ფოტო: აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
GASTRO BOOK
სუშის ადგილზე მიტანის სერვისი
568 333 353
sushiholic@yahoo.com facebook.com/sushiholic1 instagram.com/sushi_holic ე.მაღალაშვილის ქ.8
განუმეორებელი გასტრონომიული სიამოვნება მათთვის, ვისაც ქართული სამზარეულო უყვართ ბათუმი. კ. გამსახურდიას ქ. N40 ტელ: 0422 276222
„სუში ჰოლიკი“ მომხმარებელს ჯანსაღ და ხელმისაწვდომ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია აზიური კერძების ადგილზე მიტანის სერვისზეა ორიენტირებული. მიტანის სერვისით სარგებლობა დღის თორმეტი საათიდან ღამის 2 საათამდეა შესაძლებელი.
ქართველი სელებრითების საყვარელი კერძები
6
ყველი
14
ქართული სამზარეულო რომ ყველასგან გამოირჩევა, ამაზე არ ვდაობთ. გამორჩეული კერძები რომ ბევრი გვაქვს, არც ამაზე. თუმცა, ხანდახან მაინც გვიზიდავს სხვა ქვეყნის სამზარეულო და ვცდილობთ დავაგემოვნოთ ხან სპეციალურ რესტორანში, ხანაც საკუთარ სამზარეულოში ვცადოთ მისი გაკეთება. „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახ მსახიობებმა – მარიშკა ჯავახაძემ და ნანუკა გულუამ კი თავიანთი საყვარ საყვარელი კერძები მოგვიმზადეს და ისიც გაგვიმხილეს, თუ რა ადგილი უჭირავს სამზარეულოს მათ ცხოვრებაში.
12
Vardzia Resort-ის Resort rtrt t-ი t-ი ის რესტორანი ის რ ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის მოპირდაპირე ახხლა ლად ლად ადშე მხარეს, ახლადშექმნილი კომპლექსის შუაგულში მდებარეობს და სტუმარს ქართულ-ევროპული კერძების მრავალფეროვნებით ხიბლავს. ქარ ქა ართ არ რთუ რთ თულ-ე თუ
Vardzia განვითარების კონცეფცია იმთავითვე მოიაზრებდა მესხური V d i Resort-ის R გ ტრადიციული სამზარეულოს აღორძინება-განახლებას. რესტორნის მენიუ რ ს ქართველი და უცხოელი სტუმრების გემოვნების გათვალისწინებითა და მესხური კერძების აქცენტირებით არის შედგენილი და ძირითადად იმ კერძებს მოიცავს, რომელთაც დღესაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ყოველდღიური კვების რაციონში. ეს კერძები უპირატესად მხოლოდ ახალი და ადგილზე მოწეული პროდუქტებით მზადდება. ეს გახლავთ, უწინარეს ყოვლისა, მწნილეული: თელერხაშის, ღიმის, სვინტრის, ჭარხლის მკლავის, ბამიას და ა.შ. მწნილი; ცომეული: მოშუშული ხინკალი, თათარბერაკი, თუთმაჯი, მესხური ფენოვანი ხაჭაპური, ბიში-ლუხუმი, მარილიანი ქადა (რომელიც ორი ხელით იჭმევა, „თუ გული გულობს...“), ადგილობრივი ტრადიციული ყველეული: ტენილი, ჩეჩილი, თავი-ყველი, ცხვრის ყველი... თათარბერაკს და მოშუშულ ხინკალს აქ აუცილებლად დაბრაწულ ხახვთან, ნივრის სოუსთან და მაწონთან ერთად მოგართმევენ; მაყალზე შემწვარ ხბოს, ბატკნის, ორაგულის ან ღორის მწვადს და შემწვარ კალმახს კი ჭერმის ან ალუბლის სოუსით შემოგთავაზებენ. არასოდეს დაგავიწყდებათ აქ გასინჯული სვინტრის (ველური მწვანე სატაცური) შეჭამანდისა და მთაში, ალპურ მდელოებზე შეგროვებული სუნელებით შეზავებული კერძების გემო.
18
„კანტინა ბაი ბონტემპი“ – ყველაზე გემრიელი ადგილი საქართველოში Cantina by Bontempi – ეს არის იტალიური გასტრონომიის წარმომადგენელი თბილისში, სადაც მთავარი პროდუქტი პინსაა. პინსა პიცის წინაპარია. პროდუქტი შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობის ბურღულეულს და ბიოლოგიურად სუფთაა, მისი ავტორი კი ცნობილი იტალიელი მზარეული ვალენტინო ბონტემპია. პინსერიამ ძალიან მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა და ქართველების საყვარელი ადგილი გახდა. არაჩვეულებრივ ინტერიერთან და მყუდრო გარემოსთან ერთად, პინსერიაში მისაღები ფასებია. პინსას, რომელიც აქ მზადდება, საქართველოში ანალოგი არ აქვს. ჩვეულებრივი პიცისგან პინსა ინგრედიენტებით და მომზადების წესით
განსხვავდება (ცომი 72-საათიან მომზადებას გაივლის
და მაცივარში იყინება). რაც ყველაზე მთავარია, პინსა დიეტური და ზედმეტი ცხიმებისგან ცარიელია. ის, ვინც ჯანსაღ ცხოვრებას არის მიჩვეული, თამამად შეუძლია Cantina by Bontempi-ს ესტუმროს. ვინაიდან „კანტინა“ არ წარმოადგენს მხოლოდ იტალიურ სამზარეულოს, აქ მარტო პინსის კი არა, არამედ ევროპული კერძების დაგემოვნებაცაა შესაძლებელი. აქ მზადდება ბრეცელები, რომელსაც ჩვენს დედაქალაქში მხოლოდ რამდენიმე ადგილზე თუ შემოგთავაზებენ; ასევე საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია თევზეულის მოყვარულთათვის. Cantina by Bontempi ზრუნავს
21 რამდენიმე სიტყვით ბავშვთა კვება სემპერის შესახებ
20
ბავშვთა კვების შვედურ ბრენდი სემპერი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია ექსკლუზიურად კომპანია „გეფას“ სააფთიაქო ქსელში, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ფართო ასორტიმენტით. Semper-ის ისტორია ითვლის 70 წელზე მეტს. ყველაფერი დაიწყო მშრალი რძის წარმოებაში პრინციპულად ახალი მეთოდის დანერგვით, რომელიც შეიმუშავა შვედმა ნუტრიციოლოგმა ნინნი კრონბერგმა. მისი იდეებით შთაგონებულმა მწარმოებელმა აქსელ ბენნერ-გრენმა 1938 წელს დაარსა კომპანია Svenska Mjolkprodukter AB (SMP), ხოლო 1939 წელს დამზადდა მშრალი რძის პირველი პარტია. ლათინურიდან თარგმანში Semper ნიშნავს „ყოველთვის“. ეს საკმაოდ ზუსტად ასახავს და ხაზს უსვამს ბრენდის წინაშე დასმულ მთავარ ამოცანას, ყოველთვის შექმნას და მიაწოდოს მოსახლეობას მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კვების პროდუქტები. სემპერი მოიცავს 80-მდე დასახელების პროდუქტს: ადაპრიტებული რძიანი ნარევები, ხილის წვენები, რძიანი და ურძეო ფაფები, ველინგები, პაუჩები, ხილისა და მარცვლეულის კომბინაციები, ხორცის და თევზის სადილები, სხვადასხვა ხილის ჩაი და ორცხობილები.
შეიგრძენი „ბაბელ-ვაფლის“ ნამდვილიი გემო „ვაფლი-მაფლი“ შეიქმნა 2017 წლის აპრილში. პირველი ამერიკული „ბაბელ-ვაფლები“ ქართველებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა, რამაც ძალიან გაამართლა და დღეს მისი დაგემოვნება „თბილისი მოლში“, „ევროპარკში“ და ბათუმში შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა, უკვე ძალიან პოპულარულია. კომპანიის დამფუძნებლები სალომე სულხანიშვილი და ნინო მესხი არიან. როგორც ისინი ამბობენ, სტარტაპი სირთულეებთან იყო დაკავშირებული: პროდუქციის იდეალური მასის გამოსაყვანად, აშშ-იდან მოუხდათ ინგრედიენტების დამატება, თუმცა მათმა პროდუქტმა პირველივე დღიდან გაამართლა და პოპულარობა მოიპოვა. არ გაჩერებულან იმაზე, რომ ვაფლი მხოლოდ გემრიელი უნდა ყოფილიყო – იზრუნეს ვიზუალზეც, შეფუთვაზეც, და იმაზეც, თუ როგორი სახით მიაწვდიდნენ პროდუქტს მომხმარებელს.
ბავშვის ჰარმონიული ზრდა განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორ და რაციონალურ კვებას. დაბადებისას უალტერნატივო პროდუქტს წარმოადგენს დედის რძე. ასევე ძალიან დიდია ინდუსტრიული პროდუქტების და კერძების როლი ადრეული ასაკის ბავშვთა კვებაში. ქარხნული წარმოების პროდუქტებს აქვთ გარანტირებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური უსაფრთხოება და შემადგენლობა, ბავშვის საღეჭ აპარატსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მორგებული საკვების ოპტიმალური და გარანტირებული დაქუცმაცება. ნედლეულის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის გვხვდება რთულად მოსაპოვებელი პროდუქტები (მაგ.ეგზოტიკურ-ტროპიკული ნაყოფები) რომლებიც ყოველთვის ჰერმენტულადაა შეფუთული, რაც უზრუნველყოფს ოთახის ტემპერატურაზე ხანგრძლივ შენახვას. ქარხნული წესით დამზადებული პროდუქტები კომფორტულია დედისთვის, არ საჭიროებენ მოხარშვას და საკმარისია მათი შეთბობა ან წყალში/რძეში განზავება. ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის საკვები იყოს მრავალფეროვანი და, რა თქმა უნდა, ხარისხიანი. სემპერი აკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიული, გურმანი ბავშვების მოთხოვნასაც კი.
სემპერი - დედები ენდობიან, ბავშვებს უყვართ
6 საუკეთესო ფილმი კულინარიაზე
28
კულინარიული ფილმების საიდუმლო მარტივია: მაყურებელს მოსწონს იმის ნახვა, თუ როგორ ამზადებენ სხვები გემრიელ სადილს. წარმოგიდგენთ 6 საუკეთესო ფილმს, რომლის მთავარ ობიექტებად მზარეულები, ხოლო მოქმედების ადგილად სამზარეულო იქცა.
15 ნივთი, რომელიც ნებისმიერი მამაკაცის სამზარეულოში უნდა იყოს
ჯული და ჯულია / JULIE & JULIA (2009) ფილმში ორი სიუჟეტური ხაზია: ერთი პერსონაჟი პარიზში მცხოვრები მერილ სტრიპია, რომელიც მოწყენილობის გამო მზარეულის კურსებს მიაკითხავს. მისი გმირი ნამდვილი ადამიანია, რომელმაც ამერიკის კულინარიაში რევოლუცია მოახდინა.
სიხარულის ფორმულა
სარჩევი
e-mail: wafflemaffle2017@gmail.com fb: waffle maffle; instagram:wafflemaffle_georgia
ალიონა დოლეცკაია ალიონა დოლეცკაია რუსი ჟურნალისტი და მთარგმნელია, რომელიც 1998 წლიდან 2010 წლამდე რუსული Vogue-ის მთავარი რედაქტორი იყო. მამა საბავშვო ქირურგი, დედა კი ქირურგიონკოლოგი გახლდნენ. ალიონასგან განსხვავებით, მისი ძმა, მშობლების კვალზე, სამედიცინო საქმიანობას გაჰყვა. მოსკოვში, ფილოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ალიონა უნივერსიტეტში ინგლისურამერიკულ ლიტერატურას ასწავლიდა. მოგვიანებით, უილიამ ფოლკნერის, რეი ბრედბერისა და ავსტრალიელი მწერლების წიგნები გადათარგმნა. თანამშრომლობდა რადიოსადგურ BBC-სთან და გერმანულ ტელეარხთან RTL. უყვარს კარგი საჭმელი, ტყეში სეირნობა, კონცერტებზე დასწრება და წიგნები. ამბობს, რომ იმის მიმართ, რასაც აკეთებს, დიდი სიყვარული და პათოლოგიური პერფექციონიზმი ამოძრავებს. რუსული Vogue-ის რედაქტორობიდან საკუთარი სურვილის გამო წავიდა, რის შემდეგ, რუსეთსა და გერმანიაში გამოსცა ჟურნალი Interview. ალიონა ორივე გამოცემის მთავარი რედაქტორია. 2012 წელს, 75 საავტორო პროგრამა ჩაწერა სახელად: „საუზმე ალიონა დოლეცკაიასთან
მეორე კი ნიუ-იორკში მცხოვრები ჯული ფაუველია, რომელიც მერილ სტრიპის გმირის წიგნს იპოვის და მისი ყველა კერძის მომზადებას გადაწყვეტს. ამ ყველაფერს კი ბლოგზე აღწერს.
ერთად“. 2013, 2014 და 2016 წელს, მისი 3 კულინარიული წიგნი გამოვიდა: „დილა. 50 საუზმე“, „კვირის სადილები“ და „მურაბის შესახებ“.
ფილმი ორ განსაკუთრებულ ხედვას და ცხოვრების სტილის რადიკალურად შეცვლას წარმოგვიდგენს.
22
ალიონას ერთი ქმარი ჰყავდა – ბორის ასოიანი, პროფესიით ისტორიკოსი, რომელიც 1992 წელს გარდაიცვალა.
34
„კვირის სადილები“ ეს ალიონას მეორე წიგნია. მისი პირველი წიგნის დახმარებით გულშემატკივრებმა საუზმის, მომზადება ისწავლეს, ამით კი ახალ სირთულეზე გადავიდნენ. ალიონას წიგნების მეშვეობით, ისინიც კი, ვინც კერძებს დიდად არ ამზადებს ან საკუთარ თავში დარწმუნებული არაა, მზარეულობის ათვისებას ახერხებენ. რეცეპტები მათთვისაც გამოდგება, ვინც ხშირად მდგარა გაზქურასთან და ტრადიციული კერძების მომზადების უბადლო ოსტატია, რადგანაც ალიონას წიგნებში კლასიკური რეცეპტები ახალი მანერითაა წარმოდგენილი. მოკლედ, მისი წიგნები ყველასთვისაა.
