TRAVEL
BOOK
მის: ბაკურიანი 25-იანების მიმდებარე ტერიტორია Mob: 598 28 50 20; info.snowking@gmail.com Facebook: Hotel Snow King Bakuriani
სარჩევი 22
TRAVEL - საქართველო
რომანტიკული მოგზაურობა თელავში
Slow Time In Racha
14 თებერვალი – ვალენტინობა, ნებისმიერი წყვილისთვის განსაკუთრებულ მოლოდინთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, OK! TRAVEL-მა გადაწყვიტა საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და რომანტიკულ ქალაქში – თელავში ემოგზაურა და ღირსშესანიშნავი ადგილები RENAULT CAPTUR-ის უახლესი მოდელით ცნობილ წყვილთან – მომღერალ თიკა მახალდიანთან და ბიზნესმენ თემო პირველაშვილთან ერთად მოენახულებინა.
ჯადოსნური მთა, ანუ არის დღეები, როდესაც უნდა ადგე, ჩამოდანი გაამზადო და სანამ დანიშნულების ადგილამდე მიხვალ, ყველაფერი დეტალურად წარმოიდგინო. გონება უკვე მთის კადრებით გაქვს გამოტენილი. გზის მატებასთან ერთად, თოვლის საფარიც მაღლდება, მეტად მბზინვარე და ფუმფულა ხდება.
4
გაიხსენე, როგორ კარგავდი მოსვენებას ბავშვობაში, როცა ტყე მეტად ხშირი ხდებოდა. სამანქანო გზიდან ხედავდი, ტყეში როგორ მარტივად მოძრაობდა მწვანე, ძველი და შენთვის ამოუცნობი მიზეზებით საინტერესო მატარებელი. როგორ აყვავდნენ პატარა ბავშვები ბორჯომიდან ბაკურიანში. ერთხელ მაინც წარმოგიდგენია, როგორ უხაროდათ და ელოდებოდნენ „კუკუშკის“ ბოლო გაჩერებას? აწითლებული ლოყებით, აბრჭყვიალებული თვალებით და გადიდებული გუგებით, როგორ უჩქარდებოდათ გული თოვლზე პირველად მთელი ძალით დაბიჯების სურვილით.
„ბაკური და ანი“ აწერია თეთრ, ფითქინა დაფას. ადრე ამბობდნენ, პატარა სკოლის დროის სიყვარულის ამბავიაო. სადღაც, რომლიღაც ხის სახლში წლების წინ ცხოვრობდნენ სკოლის შეყვარებული მოსწავლეები, რომლებსაც არ უყვარდათ ზამთრის არდადეგები და სკოლის დღეებს ელოდებოდნენ ერთმანეთის სანახავად. რაც მეტად ადიხარ მთაში, ჰაერი ნელ-ნელა ისეთი სუფთა და გამჭვირვალე ხდება, რომ გგონია მეტად შეგიძლია იგრძნო ის, რაც ერთი შეხედვით უხილავია. ბაკურიანი თითქოს შენს ამბებსაც ინახავს – პატარაობის, სკოლის ასაკის და გადაზრდილი გონებიდან.
28
შეანელე დრო რაჭაში
ღამით, მუქ მთებს მიღმა ცა იწყება – ბევრი, გადაჭედილი ვარსკვლავით. აქ ეგრე იცის. მთელი ღამე რომ უყურო ცას, მაინც არ დაიღლები. ყურში ბავშვობის სიმღერას გაიგონებ და ლამაზ სიზმარს
მალდივები
TRAVEL - მსოფლიო
დიახ, მარმარისი!
თუ ერთხელ მაინც მოინახულებ მალდივის კუნძულებს, მიხვდები, რომ დედამიწაზე სამოთხე ნამდვილად არსებობს. ტროპიკული არქიპელაგი იდეალურად ერწყმის ინდოეთის ოკეანის სანაპიროს, სადაც უამრავი ძვირადღირებული სასტუმროა გაშენებული.
42
როდესაც აეროპორტიდან ქალაქამდე გავლით გზად პალმების ხეივანს და სანაპიროზე სერფინგის დაფებით მოსეირნე ტურისტებს დაინახავთ, მიხვდებით, რომ ფილმის კადრები რეალურია და შეგიძლიათ რამდენიმე კვირა ამ ზღაპრულ გარემოში გაატაროთ. სად შეიძლება დარჩენა? ოცნების სანაპირო მსოფლიოში ცნობილი დაივინგის ადგილებია. კურორტზე 28 VIP-კლასის ლაგუნა
36
46
კანის ლაჟვარდოვანი სანაპირო
მალაიზიაში გატარებული „ზარმაცი დღეები“ OK!-მ ბრიტანული ზამთარი აზიური იური პლაჟების იდილიასა და დედაქალაქის ლაქის ცათამბჯენებში გაცვალა
56
გლამურული ქალაქი საფრანგეთში ცნობილ კინოფესტივალთან და „წითელ ხალიჩასთან“ ასოცირდება. ეს არის მეტად ტრადიციული და ძველებური ქალაქი. ფრანგული რივიერა ძალიან ახლოსაა კოტ დ’ აზუღთან და ნიცასთან, ამიტომ შეგვიძლია დასვენების პერიოდში სხვა ადგილებიც მოვინახულოთ შესანიშნავი ად დაუვიწყარი და საზღვაო ტრანსპორტით ტ მოგზაურობა დავგეგმოთ. დ
48
მალაიზია კონტრასტებით სავსე ქვეყანაა. დამთვალიერებლები იერებლები დედაქალაქ Kuala Lumpur-ისკენ უფრო მიილტვიან – იქით, აზრები, სადაც ცათამბჯენებია წამომართული, ასევე ქუჩის ბაზრები, მეგასავაჭრო ცენტრები, მეჩეთები და ტაძრებია. მაგრამ რამ ბა, ახლოს როდესაც ქალაქის ცხოვრება ცოტა დამღლელი ხდება, მდებარე კუნძულები საკმაოდ კარგ და კომფორტულ დასვენებას დეგ, გვთავაზობენ. KL-ში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ, სადაც OK!-ის ჟურნალისტი Danielle Harrison შამპანურს აგემოვნებდა და გაუმჯობესებული ჩინური კვარტალი და „პატარა ინდოეთი“ მოიარა, Langkawi-სკენ გაემართა. ეს არის მალაიზიის ტროპიკული არქიპელაგის უდიდესი კუნძული, სადაც კრისტალურად სუფთა წყალი და თეთრქვიშიანი პლაჟებია...
რომელი ვარსკვლავები შეიძლება ვნახო? თავისი „მზით გაჟღენთილი“ სანაპიროების იდილიის ფონზე არაა გასაკვირი, რომ Langkawi ცნობილი ადამიანების საყვარელი ადგილია. წლის დასაწყისში აქ Made In Chelsea-ის Tiffany Watson ისვენებდა, ასევე Loose Women-ის ყოფილი წარმომადგენელი Carol McGiffin-იც ჭკუას კარგავს ამ კუნძულზე. ვარსკვლავთა
ვენის „მორევი“! სადღესასწაულო გართობისთვის და მშვენიერი ვახშმისთვის OK! ავსტრიის დედაქალაქისკენ მიემართება მდიდარი ისტორიისა და არქიტექტურული საგანძურის მქონე ქალაქი ვენა დასვენების თვალსაზრისით წლის ნებისმიერ დროს საუკეთესო არჩევანად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ეს ადგილი შობის პერიოდში მართლაც ცოცხლდება. ნოემბრის შუა რიცხვებიდან ქალაქის რამდენიმე შესანიშნავი მოედანი ტრადიციულ ბაზრებსა და სადღესასწაულოდ მორთულ ხის კოტეჯებს მასპინძლობს, სადაც ხელნაკეთი საჩუქრები იყიდება. მართლაც რაღაც ჯადოსნური ხდება, როდესაც ამ ულამაზეს მოედნებსა და უძველეს ქვაფენილიანნ ქუჩებში დახეტიალობ, სადაც ჰაერში მაცდუნებელი ბელი დარიჩინისა და გლინტვეინის არომატი ტრიალებს. ებს. ეს ყველაფერი OK!-ის ჟურნალისტმა Clare Fisher-მა
ავსტრიის დედაქალაქში თავისი პირველი ვიზიტის დროს აღმოაჩინა... რომელი ვარსკვლავების ნახვას შევძლებ? საუკეთესო დრო ვარსკვლავების სანახავად ვენის 450-იდან ერთ-ერთი ოფიციალური მეჯლისია, რომელიც ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. ყველაზე „ვარსკვლავურად“ Opera Ball მიიჩნევა, რომელიც lavish State Opera-ში იმართება. აქ ქალაქის დებიუტანტებთან და მაღალ შილდსს, კიმ საზოგადოებასთან ერთად ბრუკ ბ შეხვდებით. კარდაშიანსა და პამელა ანდერსონსაც ანდ არის ასევე Life Ball, რომელიც რომელი შიდსთან მებრძოლი ფულს საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის ორგანიზაც
62
თებერვალი 2017
3
TRAVEL - საქართველო
რომანტიკული მოგზაურობა თელავში 14 თებერვალი – ვალენტინობა, ნებისმიერი წყვილისთვის განსაკუთრებულ მოლოდინთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, OK! TRAVEL-მა გადაწყვიტა საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და რომანტიკულ ქალაქში – თელავში ემოგზაურა და ღირსშესანიშნავი ადგილები RENAULT CAPTUR-ის უახლესი მოდელით ცნობილ წყვილთან – მომღერალ თიკა მახალდიანთან და ბიზნესმენ თემო პირველაშვილთან ერთად მოენახულებინა.
4
თებერვალი 2017
გზაში ყველა საგზაო წესის დაცვით ვიმგზავრეთ, რაშიც Renault Captur დაგვეხმარა. მოკლედ, ავტომანქანის შესახებ: ავტომობილის შეძენა შესაძლებელია როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავით, ხოლო მანქანები აღჭურვილია კლიმატკონტროლით, უსაფრთხოების 4 ბალიშით, 17-ინჩიანი ალუმინის დისკებით, წვიმისა და განათების სენსორებით, უკანა პარკინგკონტროლით და უკანა ხედვის კამერით, კრუიზკონტროლით, ბორტკომპიუტერით, უსაფრთხოების სისტემებით, კარტა-გასაღებით. Renault Captur-ის ყველა მყიდველს საჩუქრად ერთწლიანი ავტოდაზღვევა გადაეცემა. ავტომობილებზე ვრცელდება გარანტია: 5 წელი ან 150 000 კმ.( რომელიც პირველი შესრულდება). 1,2 ტურბო ბენზინი, 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, 115 ცხ.ძ , შერეული წვა 6,6 ლიტრი. 1,5 ტურბო დიზელი, 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, 90 ცხ.ძ. შერეული წვა 3,9 ლიტრი.
