OK! HEALTH& BEAUTY BOOK

Page 1

HEALTH & BEAUTY BOOK


detraleqsi 1000 mg ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარე ნუნისის წყლის ხეობაში, ბალნეოკლიმატური კურორტი ნუნისი მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე; ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – ჰავა და მაღალი ტუტიანობით გამორჩეული წყალი, რომლის მკურნალი ძალის საიდუმლო მისსავე შემადგენლობა გახლავთ.

franguli venotonuri preparati qronikuli venuri daavadebis da buasilis samkurnalod rekomendebuli msoflios wamyvani eqspertebis mier

* simptomebis swrafi da efeqturi moxsna * daavadebis progresirebis Seferxeba * martivad misaRebi forma - 1 tableti dReSi

vreT areSe! o x ic tis g or komf

dis

საქმე ისაა, რომ ნუნისის წყალს დაბალი მინერალიზაცია და მაღალი ტუტიანობა (pH8,3) ახასიათებს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანის დაავადებები (ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, ეგზემა, დერმატიტი და სხვ.) აწუხებთ. ნუნისის წყალს ასევე ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს – ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ალამაზებს და აახალგაზრდავებს კანს, ახალისებს ორგანიზმს.

Nunisi Park Hotel & Spa კურორტის მის: დაბა ხარაგაული, წერეთლის ქ.10; ტელ: 2 47 52 02; 599 52 02 28 ელ.ფოსტა: nunisiparkhotelandspa@gmail.com; facebook.com/Nunisiresort გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს


სარჩევი უახლესი დანიური აპარატი

6

„ავერსის კლინიკაში“ „ავ

6 საუკეთესო აპლიკაცია ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის

ინოვაცია „ავერსი-ფიტნესში“

EMS-ვარჯიში EMS-ვარჯიშს აქვს „კოსმოსური წარმოშობა“ – იგი შეიქმნა კოსმონავტებისთვის, რათა უწონადობის მდგომარეობაში არ განვითარებოდათ კუნთის სისუსტე, ატონია. მეთოდის გამოყენების არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა – თავდაპირველად, აღდგენით თერაპიასა და სპორტულ მედიცინაში. ათიოდე წლის წინ კი, გერმანელმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა ამ მეთოდის საფუძველზე შექმნეს სავარჯიშო დანადგარი, რომლის პოპულარობა დღითი დღე იზრდება ფიტნესინდუსტრიაში – როგორც გერმანიაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

განვითარებადი ტექნოლოგიების სამყაროში უკვე ყველაფრის აპლიკაცია არსებობს: საკვებისა თუ ტაქსის გამოძახება, ბანკის ანგარიშის შემოწმება, ნაბიჯებისა და გავლილი კილომეტრების დათვლა... არც ჯანმრთელობაზე ზრუნვაა გამონაკლისი. ჩვენს სმარტფონს უკვე პირადი მწვრთნელის ფუნქციების შეთავსება შეუძლია. რამდენიმე აპლიკაციის გადმოწერით, ფაქტობრივად იგივე შედეგებს აღწევთ, რომელსაც ფიტნეს-ცენტრში სიარულით მიაღწევდით.

EMS-ვარჯიშის მაღალ ეფექტურობას, ტრადიციულ ფიტნესთან შედარებით, განაპირობებს შემდეგი: • კუნთი ასრულებს 10-ჯერ მეტ სამუშაოს დროის იგივე მონაკვეთში • ვარჯიშის განმავლობაში მუდმივად მუშაობს 530 კუნთი ადამიანის 650 კუნთიდან. მათ შორის – ღრმა კუნთები. აგონისტი და ანტაგონისტი კუნთები ერთდროულად მუშაობენ, მაგალითად – ბიცეპსი და ტრიცეპსი. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ფიტნესით შესაძლებელია კუნთების მხოლოდ 10-15%-ის 5%-ის დატვირთვა.

STRONGLIFTS 5X5 (STRONG: EXERCISE GYM LOG, 5X5) ფიტნეს-ცენტრში ყოფნისას, აზიდვების რიცხვს, ვარჯიშების რაოდენობასა და დასასვენებელ დროს, უკვე აპლიკაცია გიკარნახებთ. საკუთარი ვარჯიშების აღრიცხვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი! ეს აპლიკაცია ნებისმიერ რუტინას გაახალისებს. შემოთავაზებულია კარდიოვარჯიშების ვარიანტებიც და პროგრესის ისტორიაც.

8 „ავერსის კლინიკის“ დერმატო-კოსმეტოლოგიური სამსახური მოსახლეობას სიახლეს სთავაზობს: პირველად ამიერკავკასიაში! Nordlys ellipse (დანია) – უახლესი თაობის ლაზეროთერაპიის აპარატი „ავერსის კლინიკაში“. აღნიშნული აპარატი ფართოდ გამოიყენება დერმატოკოსმეტოლოგიაში და შესაძლებლობას გაძლევთ უმტკივნეულოდ და ეფექტურად მოიშოროთ კანზე განვითარებული ზედაპირული სისხლძარღვები (ე.წ. კაპილარული ბადე), პიგმენტური ლაქები, ფრჩხილის სოკო და სხვ.

გამოცდილი, სერტიფიცირებული ექიმი-დერმატოლოგები. ლაზეროთერაპიის პროცედურის წინ პაციენტს კონსულტაციას უწევს ექიმი-დერმატოლოგი. მის მიერვე განისაზღვრება, თუ რა დოზით, როგორი მეთოდითა და რეჟიმით ჩაუტარდეს პაციენტს მანიპულაცია. მანიპულაცია არის უმტკივნეულო და ეფექტური. პაციენტი ვერანაირ დისკომფორტს ვერ გრძნობს და პრაქტიკულად არ საჭიროებს შემდგომ რეაბილიტაციას. პრობლემიდან გამომდინარე, პაციენტს შეიძლება დასჭირდეს 1-დან 3 პროცედურამდე.

2. STRAVA RUNNING AND CYCLING (SPORTACTIVE GPS RUNNING APP) თუ სირბილსა და ველოსპორტს სერიოზულად მისდევთ, გჭირდებათ აპლიკაცია, რომელშიც მელშიც თქვენი ყველა აქტივობის აღრიცხვას შეძლებთ. სირბილის/ველოსიპედის მართვის ართვის დროს აპლიკაცია ყველანაირ ინფორმაციას აციას მოგაწვდით: დისტანცია, სიჩქარე, დამწვარი მწვარი კალორიები, პულსი და სხვ. ამ ყველაფერს ფერს კი, აპლიკაცია მარტივ სქემაში მოაქცევს.

10

აპარატზე მუშაობენ „ავერსის კლინიკის“

დეტოქსის დიეტა

დეტოქსის დიეტის დაცვისას, უპირველესად ორგანიზმის გაწმენდაზე უნდა ფიქრობდეთ და შემდეგ წონის კლებაზე. მაქსიმალური ეფექტისთვის გარკვეულ ინსტრუქციებს უნდა მიჰყვეთ. ყველა დეტოქს-დიეტა ხილსა და ბოსტნეულს შეიცავს, რომლებიც ბლენდერში მარტივად მზადდება. მსგავსი კოქტეილი და პიურე ფასდაუდებელ ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმის დეტოქსიკაციის დროს განსაკუთრებულად საჭიროა. ჩვეულებრივ, დეტოქს-დიეტა 3-5 დღე გრძელდება. შესაძლოა უფრო დიდხანსაც გასტანოს – ეს დამოკიდებულია ადამიანის ადაპტაციაზე, თუმცა დაუშვებელია მისი 10 დღეზე მეტხანს დაცვა. დეტოქს-დიეტის დროს ორგანიზმი ტოქსინებისგან თავისუფლდება, ამიტომ უარი უნდა თქვათ მაღალკალორიულ პროდუქტზე. ამ დიეტისთვის სპეციალური მომზადებაა საჭირო. მის დაწყებამდე 10 დღით ადრე, მცენარეულ საკვებზე გადადით. რაციონი შვრიის ფაფით, ბოსტნეულით და მჟავე ხილით შეავსეთ. იმისთვის, რომ დიეტისთვის სათანადოდ მოემზადოთ, ამ პერიოდში ხშირი კვება დაიწყეთ – პატარ-პატარა პორციებით. არ იკვებოთ საღამოს 8 საათის შემდეგ. მოსამზადებელ პერიოდში უარი თქვით ალკოჰოლზეც. დეტოქს-დიეტისთვის რეკომენდებული პროდუქტებია: ვაშლი, ბროკოლი, ჭარხალი, სატაცური, ბროწეული, ყურძენი, შავი ქლიავი და ზღვის კომბოსტო.

მწვანე ჩაი კი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და მოგვიანებით უნდა მიირთვათ. არსად იჩქაროთ და თითოეული ლუკმა ნელა ჩაკბიჩეთ. დეტოქს-დიეტის დაცვა დასვენების დღეებშია სასურველი, რათა სთვის სამსახურის სტრესმა არ იმოქმედოს. ქალისთვის ში მენსტრუალური ციკლის პირველსავე ფაზაში საუკეთესო ვარიანტია მე-3 ან მე-5 დღეს. მარტივი ქს-დიეტის ვარჯიშები, იოგა და ცხელი აბაზანა, დეტოქს-დიეტის შემადგენელი კომპონენტებია. სერიოზულ ფიტნესს ამ დიეტის დროს ერიდეთ. მისი დასრულების ის შემდეგ, რაციონს უცხიმო ცილოვანი პროდუქტები, უქტები, მარილი, სანელებლები შემატეთ და ნახშირწყლების რწყლების რიცხვიც გაზარდეთ. თანდათანობით ჩვეულ ლ რაციონს დაუბრუნდით.

22

დღის რაციონის მაგალითები: მწვანე სმუზი (ვაშლი, ბანანი, მსხალი, ისპანახი, ლიმონის წვენი) – 250 გრამი, 132 კალორია სალათი ვაშლით, ფინიკით, ისპანახით, ავოკადოთი, გოგრის მზესუმზირით – 100 გრამი, 211 კალორია ბოსტნეულის კოქტეილი – 250 გრამი, 177 კალორია ბანანის ბლინები – 120 გრამი, 459 კალორია სუფი წითელი წიწაკით – 250 გრამი, 443 კალორია ორაგული – 200 გრამი, 254 კალორია ჰოლივუდის ცნობილი ლამაზმანი გვინეტ პელტროუ არასოდეს მალავს იმ წესებს, რომლებიც ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება. წლის დასაწყისში,

შთამაგონებელი ფილმები და წიგნები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის!!

ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები

26

ხანდახან შთაგონება გვჭირდება, რათა ჯანსაღ ცხოვრებას მივდიოთ. ბში და ამ შთაგონებას ხშირად ვაწყდებით ფილმებსა თუ წიგნებში მოტივირებულნი საქმეს ინიციატივით ვუბრუნდებით. დღეს, ადამიანების ანაც კვების უმრავლესობას რჩევები სჭირდება სწორი კვებისთვის, რადგანაც ატებული პრობლემა ფართოდაა გავრცელებული. ცნობილი და წარმატებული ადამიანები ცდილობენ თავიანთი საიდუმლოებანი გაგვიზიარონ, ჩვენ კი ისღა დაგვრჩა, მათ რჩევებს მივდიოთ.

როგორ დავიცვათ ბალანსი? ბოლო რამდენიმე წელია ძალიან აქტუალურია სხვადასხვა სახის დაბალნახშირწყლოვანი დიეტა. საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, ნახშირწყლები უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება, თუმცა ბალანსირებული კვება აუცილებელია და მიღებული კალორიების ნახევარი მაინც უნდა შედგებოდეს ნახშირწყლებისგან.

ი ჯანმრთელობასა და

5 შთამაგონებელი ფილმ

ნახშირწყლები ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ზრდის სისხლში შაქრის დონეს. ამის საპასუხოდ, ორგანიზმიდან გამოიყოფა ინსულინი. ეს არის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია შაქრის დონის ბალანსზე. დასარეგულირებლად, ინსულინი მარტივი ნახშირწყლების ცხიმოვან უჯრედებში გადანაწილებას იწყებს. ამის ხარჯზე კი იზრდება ცხიმოვანი მასა.

დიეტის ყოველი დღე დაიწყეთ ოთახის ტემპერატურის მქონე 250 მლ წყლით, რომელსაც ლიმონის წვენი უნდა დაუმატოთ. დეტოქს-დიეტის დროს სასტიკად აკრძალულია ტკბილი, ცხიმიანი, მძიმე საკვები, ყავა და ალკოჰოლი. მხოლოდ წყლისა და მწვანე ჩაის დალევაა დაშვებული. არ მიიღოთ მარილი და სანელებლები. თუ მას 7-10 დღე აგრძელებთ, კვირაში ერთხელ თითო ცილოვანი კერძი დაამატეთ: თევზი, ფრინველი ან ყველი. ხილის ჭამა საკვების მირთმევამდე 20 წუთით ადრეა საჭირო. მცირე პორციები 3 საათის შუალედით უნდა მიირთვათ, ხოლო მაქსიმუმ საღამოს 8-ზე საკვების მიღება უნდა დასრულდეს. დღეში ნახევარ ლიტრზე ნაკლები წყალი დაუშვებელია,

კომპლექსური ნახშირწყლების შემთხვევაში, თანაბრად იზრდება შაქრის დონე. დროის თვალსაზრისით, სწრაფად ხდება კალორიების „დაწვა“, და სწორედ ამიტომ ნახშირწყლები ნაკლებად ხვდება ცხიმოვან ქსოვილებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ნახშირწყლები ენერგიის ძირითადი წყაროა. სხეულისთვის ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება. ცილებისა და ცხიმებისგან განსხვავებით, ორგანიზმს ყველაზე მეტად

ფიტნესზე

FAST FOOD NATION (2006) ფილმი სწრაფი კვების სამყაროში ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს. ერთ-ერთი რესტორნის ქსელის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი იძულებულია რაიმე მოიმოქმედოს, როდესაც აღმოაჩენს, რომ მათი ყველაზე პოპულარული ბურგერი დაბინძურებული ხორცით კეთდება.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად აუცილებელია კარგად ვერკვეოდეთ ნახშირწყლების ტიპებში და სწორად გადავანაწილოთ კვების ყოველდღიურ რაციონში. ნახშირწყლების ბალანსის დროს სხეული წონაში ნელა იკლებს, თუმცა შედეგი დიდხანს ნარჩუნდება.

24

FOOD MATTERS (2008) ფილმი მთლიანად საკვების რაციონის სიჯანსაღეს ეძღვნება. წარმოგვიდგენს იდეას, თუ რა როლს ასრულებს სელექციური დიეტა ადამიანის ორგანიზმის პრობლემებზე. რა იწვევს დიაბეტს, კიბოსა თუ დეპრესიას. დოკუმენტური ფილმის შეძენაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო.

