OK! DECOR BOOK

Page 1

DECOR

BOOK

Beliashvili Str. 77 0159 Tbilisi Tel. +995 (0) 790 728 728 e-mail: oriontbilisigeorgia@gmail.com Pirosmani Str. 18 6015 Batumi Tel. +995 (0) 790 725 724 e-mail: orionbatumigeorgia@gmail.com


• ¢ • ¡ • • ¢ • ¢

info@archi.ge

www.archi.ge

/archigroupdevelopment


სარჩევი საოცარი არქიტექტურა ეკოსახლები

10 აგარაკების დროა! წინ ცხელი ზაფხულის დღეებია, რომლებიც საყვარელ აგარაკებზე უნდა გავატაროთ. როგორ უნდა გავაფორმოთ კერძო სახლი, რომელსაც საზაფხულო დასვენების დღეებისთვის ვიყენებთ?

უნდა იმყოფებოდეთ, პროვანსული სტილი თავს საფრანგეთის რომელიღაც თბილ მხარეში გაგრძნობინებთ.

კომფორტული და ლამაზი სახლის შექმნამდე, მთავარი ძირითადი ინტერიერის განსაზღვრაა – თუ როგორი კონცეფციით გსურთ მთავარი ოთახისა და ეზოს დაგეგმვა. ფრანგული სტილი, პროვანსი – ოცნებობთ საუზმეზე კრუასანებით? ფრანგულ სტილში სასიამოვნო ფერების შეხამებას ვხვდებით, თითქოს ცხელი დღეებისთვის დამახასიათებელი ყველა ფერი მზესავით ასხივებს: ნაღებისფერი, ღია ნაცრისფერი, მწვანე ჰორტენზია, ოქროსფერი თუ ცისფერი ტონალობა – ეს ფრანგული სტილია. ამ ინტერიერის მქონე აგარაკები ხის მასალით, ნაქარგებითა და ბამბის ქსოვილებზე ყვავილოვანი ორნამენტებით გამოირჩევა. სამზარეულოში, ღია თაროებზე მოთავსებულ ჭურჭელს, დაწნულ კალათებს, კედლის საათებს და წარწერებით გაფორმებულ დაფებს ვხვდებით. თუმცა ყველა დეკორაციული ელემენტის ერთად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ავეჯი ძირითადად ვინტაჟურია. სადაც

ხმელთაშუაზღვის სტილი – გიოცნებიათ ფირუზისფერი სანაპიროს „თეთრ ვარსკვლავზე?“ ხის სახლი შეგიძლიათ ხმელთაშუაზღვის კოლორიტად აქციოთ. ასეთ ინტერიერს სიმსუბუქე ახასიათებს. მთავარი ფერი თეთრია და ის მართლად ბევრია გარშემო. კედლებზე თაბაშირი, იატაკზე კი – კრამიტი ან ქვაა. ფერთა აქცენტები ყვითლით, მწვანით ან წითელ-ნარინჯისფერი ტონალობებით კეთდება. ღია ცისფერი ან ფერადი კერამიკა საბერძნეთის ტრადიციული მახასიათებელია. იტალიურ ვარიანტში ლარნაკებსა და სკულპტურასაც ვხვდებით.

ავეჯ მოვლის საშუალებები: ავეჯის ხე, შუშა, მეტალი, კერამიკა მუდმივი ფიქრის საგანია, თუ როგორ მოვუაროთ ავეჯს ისე, რომ დიდხანს მოგვემსახუროს, რადგანაც ამ საყოფაცხოვრებო ნაწარმს არც თუ ხშირად ვცვლით. მაგალითად, შინ სამზარეულო ყველაზე პოპულარული ადგილია. დიასახლისისთვის ეს „შემოქმედებითი სახელოსნოა“. თუ გსურთ, სამზარეულოში ყველაფერი დიდხანს გემსახურებოდეთ და ხარისხიანად გამოიყურებოდეს, მაშინ სპეციალური მოვლის ხერხებს უნდა მიმართოთ.

თანამედროვე ქანთრი – ეს სტილი ინგლისში დაიბადა. და. იგი განსაკუთრებული სიკეთისა და დ სიმყუდროვის თანამედროვე დროვის შეგრძნებას ქმნის. თანამედრ ინტერიერს ქანთრის იერს რამდენიმე ტრადიციულ ქანთრი ელემენტს შეინიშნება ნტს სძენენ. თითოეულ ოთახში შეინიშ პროვინციისთვის დეტალები. ნციისთვის დამახასიათებელი დეტალ მაგალითად, ითად, სასადილოში ამოკვეთილი ხის კკომოდი, მისაღებში მხატვრული ებში რკინის ჭაღი, საძინებელში მხატვ

5

ყოფილი ფაბრიკების ელიტურ სახლებად გარდასახვა ლოფტი – დასავლური სტილი

23

ლოფტების ისტორია ამერიკაში „დიდი დეპრესიის“ დროს დაიწყო. ფაბრიკები იხურებოდა, ხოლო დაცარიელებული შენობები მანჰეტენზე საცხოვრებლად დაბალ ფასად ქირავდებოდა. ლოფტი მაშინ სასტიკი სივრცე იყო: უზარმაზარი ფანჯრები, მაღალი ჭერი, ბეტონის იატაკი, თუჯის სვეტების მწკრივი, წითელი აგურის შელესილი კედლები... თუმცა, ყოველივე ეს იდეალურად ერგებოდა შემოქმედებით საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მხატვრებს, რომლებსაც

მაღალი ჭერის ილუზიას დიდი რაოდენობით პატარა დეტალიც ქმნის, რომლებიც ინტერიერშია გაფანტული. თუმცა, დეტალების გადაჭარბება ამ სტილში მიღებული არაა. თითოეული ფუნქციური ნივთი შესაძლოა ხელოვნების ნიმუშად აღიქმებოდეს. ხშირად ლოფტის ინტერიერში წარმოდგენილი ფუნქციური ობიექტები მუზეუმის შედევრების მსგავსად გვაოცებს. გვაოც

ჩემს კერძებს მხოლოდ მეგობრების წრეში ვაზიარებდი. რაც შეეხება მხატვრობას, საბანკო საქმიანობის პარალელურად, 5 პერსონალური გამოფენა მქონდა. ახლახან მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ეს ორი გატაცება ერთმანეთთან დამეკავშირებინა და რაიმე საინტერესო შემექმნა. ყველაფერი, რაც ამ სივრცეშია წარმოდგენილი,

ავეჯის ერთ-ერთი საუკეთესო იაპონელი ოსტატი კიო იასუდა იაპონიის „პირველ დიზაინერთან“ – შიგეკი მიამოტოსთან ერთად ავეჯის საინტერესო კოლექციას ქმნის. SOLARIS-ს გამოკვეთილი კონცეფცია აქვს: „სკამი, რომელიც მომავალი საუკუნეების „მესიჯებს“ ატარებს“. ოსტატებს ხე შთააგონებთ – მასალა, რომელსაც მათი აზრით მარადიული ძალაუფლება აქვს. ისინი წარმატებით ახერხებენ გამჭვირვალე უჟანგავი აკრილის ხესთან შერწყმას.

საშუალება მიეცათ სახლი და სახელოსნო ერთ სივრცეში მოექციათ. ძველი ქარხნული კვარტლები ბოჰემურ რაიონებად იქცა და მუდმივი წვეულებების ადგილად ჩამოყალიბდა. ამ ადგილებით ნელნელა რესპექტაბელურმა მდგმურებმა დაიწყეს დაინტერესება და ფასებმაც ზრდა დაიწყო. უკვე 1960-იან წლებში ლოფტები პრესტიჟული სახლების სტატუსით დამკვიდრდა. სწორედ ამ დროს გავრცელდა ეს დასავლური სტილი ევროპაში. ტრენდის მიმდევრები თავდაპირველად გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ჰოლანდია გახდნენ.

ლოფტს დიდი სივრცე და სინათლე სჭირდება. მათ გარეშე ერთგვარი სიუხეშე მოგვჭრის თვალს. სწორედ ლოფტის დამახასიათებელი ნიშნები –სინათლე და მაღალი ჭერი, ხშირად ჩვენს ბინებში გვაკლია. არტ-ლოფტის შემთხვევაში ბეტონი კედლის მორთულობით ან დეკორატიული პანოებით ხალისდება, აგური კი თბილ წითელ ან ფორთოხლისფერ ელფერს იღებს.

ARTROOM – ადგილი, სადაც შესვლისთანავე არაჩვეულებრივი პერსონალი დაგხვდებათ, თავს მყუდროდ იგრძნობთ და თავისუფალი დროის ნაწილს მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატარებთ. კაფეგალერეა, რომელიც სანაპიროს 2 ნომერში მდებარეობს, სულ ახლახან გაიხსნა, თუმცა სტუმრების რაოდენობა საკმაოდ ბევრია. როგორ შეიქმნა შთამბეჭდავი გარემო და რა მომსახურებებს გთავაზობთ ARTROOM-ი? – ჟურნალ OK!-ის კომპანიის დამფუძნებელი თამარ ჯანიაშვილი ესაუბრა.

იაპონელი ოსტატები „ჭკვიან სკამს“ გვთავაზობენ

როგორ დავაპროექტოთ მცირე ფართობის ბინა?

მოდური ლოფტის ბევრი ვარიაცია არსებობს. მთელ მსოფლიოში ამ სტილის ისეთი მიმართულებები ვრცელდება, როგორებიცაა რეტრო-ლოფტი, ურბანული ლოფტი, ჰაი-ტექ ლოფტი და არტ-ლოფტი.

კერძები, როგორც რც ხელოვნების ნიმუში

როგორ დაიწყო ყველაფერი? კაფე-გალერეის გახსნამდე „საქართველოს ბანკში“ ვმუშაობდი. გასულ წელს, მაისის ბოლოს წამოვედი ბანკიდან და დავიწყე ამ ყველაფრის კეთება. რეალურად, მხატვრობაც და კულინარიაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ჰობი იყო. კულინარიის თემით სერიოზულად არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული,

17

სამზარეულოს ავეჯი მრავალგვარი ზედაპირის შეიძლება იყოს და მათ სხვადასხვა სახის მოვლა სჭირდება. ხის ავეჯი მზის სხივებისგან უნდა დავიცვათ. ასეთ ავეჯს ასევე ცხელი ჭურჭლის „ეშინია“. ხის ავეჯის გასარეცხად ისეთი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც ქლორს არ შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მეტალი უფრო გამძლეა, იგი მაინც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მეტალის ავეჯი რომ არ დაიკაწროს, თხევადი სარეცხი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. სპირტის ხსნარებს ცხიმისა და ლაქების მოშორება შეუძლია, რასაც ჩაი, წვენი ან სხვადასხვა კერძი ტოვებს. შუშის კონსტრუქციებისა და ვიტრაჟების გასარეცხად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ საფხეკები ან ჯაგრისები. ჭუჭყის მოსაშორებლად ქიმიური პრეპარატების გამოყენებაა მიზანშეწონილი. კერამიკული ავეჯი კი, უნდა გახსოვდეთ, რომ მყიფე, მტვრევადია და მის მიმართ დელიკატური მოპყრობაა საჭირო. ფაიფურის ზედაპირზე მძიმე ნივთებით ნუ იმუშავებთ. აუცილებლობის შემთხვევაში სპირტის ხსნარი გამოდგება. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში კერამიკის მოთავსება არაა მიზანშეწონილი და რეცხვის ამ ხერხს სჯობს მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში მიმართოთ.

