OK! HEALTH& BEAUTY BOOK

Page 1

www.okmagazine.ge

იანვარი 2016

HEALTH & BEAUTY BOOK


პროფესიული ევროპული სამედიცინო ლაზერული და ესთეტიკური აპარატურა თქვენი ბიზნესისთვის შესთავაზეთ თქვენს კლიენტებს კლინიკურად დამოწმებული, უსაფრთხო და ეფექტური პროცედურები კარბოქსი თერაპია Venusian CO2

ოზონო თერაპია ATOM O3

NORDLYS BY ELLIPSE SWT Selective Waveband Technology Nd:YAG 1064 Laser Frax 1550 Fractional Non-Ablative Laser

ჟანგბადის თერაპია OxyLifeNova O2

RF&Ultrasound So Up Reloaded

ალ. ყაზბეგის გამზ. 24გ +995 555 54 53 52 / +995 577 50 17 51 Facebook.com/ellipse.ge sales@oxygen.ge Ellipse და Maya Beauty Engineering-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში – კომპანია Oxygen Ltd.


სარჩევი

HEALTH

HEALTH

„გულის მკურნალი მხოლოდ „გულია“ რომელიც უკვე 21 წელია წარმატებით ტებით საქმიანობს. ლავმა შრომამ პროფესიონალთა გუნდის დაუღალავმა განაპირობა პაციენტთა ნდობა, რომელიც ომელიც მედიცინის სფეროში ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი ოვებელი და ძვირფასია. ამ ხნის განმავლობაშიი სამედიცინო ში გაიმარჯვა და დაწესებულებამ ბევრ ნომინაციაში რის: „რეპუტაცია და უამრავი ჯილდო მიიღო. მათ შორის: თა დაჯილდოების ნდობა“, „ლიდერი“. ერის მოამაგეთა ელნი 2010“, ცერემონიალზე „სოფლის მაშენებელნი ებისა და ადამიანთა სამედიცინო კლინიკური ინოვაციებისა სთვის მიენიჭა სიცოცხლეზე განუხრელი ზრუნვისთვის ტიტული „სოფლის მშენებელი – მეცენატი 2010“. ამავე წელს გადაეცა გაერთიანებული ევროპის საერთაშორისო ჯილდო – ევროპული ინტეგრაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 2015 წელს ნაციონალური ბიზნესრეიტინგების საერთაშორისო კავშირის მიერ კლინიკას მიენიჭა

4

VICTORIA’S SECRET-ის „ანგელოზების“ სილამაზის საიდუმლო

16

HEALTH

სსელებრითების საუზმე

ჩვენ მათ ფოტოებსა და ეკრანებზე ვხედავთ. VICTORIA’S SECRET-ის შთამბეჭდავ კოსტიუმებში გამოწყობილი გოგონები მართლაც უნაკლო ანგელოზებს ჰგვანან. თეთრეულის ცნობილი ბრენდის მოდელებმა გადაწყვიტეს საკუთარი სილამაზის საიდუმლოებები გაგვიმხილონ. სარა სამპაიო: „თუ გინდა სახე გინათებდეს, გამაღიავებელი (Highlighter) უნდა გამოიყენო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაკიაჟის გაკეთების დრო არ გაქვს, წაისვი ეს საშუალება ყვრიმალებზე, ცხვირის კუთხესა და ტუჩის ზედა კიდეზე. ასევე, გირჩევ კარგად იძინო და ბევრი წყალი დალიო“.

12

რაიან რეინოლდსი ლდსი – მისი საუზმე 2 კვერცხისა და ნაჭერი ავოკადოსგან შედგება.

ზაკ ეფრონი – ყოველ დილას რვა კვერცხისგან მომზადებული ომლეტით იწყებს.

ჯენიფერ ენისტონი – ათქვეფილ ბანანს, ალუბალს, ნუშისა და კაკაოს ფხვნილს გეახლებათ.

ახალ წელს თითოეული ჩვენგანის გული სავსეა ახალი ემოციებით, მოლოდინითა და სურვილებით. სურვილების ჩამონათვალი კი, როგორც წესი, ჯანმრთელობით იწყება ხოლმე. როგორც ამბობენ, ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია. ჯანმრთელობა არც ახალი წლის პერიოდში უნდა დაგვავიწყდეს. გადამეტებული ოდენობით მსუყე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებით შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის დაავადებების პრევენცია და დროული მკურნალობა. კარდიოლოგი და პროფესორი ანზორ მელია რჩევებს გვაძლევს და კლინიკა „გულის“ მსოფლიო სტანდარტების შესაბამის დიაგნოსტიკურ სერვისებზე გვიამბობს. კლინიკა „გული“ პირველი კარდიოლოგიური პროფილის კერძო სამედიცინო დაწესებულებაა,

საპატიო წოდება – „დარგის ლიდერი 2015“ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. წარმატებისა და დაფასების მხრივ გამონაკლისი არც 2016 წელი ყოფილა – კლინიკამ „გული“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ოქტომბერში, ევროპის ბიზნესასამბლეამ, სოკრატეს კომიტეტმა, კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ჯანდაცვის სფეროში პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე აუკეთესო კლინიკა წარადგინა ნომინაციაში – „საუკეთესო კლინიკა“.. ეს იყო აღიარება ბრწყინვალე რეპუტაციის, საიმედო და თოდიკის, ეფექტური მკურნალობის მეთოდიკის,

18

HEALTH

ქართველი სელებრითების ების ჯანსაღი ცხოვრების წესი

იბ

ებ

ია

ახალი გულისცემა კლინიკაში „ლანცეტი“ ცეტი

რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრება? ჯანსაღი ცხოვრება ჩემთვის ფიზიკურად და სულიერად კარგად ყოფნაა, რაც პირდაპირაა დაკავშირებული მუსიკასთან. როგორია თქვენი კვების რაციონი? დილას ვიწყებ ჭიქა წყლით და შემდეგ ვსაუზმობ ბურღულეულით, რძით და ხილით. შუადღისას და საღამოს ვცდილობ მრავალფეროვანი საკვები მივირთვა. მიყვარს რძის ნაწარმი, არ ვგიჟდები ხორცზე და მივირთმევ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს. არ მიყვარს ე.წ. „სწრაფი კვება“ და ძირითადად შინ ვამზადებ. არ ვსვამ გაზიან სასმელებს. მიყვარს ყავა და მწვანე ჩაი ლიმონით, ჯანჯაფილით და თაფლით. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ვარჯიშს? შინ თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ. ფეხით სიარული მიყვარს და ვცდილობ ბევრი ვიარო. დიდი ენერგია მაქვს და აუცილებელია მისი გადანაწილება და დახარჯვა, რომ არ „ავფეთქდე“. რას ურჩევდით მკითხველს? მინდა ყველას ვურჩიო, რომ კვებონ არა მარტო სხეული, არამედ ტვინიც. იკითხონ და მიანიჭონ სიამოვნება საკუთარ თავს არსებული პირობების გათვალისწინებით. გახარებული და რეალიზებული ადამიანი კარგ ენერგიას და სიყვარულს გადასცემს გარშემომყოფებს. ამავე დროს, დადებითი ენერგია ბუნებრივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველაზე ეფექტური „ბოტოქსია“.

ჯანსაღი გარემო ვარჯიშისა და განტვირთვისთვის. „ლუმოსის“ იდეოლოგია რამდენიმე საყრდენზე დგას: იყავი ჯანმრთელი: იოგა და ჯანსაღი (და გემრიელი) საკვები ამარტივებს ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას. იზრუნე: ჩვენ გვჯერა, რომ ყველა არსებას აქვს უფლებები და მათი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული – მიუხედავად იმისა, მოაქვს თუ არა ამ ინტერესებს რაიმე სარგებელი ადამიანებისთვის.

- განახლებული IVF-დეპარტამენტი „ლანცეტში“ ახალი გუნდით, ახალი შემართებით, ახალ უცხოელ პარტნიორებთან ერთად იწყებს უშვილობის პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მიღებას სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ განახლებულ Feldberg, Israel) ერთ-ერთი პიონერია ბაზაზე.

ინვიტრო განაყოფიერების სფეროში. იგი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწეობს და თებერვლის თვეში პირველად ესტუმრება საქართველოს. დოვ ფელდბერგი ჩვენს კლინიკაში ინვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტის ახალ გუნდთან ერთად ჩაატარებს კონსულტაციებს და დაიგეგმება მკურნალობა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პაციენტებისთვის, რომლებიც კლინიკიდან გაუსვლელად მიიღებენ მომსახურების სრულ სერვისს, „ლანცეტის“ სასტუმროში განთავსების ჩათვლით.

„ლუმოსი“ აერთიანებს ჩვენს სიყვარულს იოგას, გარემოზე ზრუნვისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიმართ. ეს სივრცე მოწყობილია იმისთვის, რომ ადამიანებს შევუქმნათ მშვიდი და

იყავი მიმღები: ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის – განურჩევლად მათი წარსულისა, ორიენტაციისა და თვითგამოხატვის ფორმისა. დაუჭირე მხარი: ერთმანეთის დახმარებით ჩვენ ვზრდით და ვაძლიერებთ საკუთარ პოტენციალს. იცხოვრე სწავლისთვის: ყველა ნამდვილად „გამოცდილი“ ყოველთვის დამწყებია. ახლის სწავლის შანსი ყველგანაა.

ექსკლუზიური პარტნიორი ჩიკაგოდან – Surrogasy Abroad Inc-ის პრეზიდენტი ბენჰურ სამსონი

BEAUTY

62

54

2017 წლის ფერი - მწვანე წვანე ფერების ექსპერტმა კომპანია PANTONE-მა 2017 წლის ფრად მწვანე დაასახელა. OK! წარმოგიდგენთ მაკიაჟის უახლეს ტრენდებს მწვანე ფერში.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფაქტი, რომ 21 წლის ასაკში „მის მსოფლიოს“ მონაწილე გახდით? ამ შემთხვევაში ასაკი არ თამაშობს გადამწყვეტ როლს, რადგან პუერტო-რიკოს წარმომადგენელი გოგონა 19 წლის იყო. ასევე იყვნენ 17 წლის გოგონები. მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს მზადყოფნის საკითხიც – შენ რამდენად ხარ მზად როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაში 20 წლის ასაკში „ვიცე-მის საქართველოს“ ტიტული, ხოლო შემდეგ „მის მსოფლიოს“ კონკურსზე გასვლა საკმაოდ საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. იყვნენ კონკურსანტები, რომლებიც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვერ უძლებდნენ დატვირთვას. ეს გრანდიოზული შოუ, რომელშიც 22 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მართლაც ძალიან შრომატევადი და რთული სისტემაა, სადაც არცერთი წუთი არ გაქვს მოდუნების საშუალება.

ყველა დედა გრძნობს იმ განსაკუთრებულ ემოციას, რომელიც შვილის დაბადებას მოსდევს. თუმცა ძნელია სიტყვებით გამოხატო მადლიერება იმ ექიმების მიმართ, რომლებმაც დედებს შვილები მეორედ აჩუქეს. კლინიკა „N ქირონ+“ 2014 წლის სექტემბერში დაარსდა. მის ფუნქციებში ინტენსიური თერაპიისა და დღენაკლულ ახალშობილთა მოვლის განყოფილებები შედის. ორი წელი საკმაოდ მცირე დროა იმისთვის, რომ მოიპოვო ნდობა, რომელიც ასე ძვირად ფასობს მედიცინაში – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ახალშობილის ჯანმრთელობას ეხება. „N ქირონ+“-მა ყველაფერი პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტებული გუნდის მეშვეობითა და პაციენტზე ორიენტირებული განსაკუთრებული მიდგომით შეძლო. ამ ხნის მანძილზე კლინიკას ახსოვს ბედნიერი მშობლები, უამრავი მადლობის წერილი, რაც უფრო დიდი სტიმულია ექიმისთვის მეტი ენთუზიაზმით გააგრძელოს ბრძოლა თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად.

როგორი იყო წინასაკონკურსო სამზადისი – როგორც თბილისში, ასევე ვაშინგტონში? ძირითად აქცენტს ვამახვილებდი ფიზიკურ ვარჯიშზე. ვვარჯიშობდი სატრენაჟორო დარბაზებში, ვცურავდი, კრივით ვიყავი დაკავებული. ასევე მნიშვნელოვანი იყო ფიზიკური მომზადება. ხშირად ვუყურებდი გასული წლების მონაწილეებს ინტერვიუებს, სტატიებს „მის მსოფლიოსთან“ დაკავშირებით, და სილამაზის კონკურსების სხვადასხვა მსგავს მოსამზადებელ პერიოდებს.

მაკიაჟის გაკეთება კონკურსამდე არ ვიცოდი. მაგრამ სანამ გავემგზავრებოდი, კურსები გავიარე და ახლა მარტივად გამომდის. ვხვდები, როგორ ჩაცმულობას როგორი მაკიაჟი მოუხდება. რაც შეეხება მონაწილეებს, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მეგობრული გარემო იყო.

)

ვანე

რი

ანქა

ი (ლ

ის

ნანა ბუხრაშვილს თითოეული ბავშვის ისტორია კარგად ახსოვს და მათზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს:

ქი მწ

MA

X-

ნანა ბუხრაშვილი – ნეონატოლოგიურ ცენტრ „N ქირონ+“-ის გენერალური დირექტორი: „ჩვენს კლინიკას ჰყავს ცნობილი და გამოცდილი ექიმები: ბატონი გელა მეცხვარიშვილი, ქალბატონები – თამარ დანელია, ნანა ბარათელი, ელისო თურქაძე, მაია მერაბიშვილი. თითოეული მათგანი ცნობილი და პროფესიონალი ექიმია. ახალშობილთა მკურნალობაში ყველა ექიმი ჩართულია. მშობელი პირველი წუთიდან ხვდება, რომ მათი შვილი საიმედო ხელშია და აქედან გამომდინარე მადლობის ძალიან ბევრი წერილი მოგვდის“.

(მუ

ის ფ

ვალ

თ C-

NY

კლინიკის გენერალური დირექტორი – ნანა ბუხრაშვილი, თავისი პროფესიონალთა გუნდით განსაკუთრებულად ამაყობს.

