებითა და სხვადასხვა ნივთით. გარდა ამისა, ემიგრანტები როპონგში იყრიან თავს, ნეონის ნათურებით აბრდღვიალებულ ტერიტორიაზე, სადაც უამრავი ბარი, რესტორანი და კლუბია, ხოლო შიბუიაზე ურიცხვი კარაოკე-ბარია განთავსებული.

სად ვისადილო? კარგ კვებას დიდი ყურადღება ექცევა ტოკიოში და ქალაქიც თავს იწონებს ყველაზე მეტი „მიშლენის“ ვარსკვლავიანი რესტორნით მსოფლიოში, რომელთაგან ორი მანდარინ ორიენტალშია განთავსებული. თავს უფლება მივეცით გაგვესინჯა 18-კერძიანი სადილი სასტუმრო „ტაპას მოლეკულარ“-ის ბარში. პირდაპირ ჩვენ თვალწინ, შეფმზარეულებმა მოამზადეს ისეთი უნიკალური

კიდევ რა მოვინახულო? OK! სინკანსენით – ჩქაროსნული მატარებლით გაემგზავრა ტოკიოს სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ კობეს მიმართულებით. ამ სანახაობრივ მოგზაურობას სამ საათზე ნაკლები დასჭირდა. მატარებელმა გაიარა სოფლებისა და ბრინჯის მინდვრებზე, სადაც პეიზაჟში გამუდმებით დომინირებდა მთა ფუძი. OK! „ანა ქრაუნის“ პლაზაში გაჩერდა, რომელიც ქალაქსა და ყურეზე ლამაზი

42

ზაფხული 2016

კერძები, როგორებიცაა პასიფლორას ნაყოფით შეზავებული ხიზილალა, შესქელებული მისოს სუპი (რომელიც თითქოს პირში დნება), კრევეტის ხვეულა და ცომში შეხვეული ფუა-გრა. ან იქნებ Signature უფრო შეეფერება თქვენს გემოვნებას, სადაც ფრანგული სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებიან. განსაკუთრებით გემრიელი გამოდგა ომარის ტარტარი და ახალი თევზი ამადაი, მოშუშული არტიშოკითა და ზღვის ზღარბის საწებლით.


ხედებით გამოირჩეოდა. პირველად ვესტუმრეთ რამდენიმე საუკუნისწინანდელ ჰაკუცურუს საკეს სახდელ ქარხანას, სადაც ვიზიტის ბოლოს იაპონური სასმელი თითო-ოროლა ჭიქით დავაჭაშნიკეთ! მოგზაურობის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ნაწილი იყო ვიზიტი არიმა ონსენში – იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცხელი მინერალური წყაროების კურორტზე. სპას ტერიტორიაზე შესვლისას მოგვიწია სამოსის მთლიანად გახდა და თხემით ტერფამდე საგულდაგულოდ დაბანა. საბედნიეროდ, ქალებისა და მამაკაცებისთვის ცალ-ცალკე შიდა და გარე სივრცეებია მოწყობილი! წყლის გადავლების შემდეგ, რამდენიმე ცხელ, ბუშტუკებიან აუზში ჩადიხარ. სპა იაპონური კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ოჯახები აქ მთელ შაბათ-კვირას ატარებენ. კობე ასევე ცნობილია ძროხის ხორცის გამო, რომელიც პირში დნება. ჩვენც ცხადია შანსი ხელიდან არ გაგვიშვია და ქრაუნ პლაზაში სადილობისას გავსინჯეთ ეს წვნიანი ხორცი. ასევე დიდებული იყო „მიშლენის“- ვარსკვლავიანი რესტორანი შიგემაცუ. OK!-იმ გასინჯა თევზი კამასუ იაპონური მთის კარტოფილის მწნილთან ერთად და გოგრის პუდინგი შავი სეზამის მარცვლებით. ეს მართლაც რომ შორს იყო ჩვენი ჩვეული სადილისგან. FREE TRAVEL გთავაზობთ: იაპონიაში – ამომავალი მზის ქვეყანაში მოგზაურობას. ვზრუნავთ, რომ თქვენი დასვენება იყოს სასიამოვნო ემოციებითა და სიახლეებით სავსე. ჩვენს პარტნიორ იაპონურ ტურისტულ სააგენტოებთან ერთად ვცდილობთ გაგიმარტივოთ პროცედურები, რომელიც ვიზის ასაღებად უნდა გაიაროთ. იაპონური მხარე გვიგზავნის მოწვევას, რომელიც სავალდებულო გახლავთ საკონსულოში და შემდგომ იაპონიის საზღვარზე წარსადგენად საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხოლო ჩვენ მათთან ერთად დაგიგეგმავთ თქვენთვის სასურველ მოგზაურობას. სამურაის გაკვეთილები, ტრადიციული კერძების გასინჯვა, უძველესი კულტურისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობა. სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურები. www.FreeTravel.ge ტექსტი: DANNY LEDGER, EDITED BY ANABEL MACKIE ფოტო: GETTY IMAGES

ზაფხული 2016

43


ბრაზილია ბრაზილიის ხსენებისას, ალბათ უპირველესად ფიქრს იწყებთ კარნავალზე და ექტრავაგანტურად ჩაცმულ ლამაზმანებზე, ან ნახევრადშიშველ ადამიანებზე, რომლებიც პლაჟზე მზეს ეფიცხებიან, ფეხბურთს თამაშობენ, რაც გასაკვირი სულაც არაა. ბრაზილია ხომ მსოფლიოში კარნავალებითა და ფეხბურთით არის სახელგანთქმული. გავიხსენოთ თუნდაც ლეგენდარული პელე, რობერტო კარლოსი, რონალდო და რონალდინიო. ეს ქვეყანა მართლაც შეპყრობილია ფეხბურთით. ქალაქებისა და ჯუნგლების გარდა, ბრაზილია სახელგანთქმულია 3000 მილზე გადაჭიმული სანაპირო ზოლით. რიო-დე-ჟანეირო უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ქალაქია: კოპაკაბანას ოქროს სანაპიროები, იპანემა და ლებლონი, რომლებზეც უკვე უამრავი გასართობი ადგილი და სასტუმროა. იქ ჩასულ ტურისტებს ძალიან მოსწონთ საბაგიროთი მოგზაურობა, რომელსაც კორკოვადოს მთამდე აჰყავხართ, ზემოდან კი შესაძლებლობა მოგეცემათ დატკბეთ ქალაქის ულამაზესი ხედებით. კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის კარგი იქნება თუ მოინახულებენ სანტა ტერეზას, 44

ზაფხული 2016


სადაც ქალაქის ბოჰემის სუნთქვა ისმინება. სანტა ტერეზაში ულამაზესი გამწვანებაა, რომელიც თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს. არ გამოტოვოთ არც ლაპა-ატრუაში მდებარე Lavradio Market-ი, სადაც ავეჯს არემონტებენ; ძალიან საინტერესოა ჟარდინის უბანიც – იქ წააწყდებით მაღაზიას Havaianas, სადაც შეძლებთ სცადოთ საკუთარი ხელით შექმნათ ფეხსაცმელი. მოინახულეთ დასლუს მოდის ემპორიუმი, რომელსაც საკუთარი ვერტმფრენის აეროდრომიც კი აქვს. რაც შეეხება შოპინგს: ბრაზილიაში ყველაზე მოდური ბრენდებია: რუა ოსკარ ფრეირეზე მდებარე Osklen, Cidade Jardim, Alexandre Herchcovitch. სან პაულუს ძალიან ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები. მათ შორისაა ბრაზილიური წარმოშობის სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, რომელიც ცოტა ხნის წინ სან პაულუს Fashion Week-ზე ნაომი კემპბელთან და ქეით მოსთან ერთად იმყოფებოდა.

დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ მანაუსის მონახულება, რომელიც ამაზონის ტყის შუაგულში მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ორი მდინარე – ნეგრო და სოლიმოესი ერთმანეთს ხვდება. მანაუსი მეცხრამეტე საუკუნეში ბრაზილიაში ჩასახლებულმა ევროპელებმა გააშენეს. ბრაზილიის კოლონიალური ერა ასევე დასამახსოვრებელი გამოდგა იმით, რომ ამ პერიოდში აიგო ამაზონის თეატრი და რიო-ნეგროს სასახლე. ტურისტები ხშირად მონაწილეობენ ამაზონზე გამართულ ექსპედიციებში. ცოტა ხნის წინ დევიდ ბექჰემმა მანაუსზე 90-წუთიანი დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო, რომელშიც ტროპიკული ტყეების მთელი მშვენიერების ჩვენებას შეეცადა. ამ მოგზაურობის დროს ადგილობრივებს საშუალება ჰქონდათ ენახათ, როგორ თევზაობდა და მზარეულობდა ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი. მანაუსის ამბებია მოთხრობილი მულტიპლიკაციურ ფილმში „რიო 2“. ამ ულამაზეს, თანამედროვე ქალაქს თამამად შეუძლია იამაყოს საოცარი არქიტექტურით, ზაფხული 2016

45


განსაკუთრებით ოსკარ ნიემეირის წმინდა ფრანცისკის ტაძრით და მუსიკით. ბრაზილიაში უამრავი ბარია. იმდენად ბევრი, რომ ხშირად რიოს ხუმრობით „ბარების ქალაქს“ უწოდებენ. FREE TRAVEL გთავაზობთ: გსურთ ისწავლოთ სამბა – სამბას სამშობლოში? Free Travel-ი გაძლევთ შანსს, დაგეგმოთ დასვენების დღეეები და განახორციელოთ სასურველი მოგზაურობა. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სრულყოფილი საგზური წლის ნებისმიერ დროს: ორმხრივი ავიაბილეთით, სამოგზაურო დაზღვევით, ტრანსფერით ორივე მიმართულებით, აეროპორტიდან განთავსებით ადგილამდე და უკან. განთავსების მრავალფეროვანი არჩევანით: სასტუმროები, აპარტამენტები და კოტეჯები; სასტუმროში დილის კვებით, საღამოს ვახშმით, რომელიც სურვილისამებრ ბრაზილიური ტრადიციული კერძებით იქნება გაჯერებული. მიიღოთ მონაწილეობა კარნავალში, ბოლომდე დაიხარჯოთ სამბას საღამოებზე ან მოიწყოთ დაუვიწყარი კრუიზი. www.FreeTravel.ge ტექსტი: ANNABEL MACKIE, OK! TRAVEL EDITOR ფოტო: GETTY IMAGES

46

ზაფხული 2016


ლონდონი გიხმობთ

ესტუმრეთ ამ ქალაქს და ეზიარეთ ყველაფერს, რასაც ლონდონი გთავაზობთ. უამრავ საოცარ და მსოფლიოში უნიკალურ ღირსშესანიშნაობასთან ერთად, ლონდონში შეგიძლიათ მოდური რესტორნები, ბარები და მდიდრული სპასალონები მოინახულოთ. გთავაზობთ OK!-ის რამდენიმე ხუთვარსკვლავიან ფავორიტს... სად მივირთვა და სად დავლიო? სასტუმროში მდებარეობს მთავარი რესტორანი „ნობუ“, რომელიც იაპონურ-პერუულ სამზარეულოს გთავაზობთ – მათ შორის, მის ცნობილ შავ ვირთევზას მისოსთან ერთად. ამ ადგილის თანამფლობელი რობერტ დე ნიროა და რესტორანი