არტ-ლოფტი დიზაინში დი სრულ თავისუფლებას გვანიჭებს. უხეშ უხეში დაფებისგან შემდგარი სკამი შესაძლოა წარმა წარმატებულად შეეხამოს მე-15 საუკუნის რაიმე არტეფაქტ არტეფაქტს. კედლები როგორც გრაფიტით, ისე ქალაქების შ შავ-თეთრი ფოტოებითაც ირთვება. თანამედროვე სა სავარძელი ადვილად მოთავსდება

28

არ გყოფნით კვადრატული მეტრები? მაშინ სახლი მაქსიმალურად პრაქტიკული უნდა გახადოთ. მცირე ბინის ყველა ოთახს ერთდროულად რამდენიმე ფუნქციური დატვირთვა აქვს. თანამედროვე პატარა ბინებში სხვადასხვა სივრცის დახვეწილი გაერთიანება პრობლემის გადაჭრის გზაა. ისევე, როგორც ლიტერატურაში აზრის მოკლედ გადმოცემაა ნიჭიერება, მსგავსი ოსტატობით უნდა შევძლოთ დიდი გაფართოების დიზაინის მცირე ბინაში წარმოდგენა. ამით მას მრავალფუნქციურ იერს შევძენთ, რომელიც ვიზუალურად იმაზე მეტ სივრცეს გამოაჩენს, ვიდრე სინამდვილეშია. რაც უფრო პატარაა სახლი, მით მეტად საჭიროებს დეტალებზე ყურადღების გამახვილებას. თითოეული

34

მათგანი შენთან ახლოს იმყოფება დაა უფრო ნათლად იკოხტავე. ხედავ. ამიტომაც, ბინაში მთავარია სიკოხტავე. მასიურმა ნივთებმა აქ შესაძლოა სიცარიელის არიელის ილუზია შექმნას. მცირე ფართობის ბინა უმჯობესია ერთ სტილში გავაფორმოთ. რაც უფრო მეტად ერთიანია, მით ფართოდ გამოიყურება. 40 კვადრატულ სანტიმეტრში არ ღირს კლასიკის, თანამედროვეობისა და ეგზოტიკის გაერთიანება. თითოეული ნივთი პატარა სივრცეში არა ერთ, არამედ რამდენიმე ფუნქციას უნდა ასრულებდეს. მაგალითად, წიგნების კარადა ტანისამოსის ჩასალაგებელი უჯრებით. ამასთან, კარადებიც ღია ფორმის სჯობს, რადგაც ბევრი დახურული

54

52

SOLARIS 49 განსხვავებული ხის მასალისგან მზადდება. მათ შორის, იშვიათი სახეობის ბრაზილიური ვარდისგან, აბანოზისგან და პარიზის შანზ-ელიზეზე არსებული ჯიშის ხეებისგან. მიამოტო და იასუდა განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევენ სპეციალურ მასალებს და თითოეული მცენარის უნიკალურობისა და ფერთა გამის საოცარ ბალანსს ახდენენ.

46 SOLARIS არა რ მხ მხოლოდ ლამაზი და კარგად აწყობილი ავეჯია, არამედ საოცარი კომფორტულობითაც გამოირჩევა: სკამია, რომლის მეშვეობით ყოველდღე ისიამოვნებ და შესანიშნავად დაისვენებ. არტისტები შეუდარებელი ხარისხის კოლექციებს არა მარტო იაპონიის ბაზარზე, არამედ მთელი მსოფლიოს გარშემო გვთავაზობენ. 2017 წლის 4-9 აპრილს, SOLARIS-მა მილანის ერთერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დიზაინის მუზეუმში – Triennale-ში გაიმართა.

ინოვაციების გამოფენა 2017 წლის 24-27 ივნისს, ფრანკფურტში საერთაშორისო გამოფენის პლატფორმა გაიხსნება. ღონისძიების სივრცე სხვადასხვა სტილის საგამოფენო ნაწილებს დაეთმობა, რისი დამსახურებითაც არაორდინარული შინაარსისა და მოდური დიზაინის მქონე გამოფენა უამრავი სხვადასხვა კატეგორიის დამთვალიერებელს მოერგება. ფრანკფურტის ამ თანამედროვე ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ნივთები და დიზაინის დეტალები ჩვეულებრივი მყიდველის როლში მყოფი საზოგადოებისთვის. ასევე ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაეთმობა მაღაზიების მფლობელებისა და გაყიდვის სფეროს ინტერესების დაკმაყოფილებასაც. საგამოფენო დარბაზებში 9.0 და 11.0 თქვენ იხილავთ საიუველირო სფეროს ახალი ტრენდებისა და დიზაინის მცირე სერიებს. დარბაზში 9.0 თქვენ შეხვდებით ახალგაზრდა ტალანტების პროგრამის მონაწილე დეკორატორების გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება მათი პროდუქტების

რამდენიმე პატარა სერია, რომელიც უნიკალურ და ელეგანტურ დიზაინს მიეძღვნება. 11.0 საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს ძვირფასეულობის დიზაინერებს, სადაც ისინი ამ სფეროს თანამედროვე იდეების დიზაინსა და ტენდენციებს წარმოადგენენ. გამოფენაზე ფლორისტების კონგრესიც მოეწყობა, სადაც დეკორაციებისა და გარე გაფორმებებისთვის უამრავი საინტერესო იდეა იქნება წარმოდგენილი. შეხვედრას 30-ზე მეტი დეკორაციის დიზაინერი და ფლორისტი დაესწრება 10 ქვეყნიდან და მთავარი განხილვის თემა ძირითადად ფლორის დეკორატიული გაფორმების ტექნიკის სახეობები იქნება. ასევე, პარალელურად დამთვალიერებლებს თემატურად შეხამებული დიზაინის დათვალიერებაც შეეძლებათ, სადაც აივნების, ტერასებისა და ბაღების მოწყობის იდეები და ფართო ასორტიმენტი იქნება გამოტანილი. ამ ყველაფერს ტრადიციული იაპონური კარიბჭეც გააფორმებს. სპეციალური სივრცე დაეთმობათ მაღაზიების

ვენეციური სტილი ინტერიერში: პომპეზურობაში მოგზაურობა ვენეციური სტილი სხვადასხვა კულტურისა და ისტორიული ეპოქის შერწყმაა. სტილი, რომელშიც უნიკალური და განუმეორებელი არქიტექტურის ქალაქმა – ვენეციამ დატოვა თავისი ანაბეჭდი. იტალიურმა ქალაქმა ფორმებში ელეგანტური სიმდიდრე, კლასიკური ძალაუფლება, ფორმათა გრაციოზულობა და პროპორციათა სრული ჰარმონია აღბეჭდა. რომანტიზმში, სიმდიდრეში, ნათელ ფერებსა და თეატრალურ სილამაზეში ვენეციას რომელიღაც სხვა ქალაქი ძნელად თუ შეეჯიბრება. ოდესღაც ეს ქალაქი ინტრიგის, ძალაუფლების, სიმდიდრისა და ხელოვნების დედაქალაქი იყო. ინტერიერში წარმოდგენილი ვენეციური სტილი, სწორედ იმ ეპოქის ნაწილს ატარებს, როცა ქალაქი ისტორიული

მოვლენებისა და შემოქმედებითი მიღწევების ცენტრი იყო, რომელსაც მომავალში იტალიურ აღორძინებას დაარქმევდნენ. ვენეციური სტილის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ფერადი პალიტრაა. მდიდარი გამა ვენეციური ცხოვრების სპეციფიკასა და სიღრმეს გადმოსცემს. ყვითელი, მუქი მწვანე, ოქროსფერი თუ რძისფერი – ეს ფერები სამხრეთული მზის ფერებია. მწვანისა და ცისფრის მრავალფეროვანი ტონალობები კი ვენეციური სტილის სინატიფეს აყალიბებს. ფერები, რომლებსაც ინტერიერის გაფორმებისთვის იყენებენ, მრავალფეროვანი და ღრმაა. მდიდარი ტონალობების შერწყმა სწორედ იმ ატმოსფეროს ქმნის, რომელშიც ვენეციელები ცხოვრობენ.

მაისი 2017

3


4

მაისი 2017


აგარაკების დროა! წინ ცხელი ზაფხულის დღეებია, რომლებიც საყვარელ აგარაკებზე უნდა გავატაროთ. როგორ უნდა გავაფორმოთ კერძო სახლი, რომელსაც საზაფხულო დასვენების დღეებისთვის ვიყენებთ? კომფორტული და ლამაზი სახლის შექმნამდე, მთავარი ძირითადი ინტერიერის განსაზღვრაა – თუ როგორი კონცეფციით გსურთ მთავარი ოთახისა და ეზოს დაგეგმვა. ფრანგული სტილი, პროვანსი – ოცნებობთ საუზმეზე კრუასანებით? ფრანგულ სტილში სასიამოვნო ფერების შეხამებას ვხვდებით, თითქოს ცხელი დღეებისთვის დამახასიათებელი ყველა ფერი მზესავით ასხივებს: ნაღებისფერი, ღია ნაცრისფერი, მწვანე ჰორტენზია, ოქროსფერი თუ ცისფერი ტონალობა – ეს ფრანგული სტილია. ამ ინტერიერის მქონე აგარაკები ხის მასალით, ნაქარგებითა და ბამბის ქსოვილებზე ყვავილოვანი ორნამენტებით გამოირჩევა. სამზარეულოში, ღია თაროებზე მოთავსებულ ჭურჭელს, დაწნულ კალათებს, კედლის საათებს და წარწერებით გაფორმებულ დაფებს ვხვდებით. თუმცა ყველა დეკორაციული ელემენტის ერთად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ავეჯი ძირითადად ვინტაჟურია. სადაც

უნდა იმყოფებოდეთ, პროვანსული სტილი თავს საფრანგეთის რომელიღაც თბილ მხარეში გაგრძნობინებთ. ხმელთაშუაზღვის სტილი – გიოცნებიათ ფირუზისფერი სანაპიროს „თეთრ ვარსკვლავზე?“ ხის სახლი შეგიძლიათ ხმელთაშუაზღვის კოლორიტად აქციოთ. ასეთ ინტერიერს სიმსუბუქე ახასიათებს. მთავარი ფერი თეთრია და ის მართლად ბევრია გარშემო. კედლებზე თაბაშირი, იატაკზე კი – კრამიტი ან ქვაა. ფერთა აქცენტები ყვითლით, მწვანით ან წითელ-ნარინჯისფერი ტონალობებით კეთდება. ღია ცისფერი ან ფერადი კერამიკა საბერძნეთის ტრადიციული მახასიათებელია. იტალიურ ვარიანტში ლარნაკებსა და სკულპტურასაც ვხვდებით. თანამედროვე ქანთრი – ეს სტილი ინგლისში დაიბადა. იგი განსაკუთრებული სიკეთისა და სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის. თანამედროვე ინტერიერს რამდენიმე ტრადიციულ ქანთრის ელემენტს სძენენ. თითოეულ ოთახში შეინიშნება პროვინციისთვის დამახასიათებელი დეტალები. მაგალითად, სასადილოში ამოკვეთილი ხის კომოდი, მისაღებში რკინის ჭაღი, საძინებელში მხატვრული

მაისი 2017

5


ელემენტები, ბავშვების ოთახში კი – სათამაშოების დაწნული კალათა. ამერიკული ნაციონალური ეკლექტიკა – ეს სტილი თავის თავში რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს და საოცარი ჰარმონიით გამოირჩევა. კლასიკური ნივთები შესაძლოა ღია ნათელ ფერებში იყოს – ეს ინტერიერის ერთ-ერთი 6

მაისი 2017

აქტუალური ტრენდია. ტრადიციული ელემენტის თანამედროვესთან შეხამება დიზაინის ლაკონურობას ქმნის. ამერიკული სტილი იმითაა პოპულარული, რომ ძვირფასი ნივთების იმიტაციას ახდენს, სინამდვილეში კი მეტად იაფფასიან მასალებს იყენებს. ყველა ოთახი ნიშებითა და თაღებით გამოიყოფა და იქ დიდი რაოდენობით რბილი ავეჯია.