„სამედიცინო პერსონალი ყველა ღონეს ხმარობს, რათა პატარებს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. სამწუხაროდ, ყოფილა ტრაგიკული დასასრულებიც. დედამ, რომლის პატარასაც აღენიშნებოდა ისეთი პათოლოგია, რომლითაც მისი ზრდა ვერ მოხდებოდა, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ექიმებს ემოციური წერილი დაუწერა, სადაც სამედიცინო პერსონალს გაწეული შრომისთვის და შექმნილი გარემოსთვის მადლობას უხდიდა.

რაც შეეხება უშუალოდ კონკურსს, ძალიან დაძაბულ რეჟიმი გვქონდა: დღე იწყებოდა დილის 7 საათზე. შემდეგ გვქონდა ვარჯიში, ფიტნესი, სხვადასხვა სახის ღონისძიებები. მაკიაჟის გაკეთება დღეში რამდენჯერმე მიწევდა. ასევე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეხამება და ასე შემდეგ.

კონკურსის საბოლოო შედეგები სადავო საკითხია. დიდი გავლენა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ქვეყნის ელჩი ჟიურის წევრი იყო. მაგალითად, ინდონეზიის, ასევე პუერტო-რიკოს გოგონებს კარგი მხარდაჭერა ჰქონდათ. მიუხედავად ამ ხარვეზებისა, რომლებიც ცოტა უსამართლო მგონია, ჟიურის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. გამოცდილება, რომელიც ნიუ-იორკმა და ვაშინგტონმა დამიტოვა, ძალიან დამეხმარება მომავალში.

„ლუმოსი“ თავშეყრის ადგილია ადამიანებისთვის, ვისაც სურთ იყონ ჯანმრთელი და ბედნიერი, ვინც ზრუნავენ გარემოზე და შეუძლიათ მხარდაჭერის როგორც მიღება, ისე გაცემა.

პროფესორი დოვ ფელდბერგი (Dov

ვიქტორია კოჩეროვა „მის სამყაროს“ კონკურსსა ნკურსსა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ „ვიცე-მის საქართველო“ – ვიქტორია კოჩეროვა გვიამბობს იმის შესახებ, თუ როგორია მისი დღის გრაფიკი, რა დროს უთმობს ფიზიკურ მომზადებას, სპორტის რომელი სახეობით არის გატაცებული, როგორ მოვუაროთ კანსა და სახეს და ა.შ. ასევე სტატიაში გაეცნობით წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის – „მის სამყაროს“ წინასაკონკურსო პერიოდის დეტალებს.

26

„ლუმოსი“ – მშვიდი და ჯანსაღი სივრცე იოგას მოყვარულებისთვის

ნინო მუსერიძე – მედიცინის დოქტორი, ექიმი მორფოლოგი, ემბრიოლოგი, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ინვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროფესიული განათლება: მაგილის უნივერსიტეტი, კანადა; იოანინას უნივერსიტეტი, საბერძნეთი; იხილოვის კლინიკა, თელ-ავივი.

28

კარლი კლოსი – უყვარს გემრიელი და ამასთანავე ჯანსაღი საკვები. ამიტომაც, ყოველ დილით ნუშის რძეს ბანანთან ან მაყვალთან ერთად მიირთმევს.

მიშელ ობამა – ყოველ დილას თოხლო კვერცხს, ინდაურის ძეხვს და გრეიფრუტს მიირთმევს.

23

რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვერ ვცხოვრობ – გრაფიკიდან გამომდინარე. როგორია თქვენი კვების რაციონი? კვებას რაც შეეხება, ყველაფერს მივირთმევ. არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე. ძირითადად ღამით ვიკვებები. არ ვერიდები არც ცომეულს. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ვარჯიშს? ვარჯიშს რაც შეეხება, სამწუხაროდ არ ვვარჯიშობ. ძალიან მინდა ვივარჯიშო, მაგრამ დრო არ მაქვს. რას ურჩევდით მკითხველს? ფაქტი, რომ მე არ ვვარჯიშობ, ჯერჯერობით პრობლემას არ მიქმნის, თუმცა მკითხველს ვურჩევ სწორი რეჟიმით იკვებონ და ივარჯიშონ, რადგან მომავალში ეს შესაძლოა მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.

ლიკა შუბითიძე

ან

რეიჩელ ჰილბერტი: „იძინე და დაისვენე. ეს შენი სხეულისთვის საშუალებაა, რომ ენერგია ხელახლა მოიკრიბოს. დალიე წყალი – იგი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. მე ყოველდღიურად 8 ჭიქა, ან მეტ წყალს ვსვამ“.

აიმ

ისფ

ერ

ნე)

წვა

იმ

არ ანქ

ალ

თვ

DOLCE&GABBANA - ტუჩსაცხი

იანვარი 2017

3


HEALTH

„გულის მკურნალი მხოლოდ „გულია“ 21 წელია წარმატებით საქმიანობს. პროფესიონალთა გუნდის დაუღალავმა შრომამ განაპირობა პაციენტთა ნდობა, რომელიც მედიცინის სფეროში ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი და ძვირფასია. ამ ხნის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებამ ბევრ ნომინაციაში გაიმარჯვა და უამრავი ჯილდო მიიღო. მათ შორის: „რეპუტაცია და ნდობა“, „ლიდერი“. ერის მოამაგეთა დაჯილდოების ცერემონიალზე „სოფლის მაშენებელნი 2010“, სამედიცინო კლინიკური ინოვაციებისა და ადამიანთა სიცოცხლეზე განუხრელი ზრუნვისთვის მიენიჭა ტიტული „სოფლის მშენებელი – მეცენატი 2010“. ამავე წელს გადაეცა გაერთიანებული ევროპის საერთაშორისო ჯილდო – ევროპული ინტეგრაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 2015 წელს ნაციონალური ბიზნესრეიტინგების საერთაშორისო კავშირის მიერ კლინიკას მიენიჭა საპატიო წოდება – „დარგის ლიდერი 2015“ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

ახალ წელს თითოეული ჩვენგანის გული სავსეა ახალი ემოციებით, მოლოდინითა და სურვილებით. სურვილების ჩამონათვალი კი, როგორც წესი, ჯანმრთელობით იწყება ხოლმე. როგორც ამბობენ, ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე არაფერია. ჯანმრთელობა არც ახალი წლის პერიოდში უნდა დაგვავიწყდეს. გადამეტებული ოდენობით მსუყე საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებით შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის დაავადებების პრევენცია და დროული მკურნალობა. კარდიოლოგი და პროფესორი ანზორ მელია რჩევებს გვაძლევს და კლინიკა „გულის“ მსოფლიო სტანდარტების შესაბამის დიაგნოსტიკურ სერვისებზე გვიამბობს. კლინიკა „გული“ პირველი კარდიოლოგიური პროფილის კერძო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც უკვე 4

იანვარი 2017

წარმატებისა და დაფასების მხრივ გამონაკლისი არც 2016 წელი ყოფილა – კლინიკამ „გული“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ოქტომბერში, ევროპის ბიზნესასამბლეამ, სოკრატეს კომიტეტმა, კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ჯანდაცვის სფეროში პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე წარადგინა ნომინაციაში – „საუკეთესო კლინიკა“. ეს იყო აღიარება ბრწყინვალე რეპუტაციის, საიმედო და ეფექტური მკურნალობის მეთოდიკის, მაღალი პროფესიული გუნდისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისა. საპატიო ჯილდო სამედიცინო დაწესებულებას ქალაქ კანში ხარისხის მართვისა და


კლინიკაში ფუნქციონირებს კათეტერიზაციის და ელექტროფიზიოლოგიის ლაბორატორია, სადაც წარმატებით კეთდება ინვაზიური (მცირედსისხლიანი) ჩარევები გულზე: ანგიოგრაფია, ანგიოპლასტიკა, მუდმივი კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია, სხვადასხვა ტიპის არითმიების რადიოსიხშირული აბლაცია. 13 წლის წინ, პირველად საქართველოში სწორედ ამ კლინიკაში დაინერგა კარდიოვერტერ–დეფიბრილატორი უეცარი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.

მენეჯმენტის ფორუმის ფარგლებში გადაეცა. სამედიცინო დაწესებულების წარმატებისთვის კვალიფიციურ ექიმებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი. კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა არც ამ მხრივ დათმო პირველობა – პროფესორ ანზორ მელიას საუკეთესო მენეჯერის წოდება მიენიჭა და მედლით დაჯილდოვდა. იგი საქართველოსა და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის საპატიო წევრია. დამეთანხმებით, ექიმისთვის თითოეულ ჯილდოზე დიდი აღიარება, მადლიერი პაციენტია. კლინიკა „გულის“ კეთილგანწყობილი გუნდი, მომსახურების მაღალი ხარისხი და პროფესიონალიზმი საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ პაციენტსა და ექიმს შორის ურთერთნდობა ჩამოყალიბდეს. მადლიერი პაციენტების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ პაციენტებს სთავაზობს სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.

დღეისათვის წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკა პაციენტებს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს: • რიტმის დარღვევის სრულყოფილ გამოკვლევას; • ტრანსეზოფაგურ და ინტრაკარდიულ (ინვაზიურ) ეფ გამოკვლევას; • სუპრავენტრიკულური არითმიების (დამატებითი გზების) რადიოსიხშირულ აბლაციას; • პეისმეიკერებისა და კარდიოვერტერდეფიბრილატორის იმპლანტაციას; • გულის სისხლძარღვთა ინვაზიურ გამოკვლევას (კორონაროგრაფია) და ანგიოპლასტიკას; • ტრანსეზოფაგურ ექოდოპლეროსკოპიურ გამოკვლევას; • გულის მძიმე უკმარისობის მკურნალობას მცირე ოპერაციებით – სამკამერიანი სტიმულაციისა და რესინქრონიზაციულ თერაპიას. ასევე: • ელექტროკარდიოგრაფიას; • დოპლეროექოკარდიოსკოპიას; • ტრედმილს-დატვირთვის ტესტს; • ორთოსტადიულ მაგიდას (დახრილი მაგიდა); • სისხლძარღვთა ფერად დოპლეროგრაფიას; • რენტგენოგრაფიასა და სხვა. მკურნალობის დადებითი გამოსავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორ და დროულ დიაგნოსტიკას, თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობას. კლინიკის გენერალური დირექტორი – ანზორ მელია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს მეთოდებზე ამახვილებს ყურადღებას:

ულტრასონოგრაფიის კაბინეტი იანვარი 2017

5


კათეტერიზაციის ლაბორატორია ანზორ მელია: „ ჩვენ ხშირად ვიყენებთ ექოსკოპიას დოპლერით, რომელიც აკეთებს გულის კუნთის, სარქველებისა და ღრუების გამოკვლევას. თუმცა მსგავსი აპარატურა ვერ იკვლევს სისხლძარღვს, ამისთვის კი გაგვაჩნია კორონაროგრაფიის აპარატი (general electric), რომელიც მწვავე ინფარქტისა და სტენოკარდიის დროს გამოიყენება. გულის სისხლძარღვები, რისი მეშვეობითაც გულის კუნთები იკვებება, ჩვეულებრივ რენტგენზე არ ჩანს. ამიტომ შევდივართ ბარძაყის ან სხივის არტერიიდან, ვღებავთ სისხლძარღვებს და ვუღებთ სურათს. იქ არის მთავარი ღერო, რომელიც იყოფა მარჯვენა და მარცხენა არტერიებად. მათ სხვადასხვა პროექციაში ვიღებთ და ვადგენთ, სად და რა სახის შევიწროებასთან გვაქვს საქმე. შემდეგ კი განისაზღვრება მკურნალობის სტრატეგია – იქნება ეს თერაპიული მკურნალობა, ზამბარის ჩაყენების აუცილებლობა თუ დიდი ოპერაციული ჩარევა“. ტექნოლოგიური აღჭურვის გარდა, ექიმის ინსტრუმენტს მისი გამოცდილება და ცოდნა წარმოადგენს. თითოეული შეცდომა შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. ანზორ მელია: „ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანის გულისცემა უცაბედად მნიშვნელოვნად მატულობს და მისი სიხშირე ირღვევა. ამ პროცესს სამედიცინო ენაზე „არითმია“ ჰქვია. ზოგიერთ გართულებულ შემთხვევაში არითმიის გამოვლენისა და ზუსტი დიაგნოზის დასადგენად საჭიროა ელექტროფიზიოლოგიური კვლევის ჩატარება, რის

კორონაროგრაფია 6

იანვარი 2017

შემდეგაც სწორად განისაზღვრება მკურნალობის მეთოდი – მედიკამენტური ან ინვაზიური. ინვაზიური მკურნალობის მეთოდია არითმიის კერის დაზიანება (აბლაცია). ეს ტექნიკურად რთულად შესასრულებელი პროცედურაა და მოითხოვს სპეციალურ უნარებს, გამოცდილებას. სწორედ შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები არიან ჩვენს კლინიკაში“. კლინიკა არა მხოლოდ პაციენტების ჯანმრთელობაზე, არამედ მათ კომფორტზეც ზრუნავს. კარდიოლოგიურ დეპარტამენტში განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლუქსპალატები, სადაც შექმნილია სრული კომფორტი – როგორც პაციენტების, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის. კარდიოლოგიურმა კლინიკამ „გული“ 2005 წელს ქალაქ ზუგდიდში გახსნა ფილიალი, რომელიც სტანდარტებით, სამედიცინო აღჭურვილობითა და პერსონალის კვალიფიკაციით უმაღლეს თანამედროვე მოთხოვნებს შეესაბამება. დღეს აქ სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ზუგდიდის ფილიალი გთავაზობთ შემდეგ სერვისებს: • ამბულატორია • სტაციონარი • ლაბორატორია • ინტერვენციული გამოკვლევები • სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური • კატასტროფის სამსახური • ქიმიოთერაპია უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებთან და სტაციონარულ მკურნალობასთან ერთად პაციენტებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ კორონაროგრაფია, ანგიოპლასტიკა, კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი, ეკგ, გულის ექოსკოპია და არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგი (ჰოლტერი), ტრედმილი (დატვირთვის ტესტი) და სხვა.