სექტემბერი 2017
3
ს E- ენო E UR ფ
D
LA
მათთვის, ვინც პარიზში ერთხელ მაინც არის ნამყოფი, იცოდეთ, რომ Laduree მხოლოდ დელიკატესი როდია, Laduree – ეს თვითონ პარიზია. 1862 წელს დაარსებული საკონდიტრო სახლი პარიზული კომუნის დროს თავიდან ბოლომდე განადგურდა. ლუი ერნესტ ლადიურეს მეუღლემ – ჟანა სუშარმა ქმარს შესთავაზა განახლებული საკონდიტრო სახლი გადაექციათ მოდურ ჩაის სალონად ქალებისთვის, რომლებიც იმ დროისთვის ვერსად მიდიოდნენ თანმხლები პირის გარეშე, იმის შიშით, რომ ვინმე აუცილებლად მოიგონებდა მათზე რაიმე ჭორს. იდეა წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ნამდვილი დიდება საკონდიტრო სახლმა 1930 წელს მოიპოვა, როდესაც დამაარსებლის შვილიშვილმა – პიერ დეფონტენმა მოიგონა ნამცხვარი-მაკარონი – ორი მსხვრევადი ნუშის ნამცხვარი, რომელიც ერთმანეთთან კრემითაა შეერთებული. ნამცხვარიმაკარონი პირველად ეკატერინე მედიჩის დროს გამოჩნდა, რომელსაც ბლინების ფორმა ჰქონდა და 1993 წლიდან კომპანია ეკუთვნის Holder
Group-ს, რომელმაც ლეგენდარულ Laduree-ს ახალი სიცოცხლე შესძინა. Laduree-ს პრეზიდენტის – დევიდ ოლდერის გადაწყვეტილებით, უცხოური ბუტიკებისთვის პროდუქცია ქალაქ ბულში, შვეიცარიულ კანტონა ფრაიბურში მზადდება. ყოველ წელს ქარხანაში 400 ტონა მაკარონი 28 ქვეყნის საკონდიტროში გასაგზავნად მზადდება. კომპანია სწორედ ასე ინარჩუნებს გემოსა და ხარისხის საერთო სტანდარტს – მყიდველის ხელში უნდა აღმოჩნდეს თვით სინაზე, ენაზე კი ანგელოზებმა უნდა იმღერონ. დამზადებული მზა ნამცხვრები იყინება, შემდეგ კი იგზავნება სპეციალური მანქანების საშუალებით, რომლებიც აღჭურვილია თერმული სენსორებით. პარიზში მაკარონი 2,1 ევრო ღირს, თუმცა ტრანსპორტირებიდან გამომდინარე, ნამცხვარ-მაკარონს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფასი აქვს.
როგორ დავლიოთ ისე, რომ არ დავთვრეთ
ი
ნ მე
38
გასტრონომიული მოგზაურობა „ნიკორასგან“ მოგზაურობა, ალბათ, უკლებლივ ყველა ადამიანის საყვარელი საქმიანობაა – პროცესი, რომელიც დასვენებას, განტვირთვას, უამრავი სასიამოვნო თავგადასავლის ძიებას და რაც მთავარია – გასტრონომიულ აღმოჩენებს უკავშირდება. აბა დავფიქრდეთ, ყველაზე უკეთ რომელი ქალაქები და ქვეყნები გვამახსოვრდება? რა თქმა უნდა, ისინი, სადაც ჩვენი გემოს რეცეპტორები ყველაზე ეგზოტიკურმა, გემრიელმა და სასიამოვნო სასუსნავებმა თუ კერძებმა გაანებივრა. აღსანიშნავია, რომ, ამ მხრივ, ყველაზე მეტად სწორედ მათ უმართლებთ, ვისაც ხორცპროდუქტები უყვართ.
დამატებით ინგრედიენტებს არ საჭიროებდა.
კარგ კა რგი რგ ი ღვ ღვინ ინის ინ ის არჩ რჩევ ე ის
6 მარტივი წეს სი
46
მშვიდი საღამო, სასიამოვნო ატმოსფერო, საყვარელი მუსიკა და მკრთალად განათებული გარემო – ერთი შეხედვით, ეს იდეალური დასვენების აღწერაა, თუმცა ამ ყველაფერს აუცილებელი დეტალი – კარგი ღვინო აკლია. ეს უკანასკნელი ხომ დამატებითი კომფორტის გარანტიაა, ცუდმა სასმელმა კი შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს. იდეალურ დასვენებას იდეალური მომზადებაც სჭირდება, ამიტომ სანამ ამაზე ზრუნვას დაიწყებთ, გადახედეთ თქვენს ღვინის მარაგს – თუ იგი ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, აარჩიეთ მათ შორის საუკეთესო, ჩართეთ მუსიკა და დატკბით გემოთი გამოწვეული ნანატრი სიმსუბუქით.
როგორ შევინახოთ მალფუჭებადი პროდუქტი სწორად? იმისათვის, რომ სიცხეში საჭმელი არ გაგვიფუჭდეს, ყველაზე კარგი გზაა ვიყიდოთ იმდენი, რამდენის მომზადებასაც შევძლებთ მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში. თუმცა ამ ხერხს იშვიათად თუ მივმართავთ ხოლმე, რადგან, გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ხშირად მხოლოდ დასვენების დღეებში გვიწევს პროდუქტის საყიდლად სუპერმარკეტში გასვლა. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორ შეიძლება შევინახოთ ჩვენი ნავაჭრი ისე, რომ ერთი კვირის განმავლობაში არ დაგვჭირდეს მაღაზიაში წასვლა. მივბაძოთ პროფესიონალ კულინარებს, რომელთათვისაც თითოეული პროდუქტი მნიშვნელოვანია.
4
სექტემბერი 2017
56
როგორ დავამარცხოთ
40
44
სტრესი ნებისმიერი უსიამოვნების დამარცხება შეიძლება. უბრალოდ, ავდგეთ და „გავგუდოთ“ იგი სიამოვნებით! მთავარია არ შევცდეთ იმ სიამოვნების არჩევაში, რომელიც სტრესს დაამარცხებს. ასევე არანაკლებ როლს თამაშობს ის, თუ რამდენად სწრაფად მივიღებთ შედეგს. საკმარისია სულ რაღაც ათი წუთით დავნებდეთ ცუდ განწყობას, რომ მთელი დღის განმავლობაში ვეღარ გავუმკლავდებით მას, თუმცა ამ დროს აუცილებელია ძალიან სწრაფად ვიმოქმედოთ და ცუდი განწყობის დამარცხებას მისი გაჩენისთანავე შევუდგეთ. ადამიანთა დიდი ნაწილი სტრესის დამარცხებას საკვებით ცდილობს. ერთი შეხედვით, თუ ეს გვშველის, რატომაც არ უნდა მივირთვათ და დავმშვიდდეთ? თუმცა ხშირად ერთ ნერვულ შეტევას მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ასე, დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიძლება ვჭამოთ სტრესული მდგომარეობის გასაქარწყლებლად, რასაც ახალი სტრესი – არასასურველი კილოგრამები მოჰყვება. როგორ შეიძლება ვიკვებოთ ისე, რომ არც წონაში მოვიმატოთ და არც ყოველდღიურ სტრესთან დავრჩეთ „უიარაღოდ“? გავაანალიზოთ პრობლემა და თეფში შევავსოთ ისეთი საკვებით, რომელიც არ ვნებს ჩვენს ორგანიზმს და გამოირჩევა ანტისტრესული ეფექტით.
მყუდრო გარემო, გემრიელი საკვები, სასიამოვნო მუსიკა და პროფესიონალთა გუნდი – რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ სერვისს ლს მომხმარებელი გთავაზობთ. ქსელს ახელით „ორიგინალის“ სახელით ნდინგი ექვსი იცნობდა. რებრენდინგი ო. შეიქმნა თვის წინ დაიწყო. უფი“ და „ჩემო „ორიგინალი ჯგუფი“ ნების ქსელი კარგო“ რესტორნების ნში ცოცხალ გახდა. რესტორანში მუსიკას ყოველ საღამოს მ რ ბ ისეთი ცნობილი მმომღერლები გთავაზობენ, როგორებიც არიან: ბორის ბედია, ჯგუფი „ურსა“ და სხვადასხვა რეიტინგული მუსიკალური პროექტების გამარჯვებულები თუ ცნობილი მომღერლები. „რას ინებებთ, ჩემო კარგო“, „მადლობა, ჩემო კარგო“ – სახელი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ ფრაზებისგან წამოვიდა, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო და დასამახსოვრებელია.
54
50
ბავშვობიდან გვახსოვს ალბათ, როგორ გვაიძულებდნენ მშობლები ვიტამინების მიღებას, რათა უფრო ჯანმრთელები, მაღლები და ლამაზები ვყოფილიყავით. რა თქმა უნდა, ვიტამინების გარეშე ჩვენი ორგანიზმი ვერ შეძლებს სწორად ფუნქციონირებას, მაგრამ თუ მისმა რაოდენობამ ნორმას გადააჭარბა, შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა ნერვული და ენდოკრინული დარღვევები. დოზირებულად მიღებას კი საუკეთესო ეფექტი აქვს, რადგან ამაღლებს ენერგიულ ტონუსს და ამცირებს მღელვარების განცდას.
როგორ ვიკვებოთ სწორად?
60
სიმყუდროვე და უგემრიელესი კერძები ეს „ჩემო კარგოა“
გარდა იმისა, რომ გარემო არაჩვეულებრივია, საკვებს აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულს მიირთმევთ. მოხევური ხინკლისთვის კვლიავს ყაზბეგიდან, მჭადის ფქვილს სამეგრელოდან, კუბდარის სუნელებს მესტიიდან, ნედლ ხორცს კი კახეთიდან ყოველდღიურად ვიღებთ. ხარისხზე „ჩემო კარგოში“ განსაკუთრებულად ზრუნავენ. „ჩემო კარგოს“ მენიუსთვის სპეციალურად შეიქმნა კუთხური მიქსები, რომლებსაც იმავე კუთხის სიმღერის
64 ყველაზე პოპულარული ლარუ ული შეხედულებები ვეგეტარიანელობაზე – მითი თუ რეალობა?
ჰყავს. ბევრი მიმდევარი ას ვარსკვლავებში ვენ. ნატალი ვეგეტარიანელობ ტსმენებიც მისდე წესს ცნობილი სპორ 8 წლის ასაკიდან თქვა და ცხოვრების ასეთ ელის ტყავი ის მიღებაზე უარი ცხოვ ხორც ც მანმა ლიღა პორტ ლშიც რომე მჯობესებლად ებს სამოსს, რომე ს კარმის გასაუ არასოდეს ატარ ბერიმორი ხორც ი ვეგეტარიანული გამოიყენეს. დრიუ – მობის, ნიუ-იორკშ სახის რეცეპტით ილ მომღერალს უარყოფს. ცნობ ც კი 8 სხვადასხვა არ შეიძლება სადაც ცივ ჩაისა ის ჩამოთვლისას რესტორანი აქვს, ელებ არიან მუნებს, რომ ილი ვეგეტ ლიც ხშირად გვარწ ამზადებენ. ცნობ ტ პელტროუ, რომე ადამიანისთვის. არ ვახსენოთ გვინე წესი ყველაზე სასარგებლოა მსგავსი ცხოვრების მ
თამთა კიკალეიშვილი „ტფილისი მეიდნის“ ბრენდშეფი
ერეკლე იჩქითი „ტფილისი მეიდნის“ შეფმზარეული
სტეიკ სალათი ტარხუნის სოუსით ერთი-პორცია
• ტარხუნა 20 გრ • პიტნა 5 გრ • ნიგოზი 50 გრ • ზეითუნის ზეთი 35 მლ • ლიმონის წვენი 10 მლ • მარილი 2 გრ • ქინძი 5 გრ • ნიორი 1 კბილი • კიტრი 1ც. პატარა ზომის • ფეტას ყველი 40 გრ • სალათის ფურცლების მიქსი 50გრ • საქონლის სუკი 110 გრ • ზეთი 20 მლ • კარაქი 10გრ • შავი პილპილი მომზადების წესი: ტარხუნის სოუსი: დავაბლენდეროთ ტარხუნა, პიტნა, ქინძი, ლიმონის წვენი, ნიგოზი, ნიორი, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. დავუმატოთ მარილი და დრესინგი მზადაა. მოვამზადოთ ხორცი: მოვაყაროთ საქონლის სუკის ნაჭერს მარილი და პილპილი. გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და გადავიტანოთ ხორცი. 2-3 წუთში გადმოვაბრუნოთ ხორცი და კიდევ 2-3 წუთი დავბრაწოთ მეორე მხარეს. ბოლოს დავუმატოთ კარაქის პატარა ნაჭერი, რომ კიდევ უფრო დაარბილოს ხორცი. დავჭრათ ხორცი 4-5 ნაჭრად. ავაწყოთ სალათი. ჯერ დავფლითოთ სალათის ფურცლები. მოვასხათ ტარხუნის სოუსი და კარგად ამოვურიოთ, დავუმატოთ დაჭრილი კიტრი. ზემოდან დავალაგოთ დაჭრილი ხორცი და მოვაყაროთ ფეტას ყველის ნატეხები, ცოტა დამტვრეული ნიგოზი და ოდნავ მოვასხათ ზეითუნის ზეთი. სტეიკ-სალათი ტარხუნის დრესინგით მზადაა. /tiflismeidani
Tiflis Meidani
/tiflismeidani
რკინის რიგი #6, თბილისი; +995 599 25 06 25; +995 32 2 75 10 38
ინგრედიენტები:
ქართველი სელებრითების საყვარელი კერძები ქართული სამზარეულო რომ ყველასგან გამოირჩევა, ამაზე არ ვდაობთ. გამორჩეული კერძები რომ ბევრი გვაქვს, არც ამაზე. თუმცა, ხანდახან მაინც გვიზიდავს სხვა ქვეყნის სამზარეულო და ვცდილობთ დავაგემოვნოთ ხან სპეციალურ რესტორანში, ხანაც საკუთარ სამზარეულოში ვცადოთ მისი გაკეთება. „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებმა – მარიშკა ჯავახაძემ და ნანუკა გულუამ კი თავიანთი საყვარელი კერძები მოგვიმზადეს და ისიც გაგვიმხილეს, თუ რა ადგილი უჭირავს სამზარეულოს მათ ცხოვრებაში.