თუ კლასიკურ დიზაინს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ კედლებისთვის ღია ფერები, მასალებად კი საღებავი აარჩიეთ. რაც შეეხება ავეჯს, ისინი მუქ ფერში უნდა გადაწყდეს. ესენი შესაძლოა იყოს მეტალი, ხე ან შუშა.

ეს ამ სტილის მახასიათებელი ნიშანია. მასალებად ქვა, ხე და ქსოვილები გამოდგება. ამ სტილის არჩევისას დეკორატორები მეტალს არ გვირჩევენ. ფერები ცივი და ნათელია: ღია მწვანე, ღია ცისფერი, ხორცისფერი, თეთრი ან ღია ყვითელი.

ვისაც ორიგინალური გაფორმება უყვარს, მათთვის სკანდინავიური სტილი გამოდგება. ბუნებრივობა –

რჩევები აგარაკის გასაფორმებლად: საერთო ზონებისთვის ერთი სტილი აარჩიეთ. პირად მაისი 2017

7


ოთახებში კი შესაძლებელია სხვადასხვა სტილით თამაში. ფუნქციური ზონების ერთმანეთში გადასვლისთვის ერთი ფერი გამოიყენეთ. მაგალითად, თუ სამზარეულო ფირუზისფერ ტონალობაშია შეღებილი, სასადილო ოთახში ამ ფერის მაგიდა დადგით. ტექსტილის ორნამენტები საერთო მოტივის გარშემო უნდა გაერთიანდეს. უფრო მეტი განათების დამატებას ეცადეთ. ჭაღთან ერთად, სინათლის სხვა წყაროებიც გამოდგება – ბრა ან სანათი. ერთ-ერთი სწორი მიგნება ინტერიერის ექსტერიერში ღია გადასვლაა. მთელ კედელზე, შუშებიანი კარის მეშვეობით, სუფთა ჰაერი სახლში ყველგან იმოძრავებს და ცხელ დღეებსაც სასიამოვნოდ გააგრილებს. ზაფხულის სეზონზე აგარაკისთვის საუკეთესო არჩევანი აუზის ან თურქული აბაზანის მოწყობაა. ორივე მათგანი სტრესის მოხსნას საუკეთესოდ შეუწყობს ხელს. ასევე, საინტერესო გადაწყვეტილებაა გასართობი სივრცის შექმნა, სადაც ჰამაკები და განსატვირთი მოწყობილობები განთავსდება. სასადილო ოთახში დიდი მაგიდა უნდა დაიდგას, სადაც სტუმრების მოპატიჟება და გამასპინძლება იქნება შესაძლებელი.

8

მაისი 2017

ეს დეტალი ოჯახის საერთო ვახშმის ტრადიციის ჩამოყალიბებასაც შეუწყობს ხელს. თანამედროვე და ყველაზე მოხერხებული დიზაინერული გადაწყვეტილება კიბეებში ჩაშენებული ბიბლიოთეკაა. ერთი მხრივ კიბე, ხოლო მეორე მხრივ – თაროებია, რომლებიც ინტერიერში საკმაოდ მიმზიდველად და ჰარმონიულად გამოიყურება. აგარაკებს განსაკუთრებით ხელნაკეთი აქსესუარები უხდება. დღეს, ისინი საკმაოდ ძვირად ფასობს, რადგანაც ისეთი დრო დადგა, როცა ერთნაირი ნივთების სიმრავლეა. განსხვავებული და ორიგინალური დეტალები კი აგარაკის ინტერიერს ავთენტურ იერს სძენს. ფანტაზიისა და უამრავი ვიდეოს მეშვეობით, თავადაც შეძლებთ შექმნათ მსგავსი ნივთები. ამით დეკორზე ეკონომიას გაწევთ და სახლს მეტად ინდივიდუალურ ელფერს შესძენთ. თუ ქალაქის გიჟურმა რიტმმა გადაგქანცათ, მაშინ, დროებით, კორპუსის ბინა ქალაქგარეთ მდებარე სახლზე უნდა „გაცვალოთ“. იქ, საკუთარ „მშვიდ კუნძულს“, ნამდვილად მოიწყობთ.



ავეჯის მოვლის საშუალებები: ხე, შუშა, მეტალი, კერამიკა მუდმივი ფიქრის საგანია, თუ როგორ მოვუაროთ ავეჯს ისე, რომ დიდხანს მოგვემსახუროს, რადგანაც ამ საყოფაცხოვრებო ნაწარმს არც თუ ხშირად ვცვლით. მაგალითად, შინ სამზარეულო ყველაზე პოპულარული ადგილია. დიასახლისისთვის ეს „შემოქმედებითი სახელოსნოა“. თუ გსურთ, სამზარეულოში ყველაფერი დიდხანს გემსახურებოდეთ და ხარისხიანად გამოიყურებოდეს, მაშინ სპეციალური მოვლის ხერხებს უნდა მიმართოთ.

10

მაისი 2017

სამზარეულოს ავეჯი მრავალგვარი ზედაპირის შეიძლება იყოს და მათ სხვადასხვა სახის მოვლა სჭირდება. ხის ავეჯი მზის სხივებისგან უნდა დავიცვათ. ასეთ ავეჯს ასევე ცხელი ჭურჭლის „ეშინია“. ხის ავეჯის გასარეცხად ისეთი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც ქლორს არ შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მეტალი უფრო გამძლეა, იგი მაინც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მეტალის ავეჯი რომ არ დაიკაწროს, თხევადი სარეცხი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. სპირტის ხსნარებს ცხიმისა და ლაქების მოშორება შეუძლია, რასაც ჩაი, წვენი ან სხვადასხვა კერძი ტოვებს. შუშის კონსტრუქციებისა და ვიტრაჟების გასარეცხად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ საფხეკები ან ჯაგრისები. ჭუჭყის მოსაშორებლად ქიმიური პრეპარატების გამოყენებაა მიზანშეწონილი. კერამიკული ავეჯი კი, უნდა გახსოვდეთ, რომ მყიფე, მტვრევადია და მის მიმართ დელიკატური მოპყრობაა საჭირო. ფაიფურის ზედაპირზე მძიმე ნივთებით ნუ იმუშავებთ. აუცილებლობის შემთხვევაში სპირტის ხსნარი გამოდგება. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში კერამიკის მოთავსება არაა მიზანშეწონილი და რეცხვის ამ ხერხს სჯობს მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში მიმართოთ.


მაისი 2017

11


სხვა ავეჯის შემთხვევაშიც სპეციალურ ინსტრუქციას უნდა მივყვეთ. შინ ხის კარადები მსუბუქი ქსოვილით უნდა გარეცხოთ. გასუფთავების შემდეგ, კიდევ ერთხელ უნდა გაწმინდოთ, ოღონდ ამჯერად მშრალი ქსოვილით, და ყურადღება მიაქციოთ, რომ წყალი ბზარებში არ ჩავიდეს. პრიალა მასალებზე ხშირად თითების ანაბეჭდი რჩება, რომელიც ინტერიერის სილამაზეს აფუჭებს. მათ გასაქრობად სპეციალური სპრეები გამოიყენეთ. წითელი ხისთვის, მუხისთვის ან კაკლის ხისთვის ცოტაოდენი იოდი გამოდგება, რომელიც მცირე ნაკაწრებს ოსტატურად დამალავს. თუ მაგიდაზე ცხელი ჭიქა დადგით, რომელმაც არასასურველი კვალი დატოვა, ნუ იდარდებთ. ამ ლაქის მოშორება მცენარეული ზეთითა და სპირტით შეიძლება. ხის ავეჯი ხშირად მავნე პარაზიტების „მასპინძელია“. პარაზიტები მერქანში მომცრო ხვრელებს ტოვებენ. მათ მოსაშორებლად ნაფტალინი ბენზინში უნდა გავხსნათ და ხსნარით ხის ავეჯი გავასუფთაოთ. პროფილაქტიკის მიზნით კი, ეს მოქმედება 3 კვირაში გავიმეოროთ. მეტალის კონსტრუქციების გასასუფთავებლად არასოდეს გამოიყენოთ მეტალის ბოჭკოვანი 12

მაისი 2017

ღრუბელი. ასეთ მასალასთან რბილი ხელსახოცი გამოდგება, თუ საჭიროა – მცირეოდენი საპნით. მეტალი სპირტსა და უხეშ ჯაგრისებს ვერ იტანს. შუშა ბევრი სახის ავეჯს უხდება და თანამედროვე სახლებშიც ფართო გამოყენება აქვს. იმისთვის, რომ სილამაზე შევუნარჩუნოთ, შუშის გასუფთავებას განსაკუთრებულად უნდა მოვეკიდოთ. შუშის კარებისა და თაროებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური ხსნარი გამოდგება, ან სპირტი, რომლის სუნსაც შემდეგ ცივი წყლით გადარეცხავთ. არ დადგათ ცხელი ჭურჭელი მინის მაგიდაზე დასაფარებლის გარეშე, რადგანაც შუშა მგრძნობიარეა მაღალ ტემპერატურასთან. ასევე ყურადღებით იყავით ლარნაკების ძირებთან, რომლებიც ყოველთვის მშრალი უნდა იყოს. თავისი ესთეტიკურობით, კერამიკამ ფართო განვითარება ჰპოვა ინტერიერის დეკორაციაში. კერამიკული ნაწარმი გამძლეა ტემპერატურისა და სინათლის მოქმედების მიმართ. ნატურალობისა და მოკრძალებული მოვლის ხერხების მეშვეობით, იგი საოცრად პოპულარულია ჩვენს სახლებში.