გულის დაავადებები სიკვდილიანობის გამომწვევ დაავადებათა შორის ერთ-ერთი პირველია. თითოეული დაგვიანებული წუთი შესაძლოა პაციენტისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, კლინიკაში „გული“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი 24 საათის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობს და პაციენტებს ბინაზე გამოძახების სერვისს სთავაზობს. ბრიგადები დაკომპლექტებულია გამოცდილი სამედიცინო პერსონალით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი აღჭურვილია ახალი კომფორტული ტრანსპორტით, რომლებიც გაწყობილია უახლესი აპარატურით და უზრუნველყოფილია პირველადი კარდიოლოგიური დახმარებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო მედიკამენტით, გარეგანი დეფიბრილატორით, სუნთქვის აპარატით და სხვა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ბინაზე შემდეგ მომსახურებას სთავაზობს: • ელექტროკარდიოგრაფია • გულის ექოსკოპია • სისხლის საერთო ანალიზი • 24 საათიანი ეკგ-სა და არტერიული წნევის მონიტორინგი; • კარდიოლოგის, რითმოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროპათოლოგის კონსულტაცია ბინაზე. კლინიკა „გული“ მუდმივად ზრუნავს მათი ექიმების უწყვეტ განათლებაზე: აქვს აკრედიტებული პოსტდიპლომური უწყვეტი განათლების პროგრამები სხვადასხვა მიმართულების ექიმებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლიდან მოქმედებს აკრედიტებული სარეზიდენტო პროგრამა „კარდიოლოგია“. კლინიკა „გულის“ პროფესიონალთა გუნდი ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პოპულარიზაციას და დიდ ყურადღებას ამახვილებს ფიზიკურ აქტივობაზე. სწორედ ამიტომ კლინიკას აქვს რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი. ეს ყველაფერი მიზანშეწონილია როგორც კარდიოლოგიური, ასევე სხვა ტიპის პაციენტებისთვის ნევროლოგიური, ძვალ-სახსროვანი და ნეიროქირურგიული პრობლემებით. ასევე ტარდება სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი ხერხემლის გამრუდების დროს სხვადასხვა სტადიებში. ჯანსაღი ცხოვრების წესი ხშირად განაპირობებს დაავადების პრევენციას. ანზორ მელია გვირჩევს, რომ ჯანმრთელობა არც დღესასწაულებზე დავივიწყოთ:

ანზორ მელია: „ვისაც გული აწუხებს, აქვს შაქრიანი დიაბეტი, გადაცილებულია 65 წელს, პირბადის გარეშე ნუ ივლის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ასევე გირჩევთ, ხშირად, დღეში 10-15ჯერ დაიბანოთ ხელები. რაც შეეხება ახალ წელს, მოერიდეთ კვების გადატვირთულ რეჟიმსა და ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღებას“. პროფესორი ზოგად რჩევებსაც გვაძლევს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ წნევის ცვალებადობის თუ გულის არეში ტკივილის შეგრძნების დროს: • მაღალი არტერიული წნევის დროს პაციენტმა უნდა მიიღოს სწრაფადმოქმედი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, როგორებიცაა „კაპტოპტილი“ ან „ნიფედიპინი“. დამშვიდდეს და დაელოდოს წამლის მოქმედების დაწყებას. • დაბალი არტერიული წნევით გამოწვეული თავბრუსხვევისას და საერთო სისუსტის დროს უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე და მარილიანი საკვები იმ შემთხვევაში, თუ არ აქვს გულის ქრონიკული უკმარისობა. • გულმკერდის არეში ტკივილის დროს, უპირველესად უნდა მოხდეს არტერიული წნევის გაზომვა. თუ წნევა მაღალია, უნდა დაიდოს ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ, ჩაღეჭოს „ასპირინი“ და დაწვეს. თუ ეს საშუალებები უეფექტო იქნება, შეუძლია გამოიყენოს ხალხური მეთოდი: ზედა კიდურები ჩაალაგოს თბილ წყალში ან დაიდოს სათბური გულმკერდის არეში, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე. • თუ უბრალოდ გული „გიფრიალებთ“ ან გრძნობთ სწრაფ გულისცემას, მიიღეთ „ანაპრილინი“ (შეგიძლიათ ჩაღეჭოთ), მაგრამ თუ აჩქარება ძალზე ძლიერია (>150’) ან არითმიულია, სჯობს გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა „გული“. კლინიკა „გული“ გილოცავთ ახალ წელს და ბუნებრივია უპირველესად ჯანმრთელობას გისურვებთ! გაუფრთხილდით გულს და გახსოვდეთ, რომ გულის მკურნალი მხოლოდ „გულია“. www.guli.ge თბილისი, წინანდლის #9, საქართველო წინასწარი ჩაწერა: 2 77 62 62 სასწრაფო: 2 94 00 11; 577 770503 სასწრაფო (ზუგდიდი): 577 200022 იანვარი 2017

7


HEALTH

2017 წლის ფიტნესის ტრენდები კრივი – კრივი 2016 წელს უკვე ძალიან პოპულარული იყო და მომავალ წელს კიდევ უფრო ტრენდული გახდება. მით უმეტეს, რომ უამრავი სელებრითი მოკრივეს როლში ვიდეოებსა და ფოტოებს აქვეყნებს. ფიტნესის ეს სახეობა ამცირებს დაძაბულობას, სტრესს, აძლიერებს სხეულს და ორგანიზმის გაჯანსაღებას ხელს უწყობს.

„მეგაფორმერი“ – პილატესის მსგავსად, მეგაფორმერი ინტენსიური ვარჯიშია, რომელიც შენს კუნთებს ძალიან აქტიურად და ძლიერად ამოძრავებს. ეს საკმაოდ რთული ვარჯიშია, თუმცა როცა შედეგებს დაინახავ, მიხვდები, რომ ამ ძალისხმევის დახარჯვა ნამდვილად ღირდა.

ვარჯიში სუფთა ჰაერზე – გაისეირნე პარკში და ივარჯიშე სუფთა ჰაერზე. ეს ორმაგად სასარგებლო და სასიამოვნოა. დატვირთე შაბათ-კვირა სირბილით, გაწელვითი და სხვა მარტივი ვარჯიშებით. 2017 წლიდან ეს ფიტნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდი იქნება. 8

იანვარი 2017


ცეკვის კარდიო – ადამიანებს მოსწონთ, როდესაც მოძრაობენ, თუმცა ეს მოძრაობა ვარჯიშს არ ჰგავს. სწორედ ამიტომ, ცეკვის კარდიო უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ბევრ კუნთზე მოქმედებს, დიდი შანსია თავი არა სატრენაჟორო დარბაზში, არამედ მხიარულ წვეულებაზე გეგონოს.

სავარჯიშო აპლიკაციები – ClassPass,Sweat With Kayla, NTC Aaptiv and Sworkit – ეს იმ აპლიკაციათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც შენი ვარჯიშის წარმატებულად დაგეგმვასა და წარმართვაში დაგეხმარება. მარტივი ტუტორიალებისა და მრავალფეროვანი სავარჯიშო არჩევანის საშუალებით, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიები გვთავაზობს, ფიტნესი უფრო მარტივი და სახალისო ხდება.

იანვარი 2017

9


¢ ¢ ¡ PLATINUM

faberlic.com


ჽეკლამა

)DEHUOLF ‫ ڒڔڎڒڔڊڜڒ ڊڍ ڛڒڒښڗڜڊښڗڋڊڔ ڛڒ‬ ‫ڊڒڤڊڏڗږڒ ڛڒڋڎڜڛڒڔڊڒڤڎژڛ‬

შპს „ფაბეჽლიკი-საქაჽთველო“, ს/კ 204540005, საქაჽთველო, თბილისი, გ. გეგეჭოჽის ქ. 4

‫ ڊږڎڌڍڠڊ ڊڍ ڊڋڎڏڊڍښڐڊڌڔڊڨڊڊڌ ڒښڝڒڛږڎڜږڒ ڛڒږڊړ‬ ‫ڎڐڎڥڝڞ ڛڒڛڟڎڔژڕڗړ ڛڒږڒڜڊڔژ‬

75

%

გამოკითხვის შედეგების მიხედვის მომხმაჽებელთა 75%-მა აღნიშნა გამათანაბჽებელი ეფექ ი დღის კჽემის პიჽველივე ასმის შემდეგ1

¡

დიდებული ექს უჽები და „ჭკვიანი“ airless შეფუთვა, ჽომელი გამოჽი ხავს ჰაეჽის შე ანას

1 ‫* ڛڒڒږڊژڕڗړ‬$77( )266e ‫ ڛڒڛڟڎڔژڕڗړ ڒښڝڒڜڟڊ ڒڔڒږڎڌڍڗڕښڊڦ ښڎڒڕ ڒڑڎڌږڊښڞڊڛ‬6.,1$5&+,7(&7 ‫ڑڒڏڍڎڨڒڕ ڛڒڋڎڌڎڍڎڢ ڛڒڋڎڏڎڔڏړ‬


HEALTH

VICTORIA’S SECRET-ის „ანგელოზების“ სილამაზის საიდუმლო ჩვენ მათ ფოტოებსა და ეკრანებზე ვხედავთ. VICTORIA’S SECRET-ის შთამბეჭდავ კოსტიუმებში გამოწყობილი გოგონები მართლაც უნაკლო ანგელოზებს ჰგვანან. თეთრეულის ცნობილი ბრენდის მოდელებმა გადაწყვიტეს საკუთარი სილამაზის საიდუმლოებები გაგვიმხილონ. სარა სამპაიო: „თუ გინდა სახე გინათებდეს, გამაღიავებელი (Highlighter) უნდა გამოიყენო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაკიაჟის გაკეთების დრო არ გაქვს, წაისვი ეს საშუალება ყვრიმალებზე, ცხვირის კუთხესა და ტუჩის ზედა კიდეზე. ასევე, გირჩევ კარგად იძინო და ბევრი წყალი დალიო“.

რეიჩელ ჰილბერტი: „იძინე და დაისვენე. ეს შენი სხეულისთვის საშუალებაა, რომ ენერგია ხელახლა მოიკრიბოს. დალიე წყალი – იგი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. მე ყოველდღიურად 8 ჭიქა, ან მეტ წყალს ვსვამ“. 12

იანვარი 2017


ჯოსეფინ სკრივერი: „გაიღიმე. პოზიტიური დამოკიდებულებები ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გირჩევ ცხელ წყალს ლიმონითა და ჯანჯაფილით. ყოველ დილას და საღამოს ამ „კოქტეილის“ დალევა ჩემი საყვარელი ტრადიციაა“.

ბრიჯიტ მალკოლმი: „მიირთვი ხილი და ბოსტნეული! გამოიყენე ნაკლები მაკიაჟი. კონცენტრირდი სახის რომელიღაც ნაწილზე, მაგალითად – ტუჩებზე ან თვალებზე, და არ წაისვა მაკიაჟი ნიღბის მსგავსად“.

კარლი კლოსი: „ვარჯიშამდე და მის შემდეგ, აუცილებლად დაიბანე სახე. მე ჩემი სახის კანსა და ფორებს ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ“.

ადრიანა ლიმა: „მოიშორე მაკიაჟი ვარჯიშამდე. დალიე ძალიან ბევრი წყალი, რათა მბრწყინავი და დატენიანებული კანი გქონდეს“. იანვარი 2017

13


ჯასმინ ტუკსი: „დიდი ხნის წინ, დედაჩემის დერმატოლოგისგან სახის ყინულით გაწმენდა ვისწავლე. მას შემდეგ, ყოველ საღამოს, ძილის წინ ამას ვაკეთებ. წაისვი ყინულის კუბი მთელ სახეზე, ვიდრე არ გადნება. ეს მეთოდი ფორებს ამჭიდროვებს და სახის კანს სიმტკიცეს სძენს“. ჯოან სმოლსი: „ხშირად დაიტენიანე კანი. ამას ყოველდღე ვაკეთებ და ძალიან კარგი შედეგი მაქვს. ფიტნესისთვის ვარჯიშების შერევას გირჩევ. მაგალითად, მე კარდიოსა და პილატესს ერთმანეთს ვუთავსებ. თუ ძალიან დაკავებული არ ვარ, ყოველდღე ვვარჯიშობ, ხოლო თუ ბევრი საქმე მაქვს, მაინც ვცდილობ ამას 30 წუთი მაინც გამოვუყო“.

14

იანვარი 2017

ისაბელი ფონტანა: „შხაპის მიღების შემდეგ სახეს მინერალური წყლის სპრეით წ ვიტენიანებ. ვ ჩვეულებრივი ჩ წყალი წ სახისთვის ს შესაძლოა შ ძალიან ძ ჭუჭყიანი იყოს“.

ლილი ოლდრიჯი: „მე ბალეტს ვცეკვავ. ძალიან მომწონს მერი ელენ ბოუერსის პროგრამა. ამის კეთება ჩემი გოგონას გაჩენის შემდეგ დავიწყე და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ასეთ ფორმაში არასოდეს ვყოფილვარ. ვცდილობ ამ საქმიანობით კვირაში სამჯერ მაინც დავკავდე“.