ძალიან უყვართ გვინეტ პელტროუს, ბრედ პიტსა და ჯორჯ კლუნის. ამის შემდეგ კოქტეილი მიირთვით ღამის „მეტ ბარში“. ზაფხულობით „მეტ ბარში“ ცნობილი „ბრიტ როქს & თიფოთსის“ ნაშუადღევის ჩაის მოგართმევენ. ჭიქა შუშხუნა სასმელის გასინჯვის შემდეგ OK!-იმ კულინარიული დღე კორონაციის ქათმის სენდვიჩებით, მინიკრევეტების კოქტეილით, ნაღებიანი და ჯემიანი ქერის კვერებითა და ცოტაოდენი ხერესით გააგრძელა. სად მოვდუნდე? „კომო შამბალა ურბან ესქეიფ“ სპა სიმშვიდის ნამდვილი ტაძარია, სადაც აზიური სტილის გამაჯანსაღებელი თერაპიებია. სპაში მისვლისას

ზაფხული 2016

47


ჯანჯაფილის ჩაით შეგვეგებნენ, შემდეგ კი OK!-ის თავის ინდური მასაჟი გაუკეთეს. ვიდრე ჩვენი თერაპისტი საკუთარ ჯადოსნობას ამზადებდა, ჩვენ გამთბარ საწოლზე ვიწექით. შემდეგ მან მსუბუქად დაგვზილა, წაგვისვა ტანის გამწმენდი ზეთი გრეიფრუტით, კამით, კვიპაროსით და ლაიმით, და სრული მოდუნების შესაძლებლობა მოგვცა. მეი ფეარი თუ გსურთ ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავებთან და ყველაზე დახვეწილ მოდის მიმდევრებთან ერთად დროის გატარება, „მეი ფეარში“ მიდით. იგი ცნობილი ადამიანების საყვარელი „ნობუს“ პირდაპირ და სამეფო გვარის ახალგაზრდების საყვარელი „მაჰიკის“ სიახლოვეს მდებარეობს, ფეხით ძალიან ახლოს, ბონდ სტრიტის დიზაინერულ ბუტიკებთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს 290-ნომრიანი სასტუმრო მთავარი მოქმედების შუაგულშია. გასაკვირი არ არის, რომ პიჩის გელდოფი, კაილი მინოუგი, მეტ დეიმონი, შერილ ქოული და JLS მისი ფანები არიან. სად მივირთვა და სად დავლიო? პირდაპირ წადით ქუინსში, სადაც „შაბათის სამზარეულოს“ გადაცემის მზარეული სილვენა როუი პასუხისმგებელია ხმელთაშუაზღვის სამზარეულოს კერძებზე. თუ შოპინგის შემდეგ ძალების მოკრება და 48

ზაფხული 2016

გამოცოცხლება გჭირდებათ, მიირთვით „კოქტეილ & ქაფქეიქის“ ჩაი. ცნობილი ადამიანების შესახვედრად საუკეთესო ადგილი პირველი სართულის ბარია, სადაც დაბალი განათება და იისფერი ხავერდის რბილი ავეჯია. საშუალება მიეცით ბარმენ მიქსოლოგს, რომ „ძირს დაგცეთ“ ჟოლოს რიპლ ფლუტ კოქტეილით, ან სვაროვსკის კრისტალებით მოჭედილი ფუჟერით შამპანური მიირთვით. სად მოვდუნდე? OK!-იმ აირჩია რძისა და თაფლის შეხვევა სასტუმროს სპაში. დასაწყისში ჩვენმა თერაპისტმა ზღვის მარილის სკრაბი წაგვისვა, რომელიც პიტნითა და ლავანდით იყო გაჯერებული, შემდეგ დავბრუნდით პროცედურის ჩასატარებელ


გამთბარ საწოლზე, სადაც რძისა და თაფლის სქელი ლოსიონი წაგვისვეს და უზარმაზარ, გამთბარ, ფუმფულა საბანში გაგვახვიეს, რომ ამ სასარგებლო მასას კანში შეეღწია. საბოლოოდ სარელაქსაციო ოთახში გადავედით და შიგადაშიგ გვერდიდან ხვრინვისმაგვარი ხმებით თუ ვიმსჯელებთ, მარტო ჩვენ არ ვგრძნობდით თავს ძალიან მოდუნებულად. „მანდარინ ორიენტალ“ ჰაიდ პარკი მარმარილოს ფილების მთელი აკრები, მძიმე ფარდები და მოციმციმე შანდლები გელით სასტუმრო „მანდარინ ორიენტალში“, რომელშიც საუკეთესოდაა წარმოდგენილი ტრადიციული ინგლისური დეკორი. იმ წუთიდან, როცა ფეხს შედგამთ ამ ყოფილი ჯენტლმენების კლუბში და ცილინდრიანი და წითელუნიფორმიანი კარისკაცი მოგესალმებათ, ყველა კუთხეში ძალიან ყურადღებიან სერვისს უნდა ელოდოთ. სამეფო ოჯახი დიდი ხანია ამ ღირსშესანიშნავი სასტუმროს მოყვარულია ნაითსბრიჯის შუაგულში. გასულ წელს

მისმა უდიდებულესობა დედოფალმა კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ქორწილის წინა სადილს სწორედ აქ უმასპინძლა. სად მივირთვა და სად დავლიო? მათ, ვისაც თავგადასავლების მოყვარული გემოს რეცეპტორები აქვთ, უნდა ისადილონ „ჰესტონ ბლუმენტალში“, სადაც შეფმზარეული საუკუნოვან ინგლისურ რეცეპტებს საკუთარ, ახლებურ ინტერპრეტაციას სძენს, ან ტრადიციულ ფრანგულ ბისტროში „ფეარი ბარ ბულუდი“, სადაც გაპრიალებული ღია სამზარეულოა, თაღოვანი ჭერითა და წითელი ტყავის ჩამოსაჯდომებით. აქ OK!-იმ ძალა მოიკრიბა ხმელთაშუაზღვის თევზის სუპით და კოქ აუ ვინით, „მიშლენის“ ვარსკვლავის მქონე შეფმზარეულის – დანიელ ბულუდის მენიუდან. კოქტეილების სიასაც გადაავლეთ თვალი. OK!-ის ძალიან მოეწონა თეთრი კოსმოპოლიტანი, რომელიც გოლფის ბურთის ფორმის ყინულით და შიგნიდან გაყინული ცოცხალი ყვავილებით იყო გაფორმებული.

ზაფხული 2016

49


„ლონდონის ლუქს გზამკვლევში“ (www.luxecityguides.com) შოპინგისა და ღამის ცხოვრების შესახებ ძალიან კარგი რჩევებია

სად მოვდუნდე? დაუთმეთ დრო საკუთარ თავს სასტუმროს ნაცრისფერფილებიან სპაში, რომელშიც ბუდას ქანდაკებები და სანთლებია. სტუმრებს ურჩევენ დაჯავშნონ დრო და არა რომელიღაც პროცედურა. ჩვენი წუწუნის მოსმენის შემდეგ, თერაპისტმა სარელაქსაციო აღმოსავლური ძირითადი მასაჟი გამოგვიწერა, თვალის სწრაფი აღდგენის და თმის ინტენსიურად მკვებავი საოცნებო პროცედურები. ეს ყველაფერი დაძაბულობის მოსახსნელად. არ დაგავიწყდეთ ბიკინის წაღება, რომ გამომაცოცხლებელ აუზშიც იცუროთ და იქაური ჰიდროთერაპიის ნაკადებითაც ისიამოვნოთ. კიდევ რა გავაკეთო? შოპინგის ფანატები სამოთხეში ამოყოფენ თავს, რადგან „მანდარინ ორიენტალი“ ჰარვი ნიკოლსის პირდაპირაა, ძალიან ახლოს „ჰაროდსთან“ და სლოუნ სტრიტის დიზაინერების ბუტიკებთან („ჯიმი ჩუ“, „პრადა“, „გუჩი“). დარწმუნებული არ ხართ, სად წახვიდეთ? სთხოვეთ კონსიერჟს, პირადი კონსულტანტი დაგიჯავშნოთ ან ფუფუნების ნიშნად რიქშა გამოგიძახოთ, რომელიც ოლიმპიური თამაშებისთვის შემოიყვანეს. 50

ზაფხული 2016

FREE TRAVEL გთავაზობთ: დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის შეღება და ბუკინგემის სასახლის მონახულება, უძველესი და ულამაზესი კულტურის მქონე ქვეყნის დათვალიერება მარტივია Free Travel-თან ერთად. ჩვენი დახმარებითა და კონსულტაციით საკონსულოში განაცხადი შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი ტიპის ვიზის ასაღებად. მაქსიმალურად გაგიადვილებთ ვიზის პროცედურების გავლას. შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი უფასო სატელეფონო კონსულტაციით: +995 599 479955 ; +995 599 039922 ასევე გთავაზობთ: სააპლიკაციო ფორმები და გასაუბრების დღის დანიშვნა; საბუთების გადახედვა; სამოგზაურო დაზღვევა; განთავსება ბრიტანულ ოჯახებში ან სხვადასხვა ტიპის სასტუმროებში; კულტურული ტურები; Mamma Mia-ს მიუზიკლი. თქვენთვის სხვადასხვა თეატრისა და კინოს ბილეთების დაჯავშნას ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს. დაუვიწყარი თავგადასავალი გელით ბრიტანულ კუნძულებზე. ჩვენთან ერთად შეგიძლიათ იმოგზაუროთ და გახდეთ კარიბის ზღვის მეკობრეები! ისიამოვნოთ ოკეანის ქვეშ აღმოჩენილი სამყაროს დათვალიერებით, გაერთოთ სერფინგითა და სხვა სანაპირო სპორტის აქტივობებით მწვრთნელთან ან მეთვალყურესთან ერთად. ზღაპრული სანახაობა, ოცნება, რომელიც რეალობად იქცევა „ფრი თრეველთან“ ერთად. www.FreeTravel.ge ტექსტი: NANCY BROWN, HOLLY STONE AND ZOE HILL, EDITED BY ANNABEL MACKIE, OK! TRAVEL EDITOR ფოტო: PA; REX


ამსტერდამი ამსტერდამი არის ქალაქი, რომელიც სხვადასხვა ფესტივალის, წითელი ფარნების უბნებისა და კაფეების გარდა, გთავაზობთ მწვანე ხეივნებით მდიდარ ქუჩებს, ზღაპრულ ხიდებს, საოცრად ლამაზ სახლებს და მიმზიდველ ქუჩებს. ხშირად ამსტერდამის სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს პირდაპირ ქუჩაში გადააწყდებით. ასევე, ამსტერდამი მდიდარია მუზეუმებით, მოდური ბარებითა და რესტორნებით, მდიდრული ბუტიკებით, სადაც, თუ მოხვდით, ფულის დახარჯვა ნამდვილად არ დაგენანებათ. განსაკუთრებული სასაუბრო თემაა ველობილიკები და მდინარის არხები. იცოდით, რომ ამსტერდამში უამრავი ჰოლივუდური ფილმია გადაღებული? მაგალითად, „ოუშენის 12 მეგობარი“, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ბრედ პიტი, ჯორჯ ქლუნი; ასევე „გოგონა მარგალიტის საყურით“ სკარლეტ იოჰანსონის მონაწილეობით. სულ ცოტა ხნის წინ, ამსტერდამი გადასაღებ მოედნად იქცა სურათისთვის „ბედის ვარსკვლავის ბრალია“, რომელიც ჯონ გრინის ზაფხული 2016

51


ბესტსელერის მიხედვით არის გადაღებული. აქვეა ანა ფრანკის სახელობის მუზეუმი, რომელიც სწორედ ამ ფილმში ჩნდება. ამსტერდამში მდებარე კაფეს – Greenhouse coffee shop-ის ხშირი სტუმარია რეპერი სნუპ დოგი. ასევე, იქაურობას სტუმრობენ ისეთი რანგის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: რიანა, მაილი საირუსი და კარა დელევინი. რაც შეეხება კვებას: „ფუდაჰელნი“ სწრაფი კვების მოყვარულთათვის შესანიშნავი ადგილია – აქ შეძლებთ მიირთვათ ბურგერები, როლები, უგემრიელესი ვაფლი. ასევე, ამ დაწესებულებაში ყოველ უქმეებზე მუსიკალური საღამოებიც იმართება ხოლმე. აღსანიშნავია KAS Bank-ის ყოფილ შენობაში სულ ცოტა ხნის წინ გახსნილი Restaurant supremo Yossi Eliyahoo, რომელიც გადაწყვეტილია აკადემიურ სტილში – მისი გამჭვირვალე სახურავიდან ზეცა მოჩანს. ამ რესტორანში შეძლებთ მიირთვათ სალათები, პასტა, გასინჯოთ უგემრიელესი შოკოლადი და პუდინგი. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამსტერდამში სტუმრობა, ბლინების გასინჯვის გარეშე, უბრალოდ დაუშვებელია. ბლინების ერთ-ერთ საუკეთესო საცხობს Pancake Bakery-ის სტუმრობენ მაილი საირუსი, ალიშა კისი და პერის ჰილტონი. თუ ზღვის პროდუქტები უფრო გიყვართ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ Seafood Bar-ს, სადაც თქვენთვის სასურველი პროდუქტის არჩევას შეძლებთ და მას სპეციალურად თქვენ თვალწინ მოამზადებენ.