ARYA YOGA - საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის ადგი

ვარჯიში, კვება, ცელულიტთან ბრძოლა

30

15-დღიანი რეჟიმი იდეალური სხეულისთვის

32 როდესაც დაღლილი ხარ, ყოველთვის ეძებ ადგილს, სადაც მაქსიმალურად შეძლებ განტვირთვას. სწორედ ასეთი ადგილია ARYA YOGA. ინდოელი ინსტრუქტორები, ჰიმალაის მთებში მიღებული უნიკალური გამოცდილებით, ფლობენ იოგას ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: აშტანგა, ჰათჰა, ვინიასა... ARYA YOGA ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს უფრო მოდერნიზებულ იოგა-ვარჯიშებს, რომლებიც ორიენტირებულია არა სულიერ, არამედ ფიზიკურ პროგრესსა და დატვირთვაზე. გარდა ამისა, ARYA YOGA-ს დაემატა სხვადასხვა სახის მასაჟი. ესენია: აიურვედული სამკურნალო მასაჟი მთელი სხეულისთვის, არომა-მასაჟი, ღრმა ქსოვილების მასაჟი, თერაპიული მასაჟი, ტაილანდური მასაჟი, სპორტული მასაჟი და ზურგის მასაჟი. აიურვედული მედიცინა ინდური ტრადიციული მედიცინაა, რომლის მიზანი კეთილდღეობის მიღწევაა. იგი არა მხოლოდ ტკივილის შემსუბუქებას, არამედ პრევენციულ მედიცინას წარმოადგენს. მასაჟები სრულდება სხვადასხვა ტიპის თბილი ეთერზეთებით, რაც აუმჯობესებს ცირკულაციას, ასტიმულირებს და აძლიერებს ლიმფურ სისტემას,

34 „ლუმოსი“ ლუმ – იოგა თქვენი ჯანსაღი და კომფორტული ცხოვრებისთვის „ლუმოსი“ თავშეყრის ადგილია ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ იყონ ჯანმრთელნი და ბედნიერნი. რომლებიც ზრუნავენ გარემოზე და შეუძლიათ მხარდაჭერის როგორც მიღება, ისე გაცემა. „ლუმოსი“ აერთიანებს სიყვარულს იოგას, გარემოზე ზრუნვისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიმართ. ეს სივრცე მოწყობილია იმისათვის, რომ ადამიანებს შეექმნათ მშვიდი, ჯანსაღი გარემო ვარჯიშისთვის და განტვირთვისთვის. სტუდიას, სახელი „ლუმოს“, ძვირფასი და საყვარელი წიგნიდან – „ჰარი პოტერიდან“ შეურჩიეს. „ლუმოს“ შელოცვაა, რომლის დროსაც ჯადოსნური ჯოხიდან სინათლის ნაკადი იფრქვევა. ვრცლად იოგას შესახებ ინსტრუქტორ თემო ბესელიას ვესაუბრეთ.

ივლისი 2017

3


ეფექტური ვარჯიში სახლის პირობებში სწორი კვების პარარელურად, აუცილებელია ბელია ფიზიკური დატვირთვა. სხეულის ტონუსიი ხელს უწყობს მარტივ და ბუნებრივ წონის ის კლების პროცესს.

38

ბრტყელი მუცელი: არასასურველი კილოგრამები ოგრამები მანდილოსნებს უმეტესად მუცლის არეშიი უგროვდებათ. ვარჯიშის პარალელურად, დ, აუცილებლად უნდა დაივიწყოთ შემწვარი რი კერძები. ასევე – ტკბილეული და ცომეული. სასურველია რველია

იოგა

ტაილანდური მასაჟი საკუთარ სხეულზე ზრუნვა მუდამ მოდაშია! თანამედროვე გოგონები სპორტს აქტიურად მისდევენ, ჯანსაღ კვებას ცდილობენ, კოსმეტოლოგს სტუმრობენ და სტილისტის რჩევებსაც ხშირად იღებენ. მაგრამ ხანდახან განტვირთვა გვჭირდება, რათა უკეთ გამოვიყურებოდეთ.

40

მასაჟი მოდუნების საუკეთესო საშუალებაა და თან სხეულზე ზრუნვაც გრძელდება. ამ ეფექტის მიღწევის ყველაზე ღირსეული მეთოდი ტაილანდური მასაჟია.

სპო ორტდარ რტდ რბაზი?

რატომ უნდა მივმართოთ ტაილანდურ მასაჟს? ტაილანდური მასაჟის მიზანი მოდუნებაა, რაც საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც ცხოვრების გიჟური წესი აქვს. ეს მასაჟი სტრესზე გამარჯვების საუკეთესო ხერხია, რომელიც ცუდ გუნებას გამოგისწორებთ და ძალის მომატებასაც იგრძნობთ.

ტაილანდში შექმნილი მასაჟის სისტემა ინდოეთისა და ჩინეთის სამედიცინო ტრადიციებს ითვისებს. უძველეს დროს, ბუდისტი ბერებისთვის იგი განკურნების პროცედურა იყო. გრძნობთ, რომ დაკარგეთ სიმსუბუქე და უფრო მალ-მალე იღლებით? ტაილანდური მასაჟი არა მარტო მოდუნების საშუალებას მოგცემთ, არამედ სისხლის მიმოქცევას გაგიუმჯობესებთ, თქვენს მოძრაობას აქტიურს გახდის და სახსრებზე დადებითად იმოქმედებს. მითაცაა სასარგებლო, ტაილანდური მასაჟი იმითაცაა თო ტონუსს არეგულირებს. რომ ორგანიზმის საერთო იგრძნობთ, თუ როგორ იჭიმება კანი, უმჯობესდება დება იმუნიტეტი. რამდენიმე სახის ფერი და ძლიერდება

44

54 48 კრისტიან ლუბუტენის ახალი ფრჩხილის ლაქი და ტუჩსაცხი

ბუნებრივი ნიღბები ძლიერი თმისთვის

როგორ დავიცვათ თავი მზისგან

ალერგიული რეაქცია კოსმეტიკაზეე

სტრესი და ჭაღარა

66

მეზოთერაპია

74

76

68 ზედმეტად ცხელ ამინდში შესაძლოა ადამიანის ორგანიზმის დამცავმა სისტემებმა ვერ უზრუნველყოს სხეულის შესაბამისი გაგრილება და განვითარდეს სითბური დაავადებები. ეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, ზოგჯერ კი, შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დამთავრდეს. სითბური დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა ნებისმიერმა ადამიანმა გაითვალისწინოს საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ რეკომენდაციებს, რათა თავიდან აიცილოთ სითბოსთან დაკავშირებული ავადობა და სიკვდილიანობა. ეცადეთ იყოთ სიგრილეში, კარგად კონდიცირებად გარემოში, რაც პირველ დამცავ ფაქტორს წარმოადგენს სითბოსთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილის პრევენციაში. დღის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე (თუ ექიმი გიზღუდავთ დიდი ოდენობით სითხის მიღებას, ჰკითხეთ, რა მაქსიმალური რაოდენობის სითხის მიღება შეგიძლიათ ცხელი დღეების განმავლობაში). შეზღუდეთ ალკოჰოლი ზედმეტად ცივი წყალი (შესაძლოა და ზედმეტად ტკბილი სასმელის მიღება, ასევე –

განვითარდეს კუჭის სპაზმი). მიიღეთ მმინერალები ნ რ ბ და მარილები. ატარეთ ღია შეფერილობის, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი ფერის სათვალეები. სიფრთხილით დაგეგმეთ გარეთ შესასრულებელი სამუშაოები. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებში და მოხუცებში, ცხელ ამინდში, სწრაფად ვითარდება დეჰიდრატაცია. ამიტომ, ხშირად შესთავაზეთ მათ სითხე. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის მზისგან დამცავი ფაქტორი 30 და მეტია. წაისვით იგი მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში. დამცავი კრემის შერჩევა კანის ტიპისა და ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობის შესაბამისად უნდა მოხდეს. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას.

მეზოთერაპია გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მეზოთერაპიის დროს კანში სპეციალური აპარატის მეშვეობით კოქტეილი შეჰყავთ. საამისოდ არსებობს სპეციალური შერეული კომპონენტები, რომლებიც შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავას, ანტიოქსიდანტს. ინიექციის დროს იზრდება სისხლის მიმოქცევა და ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა. ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმის თავდაცვითი

4

ივლისი 2017

ძალები ვეღარ ახერხებს კანისა და სხეულის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას. მეზოთერაპიის არსი სწორედ ის არის, რომ ქსოვილებსა და უჯრედებს მიაწოდოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერებები. „ცოტა, იშვიათად და საჭირო ადგილას“, – ასე ლაკონიურად ჩამოაყალიბა ამოცანა მეზოთერაპიის შემქმნელმა, ფრანგმა ექიმმა მიშელ პისტორმა. ინიექციის გზით ნივთიერების კონცენტრაცია ნარჩუნდება რამდენადმე მეტხანს და კანქვეშა შრეში იქმნება დიდი ხნის სამყოფი მარაგი. ყოველგვარი


ინდივიდუალიზმით გამორჩეული სილამაზის სალონი მყუდრო გარემო, მეგობრული გუნდი და პროფესიონალთა მომსახურება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც შაკო საჯაიას სილამაზის სალონში შეხვდებით და რომელიც კოსტავას 37/39 ნომერში მდებარეობს. შაკო საჯაია: „სილამაზე დეტალებშია, და ყველა იმ დეტალს ვითვალისწინებ, რომელიც აუცილებელია. სალონის ინდივიდუალიზმში ძალიან დამეხმარა ჩემი მეუღლე, რადგან იგი ჩემი მუზაა, სილამაზისა და სინაზის განსახიერებაა. ისეთი გარემო გვაქვს შექმნილი, სადაც ყველა კომფორტულად გრძნობს თავს. ვინც ჩემთან მოდის, ყველას განსაკუთრებულად ვხედავ. ნებისმიერ ადამიანს თავისი თავი სწორად უნდა დაანახო. თმა არის ის ნაწილი, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავს წარმოაჩენს. თმას მოფერება სჭირდება. ყველას ინდივიდუალურ ვარცხნილობას ვურჩევ“. როგორც შაკომ აღნიშნა, სამომავლო გეგმა ბევრია. ასე რომ, ეწვიეთ შაკო საჯაიას სილამაზის სალონს, სადაც საუკეთესო მომსახურებასთან ერთად, გემოვნებიანი მუსიკა ჟღერს, ეს კი განტვირთვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ივლისი 2017

5


უახლესი დანიური აპარატი

„ავერსის კლინიკაში“

„ავერსის კლინიკის“ დერმატო-კოსმეტოლოგიური სამსახური მოსახლეობას სიახლეს სთავაზობს: პირველად ამიერკავკასიაში! Nordlys ellipse (დანია) – უახლესი თაობის ლაზეროთერაპიის აპარატი „ავერსის კლინიკაში“. აღნიშნული აპარატი ფართოდ გამოიყენება დერმატოკოსმეტოლოგიაში და შესაძლებლობას გაძლევთ უმტკივნეულოდ და ეფექტურად მოიშოროთ კანზე განვითარებული ზედაპირული სისხლძარღვები (ე.წ. კაპილარული ბადე), პიგმენტური ლაქები, ფრჩხილის სოკო და სხვ. აპარატზე მუშაობენ „ავერსის კლინიკის“ 6

ივლისი 2017

გამოცდილი, სერტიფიცირებული ექიმიდერმატოლოგები. ლაზეროთერაპიის პროცედურის წინ პაციენტს კონსულტაციას უწევს ექიმი-დერმატოლოგი. მის მიერვე განისაზღვრება, თუ რა დოზით, როგორი მეთოდითა და რეჟიმით ჩაუტარდეს პაციენტს მანიპულაცია. მანიპულაცია არის უმტკივნეულო და ეფექტური. პაციენტი ვერანაირ დისკომფორტს ვერ გრძნობს და პრაქტიკულად არ საჭიროებს შემდგომ რეაბილიტაციას. პრობლემიდან გამომდინარე, პაციენტს შეიძლება დასჭირდეს 1-დან 3 პროცედურამდე.


უახლესი თაობის NORDLYS ELLIPSE აპარატის გამოყენებით შესაძლებელია: • ფოტოგაახალგაზრდავება. 20 წლამდე ასაკში აქტიური ნამზეურის შედეგად ჩნდება პიგმენტური ლაქები, რომელიც დისკომფორტს უქმნის როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს. არსებული აპარატით პაციენტები ამ ლაქებისგან სრულიად იკურნებიან. • ტელეანგიექტაზიების (კანზე განვითარებული ზედაპირული სისხლძარღვების) მკურნალობა. პროცედურა არ ტოვებს კვალს. მაღალეფექტურია როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის კაპილარებისა და კაპილარული ბადის მოსაშორებლად. • „ღვინის ლაქის“ (ე.წ. „ტყლიპის“) მოშორება. ეს არის კანზე არსებული სხვადასხვა ზომის სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი. • აკნესა და როზაცეას (სახის დიფუზური სიწითლის, კვანძოვანჩირქოვანი გამონაყარის) მკურნალობა სხვადასხვა ეტაპზე. • ონიქომიკოზის (ფრჩხილის სოკოს) მკურნალობა. მაღალეფექტური, ინოვაციური მეთოდი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ადგილობრივად, მედიკამენტების, გვერდითი მოვლენებისა და სხვადასხვა შეზღუდვის გარეშე ვუმკურნალოთ ფრჩხილის სოკოს. ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. N27ბ info.clinic@aversi.ge facebook.com/AversiClinic ტელ: (995 32) 2500 700; სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-21:00სთ; შაბათი-კვირა 10:00-19:00 სთ ივლისი 2017

7


ინოვაცია „ავერსი-ფიტნესში“

EMS-ვარჯიში EMS-ვარჯიშს აქვს „კოსმოსური წარმოშობა“ – იგი შეიქმნა კოსმონავტებისთვის, რათა უწონადობის მდგომარეობაში არ განვითარებოდათ კუნთის სისუსტე, ატონია. მეთოდის გამოყენების არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა – თავდაპირველად, აღდგენით თერაპიასა და სპორტულ მედიცინაში. ათიოდე წლის წინ კი, გერმანელმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა ამ მეთოდის საფუძველზე შექმნეს სავარჯიშო დანადგარი, რომლის პოპულარობა დღითი დღე იზრდება ფიტნესინდუსტრიაში – როგორც გერმანიაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

8

ივლისი 2017

EMS-ვარჯიშის მაღალ ეფექტურობას, ტრადიციულ ფიტნესთან შედარებით, განაპირობებს შემდეგი: • კუნთი ასრულებს 10-ჯერ მეტ სამუშაოს დროის იგივე მონაკვეთში • ვარჯიშის განმავლობაში მუდმივად მუშაობს 530 კუნთი ადამიანის 650 კუნთიდან. მათ შორის – ღრმა კუნთები. აგონისტი და ანტაგონისტი კუნთები ერთდროულად მუშაობენ, მაგალითად – ბიცეპსი და ტრიცეპსი. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ფიტნესით შესაძლებელია კუნთების მხოლოდ 10-15%-ის დატვირთვა.