6
სექტემბერი 2017
რა ადგილი უჭირავს სამზარეულოს თქვენს ცხოვრებაში? (მარიშკა): ვინაიდან ვგიჟდები ჭამაზე, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩემი კომფორტის ერთადერთი პირობა არის ის, რომ მაცივარი სავსე უნდა იყოს. (ნანუკა): ძალიან დიდი ხანია სამზარეულოს დავემშვიდობე. გემრიელი ჭამა რას ჰქვია, უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს მოვამზადო გემრიელი კერძები. რა სიხშირით ამზადებთ კერძებს? (მარიშკა): ხშირად. თუ ცუდ გუნებაზე ვარ, ორი გამოსავალია – ან უნდა გავიდე და ვივარჯიშო, ან კერძი უნდა გავაკეთო. (ნანუკა): ჩემი მომზადებული კერძები ძალიან უყვართ ოჯახის წევრებსაც და მეგობრებსაც, ამიტომ ხშირად მიწევს მათთვის მომზადება. მომზადების პროცესიც ძალიან მსიამოვნებს და შედეგიც – როდესაც მოსწონთ. ყველაზე გემრიელად რომელი კერძს ამზადებთ და რომელი გიყვართ? (ნანუკა): გემრიელად გამომდის მეგრული კერძები. უცხო, ევროპულ კერძებს ვერ ვამზადებ. ხარჩო, ღომი, მჟავეული – არაჩვეულებრივად გამომდის. (მარიშკა): სამწუხაროდ, ქართული კერძები არ გამომდის. არ მიყვარს თევზეული. არაჩვეულებრივად ვამზადებ მექსიკურ კერძს. რომელი ქვეყნის სამზარეულო გიზიდავთ, და რატომ? (ნანუკა): ყველა კურორტიდან მშიერი ჩამოვდივარ. არ ვაღიარებ არც იტალიურ, არც ჩინურ, არც სხვა სამზარეულოს. ქართულ სამზარეულოზე სიგიჟე მჭირს. (მარიშკა): ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ვარ. თუ უცხოეთში ვიმყოფები, იმ მომენტში ჩემი საყვარელი სამზარეულო ქართულია, მაგრამ თუ საქართველოში ვარ, მენატრება იმ ხარისხის სამზარეულო, რომელიც არის ევროპაში, აშშში. ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო. პასტა ჩემთვის ნომერ პირველია და რა თქმა უნდა, ვაღიარებ ამერიკულ ჯანქ-ფუდს, რომელიც ერთ-ერთი პირველია. სექტემბერი 2017
7
ნანუკა გულუას მომზადებული კერძი „ბადრიჯანი ხორცით“ ვიღებთ ბადრიჯანს და ვთუშავთ. ცალკე ვთუშავთ ბულგარულ წიწაკას და ხახვს. ცალკე შევბრაწავთ ფარშს. შემდეგ გადავურევთ ამ მიქსს ერთმანეთში, ვუმატებთ მარილს და წიწაკას გემოვნებით.
8
სექტემბერი 2017
სექტემბერი 2017
9
მარიშკა ჯავახაძის მომზადებული კერძი „ხამანწკები ნაღების სოუსით“ ვხარშავთ ბრინჯს, ვიღებთ ხამანწკებს, რომლებსაც ზეითუნის ზეთიან ტაფაზე მოვათავსებთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამ კერძში მთავარია ნაღების სოუსი, რომელიც კეთდება ნაღებით, ნივრით, ორი წვეთი ბალზამიკოთი, მარილით, პილპილით, და რომ წამოდუღდება, საჭიროა ცოტაოდენი ქონდარი. შებრაწულ ხამანწკებს მოვასხამთ ნაღების სოუსს, გვერდით მოვათავსებთ ბრინჯს და კერძი მზად არის.
10
სექტემბერი 2017
სექტემბერი 2017
11
Vardzia Resort-ის რესტორანი ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის მოპირდაპირე მხარეს, ახლადშექმნილი კომპლექსის შუაგულში მდებარეობს და სტუმარს ქართულ-ევროპული კერძების მრავალფეროვნებით ხიბლავს. Vardzia Resort-ის განვითარების კონცეფცია იმთავითვე მოიაზრებდა მესხური ტრადიციული სამზარეულოს აღორძინება-განახლებას. რესტორნის მენიუ ქართველი და უცხოელი სტუმრების გემოვნების გათვალისწინებითა და მესხური კერძების აქცენტირებით არის შედგენილი და ძირითადად იმ კერძებს მოიცავს, რომელთაც დღესაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ყოველდღიური კვების რაციონში. ეს კერძები უპირატესად მხოლოდ ახალი და ადგილზე მოწეული პროდუქტებით მზადდება. ეს გახლავთ, უწინარეს ყოვლისა, მწნილეული: თელერხაშის, ღიმის, სვინტრის, ჭარხლის მკლავის, ბამიას და ა.შ. მწნილი; ცომეული: მოშუშული ხინკალი, თათარბერაკი, თუთმაჯი, მესხური ფენოვანი ხაჭაპური, ბიში-ლუხუმი, მარილიანი ქადა (რომელიც ორი ხელით იჭმევა, „თუ გული გულობს...“), ადგილობრივი ტრადიციული ყველეული: ტენილი, ჩეჩილი, თავი-ყველი, ცხვრის ყველი... თათარბერაკს და მოშუშულ ხინკალს აქ აუცილებლად დაბრაწულ ხახვთან, ნივრის სოუსთან და მაწონთან ერთად მოგართმევენ; მაყალზე შემწვარ ხბოს, ბატკნის, ორაგულის ან ღორის მწვადს და შემწვარ კალმახს კი ჭერმის ან ალუბლის სოუსით შემოგთავაზებენ. არასოდეს დაგავიწყდებათ აქ გასინჯული სვინტრის (ველური მწვანე სატაცური) შეჭამანდისა და მთაში, ალპურ მდელოებზე შეგროვებული სუნელებით შეზავებული კერძების გემო.
მესხებს განსაკუთრებით უყვართ მწვანე სატაცურისგან მომზადებული კერძები, რომლებიც ევროპაში გავრცელებულ კულტივირებულ თეთრ სატაცურს საგემოვნო თვისებებით არაფრით ჩამოუვარდება. მას წვავენ და აქაურ კოკორა პურთან ერთად მიირთმევენ, კვერცხთან და ხახვთან ერთად შუშავენ, წვნიანს ამზადებენ და საზამთროდ ამწნილებენ. Vardzia Resort-ის რესტორანი სტუმრებს ექსკლუზიურად სთავაზობს თუთის სუფთა წვენისგან დამზადებულ ძმარს, რომელიც სალათებისა და ფხალეულის შესაზავებლად გამოიყენება. რესტორნის ეზოში განლაგებულ აუზებში სტუმრებს თავად შეუძლიათ დაიჭირონ კალმახი, ზუთხი ან მდინარის თევზი, მონაწილეობა მიიღონ
თონესა და ფურნეში პურის, ხაჭაპურის ან ქადის ცხობაში, ხილის გადამუშავებაში (ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა, ჯემი, წვენი) და იქვე, მესხური ოდა-სახლის წინ გაშლილ სუფრაზე ან საუკუნოვანი კაკლის ხის ქვეშ მოწყობილ მაგიდაზე დააგემოვნონ თავიანთი ნახელავი. დაბოლოს: Vardzia Resort-ში ჩაის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. აუცილებლად დააგემოვნეთ ველური პიტნის, მარმიჭის, ალუბლისა და კომშის ფოთლების, ქონდრისა და ნეგოს ჩაი საფირმო ბაქლავასთან ერთად!
14
სექტემბერი 2017
ამბობენ, ყველის შექმნის ისტორია ქრისტეშობამდე 7000 წლის წინ დაიწყოო. ყველის წარმოებას ჩვენს ქვეყანაში დიდი ისტორია აქვს, თუმცა ეს არცთუ ბევრმა იცის. ყველი სხვა ქვეყნებში დესერტად მიიჩნევა, მაგრამ საქართველოში ლამის დამოუკიდებელი კერძია, ან კერძის დანამატია. იმასაც ამბობენ, ყველი ბედნიერების ჰორმონებს შეიცავსო. მესხური ჩეჩილი, მეგრული კაზლა, სულგუნი, ობიანი ყველი, ჩოგი, ნარჩვი, კალტი – ეს ყველის არსებული სახეობების მცირე ჩამონათვალია, და ძალიან საინტერესოა მათი შენახვის ტრადიციებიც, რომელზეც ყველის ქარხანა „სენეს“ მთავარი ტექნოლოგი ბექა კუპრეიშვილი გვესაუბრა.
სექტემბერი 2017
15
საქართველო მდიდარი სამეურნეო კულტურის ქვეყანაა. მოსახლეობამ არ იცის, რომ უთვალავ არქაულ პროდუქტთან ერთად (ღვინო, თაფლი, ზეთი, მარცვლეული), ყველიც უძველესი გვაქვს. რომ 8000 წლის წინათაც ამოგვყავდა ყველი. კვლევის პროცესში აღმოვაჩინე მეგრული გუდის ყველი („გუდაშ ყვალი ლაგუჯიში“). ანუ მეგრელებსაც აქვთ გუდის ყველი. კახურ გუდასთან ამას საერთო არაფერი აქვს. მეგრული „გუდაშ ყვალი“ კეთდება გუდაში და ზუსტად ისე არქაულად, როგორც პირველმა ეგვიპტელმა „აღმოაჩინა“ ყველი. ლეგენდების მიხედვით, ყველი კაცობრიობას ხომ ეგვიპტელებმა აჩუქეს?.. ეს წესი მთის სამეგრელოში, ჯოგებში შემორჩა და მეჯოგეების საყვარელი ყველია. ნედლ რძეს ასხამენ გუდაში, რომელიც აიჭრება საკუთარ, ბუნებრივ მდგომარეობაში. რამდენიმე საათის შემდეგ, მიიღება მაწვნისებრი მასა. გუდა ჩამოიწურება, რომელსაც ჩამოკიდებენ სადმე, ცეცხლთან ახლოს, რათა ოდნავ კვამლმა დაჰკრას და ამატებენ ცხარე, წითელ წიწაკას. მოგვიანებით, გაწურული მაწვნის კონსისტენციის, მოვარდისფრო-მოსტაფილოსფრო მასა საჭმელად ვარგისია და დიდხანსაც ინახება. გუდის ყველს იშვიათად ახმობენ კიდეც, რომელიც შემდეგ უკვე ემსგავსება მომთაბარე ტომების გურუთებს („კურუთ“), თუმცა ვიმეორებ: მეგრელები მხოლოდ რბილ მასას ანიჭებენ უპირატესობას. ზოგადად, სამეგრელო ჩვილი ყველის რეგიონია. საქართველოში რამდენი სახეობის ყველი არსებობს? პროექტის დაწყებისთანავე, სახელმწიფოს ოფიციალურად 14 სახეობის ყველი დავარეგისტრირებინეთ. ეს მოხდა სწრაფად და ფორსირებულად. იყო საშიშროება, რომ მაგალითად, ტენილ ყველზე პრეტენზიას აცხადებდნენ სხვა ერები – მეზობელი სახელმწიფოებიდან. ჩემი კვლევების მიხედვით, 60-ზე მეტი სახეობის ყველი პირადად მე მაქვს მოკვლეული, მაგრამ ეს არის სახეობები და ნაირსახეობები ერთად. იმერულის ბაზაზე ჩედარიზებული ყველის ნაკრები, ხოლო სულგუნის ბაზაზე დიდი ნაირსახეობა, ასევე თაფლში დავარგებული და პიტნიანი ყველის ნაკრები. ნარჩვი – არსებობს ასეთი სვანური ყველი, რომელიც უგემრიელესია, ტიპურია და დამახასიათებელია მთის კულტურისთვის. მზადდება ზუსტად ისე, როგორც თუშური ჩოგი ან საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ყველი მოთალი. ნარჩვს სვანები ძირითადად ზამთარში იყენებენ – შესაწვავად და პურცომეულისთვის. მისგან მზადდება ფეტვნარევი ხაჭაპური, რომელსაც, როგორც ადრე ამბობდნენ, აყრიდნენ ხაშაშის ფოთლებს, რათა ბავშვებს მადა მომატებოდათ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დოზირებული, მიზერული იყო, გახლდათ კვების კულტურა და არავითარ შემთხვევაში კრიმინალი. დღეს ალბათ ამის გამოყენებისთვის ადამიანებს სულ ცოტა უხერხულობა შეექმნებოდათ.