52

ზაფხული 2016


Soda and Spoiled jeans. წარმატებით სარგებლობენ ადგილობრივი დიზაინერების მაღაზიებიც. თუ ძვირადღირებულ ბუტიკებში წასვლის საშუალება მაინცდამაინც არ გაქვთ, ეწვიეთ სავაჭრო ცენტრებს. მაგალითად, ფუდჰალენში მდებარე Goods Market-ს ან სავაჭრო კომპლექსს Droog. ახლა კი გადავიდეთ გართობაზე. უპირველეს ყოვლისა, ძალიან კარგი იქნება, თუ წახვალთ არხზე გამართულ ტურში. ასეთი ტურები ამსტერდამში ჩასულ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კიდევ ერთი კარგი ვარიანტი – ველოსიპედით გასეირნებაა. ველოსიპედით შეძლებთ მოიაროთ პარკები და ამსტერდამის სიახლოვეს მდებარე სხვადასხვა ულამაზესი ადგილები. აუცილებლად მოინახულეთ ვან გოგის მუზეუმი, რომელიც ვერმეერის მუზეუმის გვერდით მდებარეობს. იქვე ნახავთ ყინულის მოედანს, სადაც ზამთარში კარგი დროის გატარებას შეძლებთ. ნუ დაივიწყებთ ტასენის ჩანთებისა და საფულეების მუზეუმსაც, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ. ესტუმრეთ ლორდის მუზეუმს, სადაც საუკუნეების წინ კათოლიკური ეკლესია იყო. დაბოლოს: ამსტერდამში მოგზაურობა არაფრად ღირს, თუ ანა ფრანკის მუზეუმს დაივიწყებთ – სახლს, სადაც 14 წლის გოგონა მეორე მსოფლიო ომის დროს ჩანაწერებს აკეთებდა, სანამ ნაცისტებმა ის და მისი ოჯახი არ შეიპყრეს.

რაც შეეხება შოპინგს, ამსტერდამი ამ საქმიანობისთვის ნამდვილი სამოთხეა: ცენტრალურ ქუჩებზე მდებარეობს H&M-ის 5 მაღაზია; თინეიჯერების მოწონებას დაიმსახურებენ ისეთი მაღაზიები, როგორებიცაა Leidsestraat Abercrombie & Fitch and Brandy და Melville. დიზაინერული სამოსი თუ გაინტერესებთ, ამსტერდამში წარმოდგენილია უამრავი ტრენდული ბუტიკი. ესენია: asILove Vintage, Filippa K, Scotch &

FREE TRAVEL გთავაზობთ: თავისუფალი, საუცხოო, ახალგაზრდული ტურები ორმხრივი ავიაბილეთით; სამოგზაურო დაზღვევით; ტრანსფერი ორივე მიმართულებით – აეროპორტიდან განთავსების ადგილამდე და უკან; განთავსების მრავალფეროვანი არჩევანი: სასტუმროები, აპარტამენტები და კოტეჯები; სასტუმროში დილის კვება; საღამოს ვახშამი; სურვილისამებრ მანქანის დაჯავშნა მძღოლით ან მის გარეშე; ღამის კლუბები და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები. www.FreeTravel.ge ტექსტი: ANNABEL MACKIE, OK! TRAVEL EDITOR ფოტო: GETTY IMAGES

ზაფხული 2016

53


მრავალგვარი და ფერადი ტაილანდი რომ მითხრა, ტაილანდი ორი სიტყვით დაახასიათეო, გეტყვი, რომ გასტრონომებისა და დასვენების მოყვარულთა ქვეყანაა – ქუჩაში გამოტანილი საჭმლის ამდენი დახლი არსად მინახავს, ხოლო ტაილანდის თეთრი ქვიშა და ლურჯ ტონებში გარდამავალი ზღვა ძალიან ბევრისთვის სასურველი ქვეყნების სიაშია მოხვედრილი. ტაილანდში შარშან, ნოემბერში ჩავედი. შეგრძნება იმისა, რომ აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში ხარ, აეროპორტიდანვე იწყება. არასოდეს დამავიწყდება ჩემი გაოცება და მეგობრის განცვიფრებული და პირდაღებული სახე, როდესაც ქალაქისკენ მიმავალი მეტროს მატარებლის მგზავრებისგან დაცლის შემდეგ, დამლაგებელმა იქაურობა უცბად, სველი ნაჭრით გაწმინდა, ხოლო უსაფრთხოების 54

ზაფხული 2016


სამსახურის უნიფორმაში გამოწყობილმა გოგონამ ვაგონები კარგად დაათვალიერა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი წამებში მოხდა. მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან ადვილია ქალაქსა და მის გარეთ გადაადგილება. ამას ერთვის ბორნები, რომლებსაც მდინარის გასწვრივ მდებარე უბნებსა და Wat Arun-თან („განთიადის ტაძარი“) გადაჰყავს ბანგკოკის 12-მილიონიანი მოსახლეობა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა, თავს უამრავი საინტერესო რეგიონითა და ქალაქით იწონებს, თუმცა ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც ქალაქი სუხოტაი – სიამის სახელმწიფოს პირველი დედაქალაქი იყო. ბანგკოკიდან 7 საათის სავალზე მდებარე ქალაქის სახელწოდება ქართულ ენაზე „ბედნიერების ამაღლებას“ ნიშნავს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული სუხოტაი, 45 კვადრატულ კილომეტრზე გაშლილი კომპლექსია და სამ ნაწილადაა დაყოფილი. ცენტრალურ ნაწილში 11 ისტორიული ადგილია, ხოლო მის კედლებს მიღმა 70-ზე მეტი ნაგებობა, ტაძარი თუ ბუდას ქანდაკებაა მიმოფანტული. ტაილანდში მოხვედრისას, აუცილებელია მსოფლიოში განთქმულ მის კუნძულებზე რამდენიმე დღის გატარება. ყველაზე ცნობილი კუნძულებია კრაბი, ფუკეტი, კო ტაო და კო პი პი. მათი ასეთი პოპულარობა ულამაზესი პეიზაჟებისა და ლანდშაფტების დამსახურებაა, თუმცა კო პი პის

კუნძული 2000 წელს ფილმ „სანაპიროს“ გადასაღები მოედანი იყო, სადაც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს. თუ ტურისტებით გადატვირთული სანაპიროების თავიდან არიდება და მშვიდი დასვენების მოწყობა გსურთ, დედაქალაქთან ახლოს მდებარე კუნძულ კო სამედზე შეგიძლიათ დროის გატარება. მისი პეიზაჟები არაფრით ჩამოუვარდება ზემოთ ხსენებულ კუნძულების ხედებს. ამასთანავე, კუნძულს მცირე სასიყვარულო ისტორიაც აქვს, რომელიც ძალიან ცნობილ ტაილანდურ პოემაშია აღწერილი. 1821 წელს დაწერილი პოემა, შინაარსობრივად 1989 წელს გამოსულ დისნეის ანიმაციურ ფილმ „ქალთევზას“ ჰგავს. ჩიანგ მაი კიდევ ერთი აუცილებლად მოსანახულებელი რეგიონია. სამწუხაროდ, ჩვენ იქ დასარჩენად ბევრი დრო არ გვქონდა, ამიტომ მხოლოდ ქალაქით შემოვიფარგლეთ. ჩიანგ მაი ჩრდილოეთ ტაილანდის უდიდესი ქალაქია, რომელიც 1296-1768 წლებში ლანა სამეფოს დედაქალაქი იყო. თვითონ ქალაქის ახლანდელი სახელწოდება „ახალ ქალაქს“ ნიშნავს, რომელიც ახალ სამეფოს დედაქალაქად წოდების შემდეგ გადაერქვა. აქ ძალიან ბევრ ტურისტსა და უცხოელს შეხვდებით, რომლებიც დიდი ხანია აქ ცხოვრობენ და საკუთარი ბიზნესიც აქვს. ასეთი, „დასავლური“ ქალაქები არ მიყვარს, რადგან ეგზოტიკურ ადგილას ყოფნის შეგრძნებას მიკარგავს. თან, სანახაობრივადაც ზაფხული 2016

55


ბევრი არაფერია. თუ ტაილანდში უკვე დიდი ხანია მოგზაურობთ, ალბათ დაკვირვებიხართ, რომ ტაძრები იშვიათად აღგაფრთოვანებთ, რადგან თითქმის ყველა ერთაირად გეჩვენება. თუმცა არის ერთი ადგილი, რომელიც ჩიანგ მაიში მოხვედრისას აუცილებლად უნდა ნახოთ. დოი სუტეპის ტაძარი ფერდობზეა მოთავსებული და ზემოდან გადმოჰყურებს მთელ ქალაქს. 1383 წელს აშენებული ტაძარი, ქალაქიდან 15 კილომეტრშია და თავს რამდენიმე პაგოდით, ქანდაკებითა და სალოცავით იწონებს. მთავარ კომპლექსში მისასვლელად ორი გზა არსებობს – 309 კიბის ავლა ან საბაგიროს გამოყენება. ზემოთ ასულს კი უამრავი ტურისტი და მომლოცველი გხვდებათ. ტაილანდში ჩასულებმა გავიგეთ, რომ აზიის ამ მხარეს ღამის ბაზრის ფენომენია გავრცელებული,

56

ზაფხული 2016

რაც საშუალებას გაძლევთ, საღამოობით სუვენირი, ტანსაცმელი, აქსესუარი და ათასი წვრილმანი შეიძინოთ ან თუნდაც სხვადასხვა წასახემსი მიირთვათ. ესეც ერთგვარი სანახაობაა, რომელიც არაფრით არ უნდა გამოტოვო. შევამჩნიე, რომ ტაილანდელებს, ისევე როგორც ქართველებს, ძალიან უყვართ ჭამა. ამიტომ ამ ქვეყანაში კერძის უამრავი სახეობა არსებობს. როგორც ჩვენი ტაილანდელი მასპინძელი – თაი გვეუბნებოდა, ტაილანდში იმდენი კერძი არსებობს, რომ შესაძლოა ცხოვრების განმავლობაში ყველას გასინჯვა ვერც კი მოასწროო. ქვეყანაში მასობრივადაა გავრცელებული ქუჩაში დახლების გამოტანა და იქვე საჭმლის მომზადება. ზოგს ტროტუარზე, დახლის გარშემო 2-3 მაგიდა და სკამი უდგას და ეს ძალიან ჩვეულებრივი