ფრანს ავტო ჯორჯ ბალანჩინის 36 253 18 00 www.renault.ge FB/renaultgeorgia
თებერვალი 2017
5
ექსპერტი
ჟან რენო თუ ეს რენო? რა საჭიროა სრული ამძრაობა, მძიმე და ხარბი 4X4 სისტემა, როცა სერიოზულ უგზოობაზე არ დავდივართ და ზამთარიც წელიწადის 12 თვიდან მხოლოდ 3 თვეს გრძელდება? კლიშე, რომლის მიხედვითაც გინდა, თუ არა, ნაღდი ქროსოვერი აუცილებლად სრულამძრავიანი უნდა იყოს, ნელ-ნელა ნადგურდება. იმიტომ, რომ ნამდვილად არ არის აუცილებელი, მთელი წელი ზიდო მინიმუმ 50-კილოგრამიანი 4X4 სისტემა და ხარჯო ზედმეტი საწვავი მხოლოდ იმიტომ, რომ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უნდა წახვიდე თოვლიან გუდაურსა თუ ბაკურიანში. ქალაქის ქროსოვერებზე არნახულად მზარდ მოთხოვნას «რენომაც» უპასუხა - იცნობდეთ, Renault Captur! ეს არის ფრანგული შარმით შექმნილი ქროსოვერი Lifestyle-ამბიციებით, რომელიც უარს ამბობს 4X4-ზე და პოტენციურ მფლობელებს ინდივიდუალიზაციის მეტი შესაძლებლობებით (სხვადასხვა ფერები და კრეატიულად შესრულებული ინტერიერი) იზიდავს, რაც განსაკუთრებით ქალბატონებს მოეწონებათ. მოდელი, რომელსაც კომპანია «ფრანს ავტო» «რენოს» თბილისის ცენტრში გვთავაზობს, «კაპტურის» ევროპული ვერსია გახლავთ - თავისი ყველა ევროპული უპირატესობით, რაშიც პირველივე გასეირნებით დავრწმუნდით. სალონში თითქმის ყველა დეტალი ფრანგებისთვის დამახასიათებელი კრეატიული მიდგომითაა შესრულებული. კომფორტული სავარძლები დამატებითი, ფერადი სამოსითაა შემოსილი, რომელსაც იოლად მოხსნი და გარეცხავ. ცალკე აღნიშვნის ღირსია დიდი და ლამაზი სენსორული ეკრანი აბსოლუტურად თანამედროვე ფუნქციებით - რაც ყველაზე მთავარია, ეკრანი სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს თითის შეხებაზე. არანაირი სიხისტე - ეს მანქანა კომფორტულად დადის. დინამიკურობა და მოსახვევების გემრიელად დაპყრობა სხვა ავტომობილებს მოსთხოვეთ, მაგრამ თუ მძღოლმა მაინც გადააჭარბა, მაშინ მდგრადობის ელექტრონული პროგრამა (ESP) ყველაფერს მშვენივრად დაარეგულირებს. კომფორტული დაკიდება, რბილი სვლა, პლუს 5-წლიანი გარანტია, ფრანგული შარმი, კრეატივი, ნათელი ფერები - ჟან რენო დაბერდა, ეს «რენო» ჯობია, Mes dames! შალვა ბუაჩიძე, AUTO BILD-ის ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორი
6
თებერვალი 2017
თებერვალი 2017
7
8
თებერვალი 2017
თელავში, უპირველესად, მთავარი ღირშესანიშნაობა – ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმი მოვინახულეთ. კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით, კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს. ხურთმოძღვრული კომპლექსის შემადგენლობაში შედის: კახთ მეფეთა სასახლე, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, არჩილის კარის ეკლესია, ციხის გალავანი, აბანო და სახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი. ეს მოგზაურობის ძალიან კარგი დასაწყისია. ასე რომ, ბედნიერად ვაგრძელებთ ჩვენს გზას.
თებერვალი 2017
9
მომდევნო გაჩერების ადგილი სასტუმრო „ერეკლე II“ იყო, რომელსაც არაჩვეულებრივი ბარ-რესტორანი და საუკეთესო ლუქსნომრები აქვს. ბუტიკის ტიპის სასტუმრო მდებარეობს კახეთის შუაგულში, ისტორიულ ქალაქ თელავში, საიდანაც იშლება ქალაქისა და კავკასიონის უმშვენიერესი ხედები. შიდა ეზო გაწყობილია ულამაზესი დეკორატიული ქვევრებით, რაც მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. დღეს ამ ადგილას მეფის მოქმედი სახლ-მუზეუმი და ასევე მისი კულტურული ძეგლია, რომელიც თელავის სიმბოლოდაა მიჩნეული.
10
თებერვალი 2017
პოზიტიური ენერგიით დატვირთულები გავეშურეთ ნადიკვარზე, რომელსაც არაჩვეულებრივი ტერასა აქვს და განსაკუთრებით სასიამოვნოა გაზაფხულზაფხულში. თუმცა, ლამაზი ხედებისა და ბუნების ფონზე, არაჩვეულებრივი ფოტოები ზამთარშიც გამოგვივიდა.
თებერვალი 2017
11
შემდეგი გაჩერება წინანდალი იყო, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ვეწვიეთ. მუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის – ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში. აქვე აშენდა ერთერთი პირველი მარანი საქართველოში, სადაც დაცულია უნიკალური ენოთეკა. მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოები 2008 წელს დაიწყო. სახლ-მუზეუმს პირვანდელი სახე არ დაუკარგავს. მეიჯარე კომპანია „სილქროუდ ჯგუფი“ გახლავთ. მინდა გითხრათ, რომ აქ მომუშავე პერსონალმა სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა – გვითხრა, რომ 2016 წელს სახლ-მუზეუმში ტურისტების რაოდენობამ 93 000-ს გადააჭარბა.
12
თებერვალი 2017
თებერვალი 2017
13
ამასობაში მოსაღამოვდა. ჩვენი ბოლო გაჩერება Schuchmann Hotel იყო, სადაც არაჩვეულებრივად დაგვხვდნენ. Schuchmann Hotel, გერმანელი ბიზნესმენის ბატონ Burkhard Schuchmann-ის მიერ დაფუძნებული სასტუმროა. შუხმანის სახელი სასტუმროს გარდა უმაღლესი ხარისხის ღვინის მწარმოებელ კომპანია Schuchmann Wines-ს,
14
თებერვალი 2017
თბილისის ისტორიის მუზეუმში – ქარვასლაში მდებარე პოპულარულ ღვინის ბარ-რესტორან Schuchmann Wine Bar-ს და ტურისტულ კომპანია Schuchmann Travel-ს უკავშირდება. შუხმანის სასტუმრო თელავიდან 7 კილომეტრში, სოფელ კისისხევში მდებარეობს, საიდანაც ალაზნის ველისა და კავკასიონის ულამაზესი ხედები იშლება. აქ
ისეთი მიმზიდველი და კომფორტული გარემოა, შესაძლოა თავიც კი დაკარგოთ. სასტუმროში არის საკონფერენციო დარბაზი, ბარ-რესტორანი უგემრიელესი კერძებით და გემოვნებით მოწყობილი ნომრები. აქ ღვინის უდიდესი არჩევანია, რომელთა შორის შეგიძლიათ უგემრიელესი საფერავი და რქაწითელი (და არა მხოლოდ) დააჭაშნიკოთ.
შესვლისთანავე, მომსახურე პერსონალმა ოთახები დაგვათვალიერებინა, რომლისგან მიღებული შთაბეჭდილება ახლაც არ გაგვნელებია. მასაჟის ოთახი კი საოცრებათა სამყაროს გაზიარებთ. სასტუმროს რესტორანს ულამაზესი ტერასა აქვს, საიდანაც გოლფის დიდი მოედანი და საცურაო აუზი მოჩანს.
თებერვალი 2017
15
აქვე დაგხვდებათ უნიკალური ღვინის სპა, სადაც მაქსიმალურ რელაქსაციას განიცდით და ღვინის ჯადოსნურ ძალას საკუთარ თავზე გამოცდით. შუხმანის ღვინის სპაში მხოლოდ ნატურალურ, შუხმანის ვენახებიდან მოპოვებულ ბიოლოგიურად სუფთა მასალას იყენებენ. სპა სალონში წითელი ღვინის აბაზანების მიღება შეგიძლიათ. აქვე ორთქლზე მომუშავე საუნა და სამასაჟე ოთახები დაგხვდებათ. ხოლო ღვინის წიპწით დამზადებული ზეთების მეშვეობით გაკეთებული მასაჟი დაუვიწყარ სიამოვნებას მოგანიჭებთ. სპასა და სალონში გამოყენებული კოსმეტიკა ბუნებრივი, ადგილობრივი ნედლეულისგანაა დამზადებული. ქართული ღვინის სამკურნალო თვისებები მეცნიერულადაა დადასტურებული და ღვინის აბაზანებს გაახალგაზრდავების ეფექტი აქვს.
16
თებერვალი 2017
თებერვალი 2017
17
როგორ ხვდებით ვალენტინობის დღესასწაულს? (თიკა მახალდიანი): ვალენტინობას ჩემი დაბადების დღეცაა, ამიტომ ორმაგად მიხარია. გასულ წელსაც კახეთში შევხვდი მეგობრებთან ერთად და წელსაც ასე მიწევს. თემოსთან ერთად უკვე მესამე დაბადების დღეს ვხვდები. (თემო პირველაშვილი): 14 თებერვალს ორმაგი პასუხისმგებლობა მაქვს, მაგრამ სხვამხრივ კარგია – ერთი საჩუქრის არჩევა მიწევს, თუმცა 18
თებერვალი 2017
განსაკუთრებულისა და გრანდიოზულის. რაიმე ტრადიცია თუ გაქვთ ცოლ-ქმარს ამ დღესთან დაკავშირებით? (თიკა მახალდიანი): განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს, მაგრამ წელს მინდა თემოსთან ერთად სრულიად მარტო შევხვდე რომანტიკულ გარემოში, ქალაქგარეთ. (თემო პირველაშვილი): ჩემს მეუღლესთან ურთიერთობისას ტრადიცია ყოველდღე მაქვს.
(თიკა მახალდიანი): ძალიან მომეწონა კახეთი. განსაკუთრებით შუხმანის სასტუმრო და ღვინის სპა. აქ კომფორტული გარემო და არაჩვეულებრივი სამზარეულოა. ძალიან ვისიამოვნეთ. მომავალშიც ხშირად ვესტუმრებით ამ ადგილს. თებერვალი 2017
19
• • • • • • • • •
გამაჯანსაღებელი სპაცენტრი ფიტნესდარბაზი ლობი-ბარი რესტორანი TERRACE 8 ადმინისტრაცია 24სთ თხილამურების შესანახი ოთახი საბილიარდო ბავშვთა გასართობი ოთახი, ანიმატორი ტრანსფერი სასრიალო საბაგირომდე (კოხტაგორა და დიდველი – ორმხრივი გზა) • ტურაგენტის მომსახურება ინდივიდუალურ ტურებზე
MGZAVREBI BAKURIANI HOTEL & SPA
100$ NIGHT/2 PERS. BREAKFAST INCLUDED
ტელ: 595 30 00 40 596 30 00 50 Email: Bwmgzavrebi@gmail.com Fb: Mgzavrebi Bakuriani Hotel & Spa
ჯადოსნური მთა, ანუ არის დღეები, როდესაც უნდა ადგე, ჩამოდანი გაამზადო და სანამ დანიშნულების ადგილამდე მიხვალ, ყველაფერი დეტალურად წარმოიდგინო. გონება უკვე მთის კადრებით გაქვს გამოტენილი. გზის მატებასთან ერთად, თოვლის საფარიც მაღლდება, მეტად მბზინვარე და ფუმფულა ხდება. გაიხსენე, როგორ კარგავდი მოსვენებას ბავშვობაში, როცა ტყე მეტად ხშირი ხდებოდა. სამანქანო გზიდან ხედავდი, ტყეში როგორ მარტივად მოძრაობდა მწვანე, ძველი და შენთვის ამოუცნობი მიზეზებით საინტერესო მატარებელი. როგორ აყვავდნენ პატარა ბავშვები ბორჯომიდან ბაკურიანში. ერთხელ მაინც წარმოგიდგენია, როგორ უხაროდათ და ელოდებოდნენ „კუკუშკის“ ბოლო გაჩერებას? აწითლებული ლოყებით, აბრჭყვიალებული თვალებით და გადიდებული გუგებით, როგორ უჩქარდებოდათ გული თოვლზე პირველად მთელი ძალით დაბიჯების სურვილით.
