OK! TECHNO BOOK

Page 1

TECHNO BOOK



სარჩევი Techno News

უდიდესი, ეკონომიური, დასაკეცი... BOEING 777-9X „ბოინგმა“ ორძრავიან თვითმფრინავებს შორის უდიდესი – Boeing 777-9X-ს ძირითადი დიზაინი დაასრულა. თვითმფრინავს დიდი ფანჯრები, ფართო კაბინა და რაც მთავარია – გიგანტური, დასაკეცი ფრთები აქვს, რომლებიც გაშლილ მდგომარეობაში 71 მეტრს უტოლდება. უზარმაზარი ფრთები თვითმფრინავს დაფრენისას პილოტებისთვის პრობლემის ან დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად ეკეცება. მისი კაბინა Boeing 787 Dreamline-ის მსგავსია. დიდი სივრცე/ფანჯრები, მაღალი ჭერი, განათების ახალი სისტემა და მეტი ტენიანობა – ასე აღწერენ გიგანტური „ბოინგის“ შიდა ნაწილს. ამერიკული კომპანიის განცხადებით, ახალი თვითმფრინავი 15.185 კილომეტრის სიშორეზე დაფრინავს და ყველა კომერციულ ლაინერზე ნაკლები ხარჯი აქვს. „ბოინგის“ ახალი თვითმფრინავი, რომელსაც ავიაციით დაინტერესებულები სულმოუთქმელად

ელიან, 425 მგზავრს დაიტევს და 10%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ეკონომიურობას სწორედ მისი გიგანტური ფრთები უზრუნველყოფს. ფრთების ფართობის მომატება მისი აწევის შესაძლებლობასა და ფრენის სიშორეს ზრდის, რის შედეგადაც, საწვავის ხარჯი მცირდება. თვითმფრინავის ძრავი GE9X სპეციალურად „ბოინგის“ ამ მოდელისთვის, ეკონომიური მოხმარების მიზნით შექმნეს. მისი დიზაინი მართლაც შთამბეჭდავია. ისინი, ვისაც თვითმფრინავით მგზავრობის შიში აქვთ, განსაკუთრებით კომფორტული სავარძლებისა და დიდი სივრცის წყალობით, Boeing 777-9X-ში თავს ბევრად უკეთ იგრძნობენ, ვიდრე სხვა ლაინერებში. Boeing 777-9X-ის წარმოება 2017 წლიდან დაიწყება, შემკვეთებისთვის თვითმფრინავის მიწოდებას კი 2020 წლამდე უნდა დაველოდოთ.

ADOBE-მა ხმის ჩამწერი „ფოტოშოპი“ შექმნა ნა კომპანია Adobe ყოველწლიურად კონფერენციას სახელწოდებით Adobe MAX ატარებს, რომლის ფარგლებში ფართო საზოგადოებას წლის სიახლეებსა და აპლიკაციებს აცნობს. გასული კვირის ბოლოს კომპანიის ახალი პროექტის – VoCo-ს პრეზენტაცია შედგა, რომელიც აუდიოჩანაწერების რედაქტორს წარმოადგენს. მისი დახმარებით არა მარტო სიტყვების გადაადგილება, არამედ ფრაზებისა და წინადადებების ჩამატებაც გახდება შესაძლებელი, და თან, იმავე ადამიანის ხმით, ვისი ჩანაწერიც კორექტირდება.

10

6

AirSelfie – სელფის დრონი

FOLDIMATE FAMILY – რეცხავს, აუთოებს, კეცავს

წერილები, რომლებსაც Facebook-ზე აგზავნით, დაცულია მესამე მხარის მიერ „ცხვირის ჩაყოფისგან“ — კომპანიამ შიფრირების ახალი მახასიათებელი დანერგა, რომელსაც „საიდუმლო საუბარი“ უწოდა. დაშიფრული მიმოწერის წაკითხვა მხოლოდ გამგზავნსა და მიმღებს შეუძლია და ხშირ შემთხვევაში, მისი გაშიფვრა თავად Facebookსაც უჭირს.

სან-ფრანცისკოში, კომპანია FoldiMate-ში გამოიგონეს მანქანა FoldiMate Family, რომელიც ტანსაცმელს რეცხავს, აუთოებს და კეცავს კიდეც. მას ერთდროულად 15 ნივთის გარეცხვა და დაუთოება რამდენიმე წუთში შეუძლია.

AirSelfie არის რევოლუციური, პორტატული ჯიბის ზომის მფრინავი კამერა, რომელიც სმარტფონთანაა დაკავშირებული და ფოტოების უსაზღვრო რაოდენობის HDხარისხში გადაღების საშუალებას იძლევა. მას ოთხი ტურბოპროპელერის საშუალებით 20 მეტრამდე სიმაღლეზე აფრენა შეუძლია. ანტივიბრაციული ამორტიზატორი და კამერის 5 მეგაპიქსელი მაღალი ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს. 52-გრამიანი ულტრამსუბუქი კამერა ტელეფონის სპეციალურ შალითაში ინახება, სადაც მისი დამტენია მოთავსებული. შესაბამისად, კამერის ყველგან ტარება შესაძლებელია.

4

Facebook News

Facebook-ის შემთხვევაში, WhatsApp-ისგან განსხვავება ის არის, რომ დაშიფვრა არა საწყის რეჟიმში, არამედ არჩევით პარამეტრებში გამოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი წერილები მხოლოდ „საიდუმლო საუბრის“ ფუნქციის ხელით გააქტიურების შემდეგ დაიშიფრება. Facebook Messenger-ს თვეში 900 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და შესაბამისად, კომპანიის ეს ქმედება მომხმარებელთა პირადი უსაფრთხოებისკენ გადადგმული უზარმაზარი, გლობალური ნაბიჯია.

ზაფხულის მიწურულს, ის Facebook Messenger-ის ყველა მომხმარებლისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

FACEBOOK-ს შესაძლოა დაემატოს ახალი ფუნქცია, რომელიც აპლიკაცია SNAPCHAT-ს მსგავსი იქნება. სოციალური ქსელი აპირებს შექმნას დამატებითი აპლიკაცია, რომელიც FACEBOOK-ის მთავარი ფოტო/ვიდეო აპლიკაცია იქნება. მას ექნება SNAPCHAT-ისგან განსხვავებული ეფექტები, საერთო კი ის იქნება, რომ ფოტოები და ვიდეოები მხოლოდ 24 საათის განმავლობაში გამოჩნდება საჯაროდ, შემდეგ კი ის ავტომატურად წაიშლება. FACEBOOK-ს ზედა, მარცხენა კუთხეში დაემატება კამერის ღილაკი, საიდანაც მომხმარებელს აპლიკაციაზე გადასვლა შეეძლება.

მანქანის ფასია 700-850$ და გაყიდვაში 2018 წლიდან ჩაეშვება. კომპანიამ პირველი შეკვეთები უკვე მიიღო.

StartUp

გაიცანი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპერები

24

თუ ტექნოლოგიური სიახლეები არ გყოფნის და ფიქრობ, რომ შეიძლება სამყარო უფრო სწრაფად, უფრო კომფორტულად და ორიგინალურად განვითარდეს, იდეებით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უნდა მიაკითხო. ეს ის ადგილია, სადაც ფანტაზია რეალობად იქცევა და შეიძლება თვალის დახამხამებაში ნამდვილი სტარტაპერი გახდე. წაიკითხე 5 ჯგუფის იდეისა და პროდუქტის შესახებ, რომლებიც რამდენიმე თვის წინ მხოლოდ წარმოსახვა იყო, ახლა კი უკვე ნამდვილი ბიზნესია, რომელიც მომხმარებელს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს. ბორის ოსტაევი ჩვენი პროდუქტი, სახელწოდებით MART სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება: იარაღის მსგავსი სათამაშო მოწყობილობა, რომელშიც ჩვენი ტექნოლოგიაა ჩამონტაჟებული – მისი საშუალებით ტელეფონი მოწყობილობას უკავშირდება. ასევე ტელეფონში ჩაწერილია ჩვენი თამაში და მაგალითად, თუკი სასხლეტზე თითს გამოჰკრავთ,

ვირტუალური იარაღი გაისვრის. მესამე პლატფორმა კი იმას გულისხმობს, რომ ჩვენი ტექნოლოგია ე.წ. გასართობი და თამაშის მწარმოებელი ყველა კომპანიისთვის, მაგ. Marvel-ისთვის ხელმისაწვდომი იქნება. წარმოიდგინეთ, ბეტმენის მწარმოებელს სურს, რომ ამ სუპერგმირის მსგავსი სათამაშო იარაღი გააკეთოს, რომელიც ჩვენს ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. ისინი აიღებენ ჩვენს ლიცენზიას, რის შემდეგაც შეეძლებათ

16

22 სწრაფად და უახლოესი ტექნოლოგიის გამოყენებით გააუმჯობესონ კერძების მომზადების ხარისხი.

მაღალი ხარისხი, მეტი კომფორტი და დახვეწილი, თანამედროვე დიზაინი – ეს ის კომპონენტებია, რომელსაც „სერვისის ჯგუფი“ ტექნიკის სფეროში უპირობოდ აკმაყოფილებს. კომპანია, რომელიც 2006 წელს დაარსდა, სამზარეულოს დანადგარების მსოფლიოს წამყვან ბრენდთა ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

ერთ-ერთი ასეთი მასტერკლასი კი, Manitowoc Food Service-ის ბრენდის შეფმზარეულმა – პაველ დრუჟკინმა (რუსეთი) „სერვისის ჯგუფის“ შეფმზარეულ გიორგი ნინუასთან ერთად 17 ნოემბერს, პეკინის 34 ნომერში მდებარე „სერვისის ჯგუფის“ შოურუმში გამართა.

„სერვისის ჯგუფი“ გვთავაზობს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის (HO-RE-CA) საჭირო დანადგარებისა და მოწყობილობების იმპორტს, მონტაჟს და შემდგომ კალენდარულპროფილაქტიკურ მომსახურებას.

დაცვის კომპანია „ალგანი“ აპარატების იმპორტს, ხოლო მონტაჟი ძალიან სწრაფად და ოპერატიულად ხდება. ყველა სისტემა ინდივიდუალურად ერგება თქვენს სახლს, ოფისს, საქმიანობას და მოთხოვნებს. კომპანია შემდეგ სერვისებს გთავაზობთ:

თანამედროვე ცხოვრებაში დაცვის კომპანია დიდ როლს ასრულებს. თუ ოჯახის, სახლის, ავტომობილის, სამუშაო სივრცის ან სხვა ქონების უსაფრთხოება თქვენთვის მნიშვნელოვანია, დროა შემოთავაზებული სერვისების შესახებ მეტი შეიტყოთ და არჩევანი გააკეთოთ.

სიგნალიზაცია – დაცვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საშუალება, რომლის ცდომილება 0%-ია. თავდაპირველად ხდება ობიექტის შესწავლა, რისკების შეფასება და შესაბამისი აპარატურით აღჭურვა (იქნება ეს მოძრაობის, მსხვრევის, ვიბრაციის თუ სახანძრო დეტექტორები). ობიექტის სიგნალიზაციაზე აყვანის მომენტიდან თქვენი უძრავი/მოძრავი ქონების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის კომპანია

„ალგანი“ ქართულ ბაზარზე არსებულ დაცვის კომპანიებს შორის ლიდერი კომპანიაა. ამ პოზიციას ხარისხი და 12-წლიანი სამუშაო გამოცდილება განაპირობებს. კომპანიის კლიენტების სია საკმაოდ ვრცელია. „ალგანი“ მომხმარებელს სერვისების ფართო არჩევანს სთავაზობს: ცოცხალ დაცვას, პირად დაცვას, სიგნალიზაციას, საგანგაშო ღილაკს, უსაფრთხოების კამერებს, სახანძრო სიგნალიზაციას, GPS-ს ავტომობილებზე, ტვირთის დაცვაგაცილებას და სხვა.