ამბავია. თავიდან ალმაცერად ვუყურებდით მსგავს ადგილებს, თუმცა ბევრი კითხვის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ქუჩის საჭმელი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს და სავსებით ჰიგიენურად მზადდება. ისიც შევამჩნიეთ, რომ ტაილანდელებს ნარჩენები არ აქვთ და შეუძლიათ აბსოლუტურად ყველაფერს მოუძებნონ დანიშნულება. მაგალითად, ქათმის ფეხებისა და თავისგან სპეციალურ სუპს ხარშავენ, რომელიც გაგიკვირდებათ და, ძალიან გემრიელია. ჩიანგ მაიში ჩასულებმა აუცილებლად უნდა გასინჯოთ მიანმარული გავლენის მქონე სუპი „კაო საო“, რომელიც ქოქოსის რძისგან და კვერცხის ატრიისგან შედგება, ხოლო ზემოდან მოხრაკული ატრია აქვს მოყრილი. საოცრად გემრიელია! ტაილანდში ჩვენი ბოლო გაჩერება ლაოსის საზღვართან არსებული სალა კეოკუ, ე.წ. ბუდა პარკი იყო. ბუდიზმითა და ჰინდუიზმით ინსპირირებულ პარკში ძალიან უცნაურ და უზარმაზარ ქანდაკებებს წააწყდები, რომლებიც თავისებურად შთამბეჭდავია. მსგავსი თემის პარკი ლაოსშიც არსებობს, რადგან ორივე ერთი და იგივე ადამიანის მიერაა აშენებული, თუმცა ტაილანდის მხარეს ბევრად დიდი და ექსტრავაგანტური ქანდაკებები ახასიათებს, ვიდრე ლაოსის ტერიტორიას. თან, მისი მეზობელი ქვეყნისაგან განსხვავებით, აქ სულ 2-3 ტურისტს თუ შეხვდები. მგონი ვიპოვე ქვეყანა, სადაც დიდი სიამოვნებით

ვიცხოვრებდი – ეს მრავალგვარი და ფერადი ტაილანდია! FREE TRAVEL გთავაზობთ: ტაილანდი – „ღიმილის ქვეყანა“, სწორედ ასე უწოდებენ ადგილობრივები საკუთარ თავს. Free Travel-ი გთავაზობთ დაუვიწყარ ეგზოტიკურ მოგზაურობას ტაილანდში. დასვენებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი ერთ პაკეტში: ვიზას შინიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ყოველგვარი დამღლელი პროცედურების გარეშე; ავიაბილეთები; სასტუმრო; ტრანსფერი; ტურები ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების გაცნობის მიზნით, სხვადასხვაენოვანი გიდის მომსახურებით; მოთხოვნისამებრ ფოტოგრაფის მომსახურება, რათა ფირზე და მოგონებებში აღიბეჭდოს მართლაც ულამაზესი მხარე; სამოგზაურო დაზღვევა. გახადე დასვენების დაგეგმვის პროცესი მარტივი და სასიამოვნო, FREE TRAVEL-თან ერთად! www.FreeTravel.ge ტექსტი: ბაია ძაგნიძე ფოტო: GETTY IMAGES

ზაფხული 2016

57


ქეითის განტვირთვის ადგილი! სანამ კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ფეხდაფეხ მოგვყვებოდნენ, OK! რაჯასტანში, რომანტიკულ, ტბისპირა გარემოში განმარტოებამდე, ხალხმრავალ ნიუ-დელის ეწვია. ამ კვირაში ინდოეთი ცნობილი ადამიანების რადარზე აციმციმდა, რადგან კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ქვეყანას პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ. უილიამი და ქეითი დაათვალიერებენ მუმბაის, ნიუ-დელის და ასამს, ხოლო ტურს დაასრულებენ აგრაში, სადაც ტაჯ-მაჰალის მძაფრი შეგრძნებებით დატვირთული მონახულება ელით. სწორედ ამ მარმარილოს მონუმენტთან მარტოს აქვს სურათი გადაღებული პრინცის აწ გარდაცვლილ დედას – უელსის პრინცესა დაიანას, პრინც ჩარლზთან ერთად ინდოეთში ვიზიტის პერიოდში, გაყრამდე მცირე ხნით ადრე. 58

ზაფხული 2016

თუმცა OK!-მ აღმოაჩინა, რომ ინდოეთი მხოლოდ სამეფო კარის წარმომადგენლებისთვის არ ყოფილა განკუთვნილი – მიუხედავად იმისა, რომ თუ რაჯასტანში, ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდებარე, უდაბნოთი დაფარულ შტატში გაემგზავრებით, ფუფუნებისა და განცხრომის უამრავ საშუალებას გადააწყდებით. ამ შტატში თავმოყრილია მომავალი მეფისა და დედოფლისთვის შესაფერისი დიდებული სასახლეები, გორაკებზე შეფენილი შთამბეჭდავი ციხესიმაგრეები და ისეთი გასაოცარი ქალაქები, როგორებიცაა ჯაიპური, ჯოდპური და უდაიპური... რომელ ვარსკვლავებს შეიძლება გადავეყარო? დეიმ ჯუდი დენჩი, დევ პატელი, ბილ ნაი და რიჩარდ გირი – მსახიობთა ის არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ფილმისთვის „საუკეთესო ეგზოტიკური


სასტუმრო მერიგოლდისთვის“ უამრავი სცენა გადაიღეს ჯაიპურსა და უდაიპურში, ხოლო რასელ ბრენდი და მისი ყოფილი მეუღლე, ქეითი პერი რაჯასტანში, რანთჰამბორის ეროვნულ პარკში დაქორწინდნენ. რაც შეეხება სხვა ტერიტორიებს, ქვეყნის მდიდრული სასტუმროების ქსელი „ლიილა“ ჰოლივუდის ვარსკვლავების, მსოფლიო ლიდერებისა და სამეფო ოჯახების წევრთა საყვარელ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. „ლიილა ნიუდელიში“ ერთ დროს ტომ კრუზი, ბარაკ ობამა და პრინცი ენდრიუ იყვნენ გაჩერებული, ეშტონ კუჩერი ამავე სასტუმროს უდაიპურის ფილიალს სტუმრობდა, ხოლო ჯენიფერ ლოპესმა იქ წარმოდგენაც გამართა. სად ვისადილო? თუ ქუჩაში ნაყიდი საკვების გასინჯვა გიტაცებთ, გასინჯეთ უგემრიელესი „პალაკ კე პაკორე“ ისპანახის ღვეზელი ან „დაჰი ბჰალა“, რომელიც კარტოფილითა და მუხუდოთი მზადდება. თუ სიფრთხილე გჩვევიათ, „ლიილა პალასში“, უზარმაზარ შუშებში მოქცეული „ქიუბე“ ის დახვეწილი ადგილია, სადაც შეძლებთ ინდური სამზარეულო დააჭაშნიკოთ და ამავდროულად შეფმზარეულთა ფუსფუსსაც ადევნოთ თვალი. ჩვენ ვისიამოვნეთ კერით შეკაზმული ჭეშმარიტად ინდური კერძებით, მართლაც რომ საუცხოო, ადგილობრივი სოვინიონ ბლანის თანხლებით. კულინარიული გარემოს შესაცვლელად, ისადილეთ სასტუმროს სახურავზე განთავსებულ რესტორანში „ლე სირქ“, რომელიც ნიუ-იორკში მდებარე ცნობილი სახეების საყვარელ და ლეგენდარულ რესტორანს ენათესავება. რითი დავკავდე? თუ გსურთ ნიუ-დელი მშვიდად და კომფორტულად

დაათვალიეროთ, სთხოვეთ სასტუმროს დაგიჯავშნოთ გიდი და მძღოლი. სანამ სანჯეევი გადატვირთულ ქუჩებში იკვალავდა გზას, ჩვენ საშუალება გვქონდა გიდისთვის – მუნეერისთვის მოგვესმინა. ასე გავემართეთ მე-17 საუკუნის დროინდელი შთამბეჭდავი, წითელი ქვიშაქვით ნაგები კომპლექსის დასათვალიერებლად, რომელიც იმავე დიდ მოგოლთა იმპერატორის მიერ არის აშენებული, რომელმაც ტაჯ-მაჰალის აგება ბრძანა. შემდეგ, OK! რიქშათი გიჟურ მგზავრობაში ჩაება ძველი დელის ქაოტურ ქუჩებში, სადაც ყოველი მათგანი მოტოციკლებით არის გადავსებული, ხოლო გზისპირას ხორცის უამრავი მაღაზია, სარის დახლი და ქუჩაში საკვებით მოვაჭრეა ჩამწკრივებული.

სად წავიდე საყიდლებზე? ნიუ-დელი შოპინგისთვის ნამდვილი სამოთხეა – სავსე მოლებით, მაღაზიებით, ბაზრებითა და ბუტიკებით. ადგილი, სადაც ნებისმიერ ადგილობრივ ხელნაკეთ ნივთს შეიძენთ დილი ჰაათია – ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ბაზარი, ქსოვილების, კერამიკისა და ტყავის ნაწარმისთვის. მოდის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა გადაჩხრიკონ საროჯინი ნაგარის ბაზრის დახლები, სადაც საყვარელი ზედა სამოსები, ფაშფაშა კაბები და ფეხსაცმელი უხვადაა. თუ ვერცხლის სამკაულებს ეძებთ, ჯანპათის ქუჩის ბაზარი კარგი ვარიანტია. უცხოური კომპანიები ბაზარშია თავმოყრილი, სადაც შეხვდებით ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა „ტომი ჰილფიგერი“, „ნაიკი“ და „რიბოკი“ – თანაც ხშირად იმაზე იაფად, ვიდრე სხვა ქვეყნებში. თუ დახურული სავაჭრო სივრცეები უფრო გიზიდავთ, ეწვით „სელექთ სითიუოქ მოლს“ – საერთაშორისო ბრენდებითა და რესტორნებით სავსე სავაჭრო კომპლექსს. ზაფხული 2016

59


რით დავკავდე უდაიპურში? დედაქალაქში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ, OK! გაემგზავრა სამხრეთით, უდაიპურის მიმართულებით. ორსაათიანი ფრენისა და ტაქსით ხანმოკლე მგზავრობის შემდეგ, ტბა პიკოლას ნაპირზე აღმოვჩნდით, რომელიც ასევე ფიგურირებდა ფილმში „ჯეიმს ბონდი: რვაფეხა“. ტბა ხის ნავით გადავკვეთეთ და მის შუაგულში მოქცეულ საუცხოო, თაფლისფრად გაფორმებულ ლიილა პალას უდაიპურს მივადექით. ადგილზე დაგვხვდა ტრადიციულ წითელ სამოსსა და ჟოლოსფერ ჩალმაში გამოწყობილი პერსონალი, რომლებიც ვარდის ფურცლების ფრქვევით შეგვეგებნენ.

60

ზაფხული 2016

მიუხედავად იმისა, რომ სასახლის იერი აქვს – მარმარილოთი, ორნამენტული ფილებით ნაგები და შადრევნებით გაფორმებული – ეს 80-ნომრიანი სასტუმრო სინამდვილეში ათი წლისაც კი არ არის და ყველა იმ თანამედროვე თვისებითაა აღჭურვილი, რასაც შეიძლება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსგან ელოდო. OK! აღფრთოვანებული დარჩა ტბისპირა ლუქსით, რადგან საშუალება მოგვეცა დავმტკბარიყავით არავალის მთებიდან ამოწვერილი მზის თვალწარმტაცი ხედებით, სანამ გარეთ, ღია ცის ქვეშ, იოგას ვარჯიშებში ჩავებმებოდით. სასტუმროს


ESPA სპა აუზის მიმდებარედაა განთავსებული, ათი დიდი კარვისგან შედგება და არც ჭაღები და აბრეშუმის ბალიშები აკლია. მას შემდეგ რაც ჩვენმა თერაპევტმა – ინაშიმ ჩვენი განწყობა ამოიკითხა, შეგვირჩია რიტუალი სახელწოდებით „აიურვედიქ აბჰიანგა“, რომელიც მოიცავდა მცენარეებით გაჯერებული ზეთების გამოყენებას გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავებისთვის.