22
თებერვალი 2017
„ბაკური და ანი“ აწერია თეთრ, ფითქინა დაფას. ადრე ამბობდნენ, პატარა სკოლის დროის სიყვარულის ამბავიაო. სადღაც, რომლიღაც ხის სახლში წლების წინ ცხოვრობდნენ სკოლის შეყვარებული მოსწავლეები, რომლებსაც არ უყვარდათ ზამთრის არდადეგები და სკოლის დღეებს ელოდებოდნენ ერთმანეთის სანახავად. რაც მეტად ადიხარ მთაში, ჰაერი ნელ-ნელა ისეთი სუფთა და გამჭვირვალე ხდება, რომ გგონია მეტად შეგიძლია იგრძნო ის, რაც ერთი შეხედვით უხილავია. ბაკურიანი თითქოს შენს ამბებსაც ინახავს – პატარაობის, სკოლის ასაკის და გადაზრდილი გონებიდან. ღამით, მუქ მთებს მიღმა ცა იწყება – ბევრი, გადაჭედილი ვარსკვლავით. აქ ეგრე იცის. მთელი ღამე რომ უყურო ცას, მაინც არ დაიღლები. ყურში ბავშვობის სიმღერას გაიგონებ და ლამაზ სიზმარს
ზღაპარი თეთრ მთაზე მართლა ნახავ, თუ მთელი დღე ფეხით მოივლი ერთი ციცქნა ზამთრის ზღაპარს, და დადებითი ემოციებისგან გადაიღლები. არაერთხელ ჩამოსრიალდები დიდი სისწრაფით, გაიცნობ უცნობ ადამიანებს. ხის თბილ, პატარა ქოხში დალევ ცხელ ჩაის და დააკვირდები როგორ თბება ნაწილ-ნაწილ შენი სხეული, როცა სიცივე აქამე საერთოდ არ გიგრძვნია. დააკვირდი, ზამთარში ამბები მეტად გამახსოვრდება. დრო ჩქარდება. გვიან თენდება და მზე ადრე გადადის. დიდველის მთაზე ჭრელი ქუდებით ერთ რიგად მოდიან ბავშვები. სათხილამურო სკოლა, ღამით თოვლის მოლოდინი, შაბათ-კვირას სკოლის დაწყებამდე ჩამოსული პატარა მოთხილამურეები. ყველაფერი ერთად ირევა. ხანდახან ჩერდები, უყურებ, რამდენი ადამიანი ირევა ირგვლივ და ყველას თეთრი სივრცის ბავშვური სიყვარული აერთიანებს.
ყოველ ზამთარს თითოეული ჩვენგანი ტოვებს თავის მოგონებას, განცდებს, ამბებს, ფიქრებს ჯადოსნური მთის დაბლობზე. სხვადასხვა ადგილებს ვეძებთ მის დასამალად და გვიხარია, რომ სანამ თოვლი დადნება, გონებაში ისევ გახსენდება თეთრი, ქათქათა მთის წვერები. გზა ქალაქამდე, როცა ბრუნდები. მერე ყველაფერი გაზაფხულამდე გადაგორდება და ხანდახან ზაფხულის დღეებშიც გრძნობ გლინტვეინის ტკბილ სუნს და ცივ, სუფთა ჰაერს სახეზე. სანამ შენ სხვაგან აგრძელებ ცხოვრებას, შენი ამბები უძრავად იყინება იქ, სადაც დატოვე – ბარში ჩამოგორებულ გაზაფხულამდე. მთებზე ცივ წყლებად წამოსულ თოვლამდე, პირველი იის დანახვამდე. დღეები იზრდება და იცვლება. მერე ისევ პატარავდებიან და ისევ ზამთრის ზღაპრებისთვის იწყებენ მომზადებას.
თებერვალი 2017
23
24
თებერვალი 2017
თებერვალი 2017
25
საოჯახო სასტუმრო VILLA LIKANI რომანოვების სასახლის მიმდებარე ტერიტორიასთან გიწვევთ დაუვიწყარი დღეების გასატარებლად.
მისამართი: ბორჯომი, ლიკანი, მესხეთის #4 E-mail: Fxikidze.inga@mail.ru; ტელ.:599265376
კეთილი იყოს თქენი მობრძანება!
სასტუმრო მდებარეობს წრიულ ქუჩაზე, ე.წ. 25-იანების საბაგიროების გვერდით. მისამართი: დაბა ბაკურიანი, კობა წაქაძის ქუჩა (გეოლოგებთან). ტელეფონი: +995 591 514 524 E-mail: travelinn@hotmail.com
Slow Time In Racha
28
თებერვალი 2017
შეანელე დრო რაჭაში თებერვალი 2017
29
ხომ არიან ადამიანები, ფოლკნერი რომ ძალიან უყვართ, ან არ უყვართ, მაგრამ მის იოკნაპატოფაზე მაინც სმენიათ. ადგილზე, რომელიც ყველა მისი პერსონაჟის შეგრძნებებს ინახავს და დღემდე უნდათ სადმე თავიანთი იოკნაპატოფა აღმოაჩინონ – სიამოვნების, თავდავიწყების, თავისუფლების, 32
თებერვალი 2017
ბედნიერების და უამრავი სხვა განცდის ადგილი... განცდების, რომელიც არ მთავრდება, რომელიც სურვილს გიჩენს, რომ დრო გააჩერო. ასეთი ადგილი იმაზე ახლოსაა, ვიდრე ვფიქრობთ, და იმაზე ადვილად აღმოსაჩენია, ვიდრე გვგონია. ჩვენი გალაქტიკა – „ირმის ნახტომი“, პლანეტა დედამიწა,
ევროპისა და აზიის გზაგასაყარი, საქართველო, რაჭა. ადგილი, რომელიც შენს ისტორიებს შენზე კარგად იმახსოვრებს... ადგილი, სადაც ბედნიერება გაზაფხულის პირველ ენძელასთან ერთად იღვიძებს და ზაფხულის მწვანე ტყეებში, თეთრ სიგრილედ არსებულ თავისუფლებად გადაიქცევა...
ამ ადგილას, შემოდგომაზე, გაცილებით მეტი ფერია, ვიდრე ერთად აღებულ ყველა ცისარტყელაში, ზამთარში კი ციდან ჩამოცვენილ თოვლის ფიფქებსაც ერთმანეთი უყვართ. აი, თბილისიდან, ავტობანით დასავლეთით თუ თებერვალი 2017
33
ფოტო: ნიკა გუგეშაშვილი, Family Hotel Gallery, FB/hotelinoni
მიდიხარ, გადაღლილ ქალაქზე და უფრო მეტად გადაღლილ საკუთარ თავზე თავის ასარიდებლად, თუ სვლას მუდამ პირდაპირ არ გააგრძელებ და თერჯოლის გადასახვევთან ხელმარჯვნივ გადმოუხვევ, გზას სწორედ ამ ადგილისკენ დაადგები, რაჭისკენ... ბევრამბებიანი და ბევრისტორიიანი ადგილისკენ. შესვლისთანავე საოცარფერებიანი შაორით და შაორის ფონზე დათოვლილი მწვერვალებით რომ იწვევს გაოცებას... მერე ნიკორწმინდა რომ შეგხვდება. ის ნიკორწმინდა – „ქებათა ქება“ რომ მიუძღვნა გალაკტიონმა და ამის მერე სრულიად რაჭულ ამბებში იკარგები... ახლადგასხლული ან ჯერ კიდევ გაუსხლავი ვენახების, ლორის, ლობიანების, დაწურული 34
თებერვალი 2017
ალექსანდროულისა და ქვევრში ჩასხმული ხვანჭკარის ამბებში... მდინარეებში, ჩანჩქერებში... მთაში ჩადგმულ ვიწროფანჯრებიან სახლებში, ზოგჯერ შვეიცარიასაც რომ ადარებენ სილამაზით და ნისლებში ჩაკარგულ სოფლებში, ღრუბლებს ზემოდან რომ დასცქერიან. ზუსტად იმიტომ, რომ ეს ამბები არ გამოგვრჩეს, ზუსტად იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ ადგილი, სადაც „წამის შეჩერება“ მოგვინდება, დავიწყეთ კამპანია „შეანელე დრო რაჭაში“ (Slow Time InRacha). გადავიღეთ სარეკლამო კლიპი, რომლის მთავარი მიზანი სწორედ რაჭაში ჩაკარგული, ერთი შეხედვით თვალთახედვიდან გაქცეული
ამბების გაცოცხლებაა და რომლის მთავარი არსი ბედნიერებისთვის დროის შენელებაა. Slow Time inRacha ამ პროექტის მთავარი სლოგანია. სიმღერა, რომელიც ვიდეორგოლს ადევს, „მგზავრებმა“ გვაჩუქეს. კლიპის პრეზენტაცია თებერვალში იგეგმება და ვისაც ჯერ კიდევ არ სმენია ძალიანგემრიელამბებიანი რაჭის შესახებ, საშუალება მიეცემათ ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინონ, მოგზაურობისა და თავგადასავლების ახალი შესაძლებლობები. მოგზაურობის, რომელიც არჩევანის სრულ თავისუფლებას გვაძლევს. მოგზაურობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით,
ავტოსტოპით, ველოსიპედით, მანქანით და ახლა უკვე მოგზაურობა თვითმფრინავით... ამ მთებში ჩაკარგულ „იოკნაპატოფას“ თავისი აეროპორტიც აქვს. მოკლედ, ყველა საშუალებაა იმისთვის, რომ ავიღოთ ჩანთა და გავუდგეთ გზას. როგორც თავგადასავლების ძალიანმოყვარული მწერალი კერუაკი წერდა, საბოლოოდ არც ოფისში ჯდომა გაგახსენდებათ და არც გაზონის პარსვა, ხოდა, აცოცდით მთაზეო!.. ხოდა, შეანელეთ დრო რაჭაში! იქ, სადაც ჩიტები დილაობით ჟღურტულს ისე იწყებენ, როგორც დენვერის თავზე და სადაც „ვარსკვლავები რომაული სანთლებივით დიდია და მარტოხელა, როგორც დრაჰმის უფლისწული“. Slow Time In RachaI თებერვალი 2017
35
36
თებერვალი 2017
TRAVEL - ქართველი სელებრითები მსოფლიოს გარშემო
ხატია სიჭინავა: „ჩვენი ყველა მოგზაურობა თავგადასავალია“
ხატია სიჭინავა: „ეს ფოტო პარიზშია გადაღებული. ერთი კვირით ვესტუმრე „სიყვარულის ქალაქს“ მეუღლესთან ერთად. ეს ოპერაა. ოპერის წინ ქუჩის მომღერალი მღეროდა. ჩვენ უამრავ სხვა ტურისტთან ერთად კიბეზე ჩამომჯდარი ვუსმენდით. ცოტა ხანში, მივუახლოვდი მუსიკოსს, რომ მის წინ მდგარ ყუთში ხურდა ჩამეყარა. მან სიმღერა შემომთავაზა. ქართული სიმღერა „სულიკო“ ვიმღერე, რითაც ტურისტების აპლოდისმენტები დავიმსახურე. ჩემი მეუღლეც აღფრთოვანებული მიკრავდა ტაშს, თითქოს ოპერის წინ კი არა, ოპერაში მემღეროს. ჩვენი ყველა მოგზაურობა თავგადასავალია. ამიტომ, ყოველთვის მარტო დავდივართ“. თებერვალი 2017
37
TRAVEL - ქართველი სელებრითები მსოფლიოს გარშემო
ბახვა ბრეგვაძე: „პარიზში მოგზაურობა განსაკუთრებული იყო“
ბახვა ბრეგვაძე: „პარიზში მეგობრებთან ერთად წავედი – დასასვენებლად, გასართობად და საშოპინგოდ. განსაკუთრებული იყო ეს მოგზაურობა ჩემთვის, რადგან ამჯერად სასტუმროში არ დავრჩენილვართ. შინ ვცხოვრობდით. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფოტოს, გადაღებულია Rue De Claire-ზე, ჩვენს საცხოვრებელ სახლთან ახლოს. ძალიან ლამაზი პატარა ქუჩაა კაფეებითა და მაღაზიებით. ფოტო ჩემმა მეგობარმა გადამიღო, რომელიც ფოტოხელოვნებითაა დაკავებული“. 38
თებერვალი 2017
TRAVEL - ქართველი სელებრითები მსოფლიოს გარშემო
რატი დურგლიშვილი: „საოცარი ქალაქია სტამბოლი“
რატი დურგლიშვილი: „სტამბოლში ყოფნა დიდხანს მომიწია. ეს ფოტო წამოსვლის წინაა გადაღებული. საოცარი თოვლი იყო. ძალიან მიყვარს თოვლი, ამიტომ დრო ვიხელთე და თითქმის ცარიელ ქუჩაში ეს ფოტო გადავიღე. ნამდვილად საოცარი ქალაქია სტამბოლი“.