კომპანია ქართველი მზარეულებისა და სარესტორნო ბიზნესში ჩართული პირებისთვის პერიოდულად მასტერკლასებს ატარებს. მოწვეული სტუმრები კი როგორც დამწყები მზარეულები, ასევე კულინარიული აკადემიისა და სასწავლებლების პედაგოგები თუ სხვადასხვა რესტორნის გამოცდილი მზარეულები არიან, რომლებიც სარესტორნო ტექნიკის ახალ ტექნოლოგიებს ეცნობიან და მათზე მუშაობას სწავლობენ. ეს ეხმარება მათ, უფრო

თუ „ალგანის“ მომსახურებით სარგებლობა გადაწყვიტეთ, საკმარისია დღე-ღამის ნებისმიერ დროს ცხელი ხაზის ნომერი აკრიფოთ. „ალგანის“ მართვის ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. კომპანია თავად უზრუნველყოფს უსაფრთხოების სისტემების

Techno Celebrity ty

Gadgets

28

ანა მარგველაშვილი საყვარელი აპლიკაცია Instagram, ეს არის აპლიკაცია, რომელსაც ყველაზე ხშირად ვსტუმრობ

IPHONE - 7 PLUS

ნივთი, თი, რომლის გარეშე ვერ რ ძლებთ? ტელეფონი, ლეფონი, მაგრამ ამ ბოლო ლო დროს ზედმეტად დამოკიდებული გავხდი ბ ხ და ცოტა არ იყოს მაღიზიანებს ეს საკითხი.

ტელეფონის ბრენდი Iphone

Innovation

34

GOOGLE DAYDREAM VIEW დაუვიწყარი მოგზაურობა ვირტუალურ სივრცეში

ტელევიზორი LG

APPLE – MACBOOK PRO (2016) IPHONE - 7 MOTO - Z PLAY

კომპიუტერი HP

სარეცხი მანქანის ბრენდი BOSCH

სალომე ღვინიაშვილი DELL - XPS 13

CANON EOS 5D MARK IV

ნივთი, რომლის გარეშე ვერ ძლებთ? ტელეფონი IPHONE

HP – CHROMEBOOK 14

HTC - 10 0

NIKON – D500

26

ტელევიზორის ბრენდი LG

კომპიუტერის ბრენდი MACBOOK

MICROSOFT – SURFACE PRO 4

მაცივრის ბრენდი SIEMENS

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ვირტუალურ რეალობას უფრო და უფრო ვუახლოვდებით. Daydream View Google-ის ახალი მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია ვირტუალურად იმოგზაურო ყველგან, სადაც თვალი და ფანტაზია მიგიწვდება. Google Daydream View ნაჭრით დამზადებული კომფორტული და რბილი სათვალეა, რომელსაც პულტის მსგავსი სენსორული მარეგულირებელი მოჰყვება. მას შემდეგ, რაც მოწყობილობაში მობილურ ტელეფონს

განვათავსებთ, აპლიკაცია Daydream ავტომატურად ირთვება და ვირტუალურ რეალობაში თქვენს დაუვიწყარ თავგადასავალს ქმნის. VR-სათვალე, ჯერჯერობით მხოლოდ Google Pixel-სმარტფონებთან ერთად მუშაობს, თუმცა შემდეგ ეტაპზე ის თავსებადი იქნება სხვა მობილურ ტელეფონებთანაც, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. Google-ის განცხადებით, კომპანია ამ საკითხთან

დეკემბერი 2016

3


უდიდესი, ეკონომიური, დასაკეცი... BOEING 777-9X „ბოინგმა“ ორძრავიან თვითმფრინავებს შორის უდიდესი – Boeing 777-9X-ს ძირითადი დიზაინი დაასრულა. თვითმფრინავს დიდი ფანჯრები, ფართო კაბინა და რაც მთავარია – გიგანტური, დასაკეცი ფრთები აქვს, რომლებიც გაშლილ მდგომარეობაში 71 მეტრს უტოლდება. უზარმაზარი ფრთები თვითმფრინავს დაფრენისას პილოტებისთვის პრობლემის ან დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად ეკეცება. მისი კაბინა Boeing 787 Dreamline-ის მსგავსია. დიდი სივრცე/ფანჯრები, მაღალი ჭერი, განათების ახალი სისტემა და მეტი ტენიანობა – ასე აღწერენ გიგანტური „ბოინგის“ შიდა ნაწილს. ამერიკული კომპანიის განცხადებით, ახალი თვითმფრინავი 15.185 კილომეტრის სიშორეზე დაფრინავს და ყველა კომერციულ ლაინერზე ნაკლები ხარჯი აქვს. „ბოინგის“ ახალი თვითმფრინავი, რომელსაც ავიაციით დაინტერესებულები სულმოუთქმელად

4

დეკემბერი 2016

ელიან, 425 მგზავრს დაიტევს და 10%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ეკონომიურობას სწორედ მისი გიგანტური ფრთები უზრუნველყოფს. ფრთების ფართობის მომატება მისი აწევის შესაძლებლობასა და ფრენის სიშორეს ზრდის, რის შედეგადაც, საწვავის ხარჯი მცირდება. თვითმფრინავის ძრავი GE9X სპეციალურად „ბოინგის“ ამ მოდელისთვის, ეკონომიური მოხმარების მიზნით შექმნეს. მისი დიზაინი მართლაც შთამბეჭდავია. ისინი, ვისაც თვითმფრინავით მგზავრობის შიში აქვთ, განსაკუთრებით კომფორტული სავარძლებისა და დიდი სივრცის წყალობით, Boeing 777-9X-ში თავს ბევრად უკეთ იგრძნობენ, ვიდრე სხვა ლაინერებში. Boeing 777-9X-ის წარმოება 2017 წლიდან დაიწყება, შემკვეთებისთვის თვითმფრინავის მიწოდებას კი 2020 წლამდე უნდა დაველოდოთ.


დეკემბერი 2016

5


Techno News

ADOBE-მა ხმის ჩამწერი „ფოტოშოპი“ შექმნა კომპანია Adobe ყოველწლიურად კონფერენციას სახელწოდებით Adobe MAX ატარებს, რომლის ფარგლებში ფართო საზოგადოებას წლის სიახლეებსა და აპლიკაციებს აცნობს. გასული კვირის ბოლოს კომპანიის ახალი პროექტის – VoCo-ს პრეზენტაცია შედგა, რომელიც აუდიოჩანაწერების რედაქტორს წარმოადგენს. მისი დახმარებით არა მარტო სიტყვების გადაადგილება, არამედ ფრაზებისა და წინადადებების ჩამატებაც გახდება შესაძლებელი, და თან, იმავე ადამიანის ხმით, ვისი ჩანაწერიც კორექტირდება.

AirSelfie – სელფის დრონი

AirSelfie არის რევოლუციური, პორტატული ჯიბის ზომის მფრინავი კამერა, რომელიც სმარტფონთანაა დაკავშირებული და ფოტოების უსაზღვრო რაოდენობის HD ხარისხში გადაღების საშუალებას იძლევა. მას ოთხი ტურბოპროპელერის საშუალებით 20 მეტრამდე სიმაღლეზე აფრენა შეუძლია. ანტივიბრაციული ამორტიზატორი და კამერის 5 მეგაპიქსელი მაღალი ხარისხის გამოსახულებას უზრუნველყოფს. 52-გრამიანი ულტრამსუბუქი კამერა ტელეფონის სპეციალურ შალითაში ინახება, სადაც მისი დამტენია მოთავსებული. შესაბამისად, კამერის ყველგან ტარება შესაძლებელია.

6

დეკემბერი 2016

FOLDIMATE FAMILY – რეცხავს, აუთოებს, კეცავს სან-ფრანცისკოში, კომპანია FoldiMate-ში გამოიგონეს მანქანა FoldiMate Family, რომელიც ტანსაცმელს რეცხავს, აუთოებს და კეცავს კიდეც. მას ერთდროულად 15 ნივთის გარეცხვა და დაუთოება რამდენიმე წუთში შეუძლია. მანქანის ფასია 700-850$ და გაყიდვაში 2018 წლიდან ჩაეშვება. კომპანიამ პირველი შეკვეთები უკვე მიიღო.


APPLE WATCH-ს ფოტოგრაფირების ფუნქცია დაემატა Apple Watch-ის უამრავ ფუნქციას შორის ამ დრომდე არ შედიოდა ფოტოგრაფირების ფუნქცია, რადგან მას კამერა არ ჰქონდა. კომპანია Glide-მა CMRAსაათებისთვის ორკამერიანი შესაცვლელი სამაჯური წარმოადგინა: ერთი სელფისთვის (2 მპ) და მეორე ყველაფერი დანარჩენის გადასაღებად (8 მპ). ორივე – ფოტო და ვიდეოგადაღება HD-ფორმატშია შესაძლებელი. ინფორმაცია 8-გიგაბაიტიან შიდა მეხსიერებაზე შეინახება. ამავდროულად სამაჯურზე არსებული ღილაკის საშუალებით ფოტოს და ვიდეოს

GOOGLE „ჯადოქრობას“ სწავლობს

გაზიარება Twitter-ზე, Facebook-სა და YouTube-ზეა შესაძლებელი. სამაჯური ოთხ ფერშია წარმოდგენილი და მისი გაყიდვა 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. თუმცა უკვე შეგიძლიათ შეკვეთის გაფორმება. ამჟამად სამაჯურის ფასია 149$, გაზაფხულისთვის კი 249$-მდე გაიზრდება.

IPHONE-ის დამცავი მინა, რომელიც არ ტყდება სტარტაპმა GonzoGuardz გამოიგონა. ForeverGlass – დამცავი ეკრანი, რომლის გატეხვა, მწარმოებელთა განცხადებით, შეუძლებელია. ეკრანი ექვსი სხვადასხვა დამცავი ლენტისგან შედგება და ტელეფონის ეკრანის სრული დაცვის გარანტია.

OK! Google-მა ზოგიერთი შელოცვა ჯოან როულინგის წიგნებიდან აითვისა. „მაგიური შესაძლებლობები“ Google-ისა და Warner Bros. Pictures-ის თანამშრომლობის შედეგია ახალი ფილმის – „ფანტასტიკური ურჩხულები და სად ვიპოვოთ ისინი“ პრემიერასთან დაკავშირებით. მაგალითად, „ლუმოსის“ წარმოთქმისას სმარტფონის ფარანი ინთება – ისევე, როგორც წიგნში იგივე სიტყვით ჰარი პოტერის ჰადოსნური ჯოხის წვერი ნათდება. „ნოქსი“ კი ჩასაქრობად გამოიყენება.

ForeverGlass-ს უვადო გარანტია – WaRRRanty მოყვება. სამი მთავრული ასო სიტყვის შუაში იშიფრება როგორც „განახლება“ (Replace), „აღდგენა“ (Renew) და „გამეორება“ (Repeat). ასეთი „მუდმივი მინის“ ფასი 9.99$-დან იწყება.

შელოცვის საშუალებით ტელეფონისთვის ხმის ჩაწევაც შეიძლება – საკმარისია უბრალოდ „სილენსიო“ წარმოთქვათ. ახალი ფუნქცია მხოლოდ Android-ის საოპერაციო სისტემის მქონე სმარტფონებისთვისაა ხელმისაწვდომი. დეკემბერი 2016

7


INSTAGRAM-მა სამი ახალი ფუნქცია დაიმატა Instagram სრულფასოვან ინტერნეტმაღაზიად ქცევას გეგმავს. ახალ ფუნქციას 20-მდე ამერიკული ბრენდი გამოცდის. ფოტოზე ხუთამდე აღნიშვნა გაკეთდება, რომელზე დაჭერის შემთხვევაში მომხმარებელი ნივთის ღირებულებასა და სხვა ინფორმაციას მიიღებს. ღილაკის BUY NOW საშუალებით ონლაინმაღაზიაში გადასვლა და ბრენდის საიტიდან ნივთის ყიდვა იქნება შესაძლებელი.