• ვარჯიში სრულდება 7-წუთიანი ლიმფოდრენაჟული მასაჟით, რომელიც განაპირობებს კუნთოვანი ქსოვილის სწრაფ აღდგენას, კანის კვების გაუმჯობესებას და ანტიცელულიტურ ეფექტს. • დახარჯული დროისა და მიღებული შედეგის გათვალისწინებით, EMSვარჯიში 15-ჯერ ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული ფიტნესვარჯიში. EMS-ვარჯიშით უფრო ეფექტურად და მოკლე დროში მიიღება ის შედეგი, რომელიც შესაძლოა მივიღოთ ფიტნესდარბაზში: • წონის კლება • სხეულის კორექცია • კუნთების რელიეფის ფორმირება • კუნთის მასის ზრდა • ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება • ანტიცელულიტური ეფექტი EMS-ვარჯიშის უპირატესობებს წარმოადგენს: • დროის ეკონომია. 25-წუთიანი ვარჯიში კვირაში 2-ჯერ. • სწრაფი შედეგი. ერთი ვარჯიში ცვლის 3-საათიან ვარჯიშს ფიტნესდარბაზში. • შეზღუდვების არქონა. ძვალ-სახსროვან სისტემაზე დატვირთვის არქონის გამო, ვარჯიშის შესაძლებლობა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ხერხემლისა და სახსრების პრობლემები აწუხებთ. მის: ალ.ყაზბეგის გამზ. 16. ტელ: 2 500 700 (5670) სამუშაო საათები: info.clinic@aversi.ge facebook.com/AversiClinic ორშაბათი–პარასკევი 09:00–20:00 სთ. შაბათ–კვირა 10:00–19:00 სთ. ივლისი 2017

9


10

ივლისი 2017


6 საუკეთესო აპლიკაცია ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის განვითარებადი ტექნოლოგიების სამყაროში უკვე ყველაფრის აპლიკაცია არსებობს: საკვებისა თუ ტაქსის გამოძახება, ბანკის ანგარიშის შემოწმება, ნაბიჯებისა და გავლილი კილომეტრების დათვლა... არც ჯანმრთელობაზე ზრუნვაა გამონაკლისი. ჩვენს სმარტფონს უკვე პირადი მწვრთნელის ფუნქციების შეთავსება შეუძლია. რამდენიმე აპლიკაციის გადმოწერით, ფაქტობრივად იგივე შედეგებს აღწევთ, რომელსაც ფიტნეს-ცენტრში სიარულით მიაღწევდით. STRONGLIFTS 5X5 (STRONG: EXERCISE GYM LOG, 5X5) ფიტნეს-ცენტრში ყოფნისას, აზიდვების რიცხვს, ვარჯიშების რაოდენობასა და დასასვენებელ დროს, უკვე აპლიკაცია გიკარნახებთ. საკუთარი ვარჯიშების აღრიცხვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი! ეს აპლიკაცია ნებისმიერ რუტინას გაახალისებს. შემოთავაზებულია კარდიოვარჯიშების ვარიანტებიც და პროგრესის ისტორიაც.

2. STRAVA RUNNING AND CYCLING (SPORTACTIVE GPS RUNNING APP) თუ სირბილსა და ველოსპორტს სერიოზულად მისდევთ, გჭირდებათ აპლიკაცია, რომელშიც თქვენი ყველა აქტივობის აღრიცხვას შეძლებთ. სირბილის/ველოსიპედის მართვის დროს აპლიკაცია ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით: დისტანცია, სიჩქარე, დამწვარი კალორიები, პულსი და სხვ. ამ ყველაფერს კი, აპლიკაცია მარტივ სქემაში მოაქცევს.

ივლისი 2017

11


NIKE+ TRAINING CLUB ამ აპლიკაციაში წარმოდგენილი სავარჯიშოები პროფესიონალი ათლეტებისა და სპორტსმენების მიერაა შედგენილი. დაკვირვებით არჩეულ ფიტნეს-პროგრამას ბრენდის მოდური გაფორმებაც ემატება და საუკეთესო შეჯიბრზე მოხვედრის ილუზიას გვიქმნის. HEALTHTAP თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეკითხვა გაგიჩნდებათ, „ბატონ გუგლს“ აღარ ჰკითხოთ. აპლიკაცია თქვენს შეკითხვას ექიმებთან გზავნის და პასუხი რამდენიმე საათში მოგივათ. მანამდე კი შეგიძლიათ მასში განთავსებული უზარმაზარი სამედიცინო ბიბლიოთეკა დაათვალიეროთ. 12

ივლისი 2017


DEEP SLEEP WITH ANDREW JOHNSON უძილობამ შეგაწუხათ? ეს აპლიკაცია მედიტაციის გზით გთავაზობთ მელოდიური ხმების მოსმენას, რომელიც მშვიდ ძილს მოგგვრით. ჩაძინების ეს ეფექტური მეთოდი იმ გარკვეულ ეტაპებს მოიცავს, რომლებიც ნერვების დამშვიდებას და დაღლილობის მოხსნას იწვევს.

DIETBET დაიკელი წონა გართობით! აპლიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთმანეთს წონის კლებაში ეჯიბრებიან. პროგრესს თავად აპლიკაცია აკონტროლებს. უფასო აპლიკაციაში თანხის მოგებაცაა შესაძლებელი. ივლისი 2017

13


Ane Rosh Beauty Academy დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები. ცუდი კი, უპირველესად, სახის კანზე აისახება – ნარუჯი კანი კარგავს ელასტინს, რომელიც იწვევს მის გაუხეშებას და გამოშრობას. ამის საწინააღმდეგოდ, არსებობს საშუალებები, რომლითაც შეგვიძლია პირვანდელი იერსახის დაბრუნება. Ane Rosh Beauty Academy გთავაზობთ ზაფხულის კოქტეილს თქვენი სახის კანის გასაჯანსაღებლად. ეს გახლავთ 3-ეტაპიანი პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ხორციელდება კანის დეტოქსი, რომელიც გულისხმობს კანის ზედაპირულ გასუფთავებას. მეორე ეტაპი: დამუშავებული ზედაპირი მზადაა „რფ“ სტიმულაციისთვის. თქვენი კანი კოლაგენელასტინით მდიდრდება და იბრუნებს სასარგებლო მინერალებს. მესამე ეტაპი კოქტეილით გაჯერებაა, რომლის სახის კანში ინიექცია ორი მეთოდით ხორციელდება – ელექტროფორაციითა და მიკრონიდლინგით. სპეციალისტი კანის ტიპის შესაბამისად შეგირჩევთ, თუ რომელი მიდგომა იქნება ეფექტური თქვენი კანისთვის. პროცედურა გრძელდება 35-40 წუთი, რომლის შემდეგაც კანი ხდება გლუვი, ნაზი და სასიამოვნო, ამცირებს უპეების შეშუპებას და კანს ახალგაზრდულ, ჯანსაღ იერსახეს სძენს.

კოსმეტოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრი Ane Rosh Beauty Academy არც ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა ამ ინდუსტრიაში, მაგრამ ღირსეულ კონკურენციას უწევს წლების წინ დამკვიდრებულ სხვა ცენტრებს. ფასთან მორგებული პირობები, სასიამოვნო გარემო და პროფესიონალებით დაკომპლექტებული სალონი. კანის მოვლის უახლესი აპარატურული კოსმეტოლოგია გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი კანი ტონუსს არასოდეს დაკარგავს. მოგეხსენებათ, ცხელ სეზონზე სოლარიუმის თუ მზის რუჯი 21-ე საუკუნეში მოდური და ტრენდულია, მაგრამ აქვე არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუჯს აქვს როგორც 14

ივლისი 2017

Ane Rosh Beauty Academy მუდამ მზადაა თქვენი სილამაზის სამსახურისთვის. მის: ფალიაშვილის 98 ტელ: 032 2 47 88 82; 593 35 35 00 Facebook: Ane Rosh Beauty Academy



საუკეთესო რუჯი LUXURA-სგან 2017 წლის დასაწყისი აღინიშნება VDL Luxura Hapro-ს შესვლით ქართულ ბაზარზე, მსოფლიოში წამყვანი ბრენდი სოლარიუმების აპარატების წარმოებაში. Hapro International B.V სოლარიუმის აპარატების მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც წარმოებისთვის ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებს. კომპანიის სპეციალისტები ავითარებენ მრავალფუნქციურ ტექნიკას, რომელიც თავის თავში საიმედოობასა და სტილს აერთიანებს. კომპანია „მილანო“ Luxura Hapro-ს ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანია გთავაზობთ როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურს მოდელებს, და პროფესიულ კოსმეტიკას რუჯისთვის. Luxura-ს სოლარიუმების აპარატები გამოირჩევა რუჯის მიღების სწრაფი და ეფექტური შედეგით, რაც გაძლევთ საშუალებას მაქსიმალურად გამოიყენოთ ნათურების შეზღუდული რესურსი. ჩვენი კომპანიის მისიაა სტანდარტებისა და გარუჯვის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში. კომპანიის მომსახურება შემდეგ შეთავაზებებს მოიცავს: 1. დახმარება აქტიურ და კრეატიულ მარკეტინგში 2. ტრენინგები 3. პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაცია სალონისა და ესთეტიკური ცენტრების იოლი მართვისთვის

მის: მიცკევიჩის ქ. 27 ბ ტელ: 995 558117013, 2 880069 Facebook: milano beuty equipment 16

ივლისი 2017



ანდეთ თქვენი კბილების სიჯანსაღე სტომატოლოგიურ კლინიკა ZEN DENTAL-ს ლამაზი ღიმილი უმთავრესია – ამისთვის კი სწორად შერჩეული სტომატოლოგიური კლინიკაა მნიშვნელოვანი. კლინიკა ZEN DENTAL, რომლის დირექტორი ექიმი-სტომატოლოგი ირენ ზენტეკი გახლავთ, მაღალ ხარისხს და საუკეთესო მომსახურებას გპირდებათ ხელმისაწვდომ ფასად. ირენი OK!-ის სტუმარია და კბილების სიჯანსაღესა და კლინიკის ისტორიაზე გვიამბობს. ვარ შვეიცარიული კომპანია Colteneს ექიმი-კონსულტანტი. რაც შეეხება კლინიკა Zen Dental-ს, 2016 წლის 1 სექტემბრიდან დამოუკიდებლად მუშაობა გადავწყვიტე. ჩემი პრიორიტეტია პაციენტების უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის მასალის გამოყენება და პროფესიული მომსახურება. ჩემი კადრი აუცილებლად კვალიფიცირებული უნდა იყოს. პირადად ვაკონტროლებ მათი მუშაობის ხარისხს. კლინიკაში საუკეთესო ექიმები გვყავს. რითი გამოირჩევა თქვენი სტომატოლოგიური კლინიკა? როგორც ვთქვით, ხარისხით და პაციენტის უსაფრთხოებით. პრიორიტეტი პაციენტის ინტერესის გათვალისწინებაა – როგორც ფინანსური, ასევე ესთეტიკური და ჯანმრთელობისთვის საუკეთესო თვალსაზრისით. ვცდილობ შევარჩიოთ მინიმალურად ინვაზიური მეთოდები, შევთავაზოთ მკურნალობის რამდენიმე ალტერნატივა. მივცეთ სწორი რჩევა და გულახდილად ვილაპარაკოთ შორეულ შედეგებსა და რისკებზე.

მოგვიყევით თქვენ შესახებ... სამედიცინო უნივერსიტეტი 2000 წელს საქართველოში დავამთავრე. 2002 წლიდან კი პრაქტიკული მუშაობა დავიწყე ჯერ ბავშვთა სტომატოლოგიაში, ხოლო შემდეგ მოზრდილებში. ყოველთვის მქონდა სურვილი მემუშავა განსხვავებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ავიმაღლე კვალიფიკაცია და სწავლა უკრაინაში განვაგრძე. 2003 წელს დავიწყე იმ დროისთვის უახლესი სარესტავრაციო ტექნოლოგიების გამოყენება. ასევე აქტიურად ვმონაწილეობდი სწავლის პროცესში, ვატარებდი ტრენინგებს, ვორკშოფებს, რომელსაც დღემდე სიამოვნებით ვაგრძელებ. გარდა უკრაინისა, ტრენინგი გავიარე შვეიცარიაში და გერმანიაში. 18

ივლისი 2017

რა ტიპის მომსახურებებს სთავაზობთ პაციენტებს? ყველანაირს: თერაპიული, ორთოპედიული, ქირურგიული; ასევე ორთოდონტია, იმპლანტაცია. გვაქვს მაღალფასიანი ტექნოლოგიების არჩევის საშუალება. კლინიკაში მოქმედებს ფასდაკლებების სისტემა დიდ სამუშაოებზე, ასევე განვადებები. საქართველოში ბევრი სტომატოლოგიური კლინიკაა. გაგიჭირდათ ადგილის დამკვიდრება? ბევრი კლინიკაა და დიდი კონკურენციაა. პაციენტებიც მეტად ინფორმირებულები არიან – არავინ ირჩევს ექიმს რეკომენდაციის გარეშე. ექიმის სახელი კონკურენტუნარიანია. სიმართლე გითხრათ, 2002 წლიდან უამრავი ვისწავლე და ბევრი


მის: ალმასიანის 19 ZenDental მობ: 555702737

ვიშრომე კარგი ექიმის სახელი რომ დამემსახურებინა. საკმაოდ თავდაჯერებულად გადავდგი ნაბიჯი, რადგან მაქვს ამბიცია იმაზე, რომ მყავს ბევრი ერთგული პაციენტი და მეც მათი ერთგული ექიმი ვარ. რას ურჩევთ მომხმარებლებს იმისთვის, რომ კბილების სიჯანსაღე შეინარჩუნონ? უპირველესად, საჭიროა პროფილაქტიკა. ხშირი ვიზიტი ექიმთან. როგორც წესი, პაციენტი მოგვმართავს ერთი კბილის ჩივილით, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება პირის ღრუში. ჩვენი ვალდებულებაა ჩავუტაროთ სრულფასოვანი კონსულტაცია, შევადგინოთ მკურნალობის გეგმა, ჩავატაროთ დაგეგმილი მანიპულაციების კალკულაცია, მივცეთ რჩევები, თუ როგორ აარიდოს თავი პირის ღრუს დაავადებების განვითარებას და რაც მთავარია – ჩვენთან კონსულტაცია უფასოა. სამომავლო გეგმები?.. ახალგაზრდა ბიზნესია, მაგრამ გაფართოებას ვგეგმავთ – არსებობს ბევრი ახალი ტექნოლოგია, რომელიც სასურველია დაინერგოს. ივლისი 2017

19


არსებობს მსოფლიოში ადამიანი, რომელსაც დაბერება სურს?

გაიცანით – თერმაჟი! არაქირურგიული გზით სიბერის შეჩერების ეს საოცარი ტექნოლოგია 6 წლის განმავლობაში აშშ-ის საუკეთესო ლაბორატორიაში შემუშავდა. კანის სიმკვრივე დამოკიდებულია კოლაგენის ელასტიკურობაზე. ასაკის მატებასთან ერთად, კოლაგენი ეშვება და სახის კანი კარგავს პირვანდელ ახალგაზრდულ სიმკვრივეს. თერმაჟის 1-საათიანი პროცედურა უმტკივნეულოა. რადიოსიხშირული ენერგია აღწევს კანის ყველაზე ღრმა ფენებში, კანის კოლაგენი იბრუნებს სიმკვრივეს, ზედა შრეები დაცულია გაგრილების სისტემით. თითოეულ პაციენტზე გამოიყენება ინდივიდუალური, ერთჯერადი მოოქროვილი საცვი, რომლითაც კონტროლდება რადიოსიხშირის ენერგიის კანქვეშ შეღწევა. თერმაჟი – 0%-იანი განვადებით, 217 ლარი თვეში. განვადება მტკიცდება კლინიკაშივე, მხოლოდ პირადობის მოწმობით.