იმისათვის, რომ ფაიფური დიდხანს გემსახუროთ, არ გამოიყენოთ მჟავა, რადგანაც იგი მის მინანქარს დააზიანებს. თუ არც ისე დაბინძურებულია, უბრალოდ რბილი ხელსახოცი და მშრალი ქსოვილი გამოიყენეთ. თუ საკმაოდ დაბინძურებულია, წყალს რამდენიმე წვეთი ამიაკი დაამატეთ. კერამიკისთვის არც საპონი გამოდგება, რადგანაც ლამაზ ფორმას დროდადრო აკარგვინებს. არასოდეს გააღოთ და დახუროთ ავეჯის კარები მკვეთრი მოძრაობით – ამით ავეჯის გამძლეობას გაახანგრძლივებთ. მხოლოდ მინიმუმი გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი ავეჯი ბრწყინვალებას არასოდეს კარგავდეს! მაისი 2017

13


დაამზადეთ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის სანათი METAL WORKSHOP-თან ერთად „მეტალ ვორკშოპი“ მეტალის საამქროა, რომელიც გთავაზობთ ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის სანათი საშუალებების დამზადებას და მონტაჟს. განათება, ხის ავეჯი, ინტერიერისა და გარე განათება, ოფისისა და ტექნიკური განათების სისტემები, სანათების დიზაინი – ეს არის

14

მაისი 2017

ჩამონათვალი, რომელსაც კომპანია გთავაზობთ. „მეტალ ვორკშოპი“ მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერ დროს. მათთვის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. კომპანიას უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული და ყველა – წარმატებით. ამის მიზეზი კი, უპირველესად, ხარისხია. კომპანია


იმითაცაა გამორჩეული, რომ მათი ყველა ნაწარმი ორიგინალურია. მაღალი ხარისხი და მონტაჟი – ეს მათი უპირველესი პრეროგატივაა. ასე რომ, თუ გსურთ თქვენი ინტერიერი განსხვავებულად გამოიყურებოდეს, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ Metal Workshop-ს. კომპანიის ყველა ნამუშევარს საკუთარი ხელწერა აქვს და არ ჰგავს სხვას. შესაბამისად, მუდამ მზად არიან მომხმარებლის გემოვნებით, მათთან ერთად შექმნან ორიგინალური სანათები და ის ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია, რომელსაც გთავაზობენ. ამისთვის ერისთავის ქ. N1-ში მისვლაა საჭირო, მანამდე კი დაუკავშირდით კომპანიას ნომერზე: 599 700 696, www.metalworkshop.ge ყველა პროდუქტი მზადდება უშუალოდ კომპანიაში, რომელსაც პროფესიონალი დიზაინერი ჰყავს. Metal Workshop მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მაისი 2017

15


საოცარი არქიტექტურა ეკოსახლები

16

მაისი 2017


ეკოლოგიურმა არქიტექტურამ უკვე დიდი ხანია რაც ევროპა და აშშ დაიპყრო. ეს ქვეყნები სამ მთავარ პრინციპს აერთიანებენ: ენერგიის დაზოგვას, ჯანსაღ კლიმატსა და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას. შუშებისთვის დიდი ადგილის გამოყოფით, განათებასა და გათბობაზე ვაკეთებთ ეკონომიას. მთავარია, ბინა მზის მოძრაობაზე იყოს ორიენტირებული. ეს არის სახლი, რომელიც „სუნთქავს“. ეკოსახლებში საუკეთესო გადაწყვეტილება ბუნებასთან ჰარმონიაა. გამოცდილი არქიტექტორები ბუნებას არ ეხებიან: სახლები მდინარეებსა თუ ტყეებში არც ჰაერს, არც წყალს, არც მცენარეულ საფარს და არც ცხოველებს უშლის ხელს. ქალაქში მცხოვრებ თანამედროვე ადამიანს დღეს ხომ ძალიან აკლია ბუნებასთან ხშირი შეხება. ამიტომაც, თუ ჩვენ ვერ მივდივართ ბუნებასთან, იგი თავად მოვა ჩვენს კორპუსებთან ან კერძო სახლებში, თუ თავად მოვინდომებთ. მხოლოდ სახლის სილამაზე მნიშვნელოვანი არაა. მთავარია იმ ადამიანთა ჯანსაღი მდგომარეობა, რომლებიც ამ სახლში ცხოვრობენ ან სტუმრად რჩებიან. სახლისთვის უსაფრთხოების შექმნასთან ერთად, ადამიანების ჯანმრთელობისთვის კარგი პირობების შექმნა მნიშვნელოვანია. თითოეული დეტალი, რომლებიც ეკოსახლებისთვის აირჩევა, არაა საზიანო და ესთეტიკურობასთან ერთად, ფუნქციური გამოყენებითაც ხასიათდება. სწორედ თანამაცხოვრებელთა კარგად ყოფნაა ეკომეგობრული გარემოს შექმნის წინაპირობა.

ეკოლოგიურად სუფთა სახლისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა მცენარეების დეკორაციულ დეტალებად გამოყენებაა. არაფერია უკეთესი, ვიდრე შინ ბუნებრივ ყვავილებს ახარებდეთ. მცენარეები ჰაერის გაფილტვრას უწყობენ ხელს და ოთახში მავნე ბაქტერიებს „ერჩიან“. გარდა ამისა, მცენარეები ოთახს სილამაზესა და ნატურალურ ატმოსფეროს მატებენ. აარჩიეთ ოთახისთვის შესაფერისი მცენარეები, სიმაღლისა და ფერის მიხედვით. ლილიები, ბამბუკი და გვირილები მიმზიდველი არჩევანია. ბამბუკი ეკოლოგიური მასალების ნამდვილი ჩემპიონია – ლამაზი, სასიამოვნოდ ხელშესახები და გამძლეა. მისი გამოყენებით არც ბუნებას აზიანებთ, რადგანაც ბამბუკი ხელახლა საოცარი სისწრაფით იზრდება. ნამდვილი ეკოსახლი უპირველესად ნაკლებ ენერგიას უნდა იყენებდეს, მეორე მხრივ კი, ენერგიას თავად ქმნიდეს. ზოგიერთი სახლი უკვე იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე სჭირდება და ვიდრე მისი შექმნისას დაიხარჯა. თბოიზოლაციისთვის, მეორადი ქაღალდი და მუყაო გამოდგება. ეს მასალები სითბოს საუკეთესოდ ინარჩუნებს. კედლებისთვის ხის პანელები ან კერამიკული კრამიტი გამოიყენეთ. გარდა იმისა, რომ ეს მასალები გარემოსთვის სასარგებლოა, კედლებს მეტ სინატიფეს სძენს. ავეჯი, რა თქმა უნდა, ნატურალური ხისგან უნდა იყოს დამზადებული. ავეჯი ორგანული მასალებისგან, დიზაინის დახვეწილ იერსახეს მაისი 2017

17


ქმნის. სასურველია ხე უკვე გამოყენებული და გადამუშავებული ხერხით შეიმატოთ. ხალიჩები, ბალიშები, ზეწრები და ლეიბები სასურველია შალისა და მატყლისგან დამზადდეს, რომლებიც მტვრის ნაკლებ ნაწილაკებს იკრავს. მტვერი ალერგიას იწვევს, ამიტომ მისგან თავის დაცვა სწორი მასალების შერჩევითაა შესაძლებელი. ეკოსახლებში ერთ-ერთი მთავარი გარემოება განათებების საშუალებათა სწორი დაგეგმვაა. უპირველესად, ისინი ენერგიის შენახვას უნდა უწყობდეს ხელს. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, სენსორული ნათების დაყენებაცაა შესაძლებელი, რომელიც არასოდეს დაგრჩებათ შემთხვევით ჩართული. ასეთი ტიპის განათება მოძრაობის მიხედვით იმუშავებს. დროთა განმავლობაში იმის შთაბეჭდილება დარჩება, რომ ეკოსახლი ჭკვიანი მეგობარია, რომელმაც „იცის“ სინათლის, ჰაერისა და ტემპერატურის სწორი გადანაწილება, კონტროლი და საჭიროება. ეკოსახლებში განსაკუთრებული სიმშვიდე შეიგრძნობა. სწორედ ეს გახლავთ ეკოსტილის უდიდესი საიდუმლო – იგი თანამედროვე, კომფორტული დიზაინის გამოყენებით, შინ დაცულობისა და სიწყნარის შეგრძნებას ქმნის. ეკოდიზაინი იმითაცაა მიმზიდველი, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია მისი მორგება, რომლის შექმნისას არაა აუცილებელი მაინდამაინც ტყისა და ტბის სახლში წარმოქმნა. 18

მაისი 2017


რაც უფრო მარტივია, მით უკეთესია: ეკოსახლებში არქიტექტურა არ უნდა იყოს დატვირთული. ავეჯიც ნაკლებია და ბუნებრივ ფერებშია.

დამზადებული ელემენტები, მოწნული კალათები, მსუბუქი ავეჯი და კედლების ნატურალური გადაფარვა საკმარისია.

ეკოსახლის შექმნა რთული კონსტრუქციების მინიმალიზაციას და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გაზრდას ითვალისწინებს. „მწვანე ინტერიერის“ დიზაინი ნაკლებ ღირებულებას, უკეთესი ხარისხის ჰაერს, ეფექტურ ენერგიას და ტოქსიკური მასალების დაბალ რაოდენობას მოიცავს. დასაწყისისთვის ბუნებრივი მასალებისგან

ეკოლოგიურად სუფთა ინტერიერი არა მარტო სახლის პატრონისთვისაა სასარგებლო, არამედ ბუნებისთვისაც. საკუთარი ცხოვრებით, დედამიწის ბუნებრივი საფარის განვითარებას ხელი არ ეშლება. ამიტომაც, შინ ნებისმიერი ელემენტის დანერგვა, რომელიც ეკოსახლებს ახასიათებს, პლანეტის გადარჩენაში წვლილის შეტანაა. მაისი 2017

19


მაღალი ხარისხი და განსაკუთრებული დიზაინი, ეს IKEA BASKET-ია


თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი 6. E-MAIL: IK.BASKET@YAHOO.COM TEL: 2 43-43-40 FACEBOOK PAGE: IKEA BASKET ბათუმი, ვაჟა-ფშაველას 16 E-MAIL: IKEABASKETBATUMI@GMAIL.COM TEL: 577687698, +954222 279393 FACEBOOK PAGE: IKEA BASKET BATUMI

ი შ ლ ხ ა ს ავეჯის ა ბ ე დ ა ვ ნ ა გ ს ბ ე დ ე მ მოქ


22

მაისი 2017


კერძები, როგორც ხელოვნების ნიმუში ARTROOM – ადგილი, სადაც შესვლისთანავე არაჩვეულებრივი პერსონალი დაგხვდებათ, თავს მყუდროდ იგრძნობთ და თავისუფალი დროის ნაწილს მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატარებთ. კაფეგალერეა, რომელიც სანაპიროს 2 ნომერში მდებარეობს, სულ ახლახან გაიხსნა, თუმცა სტუმრების რაოდენობა საკმაოდ ბევრია. როგორ შეიქმნა შთამბეჭდავი გარემო და რა მომსახურებებს გთავაზობთ ARTROOM-ი? ჟურნალ OK!-ის კომპანიის დამფუძნებელი თამარ ჯანიაშვილი ესაუბრა. როგორ დაიწყო ყველაფერი? კაფე-გალერეის გახსნამდე „საქართველოს ბანკში“ ვმუშაობდი. გასულ წელს, მაისის ბოლოს წამოვედი ბანკიდან და დავიწყე ამ ყველაფრის კეთება. რეალურად, მხატვრობაც და კულინარიაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ჰობი იყო. კულინარიის თემით სერიოზულად არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული,

ჩემს კერძებს მხოლოდ მეგობრების წრეში ვაზიარებდი. რაც შეეხება მხატვრობას, საბანკო საქმიანობის პარალელურად, 5 პერსონალური გამოფენა მქონდა. ახლახან მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ეს ორი გატაცება ერთმანეთთან დამეკავშირებინა და რაიმე საინტერესო შემექმნა. ყველაფერი, რაც ამ სივრცეშია წარმოდგენილი, მაისი 2017

23


ჩემი ხელითაა შექმნილი (ნახატები, მაგიდები, ინსტალაციები, თოჯინები) – ისევე, როგორც კერძების ძირითადი ნაწილი. რას მოიცავს ეს ობიექტი? პირველ სართულზე ალეგორიული არტ-კაფეა, სადაც მენიუც ალეგორიული გვაქვს. ყველა კერძს მხატვრობასთან დაკავშირებული სახელი ჰქვია და მენიუშივეა მოცემული მცირე ისტორია, რომელიც უკავშირდება კერძის არტდასახელებას. იმის გამო, რომ კერძების გაფორმებაზე განსაკუთრებულად ვიხარჯებით, ლოდინის რეჟიმი ცოტა მეტია, ვიდრე სტანდარტული კერძის შემთხვევაში, ამიტომ ადამიანს ლოდინის რეჟიმის ამოვსება სწორედ ამ ისტორიების კითხვით შეუძლია. მეორე სართულზე განთავსებულია საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილია 80-მდე ტილო. ნამუშევრების ძირითადი ნაწილი გაყიდვას ექვემდებარება. მნახველს ასევე შეუძლია, ჩემთან ერთად თუ ჩემ გარეშე, სცადოს ტილოზე ხატვა. ამ სერვისს, რა თქმა უნდა, გარკვეული საფასური აქვს – ტილოების ზომის მიხედვით. ახალბედა ავტორი ტილოს შინ წაღებას შეძლებს. საგამოფენო სივრცეში 24

მაისი 2017

წარმოდგენილი ნებისმიერი ნამუშევრის „პრინტის“ გადატანა შესაძლებელია ასევე აბრეშუმის შარფზე, რომელიც ჩემ მიერ მომზადებულ ტყავის ქისაში თავსდება და მსურველს ესეც შეუძლია შეიძინოს. მალე დაგვემატება სხვა ხელნაკეთი სამკაულები და აქსესუარებიც. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მეორე სართულზე არსებული საგამოფენო სივრცე იმუშავებს როგორც გალერეა და პერმანენტულად უმასპინძლებს დაინტერესებული მხატვრების პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებს. გამორჩეული კერძი თუ გაქვთ? ძირითადად, ყველა კერძი გამორჩეულია. ბავშვობიდან მხატვრობით და კულინარიით ვარ გატაცებული, თუმცა ახლახან გავბედე, კულინარია საზოგადოების ფართო მასისთვის გამეზიარებინა. სამომავლოდ როგორი გეგმები გაქვთ? კაფე-გალერეას გარე პერიმეტრზე მალე დაემატება ღია სეზონური კაფე. ეს არის გეგმა, რომელიც შემიძლია ხმამაღლა გავაჟღერო. მაისში მოსულ სტუმრებს შეეძლებათ არა მარტო დახურული სივრცით, არამედ ღია სივრცითაც ისიამოვნონ.


