OK! CASTRO BOOK

Page 1

სექტემბერი 2016, ფასი 3 ლარი

თბილისი ელიას მთა. სამების ტაძრის ეზო თბილისი ხიზანიშვილის # 17(გლდანი) თბილსი რაფიელ ერისთავის # 16 (მრგვალ ბაღთან)

www.okmagazine.ge

ბათუმი გოგებაშვილის # 12

GASTRO BOOK


წითელი ფერის გამორჩეული ტექნიკა! დაგეგმე მოგზაურობა და ფული არ გყოფნის?

სეს

ხი

10 წ

უთშ

ი5 0-დ ან

700

ლა

რამ დ

აირჩიეთ ფაკირის საოჯახო ტექნიკა და აქციეთ კულინარია სიამოვნებად! ფაკირის წითელი ფერის საოჯახო ტექნიკა, გამორჩეულ ხიბლს შესძენს თქვენს სამზარეულოს. მარტივად გამოყენებადი დახვეწილი ტექნიკის ხაზი, შექმნილია თანამედროვე ტექნოლოგიით და ესთეტიური დიზაინით.

Fakir Georgia

იკითხეთ ვესტელის მაღაზიებში ტელ.: (+995 32) 261 40 57

 +995 32 2050202

/CCLOAN

როცა ფული გჭირდება - W W W . C C L O A N . G E


სარჩევი 7 11

19 15

სექტემბერი 2016

3


ემი-ბეტ ელისი

ნადია ჰუსეინი

„საჭმლის მომზადება და ცხობა დაახლოებით სამი წლის ასაკიდან დავიწყე“

პოპულარული წიგნის „ნადიას სამზარეულო“ ავტორი უგემრიელეს საოჯახო რეცეპტს გვიზიარებს

„ჩემს პირველ წიგნს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. წიგნის წერა 14 წლის ასაკში დავიწყე“.

გავესაუბროთ 18 წლის ემი-ბეტ ელისს – ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა მცხობელსა და კულინარიული წიგნის ავტორს, რომლის სადებიუტო წიგნი – „ემის ცხობის წელიწადი“ (Amy’s Baking Year) სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ჟურნალში OK! მას თავისი მუდმივი სვეტი აქვს. ემი-ბეტ ელისი პატარა ასაკიდანვე იყო გატაცებული ცხობით, ხოლო როცა გაიზარდა, სამზარეულოში საათებს ატარებდა და დედას ეხმარებოდა, რომელიც თავის მხრივ შესანიშნავი კულინარი გახლდათ და მისგან ბევრ რამეს სწავლობდა. თავისუფალ დროს ემის კულინარიული წიგნების დეტალურად შესწავლა უყვარდა, დიდი კულინარების წიგნებს კითხულობდა, როგორებიცაა ნაიჯელა ლოუსონი, ჯეიმი ოლივერი და რეიმონდ ბლანკი (Nigella Lawson, Jamie Oliver and Raymond Blanc). მათგან შთაგონებას იღებდა და მრავალი ინგრედიენტით ექსპერიმენტებს ატარებდა, რათა საკუთარი რეცეპტები გამოიგონა. ამ ნიჭიერმა ბავშვმა 13 წლის ასაკში საკუთარი ნამცხვრების ბიზნესი შექმნა და „ზეპირი რეკლამა“ სწრაფად დაეხმარა ბევრი მიმდევარის გაჩენაში. მაგალითად, ისეთი სელებრითები, როგორებიცაა კეტრინ ეტრინ ჯენკინსი და პიქსი ლოტი (Katherine Jenkins nkins and Pixie იაში არიან. Lott) მის კმაყოფილ მომხმარებელთა სიაში

თქვენი პირველი კულინარიული კონკურსი მაშინ მოიგეთ, როდესაც სულ რაღაც 5 წლის იყავით. ცხადია, თქვენი ცხობისადმი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მოდის. მოგვიყევით როგორც დაიწყო ყველაფერი – რას ჰგავდა ეს მოგზაურობა? ემი-ბეტ ელისი: „საჭმლის მომზადება და ცხობა დაახლოებით სამი წლის ასაკიდან დავიწყე, რა თქმა უნდა დედაჩემთან ერთად. ბავშვობიდანვე მიყვარდა სამზარეულოში მიხმარება, ჯანსაღ საკვებზე ვიზრდებოდი, დედა ყოველდღიურად ამზადებდა სხვადასხვა კერძს. ჩვენ ასევე ვამზადებდით და ვაცხობდით ყოველი განსაკუთრებული დღისთვის, ოჯახისთვის და მეგობრებისთვის კი გემრიელ საჩუქრებს ვაკეთებდით. შემდეგ უკვე დამოუკიდებლად მინდოდა საჭმელების მომზადებისა და ცხობის დაწყება და სხვადასხვა რეცეპტით ექსპერიმენტების ჩატარებას შევუდექი“. ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა მცხობელად და კულინარიული წიგნის ავტორად მიიჩნევით, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა. როგორია ეს შეგრძნება? თავს ძალიან პრივილეგირებულად და მადლიერად ვგრძნობ, რადგან ასეთ ადრეულ ასაკში ჩემს მძიმე შრომასა და კულინარიისადმი სიყვარულს ასე აფასებენ. ვინ ან რამ შთაგაგონათ? ჩემი მთავარი შთაგონება დედაჩემია. საჭმლის მომზადება და ცხობა მან მასწავლა. ასევე დიდი თაყვანისმცემელი ვარ ნაიჯელა ლოუსონის, ინა გარტენის, ანტონიო კარლუჩიოს, რეიმონდ ბლანკისა და ჯეიმი ოლივერის ოლ (Nigella Lawson, Ina Garten, Antonio Car Carluccio, Raymond Blanc and Jamie Oliver), რომლებსაც ბავშვობაში ტელევიზორში ვუყურებდი და მათ ყველა ყველ კულინარიულ წიგნს ვაგროვებდი. ასევე შთამაგონებს შთამა გარემო, ბუნება და

40

შესაკმაზად საჭიროა: • 1 წითელი ჩილი, თესლგამოცლილი, წვრილად დაჭრილი • მოზრდილი კონის ნახევარი ახალი ქინძი, წვრილად დაჭრილი • 5 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი • 3 სუფრის კოვზი სუფთა ბერძნული თაფლი

მიირთვით ხრაშუნა პურთან ერთად.

ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სალათია – განსაკუთრებით მაშინ, როცა შემიძლია ჩემი ხელით ავარჩიო სახლში მოყვანილი, ხმელთაშუა ზღვის მზის ქვეშ დამწიფებული ატმები, რომლებიც უნაკლოდ გამოიყურება. ხალუმის მარილიანობა ამ ხილის სიტკბოს ძალიან უხდება. ხანდახან ვარდკაჭაჭას ნაცვლად კამასაც ვიყენებ... 1. უპირველესად ვამზადებთ შესაკმაზს. ყველა ინგრედიენტი დიდთავსახურიან ჯემის ქილაში მოვათავსოთ და შევანჯღრიოთ, რათა ყველაფერი კარგად შეერიოს ერთმანეთს. 2. ატმების ნახევრები 5-5 ცალ „ნახევარმთვარეებად“

4-6 პორცია • კარაქი, რათა ფორმებს წაუსვათ • 300 გრ გაყინული ჟოლო • 1 სავსე სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი • 3 სუფრის კოვზი ჟოლოს კრემი (Creme de Framboise) ან ღოღნაშოს ჯინი • 3 კვერცხის ცილა ეს არის სუფლე, რომლის მომზადება წინასწარ შეიძლება, ხოლო შემდეგ გამოაცხობთ და მიირთმევთ. ძალიან სწრაფი გასაკეთებელია, მალე მზადდება და საოცარი გემო აქვს! წაუსვით კარაქი 6 ც. ფორმის შიგნით (ზომა 1). ჟოლო ქვაბში მოათავსეთ და ნელ-ნელა მოუმატეთ ცეცხლს, რათა დაადნოთ ისინი, შემდეგ კი წამოადუღეთ. პატარა თასში ან ჭიქაში სიმინდის ფქვილი ჟოლოს კრემში (Creme de Framboise) შეურიეთ. მიღებული მასა დაასხით ჟოლოს და სწრაფად ურიეთ. დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში ადუღეთ, შემდეგ მიღებული მასა გაწურეთ. რაც შეიძლება მეტი ჟოლო უნდა გადაყვეს. გვერდით გასაციებლად გადადგით. კვერცხის ცილა ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე, სანამ მასა არ გამყარდება. გააგრძელეთ იგივე სიჩქარეზე თქვეფა, ნელ-ნელა დაამატეთ შაქრის პუდრა, თითო-თითო ჩაის კოვზი – ვიდრე მასა მყარი და მბზინავი არ გახდება. ჟოლოს პიურე კვერცხების ცილას დაასხით და

4

სექტემბერი 2016

ფრთხილად

შენიშვნა: ამ ეტაპამდე მიყვანილი სუფლეები შეიძლება მომზადდეს 2 საათით ადრე და მაცივარში იქნას შენახული, შემდეგ კი გამოცხვეს და შეგიძლიათ მიირთვათ მაშინვე. მათი გაყინვა არ შეიძლება. გაზქურა გაახურეთ (190˚C/170˚C fan/გაზი 5) და საცხობი ქაღალდი ისე გაახურეთ, რომ იგი ძალიან ცხელი იყოს. გამოცხობამდე სავსე ფორმებს შიდა მხარეს კიდეებზე წრიულად თითი მოუსვით – ეს დაეხმარება სუფლეს, რომ თანაბრად გაიზარდოს. ფორმები გახურებულ საცხობ ქაღალდზე მოათავსეთ და დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ, სანამ სუფლე კარგად არ ამოვა. მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიირთვით მაშინვე.

BBC-ზე GOOD FOOD SHOW-ში გამოჩენამდე, ტელევარსკვლავი გვიზიარებს ორ საოცარ ბრიტანულ ცომეულს

ქათამი ბრინჯით თიხის ქოთანში

კორნუელი ღვეზელები

• 3 ც. მშრალი სოკო შიტაკი • 150 გრ. ძვალგამოცლილი ქათმის ბარკალი, დაჭრილი • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი • 10 გრ. ახალი ჯანჯაფილის ფესვები, გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი • 2 კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი • 1 ც. ჩინური სოსისი (lap cheong), დაჭრილი • 4 სუფრის კოვზი ტკბილი სოიოს სოუსი • 1 სუფრის კოვზი მსუბუქი სოიოს სოუსი • 3 სუფრის კოვზი წყალი • 200 გრ. ბრინჯი ჟასმინი • ორთქლზე მომზადებული ჩინური კომბოსტო (bok choy), (დაუმატეთ სურვილისამებრ). • წიწაკა ჩილი „ჩიტის თვალი“ (Bird’s-eye), და სოიოში ჩაწყობილი და მაღალ ცეცხლზე მოთუშული სალათის ფურცლები (დაუმატეთ სურვილისამებრ).

5 პორცია

საოცარი სანახავია, თუ როგორ ამზადებენ ამ კერძს ქუჩის მოვაჭრეები. ეს სრულიად ახალ დონეა, რადგან იგი რამდენიმე რამის ერთდროულად კეთებას მოითხოვს. როცა შეკვეთების მიღება იწყება, მათ 10-12 ნახშირის ღუმელი ერთდროულად აქვთ ჩართული, რომელთა ზედაპირზე ბრინჯიანი თიხის ქოთნებია

ინგრედიენტები: ცომისთვის საჭიროა: • 450 გრ პურის ფქვილი • ½ სუფრის კოვზი მარილი • 115 გრ ცივი ღორის ქონი, კუბებად დაჭრილი • 75 გრ ცივი უმარილო კარაქი, კუბებად დაჭრილი • დაახლოებით 90 მლ ყინულივით ცივი წყალი • 1 კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი, ცომზე გადასასმელად

52

შიგთავსისთვის საჭიროა: • 1 ც. მოზრდილი ხახვი • 120 გრ ყვითელი თალგამი (swedeშვედური თალგამი) • 1 ც. მოზრდილი კარტოფილი, როგორებიცაა „მეფე ედვარდი“ ან „მარის ფაიფერი“ (King Edward ან Maris Piper) • 400 გრ საქონლის ხორცი • 50 გრ კარაქი • მარილი და პილპილი

ეს არის ორიგინალური პორტატული საჭმელი, რომელსაც კორნუელი კალის მაღაროელები და ფერმებში მომუშავე ხალხი მიირთმევდა. ცომეული ნოყიერი უნდა ყოფილიყო. მაშინ საკმაოდ გავრცელებული იყო ცომეული, რომელსაც ერთ მხარეს მარილიანი შიგთავსი ჰქონდა, ხოლო მეორე მხარეს – ტკბილი. ეს სტატუსს იცავდა და კორნვალში უნდა ყოფილიყო დამზადებული. ბოსტნეული წვრილად უნდა იყოს დაჭრილი – ამგვარად იგი თითქმის ადნება ხორცს. ცომის მჭიდროდ დახურვას გადამწყვეტი დამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მითხრეს, რომ 21-ის ის უნდა იყო, რათა ღვეზელის სწორად მომზადება ზადება შეძლო.

54

1. ცომის მოსამზადებლად ად ფქვილი და მარილი აურიეთ დიდ თასში, დაუმატეთ უმატეთ ღორის ქონი, კარაქი, და ხელით მოზილეთ, ლეთ, ვიდრე მასა პურის ნაფხვენებს არ დაემსგავსება. ვსება. ნელ-ნელა დაამატეთ

მოწყობილობა: • 24 სმ მოცულობის თეფში, ზომის დარეგულირებისთვის.

ფერნი კოტონი

საყვა საყვარელი BAKE OFF-ის მსაჯი მსაჯ გვიზიარებს ორ შესანიშნავ დესერტს თავისი წიგნიდან, „ერთი ნაბიჯით წინ“

ურიეთ, სანამ ერთიანი მასა არ გახდება. ეცადეთ კვერცხების ცილიდან ჰაერი არ გამოვიდეს. მიღებული მასა ჩაასხით მომზადებულ ფორმებში და თავები გადაუსწორეთ.