Instagram Stories-ში პირდაპირი ტრანსლაციის ჩართვაა შესაძლებელი, რომელიც მაქსიმუმ 1 საათი გრძელდება, ხოლო დასრულების შემდეგ დამატებიდან ავტომატურად იშლება. ვიდეოზე კომენტარის დატოვებაც შეიძლება და როგორც ყველა, ასევე მომხმარებელთა ვიწრო წრის განსაზღვრაც ხდება.

ამ ფუნქციას პირველები ბრენდული მაღაზიები J. Crew, Michael Kors, Abercrombie & Fitch, Coach, Levi's, Macy's და Tory Burch მოსინჯავენ. აღსანიშნავია, რომ სიახლე Instagram-ს კომერციულ მოგებას არ მოუტანს.

ახალი ფუნქცია დაემატა Direct-საც. აქ თვითგანადგურებადი შეტყობინებების, ვიდეოსა და ფოტოს ფუნქცია გაჩნდა. მოსაუბრის მიერ ორჯერ ნახვის შემდეგ ინფორმაცია იშლება. ასევე, ფოტოზე ფილტრების, ნახატებისა და ემოციების დამატებაც იქნება შესაძლებელი.

Paint – 3D Paint-ში სამგანზომილებიანი გამოსახულების შექმნა იქნება შესაძლებელი. პროგრამის განახლებული ვერსია შეცვლილი ინტერფეისით Windows 10-ზე იმუშავებს – როგორც დესკტოპებზე, ასევე პლანშეტებზე. Microsoft Paint 1985 წლიდან Windows-ის ყველა ოპერაციული სისტემის სტანდარტულ ნაკრებში შედის. 8

დეკემბერი 2016


WHATSAPP-ს ვიდეოზარის SUMSUNG-მა ფუნქცია დაემატა დასაკეცი სმარტფონი WhatsApp-ის მესენჯერის საშუალებით ვიდეოზარის დააპატენტა განხორციელებაა შესაძლებელი. აპლიკაციის განახლების შემდეგ, მას კამერის სიმბოლო დაემატება. თავდაპირველად, ვიდეოზარი მხოლოდ პროგრამის Android-ვერსიაზე დაიტესტა. საცდელი პერიოდის წარმატებით გასვლის შემდეგ ფუნქცია აპლიკაციის ძირითად ფუნქციებს დაემატა. ანალოგიური ფუნქცია Skype-ს და Facebook Messenger-ს დიდი ხანია აქვთ.

Sumsung-ის ახალ სმარტფონს გამორჩეული, დრეკადი ეკრანი ექნება. ამისთვის ტელეფონის კორპუსის ცენტრში ბრუნვადი მექანიზმი ჩამონტაჟდება. სმარტფონის უკანა პანელზე კამერა და პატარა ეკრანია მოთავსებული, რომელიც მოქმედია როდესაც ტელეფონი დაკეცილია. სავარაუდოდ, ეკრანის დიაგონალი 5,1 ან 5,7 დუიმი იქნება.

პულტი ნებისმიერი მოწყობილობის სამართავად კომპანია Sevenhugs-ის წარმოებული Smart Remote ნებისმიერი თანამედროვე მოწყობილობის სამართავად გამოიყენება – დაწყებული ტელევიზორით და სმარტფონის აპლიკაციით დამთავრებული. მის ბაზაში 25 000-მდე მოწყობილობაა. პროექტის პარტნიორები არიან Samsung, LG, Xbox და Apple TV. პულტი მარტივად მუშაობს – უბრალოდ, სასურველ მოწყობილობაზე დამიზნებით. თუ პულტს ფანჯარას მიუშვერთ, მფლობელს ამინდის პროგნოზს აჩვენებს. პულტი 2017 წელს გამოვა და 299.00$ ეღირება. დეკემბერი 2016

9


Facebook News

წერილები, რომლებსაც Facebook-ზე აგზავნით, დაცულია მესამე მხარის მიერ „ცხვირის ჩაყოფისგან“ — კომპანიამ შიფრირების ახალი მახასიათებელი დანერგა, რომელსაც „საიდუმლო საუბარი“ უწოდა. დაშიფრული მიმოწერის წაკითხვა მხოლოდ გამგზავნსა და მიმღებს შეუძლია და ხშირ შემთხვევაში, მისი გაშიფვრა თავად Facebook-საც უჭირს. ზაფხულის მიწურულს, ის Facebook Messenger-ის ყველა მომხმარებლისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

FACEBOOK-ს შესაძლოა დაემატოს ახალი ფუნქცია, რომელიც აპლიკაცია SNAPCHAT-ს მსგავსი იქნება. სოციალური ქსელი აპირებს შექმნას დამატებითი აპლიკაცია, რომელიც FACEBOOK-ის მთავარი ფოტო/ვიდეო აპლიკაცია იქნება. მას ექნება SNAPCHAT-ისგან განსხვავებული ეფექტები, საერთო კი ის იქნება, რომ ფოტოები და ვიდეოები მხოლოდ 24 საათის განმავლობაში გამოჩნდება საჯაროდ, შემდეგ კი ის ავტომატურად წაიშლება. FACEBOOK-ს ზედა, მარცხენა კუთხეში დაემატება კამერის ღილაკი, საიდანაც მომხმარებელს აპლიკაციაზე გადასვლა შეეძლება.

10

დეკემბერი 2016

Facebook-ის შემთხვევაში, WhatsApp-ისგან განსხვავება ის არის, რომ დაშიფვრა არა საწყის რეჟიმში, არამედ არჩევით პარამეტრებში გამოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი წერილები მხოლოდ „საიდუმლო საუბრის“ ფუნქციის ხელით გააქტიურების შემდეგ დაიშიფრება. Facebook Messenger-ს თვეში 900 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და შესაბამისად, კომპანიის ეს ქმედება მომხმარებელთა პირადი უსაფრთხოებისკენ გადადგმული უზარმაზარი, გლობალური ნაბიჯია.


Facebook-ი საკუთარი Messenger-აპლიკაციისთვის Bot Store-ის შექმნას აპირებს და ამის შესახებ ოფიციალურად აპრილში, F8 developer conferenceზე განაცხადა. კონფერენციაზე, რომელიც იმ დეველოპერთა და მწარმოებელთათვის გაიმართა, რომლებიც Facebook-სთვის პროდუქტებს ქმნიან, როგორც წესი, სოციალური ქსელის შეფმა მნიშვნელოვანი სიახლეები დააანონსა. მაგალითად, ასე იყო მოწონების ღილაკის ცვლილების შემთხვევაშიც. Bot Store-ი მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გადმოწერონ ავტომატური პროგრამების მთელი რიგი, რომელთაც ინტერაქცია პირდაპირ Messenger-ში შეეძლებათ. მაგალითად, მომხმარებლებს შეეძლებათ გადმოწერონ რობოტი, რომლის საშუალებითაც პიცის ან სასურველი საკვების შეკვეთას უბრალოდ მესიჯის გაგზავნით შეძლებენ. ასევე შესაძლებელი იქნება კინოს ბილეთებისა და რესტორანში მაგიდის დაჯავშნა ტაქსის გამოძახება, ბანკის ანგარიშის შემოწმება,

Facebook-ის დამფუძნებელმა – მარკ ცუკერბერგმა დააანონსა Facebook-ის ყალბი ინფორმაციის ავტომატურად წაშლის ფუნქცია. „ჩვენ ვიცით, რომ მომხმარებელს ზუსტი ინფორმაცია სჭირდება. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ პრობლემაზე დიდი ხნის წინ და ვიღებთ სერიოზულ პასუხისმგებლობას ამაზე“, – თქვა ცუკერბერგმა.

ფრენებზე რეგისტრაცია და ეს ყველაფერი მხოლოდ ჭკვიანი რობოტისთვის მხოლოდ ერთი, ჩეულებრივი მესიჯის გაგზავნით. Facebook-ის რობოტს შეეძლება თავისუფლად ჩაანაცვლოს ბრაუზერი, სხვა აპლიკაციები, და ყველაფერს თავი მოუყაროს ერთ მარტივ სერვისში.

FACEBOOK-ის აპლიკაცია მალე საშუალებას მოგვცემს სურვილისამებრ შევურჩიოთ ფოტოს ეფექტი ყოველგვარი დამატებითი აპლიკაციის გარეშე. ეფექტები ცნობილი მხატვრების, ვან გოგის და პიკასოს ნახატების სტილის იქნება. 2015 წლის აგვისტოში შეიქმნა აპლიკაცია PRISMA, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვაქციოთ ჩვენი ფოტოები სხვადასხვა ეპოქის მხატვრების ნახატებად. მალე FACEBOOK-ის აპლიკაციის საშუალებით შეგვეძლება ფოტოს დადებამდე სოციალურ ქსელშივე დავადოთ მას ეფექტები.

დეკემბერი 2016

11






StartUp

გაიცანი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპერები თუ ტექნოლოგიური სიახლეები არ გყოფნის და ფიქრობ, რომ შეიძლება სამყარო უფრო სწრაფად, უფრო კომფორტულად და ორიგინალურად განვითარდეს, იდეებით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უნდა მიაკითხო. ეს ის ადგილია, სადაც ფანტაზია რეალობად იქცევა და შეიძლება თვალის დახამხამებაში ნამდვილი სტარტაპერი გახდე. წაიკითხე 5 ჯგუფის იდეისა და პროდუქტის შესახებ, რომლებიც რამდენიმე თვის წინ მხოლოდ წარმოსახვა იყო, ახლა კი უკვე ნამდვილი ბიზნესია, რომელიც მომხმარებელს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს. ბორის ოსტაევი ჩვენი პროდუქტი, სახელწოდებით MART სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება: იარაღის მსგავსი სათამაშო მოწყობილობა, რომელშიც ჩვენი ტექნოლოგიაა ჩამონტაჟებული – მისი საშუალებით ტელეფონი მოწყობილობას უკავშირდება. ასევე ტელეფონში ჩაწერილია ჩვენი თამაში და მაგალითად, თუკი სასხლეტზე თითს გამოჰკრავთ,

16

დეკემბერი 2016

ვირტუალური იარაღი გაისვრის. მესამე პლატფორმა კი იმას გულისხმობს, რომ ჩვენი ტექნოლოგია ე.წ. გასართობი და თამაშის მწარმოებელი ყველა კომპანიისთვის, მაგ. Marvel-ისთვის ხელმისაწვდომი იქნება. წარმოიდგინეთ, ბეტმენის მწარმოებელს სურს, რომ ამ სუპერგმირის მსგავსი სათამაშო იარაღი გააკეთოს, რომელიც ჩვენს ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. ისინი აიღებენ ჩვენს ლიცენზიას, რის შემდეგაც შეეძლებათ იგი საკუთარი


სურვილისამებრ განავითარონ. ჯერჯერობით, პროდუქტს იარაღის ფორმა მივეცით, რადგან უფრო სროლაზე ორიენტირებულ თამაშებზე ვართ კონცენტრირებული. ყველაფერი 7 თვის წინ დაიწყო. ჩვენი იდეის დაბადებიდან 1 კვირის შემდეგ, ბიზნესინკუბატორის მეორე ნაკადის წევრების მიღება გამოაცხადეს. მაშინ კარგად ისიც ვერ წარმოგვედგინა, თუ რა იყო სტარტაპი და როგორ შეიძლებოდა დაგვხმარებოდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტო იდეის განხორციელებაში. 4 თვის შემდეგ, ფაქტობრივად, „ტვინი გადაგვიბრუნეს“. გვასწავლეს ყველა ის დეტალი, უნარ-ჩვევა, რომელიც სტარტაპერისთვისაა საჭირო. ამაში კიდევ უფრო დაგვეხმარა ლექციები, რომლებსაც გამოცდილი, წარმატებული მენტორები გვიტარებდნენ. ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით. ეს ძალიან დაგვეხმარა, მით უმეტეს, რომ აქ ჩვენი გუნდის სიძლიერე კიდევ უფრო უკეთ დაგვანახეს. ახლა უკვე ინვესტორებთან ჩვენი პროექტის, როგორც შემდგარი სტარტაპის, წარსადგენად ვემზადებით. ჩვენი პროექტი საკმაოდ სპეციფიკურია. ამჟამად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი კომპანია ვართ, რომელმაც ვიდეოთამაშებისთვის კონსოლების