თებერვალი 2017
39
TRAVEL - ქართველი სელებრითები მსოფლიოს გარშემო
მანიკა ასათიანი: „სანიას (ჩინეთი) სანაპირო ულამაზესია“
მანიკა ასათიანი: „შარშან, იანვარში ვიყავი ჩინეთში, კერძოდ სანიაზე. სანია არის ჩინეთის საკურორტო ზონა და შარშან იქ ჩატარდა „მის მსოფლიო“. ორ მეგობართან ერთად ვიყავი წასული. კონკრეტულად ეს ფოტო იმიტომ ავარჩიე, რომ აქ ყველაზე კარგად ჩანს, თუ რა ლამაზია სანაპირო. ფოტოს განსაკუთრებული ისტორია არ აქვს. გარდა იმისა, რომ ალბათ ასობით ჩინელს აქვს კადრი გადაღებული. ნამდვილი პაპარაცებივით, გარშემო წრე შეკრეს და ყველა ფოტოს გვიღებდა. ბუნებრივია, მათთვის ეგზოტიკაა ქართული გარეგნობა და მათსავე თქმით, დიდი და დაჭყეტილი თვალები“. 40
თებერვალი 2017
TRAVEL - ქართველი სელებრითები მსოფლიოს გარშემო
ნათია დუმბაძე: „აღფრთოვანებული ვარ ნიუ-იორკით“
ნათია დუმბაძე: „აღფრთოვანებული ვარ ნიუ-იორკით. თავად ფოტოს ისტორია ცოტა სახალისოა. ფოტოში ვდგავარ სკამზე, სადაც ასვლა არ შეიძლებოდა. გიდმა დამინახა და სანამ მეჩხუბებოდა, ფოტოს გადაღება მოვასწარი. ნიუ-იორკში მეუღლესთან ერთად წავედი. 30 წლის გავხდი და დაბადების დღეს დავამთხვიე იქ ყოფნა“.
თებერვალი 2017
41
TRAVEL - მსოფლიო
დიახ, მარმარისი!
42
თებერვალი 2017
ზღვისპირა კურორტებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ბოდრუმის სამხრეთით მდებარე თურქეთის სავიზიტო ბარათი – მარმარისი. კრისტალურ წყალთან ერთად აქ გვხვდება მთებით გარშემორტყმული სანაპირო, იახტების სადგური, პალმებით გარშემოტყმული სასეირნო სანაპირო ზოლი. მარმარისი ასევე ცნობილია ისტორიული ძეგლებითა და საოცარი ძველი ქალაქით.
კურორტი ტურისტებს ასევე ანებივრებს კერძო სანაპიროებით, ხელოვნური ტბებით და მრავალფეროვანი აუზებით. სპა და რელაქსაციის ოთახები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ დამსვენებლებში. ჩოგბურთის კორტები და ზუმბას სავარჯიშო ოთახები კი აქტიური დასვენების მოყვარულთათვის იდეალური ვარიანტია.
სად შეგვიძლია დარჩენა? ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო მარმარისში არის D-Resort. კომპლექსი ზღვის ხედით რამდენიმე მილითაა დაშორებული სასეირნო ზონიდან. 2013 წელს სასტუმრო სრულად განახლდა და ტურისტებს ამ ეტაპზე 324 ულტრათანამედროვე ნომერი ემსახურება. სასტუმრო ტყითაა გარშემორტყმული, რომელიც უერთდება სასეირნო სივრცეებს. ამ ადგილს „მარმარისის ოაზისად“ მოიხსენიებენ.
რომელი ცნობილი სახე სტუმრობს მარმარისს? ბოდრუმის ახლოს ხშირად ისვენებს ქეით მოსი. გასულ წელს მოდელის მეგობარმა დაბადების დღე აქ აღნიშნა. მოსი ძვირადღირებულ ღონისძიებას ესწრებოდა, ხოლო შემდეგ რამდენიმე კვირა მიმდებარე კუნძულებზეც დაისვენა. ასევე ბოდრუმის ხშირი სტუმარი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა. მარმარისის ხშირი სტუმრები არიან უმა თურმანი, სტინგი და სხვა პოპულარული სახეები. თებერვალი 2017
43
სად შეიძლება გემრიელი საჭმლის დაგემოვნება? D-Resort და Grand Azrur – ორი მთავარი სასტუმრო საკუთარ დამსვენებლებს მთელი მსოფლიოს კულინარიულ შედევრებს და გემრიელ თევზეულს სთავაზობს. დელიკატესების მოყვარულთათვის ასევე საინტერესო იქნება Palmiye-ს სტუმრობა. ტურისტებს შეუძლიათ თავად ნახონ როგორ მზადდება კერძები. მზარეულები ნამდვილ კულინარიულ შოუს სთავაზობენ დამსვენებლებს. ტურისტების უმრავლესობა საღამოს გართობისთვის Hix Bar-ზე აჩერებს არჩევანს, რომელიც სასეირნო ზოლში მდებარეობს. ცნობილი, ფერადი და მაღალგრადუსიანი კოქტეილები თქვენს განწყობაზე იზრუნებენ ღამის გართობამდე. თუ თურქული მუსაკას დაგემოვნება მოგინდებათ, აუცილებლად უნდა გაისერნოთ ძველ ქალაქში, შემდეგ კი შეგიძლიათ მარმარისის ღამის ცხოვრებას შეუერთდეთ. ფერადი და კარგი მუსიკით სავსე 44
თებერვალი 2017
ღამეების შემდეგ კი სამუდამოდ შეგიყვარდებათ ეს ზღვისპირა ქალაქი. რისი ნახვა შეიძლება? მარმარისი, ტურისტული ცენტრის გარდა, ისტორიული ძეგლებითაცაა ცნობილი. ოტომანის ციხესიმაგრე 1044 წელს აშენდა და ჩვენს დროში მუზეუმად არის გადაკეთებული. ამ ადგილიდან იშლება ულამაზესი ზღვის ხედი. ასევე ცნობილია იქვე მდებარე მაღაზია Carsi, სადაც ტრადიციული ხელჩანთის, სამკაულისა და ადგილობრივი უგემრიელესი თაფლის შეძენა შეგიძლიათ. სამოთხის კუნძული საოცარი გამოქვაბულების საიდუმლოს ინახავს. შეგიძლიათ ფეხით იაროთ და აღმოაჩინოთ დამალული ადგილები, კუნძულიდან კი ტურუნკის სოფელში შეიძლება გადასვლა. აქ მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ მხოლოდ განსაკუთებული სტუმრებისთვის არის ხელმისაწვდომი. აუცილებლად უნდა მოინახულოთ ნაციონალური პარკი. ეს ადგილი საუკეთესოა ბარბექიუს დაგემოვნებისა და განტვირთვისთვის. თებერვალი 2017
45
მალდივები
თუ ერთხელ მაინც მოინახულებ მალდივის კუნძულებს, მიხვდები, რომ დედამიწაზე სამოთხე ნამდვილად არსებობს. ტროპიკული არქიპელაგი იდეალურად ერწყმის ინდოეთის ოკეანის სანაპიროს, სადაც უამრავი ძვირადღირებული სასტუმროა გაშენებული. როდესაც აეროპორტიდან ქალაქამდე გავლით გზად პალმების ხეივანს და სანაპიროზე სერფინგის დაფებით მოსეირნე ტურისტებს დაინახავთ, მიხვდებით, რომ ფილმის კადრები რეალურია და შეგიძლიათ რამდენიმე კვირა ამ ზღაპრულ გარემოში გაატაროთ. სად შეიძლება დარჩენა? ოცნების სანაპირო მსოფლიოში ცნობილი დაივინგის ადგილებია. კურორტზე 28 VIP-კლასის ლაგუნა 46
თებერვალი 2017
არსებობს, სადაც ტურისტებს განმარტოება და დასვენება შეუძლიათ. ხშირად გვხვდება ღია აუზები, საიდანაც ხედი სანაპიროზე იშლება. ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი OBLUS’ კომპლექსია, რომელიც ძალიან დიდ არჩევანს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს – დახვეწილია და სტუმრის კომფორტზე მაქსიმალურადაა მორგებული. რისი გაკეთება შეიძლება? OBLUS-ის სივრცე უნიკალურია, ორივე მხრიდან კუნძულებითაა გარშემორტყმული. მყვინთავები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ამ ადგილის სანახავად. წყალქვეშა ეგზოტიკური სამყარო დაუვიწყარ კადრებს გჩუქნით. ინსტრუქტორები დეტალურად გიხსნიან როგორ უნდა ჩავიდეთ უსაფრთხოდ წყალში. ასევე საინტერესოა ინდოეთის ოკეანის ლურჯი წყლის საფარი. შეგიძლიათ დაკავდეთ იოგას გაკვეთილებით. საღამოს, განსატვირთველად, ულამაზესი სანაპიროსთვის თვალის დევნება და
ჭიქა შამპანური ადგილობრივი კაფედან, იდეალური ვარიანტია. რომელი ცნობილი სახე სტუმრობს მალდივებს? ბექჰემების ოჯახი გასულ წელს ერთი თვით სტუმრობდა მალდივებს. ისინი სხვადასხვა კუნძულზე მოგზაურობდნენ. საბოლოოდ, ოჯახმა კუნძული Kagi აირჩია არდადეგების გასატარებლად. სად შეიძლება გემრიელად მირთმევა? OBLU ამ შემთხვევაშიც იდეალური ვარიანტია. კულინარიის სივრცე თითქმის აერთიანებს საჭმლისა და სასმელების ლოკალურ ტრადიციებს. საუკეთესო თევზეულის დაგემოვნება კი Teppatyaki-ში შეგიძლიათ. ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს Helen-ის ბარი. ცოცხალი მუსიკა და ცნობილი დიჯეები ზრუნავენ, რომ დაუვიწყარი მოგონებებით დაბრუნდეთ მალდივების სამოთხის კუნძულებიდან.
თებერვალი 2017
47
კანის ლაჟვარდოვანი სანაპირო
გლამურული ქალაქი საფრანგეთში ცნობილ კინოფესტივალთან და „წითელ ხალიჩასთან“ ასოცირდება. ეს არის მეტად ტრადიციული და ძველებური ქალაქი. ფრანგული რივიერა ძალიან ახლოსაა კოტ დ’ აზუღთან და ნიცასთან, ამიტომ შეგვიძლია დასვენების პერიოდში სხვა შესანიშნავი ადგილებიც მოვინახულოთ და საზღვაო ტრანსპორტით დაუვიწყარი მოგზაურობა დავგეგმოთ.
48
თებერვალი 2017
რომელი ვარსკვლავები სტუმრობენ კანს? მაისის თვეში, კანში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ცნობილი მსახიობები და რეჟისორები. გარდა საქმიანი ვიზიტებისა, მათი დიდი ნაწილი დასასვენებლად ხშირად ირჩევს ლაჟვარდოვან სანაპიროს განსატვირთად. ჯორჯ კლუნი, ჯულია რობერტსი, ბლეკ ლაივლი, ნიკოლ კიდმანი და ბევრი სხვა პოპულარული სახე დასვენების დღეებში სწორედ კანისკენ მიეშურება. სად შეიძლება დარჩენა? ნიცას აეროპორტიდან 40 კმ-ში, ხოლო კანიდან 15 კმ-ში მდებარეობს Tiara Beach Hotel and Spa სასტუმრო. 59 ნომერი უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტით. მომხმარებელს ემსახურება ლურჯი ლაგუნა, სავარჯიშო დარბაზები და სპაოთახები. სად შეიძლება გემრიელად მირთმევა? არჩევანი ძალიან დიდია: ლობსტერი, პასტა, ზღვის პროდუქტები. ყველაფერი ერთნაირად გემრიელია. L’Or Blue ერთ-ერთი ცნობილი თურქული რესტორანია. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს Tiara Miraman MOya-ს რესტორანი. სანაპიროზე ძალიან ბევრი პატარა ორიგინალური კაფეა, სადაც ზღვის პროდუქტის დაგემოვნება შეგვიძლია.