მაისი 2017

25




ყოფილი ფაბრიკების ელიტურ სახლებად გარდასახვა ლოფტი – დასავლური სტილი ლოფტების ისტორია ამერიკაში „დიდი დეპრესიის“ დროს დაიწყო. ფაბრიკები იხურებოდა, ხოლო დაცარიელებული შენობები მანჰეტენზე საცხოვრებლად დაბალ ფასად ქირავდებოდა. ლოფტი მაშინ სასტიკი სივრცე იყო: უზარმაზარი ფანჯრები, მაღალი ჭერი, ბეტონის იატაკი, თუჯის სვეტების მწკრივი, წითელი აგურის შელესილი კედლები... თუმცა, ყოველივე ეს იდეალურად ერგებოდა შემოქმედებით საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მხატვრებს, რომლებსაც

საშუალება მიეცათ სახლი და სახელოსნო ერთ სივრცეში მოექციათ. ძველი ქარხნული კვარტლები ბოჰემურ რაიონებად იქცა და მუდმივი წვეულებების ადგილად ჩამოყალიბდა. ამ ადგილებით ნელნელა რესპექტაბელურმა მდგმურებმა დაიწყეს დაინტერესება და ფასებმაც ზრდა დაიწყო. უკვე 1960-იან წლებში ლოფტები პრესტიჟული სახლების სტატუსით დამკვიდრდა. სწორედ ამ დროს გავრცელდა ეს დასავლური სტილი ევროპაში. ტრენდის მიმდევრები თავდაპირველად გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ჰოლანდია გახდნენ. მოდური ლოფტის ბევრი ვარიაცია არსებობს. მთელ მსოფლიოში ამ სტილის ისეთი მიმართულებები ვრცელდება, როგორებიცაა რეტრო-ლოფტი, ურბანული ლოფტი, ჰაი-ტექ ლოფტი და არტლოფტი. ლოფტს დიდი სივრცე და სინათლე სჭირდება. მათ გარეშე ერთგვარი სიუხეშე მოგვჭრის თვალს. სწორედ ლოფტის დამახასიათებელი ნიშნები – სინათლე და მაღალი ჭერი, ხშირად ჩვენს ბინებში გვაკლია. არტ-ლოფტის შემთხვევაში ბეტონი კედლის მორთულობით ან დეკორატიული პანოებით ხალისდება, აგური კი თბილ წითელ ან ფორთოხლისფერ ელფერს იღებს. მაღალი ჭერის ილუზიას დიდი რაოდენობით პატარა დეტალიც ქმნის, რომლებიც ინტერიერშია გაფანტული. თუმცა, დეტალების გადაჭარბება ამ სტილში მიღებული არაა. თითოეული ფუნქციური ნივთი შესაძლოა ხელოვნების ნიმუშად აღიქმებოდეს. ხშირად ლოფტის ინტერიერში წარმოდგენილი ფუნქციური ობიექტები მუზეუმის შედევრების მსგავსად გვაოცებს. არტ-ლოფტი დიზაინში სრულ თავისუფლებას გვანიჭებს. უხეში დაფებისგან შემდგარი სკამი შესაძლოა წარმატებულად შეეხამოს მე-15 საუკუნის რაიმე არტეფაქტს. კედლები როგორც გრაფიტით, ისე ქალაქების შავ-თეთრი ფოტოებითაც ირთვება. თანამედროვე სავარძელი ადვილად მოთავსდება

28

მაისი 2017


ირანულ ხალიჩაზე, ხოლო დაზგის მსგავს სასადილო მაგიდაზე თავისუფლად დაიკიდება ვენეციური მინის დეკორატიული ჭაღი. აქ კომპოზიციის მთავარი მახასიათებლები ხელოვნების ნიმუშებია. არა მარტო სკულპტურები და ნახატები, არამედ არასტანდარტული ავეჯი, ჭაღები, ხალიჩა და სანტექნიკა. გამაფორმებელი დეტალები შესაძლოა მანქანებისა და თვითმფრინავების კონსტრუქციები, მანეკენებზე მორგებული ტანისამოსი ან თუნდაც გარკვეული ნივთების კოლექცია იყოს. ასეთ გარემოში მოხვედრისას თავს თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გრძნობ. ინტერიერის დაგეგმვისას მთავარია ნივთები მფლობელის ჰობებსა თუ გემოვნებას განასახიერებდეს და არა უბრალოდ აბსტრაქტულ გადაწყვეტილებებს. არტ-ლოფტის შექმნის წესები მარტივია. ინტერიერში ნათელი საღებავები უნდა გამოიყენოთ, რათა ბეტონისა და აგურის ფონზე სასიამოვნო ატმოსფერო შეიქმნას. ითამაშეთ მასშტაბებითა და პროპორციებით. მაგალითად, ბევრი პატარა ფოტო ნათელ ჩარჩოებში კედელზე სასიამოვნო განცდას შექმნის, ხოლო დეკორატიული ნიშები კედლებს გაყოფს. ლოფტს არასტანდართული ავეჯი და ინტერიერის დიზაინი უხდება, ასე რომ ანტიკვარული თუ მეორადი ავეჯი, რომელსაც გარკვეულწილად გადაახალისებთ, თანაბრად წარმატებული არჩევანია. დეკორატიული სანათების მეშვეობით კი ლოფტის ღია სივრცე სხვადასხვა ზონებად დაიყოფა.

მაისი 2017

29


30

მაისი 2017


მაისი 2017

31


რაც შეეხება რეტრო ლოფტს, აქ ინტერიერში იშვიათი სახეობის ნივთები გვხვდება, რომლებმაც თავიანთი ფუნქციონირება დიდი ხნის წინ დაკარგა. ყველაფერი ამის მიუხედავად, არ დაგავიწყდეთ, რომ ინტერიერი ბოლომდე სამუზეუმო ექსპონატად არ უნდა იქცეს, ის მოხერხებული და კომფორტული უნდა იყოს საცხოვრებლად. რეტრო ლოფტში წარმოდგენილ ძველ ნივთებს განსაკუთრებული დაკვირვება და შერჩევა სჭირდება, გაითვალისწინეთ, რომ მათი ხარისხიანი რესტავრაციაც აუცილებელია. ჰაი-ტექი ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად პრაქტიკულად ყველა ინტერიერში იკავებს ადგილს. თანამედროვე ინტერიერში ჰაი-ტექის ელემენტები ფუნქციური და ესთეტიკური დანიშნულებისაა, და რა თქმა უნდა იდეალურად ერგება ლოფტსაც. აქ ვხვდებით მეტალის ფაქტურებს და მაღალი ტექნოლოგიის აქსესუარებს: საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და მულტიმედიურ სისტემას. ლოფტი – ეს ხარისხიანად დაგეგმილი და გაფორმებული, მრავალფუნქციური ინტერიერია, რომელიც სახლის პატრონებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. ლოფტმა კლასიკური და თანამედროვე სტილიდან უამრავი საინტერესო რამ შეითვისა – მინიმალიზმი, კონსტრუქტივიზმი, ინდუსტრიალიზმი, ანტიკა, არტ ნუვო თუ

32

მაისი 2017

არისტოკრატიული როკოკო. რა დარჩება ლოფტის ჭეშმარიტი სტილიდან და რა დაიკარგება, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს. ის კი ნათელია, რომ ლოფტი სხვა ორიგინალური ინტერიერების მსგავსად, მთელ რიგ დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავს, რომლებიც მის უნიკალურობას განსაზღვრავენ. მთავარი შარმი მის განუმეორებელ ავთენტურ ატმოსფეროშია. მსგავსი ეფექტი ნამდვილი ინდუსტრიული ობიექტის იერსაც სძენს.


DFN<JI@><9LC@ E@M-@<I<98-8 :MC8 JO<LC@J C8D8Q@ =FID8

D8IK@M@ D8>I8D <=<HKLI@ O<IO@ >8DF9Q<B@C@ DL:C@J N@E88+D;<> CURJRUF TDOHELV XPHWHVRED PHF YFGLORE PR[GHQLOL ILJXULV 6HQDU&XQHEDV XNDQDVNQHOL UDPGHQLPH ZOLV JDQPDYORED6L XDPUDYL V[YDGDV[YD GLHWD YFDGH 6HYDP&QLH URP JD]DI[XO]H 6HGHJLV PL5ZHYD JDFLOHEL7 XIUR U7XOLD UDGJDQ ]DP7DUL V[HXO]H VDNPDRG 6HVDP&QHY NYDOV WRYHEV 7XPFD PH D5PRYD&LQH YD6OLV =PULV VNDQGLQDYLXUL WDEOHWHEL CHIHO VDLGHU a $SSOH &LGHU URPOHELF &HP7YLV QDPGYLO VDVZDXODG LTFD a UDPGHQLPH GDPDWHEL7L NLORJUDPL URPOLV PR6RUHEDV ]RJMHU JD[GRPLV XD[OHVL PH7RGHELV GDF YL7DF NL YHU D[HU[HEGD HGLWDV PRVYHQHEDV DU D=OHYGD CPXGPLYDG XNPD\RILOR YL\DYL VDNX7DUL 7DYL7 PLX[HGDYDG LPLVD URP =DOLDQ YFGLOREGL GLHWLV GDFYDV ]DP7ULV JU=HO VD5DPRHEV VDVXVQDYLV JDUH6H YHU YXPNODYGHERGL &HPL V[HXOL NL F[LPVD GD VL7[HV DJUR YHEGD DPLWRP [6LUDG YL\DYL JD5L]LDQHEXOL GD VDNX7DUL F[RYUHEL7 XNPD\RILOR a JYLDPEREV HGLWD D<>F98ID8 D@I%@8 CHU7[HO PHJREDUPD DPL[VQD URP RUJDQL]P6L NDUJL QLY7LHUHED7D FYOD =DOLDQ PQL6YQHORYDQLD PR[GHQLOL ILJXULV 6HQDU&XQHELV7YLV GD PLU&LD PRPHVLQMD YD6OLV =PULV VNDQGLQDYLXUL WDEOHWHEL URPOHELF PFHQDUHXO HTVWUDTWHEV 6HLFDYV CHIHO VDLGHU a PDQ DVHYH PL7[UD URP DP WDEOHWHE6L 6HPDYDOL QLY7LHUHEHEL [HOV XZ\REV RUJDQL]P6L QLY7LHUHED7D FYOLV DTWLYDFLDV GD RUJDQL]PLGDQ :DUEL VL7[LV JDPRGHYQDV JDGDYZ\YLWH PD7L JDVLQMYDa :O@D@ -@-HFJ ;8;E8 CXNYH VDNPDR [DQLD YL5HE CHIHO VDLGHU a V GD