კვალს გაჰყევით და „განგაურ ბუტიკს“ მიაკითხეთ. იგი ასევე შეუმჩნევიათ „განეშ ჰენდიქრაფთს ემპორიუმში“ საყიდლებზე ყოფნისას.

სად ვისადილო? „შეეშ მაჰალის“ შავ და თეთრ ფილებით გაწყობილ ტერასაზე სადილობა, საიდანაც კარგად მოჩანს ტბის გადაღმა აღმართული „სითი პალასი“ და უდაიპურის მოციალე სინათლეები, ჭეშმარიტად რომანტიკულია. აგრეთვე შეგიძლიათ ისადილოთ ერთ-ერთ შემალულ შიდა ეზოში, სანთლით განათებულ ალკოვში ან სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულ მინიატურულ სათვალთვალო კოშკურაში. მოსაღამოებისთანავე, ლიილა ფარნებით განათებულ ზღაპრულ გარემოდ იქცევა, სადაც მოისმენთ რაჯასტანის ტრადიციული, ხალხური ბენდის რიტმულ მუსიკას, უყურებთ ენერგიულ ცეკვას ხმლებით ან დაათვალიერებთ ვარსკვლავებს სასტუმროს ადგილობრივ ასტროლოგთან ერთად. კიდევ რა შეიძლება გავაკეთო? ჩვენმა გიდმა – სურეშმა, პატარა ქალაქ ნაგდაში წაგვიყვანა, საჰასტრა ბაჰუს ტაძრებში ორნამენტული ქანდაკებების დასათვალიერებლად, ხოლო შემდეგ კი შრი ეკლინგჯისკენ გაგვიძღვა, სადაც 108 ტაძარი და სალოცავია განთავსებული. უდაიპური სასახლეების, ტაძრების, ფორტებისა და ბაზრების ქალაქია, რომლის ქუჩებიც სავსეა რიქშებით და მოტოციკლებით, სადაც თითო-ოროლა სპილოს ან ძროხასაც კი მოჰკრავთ თვალს. აქ ყოველმხრივ საინტერესო სანახაობას გადააწყდებით.

FREE TRAVEL გთავაზობთ: ინდოეთი!!! აქ შეიძლება ყველაფერი გადაგხდეთ თავს, რაც წარმოგიდგენიათ ან რაზეც გიოცნებიათ! ფერების, ტრადიციებისა და განუმეორებელი კულტურის კონტრასტი, რომელიც დაუვიწყარ მოგონებად გექცევათ! Free Travel-ი გთავაზობთ ტურისტულ პაკეტს: ვიზას შინიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ყოველგვარი დამღლელი პროცედურების გარეშე; ავიაბილეთებს; სასტუმროებს სხვადასხვა ხედით: BV (Beach view) – ზღვის (სანაპიროს) ხედი GV (Garden view) – ბაღის ხედი LV (Land view) – ეზოს ხედი SV (Sea view) – ზღვის ხედი ადგილობრივ ტურებს ინდოეთის ნებისმიერ რეგიონში, სადაც უფრო ახლოს გაიცნობთ განსხვავებულ საუცხოო კულტურას; ტრანსფერს; სამოგზაურო დაზღვევას; დაუვიწყარი დღის შემდეგ – ღამის გართობა, კლუბები. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მგზავრების ხალისიან და კომფორტულ დასვენებაზე. www.FreeTravel.ge

თუ გსურთ მკერავმა შეგიკეროთ სამოსი, დეიმ ჯუდის

ტექსტი: ANNABEL MACKIE, OK! TRAVEL EDITOR ფოტო: GETTY IMAGES

არ დაგავიწყდეთ ინდოეთის ვიზის აღება. ამინდის მხრივ სტუმრობისთვის საუკეთესო პერიოდი ნოემბრიდან მარტამდეა, როდესაც ტემპერატურა საშუალოდ 20 გრადუსია.

ზაფხული 2016

61


ჯადოსნური საბერძნეთი! OK! ამჯერად ჰალკიდიკიში გაემგზავრა დასასვენებლად... მაშინ, როდესაც ახლადდაბადებულ ან ძალიან პატარა ბავშვებთან ერთად მოგზაურობა შინ დარჩენაზე ბევრად სტრესული შეიძლება აღმოჩნდეს, ეს თქვენთვის იდეალური ადგილია. OK!-იმ კარგად შეისწავლა ეს ლუქსკლასის კურორტი და დაასკვნა, რომ ჩრდილოეთ საბერძნეთში განლაგებული ოთხი სასტუმრო კომპლექსი იდეალურია საოჯახო დასვენებისთვის. 1000 აკრზე გაშენებული კომპლექსის ერთი მეოთხედი უმშვენიერეს ნაკრძალს ეთმობა. აქ შესანიშნავი ბუნება, გასაოცარი სანაპირო, 16 რესტორანი და დაუსრულებელი საბავშვო გასართობები გელოდებათ. მათ შორის წყლის სპორტი, ჩოგბურთისა და ფეხბურთის აკადემია, და მრავალი სათამაშო კუთხე სულ პატარებისთვის. OK!-იმ გადაწყვიტა გადაემოწმებინა - მართლაც ისეთი საოცარია ეს ადგილი, როგორც რეკლამებიდან ჩანს თუ არა? 62

ზაფხული 2016


ვარსკვლავების კვალდაკვალ თესალონიკის აეროპორტში დავეშვით, სადაც სასტუმროს მძღოლი დაგვხვდა სისუფთავისგან მბზინვარე მანქანით და ცივი სასმელებით. 45-წუთიანი მგზავრობის შემდეგ ზეთისხილისა და ევკალიპტის ხეებს შორის, საბოლოოდ „სანი რეზორტში“ აღმოვჩნდით, რომელიც კასანდრაშია გაშენებული, კასანდრა კი ერთ-ერთია იმ ნახევარკუნძულებს შორის, რომლებიც ეგეოსის ზღვის გამჭვირვალე, ფირუზისფერ წყლებშია შეჭრილი. ჰალკიდიკი პოპულარულია ისეთ ვარსკვლავებს შორის, როგორებიც არიან ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი, ჯონ ტრავოლტა და რობერტ დე ნირო, რომლებიც თავიანთ იახტებზე არაერთხელ შენიშნეს კურორტზე. გავეცნოთ საბერძნეთს აქაური კურორტი Dine Around-პროგრამას გვთავაზობს, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს სასტუმროების თითქმის ყველა რესტორანში შეუძლიათ სადილი, მაგრამ ჩვენ მაინც სასტუმრო „სანი ბიჩის“ რესტორან პოსეიდონის ღამის ბუფეტით დავინტერესდით. აქ იმხელა მრავალფეროვნებაა, რომ არასოდეს მოიწყენთ. ჯორჯისთვისაც საბავშვო მენიუში უამრავი ეკოლოგიურად სუფთა კერძია. მაგალითად პასტა, პიცა და ქათამი გრილზე. საკმაოდ შეგვიყვარდა ადგილობრივი დელიკატესები. მაგალითად ვაზის ფოთლის კერძები, ბერძნული მუსაკა და ბაქლავა. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ზღვაზე ულამაზესი ხედების თანხლებით. გასაკვირი არ არის, რომ ჯორჯმა ჩვენზე ბევრად ადრე შენიშნა უგემრიელესი სანაყინე. აქვეა კინოთეატრი ღია ცის ქვეშ, ხოლო „ამოს“ გრილის რესტორანში ბენდი ცოცხალი შესრულებით უკრავს.

როგორ გავატაროთ დრო? აუზთან არსებული გრილი საუკეთესო კუთხეა სასაუზმოდ. Sea You ბარი პალმებით დაჩრდილული ადგილია, სადაც კოქტეილს მივირთმევთ და რუსი ოლიგარქების უზარმაზარ იახტებს გავცქერით. შემდეგ მაღაზიების დასათვალიერებლად გავეშურეთ (ცნობილი ბრენდები – DKNY, Gucci და Dolce & Gabbana გულგრილს არავის დატოვებს), ლანჩზე Psaroyannos ouzerie ტავერნაში შევჩერდით, სადაც ბერძნული სალათი, სახლის tzatziki და taramasalata, ასევე მადისაღმძვრელი ბატკნის ქაბაბი მივირთვით. ჯადოსნური ჩიტები და სარელაქსაციო სპა დღევანდელი დღე მთლიანად განტვირთვას ეთმობა და OK! სასტუმროს სპაცენტრისკენ გაეშურა. ზაფხული 2016

63


ადგილობრივი პერსონალის რეკომენდაციით სასადილოდ გეზი სანაპიროზე არსებულ Dunes Restaurant-ისკენ ავიღეთ. ჩვენი მაგიდიდან ხედი უმშვენიერეს ჰორიზონტზე იშლებოდა, სადაც ოლიმპოს მთას გავცქეროდით. აქ უგემრიელესი სარდინები და მარილიანი ზღვის ბასი მივირთვით, ცივ სოვინიონ ბლანთან ერთად. ეს გადასარევი დღის მართლაც უმშვენიერესი დასასრული აღმოჩნდა! FREE TRAVEL გთავაზობთ: საუცხოო ტურები და უამრავი თავგადასავალი საბერძნეთის სანაპიროზე. გთავაზობთ ტურებს: • ათენი • სალონიკი • ქალკიდიკი • კასტორია • პელოპონესი • პიერია • ზაკინთოსი • კორფუ • კრეტა • როდოსი • თასოსი • ევბეა Free Travel უზრუნველყოფს სრულ ტურისტულ მომსახურებას – როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფის შემთხვევაში; სავიზო მხარდაჭერას; ავიაბილეთებს პირდაპირი რეისით; განთავსებას სხვადასხვა კატეგორიის სასტუმროებსა თუ საზაფხულო ვილებში; ტრანსფერს; სამოგზაურო დაზღვევას; კვებას თქვენთვის სასურველი კლასიფიკაციით: 64

ზაფხული 2016

BB (BED & BREAKFAST) სასტუმროს საფასურში შედის მხოლოდ საუზმე. მეტი კვება შესაძლებელია დამატებითი გადასახადით სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ ბარებსა და რესტორნებში. HB (HALF BOARD) – ღირებულებაში შედის ორჯერადი კვება: საუზმე და ვახშამი; FB (FULL BOARD) – სამჯერადი კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი; AI (ALL INCLUSIVE): საუზმე, სადილი და ვახშამი (შვედური მაგიდა). დღის განმავლობაში სტუმრებს სთავაზობენ სასმელებს (ადგილობრივი ალკოჰოლური და არაალკოჰოლური). სასტუმროს კატეგორიიდან გამომდინარე სტუმრებს ახარებენ დამატებითი კვებით – ეს შესაძლოა იყოს მეორე საუზმე, გვიანი ვახშამი, მსუბუქი დესერტი, ბარბექიუ სასტუმროს ბარებში. UAI (ULTRA ALL INCLUSIVE) – საუზმე, მეორე საუზმე, სადილი, ვახშამი, გვიანი ვახშამი (შვედური მაგიდა). დიდი არჩევანია ტკბილეულისა და ყველანაირი დესერტის; ასევე დიდი არჩევანია ადგილობრივი და უცხოური წარმოების სასმელების. ULTRA ALL INCLUSIVE ტიპის სისტემით მომუშავე სასტუმროები თავიანთ სტუმრებს სთავაზობენ დამატებით უფასო კვებას მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს რესტორნებში. ჩვენ ასევე გთავაზობთ: საზაფხულო ბანაკები მოზარდებისთვის; სამომლოცველო ტურები; თქვენზე მორგებული დასვენების პირობები უზრუნველყოფს თქვენსავე მაქსიმალურ კომფორტს! www.FreeTravel.ge ტექსტი: YASMINE GRIFFITHS EDITED BY ANNABEL MACKIE, OK! TRAVEL EDITOR ფოტო: ALAMY, GETTY IMAGES, REX



მიუნჰენი იმართება), Hofbrauhaus-თან, ოლიმპიადასთან და კარნავალთან ასოცირდება, თუმცა ამ ქალაქს კულტურისა და ხელოვნების მეტროპოლისის რეპუტაცია დამსახურებულად აქვს მინიჭებული.