პოლ ჰოლივუდი

MASTERCHEF-ის გამარჯვებული გვიზიარებს ორ რეცეპტს თავისი ახალი წიგნიდან „მალაიზია“

ორი პორცია

ინგრედიენტები:

მოათავსეთ ჭურჭელი გაზქურაში და გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში (ცხობის დრო დამოკიდებულია კვერცხებისა და ავოკადოს ზომაზე). უბრალოდ დარწმუნდით, რომ კვერცხის ცილას საკმაო დრო აქვს მოსამზადებლად. გაზქურიდან გამოიღეთ. მოაყარეთ პილპილი და მწვანე ხახვი.

პინგ კუმბსი

56 მემერი ბერი

ინგრედიენტები:

• 1 მწიფე ავოკადო • 2 ახალი კვერცხი • 1 მწიკვი პილპილი • ½ სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი

48

მარინადისთვის: • ½ სუფრის კოვზი მსუბუქი სოიოს სოუსი • შაქრის ფუდრის მოზრდილი მწიკვი

ღვთაებრივი ჟოლოს სუფლე

ჩაახალეთ თითო კვერცხი თითოეულ ავოკადოს ნაჭერში. უპირველესად, მოათავსეთ კვერცხის გული, შემდეგ კი დარჩენილი ადგილი ცილით შეავსეთ.

ინგრედიენტები:

46

თბილი ხალუმი და ატმის სალათი

50

ავოკადოს ნაჭრები მოათავსეთ პატარა გამოსაცხობ ჭურჭელში. დარწმუნდით, რომ ისინი მჭიდროდაა ჩაწყობილი.

შენიშვნა: გაყინული არ შეიძლება. ეს ხრაშუნა, შებრაწული ნამცხვრები საკმაოდ

ძირითადი კერძის შემთხვევაში 2 პორცია, აპეტაიზერის შემთხვევაში – 6 პორცია

• 3 ც. მწიფე, მკვრივი ატამი, შუაში გაჭრილი და კურკაგამოცლილი • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი • 250 გრ ყველი ხალუმი (თხის ყველი) • 3 ც. წითელი ვარდკაჭაჭა (chicory), ფესვებიანი, ოთხად გაჭრილი • 1 კონა მწვანე ხახვი, გასუფთავებული და დაჭრილი

გამზადების დრო: 20 წთ; მომზადების დრო: 40 წთ; გამოდის 30 ც.

2. თასში ჩაყარეთ ფქვილი,, გამაფხვიერებელი, შერეული ლი სანელებლები, შაქარი და მოურიეთ.

ბერძენ-კვიპროსელი ტელეწამყვანი გვიზიარებს სამ რეცეპტს თავისი წიგნიდან THE REAL GREEK

ინგრედიენტები:

ორი პორცია გაახურეთ გაზქურა (180˚C/fan 160˚C/გაზი ნიშანი 4), ავოკადო შუაში გაჭერით და კურკა მოაშორეთ. ავოკადოს ნაჭრებიდან 2 სუფრის კოვზი შიგთავსი ამოიღეთ – იმდენი, რომ კვერცხი თავისუფლად მოთავსდეს ცენტრში.

ბისკოტის მოსამზადებლად საჭიროა: 1. გაზქურა გაახურეთ (180°C/fan 160°C/ გაზი 4), გაშალეთ 2 ც. საცხობი ფურცელი და პერგამენტის ქაღალდი ან სილიკონის დასაფენები.

ტონია ბაქსტონი

დაჭერით, ყველი კი 1 სმ-იან ნაჭრებად. ნახევარი ზეთის ჩასხმის შემდეგ ტაფა კარგად გაახურეთ და ხალუმი თითო მხარეს 3-4 წუთის განმავლობაში შეწვით, ან იქამდე სანამ ოქროსფრად არ შეიბრაწება. ტაფიდან გადმოაწყვეთ ეთ და თბილად შეინახეთ. 3. ვარდკაჭაჭა და ხახვი ცხელ ზეთს დაუმატეთ, 1-2 წთ თუშეთ და როცა ცოტა შეფერადდება რადდება და ფოთლებიც დარბილდება, სამზარეულოს ლოს ტილოზე დაწყობილ თეფშებზე გადაიღეთ. 4. დარჩენილი ზეთი ტაფაზე დაამატეთ ეთ და ატმები 1 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე ლზე შეწვით, ხილი უბრალოდ უნდა დარბილდეს და ცოტათი ფერი შეიცვალოს. რედიენტი დიდ 5. ახლა კი ყველა გამზადებული ინგრედიენტი თეფშზე ნაზად აურიეთ და შეკმაზეთ.

გამომცხვარი ავოკადო

სანელებლებიანი ბისკოტი სილაბაბის სოუსით

ჯანსაღია და დიდხანსაც ძლებს. ეს ყველაფერი უფრო საოცარს ხდის მას სოუსში ჩაწობის დროს. რეცეპტში არსებული ხილი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ნებისმიერი სხვა გამხმარი ხილით, რომელიც შინ მოგვეძებნება. მათი ჩუქებაც კი შეიძლება, რადგან ძალიან კარგად გამოიყურება ქილაში. როცა სტუმრები გყავთ, ან როცა უბრალოდ რაიმე გემრიელი გინდათ, სილაბაბის სოუსი უბრალოდ ერთ-ერთი მშვენიერი ხერხია ბისკოტების ლამაზად წარსადგენად.

ინგრედიენტები: ბისკოტისთვის საჭიროა: • 350 გრ პურის ფქვილი, პლუს ზედმეტი გაბრტყელების დროს მოსაყრელად • 2 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი • 2 სუფრის კოვზი შერეული სანელებლები • 250 გრ ოქროსფერი შაქრის პუდრა • 1 ც. ფორთოხლის ცედრა • 85 გრ მოცხარი • 85 გრ ხმელი მოცვი • 50 გრ მაკადამიას კაკალი, მსხვილად დაჭრილი • 50 გრ „ფისტაშკები“, მსხვილად დაჭრილი • 3 მოზრდილი კვერცხი, ათქვეფილი სილაბაბის სოუსისთვის: • 300 მლ ათქვეფილი ნაღები • 50 გრ შაქრის პუდრა • 2 ფორთოხლის ცედრა • ნახევარი ფორთოხლის წვენი • 4 სუფრის კოვზი მოუხდელი რძე

ჯოსი გიბსონი ვარსკვლავი, რომელმაც გასულ წელს 32 კგ დაიკლო, გვიზიარებს ორ რეცეპტს თავისი ახალი კულინარიული წიგნიდან

ტელეწამყვანი და ორი შვილის დედა წარმოგვიდგენს ორ ჯანსაღ რეცეპტს თავისი ახალი კულინარიული წიგნიდან

ჯეიმს მარტინი

ორაგულის „თითები“ და მწვანე ლობიო

იგი ამზადებს BBC-ზე GOOD FOOD SHOW-ში ყავის ეკლერები მოხარშული ცომით

დააგემოვნეთ ორი მადისაღმძვრელი დესერტი სატელევიზიო შეფმზარეულისგან

გამოდის 16 ც. „თითი“

ინგრედიენტები: • 300 გრ მწვანე ლობიო • 1 სუფრის კოვზი მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთი • 100 გრ სიმინდის ფქვილი • 250 გრ დაფხვნილი ორცხობილა გლუტენის გარეშე • 500 გრ ფხაგამოცლილი ორაგულის ფილე, კანგაცლილი და დაჭრილი 16 ნაწილად 2x7 სმ-ის ზომის „თითებად“ • 2 კვერცხი, ათქვეფილი • 4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი • 1 ც. ლიმონი, „ნახევარმთვარეებად“ დაჭრილი • ზღვის მარილი და ახლადდაფქული შავი პილპილი • მაიონეზი, ცალკე თასში როცა პატარა ვიყავი, თევზის „თითები“ ჩვენთვის ნამდვილად ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი გახლდათ, მაგრამ შინ მომზადებული გაცილებით გემრიელი იყო, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი – და ყველამ კარგად იცოდა რაშიც იყო საქმე. შეგიძლიათ ქათმის ხორცითაც გააკეთოთ იგივე, ან გაამყაროთ „ტოფუ“ – თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, შემდეგ კი საკუთარ ოჯახთან ერთად ისიამოვნოთ. 1. ქვაბში მარილიანი წყალი ჩაასხით და ცეცხლზე ადუღებამდე გააჩერეთ, მწვანე ლობიო დაუმატეთ და 3-4 წთ-ის განმავლობაში ხარშეთ. ბოლომდე უნდა მომზადდეს, მაგრამ ოდნავი სიმწარე მაინც დაუტოვეთ. გადაწურეთ, ზეითუნის ზეთში აურიეთ და პილპილითა და მარილით

შეანელეთ. შეინახეთ სითბოში. 2. თასში აურიეთ სიმინდის ფქვილი, თითო ჩაის კოვზი მარილი და შავი პილპილი. დაფხვნილი ორცხობილა ცალკე თასში მოათავსეთ. ორაგულის „თითი“ ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ კვერცხში, და ბოლოს დაფხვნილ ორცხობილაში აგორავეთ, ვიდრე ყველა გვერდი თანაბრად არ დაიფარება. თეფშზე გადადეთ და დანარჩენ ორაგულის „თითებსაც“ იგივე გაუკეთეთ. 3. მზესუმზირის ზეთიანი ტაფა საშუალო ცეცხლზე გაახურეთ. შემდეგ ორაგულის „თითები“ დააწყვეთ და თითო მხარეს 2-3 წუთის განმავლობაში შეწვით. საჭიროების შემთხვევაში შეწვით პარტიებად, სანამ ხრაშუნა და ოქროსფერი არ გახდება. როცა დარწმუნდებით, რომ შიგნიდანაც მზადაა, გადმოიღეთ ცეცხლიდან და სამზარეულოს ქაღალდზე გადააწყვეთ, ზღვის მარილი მოაყარეთ, და კერძი მზადაა. ით მწვანე ლობიოსთან, მიირთვით ლიმონისს ნაჭრებთან და თან ერთად. მაიონეზთან

58

12-14 პორცია

ინგრედიენტები: მოხარშული ცომისთვის საჭიროა: • 250 მლ წყალი • 100 გრ ცივი კარაქი, პატარა კუბებად დაჭრილი • 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა • მწიკვი მარილი • 150 გრ პურის ფქვილი • 4 კვერცხი ვანილის კრემისთვის საჭიროა: • 1.2 ლიტრი ნაღები • 2 ც. ვანილის ღერო. გახლიჩეთ შუაში და თესლი გამოაცალეთ ყავის მინანქრისთვის საჭიროა: • 350 გრ შაქრის პუდრა • 3 სუფრის კოვზი წყალი • 2 სუფრის კოვზი Camp coffee-ის ესენცია მოწყობილობა: • სილიკონის ქაღალდი • საკონდიტრო ტომარა – დიდი, სტანდარტული პირით

ეკლერი დიდებული დესერტია და იგი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს კულინარიულ რეპერტუარში. ჩემი რეცეპტი კი ძალიან გაგიადვილებთ მის მომზადებას. როდესაც მათი კრემით გავსების დრო მოვა, მთავარი „ეშმაკობა“

ის გახლავთ, რომ ეკლერებს ზემოდან ვავსებთ – არც ვჭრით და არც ნახვრეტებს ვუკეთებთ მათ. ამგვარად, ყავის მინანქარი გადაფარავს და გაამყარებს ზედა მხარეს, ხოლო როდესაც ეკლერს ჩაკბეჩთ, კრემი მეორე მხრიდან არ გადმოვა. მოხარშული ცომის მომზადება ძალიან მიყვარს. ეს რეცეპტი მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც საფრანგეთის სამხრეთით Michelin-ის სამვარსკვლავიან რესტორანში ვმუშაობდი კონდიტერად, და მას შემდეგ ყოველთვის ამ რეცეპტს ვიყენებ. დარწმუნდით, რომ კარაქი, შაქარი, მარილი და წყალი ნელ-ნელა დუღდება. თუ ამას ძალიან სწრაფად გააკეთებთ, კარაქი დადნობას ვერ მოასწრებს და წყალიც ამოშრება. კარაქი პატარა კუბებად უნდა იყოს დაჭრილი. ისინი მანამდე დადნება, ვიდრე ფქვილს დაუმატებთ. ნამდვილი ხრაშუნა ტექსტურა რომ მიიღოთ, გამოცხობამდე, გაზქურაში გახურებულ მაყალზე ნახევარი ევარი ჭიქა ცივი წყალი დაასხით, 20 წუთის შემდეგ კი რამდენიმე წამით გაზქურის ურის კარი გამოაღეთ, რათა ორთქლიი მთლიანად გამოვიდეს.

60


დააგემოვნეთ ნამდვილი ამერიკული ბურგერი და ისარგებლეთ მიტანის სერვისით!

BURGER BAR მისამართები: ფალიაშვილის 32ა / 595-21-20-10; ყაზბეგის 15 / 598-93-20-10


GASTRO BOOK - საქართველო საქართველო – სამოთხედ აღიარებული ქვეყანა, რომელიც ამაყად იმზირება თავისი ბობოქარი მთებიდან და მომღიმარი ხვდება მზეს, სადაც ჰაერი სითბოთი და ტკბილი ქართული ჰანგებით არის გაჯერებული. საკმარისია ნახო, გაეცნო და იმ წამსვე გნუსხავს, გაოცებს და გაყვარებს თავს. მისი ერთ-ერთი დაუვიწყარი და განუმეორებელი საუნჯე კი ქართული სამზარეულოა, კულინარიის სტილი, რომელიც ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

ქვეყნის რეგიონულ სამზარეულოებს შორის საგრძნობი განსხვავებაა. აღმოსავლეთ საქართველოში ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა. მაშ ასე, ვაგემოვნებთ ქართულ სამზარეულოს OK! Gastro Book-თან ერთად! ტექსტი: ანანო ელიკაშვილი ფოტო: MGI STUDIO/ილია სამურგანიდი

6

სექტემბერი 2016


სექტემბერი 2016

7


პირველად იმერეთს ვესტუმრეთ – ზესტაფონის რაიონი, სოფელი კლდეეთი. ჩვენი მასპინძელი ყველასთვის საყვარელი მსახიობი და პროდიუსერი ნიკა ქავთარაძეა, რომელიც ძალების მოსინჯვას ახლა უკვე პოლიტიკაშიც აპირებს.