16
სექტემბერი 2017
ჩოგი – თუშური ყველია, რომელიც ნამდვილად დელიკატესია. ესეც გუდის ყველის ნაირსახეობაა. სანამ გუდის ყველამდე მივა, მანამდე დასრესენ გუდაში, და ფხვიერია. სამწუხაროდ, ახალგაზრდა მეწარმეებმა ჩოგს შეცდომით მდნარი ყველი დაარქვეს და ამაში ჩემს წილ „ცოდვასაც“ ვხედავ – არ განვმარტე თავის დროზე, რომ ჩოგს მდნარ ყველთან არაფერი აქვს საერთო. ეს რადიკალურად და პრინციპულად სხვადასხვა კატეგორიის ყველია. რამდენად ვცემთ პატივს ყველს ჩვენს ქვეყანაში? პროცენტულად, საქართველოში ყველაზე მეტ ყველს ვჭამთ. ეს იმდენად ყოველდღიური საკვებია, რომ არავინ ჭამს ისე, როგორც ჩვენ – დილით, შუადღისას, საღამოს – ძილის წინ... საქართველოში ყველის გარეშე ოჯახი არ არსებობს. ევროპაში ყველის მაღალი კულტურაა, მაგრამ იქ ეს საკვები დესერტია – მოაქვთ ვახშამზე, კუბებად დაჭრილი, ღვინოსთან ერთად, თაფლთან და სხვადასხვა მშრალ ხილთან ერთად. ქართველები რძის პროდუქტს დიდი რაოდენობით ვიღებთ, ძირითადად კი – ყველს. რა სირთულეებთანაა ყველის მზადების პროცესი დაკავშირებული? საქართველოში პროფესიონალი მეყველეების აბსოლუტური ვაკუუმია. ისე კი, სოფლად, ყველა ოჯახში იციან ყველის ამოყვანა. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის წლებში სახეობები მინიმუმამდე დავიდა. ის, რომ პირველ ფესტივალამდე, საქართველოშივე, ქართველებმა არ ვიცოდით ერთმანეთის (კუთხეების) ყველი და პირველად მეგრელმა მონაწილემ სწორედ ფესტივალზე იხილა მესხური ტენილი, ეს ფაქტია. ახლა, მე მგონი მეგრელებიც სიამოვნებით მიირთმევენ დამბალხაჭოს და პირიქით – მთიულები სახლის პირობებშიც ამზადებენ სულგუნს. წარმოების სირთულე, რასაკვირველია ნედლეულია. ჩვენ ცოტა გვაქვს რძის ფერმები და ამას ბაზარი აუცილებლად დაარეგულირებს. გვითხარით ყველის განსხვავებული და გამორჩეული რეცეპტი. მაგალითად, გეტყვით – ყველი ზეთში. ვიღებთ იმერულ ყველს. თუ ზედმეტად მარილიანია, უკეთესია. ვათავსებთ ჯამში, ვასხამთ წყალს, ვამატებთ ცოტაოდენ ძმარს. ძმრით გაგვყავს ოდნავ მარილი. შემდეგ ზეთს ვასუნელებთ, ვუკეთებთ ყველა იმ სუნელს, რომელიც მოგვწონს და ვიყენებთ საკვებად: ქონდარი, პიტნა, როზმარინი, კოწახური, წიწაკა; ასევე ზეთისხილი. ყველს ვჭრით კუბებად და ვათავსებთ სუნელებიან ზეთში. ძმარში ვაჩერებთ იმ შემთხვევაში, თუ ყველი ზედმეტად მარილიანია.
სექტემბერი 2017
17
„კანტინა ბაი ბონტემპი“ – ყველაზე გემრიელი ადგილი საქართველოში Cantina by Bontempi – ეს არის იტალიური გასტრონომიის წარმომადგენელი თბილისში, სადაც მთავარი პროდუქტი პინსაა. პინსა პიცის წინაპარია. პროდუქტი შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობის ბურღულეულს და ბიოლოგიურად სუფთაა, მისი ავტორი კი ცნობილი იტალიელი მზარეული ვალენტინო ბონტემპია. პინსერიამ ძალიან მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა და ქართველების საყვარელი ადგილი გახდა. არაჩვეულებრივ ინტერიერთან და მყუდრო გარემოსთან ერთად, პინსერიაში მისაღები ფასებია. პინსას, რომელიც აქ მზადდება, საქართველოში ანალოგი არ აქვს. ჩვეულებრივი პიცისგან პინსა ინგრედიენტებით და მომზადების წესით 18
სექტემბერი 2017
განსხვავდება (ცომი 72-საათიან მომზადებას გაივლის და მაცივარში იყინება). რაც ყველაზე მთავარია, პინსა დიეტური და ზედმეტი ცხიმებისგან ცარიელია. ის, ვინც ჯანსაღ ცხოვრებას არის მიჩვეული, თამამად შეუძლია Cantina by Bontempi-ს ესტუმროს. ვინაიდან „კანტინა“ არ წარმოადგენს მხოლოდ იტალიურ სამზარეულოს, აქ მარტო პინსის კი არა, არამედ ევროპული კერძების დაგემოვნებაცაა შესაძლებელი. აქ მზადდება ბრეცელები, რომელსაც ჩვენს დედაქალაქში მხოლოდ რამდენიმე ადგილზე თუ შემოგთავაზებენ; ასევე საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია თევზეულის მოყვარულთათვის. Cantina by Bontempi ზრუნავს
ვეგეტარიანელებსა და ვეგანებზეც, და მათთვისაც უგემრიელეს პინსებს ამზადებს. „კანტინა“ სასმელებითაც გამოირჩევა: ყავის მრავალგვარი სახეობა უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვალ „მანოლოზე“ დაყრდნობით, რომელიც სპეციალურად „კანტინასთვის“ იტალიაში მუშავდება და იგზავნება. კოქტეილები, ფრეშები და ადგილზე მომზადებული ლიმონათები, უმაღლესი ხარისხის არომატული ჩაი, უგემრიელესი დესერტები და ა.შ. Cantina by Bontempi სულხან ცინცაძის 12 და ალ. ყაზბეგის 24 ნომერში ყოველდღე, დილის 8-იდან ღამის 12 საათამდე გიმასპინძლებთ. შეგიძლიათ დღის პირველ ნახევარში ლანჩ-მენიუთი ისარგებლოთ. გადახდა ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი და სხვადასხვა პროდუქტების თან წაღებაც შეგიძლიათ – ე.წ. take away. მუშაობს გამოძახებისა და ადგილზე მიტანის სერვისიც. გარდა ამისა, Cantina by Bontempi ძალიან მალე გაფართოებას გეგმავს და სექტემბრიდან ფილიალებს „დირსიში“, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე აპირებს. სექტემბერი 2017
19
რამდენიმე სიტყვით ბავშვთა კვება სემპერის შესახებ ბავშვთა კვების შვედურ ბრენდი სემპერი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია ექსკლუზიურად კომპანია „გეფას“ სააფთიაქო ქსელში, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ფართო ასორტიმენტით. Semper-ის ისტორია ითვლის 70 წელზე მეტს. ყველაფერი დაიწყო მშრალი რძის წარმოებაში პრინციპულად ახალი მეთოდის დანერგვით, რომელიც შეიმუშავა შვედმა ნუტრიციოლოგმა ნინნი კრონბერგმა. მისი იდეებით შთაგონებულმა მწარმოებელმა აქსელ ბენნერ-გრენმა 1938 წელს დაარსა კომპანია Svenska Mjolkprodukter AB (SMP), ხოლო 1939 წელს დამზადდა მშრალი რძის პირველი პარტია. ლათინურიდან თარგმანში Semper ნიშნავს „ყოველთვის“. ეს საკმაოდ ზუსტად ასახავს და ხაზს უსვამს ბრენდის წინაშე დასმულ მთავარ ამოცანას, ყოველთვის შექმნას და მიაწოდოს მოსახლეობას მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კვების პროდუქტები. სემპერი მოიცავს 80-მდე დასახელების პროდუქტს: ადაპრიტებული რძიანი ნარევები, ხილის წვენები, რძიანი და ურძეო ფაფები, ველინგები, პაუჩები, ხილისა და მარცვლეულის კომბინაციები, ხორცის და თევზის სადილები, სხვადასხვა ხილის ჩაი და ორცხობილები. ბავშვის ჰარმონიული ზრდა განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორ და რაციონალურ კვებას. დაბადებისას უალტერნატივო პროდუქტს წარმოადგენს დედის რძე. ასევე ძალიან დიდია ინდუსტრიული პროდუქტების და კერძების როლი ადრეული ასაკის ბავშვთა კვებაში. ქარხნული წარმოების პროდუქტებს აქვთ გარანტირებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური უსაფრთხოება და შემადგენლობა, ბავშვის საღეჭ აპარატსა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე მორგებული საკვების ოპტიმალური და გარანტირებული დაქუცმაცება. ნედლეულის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის გვხვდება რთულად მოსაპოვებელი პროდუქტები (მაგ.ეგზოტიკურ-ტროპიკული ნაყოფები) რომლებიც ყოველთვის ჰერმენტულადაა შეფუთული, რაც უზრუნველყოფს ოთახის ტემპერატურაზე ხანგრძლივ შენახვას. ქარხნული წესით დამზადებული პროდუქტები კომფორტულია დედისთვის, არ საჭიროებენ მოხარშვას და საკმარისია მათი შეთბობა ან წყალში/რძეში განზავება. ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის საკვები იყოს მრავალფეროვანი და, რა თქმა უნდა, ხარისხიანი. სემპერი აკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიული, გურმანი ბავშვების მოთხოვნასაც კი.
სემპერი - დედები ენდობიან, ბავშვებს უყვართ
შეიგრძენი „ბაბელ-ვაფლის“ ნამდვილი გემო „ვაფლი-მაფლი“ შეიქმნა 2017 წლის აპრილში. პირველი ამერიკული „ბაბელ-ვაფლები“ ქართველებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა, რამაც ძალიან გაამართლა და დღეს მისი დაგემოვნება „თბილისი მოლში“, „ევროპარკში“ და ბათუმში შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა, უკვე ძალიან პოპულარულია. კომპანიის დამფუძნებლები სალომე სულხანიშვილი და ნინო მესხი არიან. როგორც ისინი ამბობენ, სტარტაპი სირთულეებთან იყო დაკავშირებული: პროდუქციის იდეალური მასის გამოსაყვანად, აშშ-იდან მოუხდათ ინგრედიენტების დამატება, თუმცა მათმა პროდუქტმა პირველივე დღიდან გაამართლა და პოპულარობა მოიპოვა. არ გაჩერებულან იმაზე, რომ ვაფლი მხოლოდ გემრიელი უნდა ყოფილიყო – იზრუნეს ვიზუალზეც, შეფუთვაზეც, და იმაზეც, თუ როგორი სახით მიაწვდიდნენ პროდუქტს მომხმარებელს. ახლო მომავალში სტენდების რაოდენობის გაზრდას აპირებენ. მათ შორის – შარდენზე და გუდაურში. გარდა ამისა, სულ მალე კაფე-ბარიც გაიხსნება, სადაც მომხმარებელი, ვაფლებთან ერთად, განსხვავებულ დესერტებს მიირთმევს. რაც მთავარია, „ვაფლი-მაფლი“ საკუთარ მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სთავაზობს.
e-mail: wafflemaffle2017@gmail.com fb: waffle maffle; instagram:wafflemaffle_georgia
22
სექტემბერი 2017
6 საუკეთესო ფილმი კულინარიაზე კულინარიული ფილმების საიდუმლო მარტივია: მაყურებელს მოსწონს იმის ნახვა, თუ როგორ ამზადებენ სხვები გემრიელ სადილს. წარმოგიდგენთ 6 საუკეთესო ფილმს, რომლის მთავარ ობიექტებად მზარეულები, ხოლო მოქმედების ადგილად სამზარეულო იქცა.
ჯული და ჯულია / JULIE & JULIA (2009) ფილმში ორი სიუჟეტური ხაზია: ერთი პერსონაჟი პარიზში მცხოვრები მერილ სტრიპია, რომელიც მოწყენილობის გამო მზარეულის კურსებს მიაკითხავს. მისი გმირი ნამდვილი ადამიანია, რომელმაც ამერიკის კულინარიაში რევოლუცია მოახდინა.
მეორე კი ნიუ-იორკში მცხოვრები ჯული ფაუველია, რომელიც მერილ სტრიპის გმირის წიგნს იპოვის და მისი ყველა კერძის მომზადებას გადაწყვეტს. ამ ყველაფერს კი ბლოგზე აღწერს. ფილმი ორ განსაკუთრებულ ხედვას და ცხოვრების სტილის რადიკალურად შეცვლას წარმოგვიდგენს. სექტემბერი 2017
23
ქალი ზემოდან / WOMAN ON TOP (2000) ბრაზილიელი იზაბელა (პენელოპე კრუზი) ქმრის რესტორანში მუშაობს. თუმცა მეუღლის მხრიდან ღალატის შემდეგ ქალაქს იცვლის და კულინარიული ნიჭის წყალობით საკუთარი შოუს გასაკეთებლად დაპატიჟებენ. მისი, გაკეთებული საჭმლის გარეშე, ქმრის რესტორანი „იძირება“, ცოლი კი პოპულარობას იხვეჭს. ლათინოამერიკული მუსიკა და პეიზაჟები ფილმს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მატებს.
სანელებლები და ვნებები / THE HUNDRED-FOOT JOURNEY (2014) ინდუსების ოჯახი საფრანგეთში ინაცვლებს და ნაციონალური სამზარეულოს რესტორანს ხსნის. ირონიულია, რომ მათი რესტორანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორნის წინ მდებარეობს, რომელსაც ჰელენ მირენის გმირი მართავს.
შეფმზარეული / CHEF (2012) მოქმედების ეპიცენტრში ორი მზარეული მამაკაცია, რომლებსაც ინდივიდუალური პრობლემები აქვთ. საინტერესოა, საბოლოოდ როგორ ურთიერთობამდე მივლენ. როგორც ყველა ფრანგულ კომედიაში, აქაც ემოციური დიალოგები და სუფთა ფრანგული იუმორია გამოყენებული. 24
სექტემბერი 2017
მის: აღმაშენებლის მე-12 კმ. ფარსადანის 7 ტელ: 0322439439 595979898 www.binuli.ge
NO RESERVATIONS / ცხოვრების გემო (2007) ქეთრინ ზეტა ჯონსის გმირი პოპულარული რესტორნის პროფესიონალი შეფმზარეულია, მაგრამ დის სიკვდილის შემდეგ დეპრესია იპყრობს. ამ დროს მოდუნებულ ქალს მეტოქე გამოუჩნდება, რომელსაც მისი ადგილის დაკავება უნდა. თუმცა წინააღმდეგობა მალე სასიყვარულო ელფერს იძენს. „სამწუხაროა, რომ არ არსებობს კულინარიული რეცეპტების წიგნი ცხოვრებისთვის. კარგი იქნებოდა იმ რეცეპტების წაკითხვა, თუ როგორ მოვიქცეთ სწორად“. საინტერესო ფაქტი: პერსონაჟის უკეთ განსახიერებისთვის ქეთრინ ზეტა ჯონსი ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა. როცა სტუმრები ეუბნებოდნენ, რომ ცნობილ მსახიობს ჰგავდა, კეტრინი პასუხობდა, რომ ამას ცხოვრებაში ხშირად ისმენდა.