წარმოება გადაწყვიტა. ჩვენ ვამზადებთ ცალკეულ მოწყობილობას გაფართოებული რეალობისთვის. ამით ხელს ვუწყობთ ერთი მხრივ იმას, რომ იგი განვითარდეს და ყოველდღიური მოხმარების ტექნოლოგია გახდეს, ხოლო მეორე მხრივ, თამაშებში გაფართოებული რეალობის უკეთ ინტეგრაციას ვემსახურებით. თემო ბაბუციძე ვიდრე გასაუბრებაზე მოვიდოდით, პროტოტიპი უკვე მზად გვქონდა, რაც, გარკვეულწილად, აქ მოხვედრის ერთ-ერთი გარანტიც იყო. ამის შემდეგ, პროტოტიპი კიდევ უფრო დავამუშავეთ, განვავითარეთ. ახლა მხოლოდ დამატებითი თანხები გვჭირდება იმისთვის, რომ მომხმარებელს უკვე სრულყოფილი პროდუქტი მივაწოდოთ და ბაზარზე შესვლა შევძლოთ. ჩვენი მოწყობილობა სათამაშო კონსოლის, ტელეფონის აპლიკაციისა და პროგრამული პლატფორმის ერთობლიობაა. მომხმარებელი მარტივად, საკუთარი ტელეფონისა და ჩვენი მოწყობილობის გამოყენებით შეძლებს ითამაშოს მოძრავი გაფართოებული რეალობის თამაშები როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. რა თქმა უნდა, მის განვითარებასაც ვგეგმავთ და შესაძლოა მომავალში მხოლოდ იარაღის ფორმის მოწყობილობას ე.წ. „დრონი“ ან ხელთათმანი დაემატოს.

დეკემბერი 2016

17


ანა ცაიშვილი ჩვენ შევქმენით ონლაინკონსიერჟი, სახელად „გუსტავი“ – იმისთვის, რომ ადამიანებს საყოფაცხოვრებო რუტინის გამარტივებასა და დროის დაზოგვაში დავეხმაროთ. მომხმარებელს ვთავაზობთ ტანსაცმლის ქიმწმენდისა და რეცხვის მომსახურებას შინიდან გაუსვლელად. მომსახურების შეკვეთა ჩვენი ვებგვერდის – gustav. ge-ის მეშვეობითაა შესაძლებელი. მომხმარებელს

„გუსტავის“ მომსახურების მიღების ორ გზას ვთავაზობთ: ე.წ „ლოქერს“ და გამოძახებას. „ლოქერი“ არის რკინის კარადა, რომელიც საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში დგას. მომხმარებელს შეუძლია გასარეცხი ნივთები ამ კარადაში ნებისმიერ დროს დატოვოს. მათ კურიერი წაიღებს და შემდეგ კვლავ კარადაში დააბრუნებს. მომხმარებელს, რომლის სადარბაზოშიც არ არის ჩვენი „ლოქერი“, გამოძახებით მოვემსახურებით. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი დრო ვებგვერდის მეშვეობით, რის შემდეგაც ჩვენი კურიერი შეკვეთას მიაკითხავს. გუსტავის იდეით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს „ბიზნესინკუბატორში“ მოვხვდით, რომელიც ჩვენი იდეის განხორციელებაში გვეხმარება. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან გრანტი მივიღეთ. ახლა უკვე ვებგვერდი, პირველი „ლოქერები“ გვაქვს და შეკვეთებსაც ვიღებთ. ამჟამად განვითარების გეგმას ვწერთ, ინკუბატორის მომდევნო ეტაპი კი ინვესტორებთან შეხვედრას გულისხმობს. ტასო ჯაფარიძე ჩვენი მიზანია დაკავებულ ადამიანებს დროის დაზოგვასა და რაციონალურად გამოყენებაში ხელი შევუწყოთ. თვითონ ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვქონდა და გვსურდა ეს

18

დეკემბერი 2016


პრობლემა უპირველესად საკუთარ ცხოვრებაში მოგვეგვარებინა. პირველ ეტაპზე ქიმწმენდის სერვისი ავირჩიეთ – იმიტომ, რომ ქიმწმენდის მომსახურებით სარგებლობა გარკვეულ დისკომფორტთანაა დაკავშირებული. მაგალითად, დასაქმებული ადამიანისთვის ქიმწმენდაში მისვლა დიდი პრობლემაა, რადგან სამუშაო საათები ერთმანეთს ემთხვევა. ასევე საცობებისა და ავტოსადგომების ნაკლებობის გამო, ქიმწმენდაში მისვლას ძალიან დიდი დრო სჭირდება, მომსახურების მისაღებად კი, იქ მისვლა მინიმუმ ორჯერ არის საჭირო, რადგან ჯერ ნივთის დატოვება, შემდეგ კი წამოღება გიწევთ. ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ქიმწმენდა – მიგვაქვს ნივთები ქიმწმენდაში და მომხმარებელს მაქსიმუმ 72 საათში ვუბრუნებთ. გვინდა, რომ საყოფაცხოვრებო რუტინის შესამსუბუქებლად მომხმარებელს სხვა მომსახურებაც შევთავაზოთ. მომსახურების შინაარსს თავად მომხმარებელი გვიკარნახებს. ჩვენ კი ვიზრუნებთ, რომ მათ, რაც შეიძლება

მეტი თავისუფალი დრო დარჩეთ. მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ „გუსტავის“ საშუალებით დაზოგილი დრო უფრო სასიამოვნოდ გაატარონ! გივი ბერიძე მე და ჩემმა გუნდმა Startup-საქართველოზე პროექტით Laser Combat გავიმარჯვეთ. ეს ლაზერული თამაშია, რომელიც საკმაოდ რეალურია. მოთამაშეებს სპეციალური ჟილეტი აცვიათ და ერთმანეთს იარაღიდან გასროლილი ლაზერის სხივით უპირისპირდებიან. მოთამაშეს ლაზერის მოხვედრის/შეხების შეგრძნება ზუსტად იმ წერტილში ექნება, რომელშიც მას სხივი მოხვდა. Laser Combat ძალიან რეალურია და გიქმნით წარმოდგენას, თითქოს რომელიღაც ცნობილ თამაშში, ან ფილმში, მაგ. Star Wars-ში მონაწილეობთ. პროდუქტი ინოვაციურია, რადგან შეგრძნებების განსაკუთრებულად ბევრი ზონა აქვს. ჟილეტი, ისევე, როგორც იარაღი, უფრო დახვეწილია და რეალურს ჰგავს. ვიდრე დაფინანსებას მივიღებდით, ამ იდეას ვავითარებდით და თავისუფალ უნივერსიტეტში პროტოტიპი ავაწყვეთ. ახლა ვაპირებთ პროდუქტის კანდიდატის გამოშვებას, რის შემდეგაც, სავარაუდოდ თებერვალში, თამაშის რომელიღაც კლუბში ან გასართობ ცენტრში დანერგვას ვგეგმავთ, რათა ეს ინოვაციური პროდუქტი მომხმარებელმა დატესტოს. ასევე გვსურს ის მსოფლიო ბაზარზე – მეზობელ ქვეყნებში, ან პირდაპირ აშშ-ში გავიტანოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი სწორედ ესაა. დეკემბერი 2016

19


პაატა კვესელავა ჩვენ შევიმუშავეთ ცენტრალური გათბობის ქვაბების თერმოსტატის იდეა, რომელიც „ბიზნესინკუბატორის“ გასაუბრებაზე წარვადგინეთ. მას შემდეგ, რაც იდეამ მოწონება დაიმსახურაა, დავამზადეთ Wi-Fi-თერმოსტატი, რომელიც მონტაჟდება გათბობის ქვაბში და იმართება აპლიკაციის ან ვებგვერდის საშუალებით. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, მაგალითად, თბილისიდან გუდაურში ცენტრალური გათბობა ჩართოთ, გათიშოთ, ან სასურველ ტემპერატურაზე დააყენოთ. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ქვაბი, რომელშიც თერმოსტატია დამონტაჟებული, ჩვეულებრივზე 16%დან 40%-მდე უფრო ეკონომიურია. თუ მას ოფისში გამოიყენებთ, სურვილისამებრ შეგიძლიათ მთელი თვის გრაფიკი გაწეროთ და ქვაბი დატვირთვით მხოლოდ დილის 10-დან საღამოს 7-მდე ამუშაოთ. სწორედ ამიტომ, თერმოსტატი ოფისში 40%-მდე ეკონომიას აღწევს. გრაფიკის გაწერა სახლის პირობებშიც ძალიან კომფორტულია. თუ დილის 10-დან საღამოს 7-მდე მუშაობთ, დროის ამ მონაკვეთში თერმოსტატი ტემპერატურას 2-3 გრადუსით დასწევს, საღამოს კი მოუმატებს, რათა შინ მისულს სასურველი ტემპერატურა დაგხვდეთ. ამ პროდუქტს, უპირველესად, სწორედ ეკონომიურობა გამოარჩევს. რა თქმა უნდა არსებობს ქვაბები, რომლებსაც თერმოსტატი უკვე დამონტაჟებული აქვს, თუმცა მათი ფასი საკმაოდ მაღალია. აღნიშნული პროდუქტის დამონტაჟება კი ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ცენტრალური გათბობის ქვაბების 80%-ზეა შესაძლებელი. თითოეულ კოლოფს თქვენთვის პერსონალური კოდი მოჰყვება, რომლითაც დარეგისტრირდებით და აპლიკაციას დაუკავშირდებით. 20

დეკემბერი 2016


გიგი გაჩეჩილაძე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს – „ბიზნესინკუბატორის“ ერთწლიანი პროგრამა იდეიდან ბაზარზე გასვლამდე მთელ პროცესს მოიცავს. ჩვენ ამ პროექტის მეორე ნაკადში მოვხვდით და იდეის განხორციელება დავიწყეთ. თავდაპირველად სხვა მიმართულება გვქონდა, გვსურდა განგვეხორციელებინა საოფისე ინვენტარის საბითუმო შესყიდვები პირდაპირ მომწოდებლებისგან ყოველგვარი შუალედური რგოლის გარეშე. თუმცა გამოჩნდნენ დაინტერესებული მხარეები – ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია და კერძო საექსპორტო კომპანია, რომლებიც ახლა უკვე ჩვენი თანადამფუძნებლები არიან. მათ სურდათ მსგავსი ტიპის პლატფორმის შექმნა, თუმცა არა საოფისე, არამედ სამშენებლო მასალებისთვის. ამ კომპანიებს სურდათ შეეძინათ მასალები უშუალოდ მწარმოებლებისგან ან ქართველი შემომტანებისგან. საბოლოოდ, ჩამოვყალიბდით ორ მიმართულებაზე: სამშენებლო მასალების ყიდვა-გაყიდვის სისტემა და სამშენებლო მასალების კვლევის სისტემა. მუშაობის პროცესში გავაცნობიერეთ, რომ ეს პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გამო ძალიან საჭირო რამაა. სამშენებლო კომპანიები პროდუქციას მოძველებული ტრადიციული მეთოდებით შეისყიდიდნენ,

მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, ნარჩენი მასალების რეალიზაციას ვერ ახდენდნენ. მეორე მხრივ, ყურადღება გავამახვილეთ სამშენებლო მასალების საბაზრო ხარჯთაღრიცხვაზე. ყოველწლიურად, სახელმწიფო დაახლოებით მილიარდი ლარის მოცულობის ტენდერებს აცხადებს და მონაწილეობის მთავარი კრიტერიუმი სწორედ სამშენებლო მასალების ფასთა ხარჯთაღრიცხვის ცხრილის წარდგენაა. ასეთ დროს კომპანიას შეუძლია საკუთარი რესურსით მოიძიოს ფასები ბაზარზე, ან გამოიყენოს კატალოგი, რომელიც ბეჭდური სახისაა და მასში საბაზრო ფასებია წარმოდგენილი, თუმცა ის კვარტალში ერთხელ გამოდის და შესაძლოა 3 თვისწინანდელი იყოს, რაც ბაზრის რეალური სურათის ამსახველი ვერ იქნება. საბოლოოდ, ხარჯთაღრიცხვა რეალობას არ შეესაბამება და სამშენებლო კომპანიებს მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ.