8

სექტემბერი 2016

როგორც ყველა იმერელს, მასაც გამორჩეულად უყვარს კეცზე გამომცხვარი მჭადი იმერულ ყველთან ერთად, ისრიმ-მაყვალში ჩაწყობილი კეცზე შემწვარი წიწილა, ქოთნის ლობიო, კეცის ხაჭაპური და ამ ყველაფრის სასიამოვნოდ დამაგვირგვინებელი ცოლიკოურის ღვინო.


ასეთი მდიდრული სუფრა გაიშალა კლდეეთში, მაჭავარიანების ოჯახში. „დიასახლისობაში“ ნიკას მისი დეიდა – ქალბატონი ირინა ეხმარებოდა, რომელიც ნამდვილი იმერული სტუმართმოყვარეობით, სიყვარულითა და სითბოთი გვევლებოდა თავს.

არ ვეთმობოდით მასპინძლებს, გვთხოვდნენ დარჩენას (ეს იყო ნამდვილი, გულიდან წამოსული დაპატიჟება) და არც ჩვენ გვეთმობოდნენ ისინი. ასე მასპინძლობენ იმერეთში...

სექტემბერი 2016

9


10

სექტემბერი 2016


სექტემბერი 2016

11


12

სექტემბერი 2016


ნასიამოვნები ვტოვებთ იმერეთს და მივდივართ რაჭაში, სადაც გველოდება ულამაზესი ბუნება, სიგრილე და უთბილესი მასპინძელი – ქალბატონი ნათია ფანჯიკიძე, რაჭული სიდინჯისგან სრულიად განსხვავებული, ენერგიული და საოცრად მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც ლობიანის დიდოსტატიც აღმოჩნდა. მას ეხმარებოდა მშვენიერი ქალბატონი მარინა ლომთაძე. კარგია რაჭაში, მით უმეტეს, როცა სუფრას ამშვენებს სახელგანთქმული ხვანჭკარა, ლობიანი, მიმზიდველი ლორი და შქმერული. ძნელია გაუძლო ცდუნებას და არ იჩქარო ამ გემრიელობების დაგემოვნება... ხვანჭკარამ თავისი საქმე გააკეთა – აგვაჭიკჭიკა და ასე, სიმღერ-სიმღერით შემოგვაღამდა ამბროლაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში, სადაც მზეც კი რაჭულად ჩაესვენა... გვინდა ყველამ იგრძნოს რაჭული ლობიანის გემო და უნიკალურობა, ამიტომ გთავაზობთ მისი მომზადების რეცეპტს: ვხარშავთ ლობიოს. წვენს გადავწურავთ, დავჭყლეტთ, შევურევთ ქონს ან წვრილად დაჭრილ და გამდნარ ლორს (ხიწიწს), მარილს, და ავურევთ. თუ სქელია, ცივი წყლით შევაზავებთ. ცომი საფუარით მოიზილება. ცოტათი რომ ამოფუვდება, მოვჭრით პატარ-პატარა გუნდებს, ჩავდებთ გულს და მოვახვევთ. ორი წუთი გავაჩერებთ, გავაბრტყელებთ, დავასვამთ რაჭველების საფირმო ბეჭედს (ეს არის მრგვალი, თხელი, ორნამენტებიანი ფიცარი, რომელიც ალამაზებს ლობიანს) და გამოვაცხობთ. გადმოვიღებთ ცეცხლიდან, მოვუსვამთ ღორის ქონს და გემრიელად მივირთმევთ. განთქმული რაჭული ლობიანის რეცეპტით „დაჯილდოებულები“ ვემშვიდობებით გულთბილ მასპინძელს, რომელიც გვეხვეწებოდა დავრჩენილიყავით და რაჭული გრილი ღამის სიტკბოება შეგვეგრძნო, მაგრამ რთულია დარჩენა, როცა გურულები გელიან...

სექტემბერი 2016

13


14

სექტემბერი 2016


სექტემბერი 2016

15


16

სექტემბერი 2016


მართალია, ამბობენ: „გურიაში რა გინდოდა თუ სიკვდილი არ გინდოდაო“, მაგრამ ჩვენ ნამდვილად სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მივდივართ ჩოხატაურში, სოფელ ბუკისციხეში. დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მასპინძელს – მწერალ გიორგი კეკელიძეს, რომ გვასტუმრა არაჩვეულებრივ ოჯახში, ბატონ თეიმურაზ შარაშიძესთან. მოვიხიბლეთ (და ჩვენ, რასაკვირველია, პირველები არა ვართ) მისი სახელგანთქმული მარნით, რომელიც მდებარეობს სოფ. ბუკისციხეში, ქ. ჩოხატაურიდან 7კმ-ის დაშორებით. მასპინძელს ეზოში მოწყობილი აქვს ეთნოგრაფიული კუთხე და მარანი, რომელიც ტრადიციულ ყაიდაზეა აგებული, გაფორმებულია ეთნოგრაფიული ელემენტებით, სხვადასხვა ხელსაწყოებით. აქვეა სადეგუსტაციო კუთხეც. ქვევრები ღია მარანშია ჩაყრილი. იქვე, ეზოში, ოლიხნარზე აქვს გაშენებული შესანიშნავი ვენახიც, ვაზის 25 უნიკალური ჯიშით, რომელთაგან გამოირჩევა: ჩხავერი, ჯანი, ცოლიკოური, მტევანდიდი, სხილათუბანი, ოჯალეში. ბატონი თეიმურაზი ორნაირ ჩხავერს აყენებს: თეთრსა და ვარდისფერს. აქვს თაფლის არაყი. ჩვენ დავაგემოვნეთ ვარდისფერი ჩხავერი, რომელიც ამშვენებდა ლამაზ გურულ სუფრას. ბატონ გიორგის მიერ მომზადებულ გურულ ღვეზელთან ერთად ასევე მიმზიდველად გამოიყურებოდა ქალბატონ ქეთევან სიხარულიძის მიერ გურულად მომზადებული ხორცეული, აჯიკა, დაწნული ყველი, საცივი, ცოცხალი და ცხელი ფელამუში... ასე მოგვესიყვარულა ჩვენი ლამაზი მასპინძელი – დასავლეთი საქართველო და გამოგვისტუმრა არანაკლებ სტუმართმოყვარე აღმოსავლეთში – ღვინის სამშობლოში, კახეთში, თელავში.

სექტემბერი 2016

17


18

სექტემბერი 2016


სექტემბერი 2016

19


20

სექტემბერი 2016


აქ ჩვენ გველოდა შესანიშნავი ქართველი მსახიობი, არაჩვეულებრივი და უაღრესად საინტერესო ადამიანი – ბატონი ვანო იანტბელიძე. გაგვიმართლა, რომ ნამდვილი კახური, გემრიელი და მსუყე სამზარეულოს კარი ასეთმა გურმანმა გაგვიღო. სუფრა დახუნძლული იყო ბატონ ვანოს საყვარელი კერძებით: მწვადი, რომელიც თავად მოამზადა, ასევე საკმაოდ მადისაღმძვრელი ხაშლამა, ხინკალი, ძალიან გემრიელი გუდის ყველი და ამ ყველაფრის თავი და თავი – რქაწითელი. ვიცნობდით ბატონ ვანოს, როგორც დიდებულ მსახიობს, მაგრამ ამ შეხვედრით გავიცანით, როგორც შესანიშნავი თამადა და სხარტი კახური იუმორის მქონე ადამიანი, რომელთან ერთად სასიამოვნოდ გავიდა დრო... ასეთი სტუმართმოყვარეა საქართველოს აღმოსავლეთი და დასავლეთი, მთაც და ბარიც. როგორც დიდი გალაკტიონი იტყოდა: „ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი, რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი“.

სექტემბერი 2016

21


22

სექტემბერი 2016



რესტორანი „მრავალჟამიერი“

24

სექტემბერი 2016


7000 კვადრატულ მეტრზე გაშლილი ადგილი, რომელიც იტევს ათასამდე სტუმარს და გვმასპინძლობს მყუდრო და დახვეწილ გარემოში – ეს გახლავთ თბილისის ყველაზე დიდი რესტორანი „მრავალჟამიერი“. 2012 წელს გახსნილი რესტორანი „მრავაჟამიერი“ თითქმის ყოველდღე აახლებს შიდა და გარე ინტერიერს. აქ დაგხვდებათ, 300-კაციანი დიდი დარბაზი, სადაც სურვილისამებრ შეგიძლიათ აღნიშნოთ დიდი დღესასწაულები: ქორწილი, ბანკეტი, დაბადების დღე და მრავალი სხვა. სტუმარზე მორგებული სერვისი და დახვეწილი ინტერიერი არავის დატოვებს გულგრილს. ყოველ საღამოს „მრავალჟამიერის“ დარბაზებში თქვენს განწყობაზე იზრუნებს ეთნო ჯგუფი „ლაკადა“, რომელიც ასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. ქართული ცეკვების ანსამბლი „გრემი“ კი შემოგთავაზებთ ქართული ცეკვების პერფორმანსს. აგრეთვე, ყოველ საღამოს თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ევროპული ცეკვების შემსრულებელი დუეტით და გაერთოთ საესტრადო მუსიკის თანხლებით. რესტორან „მრავალჟამიერის“ სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია. აქ შეძლებთ როგორც ქართული,

ასევე ევროპული კერძების დაგემოვნებას. უცხოელი და ქართველი ვიზიტორების საყვარელი ადგილი კი გახლავთ კუთხე, სადაც ყოველ საღამოს შეგიძლიათ დაესწროთ ჭაჭის გამოხდის პროცესს და უფასოდ დააჭაშნიკოთ ჭეშმარიტად ქართული ჭაჭა. დიდი, საშუალო და პატარა ზომის დარბაზები, 20 კუპე, ულამაზეს ეზოში დადგმული მაგიდები სპეციალური გამაგრილებელი სისტემით, ჩანჩქერი და ქართული ხალხური აქსესუარებით მოწყობილი სივრცე – ეს არის რესტორანი „მრავალჟამიერი“, რომელსაც უნდა ეწვიოთ – მრავალჟამიერ.

სექტემბერი 2016

25


„გუდვილის” სამზარეულოში პროდუქციის ფართო ასორტიმენტი - სურსათი, თავის მოვლის საშუალებები, სამზარეულოს ჭურჭელი, სახლის აქსესუარები, ტანსაცმელი და ყველაფერი, რაც შეიძლება დაგვჭირდეს, შეგვიძლია ვიპოვოთ ერთ სივრცეში ჰიპერმარკეტ „გუდვილის” ნებისმიერ ფილიალში. რთულია ერთ სტატიაში ჩატიო ყველა ის სერვისი, რასაც გვთავაზობს „გუდვილი“, ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ გაგაცნოთ მრავალფეროვანი სამზარეულო და ადამიანი, რომელიც ქმნის კულინარიულ შედევრებს. ლევან საღლიანი - ასე ქვია შეფმზარეულს, რომლის რეცეპტით შექმნილ კერძებს თითქმის ყოველდღიურად მივირთმევთ. ბავშვობიდან კერძების განსხვავებული რეცეპტებით დამზადება უყვარდა და 19 წლის ასაკში პირველად სცადა ბედი სარესტორნო ბიზნესში. თავდაპირველად ბარმენის პოზიციას იკავებდა, შემდეგ კი გადაინაცვლა სამზარეულოში - ადგილას, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს. ბოლო10 წლის მანძილზე ლევანი „გუდვილის“ ჰიპერმარკეტების ქსელის მზარეულთა ჯგუფს ხელმძღვანელობს და როგორც ჩვენთან საუაბრისას აღნიშნა, ჰყავს ძალიან ორგანიზებული, მოტივირებული და მეგობრული გუნდი. „გუდვილის“ სამზარეულო პირდაპირ კომუნიკაციას ამყარებს კლიენტთან და ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებსა და რჩევებს. სწორად ამიტომ, სადღესასწაულო დღეებში, ნონ-სტოპ რეჟიმში მომუშავე გუნდი, ლევან საღლიანის ხელმძღვანელობით ქმნის კერძებს, რომლებიც ამშვენებენ ჩვენს საოჯახო და სადღესასწაულო სუფრას. ექსკლუზიურად OK!-ის მკითხველისთვის „გუდვილის“ შეფ-მზარეულმა დაამზადა სამი უგემრიელესი კერძი და გაგვანდო მათი რეცეპტები. 26

სექტემბერი 2016


ფრანგული სალათი „ნისუაზის“ ექვსი ულუფას დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: • • • • • • • • • • • • • • • •

ქათმის კვერცხი - 3 ცალი თევზი-თინუსი კონსერვირებული 300გრ კარტოფილი 750 გრ პომიდორი 500 გრ პაპრიკა 1გრ ზეთისხილი 100 გრ მარილი 3 გრ ძმარი 15 მლ შავი პილპილი 1 გრ ბაზილიკო ხმელი 1 ც რეჰანი 20 გრ ზეთი ზეითუნის 15 მლ სალათის ფოთოლი 300 გრ ნიორი გასუფთავებული 5 გრ ოხრახუში 10 გრ მწვანე ლობიო კონსერვირებული 300გრ • მდოგვი მარცვლოვანი 10 გრ • ანჩოუსი 100 გრ

მეორე კერძი, რომელიც ლევან საღლიანმა დაგვიმზადა, გახლავთ „ქათმის კორდონ ბლუ”, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: • • • • • • • • • • •

ქათმის ფილე 1 კგ შაშხი შებოლილი 200 გრ ყველი მდნარი 100 გრ ყველი პარმეზანი 20 გრ ორეგანო 1 გრ შავი პილპილი 1 გრ მარილი 2 გრ კვერცხი 1 ცალი საფანელი 120 გრ ფქვილი 100 გრ ზეთი 100 მლ