შოკოლადი / CHOCOLAT (2000) ჯულიეტ ბინოშის პერსონაჟი საფრანგეთის წყნარ ქალაქში იდებს ბინას. ძველებურ ინდურ რეცეპტზე დაყრდნობით, შოკოლადის ტკბილეულს აცხობს და ყიდის. ქალაქში წარმოქმნილი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლისას, ჯონი დეპის გმირს გაიცნობს და მათი ისტორიაც იწყება. საინტერესოა, რომ კანფეტები, რომლებითაც ფილმში ადგილობრივებს უმასპინძლდება, ჯულიეტმა თავად მოამზადა. 26
სექტემბერი 2017
Facebook.com/PizzaMotorino ტელეფონი : 577 20 18 18; 577 25 17 17 მის.: თბილისი, გამსახურდიას 24ა.
28
სექტემბერი 2017
15 ნივთი, რომელიც ნებისმიერი მამაკაცის სამზარეულოში უნდა იყოს
სექტემბერი 2017
29
ბლენდერი სამზარეულოში აუცილებლად უნდა იყოს ბლენდერი, რომლის დანის პირები ხელსაწყოს კონტეინერის ძირზეა განთავსებული და ხელით მართვადი ჯოხი არაა. პირველი სახის ბლენდერში მასა უფრო მეტად ნაწევრდება და გლუვ ფორმას იღებს.
ვაფლის აპარატი ვაფლის დასამზადებელი აპარატი სხვადასხვა გემრიელი დესერტის გასაკეთებლად გამოდგება, თუმცა მასში ცომში მოთავსებული სოსისიც გემრიელად ცხვება. ამიტომ, არა მხოლოდ კლასიკური, არამედ მრავალფეროვანი ფორმის ფირფიტებია საჭირო.
თერმომეტრი იმისათვის, რომ ხორცის კარგი ნაჭერი არ გააფუჭოთ და ცეცხლიდან დროულად გადმოიღოთ, მისი ზუსტი ტემპერატურა უნდა იცოდეთ. თერმომეტრი სოუსებისა და ნაყინის გასაკეთებლადაც საჭიროა.
მაკარონ პასტას დასამზადებელი აპარატი ამ უნივერსალური დანადგარის მეშვეობით, არა მხოლოდ პასტას გააკეთებთ ადვილად, არამედ ღვეზელების, პელმენებისა და ლაზანიას ცომსაც გამოაცხობთ.
30
სექტემბერი 2017
დაფების ნაკრები სხვადასხვა პროდუქტს სხვადასხვა დაფა სჭირდება და მათი შენაცვლება არ შეიძლება. შინ მინიმუმ 4 დაფა უნდა ინახებოდეს: ერთი ხორცისთვის, ერთი თევზისთვის, ერთი ბოსტნეულისთვის და ერთიც ხილისთვის. მათი გამოყენება უფრო მოხერხებული რომ იყოს, სხვადასხვა ფერის აარჩიეთ.
ყავის საფქვავი იგი არა მარტო ყავისთვის, არამედ სანელებლების ასარევადაც გამოდგება. ყავის ასეთ საფქვავს სხვა ფორმის დანები აქვს.
წვენსაწური ციტრუსებისთვის ლიმონისა თუ სხვა ციტრუსებისგან დამზადებული წვენის დალევა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.
სახლის გრილი გრილზე შეგიძლიათ მოამზადოთ ხორცი, თევზი და ბოსტნეული, ან უბრალოდ, გაათბოთ სადილი.
სექტემბერი 2017
31
შემფუთავი ხელსაწყო ეს აპარატი მაცივარში პროდუქტების ვარგისიანობის ხანგრძლივობას ზრდის. თევზი და ხორცი ისე უნდა შეიფუთოს, რომ მათში ჰაერი არ შევიდეს, რისი დახმარებითაც პროდუქტების შენახვას 4-5 დღის განმავლობაში თავისუფლად შეძლებთ. ამგვარი შეფუთვით დესერტის მომზადებასაც შეძლებთ. მაგალითად, თუ პაკეტს ვაშლსა და შაქარს გადააკრავთ, 20 წუთში ვაშლის ჯემს დააგემოვნებთ.
ხელის სახეხი პარმეზანი თუ ყველის სხვა სახეობა რომ ძალიან წვრილად გავხეხოთ, ჩვეულებრივი სახეხი არ კმარა. ხელის მოწყობილობა ამ დროს საუკეთესო არჩევანია.
დანები კრიტიკულად აუცილებელია დანის ორი სახეობა: თხელი – ყველის ნაჭრებისთვის და მასიური – დანარჩენი პროდუქტებისთვის.
32
სექტემბერი 2017
ტაფა შესაწვავად და მოსახარშად ერთ-ერთი საუკეთესო ტაფა ფოლადის უნდა იყოს.
წვენსაწური წვენსაწურის შეძენისას აპარატის მაქსიმალურ სიმძლავრეს მიანიჭეთ უპირატესობა.
სასწორი კომპოტი შესაძლოა კლასიკური რეცეპტის მიხედვით, თვალის ზომით მოამზადოთ, თუმცა საკონდიტრო პროდუქტების თითოეული გრამი უნდა დათვალოთ.
მიქსერი ეს მიქსერი თერმულ ტემპერატურას აკონტროლებს. მისი მეშვეობით სუფებს, სოუსებს და პიურეს მოამზადებთ. მიქსერის დახმარებით, კერძის სტრუქტურა მაქსიმალურად შერეულია.
სექტემბერი 2017
33
ალიონა დოლეცკაია ალიონა დოლეცკაია რუსი ჟურნალისტი და მთარგმნელია, რომელიც 1998 წლიდან 2010 წლამდე რუსული Vogue-ის მთავარი რედაქტორი იყო. მამა საბავშვო ქირურგი, დედა კი ქირურგიონკოლოგი გახლდნენ. ალიონასგან განსხვავებით, მისი ძმა, მშობლების კვალზე, სამედიცინო საქმიანობას გაჰყვა. მოსკოვში, ფილოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ალიონა უნივერსიტეტში ინგლისურამერიკულ ლიტერატურას ასწავლიდა. მოგვიანებით, უილიამ ფოლკნერის, რეი ბრედბერისა და ავსტრალიელი მწერლების წიგნები გადათარგმნა. თანამშრომლობდა რადიოსადგურ BBC-სთან და გერმანულ ტელეარხთან RTL. უყვარს კარგი საჭმელი, ტყეში სეირნობა, კონცერტებზე დასწრება და წიგნები. ამბობს, რომ იმის მიმართ, რასაც აკეთებს, დიდი სიყვარული და პათოლოგიური პერფექციონიზმი ამოძრავებს. რუსული Vogue-ის რედაქტორობიდან საკუთარი სურვილის გამო წავიდა, რის შემდეგ, რუსეთსა და გერმანიაში გამოსცა ჟურნალი Interview. ალიონა ორივე გამოცემის მთავარი რედაქტორია. 2012 წელს, 75 საავტორო პროგრამა ჩაწერა სახელად: „საუზმე ალიონა დოლეცკაიასთან ერთად“. 2013, 2014 და 2016 წელს, მისი 3 კულინარიული წიგნი გამოვიდა: „დილა. 50 საუზმე“, „კვირის სადილები“ და „მურაბის შესახებ“. ალიონას ერთი ქმარი ჰყავდა – ბორის ასოიანი, პროფესიით ისტორიკოსი, რომელიც 1992 წელს გარდაიცვალა. 34
სექტემბერი 2017
„კვირის სადილები“ ეს ალიონას მეორე წიგნია. მისი პირველი წიგნის დახმარებით გულშემატკივრებმა საუზმის, მომზადება ისწავლეს, ამით კი ახალ სირთულეზე გადავიდნენ. ალიონას წიგნების მეშვეობით, ისინიც კი, ვინც კერძებს დიდად არ ამზადებს ან საკუთარ თავში დარწმუნებული არაა, მზარეულობის ათვისებას ახერხებენ. რეცეპტები მათთვისაც გამოდგება, ვინც ხშირად მდგარა გაზქურასთან და ტრადიციული კერძების მომზადების უბადლო ოსტატია, რადგანაც ალიონას წიგნებში კლასიკური რეცეპტები ახალი მანერითაა წარმოდგენილი. მოკლედ, მისი წიგნები ყველასთვისაა.
როგორ მოვამზადოთ: ვრეცხავთ ქლიავს და გასაშრობად სელის პირსახოცზე ვათავსებთ. ვაცლით კურკებს, შემდეგ ჯამში შაქართან ერთად ვაწყობთ და 2-დან 4 საათამდე ვტოვებთ. წვენის წარმოქმნის პირველივე შემჩნევიდან, ნელ ცეცხლზე ვდგამთ. ვაჯანჯღარებთ და მურაბას ვადუღებთ. გადმოგვაქვს ქაფი, ვასხამთ ზედმეტ სიროფს, ვთიშავთ ცეცხლს და ვდგამთ ქვაბს, რომ გაცივდეს. ნუშს ვასხამთ მდუღარე წყალს 2 საათით. როგორც კი გაწყალდება, ვწურავთ გვერდებს ხელებით, ვაგროვებთ თეთრ მარცვლებს სუფთა ჯამში. მეორე ადუღებისას ქლიავს ვაცდით ნელ ბუყბუყს (არა ძლიერს). ვაკვირდებით, სანამ ამეთვისტოსფერი სიროფი მომწიფებული ბროწეულის ფერს არ მიიღებს. ქაფის მოშორების შემდეგ, ვყრით თეთრ ნუშს, ზაფრანას, მუსკატის კაკალს და ლავანდას. ასე ვაჩერებთ ცეცხლზე 3 წუთი და ვიღებთ ცეცხლიდან. მესამე – ბოლო ადუღება გვინდა იმისთვის, რომ გამოვწუროთ სიროფის ბალასტი და მივიღოთ იდეალურად ანკარა წვეთი. შემდეგ ვაცივებთ და ვანაწილებთ ქილებში.
„მურაბის შესახებ“ წიგნში, Vogue-ის რედაქტორი გვაჩვენებს, თუ რა უნდა მოვათავსოთ ქილებში ზაფხულობით, რათა გემრიელი დესერტი სწრაფად და ხარისხიანად მოვამზადოთ.
წიგნში უამრავი რჩევაა იმისთვის, რომ პროცესისგან ფიზიკური თუ სულიერი სიამოვნების მაქსიმუმი მივიღოთ. ესთეტიკურად მივუდგეთ ყველა საკითხს: ჭურჭლის არჩევას, სანელებლების გამოყენებას, იმ პროდუქტების შეხამებას, რომლებიც მურაბას უხდება და ა.შ. წიგნის ბოლოს კი ქილაზე დასაკრავი ლამაზი სტიკერები გვხვდება.
ამ წიგნიდან ერთ-ერთ რეცეპტს წარმოგიდგენთ: „ქლიავის მურაბა ნუშით“ რა გვჭირდება: 2 კგ. ქლიავი კურკების გარეშე 2 კგ. შაქარი 500 გრ. გასუფთავებული ნუში ½ ჩაის კოვზი ლავანდას ყვავილი ცოტაოდენი ზაფრანა დანის წვერზე ცოტაოდენი მუსტაკის კაკალი დანის წვერზე
რა უნდა ვიცოდეთ: კლასიკური შავი ქლიავისგან გემრიელი მურაბა გამოდის. არ ღირს მათი პატარა ნაჭრებად დაჭრა – ნაყოფი სიროფში ისედაც დაქუცმაცდება. სჯობს ნახევრებად დაანაწევროთ და თუ ძალიან მაგარია, მაშინ 4 ნაწილად. სექტემბერი 2017
35
„დილა. 50 საუზმე“ სულგუნისგან დამზადებული ცილინდრის ფორმის ფუნთუშეული გოგრის პიურეს არომატით
რა გვჭირდება: 4 ცალი სულგუნის ბლინი 400 გრ გოგრა სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი 300 გრ ცისფერი ყველი 3 სუფრის კოვზი ფიჭვის კაკალი დაფქვილი წიწაკა
როგორ მოვამზადოთ: გოგრას წვრილ ნაწილებად ვჭრით, ვათავსებთ მცენარეულ ზეთთან ერთად, ვამატებთ ცოტაოდენ წყალს, ვახურავთ თავზე და 5 წუთი ნელ ცეცხლზე ვაჩერებთ. შემდეგ დაფქვილ წიწაკას ვამატებთ გემოვნებით და ბლენდერში ვურევთ. ამ ნაზავს სულგუნის ბლინებს ვუსვამთ, ზედ დაქუცმაცებულ ცისფერ ყველს ვაყრით და ფიჭვის კაკალს ვამატებთ.