„აურა პლუსი“– მასაჟის უმაღლესი ხელოვნება და საერთაშორისო აღიარება ზამთარი, სიცივე, საცობები, სტრესები, მძიმე ეკოლოგიური პირობები... ეს ყველაფერი გავიწყდება იმ წუთიდანვე, როდესაც „აურა პლუსის“ კარს შეაღებ. აქ თქვენ დაგხვდებათ სითბო, მომღიმარ პროფესიონალთა გუნდი, საუცხოოდ ლამაზი გარემო და ოჯახური სიტუაცია. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ რეაბილიტაციის ცენტრ „აურა პლუსის“ 30- წლიანი თავდაუზოგავი შრომით მოპოვებულ მომსახურების ხარისხს, მისდევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და გაინტერესებთ თქვენს თავზე გამოცადოთ სწორად ჩატარებული მასაჟის სახეობების ხელოვნება, თქვენთვის „აურა პლუსი“ ნამდვილი აღმოჩენაა! „აურა პლუსში“ პირველად საქართველოში შემუშავდა წონაში კლებისა და სხეულის მოდელირების არაქირურგიული მეთოდები, ექსკლუზიურად ტარდება სხეულის კორექცია კუნთოვანი მეხსიერების გამომუშავებით. აქ მუშაობენ მხოლოდ ხელით, რაც საბოლოოდ მყარ და სასურველ შორეულ შედეგებს იძლევა ყოველგვარი უხეში ჩარევების, აპარატული ზემოქმედების და დაზიანების გარეშე. „აურა პლუსის“ მასაჟისტები, რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან, საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებულები არიან და ამჟამად ემზადებიან ჩრდილოეთ კაროლინაში მასაჟის ფესტივალისთვის. აქ ტარდება ხერხემლის მკურნალობა და მოზარდების ტანდეგობის გამოსწორება ისეთ პროფესიონალთა კონტროლქვეშ, როგორებიც არიან ნევროპათოლოგი ნონა მინდიაშვილი და რეაბილიტოლოგი ლია ავალიანი; ხორციელდება სწორი კვების სისტემა და დეტოქს-პროგრამები ნუტრიციოლოგ ნატა გაგუას მეთვალყურეობით. ცენტრს ხელმძღვანელობს საქართველოს

პროფესიული მასაჟის ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი რუსუდან მერმანიშვილი. თუმცა, მომსახურების მაღალ ხარისხთან ერთად, „აურა პლუსში“ მთავარია ის ატმოსფერო, რომელიც აქ სუფევს... ეს არის ურთიერთობები, ნდობა და სიყვარული, ეს არის მონატრება და შეხვედრები, საუბრები გამოჩენილ ექიმებთან, რომლებიც ხშირად სტუმრობენ „აურა პლიუსს“. ეს არის ერთ ოჯახად ცხოვრება. გირჩევთ შეიძინოთ ყველაზე ორიგინალური საჩუქარი – „აურა პლუსის“ სასაჩუქრე სერტიფიკატი და ერთხელ მაინც ჩაიტაროთ ისეთი უნიკალური პროცედურები, როგორებიცაა ყავის, შოკოლადის, ცხელი ქვების და სხვა სახის მასაჟი 4 ხელში, და თქვენ აღმოაჩენთ რა არის ნამდვილი ნეტარება, სრული რელაქსი და მასაჟის ხელოვნება, რომელიც წლების განმავლობაში იხვეწება და ამ ცენტრის მართლაც სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. „აურა პლუსი“ ცხოვრების წესია, სადაც ყველა – ქალი თუ მამაკაცი, დიდი თუ პატარა, იღებს ზუსტად იმას, რაც მას ესაჭიროება. „აურა პლუსი“ მუდამ პასუხისმგებელია თქვენი სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე! ი. აბაშიძე 28, თბილისი, საქართველო ტელ: + (995 32) 223 24 18


HEALTH

სელებრითების საუზმე

რაიან რეინოლდსი ლდს – მისი ლდ ლდსი საუზმე 2 კვერცხისა და ნაჭერი ავოკადოსგან შედგება.

მიშელ ობამა – ყოველ დილას თოხლო კვერცხს, ინდაურის ძეხვს და გრეიფრუტს მიირთმევს. 16

იანვარი 2017

ზაკ ეფრონი – ყოველ დილას რვა კვერცხისგან მომზადებული ომლეტით იწყებს.

ჯენიფერ ენისტონი – ათქვეფილ ბანანს, ალუბალს, ნუშისა და კაკაოს ფხვნილს გეახლებათ.

კარლი კლოსი – უყვარს გემრიელი და ამასთანავე ჯანსაღი საკვები. ამიტომაც, ყოველ დილით ნუშის რძეს ბანანთან ან მაყვალთან ერთად მიირთმევს.



HEALTH

ქართველი სელებრითების ჯანსაღი ცხოვრების წესი

იბ

ებ

ია

რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრება? ჯანსაღი ცხოვრება ჩემთვის ფიზიკურად და სულიერად კარგად ყოფნაა, რაც პირდაპირაა დაკავშირებული მუსიკასთან. როგორია თქვენი კვების რაციონი? დილას ვიწყებ ჭიქა წყლით და შემდეგ ვსაუზმობ ბურღულეულით, რძით და ხილით. შუადღისას და საღამოს ვცდილობ მრავალფეროვანი საკვები მივირთვა. მიყვარს რძის ნაწარმი, არ ვგიჟდები ხორცზე და მივირთმევ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს. არ მიყვარს ე.წ. „სწრაფი კვება“ და ძირითადად შინ ვამზადებ. არ ვსვამ გაზიან სასმელებს. მიყვარს ყავა და მწვანე ჩაი ლიმონით, ჯანჯაფილით და თაფლით. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ვარჯიშს? შინ თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ. ფეხით სიარული მიყვარს და ვცდილობ ბევრი ვიარო. დიდი ენერგია მაქვს და აუცილებელია მისი გადანაწილება და დახარჯვა, რომ არ „ავფეთქდე“. რას ურჩევდით მკითხველს? მინდა ყველას ვურჩიო, რომ კვებონ არა მარტო სხეული, არამედ ტვინიც. იკითხონ და მიანიჭონ სიამოვნება საკუთარ თავს არსებული პირობების გათვალისწინებით. გახარებული და რეალიზებული ადამიანი კარგ ენერგიას და სიყვარულს გადასცემს გარშემომყოფებს. ამავე დროს, დადებითი ენერგია ბუნებრივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველაზე ეფექტური „ბოტოქსია“. 18

იანვარი 2017

ლიკა შუბითიძე

ან

რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვერ ვცხოვრობ – გრაფიკიდან გამომდინარე. როგორია თქვენი კვების რაციონი? კვებას რაც შეეხება, ყველაფერს მივირთმევ. არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე. ძირითადად ღამით ვიკვებები. არ ვერიდები არც ცომეულს. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ვარჯიშს? ვარჯიშს რაც შეეხება, სამწუხაროდ არ ვვარჯიშობ. ძალიან მინდა ვივარჯიშო, მაგრამ დრო არ მაქვს. რას ურჩევდით მკითხველს? ფაქტი, რომ მე არ ვვარჯიშობ, ჯერჯერობით პრობლემას არ მიქმნის, თუმცა მკითხველს ვურჩევ სწორი რეჟიმით იკვებონ და ივარჯიშონ, რადგან მომავალში ეს შესაძლოა მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.


რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. უპირველესად, მნიშვნელოვანია კვებისა და ძილის რეჟიმი. როგორია თქვენი კვების რაციონი? ვცდილობ დღის განმავლობაში სამჯერ ვიკვებო. ვერიდები კოფეინს, ცომეულს და დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღებას. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ვარჯიშს? ვცდილობ აქტიურად ვივარჯიშო ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად, თუმცა არის გამონაკლისები, როცა დასვენებას ვამჯობინებ. რას ურჩევდით მკითხველს? სწორი კვება და ფიზიკური დატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში. დღის სწორი რეჟიმი ზრდის მოტივაციას და მოქმედებს გუნება-განწყობილებაზე.

ანი

იმნ

აძე

ანი

ვა

გავ

რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? ჯანსაღი ცხოვრება წარმოდგენილი მაქვს, მაგრამ ასეთი წესით ვერ ვცხოვრობ. ერთადერთი, ვცდილობ ჯანსაღი საკვები ვიყიდო, რაც ძალიან რთულია. როგორია თქვენი კვების რაციონი? თითქმის ყოველთვის მივირთმევ იმას, რაც მინდა. აუცილებლად დავეხმარები ჩემს თავს სწორი კვებით და არა დიეტით, როცა ამის დრო მოვა. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ვარჯიშს? ვარჯიში მუდამ მინდა, მაგრამ როცა დავიწყე, ყოველთვის რაღაც გამოჩნდა – ან გადაღებები, ან რეპეტიცია, და ამის გამო ვეღარ მოვახერხე გაგრძელება. სულ ასე ხდება, რადგან დაგეგმილი გრაფიკი არ მაქვს. რას ურჩევდით მკითხველს? რამდენად სწორია მე მკითხველს ვურჩიო, არ ვიცი, მაგრამ ვეცდები. ზოგს გახდომა უნდა, ზოგს გასუქება... აიხდინეთ სურვილები, ოღონდ ნუ შეეწირებით და ნუ დაიავადებთ თავს. წინასწარ გილოცავთ ახალ წელს! იანვარი 2017

19


იძ

ომ

მო

შა ვა

თა

რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრება? ჯანსაღი ცხოვრება ჩემთვის ასოცირდება იმ ფაქტთან, რომ არ მივიღო ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ჩემს ორგანიზმს დააზიანებს. ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ხშირად ბევრი რამის მიღებაზე უნდა ვთქვათ უარი. მაგალითად, ალკოჰოლზე. არსებობს უამრავი პროდუქტი, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს და ამის გვერდით გადადება გვიწევს. როგორია თქვენი კვების რაციონი? კვების რაციონიდან ამოღებული მაქვს ტკბილეული. ვერიდები მარილიანი და ცხიმიანი საკვების მიღებას. არ მიყვარს ცომეული და ძეხვეულობა. 5 წელზე მეტია რაც უარი ვთქვი გაზიან სასმელებზე. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ვარჯიშს? ვარჯიში ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი ვარჯიშის გარეშე. რას ურჩევდით მკითხველს? მკითხველს ვურჩევ უპირველესად საკუთარი თავის შეყვარებას. შეამცირონ კვების რაციონი და რაოდენობა. საბოლოო შედეგი ნამდვილად მოეწონებათ. რაც მთავარია, ივარჯიშონ – თუნდაც მცირე დოზით. და კიდევ: მინდა მოგილოცოთ ახალი წელი!

ლილე ლანჩავა

20

იანვარი 2017

რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის ნიშნავს: ჯანსაღ კვებას, სპორტულ ცხოვრებასა და სუფთა გარემოს. როგორია თქვენი კვების რაციონი? ჩემი კვების რაციონი არის ცილებითა და კალციუმით მდიდარი საკვები. მიყვარს რძის პროდუქტები. განსაკუთრებით – ხაჭო. დილას ვიწყებ თაფლიანი წყლით, შემდეგ მივირთმევ ხაჭოსა და შვრიის ბურღულს. კვების რაციონში უნდა შედიოდეს წვნიანი, ხილი და ბოსტნეული. ვერიდები ე.წ. „სწრაფ კვებას“. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ვარჯიშს? ვარჯიში ჯანმრთელობაა. ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება სპორტული აქტივობის გარეშე. დილაობით ვვარჯიშობ. ძალიან მიყვარს კალათბურთი. ვცდილობ მუდამ მქონდეს შენარჩუნებული კარგი ფიზიკური ფორმა. რას ურჩევდით მკითხველს? მკითხველს ვურჩევდი იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ივარჯიშონ, იკვებონ ბალანსირებულად. დიეტა არ ნიშნავს შიმშილს. შეეცადონ იყვნენ პოზიტიურები. ენერგიულად დაწყებული დღე საუკეთესო წამალია.


ძე

ში იფ

იყ

ტ ის

კრ რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? ჯანსაღი ცხოვრების წესი უპირველესად დილით ადრე ადგომაა. 30-ის შემდეგ მნიშვნელოვანია ჯანსაღი და სწორი ცხოვრების რეჟიმი. თავის მოვლა მხოლოდ სალონით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. აუცილებელია ყოველდღიურად წყლის მიღება, მინიმუმ 2 ლიტრის მაინც. აქცენტს ძირითადად ვამახვილებ ძილზე. 12-დან 8-მდე აუცილებლად უნდა გამოიძინო. ვცდილობ პოზიტიური დილა სუფთა ჰაერის ენერგიით დავიწყო. შემდეგ მთელ დღეს დილით მიღებული ენერგია განაპირობებს. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ვარჯიშს? რაც შეეხება ვარჯიშს, ზოგადად არ მიყვარს აქტიური ვარჯიში, თუმცა არის ისეთი პერიოდებიც, როდესაც ხშირად ვსტუმრობ სპორტდარბაზს და აქტიურად ვვარჯიშობ 1-2 თვე. ძალიან მიყვარს სპა. კვირაში ერთ ვიზიტსაც კი შეუძლია მეტად დაგმუხტოთ დადებითი ენერგიით. როგორია თქვენი კვების რაციონი? დღეს ყოველთვის მსუბუქი საუზმით ვიწყებ. ძირითადად ხაჭოთი და თაფლით, ან ჰერკულესის ფაფით. ვერიდები ცომეულს და დიდი რაოდენობით საკვების მიღებას. რას ურჩევდით მკითხველს? განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში ძალიან აქტუალურია ფორმიდან ამოვარდნის პრობლემა. გირჩევთ ზედმეტი საკვების მიღება სპორტული აქტივობით დააბალანსოთ – ცურვით, სირბილით და ა.შ. გირჩევთ ხშირად იაროთ ფეხით ჩვენი ქალაქის ქუჩებში.

რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? ჯანსაღი ცხოვრების წესი ნიშნავს ჯანსაღ კვებას, ვარჯიშს და ბევრი სიამოვნების მიღებას. მაგალითად: სეირნობა, სიცილი. ყველაფერი დადებითი. როგორია თქვენი კვების რაციონი? კვების რაციონი: დილით, უზმოზე ჭიქა წყალი და ნახევარი საათის შემდეგ ფაფა. დღეში ერთხელ მაინც ხილის სალათა. კვებიდან კვებამდე უნდა დაიცვა 3 საათი. საკვებთან ერთად არ შეიძლება წყლის დალევა. თანაბრად უნდა მიიღო ცილები და ვიტამინები. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ვარჯიშს? მავარჯიშებს ბექა ჯაფარიძე – ქალაქში ნომერ პირველი მწვრთნელი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სწორად ვვარჯიშობ და ზუსტად მივყვები გეგმას. რას ურჩევდით მკითხველს? მკითხველს ვურჩევ კვირაში 3 დღე დაუთმონ ძუნძულს სუფთა ჰაერზე. ეს ყველაფრისთვის კარგია – როგორც სისხლის მიმოქცევისთვის, ასევე მარი ნაკანი ნერვული სისტემისთვის.

იანვარი 2017

21


სალომე გოგიაშვილი

რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრება? ამ ეტაპზე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ვიცხოვრო ისეთი ჯანსაღი ცხოვრებით, როგორც ვისურვებდი. თუმცა ვფიქრობ ვარჯიშსა და ჯანსაღ კვებაზე ყურადღების გამახვილება ცხოვრების სწორი მოტივაციაა. როგორია თქვენი კვების რაციონი? ვინაიდან მუდმივად ვაკონტროლებ ჩემს წონას, ხშირად მიწევს დიეტის დაცვა. შეძლებისდაგვარად მსუბუქად ვიკვებები და ვერიდები კალორიულ კერძებს. ძალიან მიყვარს ხორცეული, რომელიც, ვცდილობ მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც იყოს ჩემი კვების რაციონში. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ვარჯიშს? სამწუხაროდ არ ვვარჯიშობ. თუმცა მიმაჩნია, რომ სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად აუცილებელი ფაქტორია ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა. რას ურჩევდით მკითხველს? როცა ვაკვირდები ჩემს მეგობრებს და ნაცნობებს, რომლებიც მკაცრად იცავენ სწორი კვებისა და ყოველდღიური ფიტნესის წესებს, ვხვდები, რომ მათი ცხოვრება – როგორც ფიზიკურად ასევე შინაგანად, უკეთესობისკენ იცვლება. მკითხველს ვურჩევდი, თუნდაც მცირე დოზით, ყოველდღე ივარჯიშონ, რადგან ეს კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაეხმარებათ.