და ბოლოს, ღვინოში დამზადებული ხბოს ხორცი. კერძი, რომელსაც ხშირად შეხვდებით საბერძნეთში, თუმცა ამჯერად გთავაზობთ ლევან საღლიანის რეცეპტისთვის საჭირო ინგრედიენტებს: • • • • • • • • •

ხბოს ხორცის სამწვადე 1.200 გრ თეთრი ღვინო მშრალი 200 მლ ხახვი 400 გრ ნიორი 5 გრ ხმელი ქინძი 1 გრ ზეთი 150 მლ შავი ქლიავის ჩირი 100 გრ ქინძი ნედლი 10 გრ მწვანე ზეთის ხილი 100 გრ

სექტემბერი 2016

27


„გიპფელი“ – ჯანმრთელობა სამზარეულოდან იწყება! ჩვენ გადავწყვიტეთ ე.წ. ჯანსაღი ჭურჭლის შესახებ მეტი შეგვეტყო და რუსთაველის გამზირის 26-ში მდებარე ქვაბებისა და სამზარეულოსთვის საჭირო სხვა ინვენტარის ბრენდულ მაღაზია „გიპფელს“ ვეწვიეთ, რომელიც საქართველოში „გიპფელის“ ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია. ცნობისთვის: გერმანულმა კომპანია „გიპფელმა“, რომელიც 1997 წლიდან არსებობს, დაარსებისთანავე დაიმკვიდრა მოწინავე ადგილი მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შორის. იგი საქართველოს ბაზარზე 2010 წლის ივნისში შემოვიდა და დღემდე წარმატებით მუშაობს, როგორც პრემიუმკლასის მომხმარებლისთვის გათვლილი ულტრამოდური და სუპერთანამედროვე ბრენდი. პროდუქციის ღირებულება ზომის, მოცულობის, დიზაინისა და ძირის სისქის მიხედვით 30-დან 400 ლარამდე მერყეობს. ქვაბების ნაკრებების შეძენა კი გაცილებით იაფია, ვიდრე საცალო შენაძენი. ქვაბების გარდა აქ შეძლებთ საუკეთესო ხარისხის დანების და ჩეხური მინის ნაწარმის შეძენას. ჩეხური კომპანია „რონას“ მინის ნაწარმი უმაღლესი ხარისხით და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ეს მინა განსხვავებულია იმითაც, რომ გრავირებას იტანს და მისი ანალოგი ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით არ არსებობს.

„გიპფელის“ ქვაბები და სხვა პროდუქცია დამზადებულია სამედიცინო მეტალისგან, მარკით 18/10, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ჯანსაღია და საუკეთესო ხარისხისაა. სამშრიანი და ხუთშრიანი კაპსულირებული ძირის მქონე ქვაბები


ძალიან მოსახერხებელია გამოყენებისას. რაც უფრო მეტია შრეების რაოდენობა ქვაბი მით დიდხანს ინარჩუნებს სასურველ ტემპერატურას. „გიპფელის“ გარდა, მაღაზია რამდენიმე ესპანურ ბრენდსაც წარმოადგენს: „ვალირა“, „ალზა“, „იბილი“. ამ კომპანიების პროდუქციაც სამედიცინო, ჯანსაღი და უჟანგავი მეტალისგან არის დამზადებული. მაღაზიაში დიდია „ფონდიუს“ ჭურჭლის არჩევანიც, რომელიც ბოლო სამი წელია ძალიან მოთხოვნადი გახდა საქართველოში. იყიდება კომპლექტებად, რომლებიც გათვლილია ორ, სამ, ათ და მეტ ადამიანზე. აქ გვერდს გულგრილად ვერ ავუვლით სწრაფად მხარშავ ქვაბებს. თუ ჩვეულებრივ ქვაბში ხორცის ხარშვას 3 საათი მაინც სჭირდება, ამ ჯადოსნურ ჭურჭელში 1 საათი საკმარისია. აღარაფერს ვამბობთ ორთქლზე ხარშვისთვის განკუთვნილ ქვაბებსა და იმ ჩაიდნებზე, რომლებიც ნალექს არ იკეთებს. აქვე შეგიძლიათ „აკვაფორის“ ფილტრების შეძენა. თითოეული კარტრიჯი 300 ლიტრ წყალს ფილტრავს, ანუ 13-14 ლარად 300 ლიტრამდე წყლის გაფილტვრაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ TBC ბანკის საშუალებით, 100 ლარის ზემოთ ღირებული ნებისმიერი ნივთის ან ნივთების ნაკრების შეძენა უპროცენტო განვადებით შეგიძლიათ. მაღაზია „გიპფელში“ წარმოდგენილი ბრენდების პროდუქციას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვაბის გარე მხარე მბზინვარებას დაკარგავს, ეს არ არის გადაუჭრელი პრობლემა – „ენვეის“ მცენარეული და უვნებელი საშუალებებით თქვენს ჭურჭელს მარტივად დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს. „გიპფელი“ განსაკუთრებით გამძლე და საიმედო ჭურჭელია. სწორედ ამიტომ მას ძალიან ხშირად სწორედ პროფესიონალი მზარეულები და რესტორატორები ყიდულობენ. ერთი სიტყვით, მაღაზია „გიპფელი“ სწორედ მათთვისაა, ვინც ჭეშმარიტებად აღიარებს ცნობილ გამონათქვამს: „მე არც ისე მდიდარი ვარ, რომ იაფფასიანი ნივთები შევიძინო“. თუ თქვენც მათ რიგებში ხართ, მობრძანდით და შეიძინეთ ჭურჭელი, რომელიც არასოდეს დაგიძველდებათ და არასოდეს გიმტყუნებთ.


„ჩაიხანა N1“ საქართველოში და მით უფრო თბილისში, სარესტორნო ბიზნესში მოღვაწე ყველა დაწესებულებას საკმაოდ დიდი კონკურენციის გაწევა უწევს ერთმანეთისთვის. რთულია სტუმრების მოძიება, მათი შენარჩუნება და სახელის დამკვიდრება. ამ სტატიაში გაგაცნობთ ადგილს, რომელიც თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე მიუთითებს მომსახურების ხარისხზე, პირველობასა და მრავალფეროვნებაზე. ეს გახლავთ „ჩაიხანა N1“. ალ. ყაზბეგის გამზირის 8 ნომერში მისულ სტუმრებს დაგხვდებათ აზიურ სტილში მოწყობილი გარემო, სადაც შესვლისთანავე თვალს მოგჭრით ბევრი ფერადი ბალიში, ინტერიერის დახვეწილი დეტალები, სტუმართმოყვარე მომსახურე პერსონალი და რა თქმა უნდა ერთ სივრცეში შერწყმული ჩაის და ჩილიმის არომატი. „ჩაიხანა N1“-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი გახლავთ ქართული საზოგადოებისთვის კარგად

30

სექტემბერი 2016


ნაცნობი მსახიობი, ლევან ჯიბღაშვილი. თუ თქვენ ერთხელ მაინც სტუმრობდით „ჩაიხანა N1“-ს, მაშინ აუცილებლად შეამჩნევდით ლევანის უშუალო ჩართულობას სტუმრების მიღების პროცესში. ის თავად აკონტროლებს მომსახურე პერსონალის სამუშაოს შესრულების ხარისხს, ჩართულია საფირმო სასმელებისა და კერძების დამუშავებისა და დეგუსტაციის პროცესში და ამ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ „ჩაიხანა N1“ იყოს ნომერ პირველი დაწესებულება, სადაც თავს ყოველთვის კომფორტულად იგრძნობთ. მწვანე ჩაის, ხილის და შავი ჩაის ფართო ასორტიმენტი, ცივი და ცხელი ჩაის ალკოჰოლური და უალკოჰოლო კოქტეილები, მომზადების ინდივიდუალური მეთოდით - ამ ყველაფერს ქმნის „ჩაიხანა N1“ და პერსონალი, რომელიც თვეში ორჯერ მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებთან ერთად გადის ჩაის დაყენების სპეციალურ მასტერკლასს. ჩილიმის არომატების ფართო ასორტიმენტი და აქაც დამზადების განსხვავებული მეთოდები. „ჩაიხანა N1“ გთავაზობთ წყალზე, რძეზე, ვისკიზე ან კონიაკზე, უმაღლესი ხარისხის თუთუნით დამზადებულ ჩილიმს. სექტემბრიდან აქ მოსულ სტუმრებს ძალიან გემრიელი სიახლე დაგხვდებათ. განახლებული და კლიენტზე მორგებული ლანჩ-მენიუ, რომელიც არ შეგზღუდავთ არჩევანში. თქვენ თავად შეძლებთ თქვენი ლანჩის შედგენას. ლანჩ-მენიუში წარმოდგენილი იქნება როგორც ხელმისაწვდომი, ასევე ძვირადღირებული კერძები - თქვენთვის მისაღებ ფასად. სტეიკის მრავალსახეობა, თევზის ასორტიმენტი, აზიური ნუგბარი და სამარხვო კერძები - ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, ალ. ყაზბეგის 8 ნომერში. ბათუმში დამსვენებლებმა უკვე იცით, რომ ბრენდი „ჩაიხანა N1“ წელს უკვე შავი ზღვის სანაპიროზე გაიხსნა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თითქმის 24 საათის მანძილზე ზრუნავს ქართველი და უცხოელი ტურისტების დაუვიწყარ მასპინძლობაზე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და მომავალი სეზონიდან ბათუმის „ჩაიხანა N1“ კიდევ უფრო ცხელ დასვენებას გპირდებათ. სექტემბრის თვიდან თბილისის ფილიალში თქვენ დაგხვდებათ განახლებული დიზაინი, ამაღლებული კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, დახვეწილი მენიუ და გართობის მრავალსახეობა - ცოცხალი მუსიკა, დიჯეი სეტები და კარაოკე საღამოები. თქვენ უკვე იცით სად წახვიდეთ ნომერ პირველი სიამოვნების მისაღებად - „ჩაიხანა N1“ გელოდებათ. სექტემბერი 2016

31


ჯანსაღი საკვები ჯანსაღ ფასად! დიდი საბერძნეთი თბილისის ერთ პატარა წერტილში – GREEKPOINT

კახა ზუბიტაშვილი – მენეჯერი

32

სექტემბერი 2016


„GreekPoint-ის გახსნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ დაგვებადა. ჩვენი დირექტორი წარმოშობით ბერძენია. წლების მანძილზე დაგროვილი შეფ-მზარეულობის გამოცდილება საქართველოში ჩამოიტანა და ახლა უკვე პეკინის გამზ. 44ბ ნომერში შეგიძლიათ გაეცნოთ ჭეშმარიტ ბერძნულ სამზარეულოს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ხარისხია! ძირითადი ინგრედიენტები საბერძნეთიდან ჩამოგვაქვს და კერძების დამზადებისას მხოლოდ ზეითუნის ზეთს მოვიხმართ. ხორცი გრილზე იწვება. შესაბამისად, მისი ცხიმიანობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ბერძნული სამზარეულოს დაგემოვნება შეგიძლიათ ოფისიდან გაუსვლელადაც – ჩვენთან მოქმედებს ადგილზე მიტანის უფასო სერვისი.

GREEKPOINT-ის საფირმო ლანჩმენიუ: 1. (მეორე ფოტო - ლანჩის) ორი ჩიზბურგერი/კარტოფილი ფრის ერთი ულუფა/საფირმო სალათი GreekPoint და ერთი გაზირებული სასმელი. ღირებულება - 17 ლარი; 2. (მესამე ფოტო - ქლაბსენდვიჩის) GreekPoint-ში დამზადებული ქლაბსენდვიჩი გაგაკვირვებთ არა მხოლოდ გემოთი, არამედ ვიზუალური კუთხითაც. დატოსტერებული პურის ნაცვლად, დაგხვდებათ სპეციალური რეცეპტით გამომცხვარი ბერძნული პიტა. ქლაბსენდვიჩს მოყვება კარტოფილი ფრის ერთი ულუფა და ორი გაზირებული სასმელი. ამ ყველაფრის დაგემოვნებას თქვენ შეძლებთ 24 ლარად.

GreekPoint – The philosophy of eating (032) 215 75 85; თბილისი, პეკინის გამზ. 44ბ www.facebook.com/GreekPointGeorgia სექტემბერი 2016

33


34

სექტემბერი 2016


მარტივი მისახვედრია და სპეციალურ განათლებას სულაც არ საჭიროებს იმის ცოდნა, რომ ის, რაც ბუნებრივად შექმნილი და ცოცხალია, უფრო სასარგებლო და ჯანსაღია, ვიდრე ხელოვნურად გამოყვანილი, სრულიად გაუგებარი ნივთიერებებით გაჯერებული მზა პროდუქტი, რომელიც თვეობით და წლობითაც კი ინახება. იაპონელებიც კი, რომლებმაც ნუტრიციოლოგიაში წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწიეს, მიიჩნევენ, რომ მზა პროდუქტი ჯანმრთელობისთვის მიზანშეწონილი არ არის. გარდა საკვებისა, ბევრი ადამიანი, მათ შორის სელებრითები, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ.

ეკოლოგიურად სუფთა საკვები, ახლადდაწურული წვენები და უარი ნიკოტინზე – ეს არის ტენდენცია, რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მზარდი ტემპით იხსნება ისეთი დაწესებულებები, სადაც სტუმარს შეუძლია დასვენება ჯანსაღ გარემოში. საუბარი გვაქვს ისეთ კაფე-ბარებსა და რესტორნებზე, სადაც არსებობს სპეციალური ზონა არამწეველთათვის, ან სულაც, მოწევა აკრძალულია. ამ სტატიაში გაგაცნობთ თბილისის ცენტრში მდებარე ადგილს, სადაც პირველი ვიზიტისთანავე, შეგეცვლებათ ტრადიციული წარმოდგენა ტრადიციულ კაფე-ბარებზე.