კენკრის სმუზი რა გვჭირდება ვარდისფერი სმუზისთვის: ჭიქა მარწყვი 100 გრ ხაჭო ½ ჭიქა იოგურტი სუფრის კოვზი შაქრის პუდრა
იასამნისფერი სმუზისთვის: ½ ჭიქა მოცვი ¼ ჭიქა რძე ½ ჭიქა იოგურტი ჩაის კოვზი აკაციის თაფლი
ნარინჯისფერი სმუზისთვის: 1 ცალი მანგო 1 ცალი ბანანი 1 ცალი ხურმა 1 ცალი ვაშლი ¼ ჭიქა იოგურტი 1/5 ჭიქა მინერალური გაზიანი წყალი ჯანჯაფილი, გემოვნებით
როგორ მოვამზადოთ: ვარდისფერი და იასამნისფერი: ყველაფერს ბლენდერში ვათავსებთ, სანამ ერთიანი მასა არ გახდება. 36
სექტემბერი 2017
ნარინჯისფერი: თითოეულ ხილს ვასუფთავებთ და მსხვილ ნაჭრებად ვჭრით. შემდეგ ბლენდერში იოგურტთან და მინერალურ წყალთან ერთად ვათავსებთ. დამატებითი გემოსთვის ჯანჯაფილს ვუმატებთ. მაღალ ჭიქებში ჩამოსხმისას, შესაფერისი ცოცხალი ხილით მორთეთ.
დილა სამოთხეში: ლეღვის ბლინი რა გვჭირდება 4 პორციისთვის: 5 ც ვაშლი 1 ც კვერცხი 3 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი 2 ც ლეღვი ½ ჩაის კოვზი დარიჩინი 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი 1 ჩაის კოვზი კარაქი
როგორ მოვამზადოთ: ვირჩევთ არომატულ, მშრალ და ცოტა მჟავე ვაშლს. უმჯობესია სოფლის ან ბიო. ვხეხავთ ხილს მსხვილ სახეხზე, კანთან ერთად, ვწურავთ ზედმეტ წვენს და უცებ ვსვამთ. ვაშლში ჩავახლით კვერცხებს, ვამატებთ ფქვილს, დარიჩინს, მარილს, და კარგად ვურევთ. ვაცხელებთ ტაფაზე ზეთს, კარაქს და ვწვავთ ბლინებს საშუალო ცეცხლზე. თუ დარჩა ვაშლები, ვჭრით ნაჭრებად და ვწვავთ იმავე ტაფაზე. მივირთმევთ ლეღვის ნაჭრით ან ფორთოხლის მურაბით.
სექტემბერი 2017
37
ი ნ
ე მ
ს ნო E ე E ფ R U
D A
L
მათთვის, ვინც პარიზში ერთხელ მაინც არის ნამყოფი, იცოდეთ, რომ Laduree მხოლოდ დელიკატესი როდია, Laduree – ეს თვითონ პარიზია. 1862 წელს დაარსებული საკონდიტრო სახლი პარიზული კომუნის დროს თავიდან ბოლომდე განადგურდა. ლუი ერნესტ ლადიურეს მეუღლემ – ჟანა სუშარმა ქმარს შესთავაზა განახლებული საკონდიტრო სახლი გადაექციათ მოდურ ჩაის სალონად ქალებისთვის, რომლებიც იმ დროისთვის ვერსად მიდიოდნენ თანმხლები პირის გარეშე, იმის შიშით, რომ ვინმე აუცილებლად მოიგონებდა მათზე რაიმე ჭორს. იდეა წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ნამდვილი დიდება საკონდიტრო სახლმა 1930 წელს მოიპოვა, როდესაც დამაარსებლის შვილიშვილმა – პიერ დეფონტენმა მოიგონა ნამცხვარი-მაკარონი – ორი მსხვრევადი ნუშის ნამცხვარი, რომელიც ერთმანეთთან კრემითაა შეერთებული. ნამცხვარიმაკარონი პირველად ეკატერინე მედიჩის დროს გამოჩნდა, რომელსაც ბლინების ფორმა ჰქონდა და დამატებით ინგრედიენტებს არ საჭიროებდა. 38
სექტემბერი 2017
1993 წლიდან კომპანია ეკუთვნის Holder Group-ს, რომელმაც ლეგენდარულ Laduree-ს ახალი სიცოცხლე შესძინა. Laduree-ს პრეზიდენტის – დევიდ ოლდერის გადაწყვეტილებით, უცხოური ბუტიკებისთვის პროდუქცია ქალაქ ბულში, შვეიცარიულ კანტონა ფრაიბურში მზადდება. ყოველ წელს ქარხანაში 400 ტონა მაკარონი 28 ქვეყნის საკონდიტროში გასაგზავნად მზადდება. კომპანია სწორედ ასე ინარჩუნებს გემოსა და ხარისხის საერთო სტანდარტს – მყიდველის ხელში უნდა აღმოჩნდეს თვით სინაზე, ენაზე კი ანგელოზებმა უნდა იმღერონ. დამზადებული მზა ნამცხვრები იყინება, შემდეგ კი იგზავნება სპეციალური მანქანების საშუალებით, რომლებიც აღჭურვილია თერმული სენსორებით. პარიზში მაკარონი 2,1 ევრო ღირს, თუმცა ტრანსპორტირებიდან გამომდინარე, ნამცხვარმაკარონს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფასი აქვს.
რომანტიკა, ოცნება და სწორი მარკეტინგული გათვლა – ეს არის Laduree-ს წარმატების მთავარი პირობა. უამრავი ქალბატონი ყვება ისტორიებს მისი ის პროდუქციის შესახებ. მათთვის ეს ისტორიები თავად პროდუქტზე ქტზე რ ქქალსს მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ სწორედ მაკარონის საშუალებით სთხოვეს ხელი საყვარელმა მამაკაცებმა. ბრენდული შოკოლადი, ყავა ან ჩაი, ჯემი, არომატული სანთლები, შოპინგის ჩანთები, ბრელოკი, Laduree-ს მაკარონი, და გავრცელებული ინსტაგრამის სურათიც მზადაა. „ჩვენ, უბრალოდ, საკონდიტრო სახლი არ ვართ. ჩვენი ყურადღება დეტალებისკენაა მიმართული: შეფუთვა, ფერი, გემო – ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ფრანგული ცხოვრების სტილთანაა დაკავშირებული. ჩვენთან ერთჯერადად არავინ მოდის, მომხმარებლები აქ მოდიან იმისთვის, რომ გახდნენ Laduree-ს დიდი ოჯახის წევრნი“, – ამბობს დევიდ ოლდერი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში. როდესაც ოლდერმა Laduree იყიდა, საკონდიტრო მხოლოდ ოთხი ტიპის მაკარონს ამზადებდა.
ახალმა ახ მფლობელმა კიდევ კ ორი დაამატა, რომელიც მომხმარებელს ზაფხულს გაახსენებდა: ღია ფერის ლიმონისა და ფისტას ფ მაკარონი. ცოტა ხნის ხნ წინ კი საკონდიტრო სახლმა სახლ ახალი – შავი მაკარონი მაკარონ გამოუშვა, რომელიც ძირტკბილასგან ძ რ ბ ს მზადდება და მიუხედავად მკაცრი ფერისა, საოცრად მსუბუქი არომატით გამოირჩევა, რომელსაც თბილი რძის გემო დაჰკრავს. ნახევრადგამტარი გემო Laduree-ს მაკარონის მთავარი პრინციპია. Laduree-ს მაკარონი შეიძლება შეადარო Chanel-ის ჩანთას – დამზადებულია საუკეთესო, მაგრამ მაინც ყველასთვის ხელმისაწვდომი ტყავისგან. იგი ღირს ბევრად ძვირი, ვიდრე მის სტილთან მიმსგავსებული ჩანთა, რომელიც ბრენდ street-fashion-ს ეკუთვნის. როგორც ჩანს, ლუქსის სამყაროში ცდილობენ დაემსგავსონ იმპერიული დიდებისდროინდელ ადამიანებს. თუნდაც ცოტა ხნით გახდნენ ამ ელეგანტური და დახვეწილი სტილის ნაწილი. სწორედ ამიტომ, მისი შეფუთვაც კი, ყოველთვის ჰგავს ნაპოლეონ მესამის მისაღებ ოთახს და არა მრავალსართულიანი სახლის სამზარეულოს.
სექტემბერი 2017
39
40
სექტემბერი 2017
როგორ დავლიოთ ისე, რომ არ დავთვრეთ
სექტემბერი 2017
41
ალკოჰოლი სხვადასხვა კულტურის ადამიანთა ცხოვრებაში უნიკალურ როლს თამაშობს, თავად ალკოჰოლის მოხმარების კულტურა კი პასუხისმგებლობას წარმოადგენს საკუთარ თავთან: რას დავლევთ, როდის, როგორ, და საერთოდაც – დავლევთ თუ არა.
საერთო ქიმია ქიმიის მიხედვით, სპირტის მოლეკულა, რომელიც ფერმენტაციის წყალობით წარმოიქმნება, ყველა ალკოჰოლურ სასმელში ერთნაირია – იქნება ეს ლუდი, არაყი თუ ვისკი. ამაზე არც ალკოჰოლის წარმოების სხვადასხვა ხერხი არ მოქმედებს.
შამპანურის ბოთლის გახსნა საყვარელ ადამიანთან ერთად, ლამაზი კოქტეილი წვეულებაზე, ვისკის ჭიქა რთული სამუშაო დღის ბოლოს თუ ლუდი ფეხბურთისთვის თვალის დევნებისას – ყველაფერი ეს სიხარულის ასოციაციებს ბადებს. ამასთან, ალკოჰოლის არასწორად მოხმარება საწინააღმდეგო შედეგებს იწვევს.
ქალები უფრო მალე თვრებიან, ვიდრე მამაკაცები ადამიანზე ალკოჰოლის ზემოქმედება მის ორგანიზმში წყლის რაოდენობაზეა დამოკიდებული. სტატისტიკის მიხედვით, ქალის ორგანიზმში, მამაკაცის ორგანიზმთან შედარებით, წყალი ნაკლებია. ამასთან, ღვიძლის ფერმენტი, რომელიც ალკოჰოლის გადამუშავებაზე აგებს პასუხს, ქალის ორგანიზმში ნაკლებად ეფექტურად მუშაობს. ამიტომაც, ერთნაირი რაოდენობის ალკოჰოლის მიღებისას, ქალის სხეულში მისი კონცენტრაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მამაკაცისაში.
იმისათვის, რომ ალკოჰოლმა უსიამოვნებები არ გამოიწვიოს, ზომიერად უნდა მოვიხმაროთ. ორგანიზმში მოხვედრისას, ალკოჰოლი ყოველთვის ერთნაირად „იქცევა“, თუმცა მისი მოქმედება სხვადასხვა ტიპის ადამიანის შემთხვევაში განსხვავებულია. ზოგი საათობით საოცარ სიმშვიდეს ინარჩუნებს, ზოგი კი პირველსავე ჭიქის შემდეგ გამოხატავს ემოციებს. „მტერს“ საუკეთესოდ უნდა ვიცნობდეთ, ამიტომ წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტს ალკოჰოლის შესახებ:
42
სექტემბერი 2017
მისაყოლებელ საკვებს დათრობის პროცესის შენელება შეუძლია სისხლს ალკოჰოლის ყველა მხრიდან შესრუტვა შეუძლია. თუმცა, სპირტის 80%-ს კუჭ-ნაწლავი ისრუტავს. როცა კუჭში საკვებიც ხვდება, მისკენ მიმავალი სარქველი იხურება, რათა საკვებმა გადამუშავება შეძლოს. ამიტომაც, ჭამისას ალკოჰოლი კუჭში მოგვიანებით ხვდება და დათრობაც ხანგრძლივდება. გაზიანი სასმელით უფრო სწრაფად დათვრებით გაზიან სასმელთან ერთად, ალკოჰოლი ოთხჯერ უფრო სწრაფად იწოვება. გამოფხიზლებას მხოლოდ დრო შველის ალკოჰოლი კუჭ-ნაწლავში დალევიდან 20 წუთის შემდეგ ხვდება. კუჭი მას ამუშავებს, ანეიტრალებს, ხლეჩს და ორგანიზმიდან მთლიანად გამოდევნის.
ეს პროცესი საათში დაახლოებით 8-10 გრამის გაქრობას ითვალისწინებს. ადამიანს მხოლოდ გადამუშავების შემდეგ შეუძლია გამოფხიზლება, ამიტომაც სიფხიზლის ერთ-ერთი წამალი დროა. სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის არევით „გრადუსის აწევა“, დათრობის ხარისხზე არ მოქმედებს სასმელების არევა რომ გრადუსს ზრდის, უბრალოდ მითია. უკეთ ცხოვრებისთვის მეტი წყალი უნდა სვათ ალკოჰოლური სასმელი ჭიქა წყლით შეანაცვლეთ. წყალთან ერთად, ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოდევნას სალბის ჩაიც აჩქარებს.
სექტემბერი 2017
43
გასტრონომიული მოგზაურობა „ნიკორასგან“ მოგზაურობა, ალბათ, უკლებლივ ყველა ადამიანის საყვარელი საქმიანობაა – პროცესი, რომელიც დასვენებას, განტვირთვას, უამრავი სასიამოვნო თავგადასავლის ძიებას და რაც მთავარია – გასტრონომიულ აღმოჩენებს უკავშირდება. აბა დავფიქრდეთ, ყველაზე უკეთ რომელი ქალაქები და ქვეყნები გვამახსოვრდება? რა თქმა უნდა, ისინი, სადაც ჩვენი გემოს რეცეპტორები ყველაზე ეგზოტიკურმა, გემრიელმა და სასიამოვნო სასუსნავებმა თუ კერძებმა გაანებივრა. აღსანიშნავია, რომ, ამ მხრივ, ყველაზე მეტად სწორედ მათ უმართლებთ, ვისაც ხორცპროდუქტები უყვართ.