ლი

ვი ყაშ ა მა

სკ

რუ

22

იანვარი 2017

რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი? დიდი სურვილი მაქვს იმისა, რომ ვცხოვრობდე ჯანსაღი ცხოვრების წესით, თუმცა სამწუხაროდ არ გამომდის – არც კვების და არც ფიზიკური დატვირთვის მხრივ, რადგან ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და მუდამ „გადარბენაზე“ ვარ. როგორია თქვენი კვების რაციონი? გააჩნია გრაფიკს. არის დღეები, როცა სულ 2-ჯერ ვიკვებები და ასევე არის მომენტები, როცა მეტის ჭამა მიწევს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ის საკვები, რომელსაც მივირთმევ, არ არის ჯანსაღი, რაც ძალიან მაწუხებს. მაქსიმალურად ვცდილობ გამოვასწორო ჩემი კვების რაციონი. რამდენად დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ვარჯიშს? იყო პერიოდი, როდესაც ვვარჯიშობდი, მაგრამ ახლა, ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, ვეღარ ვახერხებ. ჩავთვალოთ, რომ ესეც ერთგვარი ვარჯიშია. რას ურჩევდით მკითხველს? მკითხველს ვურჩევ, რომ აუცილებლად ივარჯიშონ. თუმცა რაც შეეხება საკვებს, ვფიქრობ საკვებად უნდა მიიღო ის, რაც გინდა. არასოდეს ვუწესებ საკუთარ თავს აკრძალვებს – ყოველთვის მივირთმევ იმას, რაც ძალიან მინდა.


ახალი გულისცემა კლინიკაში „ლანცეტი“

ნინო მუსერიძე – მედიცინის დოქტორი, ექიმი მორფოლოგი, ემბრიოლოგი, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ინვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროფესიული განათლება: მაგილის უნივერსიტეტი, კანადა; იოანინას უნივერსიტეტი, საბერძნეთი; იხილოვის კლინიკა, თელ-ავივი. - განახლებული IVF-დეპარტამენტი „ლანცეტში“ ახალი გუნდით, ახალი შემართებით, ახალ უცხოელ პარტნიორებთან ერთად იწყებს უშვილობის პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მიღებას სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ განახლებულ ბაზაზე. პროფესორი დოვ ფელდბერგი (Dov

Feldberg, Israel) ერთ-ერთი პიონერია ინვიტრო განაყოფიერების სფეროში. იგი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწეობს და თებერვლის თვეში პირველად ესტუმრება საქართველოს. დოვ ფელდბერგი ჩვენს კლინიკაში ინვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტის ახალ გუნდთან ერთად ჩაატარებს კონსულტაციებს და დაიგეგმება მკურნალობა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პაციენტებისთვის, რომლებიც კლინიკიდან გაუსვლელად მიიღებენ მომსახურების სრულ სერვისს, „ლანცეტის“ სასტუმროში განთავსების ჩათვლით. ექსკლუზიური პარტნიორი ჩიკაგოდან – Surrogasy Abroad Inc-ის პრეზიდენტი ბენჰურ სამსონი

იანვარი 2017

23


აქტიურად თანამშრომლობს „ლანცეტთან“ და უკვე იანვარში პირველი პაციენტები აშშ-დან მიიღებენ სამედიცინო მომსახურებას ჩვენს კლინიკაში. ამ ეტაპზე „ლანცეტში“ მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია და პირველადი უფასო კონსულტაცია საახალწლო აქციის ფარგლებში.

24

იანვარი 2017

სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“ ერთადერთი კლინიკაა, სადაც სრული რესურსია იმისათვის, რომ ინვიტრო განაყოფიერებით მიღებული ორსულობა ბოლომდე მართული იქნას კლინიკის ბაზაზე ანტენატალური პროგრამის ფარგლებში და ახალშობილის მიღებაც კვალიფიციური მეანების მეთვალყურეობით ჩვენს სამშობიარო დეპარტამენტში მოხდება.


დავით მიქაბერიძე – მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ სამეანოგინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. - კლინიკაში „ლანცეტი“ ერთ-ერთი სრულყოფილი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამეანოგინეკოლოგიური დეპარტამენტია განთავსებული, რომელიც აკმაყოფილებს ევროპის სტანდარტებს და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. დეპარტამენტი სრულ სერვისს სთავაზობს ქალებს – ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობით დაწყებული, ფიზიოლოგიური და გართულებული მშობიარობის (მათ შორის – სამეანო მაშებით, ვაკუუმექსტრაციით, საკეისრო კვეთის ოპერაციით), ასევე ლოგინობის ხანის მართვის ჩათვლით. „ლანცეტში“ აგრეთვე ტარდება ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაციები (მათ შორის აბდომინალური, საშოსმხრივი, ლაპარასკოპიული და ჰისტეროსკოპიული). და რაც მთავარია: „ლანცეტი“ – ეს არის კლინიკა ნებისმიერი სოციალური ფენისთვის, ვისაც ჩვენი გუნდის გვერდში დგომა სჭირდება. ჩვენს დეპარტამენტში შესაძლებელია მაღალი სტანდარტის მომსახურების მიღება ყველაზე დაბალ ფასად საქართველოს მასშტაბით. სრული პასუხისმგებლობით – თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის!

ქ.თბილისი დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი ტელ: 0322101100; 593201500. იანვარი 2017

25


„ლუმოსი“ – მშვიდი და ჯანსაღი სივრცე იოგას მოყვარულებისთვის ჯანსაღი გარემო ვარჯიშისა და განტვირთვისთვის. „ლუმოსის“ იდეოლოგია რამდენიმე საყრდენზე დგას: იყავი ჯანმრთელი: იოგა და ჯანსაღი (და გემრიელი) საკვები ამარტივებს ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას. იზრუნე: ჩვენ გვჯერა, რომ ყველა არსებას აქვს უფლებები და მათი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული – მიუხედავად იმისა, მოაქვს თუ არა ამ ინტერესებს რაიმე სარგებელი ადამიანებისთვის. „ლუმოსი“ თავშეყრის ადგილია ადამიანებისთვის, ვისაც სურთ იყონ ჯანმრთელი და ბედნიერი, ვინც ზრუნავენ გარემოზე და შეუძლიათ მხარდაჭერის როგორც მიღება, ისე გაცემა. „ლუმოსი“ აერთიანებს ჩვენს სიყვარულს იოგას, გარემოზე ზრუნვისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიმართ. ეს სივრცე მოწყობილია იმისთვის, რომ ადამიანებს შევუქმნათ მშვიდი და 26

იანვარი 2017

იყავი მიმღები: ჩვენი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის – განურჩევლად მათი წარსულისა, ორიენტაციისა და თვითგამოხატვის ფორმისა. დაუჭირე მხარი: ერთმანეთის დახმარებით ჩვენ ვზრდით და ვაძლიერებთ საკუთარ პოტენციალს. იცხოვრე სწავლისთვის: ყველა ნამდვილად „გამოცდილი“ ყოველთვის დამწყებია. ახლის სწავლის შანსი ყველგანაა.


იყავი თავისუფალი: ჩვენ შორს ვართ იმ მოსაზრებისგან, რომ სავსე და ბედნიერი ცხოვრებისთვის თავი უნდა ავარიდოთ ყველა სახის „არასწორ“ ქმედებას, განვშორდეთ სამყაროს და წმინდანებს დავემსგავსოთ. ჩვენი რწმენით, თუ არსებობს სწორად ცხოვრების საიდუმლო, ის მისი მრავალფეროვნების შეგრძნებაშია. ჩვენს სტუდიას სახელი „ლუმოს“ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი წიგნიდან – „ჰარი პოტერიდან“ შევურჩიეთ. „ლუმოს“ არის შელოცვა, რომლის დროსაც „ჯადოსნური ჯოხიდან“ სინათლის ნაკადი იფრქვევა. 9 იანვარს ჩვენს სივრცეში ვეგეტარიანული კაფე იხსნება. „ლუმოსი“ კიდევ ერთ საახალწლო საჩუქარს გიმზადებთ. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოსცადოს ის სიამოვნება, რომელიც იოგას ვარჯიშებს მოაქვს. ამიტომ სამშაბათობით და

ხუთშაბათობით 11:30-დან 12:30-მდე შეგიძლიათ იოგას უფასო გაკვეთილებს დაესწროთ! ამით გვსურს წვლილი შევიტანოთ თქვენს გაბედნიერებაში, დაგეხმაროთ ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებაში, რათა უფრო ხალისიანად და ენერგიულად შეხვდეთ 2017 წელს. მოთელვა, კლასიკური ასანები, რომლებიც გათვლილია ნებისმიერი ფიზიკური მომზადების მქონე ადამიანზე, ძალისმიერი ვარჯიშები, გაწელვები და ღრმა იოგური მოდუნება – ეს იდეალური საშუალებაა მთელი დღის სამყოფი ენერგიის გამომუშავებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვარჯიშები დღის პირველ ნახევარში სრულდება.

Tbilisi, 11B Bakhtrioni Street Phone: (+995 32) 2 24 30 20 Mobile: (+995 599) 34 44 77 იანვარი 2017

27


HEALTH

ვიქტორია კოჩეროვა „მის სამყაროს“ კონკურსსა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ „ვიცე-მის საქართველო“ – ვიქტორია კოჩეროვა გვიამბობს იმის შესახებ, თუ როგორია მისი დღის გრაფიკი, რა დროს უთმობს ფიზიკურ მომზადებას, სპორტის რომელი სახეობით არის გატაცებული, როგორ მოვუაროთ კანსა და სახეს და ა.შ. ასევე სტატიაში გაეცნობით წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის – „მის სამყაროს“ წინასაკონკურსო პერიოდის დეტალებს. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფაქტი, რომ 21 წლის ასაკში „მის მსოფლიოს“ მონაწილე გახდით? ამ შემთხვევაში ასაკი არ თამაშობს გადამწყვეტ როლს, რადგან პუერტორიკოს წარმომადგენელი გოგონა 19 წლის იყო. ასევე იყვნენ 17 წლის გოგონები. მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს მზადყოფნის საკითხიც – შენ რამდენად ხარ მზად როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაში 20 წლის ასაკში „ვიცე-მის საქართველოს“ ტიტული, ხოლო შემდეგ „მის მსოფლიოს“ კონკურსზე გასვლა საკმაოდ საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. იყვნენ კონკურსანტები, რომლებიც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვერ უძლებდნენ დატვირთვას. ეს გრანდიოზული შოუ, რომელშიც 22 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მართლაც ძალიან შრომატევადი და რთული სისტემაა, სადაც არცერთი წუთი არ გაქვს მოდუნების საშუალება. როგორი იყო წინასაკონკურსო სამზადისი – როგორც თბილისში, ასევე ვაშინგტონში? ძირითად აქცენტს ვამახვილებდი ფიზიკურ ვარჯიშზე. ვვარჯიშობდი სატრენაჟორო დარბაზებში, ვცურავდი, კრივით ვიყავი დაკავებული. ასევე მნიშვნელოვანი იყო ფიზიკური მომზადება. ხშირად ვუყურებდი გასული წლების მონაწილეებს ინტერვიუებს, სტატიებს „მის მსოფლიოსთან“ დაკავშირებით, და სილამაზის კონკურსების სხვადასხვა მსგავს მოსამზადებელ პერიოდებს. რაც შეეხება უშუალოდ კონკურსს, ძალიან დაძაბულ რეჟიმი გვქონდა: დღე იწყებოდა დილის 7 საათზე. შემდეგ გვქონდა ვარჯიში, ფიტნესი, სხვადასხვა სახის ღონისძიებები. მაკიაჟის გაკეთება დღეში რამდენჯერმე მიწევდა. ასევე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეხამება და ასე შემდეგ. მაკიაჟის გაკეთება კონკურსამდე არ ვიცოდი. მაგრამ სანამ გავემგზავრებოდი, კურსები გავიარე და ახლა მარტივად გამომდის. ვხვდები, როგორ ჩაცმულობას როგორი მაკიაჟი მოუხდება. რაც შეეხება მონაწილეებს, გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მეგობრული გარემო იყო. კონკურსის საბოლოო შედეგები სადავო საკითხია. დიდი გავლენა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ქვეყნის ელჩი ჟიურის წევრი იყო. მაგალითად, ინდონეზიის, ასევე პუერტო-რიკოს გოგონებს კარგი მხარდაჭერა ჰქონდათ. მიუხედავად ამ ხარვეზებისა, რომლებიც ცოტა უსამართლო მგონია, ჟიურის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. გამოცდილება, რომელიც ნიუ-იორკმა და ვაშინგტონმა დამიტოვა, ძალიან დამეხმარება მომავალში. 28