„მედი“ - საუნივერსიტეტო კლინიკა თბილისი, კოსტავას N52; T: 2 91 00 00


გაიღიმე საოცნებო ღიმილით! CEREC – კბილების კერამიკული რეტავრაცია უნიკალური კომპიუტერული ტექნოლოგიით მასალა: კერამიკა – ჰიპოალერგიული, ბიოინერტული და საიმედო. ესთეტიკა – აბსოლუტურად ბუნებრივი კბილის შესატყვისი. სიზუსტე – მიკრონების დონეზე. სტომატოლოგიური რობოტი – „ცერეკი“ წარმოადგენს სისტემას, რომელიც კბილების აღდგენას და პროთეზირებას ერთი ვიზიტისას ახორციელებს. კომპიუტერულად, მიკრონების სიზუსტით იქმნება ბიოთავსებადი, ბუნებრივი კბილის სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებული გვირგვინები, ჩანართები, ვინირები, ხიდები და ა.შ. მხოლოდ ერთ დღეში მზადდება კონსტრუქცია, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება პაციენტის თანკბილვას, მეზობელი კბილების ფორმას, და ყველაფერი ეს – ანაბეჭდისა და დროებითი კბილის ეტაპების გარეშე. კბილების რესტავრაციისას ადამიანური ფაქტორის როლი მინიმალურია. ძირითად სამუშაოს აპარატი ასრულებს. სპეციალურ პროგრამას შეცდომის ალბათობა ფაქტობრივად ნულამდე დაჰყავს. „ცერეკი“ – ერთი კბილი 0%-იანი განვადებით, 25 ლარი თვეში. განვადება მტკიცდება კლინიკაშივე, მხოლოდ პირადობის მოწმობით.


დეტოქსის დიეტა

დეტოქსის დიეტის დაცვისას, უპირველესად ორგანიზმის გაწმენდაზე უნდა ფიქრობდეთ და შემდეგ წონის კლებაზე. მაქსიმალური ეფექტისთვის გარკვეულ ინსტრუქციებს უნდა მიჰყვეთ. ყველა დეტოქს-დიეტა ხილსა და ბოსტნეულს შეიცავს, რომლებიც ბლენდერში მარტივად მზადდება. მსგავსი კოქტეილი და პიურე ფასდაუდებელ ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმის დეტოქსიკაციის დროს განსაკუთრებულად საჭიროა. ჩვეულებრივ, დეტოქს-დიეტა 3-5 დღე გრძელდება. შესაძლოა უფრო დიდხანსაც გასტანოს – ეს დამოკიდებულია ადამიანის ადაპტაციაზე, თუმცა დაუშვებელია მისი 10 დღეზე მეტხანს დაცვა. დეტოქს-დიეტის დროს ორგანიზმი ტოქსინებისგან თავისუფლდება, ამიტომ უარი უნდა თქვათ მაღალკალორიულ პროდუქტზე. ამ დიეტისთვის სპეციალური მომზადებაა საჭირო. მის დაწყებამდე 10 დღით ადრე, მცენარეულ საკვებზე გადადით. რაციონი შვრიის ფაფით, ბოსტნეულით და მჟავე ხილით შეავსეთ. იმისთვის, რომ დიეტისთვის სათანადოდ მოემზადოთ, ამ პერიოდში ხშირი კვება დაიწყეთ – პატარ-პატარა პორციებით. არ იკვებოთ საღამოს 8 საათის შემდეგ. მოსამზადებელ პერიოდში უარი თქვით ალკოჰოლზეც. დეტოქს-დიეტისთვის რეკომენდებული პროდუქტებია: ვაშლი, ბროკოლი, ჭარხალი, სატაცური, ბროწეული, ყურძენი, შავი ქლიავი და ზღვის კომბოსტო. დიეტის ყოველი დღე დაიწყეთ ოთახის ტემპერატურის მქონე 250 მლ წყლით, რომელსაც ლიმონის წვენი უნდა დაუმატოთ. დეტოქს-დიეტის დროს სასტიკად აკრძალულია ტკბილი, ცხიმიანი, მძიმე საკვები, ყავა და ალკოჰოლი. მხოლოდ წყლისა და მწვანე ჩაის დალევაა დაშვებული. არ მიიღოთ მარილი და სანელებლები. თუ მას 7-10 დღე აგრძელებთ, კვირაში ერთხელ თითო ცილოვანი კერძი დაამატეთ: თევზი, ფრინველი ან ყველი. ხილის ჭამა საკვების მირთმევამდე 20 წუთით ადრეა საჭირო. მცირე პორციები 3 საათის შუალედით უნდა მიირთვათ, ხოლო მაქსიმუმ საღამოს 8-ზე საკვების მიღება უნდა დასრულდეს. დღეში ნახევარ ლიტრზე ნაკლები წყალი დაუშვებელია, მწვანე ჩაი კი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და მოგვიანებით უნდა მიირთვათ. არსად იჩქაროთ და თითოეული 22

ივლისი 2017

ლუკმა ნელა ჩაკბიჩეთ. დეტოქს-დიეტის დაცვა დასვენების დღეებშია სასურველი, რათა სამსახურის სტრესმა არ იმოქმედოს. ქალისთვის მენსტრუალური ციკლის პირველსავე ფაზაში საუკეთესო ვარიანტია მე-3 ან მე-5 დღეს. მარტივი ვარჯიშები, იოგა და ცხელი აბაზანა, დეტოქს-დიეტის შემადგენელი კომპონენტებია. სერიოზულ ფიტნესს ამ დიეტის დროს ერიდეთ. მისი დასრულების შემდეგ, რაციონს უცხიმო ცილოვანი პროდუქტები, მარილი, სანელებლები შემატეთ და ნახშირწყლების რიცხვიც გაზარდეთ. თანდათანობით ჩვეულ რაციონს დაუბრუნდით.

დღის რაციონის მაგალითები: მწვანე სმუზი (ვაშლი, ბანანი, მსხალი, ისპანახი, ლიმონის წვენი) – 250 გრამი, 132 კალორია სალათი ვაშლით, ფინიკით, ისპანახით, ავოკადოთი, გოგრის მზესუმზირით – 100 გრამი, 211 კალორია ბოსტნეულის კოქტეილი – 250 გრამი, 177 კალორია ბანანის ბლინები – 120 გრამი, 459 კალორია სუფი წითელი წიწაკით – 250 გრამი, 443 კალორია ორაგული – 200 გრამი, 254 კალორია ჰოლივუდის ცნობილი ლამაზმანი გვინეტ პელტროუ არასოდეს მალავს იმ წესებს, რომლებიც ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება. წლის დასაწყისში, დიეტოლოგებთან ერთად, თავის საიტზე goom.com იგი დეტოქს-დიეტას აქვეყნებს, რომლებიც ეფექტურ შედეგებს გულისხმობს. წლევანდელი დიეტა 5 დღეზეა გათვლილი. თითოეული საკვების მომზადების მაქსიმალური დრო 20 წუთია. დიეტის დროს დაუშვებელია კოფეინი, შაქარი, ალკოჰოლი, წითელი ხორცი და სოიო. დილა ლიმონიანი წყლით იწყება. საუზმეზე რძეზე დამზადებული ლატე კეთდება. ჭამა კი დღეში 4-ჯერაა მიღებული.


ორშაბათი: შვრიის ფანტელები ვაშლითა და დარიჩინით ბოსტნეულის სალათა მოხარშული ქათმით და კაკლის ზეთით შვრიის ორცხობილა ჩილი ხორცით სამშაბათი: ქათმის ბულიონი კვერცხით 1 მუჭა კაკალი/თხილი და ვაშლი ოსპი თევზით ჩილი ხორცით ოთხშაბათი: მოხარშული კვერცხი, ხრაშუნა დიეტური პური ოსპის სუფი შვრიის ორცხობილა ოთხშაბათი: შვრია ვაშლით სალათა ხრაშუნა დიეტური პური ხუთშაბათი: ქათმის ბულიონი კვერცხით ბოსტნეულის კოქტეილი შვრიის ორცხობილა ჩინურად შემწვარი თევზი ივლისი 2017

23


ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები როგორ დავიცვათ ბალანსი? ბოლო რამდენიმე წელია ძალიან აქტუალურია სხვადასხვა სახის დაბალნახშირწყლოვანი დიეტა. საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, ნახშირწყლები უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება, თუმცა ბალანსირებული კვება აუცილებელია და მიღებული კალორიების ნახევარი მაინც უნდა შედგებოდეს ნახშირწყლებისგან. ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად აუცილებელია კარგად ვერკვეოდეთ ნახშირწყლების ტიპებში და სწორად გადავანაწილოთ კვების ყოველდღიურ რაციონში. ნახშირწყლების ბალანსის დროს სხეული წონაში ნელა იკლებს, თუმცა შედეგი დიდხანს ნარჩუნდება. ნახშირწყლები ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ზრდის სისხლში შაქრის დონეს. ამის საპასუხოდ, ორგანიზმიდან გამოიყოფა ინსულინი. ეს არის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია შაქრის დონის ბალანსზე. დასარეგულირებლად, ინსულინი მარტივი ნახშირწყლების ცხიმოვან უჯრედებში გადანაწილებას იწყებს. ამის ხარჯზე კი იზრდება ცხიმოვანი მასა. კომპლექსური ნახშირწყლების შემთხვევაში, თანაბრად იზრდება შაქრის დონე. დროის თვალსაზრისით, სწრაფად ხდება კალორიების „დაწვა“, და სწორედ ამიტომ ნახშირწყლები ნაკლებად ხვდება ცხიმოვან ქსოვილებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ნახშირწყლები ენერგიის ძირითადი წყაროა. სხეულისთვის ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება. ცილებისა და ცხიმებისგან განსხვავებით, ორგანიზმს ყველაზე მეტად ნახშირწყლების მოთხოვნილება აქვს. სწორედ 24

ივლისი 2017


ამიტომ, მთელი დღის განმავლობაში მიღებულ საკვებთან შეფარდებით, ნახშირწყლები 57%-ს უნდა წარმოადგენდეს. რაც შეეხება ცილებს – ნახშირწყლების მსგავსად, მათი მიღება აუცილებელია ორგანიზმის განვითარებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ინგრედიენტი, რომელიც სხვადასხვა სახის საკვების წყალობით, ჩვენს ორგანიზმში ხვდება. ცილები ორ ჯგუფად იყოფა – არსებობს როგორც მცენარეული, ისე ცხოველური ცილები. დიეტის დაცვის დროს ცილების ბალანსისთვის ხშირად ლობიოს, სოიოს ან თხილის მირთმევას ამჯობინებენ. დღის რაციონში ცილების რაოდენობა

დაახლოებით 13%-ს უნდა შეადგენდეს. ცხიმების შემთხვევაში, საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრით, მას მხოლოდ უარყოფით ფუნქციებს მიაწერენ, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. სხეულისთვის ცალსახად მავნე ნივთიერებად ცხიმების მიჩნევა არასწორი მიდგომაა საკითხის მიმართ. ეს არის ერთგვარი „საშენი მასალა“ უჯრედოვანი სტრუქტურისთვის. სხეულში ცხიმების მიმოცვლა იმუნურ სისტემას აუმჯობესებს. ცხიმების ბალანსი დღიურ რაციონში დაახლოებით 30%-ს უნდა შეადგენდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული რაოდენობა წონაში მომატებას გამოიწვევს. ივლისი 2017

25


შთამაგონებელი ფილმები და წიგნები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის! ხანდახან შთაგონება გვჭირდება, რათა ჯანსაღ ცხოვრებას მივდიოთ. ამ შთაგონებას ხშირად ვაწყდებით ფილმებსა თუ წიგნებში და მოტივირებულნი საქმეს ინიციატივით ვუბრუნდებით. დღეს, ადამიანების უმრავლესობას რჩევები სჭირდება სწორი კვებისთვის, რადგანაც კვების პრობლემა ფართოდაა გავრცელებული. ცნობილი და წარმატებული ადამიანები ცდილობენ თავიანთი საიდუმლოებანი გაგვიზიარონ, ჩვენ კი ისღა დაგვრჩა, მათ რჩევებს მივდიოთ.

მი ჯანმრთელობასა 5 შთამაგონებელი ფილ

და ფიტნესზე

FAST FOOD NATION (2006) ფილმი სწრაფი კვების სამყაროში ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს. ერთ-ერთი რესტორნის ქსელის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი იძულებულია რაიმე მოიმოქმედოს, როდესაც აღმოაჩენს, რომ მათი ყველაზე პოპულარული ბურგერი დაბინძურებული ხორცით კეთდება.

FOOD MATTERS (2008) ფილმი მთლიანად საკვების რაციონის სიჯანსაღეს ეძღვნება. წარმოგვიდგენს იდეას, თუ რა როლს ასრულებს სელექციური დიეტა ადამიანის ორგანიზმის პრობლემებზე. რა იწვევს დიაბეტს, კიბოსა თუ დეპრესიას. დოკუმენტური ფილმის შეძენაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო. 26

ივლისი 2017


HUNGRY FOR CHANGE (2012) ჩვენ ყველას მეტი ენერგია და უკეთესი კანი გვჭირდება. რა გვაფერხებს, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ? ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე დოკუმენტური ფილმის – FOOD MATTERS-ის შემქმნელებმა კიდევ ერთი შთამაგონებელი სურათი წარმოგვიდგინეს. ფილმი დიეტის შესახებ შოკისმომგვრელ საიდუმლოებებს გვიმხელს. საკვების ინდუსტრიას ნამდვილად არ სურს, რომ ეს დეტალები თქვენ იცოდეთ. როგორ გავექცეთ დიეტის მახეს და მივიღოთ ისეთი სხეული, როგორსაც ვიმსახურებთ?

WHAT THE HEALTH (2017) ამ ფილმსაც წარმატებული დოკუმენტური ფილმების შემქმნელები წარმოგვიდგენენ. სიუჟეტი ეხება იმ სამკურნალო ბიზნესს, რომლის ქმედებებიც საბოლოოდ ადამიანებს ავად ხდით. სურათი ყველას თვალს უხელს და ადამიანის ჯანმრთელობის პიკანტურ დეტალებს წარმოაჩენს.

THE BEAUTIFUL TRUTH (2008) 15 წლის ალიასკელი თინეიჯერი სამოგზაუროდ მიემართება, რათა ცნობილი ექიმის მიერ შედგენილი კიბოს მკურნალობის მეთოდი გამოიკვლიოს. ბიჭი ყოველთვის ახლოს იყო ბუნებასთან და ავადმყოფ ცხოველებზე ზრუნავდა. დედის სიკვდილის შემდეგ, მისი ცხოვრება ფუნდამენტურად იცვლება. ამიტომაც, ფილმი ბევრ საინტერესო რჩევას გვთავაზობს. ბიჭს ბევრ ექიმთან, სკეპტიკოსთან თუ პაციენტთან აქვს ინტერვიუ და მისი სწავლება საინტერესო შედეგებს გვისახავს.