ქალაქი, სადაც ექსკლუზიური შოპინგი, მოდური ქუჩები და მონუმენტური შენობები საოცარ ჰარმონიას ქმნიან „სპილენძის მუსიკასა“ და სოფლური ტიპის ლუდის ბაღებთან. ქალაქი, სადაც გერმანიის ყველაზე მხიარული მოსახლეობა ცხოვრობს. უმეტესწილად, მიუნჰენი ოქტობერფესტთან (რომელიც არა ოქტომბერში, არამედ სექტემბერში 66

ზაფხული 2016

მიუნჰენში, ისევე როგორც გერმანიის თითქმის ყველა ქალაქში, საუცხოოდ აწყობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაა და მატარებელი აეროპორტიდან პირდაპირ მარიენპლაცზე დაახლოებით 40 წუთში მიგიყვანთ, ხოლო იქიდან, ქალაქის თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა ფეხით სავალ მანძილზეა. ამ მოედანზეა 1908 წელს აგებული „ქალაქის ახალი მერია“ და ყოველ დღის 11 და 12 საათზე (გაზაფხულისა და ზაფხულის დღეებში საღამოს 5 საათზეც), მისი საათის ქვეშ ფიგურების წარმოდგენა იმართება, რომელსაც ასობით ტურისტი მოედანზე ყელმოღერებული ელოდება ხოლმე. მოედნიდან ცოტა მოშორებით განლაგებულია Viktualienmarkt, რომელიც წლების განმავლობაში, ასე ვთქვათ, ფერმერული ბაზრიდან დელიკატესებისა და სხვადასხვა პროდუქციის ბაზრად გადაიქცა. სეირნობისგან დაღლილს, შეგიძლიათ იქ მდებარე 140 პატარა მაღაზიაში საჭმელი იყიდოთ და ბაზრის მოედანზე მდებარე ხის დიდ მაგიდებს,


ადგილობრივებთან ერთად, სატრაპეზოდ მიუსხდეთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ის მაგიდა, რომელზეც სუფრაა გადაფარებული, რომელიღაც პატარა კაფეს ან რესტორანს ეკუთვნის და ადრე თუ გვიან, მიმტანი შეკვეთისთვის მოგაკითხავთ. Die Residenz კომპლექსი 1908 წლამდე ვიტტელსბაჰების დინასტიის რეზიდენციას და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასახლეს წარმოადგენს. შენობაშია განთავსებული რეზიდენციის მუზეუმი და ხაზინა, სადაც ბავშვებს შეუძლიათ „გამოსცადონ“ სამეფო კულტურის ოთხსაუკუნოვანი ისტორია. ქალაქის დასავლეთით, Schloss Nymphenburg-ის ბაროკული სტილის სასახლე მდებარეობს, რომელიც ბავარიელი ამომრჩევლების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ შენობაში ახლა მუზეუმი, ხოლო მის ვრცელ პარკში - მრავალი მცირე შენობა, პავილიონი და სათბურია განლაგებული. ბავარიის „მეზღაპრე“ მეფე - ლუდვიგ მეორე, სწორედ ნიმფენბურგის ციხესიმაგრეში დაიბადა, ხოლო მისი ყველაზე ცნობილი ქმნილება - ნიუშვანშტაინი, ალპების ძირას არის განთავსებული და იქ მიუნჰენიდან ერთდღიანი ექსკურსიით შეიძლება მოხვედრა. წარმოუდგენელია ჩახვიდე მიუნჰენში და არ მიირთვა სახელგანთქმული ბავარიული ლუდი ღორის კანჭთან ერთად. ზუსტად ამისთვის არსებობს Hofbrauhaus (Platzl 9), სადაც ძირძველი მიუნჰენელები იკრიბებიან და ლუდის კათხის თანხლებით ატარებენ დროს. შესასვლელიდან მარცხნივ განლაგებულია კათხების „საცავი“. ადგილობრივებს შეუძლიათ იქირაონ ამ საცავის პატარა განყოფილება (რომელიც ზუსტად კათხის სიდიდისაა და ბოქლომითაც იკეტება) და იქ შეინახონ თავისი საყვარელი სასმისი. ზოგი კათხა 100 წელზე მეტი ხნისაა და თაობიდან თაობას გადაეცემა, რითაც მფლობელები

დიდად ამაყობენ. საცავში ბოლო ჩასვლისას, ვაკვირდებოდი როგორ ინახავდა თავის კათხას ერთ-ერთი ადგილობრივი ხნიერი მამაკაცი. უეცრად ის შემომიტრიალდა და ღიმილით მომიგო: „მართლა ძველი არ გეგონოს. სულ რამდენიმე წლის არის ეს კათხა. ნამდვილი შინ მაქვს და მეშინია აქ მოტანა არ გამიტყდეს“. ამ შენობას სხვა ისტორიული დატვირთვაც აქვს - მას ხშირად სტუმრობდა ადოლფ ჰიტლერი, და როგორც პოლიტიკოსი, სიტყვითაც პირველად აქ გამოვიდა. ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისა და ემოციებით სავსე დღის შესანიშნავი დასასრული კი, უდავოდ სასტუმრო Flushing Meadows-ის Roof Top Bar იქნება (Fraunhoferstrabe 32). უკვე 200 წელზე მეტია, რაც ზაფხულის ცხელი დღის შემდეგ, ზაფხული 2016

67


საღამოს გატარება Englischer Garten-ში დიდ სიამოვნებას ანიჭებს როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს. 373 ჰექტარზე გადაჭიმული აყვავებული მდელოები და ლუდის ბაღები არავის ტოვებს გულგრილს. მიუნჰენის ხელოვნების მუზეუმში (Pinakotheken) თითქმის ყველა საუკუნის ხელოვნების ნიმუშია წარმოდგენილი - შუა საუკუნეებიდან, როკოკოს პერიოდის დასასრულამდე, ხოლო მუზეუმის ახალ და თანამედროვე ხელოვნების დარბაზებში შეგიძლიათ მონეს, კანდინსკის, პიკასოს და სხვა გენიალურ ფერმწერთა ნამუშევრებით დატკბეთ. აქვე მოგეცემათ შესაძლებლობა გაეცნოთ არქიტექტურისა და დიზაინის 100-წლიან ისტორიას. და რაღა თქმა უნდა, არ უნდა გამოგრჩეთ BMW-ს მუზეუმი, სადაც კომპანიის 125 ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი მოდელია წარმოდგენილი, ხოლო მის გვერდით მდებარე BWM WELT-ში კი მუდამ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება. უშუალოდ შენობა, შიგნიდანაც და გარედანაც, ნამდვილი არქიტექტურული შედევრია. ყოველწლიურად, მიუნჰენი გერმანიის ქალაქების რეიტინგის ოქროსმედალოსანია. გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა ზუსტად ამ ქალაქში 68

ზაფხული 2016

ისურვებდა ცხოვრებას. მიზეზი ძალიან მარტივია: დინამიკური ეკონომიკა, გართობისა და დასვენების მრავალფეროვნება და კულტურული ღონისძიებები. მიუნჰენში მოხვედრის ყველაზე მარტივი გზა ყოველდღიური პირდაპირი რეისია, რომელსაც ავიაკომპანია Lufthansa ასრულებს. FREE TRAVEL გთავაზობთ: მოინახულე ევროპის სამი ქვეყანა – უნგრეთი, გერმანია, ავსტრია Free Travel-თან ერთად. გახადე შენი მოგზაურობა გამორჩეული: ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს კომფორტულ და აქტიურ, სანახაობრივ დასვენებას. ჩვენ გთავაზობთ: სავიზო კონსულტაციას; ავიაბილეთებს; ბილეთებს შიდა გადაადგილებისთვის; სასტუმროების ფართო არჩევანს, სტუდენტებისთვის აპარტამენტებსა და დაბალბიუჯეტიან ჰოსტელებს; ტრანსფერს; სამოგზაურო დაზღვევას; ადგილობრივ ტურებს. www.FreeTravel.ge ტექსტი: ნიკა მანჯგალაძე ფოტო: GETTY IMAGES


სპა ესპანია! OK! მზის სხივების კვალდაკვალ დასასვენებლად კოსტა დელ სოლში დაივიწყეთ ყველაფერი, რაც თქვენი აზრით კოსტა დელ სოლის შესახებ იცოდით. მაღალსართულიანი შენობები, გადატვირთული სანაპიროები, მზეზე დამწვარი ბრიტანელები და ზეთიანი კოვზები კვერცხითა და ჩიფსებით ესპანური კურორტის სულ სხვა მხარეა! სიმშვიდე და ხუთვარსკვლავიანი ფუფუნება მართლაც არსებობს. უბრალოდ, უნდა იცოდეთ სად ეძებოთ ის. ხელახლა დასამუხტად ზოი ჰილი სწორედ ესპანეთის ამ კურორტზე გაემგზავრა. როგორია საკვები? დარწმუნდით, რომ მადაზე ხართ, რადგან ესპანური დელიკატესები შეუდარებელია.

იბერიკო ლორი და ჩორიზო, ადგილობრივი ყველის ნაირსახეობა, ახალი ხილი, პური და ჯემები (შოკოლადის და ფისტაშიო განსაკუთრებულია). ჩვენი საუზმის კულმინაცია მანჩეგოს ყველი და შავი ტრუფის ომლეტი აღმოჩნდა, რომელსაც ახლადდაწურული მარწყვისა და კივის წვენი დავაყოლეთ. სადილად El Jardin de Lutz-ს ვესტუმრეთ, მაგიდა ტერასიდან ულამაზეს ბაღებს გადაჰყურებდა. ათასწლოვანი ზეთისხილის ხეებით მოჭედილი ხედი ისეთივე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც თავად საჭმელი, სადაც შეფი ლუც ბიოსინგი უგემრიელეს კლასიკურ ესპანურ კერძებს

ზაფხული 2016

69


ამზადებდა. მივირთვით ლობსტერის გასპაჩო და ზღვის მარილში მომზადებული ზღვის ბასი. გვეგონა მეტს ვეღარ მივირთმევდით, მაგრამ უარი ვერც ჩვენს ბალიშთან აღმოჩენილ უგემრიელეს მაკარუნებზე ვთქვით. სასტუმროს სპეცრესტორანში Kabuki Raw ხმელთაშუა სამზარეულოს გავლენით დამზადებული იაპონური კერძები მოაქვთ, ღია სამზარეულოს საშუალებით კი შეძლებთ შეფმზარეულების მიერ შექმნილ შედევრებს ადევნოთ თვალი. აქ მხოლოდ ზღვის უახლეს პროდუქტებს და სასტუმროს ორგანული ბოსტნის ბოსტნეულს იყენებენ. ტუნა და ძროხის ნეკნები ტერიაკის სოუსში ცალკე აღნიშვნის ღირსია. სად შემიძლია განვიტვირთო? ყოველდღიური დაძაბულობისგან წარმოქმნილი „კვანძების დასაშლელად“ სპაცენტრისკენ გავემართეთ. ცოტა ხნის წინ შვიდი სპეციალური პროცედურების ოთახს კიდევ ოთხი აზიური თერაპიის ოთახი შეემატა. ჩვენ ტაილანდური მასაჟი გავიკეთეთ, მასაჟისტმა ნამდვილი ჯადოქრობა შემოგვთავაზა და პროცედურის შემდეგ სრულიად განმუხტულებმა ახალი ენერგიით განვაგრძეთ დასვენება. მატაჰარის სახის მასაჟი განსაკუთრებული აღმოჩნდა. ქოქოსის ზეთი შეუდარებელია როგორც სახის კანისთვის, ასევე თმისთვის და ნამდვილად ღირს იმ დროდ, რაც მის ჩამობანას უნდა დაუთმოთ. სავარჯიშო დარბაზს გულგრილად ჩავუარეთ და კალორიების დაწვა საუნაში გადავწყვიტეთ, შემდეგ კი მოვიკრიბეთ გამბედაობა, რომ ესპანეთში არსებულ ერთადერთ თოვლის კაბინაში შევსულიყავით, სადაც მინუს 12 გრადუსია. წესით თოვლი მთელ ტანზე უნდა წაისვათ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმდენი ხანი გავძელით, რამდენიც ერთი თოვლის გუნდის გაკეთებას სჭირდება. სანაცვლოდ მხოლოდ 10 გრადუსამდე გამთბარ აუზში ვისკუპეთ, რომელიც თოვლის ოთახთან შედარებით ცხელ აბაზანად მოგვეჩვენა. თუმცა ნამდვილად ცხელი, მარილიანი

70

ზაფხული 2016


OK!-იმ კოსტა დელ სოლში იდეალური ადგილი აღმოაჩინა!