თებერვალი 2017
49
რა შეიძლება იყოს საინტერესო ჩვენთვის? ნებისმიერი გასეირნება კანში თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს. ბულვარი Croisette ძალიან ლამაზია. ქალაქის ხედით ტკბობა და სიმშვიდეში ყოფნა რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ტანსაცმლის მაღაზიები ფრანგულ რივიერაზე ნამდვილი კულტურული მოვლენაა ტურისტებისთვის. აუცილებლად მოინახულეთ Sunquet-ის ქუჩაზე მაღაზია
50
თებერვალი 2017
Forville და შეიძინეთ სამახსოვრო სუვენირები. ხელოვნებით დაინტერესებულ ტურისტებს ანრი მატისის მუზეუმის მონახულება შეუძლიათ; გართობის მოყვარულებს მონაკოს საოცარ სამორინეებში სტუმრობა მოეწონებათ. ღამის გართობისთვის საუკეთესო ვარიანტად ისევ კუნძული St.Tropez რჩება – ჭრელი კოქტეილები და საუკეთესო მუსიკა დაუვიწყარი ღამეების დასაწყისია.
თებერვალი 2017
51
აფრიკული თავგადასავალი OK! სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთით მდებარე კონცხისკენ მიემართება, რათა დასვენების დღეები ადრენალინით სავსე გახადოს... მიუხედავად იმისა, რომ კეიპტაუნი შეიძლება უფრო ნაცნობი ადგილი იყოს ბრიტანელი დამსვენებლებისთვის, სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ კონცხსაც ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. თქვენ არა მხოლოდ Port Elizabeth-ის კოსმოპოლიტური ხიბლითა და ინდოეთის ოკეანის გრძელი სანაპირო ზოლით დატკბობა შეგიძლიათ, არამედ აქ იხილავთ დაბურულ ტროპიკულ ტყეებსაც, დიდებულ მთებსაც და ეროვნულ პარკებსაც, სადაც სპილოები, ზებრები და კამეჩები ცხოვრობენ. როგორც OK!-ის ჟურნალისტმა Lina Darton-მა 52
თებერვალი 2017
აღმოაჩინა, ეს მრავალფეროვანი ლანდშაფტი ხელს უწყობს საგარეო ადრენალინით სავსე აქტივობების განხორციელებას. ვიფრინოთ მაღლა, დურბანში OK! Southern Sun Elangeni & Maharani-ში დაბინავდა – ეს არის პლაჟის წინ განთავსებული 734-ნომრიანი მდიდრული სასტუმრო, რომელიც Durban’s Golden Mile-ზე მდებარეობს და ინდოეთის ოკეანეს გადაჰყურებს. ცოტა ხანში სანაპირო ზოლს JNC-ის ვერტმფრენით გადავუფრინეთ. ფრენა სულ 30
წუთი გაგრძელდა. ვერტმფრენში პირველად ვიჯექი. მთელი ქალაქის პლაჟის წინ მდებარე მდიდრული სახლები და Moses Mabhida Stadium ხელისგულზე იყო გადაშლილი. სწორედ ამ სტადიონმა უმასპინძლა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატს. მოგვიანებით, სასტუმრო Oyster Box-ში ვივახშმეთ. იგი Umhlanga შუქურას გადაჰყურებს. სასტუმროს რესტორანი Ocean Terrace თავისი „კარის ფურშეტითა“ და ცნობილი კლიენტებითაა განთქმული, როგორებიც არიან მაგალითად, პენელოპა კრუსი, შარლიზ ტერონი და მისი სამეფო უდიდებულესობა – პრინცი ჰარი. გავფრინდეთ უფრო შორს ხანმოკლე ფრენის შემდეგ, აფრიკის ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქ Port Elizabeth-ში ჩავედით. იქ Mosaic Tourism-იდან გამოგზავნილი გიდი – კრეიგი შეგვხვდა და Adrenalin Addo-ზე წაგვიყვანა. ეს გახლავთ აფრიკის ყველაზე გრძელი ორმაგი საბაგირო ხაზი. შეგიძლიათ შთამბეჭდავი ხედებით აუღელვებლად დატკბეთ, რადგან როცა გორაკს ზემოთ მიუყვებით, უსაფრთხოების ყველანაირი ზომა დაცულია. და რადგან ეს ორმაგი საბაგირო ხაზია, შეგიძლიათ უბრალოდ მოდუნდეთ, რაც ნერვების დაწყნარებაშიც დაგეხმარებათ! ღრმად ჩავისუნთქეთ, ორივე გადავხტით, და
როდესაც თვალები გავახილეთ, ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, თითქოს ამ ხეობის თავზე მართლა დავფრინავდით, ჩვენ ქვემოთ მდინარეც მოჩანდა. რა ამაღელვებელი გამოცდილებაა! Safari – რა მაგარია! Port Elizabeth-ში, ჩვენს პირველ საღამოს Addo Elephant-ის ეროვნულ პარკში, 450 000 ჰექტრის სიდიდის ნაკრძალის ირგვლივ sundowner game drive-თვის გავემართეთ. აქ არა მხოლოდ სპილოებს, არამედ ლომებს, ანტილოპებსა და კამეჩებსაც ნახავთ. ნამდვილად დიდებული გამოცდილება იყო, როდესაც ჩვენდა საბედნიეროდ პარკის ორი ლომი, ძმები – მელვინი და გიბსონი აღმოვაჩინეთ. ისინი ძალიან ხალისიანები იყვნენ და ფოტოების გადაღების დროს თითქოს პოზიორობდნენ კიდეც. ასევე მოხტუნავე ანტილოპები, სირაქლემები, ზებრები და აფთრებიც ვიხილეთ. როცა მზე ჩავიდა, იზოლირებული ადგილისკენ გავწიეთ, რათა ცოტა დაგველია. აქტივობა Addo-ში მეორე დილით, Crisscross Adventures-თან ახლოს მდებარე კანოე Safari-ის დასათვალიერებლად წავედით. წყვილებად დავიყავით და სამი საათის განმავლობაში ნელ-ნელა მივუყვებოდით Sundays თებერვალი 2017
53
River-ს. მიმართულებას სწრაფად მომდინარე ჭორომების მოკლე მონაკვეთები გვაძლევდა. მდინარეს დაბლა მივუყვებოდით, ჩიტების ჭიკჭიკი გვესმოდა, ხეებით დაფარული მთის ფერდობებიდან კი ბუს ხმასაც გაიგონებდით. ლერწმის ფოთლებზე მზეს მიფიცხებულ უზარმაზარ ხვლიკს ვუთვალთვალებდით. ხანმოკლე დასვენების შემდეგ, ადრენალინის გამოსაყოფად, კიდევ ერთი აქტივობის განხორციელება გადავწყვიტეთ – კვადროციკლებით სეირნობა, რაც ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა! როცა რამდენჯერმე მტვრიან და კლდოვან ლანდშაფტსა და ხეებს შევეჯახეთ, მივხვდით, რომ ჩვენთვის გაშლილ და სწორ გზაზე სიარული უფრო სჯობდა. ლაშქრობა ხანგრძლივი და მშვენიერი მგზავრობის შემდეგ OK! Dune Ridge Country House-ში დაბინავდა. ეს არის მდიდრული, 7-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც იდეალური ადგილია როგორც სანაპირო ზოლის, ასევე ველური ბუნების თავგადასავლებისთვის. OK! ოთხიდან ერთ-ერთ ბაღიან კოტეჯში დასახლდა,
54
თებერვალი 2017
სადაც უზარმაზარი ორადგილიანი საწოლი, ცალკე მდგომი აბაზანა და ვერანდა იყო, რომელიც ბაღს გადაჰყურებდა. ნოყიერი საუზმის შემდეგ, დილის აქტივობებისთვის მზად ვიყავით. ეს იყო Wild Side-ის ლაშქრობა Chokka Trail-ის გასწვრივ. სანამ Seal Point-ის შუქურასთან მივიდოდით, უამრავი ბუჩქი, ტყეპარკი, დიუნები და სანაპიროს რაღაც ნაწილიც გავიარეთ. შემდეგ St Francis Port-თან შევჩერდით და დამსახურებული ხეკი და ჩიფსები მივირთვით.
სერფინგის სკოლაში წასვლა ჩვენი შემდეგი გამოწვევა სამხრეთ აფრიკის Surf Camp-ის სერფინგის გაკვეთილები იყო. სერფერის დაფაზე ადრე მხოლოდ ერთხელ ვიდექი, მაგრამ ჩვენი ინსტრუქტორი – კოდი, მზად იყო დაგვხმარებოდა. ტალღები საკმაოდ მაღალი იყო და ნამდვილად რთული ამოცანის წინაშე ვიდექით, ასე რომ, უკვე ძლივს ვსუნთქავდით, როდესაც ბოლოსდაბოლოს ფეხზე დადგომა მოვახერხეთ. ცურვისას, უცებ ფარფლი შევნიშნეთ და ყველანი ნაპირზე გამოვცვივდით, სადაც სერფერების ფოტოგრაფს გაეღიმა და გვითხრა, რომ მთელი ეს პერიოდი დელფინებით სავსე წყალში ვსერფერობდით. უკანა გზაზე Cape St Francis-ის პინგვინების სამაშველო და სარეაბილიტაციო ცენტრთან გავჩერდით, რათა ის პინგვინები მოგვენახულებინა, რომლებიც დაჭრილები ან ნაპირზე გამორიყულნი იყვნენ. ყველანი გემზე! Tsitsikamma-ს ეროვნულ პარკში ჩვენი პირველი აქტივობა, რომელიც დაცული Garden Route-ის ნაწილია, იყო კაიაკი და ჯომარდობა მდინარე Storms-ზე, Untouched Adventures-თან ერთად. ჩვენი ჰიდროკოსტიუმები ჩავიცვით და მდინარისპირისკენ აღებული გეზით დიდ ტალღებში შევცურეთ. მეორე მხარეს ისეთი საოცარი ხედები დაგვხვდა, როგორიც OK!-ის აქამდე არასოდეს უნახავს. მალე ტალღები დაწყნარდა და ჩვენს ორივე მხარეს დიდებული მთები წამოიჭიმა. სწორედ აქ იყო ღამურების გამოქვაბული. შემდეგ კი, ჩვენს ნავებზე მოვკალათდით და პეიზაჟებით ვტკბებოდით, რადგან დინების მიმართულებით მივცურავდით. ჩვენი ფინალური აქტივობა იყო treetop canopy-ის ტური Tsitsikamma-ს ტყეში, Stormsriver Adventures-თან ერთად. ეს გახლდათ სამსაათიანი თავგადასავალი, რომელიც მოიცავდა ჰაერში გამოკიდებულ საბაგირო ხაზებს, და ხის კენწეროში მდებარე, ხაზების დამაცალკევებელ პლატფორმებს. ჩემი რჩევა იქნება, ქვემოთ არ ჩაიხედოთ! რადგან ეს ჩვენი ბოლო ღამე იყო, Tsitsikamma Micro Brewery-ში ლუდის დეგუსტაციაზე წასვლა გადავწყვიტეთ. შემდეგ Tsitsikamma Village Inn-ში ვივახშმეთ, სადაც სირაქლემას ნოყიერი სტეიკი მივირთვით. ეს მშვენიერი მომენტია ჩვენი თავგადასავლებით სავსე შვებულების დასამთავრებლად. როგორ მოვხვდე იქ? სამხრეთ აფრიკის ავიახაზები (www.flysaa.com
0844 375 9680) დაფრინავენ ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან იოჰანესბურგის მიმართულებით. შეგიძლიათ 16 ყოველდღიური ფრენიდან არჩევა Durban-ის მიმართულებით. ფასები £979-დან იწყება. თებერვალი 2017
55
მალაიზიაში გატარებული „ზარმაცი დღეები“ OK!-მ ბრიტანული ზამთარი აზიური პლაჟების იდილიასა და დედაქალაქის ცათამბჯენებში გაცვალა მალაიზია კონტრასტებით სავსე ქვეყანაა. დამთვალიერებლები დედაქალაქ Kuala Lumpur-ისკენ უფრო მიილტვიან – იქით, სადაც ცათამბჯენებია წამომართული, ასევე ქუჩის ბაზრები, მეგასავაჭრო ცენტრები, მეჩეთები და ტაძრებია. მაგრამ როდესაც ქალაქის ცხოვრება ცოტა დამღლელი ხდება, ახლოს მდებარე კუნძულები საკმაოდ კარგ და კომფორტულ დასვენებას გვთავაზობენ. KL-ში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ, სადაც OK!-ის ჟურნალისტი Danielle Harrison შამპანურს აგემოვნებდა და გაუმჯობესებული ჩინური კვარტალი და „პატარა ინდოეთი“ მოიარა, Langkawi-სკენ გაემართა. ეს არის მალაიზიის ტროპიკული არქიპელაგის უდიდესი კუნძული, სადაც კრისტალურად სუფთა წყალი და თეთრქვიშიანი პლაჟებია... რომელი ვარსკვლავები შეიძლება ვნახო? თავისი „მზით გაჟღენთილი“ სანაპიროების იდილიის ფონზე არაა გასაკვირი, რომ Langkawi ცნობილი ადამიანების საყვარელი ადგილია. წლის დასაწყისში აქ Made In Chelsea-ის Tiffany Watson ისვენებდა, ასევე Loose Women-ის ყოფილი წარმომადგენელი Carol McGiffin-იც ჭკუას კარგავს ამ კუნძულზე. ვარსკვლავთა 56
თებერვალი 2017
შეკრების საუკეთესო დრო KL-ში გამართული Grand Prix-ის პერიოდია. გავემართოთ Marini-სკენ – Petronas Tower 3-ის 57-ე სართულზე მდებარე თანამედროვე ტიპის იტალიური რესტორნისკენ, რომლის სახურავზე ბარია განთავსებული. როდესაც კოქტეილ Mellow Sundown-ს ვაგემოვნებდით და 88-სართულიან განთქმულ Petronas Twin Towers შევყურებდით, გავიგეთ, რომ ეს საოცარი ადგილი ვარსკვლავებს მართლაც იზიდავს. მათ შორისაა F1-ის პროფესიონალი მრბოლელი Lewis Hamilton, ასევე Nicole Scherzinger, Benedict Cumberbatch და Tiger Woods.