იანვარი 2017


იანვარი 2017

29


მინდა ასევე მოკლედ გიამბოთ საქველმოქმედო პროექტის „სილამაზე სიკეთისთვის“ შესახებ, რომელიც 1976 წელს დაარსდა. იდეის ავტორი ასევე იყო „მის მსოფლიოს“ მთავარი ორგანიზატორი. პროექტი მიზნად ისახავს საქველმოქმედო აქტივობას კონკურსში მონაწილე გოგონების მხრიდან. აუცილებელი პირობაა პროექტის წარდგენა, რომელიც შეეხება სოციალურ პრობლემას. ჩემს შემთხვევაში ეს იყო შშმ პირებისა და აუტიზმის სინდრომის ბავშვების რეაბილიტაციის კურსის ალტერნატიული მეთოდები. კერძოდ, დელფინოთერაპია, უნოთერაპია და ABA-პროგრამა, რომლის გადატანა თბილისიდან ბათუმში იგეგმება. პროექტის განხორციელება ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შემდეგ მოხდება. ზოგადად, რამდენად აქცევთ ყურადღებას ცხოვრების ჯანსაღ წესს? ვფიქრობ ამისთვის არ არის აუცილებელი, იყო მოდელი. ყველა ადამიანისთვის სასარგებლოა მუდმივ რეჟიმში ყოფნა. რაც შემეხება მე, ხშირად ვვარჯიშობ, ვცდილობ სისტემატურად ვიარო სპორტდარბაზში, მაგრამ ეს დამოკიდებულია დღის გრაფიკზე. საშუალოდ, კვირაში ოთხჯერ მაინც ვახერხებ აქტიურად დავიტვირთო. დავდივარ კრივზე. ამასთან ერთად, კვება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ცილოვანი და სხვა სახის ბალანსის რეგულირება საკუთარ ორგანიზმში. არის შემთხვევები, როცა ვერ ვამბობ უარს ნოყიერ და არაჯანსაღ პროდუქტზეც. ძალიან მიყვარს ბიგ მაკი, სხვადასხვა სახის ტკბილეული, გემრიელი კერძები. მაგრამ მათ დაგემოვნებას იშვიათად ვახერხებ. სპორტის რომელი სახეობით ხართ გატაცებული? ბავშვობიდან მიყვარდა ფიგურული სრიალი. შემდეგ სავარჯიშო დარბაზი დაიხურა. როცა ზამთრის კურორტებს ვესტუმრები, ყოველთვის ვცდილობ გავიხსენო თხილამურებით სრიალი. ძალიან მიყვარს და მენატრება. რაც შეეხება სპორტის სხვა სახეობებს, შიში ნაკლებად მაქვს. ბავშვობიდან ვცურავდი. მახსოვს როგორ ვხტებოდი სარფის დიდი კლდიდან თავით. სპორტული ცხოვრება ყოველთვის დიდ როლს იკავებდა ჩემს ცხოვრებაში და უკვე ბუნებრივ მდგომარეობად გადაიქცა. რას ურჩევდით მკითხველს კანისა და სახის მოვლის შესახებ? კანისა და სახის მოვლას დიდ ყურადღებას ვუთმობ. ნიღბები და სხვადასხვა სახის დამატენიანებლები აუცილებელი პირობაა სიჯანსაღისთვის. წყლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად აქვს შედეგი – კანი უფრო დამშვიდებული და რბილია. კანის დასამშვიდებლად დღე-ღამის განმავლობაში 8 საათამდე ძილი აუცილებელია. შეშუპებული თვალები და დამღლელი რეჟიმი ნაადრევი ნაოჭების გაჩენას იწვევს. OK! წარმოგიდგენთ ვიქტორია კოჩეროვას ფოტოსესიას ექსკლუზიურად OK! Health & Beauty Book-ისთვის. მასპინძელი - Sam Raan Spa & Wellness Center 30

იანვარი 2017


აბდულ აზიფი - იოგას ინსტრუქტორი იანვარი 2017

31


32

იანვარი 2017


ვედატ უისალ - მასაჟისტი, ჰამამის სპეციალისტი იანვარი 2017

33


34

იანვარი 2017


იანვარი 2017

35



BRAND GUIDELINES NOVEMBER 2016


BEAUTY

როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში? ზამთრის სუსხი ჩვენს კანზე ძალიან ცუდად მოქმედებს. თუ ზაფხულში კანის გამოშრობის წინააღმდეგ ბრძოლა მზის სხივების ჭარბი რაოდენობის მიზეზით გვიწევს, ზამთარში იგივე პრობლემას ყინვის გამო ვაწყდებით. იმისათვის, რომ კანს ზამთარში კარგად მოუაროთ და შესაძლო საფრთხისგან დაიცვათ, ჩვენი რჩევები უნდა წაიკითხოთ.

სახის კანი

წაისვი ზეთი თუ ზეთი სახეზე არ გსიამოვნებს, ჩაასხი მისი რამდენიმე წვეთი შენს ყოველდღიურ კრემში და წაისვი სახეზე. იგი კანის სტრუქტურას სიმტკიცეს სძენს, არბილებს და ხაზების რაოდენობას ამცირებს.

დაიბანე სახე გრილი წყლით გეთანხმები, რომ ზამთარში ცხელი წყლით სახის დაბანა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა თუ გსურს ჯანსაღი სახის კანი გქონდეს, ამაზე უარის თქმა მოგიწევს. ცხელი წყალი, მით უმეტეს სახის გამწმენდთან ერთად, კანის ბუნებრივ ზეთებს ჩამორეცხავს, რაც ზამთარში განსაკუთრებით არასასურველია.

დაიტენიანე სახე გაწმენდისას შეარჩიე პროდუქტი, რომელიც ერთდროულად მაკიაჟის მოსაშორებელი გამწმენდი საშუალება და დამატენიანებელი კრემია. სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი, უწყლო ფორმულის მქონე გამწმენდი ბალზამები კანს საოცარ სინაზეს სძენს და მის სისუფთავეზე ზრუნავს. 38

იანვარი 2017

არ დაივიწყო ტუჩები როდესაც ძილის წინ სახეს დაიტენიანებ, არ დაგავიწყდეს ტუჩები. გამოიყენე სასარგებლო შემადგენლობის ბალზამი, რომელიც ნატურალურ ზეთებს შეიცავს.


სხეულის კანი გამოიყენე ე.წ. სკრაბი გაუწყლოებულ კანს ძალიან სჭირდება სახის სკრაბის უხეში შეხება. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანს გაგიღიზიანებს და სიწითლეს შეამჩნევ, გადადი უფრო ნაზი ფორმულის მქონე საშუალებებზე, როგორებიცაა რძის, ხილის, ან ჟოჟობას ხსნარი. ეს პროცედურა კვირაში ერთხელ უნდა ჩაიტარო. ნუ გამოიყენებ ძალიან ძლიერ ხსნარებს – გლიკოლურ საშუალებებს, მარილს ან შაქარს. მიაქციე ყურადღება ფეხებს წაისვი ტანის დამატენიანებელი კრემი ფეხებზე. კიდურებს ყოველდღიურად ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ფეხებზე კანი ნაზი და ჯანმრთელი იყოს. ნუ მიიღებ შხაპს ძალიან დიდხანს და ძალიან ცხელი წყლით ისევე, როგორც სახის შემთხვევაში, ძალიან ცხელი წყალი არც ტანის დაბანის დროსაა მისაღები. თუ კანი ზოგადად მშრალი, ან სიცივისგან გამომშრალი გაქვთ, წყალი შესაძლოა თქვენი მტერი აღმოჩნდეს. გაუფრთხილდით საკუთარი კანის ბუნებრივ ზეთებს და შხაპი ნელთბილი წყლით მიიღეთ.

გამოიყენე ტანის ლოსიონი ჭარბი რაოდენობით დაბალი ტემპერატურის პირობებში ტანის ლოსიონი არ უნდა დაგენანოს. გამომშრალი კანის დასატენიანებლად და გამოსაცოცხლებლად, ლოსიონი ჭარბი რაოდენობით წაისვი. თუ კარგ ლოსიონს იყენებ, დილაობით, გაღვიძებისას, კანი აბრეშუმივით გექნება.

არ დაგავიწყდეს თერმული წყალი არაა აუცილებელი თერმული წყლის შხაპი მიიღო. უბრალოდ ჩაასხი ჭიქა თერმული წყალი შენს ტანის ლოსიონში და წაისვი მთელ სხეულზე. იანვარი 2017

39


BEAUTY

10 შეცდომა, რომელსაც მაკიაჟის გაკეთებისას ვუშვებთ ხშირად ბევრი ჩვენგანი მაკიაჟის გაკეთებისას გაუცნობიერებლად უშვებს შეცდომებს. იმისათვის, რომ ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეთ, ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა თქვათ უარი კოსმეტიკის არასწორად გამოყენებაზე. ჭუჭყიანი ფუნჯები ალბათ ფიქრობთ, რომ ფუნჯების გაწმენდა საკმაოდ მომაბეზრებელი საქმიანობაა. თუმცა ფუნჯის სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანი რამაა იმისთვის, რომ თქვენს სახეზე მაკიაჟი თანაბრად გადანაწილდეს. თუ გსურთ, რომ სრულყოფილ ეფექტს მიაღწიოთ, ფუნჯები თვეში ერთხელ, თბილ, საპნიან, ან შამპუნიან წყალში გარეცხეთ. ტუჩის ფანქრის წასმა მხოლოდ კონტურზე თუ მაინცდამაინც 1990-იანი წლების მაკიაჟის ტარება არ გსურთ, ასე არასოდეს მოიქცეთ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კონტურზე ფანქარს ისვამთ, ხოლო დანარჩენ ნაწილზე – ტუჩსაცხს, უცნაური მომრგვალებული საზღვარი მაინც შესამჩნევია, და მერწმუნეთ – არცთუ მიმზიდველია. 40

იანვარი 2017

წყალგამძლე ტუშის ყოველდღიური გამოყენება წყალგამძლე ტუში წამწამებს ძალიან აშრობს და მისი მოშორება საკმაოდ რთულია. ამიტომ აჯობებს წამწამებს გაუფრთხილდეთ და ასეთი ტიპის ტუში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენოთ. დიდი შანსია, რომ წყალგამძლე ტუშის გამო თქვენი წამწამები ნაკლებად ხშირი გახდეს.


მაკიაჟით დაძინება ყველამ ვიცით, რომ ეს ცუდია, თუმცა ზოგჯერ, დამღლელი საღამოს შემდეგ მაკიაჟით ვიძინებთ, ან მას სათანადოდ არ ვიშორებთ. ჩათვალეთ, რომ ამ დროს საწოლში ჭუჭყიანი სახით წვებით, კოსმეტიკა კანის ფორებში ჩადის და თქვენს სწრაფ დაბერებას იწვევს.

წამწამების აპრეხვა, როდესაც ტუში გისვიათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომაა. გარდა იმისა, რომ ამით ტუში წამწამებს მოშორდება და ქუთუთოებზე გადავა, დიდი შანსია, რომ წამწამებიც მოგძვრეთ.

ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი სითხის ჩასხმა მანიკიურში ხშირად ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვსურს ჩვენი საყვარელი ფერის მანიკიურის უკანასკნელი წვეთებიც გამოვიყენოთ და შესქელებული სითხე ოდნავ გავათხელოთ. ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ლაქის მოსაშორებელი სითხე შეიცავს, მანიკიურის სტრუქტურას შლის და ფაქტობრივად, გამოუსადეგარს ხდის.

კოსმეტიკის შენახვა დიდი ხნის განმავლობაში შესაძლოა საყვარელი ტუჩსაცხი გაქვთ, რომელსაც იშვიათად ისვამთ, მაგრამ ძალიან მოგწონთ, ან დიდი ხნის წინ შეძენილი თვალის „ჩრდილი“ შემოგრჩათ, რომელიც არა და არ თავდება. მიუხედავად ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი სახისა და ფირმის კოსმეტიკის ვადა რამდენიმე თვიდან 2 წლამდე მერყეობს. იანვარი 2017

41


მაკიაჟის გაკეთება ცუდ განათებაში თქვენს სახეს მაკიაჟის გაკეთებისას ყოველთვის კარგად უნდა ხედავდეთ. უმჯობესია განათება იმის მიხედვით შეარჩიოთ, თუ სად მიდიხართ. მზიან დღეს პარკში სეირნობის შემთხვევაში, მაკიაჟის წასასმელად კარგად განათებული ადგილი მოძებნეთ. ხოლო თუ ღამის კლუბში წასვლას გეგმავთ, შეგიძლიათ ნაკლებად განათებული ადგილი შეარჩიოთ და ნახოთ, როგორ გამოიყურებით ასეთი განათების პირობებში.

კორექტორის ზედმეტი რაოდენობა კორექტორი სახესა და თვალებს სასიამოვნო იერს სძენს და ანათებს. თუმცა, თუ მის რაოდენობას სწორად ვერ განსაზღვრავთ, გაითვალისწინეთ, რომ ის ადვილად შრება და მარტივად შეუძლია ნაოჭები გამოკვეთოს. მხოლოდ ქვედა ქუთუთოს შეღებვა თუ გსურთ, რომ თქვენი თვალები მომხიბლავი და მიმზიდველი იყოს, ამაში მხოლოდ ქვედა ქუთუთოს შეღებვა ვერ დაგეხმარებათ. წაისვით ფანქარი/ ლაინერი თვალის ზედა ნაწილზეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მაკიაჟი თვალებს დააპატარავებს და ისეთ ეფექტს შექმნის, თითქოს მთელი სახე დამძიმებული გაქვთ და ქვემოთ გექაჩებათ.

42

იანვარი 2017



BEAUTY

10 სელებრითის რჩევა მაკიაჟის შესახებ „მიყვარს სხვადასხვა ფერის „ჩრდილების“ ფენებად წასმა ახალი ფერების მისაღებად. ვიწყებ მშრალი ტუჩსაცხით. შემდეგ ვისვამ ტენიან ტუჩსაცხს. გაინტერესებთ ხრიკი, რომლითაც ტუჩსაცხი კბილებს არ დაგისვრით? – უბრალოდ, ფრთხილად იყავით“, – გვენ სტეფანი.

„ქალი ყველაზე ლამაზია მაშინ, როდესაც იღიმის. დანარჩენი, რაც ჩემს კანს უფრო ძვირფასს ხდის, ეს მხოლოდ დამატენიანებელია“, – ბიონსე. „მას შემდეგ, რაც სახეზე მკვებავს წაისვამ, სახე დაიფარე პუდრით, რათა კანს ფერი შემატოს. შემდეგ კანი დაიტენიანე ვარდის წყლით და ცოტა ხნით ხელსახოცი დაიფინე. ის შენს სახეს შეუდარებელს გახდის. ისეთს, თითქოს მაკიაჟი არც კი გაგეკეთებინოს“, – ლივ ტაილერი.

44

იანვარი 2017

„მე არასოდეს მივირთმევ საკვებს რესტორანში, რადგან არასოდეს ვარ დარწმუნებული, რა არის მასში“, – მადონა.


„ყოველთვის ვაპკურებ ჩემს ტანსაცმელს მძაფრ სუნამოს. მიყვარს, როდესაც გარდერობის ოთახში შევდივარ და მის სურნელს ვგრძნობ. როცა პულვერიზატორი ვეღარ აღწევს ბოლო, პაწაწინა წვეთამდე, მე ვხსნი მას და იმ უკანასკნელ წვეთს მაისურსა და კაბაზე ვასხამ“, – სარა ჯესიკა პარკერი. „ყველა ქალმა, ფერადკანიანმაც კი, ფუნჯით უნდა მიანიჭოს კანს ფერი და არა ავტორუჯით“, – იმანი.

„მზისგან დამცავი კრემის შესახებ: მე არ შემიძლია წავისვა ეს საწამლავი ჩემს კანზე... მე არ ვიყენებ არაფერ ხელოვნურს“, – ჟიზელ ბუნდჰენი.