ივლისი 2017

27


ბასა და ფიტნესზე

ი ჯანმრთელო 5 შთამაგონებელი წიგნ

THE BODY BOOK კამერონ დიასი, სანდრა ბარკი კვება, მოძრაობა, სხეულის გაგება და სიყვარული – The Body Book ერთ-ერთი საგანმანათლებლო წიგნია, რომლის თანაავტორი ცნობილი მსახიობი კამერონ დიასია. წიგნი New York Times-ის ბესტსელერი გახდა. ნაშრომი სამ სექციას ეძღვნება: კვება, ფიტნესი და სხეულის შეცნობა. აქ წერია ყველა საჭირო ვიტამინის, მინერალისა თუ კუნთის სიძლიერისთვის საჭირო პროდუქტების შესახებ. წიგნი დიეტას ან რაიმე კონკრეტულ გეგმას არ გვთავაზობს, მაგრამ ჯანმრთელ სხეულზე ძირითად ინფორმაციას გვაწვდის. მსახიობმა ქალის სხეულის შესახებ ერთი წლის წინ მეორე წიგნიც გამოსცა, სახელად The Longevity Book.

IT’S ALL GOOD- IT’S ALL EASY გვინეტ პელტროუ გვინეტ პელტროუ ჯანსაღი ცხოვრების წესს აქტიურად მისდევს და უკვე რამდენიმე წიგნიც კი გამოსცა ამ თემაზე. მისი წიგნები ისეთ კვებას შეეხება, რომლებიც ჯანმრთელობას გვიუმჯობესებს და ამასთან, გემრიელია. 30-წუთიანი რეცეპტები აბსოლუტურად სწორი კვებისთვისაა განკუთვნილი. „ოსკაროსანი“ მსახიობი მასობრივად გავრცელებული საკვების ჯანსაღ ვარიანტებსაც გვთავაზობს. ყველამ იცის, რომ რესტორნებსა და სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული კერძები მაქსიმალურად სუფთა ინგრედიენტებს არ შეიცავს, ამიტომ გვინეტი გამოსავალს გვირჩევს.

28

ივლისი 2017


PRETTY HAPPY ქეით ჰადსონი ცნობილი მსახიობი ათლეტური სამოსის ხაზის შემქმნელიცაა. წიგნში ჰადსონი ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლოებებს გვიმხელს და კარგი ჯანმრთელობის მთავარ საყრდენებს გვიზიარებს. ვიცოდეთ ჩვენი სხეული, ვიკვებოთ კარგად და ვიმოძრაოთ სწორად – ეს არის ქეითის შემოთავაზებული დაპირება. მკითხველები წიგნში აღმოაჩენენ იმ საკითხებსაც, თუ როგორ უნდა შეეგუოს სხეული სტრესს.

THE STASH PLAN ლაურა პრეპონი და ელიზაბეტ თროი მსახიობი და ბიოლოგი შთამაგონებელ წიგნს გვთავაზობენ, რომელიც წონასთან და ენერგიის ნაკლებობასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხება. 21-დღიანი სპეციალური გეგმა მეცნიერულად სწორ კვებას და დეტოქსიკაციას მოიცავს, რათა ორგანიზმს ზედმეტი ცხიმები არ აწუხებდეს.

FITNESS CONFIDENTIAL ვინი ტორტორიკი ვინი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მწვრთნელი და მისი წიგნიც ფიტნესსამყაროს შესახებ გვიყვება. Fitness Confidential საუკეთესოდ აღიარეს მათთვის, ვისაც ვარჯიშის მოტივაცია აკლია. რადგანაც ვინის კლიენტი ბევრი ცნობილი ადამიანი ყოფილა, ზუსტად იცის, ყველაზე მიმზიდველ და სექსუალურ არტისტს როგორ დაეხმაროს სასურველი ფიზიკური ფორმების შეძენაში. მისი რჩევები ყველას გამოადგება – იმისთვის, რომ საკუთარი სხეული მაქსიმალურად საუკეთესო გახადონ. ივლისი 2017

29


ARYA YOGA - საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის

როდესაც დაღლილი ხარ, ყოველთვის ეძებ ადგილს, სადაც მაქსიმალურად შეძლებ განტვირთვას. სწორედ ასეთი ადგილია ARYA YOGA. ინდოელი ინსტრუქტორები, ჰიმალაის მთებში მიღებული უნიკალური გამოცდილებით, ფლობენ იოგას ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: აშტანგა, ჰათჰა, ვინიასა... ARYA YOGA ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს უფრო მოდერნიზებულ იოგა-ვარჯიშებს, რომლებიც ორიენტირებულია არა სულიერ, არამედ ფიზიკურ პროგრესსა და დატვირთვაზე. გარდა ამისა, ARYA YOGA-ს დაემატა სხვადასხვა სახის მასაჟი. ესენია: აიურვედული სამკურნალო მასაჟი მთელი სხეულისთვის, არომა-მასაჟი, ღრმა ქსოვილების მასაჟი, თერაპიული მასაჟი, ტაილანდური მასაჟი, სპორტული მასაჟი და ზურგის მასაჟი. აიურვედული მედიცინა ინდური ტრადიციული მედიცინაა, რომლის მიზანი კეთილდღეობის მიღწევაა. იგი არა მხოლოდ ტკივილის შემსუბუქებას, არამედ პრევენციულ მედიცინას წარმოადგენს. მასაჟები სრულდება სხვადასხვა ტიპის თბილი ეთერზეთებით, რაც აუმჯობესებს ცირკულაციას, ასტიმულირებს და აძლიერებს ლიმფურ სისტემას, 30

ივლისი 2017


სასიცოცხლო ენერგიის დინებას, რათა ორგანიზმი გაიწმინდოს და გამოცოცხლდეს. ასევე, დანაპირები სიახლე – Anti gravity yoga! ანტიგრავიტაციული იოგას ვარჯიში, რომელიც ჰამაკში სრულდება და სასარგებლოა სახსრების დეკომპრესაციისთვის,ზურგის კუნთების გასამაგრებლად და ხერხემლის სამკურნალოდ.

ივარჯიშეთ იოგა Arya Yoga-სთან ერთად და იყავით ჯანმრთელი და ბედნიერი! ქ.თბილისი, ყიფშიძის 9 +995 570 10 22 27 +995 322 90 58 27 info@aryayoga.ge https://www.facebook.com/AryaYogageo/ ივლისი 2017

31


ვარჯიში, კვება, ცელულიტთან ბრძოლა 15-დღიანი რეჟიმი იდეალური სხეულისთვის

32

ივლისი 2017


ჯანსაღი ცხოვრების წელი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც ახლანდელი, ისე სამომავლო მდგომარეობისთვის. ხშირად ჩვენი განწყობა და ხასიათი პირდაპირ დამოკიდებულია სხეულთან დაკავშირებულ ბალანსთან. ჭარბწონიანობის შემთხვევაში, ხშირად იმატებს ჯანმრთელობის პრობლემები, გვეცვლება ხასიათი და თავს იჩენს სხვადასხვა სახის დარღვევა. ცელულიტი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენი სხეული დეფორმაციას განიცდის. ძვირადღირებული პროცედურების გარდა, არსებობს სხვადასხვა გზა მის შესამცირებლად და გასაქრობად. შეგახსენებთ, რომ ვიდრე ცელულიტს ბრძოლას გამოუცხადებთ, მნიშვნელოვანია დაადგინოთ, თუ რომელი სტადიის ცელულიტია თქვენს სხეულზე. ამისთვის აუცილებელია ცელულიტის ადგილას კანი მაქსიმალურად ერთი კონკრეტული ცენტრისკენ მოვზიდოთ და დავაკვირდეთ, როგორ იცვლება მისი ვიზუალი. თუ ფორთოხლის კანს ემსგავსება, მაშინ თქვენი ცელულიტი დადებით სტადიაშია. მოზიდვის შედეგად, კანი რაც უფრო მეტად იხორკლება, მით უფრო განვითარებულია ცელულიტი. მესამე და მეოთხე სტადია იწვევს ჩალურჯებებს, და ამ შემთხვევაში ესთეტიკურ მედიცინას უნდა მივმართოთ. საწყისი სტადიების შემთხვევაში, შესაძლებელია სახლის პირობებში ეფექტური პროცედურის ჩატარება. 200 გრამ კაკაოს ვამატებთ 500 გრამ ადუღებულ წყალს და ნელა ვიწყებთ მორევას. მნიშვნელოვანია პროპორციების დაცვა. შემდეგ თბილი მასა უნდა წავისვათ პრობლემურ ადგილებზე და ცელოფნით შევიფუთოთ. გავიჩეროთ 15-20 წუთით და თბილი წყლით ჩამოვიბანოთ. პროცედურის ციკლი საერთო ჯამში 15 სეანსს ითვალისწინებს (კვირაში ორჯერ ან სამჯერ).

წვენის გამოყოფას, რაც გაიძულებთ დამატებითი საკვები მიიღოთ. დასაწყისში ასეთ რეჟიმთან შეგუება რთულია. ხშირ შემთხვევაში რეკომენდებულია შუალედებში უშაქრო მწვანე ჩაის დალევა, რომელიც ადვილად ათავისუფლებს სხეულს არასაჭირო ნივთიერებებისგან. როდესაც ცელულიტი და ცხიმი წვას იწყებს, მას სჭირდება მარტივი გზა სხეულიდან გამოსასვლელად. სწორი კვებისა და პროცედურების პარალელურად, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვაც. მარტივი ვარჯიში, უმეტეს შემთხვევაში, რვა თვლაზე შეგიძლიათ გააკეთოთ. ფეხები აუცილებლად უნდა იყოს მხრების სიგანეზე. უკეთესი ბალანსისთვის სასურველია ხელების წინ გაწვდენა. სტანდარტული ბუქნების შემდეგ, სასურველია გვერდითი ჩაჯდომები, როდესაც ფეხები მეტადაა დაშორებული ერთმანეთისგან. ამ დროს აუცილებელია ზურგის სწორად და გამართულად შენარჩუნება. დასაწყისში სხეული იჭიმება, თუმცა რამდენიმე დღეში შედეგს მარტივად დაინახავთ – კუნთები ნელ-ნელა გამკვრივდება. სწორი კვების, პროცედურებისა და ვარჯიშის ციკლი, მოკლე დროში შეგიცვლით განწყობას, მოტივაციას, და დაგეხმარებათ ენერგიის სწორად მართვაში.

ამ პერიოდში დილაობით აუცილებლად უნდა დალიოთ (უზმოზე) ლიტრამდე წყალი, საუზმემდე 40 წუთით ადრე. კარგად განსაზღვრეთ ჭამის საათები. ეცადეთ, ყოველდღე იდენტური დროის მონაკვეთი აირჩიოთ კვებისთვის. სასურველია, თუ დილას დაიწყებთ მსუბუქად – მაგალითად, დაბალკალორიული ხაჭოთი ან კეფირით. შემდეგ, შუადღეს, ბოსტნეულის წვნიანით გააგრძელებთ, ხოლო საღამოს მსუბუქი ვახშმით დაასრულებთ. ძალიან ეფექტურია კვების რაციონის გადანაწილება კონკრეტულ საათებზე. შუალედებში ჭამა ხშირ შემთხვევაში იწვევს კუჭის ივლისი 2017

33


„ლუმოსი“ – იოგა თქვენი ჯანსაღი და კომფორტული ცხოვრებისთვის „ლუმოსი“ თავშეყრის ადგილია ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ იყონ ჯანმრთელნი და ბედნიერნი. რომლებიც ზრუნავენ გარემოზე და შეუძლიათ მხარდაჭერის როგორც მიღება, ისე გაცემა. „ლუმოსი“ აერთიანებს სიყვარულს იოგას, გარემოზე ზრუნვისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიმართ. ეს სივრცე მოწყობილია იმისათვის, რომ ადამიანებს შეექმნათ მშვიდი, ჯანსაღი გარემო ვარჯიშისთვის და განტვირთვისთვის. სტუდიას, სახელი „ლუმოს“, ძვირფასი და საყვარელი წიგნიდან – „ჰარი პოტერიდან“ შეურჩიეს. „ლუმოს“ შელოცვაა, რომლის დროსაც ჯადოსნური ჯოხიდან სინათლის ნაკადი იფრქვევა. ვრცლად იოგას შესახებ ინსტრუქტორ თემო ბესელიას ვესაუბრეთ. 34

ივლისი 2017


თემო ბესელია: „20 წლის წინ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შემექმნა. ექიმებმა მირჩიეს, ნებისმიერი სახის ტანვარჯიშით დავკავებულიყავი, ხეიბარი რომ არ დავრჩენილიყავი. ამ ტანვარჯიშმა იოგამდე მიმიყვანა. ქვეცნობიერად, ბავშვობიდან მიზიდავდა მსგავსი მიმდინარეობა, აღმოსავლური ფილოსოფია, სხეულის შესწავლა. საბოლოოდ, 20012002 წლებში მოსკოვში, ინდოეთის საელჩოსთან არსებულ კულტურის ცენტრში hatha-yoga-თი დავკავდი. როგორია ინსტრუქტორის როლი იოგას პრაქტიკაში? უმთავრესად, ინსტრუქტორის როლი ცოდნისა და ტექნიკის გადაცემაში, როგორც ამბობდა yogi bhadjani (კუნდალინის იოგას ოსტატი), ფოსტალიონის მსგავსია, რომელსაც მიაქვს შეტყობინება. სწავლების პროცესში ინსტრუქტორი მასწავლებელი თვალს ადევნებს ასანის (იოგას პოზა) შესრულების წესებს, უსწორებს შეცდომებს ტრავმების თავიდან აცილების მიზნით. ასევე ამაღლებს მოტივაციას, მატებს თავდაჯერებულობას, საკუთარი თავის რწმენას, და ამხნევებს მათ, სანამ ისინი არ ისწავლიან და არ შეიცნობენ შინაგან სამყაროს. როგორია განწყობა ვარჯიშის შემდეგ?

იოგას ვარჯიშის შემდეგ, სწორი პრაქტიკის შემთხვევაში, პრაქტიკანტი თავს უფრო მსუბუქად და მხნედ გრძნობს. ამასთანავე, განიცდის სიმშვიდესა და ნეტარებას. მენტალური პროცესები უფრო ჰარმონიულად მიმდინარეობს. ვარჯიში მუსიკის თანხლებით უკეთესია, თუ მუსიკის გარეშე? მუსიკალური თანხლება არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა რელაქსაციის პროცესში ბევრს მშვიდი მუსიკა ძალიან ეხმარება. მე ჩემს გაკვეთილებზე რელაქსაციისთვის ვიყენებ ტიბეტურ მომღერალ თასს. მისი ვიბრაცია და ხმა დამამშვიდებლად მოქმედებს ტვინსა და სხეულზე. შეძლებდით ინსტრუქტორის დახმარების გარეშე ვარჯიშს? მხოლოდ წიგნის მეშვეობით?.. არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანები იოგაში აღწევენ წარმატებას მხოლოდ წიგნების შესწავლის საშუალებით, თუმცა ეს საკმაო გამონაკლისს წარმოადგენს. პრაქტიკის დაწყება აუცილებელია მასწავლებლის თანხლებით, რადგან მას გავლილი აქვს „ბილიკი“, რომელსაც დამწყები გადის. ეს იგივეა, უღრან ტყეში მარტო წახვიდე და დაიკარგო – მაშინ, როცა შეიძლება ამ ადგილების მცოდნე გაიყოლო.