სად სჯობს დაბინავება? პირველი სასტუმრო St Regis, რომელიც ნიუ-იორკში საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაარსდა, დახვეწილობისა და გლამურის ნამდვილი განსახიერება იყო, ხოლო Kuala Lumpur-ის ახალი St Regis ამ ტრადიციას კვლავაც აგრძელებს. საოცრად მდიდრული, 208-ნომრიანი სასტუმრო ქალაქის ცენტრალური რაიონის ორიენტირი ცათამბჯენია, რომელიც Lake Gardens-თან ახლოს მდებარეობს – ეს არის ქალაქის უდიდესი პარკი და ეროვნული მუზეუმი. OK! Caroline Astor Suite-ში დაბინავდა. ნომერში საკმაოდ დიდი სივრცეა და საკუთარ სასადილო ოთახს, ჩადგმულ
თებერვალი 2017
57
გარდერობსა და სპეციალურად მოწყობილ მასაჟის კაბინეტს მოიცავს. ნომერს 24/7 რეჟიმით კარისკაცი ემსახურება. ჩვენი საყვარელი ადგილი კი აბაზანაა, რადგან იქიდან KL-ის მშვენიერი ჰორიზონტის ხედი მოჩანს. დიდი ხნის განმავლობაში St Regis პოლოსთან ასოცირდებოდა და სასტუმროს მისაღებ ოთახში დღესაც შეხვდებით გასაოცარ, 11 ფუტი სიმაღლის ბრინჯაოს ცხენის სკულპტურას, ხოლო ჰოლში – ორ გიგანტურ მოხატულობას ტყავზე, სადაც პოლოს მოთამაშეებია გამოსახული. ნიუ-იორკის St Regis აცხადებს, რომ მან „სისხლიანი მერი“ გამოიგონა და ყველა სასტუმროს ამ სასმელის საკუთარი ვერსია აქვს, ამიტომ ჩვენ სასტუმროს Astor Bar-ში მქონე Asam Boi-ს ცხარე ვერსია გავსინჯეთ, რომელიც პაპრიკას, ტაბასკოს, პომიდვრის წვენისა და შინ მომზადებული ასამის (Asam – კონსერვირებული ქლიავი) ვაჟინისგან შედგება. ამის შემდეგ, სახურავზე მოწყობილ ბარში ლამაზად გაფორმებული კოქტეილი, სახელად „დაბადების დღის ტორტი“ დავაგემოვნეთ. შემდეგ კი შიგნით შევედით, რათა Hokkaido-ს „სავარცხლურა“ 58
თებერვალი 2017
გაგვესინჯა, რომელიც უგემრიელესია და პირში დნება. ასევე მწვანე ჩილის პასტასთან ერთად მომზადებული სამეფო კიბორჩხალაც მივირთვით. რითი უნდა დავკავდე? OK!-მ ტაქსი აიყვანა და ქალაქგარეთ ტერიტორიებიც მოიარა, სადაც მალაიზიის ტყეების მთელი თავისი ბრწყინვალებით აღქმა შევძელით. Kepong-ში მდებარე FRIM-ში (the Forest Research Institute Malaysia – მალაიზიის ტყის კვლევითი ინსტიტუტი) ჩასვლისას, ჩვენმა ეკოტურის გიდებმა – ენდრიუმ და ვაიდმა ტროპიკული ტყეების სანახავად ლაშქრობაში წაგვიყვანეს, სადაც მთელი გზის მანძილზე ძალიან საინტერესო ფლორა და ფაუნა გვხვდებოდა. ხუთი დაბურული ქვეითთა ბილიკი, რომლებიც მიწიდან 30 მეტრ სიმაღლეზეა დაკიდებული, რა თქმა უნდა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არ არის განკუთვნილი, მაგრამ ირგვლივ არსებული სიმწვანე მართლაც გასაოცარია. ბილიკზე დაშვებისას რამდენიმე ჩანჩქერს ჩავუარეთ გვერდი. სწორედ აქ გადავწყვიტეთ შესვენება და ცოტა გაგრილება. KL-ში საინტერესო კვების ობიექტებია – დაწყებული
ქუჩის მოვაჭრეთა დახლებით და Michelin-ის ვარსკვლავებიანი რესტორნებით დამთავრებული. Jalan Alor Street-ზე მდებარე Wong Ah Wah-ში საუკეთესო ე.წ. ქუჩის საკვებს შეხვდებით, სადაც რესტორნის ცნობილი თაფლსა და სოიოში ამოვლებული ქათმის ფრთების ბარბექიუ შევუკვეთეთ, ასევე გრილზე მომზადებული ზღვის სკაროსიც გავსინჯეთ, შემდეგ კი მსოფლიოში ყველაზე სუნიანი ხილი – დურიანი დავაგემოვნეთ. რა თქმა უნდა გემო სუნზე ბევრად უკეთესი ჰქონდა! Brickfields-ში („პატარა ინდოეთი“) Vishal Food-საც ვესტუმრეთ, სადაც გემრიელი სადღესასწაულო კარი, დჰალი (dhal) და ბანანის ფოთოლზე მორთმეული მრავალი სანელებელი იყო წარმოდგენილი. სად სჯობს Langkawi-ში დაბინავება? OK!-მ ქალაქის პეიზაჟების ქვიშიან პლაჟებზე გაცვლა მოინდომა და Langkawi-სკენ გაემართა. ერთსაათიანი ფრენის შემდეგ, აეროპორტიდან St Regis Langkawi-ს სასტუმრო Bentley-ში მიგვიყვანეს და აშკარა იყო, რომ ის პერიოდი, რომელსაც ამ ახლადგახსნილ ხუთვარსკვლავიან კურორტზე გავატარებდით, ძალიან კომფორტული და
სასიამოვნო იქნებოდა. ლუქსკლასის სასტუმრო მოფარებულ, მშვენიერ ქვიშიან ყურეზე მდებარეობს და მრავალსაუკუნოვანი ტროპიკული ტყეებითაა გარშემორტყმული, სასტუმროს მისაღების სიახლოვეს მდგარ ხეებზე კი გრძელკუდა მაიმუნები ქანაობენ. ამ ყველაფრისგან განსხვავებით, ეს ასევე ბრწყინვალე თანამედროვეობის ერთგვარ მონუმენტადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც მდიდრული საზოგადოებრივი ადგილებით, მარმარილოს ტერიტორიებით, შეკვეთით დამზადებული ნამუშევრებითა და თვალწარმტაცი სანათებითაა განთქმული. იგი 85 ლუქს და 4 ცალ წყალზე მდებარე ვილას მოიცავს. OK!-ის აუზიან ლუქსში პირადი კარისკაცი, სახელად სუჰაიმი დაგვხვდა, რომელმაც ჩვენი დაჭმუჭნული ტანსაცმელი წაიღო და როდესაც კოქტეილების დასალევად გასვლას ვაპირებდით, სწორედ იმ დროს სუფთა და გაუთოვებული უკან მოგვიტანა. გავედით თუ არა, მაშინვე შემოღობილი ბაღისკენ გავწიეთ, სადაც აუზში ფეხები ჩავყავით, ხოლო შემდეგ ბალდახინიან შეზლონგებზე ვისვენებდით. სასტუმროს
თებერვალი 2017
59
უზარმაზარ აუზში ვგრილდებოდით, ქვიშიან პლაჟზე ჩამოკიდებულ ჰამაკებში ვნებივრობდით და ტყეებით დაფარულ კუნძულებს ვათვალიერებდით, ან თვალსმოფარებულ ლაგუნაში ვცურავდით. ასე დღეები ძალიან სწრაფად გადიოდა.
კურსებზეც ჩაეწერა. შეფმზარეულ ჰალიმის დახმარებით, ცხარედ მოთუშული Wagyu-ს ხორცისა და უგემრიელესი მარჯნის ლობსტერის კარაქში მომზადება ვისწავლეთ. ამ ღონისძიების საუკეთესო ნაწილი ჩვენი ნამოქმედარის დაგემოვნება იყო!
რა არის სასტუმროს ძირითადი უპირატესობები? სასტუმროს კვების ექვსი ობიექტი აქვს, ხოლო OK!ის საყვარელი ადგილი Kayuputi – აზიურ-სინთეზური რესტორანია, რომელიც ანდამანის ზღვის მოელვარე წყალში ჩადგმულ ბოძებზე დგას. ტილოს ჰამაკები ხის თეთრ კონსტრუქციებზეა ჩამოკიდებული. სწორედ აქ დავტკბით ჩვენი ტეკილას Sunset კოქტეილით, Cointreau-თი და მანგოს პიურეთი. სასადილო ოთახში, ნიჟარებიანი ჭაღების ქვეშ სადილობისას, მენიუ შემწვარი ვირთევზა გახლდათ, მელნისფერ კალმარის ნაჭერთან და ტრადიციულ მალაიზიურად დაყენებულ ქოქოსის ფანტელებიან ჩაის ნაყინთან ერთად. St Regis Bar ჩვენი კიდევ ერთი საყვარელი ადგილია –შესანიშნავი თანამედროვე ხის გრავიურებით, სადაც თამარინდითა და ლემონგრასით გამდიდრებული Lang Bloody Mary გავსინჯეთ.