=DOLDQ EHGQLHUL YDU PH PH&YHQHED URP F[LPPD GQRED GDLZ\R 7DYV JD FLOHEL7 PVXEXTDG HQH UJLXODG GD P[QHG YJU =QRE \YHOD VDTPHV X I U R D G Y L O D G YXPNODYGHEL ]RJMHU PJRQLD URP VLDUXOLV QDFYODG GDYIULQDYD UDF \YHOD]H P7DYDULD LV VD6LQHOL R7[L NLORJUDPL RU NYLUD6L JDTUD a NPD\RILOL JYL\YHED HGLWD :O@D@ ;8 JO<LC@J NFE8 &YHQL RUJDQL]PL PXGPLYDG UD5DFDV HE=YLV F[LPLDQL VDNYHEL PUDYDOIHURYDQL VDVXVQDYL VDVPHOH EL DUDVDNPDULVL IL]LNXUL GDWYLU7YD 6HGHJDG 6HL= OHED JDL]DUGRV F[LPRYDQL TVRYLOL GDJURYGHV :DUEL VL7[H GD JD&QGHV ]HGPHWL NLORJUDPHEL DP \YHODIULV 7DYLGDQ DVDFLOHEODG VD:LURD PRZHVUL JHEXOL QLY7LHUHED7D FYOD GD RUJDQL]P6L VL7[LV VZRUL EDOD Q VL

I@-@ ,<@1C<98 @PFJ -HM<E-M@J J8J8I><9CF 7<=<C J8@;<I U" CHIHO VDLGHU a LV WDEOHWHEL YD6OLV =PULV FLQDUDV GD EDEXDZYHUDV HTVWUDTWHELVJDQ 7TYHQ7YLV 6HTPQD GDQLXUPD NRPSDQLD CQLX QRUGLNPDa 1HZ 1RUGLF HU7L WDEOHWL 6HLFDYV PJ DTWLXU YD6OLV =PDUV IHUPHQWDFLLV 7DQDPHGURYH WHTQRORJLHELV JDPR\HQHEL7 YD6OLV ZYHQLVJDQ PLL5HED PD5DOL NRQFHQWUDFLLV YD6OLV =PULV I[YQLOL CHIHO VDLGHU a LV WDEOHWHEL DDTWLXUHEHQ QLY7LHUHED7 FYODV z YD6OLV =PDUL DVWLPXOLUHEV NX:LV GD 7LUNPHOHELV PX6DREDV D&TDUHEV QLY7LHUHED7D FYODV GD RUJDQL]PLGDQ PHWDERORWHELV JDPRGHYQDV z FLQDUD D&TDUHEV F[LPHELV GD6ODV DXPMREHVHEV VD:POLV PRQHOHEDV UDGJDQ DVWLPXOLUHEV QD5YOLV JDPRPX6DYHEDV GD JDPR\RIDV z EDEXDZYHUD JDPRLU&HYD 6DUGPGHQL 7YLVHEHEL7 [HOV XZ\REV F[LPRYDQL XMUHGHELV JDU6HPR GDJ URYLOL :DUEL VL7[LV JDPRGHYQDV PZDUPRHEHOL

J8; ,<@1C<98 ,<M@1@EF- 7<=<C J8@;<I U" CHIHO VDLGHU a LV 6H=HQD 6HVD=OHEHOLD DI7LDTHE6L 7X DI7LDT6L DU DULV CHIHO VDLGHU a D&YHQH7 IDUPDFHYWV HV NXSRQL UD7D GDH[PDUR7 PDV URP 6HXNYH7RV CHIHO VDLGHU a GDPDWHEL7L LQIRUPDFLLV7YLV GDUHNH7 DQ HZYLH7 LQWHUQHW VDLWV ZZZ QHZQRUGLF UX


როგორ დავაპროექტოთ მცირე ფართობის ბინა?

არ გყოფნით კვადრატული მეტრები? მაშინ სახლი მაქსიმალურად პრაქტიკული უნდა გახადოთ. მცირე ბინის ყველა ოთახს ერთდროულად რამდენიმე ფუნქციური დატვირთვა აქვს. თანამედროვე პატარა ბინებში სხვადასხვა სივრცის დახვეწილი გაერთიანება პრობლემის გადაჭრის გზაა. ისევე, როგორც ლიტერატურაში აზრის მოკლედ გადმოცემაა ნიჭიერება, მსგავსი ოსტატობით უნდა შევძლოთ დიდი გაფართოების დიზაინის მცირე ბინაში წარმოდგენა. ამით მას მრავალფუნქციურ იერს შევძენთ, რომელიც ვიზუალურად იმაზე მეტ სივრცეს გამოაჩენს, ვიდრე სინამდვილეშია. რაც უფრო პატარაა სახლი, მით მეტად საჭიროებს დეტალებზე ყურადღების გამახვილებას. თითოეული 34

მაისი 2017

მათგანი შენთან ახლოს იმყოფება და უფრო ნათლად ხედავ. ამიტომაც, ბინაში მთავარია სიკოხტავე. მასიურმა ნივთებმა აქ შესაძლოა სიცარიელის ილუზია შექმნას. მცირე ფართობის ბინა უმჯობესია ერთ სტილში გავაფორმოთ. რაც უფრო მეტად ერთიანია, მით ფართოდ გამოიყურება. 40 კვადრატულ სანტიმეტრში არ ღირს კლასიკის, თანამედროვეობისა და ეგზოტიკის გაერთიანება. თითოეული ნივთი პატარა სივრცეში არა ერთ, არამედ რამდენიმე ფუნქციას უნდა ასრულებდეს. მაგალითად, წიგნების კარადა ტანისამოსის ჩასალაგებელი უჯრებით. ამასთან, კარადებიც ღია ფორმის სჯობს, რადგაც ბევრი დახურული


?$ U/ .4 + - . . ,

European Chairs Salon

www.ton.ge

+ .: 4 4 2 . 5.14/16 % : 2 23 23 74 ( 5. : 2 22 41 23 www.ton.ge


კარი ოთახში დატვირთული იერის შემქმნელია. კარგი მიგნებაა კედელზე სარკის დაკიდება. სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ის ვიზუალურად ადიდებს ოთახს. არსებობს მითი, რომ რაც უფრო ნათელია ოთახი, მით მეტად ტოვებს სიცარიელის შთაბეჭდილებას. არ შეგეშინდეთ ფერების. ხორცისფერი და ნაცრისფერი ტონალობები უფრო მეტად დიდ სახლებს უხდება. ერთ-ერთი ხრიკი ერთი და იგივე ფერის იატაკი და კედლებია. მათ შორის საზღვარი ქრება და კედლები თითქოს ფართოვდება. ამის მოხერხება იატაკზე კედლის ტონალობის მქონე ხალიჩის დაგებითაცაა ხელმისაწვდომი. თეთრი ფერი პატარა სახლს მოცულობით იერს სძენს, თუმცა მისი სიჭარბე უკვე ცივ ელფერს ქმნის. პატარა ბინაში სჯობს გარდერობს ადგილი გამოუნახოთ, ვიდრე ბევრი კარადა დადგათ. თუ საძინებელი მოგრძო ფორმისაა, შესაძლებელია მას ბოლო ნაწილი მოაკლდეს, რითაც ოთახის პროპორცია უფრო მეტად მოიგებს და ზედმეტი კარადის ადგილიც დაიზოგება. იფიქრეთ არასტანდარტულად: თუ საწოლამდე გარდერობის ნაწილის გავლა გიწევთ, ეს პრაქტიკული არჩევანია, რადგანაც დაწოლამდე და ადგომისას მაინც

36

მაისი 2017

უპირველესად ტანისამოსს ვიცვლით. დასაკეცი მაგიდა, რომელიც კედელთან იხურება, საუკეთესო არჩევანია. პრაქტიკული კომბინაცია მისი კარადაში მოთავსებაა. კედელზე გარკვეული აქცენტები საინტერესო როლს თამაშობს: აირჩიეთ ერთ-ერთი კედელი და რამდენიმე ეფექტური დეტალით მორთეთ, ან განსხვავებულ ღია ფერში გადაღებეთ. დანარჩენი კედლები ნეიტრალურ ფერსა და ფაქტურაში უნდა დარჩეს. მომგებიანია


მაისი 2017

37


სასტუმრო ოთახში განთავსებული პატარა, მრგვალი, რბილი სკამი, რომელიც შესაძლოა ყავის მაგიდა, დამატებითი ჩამოსაჯდომი ან ფეხების შემოსალაგებელი გახდეს. რაც მთავარია, ავეჯი რაც შეიძლება წვრილი სილუეტებისგან უნდა შედგებოდეს. მაგალითად, მეტალის სკამები წვრილი ფეხებით თითქმის არ იკავებს სივრცულ ადგილს. დანარჩენი ნივთებიც ასევე მინიატურული ზომის უნდა იყოს. ერთ დიდი ზომის ავეჯთან პატარა დეტალები ნათელ ვიზუალურ კონტრასტს ქმნის. აბაზანაში უპირატესობა მიანიჭეთ ფართო ფილებს. დიდი ფორმის პრიალა ფილები სარკის ეფექტით, სივრცეს გაზრდის და სიღრმის ეფექტს მიანიჭებს. თუ თქვენი ბინა სტუდიოს სტილისაა, ყველა ავეჯს კედელთან ნუ განათავსებთ. თუ ფიქრობთ, რომ ოთახის შუა ნაწილში დარჩენილი ცარიელი ადგილი ოთახს ზრდის, ეს არასწორია. „დახუნძლული“ კედლები უფრო დატვირთულ იერს აძლევს ინტერიერს და პრაქტიკულობასაც აკლებს. გამჭვირვალე მასალები, როგორებიცაა შუშა და აკრილი, მცირე ბინისთვის იდეალური ვარიანტია. შუშის ავეჯი, თავის ფუნქციასთან ერთად, ოთახის იერსახეს ამსუბუქებს. 38

მაისი 2017

ერთ-ერთი მთავარი ეფექტი ოთახის კედლებზე ოპტიკური ილუზიის შექმნაა. არ შეგეშინდეთ ფართო გამოსახულებების გამოყენება ინტერიერში. ისინი ოთახს ინდივიდუალობას მატებენ. ამასთან, ოპტიკური ილუზიის მქონე კედლები და იატაკი მოცულობითი ხასიათისაა. გრძელი ნივთები კიდევ უფრო გაახალისებს თქვენი ოთახის დეკორს. ავეჯი, რომელიც „გვაიძულებს“ ზემოთ ავიხედოთ, ერთ-ერთი მომგებიანი ხრიკია. მაღალი სანათი ან ჭერამდე დაკიდებული ნახატები, პატარა, მყუდრო მისაღებ ოთახს მეტ მოცულობას სძენენ. სქელი ფარდები, მთელ კედელზე განთავსებული თაროები და ლამაზი ჭაღი, მსგავს მიზანს ემსახურება. მაღალი ჭერის შემთხვევაში, ოთახში მცირე მეორე სართულის მოწყობაც შეიძლება და შედეგად, სავარძლის თავზე საწოლის დადგმას შეძლებთ. მცირე ფართობის ბინები არაა მიზეზი უარი ვთქვათ თამამ დიზაინერულ ექსპერიმენტებზე. ორ, სამ თუ ოთხ ათეულ კვადრატულ მეტრში სავსებით შესაძლებელია კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო პირობების შექმნა.