ივლისი 2017

35


რამდენად პოპულარულია იოგა დღეს საქართველოში? ნებისმიერი ადამიანი პრაქტიკის პროცესში თავისთვის რაღაც აუცილებელს და მნიშვნელოვანს პოულობს. ვიღაცისთვის ეს მხოლოდ ფიზკულტურაა (ვიდრე ფიზკულტურა არ მიიყვანს ადამიანს სულ სხვა გაგებამდე, არაფიზიკურ შეგრძნებამდე), ვიღაცისთვის უბრალოდ განტვირთვის იდეალური საშუალება, რითაც თავს აარიდებს ალკოჰოლს და ნარკოტიკს. მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ იოგას პრაქტიკა იდეალურია ნებისმიერი ნარკოტიკული 36

ივლისი 2017

საშუალების სანაცვლოდ. ეს დადასტურებული ფაქტია – ბევრი კლინიკა იყენებს იოგას ნარკოდამოკიდებული პაციენტების სამკურნალოდ. ჩემთვის იოგა საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო საშუალებაა, საკუთარი სხეულის, გონების შეცნობა და საკუთარი „მე“-ს პოვნაა. ყველაფერს, რასაც იოგაში ვაკეთებთ, ის გახლავთ, რომ ვიშორებთ შემაფერხებელ გარემოებებს, რომლებიც ხელს გვიშლიან დავინახოთ ის, რაც შინაგანად ჩვენშია. მე ვერ ვხედავ ვერანაირ ჩარევას მათთვის, ვინც დაინტერესებულია იოგათი და საკუთარი თავის


შეცნობით. სიზარმაცე? შიში? – ეს ყველაფერი ქრება რეალურად დაინტერესებული პრაქტიკით. არ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი, როცა სულში დაიბადება ცოცხალი ინტერესი. რა დაბრკოლებას შეიძლება წავაწყდეთ, თუკი იოგათი დავინტერესდებით? მე აუცილებლად ვითვალისწინებ ჩემი თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებას, რეალურად კი ყველა ირჩევს თავისი ფსიქოტიპის შესაფერის ოსტატს. ადამიანი ბევრია, მაგრამ

ყველასთვის მოიძებნება შესაბამისი მასწავლებელი. რატომ უნდა ავირჩიოთ „ლუმოსი“? ჩვენთან, „ლუმოსში“, ძალიან კომფორტული და წყნარი გარემოა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხელსაყრელი ატმოსფერო დაგვეხვედრებინა საკუთარი სტუმრებისთვის. სულით და გულით მაქსიმალურად ვეცადეთ ადამიანებისთვის კომფორტი და სიმყუდროვე შეგვექმნა. აქ ძალიან მეგობრული გარემოა, და შესანიშნავი მენეჯერები, მასწავლებლები დაგხვდებიან. ივლისი 2017

37


ეფექტური ვარჯიში სახლის პირობებში სწორი კვების პარარელურად, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა. სხეულის ტონუსი ხელს უწყობს მარტივ და ბუნებრივ წონის კლების პროცესს. ბრტყელი მუცელი: არასასურველი კილოგრამები მანდილოსნებს უმეტესად მუცლის არეში უგროვდებათ. ვარჯიშის პარალელურად, აუცილებლად უნდა დაივიწყოთ შემწვარი კერძები. ასევე – ტკბილეული და ცომეული. სასურველია

38

ივლისი 2017


ვარჯიშამდე 40 წუთით ადრე მიირთვათ მსუბუქი საჭმელი მცირე პორციით. რაც შეეხება უშუალოდ ვარჯიშს, დღეში 10-15 წუთი სრულიად საკმარისია მცირე დროში შედეგის დასანახად. საწყისი პოზიცია ხშირ შემთხვევაში სტანდარტულია. ვწვებით იატაკზე ან მაგარ დასაფენზე, და ფეხებს ვხრით ისე, რომ მუხლები იყოს ამოზნექილი, წვივები კი ერთმანეთთან ახლოს. დასაწყისისთვის იდეალური იქნება, თუ კორპუსს 20 გრადუსამდე აზიდავთ – პირდაპირ, ფეხების პროპორციულად. ვარჯიშის მეორე ეტაპია კორპუსის აზიდვების გაზრდა 45 გრადუსამდე, შემდეგ კი – 90 გრადუსამდე. სასურველია რამდენიმე დღე მხოლოდ ამ სამ ვარჯიშზე შეჩერდეთ – ვიდრე თქვენი სხეული კუნთების დაჭიმვას და გახურებას შეეგუება. ძალიან ცნობილი და ეფექტური მეთოდია „დაკეცვა“. ვარჯიშის სპეციფიკა კი შემდეგია: დაწექით ზურგზე, ასწიეთ ფეხები და მოხარეთ მუხლები 45 გრადუსზე. დაიჭირეთ ხელები თავს უკან. რკალისებრი ფორმისკენ ერთდროულად

მოხარეთ როგორც ტანი, ასევე ფეხები – სანამ არ შეძლებთ მუხლის თავთან მიახლოებას. ამ დროს იკუმშება მუცლის სწორი კუნთი და როგორც ზედა, ასევე ქვედა ნაწილები. ასევე მარტივი და ეფექტური ვარჯიშების სიას მიეკუთვნება ვარჯიში „ველოსიპედი“. ამ დროს მუშაობს როგორც პრესის კუნთი, ასევე მუცლის სწორი, ირიბი და გარეთა ჯგუფები. ვარჯიშის სპეციფიკა კი შემდეგია: დაწექით იატაკზე ირიბად, ხელები ამოიდეთ თავს ქვემოთ. დააცილეთ იატაკს ფეხები რამდენიმე სანტიმეტრით და მონაცვლეობით მოხარეთ მარჯვენა და მარცხენა ფეხები. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ვარჯიშის დროს სავალდებულოა დროის დანიშვნა. დამწყებების შემთხვევაში, მთლიანი პროცესი არ უნდა აღემატებოდეს 15-20 წუთს. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ნებით გადაწყვეტთ ახალი ვარჯიშების დამატებას, კარგად დააკვირდით, რომელი კუნთის ამუშავებას ემსახურება ესა თუ ის ვარჯიში. არასწორად შესრულების შემთხვევაში, შესაძლოა უარყოფითი შედეგი მივიღოთ.

ივლისი 2017

39


40

ივლისი 2017


ივლისი 2017

41


უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს მიზანი. როცა ვკითხულობთ რა უფრო ეფექტურია, აუცილებლად ჩამოყალიბებული უნდა გვქონდეს –ეფექტური რისთვის? რა არის ჩვენი მიზანი? – წონის კლება? ფორმების კორექცია? სპორტული მაჩვენებლების ამაღლება? ჯანმრთელობის გაუმჯობესება? ნებისმიერი ვარჯიში კარგია! იოგა ფსიქო და ფიზიკური დისციპლინისგან შედგება. საზოგადოებაში იოგას მიმართ გამოთქმული მითქმა-მოთქმის მიზეზი რელიგიური მხარე იყო. ახლა ნათელია, რომ საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია ემიჯნება რელიგიურ პროპაგანდას, კერძოდ – აღმოსავლური მიმდინარეობისას. იმის მიუხედავად, რომ იოგა იმთავითვე იყო აღმოსავლურ რელიგიებთან მჭიდრო კავშირში, დღეს საერთაშორისო ფედერაცია იოგას მედიტაციურ ვარჯიშებს იყენებს ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღებისთვის, ადამიანს საკუთარ სულიერ სამყაროში ახედებს, რაც არ არის დამოკიდებული მის რელიგიაზე. საქართველოში, როგორც ევროპასა და ამერიკაში, დანერგილია იოგას დახვეწილი ფორმა, რომელიც გამიჯნულია აღმოსავლური, ტიბეტური თუ ინდური საკულტო მედიტაციისგან. თვითჩაღრმავების ეს ფორმა მისაღები და სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის. სანამ დაიწყებთ სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშს, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რეალობა, რის გარეშე ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, ან სულაც ლამაზი ტანის ნაცვლად, შესაძლოა კიდევ უფრო არამიმზიდველი, მასიური, დაკუნთული სხეული მიიღოთ. 42

ივლისი 2017


ყველამ იცის, რომ ვარჯიში საჭიროა, თუმცა მცირეოდენი თუ იღებს მისგან სიამოვნებას. მთავარი ისაა, როგორ უნდა ივარჯიშოს ადამიანმა, რა დოზით და რატომ. უმეტესობისთვის ვარჯიში ასოცირდება ქუჩაში სირბილთან ან ტრენაჟორებზე რამდენიმე საათის გატარებასთან, მაგრამ ახალი აღმოჩენების საფუძველზე, მეცნიერები ცვლიან ჩვენს შეხედულებებს. მათ დაადგინეს, რომ ყველა ჩვენგანი

ძალიან განსხვავებულად რეაგირებს ფიზიკურ დატვირთვაზე და შესაძლოა, კვირაში სულ რამდენიმეწუთიანი ვარჯიშის შედეგად სერიოზულად შევცვალოთ ჩვენი ჯანმრთელობა. მათი აღმოჩენები ასევე გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ისეთი დატვირთვით, რომელსაც ოფლდენაც კი არ ახლავს, გავიუმჯობესოთ ფიზიკური მდგომარეობა და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე. ივლისი 2017

43


44

ივლისი 2017


ტაილანდური მასაჟი საკუთარ სხეულზე ზრუნვა მუდამ მოდაშია! თანამედროვე გოგონები სპორტს აქტიურად მისდევენ, ჯანსაღ კვებას ცდილობენ, კოსმეტოლოგს სტუმრობენ და სტილისტის რჩევებსაც ხშირად იღებენ. მაგრამ ხანდახან განტვირთვა გვჭირდება, რათა უკეთ გამოვიყურებოდეთ. მასაჟი მოდუნების საუკეთესო საშუალებაა და თან სხეულზე ზრუნვაც გრძელდება. ამ ეფექტის მიღწევის ყველაზე ღირსეული მეთოდი ტაილანდური მასაჟია. რატომ უნდა მივმართოთ ტაილანდურ მასაჟს? ტაილანდური მასაჟის მიზანი მოდუნებაა, რაც საუკეთესო ვარიანტია მათთვის, ვისაც ცხოვრების გიჟური წესი აქვს. ეს მასაჟი სტრესზე გამარჯვების საუკეთესო ხერხია, რომელიც ცუდ გუნებას გამოგისწორებთ და ძალის მომატებასაც იგრძნობთ.

ტაილანდში შექმნილი მასაჟის სისტემა ინდოეთისა და ჩინეთის სამედიცინო ტრადიციებს ითვისებს. უძველეს დროს, ბუდისტი ბერებისთვის იგი განკურნების პროცედურა იყო. გრძნობთ, რომ დაკარგეთ სიმსუბუქე და უფრო მალმალე იღლებით? ტაილანდური მასაჟი არა მარტო მოდუნების საშუალებას მოგცემთ, არამედ სისხლის მიმოქცევას გაგიუმჯობესებთ, თქვენს მოძრაობას აქტიურს გახდის და სახსრებზე დადებითად იმოქმედებს. ტაილანდური მასაჟი იმითაცაა სასარგებლო, რომ ორგანიზმის საერთო ტონუსს არეგულირებს. იგრძნობთ, თუ როგორ იჭიმება კანი, უმჯობესდება სახის ფერი და ძლიერდება იმუნიტეტი. რამდენიმე სეანსის შემდეგ, გაცილებით ჯანსაღ იერს შეიძენთ. ივლისი 2017

45


თუ სამსახურში, სკამზე დიდ დროს ატარებთ ან სპორტდარბაზებში გუნდური ვარჯიში არ გხიბლავთ, არც ქალაქში სირბილის სურვილია საჭირო, თუ ტაილანდურ მასაჟზე ჩაეწერებით. ხშირად ეფექტი აქ უფრო შესამჩნევია, ვიდრე ტრენაჟორებზე. ტილანდური მასაჟი გახდომასაც ემსახურება და არც ვარჯიშის დროსაა ურიგო. იგი დაღლილობის შემდეგ ნავარჯიშევ კუნთებზე „ზრუნავს“. ტაილანდური მასაჟი ფეხებისთვის – საქვეყნოდ აღიარებული განსაკურნებელი პროცედურაა. ფეხის თითების სპეციალური დამუშავებით, ზურგის ტკივილიც კი ქრება. ეს თერაპია სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ფსიქიკური სიმშვიდის მოპოვების გარანტიაცაა. ტაილანდური მასაჟი ჩვეულებრივი მდგომარეობიდან დროებით გარიყვაა, თითქოს აღმოსავლეთ აზიურ გარემოში ხვდები, სადაც სასიამოვნო სურნელია, მშვიდი მუსიკა ისმის და სანერვიულოც არაფერი გაქვს. 46

ივლისი 2017



კრისტიან ლუბუტენის ახალი ფრჩხილის ლაქი და ტუჩსაცხი 48

ივლისი 2017


ივლისი 2017

49


კრისტიან ლუბუტენმა საქვეყნოდ გაითქვა სახელი თავისი განუმეორებელი ფეხსაცმელებით. მის დახვეწილ დიზაინს ჰოლივუდის უამრავი ლამაზმანი ირგებს, მათ შორის – შერი და ბიონსე. ამ წარმატებას კრისტიანი არ დასჯერდა და სილამაზის პროდუქტების შექმნა გადაწყვიტა, რომლებსაც ასევე არაორდინარული დიზაინი შეუქმნა. ჯერ ფრჩხილის ლაქის კოლექცია გამოუშვა, წელს კი, არსებულ პროდუქტებს ტუჩსაცხის ხაზი შემატა.

50

ივლისი 2017


ტუჩსაცხი Christian Louboutin Loubilaque Lip Lacquer ტუჩსაცხის ხაზი 36 ელფერს შეიცავს და ბრენდის ჩანთებისა და ფეხსაცმელებისგანაა შთაგონებული. ეს პროდუქტი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და თითქოს არტ-დეკოს ანტიკურ დეტალებს იძენს. Rouge Louboutin ყველასგან გამორჩეულია, რადგანაც განსხვავებული შეფუთვა აქვს. თუმცა, ყველა მათგანი იმდენად პრაქტიკული დიზაინითაა შექმნილი, რომ მარტივად შეძლებთ ყელსაბამად აქციოთ. „თვალების შემდეგ, სწორედ ტუჩებია სახის ყველაზე მეტყველი ნაწილი. ტუჩსაცხს შეუძლია გულუბრყვილო სახე საშიშად აქციოს. როცა გოგონა ჩანთას ატარებს, მის მხარს ვუყურებთ, როცა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე დგას, სიარულს ვაკვირდებით, თუ ლაქს შევამჩნევთ, მისი ხელებით ვტკბებით. ტუჩსაცხი კი მაკიაჟს მდიდრულ და მგრძნობიარე იერს აძლევს“, – ამბობს კრისტიან ლუბუტენი. ტუჩსაცხი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ფერს, რადგანაც სპეციალურ ინგრედიენტებს და პიგმენტის მორგებულ ტექნოლოგიას შეიცავს. ტუჩსაცხი გერმანიაში მზადდება და კლინიკურ შემოწმებას გადის. ფასი: 85 $

ივლისი 2017

51


52

ივლისი 2017


ფრჩხილის ლაქი ლუბუტენის ფრჩხილის ლაქმა მსოფლიო სილამაზის სამყარო რამდენიმე მიზეზის გამო დაიპყრო. მდიდრული ფერები და დიდი ხნის გამძლეობა უპირატესობათა ჩამონათვალის საწყისია. ლუბუტენის მიმდევრები ხუმრობენ კიდეც, რომ ლაქი უფრო მეტად შეუყვარდათ, ვიდრე ფეხსაცმელი. ლუბუტენი აქაც ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს. თითოეული ლაქის ფერს მოტივად პითონის ტყავის ელფერი გასდევს, რადგანაც დიზაინერს ის ძალიან უყვარს. მთავარი მოდელი აქაც Rouge Louboutin-ია. მას უნიკალური ომბრეს ეფექტი აქვს. მზადდება აშშ-ში და მისი ღირებულება 50 $-ია.