იანვარი 2017

45


„მე ვიყენებ ომეგა-3-ის შემცველ ზეთს. მიყვარს მსუბუქად წასმული ზეთი ჩემს კანზე. ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი გრძნობა“, – გვინეტ პელტროუ.

„თვალის კარგი კრემი აუცილებელია, როდესაც მოგზაურობთ ან უბრალოდ დაკავებული ხართ. ასევე იმ შემთხვევაში, თუ თვალის გარშემო შავი ლაქები გაქვთ“, – ქეით უინსლეტი.

„იმისათვის, რომ ტუჩები ბუნებრივად ვარდისფერი იყოს, მე ვისვამ წითელ ტუჩსაცხს, ვიწმენდ მას და ვიმატებ მბზინავ საცხს“, – ჰოლი ბერი. 46

იანვარი 2017


BEAUTY

მაკიაჟის 10 საიდუმლო

გაიკეთე ტუჩის კონტურის მაკიაჟი კარგად გათლილი ფანქრით ტუჩის ვიზუალურად გასადიდებლად და მისთვის საუკეთესო ფორმის მისაცემად გამოიყენე კარგად გათლილი ფანქარი. ბლაგვი, მომრგვალებული ტუჩის ფანქარი კონტროლის ნაკლებ შესაძლებლობას გაძლევს.

წაისვი კონსილერი ფუნჯით თუ გსურს ყველა შესაძლო დეფექტი თავიდან აიცილო, კონსილერი აუცილებლად ფუნჯის სწრაფი მოძრაობით უნდა წაისვა. თითებით შეიძლება კანის თითოეულ ნაწილს ვერ შეეხო, ფუნჯის ღერები კი ამას ადვილად მოახერხებს.

SMOKY EYES – აირიდე შავი ლაქები საახალწლოდ Smoky Eyes მაკიაჟი გადაწყვიტე? მუქი ფერის „ჩრდილი“ და ფანქარი არასწორ ადგილას რომ არ მოხვდეს, თვალის უპეებთან მცირე ზომის საფენები დაიმაგრე. იანვარი 2017

47


წაისვი ტუში ზედა მხრიდან ალბათ იმ დროიდან, როცა მაკიაჟის წასმა დაიწყე, ტუშს წამწამების ქვედა ნაწილიდან ზემოთ ისვამ. სცადე პირიქით – დაიწყე ტუშის წასმა ზედა ნაწილიდან, გააორმაგე რაოდენობა და შედეგს თავადვე ნახავ.

მიეცი ტუჩებს ბუნებრივი ფერი თუ გსურს შენს ტუჩებს ფერადი ტუჩსაცხის გამოყენების შემთხვევაშიც კი ბუნებრივი ფერი ჰქონდეს, გამოიყენე ჰიგიენური ტუჩსაცხი. თავდაპირველად ტუჩები კარგად დაიბანე და გაიწმინდე, შემდეგ დაიმატე ჰიგიენური ტუჩსაცხი, მოგვიანებით კი, შეგიძლია სასურველი ფერით შეიღებო. შენს ტუჩებს უფრო ბუნებრივი, ჯანმრთელი და მდგრადი ფერი ექნება. დაატენიანე შენი ტონალური ტონალურ კრემს თითქმის ყოველდღე ვიყენებთ. სახის კანის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, ჩაასხი ტონალურში სუპერჰიდრაციის ვარდის წყლის რამდენიმე წვეთი, აურიე ფუნჯით ან თითით, და ჩვეულებრივ წაისვი. 48

იანვარი 2017


დაუმატე ტონალურს თვალის „ჩრდილი“ მბრწყინავი ეფექტის მისაღებად, შენს ტონალურს ოქროსფერი ან მარგალიტისფერი თვალის „ჩრდილი“ უნდა შეურიო.

წაისვი რუჟი არა მხოლოდ სახეზე, არამედ ყელზე, კისერსა და მხრებზე შენს კანს ერთი ტონალობის ფერი უნდა ჰქონდეს და ერთმანეთისგან მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდეს. ეს მაკიაჟის ძალიან დიდი შეცდომაა.

შეარჩიე სწორად ტონალურის, რუჟისა და ტუჩსაცხის ფერი ამ პროდუქტების ფერი შენი ხელისგულის ფერს უნდა შეადარო. არასოდეს შეარჩიო ტონალური, რუჟი და ტუჩსაცხი კანის სხვა ნაწილების, მაგ. ხელის ზურგის მიხედვით.

წაისვი მკვებავი ბალზამი წარბებზე თუ ყოველ საღამოს, ძილის წინ ამას გააკეთებ, ორი კვირის შემდეგ უფრო ხშირი და ბუნებრივი წარბები გექნება.

იანვარი 2017

49


გაწუხებთ პრობლემურ ადგილებში ჩალაგებული ცხიმები? > გალიფე; > მუცელი; > გვერდები; > ბარძაყები; ზელტიკი – ერთსაათიანი პროცედურა – ცხიმის დაშლა მოყინვის მეთოდით! რეაბილიტაციის გარეშე. უსაფრთხო, უმტკივნეულო. დაივიწყეთ წარმოუდგენლად ძნელად მოსაშორებელი ცხიმების არსებობა! კრიოსკულპტორი – მსოფლიოს N1 ტექნოლოგია სხეულის კორექციაში! ამერიკელ მეცნიერთა სიამაყე – ზელტიკი (კრიოსკულპტორი) მასაჩუსეტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების პროფესორების მიერ შემუშავებული ინოვაციური მეთოდია. მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ცხიმის უჯრედები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ყინვის მიმართ. ასეულობით პაციენტზე ჩატარებული კლინიკური ცდების შედეგად შეიქმნა უნიკალური აპარატი – ზელტიკი (ZELTIQ). ზელტიკის აპარატი ყინავს და ანადგურებს

პრობლემურ ადგილებში ჩალაგებული ცხიმის უჯრედებს. პროცედურიდან ორი თვის განმავლობაში კრისტალიზებული ცხიმის უჯრედების 20-40% იშლება და ბუნებრივად გამოდის ორგანიზმიდან. ლოკალური „მოყინვა“ იმდენად კომფორტული პროცედურაა, რომ პაციენტს შეუძლია წაიკითხოს წიგნი, ან თუნდაც დაიძინოს. ექიმი სამკურნალო ზონას ამუშავებს სპეციალური აპლიკატორით. მგრძნობელობა შემდეგია: გრძნობთ როგორ იყინება და წნევის ქვეშ ექცევა კანქვეშა ქსოვილები. სტატისტიკა? ბევერლი ჰილსისა და ლონდონის საუკეთესო კლინიკებში ამ პროცედურაზე მოთხოვნამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა. მოქმედებს 0%-იანი განვადება. კლინიკა „მედი“ კოსტავას N52 ტელ: 2 910 000


გაიღიმე საოცნებო ღიმილით! CEREC 4 – კბილების კერამიკული რესტავრაცია უნიკალური კომპიუტერული ტექნოლოგიით მასალა – კერამიკა: ჰიპოალერგიული, ბიოინერტული და საიმედო. ესთეტიკა – აბსოლუტურად ბუნებრივი კბილის შესატყვისი. სიზუსტე – მიკრონების დონეზე. სტომატოლოგიური რობოტი – „ცერეკი“ წარმოადგენს სისტემას, რომელიც კბილების აღდგენას და პროთეზირებას ერთი ვიზიტში ახორციელებს. კომპიუტერულად, მიკრონების სიზუსტით იქმნება ბიოთავსებადი, ბუნებრივი კბილის სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებული გვირგვინები, ჩანართები, ვინირები, ხიდები და ა.შ. მხოლოდ ერთ დღეში მზადდება კონსტრუქცია, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება პაციენტის თანკბილვას, მეზობელი კბილების ფორმას და ყველაფერი ეს – ანაბეჭდისა და დროებითი კბილის ეტაპების გარეშე. კბილების რესტავრაციისას ადამიანური ფაქტორის როლი მინიმალურია. ძირითად სამუშაოს აპარატი ასრულებს. სპეციალურ პროგრამას შეცდომის ალბათობა ფაქტობრივად ნულამდე დაჰყავს. ამოიცანით ლამაზი კბილების საიდუმლო... კლინიკა „მედი“ თბილისი, კოსტავას გამზ. 52 ტელ: 2 91 00 00 ბათუმი ვ.ფშაველას #23 ტელ: (422 ) 2 777 88


BEAUTY

ვიზაჟის ჯადოქრობა – ბრჭყვიალა მაკიაჟი მას შემდეგ, რაც მაკიაჟის ლეგენდამ – ვიზაჟისტმა პეტ მაკგრეტმა ბრჭყვიალა მაკიაჟის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა, მბრწყინავი კოსმეტიკა კიდევ უფრო ტრენდული გახდა. ჯადოსნური მაკიაჟი, რომელიც თქვენს სახეს ბრჭყვიალა ელვარებას მატებს, ახლა ძალიან მოდურია. შეარჩიე შენი მბრწყინავი ვიზაჟი საახალწლოდ – თამამი და ელვარე მასალა დღესასწაულებს საოცრად უხდება.

თვალის

52

იანვარი 2017


ტუჩის

იანვარი 2017

53


BEAUTY

2017 წლის ფერი - მწვანე ფერების ექსპერტმა კომპანია PANTONE-მა 2017 წლის ფრად მწვანე დაასახელა. OK! წარმოგიდგენთ მაკიაჟის უახლეს ტრენდებს მწვანე ფერში.

)

ანე

ის

ი ქარ ფან

ალ

C

MA

ვ -თ

წვ ქი მ

(მუ

ი(

ის

)

ანე

არ ანქ

ი აიმ

სფ

ერ

წვ იმ

ვალ

X NY 54

იანვარი 2017

-თ

DOLCE&GABBANA - ტუჩსაცხი


იანვარი 2017

55


BEAUTY

სელებრითების მაკიაჟი 2016 წელს ცნობილი სახეები თავის მოვლას ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ახარჯავენ. სელებრითებისთვის გასული წლის მაკიაჟის ტრენდი ბუნებრივობა აღმოჩნდა. OK! წარმოგიდგენთ სელებრითების საუკეთესო მაკიაჟს 2016 წლიდან.

აიშვარია რაი

ალისია ვიკანდერი

ევა გრინი

ემილია კლარკი

ემბერ ჰერდი 56

იანვარი 2017

ზენდაია


კარა დელევინი

კენდალ ჯენერი

ლედი გაგა

ლილი ჯეიმსი

სოფი ტერნერი

რუნი მარა

ტეილორ სვიფტი

ქეით ბლანშეტი

ჯენიფერ ლოპესი

ჯიჯი ჰადიდი იანვარი 2017

57


„ვიჯიმედი“ ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი კომპანიაა. იგი წამყვანი რუსული კომპანიების – „ჰიგიენა მედისა“ (მოსკოვი) და „ელამედის“ (რიაზანი) ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომლის დამფუძნებლები და დირექტორები ვერონიკა გუგუციძე და გიორგი ახვლედიანი არიან. კომპანიამ 2015 წელს სტომატოლოგიურ კლინიკებში ჩაატარა გამოკვლევა, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ ინსტრუმენტების დეზინფექცია საჭმლის დანიშნულების მქონე კონტეინერებში ხდებოდა, რაც სრულიად დაუშვებელია. შედეგად, „ვიჯიმედმა“ ჩამოიტანა სპეციალური სამედიცინო დანიშნულების კონტეინერები, რომლებითაც დაინტერესდნენ სტომატოლოგები, სალონები და საავადმყოფოები. ისინი ახალ სტანდარტებზე გადავიდნენ და წარმატებით თანამშრომლობენ კომპანიასთან.

2016 წლის აპრილში „ვიჯიმედმა“ Expo Georgia-ში წარადგინა და დაარეგისტრირა მაღალი ხარისხის რუსული თანამედროვე სადეზინფექციო საშუალებები, რომლებიც უკვე 20 წელია რაც არსებობს რუსეთის ბაზარზე და ჰყავს წარმომადგენლები სხვა ქვეყნებშიც. მათ რიცხვს წელს საქართველოც შეუერთდა. „ვიჯიმედი“, რომელმაც თავისი არსებობის ერთწლიან პერიოდში მყარად მოიკიდა ფეხი ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე, 3 პროფილით მუშაობს: დეზინფექცია, სტერილიზაცია და ჰიგიენა. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან: საავადმყოფოები, თბილისისა და რეგიონების წამყვანი კლინიკები, სკოლები, სილამაზის სალონები და სხვა მსგავსი პროფილის დაწესებულებები.


კომპანიის მიზანია აღნიშნულ დაწესებულებებს დროულად მიაწოდოს მაღალხარისხიანი პროდუქცია (არატოქსიკური, უსაფრთხო და სასიამოვნო სურნელის სადეზინფექციო-სასტერილიზაციო ხსნარები) ხელმისაწვდომ ფასებში, დაამკვიდროს დასუფთავების უმაღლესი სტანდარტები და ამ გზით პერსონალისა და პაციენტებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას. „ვიჯიმედი“ თანამშრომლობს საქართველოს ეპიდემიოლოგთა ასოციაციასთან, სადაც გადის ტრენინგებს „სამედიცინო დაწესებულებების დასუფთავებაზე“ და „ინფექციის კონტროლზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში“.


BRAND GUIDELINES NOVEMBER 2016


BRAND GUIDELINES NOVEMBER 2016


ყველა დედა გრძნობს იმ განსაკუთრებულ ემოციას, რომელიც შვილის დაბადებას მოსდევს. თუმცა ძნელია სიტყვებით გამოხატო მადლიერება იმ ექიმების მიმართ, რომლებმაც დედებს შვილები მეორედ აჩუქეს. კლინიკა „N ქირონ+“ 2014 წლის სექტემბერში დაარსდა. მის ფუნქციებში ინტენსიური თერაპიისა და დღენაკლულ ახალშობილთა მოვლის განყოფილებები შედის. ორი წელი საკმაოდ მცირე დროა იმისთვის, რომ მოიპოვო ნდობა, რომელიც ასე ძვირად ფასობს მედიცინაში – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ახალშობილის ჯანმრთელობას ეხება. „N ქირონ+“-მა ყველაფერი პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტებული გუნდის მეშვეობითა და პაციენტზე ორიენტირებული განსაკუთრებული მიდგომით შეძლო. ამ ხნის მანძილზე კლინიკას ახსოვს ბედნიერი მშობლები, უამრავი მადლობის წერილი, რაც უფრო დიდი სტიმულია ექიმისთვის მეტი ენთუზიაზმით გააგრძელოს ბრძოლა თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად.