სექტემბერი 2016

35


მსოფლიოს 35 ქვეყანაში მომხმარებლების რჩეული იტალიური ბრენდი ci gusta! უკვე საქართველოშია! ci gusta!-ს ნაყინი, ყავა, დესერტები, პიცა პანკროკინო, სალათები, იტალიური წვნიანები, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კვების პროდუქტია, რომელიც კაფეს იტალიელი შეფმზარეულების მიერ შექმნილი რეცეპტებით მზადდება. ქართველი მომხმარებელი ამ იტალიური სამზარეულოს დაგემოვნებას „ბიბლუსი გალერეაში“ შეძლებს, რომელმაც ci gusta!-ს ექსკლუზიური ფრანჩაიზის უფლება მოიპოვა ამიერკავკასიის მასშტაბით. ჯანსაღი კვება პირდაპირ მოქმედებს ჩვენი სხეულის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე. თითოეული ადამიანის წარმატებას საფუძვლად უდევს განათლება... განათლების მიღების ძირითადი წყარო კი წიგნებია. განათლებისა და ჯანსაღი კვების უნიკალური სინთეზია ci gusta! რომელიც უკვე ბათუმშია – მ. აბაშიძის # 52/18 ხოლო თბილისში იტალიური სამზარეულოს დაგემოვნება შეგიძლიათ მისამართებზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის #7 და ვაჟა–ფშაველას #47. სექტემბრიდან ci gusta! გიმასპინძლებთ ორ ახალ ფილიალში: ქ. თბილისი, გლდანი, ხიზაბავრის #1, სავაჭრო ცენტრი City Mall და ქ. თელავში, მისამართზე: ერეკლე მეორეს გამზ. #10

იცხოვრე ჯანსაღად და იკითხე წიგნები „ჩი გუსტა!“-სთან ერთად!

ჩი გუსტა!–ში სეზონური სიახლეა რავიოლის 7 სახეობა 36

სექტემბერი 2016


LIVA უნიკალური ქართული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს საკვებ პროდუქტებს მხოლოდ ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით. პროდუქტი მზადდება გენმოდიფიცირებული კომპონენტების გარეშე, მხოლოდ ნატურალური მარცვლეულით და ფიტო ნედლეულით და არ შეიცავს ქიმიური დანამატებს. LIVA იყენებს სელის, ხორბლის, სიმინდის და წიწიბურას მარცვლებს, რომელიც მუშავდება და სუფთავდება ულტრაიისფერი სხივებით და იფქვება. დამუშავების ამ მეთოდის დამსახურებით მარცვლეული ინარჩუნებს ყველა სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - რკინას, მაგნიუმს, სელენიუმს, თუთიას. დამუშავების შემდგომ ეტაპზე, პროდუქტს სარგებლიანობისთვის, ემატება სხვადასხვა ნატურალური დანამატები: ამარანტი, სპირულინა და სხვა ფიტო-კომპონენტები. LIVA-ს საწარმო მდებარეობს თბილისში. LIVA-ს ფაფებს აქვთ არა მხოლოდ გამაჯანსაღებელი, არამედ სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და სამკურნალო თვისებები.

8 დღიანი სელის დიეტა LIVA- სგან: საუზმე: 1 სუფრის კოვზი სელის ზეთი LIVA, 10 წუთის შემდეგ 1 სუფრის კოვზი სელის ფაფა (წონის კორექციისთვის გავაზავოთ 1 ჭიქა უცხიმო კეფირში) წახემსება: ვაშლი ან ფორთოხალი სადილი: მოხარშული თევზი, ბოსტნეულის და მწვანე სალათის ულუფა სელის მარცვლებით LIVA წახემსება: 0% ცხიმიანობის ხაჭო, 1 კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი სელის ფქვილი LIVA სეზამის მარცვლებით ვახშამი: ქათმის თეთრი ხორცი მოთუშული ბოსტნეულით ძილის წინ: 1 სუფრის კოვზი სელის ზეთი LIVA დღის განმავლობაში, კვებათა შორის შუალედებში, უნდა დალიოთ ოთახის ტემპერატურის წყალი, არანაკლებ 2.5 ლიტრი. სხვა დღეებში ჩაანაცვლეთ ვახშამი სელის ფაფით ან კოქტეილით - 1 ჭიქა კეფირს დამატებული 1/5 სუფრი კოვზი თაფლი, 1 მუჭა კენკრა და 1 სუფრის კოვზი სელის ფაფა LIVA ამარანტით.

LIVA -ს დიეტის მეშვეობით გარანტირებულია კვირაში 3-დან 5 კგ-მდე წონის კორექცია. ყველაზე გავრცელებული პროდუქტები LIVA-საგან: სელის ზეთი, გოგრის ზეთი, სელის მარცვლები, სელის ფაფა (წონის კორექციისთვის), სელის ფაფა ამარანტით, სელის ფაფა სეზამის მარცვლებით, კუმელი, კუმელი სპირულინით, შვრიის ფანტელები სელის ბოჭკოთი.

facebook: Liva Liva

ტელ: 571 715 700


2014 წელს საქართველოში გაიხსნა ჰოლანდიური ბრენდის - „სპარის“ პირველი ფილიალი. დღევანდელი მონაცემებით „სპარის“ 23 სუპერმარკეტი განთავსებულია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში. პროდუქციის და სერვისის ხარისხზე ორიენტირებული ბრენდი „სპარი“ გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და უფრო მეტიც გვთავაზობს საკუთარი ბრენდის ქვეშ წარმოებულ სასურსათო პროდუქციას. საქართველოში მდებარე სუპერმარკეტების ქსელ „სპარის“ ყველა ფილიალი მარაგდება სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ კი ჰოლანდიაში, ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ბელგიაში, შვეიცარიასა და პოლონეთში წარმოებული სამასზე მეტი სახეობის პროდუქციით, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ ბრენდის საერთაშორისო სტანდარტებს. სნექები, ბაკალეა, საკონდიტრო ნაწარმი, საყოფაცხოვრებო ქიმია, ჩაი, ყავა, კაკაო, მრავალი სახეობის ტკბილეული და სხვადასხვა სასმელები - ეს არის „სპარის“ საერთაშორისო ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქცია. პური, ნამცხვარი, ფუნთუშები, ღვეზელები, კომპოტები, სალათები - ამ ყველაფერს თქვენ სუპერმარკეტ „სპარის“ დახლებზე და ექსკლუზიურად OK! GASTRO BOOK-ში იხილავთ. ჩვენი გადამღები ჯგუფი ეწვია საწარმოს სადაც მზადდება „სპარის“ პროდუქცია. მოდი, უშუალოდ პრუდუქციაზე ვისაუბროთ. პირველ რიგში, ზაფხულის ცხელ დღეებში ჩვენი ყურადღება მიიქცია ცოცხალი ხილისგან დამზადებულმა კომპოტებმა. ხილის ასორტიმენტი სეზონურად იცვლება. სპარის ქვე-ბრენდი „გაამოთ“ საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს: ბანანის, ვაშლის, ატმის, ანანასის, ფორთოხლის და კივის გამაგრილებელ კომპოტებს. „გაამოთ“ ბრენდით თქვენ ასევე შეძლებთ 38

სექტემბერი 2016


უგემრიელესი სალათების, სენდვიჩებისა და დესერტების დაგემოვნებას. წარმოებაში ორასამდე ადამიანი მუშაობს და მზარეულთან მისვლამდე პროდუქცია ორ ძირითად შემოწმებას გადის, ეს გახლავთ სპეციალური ლაბორატორია და „სპარის“ ხარისხის მენეჯერების მიერ პროდუქტის შესწავლა. მხოლოდ ხარისხის და უვნებლობის დადასტურების შემდეგ ხდება ისეთი კერძების და ფუნთუშეულობის დამზადება, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ სუპერმარკეტ „სპარის“ საშუალებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წლის 17 მარტს „სპარის“ საწარმომ მიიღო ISO სერტიფიკატი. საწარმოში უახლესი იტალიური ტექნიკა გამოიყენება, რაც უადვილებს მზარეულებს მუშაობის პროცესს. აქ ხუთი სახეობის პური ცხვება: ბაგეტი, ტოსტის, ბატონი, სენდვიჩის და ჰოთ-დოგის პური. მათთვის ვისაც არა აქვს დროს სახლში საუზმის მომზადების, „სპარი“ გთავაზობთ გამზადებული სენდვიჩების მრავალსახეობას. მარხვის პერიოდში სუპერმაკეტი „სპარი“ განსხვავებულ მენიუს ადგენს. აქ შეძლებთ შეიძინოთ სამარხვო კექსები, ფუნთუშები, სოკოს ღვეზელები, ბოსტნეულის სალათები, მოკლედ რომ ვთქვათ - „სპარი“ ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე. ფოტოსესიის დროს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - გუნდურობა არის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. „სპარის“ წარმოებაში მომუშავე პერსონალი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით. ღიმილიანი სახეებით მომუშავე მზარეულები, დიდი სიყვარულით ქმნიან იმ პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ვენდობით და სიამოვნებით მივირთმევთ. „სპარ საქართველოს“ მიზანია მომხმარებელს შევთავაზოს უკეთესი სავაჭრო ადგილი, უკეთესი პროდუქცია და ინდივიდუალური, მასზე მორგებული მომსახურება. სექტემბერი 2016

39


GASTRO BOOK - მსოფლიო

ემი-ბეტ ელისი „საჭმლის მომზადება და ცხობა დაახლოებით სამი წლის ასაკიდან დავიწყე“ „ჩემს პირველ წიგნს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. წიგნის წერა 14 წლის ასაკში დავიწყე“.

გავესაუბროთ 18 წლის ემი-ბეტ ელისს – ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა მცხობელსა და კულინარიული წიგნის ავტორს, რომლის სადებიუტო წიგნი – „ემის ცხობის წელიწადი“ (Amy’s Baking Year) სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ჟურნალში OK! მას მუდმივი სვეტი აქვს. ემი-ბეტ ელისი მცირე ასაკიდანვე იყო გატაცებული ცხობით, ხოლო როცა გაიზარდა, სამზარეულოში საათებს ატარებდა და დედას ეხმარებოდა (რომელიც თავის მხრივ შესანიშნავი კულინარი გახლდათ) და მისგან ბევრ რამეს სწავლობდა. თავისუფალ დროს ემის კულინარიული წიგნების დეტალურად შესწავლა უყვარდა. კითხულობდა დიდი კულინარების წიგნებს, როგორებიცაა ნაიჯელა ლოუსონი, ჯეიმი ოლივერი და რეიმონდ ბლანკი (Nigella Lawson, Jamie Oliver and Raymond Blanc). მათგან შთაგონებას იღებდა და მრავალი ინგრედიენტით ექსპერიმენტებს ატარებდა, რათა საკუთარი რეცეპტები გამოეგონა. ამ ნიჭიერმა ბავშვმა 13 წლის ასაკში საკუთარი ნამცხვრების ბიზნესი შექმნა და „ზეპირი რეკლამა“ სწრაფად დაეხმარა ბევრი მიმდევარის გაჩენაში. მაგალითად, ისეთი სელებრითები, როგორებიცაა კეტრინ ჯენკინსი და პიქსი ლოტი (Katherine Jenkins, Pixie Lott) მის კმაყოფილ მომხმარებელთა სიაში არიან. 40

სექტემბერი 2016

თქვენი პირველი კულინარიული კონკურსი მაშინ მოიგეთ, როდესაც სულ რაღაც 5 წლის იყავით. ცხადია, თქვენი ცხობისადმი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მოდის. მოგვიყევით როგორც დაიწყო ყველაფერი – რას ჰგავდა ეს მოგზაურობა? ემი-ბეტ ელისი: „საჭმლის მომზადება და ცხობა დაახლოებით სამი წლის ასაკიდან დავიწყე, რა თქმა უნდა დედაჩემთან ერთად. ბავშვობიდანვე მიყვარდა სამზარეულოში მიხმარება, ჯანსაღ საკვებზე ვიზრდებოდი, დედა ყოველდღიურად ამზადებდა სხვადასხვა კერძს. ჩვენ ასევე ვამზადებდით და ვაცხობდით ყოველი განსაკუთრებული დღისთვის, ოჯახისთვის და მეგობრებისთვის კი გემრიელ საჩუქრებს ვაკეთებდით. შემდეგ უკვე დამოუკიდებლად მინდოდა კერძების მომზადებისა და ცხობის დაწყება და სხვადასხვა რეცეპტით ექსპერიმენტების ჩატარებას შევუდექი“. ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა მცხობელად და კულინარიული წიგნის ავტორად მიიჩნევით, რაც საკმაოდ დიდი მიღწევაა. როგორია ეს შეგრძნება? თავს ძალიან პრივილეგირებულად და მადლიერად ვგრძნობ, რადგან ასეთ ადრეულ ასაკში ჩემს მძიმე შრომასა და კულინარიისადმი სიყვარულს ასე აფასებენ. ვინ ან რამ შთაგაგონათ? ჩემი მთავარი შთაგონება დედაჩემია. საჭმლის მომზადება და ცხობა მან მასწავლა. ასევე დიდი თაყვანისმცემელი ვარ ნაიჯელა ლოუსონის, ინა გარტენის, ანტონიო კარლუჩიოს, რეიმონდ ბლანკისა და ჯეიმი ოლივერის (Nigella Lawson, Ina Garten, Antonio Carluccio, Raymond Blanc, Jamie Oliver), რომლებსაც ბავშვობაში ტელევიზორში ვუყურებდი და მათ ყველა კულინარიულ წიგნს ვაგროვებდი.