ივლისი 2017

53


ბუნებრივი ნიღბები ძლიერი თმისთვის 54

ივლისი 2017


თმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია გარეგნობის ესთეტიკური აღქმის დროს. გარემოს, ასაკისა და სხვა მიზეზების გამო, თმა თანდათანობით იწყებს პირვანდელი სახის დაკარგვას. სწორედ ამიტომ, იდეალური გამოსავალი ძველი მეთოდების გამოყენებაა, რაც გულისხმობს ნატურალური, მცენარეული თუ სხვა სახის ვიტამინებით მკვდარი უჯრედების აღდგენას. ყველაზე ხშირ პრობლემას გაყოფილი და გაფუჭებული ბოლოები წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, ზეითუნის ზეთი სწრაფად ეხმარება თმას პირვანდელი ეფექტის შენარჩუნებაში. ამისათვის საჭიროა ზეითუნის ზეთის აფთიაქში შეძენა (ფასი: დაახლოებით 7 ლარი). ზეთი უნდა გავათბოთ და თავზე წავისვათ. თმაზე ზეთი რამდენიმე საათი შეგვიძლია გავიჩეროთ, რის შემდეგაც იგი უნდა ჩამოვიბანოთ თბილი წყლითა და შამპუნით. ფრჩხილების მსგავსად, თმა ასევე მოითხოვს A,B და C ვიტამინებს. მსგავსი ინგრედიენტების მისაღებად, ფართოდ გავრცელებული აბუსალათინის ზეთის ნიღაბი დაგვეხმარება. ამ შემთხვევაშიც პროცედურა ზეითუნის ზეთის ნიღბის მსგავსად ხორციელდება და სასურველია თვეში ორჯერ მაინც მისი გამეორება. ასევე დასაშვებია აბუსალათინის ზეთის ნიღაბს დავუმატოთ ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. შეგახსენებთ, რომ თმის მოვლის პროცედურები სეზონებთან ერთად იცვლება.

ზამთარში მოერიდეთ უქუდოდ სიარულს, ხოლო ზაფხულში, შხაპის ხშირად მიღების დროს, თმის ყოველდღე დაბანას. ეფექტური ნიღბების სიაში დაფნის ნიღაბი უდავოდ განსაკუთრებულია. მის დასამზადებლად საჭიროა ერთჯერადი ცელოფანი, რომელსაც მთლიანად უნდა ავსებდეს დაფნის ფოთლები. წყალში ჩაყრის შემდეგ, 20 წუთის განმავლობაში, ფოთლები უნდა ვადუღოთ. მას მერე, რაც მასა გაგრილდება, გადავწუროთ წყალი და ნახარში გადავივლოთ დაბანილ თავზე. ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ, ეფექტი სწრაფად შესამჩნევია. გამოფიტული თმის შემთხვევაში, სასურველია ნიღაბი კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთოთ. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს თაფლის, ლიმონისა და მაწვნის ნიღაბი. ამისათვის საჭიროა ნახევარი ქილა მაწონი, სუფრის კოვზი თაფლი და ერთი ლიმონის წვენი. შესაძლებელია ხელით ან მიქსერით არევა. ნიღაბი დაახლოებით 2-დან 3 საათამდე უნდა გავიჩეროთ. ნიღბის ერთადერთი უარყოფითი მხარე, თმაზე დარჩენილი სპეციფიკური სუნია. თუ ეს ფაქტორი შემაწუხებელი გახდა, შესაძლებელია ერთი საათის შემდეგ თმა შამპუნით ჩამოიბანოთ. ძლიერი და მყარი თმისთვის ყველაზე ეფექტური სწორედ ტრადიციული მეთოდებია. ბუნებრივი ნიღბები მარტივი დასამზადებელია სახლის პირობებში. რაც მთავარია, ნიღბები მარტივად სცილდება თმის ზედაპირს მას შემდეგ, რაც ჩამოიბანთ, და არ ტოვებს უსიამოვნო შეგრძნებას.

ივლისი 2017

55


სეზონის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობები იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, თქვენი თმა მუდამ მოწესრიგებული უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია სტილისა და ფერის გაახლება, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თმის სასურველი ტრენდი კანის ფერისა და სახის მოყვანილობის მიხედვით უნდა მოირგოთ. OK! წარმოგიდგენთ სეზონის ყველაზე ტრენდულ ვარცხნილობებს, რომლებიც მსოფლიოში ყველასთვის ცნობილმა ქალბატონებმა შესანიშნავად მოირგეს.

56

ივლისი 2017


ივლისი 2017

57


58

Victoria’s Secret-ის მოდელი ალანა აპრინგტონი უპირატესობას მოკლე ხუჭუჭ თმას ანიჭებს. ასეთი სტილი 2017 წლის ზაფხულში, ტრენდულობასთან ერთად, ძალიან გრილი და მოსახერხებელია.

ფელისითი ჯონსის მსგავსად, ვარსკვლავებისთვის, რომლებსაც ხშირი-ხშირი სტრუქტურა აქვთ, თმის აჩეხვა საუკეთესო გზაა. ასე თქვენს თმას სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას შესძენთ. ეს ვარცხნილობა უნივერსალურია, რომელიც ძალიან უხდება როგორც მრგვალ, ასევე ოვალურ და ოთხკუთხედ სახეს.

ჰეილი ბოლდუინის ვარცხნილობა თვალისმომჭრელი და ტრენდულია. თმის ამ სტილზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. მსგავსი დაბოლოებებით, დაზიანებულ თმას გააახლებთ და ამასთანავე, მოდურობასაც შესძენთ.

თმის თხელი და გრძელი ფენები ამ წლის ზაფხულში ძალიან მოდური და მოსახერხებელია. სწორედ ამიტომ ატარებს ასეთ ვარცხნილობას ჯენიფერ ანისტონი.

ივლისი 2017


ჯესიკა ბილისთვის თმის ბუნებრივი შარმი ძალიან მნიშვნელოვანია. მსახიობი შედარებით გრძელ, დატალღულ სტილს ირჩევს.

კენდალ ჯენერმა უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე მოკლე, ტალღოვანი თმის სტილი, რომელიც ხაზს უსვამს თმის ჯანსაღ სტრუქტურას.

კერი ვაშინგტონმა მოკლედ შეკრეჭილი თმა აირჩია, რადგან პროპორციული ბოლოები, როგორც ყოველთვის, წელსაც ძალიან მოდურია.

ლასი ჰეილის სტილს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ვარცხნილობა სახის მოყვანილობის მიხედვით ძალიან სწორად შეარჩია. მოკლე, ტალღოვანი თმა 2017 წლის ზაფხულში საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ივლისი 2017

59


როგორ ვუვლით შეღებილ თმას ხარისხიანი შეღებვა და თმის დამატებითი მოვლა ძვირი სიამოვნებაა. მაგრამ არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომელიც დაიცავს თქვენს თმას და დაეხმარება ფერის დიდხანს შენარჩუნებაში. 1. თმა უნდა დაიბანოთ ძალიან ფრთხილად! შეღებილი თმა ძალიან ჰგავს ღრუბელს, რომელიც წყალს უფრო ადვილად იღებს, ვიდრე შეუღებავი, რის გამო პიგმენტი ჩამოიბანება. დროის დასაზოგად და თმისთვის მეტი სირბილის მისანიჭებლად, აუცილებელია კონდიციონერის გამოყენება. 2. გამოიყენეთ თმის შამპუნი და კონდიციონერი, რომლებიც სპეციალურად შეღებილი თმისთვისაა შექმნილი. ეს საშუალებები შეინარჩუნებს და დაიცავს თმის ფერს. კვირაში ერთხელ კი აუცილებლად დაიდეთ თმის ნიღაბი. 3. თუ თმას სახლის პირობებში იღებავთ, ყოველთვის დაიწყეთ ძირებიდან, ხოლო ჩამობანამდე 10 წუთით ადრე, საღებავი თმის შუა ნაწილსა და ბოლოებზე დაიდეთ. 4. მეტი ყურადღება დაუთმეთ თმის ძირებს და გამოიყენეთ დამატენიანებელი შრატი. თმის მოვლის საშუალებები, რომლებიც ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს, უზრუნველყოფს თმის კვებას და არ შემატებს მას ცხიმოვან ელფერს. 5. არ გამოიყენოთ ხელსაწყოები, რომლებიც თმას დააზიანებს. თუ თმის ფენის გარეშე არ შეგიძლიათ, გამოიყენეთ დამცავი სპრეი.

60

ივლისი 2017


ივლისი 2017

61


ქერათმიანებისთვის

10 რჩევა

62

ივლისი 2017

ქერა თმამ მაცდურობის მთელი პოტენციალი რომ გამოამჟღავნოს, უნდა იბრწყინოს და სიჯანსაღე გამოასხივოს. ქერა თმა ძალიან მგრძნობიარეა, რომელზეც დაბინძურებული გარემო უარყოფითად ზემოქმედებს – „არ მოსწონს“ მძიმე ჰაერი, მტვერი, თამბაქოს კვამლი... თუ ასეთ პირობებშია, ქერა თმა სუსტდება, უფერულდება და ძალიან მალე შრება.


ივლისი 2017

63


1 2

უპირველესად, უნდა მოიშოროთ მტვერი, შემდეგ აირჩიოთ რბილი შამპუნი, რომელიც მხოლოდ ქერა თმისთვისაა განკუთვნილი.

თავი კვირაში 2-3 ჯერზე ხშირად არ დაიბანოთ. ჯერ თბილი წყლით დაიბანეთ, შემდეგ თმის ბოლოებზე შერჩეული შამპუნის სერიიდან ბალზამი წაისვით. 5 წუთი არ მოიშოროთ, დაივარცხნეთ თმა; ამ ხნის განმავლობაში ბალზამი თმაზე მკვებავ და დამცველ ფენას შექმნის; მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

3 4 5

კვირაში ერთხელ, თქვენი რბილი შამპუნის ნაცვლად, თმა გვირილიანი შამპუნით დაიბანეთ. გვირილა ქერა თმისკენ სინათლეს იზიდავს.

თუკი შეღებილი ან მელირებული თმა გაქვთ, იისფერპიგმენტებიანი აღმდგენი შამპუნი აირჩიეთ, რომელიც აუმჯობესებს თმის კვებას და თმას იცავს.

კვირაში ერთი-ორჯერ თქვენი თმის დატენიანების კურსი ჩაატარეთ. მას შემდეგ, რეთ თმა და რაც თავს დაიბანთ, კარგად გაიშრეთ დაივარცხნეთ. შემდეგ აღმდგენი მკვებავი ავი ნიღაბი დაიდეთ. ნიღბის დადებისას, თმის ძირებამდე ნუ ჩახვალთ. გააჩერეთ მასა 10 წუთით.

6

თმა რომ უფრო რბილი გახდეს, მის ბოლოებზე თმის ბრჭყვიალა წაისვით და არ ჩამოიბანოთ. რაც მთავარია, როცა თმის გაშრობას დაიწყებთ, ტემპერატურა ძალიან მაღალი არ უნდა იყოს და ფენიც თმისგან მოშორებით დაიჭირეთ.

7

საშინაო შამპუნი თმის ბრწყინვალებისთვის: ლიტრ წყალზე 2 ს/კ გვირილით, ნაყენი მოვამზადოთ. დავუმატოთ ნახევარი ნი. ლიმონის წვენი, 100 გრ. სარეცხი საპონი. ეს ნარევი აადუღეთ და გაფილტრეთ.

8

ნიღაბი უფრო ეფექტურად იმოქმედებს, თუკი თმას თბილ პირსახოცში გავახვევთ. სითბო ნიღბის მკვებავ ნივთიერებებს თმაში შესაღწევად ეხმარება.

64

ივლისი 2017

9 10

გადავლების დროს, წყალში ოდნავი რაოდენობით ძმარი ან ლიმონის წვენი გაურიეთ – ეს თმას მეტ ბრწყინვალებას შესძენს. აირჩიე საკუთარი ქერა ტონალობა იმის მიხედვით, თუ რომელი ფერი ეხამება შენს ბუნებრივ ფერს, ან კანის ტონს. თუკი ოქროსფერებში ხარ, ან ბეჟი ტონალობის კანი გაქვს, შეავსე ეს გამა ოქროსფრით, ან სპილენძისფრით – ორივე მბზინვარებას შეგმატებს.



66

ივლისი 2017


ნაადრევი გაჭაღარავების ზუსტი მიზეზი და მექანიზმი უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა არსებობა ხელს უწყობს ჭაღარა თმის მომრავლებას. დადგენილია, რომ ნივთიერება თიროზინის დეფიციტი გაჭაღარავების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია. თიროზინი შედის ცილოვანი პროდუქტების შემადგენლობაში. მისი დეფიციტი უხშირესად დიეტის მოყვარულებს უვითარდებათ. ასევე მნიშვნელოვანია ვიტამინ B12ის დეფიციტი, რომელიც ცხოველურ პროდუქტებში შედის და მათი რაციონიდან ამოღება ხანგრძლივი დროით იწვევს გაჭაღარავებას. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ზოგიერთი დაავადება თმას შეფერილობას უცვლის (აღიავებს), რაც ადამიანებს ჭაღარა ჰგონიათ. მაგ.: სებორეა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, სპილენძის დეფიციტის გამომწვევი ე.წ. ვილსონ-კონოვალიოვის დაავადება. ადრეულ ასაკში ჭაღარის მიზეზად კალციუმის დეფიციტიც მოიაზრება. არასწორი კვება უშუალოდ აისახება თმის სტრუქტურასა და ფერზე. ცნობილია, რომ რაც უფრო მეტი რაოდენობით იღებს ორგანიზმი რკინის შემცველ პროდუქტებს, მით უფრო მუქი და სქელი თმა აქვს ადამიანს. რკინას დიდი რაოდენობით შეიცავს ვაშლი, ბროწეული, ხორცი, ღვიძლი. სტრესი,

განცდა, უარყოფითი ემოციები – რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს მთელ ორგანიზმსა და უშუალოდ თმის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ხშირი ღებვა, რის შედეგადაც ირღვევა მელანოციტების სტრუქტურა, იწვევს ჭაღარის მომატებას. მიიჩნევა, რომ გაჭაღარავებას ოთხი ფაქტორი იწვევს: მემკვიდრეობა, სტრესი, ასაკი და ქრონიკული დაავადებები. მაგრამ უშუალო მიზეზი ნებისმიერ შემთხვევაში ერთია – პიგმენტ მელანინის გაქრობა, რომელიც თმის ფოლიკულში გამომუშავდება. თმის ზრდის განსაზღვრულ სტადიაში ფერმენტ ტიროზინაზის ზემოქმედებით პიგმენტი თმის სტრუქტურულ ცილას უერთდება და მას ბუნებრივ ფერს აძლევს. როდესაც ამ ფერმენტის გამომუშავება წყდება, თმა ჭაღარავდება. ამ პროცესის დაწყების დრო გენეტიკურად არის განპირობებული და ორგანიზმის დაბერების საწყისად მიიჩნევა. რაც შეეხება სტრესის ნიადაგზე გაჭაღარავებას, ეს შემდეგნაირად აიხსნება: თმის ყოველ ღერს დაუყვება წვრილი სადინარი, რომელშიც სითხე მიედინება და თმას საკვებს აწვდის. როდესაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით ადრენალინს გამოიმუშავებს, სტრესის ჰორმონი პირდაპირ თმის შუაგულში ხვდება და პიგმენტისა და ცილის კავშირს არღვევს. ასე ჩნდება ნაადრევი ჭაღარა.