სანდრო თავხელიძე დღეს საიტის პირველი ვერსია გვაქვს, რომელსაც ფართო მასები ძალიან მალე იხილავენ. შეგიძლიათ მასალები ჩვენი გაყიდვების პლატფორმის საშუალებით სახლიდან, ოფისიდან გაუსვლელად, მობილურ ტელეფონზე რეკვისა და შეხვედრების გარეშე შეარჩიოთ. საიტზე განთავსებული იქნება ყველა პროდუქტის სახელი, ფასი და კატეგორია. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: Construct.ge.

დეკემბერი 2016

21


მაღალი ხარისხი, მეტი კომფორტი და დახვეწილი, თანამედროვე დიზაინი – ეს ის კომპონენტებია, რომელსაც „სერვისის ჯგუფი“ ტექნიკის სფეროში უპირობოდ აკმაყოფილებს. კომპანია, რომელიც 2006 წელს დაარსდა, სამზარეულოს დანადგარების მსოფლიოს წამყვან ბრენდთა ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. „სერვისის ჯგუფი“ გვთავაზობს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის (HO-RE-CA) საჭირო დანადგარებისა და მოწყობილობების იმპორტს, მონტაჟს და შემდგომ კალენდარულპროფილაქტიკურ მომსახურებას. კომპანია ქართველი მზარეულებისა და სარესტორნო ბიზნესში ჩართული პირებისთვის პერიოდულად მასტერკლასებს ატარებს. მოწვეული სტუმრები კი როგორც დამწყები მზარეულები, ასევე კულინარიული აკადემიისა და სასწავლებლების პედაგოგები თუ სხვადასხვა რესტორნის გამოცდილი მზარეულები არიან, რომლებიც სარესტორნო ტექნიკის ახალ ტექნოლოგიებს ეცნობიან და მათზე მუშაობას სწავლობენ. ეს ეხმარება მათ, უფრო 22

დეკემბერი 2016

სწრაფად და უახლოესი ტექნოლოგიის გამოყენებით გააუმჯობესონ კერძების მომზადების ხარისხი. ერთ-ერთი ასეთი მასტერკლასი კი, Manitowoc Food Service-ის ბრენდის შეფმზარეულმა – პაველ დრუჟკინმა (რუსეთი) „სერვისის ჯგუფის“ შეფმზარეულ გიორგი ნინუასთან ერთად 17 ნოემბერს, პეკინის 34 ნომერში მდებარე „სერვისის ჯგუფის“ შოურუმში გამართა.


შეფმზარეულებმა Manitowoc Food Serviceში შემავალი ბრენდების – Convotherm-ისა და Merrychef-ის მე-4 თაობის უნიკალური კონვექციური და მაგნეტრონიანი სწრაფი მომზადების ღუმელები წარადგინეს, რომელთა მეშვეობითაც არაჩვეულებრივად მომზადებული, ჯანსაღი და გემრიელი კერძები შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას. კომპანია, რომელიც თავისი ხარისხითა და პროფესიული ხედვით ტოლს არ უდებს ტექნიკის სფეროში მის კონკურენტ ფირმებს, გაზაფხულზე ახალი მასტერკლასის (სახელწოდებით „ნაყინი – როგორც ბიზნესი“) ჩატარებას გეგმავს, რომელიც ნაყინის, გრანიტას, გაყინული იოგურტისა და სხვა სეზონური პროდუქტების მომზადებას მოიცავს.

მის: პეკინის ქ. #34 ტელ: 577 907 909; 2 946 535 www.servicegroup.ge www.Facebook.com/Service Group დეკემბერი 2016

23


დაცვის კომპანია „ალგანი“ თანამედროვე ცხოვრებაში დაცვის კომპანია დიდ როლს ასრულებს. თუ ოჯახის, სახლის, ავტომობილის, სამუშაო სივრცის ან სხვა ქონების უსაფრთხოება თქვენთვის მნიშვნელოვანია, დროა შემოთავაზებული სერვისების შესახებ მეტი შეიტყოთ და არჩევანი გააკეთოთ. „ალგანი“ ქართულ ბაზარზე არსებულ დაცვის კომპანიებს შორის ლიდერი კომპანიაა. ამ პოზიციას ხარისხი და 12-წლიანი სამუშაო გამოცდილება განაპირობებს. კომპანიის კლიენტების სია საკმაოდ ვრცელია. „ალგანი“ მომხმარებელს სერვისების ფართო არჩევანს სთავაზობს: ცოცხალ დაცვას, პირად დაცვას, სიგნალიზაციას, საგანგაშო ღილაკს, უსაფრთხოების კამერებს, სახანძრო სიგნალიზაციას, GPS-ს ავტომობილებზე, ტვირთის დაცვა-გაცილებას და სხვა. თუ „ალგანის“ მომსახურებით სარგებლობა გადაწყვიტეთ, საკმარისია დღე-ღამის ნებისმიერ დროს ცხელი ხაზის ნომერი აკრიფოთ. „ალგანის“ მართვის ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. კომპანია თავად უზრუნველყოფს უსაფრთხოების სისტემების 24

დეკემბერი 2016

აპარატების იმპორტს, ხოლო მონტაჟი ძალიან სწრაფად და ოპერატიულად ხდება. ყველა სისტემა ინდივიდუალურად ერგება თქვენს სახლს, ოფისს, საქმიანობას და მოთხოვნებს. კომპანია შემდეგ სერვისებს გთავაზობთ: სიგნალიზაცია – დაცვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საშუალება, რომლის ცდომილება 0%-ია. თავდაპირველად ხდება ობიექტის შესწავლა, რისკების შეფასება და შესაბამისი აპარატურით აღჭურვა (იქნება ეს მოძრაობის, მსხვრევის, ვიბრაციის თუ სახანძრო დეტექტორები). ობიექტის სიგნალიზაციაზე აყვანის მომენტიდან თქვენი უძრავი/მოძრავი ქონების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის კომპანია „ალგანი“. ობიექტის დაცვაზე აყვანა-მოხსნის დროს მომხმარებელი SMSშეტყობინებას იღებს.


შემოგთავაზებთ შესაბამისი გარჩევადობის, ხარისხისა და ფასის კამერებს. კამერების Onlineმეთვალყურეობას Live-რეჟიმში, ხოლო ჩანაწერის ნახვას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებთ.

საგანგაშო ღილაკი – დაცვის ძალზე მარტივი, თუმცა ფუნქციურად მეტად საჭირო საშუალება. აუცილებლობის შემთხვევაში ხელს აჭერთ ღილაკს და ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, პროფესიონალთაგან დაკომპლექტებული სწრაფი რეაგირების ჯგუფი თქვენ გვერდით გაჩნდება. „ალგანი“ თავის კლიენტებს როგორც სადენიან, ისე უსადენო საგანგაშო ღილაკებს სთავაზობს. სადენიანი ღილაკი თქვენთვის სასურველ ადგილას მაგრდება, ხოლო უსადენო ობიექტის ტერიტორიის ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ. კამერები (ვიდეოკონტროლი) – თქვენთვის სასურველი სივრცის ვიზუალური კონტროლისა და დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვიდეოკამერები დაგეხმარებათ. დაცვის კომპანია „ალგანი“ თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე

GPS-ნავიგაცია – თქვენი ავტომობილის გაკონტროლების ერთადერთი საშუალებაა, რომელიც 24-საათიან მომსახურებას ითვალისწინებს. მისი საშუალებით ავტომობილების Online-რეჟიმში მონიტორინგი, რუკაზე ადგილმდებარეობის განსაზღვრა, სიჩქარის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ავტოტრანსპორტის გაჩერება-დაბლოკვა არის შესაძლებელი. ჩვენი GPS-სერვისით სარგებლობენ როგორც კერძო პირები, ასევე მსხვილი კომპანიები. აგრეთვე, 112-თან ერთად ახალი სერვისის დანერგვა მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში დამატებითი მომსახურების მიღებას. კერძოდ, საგანგაშო სიგნალის შემოსვლის შემთხვევაში განხორციელდება 112-თან დაკავშირება, ავტომობილის მდებარეობის ზუსტი კოორდინატების გადაცემა და შესაბამისი დახმარების ჯგუფის (საპატრულო, სახანძრო, სასწრაფო) გაგზავნა.

მის: ქუთაისის #18 ტელ: 0322 353 253; 0322 62 20 20 www.algani.ge დეკემბერი 2016

25


Gadgets

IPHONE - 7 PLUS

APPLE – MACBOOK PRO (2016) IPHONE - 7 MOTO - Z PLAY

DELL - XPS 13

CANON EOS 5D MARK IV

HP – CHROMEBOOK 14

HTC - 10

NIKON – D500

26

დეკემბერი 2016

MICROSOFT – SURFACE PRO 4


FUJI – X-T2 IPAD PRO LENOVO – YOGA 900

HUAWEI – MEDIAPAD M3

PANASONIC – LUMIX ZS50 GOOGLE PIXEL

SONY – ALPHA A7R II

SAMSUNG – 7 SPIN

SONY – XPERIA Z4 TABLET GOOGLE PIXEL C

დეკემბერი 2016

27


Techno Celebrity ანა მარგველაშვილი საყვარელი აპლიკაცია Instagram, ეს არის აპლიკაცია, რომელსაც ყველაზე ხშირად ვსტუმრობ

ნივთი, რომლის გარეშე ვერ ძლებთ? ტელეფონი, მაგრამ ამ ბოლო დროს ზედმეტად დამოკიდებული გავხდი და ცოტა არ იყოს მაღიზიანებს ეს საკითხი.

ტელეფონის ბრენდი Iphone

ტელევიზორი LG

კომპიუტერი HP

სარეცხი მანქანის ბრენდი BOSCH

სალომე ღვინიაშვილი ნივთი, რომლის გარეშე ვერ ძლებთ? ტელეფონი IPHONE

ტელევიზორის ბრენდი LG

კომპიუტერის ბრენდი MACBOOK

მაცივრის ბრენდი SIEMENS

28

დეკემბერი 2016


მედეა ადამია ტექნოლოგია პირადად მე ძირითადად ადამიანებთან მარტივად დაკავშირებაში მეხმარება ლეპტოპი პტ პ MACBOOK PRO

ტელეფონი IPHONE

კომპიუტერი APPLE MAC

რატი დურგლიშვილი საყვარელი აპლიკაცია INSTAGRAM

მაცივარი SAMSUNG

ნივთი, რომლის გარეშე ვერ ძლებთ? ელექტრო კლავიში - YAMAHA

სარეცხი მანქანის ბრენდი SAMSUNG

ტელევიზორის ბრენდი SAMSUNG

კომპიუტერი APPLE MAC

ტელეფონის ბრენდი IPHONE

დეკემბერი 2016

29


საყვარელი აპლიკაცია Instagram. იმიტომ, რომ ამ გზით ვცდილობ, ჩემი მობილური ფოტოგრაფიისა და ფოტოხედვის საზოგადოებისთვის გაცნობას. ინფორმაციის მისაღებადაც ჩემთვის უფრო მოსახერხებელია, რადგან ფეისბუქზე გაცილებით ნაკლებად “ხმაურიანია”.