აუზი, რომელიც ლამაზ ხედებს გადაჰყურებს, მაინც ჩვენს რჩეულად იქცა. კიდევ რით შემიძლია გავერთო? ჩვენ სიამოვნებით ვატარებდით დღეს ახლომდებარე სანაპირო კლუბში სტუმრობით, სადაც დროს ინფინიტი აუზსა და მზის ლაუნჯერს შორის ვანაწილებდით. აიღეთ მაგიდა შუაგულ მზეზე კლუბის რესტორანში და ტინტო დე ვერანოთი (სანგრიას მსგავსი სასმელით) გაიგრილეთ თავი. გასპაჩოც კარგი ვარიანტია, არც პაელაზე თქვათ უარი, მაგრამ დესერტიც ნუ დაგავიწყდებათ – ჟოლოს ტირამისუ ღვთაებრივი აღმოჩნდა. ჩვენ ღია ცის ქვეშ იოგას სესიასაც დავესწარით. მარცხნივ მთები იშლებოდა, მარჯვნივ კი ოკეანე – ამაზე სასიამოვნო გარემოს ძნელად თუ ინატრებს ადამიანი. ერთადერთი ხმა, რომელიც გვესმოდა, ხეების შრიალი და ჩვენი ინსტრუქტორის – მიშელის მშვიდი ტონი იყო. მართალია სრულიად არაკოორდინირებული ახალბედებივით დავიწყეთ ვარჯიში, მაგრამ ბოლოს თავს ნამდვილ პროფესიონალებად ვგრძნობდით. გოლფის ფანები რა თქმა უნდა „ფინკასკენ“ უნდა გაეშურონ. აქ სამი წლის განმავლობაში World Match Play-ს ჩემპიონატი იმართებოდა. გადავწყვიტეთ ჩვენი (თითქმის არარსებული) ნიჭი შეგვემოწმებინა და ჯეკ ნიკლაუსის აკადემიას ვეწვიეთ. ინსტრუქტორმა რიკარდომ საოცრად დახვეწა ჩვენი ტექნიკა და შეგვმატა თავდაჯერებულობა. გამოგიტყდებით, რომ ვერანაირ თასს ან ჯილდოს შინ ვერ წავიღებთ, მაგრამ შესამჩნევი გაუმჯობესება ნამდვილად მიღწეულია! FREE TRAVEL გთავაზობთ: სრულყოფილი სპორტული, კულტურული თუ სანაპირო ტურები: ორმხრივი ავიაბილეთით,

სამოგზაურო დაზღვევით; ტრანსფერი ორივე მიმართულებით – აეროპორტიდან განთავსების ადგილამდე და უკან; განთავსების მრავალფეროვანი არჩევანი. სასტუმროში სხვადასხვა ტიპის ნომრები: STANDARD – სტანდარტული ნომერი SEA VIEW – ნომერი ზღვის ხედით LAND VIEW – ნომერი ბაღის ხედით SUITE – ნომერი საძინებლით და მისაღებით Deluxe – მაღალი კლასის სასტუმრო (კერძო მომსახურებით) APARTMENT – 2-ოთახიანი ნომერი Family Room – ოჯახური ოთახი, სტანდარტზე უფრო დიდი ROH – ნომრის ტიპი, რომელიც არ არის წინასწარ განსაზღვრული თუ სად მოხვდება ტურისტი. ეს ცნობილი იქნება მხოლოდ ტურისტის ადგილზე ჩასვლისას (ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევაში სასტუმრო ტურისტს შეუშვებს თავისუფალ ნომერში. ეს შესაძლოა იყოს სტანდარტული ან მაღალი კლასის ნომერი) BG BUNGALOW – ეს არის სასტუმროს ძირითად შენობას მოშორებული კომფორტული კოტეჯის ტიპის შენობა. სასტუმროში დილის კვება; საღამოს ვახშამი; სურვილისამებრ მანქანის დაჯავშნა მძღოლით ან მის გარეშე. www.FreeTravel.ge რეპორტაჟი: ZOE HILL EDITED BY NANCY BROWN, OK! SPA EDITOR ფოტო: GETTY IMAGES

ზაფხული 2016

71


ალგარვე, პორტუგალია

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება დასვენების საკითხი - სად, როგორ, როდის და რა ფასად უნდა დავისვენოთ. ჰაერის ტემპერატურის ზრდის პარალელურად, მატულობს კლიშედ ქცეული შეკითხვები: „რას აპირებთ ამ ზაფხულს?“ ან „სად აპირებთ დასვენებას?“ გადავწყვიტე, ამჯერად ევროპის ეგზოტიკური მხარე, კერძოდ კი, პორტუგალიის სამხრეთი რეგიონი – ალგარვე შემოგთავაზოთ. ეს მხარე განსაკუთრებით შთამბეჭდავი ლანდშაფტით გამოირჩევა: ოქროსფერი უსასრულო პლაჟები, მოწითალო-ყვითელი შეფერილობის კლდეები, ლურჯი ოკეანე და წყლიდან ამოშვერილი კირქვის ფორმაციები, ბორცვებზე შეფენილი 72

ზაფხული 2016

ტრადიციული სოფლები და პატარა ქალაქები. ალგარვე მთელი წლის განმავლობაში იზიდავს დამსვენებლებს შესანიშნავი კლიმატით. მზესა და სითბოს მონატრებული ჩრდილოელები აქ ზამთარშიც ხშირად ჩამოდიან, თუმცა აქტიური სეზონი მაინც ზაფხულია, როდესაც ოკეანე თბება. წყლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა აგვისტოში ფიქსირდება და დაახლოებით 22 გრადუსს აღწევს. პორტუგალიაში ყველა პლაჟი მუნიციპალურია, ასე რომ, აქ არ უნდა ელოდოთ სასტუმროების მიერ შემოსაზღვრულ ვრცელ ტერიტორიებს, გავსებულს შეზლონგებითა და ქოლგებით. ზოგიერთ სასტუმროს მოკრძალებულად აქვს დაკავებული სანაპიროს მცირე ზონა საკუთარი სტუმრებისთვის. ასევე ფუნქციონირებს


ფასიანი პლაჟის კლუბები შეზლონგებითა და ქოლგებით მათთვის, ვისაც ქვიშაზე წოლა არ სურს. წყლისა და სანაპირო ზოლის სისუფთავეს პორტუგალიის ამ ნაწილში ზედმიწევნით იცავენ. პლაჟების უმრავლესობა ლურჯი დროშით არის დაჯილდოებული, რაც თავისთავად, სანაპიროსა და წყლის სისუფთავის ინდიკატორია. განსაკუთრებით მომხიბვლელია ალგარვეს დასავლეთ სანაპირო ზოლი. სასტუმროები კლდოვან შემაღლებებზე, ფიჭვის ტყეებშია გაშენებული, საიდანაც ოკეანის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ფართო პლაჟებსა თუ განმარტოებულ ყურეებში მოხვედრა, ადგილ-ადგილ, სახელდახელოდ გაჭრილ საფეხმავლო ბილიკებითა და პანდუსებით არის შესაძლებელი, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ მხარეს. უნდა აღინიშნოს, რომ ზარმაცი დამსვენებლისთვის სასტუმროდან სანაპირო ზოლამდე დისტანციის გავლა ხანდახან მოუხერხებელ გარემოებად მიიჩნევა, ამიტომ სანამ სასტუმროს დაჯავშნით, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს დეტალი. ალგარვეში სასტუმროების არჩევანი საკმაოდ

დიდია. აქ არის როგორც საოჯახო დასვენებაზე, ასევე მხოლოდ უფროსებზე ორიენტირებული სასტუმროები, სადაც ბავშვები და მოზარდები არ დაიშვებიან. სასტუმროების შერჩევა კვების მიხედვითაც შეიძლება: გსურთ მხოლოდ საუზმე, ორჯერადი თუ All Inclusive? ეს უკანასკნელი ძირითადად მხოლოდ 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში გვხვდება. ამ რეგიონის მიმოხილვისას, შეუძლებელია არ ვახსენოთ ადგილობრივი სამზარეულო. სხვადასხვა სახეობის ხორცის, თევზეულისა და ზღვის პროდუქტების კერძების გასინჯვა ტრადიციულ ტავერნებსა თუ „მიშლენის“ ვარსკვლავების მქონე მაღალი კლასის რესტორნებში არის შესაძლებელი. ლანჩის პერიოდი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია პორტუგალიელებისთვის - ქუჩებში, რესტორნების შერჩევისას, დააკვირდით, სად უფრო მეტი ადგილობრივი სადილობს და კერძებიც მათსავით, დღის მენიუდან შეუკვეთეთ. პორტუგალიელებს კვების საკითხისადმი ძალიან სერიოზული მიდგომა აქვთ - დიდი სიყვარულითა და ყურადღებით. მიუხედავად იმისა, რომ

ზაფხული 2016

73


კერძები საკმაოდ მარტივი და არაპრეტენზიული შემადგენლობისაა, მომზადებულია განსაკუთრებით გემრიელად, უმაღლესი ხარისხის ნატურალური და უახლესი პროდუქტებით. ალგარვე ასევე განთქმულია გოლფის მინდვრებითა და გოლფის ინფრასტრუქტურით. აქ ჩამოდიან როგორც მოყვარული, ასევე პროფესიონალი მოთამაშეები. ბევრი მაღალი კლასის სასტუმრო სანაპიროზე სულაც არ მდებარეობს, არამედ პლაჟისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, და დამსვენებელს, ოკეანის ნაცვლად, გოლფის ხასხასა მინდვრების შესანიშნავ ხედებს სთავაზობს. კურორტებზე მოსახვედრად, ოპტიმალური, ფარუს აეროპორტია. მაგრამ საქართველოდან, ერთი გადაჯდომით, რეისების არჩევანი არცთუ ბევრია, რაც ფასებზეც აისახება. ალტერნატიული ვარიანტი ლისაბონის აეროპორტია, საიდანაც, მაგალითად, ალბუფეირამდე დაახლოებით 260 კმია. ლისაბონიდან ალგარვეს მხარეში გამგზავრება შესაძლებელია როგორც თვითმფრინავის, ასევე მატარებლისა და ავტოტრანსპორტის საშუალებით. მატარებლით მგზავრობას 3 საათი სჭირდება და ერთი მიმართულებით ბილეთის ღირებულება 22 ევროდან იწყება. თუ თქვენ ალგარვეს სანაპიროზე 74

ზაფხული 2016

დასვენებას დაგეგმავთ, გირჩევთ აუცილებლად რამდენიმე დღით ლისაბონშიც გაჩერდეთ და დაათვალიეროთ ეს არაჩვეულებრივი ქალაქი. გარშემომყოფთა შეკითხვაზე კი, სად აპირებ დასვენებას, პასუხიც უკვე გექნებათ – პორტუგალიაში. FREE TRAVEL გთავაზობთ: თქვენთვის სასურველი სრულყოფილი საგზურის დაგეგმვას ორმხრივი ავიაბილეთით, სამოგზაურო დაზღვევით; ტრანსფერს ორივე მიმართულებით – აეროპორტიდან განთავსების ადგილამდე და უკან. განთავსების მრავალფეროვანი არჩევანით: სასტუმროები, აპარტამენტები და კოტეჯები; სასტუმროში დილის კვებით, საღამოს ვახშმით, რომელიც სურვილისამებრ პორტუგალიური ტრადიციული კერძებით იქნება გაჯერებული. სურვილისამებრ მანქანის დაჯავშნას მძღოლით ან მის გარეშე. ეგზოტიკურ და სხვა ადგილობრივ ტურებს. www.FreeTravel.ge ტექსტი: ნინო ასტახიშვილი ფოტო: GETTY IMAGES


ADDRESS: D. AGMASHENEBELI AVENUE #175, TBILISI, 0112 0112, GEORGIA TBILISI MOB.: +995 599 059922; +995 599 479955 OFFICE@FREETRAVEL.GE WWW.FREETRAVEL.GE

იმოგზაურეთ თავისუფლად!