მაისი 2017

39


ფუტურიზმი და მეტალი დეკორში ინტერიერში მეტალი პოპულარობის პიკზეა – ულტრამინიმალიზმიდან კლასიკამდე. ის დღემდე პროფესიულ სამზარეულოსთან ასოცირდება. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ამ ფაქტურას საკუთარი სტატუსი უკვე შეეცვალა: მეტალით რთავენ ავეჯს, კედლებსა და ჭერსაც კი. ხანდახან, მეტალი ინტერიერის მთავარ დეტალადაც იქცევა, ამიტომ მის მიმართ მეტი ყურადღება გვმართებს. როგორ უნდა გამოვიყენოთ მეტალი თანამედროვე სახლში? ბევრი მიზეზია იმისთვის, რომ მეტალისგან დამზადებული ავეჯი და დეკორაციები შევიყვაროთ. ოქროსფერი და ვერცხლისფერი ტონალობები ოთახს მდიდრულ განწყობას, ხოლო ცივი ფოლადისფერი – თანამედროვეობის ელფერს შემატებენ. მთავარია არ გადააჭარბოთ და მეტალის დეტალები ოთახის ცენტრალურ ფიგურებად არ აქციოთ. მეტალის დეკორატიული აქცენტებისთვის არაა აუცილებელი უშუალოდ მეტალი გამოიყენოთ. ეფექტის მიღწევა მისი ფერების თამაშითაცაა შესაძლებელი. არ შეუშინდეთ რამდენიმე სხვადასხვა მეტალის აქსესუარის გამოყენებას. ოქროსგან და ფოლადისგან განსხვავებით, სპილენძი უნივერსალურია: ამ მეტალის წარმატებული გამოყენების მაგალითებს მინიმალიზმში, სკანდინავიურ და ინდუსტრიულ დიზაინში შევხვდებით. მეტალისგან დამზადებული ბუხარი შინ განსაკუთრებულად მყუდრო ატმოსფეროს შექმნის. თუ ბუხარი ნამდვილია, მაშინ მეტალი უფრო მეტად შეგინარჩუნებთ სითბოს ოთახში. მეტი განუმეორებლობისთვის, მეტალის ბუხარს ამავე მასალის სავარძელი დაუმატეთ. თუ დიდი სახლი ან დუპლექსი გაქვთ, მეტალის კიბეები ერთ-ერთი საინტერესო დიზაინერული გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება სხვა მასალებს, მეტალი არაჩვეულებრივი „მეზობელია“. მას შეუძლია შეთანხმებულად იარსებოს აგურთან და ეს შეხამება ინტერიერში მართლაც გასაოცრად გამოიყურება. 40

მაისი 2017

ყველაზე ბრწყინვალე ვარიანტი შუშისა და მეტალის ტანდემია. მეტალი იმედის, სტაბილურობისა და ძალის გამოხატულებაა, შუშა კი პირიქით – სიმარტივისა და სიმსუბუქის. ასეთი ინტერიერის შემხედვარე თავდაჯერებულობის განცდა გეუფლებათ. მეტალი და შუშა კარგად გამოიყურება კარებისა და ფანჯრების დიზაინზეც. მეტალი ხის ინტერიერშიც თავისუფლად იკავებს ადგილს. განსაკუთრებულობით, მეტალს ნებისმიერ შენობაში შეუძლია სითბოსა და სიმყუდროვის შემოტანა. მისი პრიალა საფარის მეშვეობით, დეკორში სინათლის თამაშიც ორიგინალურია. ბევრი მეტალი ინტერიერში ზედმეტია, ამიტომ რამდენიმე სახის


მაისი 2017

41


დეტალი უკვე რესპექტაბელურ ატმოსფეროს შექმნის. საძინებელში, საწოლის გარშემო, მეტალის კარკასი ამჯობინეთ. თანამედროვე ინტერიერში ასევე ფართო გამოყენებას მეტალის მოზაიკა ჰპოვებს, რომლითაც ხშირად სამზარეულოს რთავენ. მეტალს ინტერიერში, როგორც წესი, მკაცრი ხასიათი შემოაქვს. თუმცა, თბილი ტონალობებისა

42

მაისი 2017

და მხატვრული ხედვის დახმარებით, მისგან პრაქტიკულად ყველაფრის მიღება შეიძლება: მეტალი მოდური აქსესუარი გახდება როგორც ცივი მინიმალიზმისთვის, ასევე მყუდრო კლასიკისთვის. მეტალის ინტერიერი დიდხანს სასიამოვნოდ გამახსოვრდებათ თქვენ და თქვენს სტუმრებს. ფუტურიზმი მარტივი, ლაკონური, მაგრამ ამავე


დროს ორიგინალური სტილია ინტერიერში. მას ძირითადად არაორდინარულად მოაზროვნე ადამიანები ირჩევენ, რომლებიც მოდას ფეხს აქტიურად უწყობენ. სანამ რემონტს ამ სტილში გადაწყვეტთ, მისი ყველა დეტალი დაკვირვებით უნდა გაიაზროთ.

ფუტურიზმში დომინანტი ფერი თეთრი და მისი ტონალობებია. მკრთალი და ამრეკლავი მასალები ქმნის ილუზიას, თითქოს ოთახში ბევრი ფერია. ინტერიერს შესაძლოა კედლებზე ავანგარდული ნახატები დაემატოს, ავეჯზე ნათელი დეტალები, იატაკზე კი – გეომეტრიული ფორმის ხალიჩები.

ფუტურისტული სტილი გამოყენებით ხელოვნებასა და ლიტერატურაში XX საუკუნის დასაწყისში იტალიელმა პოეტმა ფილიპო მარინეტიმ დაამკვიდრა. ინტერიერში კი პოპულარობას სტილმა ოდნავ გვიან – კოსმიური ერის განვითარებისას მიაღწია.

კედლებზე შპალერი მიუღებელია. კარგი ალტერნატივა თეთრი საღებავით შეღებვა ან გლუვი ზედაპირის მქონე პლასტიკური პანელების გამოყენებაა.

კარების მომრგვალებული ფორმები, არაპროპორციული დაგეგმარება, ასიმეტრიული კუთხეები, ნეონის განათება, დეკორის მინიმალიზმი და სტილისთვის თანდაყოლილი დეტალები – ეს ფუტურიზმია. იგი მეტწილად არქიტექტურის სტრუქტურაზეა ორიენტირებული, თუმცა არაორდინარული კონსტრუქციების გარეშეც მიიღწევა შინ მსგავსი ატმოსფერო. არ გაგიკვირდეთ, თუ რემონტის შემდეგ სახლი გალაქტიკათაშორის არსებული კოსმიური ხომალდის სალონად იქცევა.

უცნაური და ორიგინალური ავეჯი ფუტურისტულ სტილში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. არანაირი მახვილი კუთხეები და მკაცრი ფორმები. პირიქით – ავეჯი მსუბუქ, მრავალფუნქციურ და არაორდინარულ ფორმებშია წარმოდგენილი. ტექსტილის ელემენტებს მეტალისა და შუშის მასალები ცვლის, ფანჯრის გასაფორმებლად კი ჟალუზი გამოიყენება. სინათლე რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს. ყველანაირი ფორმისა და მოდიფიკაციის სინათლის წყაროა მისაღები: ჰალოგენის ნათურებიდან

მაისი 2017

43


დაწყებული, ავეჯში ჩაშენებული და იატაკზე მორგებული სანათებით დამთავრებული. განათების სწორი დაგეგმვით ინტერიერის გამოყოფილ დეტალებზე ვამახვილებთ აქცენტს და ამავდროულად, ოთახს ზონებად ვყოფთ. დღის სინათლე პრაქტიკულად არ გამოიყენება. უფრო ჰარმონიულად მეტალისა და შუშის ჭაღები გამოიყურება. რაც შეეხება სანათების ფერთა გამას, ცივი, კოსმიური ტონალობებია მიზანშეწონილი. მაგალითად – ცისფერი და იასამნისფერი. ფუტურიზმი ერთ-ერთი მიმართულებაა ინტერიერში, რომელიც დეკორატიული ელემენტების სიუხვეს უარყოფს, ალტერნატივად კი ტექნიკის ბოლო მიღწევებს გვთავაზობს. თანამედროვე აღჭურვილობა ყველა ოთახს უნდა ამშვენებდეს და ყურადღებას სათანადოდ იპყრობდეს.

44

მაისი 2017


მაისი 2017

45


იაპონელი ოსტატები „ჭკვიან სკამს“ გვთავაზობენ ავეჯის ერთ-ერთი საუკეთესო იაპონელი ოსტატი კიო იასუდა იაპონიის „პირველ დიზაინერთან“ – შიგეკი მიამოტოსთან ერთად ავეჯის საინტერესო კოლექციას ქმნის. SOLARIS-ს გამოკვეთილი კონცეფცია აქვს: „სკამი, რომელიც მომავალი საუკუნეების „მესიჯებს“ ატარებს“. ოსტატებს ხე შთააგონებთ – მასალა, რომელსაც მათი აზრით მარადიული ძალაუფლება აქვს. ისინი წარმატებით ახერხებენ გამჭვირვალე უჟანგავი აკრილის ხესთან შერწყმას. SOLARIS 49 განსხვავებული ხის მასალისგან მზადდება. მათ შორის, იშვიათი სახეობის ბრაზილიური ვარდისგან, აბანოზისგან და პარიზის შანზ-ელიზეზე არსებული ჯიშის ხეებისგან. მიამოტო და იასუდა განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევენ სპეციალურ მასალებს და თითოეული მცენარის უნიკალურობისა და ფერთა გამის საოცარ ბალანსს ახდენენ.