ასევე შთამაგონებს გარემო, ბუნება და წელიწადის დროთა ცვლილება, რადგან ქალაქგარეთ ვცხოვრობ. ყოველთვის მიყვარდა ყვავილები და სიამოვნებით ვიყენებ მათ ჩემს რეცეპტებში. ცოტა ხნის წინ თქვენი პირველი წიგნი გამოვიდა – „ემის ცხობის წელიწადი“ (Amy’s Baking Year). როგორი იყო წიგნზე მუშაობა და როგორი გამოხმაურება მოჰყვა მას? ჩემს პირველ წიგნს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. მისი წერა 14 წლის ასაკში დავიწყე და ორნახევარი წლის მანძილზე ვმუშაობდი. ვწერდი, ვასწორებდი და თითოეულ რეცეპტს თავიდან ვაკეთებდი, რათა სურათი გადამეღო მათთვის. ვარჩევდი ფერებსა და განლაგებას ჩემი წიგნისთვის. როცა ამ წიგნს ვწერდი თან სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ვცდილობდი საშინაო დავალებები დასვენების დღეებში მომემზადებინა და სასკოლო დღესასწაულების დროს მემეცადინა, რათა გაკვეთილებს არ ჩამოვრჩენოდი. თქვენ ბევრი სელებრითის რჩეული მცხობელი გახდით. თუ გაქვთ უფლება, რომ თქვენს რამდენიმე ცნობილ კლიენტსა და მათთვის მომზადებული შეკვეთების შესახებ მოგვიყვეთ? კექსები გამომიცხვია Big Brother-თვის, სერ ბობ გელდოფისთვის (Sir Bob Geldof), რომელიც Live Aid-ის 30 წლის იუბილეს აღნიშნავდა, კეტრინ ჯენკინსისთვის (Katherine Jenkins), რომელსაც პატარაობიდანვე ვაღმერთებდი, რადგან ჩემი მეორე გატაცება სიმღერაა. მომავალში კულინარიის ხელოვნების ხარისხის მიღებას ხომ არ აპირებთ? კულინარიის შესწავლას Le Cordon Bleu-ში ვფიქრობ, პარიზში ან ლონდონში. მაგრამ ვიმედოვნებ კულინარიული წიგნების წერას კვლავაც გავაგრძელებ და ერთ მშვენიერ დღესაც ტელევიზიით გამოვალ და ჩემი რეცეპტების მიხედვით სხვადასხვა კერძს მოვამზადებ. თქვენთვის ყველაზე განსაკუთრებული კერძი რომელია? და რომელ ინგრედიენტებთან უფრო გიყვართ მუშაობა? საკმაოდ ბევრი კერძია, რომლის მომზადება ძალიან მხიბლავს. ადგილობრივი, ახალი და სეზონური ინგრედიენტების გამოყენება ძალიან მიყვარს. საკმაოდ ჯანსაღად ვიკვებები – წვნიანებსა და სალათებს ვამზადებ, რათა კვირის განმავლობაში ვისიამოვნო. ჩემ მიერ მომზადებული ტკბილეულით სიამოვნებას მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში ვიღებთ. სად ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ? ხუთი წლის შემდეგ, იმედი მაქვს ჩემი მეორე წიგნი მსოფლიო მასშტაბით იქნება გამოსული, ტელევიზიით გამოვალ და საკუთარი რეცეპტების მიხედვით სხვადასხვა კერძს მოვამზადებ.

ინტერვიუ: SARA AMIR TURAB ALI ფოტოგრაფი: JOSEPH SINCLAIR

42

სექტემბერი 2016



ბებიას ნამცხვარი „ვიქტორია“

ინგრედიენტები: • 275 გრ (10 უნცია) კარაქი, დამატებით ფორმების გაცხიმიანებისთვის • 275 გრ (10 უნცია) შაქრის პუდრი • 275 გრ (10 უნცია) „თვითგამფუებელი“ ფქვილი (არქონის შემთხვევაში ჩვეულებრივ ფქვილს დაუმატეთ სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი და ¼ სუფრის კოვზი მარილი). • 5 ც. კვერცხი.

შიგთავსისთვის საჭიროა: • 110 გრ (4 უნცია) კარაქი • 225 გრ (8 უნცია) შაქრის პუდრი, პლუს – დამატებით ზემოდან მოსაყრელად • 1 სუფრის კოვზი რძე • 1 სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი • მაღაზიაში ნაყიდი ან შინ მომზადებული მარწყვის ჯემი

44

სექტემბერი 2016



ნადია ჰუსეინი პოპულარული წიგნის „ნადიას სამზარეულო“ ავტორი უგემრიელეს საოჯახო რეცეპტს გვიზიარებს სანელებლებიანი ორცხობილა სილაბაბის სოუსით მომზადების დრო: 40 წთ; რაოდენობა 30 ც.

ინგრედიენტები: ბისკოტისთვის საჭიროა: • 350 გრ პურის ფქვილი, პლუს ზედმეტი გაბრტყელების დროს მოსაყრელად • 2 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი • 2 სუფრის კოვზი შერეული სანელებლები • 250 გრ ოქროსფერი შაქრის პუდრი • 1 ც. ფორთოხლის ცედრა • 85 გრ მოცხარი • 85 გრ ხმელი მოცვი • 50 გრ მაკადამიას კაკალი, მსხვილად დაჭრილი • 50 გრ ფესტი, მსხვილად დაჭრილი • 3 მოზრდილი კვერცხი, ათქვეფილი სილაბაბის სოუსისთვის: • 300 მლ ათქვეფილი ნაღები • 50 გრ შაქრის პუდრი • 2 ფორთოხლის ცედრა • ნახევარი ფორთოხლის წვენი • 4 სუფრის კოვზი მოუხდელი რძე შენიშვნა: ეს ხრაშუნა, შებრაწული ნამცხვრები საკმაოდ ჯანსაღია და დიდხანსაც ძლებს. ეს ყველაფერი უფრო საოცარს ხდის მას 46

სექტემბერი 2016

სოუსში ჩაწობის დროს. რეცეპტში არსებული ხილი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ნებისმიერი სხვა გამხმარი ხილით, რომელიც შინ მოგვეძებნება. მათი ჩუქებაც კი შეიძლება, რადგან ძალიან კარგად გამოიყურება ქილაში. როცა სტუმრები გყავთ, ან როცა უბრალოდ რაიმე გემრიელი გინდათ, სილაბაბის სოუსი უბრალოდ ერთ-ერთი მშვენიერი ხერხია ორცხობილების ლამაზად წარსადგენად. ბისკოტის მოსამზადებლად საჭიროა: 1. გაზქურა გაახურეთ (180°C/fan 160°C/გაზი 4), გაშალეთ 2 ც. საცხობი ფურცელი და პერგამენტის ქაღალდი ან სილიკონის დასაფენები. 2. თასში ჩაყარეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, შერეული სანელებლები, შაქარი და მოურიეთ. 3. ახლა დაამატეთ ფორთოხლის ცედრა, მოცხარი, მოცვი, მაკადამიას კაკალი, ფესტი, და ყველაფერი სწრაფად აურიეთ. ათქვეფილი კვერცხი დაუმატეთ


და მიღებული მასა ხელით მოზილეთ. 4. ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ და ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. დაახლოებით 10 სმ-ის სიგანეზე გააბრტყელეთ და თითოეული საცხობ ქაღალდზე მოათავსეთ. 5. 35-40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ – ვიდრე ცომი არ აიწევა და გამყარდება, თუმცა იგი ჯერ კიდევ უფერულად უნდა გამოიყურებოდეს. 6. გაზქურიდან გამოიღეთ და საცხობ ქაღალდებზე დატოვეთ. გაზქურას დაუწიეთ (140°C/fan 120°C). 7. პურის დანა გამოიყენეთ და დაახლოებით 1 სმ სიგანის დიაგონალური ნაჭრები დაჭერით. შემდეგ ისინი საცხობ ქაღალდზე დააწყეთ და 25-30 წუთი გამოაცხვეთ – ვიდრე მშრალს და ოქროსფერს არ მიიღებთ. ცხობას შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს – უბრალოდ გააგრძელეთ გასინჯვა, სანამ ნამცხვრები ძალიან მშრალი არ გახდება. 8. ორცხობილა გასაგრილებლად გისოსებიან მაყალზე დატოვეთ. სილაბაბის სოუსის მოსამზადებლად საჭიროა: 1. ნაღები და შაქარი იქამდე თქვიფეთ, სანამ ნაზ „მწვერვალებს“ არ გაიკეთებს. 2. ფორთოხლის ცედრა და წვენი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3. რძე ნელ-ნელა დაუმატეთ, რადგან მიღებულმა მასამ უნდა „დაისვენოს“ და სოუსის კონსისტენცია მიიღოს. 4. სოუსიანი თასი ორცხობილა ახლოს მოათავსეთ. შეგიძლიათ მიირთვათ. „ნადიას სამზარეულო“ ნადია ჰუსეინის მიერ (Penguin, £20 სქელყდიანი), ფოტოგრაფი: Holly Pickering (ჰოლი პიკერინგი), უკვე გაყიდვაშია.

სექტემბერი 2016

47


ჯოსი გიბსონი ვარსკვლავი, რომელმაც გასულ წელს 32 კგ დაიკლო, გვიზიარებს რეცეპტს თავისი ახალი კულინარიული წიგნიდან

გამომცხვარი ავოკადო ორი ულუფა გაახურეთ გაზქურა (180˚C/fan 160˚C/გაზი ნიშანი 4), ავოკადო შუაში გაჭერით და კურკა მოაშორეთ. ავოკადოს ნაჭრებიდან 2 სუფრის კოვზი შიგთავსი ამოიღეთ – ისე, რომ კვერცხი თავისუფლად მოთავსდეს ცენტრში. ავოკადოს ნაჭრები მოათავსეთ პატარა გამოსაცხობ ჭურჭელში. დარწმუნდით, რომ ისინი მჭიდროდაა ჩაწყობილი.

ინგრედიენტები: • 1 მწიფე ავოკადო • 2 ახალი კვერცხი • 1 მწიკვი პილპილი • ½ სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი

დაუმატეტ თითო კვერცხი თითოეულ ავოკადოს ნაჭერში. უპირველესად, მოათავსეთ კვერცხის გული, შემდეგ კი დარჩენილი ადგილი ცილით შეავსეთ. მოათავსეთ ჭურჭელი გაზქურაში და გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში (ცხობის დრო დამოკიდებულია კვერცხებისა და ავოკადოს ზომაზე). უბრალოდ დარწმუნდით, რომ კვერცხის ცილას საკმაო დრო აქვს მოსამზადებლად. გაზქურიდან გამოიღეთ. მოაყარეთ პილპილი და მწვანე ხახვი.

48

სექტემბერი 2016


გაგისინჯავთ ნამდვილი მთიულური ხინკალი თბილისში? თუ არა, მობრძანდით რესტორან ბეღურაში, სადაც მოფუსფუსე ფასანაურელი ნიაზი ბებო ისეთ ხინკალს მოგიხვევთ და მოგიხარშავთ, რომ ხინკლის უნახავს გაგხდით და ეს ყველაფერი შეშაზე, ტრადიციული ოჯახური წესით.

რესტორანი ბეღურა ასევე გთავაზობთ ყველასათვის ცნობილი ესპანელი მზარეულის მანუელ ფაუნდეს ბარანდას მიერ მომზადებულ უგემრიელეს ქართულევროპულ კერძებს.

მისამართი: კოსტავას 37ა, ვერის ბაღი, ჭადრაკის სასახლე Facebook: Restaurant Begura E-mail: info@begura.ge Tel: 595 00 77 44


ტონია ბაქსტონი ბერძენ-კვიპროსელი ტელეწამყვანი გვიზიარებს რეცეპტს თავისი წიგნიდან THE REAL GREEK თბილი ხალუმი და ატმის სალათი ძირითადი კერძის შემთხვევაში 2 ულუფა, აპეტაიზერის შემთხვევაში – 6 პორცია

ინგრედიენტები: • 3 ც. მწიფე, მკვრივი ატამი, შუაში გაჭრილი და კურკაგამოცლილი • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი • 250 გრ ყველი ხალუმი (თხის ყველი) • 3 ც. წითელი ვარდკაჭაჭა (chicory), ფესვებიანი, ოთხად გაჭრილი • 1 კონა მწვანე ხახვი, გასუფთავებული და დაჭრილი შესაკმაზად საჭიროა: • 1 წ. ჩილი, თესლგამოცლილი, წვრილად დაჭრილი • 1/2 კონა ახალი ქინძი, წვრილად დაჭრილი • 5 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი • 3 სუფრის კოვზი სუფთა ბერძნული თაფლი ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სალათია – განსაკუთრებით მაშინ, როცა შემიძლია ჩემი ხელით ავარჩიო სახლში მოყვანილი, ხმელთაშუა ზღვის მზის ქვეშ დამწიფებული ატმები, რომლებიც უნაკლოდ გამოიყურება. ხალუმის მარილიანობა ამ ხილის სიტკბოს ძალიან უხდება. ხანდახან ვარდკაჭაჭას ნაცვლად კამასაც ვიყენებ... 1. უპირველესად ვამზადებთ შესაკმაზს. ყველა ინგრედიენტი დიდთავსახურიან ჯემის ქილაში მოვათავსოთ და შევანჯღრიოთ, რათა ყველაფერი კარგად შეერიოს ერთმანეთს. 2. ატმების ნახევრები 5-5 ცალ „ნახევარმთვარეებად“ 50

სექტემბერი 2016

დაჭერით, ყველი კი 1 სმ-იან ნაჭრებად. ნახევარი ზეთის ჩასხმის შემდეგ ტაფა კარგად გაახურეთ და ხალუმი თითო მხარეს 3-4 წუთის განმავლობაში შეწვით, ან იქამდე სანამ ოქროსფრად არ შეიბრაწება. ტაფიდან გადმოაწყვეთ და თბილად შეინახეთ. 3. ვარდკაჭაჭა და ხახვი ცხელ ზეთს დაუმატეთ, 1-2 წთ თუშეთ და როცა ცოტა შეფერადდება და ფოთლებიც დარბილდება, გადაიტანეთ თეფშებზე. 4. დარჩენილი ზეთი ტაფაზე დაამატეთ და ატმები 1 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე შეწვით, ხილი უბრალოდ უნდა დარბილდეს და ცოტათი ფერი შეიცვალოს. 5. ახლა კი ყველა გამზადებული ინგრედიენტი დიდ თეფშზე ნაზად აურიეთ და შეკმაზეთ. მიირთვით ხრაშუნა პურთან ერთად.