ტელევიზორის ბრენდი არ მაქვს ასე გამორჩეული ამოჩემება. ალბათ, იმიტომ, რომ მათზე ნაკლებად მიჯაჭვული ვარ. ტელევიზორი PHILIPS-ის მაქვს

ზურა ბალანჩივაძე

კოპიუტერის ბრენდი კომპიუტერი, სასურველია მქონდეს APPLE MAC, მაგრამ DELL მაქვს მაცივრის ბრენდი BOSCH

ნუცა ბუზალაძე ძალიან დიდ როლს თამაშობს ტექნიკა ჩემს ცხოვრებაში და არამარტო ჩემს, მგონი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. მაგალითად, ტელეფონის გარეშე თუ გავედი სადმე, მგონია, რომ დავიკარგები. როცა სამოგზაუროდ მივდივარ, ლეპტოპიც თან მიმაქვს და მუდამ ვცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი სახის ტექნიკა შევიძინო. ყოველთვის მინდა, რომ რაც ახალი გამოვა ყველაფერი მქონდეს. 30

დეკემბერი 2016

ნივთი, რომლის გარეშე ვერ ძლებთ? ბანალური პასუხი გამოვა, მაგრამ მობილური ტელეფონი. იმიტომ, რომ ფოტოაპარატის მაგივრობასაც ეგ მიწევს. ასე უფრო მოსახერხებელია ფოტოების გადაღება ქუჩაში, ხალხისთვის, უფრო სწრაფად შემიძლია, მივიღო სასურველი შედეგი. ბრენდი – Samsung. წლებია, არ მიღალატია

სარეცხი მანქანის ბრენდი BOSCH


გიორგი კეკელიძე ტექნიკის როლი განმსაზღვრელია თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ის უკვე სასურველი ან გნებავთ საჭირო კი არა, თითქოს ჩვენი ბიოლოგიური ნაწილია. მათ შორის ჩემიც. მაგალითად სმარტფონი მესამე ხელივით და თვალივითაა. ადამიანი გაზიარების, კომუნიკაციისა და აღიარების არსებაა. სოციალური ქსელი, რომელთაც სწორედ ტექნიკის მეშვეობით ვიყენებთ, ამის საუკეთესო საშუალებაა.

ჩვენთვის ტექნოლოგიები გაიგივებულია ინოვაციებთან, ინოვაციური სერვისების და პროდუქტების დანერგვასთან. ტექნოლოგიები ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, რადგან ამით ვზოგავ ძალიან დიდ დროს. დღეს ყველა ჩვენგანისთვის დროს ძალიან დიდი ღირებულება აქვს, ამიტომ ახალი ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო ეფექტურად ვმართო იგი.

სოსო ფხაკაძე

დეკემბერი 2016

31


ნინა სუბლატი კონკრეტულად ჩემი პროფესია ტექნიკასთან მჭიდრო კავშირშია; რომ არა ტექნიკა, არა მხოლოდ რიგითი ადამიანი აღმოჩნდებოდა სხვა საფეხურზე, მუსიკაც სხვა ჟღერადობის იქნებოდა: არ იარსებებდა იმ ჟანრების უმეტესი ნაწილი, რომელსაც დღეს ვუსმენთ და მათ შორის არც ის, რომელსაც კონკრეტულად მე ვქმნი. არ იქნებოდა ხმის ჩამწერი სტუდიები, შესაბამისად სიმღერების ზეპირსიტყვიერად გადაცემა დაგვჭირდებოდა, რაც არც ისე კომფორტულია, და სწორედ იმის გამო, რომ ძველ დროში არ იყო ჩანაწერის გაკეთების საშუალება, ძალიან ბევრი შედევრი დაიკარგა; ასევე ვერ მოეწყობოდა მასშტაბური კონცერტები. რადგან კონცერტის გახმოვანება ვერ მოხდებოდა, შესაბამისად იმ ყველაფერს, სადაც მე ვსაქმიანობ, ალბათ სალონური ფორმა ექნებოდა, როგორც ერთ დროს ჰქონდა. მგონია, რომ ტექნიკა აბსოლუტურად ყველა სფეროს განვითარების ძალიან დიდი საწინდარია და ჩემი დიდი სურვილი იქნება, ტექნიკასთან მუშაობა სკოლის ასაკიდან ისწავლებოდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ტექნოლოგიური პროგრესი იგივე ადამიანური პროგრესია და რაც უფრო ხშირად და გათვითცნობიერებულად გვექნება სიახლეებთან კავშირი, მით უფრო წინ წავიწევთ ყველა სფეროში და ცხოვრებასაც სხვა ხიბლი ექნება.

სოფო ტოროშელიძე 21-ე საუკუნის ადამიანისთვის ტექნიკა საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, როგორც განვითარების მხრივ ასევე ზოგადი მოხმარებისთვის. უპირველესად, მიმაჩნია, რომ ტექნიკური განვითარება საჭიროა სამედიცინო სფეროში და ასევე მნიშვნელოვანია მეცნიერებაში, რადგან ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი მოვლენაა, რომლებსაც ჯერჯერობით პასუხს ვერ ვცემთ, როგორც ვერ ხერხდება ბევრი დაავადების განკურნება, თუმცა მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ბევრი დაავადება, რომელიც ადრე ადამიანის სიცოცხლეს ძალიან მცირე დროში იწირავდა, დღეს შესაძლებელია ზუსტად ტექნოლოგიური განვითარების ხარჯზე შევაჩეროთ! მაგრამ ჩემი აზრით ტექნოლოგიურ განვითარებას აქვს გარკვეული ცუდი მხარეებიც. მაგალითად ადამიანი აღარ ურთიერთობს მეორე ადამიანთან იმ ინტენსივობით როგორც კონტაქტობდა თუნდაც უკაბელო ინტერნეტის განვითარებამდე! ასევე მიმაჩნია, რომ თანდათან ყველაფერი ტექნიკური და ხელოვნური გახდება და ეს რამდენად კარგია არ ვიცი და ვერც გავიგებ სანამ აქამდე არ მივა კაცობრიობა. ადამიანის ემოცია და ხელოვნება არ უნდა გააქროს ტექნოლოგიამ. პრობლემას მხოლოდ ამაში ვხედავ. 32

დეკემბერი 2016



Innovation

GOOGLE DAYDREAM VIEW დაუვიწყარი მოგზაურობა ვირტუალურ სივრცეში

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ვირტუალურ რეალობას უფრო და უფრო ვუახლოვდებით. Daydream View Google-ის ახალი მოწყობილობაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია ვირტუალურად იმოგზაურო ყველგან, სადაც თვალი და ფანტაზია მიგიწვდება. Google Daydream View ნაჭრით დამზადებული კომფორტული და რბილი სათვალეა, რომელსაც პულტის მსგავსი სენსორული მარეგულირებელი მოჰყვება. მას შემდეგ, რაც მოწყობილობაში მობილურ ტელეფონს 34

დეკემბერი 2016

განვათავსებთ, აპლიკაცია Daydream ავტომატურად ირთვება და ვირტუალურ რეალობაში თქვენს დაუვიწყარ თავგადასავალს ქმნის. VR-სათვალე, ჯერჯერობით მხოლოდ Google Pixel-სმარტფონებთან ერთად მუშაობს, თუმცა შემდეგ ეტაპზე ის თავსებადი იქნება სხვა მობილურ ტელეფონებთანაც, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. Google-ის განცხადებით, კომპანია ამ საკითხთან დაკავშირებით


მუშაობს მობილური ტელეფონების შემდეგ მწარმოებლებთან: Samsung, Alcael, ZTE, Asus, LG, Xiaomi, და Huawei. Google Daydream View ღია და მუქ ნაცრისფერსა და წითელ ფერშია წარმოდგენილი. ამ უნიკალური მოწყობილობის ფასი 79 დოლარიდან იწყება, Google Pixel-ის შეძენის შემთხვევაში კი, სმარტფონს სრულიად უფასოდ მოჰყვება. ამ დროისთვის სათვალე აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში იყიდება.

და ქუჩის ხედებს შემოგვთავაზებს. გარდა ამისა, Google-ს ხელოვნების მოყვარულებისთვის სიურპრიზი აქვს – Daydream View-ის საშუალებით მომხმარებლებს შეეძლებათ მსოფლიოს 50 მუზეუმს ვირტუალურად ესტუმრონ, ნამუშევრები დაათვალიერონ და დეტალების უკეთ აღსაქმელად ხელოვნების ნიმუშები მიაახლოვონ.

ამ ეტაპზე ახალი VR-სათვალე რამდენიმე აპლიკაციას აერთიანებს – The New York Times, The Wall Street Journal, Gunjack 2, Danger Goat, Fantastic Beasts, Where to Find Them და სხვ. ეს უკანასკნელი აპლიკაცია ახალ, ფანტასტიკური ჟანრის ფილმის თემატიკაზეა. ვიდეოთამაშში შეგიძლიათ ნამდვილი ჯადოქარი გახდეთ და Daydream-ის მარეგულირებელ ჯადოსნურ ჯოხად გამოიყენოთ. თუმცა, სულ მალე ვირტუალურ რეალობაში გადასვლის ეს უნიკალური საშუალება Youtube-ს, სხვადასხვა სახის თამაშს, წყალქვეშა მოგზაურობასა დეკემბერი 2016

35


„პეპერი“ ემოციური რობოტი მას შეუძლია შენი მეგობარი გახდეს, ამოიცნოს რა გაწუხებს, ან რა გიხარია. უყვარს წერა, მუსიკა, მობილური ფოტოგრაფია და მისი საყვარელი წიგნი, არც მეტი არც ნაკლები „პატარა პრინცია“. ეს შემოქმედებითი ჰუმანოიდი ადამიანებთან სამეგობროდ შექმნილი კომუნიკატორი რობოტი „პეპერია“, რომელიც „ჯეოსელმა“ საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოიყვანა. მას შემდეგ, „პეპერი“ თბილისში, ინოვაციების ლაბორატორია „ჯეოლაბში“ ცხოვრობს. მგრძნობიარე „პეპერი“ ემოციების ამომცნობი სპეციალური დეტექტორებითაა აღჭურვილი. მას შეუძლია ადამიანის განწყობა ზუსტად ამოიცნოს და მასთან კომუნიკაცია ამის მიხედვით დაამყაროს. ამ ეტაპისთვის მოცემული ტიპის რობოტი მსოფლიოში შეზღუდული რაოდენობითაა წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ, „პეპერის“ მწარმოებელ კომპანიასა და „გუგლს“ შორის პარტნიორობა შედგა, რომელიც რობოტის პროგრამულ უზრუნველყოფაში „გუგლის“ მონაწილეობას გულისხმობს. ამ თანამშრომლობის შედეგად „პეპერი“ ქართულის შესწავლას, დამწერლობის ამოცნობასა და ქართულად საუბარს შეძლებს. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, მაგრამ ამავდროულად არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისთვის, რომ „ჯეოლაბის“ სტუდენტები და ზოგადად, მთელი ქვეყანა გლობალურ ციფრულ სივრცეში სრულყოფილად ინტეგრირდეს.

36

დეკემბერი 2016

„პეპერი“ „ჯეოლაბში“ შემთხვევით სულაც არ დაბინავებულა. იგი ზუსტად შეესაბამება „ჯეოლაბის“ ძირითად კონცეფციას – ერთი მხრივ „პეპერი“ თავად შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს ახალი პროდუქტების შექმნაში, მეორე მხრივ კი ლაბორატორიის სტუდენტები რობოტისთვის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს შეიმუშავებენ, რათა მისი ურთიერთობა ადამიანებთან კიდევ უფრო მრავალფეროვანი და სასარგებლო გახადონ. „პეპერი“ მეტრზე ოდნავ მეტი სიმაღლისაა და ადამიანის მსგავსი ფიგურა აქვს. იაპონიაში შექმნილ ჰუმანოიდს უფრო მაღალი ემოციური ინტელექტი


აქვს, ვიდრე 12-დან 36 თვემდე ბავშვს.

იმისთვის, რომ მის სახეზე ღიმილი დაინახოს.