SOLARIS არა მხოლოდ ლამაზი და კარგად აწყობილი ავეჯია, არამედ საოცარი კომფორტულობითაც გამოირჩევა: სკამია, რომლის მეშვეობით ყოველდღე ისიამოვნებ და შესანიშნავად დაისვენებ. არტისტები შეუდარებელი ხარისხის კოლექციებს არა მარტო იაპონიის ბაზარზე, არამედ მთელი მსოფლიოს გარშემო გვთავაზობენ. 2017 წლის 4-9 აპრილს, SOLARIS-მა მილანის ერთერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დიზაინის მუზეუმში – Triennale-ში გაიმართა. 46

მაისი 2017


მაისი 2017

47


დაისვენე მშვიდ და სასიამოვნო გარემოში

დავით აღმაშენებლის გამზირი 68 ტელ: +995 599 12 18 92 48

მაისი 2017


მაისი 2017

49


ადგილი, სადაც თქვენს მაქსიმალურ კომფორტზე და სიმშვიდეზე ზრუნავენ. გაატარე დრო სასიამოვნოდ საოცარ ადგილას, რომელსაც „ეკო გარდენი“ ჰქვია

50

მაისი 2017


მაისი 2017

51


ინოვაციების გამოფენა 2017 წლის 24-27 ივნისს, ფრანკფურტში საერთაშორისო გამოფენის პლატფორმა გაიხსნება. ღონისძიების სივრცე სხვადასხვა სტილის საგამოფენო ნაწილებს დაეთმობა, რისი დამსახურებითაც არაორდინარული შინაარსისა და მოდური დიზაინის მქონე გამოფენა უამრავი სხვადასხვა კატეგორიის დამთვალიერებელს მოერგება. ფრანკფურტის ამ თანამედროვე ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ნივთები და დიზაინის დეტალები ჩვეულებრივი მყიდველის როლში მყოფი საზოგადოებისთვის. ასევე ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაეთმობა მაღაზიების მფლობელებისა და გაყიდვის სფეროს ინტერესების დაკმაყოფილებასაც. საგამოფენო დარბაზებში 9.0 და 11.0 თქვენ იხილავთ საიუველირო სფეროს ახალი ტრენდებისა და დიზაინის მცირე სერიებს. დარბაზში 9.0 თქვენ შეხვდებით ახალგაზრდა ტალანტების პროგრამის მონაწილე დეკორატორების გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება მათი პროდუქტების 52

მაისი 2017

რამდენიმე პატარა სერია, რომელიც უნიკალურ და ელეგანტურ დიზაინს მიეძღვნება. 11.0 საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს ძვირფასეულობის დიზაინერებს, სადაც ისინი ამ სფეროს თანამედროვე იდეების დიზაინსა და ტენდენციებს წარმოადგენენ. გამოფენაზე ფლორისტების კონგრესიც მოეწყობა, სადაც დეკორაციებისა და გარე გაფორმებებისთვის უამრავი საინტერესო იდეა იქნება წარმოდგენილი. შეხვედრას 30-ზე მეტი დეკორაციის დიზაინერი და ფლორისტი დაესწრება 10 ქვეყნიდან და მთავარი განხილვის თემა ძირითადად ფლორის დეკორატიული გაფორმების ტექნიკის სახეობები იქნება. ასევე, პარალელურად დამთვალიერებლებს თემატურად შეხამებული დიზაინის დათვალიერებაც შეეძლებათ, სადაც აივნების, ტერასებისა და ბაღების მოწყობის იდეები და ფართო ასორტიმენტი იქნება გამოტანილი. ამ ყველაფერს ტრადიციული იაპონური კარიბჭეც გააფორმებს. სპეციალური სივრცე დაეთმობათ მაღაზიების


მფლობელებს, რათა მოირგონ მყიდველის როლი და გაიცნონ ახალი ტენდენციები – იმისთვის, რომ მათი სერვისი უფრო თანამედროვე და მიმზიდველი გახადონ მომხმარებელთათვის. ისინი გაეცნობიან ორ სხვადასხვა განყოფილებაში წარმოდგენილ იდეებს, რჩევებსა და ინსტრუქციებს, თუ როგორ აქციონ პატარა მაღაზია უახლესი დიზაინის მატარებელ ტრენდულ ადგილად. ფრანკფურტის ეს თანამედროვე გამოფენა ასევე მოდისა და აქსესუარების ახალბედა კომპანიებსაც მისცემს თავის წარმოჩენის საშუალებას. საკუთარი პროდუქტების ელეგანტურობისა და მიმზიდველობის დამტკიცებას ისინი ეფექტურად განახორციელებენ და სხვადასხვა შოუსა თუ დემონსტრირებას გამართავენ. ღონისძიების სივრცის 80% უკვე დაჯავშნილია. მონაწილეობისა და დასწრებისთვის გამოყოფილი ბილეთები 4 კატეგორიად არის დაყოფილი. საკუთარი პროდუქტისა და გამოფენის გამართვის მსურველი კომპანიების გადასახადი 950 ევროა, ხოლო არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს 250 ევროდ შეეძლებათ მონაწილეობა. დასწრების ნებისმიერი მსურველი 120 ევროდ შეძლებს გამოფენაზე შესვლას.

აღნიშნული კატეგორიების ყველა წარმომადგენელს საშუალება ექნება წინასწარ განახორციელოს ყველა იმ ტრენდული პროდუქტისა და ნივთის შეკვეთა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მომავალში გამოვა. მეტი ინფორმაცია და ფოტოები: http://tendence.messefrankfurt.com/journalists www.twitter.com/tendencefair www.facebook.com/tendencefair

მაისი 2017

53


ვენეციური სტილი ინტერიერში: პომპეზურობაში მოგზაურობა ვენეციური სტილი სხვადასხვა კულტურისა და ისტორიული ეპოქის შერწყმაა. სტილი, რომელშიც უნიკალური და განუმეორებელი არქიტექტურის ქალაქმა – ვენეციამ დატოვა თავისი ანაბეჭდი. იტალიურმა ქალაქმა ფორმებში ელეგანტური სიმდიდრე, კლასიკური ძალაუფლება, ფორმათა გრაციოზულობა და პროპორციათა სრული ჰარმონია აღბეჭდა. რომანტიზმში, სიმდიდრეში, ნათელ ფერებსა და თეატრალურ სილამაზეში ვენეციას რომელიღაც სხვა ქალაქი ძნელად თუ შეეჯიბრება. ოდესღაც ეს ქალაქი ინტრიგის, ძალაუფლების, სიმდიდრისა და ხელოვნების დედაქალაქი იყო. ინტერიერში წარმოდგენილი ვენეციური სტილი, სწორედ იმ ეპოქის ნაწილს ატარებს, როცა ქალაქი ისტორიული 54

მაისი 2017

მოვლენებისა და შემოქმედებითი მიღწევების ცენტრი იყო, რომელსაც მომავალში იტალიურ აღორძინებას დაარქმევდნენ. ვენეციური სტილის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ფერადი პალიტრაა. მდიდარი გამა ვენეციური ცხოვრების სპეციფიკასა და სიღრმეს გადმოსცემს. ყვითელი, მუქი მწვანე, ოქროსფერი თუ რძისფერი – ეს ფერები სამხრეთული მზის ფერებია. მწვანისა და ცისფრის მრავალფეროვანი ტონალობები კი ვენეციური სტილის სინატიფეს აყალიბებს. ფერები, რომლებსაც ინტერიერის გაფორმებისთვის იყენებენ, მრავალფეროვანი და ღრმაა. მდიდარი ტონალობების შერწყმა სწორედ იმ ატმოსფეროს ქმნის, რომელშიც ვენეციელები ცხოვრობენ.


მაისი 2017

55


სახლის ვენეციურ სტილში გაფორმება სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის, სიმდიდრისა და თანამედროვეობის არაჩვეულებრივი შერწყმაა. აქ რომანტიკული სტილის სინატიფე და ბაროკოს სიმდიდრე თანაბარ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ინტერიერში მორთულ თაღებს, ფრესკებს, სვეტებს, ნახევრადმომრგვალებულ ნიშებსა და ვიწრო ფორმის ფანჯრებს განასხვავებენ. დღეს იშვიათობას არც მრავალფეროვანი ვიტრაჟები წარმოადგენს. კედლების გამოსაყოფად ბაროკოს სტილის ფონი გამოიყენება, რომლებზეც ვენეციის ხედებია აღბეჭდილი. კედლები და ჭერი, როგორც წესი, ერთი ფერითაა წარმოდგენილი. ჰოლს, დერეფნებს, აბაზანასა და აუზს მოზაიკით ან ნატურალური ქვებით რთავენ. იატაკი კი ყველაზე ხშირად მარმარილოთია გაფორმებული. ვენეციური სტილისთვის მარმარილო განსაკუთრებული ელემენტია და ბუხრისა თუ კიბეების გაფორმებაშიც აქტიურად გამოიყენება. რაც შეეხება ჭერს, აქ ყოველთვის მაღალი ჭერი გვხვდება. ეს ვენეციური სტილის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ის შესაძლოა უბრალოდ თეთრი დარჩეს. შესაძლებელია ბათქაშით გაფორმდეს. ვენეციური სტილის ინტერიერისთვის ავეჯი მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ხით მზადდება და ძვირფას ხავერდს ან აბრეშუმს იმატებს. მდიდრულად მორთული კარადები ინტერიერს იდეალურად ერგება და მის ელეგანტურ პომპეზურობას წარმოაჩენს. ვენეციური სტილის ავეჯი ძვირფასი და ხანდახან ანტიკვარულია, რომელიც ფორმით, მოცულობითა და გაფორმებით გამოირჩევა. ავეჯი აქ უკვე ხელოვნების ნიმუშია. ვენეციური სტილი მინიმალიზმს ვერ იტანს – ავეჯი ბევრი უნდა იყოს: ბრწყინვალე სავარძლები, დივნები, სკამები, მასიური კარადები ძველი წიგნებით. ვენეციურ ინტერიერს შესაძლოა ბაროკოს დეტალებიც დავუმატოთ, რადგანაც ამ ორ სტილს საერთო მახასიათებელი ნიშნები აქვთ. სარკეების სიჭარბე ვენეციური სტილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ვენეციური ინტერიერის სახლი უამრავი სარკისა და ძვირფასი ჩარჩოების გარეშე, რომლებიც ჭაღის გაფორმებაშიც კი გამოიყენება. ვენეციელი სარკის მჭრელები დეკორის ამ ელემენტის წარმოებით განთქმულნი იყვნენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვენეციური სტილის სიყვარული ძველი ნახატების მიმართ. მათი 56

მაისი 2017

ასლებით აუცილებლად უნდა გაფორმდეს კედლები. ვენეციურ დეკორში რკინის სანთლებს, ცნობილ მხატვრულ ნამუშევრებს, ფაიფურის ჭურჭელს და ძველ საათებსაც შეხვდებით. და რა თქმა უნდა – ვენეციური კარნავალის ნიღბებს. ინტერიერის დიზაინის ეს უცვლელი ატრიბუტი ყოველთვის ამ რომანტიკული და იდუმალი ქალაქის მოგონებებს გაგიღვიძებთ. ჭურჭლის კოლექცია ვენეციური ინტერიერის სახლის პატრონისთვის სიამაყის სიმბოლოა. სტუმრების


გემრიელად გამასპინძლება ვენეციელების მენტალიტეტშია, რისთვისაც სათანადო დემონსტრირებაც სჭირდებათ. ვენეციური ინტერიერი ერთ-ერთ ბრწყინვალე სტილად მიიჩნევა, რომელიც რომანტიზმსა და სიმდიდრეს, სიძველესა და თანამედროვეობას აერთიანებს. ინტერიერის ვენეციურ სტილში გადაწყვეტისას, მხედველობაში იქონიეთ თქვენი მოთხოვნები, რადგანაც ისინი ინტერიერს ისე შეუთავსოთ, რომ არც საკუთარი სურვილები დაკარგოთ და სასურველი შედეგიც მიიღოთ.

ვენეციური ატმოსფერო ნებისმიერს გააოცებს, ვინც ერთხელ მაინც შეხვდება მას. სწორედ ამიტომ, ინტერიერში ამ ქალაქის გარემო განსაკუთრებულ იერს იძენს. ვენეციური სტილით წარმოდგენილია როგორც ელიტური კოტეჯები ქალაქგარეთ, ასევე ქალაქის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინები, და ისინი ერთნაირად განუმეორებელი კლასიკური სილამაზის შეგრძნებას ქმნის ინტერიერში. სწორედ საოცარი და ამოუცნობი მიზიდულობის გამო, ვენეციური სტილი წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტად იხვეჭს პოპულარობას. მაისი 2017

57


58

მაისი 2017


• ¢ • ¡ • • ¢ • ¢

info@archi.ge

www.archi.ge

/archigroupdevelopment


DECOR

BOOK

Beliashvili Str. 77 0159 Tbilisi Tel. +995 (0) 790 728 728 e-mail: oriontbilisigeorgia@gmail.com Pirosmani Str. 18 6015 Batumi Tel. +995 (0) 790 725 724 e-mail: orionbatumigeorgia@gmail.com


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.