ივლისი 2017

67


ზედმეტად ცხელ ამინდში შესაძლოა ადამიანის ორგანიზმის დამცავმა სისტემებმა ვერ უზრუნველყოს სხეულის შესაბამისი გაგრილება და განვითარდეს სითბური დაავადებები. ეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, ზოგჯერ კი, შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დამთავრდეს. სითბური დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა ნებისმიერმა ადამიანმა გაითვალისწინოს საკუთარი ორგანიზმის მდგომარეობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ რეკომენდაციებს, რათა თავიდან აიცილოთ სითბოსთან დაკავშირებული ავადობა და სიკვდილიანობა. ეცადეთ იყოთ სიგრილეში, კარგად კონდიცირებად გარემოში, რაც პირველ დამცავ ფაქტორს წარმოადგენს სითბოსთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილის პრევენციაში. დღის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე (თუ ექიმი გიზღუდავთ დიდი ოდენობით სითხის მიღებას, ჰკითხეთ, რა მაქსიმალური რაოდენობის სითხის მიღება შეგიძლიათ ცხელი დღეების განმავლობაში). შეზღუდეთ ალკოჰოლი და ზედმეტად ტკბილი სასმელის მიღება, ასევე –

68

ივლისი 2017

ზედმეტად ცივი წყალი (შესაძლოა განვითარდეს კუჭის სპაზმი). მიიღეთ მინერალები და მარილები. ატარეთ ღია შეფერილობის, ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, მუქი ფერის სათვალეები. სიფრთხილით დაგეგმეთ გარეთ შესასრულებელი სამუშაოები. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებში და მოხუცებში, ცხელ ამინდში, სწრაფად ვითარდება დეჰიდრატაცია. ამიტომ, ხშირად შესთავაზეთ მათ სითხე. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის მზისგან დამცავი ფაქტორი 30 და მეტია. წაისვით იგი მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში. დამცავი კრემის შერჩევა კანის ტიპისა და ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობის შესაბამისად უნდა მოხდეს. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას.


ივლისი 2017

69


როგორ მოვუაროთ ფრჩხილებს?

ფრჩხილები მანდილოსნებისთვის ერთგვარი სავიზიტო ბარათი და იმიჯის ნაწილია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ესთეტიკური მხარეც. იმისათვის, რომ ლამაზი, ჯანმრთელი და მოვლილი ფრჩხილები გქონდეთ, არ არის აუცილებელი ხშირად ესტუმროთ სალონს. სპეციალისტების აზრით, სახლის პირობებში ფრჩხილების მოვლა საკმაოდ მარტივ პროცედურებს ითვალისწინებს. ყველაზე გავრცელებული მეთოდია გლიცერინისა 70

ივლისი 2017

და ფრჩხილების ზეთის გამოყენება. თუ მშრალი კანი გაქვთ, შეგიძლიათ კრემი წაისვათ, შეიფუთოთ ხელთათმანებით და მთელი ღამით დაიტოვოთ. თბილ წყალში გახსნილი ზღვის მარილი ზრდის იმუნიტეტს და ხელს უწყობს ფრჩხილების გამყარებას. მოსამზადებლად საჭიროა კოვზი ზღვის მარილი და ნახევარი კოვზი სოდა. საკმარისია წყალში ხელების 10-15 წუთით გაჩერება. პროცედურის შემდეგ ლიმონის წვენის წასმა უკეთესი ეფექტისთვის საუკეთესო საშუალებაა.


იციან პარაფინის თერაპიის ეფექტურობის შესახებ, რომელიც არა მხოლოდ ფრჩხილებს არბილებს, არამედ ხელის კანსაც სირბილესა და სინაზეს ანიჭებს. თერაპიის გაკეთება მხოლოდ სალონებშია რეკომენდებული. მნიშვნელოვანი ფაქტორია კვების რაციონიც. ფრჩხილების გამოფიტვას ხშირ შემთხვევაში A,D და E ვიტამინის ნაკლებობა იწვევს. სწორედ ამიტომ, ზაფხულში სასურველია დიდი რაოდენობით ხილის მიღება. დაზიანებული ფრჩხილების შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალური მანიკიურის შერჩევა, რომელსაც სამკურნალო თვისებებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ზონებისგან განსხვავებით ფრჩხილი უფრო მარტივი მოსავლელია, სპეციალისტთა აზრით, გარკვეული სიხშირით მაინც უნდა ვესტუმროთ სალონს.

ასევე ცნობილი მეთოდია ძილის წინ იოდის წასმა, რაც ხელს უწყობს ფრჩხილების გამაგრებას. პროცედურების ციკლი 2-დან 3 კვირამდე გრძელდება და ძალიან მალე აისახება ვიზუალურ მხარეზე. ხშირია ლითონის ქლიბის გამოყენება, რაც აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ რბილი ქლიბით. ასევე სასურველია გამოვიყენოთ სპეციალური სითხე მანიკიურის ლაქის მოსაშორებლად, რომელიც არ შეიცავს აცეტონს. მათ, ვინც ხშირად სტუმრობენ სალონებს, კარგად ივლისი 2017

71


სეზონის მაკიაჟის ტრენდები OK! წარმოგიდგენთ მაკიაჟის ტრენდებს, რომლებიც ნამდვილად აქტუალურია 2017 წლის ზაფხულში.

2

თვალის ქვეშ ვერცხლისფერი ბრჭყვიალები სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული მაკიაჟის ნაწილია. მას არ უხდება ზედმეტად მკვეთრი ტუჩები, ამიტომ გირჩევთ მასთან ერთად მხოლოდ გამჭვირვალე, მბზინავი ტუჩსაცხი გამოიყენოთ.

1

3

ბრჭყვიალა ტუჩები სეზონის მოდის ჩვენებებზე საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა. იმისათვის, რომ თქვენი მაკიაჟი ზედმეტად მკვეთრი არ გამოვიდეს, მასთან ერთად მხოლოდ თვალის შავად გამკვეთრებას გირჩევთ.

3

1

თუ თქვენ მოგწონთ დახვეწილი, რეტროსტილი, ეს სწორედ თქვენთვისაა. 1980-იანი წლების მაკიაჟის ტრენდი 2017 წლის ზაფხულშიც აქტუალურია.

2 72

ივლისი 2017

4

ვარდისფერი თვალის ლაინერი სეზონის ერთერთი გამორჩეული ტრენდია.


გაზაფხული/ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული მაკიაჟის ნაწილია.

4

7

არ დაგავიწყდეთ ყურები! როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, სეზონზე ძალიან აქტუალურია ბრჭყვიალებით დაფარული ყურები სახის მსუბუქ მაკიაჟთან ერთად.

8

დაივიწყეთ თვალის შავი ფანქარი, რადგან ახლა მოდაში ლურჯია. კაშკაშა ლურჯი თვალის ფანქარი კატისებრად წაისვით და 2017 წლის ამ სეზონზე ნამდვილად მიიქცევთ ყურადღებას.

5 6

7

5 6

ნარინჯისფერი ახალი „შავია“. დაისისფერ თვალის „ჩრდილს“ ნარინჯისფერი მანიკიური ყველაზე მეტად უხდება. ყველაზე მაგარი გოგონები ქუთუთოებზე ნეონის წითელ ხაზებს ატარებენ, რაც 2017 წლის

9

ვარდისფერი თვალები მაკიაჟის განუყრელ ნაწილად თითქმის ყველა ჩვენებაზე იყო წარმოდგენილი. ღია ფერის კანს და თეთრ თმას იგი განსაკუთრებულად უხდება.

9

10

დაბოლოს: თუ ზემოთ მოყვანილ მაგალითებს სისადავეს ამჯობინებთ, მაშინ შეგიძლიათ მხოლოდ ღია ფერის ტონალური წაისვათ, რაც სეზონზე ასევე ძალიან აქტუალურია.

8 10 ივლისი 2017

73


ალერგიული რეაქცია კოსმეტიკაზე

74

ივლისი 2017


სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების კანზე ზემოქმედების შედეგად, ზოგჯერ ადგილი აქვს კანის მგრძნობელობის შეცვლას. ვითარდება კანის ალერგიული რეაქცია ალერგიული დერმატიტის სახით (კანის ანთება). ალერგიულ დერმატიტებს იწვევს შემდეგი კოსმეტიკური საშუალებები: მალამოები, ტუჩსაცხები, თვალის საღებავები, საპონი, შამპუნი, თმის ლაქი, სუნამო, თმის საღებავები. ალერგიული რეაქცია შეიძლება განვითარდეს კოსმეტიკური საშუალებების პირველადი გამოყენებისთანავე, რასაც ახლავს შეშუპება, სიწითლე, წვის შეგრძნება, კანზე წვრილწინწკლოვანი გამონაყარი, ქავილი, აქერცვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა შეწყვიტოთ ყველა სახის კოსმეტიკური საშუალების გამოყენება და დაიდოთ ორკბილას ან კრაზანას ცივი საფენები, შემდეგ კი აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს. ალერგიული რეაქციის მოსაცილებლად, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია დადგინდეს ალერგენი (რამაც გამოიწვია რეაქცია). მოცემულ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს პირადი დაკვირვებები.

ივლისი 2017

75


მეზოთერაპია

მეზოთერაპია გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მეზოთერაპიის დროს კანში სპეციალური აპარატის მეშვეობით კოქტეილი შეჰყავთ. საამისოდ არსებობს სპეციალური შერეული კომპონენტები, რომლებიც შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავას, ანტიოქსიდანტს. ინიექციის დროს იზრდება სისხლის მიმოქცევა და ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა. ასაკის მატებასთან ერთად, ორგანიზმის თავდაცვითი 76

ივლისი 2017

ძალები ვეღარ ახერხებს კანისა და სხეულის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას. მეზოთერაპიის არსი სწორედ ის არის, რომ ქსოვილებსა და უჯრედებს მიაწოდოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნივთიერებები. „ცოტა, იშვიათად და საჭირო ადგილას“, – ასე ლაკონიურად ჩამოაყალიბა ამოცანა მეზოთერაპიის შემქმნელმა, ფრანგმა ექიმმა მიშელ პისტორმა. ინიექციის გზით ნივთიერების კონცენტრაცია ნარჩუნდება რამდენადმე მეტხანს და კანქვეშა შრეში იქმნება დიდი ხნის სამყოფი მარაგი. ყოველგვარი


ება სეზონური ფასდაკლ 39 ლარიდან!

ცელულიტის მოცილება და სხეულის კორექცია ინოვაციური აპარატით “So Up Reloaded 2.0” ცხიმის დაშლა ცელულიტის მკურნალობა მოშვებული ზონების ლიფტინგი და გაახალგაზრდავება 5 წამყვანი ტექნოლოგია: • ვაკუუმით მასაჟი • RF ლიფტინგი • ულტრაბგერა (2მჰც) • ფოტოდინამიკური თერაპია • უნიკალური დაპატენტებული ტექნოლოგია Myo Regenesis კანის გაახალგაზრდავებისთვის

ამოდელირებს შემდეგ ზონებს: • მკლავები • მუცელი • ბარძაყები • გვერდები • წელი • გალიფე • დუნდულები

ასოა! კონსულტაცია უფ ბახტრიონის 11ბ. ტ: 593 48 92 92


საქმე სისტემურ და რეგულარულ მიდგომას საჭიროებს. ნუ მოსთხოვთ სპეციალისტს, გაგიკეთოთ ერთდროულად ყველა პრობლემის მოსაგვარებელი ნემსი, განსაკუთრებით – თუ ჯერ არ შეგსრულებიათ 30 წელი, რადგან მეზოთერაპია ერთგვარი „სასწრაფო დახმარებაა“ და მას ჩვენებისამებრ უნდა მივმართოთ. მეზოთერაპიის სეანსების შედეგად, ორგანიზმში ქვეითდება ქოლესტერინის დონე, ნეიტრალდება თავისუფალი რადიკალები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბერების პროცესის შესაჩერებლად. მეზოთერაპია შეუცვლელ პროცედურად იქცა ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორებიცაა აკნე, კანზე არსებული სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები და პიგმენტური ლაქები. აკნეს შემთხვევაში, გამონაყარი მცირდება და ქრება. იგი არ ტოვებს არავითარ კვალს. მეზოთერაპიის საშუალებით შესაძლებელია ნაოჭების გასწორება, სახის ოვალის აღდგენა, ფიგურის კორექცია ოპერაციის გარეშე, ცელულიტის ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობა. უმჯობესდება კანის ელასტიკურობა, სწორდება სახის ოვალი, ქრება ან მცირდება ორმაგი ღაბაბი.

78

ივლისი 2017


detraleqsi 1000 mg ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარე ნუნისის წყლის ხეობაში, ბალნეოკლიმატური კურორტი ნუნისი მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე; ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – ჰავა და მაღალი ტუტიანობით გამორჩეული წყალი, რომლის მკურნალი ძალის საიდუმლო მისსავე შემადგენლობა გახლავთ.

franguli venotonuri preparati qronikuli venuri daavadebis da buasilis samkurnalod rekomendebuli msoflios wamyvani eqspertebis mier

* simptomebis swrafi da efeqturi moxsna * daavadebis progresirebis Seferxeba * martivad misaRebi forma - 1 tableti dReSi

vreT areSe! o x ic tis g or komf

dis

საქმე ისაა, რომ ნუნისის წყალს დაბალი მინერალიზაცია და მაღალი ტუტიანობა (pH8,3) ახასიათებს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანის დაავადებები (ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, ეგზემა, დერმატიტი და სხვ.) აწუხებთ. ნუნისის წყალს ასევე ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს – ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ალამაზებს და აახალგაზრდავებს კანს, ახალისებს ორგანიზმს.

Nunisi Park Hotel & Spa კურორტის მის: დაბა ხარაგაული, წერეთლის ქ.10; ტელ: 2 47 52 02; 599 52 02 28 ელ.ფოსტა: nunisiparkhotelandspa@gmail.com; facebook.com/Nunisiresort გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს


HEALTH & BEAUTY BOOK


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.