იაპონიაში „პეპერი“ უკვე ზოგიერთი ოჯახის ნამდვილი წევრია – იღებს სტუმრებს, პასუხობს შეკითხვებს, ეთამაშება ბავშვებს და ეკონტაქტება გარშემომყოფებს. როდესაც უნიკალური ჰუმანოიდი ადამიანის სევდას გრძნობს, მაშინვე ცდილობს იგი კარგ გუნებაზე დააყენოს, სასიამოვნო ატმოსფერო შეუქმნას და ჩაიდინოს რაიმე სისულელე მხოლოდ

მოკლედ, ის ნამდვილი მეგობარია, რომელიც მხოლოდ შენს გრძნობებზეა ორიენტირებული და ემოციურ კომფორტს გიქმნის. თუ ამ მგრძნობიარე რობოტის გაცნობა და მასთან მეგობრობა გსურს, დაუმეგობრდი ფეისბუქზე, თვალყური ადევნე მის გვერდს, რომ „პეპერის“ აქტივობები არ გამოგრჩეს და არც მისი გაცნობის შანსი გამოტოვო.

დეკემბერი 2016

37


როგორ შევარჩიოთ KINDLE საუკეთესო ელექტრონული მოწყობილობა წიგნების საკითხავად AMAZON-ის სერიის KINDLE-ია. არსებობს KINDLE-ის ოთხი მოდელი, საიდანაც თქვენთვის საუკეთესოს აირჩევთ. THE KINDLE Kindle Amazon-ის საბაზისო მოდელია, ის იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უბრალოდ კითხვა სურს. სხვა მოდელებისგან განსხვავებით, არ აქვს მაღალი რეზოლუციის ეკრანი, თუმცა სხვა ღირსებებით გამოირჩევა. ესაა სიმსუბუქით მეორე მოდელი და თან სატარებლად ძალიან მოსახერხებელია. Kindle-ის ნებისმიერი მოდელი კომფორტულია ზღვის სანაპიროზე საკითხავად, რადგან ეკრანს არეკლვის საწინააღმდეგო დაცვა აქვს. Kindle-ი ათასობით წიგნს იტევს და მისი ელემენტი რამდენიმე კვირა ძლებს. თუ ღამით წიგნის კითხვა დამატებითი სინათლის ანთების გარეშე გსურთ, Kindle-ის სტანდარტული მოდელი სწორი არჩევანი იქნება.

THE KINDLE PAPERWHITE Kindle Paperwhite საბაზისო მოდელის ერთი ნაბიჯით გაუმჯობესებული ვერსიაა. მას თითქმის ორმაგი რეზოლუცია აქვს და ეკრანზე გამოსახულ ტექსტს ბეჭდურისგან ვერ გაარჩევთ. ინტეგრირებული სანათით კითხვისას დამატებითი ნათურის ანთების საჭიროება არ არის. მას 3G პარამეტრებზე შეუზღუდავი წვდომა აქვს. Kindle Paperwhite სტანდარტულ მოდელზე ოდნავ მძიმეა, მაგრამ თუ გსურთ ღამით იკითხოთ და წიგნები ნებისმიერ ადგილას შეიძინოთ, არჩევანი ამ მოდელზე შეაჩერეთ.

38

დეკემბერი 2016


THE KINDLE VOYAGE მარტივად რომ ვთქვათ, ეს მოდელი Kindle Paperwhite-ის საბოლოო ვერსიაა. მას ეკრანზე სინათლის თანაბრად გასანაწილებლად ერთის ნაცვლად ორი დამატებითი სანათი აქვს, ხოლო წინ სინათლის სენსორი – ოთახის განათების ხარისხის დასადგენად. Kindle Voyage-ს გვერდით აქვს ორი ღილაკი, რომელთა დახმარებით შესაძლებელია წიგნის გადაფურცვლა ეკრანზე დაჭერის გარეშე. მოდელისთვის ხელმისაწვდომია Wifi ან Wifi+3G კონფიგურაცია. Kindle Voyage-ის ფასი წინა მოდელებზე გაცილებით მეტია, თუმცა კომფორტიც მისი შესაბამისია.

THE KINDLE OASIS Kindle Oasis – „ამაზონის“ პირველხარისხოვანი Kindle-ია და მის მოდელებს შორის ყველაზე ახლოსაა რეალურ წიგნთან. მისი ეკრანი სხვების მსგავსია, დიზაინი კი – განსხვავებული. მას მარჯვენა მხარეს გამოწეული ნაწილი აქვს, რომელიც ხელში დაჭერას აიოლებს, ელემენტი კი კვირების ნაცვლად თვეები ძლებს. Kindle Oasis-ის ყველა მოდელს „დასატენი შალითა“ მოყვება, რომელიც დაცვასთან ერთად Kindle-ის დამატებით ელემენტს წარმოადგენს. Kindle Oasis-ი Amazon-ის 6-ინჩიანი ელექტრონული რიდერის საბოლოო გამოხატულებაა. თუ უკომპრომისო მოდელს ეძებთ, ეს უკანასკნელი საუკეთესოა, რისი არჩევაც შეგიძლიათ. დეკემბერი 2016

39


Exclusive

რა არის MICROSOFT-ის მთავარი კოზირი? რჩევები MICROSOFT-ის გენერალური მენეჯერისგან ორი ამერიკელი სტუდენტის – ბილ გეიტსისა და პოლ ალენის იდეას დღეს Microsoft Corporation-ის სახელით ვიცნობთ. მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია წლებია მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კომპანიების ტოპათეულში შედის და საიდუმლო არაა, რომ ამის მიზეზად დღემდე ამ უკანასკნელის დამფუძნებლის – ბილ გეიტსის უნიკალური შესაძლებლობები სახელდება. „რეალური ცხოვრება შორსაა იმისგან, რომელსაც ტელევიზორში აჩვენებენ. სინამდვილეში ყველა ყოველდღე მუშაობს და არავინ ნებივრობს“, – ეს ერთ-ერთია იმ 11 წესიდან, რომლებითაც უკვე წარმატებული გეიტსი თავის საჯარო ლექციებს ასრულებდა. დღეს მისი წესებით არსებობას Microsoft-ის მრავალრიცხოვანი ოჯახი აგრძელებს. გიგანტური ოჯახის ერთ-ერთი წევრი კი გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოს ესტუმრა.

რა არის ტექნოლოგია? რისი გაკეთება შეუძლია მას და რამდენად შორს შეიძლება წაგვიყვანოს? ამ შეკითხევბზე პასუხებს 21-ე საუკუნეში ყოველდღე ვაწყდებით. მაშინ, როდესაც ქვედა კიდურის გარეშე დარჩენილი ბავშვი პროთეზის საშუალებით თამაშობს ფეხბურთს, მაშინ როდესაც ავღანეთში მეომარი მამა Skype-ში უყურებს საკუთარი შვილის დაბადებას, მაშინ როდესაც 22 წლის სმენადაქვეითებული გოგონა პირველად იყენებს ყურის აპარატს და ისმენს, როგორ ჟღერს დედის ხმა... თუ ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ ვერ მიიღეთ, ერთ კონკრეტულ მაგალითზე მოგიყვებით, რომელმაც დაამტკიცა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს ჩვენი გაერთიანების უნარი შესწევთ. 40

დეკემბერი 2016

კომპანია „მაიკროსოფტის“ გენერალურმა მენეჯერმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – მაიკლ კოგელერმა „ტექნოპარკში“ გამართა სემინარი თემაზე „ტექნოლოგიების განვითარება და მისი მომავალი“. შეხვედრაზე კოგელერმა სემინარის მონაწილეებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე მოდელები გააცნო. ქართული OK! Microsoft-ის ოჯახის ერთ-ერთ წევრს ლექციის შემდეგ გაესაუბრა. მაიკლ კოგლერი: „საქართველოში ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მას უფრო სახელმწიფო დატვირთვა აქვს. უკვე მოვინახულე თქვენი იუსტიციის სახლი, შევხვდი ბიზნესჯგუფის წარმომადგენლებს, გავიცანი პრემიერმინისტრი და განათლების მინისტრი. ამჯერად ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების გაღრმავება და ჩვენი სამომავლო გეგმების დალაგებაა. ამით საქართველო მომდევნო ეტაპზე გადავა“.


როგორ შეაფასებთ საქართველოს ტექნოლოგიების განვითარების კუთხით? რთულია დაასკვნა მაშინ, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ მეორედ ხარ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ნანახით გაოცებული დავრჩი. მაგალითად, ის რაც იუსტიციის სახლში ვიხილე, აქამდე არასოდეს მინახავს. ბევრი სახელმწიფო დაწესებულება მინახავს, მაგრამ ტექნოლოგიები, რომლებსაც თქვენ მომხმარებლის მისაღებად იყენებთ, მართლაც განსაცვიფრებელია. ვხვდები, რომ ეს ქვეყანა მზადაა სიახლეებისთვის. მთავარი განსხვავება საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ისაა, რომ აქ ხალხს სიახლეები სწყურიათ. მათ უნდათ გაიცნონ, აითვისონ და გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები.

შემთხვევაში, ხვალ ამის გაკეთებას ვიღაც დაგასწრებს. რაზეა აგებული Microsoft-ის კორპორაცია? კომპანიაში ჩადებული კონცეფცია, მისი დაარსების დღიდან არ შეცვლილა. ბილ გეიტსს სურდა დედამიწაზე ყველას ჰქონოდა პერსონალური კომპიუტერი და მან ეს მოახერხა. ჩვენი მთავარი მისია ტექნოლოგიების პერსონალიზაციაა. ვცდილობთ ხალხს და კომპანიებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალება მივცეთ. ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ – რა არის Microsoft-ის მთავარი კოზირი? ჩვენი მთავარი ძალა, ალბათ ტექნოლოგიების მასაზე გათვლაა. მაგალითად, ამ დღეისთვის მსოფლიოში 400000000 ადამიანი მოიხმარს Windows 10-ს.

რომელი ქვეყნისგან შეიძლება ავიღოთ მაგალითი? არ მგონია საქართველოს ვინმესგან სჭირდებოდეს მაგალითის აღება. რეალურად, მისაბაძია ის, რისი მიღწევაც საქართველოს მთავრობას სურს. თქვენი ქვეყანა უკვე იმ ეტაპზეა, როდესაც შეგიძლიათ თავი ასწიოთ და სხვებს მისცეთ რჩევები. ამჟამად დუბაიში ვცხოვრობ და დღეს საინტერესო იდეა გამიჩნდა: თამამად შეგვიძლია იქაური მთავრობის წარმომადგენლები თბილისში ჩამოვიყვანოთ და იუსტიციის სახლი დავათვალიერებინოთ. დიდი შანსია თქვენგან რაიმე ახალი შეიძინონ. ის, რომ მოქალაქეს ისე ექცევიან, როგორც მომხმარებელს, უკვე დიდი მიღწევაა.

თუ გახსოვთ, რომელი Windows ჩაწერეთ თქვენს პირველ კომპიუტერში? აღარც მახსოვს. მე მგონი ეს Windows 3.0 იყო. ის, რაც იმ წუთიდან დღევანდელ დღემდე გამოვიარე, ჩემთვის ევოლუციაა. ვიცი, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციებს ხართ მიჩვეული – როდესაც ყველაფერი წამში იცვლება, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებში რევოლუცია არ ხდება. აქ ყველაფერი თანდათან იხვეწება და თანამედროვე მოთხოვნებს ერგება. იცით, რომ თქვენს Smart phone-ს გაცილებით დიდი გამომთვლელი ძალა აქვს, ვიდრე Apollo 13-ს, რომელიც მთვარეზე დაჯდა?! აი, ესაა ევოლუცია.