აუცილებლად შეუკვეთეთ გამაჯანსაღებელი კურსი სასტუმროს Iridium Spa-ში – სიმშვიდის ოაზისში, სადაც მოჩუხჩუხე წყლის ობიექტებია განთავსებული. მათ შორისაა მისაღებში ჩამოკიდებული ჭაღი, საიდანაც წყალი იღვრება, და ჩანჩქერიანი ფანჯრები საპროცედურო ოთახებში. ვარდის ფურცლებით, ჯანჯაფილითა და ლემონგრასით შეზავებული თბილი წყლის ფეხის აბაზანის შემდეგ, რომელიც ორგანიზმს წმენდს, Urut Melayu-ის მომადუნებელი პროცედურებითაც ვისიამოვნეთ. ეს არის ტრადიციული მალაიზიური მასაჟი, რომელიც ხანგრძლივ ზელვით შტრიხებს მოიცავს. აღნიშნული პროცედურა ხსნის სტრესსა და კუნთების დაძაბულობას.
OK! სასტუმრო L’Orangerie-ში კულინარიის
60
თებერვალი 2017
კიდევ რითი უნდა დავკავდე? OK!-მ კატარღა დაიქირავა, რათა კუნძულის იუნესკოს სიაში შეტანილი Kilim Karst Geoforest Park მოენახულებინა. ეს არის ხელუხლებელი ტყეების შესანიშნავი ტერიტორია, რომელიც
ასევე გამოქვაბულების, მანგროვის ტყის, კირქვის კლდოვანი მოშიშვლებული ადგილებისა და ჩანჩქერების სახლადაც მიიჩნევა. ჩვენ მდინარე Kilim-ის მივუყვებოდით. გიდმა Brahminy-ს არწივი, მოთამაშე მაიმუნები და სხვადასხვა სახეობის ჩიტები დაგვანახა, შემდეგ კი ღამურების გამოქვაბულს ვესტუმრეთ, რათა კლდოვანი წარმონაქმნები გვენახა. როგორ უნდა მოვხვდე იქ? ბრიტანული ავიახაზები (www.britishairways. com) £500-ად ლონდონიდან Kuala Lumpur-ისკენ მიფრინავენ. ეს ფასი ძალაშია მხოლოდ 2017 წლის მარტისა და აპრილის თვეებში. მალაიზიის ავიახაზები (www.malaysiaairlines.com) KL-დან Langkawi-სკენ მიფრინავენ. საწყისი ფასი: £33. St Regis Kuala Lumpur-ში ნომრის ფასი – თითო ღამე £122 ღირს, რომელშიც St Regis-ის კარისკაცის მომსახურებაც შედის. St Regis Langkawi-ში ერთი ღამის გატარება £294 დაგიჯდებათ. ფასი ძალაშია 2017 წლის მარტისა და აპრილის თვეებში, და საუზმეს, პირად გადარიცხვებსა და კარისკაცის მომსახურებას მოიცავს. შეკვეთისთვის ეწვიეთ საიტს: www.stregis.com
თებერვალი 2017
61
ვენის „მორევი“! სადღესასწაულო გართობისთვის და მშვენიერი ვახშმისთვის OK! ავსტრიის დედაქალაქისკენ მიემართება მდიდარი ისტორიისა და არქიტექტურული საგანძურის მქონე ქალაქი ვენა დასვენების თვალსაზრისით წლის ნებისმიერ დროს საუკეთესო არჩევანად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ეს ადგილი შობის პერიოდში მართლაც ცოცხლდება. ნოემბრის შუა რიცხვებიდან ქალაქის რამდენიმე შესანიშნავი მოედანი ტრადიციულ ბაზრებსა და სადღესასწაულოდ მორთულ ხის კოტეჯებს მასპინძლობს, სადაც ხელნაკეთი საჩუქრები იყიდება. მართლაც რაღაც ჯადოსნური ხდება, როდესაც ამ ულამაზეს მოედნებსა და უძველეს ქვაფენილიან ქუჩებში დახეტიალობ, სადაც ჰაერში მაცდუნებელი დარიჩინისა და გლინტვეინის არომატი ტრიალებს. ეს ყველაფერი OK!-ის ჟურნალისტმა Clare Fisher-მა 62
თებერვალი 2017
ავსტრიის დედაქალაქში თავისი პირველი ვიზიტის დროს აღმოაჩინა... რომელი ვარსკვლავების ნახვას შევძლებ? საუკეთესო დრო ვარსკვლავების სანახავად ვენის 450-იდან ერთ-ერთი ოფიციალური მეჯლისია, რომელიც ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. ყველაზე „ვარსკვლავურად“ Opera Ball მიიჩნევა, რომელიც lavish State Opera-ში იმართება. აქ ქალაქის დებიუტანტებთან და მაღალ საზოგადოებასთან ერთად ბრუკ შილდსს, კიმ კარდაშიანსა და პამელა ანდერსონსაც შეხვდებით. არის ასევე Life Ball, რომელიც შიდსთან მებრძოლი საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის ფულს
აგროვებს, და ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ ანასტასია, ჰაიდი კლუმი, სერ ელტონ ჯონი და შერონ სტოუნი. მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „360“ ვენაშია გადაღებული და მასში რეიჩელ ვაისი, სერ ენტონი ჰოპკინსი და ჯუდ ლო მონაწილეობენ. სად სჯობს დაბინავება? The Grand Ferdinand – ახლადგახსნილი ბუტიკ-ოტელია, სადაც თანამედროვე დიზაინი წარმატებულად ერწყმის კომფორტსა და ძველებური სტილის გლამურს. იგი ქალაქის პრესტიჟულ უბანში – Ringstrasse-ზე მდებარეობს. ეს არის ბულვარი, რომელიც იუნესკოს მემკვიდრეობაში მყოფი ძველი ქალაქითაა გარშემორტყმული. თქვენ გაოცებას ვერ დამალავთ, როდესაც ჰოლში მოთავსებულ სრულმაშტაბიან ტაქსიდერმულ ცხენს ნახავთ. თანამედროვე, 188-ნომრიანი სასტუმრო ცნობილია თავისი მოკაშკაშე ჭაღებით, რომელიც ვენის მინაზე მომუშავე ხელოვანის – Lobmeyr-ის შემოქმედებაა, ხოლო სახურავზე მდებარე უსასრულო აუზი ქალაქის გასაოცარ ხედებს გვთავაზობს. OK! დაბინავდა ნომერში, სადაც ტყვიისფერი კედლები, „ფეხებიანი
აბაზანა“, ტყავის შეზლონგები და ისეთი მშვენიერი აბაზანის სითხეებია, რომ ზოგიერთი მათგანი სუვენირადაც კი წამოვიღეთ. The Ferdinand სამ მაცდურ კულინარიულ ვარიანტს გვთავაზობს: საკუთარი ხელწერის მქონე რესტორანი, სადაც ბრასერიული სტილის ატმოსფერო თებერვალი 2017
63
სუფევს და კლასიკური ავსტრიული კერძებით გაგიმასპინძლდებიან, როგორებიცაა მაგალითად ვენური შნიცელი (ორცხობილას ფანტელებში ამოვლებული ხბოს ხორცი) და თანამედროვედ გაფორმებული ვენური როსტბიფი. აქვეა Gulasch & Champagne-ის ბარი, რომელიც ტაპას ზომის აპეტაიზერებსა და ვახშმამდელ აპერატივებს შემოგთავაზებთ, ხოლო Grand Etage-ის სახურავი ჭკვიანურადაა მოწყობილი – შეგიძლიათ ამ ჰაეროვან სასადილო კუთხეში ისაუზმოთ და თან Prater Park-ის ხედებით დატკბეთ; ასევე აქ გელით კიდევ ერთი დახვეწილი სივრცე მუქი მწვანე ფერის ტყავის დივნებითა და ანტიკვარული სკამებით, სადაც ვახშმობა და კოქტეილების მირთმევაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სახურავზე მდებარე ტერასით სარგებლობაც შეგიძლიათ, საიდანაც ქალაქის პანორამული ხედებით დატკბებით. სად უნდა ვიშოპინგო? აქ ქალაქის უდიდეს და უძველეს ბაზარს – Christkindlmarkt-ს აღმოაჩენთ, რომელიც დიდებული City Hall-ის წინ მდებარე მოედანზეა განთავსებული. 140 სადღესასწაულოდ გაფორმებული კოტეჯი, მთელ სიგრძეზე ჩაყოლებული ზღაპრული განათებები და ცენტრში მოთავსებული უზარმაზარი ნაძვის ხე იდეალურ ზამთრის პეიზაჟს ქმნის. OK!-მ ყველა დახლი დაათვალიერა და სასაჩუქრედ უამრავი ვენური ტკბილეული შეიძინა. აქ ასევე ნახავთ ყინულის მოედანს, ტრადიციულ კარუსელს და ადგილს, სადაც ბავშვები ჯანჯაფილის ორცხობილებს აფორმებენ და სანტა კლაუსისთვის საჩუქრების სიებს ადგენენ. 64
თებერვალი 2017
რამდენიმე წუთის სავალზე, Maria-TheresienPlatz-ზე მდებარე საშობაო სოფელს შეხვდებით. მშვენიერ მოედანზე ქალაქის MuseumsQuarter-ია განთავსებული – ეს არის მსოფლიოში უდიდესი სამუზეუმო კომპლექსი. ბაზარში 70-ზე მეტი დახლია და OK!-მ საშობაო წინდების შესავსებად რამდენიმე ხელნაკეთი საპონი და აბაზანის მარილი შეიძინა. Schanbrunn Palace – ეს არის Hapsburg-ების სამეფო ოჯახის ყოფილი საზაფხულო რეზიდენცია. სწორედ ამ ზღაპრული შენობის ფონზეა პატარა საშობაო ბაზარი გამართული, სადაც ხელნაკეთი დეკორაციები, სამკაულები და დელიკატესები იყიდება. მათ შორისაა შნაპსი და საკონდიტრო ნაწარმი. გარდა სადღესასწაულო ბაზრებისა, დამთვალიერებლებს ფულის დახარჯვა შოპინგის მთავარ ქუჩებზეც შეუძლიათ. ელეგანტური Kohlmarkt დიზაინერულ ბრენდებს გვთავაზობს. აქვეა ერთი მილი სიგრძის Mariahilfer Strasse-ის სავაჭრო ცენტრი და High Street – ბრენდების ფეხით მოსიარულეთა Kartner Strasse. სად შემიძლია ვივახშმო და დავლიო? არცერთი ავსტრიული მოგზაურობა არ იქნება სრულყოფილი, თუ ტრადიციულ ვენურ შნიცელს ერთხელ მაინც არ გასინჯავთ. მისი დაგემოვნება OK!-მ ჩვენს სასტუმროსთან ახლოს მდებარე Huth Gastwirtschaft-ში მოახერხა, სადაც ასევე ავსტრიული შუშხუნა ღვინო გავსინჯეთ. თუ Hofburg Palace-ის სტუმრობის შემდეგ მოგშივდებათ, Zum Schwarzen Kameel Bakery & Deli-ს ეწვიეთ და ერთ-
ერთი ცნობილი ღია სენდვიჩი შეუკვეთეთ. OK!-მ ნამდვილად ისიამოვნა ამ მრავალსაუკუნოვანი ვენური დაწესებულების ცოცხალი ატმოსფეროთი და ჯანსაღი საკვებით.
ნამდვილად შეიგრძნობთ, რომ ვენაში ხართ. OK!-მ St Stephen’s Cathedral-ზე ასასვლელი 343 საფეხური აიარა და ჰორიზონტის ხაზის საოცარი ხედებით დაჯილდოვდა.
კოქტეილებითა და ქალაქის ხედებით დასატკბობად სასტუმრო Sofitel-ის სახურავზე არსებულ ბარ Das Loft-ს ეწვიეთ. შემდეგ კი Schwedenbrucke Bridge-ის გასწვრივ, არხის გვერდზე მდებარე Motto am Flussის რესტორანში შეიარეთ. იგი გლუვზედაპირიანი კატარღის ფორმისაა. OK!-მ ბრწყინვალე, წვნიან ვეფხვისებრ ხამანწკებთან ერთად მომზადებული „პროსეკო რიზოტო“ და შოკოლადის მარციპანიანი Earl Grey-ს ნაყინი დააგემოვნა.