კლინიკის გენერალური დირექტორი – ნანა ბუხრაშვილი, თავისი პროფესიონალთა გუნდით განსაკუთრებულად ამაყობს. ნანა ბუხრაშვილი – ნეონატოლოგიურ ცენტრ „N ქირონ+“-ის გენერალური დირექტორი: „ჩვენს კლინიკას ჰყავს ცნობილი და გამოცდილი ექიმები: ბატონი გელა მეცხვარიშვილი, ქალბატონები – თამარ დანელია, ნანა ბარათელი, ელისო თურქაძე, მაია მერაბიშვილი. თითოეული მათგანი ცნობილი და პროფესიონალი ექიმია. ახალშობილთა მკურნალობაში ყველა ექიმი ჩართულია. მშობელი პირველი წუთიდან ხვდება, რომ მათი შვილი საიმედო ხელშია და აქედან გამომდინარე მადლობის ძალიან ბევრი წერილი მოგვდის“. ნანა ბუხრაშვილს თითოეული ბავშვის ისტორია კარგად ახსოვს და მათზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს: „სამედიცინო პერსონალი ყველა ღონეს ხმარობს, რათა პატარებს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. სამწუხაროდ, ყოფილა ტრაგიკული დასასრულებიც. დედამ, რომლის პატარასაც აღენიშნებოდა ისეთი პათოლოგია, რომლითაც მისი ზრდა ვერ მოხდებოდა, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ექიმებს ემოციური წერილი დაუწერა, სადაც სამედიცინო პერსონალს გაწეული შრომისთვის და შექმნილი გარემოსთვის მადლობას უხდიდა.

62

იანვარი 2017


ნეონატოლოგიურ ცენტრ „N ქირონ+“-ისა და მკითხველისთვის სხვა საინტერესო საკითხების შესახებ დაწესებულების კლინიკურ დირექტორს – პროფესორ გელა მეცხვარიშვილს ვესაუბრეთ:

როგორია მსოფლიოში და საქართველოში დღენაკლულ ახალშობილთა დაბადების სტატისტიკა? საქართველოში, სტატისტიკის მიხედვით ყოველი 1000 ახალშობილიდან 14 დღენაკლული იბადება. დაახლოებით იგივეა მსოფლიო მაჩვენებლებიც. როგორც ვიცით, თქვენს კლინიკაში ხდება დღენაკლულ, მცირე და ექსტრემალურად მცირე წონის ახალშობილების მართვა. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ამგვარ რთულ კონტინგენტს ემსახურება და რამდენად აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს თქვენი ცენტრი? იმისათვის, რომ კლინიკას ჰქონდეს უფლება გაატაროს მაღალი რისკის მქონე ახალშობილი, უნდა შეესაბამებოდეს ყველაზე მაღალ – III დონის კატეგორიას, სადაც ხდება რთული პათოლოგიების მართვა. მსგავსი უფლება ყველა სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს. უპირველესად, ასეთი კლინიკა უნდა იყოს უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული. იგი აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდეს მრავალპროფილური კლინიკის ბაზაზე. არ უნდა დადგეს პაციენტის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროება. ნეონატოლოგიური ცენტრი „N ქირონ +“ კი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობას აკმაყოფილებს. მკურნალობის რა თანამედროვე მიდგომებია დანერგილი თქვენს კლინიკაში?

ჩვენი კლინიკა „შიბას სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ (ისრაელში) მეგობარი კლინიკაა. ჩვენი ექიმების უმრავლესობა გარკვეული პერიოდით იქ მუშაობდა. ასევე, თავად შიბას ექიმებიც ჩამოდიან ჩვენს კლინიკაში სამუშაოდ. ასე რომ, დღეს მკურნალობის ძირითადი მიმართულება პროტოკოლი და guideline-ებია, ანუ გზამკვლევი. ადრე ექიმს შეეძლო თავისი, პირადი მეთოდით ემკურნალა პაციენტისთვის, ახლა კი, მთლიანი სქემა გაწერილია სწორედ ისრაელელ კოლეგებთან ერთად. ჩვენს კლინიკაში პაციენტებს იმ მეთოდებით ვმკურნალობთ, როგორც ისრაელში და ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში. მედიცინაში ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად უდავოა, რომ მკურნალობის გამოსავალს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი და გულისხმიერება. გვიამბეთ თქვენს გუნდზე. ჩვენი ექიმების უმეტესობა მუშაობდა სწორედ ისრაელში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკებში. თუ ჩვენს დარგში რაიმე ახალი ტექნოლოგია ინერგება, ჩვენი გუნდი მუდმივად საქმის კურსშია და აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან. რას იწონიდა ყველაზე მსუბუქი ახალშობილი, რომლის გადარჩენა და გამოზრდა მოახერხეთ? ყველაზე მცირე წონის ახალშობილი, რომლის გადარჩენა და გამოზრდა მოვახერხეთ, იყო 550 გრ. წლების წინ 700-გრამიანი წონის ახალშობილის გადარჩენა ვერ ხერხდებოდა. ახლა ეს უკვე შესაძლებელია.

როგორც ვიცი, პატარა პაციენტების დაყოვნება კლინიკაში ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივი დროით ხდება. როგორი ემოციური კავშირი ყალიბდება თქვენ შორის და ინარჩუნებთ თუ არა კონტაქტს გადარჩენილ პაციენტებთან? იანვარი 2017

63


ჩვენგან გაწერილი პაციენტების უმეტესობას, შემდეგ მუდმივი მონიტორინგი სჭირდება. ხშირ შემთხვევაში მშობელი ამჯობინებს, შვილის მონიტორინგი კვლავ „N ქირონ+“-ს მიანდოს, რადგან ახალშობილს დაბადების პირველსავე საათიდან ვიცნობთ და ვიცით რა გზა გაიარა გამოჯანმრთელებამდე. ასევე გვყოლია პაციენტები, რომლებიც დაბადებიდან 6-7 თვის მანძილზე საჭიროებდნენ ცენტრში მკურნალობას. ბევრი გამოჯანმრთელებული ახალშობილის ოჯახი დაგვიმეგობრდა. განსაკუთრებით კი დედა, რომელიც შვილის მკურნალობის პერიოდში ჩვენი თანამშრომელია. მას ყოველთვის აქვს უფლება მოვიდეს და ბავშვის მოვლაში წვლილი შეიტანოს. რა პრევენციული ზომები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ მომავალი დედა გარკვეულწილად დაცული იყოს დღენაკლული ახალშობილის დაბადებისგან? დედამ ორსულობის პირველივე დღიდან უნდა მიაკითხოს ქალთა კონსულტაციის ცენტრს ან სხვა შესაბამის კლინიკას. ჩვენ გვაქვს კონსულტაციის საკუთარი ცენტრი, სადაც პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში ნეონატოლოგი ერთვება. ხომ არ დაამატებთ რაიმეს თქვენი კლინიკის შესახებ? ნამდვილად ძლიერი კლინიკაა მსგავსი ტიპის დაწესებულებებს შორის. დაკომპლექტებულია პროფესიონალი პერსონალით. გარდა ამისა, ჩვენი ცენტრი გახლავთ სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკა. ჩვენ ვართ სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურის პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებლები. ასე რომ, ჩვენ არამარტო პრაქტიკულ, არამედ სამეცნიერო და სასწავლო პროცესებშიც ვართ ჩართული. დღენაკლული ბავშვის დაბადებისგან სრულად დაზღვეული არცერთი ორსული არ არის. „N ქირონ+“-ის ნეონატოლოგიური განყოფილების უფროსი – ქალბატონი თამარ დანელია გვიყვება, რა გზას გადიან პატარა პაციენტები კლინიკაში მოყვანის დღიდან საბოლოო გამოჯანმრთელებამდე. „არსებობს რისკფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა დღენაკლული ბავშვის დაბადება გამოიწვიოს. ესენია ორსულთა ინფექციები, პრეეკლამფსია და ეკლამფსია, გესტოზური დიაბეტი, ასევე სტრესული სიტუაციები და ა.შ. ჩვენს კლინიკაში ბავშვების გადმოყვანა ხდება 64

იანვარი 2017

სხვადასხვა სამშობიარო სახლებიდან. ექიმების მიერ ფასდება ახალშობილის მდგომარეობა და სიმძიმის მიხედვით შესაბამის განყოფილებაში განთავსება. ცენტრში ფუნქციონირებს მძიმე მდგომარეობის მქონე ახალშობილთათვის ინტენსიური, ასევე რეანიმაციული და პათოლოგიის განყოფილებები. „N ქირონ+“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური კუვეზებით. ეს გვაძლევს საშუალებას ახალშობილს შეექმნას დედის მუცელთან მიახლოებული გარემო, რაშიც იგულისხმება: სითბოს შენარჩუნება, ტენიანობის განსაზღვრა, ტრიალი, პატარებისთვის სპეციალური პოზის მიცემა – თითქოს მუცელშია. ეს მისთვის კომფორტულია“. თამარ დანელია პაციენტის გამოჯანმრთელების მთავარ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას და კლინიკის წარმატების საიდუმლოსაც გვიმხელს: „მედპერსონალის პროფესიონალიზმთან ერთად, რითაც კლინიკამ ნდობა მოიპოვა, მშობლებთან


ურთიერთობაა. ნდობა უნდა დაიმსახურო. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ მშობელს ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის შესახებ სრულად მივაწოდოთ. არაფერი უნდა იყოს დაფარული. როდესაც მას ვუხსნით დაავადების არსს, ასევე ვეუბნებით თუ რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ავას. ექიმსა და ექთანს უდიდესი მოთმინება მართებთ, თუმცა ექიმი ასევე უნდა გრძნობდეს, რომ მშობელი მას ნამდვილად ენდობა. ჩემი პირადი დაკვირვებით, ასეთ დროს ბავშვის მდგომარეობაც უმჯობესდება“. კარგად აღჭურვილი ლაბორატორია სწრაფი დიაგნოსტირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „N ქირონ+“ არც ამ მიმართულებით დაკმაყოფილდა საშუალო სტანდარტით და უახლესი აღჭურვილობის ტექნიკასთან ერთად ნოვაციური მეთოდები დანერგა. კლინიკა „N ქირონ+“ ისრაელის „შიბას სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ ნეონატოლოგიურ დეპარტამენტთან თანამშრომლობს. ნათია დანელია და მანანა წულუკიძე იმ ახალგაზრდა კადრებს მიეკუთვნებიან, რომლებმაც შიბას კლინიკაში 5-წლიანი დახელოვნების კურსი გაიარეს. საკუთარ წარმატებაზე მოკრძალებულად საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მათთვის მთავარი ის ერთიანი გუნდია, რომლის საშუალებითაც საერთო ძალებით ხდება პაციენტის მკურნალობა. ნათია დანელია: „დიდი პატივი იყო ჩემთვის მემუშავა შიბას ცენტრში 2011 წლიდან 2016-მდე. დიდი გამოცდილება მივიღე – როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული. თუმცა ყოველთვის, იქ ყოფნის პერიოდში ვიცოდით, რომ უნდა დავბრუნებულიყავით ჩვენს ქვეყანაში და აქ გვემუშავა“.

აკმაყოფილებს ის აპარატურა, რომელიც ჩვენთანაა. სრულ და ნახევრადავტომატურ რეჟიმში მომუშავე აღჭურვილობა უზრუნველყოფს კვლევების სწრაფად ჩატარებას, რაც შემდგომ მკურნალობის სწრაფად წარმართვას უწყობს ხელს. ზოგადად ასე ხდება კლინიკებში, რომ ლაბორატორია ცალკე სახელმწიფოსავითაა, სადაც შედის ანალიზები და გამოდის პასუხები. ჩვენ ამ კუთხით ნოვაცია გვაქვს – ყველაფერი კეთდება ერთ სივრცეში, რითაც მნიშვნელოვნად იზოგება დროც. ეს არის ერთი გუნდი – ექიმი-ლაბორანტი აბსოლუტურად ჩართულია იმ ჯგუფში, რომელიც პაციენტს იღებს და პაციენტზე ზრუნავს. თითოეული თანამშრომელი, რომელიც ლაბორატორიას ემსახურება, მაღალკვალიფიციური კადრია“. ნეონატოლოგიური ცენტრი „N ქირონ+“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. უპირველეს ყოვლისა კი, გამრავლებას, შვილების ჯანმრთელობასა და მათ დღეგრძელობას გისურვებთ! ჩვენი გუნდი კი მუდამ მზად იქნება, რათა ბევრი ახალშობილის სიცოცხლე გადაარჩინოს! თბილისი, ლუბლიანას ქ.5 „ჰოსპიტალ დიღომი“, ტელ: 2368718; 2368719

მანანა წულუკიძე: „წიგნში ყველაფერი წერია, თუმცა წიგნიდან არჩევა უნდა იცოდე, ამაში კი გამოცდილი ექიმები გვეხმარებოდნენ. ექიმისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ვითარდებოდეს და არ იყოს ზედმეტად თვითდაჯერებული“. კლინიკა „N ქირონ+“-ში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური კლინიკური დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რომელიც ასევე პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული. ლელა ხუციშვილი – კლინიკური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი: „მაღალი დონის ლაბორატორია გვაქვს. აბსოლუტურად ყველა სტანდარტს იანვარი 2017

65



პროფესიული ევროპული სამედიცინო ლაზერული და ესთეტიკური აპარატურა თქვენი ბიზნესისთვის შესთავაზეთ თქვენს კლიენტებს კლინიკურად დამოწმებული, უსაფრთხო და ეფექტური პროცედურები კარბოქსი თერაპია Venusian CO2

ოზონო თერაპია ATOM O3

NORDLYS BY ELLIPSE SWT Selective Waveband Technology Nd:YAG 1064 Laser Frax 1550 Fractional Non-Ablative Laser

ჟანგბადის თერაპია OxyLifeNova O2

RF&Ultrasound So Up Reloaded

ალ. ყაზბეგის გამზ. 24გ +995 555 54 53 52 / +995 577 50 17 51 Facebook.com/ellipse.ge sales@oxygen.ge Ellipse და Maya Beauty Engineering-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში – კომპანია Oxygen Ltd.


www.okmagazine.ge

იანვარი 2016

HEALTH & BEAUTY BOOK


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.