44
სექტემბერი 2017
„ნიკორამ“ ბოლო პერიოდში ძალიან სასიამოვნო სიახლე შესთავაზა თავის ერთგულ მომხმარებლებს და წარუდგინა ახალი ხორცპროდუქტები – 4 სახეობის სოსისი, რომელიც არაჩვეულებრივ კულინარიულ მოგზაურობას გვპირდება მსოფლიოს ულამაზეს ქალაქებში. „ნიკორას“ ახალი პროდუქტების კონცეფცია მთლიანად მოგზაურობისა და გემოვნების კონცეფციაზეა აგებული და კულინარიის უგემრიელეს სამყაროში ჩვენს ვირტუალურ გამგზავრებას უზრუნველყოფს. მაშ ასე, გავიცნოთ თითოეული მათგანი: სოსისი კლასიკური – „ვენა“ თუკი ერთხელ მაინც ყოფილხართ ევროპის ამ ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქში და გაგისინჯავთ ვენური სოსისი, მისი გემო არასოდეს დაგავიწყდებათ. ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ დიდი საჩუქარი გაუკეთა მომხმარებლებს და ნამდვილი, კლასიკური ვენური სოსისი შექმნა, რომლის ნაზი გემოს გასინჯვა სიამოვნებისგან თვალებს დაგახუჭინებთ და შორეული ვენის ულამაზეს ქუჩებში ამოგაყოფინებთ თავს. სოსისს კლასიკური შემადგენლობა აქვს და მის დამზადებაში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციაა გამოყენებული. სოსისი პაპრიკით – „ბარსელონა“ ევროპის კიდევ ერთი ულამაზესი ქალაქი, სადაც უგემრიელეს ხორცპროდუქტებს ამზადებენ. პაპრიკა თავისებურ ეგზოტიკურ გემოს ანიჭებს და კიდევ უფრო განუმეორებელს ხდის „ბარსელონას“.
ყველის სამშობლოა. ამიტომ, არც არის გასაკვირი, რომ უგემრიელესი ყველით შეზავებული სოსისის სახელწოდება სწორედ საფრანგეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქის სახელს ემთხვეოდეს. თუ ნაზი, მსუყე და მაღალხარისხიანი პროდუქტის შეძენა გსურთ, დაუფიქრებლად აირჩიეთ „მარსელი“.
სოსისი სოკოთი და ყველით – „ვერონა“ რომეოს და ჯულიეტას ქალაქში გასტრონომიული მოგზაურობისთვის გიდობას „ნიკორას“ „ვერონა“ ღირსეულად გაგიწევთ. სოკოს ნაზად დაჭრილი ნაჭრები და უგემრიელესი, ყველი ერთიორად პიკანტურს ხდის სოსისის გემოს. თქვენც სხვა აღარაფერი დაგრჩენიათ, გარდა იმისა, რომ გასინჯოთ და ისიამოვნოთ.
მაშ ასე, „ნიკორა“ კვლავ ერთგული რჩება თავისი ძირითადი პრინციპებისა – უმაღლესი ხარისხი, ინოვაციურობა და მომხმარებლებზე მაქსიმალური მზრუნველობა, რაც ზემოთ აღნიშნული 4 არაჩვეულებრივი პროდუქტის შექმნით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
სოსისი ყველით – „მარსელი“ მისი უდიდებულესობა საფრანგეთი ხომ თვით
გასინჯეთ „ნიკორას“ ახალი, უგემრიელესი სოსისები და თავდავიწყებით იმოგზაურეთ მსოფლიოს გარშემო. სექტემბერი 2017
45
46
სექტემბერი 2017
მშვიდი საღამო, სასიამოვნო ატმოსფერო, საყვარელი მუსიკა და მკრთალად განათებული გარემო – ერთი შეხედვით, ეს იდეალური დასვენების აღწერაა, თუმცა ამ ყველაფერს აუცილებელი დეტალი – კარგი ღვინო აკლია. ეს უკანასკნელი ხომ დამატებითი კომფორტის გარანტიაა, ცუდმა სასმელმა კი შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს. იდეალურ დასვენებას იდეალური მომზადებაც სჭირდება, ამიტომ სანამ ამაზე ზრუნვას დაიწყებთ, გადახედეთ თქვენს ღვინის მარაგს – თუ იგი ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, აარჩიეთ მათ შორის საუკეთესო, ჩართეთ მუსიკა და დატკბით გემოთი გამოწვეული ნანატრი სიმსუბუქით.
სექტემბერი 2017
47
48
სექტემბერი 2017
1 2
ფასი არ განსაზღვრავს ხარისხს ბევრი ფიქრობს, რომ მაღალი ფასი მაღალი ხარისხის გარანტიაა, ღვინის შემთხვევაში კი ეს არც თუ ისე მართალია. რა თქმა უნდა, ხარისხიან ღვინოს შეუძლებელია ჰქონდეს ძალიან დაბალი ფასი, მაგრამ კარგ და საუკეთესო ღვინოს შორის განსხვავების პოვნა მხოლოდ დიდი გამოცდილების შედეგადაა შესაძლებელი, ამიტომ ღვინის დამწყებ მოყვარულთათვის ამ სასმელში ბევრი ფულის გადახდას აზრი არ აქვს. ღვინის დაძველება ყოველთვის აუცილებელი არაა არსებობს ღვინის სახეობები, რომლებიც იქმნება იმისთვის, რომ ჩამოსხმიდან რაც შეიძლება მალე დაილიოს და საერთოდ არ არის მზად დიდი ხნით შენახვისთვის. თუ გსურთ შეაგროვოთ ღვინის კოლექცია და შეინახოთ მრავალი წლის განმავლობაში, მაშინ მის ყიდვამდე კონსულტაცია უნდა გაიაროთ პროფესიონალთან, რომელიც მაშინვე გეტყვით, რომელი ღვინოა განკუთვნილი დიდი ხნით შესანახად და რომელი უნდა დაილიოს მაშინვე.
3 4 5 6
კლასიკური საცობი ხრახნიანს არ სჯობს კლასიკური საცობის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, დაკავშირებულია ტრადიციასთან. თანამედროვე ხრახნიანი ღვინის საცობები არ ჩამორჩება კლასიკურს და ღვინის კომპანიებიც ნელ-ნელა გადადიან შეფუთვის ამ ახალ მასალაზე. ხრახნიანი საცობი ამცირებს „საცობის დაავადების“ რისკს, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს კლასიკურ საცობს და ღვინო გააფუჭოს. წითელი თუ თეთრი? წითელ ღვინოში არის ბევრი ისეთი ვიტამინი, რომელიც ყურძნის კანისგან მომდინარეობს. თეთრი ღვინის დამზადებისას კონტაქტი ყურძნის კანთან უფრო შემცირებულია, ამიტომ სასარგებლო ნივთიერებები თეთრ ღვინოში შედარებით ნაკლებია. თუმცა სხვა კუთხით, თეთრი ღვინო წითელთან შედარებით ნაკლებად ალერგიულია. მშრალი და ტკბილი ღვინო ერთნაირი ხარისხით გამოირჩევა მიიჩნევა, რომ პროფესიონალები მხოლოდ მშრალ ღვინოს სვამენ, ტკბილი ღვინო კი მათთვისაა, ვინც ღვინის სახეობებში ნაკლებად ერკვევა. თუმცა ეს მართალი არ არის. მაგალითად, ტკბილი გერმანული რისლინგი და ფრანგული სოტერნი ძალიან ძვირად ფასობს. იაფი ღვინო ფხვნილით არ მზადდება ღვინის გაკეთება ფხვნილისგან შეუძლებელია. ყველაზე უბრალო, ნატურალური ღვინის დამზადება ძალიან იაფი ჯდება, ამიტომ ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო სულაც არ არის.
სექტემბერი 2017
49
როგორ დავამარცხოთ 50
სექტემბერი 2017
სტრესი ნებისმიერი უსიამოვნების დამარცხება შეიძლება. უბრალოდ, ავდგეთ და „გავგუდოთ“ იგი სიამოვნებით! მთავარია არ შევცდეთ იმ სიამოვნების არჩევაში, რომელიც სტრესს დაამარცხებს. ასევე არანაკლებ როლს თამაშობს ის, თუ რამდენად სწრაფად მივიღებთ შედეგს. საკმარისია სულ რაღაც ათი წუთით დავნებდეთ ცუდ განწყობას, რომ მთელი დღის განმავლობაში ვეღარ გავუმკლავდებით მას, თუმცა ამ დროს აუცილებელია ძალიან სწრაფად ვიმოქმედოთ და ცუდი განწყობის დამარცხებას მისი გაჩენისთანავე შევუდგეთ. ადამიანთა დიდი ნაწილი სტრესის დამარცხებას საკვებით ცდილობს. ერთი შეხედვით, თუ ეს გვშველის, რატომაც არ უნდა მივირთვათ და დავმშვიდდეთ? თუმცა ხშირად ერთ ნერვულ შეტევას მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ასე, დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიძლება ვჭამოთ სტრესული მდგომარეობის გასაქარწყლებლად, რასაც ახალი სტრესი – არასასურველი კილოგრამები მოჰყვება. როგორ შეიძლება ვიკვებოთ ისე, რომ არც წონაში მოვიმატოთ და არც ყოველდღიურ სტრესთან დავრჩეთ „უიარაღოდ“? გავაანალიზოთ პრობლემა და თეფში შევავსოთ ისეთი საკვებით, რომელიც არ ვნებს ჩვენს ორგანიზმს და გამოირჩევა ანტისტრესული ეფექტით. ბავშვობიდან გვახსოვს ალბათ, როგორ გვაიძულებდნენ მშობლები ვიტამინების მიღებას, რათა უფრო ჯანმრთელები, მაღლები და ლამაზები ვყოფილიყავით. რა თქმა უნდა, ვიტამინების გარეშე ჩვენი ორგანიზმი ვერ შეძლებს სწორად ფუნქციონირებას, მაგრამ თუ მისმა რაოდენობამ ნორმას გადააჭარბა, შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა ნერვული და ენდოკრინული დარღვევები. დოზირებულად მიღებას კი საუკეთესო ეფექტი აქვს, რადგან ამაღლებს ენერგიულ ტონუსს და ამცირებს მღელვარების განცდას.
სექტემბერი 2017
51
მაშინაც კი, როდესაც დიეტას იცავთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ვიტამინებისა და კალორიების არასწორი გადანაწილების შემთხვევაში, არა მარტო წონაში დაკლებას, არამედ სტრესთან ბრძოლასაც შეუშლით ხელს. როგორ უნდა ვიკვებოთ ისე, რომ შევინარჩუნოთ კარგი ნერვები? 1) გაღვიძების შემდეგ დალიეთ ჭიქა წყალი თაფლთან და ლიმონთან ერთად. 2) საუზმეზე მიირთვით შვრიის ფაფა ბანანთან ერთად, ქიშმიშით და დარიჩინით; იოგურტი, მარცვლეული და მწვანე ჩაი. ასევე კარგია ნიახურის, ისპანახის, ვაშლისა და გრეიფრუტის კოქტეილი. 3) სადილზე ძალიან კარგია ბროკოლის წვნიანი ყველთან ერთად, გამომცხვარი ორაგული და ბოსტნეულის სალათი. 4) სადილის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ: პიტნის
52
სექტემბერი 2017
ჩაი, ნუში, ნიგოზი ან შოკოლადის პატარა ნატეხი. 5) დღის ბოლოს კი, ვახშამზე, კარგი იქნება საქონლის ხორცის სტეიკი, პომიდვრის სალათი მოცარელასთან ერთად. 6) დაბოლოს: ძილის წინ კეფირის მიღება დაამშვიდებს თქვენს ორგანიზმსა და გონებას. გემრიელად ჟღერს? ეს საკვები ანტისტრესულ თერაპიაში დაგეხმარებათ. დაამარცხეთ შიმშილი და იგრძენით ენერგიის მოზღვავება, გათავისუფლდით ზედმეტი პრობლემებისგან, დაფიქრდით მისი მოგვარების გზებზე და შეუდექით ამ გზებს დამშვიდებული გონებითა და კუჭით. გახსოვდეთ: გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, მთავარია კარგად დაფიქრდეთ და შედარებით მარტივად შეხედოთ ყველაფერს. ამას კი ვერც ცარიელი და ვერც ზედმეტად სავსე კუჭით შეძლებთ.