ქალაქი სავსეა მუზეუმებით. ამორჩევა მოგიწევთ. OK!-მ გამოყენებითი და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – MAK დაათვალიერა, ასევე Albertina-ზე მდებარე Monet To Picasso-ს გამოფენაზეც შეიარა, რომელიც იანვრამდე გაგრძელდა.
ასევე, აუცილებლად უნდა გასინჯოთ ქალაქის ცნობილი ტორტი – Sachertorte, ამისთვის კი Hotel Sacher Wien-ს უნდა ეწვიოთ. მდიდრული, შოკოლადის Original Sacher-Torte პირველად 1832 წელს მოამზადეს. თუმცა ქალაქში ამ ტორტის უამრავ ვარიაციას შეხვდებით. შუადღისას სასტუმროს მდიდრულ სასადილო ოთახში ჩაის მირთმევა ერთი სიამოვნებაა. რომელი ღირსშესანიშნაობები უნდა ვნახო? OK!-მ გაარკვია, რომ Riesenrad-ის Prater Amusement Park-ში არის 65 მეტრი სიმაღლის ეშმაკის ბორბალი, რომელიც 1897 წელს ააგეს. მისი ნახვის შემდეგ
აუცილებლად ეწვიეთ Hofburg Palace-ს. სწორედ აქ აღმოაჩენთ ესპანურ საცხენოსნო სკოლას, რომელიც ცნობილია თავისი Royal Lipizzaner ცხენების შოუთი. ბილეთების შეკვეთა წინასწარ მოგიწევთ, რადგან ეს შოუ საკმაოდ პოპულარულია! როგორ უნდა მოვხვდე იქ? EasyJet (www.easyjet.com) £56.21-ის (გადასახადების ჩათვლით) სანაცვლოდ ვენის მიმართულებით შემდეგი ტერიტორიებიდან მიფრინავს: Gatwick, Luton, Edinburgh, Bristol და Manchester. Grand Ferdinand-ის (www.grandferdinand.com/en) სტანდარტულ ორადგილიან ნომერში ერთი ღამის გათევა £162 დაგიჯდებათ. საუზმე – დამატებით £26 pp.
თებერვალი 2017
65
ვეგასი, პატარავ! თუ თქვენი ახალი წელი ნაკლებად ხმაურიანი იყო და ზედმეტად მოკრძალებულად ჩაიარა, ახლავე შტატების მომდევნო თვითმფრინავში ჩაჯექით 66
თებერვალი 2017
რომელი ვარსკვლავები შეიძლება ვნახო? ცოტახნის წინ, One Direction-ის ვარსკვლავი Liam Payne, Wynn Hotel’s Intrigue-ის ღამის კლუბში ერთობოდა, ამასთანავე კარდაშიანებიც ხშირად სტუმრობენ Mirage-ის 1 OAK-ს. Bradley Cooper-მა Caesars Palace-ის ელეგანტურ რესტორან Nobu-ში ივახშმა, Justin Bieber მთელი ღამე Omnia-ში ცეკვავდა. ვეგასში, Planet Hollywood-ში Britney Spears-ს და Jennifer Lopez-ს რეზიდენციები აქვთ, ხოლო Caesars Palace-ში – Celine Dion-ს. სად სჯობს დაბინავება? ლას-ვეგასში ყველაზე მეტი სასტუმროს ნომრებია, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ქალაქში, ამიტომ საკმაოდ დიდი არჩევანი გექნებათ. OK! დახვეწილ სასტუმრო Cosmopolitan-ში დარეგისტრირდა. იგი Strip-ზე მდებარეობს. 3 000 ნომერი ორ მაღალსართულიან კოშკშია განთავსებული და ასევე 14 რესტორანს იტევს. OK! 24-ე სართულზე მდებარე ტერასიან ნომერში განთავსდა, საიდანაც შადრევან Bellagio-ს ულამაზესი ხედებით დატკბობაა შესაძლებელი. ცოტახნით ქალაქის გიჟურ ტემპს რომ გავქცეოდით, OK!-მ Bamboo-ს აუზზე დასვენება გადაწყვიტა, მაგრამ თუ გართობა გსურთ, სასტუმროს დღის კლუბ Marquee-ს აუზზე უნდა წახვიდეთ, სადაც X Factor-ის ჟიურის წევრმა Nicole Scherzinger-მა
ლას-ვეგასი ნევადის გულში – Mojave Desert-ში მდებარეობს. იგი მუდმივად ვითარდება და გართობის მოყვარულთათვის ნამდვილი „ცხელი წერტილია“. ეს ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული თემატიკის სასტუმროებისა და უდიდესი სამორინეების სახლად მიიჩნევა. აქ შეხვდებით ამერიკის რამდენიმე სახელგანთქმულ შეფმზარეულს, მეგა სავაჭრო ცენტრებს, უცნაურ მუზეუმებსა და drive-through-სამლოცველოებს. როგორც OK!-ის ჟურნალისტი Kirsty Hatcher გვიამბობს, აქ ყველასთვის მოიძებნება რაღაც... თებერვალი 2017
67
თავისი დაბადების დღე გადაიხადა. ჩვენი საყვარელი სასტუმროს ბარი The Chandelier იყო – მრავალსართულიანი ადგილი სამი ბარით, სადაც ყველგან დიდი გაბარიტების მქონე ჭაღი დომინირებს, და რომელიც ორი მილიონი კრისტალითაა გაწყობილი. Downtown Grand Hotel & Casino, რომელიც შედარებით იაფი და უფრო მოკრძალებულია, ვიდრე მისი მეზობლები, სულ რაღაც 629 ნომრისგან შედგება და გაცილებით ხმაურიანია. იგი Mob Museum-თან ახლოს მდებარეობს. მისი მთავარი უპირატესობა 35 000 კვადრატული ფუტის ზომის გემბანიანი აუზია, სადაც რესტორანი Citrus მდებარეობს. უზარმაზარი გასაბერი აუზი და სამორინე ძველ ქარხანაშია განთავსებული. სად შემიძლია გართობა? ახალ წელს DJ Calvin Harris Caesars Palace-ის Omnia-ში გამოდიოდა, Bruno Mars Park Theater-ში გამოჩნდა, ხოლო Drake ხალხთან ერთად MGM Grand-ზე, Hakkasan-ში ერთობოდა. ბრუნო 68
თებერვალი 2017
Park Theater-ში მარტის თვეში დაბრუნდება, Sir Elton John-ს Caesars Palace-ში თებერვლის თვეში ვიხილავთ, ხოლო მარტში Backstreet Boys-ს Planet Hollywood უმასპინძლებს. გარდა ცნობილი ხალხის რეზიდენციებისა, ყველა სასტუმროს საკუთარი ღამის კლუბი აქვს, Paris Hotel-ის Chateau და Venetian-ის Tao ყველაზე პოპულარულია. თუ რამე განსხვავებული გსურთ, High Roller-ით ცისკენ გაემართეთ – ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი „ეშმაკის ბორბალი“, რომელიც LINQ Hotel-ში მდებარეობს. ჩვენ საკმაოდ იღბლიანები აღმოვჩნდით და 30 წუთის განმავლობაში ვიტრიალეთ. თუ კლუბური ცხოვრება არ გხიბლავთ, შეგიძლიათ Downtown-ის მოედანზე მდებარე Fremont Street-ზე წახვიდეთ. Fremont სავსეა მაღაზიებით, ბარებით, სამორინეებითა და რესტორნებით. არ გამოტოვოთ Fremont Street Experience-ის 1500 ფუტი სიგრძის Viva Vision Light Show. ეს აუცილებლად უნდა ნახოთ – საღამოს ექვსი საათის შემდეგ ყოველ საათში ერთხელ იწყება. ღამით Delano-ს Skyfall Lounge-ში
შეგიძლიათ შეიაროთ. აქ Pink Flamingo-ს გემრიელი პუნშითა და უმშვენიერესი ხედებით ვტკბებოდით. სად უნდა ვივახშმო? OK!-ის საყვარელი სასადილო Caesars Palace-ის Mr Chow იყო. მოძრავი სკულპტურები და სრულიად თეთრი დეკორი განსხვავდებოდა ყველაფრისგან, რაც კი ოდესმე გვინახავს, და ელეგანტურ კერძებს, შამპანურს ძალიან უხდებოდა. გავიგეთ, რომ ეს Britney Spears-ის საყვარელი ადგილიც ყოფილა.
იტალიური სტილის საუზმისთვის (გასინჯეთ Caprese frittata) Cromwell-ის Giada-ში მიბრძანდით. Nicole Scherzinger ჭკუიდან იშლება იქაურობაზე. სადილზე Fremont-ის hip Park-ში შეიარეთ. აქ საკუთარი ბურგერის თავად აწყობას შეძლებთ, ან უბრალოდ Tater Tots-ითა (ზეთში შებრაწული გახეხილი კარტოფილი) და მაკარონისა და ყველის ბურთულებით წაიხემსეთ. Downtown ასევე ერთგვარი თერაპიაა, რომელიც ქათამსა და
თებერვალი 2017
69
წითელი ფერის ხავერდის ვაფლებს გვთავაზობს. თუ სამხრეთული შემწვარი საკვების დიდი პორციები მოგწონთ, Venetian-ის Yardbird-ს ეწვიეთ. თუ რაღაც განსაკუთრებული გსურთ, ეს ნამდვილად Rivea-ს რესტორანია თავისი ღია ტერასით, რომელიც Delano-ს 64-ე სართულზე მდებარეობს. აქ შეუდარებელ ხედებსა და მაღალი დონის ევროპულ სამზარეულოს შემოგთავაზებენ.
გამოკიდებული ხალხის ყვირილი, რომლებიც ათასობით ადამიანს ზემოდან დაჰყურებენ!
კიდევ რისი გაკეთება შეიძლება? თუ გსურთ ვეგასის ისტორიას ცოტა მაინც გაეცნოთ, ამისთვის Neon Museum ნამდვილად იდეალური ადგილია. იგი სავსეა ქალაქის უძველესი და ყველაზე ცნობილი ნეონის აბრებით.
OK!-მ აღმოაჩინა, რომ ვეგასის დასათვალიერებლად საუკეთესო საშუალება ვერტმფრენია. ერთ ღამეს, Maverick-ის ვერტმფრენის ჩვენს გამოცდილ პილოტ დანიელთან ერთად Strip-ის ულამაზესად განათებულ ბულვარს გადავუფრინეთ. ამ სიმაღლიდან ყველაფერი მართლაც ხელისგულზე იყო გადაშლილი – სასტუმროები, ეშმაკის ბორბალი და Stratosphere – 100-სართულიანი სამეთვალყურეო კოშკი, რომელსაც ოთხი ატრაქციონი აქვს. ჩვენი ფავორიტია Big Shot, რომელიც კოშკის უმაღლეს წერტილამდე აგისვრის.
მძაფრი შეგრძნებების მაძიებლებს ქალაქი ასევე უამრავ რამეს სთავაზობს. Fremont Street Experience-ის SlotZilla 12-იარუსიანი მსხვილი მავთულია, რომელიც Fremont Street-ის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდეა გადაჭიმული. ღიაა დღის 2 საათამდე, აქ მუდმივად ისმის ჰაერში
თუ მიწაზე მყარად დგომა გირჩევნიათ, MGM Grand-ის Topgolf-ს ესტუმრეთ. ეს მრავალდონიანი გადაადგილების დიაპაზონია, სადაც ბოულინგის მსგავსად ჯგუფურად თამაში შეგიძლიათ. ან მანქანაში ჩასხედით და ლას-ვეგასის North Premium Outlets-ისკენ საშოპინგოდ გაემართეთ.
70
თებერვალი 2017
მის: ბაკურიანი 25-იანების მიმდებარე ტერიტორია Mob: 598 28 50 20; info.snowking@gmail.com Facebook: Hotel Snow King Bakuriani
TRAVEL
BOOK