პარიზი

დისნეილენდის საოცრებანი! OK!-იმ საკუთარ თავზე გამოსცადა ყველა ის საინტერესო და სახალისო თავგადასავალი, რომელიც სტუმარს პარიზის დისნეილენდში ელოდება.

არ არსებობს წელიწადის დრო, რომელიც არ არის საუკეთესო ბავშვებთან ერთად პარიზის დისნეილენდის მოსანახულებლად. პარკი პარიზიდან 20 მილის დაშორებითაა განლაგებული. ეს გასართობი კურორტი აერთიანებს ორ თემატურ პარკს, შვიდ სასტუმროსა და დისნეის უზარმაზარ სოფელს, სადაც მრავალი თემატური ღონისძიება იმართება. მაგალითად, ერთთვიანი სააღდგომო, საშობაო თუ ჰელოუინის წვეულებანი. თუმცა წლის ნებისმიერ დროს დისნეილენდში ყოველთვის ამაღლებული განწყობა და ნამდვილი დღესასწაული დაგხვდებათ. საშიში ჰელოუინი ოქტომბრის თვე მთლიანად ამ დღესასწაულს 76

ზაფხული 2016


ეთმობა: დისნეილენდის მთავარი ქუჩა მოჩვენებებით, მიკი მაუსის სტილის გოგრებითა და სხვა თემატური დეკორაციებითაა მორთული, ქუჩებში კი ცნობილი „ბოროტები“, კაპიტანი ჰუკი, ურსულა, ექიმი ფასილიერი და სხვანი შეგხვდებიან. მიკი და მინიც კი ვამპირების კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი და სპეციალურ ინტერაქციულ შოუს გთავაზობენ მძინარე მზეთუნახავის სასახლეში. აქ ტიმ ბარტონის „წინასაშობაო ღამის კოშმარიც“ გიმასპინძლებთ თავიანთ სასაფლაოზე. უოლტ დისნეის პარკი კი 26 და 27 ოქტომბერს ღამის პირველ საათამდეა ღია, სადაც თქვენ სიბნელეში შეძლებთ „საშიშ“ ატრაქციონებზე გართობას. 31 ოქტომბერს კი სეზონის კულმინაცია – კოსტიუმირებული ჰელოუინის საღამო იმართება!

გორგოლაჭებიანი ფეხსაცმელებით მოაქვთ ამერიკული ბურგერები, ჰოთდოგები და კარტოფილი თქვენს მაგიდასთან – აღარაფერს ვამბობთ უგემრიელეს მსუყე ორეოზე, არაქისის კარაქსა და კარამელის მილქშეიქებზე!

სელებრითები დისნეილენდში! აქ ხშირად შეხვდებით ცნობილ ადამიანებს ოჯახებთან ერთად. მაგალითად, რებეკა ადლინგტონმა საოჯახო არდადეგები სწორედ აქ გაატარა: „ჩემი მინი მაუსის ყურები მთელი შაბათ-კვირის მანძილზე მეკეთა, უარს ვაცხადებდი მათ მოხსნაზე“. პიქსი ლოტმა სწორედ აქ აღნიშნა დაბადების დღე: „თითოეული წუთი მშვენიერი და ჯადოსნური იყო, ძალიან გავერთე“. პარიზის დისნეილენდის ქუჩებში უახლოეს წარსულში მაიკლ ბაბლი, კიმ მარში, ჯონათან როსი და დეიზი ლოუიც შეამჩნიეს.

რა სიახლეებია პარკებში? OK! დისნეილენდის პარკის უახლესი ატრაქციონის რიგში პირველი დადგა. Princess Pavilion-ში ფიფქია, კონკია და ყველა მათი მეგობარი ხვდებიან სტუმრებს. Fantasyland-ის ერთ-ერთ ატრაქციონზე ჩვენ შუასაუკუნოვან კორიდორებში გაგვატარეს, სადაც ვნახეთ ვიტრაჟული ფანჯრები, საიდანაც თითოეული პრინცესას სასახლე ჩანდა. რიგის ბოლოს არსებულ მძიმე ხის კარს მიღმა შევხვდით და სიამოვნებით ვესაუბრეთ თვით მძინარე მზეთუნახავს, პრინცესა აურორას, რომელთანაც ფოტოებიც გადავიღეთ. ერთი რჩევა: არ დაგავიწყდეთ თან თქვენი საყვარელი დისნეის პრინცესას კაბა წაიღოთ!

სად მივირთვათ? თუ განსხვავებულ სასადილო ადგილს დაეძებთ, პირდაპირ დისნეის სოფელში მდებარე კაფე „მიკისკენ“ გაეშურეთ. როდესაც პასტა „ფანტაზიას“ მისართმევად დასხდებით (ხორცის ბურთულებმა ისინი OK!-ის რჩეულ კერძად აქცია) ან მაგალითად „მინი’ს“ კლასიკურ კარბონარას ან პატარა ქალთევზას საყვარელ თევზის რიზოტოს შეუკვეთავთ, თქვენს მაგიდასთან მიკი, მინი, დონალდი, დეიზი და პლუტო მოვლენ, რათა დაარიგონ ავტოგრაფები და თქვენთან ერთად გადაიღონ ფოტოები. ადგილი დესერტისთვისაც დაიტოვეთ – ფიფქიას ვაშლის ნამცხვარი უგემრიელესია! არის კიდევ „რეინფორესტ კაფე“ და „პლანეტა ჰოლივუდი“ დისნეის სოფელში, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით მაინც „ანეტე’ს ამერიკული დაინერი“ შეგვიყვარდა, სადაც მიმტანებს

ყველაზე საშიში ატრაქციონები შეიძინეთ სწრაფი-პასი (რომლითაც შეგიძლიათ გადაახტეთ რიგს) და პირველი შემაშინებელი გაჩერება დისნეილენდის პარკის Discoveryland-ში არსებულ Space Mountain: Mission 2-ზე გააკეთეთ. მოემზადეთ, რადგან თქვენ უზარმაზარი ლულიდან გისვრიან, და შეიგრძენით G-force ძალა, რომლითაც ტრიალებთ ჰაერში. Frontierland-ში თქვენ ხის ატრაქციონ Big Thunder Mountain-ში ჩასხდებით. როდესაც ამისგანაც მოითქვამთ სულს, გაეშურეთ Adventureland-ისა და ინდიანა ჯონსის ატრაქციონისკენ. მოემზადეთ, რადგან 360-გრადუსიანი წრიული ბრუნვები და შესაბამისად ბევრი კივილი გელით! უოლტ დისნეის სტუდიო-პარკში ჰელოუინის ზაფხული 2016

77


საშიშროებების წინაშე აღმოჩნდებით. მიბრძანდით Twilight Zone Tower Of Terrorის ლიფტთან, სადაც მოჩვენებების შესახებ საშიშ ისტორიას მოგითხრობენ, ხოლო ზემოთ ასვლის შემდეგ 13-სართულიანი თავისუფალი ვარდნით დაგაბრუნებენ! Rock-n-Roller Coasterში „აეროსმიტის“ სიმღერებს მოისმენთ. ეს ნოსტალგიური და ძალიან კარგი ატრაქციონია. საყვარელ სიმღერებთან ერთად როკის უზარმაზარ სუვენირებთან გადმოტრიალებული ჩაიქროლებთ. მაშინ, როდესაც Crush’s Coaster საბავშვო ატრაქციონი გეგონებათ, მალევე მიხვდებით, რომ სახალისო Finding Nemo-თი შთაგონებული მგზავრობა კუს ჯავშნით წყალქვეშა სამყაროში ზვიგენებს და აზვირთებულ ტალღებს შორის აღმოგაჩენთ! რითი გავერთო ღამით? როდესაც პარკში დაღამდება, გაეშურეთ მძინარე მზეთუნახავის სასახლისკენ, სადაც საუკეთესო სინათლის შოუს იხილავთ, როგორიც კი ოდესმე გინახავთ. ახალი Disney Dreams! შოუ მეტია, ვიდრე უბრალოდ სანახაობრივი. ის პიტერ პენთან ერთად დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობთ დისნეის ყველაზე ცნობილ ისტორიებში, რომლებიც სასახლეზე და ახალ შადრევნებზე პროექციითაა ნაჩვენები. აქ ფეიერვერკები და ლაზერის შოუ გელოდებათ, მოისმენთ დისნეის ჯადოსნურ საუნდტრეკსაც და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც სასახლე პარიზის ნოტრდამის საკათედრო ტაძრის რეპლიკად, ვარსკვლავებით მოჭედილ ცად და ლონდონის სახურავებად გადაკეთდება, სადაც

მერი პოპინსს და მრავალ სხვა საყვარელ გმირს შეხვდებით. FREE TRAVEL გთავაზობთ: დაუვიწყარი თაფლობისთვე სიყვარულის ქვეყანაში. დაგიგეგმავთ თქვენთვის სასურველ სრულყოფილ საგზურს: ორმხრივი ავიაბილეთით; სამოგზაურო დაზღვევით; ტრანსფერს ორივე მიმართულებით – აეროპორტიდან განთავსების ადგილამდე და უკან; განთავსების მრავალფეროვანი არჩევანით: სასტუმროები, აპარტამენტები და კოტეჯები; სასტუმროში დილის კვებით, საღამოს ვახშმით, რომელიც სურვილისამებრ ფრანგული ტრადიციული კერძებით იქნება გაჯერებული. სურვილისამებრ მანქანის დაჯავშნას მძღოლით ან მის გარეშე. ღვინის ან ველოტურები. www.FreeTravel.ge ტექსტი: NANCY BROWN AND MEGAN MEANEY EDITED BY ANNABEL MACKIE, OK! TRAVEL EDITOR ფოტო: GETTY IMAGES

ფოტო: მიკი და მისი მეგობრები ჰელოუინის საღამოზე. არ გამოტოვოთ Disney Dreams! შოუ! 78

ზაფხული 2016


იმოგზაურეთ თავისუფლად!

ADDRESS: D. AGMASHENEBELI AVENUE #175, TBILISI, 0112, GEORGIA MOB.: +995 599 059922; +995 599 479955 OFFICE@FREETRAVEL.GE WWW.FREETRAVEL.GE


www.okmagazine.ge

ზაფხული 2016, ფასი 3 ლარი

TRAVEL

BOOK

5 ლ

სა არ ია

ჩუ ნი ვა

ქა უჩ

ერ ი

ი!


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.