სიმყუდროვე და უგემრიელესი კერძები ეს „ჩემო კარგოა“ მყუდრო გარემო, გემრიელი საკვები, სასიამოვნო მუსიკა და პროფესიონალთა გუნდი – რესტორნების ქსელი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ სერვისს გთავაზობთ. ქსელს მომხმარებელი „ორიგინალის“ სახელით იცნობდა. რებრენდინგი ექვსი თვის წინ დაიწყო. შეიქმნა „ორიგინალი ჯგუფი“ და „ჩემო კარგო“ რესტორნების ქსელი გახდა. რესტორანში ცოცხალ მუსიკას ყოველ საღამოს ისეთი ცნობილი მომღერლები გთავაზობენ, როგორებიც არიან: ბორის ბედია, ჯგუფი „ურსა“ და სხვადასხვა რეიტინგული მუსიკალური პროექტების გამარჯვებულები თუ ცნობილი მომღერლები. „რას ინებებთ, ჩემო კარგო“, „მადლობა, ჩემო კარგო“ – სახელი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ ფრაზებისგან წამოვიდა, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო და დასამახსოვრებელია. გარდა იმისა, რომ გარემო არაჩვეულებრივია, საკვებს აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულს მიირთმევთ. მოხევური ხინკლისთვის კვლიავს ყაზბეგიდან, მჭადის ფქვილს სამეგრელოდან, კუბდარის სუნელებს მესტიიდან, ნედლ ხორცს კი კახეთიდან ყოველდღიურად ვიღებთ. ხარისხზე „ჩემო კარგოში“ განსაკუთრებულად ზრუნავენ. „ჩემო კარგოს“ მენიუსთვის სპეციალურად შეიქმნა კუთხური მიქსები, რომლებსაც იმავე კუთხის სიმღერის 54
სექტემბერი 2017
სახელწოდებები ჰქვიათ, რადგანაც ქართული სუფრა მუსიკის გარეშე არ არსებობს. მაგალითად, კახური მრავალჟამიერი, რომელშიც შედის: ხაშლამა, გუდის ყველი, დედას პური, სალათი კახური ზეთით და კახური ღვინო. თითოეული მიქსი შედგება კუთხის დამახასიათებელი კერძებისგან. რესტორანი სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის. „ჩემო კარგოს“ რესტორნების ქსელი ფართოვდება თბილისის მასშტაბით, ასევე იგეგმება საკუთარი ლუდსახარშისა და ფერმის გაკეთება. ყველაზე დიდი სიახლე ქართული კერძების მოყვარულთათვის კი მობილური აპლიკაცია იქნება – მომხმარებელი
ნატურალური და უგემრიელესი კერძების სასურველ ადგილზე დაგემოვნებას უმარტივესად შეძლებს. დღეს კი „ჩემო კარგო“ ადგილზე მიტანის სერვისს გთავაზობთ – ერთი ზარით შეგიძლიათ გამოიძახოთ კურიერი და სასურველი კერძი დააგემოვნოთ. „ჩემო კარგო“ – გემსახურებით სიყვარულით. მისამართი: ც. დადიანის 108 ო. ხიზანიშვილის 51 ადგილზე მიტანის სერვისი: 571 10 30 10; 032 269 30 10
სექტემბერი 2017
55
როგორ შევინახოთ მალფუჭებადი პროდუქტი სწორად? იმისათვის, რომ სიცხეში საჭმელი არ გაგვიფუჭდეს, ყველაზე კარგი გზაა ვიყიდოთ იმდენი, რამდენის მომზადებასაც შევძლებთ მაქსიმუმ ორი დღის განმავლობაში. თუმცა ამ ხერხს იშვიათად თუ მივმართავთ ხოლმე, რადგან, გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ხშირად მხოლოდ დასვენების დღეებში გვიწევს პროდუქტის საყიდლად სუპერმარკეტში გასვლა. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორ შეიძლება შევინახოთ ჩვენი ნავაჭრი ისე, რომ ერთი კვირის განმავლობაში არ დაგვჭირდეს მაღაზიაში წასვლა. მივბაძოთ პროფესიონალ კულინარებს, რომელთათვისაც თითოეული პროდუქტი მნიშვნელოვანია. 56
სექტემბერი 2017
სექტემბერი 2017
57
ხილი და ბოსტნეული ამ პროდუქტების შესანახად ყველაზე კარგი გზა მათი ჰერმეტულად დაცულ პლასტიკურ პაკეტში მოთავსებაა. ეს უკანასკნელი არ აძლევს მათ ტენიანობის დაკარგვის საშუალებას, ტენიანობა კი ხილისა და ბოსტნეულის პირვანდელი სახით შენახვისთვის აუცილებელი პირობაა. ხორცი და თევზი ხორცი და თევზი რომ არ გაგვიფუჭდეს და 4-5 დღის განმავლობაში შეინარჩუნოს პირვანდელი მდგომარეობა, საჭიროა ისინი რაც შეიძლება კარგად გავრეცხოთ და გავწმინდოთ, დავჭრათ ნაჭრებად, შემდეგ გავახვიოთ კულინარიულ ქაღალდში და კიდევ ერთხელ გადავახვიოთ თხელი ცელოფნით. ასევე ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ყოველდღე შევუცვალოთ ქაღალდი და ცელოფანი. თუ ხორცმა და თევზმა ფერი შეიცვალა და სუნი გაუჩნდა, ნუ დაიწყებთ ბედთან თამაშს – დაუყოვნებლივ გადაყარეთ. ზღვის პროდუქტები გაფუჭების შემთხვევაში, ზღვის პროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის შემცველი 58
სექტემბერი 2017
საკვები ხდება. მათი სამ დღეზე მეტი ხნით შენახვა კატეგორიულად იკრძალება. სანამ პროდუქტებს მაცივარში შეინახავთ, აუცილებელია კარგად გაწმინდოთ და პორციებად დაჭრათ. ფერმენტირებული საკვები აქ მხოლოდ ერთი წესი არსებობს – კარგად დავაკვირდეთ მათი გამოყენების ვადას, რომელიც შეფუთვაზე აქვს დართული. გაუვიდა ვადა? სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან! რაც უფრო მკვრივია ყველი, მით უფრო დიდხანს ინახება. ჰერმეტულად დაცული პარმეზანი შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაშიც არ გაგიფუჭდეთ. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად გემრიელი იქნება იგი ხანგრძლივი შენახვის შემდეგ. კვერცხი ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რჩევა არსებობს – დასუნე კვერცხი. თავდაპირველად გატეხეთ კვერცხი, მოათავსეთ მისი გული ცალკე ჯამში, დასუნეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეურიეთ დანარჩენ პროდუქტს. ამგვარად დააზღვევთ ომლეტის სხვა ინგრედიენტებს გაფუჭებისგან. სექტემბერი 2017
59
როგორ ვიკვებოთ სწორად?
60
სექტემბერი 2017
სექტემბერი 2017
61
პროდუქტების დეფიციტის დრო დიდი ხანია უკან ჩამოვიტოვეთ, ამიტომ თანამედროვე ადამიანს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი რაოდენობის ნებისმიერი საკვები. სწორედ ამიტომ, მაღაზიაში პროდუქტის შერჩევისას იშვიათად ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ რა გვჭირდება სინამდვილეში. გარდა იმისა, რომ ვიკვებოთ მუდამ სასურველი და გემრიელი საკვებით, აუცილებელია ჩვენი კვების რაციონი იყოს ჯანმრთელი. საინტერესოა, რომელი პროდუქტების დახმარებით შევძლებთ არ დავიზიანოთ კუჭი, რათა მომავალშიც შევძლოთ საყვარელი საჭმლით ტკბობა. ჯანმრთელი ადამიანის კვების რაციონში არსებობს ორი გადამწყვეტი ასპექტი – საკვების რაოდენობა და ხარისხი. ჩვენი ჯანმრთელობა ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მივირთმევთ და რა რაოდენობით. ამიტომ ჩვენი კვების რაციონი დამოკიდებული უნდა იყოს არა მარტო საკვების გემოსა და მის სისუფთავეზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად სასარგებლოა იგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მიღებულმა საკვებმა არც მირთმევის შემდეგ და არც მომავალში დისკომფორტი რომ არ შეგვიქმნას, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დღის განმავლობაში განსაზღვრული რაოდენობის საკვები მივირთვათ. იმისათვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა სწორად იმუშაოს, აუცილებელია ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები დოზირებულად მივიღოთ. ცილების მთავარი წყაროა კვერცხი, კურდღელი, ჩიტი, თევზი, ზღვის და რძის პროდუქტები. ნახშირწყლების მისაღებად კი აუცილებელია მივირთვათ ფაფები, ბრინჯი, ხორბლის პური და მაკარონი. გარდა ამისა, არსებობს ორგანიზმში სწრაფად ხსნადი ნახშირწყლები, რომელსაც ხილი და ნატურალური ჯემები შეიცავს. ცხიმების მიღება ორგანიზმისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორიც სხვა დანარჩენი ნივთიერებებისა, 62
სექტემბერი 2017
თუმცა ცხიმების შემცველი საკვები, თავის მხრივ, ორ კატეგორიად იყოფა: მცენარეული და ხორცი. მცენარეულიდან ჯამრთელობისთვის ყველაზე მარგებელია ნიგოზი, ავოკადო, მცენარეული კარაქი და ლობიოს სხვადასხვა სახეობები. ცხოველური ცხიმით კი სავსეა თევზის თითქმის ყველა ჯიში, განსაკუთრებით – ორაგული. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მწვანილისა და ბოსტნეულის შესახებ. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ ზოგიერთ პროდუქტს აქვს შერეული შემადგენლობა. ასე რომ, 100 გრამი ასეთი საკვების მირთმევის შემთხვევაში, თქვენ ერთდროულად მიიღებთ ცხიმებსა და ცილებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს, რაც თქვენს რაციონს ძალიან დაამძიმებს. თუმცა არსებობს საკვები, რომელიც ერთადერთ ინგრედიენტს შეიცავს. მაგალითად, კარაქი, რომელიც მხოლოდ ცხიმისგან შედგება, ცილებსა და ნახშირწყლებს კი საერთოდ არ შეიცავს. სწორედ ამიტომ, ძალიან მარტივია მას შეუხამო საკვები, რომელიც ცილებსა და ნახშირწყლებს შეიცავს, და ამის საშუალებით დაიცვათ ბალანსი.
სექტემბერი 2017
63
ყველაზე პოპულარული შეხედულებები ვეგეტარიანელობაზე – მითი თუ რეალობა? ავს. ი მიმდევარი ჰყ ვრ ბე ი შ ებ ავ ი ობას ვარსკვლ სდევენ. ნატალ მი იც ებ ენ სმ ვეგეტარიანელ ტ რ ო და წესს ცნობილი სპ ასაკიდან თქვა ის წლ 8 ი ცხოვრების ასეთ არ უ ის ტყავი ცის მიღებაზე ლიღაც ცხოველ მე ო რ პორტმანმა ხორ იც შ ლ მე ო ებს სამოსს, რ უმჯობესებლად სა გა ს მი რ კა ს ც არასოდეს ატარ რ იანული იუ ბერიმორი ხო ორკში ვეგეტარ -ი უ ნი ს, გამოიყენეს. დრ ბი მო – სახის რეცეპტით ლ მომღერალს ა ბი ხვ ნო ას ც დ ს. ვა ფ სხ ყო 8 არ უ აც კი ძლება , სადაც ცივ ჩაის თვლისას არ შეი მო ჩა ის ებ რესტორანი აქვს ლ მ ნე ლი ვეგეტარია არწმუნებს, რო ბი გვ ნო ად ც . ირ ენ ხშ ებ იც ად ამზ , რომელ ვის. ინეტ პელტროუ ოა ადამიანისთ ბლ გე რ სა სა არ ვახსენოთ გვ ე აზ ების წესი ყველ მსგავსი ცხოვრ
64
სექტემბერი 2017
ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მცენარეული საკვები საკმარისი არაა ეს ტყუილია. ამის თვალნათელ მაგალითად კი მარკ ცუკერბერგი გამოდგება, რომელსაც არაჩვეულებრივი გონებრივი მონაცემები აქვს. არანაკლები ჰქონდა სტივ ჯობსაც. ვეგეტარიანელები უფრო დიდხანს ცხოვრობენ მსგავსი მონაცემები არსებობს. ვეგეტარიანელებს ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებელი და ღვიძლის ნაკლები პრობლემატურობა აღენიშნებათ. როგორც წესი, ვეგეტარიანელები ძლიერი და მტკიცე ხალხია, თუ მათი რაციონი საკმარისადაა დაბალანსებული და გონივრულადაა შემდგარი. ვეგეტარიანელობით გახდომაა შესაძლებელი შესაძლებელია, თუ საღამოობით ნახშირწყლებზე უარს იტყვით და სპორტით დაკავდებით. ვეგეტარიანელობა ფინანსურ ეკონომიაში დაგეხმარებათ ეს კი მცდარი შეხედულებაა – თუ მუდმივად ერთნაირ, მოსაწყენ და უსარგებლო საკვებს არ მიირთმევთ. მარტივია, გახდე ვეგეტარიანელი თუ მოემზადები, რამდენიმე რეცეპტით კერძის გაკეთებას ისწავლი, ვეგეტარიანულ მაღაზიებსა და კაფე-ბარებს მოივლი, ყველაფერი საოცრად გამარტივდება. ვეგეტარიანელობა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ბალანსირებული და გონივრული – სწორედ ასეთია ვეგეტარიანელობა. თუ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზეც მხოლოდ ფალაფელს მიირთმევთ, ორგანიზმისთვის სარგებლის მოტანა გაგიჭირდებათ. ვეგეტარიანელობა – ეს მუდმივი შიმშილის გრძნობა და ხელმისაწვდომი პროდუქტების მცირე რაოდენობაა არაფერი მსგავსი! თუ, რა თქმა უნდა, თავს არ იზღუდავთ და მხოლოდ კიტრსა და მწვანე ვაშლს არ მიირთმევთ. მაგრამ თუ ნახშირწყლების მიღება არ დაგავიწყდებათ, ყველაფერი მშვენივრად იქნება. ხორცი შესაძლოა კუჭში დალპეს და ადამიანს ენერგია წაართვას დიახ, ხორცი მძიმე და ტოქსიკური პროდუქტია კუჭისთვის. უფრო მეტად სასარგებლოა ჭარხალი, სტაფილო, პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, ნიახური, ისპანახი, რძე, შვრიის ფაფა, მარწყვი, ვაშლი, ლიმონი და სხვ. 66
სექტემბერი 2017
ყველა ვეგეტარიანელი სექტანტია არსებობენ უცნაური ვეგეტარიანელები, რომლებიც სხვა სამყაროში დაფრინავენ, თუმცა ამგვარ ხალხს ხომ ყველანაირ საზოგადოებაში შეხვდებით – არ აქვს მნიშვნელობა, ვეგანია თუ არა. შესამჩნევი შეიძლება გახდეს იმიტომ, რომ ამ ორი ფლანგის წარმომადგენელთა რაოდენობებში რადიკალური განსხვავებაა. ვეგეტარიანელობა მოდური ჭირია, რომელიც დროსთან ერთად წარსულს ჩაბარდება ეს მართალია, რომ ვეგეტარიანელობა ახლა, გარკვეულწილად, მოდური გახდა, თუმცა ეს არ გამორიცხავს ადამიანის იმ გულწრფელ დამოკიდებულებას, რომ ჯანსაღად კვება სურს – ყველანაირი ტენდენციების გათვალისწინების გარეშე.
სუშის ადგილზე მიტანის სერვისი
568 333 353
sushiholic@yahoo.com facebook.com/sushiholic1 instagram.com/sushi_holic ე.მაღალაშვილის ქ.8
განუმეორებელი გასტრონომიული სიამოვნება მათთვის, ვისაც ქართული სამზარეულო უყვართ ბათუმი. კ. გამსახურდიას ქ. N40 ტელ: 0422 276222
„სუში ჰოლიკი“ მომხმარებელს ჯანსაღ და ხელმისაწვდომ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია აზიური კერძების ადგილზე მიტანის სერვისზეა ორიენტირებული. მიტანის სერვისით სარგებლობა დღის თორმეტი საათიდან ღამის 2 საათამდეა შესაძლებელი.
ფოტო: აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
GASTRO BOOK