ადგილი სადაც, ყოველთვის გელიან. თბილისში განთქმული უგემრიელესი ქაბაბი, ხინკალი მწვადი და ქართული სამზარეულოს სხვა შედევრები

ნის ა ტ ი მ ზე ლ ი გ 2 23 ად 8 5 2 2 სი ი ვ რ ე ს მის: თამარაშვილის1 შესახვევი N19 | www.begeli.com.ge | mail: begeli10@mail.ru ტელ: (+995 32) 2-25-82-24; (+995 32) 2-25-82-23


პინგ კუმბსი MASTERCHEF-ის გამარჯვებული გვიზიარებს რეცეპტს თავისი წიგნიდან „მალაიზია“ ქათამი ბრინჯით თიხის ქოთანში ორი ულუფა

ინგრედიენტები: • 3 ც. მშრალი სოკო შიტაკი • 150 გრ. ძვალგამოცლილი ქათმის ბარკალი, დაჭრილი • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი • 10 გრ. ახალი ჯანჯაფილის ფესვები, გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი • 2 კბილი ნიორი, წვრილად დაჭრილი • 1 ც. ჩინური სოსისი (lap cheong), დაჭრილი • 4 სუფრის კოვზი ტკბილი სოიოს სოუსი • 1 სუფრის კოვზი მსუბუქი სოიოს სოუსი • 3 სუფრის კოვზი წყალი • 200 გრ. ბრინჯი ჟასმინი • ორთქლზე მომზადებული ჩინური კომბოსტო (bok choy), (დაუმატეთ სურვილისამებრ). • წიწაკა ჩილი „ჩიტის თვალი“ (Bird’s-eye), და სოიოში ჩაწყობილი და მაღალ ცეცხლზე მოთუშული სალათის ფურცლები (დაუმატეთ სურვილისამებრ). მარინადისთვის: • ½ სუფრის კოვზი მსუბუქი სოიოს სოუსი • შაქრის პუდრის მოზრდილი მწიკვი • ½ სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი 52

სექტემბერი 2016

საოცარი სანახავია, თუ როგორ ამზადებენ ამ კერძს ქუჩის მოვაჭრეები. ეს სრულიად ახალ დონეა, რადგან იგი რამდენიმე რამის ერთდროულად კეთებას მოითხოვს. როცა შეკვეთების მიღება იწყება, მათ 10-12 ნახშირის ღუმელი ერთდროულად აქვთ ჩართული, რომელთა ზედაპირზე ბრინჯიანი თიხის ქოთნებია მოთავსებული. როდესაც ბრინჯი და ქათამი მზადაა, ბრინჯის გარე ფენა თითქმის დამწვარივით


გამოიყურება, რაც კერძს შებოლილის ეფექტს სძენს. თუ თიხის ქოთანს პირველად იყენებთ, მოხმარებამდე გარკვეული დროით წყალში გააჩერეთ. ქოთნის არ ქონის შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერი თავსახურიანი ჭურჭელი გამოიყენოთ. მშრალი სოკო შიტაკი მოათავსეთ თასში, დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ დაახლოებით 2 საათი, რათა სითხე შეიწოვოს. თუ გსურთ, შეგიძლიათ ეს პროცესი დააჩქაროთ და ცივი წყლის ნაცვლად სოკოს მდუღარე წყალი დაასხათ. შემდეგ სითხე გადაღვარეთ და სოკო გაწურეთ, რათა ზედმეტი სითხე მოშორდეს, მოაჭერით სოკოებს ფეხები და გადაყარეთ. სოკოები ოთხ ნაწილად დაჭერით და დროებით გვერდით გადადეთ. ამასობაში, ქათამი თასში მოათავსეთ და მარინადის ინგრედიენტები დაუმატეთ. შემდეგ მოურიეთ და ოთახის ტემპერატურაზე ქათამი მარინადში მინიმუმ 20 წუთით გააჩერეთ, ან დატოვეთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში (გადაფარებული). ზეთმოსხმული ტაფა გაახურეთ, დაამატეთ

ჯანჯაფილი, ნიორი, და შეწვით, ვიდრე არომატს არ იგრძნობთ. შემდეგ დაჭრილი სოსისი დაუმატეთ და კიდევ წუთი აცალეთ წვა. დაამატეთ მარინადიანი ქათამი, სოკო და დაიცადეთ სანამ ქათამი ფერს შეიცვლის. ამის შემდეგ ტკბილი სოიოს სოუსის ნახევარი და მთელი წყალი დაამატეთ. დაელოდეთ კიდევ 2 წუთი (ქათამი თითქმის ბოლომდე მზად უნდა იყოს). ბრინჯი ცივ წყალში გარეცხეთ და გადაწურეთ, გაიმეორეთ იგივე კიდევ ორჯერ. ეს დაგეხმარებათ ზედმეტი სახამებელის მოშორებაში. ეს ბრინჯი თიხის ქოთანში მოათავსეთ, დაასხით წყალი, სითხის რაოდენობა ბრინჯის ზემოთ დაახლოებით 2,5 სმ უნდა იყოს. მიიყვანეთ კერძი ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე, შემდეგ კი გააგრძელეთ მომზადება დაბალ ცეცხლზე. დაახლოებით 10 წუთში, მას შემდეგ რაც ბრინჯი თითქმის მთელ სითხეს შეიწოვს, ქათამი ბრინჯის ზემოთ მოათავსეთ და ქოთანს თავსახური დაახურეთ. დაბალ ცეცხლზე მზადება გააგრძელეთ კიდევ 10-13 წუთის განმავლობაში. ქოთნის ფსკერზე დაგროვილი ბრინჯი შეიბრაწება. მიირთვით წიწაკა ჩილისთან და სოიოს სოუსიან სალათის ფურცლებთან ერთად.

სექტემბერი 2016

53


პოლ ჰოლივუდი BBC-ზე GOOD FOOD SHOW-ში გამოჩენამდე, ტელევარსკვლავი საოცარი ბრიტანული ცომეულის რეცეპტს გვიზიარებს

კორნუელის ღვეზელები 5 ულუფა

ინგრედიენტები: ცომისთვის საჭიროა: • 450 გრ პურის ფქვილი • ½ სუფრის კოვზი მარილი • 115 გრ ცივი ღორის ქონი, კუბებად დაჭრილი • 75 გრ ცივი უმარილო კარაქი, კუბებად დაჭრილი • დაახლოებით 90 მლ ყინულივით ცივი წყალი • 1 კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი, ცომზე გადასასმელად შიგთავსისთვის საჭიროა: • 1 ც. მოზრდილი ხახვი • 120 გრ ყვითელი თალგამი (შვედური თალგამი) • 1 ც. მოზრდილი კარტოფილი, როგორებიცაა „მეფე ედვარდი“ ან „მარის ფაიფერი“ (King Edward ან Maris Piper) • 400 გრ საქონლის ხორცი • 50 გრ კარაქი • მარილი და პილპილი მოწყობილობა: • 24 სმ მოცულობის თეფში, ზომის დარეგულირებისთვის. 54

სექტემბერი 2016

ეს არის ორიგინალური კერძი, რომელსაც კორნუელის კალის მაღაროელები და ფერმებში მომუშავე ხალხი მიირთმევდა. ცომეული ნოყიერი უნდა ყოფილიყო. მაშინ საკმაოდ გავრცელებული იყო ცომეული, რომელსაც ერთ მხარეს მარილიანი შიგთავსი ჰქონდა, ხოლო მეორე მხარეს – ტკბილი. ეს სტატუსს იცავდა და კორნუელში უნდა ყოფილიყო დამზადებული. ბოსტნეული წვრილად უნდა იყოს დაჭრილი – ამგვარად იგი თითქმის ადნება ხორცს. ცომის მჭიდროდ დახურვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მითხრეს, რომ 21 წლის უნდა იყო, რათა ღვეზელის სწორად მომზადება შეძლო. 1. ცომის მოსამზადებლად ფქვილი და მარილი აურიეთ დიდ თასში, დაუმატეთ ღორის ქონი, კარაქი, და ხელით მოზილეთ, ვიდრე მასა პურის ნაფხვენებს არ დაემსგავსება. ნელ-ნელა დაამატეთ წყალი, რათა


საკმაოდ მყარი ცომი გამოვიდეს; შემდეგ ცოტა ხანი მოზილეთ, სანამ ერთიანი გლუვი მასა არ გახდება. დააგორგოლავეთ და ცელოფანში გაახვიეთ; გააგრილეთ მინიმუმ 30 წუთი. 2. შიგთავსისთვის ხახვი წვრილად დაჭერით; თალგამი და კარტოფილი პატარა და წვრილ ზოლებად დაჭერით, თითოეული ცალ-ცალკე მოათავსეთ. საქონლის ხორცი პატარა და თხელ ნაჭრებად დაჭერით და ხუთ ნაწილად გაყავით. 3. გაზქურა გაახურეთ (200°C/გაზი 6), ცომი ხუთ თანაბარ ნაწილად გაყავით. ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ, 3 მმ სისქეზე, და 24 სმ-ის რგოლი გამოჭერით; დაიხმარეთ წინასწარ გამზადებული თეფში.

საქონლის ხორცი და დაამატეთ ხახვის ბოლო ფენა. 5. ცომს, დატოვებულ საზღვარზე, ოდნავ გათქვეფილი კვერცხი წაუსვით, შემდეგ დაახურეთ მას თავისი მეორე ნახევარი; დარწმუნდით, რომ კიდეები ერთმანეთს ემთხვევა. კარგად შეატყუპეთ შესაკრავი ადგილი და ასე ვთქვათ „დაჩქმიტეთ“ მთელ სიგრძეზე. 6. დარჩენილი ცომის რგოლებიც იგივენაირად შეავსეთ და გადაკეცეთ. შემდეგ ორ საცხობ მაყალზე მოათავსეთ და თითოეულ ცომის რგოლს ორი პატარა ნაჩხვლეტი გაუკეთეთ შუაში. ცომს ზემოდან ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით. გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუწიეთ გაზქურას (160°C/გაზი 3) და კიდევ 30 წუთი გააჩერეთ. უკეთესია მიირთვათ ცხელ-ცხელი.

4. ცომის ერთ ნახევარზე მოაყარეთ ცოტაოდენი თალგამი, გარშემო 1 სმ-ის ზომის საზღვარი დაუტოვეთ. დაუმატეთ იგივე რაოდენობის კარტოფილი, ცოტა მარილი, პილპილი, და ხახვი. გაიმეორეთ თალგამისა და კარტოფილის ფენები, შეანელეთ გემოვნებით. შეამოწმეთ რომ ცომი კარგად იხურება, შემდეგ დაამატეთ

სექტემბერი 2016

55


მერი ბერი საყვარელი BAKE OFF-ის მსაჯი გვიზიარებს შესანიშნავი დესერტის რეცეპტს თავისი წიგნიდან, „ერთი ნაბიჯით წინ“ ჟოლოს ღვთაებრივი სუფლე 4-6 ულუფა

ინგრედიენტები: • კარაქი • 300 გრ გაყინული ჟოლო • 1 სავსე სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი • 3 სუფრის კოვზი ჟოლოს კრემი (Creme de Framboise) ან ღოღნაშოს ჯემი • 3 კვერცხის ცილა ეს არის სუფლე, რომლის მომზადება წინასწარ შეიძლება, ხოლო შემდეგ გამოაცხობთ და მიირთმევთ. ძალიან სწრაფი გასაკეთებელია, მალე მზადდება და საოცარი გემო აქვს! წაუსვით კარაქი 6 ც. ფორმის შიგნით (ზომა 1). ჟოლო ქვაბში მოათავსეთ და ნელ-ნელა მოუმატეთ ცეცხლს, რათა დაადნოთ. შემდეგ კი წამოადუღეთ. პატარა თასში ან ჭიქაში მოთავსებულ ჟოლოს კრემს (Creme de Framboise) შეურიეთ სიმინდის ფქვილი. მიღებული მასა დაასხით ჟოლოს და სწრაფად ურიეთ. დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში ადუღეთ, შემდეგ მიღებული მასა გაწურეთ. რაც შეიძლება მეტი ჟოლო უნდა გადაყვეს. გააციეთ. კვერცხის ცილა ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე, სანამ მასა არ გამყარდება. გააგრძელეთ იგივე სიჩქარეზე თქვეფა, ნელ-ნელა დაამატეთ შაქრის პუდრი, თითო-თითო ჩაის კოვზი – ვიდრე მასა მყარი და მბზინავი არ გახდება. ჟოლოს პიურე 3 კვერცხის ცილას დაასხით და ფრთხილად ურიეთ, სანამ ერთიანი მასა არ გახდება. 56

სექტემბერი 2016

ეცადეთ კვერცხის ცილიდან ჰაერი არ გამოვიდეს. მიღებული მასა ჩაასხით მომზადებულ ფორმებში და თავები გადაუსწორეთ. შენიშვნა: ამ ეტაპამდე მიყვანილი სუფლეები შეიძლება მომზადდეს 2 საათით ადრე და მაცივარში შეინახოს, შემდეგ კი გამოცხვეს და შეგიძლიათ მიირთვათ მაშინვე. მათი გაყინვა არ შეიძლება. გაზქურა გაახურეთ (190˚C/170˚C fan/გაზი 5) და საცხობი ქაღალდი ისე გაახურეთ, რომ იგი ძალიან ცხელი იყოს. გამოცხობამდე სავსე ფორმებს შიდა მხარეს კიდეებზე წრიულად თითი მოუსვით – ეს დაეხმარება სუფლეს, რომ თანაბრად გაიზარდოს. ფორმები გახურებულ საცხობ ქაღალდზე მოათავსეთ და დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ, სანამ სუფლე კარგად არ ამოვა. მოაყარეთ შაქრის პუდრი და მიირთვით მაშინვე.