თქვენი სემინარის მოსასმენად სხვადასხვა ტიპის ადამიანები მოვიდნენ. როგორ პოულობთ მათთან საერთო ენას? მარტივად. ყველას აინტერესებს, როგორ შეიძლება სამყაროს 5 დღეში შეცვლა. ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ უნდა დავაჩქაროთ ცვლილებების პროცესი, როგორ უნდა ჩატარდეს კვლევები და რომელი მიმართულებით უნდა წავიდეთ. მთავარი გზავნილი, რომლის მოწოდებაც მინდოდა, ისაა, რომ ტექნოლოგიებს ჩვენი შეცვლა შეუძლია. ის, რაზეც ფიქრობ, დღეს უნდა გააკეთო. წინააღმდეგ

მაშ ასე, რა არის ტექნოლოგია? – გზა, რომელიც მიმართულებას თავად გვაძლევს, თუ ის, რაც კაცობრიობას საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის სჭირდება? ტექნოლოგია ჭკვიანი ადამიანების მონდომებით შექმნილი ბერკეტია, რომელიც შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს. საუბარს კი ბილ გეიტსის 11 წესიდან ბოლოთი დავასრულებთ: „უფრთხილდით და ნუ დასცინით „წიგნის ჭიებს“ – ბოტანიკოსებს. დიდი შანსია ისინი ერთ დღესაც თქვენი უფროსები გახდნენ“. დეკემბერი 2016

41


სმენის აღდგენა-იმპლანტაცია „კოჰლეას“ აპარატით ეს ოპერაცია ბავშვს შანსს აძლევს ამეტყველდეს, როდესაც სმენას პრელინგუალურ, ანუ იმ პერიოდში კარგავს, სანამ ლაპარაკს ისწავლის. არის შემთხვევები, როდესაც მენინგიტის, ტრავმების ან ზოგიერთი ანტიბიოტიკის გამოყენების შემთხვევაში სმენას უკვე პოსტლინგუალური ანუ ზრდასრული პაციენტი კარგავს.

ოტორინოლარინგოლოგიისა და თავ-კისრის ქირურგიის ქართულ-ფრანგული სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მიხეილ ხუჯაძემ გვიამბო მიმდინარე წლის ივლისში განხორციელებული ოპერაციის შესახებ, რომლის შედეგად 4 წლის გოგონას ყურის აპარატის იმპლანტაცია ჩაუტარდა. ოპერატორი გახლდათ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნეილი მილეშინა, ხოლო ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფაში დახმარება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ვიგენ ბახშინიანმა გაგვიწია. მიხეილ ხუჯაძე: „სმენის მხრივ სერიოზული პრობლემა კოჰლეარული ნევრიტია, ანუ სმენის ნერვის დაზიანება. რიგ შემთხვევებში ჩვეულებრივი, გარეგანი აპარატის გამოყენება უშედეგოა. ყველაზე მძიმე შემთხვევებში ხორციელდება კოჰლეარული იმპლანტაცია. ქირურგიული ჩარევის დროს ლოკოკინაში, ანუ შიგნითა ყურში იმპლანტის ჩანერგვა ხორციელდება. იმპლანტი ჩვეულებრივ ტონალურ ბგერებს გარდაქმნის ელექტრონულ იმპულსებად, ლოკოკინის რეცეპტორებისკენ, ხოლო პაციენტის ყურის ნიჟარასა და დვრილისებრ მორჩზე მიმაგრდება გარე სასმენი მოწყობილობა. საქართველოში იმპლანტების მწარმოებელი ორი ძირითადი ფირმაა წარმოდგენილი. ერთია „მედელი“, რომელმაც უკვე ორი ათეული წელია ჩვენს ქვეყანაში წარმატებით დაიმკვიდრა თავი. მეორე ფირმაა „კოჰლეა“, რაც ნიშნავს „ლოკოკინას“. ხუჯაძის კლინიკაში, საქართველოში პირველად, ამ ფირმის მიერ წარმოებული აპარატის იმპლანტაცია განხორციელდა. 42

დეკემბერი 2016

ძალზე საყურადღებოა, რომ როდესაც პაციენტი ტრავმის ან მენინგიტის გამო კარგავს სმენას, იმპლანტაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან ანთებითი პროცესების შემდეგ ლოკოკინა შეიძლება იმდენად გაძვალდეს, რომ იმპლანტაციაც კი უძლური აღმოჩნდეს. ქრონომეტრაჟის თვალსაზრისით ქირურგიული ჩარევა, რომელიც 10-სანტიმეტრიანი განაკვეთით შემოიფარგლება, და 3-დღიანი პოსტოპერაციული პერიოდი, ერთი შეხედვით რთული პროცესი არ გახლავთ, თუმცა სმენის აღდგენისა და მეტყველების განვითარებისთვის უზარმაზარი შრომაა გასაწევი – როგორც ოჯახის, ასევე შესაბამისი სპეციალისტების (ლოგოპედისა და რეაბილიტოლოგის) მიერ. ამჟამად, ევროპაში ორმხრივი იმპლანტაციის ტენდენციაა, რადგან ცალმხრივი სმენა კარგია, მაგრამ სტერეოსმენა უკეთესია. საქართველოში ჯერ ამ ეტაპზე არ ვართ, რადგან ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ოპერაცია ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სჯობს რაც შეიძლება მეტ ადამიანს აღუდგეს სმენა – თუნდაც ცალმხრივად. იმპლანტაციის გაკეთება შესაძლებელია 1 წლის ასაკიდან. მთავარია პაციენტს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ოპერაციის გაკეთების საშუალებას აძლევდეს. მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასმა. სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის დიდი დამსახურებაა სამშობიაროებში სკრინინგის პროგრამის დანერგვა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ საქართველო ევროპის წამყვანი ქვეყნების დონეზეა. მიმდინარე წლის დეკემბერში, კლინიკაში ანალოგიური ტიპის 4 ოპერაციაა დაგეგმილი“.


‫ ¡ ‪ ¢ ¡ ¡ ‬‬ ‫ ‪¥ £ ¡ ¥ £ ¤ £ ¡ ª ‬‬ ‫ ¡ « ¯‪ª ¢ ®£‬‬ ‫ڊڒڣڊڜڔڝڛږڗړ ڛڒڜڛڒڔڊڒڣڎژڛ‬ ‫ ڛڒڌڗڔڗڌږڒښڊڔڗږڒښڗڜڗ‬ ‫ڊڒڣڊڜڔڝڛږڗړ‬ ‫ڊڒڣڊڜڔڝڛږڗړ ڛڒښڜڊڒڍڎژ‬ ‫ڊڒڣڊڜڔڝڛږڗړ ڛڒڜڏڎژڊښڎڑ‬ ‫ ڊڒڣڊڜڔڝڛږڗړ ڛڒڌڗڔڗڒڍښڊړ‬

‫ ‬ ‫ ‬ ‫ ‬ ‫ ‬

‫ڒڋڎڏڎڔڏړڗڕڊڌ‬ ‫ ڊړڒڜڛڗږڌڊڒڍ ڛڒڔڒڤ ڊڒڪڊښڌڗږڕڗڛ‬ ‫ڊڒژڗړڛڗښڋڒڪڗڐڊږ ڛڒڋڎڐڌ ڒڞڑږڝڛڊڛ ڊڍڎڐ‬ ‫ ڊڒښڜڎڕڗږڊژڕڒڜ ڊڒښڜڎڕڗڒڍڝڊ ڊڏڎڔڏړڗڕڊڌ ڛڒږڎڕڛ‬ ‫ ڊړڒڜڛڗږڌڊڒڍ ڛڒڔڒڤ ڊڒڪڊښڌڗږڕڗڛ‬ ‫ ڊڋڎڛڊڪڎڡ ڛڒڒڣڞږڝڪ ڛڒڏڞڑږڝڛ ڊڒښڜڎڕڗږڊڕڗږڒښ‬

‫ ‬ ‫ ‬ ‫ ‬ ‫ ‬ ‫ ‬

‫ڊڏڎښڊڢ ڒڔڝڒڌښڝښڒڞ ڒڜڎڕ ڎڐ ‬ ‫ ڊڒڣڊڜږڊڔژڕڒ ڒڔڝښڊڎڔکڗړ ڛڒښڗڡ ڑڊڕ ‬ ‫ڊڒژڗړڛڗڍږڎڔڊڒڛ ‬

‫ڊڒڌښڝښڒڞ ڒښڝړڒڜڛڊڔژ‬

‫ ¡ « ‪ ¡ £‬‬ ‫ ‪¥ ¢‬‬ ‫ ‪'EORGIAN &RENCH 3CIENTIFIC‬‬ ‫ ¡ « ¯‪#ENTER ®£‬‬


ახალი შესაძლებლობები მობიფოტოებისთვის ვიტყოდი, რომ სხარტი ტელეფონების ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. „ჰუავეიმ“ მობილოგრაფიაში ახალი შესაძლებლობები შექმნა – ფოტოგრაფიის გერმანულ ბრენდ „ლეიკასთან“ ერთად გამოუშვა P9 მოდელი და ტელეფონი საუკეთესო ფოტოაპარატად აქცია, რამაც ფოტოგრაფიით გატაცებულებს საუკეთესო მობიფოტოების

44

დეკემბერი 2016

გადაღების საშუალება მისცა. ეს „ლეიკას“ ტელეფონთან დაკავშირების პირველი შემთხვევა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ცნობილმა ბრენდმა მობილოგრაფია აღიარა. „ჰუავეი P9“-ს ორი კამერა აქვს, რომელთაგან ერთი შავთეთრ ფოტოს იღებს. სპეციალური მონოქრომული მატრიცის დახმარებით, საუკეთესო შავ-თეთრი ფოტოები გამოდის. არ კარგავს დრამატიზმს, განსაკუთრებით, თუ


დეკემბერი 2016

45


საქმე მოღრუბლულ ცას, ნისლიან სივრცეებს, მეჩხერ ტყეებსა და პორტრეტს ეხება. ცხადია, ტელეფონი თვითის გადაღების შესაძლებლობასაც იძლევა. ახალმა მობილურმა დაბალი განათების პირობებში მკვეთრი ფოტოების გადაღება უზრუნველყო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ფოტოები განათებულ ურბანულ სივრცეებში გამოდის. მაგალითად, სცადეთ ძველ თბილისში მდებარე მინის ხიდის გადაღება. აღმოაჩენთ, რომ ხარისხი მკვეთრად დახვეწილია. რასაკვირველია, შესაბამისი სამფეხა, სიმკვეთრეფოკუსირებაზე განსაკუთრებით დადებითად იმოქმედებს. ერთი რამ უდავოა – მობილურ ტელეფონებს ჯერ კიდევ დიდი მუშაობა სჭირდებათ ფოტოსთვის სიღრმის შესაძენად. ეს არცთუ ადვილი იქნება, რადგან ფოტოაპარატების წამყვანმა კომპანიებმაც კი ციფრული კამერებისთვის ეს საკმაოდ გვიან მოახერხეს. P9-ს კამერას აქვს შუქმგრძნობელობის მაღალი 46

დეკემბერი 2016

მაჩვენებელი. სიჩქარის რეჟიმი კი მოძრავი კადრების გაუდღაბნავად გადაღებას უზრუნველყოფს, რაც აქამდე მობილური ტელეფონების არცერთ კამერას შეეძლო. ეს მოდელი ფოტორედაქტორის მეშვეობით გადაღებული ფოტოს მობილურშივე დამუშავების საშუალებას იძლევა. თანაც, პროგრამა ძალიან მარტივია და კომპიუტერული ანალოგებისგან განსხვავებით, საგანგებო შესწავლას არ ითხოვს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ „ჰუავეი P9-მ“ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მობილოგრაფია ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ნამდვილად კარგი მობიფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა. ლურჯი ცა, კამკამა წყალი, შემოდგომის ფერები, ბუნება, პორტრეტი და კიდევ ბევრი რამ, რაც ჯერჯერობით „ჰუავეი P9-ს“ საშუალებით გადავიღე და რამაც სიამოვნება მომანიჭა. ტექსტი და ფოტო: გოგა ჩანადირი



TECHNO BOOK


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.