S ’ A M A BIG M ი რესტორან ძების რ ე კ ი ევროპულ როვან მრავალფე ა არჩევანს დ ოს ემ რ ა გ ო სასიამოვნ თ ბ ო ზ გთავა

მისამართი: დავით გამრეკელის 2. მობ: 599440110


ფერნი კოტონი ტელეწამყვანი და ორი შვილის დედა წარმოგვიდგენს ჯანსაღ რეცეპტს თავისი ახალი კულინარიული წიგნიდან ორაგულის „თითები“ და მწვანე ლობიო გამოდის 16 ც. „თითი“

ინგრედიენტები: • 300 გრ მწვანე ლობიო • 1 სუფრის კოვზი მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთი • 100 გრ სიმინდის ფქვილი • 250 გრ დაფხვნილი ორცხობილა გლუტენის გარეშე • 500 გრ ორაგულის ფილე, კანგაცლილი და დაჭრილი 16 ნაწილად 2x7 სმ-ის ზომის „თითებად“ • 2 კვერცხი, ათქვეფილი • 4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი • 1 ც. ლიმონი, „ნახევარმთვარეებად“ დაჭრილი • ზღვის მარილი და ახლადდაფქული შავი პილპილი • მაიონეზი როცა პატარა ვიყავი, თევზის „თითები“ ჩვენთვის ნამდვილად ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტი გახლდათ, მაგრამ შინ მომზადებული გაცილებით გემრიელი იყო, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი – და ყველამ კარგად იცოდა რაშიც იყო საქმე. შეგიძლიათ ქათმის ხორცითაც გააკეთოთ იგივე, ან გაამყაროთ „ტოფუ“ – თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული, შემდეგ კი საკუთარ ოჯახთან ერთად ისიამოვნოთ. 1. ქვაბში მარილიანი წყალი ჩაასხით და ცეცხლზე ადუღებამდე გააჩერეთ, მწვანე ლობიო დაუმატეთ და 3-4 წთ-ის განმავლობაში ხარშეთ. 58

სექტემბერი 2016

ბოლომდე უნდა მომზადდეს, მაგრამ ოდნავი სიმწარე მაინც დაუტოვეთ. გადაწურეთ, ზეითუნის ზეთში აურიეთ და პილპილითა და მარილით შეანელეთ. შეინახეთ სითბოში. 2. თასში აურიეთ სიმინდის ფქვილი, თითო ჩაის კოვზი მარილი და შავი პილპილი. დაფხვნილი ორცხობილა ცალკე თასში მოათავსეთ. ორაგულის „თითი“ ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ კვერცხში, და ბოლოს დაფხვნილ ორცხობილაში აგორავეთ, ვიდრე ყველა გვერდი თანაბრად არ დაიფარება. თეფშზე გადადეთ და დანარჩენ ორაგულის „თითებსაც“ იგივე გაუკეთეთ. 3. მზესუმზირის ზეთიანი ტაფა საშუალო ცეცხლზე გაახურეთ. შემდეგ ორაგულის „თითები“ დააწყეთ და თითო მხარეს 2-3 წუთის განმავლობაში შეწვით. საჭიროების შემთხვევაში შეწვით ნაწილ-ნაწილ, სანამ ხრაშუნა და ოქროსფერი არ გახდება. როცა დარწმუნდებით, რომ შიგნიდანაც მზადაა, გადმოიღეთ ცეცხლიდან და სამზარეულოს ქაღალდზე გადააწყვეთ, ზღვის მარილი მოაყარეთ, და კერძი მზადაა. მიირთვით მწვანე ლობიოსთან, ლიმონის ნაჭრებთან და მაიონეზთან ერთად.



ჯეიმს მარტინი დააგემოვნეთ მადისაღმძვრელი დესერტი BBC Good Food Show-ს შეფმზარეულისგან ყავის ეკლერები მოხარშული ცომით 12-14 ულუფა

ინგრედიენტები: მოხარშული ცომისთვის საჭიროა: • 250 მლ წყალი • 100 გრ ცივი კარაქი, პატარა კუბებად დაჭრილი • 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი • მწიკვი მარილი • 150 გრ პურის ფქვილი • 4 კვერცხი ვანილის კრემისთვის საჭიროა: • 1.2 ლიტრი ნაღები • 2 ც. ვანილის ღერო. გახლიჩეთ შუაში და თესლი გამოაცალეთ ყავის მინანქრისთვის საჭიროა: • 350 გრ შაქრის პუდრი • 3 სუფრის კოვზი წყალი • 2 სუფრის კოვზი Camp coffee-ის ესენცია მოწყობილობა: • სილიკონის ქაღალდი • საკონდიტრო ტომარა – დიდი, სტანდარტული პირით ეკლერი დიდებული დესერტია და იგი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს კულინარიულ რეპერტუარში. ჩემი რეცეპტი კი ძალიან გაგიადვილებთ მის მომზადებას. როდესაც მათი კრემით გავსების დრო მოვა, მთავარი „ეშმაკობა“ ის გახლავთ, რომ ეკლერებს ზემოდან ვავსებთ – არც ვჭრით და არც ნახვრეტებს ვუკეთებთ. ამგვარად, ყავის მინანქარი გადაფარავს და გაამყარებს ზედა მხარეს, ხოლო როდესაც 60

სექტემბერი 2016

ეკლერს ჩაკბეჩთ, კრემი მეორე მხრიდან არ გადმოვა. მოხარშული ცომის მომზადება ძალიან მიყვარს. ეს რეცეპტი მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც საფრანგეთის სამხრეთით Michelin-ის სამვარსკვლავიან რესტორანში ვმუშაობდი კონდიტერად, და მას შემდეგ ყოველთვის ამ რეცეპტს ვიყენებ. დარწმუნდით, რომ კარაქი, შაქარი, მარილი და წყალი ნელ-ნელა დუღდება. თუ ამას ძალიან სწრაფად გააკეთებთ, კარაქი დადნობას ვერ მოასწრებს და წყალიც ამოშრება. კარაქი პატარა კუბებად უნდა იყოს დაჭრილი. ისინი მანამდე დადნება, ვიდრე ფქვილს დაუმატებთ. ნამდვილი ხრაშუნა ტექსტურა რომ მიიღოთ, გამოცხობამდე, გაზქურაში გახურებულ მაყალზე ნახევარი ჭიქა ცივი წყალი დაასხით, 20 წუთის შემდეგ კი რამდენიმე წამით გაზქურის კარი გამოაღეთ, რათა ორთქლი მთლიანად გამოვიდეს. ეკლერის მოხარშული ცომისთვის საჭიროა: 1. გაზქურა გაახურეთ (180°C/350°F/გაზი ნიშანი 4), ხოლო ზედ საცხობი ფურცელი და სილიკონის ქაღალდი გაშალეთ. 2. ქვაბში წყალი ჩაასხით და დაუმატეთ კარაქი, შაქარი და მწიკვი მარილი. ადუღებამდე ნელა მიიყვანეთ და წუთით ადუღეთ. შემდეგ მთელი ფქვილი დაუმატეთ. 3. რამდენიმე წუთი აცადეთ მომზადება, შეუჩერებლად ურიეთ, სანამ ერთგვაროვანი და გლუვი მასა არ გახდება, და ქვაბის გვერდებიდან ადვილად არ ასძვრება. ეს მასა სილიკონის ფურცლიან მაყალზე გადმოიღეთ და 5 წთ გაგრილება აცადეთ. 4. გაგრილებული მასა მოათავსეთ სამზარეულოს


მიქსერში ან დიდ თასში და დაუმატეთ კვერცხი (სათითაოდ), შემდეგ დაახლოებით კიდევ 2 წთ-ის განმავლობაში გააგრძელეთ მოზელვა, სანამ მასა მბზინავი და გლუვი არ გახდება. 5. მასა იმ საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ, რომელსაც დიდი და სტანდარტული ზომის პირი ექნება დამაგრებული. გამზადებულ საცხობ ფურცელზე 10 სმ სიგრძის ეკლერები დასვით. 6. გაზქურაში 25-30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ, სანამ ოქროსფერი და ხრაშუნა არ გახდება. 7. გაზქურიდან გამოიღეთ და საცხობი მაყალიდან გისოსიან მაყალზე გადადეთ გასაგრილებლად. ყავის ეკლერებისთვის საჭიროა: 1. მოამზადეთ და გამოაცხვეთ ეკლერები მოხარშული ცომით ისე, როგორც ზემოთაა აღწერილი. 2. გაზქურა გაახურეთ (220°C/425°F/გაზი ნიშანი 7) და საცხობ მაყალს ცხიმი წაუსვით. 3. ვანილის კრემის მოსამზადებლად ნაღები მოზრდილ თასში ჩაასხით, ვანილის თესლი დაუმატეთ და ათქვიფეთ, ვიდრე მცირე „მწვერვალებს“ არ გაიკეთებს. 4. ყავის მინანქრის მოსამზადებლად საჭიროა შაქრის

პუდრა მოზრდილ თასში გაცრათ, დაამატოთ წყალი, ყავის ესენცია და ათქვიფოთ. 5. ბასრი დანის წვერი გამოიყენეთ და თითოეული ეკლერის მომრგვალებული ბოლო გახვრიტეთ. ეკლერები გვერდებზე დააწყვეთ და გაზქურაში 5 წუთით შეაბრუნეთ, რათა გამოშრეს და ხრაშუნა გახდეს. გაზქურიდან გამოიღეთ და გისოსებიან მაყალზე გააგრილეთ. 6. ბოლოს, ვანილის კრემი ეკლერში იმ საკონდიტრო ტომრით შეუშვით, რომელზეც 6 მმ-იანი სტანდარტული პირი იქნება დამაგრებული. ამის შემდეგ ეკლერები მინანქარში ჩააწეთ, მათი ზედაპირი თანაბრად უნდა დაიფაროს. მინანქრის გაშრობამდე ეკლერები გისოსებიან მაყალზე დატოვეთ.

Tel: 599 211-649; open: 9:30am.-midnight Inteligentsiacoffee3@yahoo.com


ტანია ბური მოდისა და სილამაზის ვიდეობლოგერი გვიზიარებს რეცეპტს თავისი პირველი კულინარიული წიგნიდან მაფინები რევანდითა და მოხარშული კრემით გამოდის 12 ც. მაფინი

ინგრედიენტები: • 300 გრ რევანდი (რუბარბი) • 35 გრ შაქრი პუდრი • 300 გრ „თვითგამფუებელი“ ფქვილი (არ ქონის შემთხვევაში, ჩვეულებრივ ფქვილს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი და ¼ სუფრის კოვზი მარილი) • 150 გრ ღია ყავისფერი მსუბუქი შაქარი • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი • 200 მლ უცხიმო ნაღები (buttermilk) • 1 ც. კვერცხი • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი • 100 მლ მზა მოხარშული კრემი დაგჭირდებათ: • 12-ფორმიანი მაფინების/კექსების საცხობი მაყალი. მომზადების დრო: • 20 წუთი. აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც რევანდიანი და მოხარშულკრემიანი მაფინების რეცეპტი მოვიფიქრე. რევანდის ნაჭრები მოხარშულ კრემთან ერთად ჩემი ყველა დროის ერთ-ერთი უსაყვარლესი „პუდინგია“, ასე რომ ამ ორი გემოს აღება და მათი ნაზ და ფუმფულა მაფინში მოთავსება ძალიან იოლი იყო. 1. გაზქურა გაახურეთ (180˚C/350˚F/გაზი ნიშანი 4). კექსების/მაფინების საცხობ მაყალზე ქაღალდის ფორმები მოათავსეთ. 62

სექტემბერი 2016

2. რევანდი გარეცხეთ და მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. შემდეგ პატარა ჭურჭელში ჩააწყეთ და შაქრის პუდრი მოაყარეთ. 15 წუთით გვერდით გადადეთ, რათა სიტკბო გაუჯდეს. 3. ფქვილი და შაქარი ერთმანეთში აურიეთ, შემდეგ კი დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი, უცხიმო ნაღები, კვერცხი და მცენარეული ზეთი. ეს ყველაფერი მსუბუქი მოზელვით გააერთიანეთ. შემდეგ რევანდის ნაჭრები დაამატეთ და ცომში კარგად გადაურიეთ. 12 ცალი რევანდის ნაჭერი მოსართავად შემოინახეთ. 4. თხელი ცომი მაფინების ფორმებში გადაანაწილეთ, შემდეგ თითოეულ მათგანს თავზე სავსე კოვზი მოხარშული კრემი დაადეთ. დარჩენილი ცომი თითოეულ ფორმაში ფრთხილად დაამატეთ, რათა კრემი მთლიანად გადაფაროს, შემდეგ კი ყველა მაფინის თავი გადანახული თითო რევანდის ნაჭრით დაამშვენეთ. 5. 25 წთ-ის განმავლობაში გამოაცხეთ. როცა მაფინი ამოვა და ოქროსფერი გახდება, გაზქურიდან გამოიღეთ და გასაგრილებლად გისოსებიან მაყალზე გადაიტანეთ.


წითელი ფერის გამორჩეული ტექნიკა! დაგეგმე მოგზაურობა და ფული არ გყოფნის?

სეს

ხი

10 წ

უთშ

ი5 0-დ ან

700

ლა

რამ დ

აირჩიეთ ფაკირის საოჯახო ტექნიკა და აქციეთ კულინარია სიამოვნებად! ფაკირის წითელი ფერის საოჯახო ტექნიკა, გამორჩეულ ხიბლს შესძენს თქვენს სამზარეულოს. მარტივად გამოყენებადი დახვეწილი ტექნიკის ხაზი, შექმნილია თანამედროვე ტექნოლოგიით და ესთეტიური დიზაინით.

Fakir Georgia

იკითხეთ ვესტელის მაღაზიებში ტელ.: (+995 32) 261 40 57

 +995 32 2050202

/CCLOAN

როცა ფული გჭირდება - W W W . C C L O A N . G E


სექტემბერი 2016, ფასი 3 ლარი

თბილისი ელიას მთა. სამების ტაძრის ეზო თბილისი ხიზანიშვილის # 17(გლდანი) თბილსი რაფიელ ერისთავის # 16 (მრგვალ ბაღთან)

www.okmagazine.ge

ბათუმი გოგებაშვილის # 12

GASTRO BOOK


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.